შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (1)


13-02-2018, 22:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 784

გაუჩინარებული (1)

უკვე მეათე დღე გავიდა, რაც მე და მამაჩემმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გავმართეთ საკუთარ სახლში და სახეალეწილი გამოვიქეცი საკუთარი ბუნაგიდან. რთული აღმოჩნდა მარტო ცხოვრება. მითუმეტეს, რომ თავი ოჯახის დედაბოძი მეგონა და როგორც პირველი შვილი, საკმაოდ გათამამებულიც ვიყავი. გათამამებულს ასე თავდაჯერებითაც ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი შვიდი წლის და სკოლიდან ხშირად გამომყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენტალიტეტი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაინც ძალიან მიჯაჭვულები ვიყავით ერთიმეორეზე.
ახლა ცოტა მციოდა. ამ ბოლო დროს, სულ მციოდა.
შუაღამისას გამოღვიძებულს, ხშირად მიფიქრია, მშობლების ოთახში გავვარდნილიყავი, მათ შუაში დამეკავა ადგილი და გათოშილი ფეხები შემეგორებინა დედაჩემის კალთაში. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ვარ, მაინც არ გაუკვირდებოდათ ჩემი პატარა დის მაგივრად თუ მე აღმოვჩნდებოდი მათთან.
მაგრამ ყოველ ღამით მახსენდებოდა, რომ სახლში არ ვიყავი და დედაც შორს იყო.
ძალიან ამაყი მშობლები მყავდა და შესარიგებლად არ მოვიდოდნენ. თან იციან, მეც არ შევურიგდებოდი.
კატასტროფული არც არაფერი მომხდარა, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ისე გვეჩხუბა, როგორც ერთმანეთის დაუძინებელ მტრებს. ზოგჯერ მგონია, რომ მათთან მისვლა და ყველაფრის ახსნა ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ეს ფიქრებიც წუთიერია ხოლმე. წამშივე მახსენდება თუ როგორი განრისხებული ვარ და აჩუყებული გული ცოფიან გულად გარდამექმნება.
ჩემი ძმაც აღარ მელაპარაკება, რაც მისი შეყვარებული უკანასკნელ დამპლად შევრაცხე და მისი ძმაკაცების თანდასწრებით ერთი-ორი „ტკბილი“ სიტყვა მივაძახე.
მამაჩემს ჩემი ნომერი მსგავსი სახელით გყავდა მობილურში შეყვანილი: „ჩემი მზე“ და ნეტავ რამდენჯერ გაუხსნია თავისი მზის ნომერი დასარეკად და რამდენჯერ დაუბლოკავს ტელეფონი იმის იმედით, რომ თავიდან ამომიგდებდა?
სისულელეა!
მშობლები შვილებს თავიდან არასოდეს იგდებენ და იქნებ არც და-ძმები? იქნებ ჩემს პატარა დას, ევას ღამე ძილი უჭირს ჩემი წაკითხული ზღაპრების გარეშე? მაგრამ ის ამას არასოდეს იტყვის. ოჯახში ყველანი ამაყები ვართ. შეიძლება, უინტერესოდ, ჩემდამი სიყვარულით სავსემ მოუსმინოს მამაჩემისა და დედის მოყოლილ ზღაპრებს ძილიწინ და თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩაეძინა. შემდეგ კი, ძალიან ძალიან დიდხანს, თითქმის შუაღამემდე იტიროს იმის გამო, რომ მის გვერდით არ ვარ.
ღამით ყოველთვის მათზე ვფიქრობდი და დილაობით კი თავის ტკივილი მიღებდა ბოლოს. აქ, ამ დაუცველ სამყაროში ჩავრჩი ჩემივე გადაწყვეტილებით, სადაც მგონია, რომ მხოლოდ აჩრდილები მხედავენ, თუმცა მათაც კი ერიდებათ ჩემთან კონტაქტი.
მოკლედ, მარტოობისთვის ვარ განწირული და მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზობისგან ბევრი მაკლია, მაინც დაცემულ ანგელოზს ვგევარ.
მე დავირქვი ასე და ძალიან მომწონს ეს წოდება.
ასეთ სისულელეებზე ფიქრმა გარეთ გამიყვანა. შუაღამის 3 საათზე, როდესაც ქუჩაში არავინ იყო, მე დარდიანად დავწანწალებდი მაინც.
მამა ალბათ ბევრს იწუწუნებდა რომ გაეგო, ასეთ დროს დავდივარ გარეთ. მამაჩემი ყოველთვის ზედმეტ თავისუფლებასაც კი მაძლევდა, თუმცა ღამით ეშინოდა ბავშვების გაშვება. მდიდარი ოჯახი მყავდა... ალბათ, ზედმეტად მდიდარიც და მემგონი, ცოტა ცუდად ჟღერს, რომ მყავდა. ისინი ხომ კვლავაც მყვანან. ბაბუაჩემი იმითი გარდაიცვალა, რომ გამოსასყიდის სანაცვლოდ გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს.
ახლა ისე გამომივიდა, თითქოს ბედის ანაბარა მივაგდეთ.
არა, პირიქით:
მამაჩემმა ორჯერ მეტი გადაიხადა და გამომძიებელთა მთელი რაზმი დაიქირავა. ასე თქვა, რომ ბაბუას სიცოცხლე ფული არ ღირდა, ამიტომ მკვლელი ბანდიტების ციხეში ჩაყუდებას მოახმარდა მთელ ქონებას თუ საჭირო გახდებოდა, ოღონდაც ბაბუა ეპოვნათ.
თუმცა მაინც მოკლეს.
ასეთ დროს, სხვას დანაშაულის გრძნობა დაგლეჯდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მკვლელები გამოსასყიდის მიღების შემდეგაც კლავენ ადამიანებს. მამა ღირსეული ადამიანი იყო და მამამისის გადარჩენის უკანასკნელ, ყველაზე კარგ გზას მიაგნო, თუმცა მაინც უშედეგო აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, 5 წლისა ვიყავი, როცა კარატეზე შემიყვანა, ცოტა მოგვიანებით ბოქსიც დაერთო და საბოლოოდ ცეცხლსასროლი იარაღების ისეთი გამოყენება მასწავლა, გეგონება სახელმწიფო აგენტად მამაზადებდა. ჩვენს ოჯახს იმ ინციდენტის შემდეგ საფრთხე აღარ დამუქრებია, მითუმეტეს, დროც შეიცვალა და როგორც ამბობდნენ, ახლა უფრო დაცულები ვიყავით ყველაფრისგან. ჩემი ბრძოლის ხელოვნების შესწავლის მერე, მამაც ნაკლებად ფხუკიანი გახდა და ისე მოხდა, რომ ოჯახის დანარჩენი სხვა წევრებისთვის აღარ დაუძალებია დილით ადრე ჯეკი ჩანივით ფეხების ქნევა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთადერთი ყურებამდე შეიარაღებული მებრძოლი შევრჩი ოჯახს.
ქუჩის ბორდიურზე ჩამოვჯექი. მტვრიანი და ჭუჭყიანი ადგილი ავირჩიე დასასვენებლად. ამ ბოლო დროს, ძალიან სწრაფად ვიღლებოდი. არადა, უკვე ვახსენე როგორი მრავალმხრივ სპორტული ადამიანი ვარ. იმაზე ფიქრს შევუდექი თუ რა გამეფუჭებინა. საახლობლო წრეში ჩემს ძმაზე უფრო მავნე ბავშვის სახელით ვიყავი ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ბევრს აშავებდა, მე კი მის მეასედსაც კი არ ვურევდი.
ალბათ, როგორც მამაჩემი ამბობდა, ჩემმა გარეგნობამ განსაზღვრა ჩემს მიმართ ასეთი ეჭვებით სავსე დამოკიდებულება. დიდი არაფერი, უბრალოდ მამას ვგავდი ძალიან და მამაჩემი ხომ ახალგაზრდობის ჟამს განთქმული „ცუდი ტიპი“ იყო. არც ეხლაა ხანდაზმული, 41 წლისა თუ იქნება. ახალგაზრდები იყვნენ ჩემი მშობლები როცა შეუღლდნენ და იმის მერე ერთად არიან. ორივენი ისევ ისეთი, ბავშვებივით ეჭვიანები დარჩნენ და სიყვარულით შევყურებდი ხოლმე დედაჩემის ისტერიკებს იმის შესახებ, რომ ვიღაც 25 წლის გოგო მამაჩემს ლამის კისერზე ჩამოეკიდა კლუბში(სადაც, ძირითადად ერთად დადიოდნენ და მუდამ ჩვენს გარეშე). დედა ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონების ინტერესი მამაჩემი მიმართ, არასოდეს დასრულდება, რადგან მამა მდიდარია. ეს კი ბევრ რამეს ნიშნავს, რადგან მოხუც მდიდრებსაც ამოუწურავი ახალგაზრდა თაყვანისმცემლები ჰყავთ ხოლმე. მე კი ასეთ თემებში სრულიად გაურკვეველი ვარ და საერთოდ, რა ჰქონდა დედაჩემს საეჭვიანო? რომ ვუყურებდი, მასზე მეტი ნაოჭი მქონდა და ერთად როცა მივდიოდით სადმე, უფრო ხშირად, მასთან ფლირტს ცდილობდნენ.
ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ოჯახის კლუბი უნდა დაგვეარსებინა რომ არა ჩემი მოულოდნელი სკანდალები.
უცებ ისე ჩამიქროლა სამმა შავმა ჯიპმა, აზრზე მოსვლაც ვერ მვოასწარი. ვიფიქრე, მამაჩემი არ იყოს-თქო და ლამის ბუჩქებში შევძვერი დასამალად, მაგრამ ამხელა ერთნაირმანქანებიანი ამალით რატომ მომადგებოდა?
იმ წამს, გონება გამინათდა. ამ უბანში ბევრი ნაცნობი ცხოვრობდა და ამიტომაც ვიმალებოდი აქ. როცა ყველასთან ახლოს ხარ და ისინი სადღაც გადაკარგულში ეძებენ შენს ნაკვალევს, ნაკლები შანსია რომ ოდესმე გნახონ.
მეძებენ...
ვიცი, რომ ვენატრები და ჩუმად მეძებენ, მაგრამ არ იციან, როგორი ღამურაც ვარ, რადგან ყოველთვის ზედმეტად კარგი ძილი მქონდა ღამის ცხოვრებით არასდროს ვცხოვრობდი.
მოკლედ, მივხვდი ვისი მანქანაც იყო და ეგრევე ღამის მოჩვენებასავით ავედევნე. ზოგადად, არ მჩვევია უცხო მანქანების თვალთვალი, მაგრამ გეგის სახლში შეუხვიეს და ალბათ, ვალდებულიც კი ვიყავი რომ ავდევნებოდი, რადგან გეგი მამაჩემს ვერ იტანდა. ერთხელ, დასისხლიანებული მოვიდა სახლში - ტუჩი და წარბი გაჰხეთქვოდა. გეგისთან მოსვლია შესხლა-შემოხლა, როგორც ყოველთვის და იმის შემდეგ, ვოცნებობდი რომ ცხოვრება კოშმარად ჰქცეოდა. თუმცა გეგიც კაი მიბეჟილი იყო, მამაჩემს სრულებით არ სჭირდებოდა სიბრალული და თანაგრძნობა.
ახლა იქნებ ჰეროინი გადაჰქონდათ? ან რამე კიდევ უფრო აკრძალული? პროსტიტუცია? ჩვილი ბავშებით ვაჭრობა?
იმედი დავიტოვე, რომ რამე მსგავსს გამოვკრავდი ხელს და სამუდამოდ ჩამოვაშორებდი მაგ გარეწარს გარე სამაროს.
მის ჭიშკართან რომ მივიპარე, ისეთი ამბები ხდებოდა, რამდენად შესამჩნევიც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემთვის მაინც ვერ მოიცლიდნენ. თუმცა რიგიანად გამიცრუვდა იმედები, როცა ბავშვის მაგივრად პატარა ლეკვების წკმუტუნი მომესმა.
ჯანდაბა! პატარა, სამი თეთრი და გაბურძგნული ნესები იყვნენ (ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი დედამიწის ზურგზე).
ნერვებმოშლილმა უკან გამობუნძულება დავაპირე, მაგრამ ჩემი თავის რა ვთქვი, რომ ეგეც არ დამცალდა. დედაჩემი გამახსენდა, რომელსაც ინოვაციური იდეების მანქანას ვეძახდი და აქ გავჩნდი მეც - ამ მანქანის პირმშო.
გეგის ეზოსთან დავბრუნდი. ძაღლები ეზოში დახტოდნენ, კარი ოდნავ ღია იყო და თან ბიჭები სახლში შესულიყვნენ, რაღაცეებს საუბრობდნენ. ვხედავდი მათ, გამჭვირვალე შუშის კედლები ჰქონდა მის დიდებული არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლს (ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახის სახლიც იგივე ქალმა დააპროექტა).
ეზოში შევიპარე და ხეს ამოვეფარე.
ერთი ლეკვი განსაკუთრებულად მოძრავი ჩანდა. კუდს ისე ათამაშებდა, როგორც იხვები დააქანებენ თავიანთ კურტუმოებს და ისეთი პატარა იყო, ამ კუდის სიმძიმე მომენტებში აყირავებდა ხოლმე.
- მპუ, მპუ, მპუ - დავუძახე ლეკვებს(ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ მივმართავთ მათ ადამიანები, როდესაც გვსურს, რომ ჩვენთან გამოიქცნენ).
იმ პატარა მორბენალმა გამომხედა მხოლოდ და ენაგადმოგდებული გამოიქცა ჩემსკენ. ჯერ დამყნოსა, შემდეგ მომაფერებინა. არაადამიანურად რბილი ბეწვი ჰქონდა და ბამბის გუნდას ჰგავდა. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა რაღაცის მოპარვის სურვილი და ასეც მოვიქეცი.
ლეკვთან ერთად დავტოვე იქაურობა და ისე ლანდივით გამოვედი, როგორ ლანდივითაც შევიპარე.
ლეკვიანად მივრბოდი ქუჩაში და ისტერიკულად მეცინებოდა. შემეშინდა კიდეც, ჩემს სიცილზე მთელ უბანს არ გაჰღვიძებოდა.
მე ხომ ძაღლი მოვიპარე.
ჯანდაბა! მთელს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძაღლი მოვიპარე და უკვე ისე გაგიჟებით მიყვარდა, რომ გეგიც კი ნაკლებად მეზიზღებოდა. ჰოდა, ამის ფონზე კიდევ უფრო მაგარი იდეა მომივიდა თავში: ყველა ვითომ მაგარ ტიპს, რომელსაც ვითომ მაგარი ზედმეტსახელი აქვს, რაღაც უბედურება ჰქვიათ ხოლმე დაბადების მოწმობებში. ჰოდა, გეგისაც ექნებოდა შავბნელი ისტორია და ალბათ ან გესტაფო ერქვა ან გედევანი. ავდექი და სანამ გეგის ცხოვრების ბნელ ნაწილს გამოვიკვლევდი, ლეკვს აბულა დავარქვი, თავისი პირველი, არშემდგარი პატრონის საპატივცემულოდ(აბულაძე იყო გვარად გესტაფო ან გედევანი).
აბულა სახლში მივიყვანე და შემდეგ 24 საათიან მარკეტში შევედი რომ მისთვის ძაღლის საკვები მეყიდა. ამ ძალით სიარული არ შემეძლო, ეგრევე გამომიჭერდნენ. ცხოველების მოვლაც არ ვიცოდი, მაგრამ როგორმე გადავიტანდით მე და აბულა დისკომფორტს.
სასტიკად მეძინებოდა, სიგარეტი ფანჯარაში მოვწიე და გაგიჟებული გეგი დავინახე, რომელიც ქუჩის ყველა კუთხე-კუნჭულში ფანრით ეძებდა ჩემს აბულას. ძმაკაცებიც თან ახლდნენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს პრეზიდენტის შვილი დაიკარგა...
მათი იყო და ჩემი გახდა... ჩემს საწოლზე ეძინა.
მიხაროდა, რომ მარტო აღარ ვიყავი და ვიღაცას მაინც სჭირდებოდა ჩემი მოვლა.

* * *

შემდეგ ღამესაც წყვიადის შვილივით გავედი სასეირნოდ. აბულა არ გამიყვანია. მაინც, არ მინდოდა ზედმეტად თვალში მოჰხვედროდა ვინმეს. ჩემს უბანში ერთი სკვერია და ვიღაც გოგონას მოვკარი თვალი. ტიროდა...
ალბათ მე რომ მეტირა, უცნობი ადამიანების მოსვლა და მათი თანაგრძნობა ხელს შემიშლიდა, მაგრამ ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრი კარგი საქმე მქონდა გაკეთებული და იქნებ, სამოთხეში ერთი სიკეთით მაინც შევეშვი ვინმეს.
მასთან მივედი.
- ცუდად ხომ არ ხარ? - ვკითხე გოგონას. ჩემი ასაკის იქნებოდა. სახე ხელებში მოექცია და გულამოსკვნილი ქვითინებდა.
დასიებული თვალებით შემომხედა.
- ცუდად ვარ - მომესმა მოულოდნელი პასუხი.
თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ გვერდით მივჯდომოდი. ზოგადად, თუ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ გინდა, კეთილი უნდა ინებო და განზე გადგე, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტე შენი დიდი ცხვირით ვინმეს ცხოვრების ქექვა, ისევ კეთილი უნდა ინებო და სულში მთელ სიგრძეზე შესხმული ტალახი ბოლომდე ატარო ყოველგვარი შხაპის მიღების გარეშე. ჰოდა, მეც უკვე თითქოს საკუთარ თავზე ამეღო მთელი პასუხისმგებლობა და ძველი ნაცნობივით მივჩერებოდი უცხო გოგონას.
- ვიცი, გეტყობა - ვუპასუხე და სიგარეტი ამოვიღე, შემდეგ მასაც გავუწოდე - რაც არ უნდა იყოს, გამოუსწორებელი არაფერია სიკვდილის გარდა - წარმოვთქვი ფილოსოფოსივით და ჩემი პირიდან ნასროლმა სიტყვა „სიკვდილმა“ ისე შემაჟრიალა, თავადაც გამიკვირდა. - ანუ, ვინმე ხომ არ გარდაგეცვალა?
- არა, ყველა ცოცხალია.
- მაშინ, რამეს მოვიფიქრებთ - გავუღიმე. მან კი სიგარეტი გამომართვა და შემდეგ ჩემი ხელიდან ანთებულ ცეცხლსაც მიუშვირა სასიკვდილო იარაღი.
- საერთოდ, არ ვეწევი, მაგრამ.... მოიცა, რას ნიშნავს „რამეს მოვიფიქრებთ?“ - მკითხა გაკვირვებულმა.
- იმას, რომ შენი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თუ გამოსავლის ძიება გინდა, უცნობ ადამიანზე უკეთ ვერავინ გირჩევს რამეს. აი, მაგალითად, მე შენს მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, ისევე, როგორც შენ ჩემს მიმართ. ამიტომ, იმ ისტორიას თუ მომიყვები, რაც გადაგხდა და რაც გაწუხებს, მე საუკეთესო გამოსავალს ავარჩევ, რადგან სრულიად გულგრილი ვარ, ცივი გონება მაქვს და ამბობენ, რომ ჭკვიანიც ვარ ზოგჯერ.
- შეყვარებულმა მიმატოვა. - თქვა ყოველი შესავლის გარეშე - ასე მითხრა, საეჭვო ოჯახიდან ხარო. მხოლოდ ასეთი განმარტება დამიტოვა...
- მაშინ იდიოტია - ყველაზე გულწრფელი დიაგნოზი დავსვი.
- არ გაინტერესებს თუ მართლა ვარ საეჭვო ოჯახიდან?
- რა მნიშვნელობა აქვს. ყველა ადამიანი საეჭვო ოჯახიდანაა მაშინაც კი თუ დედა დიასახლისია, მამა კი ჩვეულებრივ ყოვედღიურ რუტინაშია ჩართული - დილით გადის, საღამოს ბრუნდება და პატიოსანი შრომით არჩენს ოჯახს. ჩვენ ყველანი შეიძლება საეჭვოები ვიყოთ ვიღაცისთვის, მაგრამ იმის გამო არ უნდა იტირო, ვინც შენი ახლობლების სისპეტაკეს ეჭვქვეშ აყენებს. მეორე ვარიანტსაც გეტყვი: დედა რომ სტრიპტიზიორი მყოლოდა და მამა განგსტერი, ჩემს შეყვარებულს ყველა ვარიანტში მოვკლავდი ამის გამო თუ მიმატოვებდა. ვიღაცას რომ იყვარებ, თავს ძალა უნდა დაატანო და მისი სიბინძურიან-სისუფთავიანად მიიღო. სხვა შემთხვევაში, ეს სიყვარული არ არის.
- ღმერთო... ვინ ხარ? - გაეცინა თვალცრემლიან გოგონას.
- სიკვდილის ანგელოზი ვარ მგონი - სერიოზულად ვთქვი და მიუხედავად იმ გოგონას კვლავინდებური სიცილისა, თავი სრულიად ადეკვატურად მეჭირა. ანგელოზად არა, თუმცა სიკვდილის ნათესავად მაინც ვგრძნობდი თავს.
- და როგორია სიკვდილი?
- მოულოდნელი. ზუსტად ისეთ პერიოდში გატყდება თავს, როცა სიცოცხლეს მთელი არსებით ებღაუჭები. სინამდვილეში, ის შეიძლება სიცოცხლეზე კარგი და საოცნებო იყოს, მაგრამ სადაც სიკვდილია, იქ ჩვენი ცოცხალი საყვარელი ადამიანები არ არიან. ამიტომაც ვუფრთხით მას. როგორი კარგიც არ უნდა იყოს სინამდვილეში, მაინც ძალიან შორია იმათგან, ვინც გვიყვარს.
- რამდენი წლის ხარ? - მკითხა გოგონამ.
- არ ვიცი. აღარ მახსოვს. ნელ-ნელა ყველაფერი მავიწყდება. - მივუგე მეტაფორულად.
- ამ შუაღამისას რას აკეთებ მარტო?
- მემგონი, მეც შენი ოჯახივით საეჭვო ვარ და არ მინდა, მზის სინათლეზე ვინმემ მიხილოს.
- გასაგებია, ანუ მთვარის შვილი ხარ?
- ვიმედოვნებ.
- სიკვდილის ანგელოზი და მთვარის შვილი ზედმეტად ბევრი ვალდებულებაა შენხელა გოგონასთვის. მაინც ხომ ვამჩნევ, რომ ასე 20 წლისა იქნები.
- ვალდებულება ჩემი მეორე სახელია - თვალი ჩავუკარი და სიგარეტი ნაგვის ურნაში მოვისროლე - მაგრამ ახლა ძალიან საეჭვო ლაპარაკი გამომდის. არ მინდა იფიქრო, რომ ზედმეტად განათლებული ვარ ან იდუმალ ადამიანად ვასაღებ თავს. უბრალოდ გოგონა ვარ, ჩვეულებრივი მოკვდავი.
- დღის სინათლეზე ალბათ მშვენიერი სანახავი იქნებოდა შენი თვალები - წამოდგა და თვალებში შემაშტერდა.
- ჰო, ასე ამბობენ, რომ ლამაზი თვალები მაქვს.
- უღრუბლო ცისფერი. ძალიან მეცნობი.
- იმედი მაქვს, რომ არ მიცნობ - გავუღიმე და წასვლა დავაპირე.
- მისმინე, იქნებ ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს? - მკითხა იმედით სავსემ.
- არ მგონია, რომ სამეგობროდ ყველაზე კარგი ვარიანტი ვიყო - გამოვუტყდი გულახდილად.
- კარგი მეგობრები არ მჭირდება - მიპასუხა ღიმილით - ბევრი კარგი ვინმე მყავდა და ისე აღმოჩნდა, რომ შეფარულ კარგს პირდაპირ ცუდები მირჩევნია ყოველგვარი ნიღბის გარეშე.
- ანუ პირდაპირ ეშმაკის სახე გირჩევნია მასზე გადაკრულ ანგელოზის სახებას?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ შეგიძლია ხვალ ამ დროს, აქ შემხვდე... არანაირი ტელეფონის ნომერი და სოციალურ ქსელში ჩემი გარეგნობის მსგავსი გოგონების ძიებები. მხოლოდ გამოგონილ სახელს გეტყვი.
- მომწონს - დამიდასტურა ამ მისტიკით მოხიბლულმა, მაგრამ იმ წამს, მე მშვენივრად ვიცოდი, რომ მისტიკაც ფარსი იყო და ბოლოს ხელში მე შევრჩებოდი ანუ „გოგონა, რომელიც სამყაროს ემალება“.
- შეგიძლია უძღები შვილი დამიძახო - პირზე მხოლოდ ეს სიტყვები მომადგა.
- საინტერესო არჩევანია.
- ჰო, უბრალოდ მე შინ აღარასდროს დავბრუნდები და ალბათ იმ უძღებ შვილზე საბრალო ვარ.
- რატომ? ულიმიტო ბიუჯეტი გაქვს თუ ოჯახი არ გყავს?
- მყავს, მაგრამ ბიუჯეტის ამუწურვის შემდეგაც სულ ერთი იქნება ყველაფერი.
- სუიციდს აპირებ? - მკითხა ოდნავ აღელვებულმა.
- ჯანდაბა, არა - გადავიკისკისე - მემგონი, ცუდი ზედმეტსახელი ავარჩიე. უბრალოდ კეკე დამიძახე.
- მშვენიერია კეკე, მაშინ მეც რამე სგავსი ვიქნები. მაგალითად, ნენე.
- კეკე და ნენე. საინტერესოდ ჟღერს - გავუღიმე და გამოვემშვიდობე.
წამოვედი და ვფიქრობდი, როდის გავხდი ასეთი იდუმალი? ადრე არ მიყვარდა ჩემი მსგავსი ხალხი, რომელთაც უძილობის გამო უპეები ჩალურჯებული ჰქონდათ, გამუდმებით თავი სტკიოდათ და სიგარეტს ეწეოდნენ. ნერვებს მიშლიდნენ ფილმების მსგავსი გმირები, რომელთაც ყველა ბედნიერებასთან ერთად, სითამამე და ოდნავ გარყვნილებაც ჰქონდათ. მე ისეთი გამბედავი არასდროს ვყოფილვარ, რომ ონავ გარყვნილი ვყოფილიყავი. არადა, გარყვნილება ცუდია, თუმცა სიტყვა „ოდნავ“-ს თუ დაამატებ, არც ისე ვულგარულად ჟღერს, მაგრამ საერთოდ, როგორი შეიძლება იყოს „ოდნავ გატყვნილი“ ადამიანი? შეიძლება, ნახევრად შიშველი, საცვლებისამარა ცეკვავდეს კორპუსის სახურავზე და ენაგადმოგდებული ადამიანები შესქეროდნენ განსჯასმოწყურებული თვალებით ან სკოლაში ისეთ ბიჭს ჰკოცნიდეს ყოველმიზეზგარეშე, ვისაც ყველა აბუჩად იგდებს. პრინციპში, ბოლოს რაც ვიფიქრე, ეგ გარყვნილება კი არა, სიკეთე უფრო გამოდის, რადგან ეგეთი ინციდენტის შემდეგ, ალბათ ნაკლებად დასცინებენ იმ ბიჭს და მისი რეპუტაციაც სკოლის „ბობოლა“ ტიპების თვალში ამაღლდება.
ერთი სიტყვით, არ ვფიქრობ რომ განსაკუთრებით მიმზიდველი ან საინტერესო ვარ. შეიძლება გარშემო საპირისპიროს მიმტკიცებდეს ყველა, მაგრამ მე ხომ ვიცი ვინც ვარ? მე ვიცი ჩემი ნამდვილი სახე და ეს ალბათ უკვე პრიორიტეტია, რომ საკუთარ თავთან მაინც ვარ გულახდილი.
ჩემო თავო, მე ალბათ მოსიარულე ნაგავი ვარ და ამ ფაქტს მხოლოდ ის ამსუბუქებს, რომ საკუთარ თავთან შემიძლია ამის აღიარება.
ჩემთვის, წყნარად მივსეირნობდი, როცა ჩემს ნაბიჯებს შეხმატკბილებულად აყოლილი სხვისი ფეხის ხმაც დაერთო. მხოლოდ იმან შემაშინა, რომ უკან როცა ვიხედებოდი, არავინ იყო. ასე განმეორდა რამდენჯერმე - ხმა გავიგე, მივიხედე და მხოლოდ სიცარიელე დამხვდა.
რამდენიმე წუთში გვარიანად დავფრთხი.
ადგილს მოვწყდი და გავიქედი...
მივრბოდი შეუჩერებლად, ძალიან სწრაფად, ძალიან დამფრთხალი და ერთადერთი, ვინც მახსენდებოდა, მამაჩემი იყო.
დამავიწყდა, რომ ძლიერი ვიყავი, დამავიწყდა, რომ რამდენიმე ადამიანის მიწაზე დახეთქება შემეძლო ძალიან იოლად, მაგრამ მამა მახსოვდა მხოლოდ. ის ყველაფერს უკუაქცევდა, რაც ჩემთვის სახიფათო იყო.
არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ბოლოს თვალები დავხუჭე, რამდენიმე მეტრი ასე გავირბინე და ვიღაცის რბილ მკლავს შევასკდი.
- ფრთხილად - მითხრა ვიღაცამ.
- მამა? - ვკითხე უცნობს. არ მინდოდა ამის თქმა, არც ამ სიტყვის წარმოთქვა, რადგან ვიცოდი, მამაჩემს არ შევჯახებვარ, თუმცა ისე გაუცნობიერებლად მოხდა ეს ყველაფერი, თავი ვერ გავაკონტროლე.
- არ ვარ მამა, მაგრამ მოხდა რამე? ვინმე მოგდევს? - მკითხა კაცმა.
მისი დანახვისას ეგრევე განზე გავდექი.
თუმცა არაფერი შემიმჩნევია.
უკან გავიხედე, პერიმეტრი გავაკონტროლე.
- მემგონი არავინ მომდევს. - ვუთხარი ქოშინით
- დაჯექი, დაისვენე - თავისი მანქანის კარი გამიღო.
- არა, მადლობ. თითქმის დავისვენე.
- მარტო ხარ? სახლში მიგიყვან.
- არა, მადლობ, ახლოს ვცხოვრობ. - თვალი ავარიდე მის კეთილგანწყობილ სახეს და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ ამდენ მადლობას ვუხდიდი.
აბულა გამახსენდა და წამით გამეცინა.
- აქ ცხოვრობ?
- თითქმის.
- მაშინ, წესით უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს.
- იქნებ ვიცნობთ კიდეც - კვლავ გამეცინა.
- გეგი აბულაძეს იცნობ?
- ნეტა არ ვიცნობდე - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. - არა, არ ვიცნობ - ვთქვი მის გასაგონად.
- კარგი ტიპია, გაიცნობდა კაცი - მომმართა სიცილით.
- მაგარია საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი - ვუთხარი ირონიული ღიმილით და სახლისკენ გავეშურე.
- რა გქვია? - მაინც არ მომეშვა.
- კეკელინა - ვუთხარი თითქმის დამარცვლით და გამოთქმით.
- რა გვარის ხარ კეკელინა?
- მემგონი, აღარ მახსოვს - ვუპასუხე დამცინავად, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ დავცინოდი.
- ნამდვილი ხარ თუ ამ შიაღამისას ჰალუცინაციები დამეწყო?
- თუ ჰალუცინაციების გამომწვევი წამალი არ მიგიღია, ალბათ ნამდვილი ვარ.
- წამლებს არ ვსვამ. ყოველი შემთხვევისთვის, იმას, რაც შენ იგულისხმე.
- მე უკვე კაი ხანია, აღარაფერს ვგულისხმობ.
- ვინ ხარ, ეგ მაინც მითხარი? - მართლა გულწრფელი ინტერესით მკითხა.
- I’m the one, who blogs at your funeral - ვუთხარი სიცილით. მსგავსი ტექსტის პრინტიანი საწვიმარი მქონდა და ყოველთვის ველოდი იმ მომენტს, როდესაც ეს წინადადება ვინმესთან დიალოგისას, ერთი-ერთში ჩაჯდებოდა და როგორც იქნა, ახდა ჩემი სურვილი.
- იდიოტი გგონივარ? - გამწარდა გეგი - შენ რაა, კეკელინა ჯაფარიძე ხარ? - ალბათ ჩემი უკმეხი პასუხების საფუძველზე დაასკვნა, თუმცა გამიკვირდა, რომ ჩემი ვინაობა გვარით მაინც იცოდა.
- დიახ, კეკელინა ჯაფარიძე, ასული თორნიკე ჯაფარიძისა და სოფი ჯაფარიძის, შვილიშვილი დიდი დავით ჯაფარიძისა, ათი სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე, ოკეანეთა შვილი და კონტინენტების განმგებელი.- დავით ჯაფარიძის შემდეგ რაც ვთქვი, ყველაფერი ცოტა გავაზვიადე, მაგრამ წამით ისეთი უშიშარი და გამბედავი გავხდი, მზად ვიყავი, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის წოდებებიც მიმატებინა, დეინერის ტარგარიენის სახელებიც და საერთოდ გადამერია ეს კაცი.
- გიჟი ხარ! - სახე ისე შეეცვალა, აშკარად ნამდვილი დარტყმული ვეგონე.
- სიგიჟე ძალიან ფილოსოფიური ცნებაა და ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს - დავამატე კისკისით. არ ვიცი, საკუთარ თავზე მეცინებოდა თუ ეს სიცილი უბრალოდ იმ ტირილის მაგიერი იყო, რომელსაც ჩემი უბადრუკი ჯირკვლები ვეღარ გამოყოფდნენ.
- მამაშენს მოკითხვა გადაეცი ჩემგან - შემომძახა ხმამაღლა.
- ბებიაშენსაც მოკითხვა გადაეცი ჩემგან - დავამატე და გავიქეცი, კორპუსებს შორის ისე მივიმალე, ვერც დამეწეოდა. რომც დამწეოდა, მაგარ ადრენალინს ვგრძნობდი და შეიძლებოდა, რიგიანად მებეგვა ეს მთასავით კაცი.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
მეორე ისტორიის კითხვა დავიწყე ❤
დასაწყისი მომწონს შენ რომ სასწაული ხარ ვიცი და რაღა დამრჩენია დაველოდები შემდეგ თავებს ❤

დიდი მადლობა <3

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

sheni meshinia

 



№3  offline წევრი ლილიკო

მომწონს ეს კეკელინა ეტყობა რომ ბევრ საოცრებას ჩაიდენს და გააგიჟებს გეგის ალბათ... რატომღაც ასე ვიფიქრე...
მიხარია შენი ყველა სიახლე და ბევრ ბევრ წარმატებას გისურვებ. <3

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
მომწონს ეს კეკელინა ეტყობა რომ ბევრ საოცრებას ჩაიდენს და გააგიჟებს გეგის ალბათ... რატომღაც ასე ვიფიქრე...
მიხარია შენი ყველა სიახლე და ბევრ ბევრ წარმატებას გისურვებ. <3

ბევრი ბევრი მადლობა შენ <3
იმედია, გააგიჟებს ყველას

 



№5  offline წევრი tamuna.s

მეორე ისტორიას აღარ აგრძელებ?

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tamuna.s
მეორე ისტორიას აღარ აგრძელებ?

გავაგრძელებ და ერთიანად დავასრულებ, უბრალოდ, ამ ბოლო დროს, წერა მიჭირდა და დროებით შევწყვიტე. ის ისტორია ჩემი უსაყვარლესი ისტორიაა და ძალით თუ დავწერე, გაფუჭდება, მიფუჩეჩდება, რასაც ვერ ავიტან. ამიტომ, ცოტა მოგვიანებით, სრულად დავწერ და დავდებ <3

 



№7  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ძალიან კარგი ხარ ენ ჯეინ!
მიხარია შენი სახით განსხვავებული და საინტერესო მწერლის აღმოჩენა ^^
ყოველი ახალი ისტორია წინისგან განსხვავებულია, არასდროს ტრიალებ ერთ საკითხზე, არასდროს ტკეპნი ერთ ადგილს, პირიქით, ახალი იდეებით იპყრობ საიტს.
საინტერესო, ეპატაჟური, რაღაც გიჟური და მაგარია შენ ისტორიებში და თვით შენშიც! ❤
მე ვფიქრობ ,რომ ისტორია ყოველთვის ჰგავს საკუთარ ავტორს, შესაბამისად შენც ასეთივე იქნები - ძალიან მაგარი!

შემდეგ თავს მოუთმენლად ველი, ისევ გიჟი პერსონაჟების ხილვა მომიწევს ვატყობ :დდ
პ.ს. შენს მუზას ველი და მიყვარს! ^^ ❤

 



№8  offline წევრი BidBif

ოჰოო, რაღაც განსხვავებულია და მომწონს ძალიან❤❤ კეკელინა, მომეწონა ძალიან❤❤ ველოდები შემდეგ თავს❤

 



№9  offline წევრი GentleWoman

ნუ, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! განსხვავებული,მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი წერის სტილით,მსუბუქად უხამსი, თუმცა არაგამაღიზიანებელი, დიალოგებით ამ საიტზე შენი ნიშა გაქვს, რომელსაც ვერავინ შეწვდება! ყველა ისტორია უამრავჯერ მაქვს გადაკითხული,თუმცა "სიგიჟის კვალი" ჩემი ფავორიტია და ლამის დავიზეპირე კიდეც,მიყვარს! ჩემია და სხვისი თვალებისთვის არ მემეტება!! თითქმის ასეთივე (სულ, სულ ცოტათ ნაკლები) სიმძაფრით მიყვარს Family Portrait და რომ არ დაასრულო,გული გამიჩერდება !!!!
ამ ისტორიის მომდევნო თავსაც დიდი ინტერესით ველი !

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან კარგი ხარ ენ ჯეინ!
მიხარია შენი სახით განსხვავებული და საინტერესო მწერლის აღმოჩენა ^^
ყოველი ახალი ისტორია წინისგან განსხვავებულია, არასდროს ტრიალებ ერთ საკითხზე, არასდროს ტკეპნი ერთ ადგილს, პირიქით, ახალი იდეებით იპყრობ საიტს.
საინტერესო, ეპატაჟური, რაღაც გიჟური და მაგარია შენ ისტორიებში და თვით შენშიც! ❤
მე ვფიქრობ ,რომ ისტორია ყოველთვის ჰგავს საკუთარ ავტორს, შესაბამისად შენც ასეთივე იქნები - ძალიან მაგარი!

შემდეგ თავს მოუთმენლად ველი, ისევ გიჟი პერსონაჟების ხილვა მომიწევს ვატყობ :დდ
პ.ს. შენს მუზას ველი და მიყვარს! ^^ ❤

ტედი ძალიან მხიარიხარ <3 შენი ყველა კომენტარიც მიხარია ხოლმე და ისიც მაბედნიერებს, რომ ჩემი შექება და გაწითლება ძალიან გიყვარს <3
მადლობა ყველა ტკბილი სიტყვისთვის, მიხარია, რომ შენს სახელს ახალი წოდება ამშვენებს heart_eyes


BidBif
ოჰოო, რაღაც განსხვავებულია და მომწონს ძალიან❤❤ კეკელინა, მომეწონა ძალიან❤❤ ველოდები შემდეგ თავს❤

მადლობა ჩემო საყვარელო <3 მალე იქნება შემდეგი

GentleWoman
ნუ, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! განსხვავებული,მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი წერის სტილით,მსუბუქად უხამსი, თუმცა არაგამაღიზიანებელი, დიალოგებით ამ საიტზე შენი ნიშა გაქვს, რომელსაც ვერავინ შეწვდება! ყველა ისტორია უამრავჯერ მაქვს გადაკითხული,თუმცა "სიგიჟის კვალი" ჩემი ფავორიტია და ლამის დავიზეპირე კიდეც,მიყვარს! ჩემია და სხვისი თვალებისთვის არ მემეტება!! თითქმის ასეთივე (სულ, სულ ცოტათ ნაკლები) სიმძაფრით მიყვარს Family Portrait და რომ არ დაასრულო,გული გამიჩერდება !!!!
ამ ისტორიის მომდევნო თავსაც დიდი ინტერესით ველი !

ვაიმეეე, ეს რა მიქენი კაცო :დდ გამაბედნიერება და გამაღიმე და გამაცისკროვე <3 "სიგიჟის კვალი" ჩემთვისაც რაღაც განსხვავებულია, მთელი კვირის პესიმისტური და დადებითი განწყობა გადმოვეცი მანდ ორ დღეში და საკმაოდ სწრაფად დაწერილია, თუმცა ემოციურად.
ოჯახური პორტრეტი მალე გაგრძელდება. რა ვქნა, ძალიან მიყვარს და ახლა რომ გამეგრძელებინა, ნაძალადევად დაწერილს არ მინდოდა რომ დამსგავსებოდა.
ძალიან მიხარია, რომ შენისთანა მკითხველი მყავს, დიდი მადლობა <3

 



№11 სტუმარი Katie

აურაკაია <3

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
აურაკაია <3

აუ მადლობა <3 გაიხარე!

 



№13 სტუმარი ტატუკა20

ეე რა მაგარი ისტორია ჩანს.მაგარი გოგო ჩანს კეკე.როდის გააგრძელებ?

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტატუკა20
ეე რა მაგარი ისტორია ჩანს.მაგარი გოგო ჩანს კეკე.როდის გააგრძელებ?

მადლობა საყვარელო <3 ხვალვე დავდებ მეორე თავს

 



№15  offline წევრი Alaska.

ასეთი ყაჩაღი, ღუნღულა, გუჟი და მაინც უკარგესად კარგი პერსონაჟი არ გყოლია ჯერ, ვაბშე სხვა ტიპია შენ სხვა პერსონაჟებთან შედარებით. საჩემოაა აი ზუსტად, მე რომ მიყვარს ისეთი. <3 წერისას ჩემზე ფიქორბდი ხო? :დ

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Alaska.
ასეთი ყაჩაღი, ღუნღულა, გუჟი და მაინც უკარგესად კარგი პერსონაჟი არ გყოლია ჯერ, ვაბშე სხვა ტიპია შენ სხვა პერსონაჟებთან შედარებით. საჩემოაა აი ზუსტად, მე რომ მიყვარს ისეთი. <3 წერისას ჩემზე ფიქორბდი ხო? :დ

მე ყოველთვის შენზე ვფიქრობ ჩემო ტარაკუჭა <3

 



№17  offline წევრი mariam m.k

ვაიმე დედა ცუდად ვარ არა კი გადამრი მაგრამ აი ბოლო მთლად ბომბი იყო გადავყირავდი სკამიდან კინაგამ [ბებიაშენსაც მოკითხვა გადაეცი ჩემგან ] წოწ

 



№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

mariam m.k
ვაიმე დედა ცუდად ვარ არა კი გადამრი მაგრამ აი ბოლო მთლად ბომბი იყო გადავყირავდი სკამიდან კინაგამ [ბებიაშენსაც მოკითხვა გადაეცი ჩემგან ] წოწ

ჰაჰა, გაიხარე :დდდ აწი უფრო გაგეცინება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent