შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეხუთე თავი)


14-02-2018, 14:49
ავტორი MaaiKoo
ნანახია 703

მე მას დავარქვი ჩემი (მეხუთე თავი)

მე და სანდრო საპირფარეშოში შევედით,ისე,რომ სხვებმა ვერ შეგვამჩნიეს, ეს გადამეტებული სასმელის მიღებით იყო გამოწვეული,ირგვლივ მყოფთაგან მხოლოდ ერთეულებს თუ იპოვნიდით ფხიზელს, რომელთა შორისაც იყო სანდრო.სიარული მიჭირდა,ხელ-ფეხი მიკანკალებდა, ჩემს თავს არ ვგავდი. არ ვიცი რა დამემართა. რა მოხდა თუ ბიჭმა მაკოცა? ამის მიზეზი ალბათ ის არის,რომ ის ჩემს ნებას არ დამორჩილდა და ძალით მაკოცა. ვერ ვიტან როდესაც ჩემს სივრცეში იჭრებიან და რაღაცას მაძალებენ, ამ დროს ჩემს თავს არ ვგავარ. ამდენი ტირილისგან თავბრუ მესხმოდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, მხოლოდ ერთი გამმოსახულების გარჩევა შევძელი, ეს სანდროს სახე იყო. ღმერთო როგორი უნაკლოა, ეს თაფლისფერი თვალები,რომელთა მორევშიც ყოველ წამს ვიძრებოდი მკლავდა, ეს სავსე ტუჩები,რომელიც ჩემს სახესთან იმდენად ახალოს იყო, მის მწველ სუნთქვას ლოყაზე ვგრძნობდი, ეს უხეში წვერიც კი ძალიან უხდებოდა... დაა ჰოოპ, რეალობას წყლის წვეთებმა მომიყვანა,რომელიც სანდრომ სახეში შემასხა.
-როგორ ხარ პატარა?-ალბათ მომესმა, ''პატარა''? დარწმუნებული არ ვიყავი რომ ნამდვილად ეს წარმოითქვა მისი ბაგედან, ანდა რომც წარმოეთქვა კამათის თავი ნამდვილად არ მქონდა.
-მ..მეეე.. ახლაა კარგადდ-ამოვიხავლე
-ჩშშ, დაწყნარდი, მე აქ ვარ, ის არამზადა სი*ი ვეღარ შეგეხება-თავზე ხელს მისობდა და წყლით უკვე სახეზე 'კოსტად' აზელილ მაკიაჟს მაშორებდა
-ჩემი ბრალია, ამდენი არ უნდა დამელია-ვთქვი დანანებით
-ვაჰჰ, მიხვდი?-მითხრა ნიშნისმოგებით
-არ დაიწყოო რაა ახლა, შენი თავი არ მაქვს-ვუთხარი მობეზრებით
-მე არაფერს არ ვიწყებ,მაგის თავი არც მაქვს, ჩემს ამჟამინდელ საზრუნავს 'შპაკლის' მოშორება წარმოადგენს, თუმცა მგონი ამაოდ ვცდილობ-თქვა გაბრაზებულმა
-'შპაკლი' არ მისვია, უბრალოდ მაკიაჟია-შევუღრინე
-ჰო როგორ არა.... -გაეცინა
-.......-თვალები ავატრიალე
-უკვე მეორედ
-რა მეორედ? რას გულისხმობ?-მგონი ეს უფრო ნასვამია, ვიდრე მე. უფროსწორად უკვე გალეშლი მთვრალი. რას მელაპარაკება ნამიოკებით,თითქოს რამის გამოცნობის თავი მქონდეს.
-უკვე მეორედ გადაგარჩინე-გაეღიმა,თუმცა მასში ირონია ვერ შევამჩნიე, გამიხარდა,რომ არ მეიაზოვებოდა.
-სულ დამავიწყდა, გმადლობ დახმარებისთვის-ვუთხარი ცოტა არ იყოს სიმორცხვით. ამავდროულად ჩემს თავზე ვბრაზობდი, რას იფიქრებს ეს ბიჭი?? ახლა გონია რომ დაუვცველი ვარ და საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლიაა. ''დაა ასე არ არისს?!''- ჩამსძახოდა ჩემი მეორე მე. აუუ მოვკლავვ ამასს რაა სულ როგორ მაწამებს.
-არაფრის,უბრალოდ აჯობებს თავი აკონტროლო და იმდენი დალიო,რამდენსაც შენი ორგანიზმი იტანს... ვატყობ 2 ჭიქიანი ხარ-გაეცინა
-ღირსი ვარრ, მიდი დამცინე და მარიგე ჭკუა....-ვთქვი დანანებით და მობეზრებით
-არა პატარავ, ცუდად გამიგე, უბრალოდ ყოველთვის შენს გვერდით ვერ ვიქნები დაა ვერ დაგიცავ, ამიტომ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლო, მიტუმეტეს ასეთი სხეულის პატრონმა-სახეზე ღიმილმა და ირონიამ გადაჰკრა
-''პატარავ'' არა და გმადლობ რჩევისთვის-შევუბღვირე და ენა გამოვყავი. ახლა ის უნდა მარიგებდეს ჭკუას??? ბოთე ვარრრ, ბოლო დონისს სულელიი.
-რატომ გაქვს გართულება ამ ''პატარაზე''?-''პატარა'' მკვეთრად წარმოთქვა. გავშრი. ეგ კითხვა მეც მაწუხებს, უფროსწორად ახლა დავფიქრდი, ამაზე ადრე არ მიფიქრია, ან რატომ უნდა მეფიქრა თუ რატომ არ მსიამოვნებდა სანდროს ბაგედან ამოსული ''პატარა''? ''იმიტომ რომ აღმაგღზნებს''- ჩამსძახა მეორე ''მე''-მ. მგონი ასეა... ჰორმონებმა თამაში დამიწყო, რადგან სანდრო მომიახლოვდა, ბაგეზე თითი გამიხახუნა და ლოყაზე ნაზად მაკოცა,ბაგესთან ძალიან ახლოს. შევცბი,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ავხურდი, მუცელში მწველი გრძნობა ვიგრძენი, ასეთი სიამოვნება ჩემთვის არავის მოეყენებინა. ის მიმორჩილებს მე და უძლური ვხდები მასთან სიახლოვისას, ის გრძნობს და ხვდება ამას,რაც მის თვალში კიდევ უფრო დაუცველს მხდის. ჩემს ლოყაზე მისი ბაგე დიდხანს იყო გაჩერებული,კოცნა რომ დაასრულა მის თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე,მასთან ძალიან ახლოს ვიყავი,მისმა მზერამ დამატყვევა. ღმერთო რა მემართება? სიჩუმე კვლავ მან დაარღვია,როგორც ადრე...
-ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, ჩემსავით ვერავინ აღგაგზნებს,დაიმახსოვრე-მბრძანებლური, ირონიული, სიცილნარევი ხმით მითხრა.
-გთხოვ არ გინდა -შევევედრე. ამ დროს ძალიან მთვრალი ვიყავი და უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი,თორემ ვედრებას არ დავუწყებდი.
-მე ისეთს არაფერს გაგიკეთებ რომ გატკინო-გულში რაღაც სხივმა გამოანათა, გამიხარდა ასეთი პასუხი რომ გამცა. უცბად გამახსენდა ის კითხვა,რომელიც გულს მღრღნიდა და მინდოდა მისთვის სწორედ ახლა, ამ მომენტშ დამესვა, მიუხედავად,რომ უადგილო იყო, მაგრამ ვინ დაეძებდა ადგილს? სხვა დროს ამის არც გამბედაობა და არც შესაძლებლობა აქ მექნებოდა, იქნებ ბოლოჯერ ვესაუბრები? მართალია, სხვა დროს რატომ უნდა დაველაპარაკო მას? რა თქმა უნდა ეს თუ სწავლას არ ეხება... ბოლოსდაბოლოს ჩვენ ჰომ ერთ უნივერსიტეტში ვსწვავლობთ? მინდა თუ არ მინდა მის დანახვა მაინც მიწევს.
-საიდან იცოდი ჩემი სახელი?
-მე ყველაფერი ვიცი.
-აჰჰ, მე სერიოზულად გელაპარაკები-ვუთხარი უკვე დაღლილმა
-შენდა გასაკვირად მეც.-ჩაიღიმა. ოხ ეს იორონიულობაააა
-ანუ არ მპასუხობბ?
-უკვე გიპასუხე,რომ მე ყველაფერი ვიცი,ეს სრულებით საკმარისი უნდა ყოს.
-კარგი, ნახვამდის.
-ოოპსსს, ასეთ მდგომარეობაში გზას გაიგნებ?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-თიკა უნდა მოვძებნო, ნუ ღელავ ტაქსს გავაჩერებ.
-ნუ ღელვის რა მოგახსენო.... წამოდი დაგეხმარები-ცოტა არ იყოს მეწყნა ეს რომ მითხრა, თუმცა რატომ? რას ველოდი? დამიწყებდა წამოდი მე წაგიყვან საყვარელოო?? ზოგჯერ მიკვირს რა სულელი ტიპი ვარ რაა. თიკა თავისთვის მარტო იჯდა,ისიც კარგად დამთვრალა. ავაყენე, უფროსწორად მე კიარა, სანდრომ ააყენა და ტაქსიში ორივე მშვიდად ''ჩაგვასვენა''.
-სად ცხოვრობ?
-რა?
-სად ცხოვრობ მეთქიი???? ტაქსი გელოდებათ
-ააააჰჰჰა, მე მეგონააა...სამგორის რაიონი,დირსიჭალის ქუჩა.
-ჰმ და შენ რა რა გეგონა?-ოხხ ეს მზერაა
-არა არაფერიი....-ოოხხხ ჯანდაბაა ნატალიიი
-შენი საცხოვრებლის გაგება რომ მდომოდა, შენი თქმის გარეშეც გავიგებდი-ჩაიღიმა. ეს ვინ არისს?? შემაშინაა ამ ღამეს ეს მთვრალი გოგო. ნეტავ მართლა ასეთი გავლენიანია? ყველაფერზე როგორ იძახის ვიცი და უპრობლემოდ გავიგებო? შეიძლება თავს მაჩვენებს,მაგრამ ეს რაში უნდა სჭირდებოდეს? ''ნატალიი შორს წახვედიი... დაუბრუნდი რეალობას და შენს ჩაოხრებულ საქმეს მიხედე''. ცხოვრებაში მგონი პირველად დავეთანხმე ჩემს მეორე ''მე''-ს
-და, თიკაა?-გაეცინა.აუუ თიკა ვის გაახსენდაა, გადავხედე და ჩაეძინებოდა, ეს საწყალი ჩემზე უარეს დღეშია.
-ჩემთან დარჩებაა, სახლში მაინც ვერ გავუშვებდი ამ მდგომარეობაში.
-აჰჰ, შენ ვერ გაუშვებდი ჰოო?? მართალია, შენ ჩვენს სადარაჯოზე დგახარრ..-გადაიხარხარა.
-ჰაჰჰაჰჰჰ-დავეჭყანე.-ტაქსისტს თანხა მიაწოდა და მოგვაძახა
-შინ მშვიდობით მისვლას გისურვებთ გოგონებო-ზუსტად ვიცი,რომ ჩაიცინა.
ახლა მხოლოდ დაძინება მინდოდა. როგორც იქნა სახლამდე მოვაღწიეთ, გამიმართლა,რომ თიკა სახლში მისვლამდე როგორღაც გავაღვიძე, აიიი გამოფხიზლებაზე კი რა მოგახსენოთ. გამოფხიზლებას არც ველოდი, რადგან ვიიცი ამ დროს სიარულიც კი რა რთულია, ნაკლებ მდგომარეობაში არც მე ვიყავი.. კარი გავაღე და ჩემი ძმა შემეფეთა, როდესაც მე და ჩემს მხარზე თითქმის წამოწოლილი თიკა დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა, ოოოპპპსს, გაბრაზდააა.
-რა ხდებაა?? ეს???-ენა დაება
-პრივეტ ძამიკოოო....თუ შემოიშვებ და დამეხმარები თიკას შემოყვანაში ყველაფერს აგიხსნი-თავის დაძვრენა ვცადე
-ოოჰჰ ნატალიიი, მარტო შენი მეგობარი კი არა,შენც შემოსაყვანი ხარ-თვალები აატრიალა
-თიკასთან შედარებით მე დავდივარ მაინც
-კი, ნამდვილად დადიხარ-ჩაეცინა, თუმცა გაბრაზება მაინც ეტყობოდა
-თიკა ჩემს ოთახში ავიყვანოთ-საწყალს ისევ დაეძინა
-როგორც მიბრძანებთ-თვალები აატრიალა
-ნუ ხარ ზანტიი, აწიე ეგ უკანალი და შემარგე გართობა
-ცენზურაა... შენ შერგულიც გაქვს ეგ გართობა და მეტიც. თავის კონტროლი ვერ ისწავლე ამხელა გოგომ
-ნუ დამიწყებ ახლა დედაჩემივით, უი მართლაა აგენტი სად არის??
-ვიინ?
-დედა ვიგულისხმე, ზოგადად სახლში როდესაც არ ვარ ყოველთვის ჩემი მოსვლის სადარაჯოზეა, ახლა კი მის მოვალეობას შენ ასრულებ, ჩემიი დამცვეელიი-გადავიხარხარე
-აჰაჰჰჰ. შენსავით კლუბში ჰომ არ იქნებაა? ძინავს და თუ არ იხმაურებ შენთვისვე უკეთესია -მითხრა მკაცრად
-კაი ჰო, ნუ მებღვირები
-ოჰჰჰ, თავზე ხელიც ჰომ არ გადაგისვა?-გაიკვირვა
-უარს არ ვიტყოდიი,კარგი ნუ ბრაზობ, ეს ბოლოა-ჰმმ რა კარგი მსახიობი ვარ, ბოლო რომ არ იყო ეს მეც ვიცოდი და ჩემმა ძმამაც. ჩავეხუტე და ლოყაზე კოცნა დავუწყე.
-ოოეე, კაიი გეყოსს ახლაა, აალკოჰოლის სუნად ყარხარ-გვერდით გამწია
-ალკოჰოლი დავლიე და აბა შენი სუნამოს სუნი ჰომ არ მექნება??
-ჰე ახლაა დაწექი და შენს მეგობარს მიხედე,არუნდა ბევრი ლაპარაკი-ოოჰჰ რააა, თიიკასს ეძინა, ახლა მე უნდა გამეხადა მისთვის, ჩემი თავისთვის ვერ მომივლია დაა... კარგი ჰო, მერე რა?? ჩემმი დაქალიაა და ვერ გადავაგდებ, უნდა მოვუარო. კიდევ კარგი მისი მშობლები ქუთაისში იყვნენ წასულები 3 დღით,თორემ თიკას საყვედური არ ასცდებოდა.
შაბათი ,დილის 8 საათი.
-თიკა გღვიძავს?
-თითქმის-თვალდახუჭული მპასუხობს
-აუუ დღეს უნივერსიტეტში ვერ წავალთ, თავი მისკდება
-მე წარმოგიდგენია როგორრ?? აუუ ღმერთო ჩემო ეგ ვის გაახსენდაა
-დედაჩემი მომკლავს, როგორმე უნდა გამოვძვრეთ, მოვიმიზეზებ,რომ ცუდად ვარ
-სირცხვილო, რას იფიქრებენ 2 დღის გაცნობილი გოგო აქ რომ დავხვდები?
-ნუ სულელობბბ რააა-უცბად კარი გაიღო და კართან ატუზული დედა დავინახე
-ნატალი გაგვიანდებაა-უცბად შეხტა
-დედაა...
-რახდება? გამარჯობა, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-დედაა...
-რაიყო ნატი, მე კითხვა დავსვი შვილო.
-ეს თიკაა ჩემი დაქალი, მასზე მოგიყევი ჰომ გახსოვს? გუშინ აქ დარჩა, მშობლები ქუთაისში წავდნენ და ღამით მოვიდა ჩვენთან.
-გამარჯობა-თქვა თიკა მორცხვად
-გასაგებია შვილო, სჯობდა ღამით გაგეღვიძებინე, ყურადღებას მივაქცევდი დე. უნივერსიტეტში არ გაგვიანდებათ?
-დე თიკამ არ შევაწუხოთო დაა...თან ჩემს ოთახში ვიყავით და კარგადაც გავერთეთ. აუ დე გუშინ ღამით კიტრის მწნილი ვჭამე, მგონი მომწამლა შეუძლოდ ვარრ..
-ოჰჰ ნატალი, ეს მიზეზია თუუ? უკვე მერამდენერ მმოიწამლე? სათვალავი ამერია
-არა დეე რა მიზეზიი, უნივერსიტეტს უმიზეზოდ როგორ გავაცდენ? მხოლოდ ეს 1 დღე, ხვალიდან აღარ გავაცდენ რა ვქნა...-თავი მოვისაწ....
-კარგი, მოემზადეთ და შემდეგ სასაუზმოდ ჩამოდით. შენ მოხარშულ კარტოფილს გაგიმზადებ.
-მადლობა დე.
-ოოჰჰ სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა რააა.
-მეორე პროფესიად ავირჩევ არ შეიძლება თუუ??-გავიცინე
-რა ნიჭიერი მყავხარრ რაა.. რა საყვარელი დედა გყავსს-აღფრთოვანებით მითხრა თიკამ
-შენ გაბრაზებული არ გინახავს-გამეცინა
-არც მინდა ვიხილო, ასე უფრო მომწონს-გადვიხარხარეთ
-იციი დღეს რას ვიზაამ??-თვალები ავაბრიალე
-აბაა??-დაინტერესებული თვალები მომანათა
-ჩემს 5 დაქლას გაგაცნობ, 3-თვის ვეტყვი,რომ მოვიდნენ
-აუ რა კარგიააა, ძალაინ მიხარია, მაგრაამ მალე უნდა წავიდეე ჰომ იციი
-ნუ ღელავ მოასწრებ სახლში წასვლასაც-დავეღრიჯე
3 საათში სამზარელოში შევედით და იოანე დავინახე,ყავას შეექცეოდა,თან ტელფონში რაღაცას მიშტერებოდა.
-პრივეტ იოო
-პრივეტტ ლოთოო-მე მიჩვეული ვიყავი, აიი თიკამმ კი არ იცოდა სად წასულიყო სირცხვილისგან
-ძამიკო, მარტო არ ვარ-შევუბღვირე
-აჰჰ, გამარჯობაა, შენც ლოთი ხარ?-სიცილი არც შეუკავებია
-შეიძლება ითქვას- უხერხულად ჩაიცინა თიკამ
-რა პირდაპირიხარ-თვალები ავუტრიალე,მაგრამ უნდა ვაღიარო მეც მეცინებოდა
-ცუდი რა ვთქვი??-დამეჭყანა
-თავი მისკდება კიტრის მწნილი მინდა მე კიდევ მოვიტყუე,რომ მოწამლული ვარ, ჩუმად უნდა ვჭამო. თიკა მოდიი და კარი მოხურე, დედამ არ დაგვინახოს
-საწყალოო დედამ კარტოფილი გაგიმზადა და თუ არ შეჭამ კარგი დღე არ გელის, თან დედა გაბრაზებულიცაა უნივერსიტეტი რომ გააცდინე-გადაიხარხარა და ოთახი დატოვა
-მადლობა გვერდში იდგომისთვის ძამიკო-მივაძახე და თავი სევდიანად გავაქნიე, თიკა კი სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა
-ვიზიარებ-მხოლოდ ეს მითხრა,რაზეც გემრიელად ვუჩქმიტე,რაზეც ტკივილისგან დაიკლაკნა.

უკვე 3 საათა,ესეც ასეე ჩემი გოგოებიც მოვიდნენ,თუმცა ზარის გამაყრუებელმა ხმამ თავი უფრო ამატკია. მგონი დროა გაიგონ ჩემი თავგადასავლების შესახებ, ღმერთო როგორ მომენატრნენ, თან თიკას გავაცნობ, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს კარგად გაუგებენ.
-საღოოლლ რააა, თავიი ამიფეთქეთ, ამ ზარისგან-მივახალე როგორც კი კარი გავაღე
-აბა რა გეგონა კონიაკს რომ ყლურწავდი?-მითხრა თაკომ,ისე რომ სიცილს ვერ იკავებდა, ახლა თუ მივედი კარგად მოვსცხებ
-ვიზიარებ დაო, ვიცი რა დღეშც ხარ,მაგრამ ღირსი ხარ, რადგან მე არ დამპატიჟე -მომახალა მარიამმა. ღმერთო ჩემოო ამას მოვკლავ, ვითომ მე ვადგენდი წამოსვლის სიას, რა ჩემი ბრალია სხვა უნივერსიტეტში როა? სირაქლემა
-რაშვები ნატიიი??? მომენატრეე-მითხრა მარიტამ, ეს ჩემი უთბილესი გოგოოაა
-ვაა ფეხზეე დგახარრ?? საღღოოოლლ-გადაიხარხარა გაკვირვებულმა სალიმ. ოხ ეს ირონია, რა ვქნათ მეც მას ვგავარ, ნებისმიერის შემთხვევაში მეც ასეთი სარკაზმით დავამშვენებდი თითოეულს, მინიმუმ 5 ჭიქა რომ დაელიათ.
- უკვე მომწონხარ-გვერდი ამიარა თამარმა და თიკას ჩაეხუტა, მიყვარს ეს გოგო. თიკამ სიცილი ვერ შეიკავა, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა, ჩემი ჩათვლით.

პ.ს. შემდეგი თავი დაიდება 5 კომენტარი შემდეგ, გთხოვთ თქვნი აზრი გამოხატეთ კომენტარის სახით, დაწერეთ თუ როგორ ნატალის, სანდროს, თიკას და იოანეს ელით შემდეგ თავებში (ხასიათს ვგულისხმობ). თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუ რამე არ მოგწონთ გთხოვთ შენიშვნის სახით დაწერეთ. მადლობა ყველას,რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი )))

Dzalian kargia magrammm ragac tika da ioanee ertad warmomidgenia ratomgac ♡♡♡

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ძააანნ კარგიიაა წარმატებებიი მალე დადე <3

 



№3  offline წევრი Viktoria

Dzalian magari tavi iyooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent