შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? ( 6 )


16-02-2018, 19:37
ავტორი ანაკონდა
ნანახია 166

და თუკი ვცდები? ( 6 )

დეამ კარადის წინ ჩვეულებრივზე მეტ ხანს დაჰყო. საბოლოოდ არჩევანი სადა მთლიან კაბაზე შეაჩერა და მაკიაჟითაც არ დაუმძიმებია სახე. გადაწყვიტა, რომ ბუნებრივობა საუკეთესო იქნებოდა მ ი ს მოსახიბლავად. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა: ,, ესე იგი, მინდა, მოვხიბლო?”
არაპუნქტუალური არასოდეს ყოფილა. ზუსტად ხუთი წუთი აკლდა ხუთს, რომ მიუახლოვდა იმ კაფესაც. დემეტრეს მანქანა გარეთ იდგა. ღრმად ამოისუნთქა და თავაწეულმა და წელში გამართულმა შეაბიჯა შენობაში. დემე მენიუს ჩაჰყურებდა. მისი შესვლისთანავე წამოსწია თავი და ფეხზე წამოდგა. დეა მიუახლოვდა. ბიჭი წინ გადაიხარა, ტუჩებით ოდნავ შეეხო ლოყაზე და სწრაფად გაშორდა. სკამი გამოუჩოჩა და კიდევ უფრო დაბნეულ გოგონას ანიშნა დაჯექიო. დეა გაშეშებული იდგა. დემეტრეს ეშმაკურმა ჩაღიმებამ მოაფხიზლა და ჩამოჯდა. დემემაც დაიკავა თავისი ადგილი.
_ რას მიირთმევ?_ ასეთი მხიარული ხმა, მგონი, ბიჭს არასდროს ჰქონია.
_ ლატეს.
_ისევ... ტკბილეული?
_ ალუბლის ნამცხვარს შევჭამ.
_ ორი ალუბლის ნამცხვარი, ერთი ლატე და ერთიც უშაქრო შავი ჩაი, გთხოვთ._ ღიმილით მიმართა დემეტრემ დეას უკან მოახლოებულ მიმტანს.მერე ისევ მას ჩახედა თვალებში და ჰკითხა:
_ აბა, როგორ გრძნობ თავს?
_ უცნაურად..._ ჩაიღიმა დეამ და მიხვდა, ყოველ ჯერზე ამ ადამიანთან საუბრისას ისეთი გულახდილი ხდებოდა თავისდა უნებურად, როგორიც არავისთან არასოდეს იყო.
_ გასაგებია. პირველ რიგში, მინდა, ბოდიში მოგიხადო.
_ რისთვის?
_ ყველაფრისთვის: დაგაკარგვინე სამსახური, ლამის პარანოია დაგმართე, როცა ჩუმად გითვალთვალებდი ( ბოროტულია, მაგრამ ისე, მიხაროდა კიდეც, როცა ვხედავდი როგორ მეძებდი უნებლიეთ, გრძნობდი ჩემს არსებობას!). მერე გაუგებარი მიზეზებით ვუხეშობდი და ესეც გაბნევდა და გაწუხებდა. სოფელში სწორედ ბოდიშის მოსახდელად ჩამოგაკითხე, რადგან მეჩქარებოდა ამის გაკეთება და ისე წამოვედი, არ მომიხდია. ვხედავ, ყოველდღე როგორ მელოდები და ცდილობ, მელაპარაკო და ამის საშუალებას არ გაძლევ._ თავი შეაბრუნა დემეტრემ და ისე განაგრძო, თითქოს ფანჯარაში ესაუბრებოდა ვინმეს_ საკმაოდ რთული ცხოვრება მქონდა. ჩემს მშობლებს ფინანსურად არასოდეს ულხინდათ, თუმცა ერთმანეთის სიყვარული ეხმარებოდათ, გაეძლოთ. მერე დავიბადე მე და, იმის ნაცვლად, ოჯახი გამეერთიანებინა, ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ. მატერიალურმა პრობლემებმა, რომლებიც მე გავაორმაგე, მათი სიყვარული ჩემკენ მომართა, ერთმანეთს კი ისე უყურებდნენ, როგორც ვუყურებთ უცნობ ადამიანებს ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. არ მინდა, დაგღალო ჩემი დრამებით. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ მერე კიდევ მოხდა რაღაც. მიღალატეს და ამან სერიოზული დაღი დამასვა. ორმა ყველაზე ახლო ადამიანმა ერთდროულად გამწირა. ამან შემცვალა. საბედნიეროდ, სამსახურში წარმატებები მქონდა და მშობლებს ვეხმარები. ყოველ ჯერზე, როცა მათთან მივდივარ და ერთმანეთს უწინდელივით თბილად უღიმიან, მგონია, რომ დანაშაული გამოვისყიდე. მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. არც შემეძლო, რამეზე მეოცნება მაშინ. გამოჩნდა სამსახური და მე ვცადე, ახლა კი აქ ვარ.
დეა მდუმარედ და ინტერესით უსმენდა. სკამზე გაუნძრევლად იჯდა და თვალებგაფართოებული უყურებდა ბიჭს, რომელსაც ამდენია არასოდეს ულაპარაკია. ის კი განაგრძობდა:
_ მოკლედ, სანამ ყველა პრობლემას თვალს გავუსწორებდი სწორედ ისეთი ვიყავი, როგორიც , ალბათ, უფრო მოგეწონებოდი: კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი, რომანტიკულიც, მომთმენი... _ ჩაეცინა_ თავს ვიქებ!
დეას მოუნდა ეთქვა, რომ ის ახლაც ძალიან, ძალიან კარგი იყო, მაგრამ დროულად დააჭირა ენას კბილი.
_ უბრალოდ ახლა გიყურებ, როგორ ზიხარ ჩემ წინ შენი გულწრფელობითა და სისუფთავით სავსე თვალებით და არ ვიცი, რისი შემოთავაზება შემიძლია შენთვის. არ ვიცი, რა შემიძლია გაგიზიარო, რომ ჩემთან ყოფნა და, მით უმეტეს, დარჩენა მოისურვო._ ხმა დაუმწუხრდა ერთბაშად. მზერა ჩაუქრა. თითქოს ერთბაშად ჩამობნელდა და გარეთ რომ მზიანი დღე იყო, ამანაც დაკარგა აზრი. სანამ საუბრობდა, დემეტრე წინ იყო გადახრილი. ბოლო სიტყვებთან ერთად ნელ-ნელა დაიხია უკან და აპირებდა, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა, მაგრამ დეას ხელებმა შეაჩერა. გოგონა ორივე ხელით ჩაეჭიდა მის დიდ მტევანს და მტკიცედ შეხედა. ბიჭი ამან აშკარად დააბნია.
_ ერთადერთი რამ მჭირდება შენგან, დემე, გადაწყვიტო, გინდა თუ არა ,,აქ” და თუ გინდა, დარჩი ისე, რომ აღარ წახვიდე._ ხმა უკანკალებდა, მაგრამ მაინც მტკიცედ მოისმოდა მისი სიტყვები. დემეტრე უყურებდა ამ გოგოს, რომელიც პატარა ხელებით ღონიერად ჩაჰფრენოდა და თავისკენ დიდრონი მწვანე თვალებით იზიდავდა. იმ წამს გააანალიზა, რომ ყველაფერს იღონებდა, მის გასაბედნიერებლად. ყველაფერს იღონებდა, რომ მასთან ერთად თავადაც ბედნიერი ყოფილიყო. ყურებამდე გაღიმებულმა ახლა თავად დაიჭირა მისი ხელები და ჯერ ერთზე, შემდეგ მეორეზე აკოცა.
სიტყვა აღარ გაუცვლიათ. უყურებდნენ ერთმანეთს. სვამდნენ ჩაისა და ლატეს და დროდადრო მრავალმნიშვნელოვნად უღიმოდნენ ერთმანეთს. ეს საღამო ახალი, სუფთა ფურცელი იყო, რომელიც ორივეს ცხოვრებას მალე საბოლოოდ შეცვლიდა.
დეას ეღიმებოდა, როცა დემეტრემ გაუღო ჯერ შენობის, შემდეგ მანქანის კარიც. ამას ისე ბუნებრივად, ძალდაუტანებლად აკეთებდა, თითქოს უწინ იკავებდა თავს, როცა ასეთ გალანტურობას არ ამჟღავნებდა. გოგონას სახლთან მისულები მიხვდნენ, რომ განშორება ჯერ არ სურდათ და გადაწყვიტეს, ცოტა ფეხით გაევლოთ. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ ქუჩაში და გაზაფხულისთვის ესოდენ ნაცნობი აყვავილებული ხეების სურნელით სუნთქავდნენ. ხანდახან უნებურად ეხებოდნენ ერთმანეთს მხრით. ორივეს სიამოვნებდა.
_ შეიძლება, რაღაც გკითხო? _ დუმილი დეამ დაარღვია.
_ ცხადია!
_ რა მოხდა იმ დღეს... რა უნდოდათ შენგან, როცა პირველად გნახე?
დემეტრეს სახე დაეძაბა.
_ არ ვიცი. შინ ასვლამდე წვენის ყიდვას ვაპირებდი. თითქოს მელოდნენ. ერთერთმა სიგარეტი მთხოვა. ვუთხარი, რომ არ ვეწევი და წასვლა დავაპირე, მაგრამ შემაჩერეს. ბევრნი იყვნენ და..._ სახე დაემანჭა. თითქოს თავიდან იგრძნო ფიზიკური ტკივილი, რომელიც მაშინ დანით მიაყენეს.
დეა სწრაფად შეეხო მხარზე ხელით:
_ მაპატიე, დემე.
_ არაფერ შუაში ხარ. პოლიციამ ვერაფერი გაარკვია, ვერც კი დააპატიმრეს. კამერები ახლოს არ ყოფილა, რომ მათი სახეები გაერჩიათ. მე მგონია, რომ... არაფერი. მოდი, დავივიწყოთ. ნახე, რა კარგი საღამოა! _ დემემ მისკენ მიიწია და მხრებზე მოეხვია. გზა განაგრძეს. გოგონას ეს ჟესტი ესიამოვნა, მაგრამ მიხვდა, რომ ამით დემეტრე მანაგაძეს სითბოს გამოხატვაზე მეტად რაღაცის დამალვა სურდა.
მეორე დღემ ორივენი რეალობაში დააბრუნა. დეა დილით შეტყობინებამ გააღვიძა: ,,წარმატებულ დღეს გისურვებ, საყვარელო, რეპეტიციაზე შევხვდებით.” ყურებამდე გაეღიმა დეას. თბილი პასუხი დააბრუნა თავადაც და შხაპი მიიღო. აბაზანის სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. უწინ არასდროს არავის ჰყვარებია. არასოდეს მიუწერიათ დილით, რომ მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. რა უჩვეულო იყო და სასიამოვნო, მაგრამ... სარკიდან შეყვარებული ქალი უცქერდა, მოციმციმე თვალებით, რომელთაგანაც სიცოცხლე, ვნება იღვრებოდა და მათს უკან დეამ მაინც მოჰკრა თვალი რაღაცას, რაც ღრღნიდა და არ აცდიდა, მის თავს დატეხილი სასიამოვნო სიახლით დამტკბარიყო. ხალათით მიუჯდა მაგიდას სამზარეულოში. ახლადმოდუღებული ლატეს სუნი საამოდ ტრიალებდა. დეამ ფანქარი მოიმარჯვა და წერა დაიწყო:
,,არ უთქვამს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ მე მიყვარს. გუშინ ისეთი იყო... მოზომილი, თბილი, გრაციოზული. მიყვებოდა საკუთარ ტკივილებზე და სურვილი მიჩნდებოდა, ისე მაგრად მოვხვეოდი, რომ მათგან ერთიც აღარ ხსომებოდა. დილაც მისით იწყება. მე ხომ ამას ვნატრობდი ჯერ კიდევ გუშინ. მაშინ რა ხდება? რატომაა, რომ ჩემს ბედნიერებას ჩრდილი ისე ადგას, როგორც მზეს ღრუბელი? არ ვიცი... სულელი ვარ, მშიშარა. ვერ ვბედავ, უბრალოდ მიხაროდეს, რომ არის ადამიანი, რომელმაც ჩემნაირი უფერული შეამჩნია და შესაძლოა, შეიყვარა კიდეც. ვიცი, რომ ესეც სისულელეა, რატომ მჭირდება სიტყვა, როდესაც საქციელით ამას გამუდმებით ამტკიცებს? უაზროდ ავყოლილვარ სტერეოტიპებს და ჩვეულებრივი პანიკიორივით ვიქცევი. ალბათ, ისევ ჯობია, საერთოდ შევწყვიტო ფიქრი და საქმეს მივხედო. რამდენიც არ უნდა ვირწმუნო თავი, რომ ყველაფერი რიგზეა და ამაზე უკეთაც, უარყოფით შეგრძნებას ვერ ვიქრობ. თითქოს ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.”
წერა შეწყვიტა და ფანქარი საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ისე მოისროლა, მაგიდიდან გადავარდა. ნაწერს დახედა, თვალები ბრაზით დააკვესა და ფურცელი რამდენჯერმე გადახია და სანაგვე ყუთში უკრა თავი. საათს შეხედა. სამსახურში აგვიანებდა. საძინებელში გაეშურა და ჩართო სიმღერა, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე აკვიატებული ჰქონდა (Tawk ,,Deep in you”). მუსიკას აუწია და ტანიც ააყოლა. სიმღერის ბოლომდე არავინ და აღარაფერი აღარ ახსოვდა. მუსიკით მიღებული ენერგია მთელი დღის განმავლობაში ჰყოფნიდა ხოლმე. ბოლო ნოტიც წარსულში დარჩა. დეამ სწრაფად ჩაიცვა, რაც ხელში მოხვდა, საჭირო ნივთები მოაგროვა და თავქუდმოგლეჯილი გაეშურა კაფისაკენ. ყოველთვის უყვარდა, როცა იმდენად დაკავებული იყო, რომ უაზრობებზე საფიქრად დრო აღარ რჩებოდა. ხანდახან მაინც ახსენდებოდა, როგორ გაბრაზდა დემეტრე წინა საღამოს, როცა იმ ინციდენტზე დაუსვა შეკითხვა და თავი შეიკავა ემოციების გამოხატვისგან. დეას ახსენდებოდა, როგორ სწრაფად ეცვლებოდა ხასიათი მას, როგორი მონდომებით ებოდიშებოდა და მერე როგორ სწრაფად წაუხდა ნირი, როცა ეუბნებოდა, რომ მისთვის მისაცემი არა ჰქონდა-რა. დეა მორიგი კლიენტის მაგიდისაკენ გაეშურა და გზაში საბოლოოდ დაასკვნა, რომ მისი პირველი სიყვარული რაღაცას მალავდა.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent