შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 17 თავი


14-02-2018, 23:41
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 581

შენ, შენ არ ხარ 17 თავი

- მიდი დამარტყი.
- თათა გთხოვ.
- დამარტყი მეთქი.
- თათ.
- დამარტყი შე ნა***ვარო. როდესაც დამარტყი მაშინ ხომ არ შეგრცხვა.
მიდი დამანახე შენი ნამდვილი სახე.
- ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებ რომ შენს ოჯახთან წასვლა აგიკრძალე?
- შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ ლევან, მე შენი ცოლი ვარ და არა საკუთრება. მე ქალი ვარ რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, ზომიერების ფარგლებში.
- რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, თუ გეტყვი წახვალ, თუ გეტყვი მოხვალ. დამღალა შენმა ოჯახმა, დამღალა მათმა პრობლემებმა. რომელსაც ყოველთვის შენ აგვარებ. რატომ არ მითხარი იმ ბიჭზე? რატომ არ მითხარი რომ მას შენი მოკვლა უნდოდა? რატომ არ მითხარი რისთვის ჩამოვიდა კოლია?
რატომ მიმალავ გამუდმებით ყველაფერს.
- შენ არაფერი არ იცი ლევან.
- ამიხსენი.
- მე შენი დაცვა მინდოდა, მინდოდა დამეცავი ჩემი თავისგან და ჩემი პრობლემებისგან. არ მინდოდა რაიმე დაგშავებოდა, არ მიმდოდა ჩემს გამო შარში გახვეულიყავი.
- ყოველთვის შენით იღებ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის იმას აკეთებ რაც გინდა.
- რა გინდა ლევან?
- არაფერი.
- კარგად ვიცი რაც გინდა.
- და რა მინდა?
- წასვლა გინდა მაგრამ ვერ მიდიხარ.
- ჰო წასვლა მინდა შენგან წასვლა მინდა თათა, შენ არ ხარ ის ვინც ჩემთან უნდა იყვეს.
- გახსოვს რა ვუთხარი ლანას?
- რა?
- მანამ წადი მისი ცხოვრებიდან სანამ ამას ის გააკეთებს. ეს შენ არა მე მივდივარ შენი ცხოვრებიდან, გშორდები ლევან.  შენ მე გჭირდები ვიცი, ვერ შეძლებ ჩემგან წასვლას. შენ ამის ძალა არ გაგაჩნია ამიტომ მე მივდივარ შენგან.
როდის უნდა წახვიდე იცი ყველასგან შორს?როდესაც მიგატოვებენ კიარა,როდესაც იმედი გაგიცრუვდება მაშინ კიარა,როდესაც იმხელა შინაგანი სამყარო გაქვს,რომ აღარ გჭირდება ვინმე სიმშვიდისთვის და კარგად ყოფნისთვის.ამ დროს კი საშინლად სწრაფად უნდა  გაიქცე ყველასგან შორს და იცხოვრო მარტომ.როგორც იქნება ისე,როგორც გამოვა.
სინამდვილეში ვერასოდეს იგრძნობ ისეთი სიმძაფრით შენი ყოფნის საჭიროებას ვინმესთვის,როგორიც გჭირდება გადასარჩენად და თუ იგრძნობ, ისე ძალიან არა, როგორც შენ გინდა რომ სჭირდებოდე ვინმეს.
- შენ ამას ვერ გააკეთებ თათა. შენ მე სიცოცხლეზე მეტად გიყვარვარ, შენს თავზე მეტად.
- ნუ გეპარება ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი. სიცოცხლე შენზე მეტად მიყვარს ლევან.
- შენ ჩემგან წასვლას ვერანაირად შეძლებ.
- მაგასაც ვნახავთ.
- თათა თუ ამ კარებში გახვალ, იცოდე ვეღარასოდეს დაბრუნდები ჩემთან.
ღმერთს ვფიცავ გაგამწარებ, ისეთ რაღაცას გაგიკეთებ რასაც ჩემგან არ მოელი. განანებ ჩემთან დაშორებას, ღმერთს ვფიცავ მწარედ გაზღვევინებ.
- შენ ისეთს როგორიც მე ვარ ვერასოდეს იპოვი ლევან, მე კიდევ არასოდეს მოვძებნი შენნაირს.
ზურგი ვაქციე და იქედან წამოვედი, ვიცოდი ეს ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ვერ ვაპატიებდი, ვერ ვაპატიებ ჩემზე ხელის დარტყმა. საკმარისი გამბედაობა არ გამაჩნია, ჩემი სიყვარული მისმიმართ იმდენად დიდია შემიძლია ვაპატიო მაგრამ არ მინდა. არ მინდა ვაპატიო ვიცი ის ამას ისევ გაიმეორებს, ისევ აღმართავს ჩემზე ხელს.
ვერ მივცემ მას ამის უფლებას, მირჩევნია სიცოცხლე მის გარეშე გავაგრძელო. ვიდრე იმაზე ფიქრში თუ როდის მცემს ისევ. ბარგი ჩავალაგე და სახლი უთქმელად დავტოვე.
არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მამასთან ვერ მივიდოდი. ვერც ბაბუსთან გადავწყვიტე ნიკო მომენახულებინა ამიტომ გეზი მისი სახლისკენ ავიღე.
 ვიცი მოვკვდები ვერ გავძლებ მის გარეშე, ამის გადატანა გამიჭირდება თუმცა უნდა გავუძლო. უნდა გავუძლო რათა არ დავეცე, მას გონია მის გარეშე მოვკვდები. მე უნდა დავამტკიცო, მას უნდა დავუმტკიცო რომ მე ეს შემიძლია.
მთავარია არ დავეცე,  მას არ უნდა ვაჩვენო რომ ამას ვერ შევძლებ.
ესეც გაივლის თათა, ესეც გაივლის. ჩემს თავს უკვე მერამდენედ ვუმეორებ ერთი და იგივე ფრაზას.

მანქანა ნიკოს სახლთან გავაჩერე, ცრემლები შევიმშრალე კარი გავაღე და გადავედი. იქვე ბავშვებთან მოთამაშე ნიკოს დავუძახე. შემომხედა თუმცა მალევე მაქცია ზურგი.
- ნიკო რაღაცას გეტყვი და წავალ, მხოლოდ ერთი წუთით გთხოვ.
- რა გინდა? ცივი ხმით მეუბნება ის და წინ მიდგება.
- მივდივარ. მის ფეხებთან ვიმუხლები და მის ხელებს ჩემსაში ვაქცევ.
- სად? მალევე შეეცვალა გამომეტყველება.
- აქედან შორს. არასოდეს დამივიწყო გთხოვ, იცოდე მე შენ სულ მეყვარები ჩემო ბიჭო. შენდამი ჩემს სიყვარულს ვერავინ შეცვლის, ვერავინ მაიძულებს დაგივიწყო შენ. ნუ ფიქრობ რომ არ მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ ნათლი. შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ. ჩემი პირველი ნათელი წერტილი, იცი რა ბედნიერი ვიყავი როდესაც შენ გაჩნდი? სიხარულით ცას ვეწიე, მინდოდა მეყვირა და ყველას გაეგი რომ ამ სამყაროს ანგელოზი მოევლინა. როდესაც პირველად დაგიჭირე ხელში, გული გამალებით მიცემდა.
მეშინოდა არ გამვარდნოდი, სულ პატარა იყავი ციცქნა.
იცი როდის მივხვდი რომ შენ მე მგავდი?
შენი ნათლობის დღეს როდესაც პირველად გეძინა ჩემს გვერდით, შენ ისევე უკანალ აბზეკილს გეძინა როგორც ეს მე მჩვევია.
იცი პირველად როდის დავრწმუნდი რომ შენ ჩემი ბედნიერება ხარ?
როდესაც ჩემსავეთ კარადაში შეძრომას ცდილობდი, სკაიპის მეშვეობით ბებიაშენს ვესაუბრებოდი. კამერით დავინახე თუ როგორ გეცემოდა კარადა. ინსტიქტურად მოვბრუნდი და დაგიჭირე. მეც ზუსტად შენხელა ვიყავი როდესაც, კარადის ქვემოთ მოვეტნიე.
შენ ჩემნაირი ხარ ნიკო, ჩემნაირი ჩვევები, ჩემნაირი ხასიათი და მანერები გაქვს.
ნურასოდეს იფიქრებ რომ შენზე მეტად ვინმეს შევიყვარებ.
ნუ იტყვი ჩემზე უარს ჩემო ანგელოზო, მოვკვდები შენს გარეშე ნამდვილად მოვკვდები.
- რატომ მიდიხარ?
- ლევანს დავშორდი.
- მართლა? მე არ მინდოდა რომ მას დაშორებოდი, მე მინდოდა რომ არ დაგვიწყებოდი.
- ეს შენი ბრალი არ არის, მე უბრალოდ ვიჩქარე. ვიჩქარე ჩემი გადაწყვეტილება.
- მე შენ არასოდეს დაგვივიწყებ ნათლი.
- ეს გამომართვი. როდესაც 18 -ის გავხდი ეს მე ჩემმა ნათლიამ გადმომცა, მინდა რომ ის დღეიდან შენ გქონდეს. მინდა რომ თუ რაიმე დაგჭირდება ამ მედალეონს, ხელი ძლიერად ჩასჭიდო და თქვა რომ გჭირდები. მე შენთან მოვალ და მარტოს არასოდეს დაგტოვებ. ძალიან მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.
ჩემს მკლავებში მოვიქციე და მთლიანად შევისრუტე მისი სურნელი, რაც შეიძლებოდა დიდხანს რომ გამყოლოდა.
- როდესაც მემენატრები ხოლმე და შენ ჩემს გვერსით არ ხარ, შენს მაისურს ვიცმევ და ისე ვიძინებ. შემდეგ მთელი ღამე მშვიდად მძინავს. ღიმილით მეუბნება ის და მის პატარა ხელებს მხვევს.
- ძალიან მიყვარხარ.
- არასოდეს დაგივიწყებ ნათლი.
ნიკოს მოვშორდი და მანქანისკენ წავედი, არ მინდოდა მისკენ გამეხედა. არ მინდოდა მას ჩემი ცრემლიანი თვალები დაენახა თუმცა ვერ შევძელი, ვერ შევძელი და უკან მოვიხედე. დავინახე თუ როგორ სდიოდა თვალებიდან ცრემლები. მეტის ატანა აღარ შემეძლო, ნაბიჯს მოვუჩქარე და მანქანაში ჩავჯექი. აკანკალებული ხელებით ძვლივს დავძარი ავტომობილი, რაც შემეძლო სწრაფად მოვწყდი იქაურობას და ბაკურიანის გზას დავადექი.
რა მოხდება შემდეგ? ღირს კი ვიბრძოლო ჩემი სიყვარულისთვის?
ღირს ვაპატიო მას? მაგრამ მას თავდ სურდა ჩემგან წასვლა. ვერ დავაკავებდი არ შემეძლო,  ძალა არ მეყოფოდა.
რა სასაცილოა არა? როგორ უეცრად მოვიდა სიყვარილი და როგორ სწრაფადვე გაქრა ის.
ჩემი სიყვარული მის მიმართ არასოდეს არ განელდება, მაგრამ არავარ დარწმუნებული რომ იგივეს გრძნობს ის.
როგორ შეეძლო, როგორ შეეძლო ჩემთვის ამის გაკეთება?
ვიცი იფიქრებთ რომ არავარ მართალი, ვიცი იმასაც იტყვით რომ მე ვარ დამნაშავე. მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ იგრძნობთ იმას რასაც ეხლა მე ვგრძნობ.
უნდა შეგეძლოს დატოვო ის რაც არ ყოფილა შენი, არ არის შენი და არც არასდროს იქნება შენი... ეს სიძლიერე და ამავდროულად გონიერებაა. სხვა დანარჩენი თავის მოტყუება და ზოგჯერ დაღუპვაც კი.
მე წასვლა ვარჩიე ჩემს იქ დარჩენას აზრი არ ქონდა, რატომ უნდა დამეკავებინა ის როდესაც მას ჩემგან წასვლა უნდოდა.

- რა ხდება ბებო? შეშინებული შემომეგება ბებო.
- ეხლა მხოლოდ შენ მჭირდებოდი ბე. მთელი დღის ნაგროვები დარდი ერთიანად ამოვანთხიე, ბებოს ჩავეხუტე და მასთან ერთად ჩავიკეცე.
- დამშვიდდი ჩემო ანგელოზო, ყველაფერი კარგად იქნება. ჩუ ჩემო სიხარულო, ნუ ტირი ხომ იცი არ მიყვარს როდესაც შენ ტირი.
- მეწვის ბებო.
- რა საყვარელო?
- სული ბებო, სული მეწვის. ვკვდები ბე მის გარეშე ვკვდები, ვერ გავძლებ ბებო გესმის? მის გარეშე ვერ გავძლებ.
- რა ხდება საყვარელო?
- ეხლა არა ბებო, გთხოვ ეხლა არა.
- კარგი საყვარელო. ფეხზე წამომაყენა და მისაღებში გამიყვანა. სავარძელში ჩავესვენე და თავი ბებოს კალთაში ჩავრგე.
- გახსოვს ჩემო გოგოვ შენ სულ გიყვარდა ჩემს კალთაში თავის ჩარგვა, გიყვარდა როდესაც თმაზე გეფერებოდი. როდესაც რაიმეზე გაბრაზდებოდი, სულ ჩემთან მოდიოდი თავს კალთაში ჩამირგავდი  მე კიდევ შენს ლამაზ თმებს ვეფერებოდი.
სულ იმას მეუბნებოდი რომ მე შენი დამამშვიდებელი ვიყავი.
- შენ სულ ჩემი დამამშვიდებელი იქნები ბებო.
- ლევან დავშორდი, შეცდომა დავუშვი. ის არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მე მინდოდა. საშინელება როდესაც ადამიანში ცდები, გული მომიკლა ბებო. წასვა უნდოდა ვერ დავაკავებდი, ამიტომ გადავწყვიტე პირველს მე გადამედგა ნაბიჯი. იქ დარჩენას წასვლა ვამჯობინე.
- შენ უნდა შეეგუო რომ წასვლა ზოგჯერ სამუდამოა, და მას აღარ მოსდევს " მაინც მოხვედი"
არის მომენტები როდესაც დარჩენას წასვლა სჯობს.
მე სულ შენს გვერდით ვიქნები ჩემო ანგელოზო.
ცრემლები შევიმშრალე, თვალები ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს. შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა და გადავეშვი სიბნელის სამყაროში.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაფხიზლა, თვალები ძვლივსძვლივობით დავაშორე ერთმანეთს. იქაურობას თვალი მოვავლე, თუმცა ბებო იქ არ დამხვდა. სამაგიეროდ ბუხრის წინ მჯდომ სილუეტს მოვკარი თვალი. რომელიც თავჩახრილი იყო, მომეჩვენა თითქოს რაღაცას ხატავდა.
- ვინ ხარ?
შეშინებულმა წამოვწიე თავი, ფეხზე წამოდგომა ვცადე თუმცა თავბრუ დამეხვა და ისევ უკან დავბრუნდი.
- მე ვარ თათ. მესმის ანდროს ხმა და მეც ყურებამდე მეღიმება.
- არასოდეს მეგონა თუ შენი დანახვა ესე გამიხარდებიდა. უკან გამომყევი არა?
- რათქმაუნდა. ფეხზეე წამოდგა და ჩემს გვერსით დაიკავა ადგილი.  - გითხარი რომ სულ შენთან ვიქნებოდი.
- მე კიდევ გითხარი რომ შენ, შენი ცხოვრება გაქვს.
- ეს არის ჩემი ცხოვრება თათ.
- როგორი კარგი ხარ ანდრო. მისკენ მივიჩოჩე თავი მხარზე დავადე და ფურცელი რომელიც ხელში ჩაებღაუჭებია გამოვართვი.
- არ ვიცოდი თუ ხატავდი.
- ჩემზე კიდევ ბევრი რამ არ იცი.
- მართალია.
- თათ რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
- რათქმაუნდა.
- რატომ წამოდი მისგან, ვიცი შენი სიყვარული იმდენად ძლიერია რომ შენ მას ერთ დარტყმასაც აპატიებდი. მგონია რომ მიზეზი სულ სხვა რამ არის.
- მიზეზი უამრავია. შეიცვალა ძალიან შეიცვალა, საერთოდ არ არის ისეთი როგორიც ადრე იყო. ის თითქოს როგორ გითხრა, თითქოსდა მას სხვა ჰყავს. არვიცი მეჩვენება შეიძლება, უკვე ორი თვეა ერთად ვართ. ეს ბოლო ერთი თვეა ლევანი საგრძნობლად შეიცვალა, სახლში სულ გვიან ბრუნდებოდა, სულ რაღაცაზე ბრაზდებოდა. თუ ტელევიზორი ჩართული იყო  შეეძლო იმაზეც ეჩხუბა. ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა ხოლმე, თან ძალიან ნაცნობი სუნამო. არ მეჩვენებოდა ანდრო ხომ იცი მე არაფერი მეჩვენება. მას ჩემგან წასვლა სურდა აღარ უნდოდა ჩემთან, ბოლო ორი კვირა კი საერთოდ იშვიათად მოდიოდა ხოლმე. თუ მოვიდოდა სავარძელში იძინებდა, საერთოდ არც კი იხედებოდა ჩემკენ.
მითხარი რატომ უმდა დამეკავებინა, ადამიანი რომელსაც დარწმუნებული ვარ სხვა ჰყავს და სხვა უყვარს? ის ჩემთან ვერ იქნებოდა ბედნიერი.
- და შენ, შენ ბედნიერი ხარ?
- მე ბედნიერი ვიქნები თუ ის იქნება ბედნიერი.
- პირველი იყო?
- ვერგავიგე?
- ხელი პირველად დაგარტყა?
- კი პირველად, თუმცა ჩხუბი გამუდმებით მოგვდიოდა.
- შენ რაშვები ანდრო? სულ ჩემს პრობლემებზე რომ ვსაუბრობთ შენ როგორ ხარ?
- კარგად ვარ იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- საუზმე მზად არის ბავშვებო. სამზარეულოდან შემოგვძახა ბებომ, მოვწესრიგდები და მალევე ჩამოვალ.
ოთახში ავედი წყალი გადავივლე გამოვიცვალე და ისევ უკან დავბრუნდი.
- თავს როგორ გრძნობ თათა?
სევდანარევი ღიმილით მეკითხება ბებიაჩემი.
- კარგად ვარ ბებო.
- უგემრიელესი კვერცხიანი პირებია. პირგამოტენილი ამბობს ანდრო.
- ბებოსნაირად ამას ვერავინ აკეთებს.
ყიყლიყოს ხელი დავავლე, ის იყო პირისკენ უნდა წამეღო როდესაც ჩემი ტელეფინი აწრიალდა. მეგინა ლევანი იქნებოდა თუმცა შევცდი ზაზა ექიმი იყო.
- გისმენთ.
- დილამშვიდობის თათა.
- დილამშვიდობის ბატონო ზაზა.
- თათა ანალიზების პასუხი მოვიდა.
- რაო მერე რა წერია?
- ქალბატონმა მარიამმა მითხრა რომ ყველაფერს თავად გეტყოდათ.
- და რა უნდა მითხრას ბებომ? მზერა ბებოსკენ გავაპარე, დავინახე როგორ უცებ შეეცვალა გამომეტყველება და იქვე ჩამოჯდა.
- სჯობს ყველაფერი მან გითხრას.
ტელეფონს მითიშავს ისე რომ არაფრის თქმას არ მაცდის.
- რა ხდება ბებო?
- არაფერი რა უნდა ხდებოდეს. ვითომც არაფერიო მხრებს იჩეჩს ის და ფეხზე დგება.
- ბებო.
- არაფერი თათა.
გარეთ გასვლას ცდილობს ის.
- ბებოო. ხმას ვუწევ მე.
- თათა.
- რა ხდება მეთქი? ხმას ვეღარ ვაკონტროლებ და ვყვირი.
- რა წერია ესეთი იმ დასაწვავ ანალიზებში.
- თათა დამშვიდდი საყვარელო. ჩემს დამშვიდებას ცდილობს ბებო.
- ბებო დებილი არ ვარ. როდესაც საფრანგეთში ანალიზები გავიკეთე, მითხრეს ყველაფერი კარგად არისო. აქ ჩამოვედი და მეორე დღეს ზაზა მირეკავს, ანალიზები ჩამაბარებინეთ. შემდეგ ჭკუიდან გადადით როდესაც გაიგეთ წამლებს არ ვსვავდი. გგონია ვერ მივხვდი როდესაც შენ ორი თვის წინ დამირეკე, გგონია ვერ მივხვდი თუ როგორ ტიროდი. რა ხდება გამარკვიე?
- თათა შენ, იცი შვილო. შენ ისა.
- ვკვდები. უეცრად ვამბობ მე, დავინახე როგორ ჩამოუგორდა ბებოს ცრემლი თვალებიდან და თავი ჩახარა.
- მითხარი ვკვდები?
- არა არ კვდები. ჩამქრალი ხმით ამბობს.
- ნუ სტყუი ვიცი რომ ვკვდები. რა მჭირს?
- ის რაც ბაბუაშენს.
- ძვლის კიბო მაქ?
- ჰო.
- რამდენი დამრჩა, ბებო მითხარი რამდენი დამრჩა?
- სულ რაღაც ერთი თვე. მხოლოდ ამას ამბობს და სახლიდან გარბის.
- რა გაცინებს თათა? გაკვირვებული მეუბნება ანდრო როდესაც ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
- რა სასაცილო არის არა? სულ მინდოდა ბაბუს დავმგვანებოდი, მიმდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. მინდოდა მეც მასსავეთ მოვმკვდარიყავი. და აი ნახე მეც მისი დაავადება მჭირს, მეც მასსავეთ მალე მოვკვდები.
- არ მოკვდები თათა, შენ არ მოკვდები. ფეხზე დგება ანდრო და მეხვევა.
- განა ესეთ სიცოცხლეს სიკვდილი არ სჯობს. თვალებზე მომდგარ ცრემლს უფლებას ვაძლევ გადმივიდეს, ანდროს მხრებს ცრემლით ვასველებ და უფრო ძლიერად ვხვევ ხელებს.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- შენ მაინც ნუ მამშვიდებ გთხოვ.
- რაგინდა გითხრა უი თათა რა მაგარია მალე მოკვდები? ეს გინდა გითხრა?
არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია გითხრა რომ მოკვდები. იმის გაფიქრებაც კი არ შემიძლია რომ შენ მოკვდები.
შენთან ერთად მეც მოვკვდები თათა,  შენს გარეშე მე მოვკვდები. რა აზრი აქვს ცხოვრებას შენს გარეშე. მალევე მიშორებს ის და ზურგს მაქცევს.
- ამას რატომ ამბობ ანდრო?
- გახსოვს კოლიას რა უთხარი?
- რა?
- უთხარი რომ შენ კუსას გარეშე ცხივრება არ შეგეძლო. უთხარი რომ არ გინდოდა მის გარეშე გესუნთქა, იმ ქვეყნის ჰაერი სადაც ის არ იყო. შენ მის გარეშე არაფერი გინდოდა თათა. რატომ? იმიტომ რომ შენ ის ძალიან გიყვარდა, იმიტომ რომ შენ მასთან ერთად მოკვდი.
- ეს რა შუაშია ანდრო?
- ნუთუ ვერ ხვდები თათა? ნუთუ ვერ ხვდები რომ შენხარ ის ქალი ვინც მე მიყვარს? ნუთუ ვერ ხვდები რომ შენხარ ჩემი მიუწვდომელი სიყვარული?
შენ თუ მოკვდები მეც შენთან ერთად მოვკვდები.
- ანდრო შენ.
- ჰო თათა მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია. შენ ხარ ქალი ვისზეც ვოცნებობდი, შენ ხარ ის ვის გარეშეც სუნთქვა არ შემიძლია.
შევეგუე, შევეგუე რიმ შენ სხვა გიყვარს. იმასაც შევეგუე რომ გათხოვდი, ყველაფერს შევეგუე და შევეგუები მაგრამ ნუ მთხოვ შევეგუო შენს სიკვდილს.
- არ მჯერა ღმერთო ჩემო არ მჯერა. პირზე ხელი ავიფარე და ანდროს გაკვირვებული შევხედე. - შენ ამდენი ხანი ჩემს თავზე მელაპარაკებოდი, როგორ ვერ მივხვდი რა დებილი ვარ ღმერთო. როგორ ვერ მივხვდი იმდღეს შენ რომ კოლიას ესაუბრებოდი, რანაირად ვერ გავიგე ჩემზე რომ საუბრობდით.
- არ მინდოდა გაგეგო, გესმის? მაგრამ აღარ შემეძლო თათა გული ძალიან მტკიოდა. მკლავდა ცალმხრივი სიყვარული, აღარ შემეძლო ამის დამალვა.
- მაპატიე ანდრო, ძალიან გთხოვ მაპატიე. არ მინდოდა, არ მინდოდა შენი გულის ტკენა. მე არ ვიცოდი თუ შენ გიყვარდი. არ ვიცი რა გითხრა, ბოდიში რამდენჯერაც არ უნდა მოგიხადო, ვიცი ამით არაფერი შეიცვლება. მე ვიცი რა ძნელიც არის ცალმხრივი სიყვარული. ვიცი რას ნიშნავს გიყვარდეს და მასთან არ იყვე.
ვიცი რას ნიშნავს გტკიოდეს და ამას ვერავის უზიარებდე. ვიცი რა ძნელია როდესაც ყვირი და შენი არავის ესმის. საშინელებაა გიყვარდეს და ვერ ეუბნებოდე.
მაპატიე ანდრო არ მინდოდა შენი გულის ტკენა.
- რა საყვარელი ხარ თათა. უეცრად იღიმის ის. - რამოდენიმე წუთის წინ გაიგე რომ კვდები, შენ კიდევ იმაზე დარდობ რომ მე მტკივა. შენ საუკეთესო ხარ თათა, შენ არ იმსახურებ ტანჯვას და ტკივილს. შენ ის ერთადერთი ფენომენი ხარ ვის ნაირიც ვერასოდეს ვერავინ გახდება. მე ვამაყობ რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, მერე რა რომ ჩემი არასოდეს გახდები მე შენთან ყოფნაც კი ბედნიერს მხდის. ბედნიერი ვარ როდესაც გიყურებ თუ როგორ იღიმი. როდესაც იღიმი შენი შავი თვალები ანათებს, თითქოს ფეიერვერკი ბეთქავსო. შენ ის ხარ ვისთან ერთად ყოფნასაც ბევრი ნატრულობს.
ამიტომ ნუ მიხდი ბოდიშს, შენ იმაზე მეტი მომეცი ვიდრე შეგეძლი.
- მიხარია, მიხარია შენნაირი ადამიანი ჩემს გვერდით რომ არის მაგრა. უნდა წახვიდე ანდრო, არ შემიძლია შენი აქ დატოვება. არ მინდა უყურო ჩემს ტანჯვას, უკვე დამეწყო. ხელს თითქმის ვერ ვამოძრავებ, ვეღარ ვიმორჩილებ თავს. არ მინდა შენ ამ ყველაფერს უყურო, არ მინდა უფრო მეტად გატკინო.
- არსად არ წავალ. რომც გამაგდო მაინც არ წავალ, აქ დავრჩები შენს ბოლო ამოსუნთქვამ. რაც არ უნდა მოხდეს შენთან ვიქნები გეამის? არ მიმდა წასვლა, და ნუ შეეცდები ჩემს გაგდებას. რადგან აივანზეც რომ მომიწიოს დაძინება მაინც აქ დავრჩები.
- ისე ეხლა ზაფხულია და აივანზე რომ დაიძინო მაინც არაფერი მოგივა. ღიმილით ვამბობ და ვეხვევი.
- რით დავიმსახურე გვერდით ესეთი კარგი ადამიანი?
- ეს შენ ხარ კარგი თათ. თავზე მკოცნის და ვგრძნობ როგორ ისრუტავს ჩემს სურნელს.






ვიცი პატარა თავია მაგრამ დაგვიანებას ადრე დადება ვარჩიე.
შემდეგი თავი დასასრული იქნება. ვიცი არ მოგეწონებათ ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ ეს თავიდანვე ესე მქონდა ჩაფიქრებული როს გამოვ ვწუხვარ, მე არავარ მომხრე ბედნიერი დასასრულის. მინდოდა დამეწერა ის რასაც ნამდვილად ვფიქრობ. იმედია ძალიან არ გამაკრიტიკებთ.скачать dle 11.3





მე ძალან გამიხარდა რომ ლევანთან არ დატოვე.მე თავიდანვე არ მინდოდა მასთან რომ ყოფილიყო.იმედია თათას არ მოკლავ wink

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

მწვანეთვალებაგოგო
მე ძალან გამიხარდა რომ ლევანთან არ დატოვე.მე თავიდანვე არ მინდოდა მასთან რომ ყოფილიყო.იმედია თათას არ მოკლავ wink


თათას სიკვდილზე ვერაფერს გეტყვი თუმცა, ლევანთან დატოვებას არ ვაპირებდი❤

 



№3 სტუმარი გგგგჰ

ყველაზე იდიოტუტი გადაწყვეტილება იყო შეურაცყოფას არ გაყენებ მაგრამ
ამაზე უაზრო არაფერი წამიკითხავს ერთ წამდი შეცვალე ლევანი ვითომ არც უყვარდა თათა დებილობა ოფიციალურა შევწყვიტე კითხვა რა აზრი აქვს ალბათ ბოლოს სულ სხვასთან იქნება ვიღაც მესამე გამოჩნდება.

 



№4  offline წევრი mia15

კარგი იყო და კარგად თუ დაასრულებ კარგი იქნება.ველი შემდეგ თავს

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

გგგგჰ
ყველაზე იდიოტუტი გადაწყვეტილება იყო შეურაცყოფას არ გაყენებ მაგრამ
ამაზე უაზრო არაფერი წამიკითხავს ერთ წამდი შეცვალე ლევანი ვითომ არც უყვარდა თათა დებილობა ოფიციალურა შევწყვიტე კითხვა რა აზრი აქვს ალბათ ბოლოს სულ სხვასთან იქნება ვიღაც მესამე გამოჩნდება.


ისე შემდეგ თავს რომ დალოდებოდი და გაგეგო მიზეზი ურიგო არ იქნებოდა. ისტორია ჩემია მე ვწერ და რასაც მინდა იმას დავწერ იზვინი მაგრამ არაგაქვს უფლება ჩაერიო ჩემს გადაწყვეტილებაში

mia15
კარგი იყო და კარგად თუ დაასრულებ კარგი იქნება.ველი შემდეგ თავს



მიხარია რომ მოგეწონაა

 



№6  offline წევრი talia

არ დაიჯერებ მაგრა როგორცკი კოლია ჩამოვიდა და ამ ბიჭმა თავისი გრძნობები გაგვიმხილა, უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა, ჩემს მთავარ კითხვასაც ამით გაეცა პასუხი. რატომ დაიწყო ეს მოთხრობა ანდროთი და თათათი, და არა ლევანითი, ძAლიან მაგარი ვინმე ხარ, თათა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟია, და მგონი მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც არ არიან ასეთი ძლიერები როგორიც თათაა, მაგრამ ერთი უნდა ავღნიშნო, რომ სიტვაცია სწრაFად შეიცვალა თუმცა ვნახოთ რა მოხდება. laughing

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

talia
არ დაიჯერებ მაგრა როგორცკი კოლია ჩამოვიდა და ამ ბიჭმა თავისი გრძნობები გაგვიმხილა, უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა, ჩემს მთავარ კითხვასაც ამით გაეცა პასუხი. რატომ დაიწყო ეს მოთხრობა ანდროთი და თათათი, და არა ლევანითი, ძAლიან მაგარი ვინმე ხარ, თათა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟია, და მგონი მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც არ არიან ასეთი ძლიერები როგორიც თათაა, მაგრამ ერთი უნდა ავღნიშნო, რომ სიტვაცია სწრაFად შეიცვალა თუმცა ვნახოთ რა მოხდება. laughing


როგორ მიხარია ესეთი კარგი შეფასებაა, ძალიან დიდი მაფლობა შენ❤
გეთანხმები თათა ნამდვილად ძლიერი პიროვნება ქალი ფენომენია:დ მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ❤

 



№8  offline წევრი მოცინარი

ჼიჼიკო!
რა არის ეს?
ყველა თავი ერთმანეთზე უარესია.
ისეთია, ვერ ვწყდები და ვერ ვჩერდები.
მინდა ვიკითხო და ვიკითხო.

ჼიჼიკო, ვიცი, შენ კეთილი ხარ <3 არ მოკლავ თათას >_< (ყოველ შემთხვევაში, თუ მოკლავ, მე შენმოგახრჩობ :) :დდ ბოროტი მე :))
ხოო.... ძაანმიკვირს რა დაეტაკა ლევანს. სხვა რომც უყვარდეს, ასე საზიზღრად მოიქცეოდა?
თუმცა ვიცი,ლოგიკურ მიზეზს გამოუძებნი

 



№9  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ჼიჼიკო!
რა არის ეს?
ყველა თავი ერთმანეთზე უარესია.
ისეთია, ვერ ვწყდები და ვერ ვჩერდები.
მინდა ვიკითხო და ვიკითხო.

ჼიჼიკო, ვიცი, შენ კეთილი ხარ <3 არ მოკლავ თათას >_< (ყოველ შემთხვევაში, თუ მოკლავ, მე შენმოგახრჩობ :) :დდ ბოროტი მე :))
ხოო.... ძაანმიკვირს რა დაეტაკა ლევანს. სხვა რომც უყვარდეს, ასე საზიზღრად მოიქცეოდა?
თუმცა ვიცი,ლოგიკურ მიზეზს გამოუძებნი


იმედია ბოლო თავს რომ წაიკითხავ არ დამახრჩობ:დ
რავქნა ესეთი საზიზღარი არსება ვარ მეე:დ

 



№10 სტუმარი გაააააააააააააბრაზებული მე

gogona migraciidan
მოცინარი
ჼიჼიკო!
რა არის ეს?
ყველა თავი ერთმანეთზე უარესია.
ისეთია, ვერ ვწყდები და ვერ ვჩერდები.
მინდა ვიკითხო და ვიკითხო.

ჼიჼიკო, ვიცი, შენ კეთილი ხარ <3 არ მოკლავ თათას >_< (ყოველ შემთხვევაში, თუ მოკლავ, მე შენმოგახრჩობ :) :დდ ბოროტი მე :))
ხოო.... ძაანმიკვირს რა დაეტაკა ლევანს. სხვა რომც უყვარდეს, ასე საზიზღრად მოიქცეოდა?
თუმცა ვიცი,ლოგიკურ მიზეზს გამოუძებნი


იმედია ბოლო თავს რომ წაიკითხავ არ დამახრჩობ:დ
რავქნა ესეთი საზიზღარი არსება ვარ მეე:დ

არააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა rage

 



№11  offline წევრი gogona migraciidan

გაააააააააააააბრაზებული მე
gogona migraciidan
მოცინარი
ჼიჼიკო!
რა არის ეს?
ყველა თავი ერთმანეთზე უარესია.
ისეთია, ვერ ვწყდები და ვერ ვჩერდები.
მინდა ვიკითხო და ვიკითხო.

ჼიჼიკო, ვიცი, შენ კეთილი ხარ <3 არ მოკლავ თათას >_< (ყოველ შემთხვევაში, თუ მოკლავ, მე შენმოგახრჩობ :) :დდ ბოროტი მე :))
ხოო.... ძაანმიკვირს რა დაეტაკა ლევანს. სხვა რომც უყვარდეს, ასე საზიზღრად მოიქცეოდა?
თუმცა ვიცი,ლოგიკურ მიზეზს გამოუძებნი


იმედია ბოლო თავს რომ წაიკითხავ არ დამახრჩობ:დ
რავქნა ესეთი საზიზღარი არსება ვარ მეე:დ

არააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა rage


რატომ არააა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent