შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (მეოთხე)


16-02-2018, 19:07
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 221

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (მეოთხე)

ამ თამაშ-თამაშში ერთი კვირა გავიდა, დედაჩემი ბევრი ხვეწნა მუდარით დავითანხმე კიდევ ერთ კვირაზე, მხოლოდ და მხოლოდ შვიდი დღე დამრჩა გასართობად და ნიკასთან ერთად დროის გასატარებლად.
-ისევ ნიკა, რა ჯანდაბა მემართება, ნუთუ ეს მე ვარ,
-რათქმაუნდა შენ ხარ იდიოტო ეგ ბიჭი თავიდან უნდა ამოიგდო - გამომეხმაურა მეორე მე
- თავიდან რატო ამოვიგდო, ის ხომ ასეთი საყვარელია, თან ისეთი თბილია
- ბლა ბლა ბლა, ასეთი კარგია ასეთი სათნოა, დაივიწყე ეგ ბიჭი
- რას ლაპარაკობ? მიდი და შენ დაივიწყე თუ მარტივია, თან მინამიოკებს ყოველ სიტყვაში, მაგას თავი დავანებოთ, როგორ მიყურებს ან როგორ მიღიმის.
- ჩამოფრინდი, დაეშვი, დარწმუნებული ხარ რო ბაბნიკი არაა? ეგეთი ტიპები ბაბნიკები არიან ხოლმე, შენ კიდე ბაბნიკებს ვერ იტან
- ეგ მართალია. - მგონი ეს ერთადერთი საკითხი იყო რაზეც ორივე მე ერთი აზრის ვართ,
- არ გინდა გაარკვიო? თანაც თუ ასეთი კარგია მაშინ ლიზას თვალები სად ქონდა? ლიზა ვერ მოიწონებდა? დაფიქრდი
- კარგი რაა, ლიზა სულ სხვანაირია, ლიზას სჭირდება ვინმე ჩამოყალიბებული და ცოტა სერიოზულიც, ეს კიდე ჯერ კიდე ბავშვია, ეგ მომწონს მასში ყველაზე მეტად
- ბაბნიკია !!
- ეგ კიდე საკითხავია
- მერე გაარკვიე რას უდგეხარ?
- გავარკვევ, და განახებ რომ ნიკა ისეთი არ არის შენ რომ გგონია
- მაგასაც ვნახავთ
ჩემს თავთან კამათი დავამთავრე, ჩემი საყვარელი ღია იასამნისფერი მომდგარი ბრიჯი და შავი მაისური ჩავიცვი რომელსაც ჩემი ცხოვრების დევიზი ეწერა "you only live once". ხშირად ვიმშვიდებ ხოლმე თავს ამ ფრაზით, როცა რაიმე სისულელეს ჩავდივარ.
ახლა მისია მქონდა შესასრულებელი უნდა გამერკვია ნიკას ბაბნიკობის საკითხი, დავურეკე და ნიკა და გიორგი ჩვენთან ამოვიდნენ. ჯოკერის თამაში გადავწყვიტეთ, მოგეხსენებათ რა კარგადაც ვთამაშობ, ამიტომ არ მითამაშია, გიორგი, ლაშა, ტურა ( ლიზას ბიძაშვილი გიორგი) და ნიკა დასხდნენ სათამაშოთ. მე და ლიზა ყავას ვაკეთებდით, რაღაც სიცილი გავიგონე, რომ გავიხედე, ყველა მე მიყურებდა, მომენტალურად ვიფიქრე რამე ხოარ შემომასკდა ტანზე თქო მაგრამ არაფერი იყო. ნუ რაც იყო იყო, ყავა გავაკეთეთ და გავედით.
- აბა ბიჭებო, რაზე თამაშობთ? - კიდევ დაიწყეს სიცილი, ეგ უკვე აღარ მომეწონა.
- ამოღერღავთ?
- ისეთი არაფერი,
- არაფერზე კვდებით სიცილით??
- კაი ხოო ვუთხრათ?
- კიი, უნდა მითხრათ
- ე.ი. ჩვენ ვთამაშობთ ცალცალკე, პარებში არა, მოგებული .... - კიდე სიცილი აუტყდა
- ოოოჰ, მოვკვდიიი
- არ მოკვდე, არ შეიძლება, მოგებულს რა ეშველება მერე, მოგებულს ცოლად გაჰყვები
- კაი კაცო, ხოარ მატყუებ,
- არაა
- მე არ მეკითხებით??
- შენ ვინ გეკითხება
- რას ნიშნავს ვინ მეკითხება, ეეე, უყურე ამათ, კაი ჯანდაბას
თამაში დაიწყეს, თავიდან ტურა გაფუჭდა, მერე გიორგი, ბოლოს ლაშა და ნიკა დარჩნენ კონკურენტები ასე რომ ვთქვათ, გული ამიჩქარდა საშინლად, ძალიან მინდოდა ნიკას მოეგო, აი რაღაც საშინლად მინდოდა, და მოიგო კიდეც, მე მის მოპირდაპირედ ვიდექი, როცა დააჯამეს და ნიკამ მოიგო, თვალები გამიბრწყინდა, ნიკამ ამომხედა, თავდაჯერებული კმაყოფილი ღიმილით, თვალი ჩამიკრა, მერე რათქმაუნდა დაიწყო ჩვენზე ღადაობა.
- ვახ ვახ, იცოდა ანიმ ნიკა რომ მოიგებდა და მაგიტომაც დაგვთანხმდა ალბათ.- მემგონი არ ტყუოდნენ, ჰა, იქნებ მართლა მაგიტომ დავთანხმდი.
- ეხ რა საცოლე ამახიაა. - ყუყუნებდა ლაშა- რა ვქნა ახლა
- მაპატიე ლაშა, ვერ დაგითმობ,
- ვერა ვერ დაგითმობს, ხო იცი, ამდენი იბრძოლა და ახლა ვერ დაგითმობს. - ჩაიჭრა გიორგიც. - ლიზა კაბა შეაეჩიე? სავარაუდოდ ჩემი ძმის მეჯვარე მე ვიქნები და ერთ ფერში ჩავიცვათ.
- მე მალაკოსფერი კაბის ჩაცმას ვაპირებ
- კარგი რაა, მე ლურჯ სმოკინგსს ჩავიცვამ
- ლიმუზინი გინდა თუ ბრაბუსი? - ნიკა მომიბრუნდა
- ნივა ან ოცდაოთხი
- ???
- აბა სხვა მანქანა აქ ვერ ამოვა და ფეხით ხომ არ ვივლი
- ეგეც მართალია ხოიცი შენ, კაი წავედით ახლა ხვალაც ხო წამოხვალთ ეკლესიაში პეტრე პავლობაა. - ლიზას გადავხედე, მხრები აიჩეჩა
- არვიცი ვნახოთ, ამ საღამოს მოგწერ პასუხს.
- კაი კარგაად
- პაკაა
ნიკა და გიორგი წავიდა, მე და ლიზა ოთახში ავედით. ლიზასი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი. რატოომ? მართლა რატომ ვიყავი კარგ ხასიათზე?
- ანი ვეღარ გცნობ იციი? - ისევ დაიწყო კამათი ჩემს ორ მეს შორის
- რატომ?
- აქამდე ვინმეს შენთვის რომ ეთქვა ჯოკერს ვთამაშობთ ვინ მოგიყვანს ცოლადო, ალბათ არც ერთ კბილს არ შეარჩენდი, რა ჯანდაბა გემართება, რატო იქცევი იმ გოგოებივით რომლებზეც სულ ბრაზდებოდი?
- რანაირად ვიქცევი? უბრალოდ ვთამაშობდით
- ახლაც ვერ დარწმუნდი რომ ნიკა ბაბნიკია?
- კარგი რაა, ეს არაფერს ნიშნავს
- რამ გამოგაშტერა გოგო ასე ძალიან? რა გჭირს?
- მე კიარა შენ რა გჭირს, ვერ გავიგე რა გინდა?
- მინდა რომ ძველი ანი დაბრუნდეს
- და სად წავიდა?
- ლურჯ თვალებიანმა ქერა იდიოტმა წაიყვანა
- რაებს ბოდიალობ საერთოდ თავი დამანებე რაა
- არ დაგანებებ, ის მაინც ვერ გაარკვიე ნიკა ბაბნიკია თუ არა
- გავარკვევ აუცილებლად გავარკვევ
ძალიან დამღალა საკუთარ თავთან კამათმა, გადავწყვიტე აზრი ყველაზე ჩამოყალიბებული და განათლებული თინეიჯერისთვის მეკითხა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.
- ლიზა რას ფიქრობ?
- რაზე?
- რავიცი ჩემზე? დღევანდელზე, ნიკაზე, შევიცვალე?
- კიი ანი შეიცვალე თან ძალიან, მემგონი ვიღაცას გრძნობები გაუჩნდაააა
- კაი რაა, ღადაოობ?
- რაა, ვერ ამჩნევ როგორ უყურებთ ერთმანეთს ან როგორ უნამიოკებთ?
- ის მინამიოკებს მე არა, და არაფერს არ ვგრძნობ მის მიმართ
- აბა აბაა, თვალები სხვა რაღაცას ამბობენ
-კაი რაა
- ანიი
- კაი ხოო, მომწონს, უბრალოდ კაი ტიპია, თან მაგარი ძმა ყავს
- ხო აღიარე მაინც
გაოგნებული ვიყავი ცოტა ხანი, მარტო ლიზას კიარა ჩემ თავსაც გამოვუტყდი ,ვაღიარე ის რისი თქმაც ასე ძალიან არ მინდოდა.
მეორე დღეს ეკლესიაში წავედით, ნიკა ამჯერად ფხიზელი იყო, და სიმთვრალეს ვერ დავაბრალე ის რომ მთელი გზა ხელი ჰქონდა გადახვეული.
- მაგარი აზრი მომივოდა. - ისე გაუბრწყინდა სახე გეგონებოდა ჯეკპოტი მოეგოს
- რაიმე სიდებილე არ წამოროშო
- ახლა მეც აქ ვარ შენც, ბარემ ჯვარი დავიწეროთ ლიზა და გიორგიც აქ არიან მეჯვარეებად, აბა რას იტყვი?
- მოვლენებს ნუ უსწრებ
- არაფერსაც არ ვუსწრებ, მამაოს ვეტყვი და დაგვწერს ჯვარს
- ხელიც ხოარ მოვაწეროთ ჰა?
- არაა ცუდი იდეა
ეკლესიაში ნიკა კარებთან იდგა ჩემს უკან, თმაზე მაწვალებდა, როგორ მინდოდა ერთი კარგად მეთავაზებინა სახეში, ხშურად გამოვდიოდი გარეთ ისიც უკან მომდევდა. სახლში მანქანით წამოვედით, ვაჟბატონი წინ დაბრძანდა მძღოლის გვერდით, მე მის უკან დავჯექი და სამაგიეროს გადასახდელად ამაზე კარგ ადგილს ვერ ვიპოვიდი, ის წინ იჯდა, ღვედით დაბმული, მე უკან, ხელით თმაზე ისე ვქაჩავდი ვითომც არაფერი, რამდენჯერმე თავი უკან მოატრიალა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ფანჯარაში ვიხედებოდი, მთელი გზა თმებს ვაწიწკნიდი, აბა რა ეგონა, ასე მარტივად შევარჩენდი?? ჩვენს სახლთან რომ გავჩერდით, მე და ლიზა ჩამოვედით, ნიკამ მანქანიდან მომაძახა დღეს თქვენი ჯერიაო,არაფერი მიპასუხია. ცოტა დავისვენეთ ვჭამეთ გამოვიცვალეთ, და ნიკასთან წავედით ამჯერად ტურა და ლაშაც წამოვიდნენ.
ნიკა და გიორგი თხილს კრეფდნენ, მე იქვე ქვის მოაჯირზე ჩამოვჯექი და ისე ველაპარაკებოდი,
- მოდი მომეხმარე რას მიყურებ?
- ოჰ, მეტი საქმე არ მაქ
- მეც მაას გეუბნები,უსაქმური რო ხარ მოდი და მოგვეხმარე არ მოკვდები
- მე შევჭამ შენ მოკრიფე. - თხილის გოდრიდან ამოღება დავიწყე. ზემოთ მორჩნენ და ახლა შედარებით ქვემოთ უნდა გაეგრძელებინათ კრეფა, ნიკა ჩახტა, მე ვინაიდან კიდევ ის ნაცრისფერი ქვედაბოლო მეცვა რაც იმ დღეს ნიკა როცა პირველად ვნახე,ჩასვლა გამიჭირდა და ნიკას დახმარება ვთხოვე, მან ხელები წელზე მომხვია, ჩვენი თვალები გადაიკვეთა, წამიერი ღიმილი და უკვე ქვემოთ ვიყავი. მერე იმ ადგილას დავჰექი სადაც ნიკა თხილს კრეფდა, ლაშამ წამოიწყო ნაცნობ თემაზე ლაზღანდარობა.
- ისე ნიკა, ეს გაგყიდის, ვერ ხედავ რამდენი თხილი შეჭამა? დამითმე სანამ არ არის გვიანი - პასუხს მეც ინტერესით ველოდი, ნიკას ავხედე, მან ჩვეულსბისამებრ გამიღიმა და პასუხიც არ დააყოვნა.
- ენა ჩაყლაპე ბიჭო, დაგითმო არა ის კიდე, მომინდომა ბიჭმა
- ეგეც შეენ - ენას როცა ვერ დაატევ ადამიანი პირში საერთოდ უნდა მოიჭრა
- ამათ დამიხედეთ, რა ხდება თქვენს შორის?
- რა გაინტერესებს??
- ყველაფერი
- ყველაფერი რა, მე მოვიგე და დავქორწინდით, სულ ესაა
- ბავშვებს როდის აპირებთ?
- გაგაგებიებ წინასწარ
- ახალი საფიქრალი მომეცი ახლა შენ - კიდევ ჩავერთე მე
- რა საფიქრალი?
- ბავშვებს ძიძა არ უნდაათ?
- მე აგერ არ ვარ? ჩემზე უკეთესს ვის ნახავ, ვასწავლი ჯენლტმენობას ბავშვებს. - მიხვდით ალბათ ხომ რომ ეს გიორგი იყო
- ოჰ არაჩვეულებრივი
- რამდენს გადამიხდით?
- მოდი დავფიქრდეთ, 300 ევროს მე გადაგიხდი, 800 ევროს ნიკა, ერთ 200 ევროს ლიზა როგორც ნათლია და ერთი 200 ევრო შენც გადაუხადე ახლა ბოლო ბოლო ბიძა ხარ, ჯამში გამოდის 1500 ევრო,
- 1500 ევროდ გავზრდი კიარა მე გავაჩენ თუ გინდა
- ბაზარი არაა
თან ვერთობოდი ამ ლაპარაკებით, რაღაცნაირად მსიამოვნებდა კიდეც მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელი იყო. ვხვდები რომ ძალიან ღრმად შევტოპე და უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ მოვიტოვე, პრინციპში დავიტოვე, თუმცა ალბათ ეს მეგობრრბის განაწყენიანების ფასად დამიჯდებოდა და არ ღირდა.
სულ რაღაც სამი დღე რჩებოდა ჩემს დაბრუნებამდე, და უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა უკმაყოფილების გრძნობა, მინდოდა მთელი დღე დილიდან დაღამებამდე მხოლოდ ბსვშვებთან ერთად გამეტარებინა, და თანაც ვბრაზობდი მათზე,
- ახლა მოუნდათ საქმის კეთება, ვითომ ვერ მოიცდის მაგათი საქმეები, არ შეუძლიათ ერთი დღე მაინც არ მაჩხუბონ??
ჰოო, მაჩხუბებენ თან რის გამო, გავერთოთ მეთქი რას ვამბობ ისეთს,
- ოჰოო, როდის მერე გახდა პატარა ქალბატონის მხიარულება სხვებზე დამოკიდებული, შენ ის გოგო არ ხარ გაკვეთილზე რომ ცეკვავს ხოლმე, ან სარკეში რომ იხედება და თავის თავს დასცინის, ან გაჩერებაზე დაქალს რო ზურგზე ახტება, მემგონი არ გჭირდება სხვები იმისთვის რომ გაერთო არა? - საიდან გამოჩნდება ხოლმე ეს მეორე მე, ენას ვერ აჩერებს.
- რა გინდა? თავს რატო არ მანებებ, როდის დაგნიშნე ჩემს მრჩევლად ძალიან მაინტერესებს, აქ იმისთვის ვარ რომ გავერთო
- მერე რა გიშლის ხელს, აიღე სარკე და იცინე რამდენიც გინდა
- დამცინი ხო?
- მეე? რას ამბობ?
- არა, საერთოდ არა, ვერ ხარ ხომ მგონი შენ, გეუბნები მინდა ამ ბავშვებთან ერთად გავერთო სარკეში სიცილს მერეც მოვასწრებ
- მეჩვენება თუ შენ ეხვეწები სხვებს, ან ეტენები??
- არავისაც არ ვეტენები,
- მაშინ რაიმე ახსნა მოუძებნე შენს საქციელს
- თავიდან მომწყდი, უნდა ვიფიქრო ხელს მიშლი
- იქნებ უკეთეს ადგილას წახვიდე დასაფიქრებლად
- მართალი ხარ,
როგორც იქნა გამომადგა ჩემი მეორე მე რაღაცაში. წავედი იქ სადაც მყუდროებას მარტო ჩიტების ჭიკჭიკი და წყლის ჩხრიალი არღვევს. წყალთან ჩავედი და დინების საწინააღმდეგოდ დავიწყე სვლა, ძალიან გავერთე ბუნების თვალიერებით, და ღრმად შევედი, ამაზე უკეთეს ადგილს ვერც ინატრებ დასაფიქრებლად. ქვაზე ჩამოვჯექი და დავიწყწ ფიქრი, ფიქრი ყველაფერზე, ჩემზე, სხვებზე, ამ სოფელზე, საერთოდ ყველაფერზე, და ამ ბუნებას რატომღაც ბეთჰოვენის სიმფონიები ვუწილადე. ვიჯექი ქვაზე, ყურსასმენებით ბეთჰოვენის შედევრებს ვუსმენდი და წყალს დავშტერებოდი. ბეთჰოვენმა იმ დღეს დამამწუხრა, დამასევდიანა და გართობის ნაცვლად სიკვდილზე დამაფიქრა, ულვე აღარ ვერიდებოდი ხმამაღლა ფიქრს, რადგან ვიცოდი არავინ მისმენდა.
- რა ხდება სიკვდილის მერე? ნეტავ რა მოხდება მე თუ მოვკვდები
- რა მოხდება და ჩაგაცმევენ ლამაზად, დაგბანენ, და ჩაგაწვენენ კუბოში, მერე ზოგი იტირებს, ზოგი იაფირისტებს, ხალხი მოვა შენს პანაშვიდზე, გასვენებაში სუფრას გაშლიან და კარგად ჩასკდებიან, გამოთვრებიან და მერე შეიძლება სიმღერაც შემოსცხონ
- რა ამაზრზენი ხარ
- შეგეძლო გეთქვა რა ამაზრზენი ვარ
- არა მე არ, ვარ შენ ხარ
- და მე ვინ ვარ, შენი ნაწილი, ასე რომ ჩუუ
- კარგი რა, ვია რაში ჭირდება ჩემნაირი გოგო, ელემენტარული თმის დავარცხნაც მეზარება, სართოდ რა საჭირო ვარ რა სარგებელი მომაქვს ნერვების მოშლის მეტი
- ნუ ნერვების მოშლასსარგწბლად ნუ ჩავთვლით მაგრამ, ხეირი მაინც მოდის შენგან
-??
- შენ რომ არა,საქართველოში სამი მილიონი არ ვიქნებიდით, ვიქნებოდით ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი,
- შენ ხოარ გაჟრიალებს, ღადავის ხასიათზე ვაარ?
- გამხიარულება ხო გინდოდა
- არაფრის მაქნისი ხარ, ნერვებს მიშლი მარტო, ცოტა ხანი ჩაიგდე ეგ ენა და ფიქრის საშუალება მომეცი
რატო არავის ვახსოვარ, მე სათამაშო ვარ? როცა ჭირდებათ გამოიყენონ და მერე მიაგდონ, ნამდვილი მეგობარი რომ ადამიანს არ ეყოლება ის ამ ქვეყნად ყველაზე საბრალოა,
- დებილო ლიზა ვინაა აბა
- ლიზა დასავითაა ჩემთვის, და სირცხვილი იქნება მას უბრალოდ მეგობარი უწოდო
- მაშინ ნუ ყუყუნებ ეგეთ იდიოტობაზე
- რასაც შენ იდიოტობას ეძახი მარტოობა ქვია გესმის? მ ა რ ტ ო ო ბ ა ახლა გაიგე? ლიზა არაა მთელი სამყარო, ერთად მაინც ვცხოვრობდეთ, კვირის გასვლა მარტო იმიტომ მიხარია რომ ლიზა ვნახო, ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ და რაზე მელაპარაკები საერთოდ, სკოლაში მარტო საკონტროლოს დამწერი მექანიზმი ვარ, სახლში ის ვარ ვისაც მუდამ უნდა ეჩხუბონ, დამნაშავე ვარ თუ არა კიდიათ, ჩემი აზრიც ფეხებზე კიდიათ, თინეიჯერობის ასაკი წამართვეს, რომელი მშობელი აკონტროლებს შვილს ასე, ელემენტარული კომპიუტერი რომ ჩავრთო მაგაზეც, წინასწარ უნდა შევუთანხმდე, მარტო ყოფნის საშუალებას არ მაძლევენ, და ამ ყველაფრის მერე კიდე მე მეჩხუბებიან, არ ვიცი რა უნდათ, ნეტავ მართლა რომ მოვკვდე რა შეიცვლწბა, უბრალოდ მამაჩემი საკონტროლო ობიექტს და ჩემი კლასი საკონტროლოს დამწერ რობოტს დაკარგავს, არც ერთია ტრაგედია და არც მეორე. მართლაც, ძალიან თავისუფლად მოვკვდები.
- ანიიი, ანიიიი- ლიზას ხმა იყო, ღმერთო ჩემო, ლიზას გაფრთხილება სულ დამავიწყდა
- აქ ვარ ლიზა
- ოჰ, ძლივს გიპოვნე, ყველგამ გეძებდი, რატომ არ გამაფრთხილე რომ გამოხვედი სახლიდან? მოიცა, შენ რა იტირე? - ახლა შევამჩნიე როგორი ჩასისხლიანდბული თვალები მქონდა - ანი რა ხდება
- არაფერი
- ანი ვფიქრობ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ბოლო დროს ხშირად გხედავ ჩაფიქრებულს
- არვიცი ლიზა, არვიცი, უბრალოდ ძალიან რთულია, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, უბრალოდ აღარ შემიძლია, საშინელი გრძნობაა როცა არავის ჭირდები
- ნუ ტირი, ხომ იცი მე როგორ მჭირდები, ახლა მართლა ეგოისტურად იქცევი, მარტო შენს თავზე ფიქრობ, ვერც კი წარმოიდგენ რა არ ვიფირქე ვერსად რომ ვერ გნახე, სრულ ჭკუაზე ხარ საერთოდ?
- მაპატიე, თუმცა რა უნდა მაპატიო, მე ხომ ტკივილის მეტი არაფერი მომაქვს, მე ხომ ეგოისტი ვარ
- ანი რა გინდა რა გჭირს
- აღარაფერი აღარ მინდა, სიკვდილი მინდა, შენ არ იცი რა საშინელებაა როცა არავის ჭირდები
- ეგ მეორეს აღარ გაიმეორო, აღარ გაბედო გესმის? შენ მე მჭირდები - ჩემთან მოვიდა და ჩამიხუტა, ახლა უკვე ორივე ერთად ვტიროდით. - საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ
- საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ
- კარგი მიდი პირი დაიბანე, ასე ვერ ავალთ
ხელპირი დავიბანე, მოვწერიგდი რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და სახლში ავბრუნდით, რატომღაც სიცარიელის გრძნობამ მიმატოვა,და ეს კარგი იყო. იმ დღეს ბევრიი ვიგიჟეთ, საუკეთესო დღე იყო, მოგიყვეთ რაები მოხდა?
იმ დღეს წავედით მდინარეზე, როგორც ყოველთვის. ბევრი ვითამაშეთ, თუნცა ნიკა არ იყო, ქალაქში იყი წასული, ჩვენ დავურეკეთ და ვუთხარით სად ვიყავით და მერე უნდა მოსულიყო. ჩვენ ბევრუ ვითამაშეთ, დაჭერობანა წყალშიც და მიწაზეც, დახუჭობანა წყალში, გაშეშობანა და მოკლედ ძაალიან ბევრი ვითამაშეთ, ნუ მე იმდენი მაყვინავეს, რომ ძალიან გამაბრაზეს და წყლიდან ამოვედი, მართლა ძაან ბევრი წყალი ჩავყლაპე და მუცელიც მეტკინა, ბევრი მეხვეწეს ჩამოდი გავჩერდებით, ისე ვითამაშოთო, თუმცა ეს იგივე იყო, მგელი ეძახდეს ცხვარს მოდი არ შეგჭამო. ნუ ჩემს წყალში არ ყოფნას იმათთვის ხელი არ შეუშლია, მე ვიჯექი მზეზე და იმათ ვუყურებდი.
- შენ რატო არ ხარ წყალში - ნაცნობი ხმა მომესმა უკნიდან, მივტრიალდი, ძალიან გამახარა ნიკას დანახვამ,
- იმდენი წყალი მაქვს მუცელში შიგნიდან ვგრილდები
- აჰაა, გაყვინავეს ხოო?
- შენი აზრით
- შენ ხელი როგირ დაგაკარეს, შენი ჩაყვინვის უფლება ვინ მისცა მაგათ, ჩემს მეტი ვერავინ ჩაგაყვინიებს, ახლა წამოდი წყალში შევიდეთ
- აუუ არ მინდაა
- წამოდუ რა იყო, შენთვის მოვედი აქ თორე ეს წყალი კი არსად წავა
- იცოდე ერთხელ მაინც ჩამაყვინიებენ და
მერე სახლში წავალ არ დაგელოდებით
ნუ შევედით წყალში და რა თქმა უნდა არ დააყოვნეს მწარე ენებმა
- ამათ უყურეთ
- ჩემ ძმას ნახეე
- რამდენი გვახვეწა, ნიკამ კიდე ერთხელ თხოვა ესეც მაშინვე დათანხმდა
- ანიიიი
- კაი, რა იყოთ, გაჩერდით თირე გავწითლდები ხო იცით რა მორცხვი ვარ.
- რას ამბობ, გამარჯობაზეც წამოგაწითლებს ხოლმე, ხო ვიცი მე. - ლიზამაც გამოყო თავი
- ლიზაააა, შეეენც?
- გამონაკლისი როდის მერე ვარ?
- კაით დაწყნარდით და ამ გოგოს არ მიეკაროთ
- ოჰ, ჩემ ძმას დამიხედეთ, აბა მაშინ შენ ყლაპე რაც მაგან დატოვა
და ყველა დაესია ნიკას, საწყალს სულსაც არ ათქმევიებდნენ, ერთი ორჯერ მეც მაზიარეს იგივეს, ნიკა მაგათ ამას შეარჩენდა? დაიწყეს ჩხუბი წყალში, სამი ერთზე, მე ნიკას ზურგს ვიყავი ამოფარებული, ლიზა განზე იდგა და იცინოდა, უცებ ვიღაცამ ხელი მაგრად მომკიდა და ნაპირისკენ გამაქანა, ნიკა იყო, ფილმებში ხომ გინახავთ წყვილი რომ გარბის და უკან მოსდევენ, ზუსტად ეგრე იყო, მე და ნიკა ერთმანეთს ვუყურებდით და ვიცინოდით, ხელიხელჩაკიდებულები გავრბოდით და უკვე გვეკიდა უკან ვინმე მოგვდევდა თუ არა. თუმცა ვინ გაცდის, რომანტიკას ბოლო მოუღეს, დაგვიჭირეს, ლიზას და ტურას მე მივყავდი, გიორგის და ლაშას ნიკა , ხელები კი გავგაშვებიეს მაგრამ მაინც ერთმანეთს ვუყურებდით, თან ვიცინოდით, მაგრამ რას შეუძლია ღიმილია სახიდან გაქრობა წყალში თავის ჩაყოფაზე უკეთ, მაგრამ აღარ ვბრაზობდი, პირიქით, რომ არა ესენი ალბათ ასე არ ვისიამოვნებდი. იქედან წამოვედოთ, ამჯერად ყველაფერი მთელი მქონდა, უბრალოდ ის განსხვავდბა იყო რიმ მე და ნიკა მოვდიოდით ერთად, მარჯვენა ხელი ჰქონდა გადახვეული და იმავე ხელით ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა, სახლში ისე ავედით დაღლაზე ერთხელაც არ დამიწუწუნია, ან რა მქონდა საწუწუნო. იმ საღამოს ნიკა და გიორგი ამოვიდნენ, არ ველოდი, არც კი მიმიწერია ისე. ჩვენს სახლთან ახლოს მიტოვებული სახლი იყო, და იქ ავედით. მე და ნიკა გვერდიგვერდ ვიჯექით. ბრისლი მიაუს ვთამაშობდით. ოღონდ რამდენიმე დავამატეთ ვარდისფერი _ ხუთი კოცნა, და იისფერი - სამი კოცნა და სამი დარტყმა. ნუ თავიდან ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი, მე სულ შავს ვამბობდი, გიორგის და ლაშას სახე ჩამოვუღე, ნიკა სულ ვარდისფერს ამბობდა ჩაკოცნა ტურა და ლიზა. ჩემი დახუჭვის დროს ნიკა ამოვიდა, არ დამირტყია, უბრალოდ ხელი მივადე ლოყაზე.
- სარძლოს დამიხედეთ, ნიკას მოსაფერებლად მიზეზი ნდომია, თურმე რატო უნდოდა ბრისლი მიაუს თამაში
- აუ ანისი არ ვიცი, მაგრამ, მემგონი ნიკას გადახრები აწუხებს
- ვია აწუხებს ბიჭო გადახრები? დაგიგრიხავ მაგ კისერს ახლა
- აბა ვარდისფერის გარდა არსებობს სხცა ფერებიც
-შენ შეგეკითხო რა ფერს ვიტყვი?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ დაიხუჭე მიდი. ნიკა დაიხუჭა, და როცა თითი ჩემთან მოვიდა ნიკამ თქვა მიაუ, ვაიჰ, ახლა ვარდისფერს იტყვის???
- ვარდისფერი
- ტაში მეგობრებო, ეღირსა. - თვალები გაუბრწყინდა, და გამომხედა, ჩვეულებრივად არა სხვანაირად გამომხედა, ეს რაღაც სხვა იყო გესმით, რაღაც სხვა, სულ სხვა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს.
- მუსიკა ჩართე მუსიკა. - მუჯლუგუნი გაჰკრა გიორგიმ ტურას. იმან ჩართო რაღაცა ელექტრო მუსიკა, სინამდვილეში ვიცი რაც ჩართო electro sound 2014 part 6. ძალიან მიყვარდა ერთ დროს. ორივეს გაგვეცინა, მერე მაკოცა, ოთხჯერ ლოყაზე, მეხუთეზე უკვე გაიჭედა, ტუჩები ვეღარ მომაშორა.
- წებო მომენტი სანდო წებოა, მომენტალურად იკრავს ყველაფერს, ადვილად სწეადად ხარისხიანად ანის ნიკას ვერ მოაშორებ. - ლიზამ ჩააკვეხა რაღაცა მაინც, აბა ისე ხოარ გაატარებდა. ყველას გაგვეცინა, ნიკას კიდე არც გაღიმებია, თითქოს ვერც გაიგონა, ერთი ფიქრი ვიფიქრე ხოარ მოკვდათქო, მაგრამ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. თუმცა, არც ახლა დაუყოვნებიათ, და დაგვიძახეს. იმ დღეს მეტი რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, ან რაღა უნდა მომხდარიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი keti

Dzalian sayvarlebi arian :D ana erti shexedvit mxiaruli da giji,rogori sevdiani yofila, daqalistvis undoda bichi da ise moxda tviton moewona :D lizi da nika ver iknebodnen iseti sayvareli wyvili rogoric ana da nika arian,ufro uxdebian ertmanets <3 warmatebebii shen <3

 



№2  offline წევრი a.bochorishvili

სტუმარი keti
Dzalian sayvarlebi arian :D ana erti shexedvit mxiaruli da giji,rogori sevdiani yofila, daqalistvis undoda bichi da ise moxda tviton moewona :D lizi da nika ver iknebodnen iseti sayvareli wyvili rogoric ana da nika arian,ufro uxdebian ertmanets <3 warmatebebii shen <3

მადლობა ძალიან დიდიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent