შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს!! (თავი 1 )


16-02-2018, 23:53
ავტორი teengirllove
ნანახია 1 022

მიყვარს!! (თავი 1 )

-თავისუფლებააა!!!გახარებული გამოვვარდი მეშვიდე გაკვეთილიდან ...
-ჰაერიი!!! დაიყვირა ანიმ და ხარბად დაიწყო ჰაერის სუნთქვა..
-ისე იქცევი გეგონება მთელი დღეა ჰაერი არ ჩაგიყლაპავს ..ვუთხარი სიცილით
-დიახ,სკოლაში ისე ვარ გეგონება ვიხრჩობი,გაეცინა მასაც..
-მაგარია,ნახვამდის სკოლავ,გამარჯობა ძილო!!!დავიყვირე გახარებულმა..
-მაგარია,შაბათ-კვირას დავისვენებთ..წამო სადმე წავიდეთ არ გინდა?
-დღეეს?
-ხო რაიყო,წამო დონატი ვჭამოთ,შოკოლადით
-არა,არ შემიძლია,დედას უნდა წავყვე მოლში
-შენ და მოლი? იკითხა გაკვირვებულმა და შუბლზე ხელი მიმადო..-არა სიცხე არ გაქვს..
-გეყოს,მოვიშორე მისი ხელი სიცილით,წიგნის ყიდვა მინდა,მას დაავიწყდება სათაური..
-აი ,თურმე რა ..ალბათ ახალ ბლოკნოტსაც იყიდი..თვალი ჩამიკრა
-ისე როგორ..(ვინც არ იცის ,მე ბლოკნოტების მანია მაქვს,ვგიჟდები ბლოკნოტებზე),კარგი წავედი თორემ მომკლავს ..
-კარგი მიდი ჩემო დათუჩა..მითხრა და ჩამეხუტა..
-კარგად ჩემო გველუკა..დავეჭყანე და სწრაფად წამოვედი...
სახლში როგორც ყოველთვის სიწყნარე იყო,ჩანთა შემოსასვლელში დავაგდე და სამზარეულოში შევედი ,დედა ბართან იჯდა და ყავას მიირთმევდა ,ნატა (ჩვენი მზარეული) სადილს ამზადებდა ...
-საოცარი სუნია ნატ..რას ამზადებ?
-რაც გიყვარს , კარტოფილს ვწვავ ხორცთან ერთად..სპეციალურად შენთვის კი შოკოლადის ნამცხვარს
-ვაიმეე ,როგორ მიყვარხარ ..მივვარდი და ვაკოცე-მაგრამ ,გინდა გამასუქო ხომ..გაბრაზებული სახე მივიღე
-კარგი რა ,ჩემო ფუმფულა გოგო,ისედავ მშვენიერ ფორმაში ხარ,შენ წონაზე არ უნდა დარდობდე..
-სხვათაშორის ,ბოლო სამ თვეში ორი კილო მოვიმატე ,ვუთხარი და დედას მივუბრუნდი-არ წავედით?
-ჯერ ჭამე ...მოიცა მოიცა !! რას აკეთებ ,ახლავე ხელები დაიბანე და შემდეგ...
სააბაზანოდან გამივედი ,დედას მივუჯექი და გემრიელად მივირთვი,შემდეგ მძღოლმაც მოგვაკითხა და მოლში წავედით..
დედაჩემი კოტონში დავტოვე ,მეკი ბიბლუსსში შევედი ,ორი წიგნი ,,აღიარება ხელისგულზე" და ,,შუშის ტახტი" ავიღე ,რათქმაუნდა ფერადი ფანქრების ახალი კოლექცია და ბლოკნოტიც მივაყოლე...შემდეგ სხვა მაღაზიაში გავიარე,ტუჩის ფანქარი ვიყიდე ხორცისფერი,ანას საჩუქრად ვარდისფერი საათი ვუყიდე ,ვიცოდი როგორ უყვარდა საათები და ასე დატვირთული წავედი მანქანისაკენ..ის იყო მოლიდან უნდა გავსულიყავი,რომ ვუღაც ბიჭი დამეჯახა და ყველაფერი დამაყრევინა ,შემეშინდა ვაითუ საათი გატყდათქო და ბოლო ხმაზე დავუყვირე ფრთხილად მეთქი...
-სორი რა ,ვერ დაგინახე..
-შენ რა თვალებში რაზვალი გაქვს?! რასქვია ვერ დამინახე..
-კაი ბოდიში ხომ მოგიხადე არა..მოდი დაგეხმარები..
დაიხარა და პარკების აკრეფაში დამეხმარა ,როცა გავსწორიდი კარგად შევათვალიერე ,ბოლო მოდაზე ეცვა:შავი კეტები,შავი ჯინსის შარვალი ოდნავ გაქექილი,თეთრი ზედა რომელიც მის კარგ აღნაგობას ხაზს უსვამდა და შავი სპორტული მოსაცმელი..დიდი მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა,წევერი დაბალზე,ყავისფერი ,მბზინავი თმა კისრამდე ქონდა გაზრდილი და უტეხი თვალებით მიყურებდა..
-კიდევ ერთხელ ბოდიში..
-კარგი არაუშავს ,გპატიობ...ჩაეცინა მადლობაო მითხრა და წავიდა...
პარკები მანქანაში ჩავალაგე და უკან შევბრუნდი დედაჩემთან,ბერშკაში ვიპოვე,კაბას იზომებდა..უსაქმურობისგან რომ არ მომეწყინა ,გოგონების სექციაში ტანსაცმელების დათვალიერება დავიწყე,შემდეგ ბიჭების სექციაში გადავინაცვლე ,რაღაც ჟაკეტი მომეწონა,მაგრამ დიდი ზომა იყო,კონსულტანბს ვთხოვე,ერთი ზომით პატარა მოეტანა,ისიც საწყობში წავიდა...იქვე დავდექი და დაველოდე ,უცებ ის ბიჭი მოვიდა ვინც დამეჯახა და ჩემს სიახლოვეს დადგა..ასე ვიდექით ათი წუთით,შემდეგ კონსულტანტი მოვიდა..
-ეს ზომა მხოლოდ ერთია..
გამეცინა -მერე მომეცით..გავუწიდე ხელი
-ერთი წუთით ,აქ მეც ვდგავარ..ხმა ამოიღო უცნობმა
გაკვირვებულმა გავხედე -იდექი მერე,მე ვიყიდი და წავალ..
-მეც ამას ვყიდულობ..მითხრა ღიმილით
-ვწუხვარ,ერთი ქონიათ
-ხოდა მე ვიყიდი
-ჰმ,ვითომ რატომ შენ ,მე უნდა ვიყიდო
-ეს ბიჭისა,შენკი გოგო ხარ,წდი გოგოსი იყიდე რამე
-ჰეი ,შვილიო ,გაიღვიძე 21 საუკუნე,რასაც მინდა იმას ჩავიცმევ ..
-ამჯერად არა ,მე ვყიდულობ!
-არა მე!
-მე
-მე
-ქრისტინე!!!!უკან მივიხედე ,დედაჩემი პარკებით დატვირთული იდგა და წარბშეკლული მიყურებდა..არა გაყვირებს?!
მას სიტუაცია ავუხსენი...-ბიჭის ჟაკეტი,რა ჯანდაბად გინდა..
-მეც მაგას ვეუბნები ქალბატონო..ღიმილით უთხრა ბიჭმა
-შენ გაჩუმდი!შევუღრინე მას..
-ქრისტინე !!! ახლავე წამოდი ,წამოდი ...მკაცრად მიბრძანა დედამ და მეც მას დავემორჩილე..გასასვლელში უკენ მოვიხედე ,ის ბიჭი მიყურებდა ნიშნისმოგებით ,დავეჭყანე და წამოვედი...გზაში ხმა არ ამომიღია..სახლში მისულს ანა დამხვდა,ჩემს ოთახში იჯდა და რაღაცას ათვალიერებდა ტელეფონში ,ოთახში რომ შევედი,ამომხედა მომესალმა,მე ლოგინზე დავეგდე და საათი მივეცი..-ეს შენ
ანას თვალები გაუბრწყინდა..-ვაიმეე ,მადლობა საყვარელოო,როგორ მიყვარხარ ,რატომ შეწუხდი..
-კაი რა .. მოწყენით ვუპასუხე
-რამოხდა?
მას ყველაფერი მოვუყევი იმ საზიზღარ ბიჭზე ,მან კი გადაიხარხარა..
-რა გაცინებს?
-არაფერი...დაიკიდე რა ,დიდი ამბავი..
-ხო რავი..
კიდევ დიდხანს ვიჭორავეთ,შემდეგ ნამცხვარი ვჭამეთ ,ანაც სახლში წავიდა...შაბათ-კვირა მალე გავიდა და ორშაბათიც დადგა ..8 საათზე ავდექი,სააბაზანოში შევედი ,ხელ-პირი დავიბანე და ოთახში დავბრუნდი,ჯინსის შარვალი,თეთრი ზედა ,შავი კეტები და შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი..შავი ხვეული თმა მხრებზე დავიყარე,ახალი ხორცისფერი ტუჩის ფამქარი წავისვი რომელიც საოცრად უხდებოდა ჩემს ლურჯ თვალებდა და ხორბლისფერ კანს,ჩანთა ავიღე და სკოლაში წავედი...
კლასში შესვლისას ანამ ახალი ამბავი მომახარა:
-ქრისტუშშ!! ახალი ამაბავი გაიგე?
-რახდება?
-დღეიდან ,ბიოლოგიაზე ,ქიმიაზე და ფიზიკაზე პარალელთან გვაერთებენ და თითოეულს იქედან ერთ მეწყვილეს მოგვიჩენენ..
-რაა!!უიმეეე
-ხოო მეც ეგეთი რეაქცია მქონდა...შენთან მინდა ჯდომა!!ტუჩი გადმობრუცა და ჩამეხუტა
-ხოო მეცც..
-კაი წავედით,ბიოლოგია გვაქ
-მოიცა მოდი დავაგვიანოთ ,მეწყვილეებს დაარიგებენ და ჩვენ არავინ დაგვრჩება..
-და ერთად ვიჯებით..თვალები გაუბრწყინდა ანას..
10 წუთით დავაგვიანეთ..
-რატომ დაიგვიანეთ? მკაცრად გვკითხა ბიოლოგიის მასწმა..
-ბიბლიოთეკაში ვიყავით და ...მოიტყუა ანიმ
-კარგით ,არ მაინტერესებს ...მეწყვილე ყველას ყავს უკვე ,ქრისტი ,შენ უკან დაჯდები ლუკასთან..ანა შენ მათ წინ ნიკასთან..
მე და ანამ ერთმანეთს გადავხედეთ ,როგორც ჩანს ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა..
ჩემი ადგილი დავიკავე ,მეწყვილესთვის არც შემიხედავს...უცებ ჩემსკენ მოტრიალდა და ყურში მიჩურჩულა
-გამარჯობა!!
ამ ხმის გაგონებაზე ,გავშრი..გვერძე მივიხედე და ნაცნობი სახე დავინახე ,რომლიც ეშმაკურად მიღიმოდა..скачать dle 11.3




№1 წევრი meocnebe avadmyopi

გააგრძელე
ძალიან მომეწონა

 



№2  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
გააგრძელე
ძალიან მომეწონა

aucileblad ???????? madloba rom daakomentare

 



№3 სტუმარი სტუმარი Lika

Saintereso

 



№4  offline წევრი teengirllove

სტუმარი Lika
Saintereso

მადლობაა

 



№5  offline წევრი N1penguin

ძალიან მომეწონა heart_eyes ის ბიჭი კიდე ზუსტად ჩემსავით საუბრობს, გავგიჟდი joy

 



№6  offline წევრი teengirllove

N1penguin
ძალიან მომეწონა heart_eyes ის ბიჭი კიდე ზუსტად ჩემსავით საუბრობს, გავგიჟდი joy

ხოო :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent