შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ (თავი III)


14-02-2018, 01:09
ავტორი tasusuna
ნანახია 253

წარსულის კვალდაკვალ (თავი III)

დედამიწაზე ადამიანის მოდგმის გაჩენიდან 21–ე საუკუნამდე დაახლოებით 100 მილიარდი ადამიანი დაიღუპა.
ეს იმხელა მაჩვენებელია,რომ დედამიწისთვის ერთი ადამიანის სიკვდილი დიდი კატასტროფა ვერ იქნება.
მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როცა დაღუპულებს შორის ბუმბერაზი მწერლები თუ მეცნიერები არიან,რომელთა სიცოცხლე ღირდა.
ჩემი სიკვდილი არ იქნება მოუშუშებელი ტკივილი.
მე ხომ ილია ჭავჭავაძე არ ვარ.
მე ხომ არაფერი გაიკეთებია იმის ფასი,რომ ვინმემ მიგლოვოს.
მე იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,რომ შეუმჩნევლად გავქრები და ყველაზე მაქსიმუმ,ას მეერთე ვიქნები..
–რა ეგოისტი ხარ!–მთელი ხმით ჩამყვირა ფიქრებში ვიღაცამ და,მძლავრად მკრა გულმკერდზე ხელი.
–ისე ლაპარაკობ,თითქოს ალექსანდრე არ გყავდეს.–არ წყვეტდა შიგნიდან მომავალი ხმა ჩემს გაკიცხვას,ბიძგები კი წუთში ერთხელ მეორდებოდა..
ალექსანდრე!
ისევ განმეორდა ბიძგი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში.
ჩემი შვილი–მთელი ხმით დაყვირება ვცადე,მაგრამ ვერც ერთი ბგერა ვერ გამოვეცი.
ირგვლივ გამეფებულ სიშავეს შიშით მოვავლე თვალი.
ვერაფერს ვერ ვარჩევდი.
გაქცევა და თავის დახწევა მინდოდა გაურკვევლობისგან,მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი.
ტკივილი უფრო მალურსმავდა ერთ ადგილზე.
კიდევ ერთხელ უნდა დამეყვირა,გაუსაძლისმა ბიძგმა რომ უცებ გამინათა გარემო.
–დაბრუნდა!–ძალიან შორიდან ჩამესმა უცხო ქალის ხმა–გულის ცემა აღდგა..–ცოტა ხანში დაბინდულად შევამჩნიე ახალგაზრდა,თეთრ ხალათში გამოწყობილი გოგო,რომელიც დამყურებდა.–არ შეგეშინდეთ,საავადმყოფოში ხართ,ახლა სინათლეს დაგანათებთ და თუ შეგიძლიათ თვალი გააყოლეთ–მშვიდად დაიწყო ლაპარაკი და კალმის მაგვარი წვრილი აპარატიდან სინათლე დამანათა,მითითებებს დაბნეულმა გავყევი.
–ძალიან კარგი,ჯერჯერობით ყველაფერი კარგადააა,კარგი გოგო ხარ,ბევრი გვაწვალე,მაგრამ,რაც მთავარია,დაგვიბრუნდი.–იმედიანად გამიღიმა–ახლა დამამშვიდებელს გაგიკეთებ,დასვენება გჭირდება,1 დღეში ისევ გამოგაღვიძებთ და მერე ვისაუბროთ.–მითხრა,როგორც კი მისკენ წავიღე ხელები და ხავილის მსგავსი ბგერები გადმოვეცი.
–ჩ..ემ..ი შ.ვი..ი –ძლივს გასარკვევად ამოვთქვი,ნელნელა ბინდი მეკვრებოდა და ტკივილიც მიამდებოდა.
სანამ საბოლოოდ გადავეშვებოდი,ქალის ნაღვლიანი მზერა დავიჭირე..
**
რატომ დაუსევდიანდა სახე?
დავუბრუნდი თუარაა სიშავეს,კითხვები ამეშალა გონებაში.
რა მოხდა?სააავადმყოფოში რტომ ვარ?
მიდი,გაიხსენე,რა მოხდა მანამ,სანამ აქ მოხვდებოდი?–გონების დაძაბვა ვცადე,მაგრამ,მხოლოდ ქალის სახეს ვიხსენებდი.
–ალექსამდრე..
რა შეიძლებოდ დამართნოდა მას?–გულში ტკივილით გავიფიქრე.
ის,ანნასთან ერთად მის ოთახში იყო–პატარა ფრაგმენტი გამახსენდა მომხდარიდან და,საკუთარ თავთან განვაგრძე საუბარი.
ეტაპობრივად ვიხსენებდი ყველაფერს.
ნელნელა ვიღდგენდი მომხდარს.
გიორგი!
მართალია,მე და გიორგი ოთახში ვიყავით..–ჩემი თავით გახარებულმა უფრო დავძაბე გონება და,კონცენტრირება მხოლოდ ამ ფაქტზე მოვახდინე.
–ჩვენ ვსაუბრობდით,მერე??
მერე რაღაც მოხდა–თავი მძლავრად გავაქნიე,რომ არეული კადრები როგორმე დამელაგებინა.
ღმერთო!
ძლიერად გამაკანკალა და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი.
ღმერთო!–რაც შემეძლო დავიყვირე,რომ მახსოვრობიდან ბოლო კადრი გამექრო.
–ცეცხლი..
ბავშვი.
გიორგი..
ღმერთო–ტკივილისგან მუხლები მომეკვეთა.
შავ იატაკზე მუხლებმოკეცილი ჩავცურდი და ხელებით მაგრად დავეყრდენი.
სხეულის მარცხენა მხარე გაუსაძლისად მტკიოდა და რაც შემეძლო მძლავრად ვიჭერდი ხელს.
–წნევას ვერ ვარეგულირებთ.შეტევააქ–გაცრეცილ სიშავეში ისევ გაისმა ნაცნობი ხმა–პრეპარატებზე არ რეაგირებს,რამე თუარ ვიღონეთ გული გაუსკდება და დავკარგავთ.–ყვიროდა ის და,აწრიპინებულ აპარატზე ღილაკებს აწვებოდა.
–ძალიან გთხოვთ,ახლა რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ,შეწყვიტეთ–თითქოს მიხვდაო ჩემს ტკივილს,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გაფართოებულ თვალებში ვედრებით ჩამაცქერდა.
–ისინი კარგად არიან,გესმის?–ხმამაღლა ჩამძახა და იმედიანად დამიქნია თავი–კარგად არიან,შენი შვილი და ქმარი კარგად არიან??? გესმის ჩემი???–კითხვით სავსე მზერა მომაბყრო და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
–თუ გაიგე რა გითხარი,შეეცადე ხელი მომიჭირო,კარგი?–ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და დამელოდა.
თავს ძალა დავატანე,რომ რგორმე ხელი მომეჭირა.
მგონი გამომივიდა,სახე ოდნავ დაულაგდა.
–ძალიან კარგი,კარგი გოგო ხარ,–გამიღიმა და ოდნავ დარეგულირებულ აპარატს გახედა.–ესე აღარ ქნა,შენ რომ დაგკარგო,საკუთარ თავს არ ვაპატიებ.–მშვიდად მითხრა.
გადასხმის პაკეტში რაღაც წამალი შეიყვანა და,წუთის შემდეგ ვიგრძენი,რომ ისევ სიბნელეს ვუბრუნდებოდი.
–ისინი კარგად არიან!–მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა მთელი დროის მანძილზე.
**
თვალებს ძალდატანებით ვახელ,მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და კიდურების გამოძრავება მიჭირს..
პირველ წუთებში გამოსახულების გარჩევა მიჭირს,შემდეგ თვალიეჩვევა სინათლეს და,თეთრ კედლებს ვუსწორებ მზერას.
პალატაში ვარ,მარტო.
გარეთ ღამეა და წვიმს,დანამულია მინები.
თავი სულ ოდნავ მტკივა,მაგრამ,მაინც ვერ ვამოძრავებ სურვილისამებრ.
ისევ ფანჯრისკენ ვიყურებოდი,კარების ხმა რომ გავიგონე.
მომენტალურად მივბრუნდი ხმაურისკენ.
გიორგი იყო..
იმდენად შეცვლილი იყო,რომ არა,მისი უცვლელი სიარულის მანერა,ალბათ გამიჭირდებოდა მისი ამოცნობა.
საოცრად მოტეხილი მომეჩვენა.
სახეზე ნაოჭებსაც კი დაუთვლიდი.
თვალები ამოღამვოდა,ჩაწითლებლი ჰქონდ თაფლისფერი სფეროები.
ნერვიულად ისვამდა წამოზრდილ წვერზე ხელს და აჭიანურებდა ჩემთან მოახლოებას.
ნელა გავიწოდე ხელი მისი მიმართულებით.
სახეზე უკვე ვგრძნობდი სისველეს.
–არ შემიძლია..–ხმა ჩამწყდარმა მითხრა დათავი ჩახარა.
–გი..ოო.–ძლივს ამომივიდა ხმა ყელიდან,სულ მთლად ჩამხმარი მქონდა კისერი.
–არ შემიძლია–თავი ნერვიულად გააქნია და სკამზე ჩამოჯდა,დისტანციას ისევ იცავდა,არ მიახლოვდებოდა და გულს მტკენდა.–რომ მოგიახლოვდე,ასე მგონია,რამე დაგიშავდება და აღარ მეყოლებ,ხვდები?უკვე ძალიან საშიში ვარ შენთვის,უკვე ვეღარ ვაკონტროლებ სიტუაციას და ვგიჟდები.
ხვდები?
თქვენ რომ რამე დაგშავებოდათ როგორ ფიქრობ,ვიცოცხლებდი წამით?–ჩსისხლიანებული თვალებით ამომხედა და აცრემლებული მზერა ისევ მომარიდა.
–წყევლა ვარ,თქვენი წყევლა,სულ საფრთხეს გიქმნით,ჩემი თქვენს გვერდით ყოფნა არშეიძლება,ხვდები??
ეს დღეები მეგონა ცოცხლად ვკვდებოდი.
შიგნიდან მჭამდნენ და მსერავდნენ.
მეგონა ჩემი შუაზე გადახერხვა უნდოდათ და პროცესს აჭიანურებდნენ...
გულს მიღებდნენ და ძაღლებს უგდებდნენ საღირღნად..
ჯოჯოხეთი გამოვიარე,ცეცხლში ვიწვოდი და მთელი კანით ვგრძნობდი ამას..
ეს ყველაფერი იცი რისთვის გამოვიარე?–აკანკალებული ხმის დასარეგლირებლად ჩაახველა და ნაღვლიანი მზერა მომაბყრო.
–მარტო იმიტომ,რომ ჩემ თავში ვერ ვნახულობ ძალას,რომ ჩემ თავს ჩამოგაშოროთ.
ეგოისტი ვარ,სულით ხორცამდე ეგოისტი..
არ მემეტები უჩემოდ და ვერც საკუთარ თავს ვიმეტებ უშენობისთვის.
მაგრამ,უკვე დაუთვლელად შემიძლია ჩამოვთვალო ამ საქციელის უკუჩვენებები.
შენ,გესმის??
შენ შეიძლება რამე დაგმართნოდა მარტო იმისთვის,რომ ჩემს გვერდით იყავი..
რომ ჩემი ცოლი ხარ,რომ ჩემი შვილის დედა ხარ..
ჩემი...–ამოიხავლა და მომდგარი ცრემლი უცებ მოიწმინდა.
–ისინი არ გაპატიებენ ამას,არაა...
ისინი კიარა,მე ვე ვპატიობ ჩემ თავს,რომ ყველაფერი აქამდე მივიყვანე..
ჩემი ბრალია..
ჩემიი და ეს მკლავს,ეს მანადგურებს..
ალექსანდრე..
იცი? ბედის ირონიაა ალბათ,ანნას ჩაუყვანია სამზარეულოში და,აფეთქებისთანავე,მომენტალურად გასულან გარეთ.
აფსოლუტურად უვნებელია–ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა–ანნასაც რამოდენიმე ნაკაწრი აქვს,მე,მხოლოდ დაცემისგან მიღებული რამოდენიმე დაბეჟილობას ვმკურნალობ..
შენ კი..–ხმა ისევ გაუწყდა,ამჯერად იდიდ დრო დასჭირდა,რომ თავი წესრიგში მოეყვანა და ემოციებს გამკლავებოდა.
–ბომბი,შენი საძინებლის მოპირდაპირე ღობეზე იყო მიკრული.
ამიტომ დაშავდი ყველაზე მეტად,ზურგით იდექი და,მთელი ბიძგი შენზე გადმოვიდა.
ეს ყველაფერი კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო.
მათ მხოლოდ შენი სიკვდილი უნდოდათ და ,ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული აფეთქების ტრაექტორია და სიმძლავრე.
ერთადერთი ვერ გათვალეს..
ჩემი იქ ყოფნა..
მე რომ იქ არ ვყოფილიყავი..წარმოდგენაც არ მინდა,რა მოხდებოდა..
–თავი ხელებში ჩარგო და ვიგრძენი,როგორ აუთრთოლდა მხრები..
მინდოდა რამე მეთქვა,მენუგეშებინა,გული გამელღო მისთვის,მაგრაამ ხმას ვერ ვიღებდი.
ბოლოს ფრთხილად წამოდგა,მომიახლოვდა,თვალებდი სევდა ჩასდგომოდა..
ვედრებით ავხედე,მინდოდა დარჩენილიყო,მძავრად მოვეჭიდე ხელზე და ჩემენ სუსტად დავქაჩე.
–თავს ვეღარ მივცემ უფლებას მეტი დაგიშავო..–ყურთან ახლოს მიჩურჩულა და,ნაზად მაკოცა ათრთოლებულ ტუჩებზე.
ნელი ნაბიჯით გავიდა პალატიდან.
მისი ადგილი კი,ექთანმა შეავსო,რომელსაც პატარა ალექსანდრე ულზე აეხუტებინა და ჩემკენ მოყავდა.
–დე და.–ბორძიკით წამოიძახა გახარებულმა ჩემმა ბიჭმა და,ხელებგამოწვდილი იქაჩებოდა ჩემკენ.
გული გამითბა.
დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა.
ტკივილით გაჟღენთილი სხეული მომიდუნდა და,მთელი ძალით ჩავიკარი გულში.
თვალებიდან წამოსული ცრემლები სახეს მინამავდა და,თავს უბედნიერესად ვგრძნობდი.
–ალექს..ანდე,დე–მთელი გრძნობები ამოვაყოლე და დარჩენილი საათები მიხუტებული მყავდა.
შუაღამე გადადიოდა,ექთანი რომ შემოვიდა ჩვენთან.
ოდნავ გამიღიმა და,ალექსანდრეს აყვანის ნებართვა ითხოვა.
სუსტად გავუწოდე და ველოდებოდი,როდის გავიდოდნენ,მეორედ რომ გაიღო კარი.
შემოსასვლელში ანნა იდგა ფერწასული..
შიში და გაურკვევლობა ჩასდგომოდა თვალებში.
სიხარულის გამოხატვა ვერ მოვასწარი,ისე უცებ გავიდა და,საწოლთან,პატარა ფურცელი დამიტოვა.
მთელი გულით ვიგრძენი იქ რაც ეწერა და წინასწარ შემენგრა მთელი გულ–მუცელი.
აკანკალებულმა გავშალე ფუცელი და ხელნაწერითაც მივხვდი ვის ეკუთვნოდა.
თეთრ ფურცელზე შავად გაკვევით ეწერა.
„არავის არ მივცემ უფლებას თქვენი სიცოცხლის ხელყოს.
მანამ არ მოვისვენებ,სანამ მათ საფლავებს საკუთარი ხელებით არ გავთხრი“
**
მოგესალმებით..
აბა,რას ფიქრობთ მესამე თავზე?? ვიცი,ცოტა მშრალი და პატარაა,მაგრამ,გპიქრებით,მომდევნო აუცილებლად იქნება ისეთივე მღელვარე,როგორც წითამორბედები.
ველი თქვენს შეფასებებს.
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ტაისია

ანასტასია!!
რას გვერჩი?ისე განვიცადე მისი მდგომარეობა,ახლაც გულს ვერ ვიწყნარებ
ველოდები შემდეგს,იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.. <3
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent