შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული (საცდელი)


14-02-2018, 18:29
ავტორი ლათინო
ნანახია 420

ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული (საცდელი)

-გაიღვიძებთ ახლა თუ დაგასხათ მდუღარე წყალი?!(სალომე)
-აუ გოგო რო დაგვაძინო არ შეგიძლია?(ელენე)
-კარგი ავადუღებ წყალს და მოვალ.(სალომე)
-ადამიანო ცივი წყლის დასხმა გამიგია მაგრამ ეს მდუღარე წყალი საიდან მოიტანე?(ქეთა)
-ცივი წყალი გამოგაფხიზლებთ მაგრამ მდუღარე წყლით თან გამოფხიზლდებით და თან ეგ გრძელი თმებიც გაგცვივდებათ.(სალომე)
-აუ რა შურიანი ხარ რა!(ქეთა)
-თუ გინდოდა გრძელი თმები რას იჭრიდი?(ელენე)
-აუ თქვენ ჩუთ რა.არ ხართ მსახიობები და არ იცით როლისთვის რისი გაკეთება უწევთ.(სალომე)
-აუ თორე შენც მყავხარ ჰოლივუდის ვარსკვლავი, უნივერსიტეტის სპექტაკლში იღებს მონაწილეობას და თავი მსახიობი ჰგონია,რამე წესიერი როლი მაინც მოეცათ შე საწყალო.(ქეთა)
-თავიდან ყველა ეგრე იწყებს(სალომე)
-რომელმა მსახიობმა დაიწყო თავისი კარიერა ცხენის მომვლელის როლით?!(ელენე)
-აუ თქვენ რა გაგეგებათ?ან შენ რაღას ტლიკინებ სკოლაში სულ ხის ან ბუჩქის როლი რომ გქონდა?(სალომე)
-ისე ეგ მართალია, შენ არ უნდა ამბობდე მაგას.(ქეთა)
-და ამას ვინ მეუბნება?ქეთა რომელსაც ერთ სტრიქონიან ლექს აძლევდნენ მხოლოდ?(ელე)
-კარგით ჰო კარგით, ავდგეთ და წავიდეთ,ლექციები გვაქვს.(ქეთა)
სანამ გავაგრძელებდეთ ცოტაოდენს მოგიყვებით ჩემზე.
მე ქეთა წიკლაური ვარ,21 წლის, ვარ სტუდენტი,მყავს ერთი ძმა გიგი და 4 ბავშვობის მეგობარი.სალომე,ელენე,დაჩი და თორნიკე, დაჩი და გიგი ამერიკაში არიან სწავლის გასაგრძელებლად წასულები,თორნიკემ კი აქ დარჩენა გადაწყვიტა,მე და გოგონები ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობთ, მშობლები არცერთს არ გვყავს სამწუხაროდ,თუმცა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით და ტკივილიც გვიმსუბუქდება.
-მე მზად ვარ, თქვენ რას შვებით?(ქეთა)
-მეც მზად ვარ. თუმცა ვიღაც აგვიანებს,სარკეს ვერ მოშორდა.(სალო)
-რა გიკვირს?შეყვარებულია გოგო.(ქეთა)
-ისე თორნიკესი არ მესმის რა, რამ შეაყვარა ეს სატანა?(სალო)
-აუ ისე სადაა, ამან თუ ასე უნდა დააგვიანოს ხოლმე არ გავაყოლებ ჩემს დას ცოლად და ნახოს მერე.(ქეთა)
-რას მერჩით ტო. ერთი საათია ქვემოთ გელოდებით,მაღლა აღარ ამოვედი.(თორნიკე)
-თოკო მოხვედი? როგორ ხარ?(ელენე)
-უნდა მეკითხა ამან თავი როგორ შეგაყვარა თქო მაგრამ ახლა ვხვდები როგორც.(ქეთა)
-როგორ?(თოკო)
-როგორ და შენ რომ გხედავს იპრანჭება და ინაზება,სულ მოწესრიგებულია, მაგრამ შენ არ გინახავს ახალ გაღვიძებული რომაა და თვალები სამაშველო რგოლებს რომ უგავს,არც ის გინახავს მთელი დღე სახლში ყოფნა რომ უწევს თმადაუვარცხნელი რომ დადის და კიდევ უამრავი რამ, აღარ გავაგრძელებ თორემ დარჩება ეს შინაბერა.(ქეთა)
-წავედით?(თოკო)
-კი კი წავედით, მაგრამ ქეთამ ფეხით გასეირნება გადაწყვიტა ამიტომ ის ჩვენთან ერთად მანქანით არ მოდის!ხომ ასეა?(ელენე)
-არც იფიქროთ!(ქეთა)
-ჰა ეხლა მოდიხართ?(თაკო)
-შენ რაღა გინდა აქ?(ქეთა)
-რავი მეთქი ერთად წავალთ თქო.(თაკო)
****
თაკოც ჩემი დაქალია, თუმცა ის ბავშვობაში არ გამიცნია,მხოლოდ 3 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ.
*****

-კაი აბა შევიდეთ უნივერსიტეტში.(სალომე)
-კარგი წავიდეთ.(ელენე)
-აბა კარგად გოგონებო,მოდი გაკოცო ელე.(თოკო)
-ეეეე მოიცა რა უნდა აკოცო დაგვაცადე თვალები მაინც დავხუჭოთ.(ქეთა)
-ოხ ქეთა ქეთა,როდის უნდა დასერიოზულდე?!(თორნიკე)
-ძაან გინდა?(ქეთა)
-უკვე კი (თორნიკე)
-ჰოდა იოცნებე.კაი ახლა გამანებე თავი შე მამონტო(ქეთა)
****
-ალო(გიგი)
-ოჰ გავახსენდით ქვის ხანიდან გადმონაშთ არსებას?(ქეთა)
-მაგის თქმაზე დიდხანს ვარჯიშობდი?(გიგი)
-აუ დავაი რა! რა გინდა?(ქეთა)
-ხვალ მოვფრინავთ მე და დაჩი და დაგვხვდით,კიდე ერთი ძმაკაცი მოდის ჩვენთან ერთად, ალექსანდრე ქვია, მოკლედ ხვალ გაგაცნობ, ოღონდ ჩემი თაკოც წამოვიდეს და სალოც გამოაყოლე ხელს.(გიგი)
-ჯერ ერთი რატომ უნდა დაგხვდე?მერე მეორე ეგ შენი ძმაკაცი მე რატომ უნდა გავიცნო?მერე მესამე თაკო როდის მერე გახდა შენი? ან სალო რატომ წამოვიყვანო? თორნიკე ხოა თქვენი ძმაკაცი? არის!ჰოდა დაგხვდებათ ის.(ქეთა)
-კარგი შევთანხმდით, ხვალ შენ,თაკო და სალო მოდიხართ აუცილებლად.(გიგი)
-აუ რა წყეული ხარ რა!(ქეთა)
-კარგი ეხლა არ მცალია და ხვალ აგიხსნით მე და დაჩი რაღაცას.(გიგი)
-ოოოოო კარგი.(ქეთა)
-მეც მიყვარხარ.(გიგი)
-და ვინ გითხრა მიყვარხარო?
ალო?ალო!გამითიშე არა? კარგი ასე იყოს(ქეთა)

****
-გოგოებო ხვალ აეროპორტში მივდივართ!(ქეთა)
-რატომ?(თაკო)
-იმიტომ რომ თქვენი სიყვარულები ჩამოდიან!(ქეთა)
-მართლა?დაჩი ჩამოდის?(სალო)
-გიგიც?(თაკო)
-დაჩი შენი სიყვარულია?ან გიგია შენი სიყვარული?(ქეთა)
-არა.ისა...მე.(თაკო)
-აუ კაით რა, მე რაღას მიმალავთ?ხომ ვიცი არა რომ გიგის და დაჩის რომ ხედავთ იღვენთებით, უბრალოდ მინდა რომ აღიაროთ, ორივეს გიყვართ,ერთს ერთი,მეორეს მეორე.ხო ასეა?(ქეთა)
-ასეა(თაკო)
-კი(სალო)
-ვაიმე ჩემი პომიდვრები, როგორ მიყვარხართ.(ქეთა)
****
დილით აეროპორტში წავიდნენ გოგონები, თაკო და სალო ღელავდნენ,იპრანჭებოდნენ ისე როგორც არასდროს, ახლაც დგანან და ელოდებიან,აი ისინიც გამოჩნდნენ.
-გიგიი,დაჩიიიი თქვე ფარშევანგებო როგორ მომენატრეთ ორივე.(ქეთა)
-მეც მომენატრე მარტოხელა ალქაჯო!(დაჩი)
-ვაა ჩემი და როგორ შეცვლილა.გარეგნულად თორემ სხვა არაფერი,ისევ მარტოსული დაეხეტება,ხო ასეა?(გიგი)
-თქვენ გირჩევნიათ ხმა ჩაიკმინდოთ თორემ დარჩებით თქვენც სამუდამოდ ასე უცოლ-შვილოები.თან მე რომ ვინმე შევიყვარო გადავყვები იმის ამბებს,შესაბამისად თქვენთვის ვერ მოვიცლი და დაიფერფლებით სიყვარულისგან,ვერ დაადგამთ თქვენ საშველს რომ უთხრათ ერთმანეთს რომ გიყვართ.ვერც ეს ჩემი დაქალები გეტყვიან და გაგიბედავენ ვერაფერს და ვერც თქვენ დააყენებთ საშველს და მეცოდებით, უფრო ჩემი თავი მეცოდება ამდენ სიყვარულისგან დადებილებულ ადამიანს რომ უნდა ვუყურო და გავუძლო.(ქეთა)
-დაგვაფასებ და ამოისუნთქავ თუ რა ვქნათ?შვილო შენ ასე სად გაგიჟდი?ვინ გაგაგიჟა?(დაჩი)
-ხმა ჩაიწყვიტე და უთხარი ამ გოგოს რომ გიყვარს,ვერ ხედავ რომ გელოდება?(ქეთა)
-გოგო რომ გვაცადო არ შეგიძლია?ცოტახნით მაინც გაჩუმდი!(გიგი)
-კაი ჰა გაცდით,აბა ჰე.(ქეთა)
დაჩი და გიგი ერთ დროულად დადგნენ ცალ მუხლზე თავიანთი საყვარელი ადამიანების წინ და ჯიბიდან ბეჭდები ამოიღეს.შემდეგ უთხრეს რაღაცეები,ბოლოს ცოლობა სთხოვეს,გოგონებიც დათანხმდნენ და ბეჭდებიც გაიკეთეს.ბოლოს ბიჭები ადგნენ და აკოცეს,რაზეც ქეთას შემდეგნაირი რეაქცია ჰქონდა.
-აუ კაით ხალხო რა, არ გეცოდებით მაინც? რო კოცნით ერთმანეთს არ შეგიძლიათ ცოტახანი მოიცადოთ? ან გეთქვათ და თვალებს დავხუჭავდი, ან საერთოდ არ მოვიდოდი.(ქეთა)
-გოგო გაჩუმდი ცოტახნით რა მოხდება,კაი შენი ძმის და თაკოს ამბავი იცოდი მაგრამ ის საიდანღა გაიგე მე რომ სალი მიყვარდა?(დაჩი)
-ჯერ ერთი მაგას სალი არ ჰქვია და მერე მეორე მაგას რა მიხვედრა უნდოდა, რო დაინახავდი ისე დნებოდი როგორც ნაყინი 60 გრადუსზე.ისე ამას თქვენით ვერ მოიფიქრებდით და ვინ გიკარნახათ?(ქეთა)
-გოგო არ შეგიძლია გაჩუმდე?ამ შეყვარებულებთან რაღას გვარცხვენ?ალექსანდრე დაგვეხმარა მოფიქრებაში.(გიგი)
-მოგეხმარათ კი აბა! თქვენი მოფიქრებული აქედან არაფერი იქნება,სად შეგიძლიათ თქვენ ასეთი რაღაცეების მოფიქრება?! ისე ჩვენთან ერთად ჩამოდის ჩვენი ძმაკაციო და გადაიფიქრა?ა ალბათ მიხვდა ამათთან რა უნდა გავაკეთო ცოტა ვერ არიანო და ჩამოგშორდათ ალბათ.ასეა ხო?(ქეთა)
-ამ ჯერად შეცდი ჩემო ძვირფასო, უკან თუ გაიხედავ დაინახავ,მაღალ,სიმპატიურ ბიჭს რომელიც ლურჯი ჩემოდნით მოდის ჩვენსკენ.(დაჩი)
******

-გამარჯობა. მე ალექსანდრე ვარ დაჩის,გიგისა და თოკოს ძმაკაცი.(ალექსანდრე)
-გაგიმარჯოს ძმა,გაიცანი ეს სალოა ჩემი შეყვარებული,ეს კი თაკოა გიგის შეყვარებული.(დაჩი)
-სასიამოვნოა.(ალექსანდრე)
-ჩემთვისაც. ერთდროულად თქვეს გოგონებმა.
-ეს გოგონა?(ალექსანდრე)
-ვინ გოგონა?მე?(ქეთა)
-ხო შენ.(ალექსანდრე)
-ვინ არის გოგონა?აა შენ არ იცი?ეტყობა ამათ არ უთქვამთ და მე გეტყვი,სინამდვილეში მე ბიჭი ვარ,უფროსწორად ვიყავი მერე ოპერაცია გავიკეთე და ახლა ვარ გოგო.აააა ისე ზაზა მქვია.(ქეთა)
-ქეთა რას აკეთებ?(დაჩი)
-კარგი რა სახე გაქვს?! გეხუმრე. მე ვარ ქეთა,გიგის და!ნუ პრინციპში დაჩისიც.სასიამოვნოა.(ქეთა)
-ამჯერად თუ სიმართლეს მეუბნები ჩემთვისაც ქეთო.(ალექსანდრე)
-ქეთა მეთქი.(ქეთა)
-რა?(ალექსანდრე)
-ვაიმე სად იპოვეთ კიდევ ერთი თქვენნაირი? ქეთა მქვია და არა ქეთო,არც ქეთი და არც ქეთინო.(ქეთა)
-კარგი გასაგებია.(ალექსანდრე)
-ჰა ახლა წავედით?(დაჩი)
-აუ ისე რა მაგარია რო არც ალექსანდრეს ყავს შეყვარებული,ქეთას გაუმართლა.(გიგი)
-ვითომ რატომ?(ქეთა)
-იმიტომ რომ მარტო შენ აღარ იქნები მარტოსული,კიდევ გეყოლება შენნაირი და თავს მარტო არ იგრძნობ.(გიგი)
-ბიჭო შენ ბევრს ნუ ტლიკინებ გაიგე?რო არა ეს ორი ადამიანი რომელსაც მარტოსულს უწოდებ ამოგხდებოდათ ერთმანეთის სიყვარულში სული,ოღონდ ცალცალკე,ჰოდა რო დაიხოცებოდით და იქამდე არავინ არ შემოგაკითხავდათ ნახავდით მერე.(ქეთა)
-არა ისე მართალი ხარ ქეთა,ჩემი ძმები ხართ ორივე.(დაჩი)
-ისე ნუ გავიწყდება რომ გოგო ვარ,ასე წერია საბუთებში.(ქეთა)
-კაი ხო და ხარ.(დაჩი)
-ჰა ახლა რას დაეყუდეთ გამოადგით ფეხი.(გიგი)
უკვე მანქანაში ისხდნენ და გზას მიიკვლევდნენ,ყველანი ჩუმად იყვნენ,თუმცა ქეთა რისი ქეთაა თუ ეს დუმილიც მან არ დაარღვია.
-არა იცი რა ვერ გამიგია?რას დაერიეთ ეს სამი მუშკეტერი ამ ჩემს დაქალებს ჰა? ერთი მაინც დაგეტოვებინათ რა მოხდებოდა?(ქეთა)
-აუ კაი რა ქეთა ისევ დაიწყე?(თაკო)
-გოგო შენ ხმა ჩაიწყვიტე,ნუ გავიწყდება რომ შენი მული ვარ და თუ არ გინდა ანჩხლი მული გყავდეს ეს ჩემი ძმა ბოლომდე არ გამოადებილო.(ქეთა)
-გიგი ეს სულ ასეთია?(ალექსნდრე)
-ჰო ძმაო ასეთია. გაგაგიჟა უკვე არა? (გიგი)
-არა ძალიან მაგარი ვინმეა.(ალექსანდრე)
-დიახაც მაგარი ვინმე ვარ.აბა ამთსავით მუდო ხო არ ვიქნები.აუ გიგი ეს ბიჭი მომწონს უკვე.(ქეთა)
-დაჩი რა გჭირს წინ გაიხედე სატვირთოს ვეჯახებით! დაჩიი........

""""""""""""
მეგობრებო! არც მე მოველოდებოდი რომ ასე მალე დავიწყებდი ახალ ისტორიაზე მუშაობას მაგრამ...მოკლედ გადავწყვიტე ჯერ თქვენი აზრი გავიგო,რას ფიქრობთ ახალ ისტორიაზე. როგორია დასაწყისი? შეფასებებს თქვენ მოგანდობთ. მოუთმენლად ველოდები თქვენს კომენტარებს.მადლობა წინასწარ. ♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent