შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე (ნაწილი 5)


13-02-2018, 22:09
ავტორი სალანდერი
ნანახია 241

ეშმაკთან მოთამაშე (ნაწილი 5)

ნინო დილით ადრე მივიდა სამსახურში პირველ რიგში ანდრეასთან შევიდა გაარკვია რომ გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიდიოდა ცოტა ხანს მასთან დარჩა რამდენიმე კითხვა დაუსვა რომელზე პასუხიც რა თქმა უნდა ვერ მიიღო შემდეგ კი თავის კაბინეტში ავიდა... ეკას ჰკითხა ანდრეასთვის ისევ მოდიოდა თუ არა წერილები და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სთხოვა კონვერტზე მითითებული ნომერი და მისამართი მისთვის ამოეწერა და მოეტანა.. ეკა რამდენიმე წუთში დაბრუნდა ფურცლით ხელში და ნინოს ბევრი არც უფიქრია ისე დარეკა ტელეფონზე...
-გისმენთ!
-გამარჯობა, ქეთა ორჯონიკიძეს ვესაუბრები?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-მე ნინო მესხიშვილი ვარ თბილისის ქალთა კოლონიის უფროსი!
-ღმერთო ანდრეა, რა მოუვიდა ჩემს შვილს? სასოწარკვეთა და ტირილი გაერია ხმაში ქალს...
-ანდრე კარგად არის, თქვენთვის რამდენიმე კითხვის დასმა მინდა თუ შეიძლება რომ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს?
-დიახ რა თქმა უნდა საღამოს ვახშამზე დაგპატიჟებთ თუ მეწვევით აქ მშვიდად შევძლებთ საუბარს!
-კარგი მოვალ...
-მისამართს მესიჯით გამოგიგზავნით, ნინოს აღარ უთქვამს რომ მისამართი ისედაც იცოდა ზრდილობიანად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა... ისე გაერთო საქმეში ვახშამზე ლამის დააგვიანა თუმცა მაინც მოასწრო დროულად მისვლა და კარზე ზარი დარეკა...
-გამარჯობა! კარი დაახლოებით ნინოს ასაკის ქალმა გააღო და თაფლისფერი თვალები შეანათა ქალს
-გამარჯობა, მე ნინო მესხიშვილი ვარ!
-მობრძანდით დედა გელოდებათ... სახლში შეიპატიჟა სტუმარი შიგნით კი ლამაზი ასაკოვანი ქალი საკმაოდ გულთბილად შეხვდა და დაჯდომა სთხოვა!
-ჩემი შვილი ხომ კარგად არის?
-დიახ ანდრეა კარგადაა!
-რამე დააშავა? სასჯელი ხომ არ დაუმატეს?
-არა ქალბატონო ქეთა ყველაფერი რიგზეა!
-მაშინ რამ შეგაწუხათ ქალბატონო ნინო? საუბარში ჩაერთო ახალგაზრდა ქალი!
-თქვენ ანდრეას და ხართ არა?
-დიახ სულ დამავიწყდა გაგცნობოდით სოფო ჩაჩუა!
-სასიამოვნოა, აქ იმისთვის მოვედი რომ ანდრეას შესახებ რაღაცეები გავიგო!
-მაგალითად რა? ამჯერად ქეთა გამოეპასუხა...
- როგორც ვიცი ანდრეამ თავის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო რომ ნაშვილებია მაინტერესებს ამას აქვს თუ არა რამე კავშირი მკვლელობასთან რომელიც თავის დაბადების დღეზე ჩაიდინა!
-ეს ანდრეამ გითხრათ?
-რა?
-ის რომ ნაშვილებია!
-დიახ! რა მოხდა?
-უბრალოდ ის არასოდეს ლაპარაკობს და როგორც ჩანს ძალიან გენდობათ!
- იცით ჩვენ ძალიან კარგი ....... სიტყვა ვეღარ დაასრულა ნინომ რა უნდა ეთქვა? ვინ იყო ანდრეა მისთვის? რა აკავშირებდათ ერთმანეთთან? რატომ ესიზმრებოდა თითქმის ყოველ საღამოს?
-ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თავი ძლივს მოუყარა სიტყვებს...
-ანდრეა ერთი კვირისაც არ იყო როდესაც სახლის კართან დამისვეს, მაშინ უკვე მყავდა სოფო თუმცა ვიცოდი რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა ანდრეა საოცრად ლამაზი ბავშვი იყო მისი თვალები ის საოცარი მზერა რომელიც ბოლომდე გამოჰყვა, არც კი ვიცი რა ვიგრძენი მის მიმართ.. ის უსუსური ულამაზესი და უსაყვარლესი არსება იყო რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდებოდა მაშინვე დედობრივი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ ხელში ავიყვნე და იმ დღის შემდეგ ბევრი ბრძოლა მომიწია რომ ანდრეაზე მეურვეობა მომეპოვებინა, ანდრეას კალათში პატარა ბარათი იყო დედამისი წერდა რომ გააუპატიურეს და ეს ბავშვი ზიზღის ნაყოფი იყო თუმცა მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტებდა ამიტომ ტოვებდა კართან, მისი დაბადების ზუსტი თარიღიც ბარათზე ეწერა ექვსი მარტი ეს თარიღი არც შემიცვლია სახელი მე თვითონ დავარქვი და გვარიც ჩემმა მეუღლემ მისცა, დათოს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ანდრეა ამბობდა რომ ღმერთის საჩუქარი იყო ეს ბავშვი საერთოდ მას ყველა უფლის საჩუქრად თვლიდა რაც უფრო იზრდებოდა უფრო ლამაზი ხდებოდა ისეთი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო მისთვის საყვედურიც კი არასოდეს უთქვამს ვინმეს, სკოლა წარჩინებით დაასრულა მაგრამ მის დაბადებისდღემდე რამდენიმე დღით ადრე ანდრეამ მისი შვილად გაფორმების ფურცლები იპოვა სადაც მითითებული იყო რომ პასუხისმგებლობას მთლიანად ჩვენ ვიღებდით მასზე იმ წელს ცხრამეტის უნდა გამხდარიყო თუმცა ჩემმა ანდრეამ ცხრამეტი ვერ შეასრულა... მისმა უცნაურმა ხასიათმა სწორედ იმ დღეს იჩინა თავი ჯერ სახლში ყველაფერი მილეწ-მოლეწა მერე უაზროდ იჩხუბა და გაიქცა, ანდრეამ ტყუილი ვერ გვაპატია სამი დღე ვეძებდით მაგრამ ვერ ვიპოვეთ, შემდეგ პოლიციიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ ის დაიჭირეს, თავის დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად დამთვრალა კლუბში ვიღაც კაცმა რაღაც უთხრა და ნასვამმა ანდრეამ კონტროლი დაკარგა, ის სპორტსმენი იყო და მამაკაცი ცემაში შემოაკვდა! ანდრეას ნახვას ყოველ დღე ვცდილობდით მაგრამ მან ჩვენი ნახვა აღარ მოინდომა, იმ დღის შემდეგ არ გვინახავს!
-თქვენი ქმარი სად არის?
-გარდაიცვალა ორი წელია!
-ანდრეამ იცის?
-არა! ამ დროს ოთახში პატარა გოგონა შემოვარდა ის დაახლოებით ორი წლის იქნებოდა და საოცრად ჰგავდა ქეთას...
-ეს ჩემი სოფოს ქალიშვილია, პატარა ანდრეა, პატარა გოგონა ხელში აიყვანა ქეთამ... ნინო ბავშვს მიეფერა ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს ანდრეას ბავშვობის ფოტოები დაათვალიერა და ორი მათგანი სთხოვა კიდეც მასპინძლებს მათაც უარი არ უთქვამთ და ფოტოები მისცეს... ნინომ დაჰპირდა რომ ანდრეას დაელაპარაკებოდა და მის გადარწმუნებას შეეცდებოდა...
-ამის იმედი დიდად არ მაქვს მაგრამ დიდი მადლობა, ღიმილით უთხრა ქეთამ და თბილად დაემშვიდობა ...
ანდრეას დიდ ხანს მოუწია საავადმყოფოში დარჩენა ნინო ყოველ დღე ნახულობდა მას და ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა თუმცა ანდრეას ხასიათი უფრო და უფრო გაუფუჭდა გამუდმებით ამბობდა რომ ვერ იტანდა საავადმყოფოს კედლებს და აქ ყოფნას კარცერში ყოფნა ერჩია... მისი უხასიათობის გამო ნინო ანდრეასთან დალაპარაკებას ვერ ბედავდა ვერც მისი ოჯახის შესახებ და ვერც განათლების პროგრამაზე ამიტომ გადაწყვიტა სანამ ანდრეას არ გამოწერდნენ კრინტი არ დაეძრა ამ ორ თემაზე...
მეათე დღეს როცა ნინო დილით ადრე მივიდა სამსახურში კაბინეტის კარებზე მოაკაკუნეს...
-შემოდი! თქვა ქალმა და კარში ანდრეამ შემოაბიჯა!
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები გამოგწერეს? გაიღიმა ქალმა ჩასახუტებლადაც გაიწევდა მაგრამ მშვენივრად იცოდა რომ ციხის განაწესი ამას სატიკად კრძალავდა...
-ჰო და მითხრეს რომ კამერაში დაბრუნებამდე შენთან უნდა შემომევლო, პაატამ მომიყვანა ასეთი წესი ყოფილა...
-ნუთუ წესებს ემორჩილები...
-შენს წესებს!
-მაშინ დაჯექი...
ანდრეა ნინოს სავარძელში ჩაჯდა ნინო პირისპირ დაუჯდა და საუბარი დაიწყო...
-მოგწონს ეგ სავარძელი თუ?
-ჩემს საწოლზე რბილია... გაიცინა
-ხომ არ გადმოვიტანო შენს საკანში?
-მშვენიერი იდეაა მაგრამ აქ ხომ ჩემს გარდა ასცხრამეტი პატიმარია!
-დაიწყოო! ფეხზე წამოდგა ნინო...
-წავიდე?
-არა საქმე მაქვს შენთან!
-აჰჰ, გისმენ!
-თათიამ მითხრა რომ სწავლის გაგრძელებაზე უარს ამბობ!
-მერე?
-ეს შენს მომავალს არ წაადგება!
-მომავალი არ მაქვს!
-ანდრეა კარგი რა... ოთხი წლის შემდეგ აქედან გახვალ ცხოვრება არ უნდა გააგრძელო?
-ამაზე ჯერ არ მიფიქრია!
-დროა იფიქრო პატარა გოგო აღარ ხარ!
-რა გინდა ჩემგან?
-მინდა რომ სწავლა გააგრძელო!
-ამას იმიტომ არ ამბობ რომ ჩემს მომავალზე ღელავ! ზუსტად ამიხსენი რა გჭირდება!
-ჯერ ერთი შენზეც ვღელავ!
-ჭირი იქა ლხინი აქა! ზღაპრებს ნუ მიყვები ნინო! გეკითხები რაში გჭირდება ჩემი მეცადინეობა შენ?!
-განათლების პროგრამას შენც თუ არ გამოიყენებ მთელი მასალის დაბრუნება მომიწევს სამინისტროსთვის და ეს ციხის და ჩემს პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებს!
-ახლა გასაგებია!
-და რას იტყვი?
-შენ როგორ ფიქრობ?
-მე ვფიქრობ რომ ახლა უფროსობანას ითამაშებ და მეტყვი გთხოვო რომ დაგთანხმდე!
-არა დღეს კეთილი ვარ!
-მართლა? ანუ დამთანხმდი? თვალები გაუბრწყინდა ქალს!
-ერთი პირობით დაგთანხმდები!
-აქ პირობებს შენ არ აყენებ!
-კარგი შემიძლია წავიდე!
-მოიცა, თქვი რა ჯანდაბა გინდა!
-სწავლას გავაგრძელებ მხოლოდ იმ პირობით თუ შენ მამეცადინებ!
-ღმერთო ანდრეა მე არ შემიძლია!
-რა თქმა უნდა შეგიძლია!
-ნამდვილი ნაბი*ვარი ხარ, იცი როგორ ისარგებლო ადამიანის მდგომარეობით, სიტუაციას ყოველთვის შენს სასიკეთოდ იყენებ!
-ამდენი კომპლიმენტი ერთად ჯერ არავის უთქვამს! მხრები აიჩეჩა ანდრეამ...
-კომპლიმენტი? ეს არის კომპლიმენტი? ხმამაღლა საუბარს განაგრძობდა ნინო
- ისტერიკას რომ მორჩები მერე გავაგრძელოთ საუბარი თორემ თავი ამატკივე... ფეხზე წამოდგა ანდრეა და მაგიდაზე დადებულ თავის სურათს მოჰკრა თვალი!
-ეს რა არის? მშვიდად იკითხა თუმცა ბრაზი გაუკრთა თვალებში!
-ფოტოა!
-მადლობა ვიცანი, საიდან გაქვს ეს?
-დამშვიდდი აგიხსნი, ამჯერად ნინომ დაუწია ხმას!
-კითხვაზე მიპასუხე ნინო!
-ქეთას გამოვართვი!
-ქეთას? აქ ქეთა იყო მოსული?
-არა არა მე რომ ვიყავი მასთან მაშინ წამოვიღე! თქვა ნინომ და მაშინვე ინანა!
-ქეთასთან რამ მიგიყვანა? ანდრეა მაგიდას შეეხო
-გთხოვ ოღონდ ყველაფერს ნუ დალეწავ და აგიხსნი კარგი?
ანდრეამ მაგიდა ერთი ხელის მოსმით გადმოასუფთავა!
-გთხოვ გთხოვ მომისმინე ერთი წუთით! მიუახლოვდა ნინო მისი სახე იმდენად ახლოს იყო ანდრეასთან ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ ანდრეა სახეში მიაჩერდა და ნინოს უწინდებურად აურია თავ-გზა ამ გამოხედვამ!
-გისმენ!
-ცოტა უკან დაიწიე და მოგიყვები!
-უკან დავიწიო?
-ჰო!
-ჩემი გეშინია?
-არა, უბრალოდ აზრებს ვერ ვიკრებ როცა ასე მიყურებ! მაშინვე ტუჩზე იკბინა იმისთვის რომ ზედმეტი წამოროშა!
-გისმენ! ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ანდრეამ...
-უბრალოდ შემებრალა დედაშენი, აინტერესებდა როგორ იყავი ექვსი წელია არ უნახიხარ!
-ეს რა შენი საქმე იყო?
-არ იყო ჩემი საქმე!
-მაშინ რა ჯანდაბა გინდოდა?
-იცი არსებობს ასეთი ორგანო: სახელად გული და მე ის მაქვს გაიგე? გული მაქვს რომელმაც მითხრა რომ საბრალო დედაშენი იმსახურებს ის მაინც იცოდეს რომ ცოცხალი ხარ და არაფერი გიჭირს!
-ის დედაჩემი არ არის!
-დედაშენია! მან ყველაფერი მომიყვა რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა? ქეთამ ყველაფერი გააკეთა შენთვის!
-მან შეცდომა დაუშვა!
-მისი ერთადერთი შეცდომა ის არის რომ ასეთი ნაგავი გაგაზარდა!
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ნინო!
-შენ თვითონ ნუ ცდი ჩემს მოთმინებას! ყველაფერს აქვს საზღვარი შენი სიდამპლის გარდა!
-შენ ნუ ერევი!
-იცი რომ მამაშენი მოკვდა? იცი რომ არაჩვეულებრივი დის შვილი გყავს რომელიც შენს სახელს ატარებს? იცი რომ შენს დას ყოველჯერზე ცრემლები ადგება რამდენჯერაც შენს სახელს ახსენებს? იცი რომ დედაშენი ავადაა? შენ რა შვილი ხარ? შენ რა ადამიანი ხარ? საერთოდ რა ჯანდაბა ხარ?
ანდრეა უღონოდ ჩაჯდა სავარძელში და ღრმად ამოისუნთქა, ნინომ პირველად ნახა ასეთი სევდიანი ანდრეა და მაშინვე გაჩუმდა მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა გოგონასთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა!
-გთხოვ, ნახე დედაშენი მაინც, არ დაუშვა ისიც ისე მოკვდეს რომ ვერ ნახო!
-არ შემიძლია!
-რატომ?
-მან ამ საზიზღარ გისოსებში არ უნდა მნახოს!
-პრობლემა ეს არის?
-ჰო ახლა ეს არის პრობლემა! არ მინდა გისოსებს იქედან მიყუროს და ვერც შემეხოს, სჯობს იცოდეს რომ მისი ანდრეა ცხრამეტი წლის მოკვდა!
-არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ ახლა, მათ შენ უყვარხარ!
-შემეშვი! უნდა წავიდე!
-კარგი, მაგრამ თავს გაუფრთხილდი და დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე პატარა ანდრეა უნდა გაიცნო...
-ქეთას გისოსებში არ დავენახები! თქვა ანდრეამ და კარი გაიხურა...
ნინომ მაშინვე ტელეფონი აიღო და ქეთასთან დარეკა...
-გამარჯობა ქალბატონო ნინო!
-გამარჯობა ქალბატონო ქეთა, დღეს ანდრეას ველაპარაკე!
-რა რეაქცია ჰქონდა? არც კი იცით როგორ ველოდი თქვენს ზარს!
-რამდენ ხანში შეძლებთ მოსვლას ციხესთან? არ ვიცი რა რეაქცია ექნება მაგრამ შემიძლია დაგანახოთ მაინც!
-ნახევარ საათში მანდ ვიქნები! თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის მისი დანახვაც კი რამდენს ნიშნავს!
-მესმის, მაშინ გელოდებით და პატარა ანდრეაც წამოიყვანეთ!
-რა თქმა უნდა, მადლობასაც ვერ გეუბნებით, რასაც თქვენ ჩვენთვის აკეთებთ მადლიერება პატარაა გრძნობაა ამის გამოსახატად!
-სამადლობელი არაფერია!
ქეთამ ტელეფონი გათიშა და დაახლოებით ნახევარ საათში ისევ დარეკა ნინოს უთხრა რომ უკვე ციხესთან იყო ქალი თვითონ ჩავიდა და ქეთა ქალიშვილთან და პატარა ანდრეასთან ერთად თავის კაბინეტში აიყვანა!
-აქ დამელოდეთ ანდრეას ამოვიყვან!
- მგონი სჯობს ყველაფერი გადავმალოთ რაც მტვრევადია! თქვა სოფომ!
-ნუ ღელავთ ვეცდები არ გააფრინოს!
-ძალიან ვნერვიულობ, გულწრფელად აღიარა ქეთამ!
ნინო ანდრეას ამოსაყვანად თავად ჩავიდა...
-ახლა რაღა გინდა? მობეზრებით ჰკითხა საწოლზე წამოწოლილმა ანდრეამ!
-კარგად ხარ?
-კი!
-აბა რატომ წევხარ?
-იმიტომ რომ სხვა საქმე არ მაქვს ნინო!
-ნუ იკბინები რა! მშვიდად თქვა ქალმა...
-დაძინებას ვაპირებ!
-ჯერ ჩემს კაბინეტში უნდა გამომყვე!
-ახლა რაღა დავაშავე?
-არაფერი, სიურპრიზი მაქვს!
-სიურპრიზი?
-ჰო!
-არ მიყვარს სიურპრიზები!
-შენ არაფერი გიყვარს, არავინ და არაფერი!
-მართალია!
-წამოდი!
-თხოვნაა თუ ბრძანება?
-რომლის გამოც დამთანხმდები ის!
-შეგიძლია იმ შენს ახმახ დაცვის ბიჭებს დაუძახო და სულ სირბილ სირბილით ამათრევენ ზემოთ!
-მე მოძალადე არ ვარ და არც შენს წათრევას ვაპირებ სადმე!
-რას ვიზამთ მთლად იდეალურიც ხომ არ იქნები!
-შენი აზრით იდეალური ადამიანები მოძალადეები არიან!
-რა თქმა უნდა მაგალითად მე!
ანდრეა ფეხზე წამოდგა და ღიმილით გაჰყვა ნინოს!
-როცა შიგნით შევალთ არ გაბედო და ჩემი კაბინეტი არ დაარბიო!
-ასეთს რას მახვედრებ შიგნით?
-ნახავ, მაგრამ დამპირდი რომ ადამიანურად მოიქცევი!
-ცხოველივით როდის ვიქცევი?
-ყოველთვის! დამპირდი!
-კარგი გპირდები მთელ ჩემს ადამიანურობას მოვიკრებ! ნინომ კაბინეტის კარი შეაღო და ანდრეასთან ერთად შევიდა ოთახში, შიგნით მყოფები გაოცებულები მიაჩერდნენ ანდრეას ქეთას წამიერად გადმოსცვივდა ცრემლები ხოლო ანდრეას არავითარი ემოცია არ დასტყობია!
კარი გამოაღო და უკან გაბრუნდა ნინოც მას გაჰყვა და კარებთანვე დაიჭირა ხელში ძლიერად მოქაჩა!
-რას აკეთებ? ჰკითხა ქალმა და ბრაზიანი თვალები შეანათა
-ამ კითხვას მე უნდა გისვამდე! რას აკეთებ ნინო?
-ვცდილობ დავრწმუნდე რომ გული თუ არა სისხლი მაინც გაქვს! სისხლი მაინც როგორ არ გიდუღს გამზრდელ დედას ასე როგორ ტოვებ!
-რატომ გააკეთე ეს?!
-აქ გისოსები არ არის! გთხოვ რამდენიმე წუთით მაინც დაელაპარაკე მათ, მე გთხოვ ამას! ჩემს გამო გააკეთე დედაშენის გამო ან იმ ანდრეას გამო ცხრამეტი წლის ასაკში რომ მოკალი! ანდრეამ თავი ჩახარა ნინომ კი ძლიერად მოქაჩა მაისურში და რამდენიმე წამში ისევ ოთახში გაჩდნენ ქეთა ტიროდა სოფოს კი პატარა ანდრეა ეჭირა ხელში და ფანჯარაში იხედებოდა!
-დე, ანდრეასკენ წამოვიდა ქალი და გულში ჩაიკრა! ამდენი წელი შვილო ამდენ წელიწადში ერთხელ როგორ არ დაფიქრდი დედაშენზე? ანდრეა უემოციოდ იდგა თუმცა ქეთას მოშორება არ უცდია! ქალმა რამდენიმე წუთი გულ ამოსკვნილი იტირა სოფო ანდრეას პირისპირ იდგა და ცრემლებს ყლაპავდა!
-შეიძლება შევეხო? ბავშვზე იკითხა ანდრეამ როგორც კი ქეთა მოიშორა და სოფოსთან ახლოს მივიდა!
-მე? მე შეიძლება რომ შეგეხო ? ცრემლიანი თვალებით ჰკითხა სოფომ!
-რა ვიცი თუ გინდა! მშვიდად თქვა ანდრეამ
სოფო მაგრად ჩაეხუტა გოგონას
-მე რა დავაშავე? მე რას მერჩოდი ანდრი ვინ მყავდა შენს მეტი? ასე როგორ მოიქეცი? ექვსი წელი როგორ არ მოგინდა ჩემი ნახვა, ჩემთან დალაპარაკება? ტირილით მიაყარა ქალმა
ანდრეამ ხელები მოხვია დას
-ნუ ტირი რა შენ მაინც ნუ ტირი! ვერ ვიტან სენტიმენტებს! ჩუმად ჩაულაპარაკა და ბავშვისკენ გაიწია რომელიც ქვემოთ იდგა და გაოცებული მისჩერებოდა ამდენ მტირალ ხალხს!
-გამარჯობა ანდრეა, თქვა და ბავშვთან ჩაიმუხლა
-გამარჯობა ანდრეა, გაიმეორა ბავშვმა!
-ჩემი სახელი საიდან იცის? სოფოს მიუბრუნდა გოგონა!
-შენი სახელი არ იცის უბრალოდ რასაც ეუბნები იმას იმეორებს გაეცინა სოფოს!
-რამდენი წლის არის?
-სამის!
-დედა ხომ გავს სურათში რომ არის იმას? დაილაპარაკა ბავშვმა
-ჰო დე სურათში რომაა ის არის!
-დიდი ანდრეა? გაოცებული თვალებით შეხედა ბავშვმა!
-დიდი ანდრეა! ჩაილაპარაკა ანდრეამ! "ეშმაკი" თავისთვის თქვა ნინომ!
- შენ ჩემი სახელი გქვია! ანდრეასთან ახლოს მივიდა ბავშვი
-არა ეს შენ გქვია ჩემი სახელი, გაეცინა ანდრეას
-ჩვენ ერთმანეთს ვგავართ? იკითხა ბავშვმა!
-არა არ ვგავართ, და არც დავემსგავსებით, შენ ჩემნაირი არ იქნები მხოლოდ სახელი გვქვია ერთნაირი! სასწრაფოდ აუხსნა ანდრეამ და ფეხზე წამოდგა...
- დეიდას არ აკოცებ? ჰკითხა სოფომ ბავშვს
-ანდრეა პატარავ მე ანდრეა ვარ, არავითარი დეიდა ბიცოლა მამიდა და ნათლიდედა, ბავშვი ხელში აიყვანა და ცოტა მოუხეშავად დაიჭირა!
-რაღაცეები არ იცვლება! გაეცინა სოფოს
-მაგალითად? საუბარში ჩაერთო ნინო
-ანდრეა ბავშვობაში სულ ამბობდა რომ ჩემს შვილებს დეიდას დაძახების უფლებას არ მისცემდა..
-კიდევ რას ამბობდა ბავშვობაში? ღიმილით იკითხა ნინომ
-ანდრეა სტატუსებს ვერ იტანდა იმის უფლებასაც კი არ მაძლევდა რომ დაიკო_თი მიმემართა, ამბობდა რომ მოხუციც კი არ მისცემდა ვინმეს უფლებას ბებო დაეძახა!
-უბრალოდ ჩემი სახელი მომწონს, თავი იმართლა ანდრეამ
საკმაოდ დიდ ხანს ილაპარაკეს, ქეთამ შვილის მოფერებით გული იჯერა თუმცა ანდრეას დიდი სითბო ისევ არ გამოუვლენია მხოლოდ ბავშვს ეთამაშებოდა...
-მგონი თქვენი წასვლის დროა... თქვა ბოლოს
-კარგი დე წავალთ, კიდევ როდის გნახავთ?
-როცა გამოვალ ქეთა, არ მინდა ბავშვმა ან თქვენ აქ მიყუროთ!
-კიდევ ოთხი წელი ვერ უნდა გნახოთ? საუბარში ჩაერია სოფო
-გპირდები რომ წერილებზე გიპასუხებთ ოღონდ აქ აღარ მოხვიდეთ!
-კარგი რა!
-ქეთა, მოვრჩეთ ამაზე საუბარს!
-ისევ ისეთი ჯიუტი ხარ დედა!
-ციხე უკეთესობისკენ არაფერს არ ცვლის!
-თქვენი აქ ხშირად მოსვლა ნამდვილად არ არის კარგი, ბავშვისთვისაც ცუდია რა თქმა უნდა მაგრამ ანდრეა წერილებზე გიპასუხებთ პირადად გავაკონტროლებ ამას... საუბარში ჩაერია ნინო
-არც კი იცით რა მადლიერი ვარ თქვენი!
-მადლობა საჭირო არ არის მე უნდა ვიზრუნო ჩემს პატიმრებზე!
-თქვენ ძალიან კარგი უფროსი ხართ, ქეთა ამჯერად ნინოს ჩაეხუტა უამრავი მადლობა მოიხადა ისევ იტირა და როგორც იქნა წავიდა...
-ხედავ? არსებობენ ადამიანები რომლებსაც უყვარხარ და ეს სულაც არ არის ცუდი! უთხრა ნინომ როგორც კი ოთახში მარტო დარჩნენ!
-ცუდად ვარ!
-შეუძლებელია ნუთუ ემოციები გაქვს? შენ რა მართლა ინერვიულე? მიუახლოვდა
- რა ემოციები ჭრილობა მტკივა,მგონი ნაკერები ისევ გამეხსნა!
-მაჩვენე! მაისური წამოუწია ქალმა
-ჯანდაბა, სისხლი გდის წამოდი ქვემოთ...
ანდრეა ისევ საავადმყოფოში ჩაიყვანა მხოლოდ ერთი ნაკერი ჰქონდა გახსნილი ექიმმა გააფრთხილა რომ ამიერიდან სანამ ჭრილობა არ შეხორცდებოდა დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა! შემდეგ კი საკანში დააბრუნეს...
ნინო თავის კაბინეტში შევიდა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე უამრავი ემოცია მიიღო დღეს წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აკეთებდა ამდენს ანდრეასთვის თუმცა ამაზე ფიქრიც არ უნდოდა, თავს იმით იმართლებდა რომ ამ ციხეში ყველა პატიმარზე ეკისრებოდა ვალდებულება და ახლა ანდრეა იყო ის ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება, მაგიდაზე თავჩამოდებულს ისე ჩაეძინა ვერც გაიგო, არც ის იცოდა რამდენ ხანს ეძინა როცა ეკას შეყვირებამ გამოაფხიზლა!
-თამარი მოკლეს კაბინეტში ყვირილით შევარდა მდივანი!
-რაა?
-თამარი მოკლეს, სწრაფად საავადმყოფოში ჩადი!
ნინომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე ჩავიდა საავადმყოფოში სადაც პაატა და თათია დახვდნენ!
-რა მოხდა?
-მის ოთახში ვიპოვეთ ყელი აქვს გამოჭრილი, განუმარტა მამაკაცმა
-რას ფიქრობთ ვინ გააკეთა?
-რა თქმა უნდა ანდრეამ სხვა ვინ გააკეთებდა? გაცხარდა პაატა
-სისულელეა ანდრეა ამას არ ჩაიდენდა! მტკიცედ თქვა თათიამ...
-ქალბატონო ნინო თქვენ რას ფიქრობთ?
-იმედი მაქვს ანდრეას არაფერი ჩაუდენია, დამნაშავე უნდა ვიპოვოთ!
-ანდრეა მთავარი ეჭვმიტანილია შემიძლია კარცერში ჩავიყვანო და მანამ ვცემო სანამ ყველაფერს არ დაფქვავს!
-ჯერ ერთი ტყუილად ვერავის ჩაიყვან კარცერში და მეორე ჩემს ციხეში ვერავის სცემენ!
-ნეტავ ასე რამ დაგაბრმავათ ორივე! დაიყვირა მამაკაცმა და ქალებს გაეცალა...
ნინომ ჯერ თამარის გვამის გაკვეთის ბრძანება გასცა შემდეგ კი ანდრეასთან წავიდა რათა სპეცრაზმისა და მაძებრების მოსვლამდე დალაპარაკებოდა!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი GentleWoman

ნინოს ქვეცნობიერმა, ხოლო ჩემმა ცნობიერმაც კი იცის რატომ აკეთებს ამდენს ანდრეასთვის ))) ამათი გაკვეთილები სახალისო იქნება, ველი მოუთმენლად! ანდრეა უდანაშაულო მგონია ამ შემთხვევაში,ფიზიკური მდგომარეობაც არ უწყობს ხელს ადამიანისთვის ყელის გამოსაჭრელად

 



№2  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
ნინოს ქვეცნობიერმა, ხოლო ჩემმა ცნობიერმაც კი იცის რატომ აკეთებს ამდენს ანდრეასთვის ))) ამათი გაკვეთილები სახალისო იქნება, ველი მოუთმენლად! ანდრეა უდანაშაულო მგონია ამ შემთხვევაში,ფიზიკური მდგომარეობაც არ უწყობს ხელს ადამიანისთვის ყელის გამოსაჭრელად

ნინოს ქვეცნობიერს ისეთს დავმართებ დავშოკავ :დ
რაღაც ზე აზრები დამიტრიალდა თავში ამ ორის შესახებ :დ
მკვლელობას რაც შეეხება "რას გაუგებ ეშმაკს" :დ
გაკვეთილები იმისთვის ჩავრთე რომ მეტი დრო დავუთმო დიალოგებს :დ ბევრად მარტივად იწერება დიალოგი ვიდრე სიტუაცია :დ

და მადლობააა ერთგული მკითხველობისთვიის ❤

 



№3  offline წევრი skida

სალანდერი
GentleWoman
ნინოს ქვეცნობიერმა, ხოლო ჩემმა ცნობიერმაც კი იცის რატომ აკეთებს ამდენს ანდრეასთვის ))) ამათი გაკვეთილები სახალისო იქნება, ველი მოუთმენლად! ანდრეა უდანაშაულო მგონია ამ შემთხვევაში,ფიზიკური მდგომარეობაც არ უწყობს ხელს ადამიანისთვის ყელის გამოსაჭრელად

ნინოს ქვეცნობიერს ისეთს დავმართებ დავშოკავ :დ
რაღაც ზე აზრები დამიტრიალდა თავში ამ ორის შესახებ :დ
მკვლელობას რაც შეეხება "რას გაუგებ ეშმაკს" :დ
გაკვეთილები იმისთვის ჩავრთე რომ მეტი დრო დავუთმო დიალოგებს :დ ბევრად მარტივად იწერება დიალოგი ვიდრე სიტუაცია :დ

და მადლობააა ერთგული მკითხველობისთვიის ❤

წარმომიდგენია. ამათი ერთი საუბარი რა არის და ახლა გაკვეთილები რა იქნება ისე ნინო განსხვავებულს არაფერს გაკებს ისედაც მასწავლებლივით მოძღვრავს ამ ჩვენს,,ეშმაკს"

 



№4  offline წევრი სალანდერი

skida
სალანდერი
GentleWoman
ნინოს ქვეცნობიერმა, ხოლო ჩემმა ცნობიერმაც კი იცის რატომ აკეთებს ამდენს ანდრეასთვის ))) ამათი გაკვეთილები სახალისო იქნება, ველი მოუთმენლად! ანდრეა უდანაშაულო მგონია ამ შემთხვევაში,ფიზიკური მდგომარეობაც არ უწყობს ხელს ადამიანისთვის ყელის გამოსაჭრელად

ნინოს ქვეცნობიერს ისეთს დავმართებ დავშოკავ :დ
რაღაც ზე აზრები დამიტრიალდა თავში ამ ორის შესახებ :დ
მკვლელობას რაც შეეხება "რას გაუგებ ეშმაკს" :დ
გაკვეთილები იმისთვის ჩავრთე რომ მეტი დრო დავუთმო დიალოგებს :დ ბევრად მარტივად იწერება დიალოგი ვიდრე სიტუაცია :დ

და მადლობააა ერთგული მკითხველობისთვიის ❤

წარმომიდგენია. ამათი ერთი საუბარი რა არის და ახლა გაკვეთილები რა იქნება ისე ნინო განსხვავებულს არაფერს გაკებს ისედაც მასწავლებლივით მოძღვრავს ამ ჩვენს,,ეშმაკს"

ეგეც მართალია ნინომ ისედაც მოირგო მასწავლებლის როლი :დ
გაკვეთილები იქნება რაც იქნება :დ
როგორც ვთქვი შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და დიალოგების წერა უფრო მიმარტივდება ვიდრე დანარჩენი რამეების :დ ამიტომ ეს გაკვეთილები იყო გამოსავალი ჩემთვის რომ წერა გამეგრძელებინა :დ
მადლობააა რომ დროოს გვითმოობ ❤

 



№5  offline წევრი GentleWoman

მომხრე ვარ ანდრეასა და ნინოს ბევრი დიალოგის! ნინოს ქვეცნობიერი როგორმე გაუძლებს შოკს, მთავარია ჩემი ცნობიერი დახვდეს მედგრად :დ
ვთქვი და კიდევ ერთხელ განვმეორდები,შემოქმედებითი კრიზისის დროსაც მშვენივრად წერთ, მე ყველაფერი მომწონს! და მადლობა მე კი არა თქვენ , რომ მკითხველს პატივს გვცემთ და ყოველ საღამოს ერთმანეთზე უკეთესი თავებით გვანებივრებთ ^^

 



№6  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
მომხრე ვარ ანდრეასა და ნინოს ბევრი დიალოგის! ნინოს ქვეცნობიერი როგორმე გაუძლებს შოკს, მთავარია ჩემი ცნობიერი დახვდეს მედგრად :დ
ვთქვი და კიდევ ერთხელ განვმეორდები,შემოქმედებითი კრიზისის დროსაც მშვენივრად წერთ, მე ყველაფერი მომწონს! და მადლობა მე კი არა თქვენ , რომ მკითხველს პატივს გვცემთ და ყოველ საღამოს ერთმანეთზე უკეთესი თავებით გვანებივრებთ ^^

როგორ მახარებთ თქვენ ხომ არ იცით ❤
როცა ვიცი რომ ერთი ადამიანი მაინც მელოდება რა უფლება მაქვს არაპუნქტუალურობის ❤
დიალოგებიც იქნება გრძელი თავებიც იქნება ❤
მხოლოდ ცნობიერი სერიოზულად შეამზადეთ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent