შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ (თავი IV)


15-02-2018, 21:08
ავტორი tasusuna
ნანახია 245

წარსულის კვალდაკვალ (თავი IV)

საავადმყოფოდან გამოწერიდან,მის ჩამოსვლამდე ცხოვრება მდორედ მიედინებოდა.
ალბათ,შიშის და დაუცველობის გრძნობა უნდა გამჩენოდა,მაგრამ,მს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი.
შესასვლელთან მისი უახლოესი მეგობარი –ზაზა ლომინაძე დამხვდა.
გამიხარდა მისი დანახვა,უკვე წელიწადი გადიოდა,რაც არ სჩანდა.
თბილად მოგვიკითხა და,მანქანისკენ წაგვიძღვა
მთელი გზა ათასგვარ კითხვებს მისვამდა,მაგრამ,ჩემი გონება მხოლოდ გიორგისკენ იყო მიმართული.
როცა გზა საგრძნობლად გაიწელა,მხოლოდ მაშინ ვკითხე ზაზას,თუ სად მივდიოდით.
–თქვენი ქალაქში დარჩენა შეუძლებელია,გიორგიმ ერთადერთი რამე მთხოვა,რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი მომეძებნა თქვენთვის მის ჩამოსვლამდე,ასეთი ადგილი კი დედამიწის ზურგზე ერთადერთი მეგულება:სვანეთი...
შეგიძლია საზაფხულო არდადეგები ცოტა ადრე მოიწყო–თბილად გამიღიმა და,დარჩენილი გზა მყუდროებაში გავატარეთ.
სვანეთს მივუახლოვდით თუ არა,ის განცდა დამეუფლა,რაც მთელი ამ დროის მანძილზე მენატრებოდა.
სისუფთავე,სიმშვიდე,სიწყნარე,სისადავე..
ყველაფერი იმდენად შერწყმული იყო ერთმანეთში,რომ დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა.
სიმშვიდის განცდა გამიორკეცდა,როცა ზაზამ ღიმილით შეგვიღო ქვით ნაშენი სახლის ხის კარი.
ყველაფერი ძალიან სადად,მაგრამ მაქსიმალურად კომფორტულად იყო მოწყობილი.
–ზაზა,არაჩვეულებრივი ადგილია,ძალიან დიდი მადლობა..–მადლიერმა გადავხედე და,ხელებში მძინარე ალექსანდრე ბავშვის საწოლში ჩავაწვინე,რომლის იქ დანახვაც ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა..
მაგრამ,ესხომ გიორგია,მას სხვანაირად არც შეუძლია..
–სახლში ყველაფერია,რაც დაგჭირდება,სხვა თუ რამე იქნება საჭირო,ჩემი ნომერი იცი და ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე.
მე კვირაში ერთხელ ამოვალ და,რაღაცებს ამოვიტან შენთვის და ბავშვისთვის.
აქ არავინ დაინტერესდება შენით და,ნურც შენ გამოიჩენ ინტერესს სხვებისადმი.
ჰო,და რაც მთავარია–გულღიად გამიღიმა და,გვერდითა ოთახის კარები გამოაღო სადაც ანნა იდგა ზღურბლთან..
–ეს მისი სურვილი იყო..
ემოციები იმდენად მომეზღვავა,რომ ჩემთან მოახლებლს მთელი გულით მოვეხვიე.
გული ამიჩუყდა.
თავი ბედნიერად ვიგრძენი.
და,საერთოდ,რა შეუძლია ადამიანმა მისცემ მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა?და რა შეიძლება ამაზე მეტი იყოს?–არაფერი.
მე მისი სულიდან წამოსული მთელი ზღვა სითბო მივიღე და,ამან ამაღელვა..
–მადლობა ანნა,ძალიან დიდი მადლობა–თვალებამღვრეულმა ვუთხარი.
–თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიჭირდა უთქვენოდ ამ დღეების გატარება.–თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა და იმწამს გაღვიძებული ალექსანდრე გულზე მიიიკრა.
**
ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრება სვანეთის მაღალმთიან სოფელში.
პირველ პერიოდში ძალიან გვიჭირდა შევგუებოდით შექმნილ სიტუაციას,მაგრამ,ერთად ყოფნით,ნელნელა გვიადვილდებოდა ყველაფერი.
თითოეული დღე მარწმუნებდა,თუ რა იყო ადამიანისთვის ადამიანი.
მისი მხარდაჭერა,დახმარება,გამოწვდილი ხელი,ნდობა და,სიყვარული უფრო მიადვილებდა ყველაფერს.
ზაზა,დაპირებისამებრ,ამოდიოდა ხოლმე და,აფსოლუტურად ყველაფერი ამოჰქონდა.
მერე ვისხედით სამივე ბუხართან და,საათობით ვსაუბრობდით.
ზაზასთვის ვერ ვბედავდი მეკითხა გიორგიზე,მაგრამ კითხვა არც სჭირდებოდა,გასვლისას ყოველთვის დამიმარტოხელებდა და,დამამშვიდებდა ხოლმე.
–ნუ ინერვიულებ,კარგადაა,არ ვიცი როდის,მაგრამ,დაბრუნდება,სხვანაირად არშეიძლება.
–გამიღიმებდა და მიდიოდა..
მიჭირდა თუ არა?
ამაზე პასუხი არ მაქვს..
გიჭირს როცა გილხინს..
მე კი დალხენილი ცოხვრება არასდროს მქონია.
ჩემს მდგომარეობას გაჭირვება არ ერქვა.
ჩემს სიტუაციას მხოლოდ ერთადერთი სიტყვა შეეფერება–მონატრება..
მონატრება იტევს ყველაფერს.
ტკივილს.
ტირილს.
სიცილს.
დუმილს.
ყბედობას.
სინანულს.
სისუსტეს.
სიძლიერეს.
მარტოობას.
გვერდში დრომას.
თეთრად გათენებულ ღამეებს.
გოდებაში გალეულ წუთებს.
მოლოდინში დათვლილ თითოეულ წამს.
იმედგაცრუებას.
ფიქრს.
ოცნებას.
წარმოსახვას.
მოლანდებას.
ზმანებას.
ყველაფერს იტევს და ყველაფერს გამოხატავს..
სიყვარულსაც და,სიძულვილსაც,რომელსაც ყოველთვის განვიცდიდი..
მენატრებოდა.
და მეშინოდა,რომ ამ მონატრებაში არ დამეკარგა...
**
სვანეთში ყოფნის მეოთხე თვეს ვითვლიდი,მისგან კი არაფერი ისმოდა.
დღეს ზაზა უნდა ამოსულიყო, ის კი უჩვეულოდ იგვიანებდა..
რამოდენიმეჯერ გადავურეკე,მაგრამ გაბმული ზუმერის შემდეგ არავინ იღებდა.
ანერვიულებული ვიყავი,გული ძალიან,ძალიან ცუდს მიგრძნობდა და თავს ვერაფრით ვიმშვიდებიდი.
უკვე წასასვლელად ვემზადებოდი,არ ვიცი,როგორ,რანაირად.
ფეხით ჩავიდოდი ქალაქამდე ოღონდ რამე გამეგო,რომ
კარებზე სუსტი კაკუნი გავიგეთ.
დამფრთხალი წამოვვარდი და,შეუმოწმებლად გავაღე სასწრაფოდ კარი.
ზღურბლთან ზაზა იდგა,უჩვეულოდ დაბნეული და ძალიან ბერმკრთალი.
დამინახა თუ არა,სახის შეცვლა სცადა,ღიმილი აიკრა..
მაგრამ,მიხვდა,რომ შევამჩნიე მიისი მიმიკის ცვლილება.
–ზაზა–ხმა ჩამიწყდა,ვიცოდი,რაღაც ძალიან ცუდის თქმას აპირებდა და,ვერ გადაეწყვიტა,როგორ ეთქვა..–ჩამოვიდა,არა?–თვალები დამებინდა ცრემლებისგან..
პასუხის მოლოდინში გული ამოსკდომას მქონდა,მაგრამ,რატომღაც არ ჩქარობდა ეპასუხა.
სიცივეში,გარეთ იდგა და ვერც შემოსვლა გაებედა.
–უნდა წავიდეთ...–მხოლოდ ეს მიპასუხა წუთიერი დუმილის შემდეგ ..–ოღონდ მარტო,მხოლოდ მე და შენ..–მვხვდი,ძალიან გაუჭირდა ამის თქმა.
–გასაგებია.–ისე,რომ არც შემომიპატიჟებია,უკან გავბრნდი..
ოთახიდან სასწრაფოთ ავიღე ნივთები და დაბნეულ ანნას მივუბრუნდი,რომელსაც ალექსანდრე ეჭირა ხელში და,არ იცოდა,რა ემოქმედა.
–ანნა.–მკლავებში მოვკიდე ხელი და ცისფერ ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.–უნდა წავიდე,რაღაც,ძალიან,ძალიან ცუდი მოხდა და,გიორგის ვჭირდები..
შენი ისე მწამს,როგორც არავისი..
ვიცი,რომ ალექსანდრეს საკუთარივით მოუვლი.
გთხოვ,გთხოვ–თვალები მძლავრად დავხუჭე,რომ მოწოლილი ცრემლები შემეჩერებინა,ახლა ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,სისუსტის დრო არ იყო.–არ ვიცი,როდის დავბრუნდები,დავბრუნდები თუარა,ისიც არ ვიცი,ღმერთმა იცის ეს ღამე რას მოიტანს,ამიტომ..
უბრალოდ გთხოვ,თუ 3 დღეში არ დავბრუნდით,აქედან წადი და ძალიან,
ძალიან შორს წაიყვანე ალექსანდრე.
ბავშვს წამიერად მოვეფერე და,უკანმოუხედავად გავედი სახლიდან.
**
მთელი დრო,რაც პუნქტამდე მისვლაში დაგვჭირდა,სიჩუმეში გავატარეთ.
მაქსიმალურად ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და,ნერვიულობას არ ავეტანე.
სიტუაციის ბუნდოვნობა უფრო მძაბავდა.
ზაზას გახევებული პირისახე კი იმას მოწმობდა,რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.
სიჩუმე კი მხოლოდ მაშინ დაირღვა,როცა გზიდან გადავუხვიეთ და ჩემთვის უცნობ,ძალიან უჩვეულო ადგილას გავჩერდით.
ქვის გალავანს მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული.
რკინის მასიურ კართან კი,რამოდენიმე იარაღიანი ახმახი იდგა.
აქ მოსვლამდეც შევნიშნე ტყეში გაფანტული რამოდენიმე ადამიანი,რომლებიც ნიშნის მიღებისთანავე ჩამოგვცილდნენ და გზის გაგრძელების საშუალება მოგვცეს.
შიშმა ამიტანა.
ზაზას კითხვით სავსე მზერით გავხედე..
ის,მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა და,ნერვიულად უჭერდა საჭეს ხელს.
–თუ ამისთვის მზად არ ხარ,შეგვიძლია უკან გაბრუნება..–გადმომხედა და მზერა ისევ სიბნელეს მიაბყრო.
–ზაზა,წავედით–მტკიცედ ვუპასუხე და სახელურს წავეტანე,რომ გამეღო მაგრამ ისევ შემაჩერა.
–იქ ჩვეულებრივი ადამიანები არ დაგხვდებიან..
იქ ის წრეა,რომელსაც გაურბი და,გეზიზღება.
იქ ვერ მიგიღებენ ხელგაშლით.
შენ მათთვის მტერი ხარ..
ისინი გიორგის სცემენ პატივს და ამიტომ დათანხმდნენ შენს აქ მოსვლას..
ისინი გიორგის აღმერთებენ,მაგრამ,არ გიცნობენ შენ.
შენი აქ მოყვანა მე ვთქვი და,თუ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც მათ სურთ..
მე ვეღარ გადაგარჩენ..
ისინი უსისხლოები არიან..
მათთვის წმინდა არაფერია..
ისინი რადიკალურად განსხვავებულები არიან გიორგისგან.
მათსა დაშენს შორის მედა გიო ვგდავართ..
შენი აქ მოყვანა დიდი გამოწვევა იყო მათთვის,მაგრამ,მე შენი მჯერა..
ჩემი თავით ვაგებ პასუხს შენზე..
ამიტომ გეკითხები,თუ მათთან შესახვედრად მზად ა ხარ,შეგვიძლია ავბრუნდეთ.
მშვიდად მოვუსმინე ზაზას და,უთქმელად გადავედი მანქანიდან.
ისიც წამში ამომიდგა გვერდით..
–ერთხელაც იქნება ეგ შეუპოვრობა დაგღუპავს–ნაღვლინად გადმომხედა და წინ გამიძღვა.
**
შესვლისთანავე ცნობილი გახდა ჩემთვის,თუ რატომ მთავაზობდა ზაზა უკანდახევას...
სახლში გამეფებულმა იდეალურმა სიჩუმემ მთელი სხეული გამიყინა.
ირგვლივ აფსოლუტური სიცარიელე იყო,მაგრამ,მთელი ტანით ვგრძნობდი,რომ ყველა კთხიდან ვიღაც მითვალთვალებდა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მზერით მჭამდნენ და,იქიდან გაქრობა მომინდა.
მაგრამ მიზეზი არ მაძლევდა გულისთქმის ასრულების საშუალებას.
ძალა მაქსიმალურად მოვიკრიბე და,წელში გავიმართე.
თავს არ მივცემდი უფლებას,მათთან სუსტი და დაუცველი გამოვჩენილიყავი.
ვიგრძენი,სხეული როგორ დაუბრუნდა ჩვეულებრივ ტემპერატურას და,მყარი ნაბიჯით განვაგრძე სვლა.
–თავს კარგად ართმევ,ყოჩაღ–ძალიან ჩუმად ნათქვამი სიტყვები მომესმა ზაზასგან.
–ეტყობა,არც ისე კარგად,შენ შემამჩნიე–ოდნავ ჩავიღიმე და,ხის მასიურ კარებში შევედი,რომელიც მან შემიღო.
თავი უზარმაზარ,მუქ ფერებში გადაწყვეტილ ოთახში ამოვყავი.
ყველაფერი იმდენად მოწესრიგებული,სუფთა იყო,რომ არ მცოდნოდა,თუ სად ვიყავი,თავს კომფორტულად ვიგრძნობდი.
თავის გასამხნევებლად ხმადაბლად ჩავახველე და , ოთახში ახლად შემოსულ მაღალ,ასაკოვან მამაკაცს მზერა გავუსწორე.
ვერ გეტყვით,მასში რა ამოვიკითხე,მაგრამ,იქიდან წამოსულმა სუსხმა,კვლავ გამომაცალა ძლივს შეკოწიწებული თვითდაჯერებულობა.
მამაკაცი მაღალი იყო,ასაკი არ ეტყობოდა,მაგრამ 50 გადაცილებული იქნებოდა.
წელში გამართული იდგა და,თვალებით ჩემს სულში შემოსვლას ლამობდა.
მიუხედავად მისი ცივი თვალებისა,მისდამი პატივიცემით განვიმსჭვალე,ჩემდაუნებურად.
ამ ფაქტმა გამაოცა,მაგრამ,იმდენად დიდ ძალას ასხივებდა,რომ ეს სხვანაიად შეუძლებელი იყო.
ის თითქოს ჩამოგავდა კიდეც გიორგის,ეს ფაქტი წამში ვუარყავი გონებაში და,შვებით ამოვისუნთქე.
ჩვენი თვალებით კონტაქტი სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა,მაგრამ,ეს საკმარისი აღმოჩნდა,რომ მისი არ შემშინებოდა და ნდობა გამჩენოდა.
რასაც ვერ ვიტყვი საზოგადოებაზე,რომლის ხილვაც მომიწია,როცა წინხსენებულ მამაკაცს უსიტყვოდ გავყევით.
გარემო,რომელშიც ოთახში შესვლისთანავე აღმოვჩნდი,ძალიან წააგავდა მძაფრსიუჟეტიანი კინოფილმის კადრს.
მრგვალ მაგიდაზე შემომსხდარი ათიოდე მამაკაცი შუაში გორად დაყრილ ფულს მონდომებით ითვლიდა.
მათ მხოლოდ წამით მომაბყრეს მზერა,ეს კი საკმარისი იყო იმისთვის,რომ მათში ზიზღი და ვნება ამომეკითხა.
უხამსად მომავლეს მზერა და ირონიულად ჩაიცინეს.
იმდენად დაპროგრამებულივით იქცეოდნენ,რომ გულისრევა დამეუფლა.
საბედნიეროდ,მათთან შეხვედრა მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელა.
ჩვენმა თანმხლებმა პირმა უსიტყვო ბრძანება გასცა,რამაც დაუყოვნებლივ იმოქმედა და,ცივად მიბრუნდნენ მათ საქმიანობას.
მივხვდი,ესენი მათი კლანის ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენდა..
ჩვენ კი,სიარულიგანვაგრძეთ.
უკვე ვფიქრობდი,რომ უსასრულოდ უნდა გვევლო,რომ ერთერთ ოთახთან შევჩერდით.
გული საგრძნობლად ამიჩქარდა.
შეღებულ კარებში ფრთხილად შევედი.
ოთახს მოვავლე თუარა თვალები,გაკვირვებულმა და დამფრთხალმა მაგრად დავეყრდენი სკამს...
ყველაფერს ისეთი იერი ჰქონდა,თავი საავადმოფოს პალატაში მეგონა.
ოთახის კუთხეში,ფანჯარასთან,საწოლი ედგათ,რომელსაც ერთი ხალათში გამოწყობილი ექიმი და,სამი მამაკაცი დარაჯობდა.
მათ ისეთივე იერი ჰქონდათ,როგორც ჩვენს შემხვედრს.
გამაჟრჟოლა..
უკითხავად გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და ,საწოლის ჩამოფარებულმამაკაცებს გავუპირისპირდი.
ისინი დაძვრასაც არ აპირებდნენ..
ამან საშინლად გაამაბრაზა და კართან გაჩერებული მამაკაცისკენ მივბრუნდი.
–უთხარით მათ,რომ გამატარონ.–ვუთხარი,რადგან მივხვდი,ისინი მისგან ელოდნენ თანხმობას.
მამაკაცმა უხმოდ დაკრა თავი და,მეც შევძელი მივახლოებოდი მას..
_____

მეოთხე თავიც მზადააა.
აქ კი,ცოტა "გავიჭედე"...
თქვენ როგორ ფიქრობთ,როგორი ბედი ელის გიორგის??
ველი თქვენს შეფასებებს..
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent