შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (2)


15-02-2018, 22:04
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 270

გაუჩინარებული (2)

- კეკელინა! - მომესმა მამაჩემის ხმა.
- მამა, სად ხარ? - ვკითხე წყვდიადით გარშემორტყმულმა. თავი მისკდებოდა, ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი ტკივილისგან და მხოლოდ ის მინდოდა, რომ დამენახა.
- კეკე - მომესმა დედაჩემის ხმაც.
მციოდა და მტკიოდა, თუმცა ვერ ვინძრეოდი.
ყველაზე მეტად მათი სახეების დანახვა მსურდა და შეხება... თუნდაც მხოლოდ წამით.
ოღონდაც შევხებოდი და ახლავე დავთმობდი უკანასკნელ ამოსუნთქვასაც, მაგრამ კოშმარის არსიც ხომ ესაა? მიუწვდომელია ის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.
გამომეღვიძა და არც ოფლში ვცურავდი, არც სუნთქვა მიჭირდა.
უბრალოდ, საპირფარეშოში გავიქეცი და ათი წუთის განმავლობაში არ მინელდებოდა გულისრევა.
განადგურებული გამოვედი და აბუს შევხედე(აბულას დაძახებას ისევ აბუ მერჩივა) - ენა გადმოეგდო, ბედნიერად მიყურებდა.
შუადღის 3 საათი იყო და არ მინდოდა გარეთ გასვლა, მაგრამ ძაღლისთვის ბევრი ნივთი მქონდა საყიდელი. სამუდამოდ ჩემს საწოლზე ვერ დავაძინებდი და თან ჩემთვისაც უნდა ამომეტანა საკვები, თორემ ჰაერით კვებას დიდხანს ვეღარ შევძლებდი(მადა მქონდა დაკარგული ამ ბოლო დროს).
შხაპი მივიღე, კაპიუშონიანი მაისური ჩავიცვი, მოღრუბლულ ამინდში, მზის სათვალე გავიკეთე ქაჯივით და მაღაზიაში ჩავედი...
აქამდე არასდროს ვყიდულობდი ჯანსაღ პროდუქს, მაგრამ იმდენი ბოსტნეული და უსაფუარო პური ვიყიდე, გარშემომყოფნი იფიქრებდნენ, რომ ყველაზე ჯანმრთელად ვიკვებები, რომ არა, მთელი ბლოკი სიგარეტი.
- ქალბატონი კეკელინა ჯაფარიძე - ვიღაცის სიცილნარევი ხმა მომესმა, როცა პროდუქტს პარკში ვალაგები და ციხიდან გაქცეული პატიმარივით დავფეთდი, უკან გავიხედე.
გეგი იყო.
მივქარე, რომ გუშინ ენა არ ჩავიგდე და პირმოკუმული არ გავშორდი. როცა ზედმეტად ფეთქებადი და იმპულსური ხარ, ასე იცის - რასაც დათესავ, იმას მოიმკიო ნათქვამია.
- ბატონი გეგი აბულაძე - ვთქვი მეც და ვითომ ზრდილობიანად გავუღიმე. ჩემთვის ასე აჯობებდა... ამ ეტაპზე.
- შენზე გავიგე, რომ სახლიდან ხარ გამოპარული. - გველივით ჩამსისინა ყურში.
- რა იყო, გუშინ ბებიაშენს მოკითხვა რომ გადავეცი, ეგ გეწყინა და ჩემზე ყველა მითი თუ ლეგენდა გამოიკვლიე?
- მახსოვს, რომ მეხუთე კლასში ჩემი ბიძაშვილი მაგრად მიბეგვე და გულმოსული ვარ.
- რომელი? - აღმომხდა მოულოდნელად და ჩემვის გამეცინა... ჯერ ნელა ვიცინოდი, მერე ხმამაღლა, შემდეგ კი გადავბჟირდი. თან ისე გადავბჟირდი, მზად ვიყავი იატაკზე მეკოტრიალა გულაღმა და ფეხები ველურივით მექნია.
მეხუთე კლასში ბევრი ბიჭი მყავდა ნაცები და აბა გაარკვიე, რომელი იყო ამისი ბიძაშვილი.
გოგოც ბევრი მყავდა ნაცემი.
უკულტურო ლაწირაკი ვიყავი.
- რომელი და გიორგი აბულაძე - მიყურებდა პირდაღებული.
- უი, ჰო, რა თქმა უნდა, ბიძაშვილია და შენი გვარი აქვს - ოდნავ დამშვიდდი და ახლა ის გავიფიქრე, თქვენობით ხომ არ უნდა მესაუბრა გეგისთან?
მაგრამ, მე ხომ ისევ ის უკულტურო ლაწირაკი ვიყავი, რაც მეხუთე კლასში. თან გეგი მამაჩემის ასაკის არ იყო. ასე, 30 წლისა იქნებოდა.
მემგონი.
- აქვე ცხოვრობ? - მკითხა წყნარად. მამაჩემის ავისმსურველის კვალობაზე ზედმეტად გაწონასწორებული ჩანდა. ავისმსურველი რაღაცნაირი სიტყვაა, მაგრამ სიტყვა მტერი და მოქიშპე უფრო გადაჭარბებულად მეჩვენებოდა. პრინციპში, ავისმსურველიც არ ჟღერდა სწორად. ალბათ, ოდესმე სწორ სიტყვებსაც ვიპოვნიდი მათი ურთიერთობის შესაფასებლად.
- არა, შორს ვცხოვრობ, უბრალოდ, საყვარელი უბნის ჰაერის ჩასასუნთქად გამოვედი.
- ვგრძნობ, რომ მატყუებ.
- რა ვალდებული ვარ, სიმართლე გელაპარაკო - მის მანტოს დავაკვირდი - მემგონი, ძაღლის ბეწვი გაქვს შეფრქვეული - ვუთხარი სერიოზულად და სიცილი ძლივს შევიკავე.
- ღმერთო ყველგან ამ ძაღლის ბეწვებია - ამოიოხრა და უხერხულად, ხელით ტანზევე გაიბერტყა მოსაცმელი.
- ძაღლი გყავს? - ვითომ მოხიბლული გულუბრყვილო გოგონას სახე მივიღე. სინამდვილეში კი ირონიის ალი გამდიოდა უკანალიდან.
- ჰო, პატარა ნესას ლეკვები.
- ოჰ, ჩემი ოცნებაა - თვალები ცაში აღვმართე. - კარგი, ნახვამდის. - მის გამომშვიდობებას არ დავლოდებივარ, ისე წამოვედი.
- არ გეშინია, რომ მამაშენს ვეტყვი, სადაც ხარ? - მომესმა ჩუმი, თუმცა გასაგები შეკითხვა.
მისკენ მივტრიალდი და დამეფიცება, რომ ასეთი არაადამინურად სასტიკი გამოხედვა არასდროს მქონია, როგორიც ამ წამს მქონდა.
- არ ეტყვი. - მივუგე თავდაჯერებით - შენ მამას ერჩი და არა მე. ჩემს ადგილმდებარეობას თუ გაამხელ, გამოვა, რომ მას სამსახური გაუწიე და შვილი აპოვნინე. შენ კი ეგ არ გაწყობს. ის უფრო გსურს, რომ ინერვიულოს, ღამეები ათიოს და ლოყები იხოკოს.
- მე გასაგებია, მაგრამ შენ რატომ გაწყობს ეგ?
- იმიტომ, რომ... - წამით შევჩერდი. ნეტა არსებობდა ის სიტყვები, რითიც ჩემს ქცევას ავხსნიდი? ალბათ არსებობდა, თუმცა მათ წარმოთქმაში ნახევარ სიცოცხლეს გავათავებდი და გეგის გამო ამდენის დაკარგვა ნამდვილად არ მიღირდა. - იმიტომ, რომ არ ვარ კარგი ადამიანი - ვუპასუხე და მხოლოდ ამითი შემოვიფარგლე. მგონი, ამომწურავი იყო.
- მაგ პარკებს მაინც წაგაღებინებ - მოვიდა და გამომართვა. ვერ ვიტყვი, რომ მაბავდა. რაღაც უემოციო სახე ჰქონდა. თან ვიცი ჩემს გარშემო მოტრიალე კაცების მენტალიტეტი: ისინი ყოველთვის ჯენტლმენები არიან. არ გეგონოთ, თითქოს მართლა ჯენტლმენები არიან, უბრალოდ, სხვებმა ხომ უნდა იფიქრონ ასე? ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვცდილობთ იმაზე უკეთესი გამოვჩნდეთ, ვიდრე ვართ. თუმცა ცხოვრება მოულოდნელია და ისეთ დროს ჩამოგვხსნის ნიღაბს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით.
ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ცუდი, ცუდი უნდა იყოს და კარგი კი კარგი.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ნეტავ დიდი ტყავის ნიღაბი მქონოდა სახეზე აფარებული და კარგ ადამიანად მაინც გამესაღებინა თავი. მაშინ, კარგად ყოფნის მლიქვნელური მცელობებით იმაზე ნაკლებად დავისჯებოდი, ვიდრე ახლა ვისჯები.
- სად მიდიხარ მაგდენი ბარგით აბა? - დოინჯები შემოვირტყი და „შე უბედურო“ მზერით დავაკვირდი.
- შენს სახლთან.
- შენ არც კი იცი, სადაა ჩემი სახლი. კაცების პრობლემა ისაა, რომ ქალები სუსტები ჰქონიათ - ხელიდან გამოვგლიჯე საკუთარი ნივთები და არ შევიმჩნიე, როგორ მიჭირდა მათი თრევა.
- ნამდვილი თოკო ხარ - ჩაიცინა გეგიმ.
- ვინ?
- თორნიკე.
- უი, ჰო, თოკო, რა თქმა უნდა - მამას თოკოდ ვერ აღვიქვამდი, მიუხედავად იმისა, რომ დედა ხშირად მიმართავდა ასე. ამან კი კაი ძელი მეგობარივით დაიწყო მამაჩემის სახელის ხსენება.
კი არ დამვიწყებია ის გახეთქილი ტუჩი და წარბი. - როგორ სიამოვნებით მიგიჩექმავდი მაგ სიფათს.
- რააა? - თვალები შუბლზე აუვიდა გეგის.
- რა რა?
- ახლახანს თქვი, რომ სიფათს მიმიჩექმავდი.
- ჯანდაბა! - თავში ხელი წავიშინე - ხმაამღლა ვფიქრობ. არ შეიმჩნიო, ფსიქიკურად შეუმდგარი ადამიანი ვარ და თუ კიდევ გადავეყრებით შემთხვევით ერთმანეთს, უარესისთვისაც უნდა იყო მზად.
ახლა ნამდვილად მოვშორდი. დროდადრო უკან ვიყურებოდი, რომ არ გამომყოლოდა.
სახლში ავედი, აბუს ვაჭამე და ბეწვი დავვარცხნე.
მისი მოსაქმებულიც ავწმინდე იატაკიდან და ძალიან ძალიან ბევრჯერ გავასხი სახლში სურნელოვანი სპრეი.
ძნელია დედობა. დედაჩემს კი სამი ჩემი მსგავსი ჯიუტი ჰყავს, თუმცა ისინი იატაკზე მაინც აღარ ისაქმებენ. აბუსთვის ცუდი დედა ვიყავი და შუაღამემდე გარეთ ვერ გამყავდა. შუაღამისასაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი გაყვანა-არგაყვანის საკითხი.
საუზმე გავიმზადე ჩემთვის. კვერცხი მოვიხარშე და ბოსტნეული მოვთუშე. მშვენიერი გურმანი ვიყავი. ზოგჯერ, ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარდა და ყველაფერი გამომდიოდა. ძალიან მამშვიდებდა კულინარია. აქამდე მიფიქრია, რომ საკუთარი ქმარ-შვილი თუ მეყოლებოდა, არასდროს ვიწუწუნებდი მათთვის სადილებისა და საუზმების მზადებაზე.
ახლა იმდენად ბუნდოვანი იყო ჩემი მომავალი, რომ ასე მეგონა, აბუს გაზრდასაც ვეღარ მოვესწრებოდი.
არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვერ ხედავ 10 წლის შემდეგ. ასე მგონია, რომ ცხოვრებაში ვიღაც მჭირდება, ვინც ერთ ადგილს ამაწევინებს, მაგრად შემომილაწუნებს სახეში და მეტყვის: „შე იდიოტო, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა გეკუჭება. მიხედე მას, სანამ გვიანი არ არის!“
ასეთი დედა მყავდა...და მამაც...
ნუ, ზოგჯერ ალექსანდრეც.
მაგრამ გამოვექეცი მათ.
ჩემი ცუგა მკერდზე დავისვი და ვეთამაშებოდი. უსაქმურობისგან აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ნამდვილი მუქთაღორა გავხდი ჩემი ცხოვრების გადამკიდე.
არა! ცხოვრებას მართლა ვერ დავაბრალებ იმას, რაც ჩემი ბრალია.
შუაღამისას, ავდექი და დაქმულ ადგილას მივედი ნენეს სანახავად. წყნარად და დინჯად მივაბიჯებდი, ის კი იჯდა და ადგილზე ცქმუტავდა, როგორც პირველი პაემანისას. ყოველთვის მეცინებოდა ხოლმე, როდესც ჩემთან შეხვედრას მამაზეციერის ხილვასთან აიგივებდნენ.
- ვიფიქრე, იქნებ არ მოვიდეს-თქო - მომმართა ჩემი ნახვით გაბედნიერებულმა ნენემ.
ისე, მართალი იყო. არც მისვლის მიზეზი მქონდა და არც არ მისვლის, თუმცა საბოლოოდ, მაინც იმან გადაწონა, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი-ორი დიალოგი მაინც მჭირდებოდა, რათა მეტყველება არ დამვიწყებოდა.
- ჰო, მაგრამ მოვედი - გავუღიმე.
- ძალიან მეცნობი.
- გთხოვ, არ იფიქრო იმაზე თუ საიდან გეცნობი რაა.
- ფილმიდან გაცოცხლებული გმირი მგონიხარ იცი? ლამაზი და იდუმალი, რომელიც თავის მოძალადე ქმარს გამოექცა და ახლა შეცვლილი სახელით ცხოვრობს სხვა ქალაქში.
- მემგონი, მოძალადე მხოლოდ მე ვიყავი ოჯახში - გამამხიარულა მისმა ნათქვამმა. - შენს ოჯახს არ ადარდებს, რომ ასე გვიან გამოხვედი გარეთ?
- არა - თავი გამიქნია - ზოგჯერ ვიმიზეზებ, რომ დაქალთან ვრჩები და მთელი ღამე ვსეირნობ ხოლმე. ასეთ დროს, ქუჩა მშვენიერია და ღამით მოფრენილი ფიქრები ყველაზე შთამბეჭდავია მთელ სამყაროში.
- ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იმავე ფიქრი მაქვს დილა-საღამოს. - ჩავილაპარაკე ჩემვის და მოულოდნელად პარალელურ ქუჩაზე მიმავალი მანქანა დავინახე. - ჯანდაბა! - წამოვიყვირე და ხეს ამოვეფარე...
წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ვიმალებოდი მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში ვოცნებობდი, რომ ვინმეს ვეპოვნე.
ჩემი ძმა იყო... ალექსანდრე...სანი...
- შენი მოძალადე ქმარია? - მკითხა ნენემ სიცილით.
- არამოძალადე ძმა - დავუკონრეტე - ალბათ, თავის იმბეცილ შეყვარებულთან ერთად სეირნობს.
- მეც ვეჭვიანობ ხოლმე ჩემი ძმის გოგოებზე, მაგრამ სერიოზული არაფერი ჰქონია. სულ იმას ეჩიჩინებიან, ცოლი მოიყვანოს, თუმცა გულთან ახლოს ვერავინ მიუშვა.
- ჩემმა ძმამ ყველა მიუშვა, ვინც გაუღიმა - გამეცინა და მაგისი მახინჯი შეყვარებული წარმოვიდგინე მის მახინჯ თანამორბედებთან ერთად. ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ მახინჯები იყვნენ, მაგრამ ჩემთვის... ნუ როგორც ხდება ხოლმე.
- უცნაური ხარ - გაეცინა - კიდევ რამეს მეტყვი შენს ოჯახზე?
- მცირეწლოვანი შვილი მყავს.
- რაა? მართლა?
- ჰო, მაგიტომ გამოვდივარ ხოლმე გარეთ ღამით. ვმალავ ბავშვს და როცა ვაძინებ, ვსეირნობ.
- რას ამბობ? ბავშვს როგორ მალავ?
- რა ვიცი. აი ასე გამოდის.
- პატარა ბიძაშვილის შვილი მყავს, გაჭირვება რომ გეტყობოდეს, მის ტანსაცმელს გაჩუქებდი.
- არ მეტყობა? - ვკითხე სიცილით.
- არა, ძალიან კარგად გაცვია.
- მერე რა. კარგად ჩაცმა ყველას შეუძლია, ვისაც გემოვნება აქვს.
- ჰო, მაგრამ ძვირადღირებული ახალი ტანსაცმელი გაცვია - გამომიჭირა.
- ჰო, შეიძლება.
- თან არც მუშაობ ხო? ანუ ძალიან მოზრდილი ანგარიში გაქვს ბანკში და იმითი გაგაქვს თავი. ვინმეს შთამომავალი ხარ? ისეთის...
- როგორი ჭკვიანი გოგო ყოფილხარ, ძალიან გამამხიარულე.
- ასე როცა ლაპარაკობ, თავი პატარა ბავშვი მგონია, რომელიც უფროსების კომპლიმენტებზე წითლდება.
- ჰო, გეტყობა ხოლმე შეწითლება.
- კარგი რაა - გაეცინა.
- გინდა ჩემთან ამოხვიდე? - ვკითხე მოულოდნელად. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მსგავსი რამის შეთავაზება, მაგრამ ძალიან შინაურულად ვგრძნობდი მასთან ერთად თავს.
- ახლოს ცხოვრობ?
- კი, იმ კორპუსში - ხელი გავიშვირე ჩემი სადარბაზოსკენ.
- და აქამდე, არასდროს გამოჩენილხარ დილით რომ დამენახე?
- იქნებ, დამინახე კიდეც.
- დამამახსოვრებოდი. დასამახსოვრებელი გარეგნობა გაქვს.
- კარგი კომპლიმენტია - თავი დავაქნიე.
ჩემთან ავედით.
როცა აბუ ნახა, მაშინვე მიხვდა, რომელ შვილსაც ვგულისხმობდი და კარგა ხანს იცინა. შემდეგ დააკვირდა ჩემს ლეკვს.
- ეს ნესაა? - მკითხა თვალებმოჭუტულმა.
- ჰო, ნესაა.
- ამის დედაც! - სახეში ხელები წაიშინა.
- რა იყო?
- არაფერი... უბრალოდ, ძალიან იშვიათი ჯიშია - ძაღლი გამიღვიძა და ორი საათი ეფერებოდა. - თან ყველაზე ლამაზია, რაც კი მინახავს.
- აქამდე გინახავს ნესა?
- კი. მემგონი, სჯობს გარეთ გაიყვანო, რომ სახლში მოსაქმებას არ დაეჩვიოს.
- რა იყო? სუნი დგას?
- არა, არ დგას - გაეცინა ნენეს - უბრალოდ, დღისით არ გამოდიხარ, ღამით არ ასეირნებ და... რა ვიცი, მივხვდი.
- არ მინდა, რომ ამისმა პირველმა პატრონმა შემამჩნიოს.
- რაა?
- ჰო. ერთი ცუდი ტიპია, რომელიც ძალიან არ მომწონს და მას მოვპარე შურისძიების მიზნით.
- საინტერესოა - თქვა ჩაფიქრებულმა.
ნენემ მაინც დამარწმუნა, რომ გარეთ უნდა გაგვეყვანა და კაი ხანს ჩუმად ვასეირნეთ. არავინ შეგვხვედრია საეჭვო. შემდეგ კი ისევ შინ დავბრუნდით, რაღაც უაზრო საშინელებათა ფილმს ვუყურეთ და გამთენიისას სახლში დაბრუნა. კარგი იყო მასთან ერთად დროის გატარება. თან მეგობრები აღარ მყავდა.
ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ოჯახიდან წამოვედი და მარტო ცხოვრება გადავწყვიტე, გავაანალიზე რომ ყველა ჩემი მეგობარი ნაძირალა იყო და უკანასკნელი სიტყვებით გამოვლანძღე თითოეული.
მეორე დილას, სახლიდან გავედი. ღამით არც კი მძინებია და დილის 6 საათზე ჩემი ოჯახის სახლის წინ, გარაჟებში შემალული მივიჩქმალე, რომ არ შევემჩნიე. მამას მანქანა გარეთ ჰყავდა და დაახლოებით, 7 საათზე გამოვიდა სახლიდან.
ოდნავ მივუახლოვდი.
მანქანაში ჩაჯდომამდე, ცხვირი მოიფხანა, თავისი ცისფერი თვალებით აიხედა ცაში და შემდეგ მზერა ჩვენი სახლის ფანჯარას მიაპყრო.
დედა უყურებდა...
ერთმანეთს ხელი დაუქნიეს. მე კი შიშისგან ლამის მიწა გავთხარე და შიგ ჩავწექი, რადგან ფანჯრიდან ხელის გულივით ვჩანდი, თუმცა არ დავუნახივარ.
9 საათზე ჩემმა ძმამ ევა გამოიყვანა სახლიდან და სკოლაში წაიყვანა.
სანი ვერასდროს იღვიძებდა ადრე. რა დაემართა?
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა რამდენიმე წუთში, კვლავ დავინახე ჩვენს ქუჩაზე. უცნაურად დადიოდა.
ავეკიდე.
ყველა შესახვევში უხვევდა და უკან ბრუნდებოდა. შემდეგ კი ახალ ქუჩაზე გადადიოდა, იქაც ყველგან ეჩხირებოდა.
აქეთ-იქით ლოთი კაცივით დაეხეტებოდა უმისამართოდ და მხოლოდ „სადა ხარ ჩემო სულიკო“-ს სიმღერაღა აკლდა მეტი დრამისთვის.
ნეტავ რა უნდოდა?
შეიძლება, შეყვარებულს დაშორდა და ფეხით სეირნობა შველოდა მის გაბზარულ გულს.
ცოტახანში მისი კვალი დავკარგე.
ნერვებმოშლილი, ჩაფიქრებული მივაბიჯებდი მანქანასთან მიყუდებული გეგი რომ დავინახე. მეგობრებს ელაპარაკებოდა.
ღმერთო ჩემო, როდის აქეთ იღვიძებს მთელი ქალაქი 9-ზე?
- ქალბატონო კეკელინა - დამიძახა სიცილით.
მივუახლოვდი.
- უფრო ხმამაღლა იყვირე, რომ ყველამ გაიგოს და დამინახოს - უემოციუოდ გავუღიმე და გავტრიალდი...
მაღაზიიდან ჩემი ძმა გამოდიოდა.
ფუ ამის!
გეგის შევხედე და მისკენ გავექანე. მისი რამდენიმე ძმაკაცი უხეშად გავწიე და გულში მოსიყვარულე საყვარელივით ჩავეკარი(თან ძალიან გრძელი იყო და ახტომა მომიწია).
გეგი გაქვავდა.
სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ყველაფერი ისე ჩქარა გავაკეთე, მეცინა თუ მეტირა, აღარ ვიცოდი.
როდესაც დავრწმუნდი რომ ჩემმა ძმამ ჩაიარა, ჩამოვეხსენი.
ისევ შოკში იყო ყველა.
- რაა? - საკუთარ თავს ჰკითხა ჩაფიქრებულმა გეგიმ.
- არ ვიცით - უპასუხეს ასევე შოკირებულმა მეგობრებმა.
- სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა. აბა, არ დავიკარგოთ - გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
წამოვედი.
ძაღლი რომ მოვიპარე, ერთი მაშინ ვიცინე მაგდენი ასე გულიანად და მეორე ახლა ვიცინოდი.
გეგი კი მომყვებოდა.
- კეკელინა!
- რა იყო - შევტრიალდი.
- გიყვარვარ? - მკითხა მოულოდნელად.
- კი - ვუპასუხე სრული სერიოზულობით.
- ამიტომაც მხვდები ხო? დიდხანს ვიფიქრე, რატომ გამოექეცი მამაშენს და შენი სახლის მეზობლად, ჩემთან ახლოს გადმოხვედი. რაღაც ფაქტები მქონდა ამის დასტურად: პირველ შეხვედრაზე მორბოდი და შემეჯახე. ბუნებრივად კი გამოგივიდა, მაგრამ რაღაც მაინც ვიეჭვე. დიალოგისას, ისეთი უხეში იყავი, როგორც პირველკლასელი შეყვარებული ბიჭი, რომელიც თავის რჩეულს თმას სწიწკნის სიყვარულის ნიშნად. თუმცა ამ წუთის შემდეგ, უფრო დავრწმუნდი.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრი ფიქრი აშტერებს, მაგრამ ამ კაცის მაგალითმა, საბოლოოდ დამარწმუნა. არ ვიცი, როგორ შევინარჩუნე ადეკვატური სახე, თუმცა ფაქტია, კარგი მსახიობი გამოვიდოდა ჩემგან.
- ჰო გეგი. ვაღიარებ - თანაგრძნობის ნიშნად გავუღიმე და ეს ღიმილი „ვაი შენ კი მოგიკვდის“ ნიშნავდა და არა „მე შენ მიყვარხარ“-ს, რომელიც, სავარაუდოდ, თვითონ იფიქრა.
- მისმინე - ამოიოხრა და მანაც გამიღიმა.
- არაა საჭირო - თავი დეპრესიული თინეიჯერივით დავხარე - ვიცი, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვა და შევეცდები, აღარ გნახო. უბრალოდ, სხვა მაღაზიაში ვერ ვივლი და პურის საყიდლად თუ შევედი, მაინცდამაინც ნუ იფიქრებ, თითქოს შენი ნახვის სურვილით გამოვყავი თავი გარეთ.
- არ ვიფიქრებ - გაეცინა გეგის.
- აბა კარგად ძმაო - ხელი მკერდზე შემოვცხე მეგობრობის ნიშნად და გავიარე.
скачать dle 11.3




№1 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი shalo
sheni meshinia

ჰოდა ეგრე!

 



№2 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
შალოს დავესესხები და მეც მეშინია შენი :დ
რეალობას მწყვეტ, ნერვებს მაწყვეტ და მალოდინებ :
ვიცი ნორმალურია ფაქტი რომ ყველა თავს ვერ ტვირთავ ერთად და წერას დრო უნდა მაგრამ ვერ ვეგუები შენს ნორმალურ მხარეს და ჰაა :დ

პს: "როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი"_ს კითხვა გავწყვიტე ფეისბუქზე დამირაწკუნა ახალი თავი ატვირთაო და :დ

ღმერთო, შენ არ იცი, როგორ მიხარია, რომ ნერვებს გაწყვეტ...
ანუ კარგი გაგებით გაწყვეტ <3

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

vigaca komentarebs mishlis da yurebs davachri

 



№4 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
ენ ჯეინი
სალანდერი
შალოს დავესესხები და მეც მეშინია შენი :დ
რეალობას მწყვეტ, ნერვებს მაწყვეტ და მალოდინებ :
ვიცი ნორმალურია ფაქტი რომ ყველა თავს ვერ ტვირთავ ერთად და წერას დრო უნდა მაგრამ ვერ ვეგუები შენს ნორმალურ მხარეს და ჰაა :დ

პს: "როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი"_ს კითხვა გავწყვიტე ფეისბუქზე დამირაწკუნა ახალი თავი ატვირთაო და :დ

ღმერთო, შენ არ იცი, როგორ მიხარია, რომ ნერვებს გაწყვეტ...
ანუ კარგი გაგებით გაწყვეტ <3

ველოდები შემდეგ თავებს❤
ახლა შეგიძლია არ იჩქარო წასაკითხი მასალა ბლომად მოგიგროვებია ჩემთვის ❤❤

ჰოდა ძაანაც ნუ დამაწყვეტ ნერვებს თორე წამოვყვები შალოს სახლის გადასაწვავად :დ :დ

ცხოვრებაში პირველად მსიამოვნებს მუქარა :დდდ

 



№5  offline წევრი BidBif

ძალიან ძალიან მომწონს❤❤ რაღაც განსხვავებული და ჩამთრევია.
როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე❤❤❤. ველოდები შემდეგ თავს.
პს. ორივე თავი კარგი ზომისაა და არ შეამცირო რა❤

 



№6 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
ძალიან ძალიან მომწონს❤❤ რაღაც განსხვავებული და ჩამთრევია.
როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე❤❤❤. ველოდები შემდეგ თავს.
პს. ორივე თავი კარგი ზომისაა და არ შეამცირო რა❤

დიდი მადლობა <3
არ შევამცირებ და ვეცდები, უფრო მეტად ჩაგითრიო <3

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Au ramagari vinmea es gogo. Vicineee tirilamdee. Shengan michveulebi vart araorsinalur personajebss. Yochagggg. Velodebi shemdeg tavss

 



№8 წევრი GentleWoman

ჰმ, გეგის დაა ნენე??? კეკელინას ფიქრები მახალისებს )) ერთი მამა ოხროხინე მეც მჭირდება, კეკელინასი არ იყოს))) რა ლამაზი სახელია კეკელინა და აქამდე ვერ ვხვდებოდი))) ეჭვი მაქვს ისეთი აბსურდული მიზეზით იქნება სახლიდან გამოქცეული,მომიწევს ცრემლებამდე სიცილი.. ერთი აბუსნაირი მეც მინდა (((

 



№9 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
Au ramagari vinmea es gogo. Vicineee tirilamdee. Shengan michveulebi vart araorsinalur personajebss. Yochagggg. Velodebi shemdeg tavss

მეც მაცინებს ხოლმე ჩემი კეკელა :დდ მიხარია თუ მოგეწონა, მალე დავდებ შემდეგსაც <3

GentleWoman
ჰმ, გეგის დაა ნენე??? კეკელინას ფიქრები მახალისებს )) ერთი მამა ოხროხინე მეც მჭირდება, კეკელინასი არ იყოს))) რა ლამაზი სახელია კეკელინა და აქამდე ვერ ვხვდებოდი))) ეჭვი მაქვს ისეთი აბსურდული მიზეზით იქნება სახლიდან გამოქცეული,მომიწევს ცრემლებამდე სიცილი.. ერთი აბუსნაირი მეც მინდა (((

ხოხ, ნუ უსწრებ შენ მოვლენებს! :დდდ
აბუსნაირი ყველას გვინდა :'(
მიხარია თუ მოგეწონა <3

 



№10 სტუმარი Katie

ძაან სუპერ გაგრძელება <3

 



№11 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
ძაან სუპერ გაგრძელება <3

უჰ, შენ გაიხარე <3

 



№12  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ძალიან მაგარია ❤
კეკელინასა და გეგის წყვილი საინტერესო იქნება ვფიქრობ (სასაცილოც :დდ) ❤
შემდეგ თავს ველი ^^

 



№13 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან მაგარია ❤
კეკელინასა და გეგის წყვილი საინტერესო იქნება ვფიქრობ (სასაცილოც :დდ) ❤
შემდეგ თავს ველი ^^

მადლობა დათუნია <3

 



№14  offline წევრი tamuna.s

ექსტრასენსების ბრძოლაზე რომ გქონდა ისტორია რატომ წაშალე?

 



№15 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tamuna.s
ექსტრასენსების ბრძოლაზე რომ გქონდა ისტორია რატომ წაშალე?

რაღაც ძალიან სისულელედ მეჩვენებოდა :დდ

 



№16 სტუმარი ბელუ

ჰაიმეე!:დდ ჩავბჟირდი იმდენი ვიცინეე, joy joy joy ძაან მაგარი ტიპია კეკე heart_eyes შემდეგი მალე დადე რაა disappointed_relieved

 



№17 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ
ჰაიმეე!:დდ ჩავბჟირდი იმდენი ვიცინეე, joy joy joy ძაან მაგარი ტიპია კეკე heart_eyes შემდეგი მალე დადე რაა disappointed_relieved

გაიხარე. მალე მალე მალე კი არა, დღესვე დავდებ <3

 



№18  offline წევრი mariam m.k

ვაიმე ცუდად ვარ ამას ნამდვილად არ მოველოდი როდესაც დაგიკომენტარე ფბზე დილაც ამას ქვიათქო ისევ წოწ კარგიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent