შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Marseille - შემოგვათენდა ძვირფასო (სრულად)


14-02-2018, 21:21
ავტორი TeddyBear
ნანახია 2 922

Marseille - შემოგვათენდა ძვირფასო (სრულად)

მარსელის ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს დერეფანში ვდგავარ, ხელში, ნახევრად დამსხვრეული ჭურჭლითა და გაფუჭებული ტორტით სავსე სინი მიჭირავს. საშინლად გადაღლილი ვეყრდნობი კედელს და ჩემ წინ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს თვალმოუშორებლივ შევცქერი. ტანისამოსზე ტორტის კრემი და შამპანიურის წვეთები მაცხია, ერთი შეხედვით ბინძური, მოუვლელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ასეთი ყოფა მაღიზიანებს. სხვისი ნაგვით დასვრილი ალბათ ვყარვარ, ძლივს-ძლივობით ვსწორდები და გზას ვაგრძელებ. ოთახებიდან ჟრიამული ისმის, დღეს თოთხმეტი თებერვალია, სიყვარულის დღე. ალბათ ყველას უნდა უნათებდეს თვალები, ყველა უნდა უღიმოდეს ერთმანეთს და სიყვარულს ჩუქნიდნენ სიყვარულის დღეს, მაგრამ... მაგრამ არა!
დერეფნის კედლები წითელი ბანტებითა და ვარდისფერი გულებით მოურთავთ, იატაკსაც ემჩნევა საღამოს კვალი, თითქმის ყველაფერი ძირს გდია და ვიღაცასაც გულიანად გადაუვლია მათთვის ფეხი.
-Bonjour Janette.- ვესალმები იატაკთან ჩამუხლულ ქალს და ცოტახნით მასთან ვჩერდები. მუხლები მტკივა, დასასვენებლად მის გვერდით ვჯდები და ქალის ლამაზ, ძალიან ლამაზ ლურჯ თვალებს შევცქერი.
-Bonjour Linda.- მპასუხობს გადაღლილი ხმით და სველ, ჭუჭყიან ტილოს სათლში წურავს. მის დანაოჭებულ ხელებს ვაკვირდები, აქა-იქ პატარა რამდენიმე ხალი რომ გაბნეულა.- ჰო, ადამიანს კანი უჭკნება, მაგრამ გულით ყოველთვის ახალგაზრდაა.-მის ხელებზე დაკვირვებულს თვითონაც მანათებს თვალებს და მკრთალად მიღიმის.
-Vous êtes magnifique Janette (ძალიან ლამაზი ხართ, ჟანეტ!).- თბილად ვუღიმი ქალს და ჩვენკენ მომავალი უფროსის დანახვაზე სწრაფად ვდგები ფეხზე. მისიე რენო მიახლოვდება და სარკასტული გამოხედვით აკვირდება ჩემს დასვრილ ტანსაცმელს. მეც უხერხულად ვიშმუშნები და სინს უფრო მეტად ვუჭერ თითებს.
-მესამე სართულზე ოთახებია დასალაგებელი, ხვალ ახალი სტუმრები ჩამოდიან.- ჯერ ჟანეტს, შემდეგ კი მე გადმომხედა და უკან მიბრუნდა.- და ჰო, ლინდა, ტანისამოსი გამოიცვალე ძალიან გთხოვ, ეს პრესტიჟული სასტუმროა და პერსონალიც სუფთად უნდა გამოიყურებოდეს!.- უხეში ტონით მომაძახა და სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა დერეფანს.
-ძალიან უხეშია!.- თავის გაქნევით ამომხედა ჟანეტმა და ფეხზე წამოდგა.- მესამე სართულის დალაგება დაიწყე და მეც მალე ჩამოვალ, ჯერ აქაურობას მივალაგებ.- ჟანეტს თანხმობის ნიშნად ვუქნევ თავს და კიბეებისაკენ მივდივარ, ჯერ პირველი სართულისკენ მივდივარ, სამზარეულოდან შეფისა და ჭურჭლის ხმა ისმის, ღიმილით შევდივარ შიგნით და ჩემი დანახვით აჟიტირებულ ბიჭებს ხელის აწევით ვესალმები.
-საკუთარ ტანისამოსს გაუმასპინძლდი ჩემი უგემრიელესი ტორტით ლინდა ?.- მიცინის შეფი და ჩემ წინ პატარა ნამცხვრით დგება.- აბა, გამისინჯავ ?
-მესამე სართული უნდა დავალაგო, ახლა ჭამისთვის დრო არ მაქვს. გადამინახე.- დაკრეჭილი კბილებით ვუვლი გვერდს და ნახევრად აზელილ ტორტს სანაგვეში ვაგდებ.

დასვრილი ტანისამოსის გამოცვლის შემდეგ მესამე სართულის ოთახებს ვალაგებ, დაღლილობისაგან ზურგი და მუხლები მტკივა, კისერშიც საშინელ დაჭიმულობას ვგრძნობ და ძალაგამოცლილი ვენარცხები საწოლზე. მხოლოდ წამიერად ვხუჭავ თვალებს, მხოლოდ წამიერად და ვგრძნობ ,თუ როგორ ეშვება ჩემს სხეულს დაღლილობა და მეც მთელი არსებით ვეხვევი რბილი, ფაფუკი საწოლის მახეში.
ყველაზე ძვირადღირებულ ოთახში მეძინება, იქ, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს, იქ სადაც ჩემთვის ყოფნა და მითუმეტეს ძილი აკრძალულია.
მაგრამ, მე მაინც მეძინება!
---
დილით უცნაური წრიპინის ხმა მაღვიძებს, ვიღაცის მობილურიც შეუსვენებლივ გაჰკივის ბოლო ხმაზე, საწოლიდან ნელ-ნელა ვწევ თავს და ოთახს ვაკვირდები. ჩემი ოთახისგან განსხვავებით აქ ყველაფერს სიმდიდრისა და უფრო მეტი სისუფთავის ელფერი დაჰკრავს, ჰაერშიც კი სასიამოვნო, ჩემთვის უცნობი სუნამოს სურნელი ტრიალებს, ფეხზე ვდგები და კარის მეორე მხრიდან საუბარს ვაყურადებ. ო, ღმერთო ეს რენოს ხმაა და მე ახლა ყველაზე ძვირადღირებულ ოთახში ვიმყოფები. ოთახის კარები იღება და შიგნით ვიღაც შემოდის, სასწრაფოდ ვწვები იატაკზე და საწოლის ქვეშ ვძვრები.
ვიღაც მძიმე ნაბიჯებით დაიარება ოთახში, მის შავ, ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ვავლებ მზერას, ნერვიულად უტოკავს თითოეული კუნთი. მისი ხმის ტემბრიც გაღიზიანებული და უმოწყალოა იმ ადრესატისთვის, ვისაც მამაკაცი ესაუბრება. ოთახის კარებზე კაკუნი ისმის, მამაკაცი ღრმად ოხრავს, კარისაკენ მიდის და მეორე ადამიანის ხმაც მალევე აღწევს დახუთულ ოთახში.
-მისიე, როგორ იმგზავრეთ ?.- რენოს ხმაში პირველად ვამჩნევ ღიმილის ნოტებს და მეც უფრო მეტად მეძაბება ყურთასმენა, რენო ის ადამიანია, რომელიც არასდროს უღიმის ვინმეს უმიზეზოდ.
-მშვენივრად, გმადლობთ.- დინჯად პასუხობს მამაკაცი.- დღეს ათ საათზე ინვესტორებს ვხვდები და თუ შეგიძლიათ იქნებ გარეთ ტერასა მოაწყოთ ჩვენთვის.
-ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა.- ისევ ეპარება ღიმილის ნოტები რენოს.- უბრალოდ ეს ცოტათი...
-ვიცი, მესმის და არ არის პრობლემა.- აწყვეტინებს მამაკაცი და მისი ნაბიჯები კიდევ ერთხელ მიემართებიან კარებისკენ.- ახლა კი ცოტას დავისვენებ.
-დიახ, რა თქმა უნდა. შეხვედრამდე.- რენო სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს ოთახს. მამაკაცი საწოლის წინ ჩერდება. წამიც არ არის გასული ტანსაცმლის შრიალის ხმა ,რომ მესმის და ვხედავ, თუ როგორ ვარდება ჯერ მამაკაცის ჰალსტუხი, შემდეგ პიჯაკი და პერანგი. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მიიწევს სააბაზანოსკენ და კარების მოხურვისთანავე მეც სწრაფად ვძვრები საწოლიდან და ჩქარი ნაბიჯებით მივიწევ გასასვლელისკენ.
სამზარეულოში შესულს ყველაფერი თავდაყირა მხვდება, რენო თავისი გაჩეჩილი ქერა თმებითა და დაჭყეტილი ცისფერი თვალებით დასცქერის შეფმზარეულს თავზე და რაღაცას ებუტბუტება, შეფიც მობეზრებული სახით უქნევს თავს და ლიმონის ტარტს ამზადებს, მიმტანები გადაღლილი სახეებით დაიარებიან აქეთ-იქით, რენოც ერთ-ერთ მათგანს აყოლებს თვალს და უცებ ჩემზე უჩერდება მზერა.
-სად იყავი ?.- ჩემკენ მოემართება რენო.- უკვე შუადღეა, ფულს იმისთვის არ გიხდიან, რომ გეძინოს!
-ვიცი, მაპატიეთ.- შეწუხებული ხმით ვპასუხობ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ მაშველის საპოვნელად.
-საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრაა დანიშნული, მიმტანი იქნები და იმედია ახლაც არ მიგეძინება სადმე!.- თვალებს მიბრიალებს რენო და სწრაფი ნაბიჯებით გადის სამზარეულოდან.
-ნამდვილი გიჟია, თმებიც აინშტაინივით არ აქვს გაჩეჩილი ?!.- იცინის ჟორჟი და ჩემ გვერდით ეყრდნობა კედელს.- აბა, სად იყავი დღეს დილით ? ჰმ ?
-დამეძინა ჟორჟ, ძალიან დავიღალე გუშინ და თან ეს ვალენტინობის დღე მძულს.
-მარტო ,რომ ხარ იმიტომ ხომ არა ? ჰმ ?.- წარბები ამითამაშა და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან.- ჩვენ კარგი წყვილი ვიქნებოდით, რას იტყვი ?.- ჟორჟი შეფმზარეულს უბრუნდება და ხმამაღალი ხმით ეკითხება.- შეფ, როგორი წყვილი ვიქნებოდით ?
-საუკეთესო ჟორჟ.- ირონიულად იცინის შეფი და თავის ქნევით უბრუნდება ლიმონიანი ტარტის კეთებას.
საღამოს ყველაფერი უფრო მეტად ირევა, მიმტანებიცა და რენოც სწრაფი ნაბიჯებით დაიარებიან აქეთ-იქით, ტერასაზე ცივა, მეც სიცივისაგან ვკანკალებ და ძლიერად ვეჭიდები საჭმლით სავსე სინს ძირს, რომ არ დამივარდეს. რენო ამაყი სახით მოუყვება რამდენიმე მამაკაცს ტერასისკენ, ყველა შავ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი უახლოვდება მაგიდას და სერიოზული სახით უსხდებიან მას.
ჟორჟს ძლივს-ძლივობით მოაქვს თავისზე დიდი ჯამი, ოხვრით გვიახლოვდება და ჯამს პერსონალისთვის განკუთვნილ მაგიდაზე დებს.
-უჰ.- შუბლზე თითებს ისვამს ჟორჟი და შეფისკენ ტრიალდება.- შეფ აქ ძალიან ცივა.
-ვიცი ჟორჟ, ვგრძნობ.- იცინის შეფი და პატარა ტორტისთვის განკუთვნილ თეფშებს აწვდის. ჟორჟი ბუზღუნით მიემართება მაგიდისკენ და ჩემდა გასაკვირად ღიმილიანი სახით ემსახურება ინვესტორებს, შეფი თავს სიცილით აქნევს და სოუსით სავსე თეფშს მაწვდის.- მიდი ლინდა, ყველაფერი მალე დასრულდება და დაძინებასაც შევძლებთ.
-იმედია შეფ.- ვუღიმი მეც და სოუსით სავსე თეფში მიმაქვს მაგიდისკენ, ის-ის არის მაგიდაზე თეფშის დადგმას ვაპირებ ჟორჟი ,რომ მეჯახება უკნიდან და შეფის საყვარელი ველუტე, იგივე თეთრი სოუსი ერთ-ერთ მამაკაცს ესხმევა პიჯაკსა და შარვალზე. ხელები მიშეშდება, ყველანი შეშინებულები შევცქერით ერთმანეთს, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს დროც კი წყვეტს წინსვლას და ერთ ადგილზე, მწარედ, გაუნძრევლად შეჩერებულა. მამაკაცის ღრმა ოხვრა მესმის, მისკენ ვაპარებ მზერას და მის სახეზე განეულ სოუსის წვეთებს ვავლებ მზერას. თვითონაც მისწორებს თვალს, ფეხზე დგება და ხელის ერთი მოსმის იფერთხავს პიჯაკს. რენო ისევ სწრაფი ნაბიჯებით მოემართება ჩვენკენ, სახე აწითლებული გვიახლოვდება და გაღიზიანებული ხმით იწყებს ყვირილს. მის გარდა ხმას არავინ არ იღებს, არც მამაკაცი, რომელსაც სოუსი გადავასხი ტანისამოსზე. მხოლოდ მიყურებს და მისი მშვიდი გამოხედვა საოცარი კონტასტით ერწყმება ჩემს ანერვიულებულ და შიშით სავსე თვალებს.- მე ძალიან ვწუხვარ, მაპატიეთ.- ვლუღლუღებ ხმაჩამწყდარი და მამაკაცს ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები. რენო უფრო მეტად ცოფდება ჩემზე, ხელის კვრით მწევს უკან და ხმამაღალი ხმით მომიწოდებს აქედან წავიდე.
-გამომყევი!.- ერთ ადგილზე გაშეშებულს მკლავში მწვდება რენო და სასტუმროსაკენ მიმათრევს, გაღიზიანებული მაგდებს სამზარეულოში და ქერა თმებს უეცარი ხელის გადასმით უფრო მეტად იჩეჩს.- უტვინო გოგო! რამდენი პრობლემა უნდა შექმნა ისევ ? ჰა ? გამეცი პასუხი!
-მაპატიეთ.
-არავის სჭირდება შენი საცოდავი ბოდიში, გესმის ?!.- ხმას უწევს რენო.- ეს ადამიანები მნიშვნელოვანი კლიენტები არიან, ჩვენს სახელს არცხვენ სულელო გოგო!
-ბატონო რენო!.- სამზარეულოში ორი მამაკაცი შემოდის, ერთ-ერთი ის, რომელსაც სოუსი გადავასხი და მეორე ჩემთვის სრულიად უცნობი.- ყველაფერი რიგზეა, არ არის საჭირო პანიკის შექმნა.
-ბოდიშს გიხდით, ეს გოგონა ახლავე დატოვებს სამსახურს!.- რენო მწყრალი მზერით მიყურებს და ჩემდა გაუცნობიერებლად ვაიგივებ ქერა რენოს გაგიჟებულ ხართან, რომელსაც წითელი ფერის დანახვა სჭირდება მხოლოდ და საბოლოოდ აიწყვეტს.
-არ არის საჭირო!.- მკაცრად იმეორებს მამაკაცი.- ისეთი არაფერი მომხდარა!
-დარწმუნებული ხართ ?
-დიახ!.- მკაცრად უჭრის მამაკაცი და სამზარეულოდან გადის.

---

იმ დღის შემდეგ რენომ „ჩამომაქვეითა“, დღეიდან მხოლოდ ოთახების დალაგება-დასუფთავება მევალებოდა და არაფრის დიდებით არ უნდა გავკარებოდი სამზარეულოსა და „ჟორჟ დარმონს“. დილის ოთხი საათი სრულდებოდა მეხუთე სართულზე ყველა ოთახის დასუფთავება ,რომ დავასრულე, წელი ისევ საშინლად მტკიოდა და მოკუნტული მივაბიჯებდი პირველ სართულზე. ლიფტის მეშინოდა, არ ქონდა მნიშვნელობა რამდენად გამოფიტული და გადაღლილი ვიქნებოდი, ლიფტში შესვლა არ შემეძლო, მაშინვე მეკეტებოდა ფილტვები და მეც ჰაერს მოწყურებული ბაყაყივით ვაღებდი პირს.
პირველი სართული მთლიანად ცარიელი იყო, გარედანაც კანტი-კუნტად ისმოდა მანქანის ძრავის ხმა. ჰოლში მხოლოდ ერთადერთი ტელევიზორი იყო ჩართული, ვიღაც ჩამომჯდარიყო სავარძელზე და სიამოვნებით შესცქეროდა „რატატუის“. ბავშვობა გამახსენდა, ყოველთვის მიყვარდა გუსტავოს სიტყვები „მზარეულობა ყველას შეუძლია“. გაუცნობიერებლად ჩამოვჯექი ერთ-ერთ სკამზე და პატარა თაგუნიას ყურება განვაგრძე. მომწონს ის, მომწონს , თუ როგორ შეუძლია საკუთარი სისუსტის მიუხედავად რაღაც მნიშვნელოვანისა და კარგის გაკეთება. ნეტავ მე თუ შემეძლო უფრო მეტად გამბედავი და საინტერესო ვყოფილიყავი ?
-ლინდა, აქ რა გინდა ?.- მომიახლოვდა ანტუანი.- რატომ არ გძინავს ?
-მეხუთე სართული დასალაგებელი იყო ანტუან და მეც ამიტომ შემოვრჩი, მაგრამ... ეს ვინ არის ?.- სავარძელში მჯდომი მამაკაცისკენ მივუთითე კაცს.
-ერთ-ერთი ინვესტორია, სხვათაშორის ის არის, რომელსაც სოუსი გადაასხი.- იცინის ანტუანი, მე ხელები მიშეშდება ისევ და მამაკაცისკენ ვიხედები.
-ჰო, ყველაფერი მე მემართება, რას ვიზამ ?!.- გამეცინა მეც და ფეხზე წამოვდექი.- მისთვის ბოდიშიც კი არ მომიხდია ისე გამაქანა რენომ.
-ჰოდა მიდი.- ნაზად მიბიძგა მამაკაცისკენ ანტუანმა.- ცუდი ადამიანი არ არის.
-მართლა ?.- თვალები მიფართოვდება სიხარულისგან, ანტუანი მხოლოდ თავს მიქნევს და უკან ბრუნდება.
მამაკაცს დინჯი ნაბიჯებით ვუახლოვდები, უხერხულად ვდგები მის გვერდით და თითების წვალებით ძლივს-ძლივობით ვაიძულებ საკუთარ თავს ერთი სიტყვის თქმას.
-გამარჯობა მისიე.- ვჩურჩულებ ჩუმი ხმით და უხერხულად ვიწურები, როგორც კი ტრიალდება ჩემკენ.- მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ.
-რისთვის ?.- გაკვირვებული მიყურებს მამაკაცი.
-სოუსი რომ გადაგასხით.- ნერვიულობისგან ვიკვნეტ ტუჩებს.
-ანუ შენ იყავი.- ეცინება კაცს.- არა უშავს, ყველაფერი რიგზეა, ნერვიულობად არ ღირს.- გვერდით იწევა და სავარძელზე რამდენჯერმე დებს ხელს.- მოდი, ჩამოჯექი.
-ჰო, მაგრამ...
-ჩამოჯექი, რატატუი არ გიყვარს ?.- თბილი ღიმილით მიყურებს იგი.
-კი, ძალიან.- ახლაღა დავაკვირდი, წინ რატატუით სავსე თეფში ედო წითელ ღვინოსთან ერთად. ფეხზე წამოიმართა, ორი წუთით დამელოდეო დამიბარა და დინჯი ნაბიჯებით გაშორდა ჰოლს, რატატუიდან სასიამოვნო, „გემრიელი“ სურნელი მოდიოდა, ისედაც შიმშილისაგან შეწუხებული კუჭი უფრო მეტად აღმუილდა და მეც სწრაფად მოვიჭირე თითები მუცელზე, თითქოს ეს რამეს უშველიდა. ტელევიზორიდან კი ფრანგული სიმღერის ჰანგები არღვევდა ჰოლში სიჩუმეს. სასიამოვნო ღამის დასასრული და დღის დასაწყისი იყო. მამაკაცის მძიმე ნაბიჯები მომიახლოვდა, მაგიდაზე თეფში და ღვინის ჭიქა დადო და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.- იცით, არ არის საჭირო.
-კარგი რა.- გაიღიმა მამაკაცმა და საკუთარი ხელით ჩამომისხა ღვინო და ჭიქა მომაწოდა.- მე ანდრე ვარ, ანდრე მარსო.- ხელს მიწვდის ანდრე.
-ლინდა ზედგინიძე.- ჩემს ხელს ვაგებებ მისას და მკრთალი ღიმილით შევცქერი მამაკაცს.
-ლამაზი თითები გაქვს, ძალიან ნაზი და ფაქიზი.- ხელისგულიდან აყოლებს თითს მაჯამდე.
-გმადლობ.- უხერხულად ვიშმუშნები და ღვინისკენ ვაპარებ თითებს.- ძალიან გემრიელი და ტკბილია.- აღფრთოვანებული დავცქერი წითელ სითხეს.
-ნამდვილად ძალიან გემრიელი და ტკბილია.- მეთანხმება ანდრე და რატატუით სავსე თეფშს წევს ჩემკენ, მუცელი ისევ შიმშილისაგან იწყებს ღმუილს.- მიირთვი ლინდა.
-გმადლობ, ისევ.- რატატუის გემრიელად შევექცევი და თან ტელევიზორში სასაცილო ბიჭუნასა და თაგუნიას ვუყურებ.
რატატუის დასრულებისთანავე სასიამოვნო ფრანგული მუსიკის ჰანგებით ივსება ოთახი, ანდრე ფეხზე დგება და ხელს მიწვდის.
-არა, არა, მე ცეკვა არ ვიცი.- თავს ვაქნევ და ბეჭებით მთელი ძალით ვეყრდნობი სავარძლის საზურგეს.- მართლა არ ვიცი, ანდრე.- ჩემკენ გადმოხრილ მამაკაცს თვალებში ვუყურებ და სასაცილოდ ვაქნევ თავს აქეთ-იქით.
-ძალიან ადვილია, უბრალოდ მუსიკა იგრძენი ლინდა, დანარჩენი თვითონ მოვა. დამიჯერე.- ანდრეს გამოწვდილ ხელს დავცქერი, ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და ფეხზე ვდგები. ბავშვობის შემდეგ პირველად ვცეკვავ ნაზ მუსიკაზე, გაუბედავად ვადგამ ნაბიჯებს, მამაკაცს ძლივს-ძლივობით ვუწყობ ფეხს და ერთ-ერთი წაბორძიკებისას ძლიერად ვაჭერ ქუსლს მის ფეხსაცმელს.- არა უშავს, არაფერია.- მიღიმის თბილად და ნაზად მხვევს ხელს წელზე.
-ახლა სად წახვიდოდი ანდრე ?.- მეთვითონაც არ ვიცი რატომ ვუსვამ ამ კითხვას.
-ახლა არსად, აქ კარგად ვარ.- ჩურჩულებს ანდრე და ფანჯრებიდან შემოჭყეტილ მზის სხივებს აყოლებს მზერას.- და შენ ? შენ სად წახვიდოდი ?
-ახლა არსად, მაგრამ, ოდესმე აუცილებლად წავალ აქედან.
-მაინც სად ?
-არ ვიცი, აქედან შორს. ალბათ გიკვირს, როგორ უნდა გარბოდეს ნორმალური ადამიანი საფრანგეთიდან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანი ადრე თუ გვიან ყველგან იღლება, სადღაც გულის კუნჭულში ადამიანი ყოველთვის მარტოა და მას ახალი ადგილი სჭირდება, ადგილი სადაც ახალი ადამიანები მოეხვევიან თავს და ცოტახნით მაინც დაავიწყებენ ჩვეულ რუტინას.
-არ მიკვირს, ადამიანები გარბიან, მეც გავრბივარ, ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდივარ და ახალ ადამიანებს ვეცნობი მაგრამ მათგან არცერთი მიყვარს, ვერცერთს ვენდობი, ვერ ვუმხელ დაკარგულ ფიქრებს. გაქცევა ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველთვის არა. საჭიროა ადგილი სადაც ყოველთვის შეგეძლება მისვლა და თუ არ შეგიძლია ე.ი არაფერი გაქვს, საერთოდ არაფერი.
-მარტოსული ხარ ანდრე ?.- ანდრეს ტკივილნარევი ხმა მთლიანად მიყინავს სხეულს.
-ჰო, ალბათ. ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს ლინდა, საერთოდ არაფერს. ადამიანები თავაზიანად მარტო იმიტომ გექცევიან, რომ შენგან რაღაცას ელიან, იციან შენთან ურთიერთობისას ყოველთვის გამოკრავენ რაღაც ძვირიანს ხელს. ძვირიანი ყოველთვის ძვირფასი ჰგონიათ, მაგრამ არ არის ასე, ძვირიანი ტანისამოსიც ისევე გაიხევა, როგორც იაფასიანი. ძვირფასი მაშინ არის ნივთი, როდესაც ის შენს საყვარელ ადამიანს ეკუთვნის, რომლის სუნთქვაც კი მნიშვნელოვანი და საციცოცხლოა შენთვის და თუ ასეთი ადამიანი არ გყავს მაშინ ცარიელი ხარ, სულ ცარიელი.
-ანდრე.- დავიჩურჩულე და ნაზად დავუსვი მხარზე ხელი.- ასეთს ვერასდროს წარმოგიდგენდი, იცი ?
-ვიცი.- მკრთალად მიქნევს თავს და ფანჯარაში იყურება.- შემოგვათენდა ძვირფასო.- ნაზად მკოცნის შუბლზე და ფრთხილად მშორდება.- სასიამოვნო საღამო იყო ლინდა.
-სასიამოვნო საღამო იყო ანდრე.- თავს ვუქნევ მეც და უკან მოუხედავად მივდივარ მისგან.

---

ანდრეს წასვლის შემდეგ ისევ რუტინად ქცეული ჩემი ცხოვრება გაგრძელდა. თექვსმეტი რიცხვის დილის ოთხ საათზე ყოველთვის ვჯდებოდი პირველი სართულის ჰოლში და „რატატუის“ ვუყურებდი წითელ ღვინოსთან და რატატუისთან ერთად.
ანდრემ კიდევ ერთი რუტინა აჩუქა ჩემს ცხოვრებას, სასიამოვნო და ლამაზი რუტინა, რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან და გულიდან.
2018 წლის 16 თებერვალი იყო, ვალენტინობიდან ორი დღის გასვლის შემდეგაც კი მოერთოთ მესამე სართულის დერეფანი წითელი ბუშტებითა და ვარდისფერი გულებით.
დილის ოთხი საათი სრულდებოდა პირველ სართულზე, რომ ჩავედი, რატატუი და წითელი ღვინო მოვიმარჯვე და ნაცნობი, საყვარელი სავარძლისკენ გავემართე. ვიღაცას უკვე ჩაერთო „რატატუი“, სავარძელშიც ჩამჯდარიყო მამაკაცი.
დინჯი ნაბიჯებით მივუახლოვდი სავარძელს და გვერდიდან ავეტუზე ნაცნობ, ასე საყვარელ სხეულს.
-გამარჯობა ანდრე.
-გამარჯობა ძვირფასო.

„სიყვარულს ერთი კონკრეტული დღე არ აქვს,
მე თოთხმეტ თებერვალსაც სწორედ ისევე მეყვარები, როგორც თხუთმეტ, თექვსმეტსა და ჩვიდმეტ თებერვალს...“


სიყვარულის დღეს გილოცავთ, თბილებო heart_eyes
ყოველი დღე სიყვარულისაა, გიყვარდეთ ერთმანეთი უზომოდ, გიჟურად heart_eyes
პ.ს. დიდი მადლობა ანა ნანეიშვილს თარჯიმნობისთვის ^^скачать dle 11.3




№1  offline მოდერი MoonLady

ჩამოკიდული არა, ჩამოკიდებული.
არა უშავს არა, არაუშავს.
ბევრგან "რომ"-ის წინ არასაჭირო მძიმე შემხვდა.
ისტორია თბილი იყო, ტკბილი და გემრიელი ^-^ არც ზედმეტი სიყვარულობანათი იყო გადატვირთული, რაც ძალიან მიყვარს *-* გაგრძელება რომ მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული ძალიან მომწონს *-*

 



№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

MoonLady
ჩამოკიდული არა, ჩამოკიდებული.
არა უშავს არა, არაუშავს.
ბევრგან "რომ"-ის წინ არასაჭირო მძიმე შემხვდა.
ისტორია თბილი იყო, ტკბილი და გემრიელი ^-^ არც ზედმეტი სიყვარულობანათი იყო გადატვირთული, რაც ძალიან მიყვარს *-* გაგრძელება რომ მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული ძალიან მომწონს *-*

ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდი ❤
ხო გრამატიკაში მოვიკოჭლებ. აუცილებლად გავითვალისწინებ ზემოთ მოხსენებულს ❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მარრრ ! უზომოდ მაგარი რომ იყო უკვე გითხარი ხომ?
მოკლეეეედ ვრცლად არ მითქვია რომ ლინდაზე ვგიჟდები რა!
ეს გოგოო სიყვარულს და სითბოოოს ასხივებს
აუ ჟანეტი ბევრჯერ რომ არ გამოჩნდა გული დამწყდა :DD არააადა ისე გამიხარდა მაგის სახელი :Dd რომს რათქმაუნდა ვერვიტანდი! ეჰ მაღსეიი , მაღსეი ხომ არ გადავიდე ჰა? ერთი ანდრესნაირი ბიჭი მეცმინდა!
ეჰჰჰ მე ამწელსაც მარტო ვგდივარ სიყვარულის დღეს! ესსს არის სამართალი?
ესეეც ფრანგების ბრალია იცი შენ!
რატატუიიიი როგორ მიყვარს! კუსკუსთან ერთად უბრალოდ უგემრიელესია!
მარ იციი შენ შენი მოთხრობები როგორ მიყვარს და რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის!
აი ახლაც ეგოისტურად მიხარია ახალბედა მწერლის სტატუსი რომ გაქვს...
ეჰჰჰ შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას მარ
გელოდები
ახალი მოთხრობებით
და
Je t’aime beaucoup !
არ დაგავიწყდეს! :)))

 



№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

LuckyGirl
მარრრ ! უზომოდ მაგარი რომ იყო უკვე გითხარი ხომ?
მოკლეეეედ ვრცლად არ მითქვია რომ ლინდაზე ვგიჟდები რა!
ეს გოგოო სიყვარულს და სითბოოოს ასხივებს
აუ ჟანეტი ბევრჯერ რომ არ გამოჩნდა გული დამწყდა :DD არააადა ისე გამიხარდა მაგის სახელი :Dd რომს რათქმაუნდა ვერვიტანდი! ეჰ მაღსეიი , მაღსეი ხომ არ გადავიდე ჰა? ერთი ანდრესნაირი ბიჭი მეცმინდა!
ეჰჰჰ მე ამწელსაც მარტო ვგდივარ სიყვარულის დღეს! ესსს არის სამართალი?
ესეეც ფრანგების ბრალია იცი შენ!
რატატუიიიი როგორ მიყვარს! კუსკუსთან ერთად უბრალოდ უგემრიელესია!
მარ იციი შენ შენი მოთხრობები როგორ მიყვარს და რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის!
აი ახლაც ეგოისტურად მიხარია ახალბედა მწერლის სტატუსი რომ გაქვს...
ეჰჰჰ შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას მარ
გელოდები
ახალი მოთხრობებით
და
Je t’aime beaucoup !
არ დაგავიწყდეს! :)))


ჩემო საყვარელო და თბილო გოგო heart_eyes
უზომოდ მადლიერი ვარ შენი, ჯერ საფრანგეთსა და ფრანგებზე რომ მესაუბრე და თარჯიმნობაც გამიწიე heart_eyes
მიყვარხარ მე შენ და იმედია ოდესმე მექნება საშუალება პირადად გიხილო heart_eyes

 



№5  offline ადმინი დედასამოტხე

პირველ რიგში ისევ უნდა მოგილოცო რომ ასე ახალბედა მწერლის რანგში დებ სიახლეს.იმსახურებ ბევრზე მეტად გამიხარდი ძალიან. ეს ისტორია არ მეყოოო!!!აი არ მეყო!მართლა არმეყოო მეცოტავაა არადა მინდოდა მთელი ღამე მეკითხა მეც შემომნათებოდაა და რაგამიკეთე?მიმატოვე სიყვარულის ბილიკზე:დდდ ამას მე გავაგრძელებ ამ ისტორიას ჩემთვის და ჩუმადდდ.... აილავვვ (ბევრი გული აქ)

 



№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Mariiiiami
პირველ რიგში ისევ უნდა მოგილოცო რომ ასე ახალბედა მწერლის რანგში დებ სიახლეს.იმსახურებ ბევრზე მეტად გამიხარდი ძალიან. ეს ისტორია არ მეყოოო!!!აი არ მეყო!მართლა არმეყოო მეცოტავაა არადა მინდოდა მთელი ღამე მეკითხა მეც შემომნათებოდაა და რაგამიკეთე?მიმატოვე სიყვარულის ბილიკზე:დდდ ამას მე გავაგრძელებ ამ ისტორიას ჩემთვის და ჩუმადდდ.... აილავვვ (ბევრი გული აქ)

ჩემი საყვარელი მარიამო ❤
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მესიამოვნა შენი სიტყვების წაკითხვა ^^ ❤
ჰო, პატარა ისტორია გამოვიდა, რა ვქნა ?! სამაგიეროდ გონებაში ისე გააგრძელებთ, როგორც გსურთ ❤
აი რა გამიკეთეზე ძაან გამეცინა, უსაყვარლესი ხარ ❤
აი ლავ იუ თუ ბეიბ ❤

 



№7  offline მოდერი Maiaabuladze

აუუ რა ტკბილი იყო ❤❤
მარიამ ხომ იცი როგორ მიყვარს მე შენი ლამაზი თითებით შექმნილი დიდი თუ პატარა ისტორიები და აი უკვე კიდევ ერთი დიდი სიყვარულის ობიექტი დამიწერე შენ ❤❤
პ.ს რა ეგოისტი ვარ როცა საქმე შენს ისტორიებს ეხება

 



№8  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Maiaabuladze
აუუ რა ტკბილი იყო ❤❤
მარიამ ხომ იცი როგორ მიყვარს მე შენი ლამაზი თითებით შექმნილი დიდი თუ პატარა ისტორიები და აი უკვე კიდევ ერთი დიდი სიყვარულის ობიექტი დამიწერე შენ ❤❤
პ.ს რა ეგოისტი ვარ როცა საქმე შენს ისტორიებს ეხება

ჩემი მაიკო,
სიყვარულო ❤

 



№9  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ესეიგი, ჯერ კიდევ გუშინ წავიკითხე შენი ისტორია და ძლივს მოვაღწიე აქამდე, რომ გაგიზიარო ჩემი აზრი.
კარგით დავიწყებ. რა მიყვარს იცი, შენში? - საოცრად ელეგანტური, მშვიდი, აუღელვებელი და დახვეწილი თხრობის მანერა გაქვს. გაქვს შენებური შტრიხები (რაც უმთავრესია, ჩემი აზრით)
ამ ისტორიას რაც შეეხება. ასე მგონია, საფრანგეთში რომ არა, სხვაგან ვერც იქნებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს შეგრძნება გამიჩნდა :დ იდეალურად უხდებოდა გარემო, სახელები, სიტუაციები ისტორიას. ცოტა მეტი რომ ყოფილიყო თვითონ წყვილზე, უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ გასაგებია რომ პატარა ისტორია გინდოდა და მესმის. თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო <3
გრამატიკაზე აღარ ვილაპარაკებ, აღგინიშნავს არაერთხელ, რომ არ არის ეგ შენი ძლიერი ასპექტი, მაგრამ მოგვარებადია ეგ ამბავი. თუმცა ერთი პააწაწუნა "შენიშვნა" მაინც მექნება :დ ყველა რომის წინ მძიმეები არ დაწერო და სანაცვლოდ ის მძიმეები მიმართვების წინ გადმოიტანე, რა :დ (ანუ სახელები, გვარები, "ჩემო კარგოების და ა.შ. - მაგათ წინ) სხვა ყველაფერი გაქვს მწყობრში და ძალიან მომწონხარ, მინდა იცოდე <3

 



№10  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

An_Gel
ესეიგი, ჯერ კიდევ გუშინ წავიკითხე შენი ისტორია და ძლივს მოვაღწიე აქამდე, რომ გაგიზიარო ჩემი აზრი.
კარგით დავიწყებ. რა მიყვარს იცი, შენში? - საოცრად ელეგანტური, მშვიდი, აუღელვებელი და დახვეწილი თხრობის მანერა გაქვს. გაქვს შენებური შტრიხები (რაც უმთავრესია, ჩემი აზრით)
ამ ისტორიას რაც შეეხება. ასე მგონია, საფრანგეთში რომ არა, სხვაგან ვერც იქნებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს შეგრძნება გამიჩნდა :დ იდეალურად უხდებოდა გარემო, სახელები, სიტუაციები ისტორიას. ცოტა მეტი რომ ყოფილიყო თვითონ წყვილზე, უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ გასაგებია რომ პატარა ისტორია გინდოდა და მესმის. თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო <3
გრამატიკაზე აღარ ვილაპარაკებ, აღგინიშნავს არაერთხელ, რომ არ არის ეგ შენი ძლიერი ასპექტი, მაგრამ მოგვარებადია ეგ ამბავი. თუმცა ერთი პააწაწუნა "შენიშვნა" მაინც მექნება :დ ყველა რომის წინ მძიმეები არ დაწერო და სანაცვლოდ ის მძიმეები მიმართვების წინ გადმოიტანე, რა :დ (ანუ სახელები, გვარები, "ჩემო კარგოების და ა.შ. - მაგათ წინ) სხვა ყველაფერი გაქვს მწყობრში და ძალიან მომწონხარ, მინდა იცოდე <3


ანა,
ჩემო ანა,
საოცრად გამიხარდი heart_eyes
ყოველთვის, როცა შენს კომენტარს ვკითხულობ ჩემს ისტორიაზე საოცრად ვბედნიერდები. გაფასებდეს შენი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ყველაზე დიდი ბედნიერებაა მართლა blush
გრამატიკის მხრივ მართლა ვცდილობ გამოვსწორდე, ისიც ვიცი ყველა "რომ"-ის წინ მძიმე რომ არ იწერება თუმცა ჯერ კიდევ მაბნევს ეს ყველაფერი და... ცოტახნით კიდევ მაპატიეთ. მერე აუცილებლად გამოვსწორდები joy
დიდი მადლობა, უზომოდ გამაბედნიერე heart_eyes kissing_heart

 



№11  offline ახალბედა მწერალი aNuGi

როგორ შეგიძლია ასეთ პატარაში ამხელა ემოცია დაატიო?!
უბრალოდ წარმოუდგენელია,
ასეთი თბილი, გემრიელი, რაღაცნაირი, ემოციური და სიყვარულით სავსე!
სასწაული გოგო ხარ შენ და სასწაულად მიყვარხარ! <3
ყველაზე მეტად იმსახურებდი ამ სტატუსს და უბედნიერესი ვარ რომ მიიღე! <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№12  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

aNuGi
როგორ შეგიძლია ასეთ პატარაში ამხელა ემოცია დაატიო?!
უბრალოდ წარმოუდგენელია,
ასეთი თბილი, გემრიელი, რაღაცნაირი, ემოციური და სიყვარულით სავსე!
სასწაული გოგო ხარ შენ და სასწაულად მიყვარხარ! <3
ყველაზე მეტად იმსახურებდი ამ სტატუსს და უბედნიერესი ვარ რომ მიიღე! <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

ჩემო საყვარელო და თბილო ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤
მიყვარხარ მე შენ ❤

 



№13  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dxaan sayvarloba iyooo

 



№14  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

uchveulo
Dxaan sayvarloba iyooo

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№15  offline წევრი anuki15

ჩემო მარიკუნაა რა საყვრალობა იყოო❤️❤️❤️ რაღაც უბრალო და თბილი❤️თურმე როგორ მაკლდა შენი ისტორიები ❤️

 



№16  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

anuki15
ჩემო მარიკუნაა რა საყვრალობა იყოო❤️❤️❤️ რაღაც უბრალო და თბილი❤️თურმე როგორ მაკლდა შენი ისტორიები ❤️


დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ????❤️❤️

 



№17  offline ადმინი მწარე

დაამბურძგულა სასწაული გოგო ხარ ვგიჟდები შენზე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№18  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

მწარე
დაამბურძგულა სასწაული გოგო ხარ ვგიჟდები შენზე

გმადლობ, საყვარელო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent