შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა შენზეა ( სრულად)


17-02-2018, 17:37
ავტორი თუკა
ნანახია 9 800

ბოლო სიტყვა შენზეა ( სრულად)

ბოლო სიტყვა შენზეა..

ცხოვრებაში არაფერი მეორდებაო დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს გაუგონია და ჩვენც ბევრჯერ გვითქვამს მსგავსი სიტყვები. არ მეორდება და ეს ხომ ისედაც ნაცნობია განა საჭიროა თავი გამოვიტენოთ ამაზე ფიქრით და ნერვიულობით? მაგრამ მოიცადეთ, დავფიქრდეთ და მივხდებით , განა არ ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა ყველაფერი გამეორებულა?- როცა გვიფიქრია რომ ასეთი მომენტები ჩვენმა ცხოვრებამ უკვე ასახა ...
სიყვარული რომ ერთხელ მოდის ესეც ხომ ვიცით თუმცა ამაზეც ბევრჯერ გვიდავია დარწმუნებული ვარ, ერთხელ მოდის თუ ბევრჯერ ესეც ალბად ბედის ამბავია მაგრამ ის ძლიერი და გიჟური გრძნობა რომ ნამდვილად ერთხელაა ამაშიც უნდა დამეთანხმოთ, არაა საჭირო მაინც და მაინც პირველი მოვიდეს ის გრძნობა რომელიც ცამდე აგიყვანს და მერე ფრთებმოტეხილს დაგაგდებს დედამიწაზე.... მაგრამ ის სიგიჟე ერთდერთია....
დანაშაულის გამოსწორება რომ ხანდახან გვიან არის ესეც ნათელი მაგალია ყველას ცხოვრებაში და ამაზეც ნუ ვიკამათებთ. იქნებ ჯობდეს მაშინ გამოასწორო შეცდომა როცა ამის დროა, როცა შენგან ამას ელიან, მაინც მოისროლო ის საზიზღარი სიამაყე და მაშინ თქვა რომ დააშავე, რომ წლების მერე ტვირთად არ აგეკიდოს ზურგზე როგორც ცოდვილს, რომ ცხოვრებისეულ აღმართებზე სიარული ადვილად შეძლო....
მოდით მაინც დასაწყისს დავუბრუნდები და ისევ ცხოვრების მოულოდნელობებზე გეტყვით ორ სიტყვას.. ცხოვრება რომ სულ გვათამამებს მოულოდნელობებით ხანდახან სასაცილოც კია, ხანდახან ზუსტად იქ აღმოვჩნდებით ხოლმე სადაც საჭიროა.. ხადნახან კი ასეთი ადგილიდან გაქცევას ვლამობთ...სასაცილოა და ჩვენ ყველანი ადამიანები ამ ყველაფერს ბედს მივაწერთ... იქნება შეგვწევს უნარი შევცვალოთ ჩვენი ბედი სულ ცოტა მაინც, იქნება შეგვიძლია გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და თუნდაც ათი და ოცი წლის მერე მოვიხადოთ ბოდიში იმის გამო რაც ჩავიდინეთ... თუნდაც ერთხელ მაინც ვაღიაროთ რომ დავაშავეთ ....

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ აიღებდა საყვარელი მწერლის ავტოგრაფს ...ერთმანეთს აწყდებოდნენ, ხუთ წუთში მისი წიგნის პრეზენტაცია იწყებოდა და მერე ამის დრო ნაკლებად იქნებოდა.
დარბაზი სავსე კი არა გადაჭედილი იყო, ჟურნალისტები გამალებით ამაგრებდნენ მიკროფონებს მაგიდაზე, ოპერატორები და კარგი კარდისათვის იბრძოდნენ..თბილისში უკვე საკმაოდ ცნობილი და ახლად გამომცხვარი „მწერალი“ გეგა თვაური იყო. რომელიც თავის თავს ნამდვილად არ თვლიდა მწერლად და ხშირად ამბობდა ხოლმე-„ ეს წიგნი კი არა უბრალოდ ნაჯღაბნია, წიგნი შენში იწერება მთავარია მისი გადმოტანა კარგად და ლამაზად შეძლო, ზოგჯერ გააზვიადო კიდეც უბრალოდ ფაქტები რომ მკითხველი აღელდესო.“
როგორც სჩანს ბატონი გეგაც ასე იქცეოდა, მისმა რომანმა საოცარი დაინტერესება გამოიწვია, როგორც მკითხველში ასევე სხვადასხვა გადაცემებში .. არა ერთ გადაცემაში მიიწვიეს მაგრამ ის არსად იხსნებოდა, მისთვის ის რასაც წერდა მისი იყო და არ აპირებდა არაფრის თქმას.
როგორც მჩვევია ახლაც დავაგვიანე რა ჯანდაბაა, ღმერთო, სირბილით შევვარდი დარბაზში, იღლიაში ამოჩრილი წიგნით და გეზი პირდაპირ მისკენ ავიღე...
- გოგონა პრეზენტაცია დამთავრდა... დაგაგვიანდათ.
- არ მიკითხავს დამთავრდა თუ დაიწყო, მე მხოლოდ მის ავტოგრაფი მინდა მეტი არაფერი, გთხოვთ მიმიშვით..
- სამწუხაროდ არ შემიძლია. ბატონი გეგა მიდის..
- მაშინ აი აქ დავჯდები და სანამ წიგნზე ხელს არ მომიწერს ვერავინ შეძლებს ჩემს აყენებას..
ჩვენს ალიაქოთზე მობრუნდა და სერი თვალები მომანათა... მერე სახეზე ღიმილი მოეფინა და ხელით მანიშნა მოდიო....
- რა ჯიუტი ხარ.
- ხო, დედა ამბობს მამას გავხარო..
- მამა რას ამბობს?
- არ ვიცი....
- გასაგებია... ნახე მე და შენ ორი საერთი გვაქვს, სერი თვალები და სიჯიუტე... მომეცი წიგნი , და მეტი ასე აღარ დაჯდე იატაკზე...
- თაია.თაია მქვია. რა ვქნა თქვენამდე არ მომიშვეს და...
- ახალგაზრდობა გამახსენე თაია... მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა... აი , ეს შენ, როცა წაიკითხავ წიგნს დამირეკე , შენი აზრი საინტერესო იქნება ჩემთვის ....
- მართლა? ამას მართლა ამბობთ?
- კარგი, დამშვიდდი, დამირეკე და მერე ვისაუბროთ, ახლა უნდა დაგტოვო...
ზურგი მაქცია და გასასველში გავიდა...მე კი ასე წიგნ ჩახუტებული ვიდექი და ვუყურებდი, მის ოდნავ ჭაღარა შერეულ თმებს და გულში სითბო მეღვრებოდა, მინდოდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებოდი. მინდოდა მაგრამ არ ვიცი რატომ...
***
კიბეებზე სირბილით ავედი და პირდაპირ ჩემს ოთახში საწოლზე მოვკალათდი და წიგნის წასაკითხად მოვემზადე...ის იყო რამოდენიმე ხაზს თვალი გადავავლე რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა , განათებულ ეკრანზე დიდი ასოებით ეწერა „დედააა“.
- ხო დე,, სახლში ვარ აი ხო ხედავ მალე მოვედი...
- ჩემი ჭკვიანი გოგო.. თაია, მისმინე დღეს ძალიან დამაგვიანდება. არ დამელოდო დაწექი და დაიძინე, თათბირი მაქვს ასე რომ შენ თავს შენ მიხედე დე...
- კარგი დედა. მიყვარხარ. დამირეკე ხოლმე მალე-მალე კარგი?
- კარგი.. ჭკვიანად მოიქეცი იცოდე...
შვებით ამოვისუნთე, ახლა უკვე ვეღარავინ დაარღვედა ჩემს იდილიას.. მთელი სამზარეულოშ მისაღებში გამოვზიდე და წიგნის წასაკითხად მოვემზადე.. არ ვიცოდი რა მაიძულებდა ამ წიგნის მიმართ ასეთი მიჯაჭვული ვყოფილიყავი, ასე მეგონა ეს კაცი ჩემს ცხოვრებას წერა.. ჩემს ტკივილზე და განცდაზე.. მერე ჩემს თავზე გამეღმა, მამაჩემის ხელა კაცზე რაებს ვფიქრობდი, თუმცა მისი თვალები ამას ღირდა...
თავი პირველი „მე“
ბავშობიდან რომ ერთი გატუტუცებული და თავზეხელარებული ბიჭი ვიყავი ეს ყველამ იცოდა .. აბა ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი და თანაც ბიჭი როგორ არ გამანებივრებდნენ, ხომ იცით საქართველოშ როგორც ხდება, ბიჭი მემკვიდრეა, ბიჭს ყველაფერი ერგება, ხოდა მეც შეფერებული მქონდა ყველა ეს ფრაზა, შეფერებული და არა გააზრებული, ყველა მცნობდა ცნობილი მამის შვილს, არავინ მიკრძალავდა კანონის დარღვევას და არც თავშეყრის ადგილებში ჩხუბისათვის ვისჯებოდი... ხოდა მეც ხომ მეტი არაფერი მინდოდა...
გოგონები რომ რიგებად დამდევდნენ და ბიჭები ჩემთან ძმაკაცობაზე იკლავდნენ თავს ეს ყველაზე კარგად ვიცოდი....კითხვაზე რატომ?- ორივე მხარეს ქონდა თავისი პასუხი.. გოგონებს მოსცონდათ ფულიანი და სიმპატიური ბიჭის გვერდით ქონდა, და ზუსტად იგივეს ამბობდნენ ბიჭებიც. მე ხომ მქონდა ფული, მქონდა უნარი და შესაძლებლობა გამეკეტებინა ყველაფერი და მუდამ მყოლოდა გვერდით საუკეთესო გოგო...
ვინ მოსთვლის რამდენ გოგოს ვატკინე გული და მერე გაცვეთილი ფეხსაცმელივით მოვისროლე უკან წარსული, ისე ვითომც ჩმს ცხოვრებაში არც კი ყოფილიყოს.... მაგრამ ეთი ძველი ანდაზა ხომ გაგიგონიათ „ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“- ხოდა ცხოვრება რომ საჩუქრებით მანებივრებდა ეს მხოლოდ მე ვიცოდი... ხანდახან უნდა აყვე ან ჩაყვე ცხოვრებას იმიტომ რომ მორევში არ ჩაგითრიოს და მერე არარაობად არ გაქციოს....
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო... ისე მიმატოვა ერთი არ უფიქრია ჩემზე, წავიდა და ჩემი ბედნირება გაიყოლა თან, იმ დღიდან მამასთან ურთიერთობა ვეღარ დავაწყე, მუდამ იმას ცდილობდა მისნაირი ვყოფილიყავი, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვიყავი,, ყველაფერს ვაკეთებდი მის ჯინაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ბატონ დიმიტრის გული სტკენოდა, ისე როგორც მე მტკიოდა ბავშობიდა.. ბავშობიდან მაჩვენებდა რომ არაფერს წარმოვადგენდი, არ ვიცი რატომ ცდილობდა სულ დავემცირებინე და ყველას თვალში არარაობა გამოვეყვანე, ხოდა მეც იგივეს ვაკეტებდი ახლა... ვაკეთებდი და მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ არ ვიცი რამდენი შეცდომა დავუშვი სანამ გავიზარდე.. თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა უკვე გაზრდილმა დავუშვი, შეცდომა რომელიც ვეღარაფერმა გამოასწორა, შეცდომა რომელმაც დამაკარგინა აზრი- ცხოვრების, სიცოცხლის სიყვარულის და ბედნიერების...
**
იმ წელს საშინელი სიცხეები იყო რომ იტყვიან თბილისი სიცხისაგან იწვებოდა, ასფალტს ბუღი ასდიოდა... გამოსავალი მაშინვე მოვნახე და თავი ბატუმს დავუკარი... ყველას მოგეხსენებათ ჩვენი მხარეების სილამაზე ხოდა მეც ასე ვწექი და ვტკბებოდი მზისა და მარილიანი წყლის შერწყმით.... გადავცწყვიტე ამ წელს მთელი ბათუმის გოგოები ჩემად მეგულა, რადგან უვკვე როგორც მამაჩემი ამბობდა „დიდი ბი“ ვხდებოდი და ცოტ მეტი ჯელტმენობა მჭირდებოდა...უნოვერსიტეტის ბოლო კურზე ვირიცხებოდი და ზუსტად ვიცოდი მერე ჩემთვის მძიმე და აუტანელი ცხოვრება არ დაეშურებოდა მამაჩემს... ძმაკაცებთან ერთად კლუბშ წავედი და კუთხეში მდგარ მაგიდასთან გავმარტოვდი.. აქედან უკეთ ჩანდა გოგონების „პრანჭვა-გრეხვა“.. ვუყურებდი და მეცინებოდა რომ ყველა მხოლოდ გამოჭერაზე იყო..ვინ უკეთეს ბიჭს გამოიჭერდა...
- ჰა გეგა. საშენო გოგო ვერ ნახე? შენ არ იძახდი თავზე უნდა დავიმხოთ ბათუმიო??
- მორჩი რა იკა, ახლა მაგისი თავი არ მაქვს, იმაზე ვფიქრობ აქედან ჩასულს მამაჩემი რა საჩუქარს დამახვედრებს ისეთს რომ გული გამისკდეს...
- კაი რა, მორჩი, საკმარისია, ჯერ აქ ხარ, გაერთე მერე სხვა დანარჩენზე იფიქრე ტო..
- მართალი ხარ, მაგრამ რაღაცა არ მომწონს აქ თავი ამტკივდა, შენ გაერთე ცოტა ხანი გარეთ გავალ მე, სანაპიროზე ვიჯდები რა....
- კაი როგორც გინდა, იცოდე არ დაიკარგო რა..და გვიან არ მოხვიდე მერე, თორე დამეძინებდა კარებს ვერ გავღებ..
- ცოლი ხარ თუ რა ხარ ტო..მომეშვი, დაიძინე , გასაღები მაქვს და დაგავიწყდა რომ ჩემს სახლში ვართ იკა... მხარზე ხელი დავკარი და კლუბიდან გავედი....
ამ 22 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო როცა კლუბიდან ჩემი სურვილით წამოვედი... ვიცოდი რომ მამაჩემი კარგს არაფერს შემომტავაზებდა და გული მტკიოდა, სულ მაინტერესებდა რატომ არ ვუყვარდი, ასე რატომ მამცირებდა, რატომ მიგდებდა აბუცად მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიჩუმეს ვიღებდი.. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გავუყევი ქვიან სანპიროს, არა რა ბავშობიდან მაინტერესებდა რატომ იყო ამდენი ქვა ჩვენს სანაპიროზე და არა სილა... ზღვის ტალღების ღრიანცელი მოგონებებს მიშლიდა დედაზე, ბავშობას მახსენებდა და უარესად მგვრიდა სევდას... პირდაპირ ქვებზე მოვკალათდი და გადავწექი, რა სასაიამოვნო იყო ეს გამეფებული სიჩუმე არავინ იცოდა ჩემს გარდა... თვალი მოვავლე გარემოს და მარტოდ მჯდომი გოგონა შევნიშნე რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა.. გული საშინლად მეტკინა, იქნება მასაც ჩემსავით აუხებდა და სტკიოდა რაღაც...მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი..
- გამარჯობა. ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე..
- გაგიმარჯოს ჩუმადვე მიპასუხა და ცრემლები მოიწმინდა...
- რატომ ტირიხარ? მოხდა რამე? უბრალოდ დავინახე რომ ტიროდი და იმიტომ მოვედი...
- არაფერი მომხდა , და ამიტომ ვტირივარ... ერთფეროვნების გამო...
- ერთი სადარდებელი გვქონია.. მე გეგა ვარ ..
- ნია. აქ მარტო რატომ ხარ გეგა? გამოჭერზე ხარ???
- რა პირდაპირი ხარ ნია. არა გამოჭერაზე ამჯერად ძმაკაცები გავუშვი, მარტო მინდოდა ყოფნა... შენ რატომ ხარ აქ მარტო, იქნე შენ ხარ გამოჭერაზე??
- იქნებ.. ღიმილით მითხრა და ასადგომად მოემზადა...სატუმრომდე მიმაცილებ? -მოულოდნელად მკითხა და თავი დახარა..
- რა თქმა უნდა, ისე დამაჯერებლად ვუპასუხე გეგონებოდათ პასუხის მგებელი ვიყავი მის უსაფრთხოებაზე.... რამდენი წლის ხარ ნია?- ისე სასხვათაშორისოდ ვკიტხე, სასტუმრომდე სანამ მივიდოდით რამეზე ხო უნდა მელაპარაკა..
- 22ის . შენ?
- მეც...
- მარტო ხარ აქ გეგა???
- არა ძმაკაცებთან ერთად. თუმცა უნდა ვაღიარო რომ მარტო წამოსვლა მერჩივნა.. მივხვდი რომ ძალიან დავირალე ამ ხმაურით და უაზრო სმით...
- კარგია რომ მიხვდი.... გეტყობა კარგი მამიკოს პატრონი ხარ.- ისე უეცრად მითხრა რომ ხასიათი გამიფუჭდა..
- რა იყო შუბლზე მაწერია? არ თქვა რომ შენც მამაჩემიდან გამომდინარე მიცანი...
- არა, სულად არა, არც კი ვიცი ვინაა მამაშენი, შენი ჩაცმულობით ვიმსჯელე უბრალოდ... ძვირიანი საათი, მობილური, სათვალე... ალბად ეს ერთი შეხედვით უბრალო მაისურიც კი საკმაო თანხა ღირდა..
- არ შეგისწორებ ასეა... ახლა ხვდები რა მღლის? აი ეს რომ ყველას ამიტომ უნდა ჩემტან მეგობრობა...
- მერე შენც უბრალოდ ჩაიცვი ..
- ხო? ასე ადვილი გგონია ბატონი დიმიტრისაგან თავის დაღწევა? სახლიდან გამოსვლამდე ჯერ უნდა დაგათვალიეროს როგორ გაცვია, რომ ვინმეს თვალში არ მოხვდე.... რას ვიზავთ ყველას ბედნიერება არ უწერია...
- მოვედით. ჩუმად მითხრა და გამიღიმა....
- ამ სასტუმროში ხარ? მაგარია... აი ნახე მე კიდე ამ სასტუმროს გვერდით ვარ სახლში, შემოგთავაზებდი ჩემთან გადმოდი თქო მაგრამ ჩემი ძმაკაცების ამბავი რომ ვიცი...
- მადლობა გეგა..გეგა.მოულოდნელად დამიძახა და ჩემსკენ წამოვიდა... ნომერს მომცემ? მაინც რავიცი...
- რა თქმა უნდა ნია...ლოყაზე ვაკოცე და ვუყურებდი როგორ ადიოდა სასტუმროს კიბეებზე... (1)
**
ნაწილი მეორე.... „ნია“

სახლში მისულმა ყველაფერზე დავიწყე ფიქრი, თბილისში დაბრუნების შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა, რას ვეტყოდი მამაჩემს და ასე შემდეგ.. ფიქრიც კი არ მაცადა და შუა აზროვნების დროს დამირეკა..
- უსაქმურო რას აკეთებ? ისეთი ტონით მითხრა ხასიათი ბოლომდე გამიფუჭდა..
- ვერთობი მამა. გაგულისებულმა ვუპასუხე და მაქსიმალურად მეცადე სიმშვიდის შენარჩუნება...
- ხო კარგად გაერთე, ეს ამ წელში ბოლო გართობა იქნება შენთვის , მორჩა უსაქმურობის დრო, კაცად უნდა იქცე გეგა კაცად....- მაქსიმალურად ხმამაღლა ჩამძახოდა მამაჩემი და მე კიდევ განერვიულებული დავდიოდი ოთახში..
- გასაგებია მამა მშვიდად ვუთხარი და ტელეფონი დივანზე მოვისროლე. ეს კაცი ოდესმე თუ დამაფასებს, ოდესმე თუ მომეშვება და დამასვენებს.....ბოლო ხმაზე ვიყვირე და აივანზე გავვარდი..
**
დილით გაოცებული დამყურებდა თავზე ირაკლი.. თვალები გავახილე თუ არა შევკრთი...
- რაააა?- გაბრაზებულმა ვუყვირე და წამოვდექი..
- რა გაყვირებს ტო.. აქ რა პონტში გძინავს??
- მომეშვი, მძინავს რა.. რა გინდა იკა? მამაჩემმა ამშალა წუხელ, ამ კაცს ვერაფერი დავანახე და მოვაწონე...დავიღალე რა...
- კაი . რა ბუზღუნა ცოლივით ლაპარაკობ ტო. დღეს ხო არ გაიცანი მამაშენი 22 წელია ასე იქცევა რა...
- ხოდა დავიღალე იკა .... არ ვიცი რის მიღწევას ცდილობს რა... გუშინ როგორ გაერთე?? რა ხდებოდა?
- აუუ მაგრად ტო, რატო წახვედი რა. მაგარი გოგოები ავყარე....შენ რა იმის მერე სახლში ხარ??
- არა, შენ წარმოიდგინე და სანაპიროზე გოგო გავიცანი მაგარი ვიღაცაა.ულამაზესი....
- მოიცა შენ რა შეგიყვარდა??? არ გამაცინო გეგა, რა დროს სიყვარულია უნდა გავერთოთ დაიმახსოვრე...
- ვინ გითხრა რომ შემიყვარდა ? გავერთობი და ეგაა.. კარგი გოგო ჩანს.. ისე მეცოდება კი გული რო ვატკინო...
- დაიკიდე რა, როდის აქედან გახდი ასეთი გულჩვილი?? გერთე და მერე ვსიო....გინდა დავნიძლავდეთ რომ ამ გოგოს ვერ დაკერავ?
- ცდები დავნიძლავდეთ, ეს გოგო დღეს ჩემი იქნება...მართალი ხარ, ყველა ქალი ერთნაირია, მაშინვე ის მითხრა გეტყობა ფულიანი მამიკოს შვილი ხარო... ეტყობა ეგეც გამოჭერაზე იყო რა... ხოდა შანს ხელიდან არ ვუშვებ....
- ასე რა, ჩემი ძმა დაუბრუნდა ცხოვრებას რა..... დღეს საღამოს გავდივართ? ჩვენები ჩამოდიან და მოვენ...
- ბაზარი არაა. გავიდეთ...

**
საღამოს დათქმულებივით გავედით ერთად მე და ირაკლი, მინდოდა ნიასთვის დამერეკა მაგრამ გამახსენდა რომ ნომერი მან გამომართვა, ამიტომ ბედის იმედად ვიყავი, თავშეყრის ადგილები ბათუმში სანაპირო ზოლი, რამოდენიმე კაფე და ბარი იყო, რომ მომენდომებინა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა მისი მონახვა, გამახსენდა რომ ირაკლისთან სანაძლეო მქონდა დადებული და რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს გოგო ჩემი უნდა გამხდარიყო...
ნაცნობ ბარში ნაცნობ მაგიდასთან დავჯექი..თავში მხოლოდ ჩემს მომავალზე მომდიოდაფიქრები. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, იმდენად ვიყავი ამ აზრებით გართული რომ გართობასაც კი ვერ ვახერხებდი.. თბილი ხელები ვიგრძენი მხარზე და ალმაცერად ავიხედე ზემოთ, მომენტალურად მოედო ჩემს სახეს ღიმილი...
- გეგა. ჩუმად დამიძახა და გვერდით მომიჯდა... შენც აქ ყოფილხარ..
- ხო, ახლა მოვედი... არ მეგონა აქ თუ გნახავდი.. მინდოდა შენთან დარეკვა მაგრამ გვიან გამახსენდა რომ ნომერი არ ვიცოდი...
- მართალი ხარ... ნომერი არ იცოდი.... წუხელ მადლობა ვერც კი გადაგიხადე რომ სასტუმრომდე მიმაცილე.. რატომ ხდება რომ ხანდახან უცხო ადამიანი ახლობელი გგონია და შენთვის საყვარელი ადამიანი უცხო ხდება...
- გულიანად გამეცინა და მხაზე ხელი მოვხვიე.. აი მაგას ვიკვლევ მეც 22 წელია და ჯერ არ ვიცი პასუხი ნია..
- საოცარი ადამიანი ხარ... მართლა.. ხალისიანი და ამავე დროს სევდიანი...
- ოო, მე და სევდა არ ვმეგობრობთ ხოლმე.. ხო აი სიხალისეზე უარს არ ვიტყვი... საუბრის დამტარება არც ი მაცადა ირაკლიმ ისე ჩამეჩარა პირში და გვერდით მომიჯდა..
- ესაა შენი ღამის კონკია?- ირონიით მითხრა და თვალი ჩამიკრა, ისა და რა ლამაზია კონკია გიპოვია...
- იკა მორჩი.. ზედმეტი მოგდის...
- კაი ხო, ჩუმად ვარ.. შენთვის დამითმია ეს გოგო, ჩემებიც მეყოფა...
- მოთმინების ფიალა მევსებოდა თანდათან, მართალია გოგოების გამოცვლაში ბადალი არ მყავდა მაგრამ მათი ასე დამცირება ჩემს გეგმებში არ შედიოდა... გინდა წავიდეთ?- მოულოდნელად ვკითხე ნიას და ხელი გავუწოდე... თავისი ნაზი და სათუთი თითები ჩემს ხელებში მოაქცია და წამოდგა.. ამასობაში დრო ვიხელთე წელზე ნახად შემოვხვიე ხელი და გასასვლელისანე გავიყვანე.... სანაპიროზე ვსეირნობდით... უეაცრად მოვკიდე ხელზე ხელი, შეკრთა და გაკვირვებულმა შემომხედა... ვიცოდი რომ ახლა ზუსტად დრო იყო, იმ სიტყვების რასაც ის ყველაზე მეტად ელოდა...წეხელ მთელი ღამე ვფიქრობდი შენს შავ თმებზე და ზღვისფერ თვალებზე, დამიჯერე ასეთი რამე არასოდეს განმიცდია..
- რაზე ლაპარაკობ გეგა?- აღელვებულმა ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და ხელის გაშვება სცადა..მაგრამ მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. მეორე ხელი წელზე შემოვხვიე და გულზე მივიკარი....
- ასე უცებ როგორ შემაყვარე თავი ნია? არ ვიცი რა ხდება , გრძნობებს ვერ ვერევი..მიყვარხარ- ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და მის გულის ძგერას დავაკვირდი,, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და როგორ აუდუღდა სისხლი.... მერე სევდიანი თვალებით შემომხედა და გამიღიმა...
- გიყვარვარ? ასე უცებ? ერთ საათში მოახერხე ჩემი შეყვარება ბატონო გეგა?
- რა ვქნა , თუ გინდა დამცინე მაგრამ მართლა მიყვარხარ. გეფიცები ასე ძალიან არასოდეს არავინ მყვარებია,, მინდა მაგრად შემოგხვიო ხელები და აღარ გაგიშვა ,გთხოვ არ წახვიდე.. დღეს დაიძინებ ჩემს გვერდით..
- ვერ გავიგე? შენთან დაწოლას ასე პირდაპირ მთავაზობ?
- დაწოლას არა უბრალოდ დაძინებას.. ჩემს გვერდით დაძინებას ნიაკო...გთხოვ არ მითხრა უარი...
- კარგი- გაოცებულმა მიპასუხა და თავი მხარზე დამადო....
უკვე ვიცოდი რომ ეს გოგო ჩემი იყო, მეტი არაფრის გაკეთებდა არ მჭირდებოდა, მხოლოდ ერთი შეხება მინდოდა, მხოლოდ ერთი თბილი სიტყვა და ნია მაშინვე ჩემს მკლავებშ აღმოჩნდებოდა, საჭირო ადგილას საჭირო დროს გავჩნდი ...მაგრად შემოვხვიე ხელები თითქოს გულის სიღრმეში მეშინოდა კიდეც რომ გამექცეოდა და ხახამშრალს დამტოვებდა..
მერე კიდე დიდხანს ვსეირნობდით სანაპიროზე. ბოლოზ ძალაგამოცლილი დავჯექი ქვებზე და ნიაც გვერდით მომიჯდა..
- შენს მშობლებთან პრობლემები გაქვს?- იმდენად მოულოდნელი იყო ეს კიტხვა რომ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე..
- დედა არ მყავს. მამასთან ცოტა რთული ურთიერთობა მაქვს..
- ერთად ცხოვრობთ?? ნეტა მეც მყავდეს მამა... ჯერ კიდევ მაშინ მიგვატოვა როცა დაბადებული არ ვიყავი, იმის მერე ვინ მოსთვლის რამდენი კაცი ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში და ყველა ვითომდა მამობას მიწევდა..
- საბედნიეროდ ჯერ მამაჩემს არავინ მოუყვანია, არ მინდა ამაზე ფიქრი, ამის წარმოდგენაც არ მინდა.. სხვა ქალს ვერ ავიტან დედაჩემის ადგილას... დედაჩემის გარდაცვალება ყველაზე დიდი ტკივილი იყო ჩემთვის..
- მჯერა.. შენ კარგი ადამიანი ხარ გეგა... მითხრა და თავი მხარზე დამადო...
- არც ისეთი კარგი შენ რომ გგონივარ, იქნებ უამრავ ადამიანს ვატკინე გული??
- მერე რა შეცდომებს ყველა უშვებს...
- მე არავის ვენდობი ნია, საკუთარ თავსაც კი... მითუმეტეს სხვებს..
- რატომ?
- იმიტომ რომ ადამიანზე უნდო არაფერია არ ქვეყნად, მოგონებები, იმედები ეს ყველაფერი სანდოა რეალურია, ადამიანები კი... არ მინდა ხელახლა მეტკინოს, ამიტომ მოდი ასე ვთქვათ თავს ვიზღვევ..არც შენ ენდო არავის..
- არც შენ ?
- არც მე..რა იცი რა ადამიანი ვარ როგორი ვარ...
- ვიცი რომ კარგი ხარ.
- ნია არ გინდა.. წამოდი წავიდეთ...ყავაზე დაგპატიჟებ, მერე რ გემრიელ ყავას ვამზადებ იცი?- ღიმილით ვუთხარი და ხელი ჩვკიდე, ცხოვრებაშ არ მომიმზადებია ყავა ახლა ვცდი და ვიცი რომ მოგეწონება..
- რა თქმა უნდა....
**
იმ ღამეს მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც მერე დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად იქცა, ის ღამე ერთად ერთ საწოლში გავატარეთ, ყველაფერი შეიცვალა, მისი კანი ჩემს შიშველ მკლავებს ეხებოდა და ჭკუიდან გადავყავდი.. მისი შავი თმები გველებივით ეყარა ბალიშზე და სულს მიფორიაქებდა... დილით მისი სურნელით გარუებულს გამომეღვიძა..სასწრაფოდ ჩავიცვი ტანზე და აივანზე გავედი.. იკას დივანზე მისარებში ეძინა გართხმულს... სასწრაფოდ შემოვბრუნდი უკან შევაღვიძე და გავაფრთხილე რომ ნიას დანახვაზე არაფერი ეთქვა..
- იკუშ ადე რა... ადე-თქო, გაიღვიძე, ფუუუ რა სუნი აგდის ტოო, რა დალიე ასეთი....
- მომეშვი ვააა.
- ადექი ადამინო საქმე მაქვს, ნიას აქ სძინავს. ნუ მიყურებ ასე, აქ სძინავს და იცოდე არაფერი თქვა..
- მოიცა ეეე, რა გამოდის შენი გაინაღდე??ასე უცებ როგორ ჩაიწვინე ლოგინში გეგა ეგ ანგელოზივით გოგო...
- მოკეტე გაიგე?? არ გაიგოს თორემ მოგკლავ, ესეიგი რა გამოდის ამის მერე კიდე შეგეპარება ეჭვი ჩემს სიძიერეში ? ჰაა , აღიარე რო მაგარი ვარ...
- ვაღიარებ, ოღონდ ეხლა დამაძინე რა, გადი აქედან, სამზარეულოში გაიყვანე ეგ შენი ნია, ან უკან საწოლში შეაბრუნე... ჩვენი ხმაურიანი საუბარი კარების გაჯახუნების ხმამ გაგვაწყვეტინა , მე და იკამ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს სწრაფი ნაბიჯით წავედი საძინებელში საციელმა საწოლმა მიმანიშნა რომ ნია წასულიყო...
- წავიდა??- ბოლო ხმაზე მიყვირა იკამ და ჩემს პასუხს დაელოდა , ბიჭოო წავიდა თქო??
- ხო. კმაყოფილი ხარ? წავიდა... შენი უაზრო ლაპარაკი თუ გაიგო მოგკლავ გეფიცები იკა...
- წადი გაეკიდე , წადი დაიჭირე შენი ანგელოზი...
- თუ ძმა ხარ რა, აქეთ გამომეკიდოს კიდე... ჩემი გავინაღდე ახლა რაც უნდა ის უქნია... მაგისნაირს მილიონს მოვნახავ, თანაც ხვალ დილით თბილისში ვბრუნდები მამჩემმა დამირეკა- ჩემდა გასაკვირად ვიცრუე და სამზარეულოში შევედი...
**
გარეთ გამოვედი და ქუჩის კუთხეშ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.. ვინმეს რომ ეკითხა რას ვგრძნობდი ახლა ნეტა რას ვუპასუხებდი, საერთოდ არაფერს.. არაფერს ვგრძნობდი, სულშ სრული სიცარიელე მქონდა.. რა გავაკეთე? - არც ამაზე ვფიქრობდი, გავაეთე ის რაც მინდოდა, ის რაც არაერთხელ გამიკეთებია, მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ ნიასგან განსხვავებით იმ დანარჩენებისათვის არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი... მისთვის კი პირველი ვიყავი, პირველი და მეც ასე უგულოდ და არაკაცურად მოვიქეცი. თავის მართლება და დანაშაულის აღიარება ჩემს გეგმებში არასოდეს შედიოდა, გამოსავალი თბილისში დამალვა იყო...
სახლისაკენ წავედი რომ გზაზე გადამიდგა და სახეში მაგრად გამარტყა.. მომენტალურად დამიბნელდა თვალებში..
- ეს იმისთვის რომ ნაგავი ხარ, იმისთვის რომ გენდე, რომ შენს სიტყვას არ დავუჯერე, იმისთვის რომ ადმიანების მიმართ ნდობა დამაკარგინე...
- ნია მისმინე აგიხსი...- ტყუილად ვცდილობდი მის დამშვიდებას..
- სანაძლეო მოიგე, მეტი რა გინდა. მიმიფურთხებია შენნაირი კაცებისათვის...
- ზედმეტი არ მოგივდეს გაიგე?? კარგად აღნიშნე რომ კაცი ვარ, ხოდა ნუ გამომყვებოდი და ნუ ჩამიწვებოდი ლოგინში გოგო... მივხვდი რომ ჩემი სიტყვები გულზე მოხვდა.. ხმის ამოუღებლად მაქცია ზურგი და წავიდა....(2)
-

ნაწილი მესამე „ მოურჩენელი ჭრილობები“
სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში, როგორც ყოველთვის მამაჩემი სახლში არ დამხვდა, მაშინვე გეზი მისი სამსახურისაკენ ავიღე, ჰოლში მჯდარ მდივანს გავუღიმე და თვალებით მანიშნა მანაც მამაშენი შიგნით არის შედიო... კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შევაღე...
- ოხ, უსაქმური მოსულა? მისმა პირველივე სიტყვებმა მომიწამლა ხასიათი..თავი დასჯილი ბავშვივით დავხარე და მის წინ მდგარ სავარძელში ჩავჯექი..
- ასე რატომ მექცევი? ხო ხედავ იმაზე ადრე ჩამოვედი ვიდრე გეგონა, მზად ვარ შენი დაკისრებული სამსახური შევასრულო მამა, ოღონდ ერთხელ მაინც დაინახე რომ მეც რაღაცას ვაკეტებ...
- ბევრს ნუ ლაპარაკობ ბიჭო, არაფერს აკეთებ, უსაქმურობის გარდა, მარტო ძმაკაცებთან თამაში და გართობა გახსოვს...
- კარგი საკმარისია მზად ვარ ყველაფერი შევასრულო-თქო... მოვედი აქ ვარ შენს წინ ვზივარ...
- კარი მორჩი წუწუნს, რა ქალიშვილი გოგოსავით წუწუნებ ჰა?? შენთვის უკვე მონახე სამსახური, ჩემს თაანაშემწედ იმუშავებ ხვალიდან...
- გინდა რომ შენი მონა ვიყო? ეს უკვე მეტისმეტია მამა.. ელვის სისწრაფით გაჩნდა მამაჩემი ჩემს წინ და პერანგის საყელოში ხელი მტაცა.. შენ რა გგონია მე პირდაპირ მივაღწიე წარმატებას?? იცი რამდენი ტკივილი ვნახე ცხოვრებაში?? ჩემი მონაც იქნები თუ დამჭირდება და უარესიც გასაგებია? ასე გასწავლი ჭკუას.. ყოველ დღე ივლი სასწავლებელში მერე იქიდან აქ მოხვალ და დარჩენილ საქმეს გააკეთებ, შენ კარგი სიტყვა ვერ გაიგე იქნებ ასე მაინც დადგე ნამდვილი კაცი....შენი ბრაძიაგა ძმაკაცი სადააა?
- ბათუმში დარჩა.. მარტო წამოვედი..
- კარგად მოქცეულხარ..გასაკვირია რომ ასე მალე მოგყინდა იქ ყოფნა, რა იყო „ნაშები ვერ აყარეთ?- ახლა ხო ასეთი ტერმინებია მოდაში...
- მამა მორჩ რა.. უბრალოდ იქ აღარ მინდოდა, თანაც რამოდენიმე დღეშ უკვე სწავლა იწყება და მინდოდა მანამდე ეს საქმე მოგვეგვარებინა მე და შენ...მთელი ძალით დამკრა მამაჩემმა ზურგზე ხელი და ასე მეგონა ყველაფერი ჩამინგრია, ჩემგან განსხვავებით კარგი ძალ-ღონის პატრონი იყო.. კარებისაკენ მიმავალს გავხედე და გულშ მაინც ჩავეღვარა სითბო.. მიუხედავად ამ ტკივილისა მაინც მიყვარდა...
- ხო მართლა კართან გაჩერდა და მოუხედავად მომაძახა, ერთი ქალი გავიცანი ამ დღეებში გაგაცნობ, როგორც ვხედავ გულში ჩამივარდა...
მინდოდა მეთქვა მისთვის წარმოუდგენელია-თქო მაგრამ სიტყვები ერთმანეთს ვერ გადავაბი, თავს უსუსურ ადამიანად ვგრძნობდი...წამომდგარი ისევ სავარძელში ჩავჯექი და დაველოდე როდის გავიდოდა მამაჩემი კაბინეტიდან..დედაჩემის მერე სხვა ქალი ჩემს სახლში ვერ წარმომედგინა ვერაფრით... ამას ფიქრებშიც კი ვერ ვუშვებდი.ვინ იყო, რა უნდოდა, რა გეგმები ქონდა ყველაფერი უნდა გამერკვია, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს ქალი მამაჩემის გვერდიდან უნდა ჩამომეშორებინდა..

**
დღეები ერთმანეთს იმდენად უაზროდ მყვებოდნენ რომ თითქოს დაღამებას და გატენებას ვერც კი ვამჩნევდი, აივანზე იჯექი და ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების რთულ მომენტებზე, ხანდახან მეცინებოდა კიდეც ბებერი კაცივით ვიჯექი და ვწუწუნებდი, სხვა გზა არ მქონდა, ბოლო გამოსავალი მაინც ეს იყო, ან მამაჩემთან ცხოვრება უნდა ამეტანა და ვყოფილიყავი მილიონერის შვილი, კარგი მანქანით , მდიდრული ტანსაცვლით და არ მომეკლო ფუფუნება ან არადა უნდა წავსულიყავი მისგან .... ჯერ-ჯერობით მისგან წასვლას ისევ მასთან კამათი მერჩია, ჯერ ასე მაწყობდა, ჩემს გეგმებში მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი იყო, დამენახებინა რომ მეც შემიძლია შევქმნა რაღაცა....
უიმედოდ და უფერულად გათენდა შემდეგი დილაც, არა უფრო სწორად იკას ზარმა გამომაღვიძა,
- არ მოდიხარ უნივერსიტეტში??
- ჰა? მოულოდნელად დავაჭყიტე თვალები, ფუ ამისი სულ დამავიწყდ, მოვდივარ, მამაცემის ჩხუბის თავი არ მაქვს..
- გამომიარე რა, ჩემი მანქანა ვერაა ხოდზე...
- კარგი ნახევარ საათში მანდ ვარ..

**
როგორც ყოვლთვის არც ახლა გაუჩუმებია ენა ირაკლის...მილიონ კითხვას მისვავდა, რატომ წამოვედი, რა მითხრა მამაჩემმა და ასე შემდეგ..
- გეგუშ, ის გოგო სად გაქრა?
- ვინ გოგო ?
- ის ლურჯთვალება ტო.. ნია .. სად გაქრა ასე უცებ. ეე შენი გაინაღდე და მიატოვე სხვებივით??
- ასე გამოდის.. უგუნებოდ ვუპასუხე და გზას გავხედე...
უნივერსიტეტი სავსე იყო, მათი ხმაური თავს მატკიებდა, აუდიტორიაში შევედი და მოწინავე სტუდენტივით დაველოდე ლექტორის შემოსვლას, თანდათან ივსებოდა აუდიტორია, ყაყანმა დერეფნიდან ოთახში გადმოინაცვლა და მოთიმების ფიალა მევსებოდა რომ ლექტორი შემოვიდა და ომახიანად მოგვესალმა...
- მას ასე, ბიჭებს გაგახარებთ და გოგონებს შეგშურდებათ , ჩვენთან ახალი სტუდენტია.... თავი არც ამიწევია, მისი დანახვის სურვილიც არ მქონდა, „ბიჭებს გაგახრებთ’- ჩუმად გავიმეორე მისი სიტყვები და გულში გამეცინა... თქვენი ახალი ჯგუფელი იქნება დღეიდან ნია ავაზაშვილი... მომენტალურად შევკრთი და გაფართოვებული თვალებით გავიხედე კარებისაკენ.. ფეხზე გიჟივით წამოვხტი , მაშინვე მომკრა თვალი და ჩემს გაოცებულ მზერას მისი გაოგნებული თვალები დაეტაკა...
- ამას აქ რა უნდა ტო? - გაცოფებული მივუბრუნდი იკას და კბილებში გამოვცარი..
- მე რა ვიციეე. ახალი სტუდენტიო და...
- ნია, დაიკავე თავისუფალი ადგილი... გაგიმართლა უნოვერსიტეტის სიამაყის გვერდით გიწევს დაჯდომა, ბატონო გეგა რატომ აიღმრთეთ ასე ფეხზე? ნუთუ ამდენად მოგხიბლათ ნიას სილამაზემ რომ დაჯდომა დაგავიწყდათ..
- როგორ გეკადრებათ ბატონო კოტე... ქლის სილამაზე წარმავალი მისი მხოლოდ წამიერად უნდა მოიხიბლო, დაბოღმილი ქალივით მწარე პასუხი გავეცი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი,, ნელი ნაბიჯით წამოვიდა ნია ჩემსკენ და ჩანთა მაგიდაზე ფრთხილად დადო... მთელი ლექცია ისე გაილია არც კი შემოუხედავს ჩემთვის...
ლექცია დამტავრდა თუ არა, წამომდგარს ხელი ვტაცე მკლავში და სკამზე დავსვი..
- აქ რატომ გადმოხვედი?
- არ ვიცოდი აქ თუ წსავლობდი თორემ დამჯერე არ მოვიდოდი, შენს სანახავად არ მოვსულვარ...
- რისთვის მოხვედი გოგო?
- უნდა ვისწავლო.. ასე გამოვიდა. - ისეთი ტონით მელაპარაკებოდა ჯიბრზე სურვილი გამიჩნდა ყელში წამეჭირა ხელები და ადგილზე გამეგუდა..
- უნდა ისწავლო არა? გასწავლი მე შენ კარგად ჭკუას, იცოდე არ გაბედო წინ გადადგომა თორემ გაგანადგურებ...
- ნუ მაცინებ გეგა... ომს თუ მიცხადებ იცოდე ამ ომში მე მოწინავე პლანზე ვარ.. ახლა მაპატიე უნდა წავიდე შეყვარებული მელოდება.
- ვინ შეყვარებული??
- ჩემი შეყვარებული, ხელი გამიშვი- ხელი ამიქნია და ქუსლების კაკუნით გავიდა აუდიტორიიდან...
**
- თაია? სახლშ ხარ?- დედაჩემის კივილმა გააყრუა გარემო..
- დედა რატომ ყვირიხარ, ვერ მხედავ აქ რომ ვზივარ? აბა სად ვიქნები ? ვმეცადინეობ- უმალ ვიცრუე და წიგნი რვეულების ქვეშ ამოვდე..
- რას მეცადინეობ?
- ინგლისურს, რა მოხდა? როგორ ჩაიარა თათბირმა? რა ხდებოდა?
- როგორც ყოველთვის.. თაია შენთან სერიოზულად მინდა დალაპააკება და გაგება... იქ ჩემთან სამსახურში არის ერთი მამაკაცი.. მოკლედ არ ვიცი როგორ აგიხსნა.
- უყვარხარ?? შენ რას გრძნობ- ისე მოჭრით ვუთხარი რომ დედაჩემი დაიბნა და გვერდით მომიჯდა, მერე ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და ცრემლით აევსო თვალები..
- კარგად იცი რომ მამაშენის მეტი ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი არ ყოფილა, იქაც შეცდომა დავუშვი და ახლა ასე ვართ, არ ვიცი სადაა, ვისტანაა, რას აკეტებს , რც მინდა ვიცოდე, არ მინდა მასზე ფიქრებით ტყუილი იმედები შევუქმნა ჩემს თავს შვილო, გამიგე.. უბრალოდ მამაკაცი მირდება გვერდით ვინც მაგრძნობინებს რომ ქალი ვარ , სასურველი ქალი...
- კარგი.. შენ თუ ეს ბედნიერს გაგხდის კარგი, მაგრამ იცოდე ჩემგან არ ელოდო ბევრს დედა.. მე ის ადამიანი არ შემიყვარდება.. მე მასთან კარგ ურთიერთობას ვერ დავამყარებ, ჩვენს სახლშ სხვა კაცს ვერ ავიტან..
- გასაგებია. მადლობა რომ ეს გამიგე და გვერდით ხარ... იმეცადინე ახლა- ჩუმად მითხრა თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა...
სადღა მქონდა მეცადინეობის სურვილი და ხალისი, წიგნის კითხვასაც კი ვერ დავუდე გული, დივანზე დაყრილ რვეულებს ხელი დავავლე და საძინებელში გავიქეცი..წიგნები საწოლზე მოვისროლე და გადავწექი, როგორ მეთქვა დედაჩემისთის რომ ვიცოდი მამაჩემი ვინც იყო, როგორ მეთქვა რომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, ვიცოდი რომ გაეგო შვილი ყავდა სხვანაირი იქნებოდა...ჩანიშნულ ადგილას გადავფურცლე და ისევ გეგას და ნიას ცხოვრებაშ გადავდგი ერთი დიდი ნაბიჯი...
**
დერეფანში გაავებული გავარდა ნია, კარები ისე მაგრად გაიჯახუნა ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს.. სისხლი ყელშ მაწვებოდა, ისე მინდოდა გავკიდებოდი და შუაზე გამეხია ეს გოგო, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ სიტყვის ამორებაც არ სჭირდებოდა ისე მოქმედებდა ჩემს ნერვებზე.. იკა მაშინვე შემობრუნდა და შინ ამესვეტა..
- რა ხდება ეეე? გარეთ გიჟივით გამოვარდა და მიწასთან გაგასწორა, ეს გოგო ავადმყოფია ტო? ეტყობა ტავისი წილი კარგად ვერ მიიღო..
- არა, საქმეც მაგაშია თავისი წილი რომ მიიღო მაგას ვერ იტანს... ჯერ კარგად არ მიცნობს.ომს მიცხადებს იკუშ, ეს გოგო ომს მიცხდებს, ამას გონია რომ რამე გამოუვა?? ამას გონია და ეს პირველია ვინც ასე მივაგდე ? ურესს გავუკეთებ..
- იცოდე, შენსავე მახეში არ გაება, და დასაცინი არ გახდე მერე გეგა...
- მორჩი ფილოსოფოსობას რაა..
- საღამოს კლუბში ვიკრიბებით ყველანი, ცხრაზე გამომიარე რა.. გეგა გაიგე? რაზე ფიქრობს შენი ტვინი საინტერესოა ისე.. გამომიარე და ჩვენებურად დავიმხოთ თავზე კლუბი, ტატაც იქნება, მკითხა გეგა ხო წამვაო, შეეშვი მაგ გოგოს და დატბი ტატათი რა..
- მართალი ხარ, წავიდეთ, ფეხებზე ეგ გოგო ძმაო. ავადმყოფია გადამეკიდა რა...
**
ჩემი ცხოვრება ბავშობიდანვე ერთი დიდი მოულოდნელობა იყო, მაშინ ხდებოდა ყველაფერი ცუდი როცა კარგს ველოდი... მახსოვს მაშინ სკოლას ვამტავრებდი როცა გავიგე რომ დედაჩემს უკურნებელი სენი სჭირდა, გაგეცინებათ და რარა დროს უკურნებელი სენია ოცდამეერთე საუკუნეშიო იყვით მაგრამ, მეც მაშინ გავიგე რომ ზოგიერთ დაავადებას საუკუნეც კი ვერ ერევა..მაშინ მივხვდი რომ ძალიან მალე მარტო დავრჩებოდი ამ ცივ და უკაცრიელ ქვეყანაში და რომ დედაჩემის გარეშე ვეღარ ვიქნებოდი ის ძველი გეგა...
მერე ერთ დილით სკოლიდან მოსულს ტირილს ხმა შემომესმა სირბილით ავედი კიბეებზე და დავინახე ის რაც ჩემი თვალებიდან არასოდეს წიშლება, დედაჩემი ძირს ეგო და მთლიან სხეულზე თეთრი მატერია ეხურა, მის წინ მუხლებზე დავვარდი და გულშ ჩავიკარი გაყინული და უსულოდ მყოფი სხეული.... სხეული რომელმაც ჩემში ჯერ კიდევ დატოვა კვალი სიცივისა, ჯერ რომ ვერავინ მოალღო იმ სხეულს დავათრებ უკვე 22 წელია... მაშინ გავბოროტდი ალბად, არადა გულის სიღრმეში სულ სხვა რაღაცეებზე ვოცნებობდი, სულ სხვა გეგმები მქონდა, ჩემი ცხოვრება სხვა ფერებში მქონდა წარმოდგენილი, ამ ფაქტმა მთლიანად გამანადგურა და დამანგრია..
მას მერე საფლავზე არ ავსულვარ.. გაბრაზებულები იკითხვთ- თუ ასე გიყვარდა დედა რატომ არ ახვედიო? ვერ გავბედე... დრემდე ვერ ვბედავ მივიდე და ვუთხრა რომ ყველაზე ცუდი შვილი ვარ, რომ ამდენი წელი მასთან ვერ მივედი, რომ ჩემი სანთლის ანტებით და ლოცვით გზა ვერ გავუნათე.. მხოლოდ ღამის ცრემლები გადაყოლე თან... ღამის მივეპარე თეთრ სუდარაშ ჩასვენებულს და მაშნ გავუმხილე როგორ ძალიან მიყვარდა, როგორ მჭირდებოდა, მაშინ ვეჩხუბე რომ წავიდა და დამტოვა მამაჩემთან, რატომ არ შევეცოდე, რატომ არ შევებრალე....
სარკეში ჩემს ტავს შევხედე და გამეღიმა, იდეალური თუკი არსებობდა მამაკაცი შეიძლებოდა მეამაყა რომ ამისათვის ყველაფერი მქონდა... პერანგის ღილები შევისწორე, თითზე მანქანის გასაღები დავიტრიალე და სახლიდან გავედი....
კლუბი სავსე იყო , მთელ უნივერსიტეტს მოეყარა თავი, როგორც მჩვევია ახლაც დავაგვიანე... შევედი თუ არა ტატა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა და მაგრად მაკოცა ტუჩებში..
- ჩემი ლამაზი ბიჭი, როგორ მომენატრე იცი?
- მეც-ჩემდა უნებურდ ვუთხარი და ჩემივე სიტყვების მე თვითონ გამიკვირდა...
- ის სწერვა გოგოც აქაა იცი? ვინ დაპატიჟა ნეტავ?
- რაში გადარდებს ჩემო ფისუნიავ?- მთელი ალერსი ცავდე ამ ბოლო სიტყვებშ და შევნიშნე კედელს მიყუდებული მოკლე შავ კაბაში გამოწყობილი როგორი გამჭოლი მზერით მიყურებდა.. ორივე ხელი მაგრად შემოვხვიე ტატას და ტუჩებში ვაკოცე...
- მართლა მოგნატრებივარ როგორც ჩანს...- ღიმილით მითხრა და ისიც ჩამეხუტა. წამოდი დავლიოთ რამე..
ნიას ჯინაზე მისი მაგიდის გვერდით დავჯექი, ყოველ ხუთ წუთში ვკოცნიდი და ვეხუტებოდი ტატას, თან ალმაცერად ვაყოლებდი მზერას მის თეთრ ფეხებს.. ტატასთან ალერსში და თამაშში ისე გავერთე ვერც კი დავინახე სად გაუჩინარდა ჩემს გვერდით მდგარი ნია... სკამიდან სწრაფად წამოვდექი და მის მოსაძებნად გავედი.. კიბეებიდან ხმაური შემომესმა , სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისაენ, მტელი ძალით ეჯაჯგურებოდა ნიას ვიღაც ტიპი და კარებისაკენ მიათრევდა,, ვერ აგიგწერთ რა ცვლილება მოხდა მაშინ ჩემში.. სხეულშ რაღაც უხილავმა ძალამ დამიარა, მათკენ წავედი, ნიას მკლავში ხელი ვტაცე და კედლისაკენ მოვისროლე... მთელი ძალით გავარტყი სახეში მუშტი და კიბეებზე დავარდა..
- იცოდე არ შეეხო მეტად თორემ ხელებს დაგალეწავ ნაბ***რო, ბოლო ხმაზე ვუღრიალე და ზურგი ვაქციე... ცხივირდან სისხლი მოსდიოდა, ტუჩიც გახეტქვოდა, ტირილისაგან თვალები ჩაშავებოდა, წამოვაყენე და მაგრად ჩავიკარი გულში... მისმა სხეულმა ჩემი გაყინული გრძნობები უმალ მოალბო, შეშინებულმა შემომხვია ორივე ხელი და ტირილს უმატა.... ამ დღეს რაღაცა მოხდა ჩემში, ამ დღეს ჩემი ცხოვრების წუთებმა თავიდან დაიწყეს ათვლა.. (3)



ნაწილი მეოთხე
მაგრა ვიხუტებდი გულში, ნიაც მაგრად მიჭერდა ხელებს გეგონებოდათ ეგონა სადმე გავიქცეოდი.. ფეხზე ძლივს წამოვაყენე, შიშისაგან მთელი სხეული უცახცახებდა..წელზე შემოვხვიე ხელი და საპირფარეშოში შევიყვანე, ცივმა წყალმა ცოტა გონებაზე მოიყვანა. მშინვე გამოფხიზლდა, გახეთქილი ტუჩი მოვბანე და ხელსახოცი გავუწოდე, აცრემლებული თვალებით გამომართვა და ტუჩზე მიიდო..
- გტკივა? გაუბედავად ვკითხე და მზერა ავარიდე, მისი ლურჯი თვალები გონებას მიბინდავდა,,ჩემ თავს ვეკიტხებოდი ეს გოგო ასეთი ლამაზი იყო და ახლა მეჩვენება თქო..
- საკმაოდ.. როგორ მიხვდი რომ ..
- უბრალოდ მივხვდი , რა მნიშვნელობა აქვს მაგას.დამშვიდდი მადლობას არ ველოდები და არც მინდა... უბრალოდ ასე მოვიქცეოდი შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო სულ ესაა. უეცრად გამახსენდა ჩვენს შორის გაჩაღებული ომის შესახებ და გასასვლეად მოვემზადე რომ მკლავში ხელი მომკიდა და შემომატრიაა.
- და მაინც მადლობა გეგა. უარგისი და არაკაცი ხარ ვიცი მაგრამ დღეს დამეხმარე და მხოლოდ ამიტომ..
- არაჩვეულებრივი კომპლიმენტებია გესლიანო. ისე იქნებ ამის მერე ეგ ტვინი გაამოძრავო და კაბის სიგრძე დააგრძელო არააა??? ყველაფერი გიჩანს და ამიტომ მიგათრევდა..
- შენ არ გეხება ჩემი კაბის სიგრძე უზრდელო... ისეთი ზიზღით მითხრა რომ თავი ვერ მოვთოკე და ორივე ხელი ყელში წვუჭირე..
- მაგ ენას ამოგაძრობ გოგო ერთხელ, წესიერად მელაპარაკე..... მისი სუნთქვა სულს მიხუთავდა და გონებას მიბინდავდა..
- მეჩვენბა თუ მართლა ეჭვიანობ საყვარელო?
- მორჩი ტლიკინს, მეტი საქმე არა მაქვს შენზე ვიეჭვიანო, შენნაირები უამრავი ყრია...მივხვდი რომ ჩემმა სიტყვება გული უფრო მეტად ატკინა...
- მართალი ხარ, ჩემნაირები უამრავი ყრია, მერე რა გინდა ჩემს წინ რომ დგახარ, რა გინდოდა რომ მიცავდი ჰა? წადი და სხვა ჩემნაირი მონახე.. გაეთრიე აქედან მალე.- ხმამაღლა მიყვირა..
- გავალ საყვარელო აბა აქ კი არ ვიქნები, შენნაირები კი არა შენზე უკეთესები ყრია და შენ ვინ გგონია თავი რომ ასე ლაპარაკობ? ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებაზე გაბოროტებული გოგო ხარ...
- ეს შენ გამაბოროტე, ასეთად შენ მაქციე...
- არა შენ ასეთ იყავი და უბრალოდ მაშინ მე შეგხვდი... სულ ესაა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერი სხვა ყოფილიყო,
- მაგრამ შენ იყავი შენნნ, მე შენ მოგენდე ამასაც ვერ ხვდება შენი ტვინი ხო? უაზრო ხარ, ცხოვრებაში არაფერი გაგაჩნია , შენი ტკივილების მეტი, ერთი ზედმეტად გათამამებული ბიჭი ხარ და გგონია რომ ასე დაიპყრობ ცხოვრებას? არარაობა ხარ. შენ თავს მაინც შეხედე, შენი ადგილიც კი არ გაგაჩნია ამ ცხოვრებაში. - მხარი გამკრა და გავიდა..
კედელს მივეყუდე და ჩემს წინ დაკიდებულ სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაკვირდი, იქნება მართალიც იყო ნია. იქნება მართლა არ მქონდა ადგილი ამ ცხოვრებაში, ერთშ კი ნამდვილად სწორი იყო არარაობა ვიყავი.აქამდე ვინ კი მყოლია ისინი სულ სხვანაირები იყვნენ , ნია კი სუფთა და უმწეო იყო, მე დავუნგრიე ცხოვრება და ამისთვის დავისჯებოდი ახლა..
**
განადგურებული მივედი სახლშ, ფეხე ვერ ვიდექი, ნიას სიტყებმა ძალა გამომაცადა , დინავზე მოქყვეტით დავეგდე და დაძინებას ვაპირებდი რომ თავზე მამაჩემი წამომადგა, მისმა ხმამ ხასიათი უარესად მომიწამლა და ოდნავ გავახილე თვალები..
- რა გინდა მამა დაიწყე ჩხუბი, გინება, მთხარი რომ არარაობა ვარ, რომ კაცად არასოდს ვივარგე,რომ უარგისი შვილი გაგეზარდა და გცხვენია ჩემი...- ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მამაჩემი გვერდით მომიჯდა და მეგობრულად ჩამხედა თვალებში...
- შენ ჩემი სიამაყე ხარ გეგა, შვილი ხარ ჩემი, შეუშვი ამ თავში ბიჭო, იმიტომ გეჩხუბები რომ მინდა კარგი გაიზარდო, რაღა უნდა გაიზარდო უკვე კაცი ხარ, არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა, რომელსაც მერე ვერარ გამოაწორებ. მილიონჯერ მითქვამს და ახლაც გეტყვი შვილო, შენ რა გგონია მე მილიონერად დავიბადე??ამას შრომით მივაღიე, მინდა ეს ყველაფერი შეიგნო და გაიაზრო გეგა..
- გავიაზრებ მამა, გავიაზრებ, ოღონდ დილით რა გთხოვ, დამაძინე ახლა და ხვალ ყველაფერს გავიაზრებ...შეცომებს შეცდომებზე ვუშვებ ისედაც და მეტს ნუღარ დამიმატებ რა...წადი მამა გთხოვ.წადიიი...დამასვენეე...
მამაჩემის მონოლოგის მერე რაღა დამაძინებდა, ჩემს ოთახში გავლასლასდი და ტანსაცმლიანი დავეგდე საწოლზე, თავზე საბანი გადავიფარე და თვაები დავხუჭე... ჩემი თვალების დახუჭვას გონებაში ნიას სახის წრმოდგომა მოყვა და გიჟივით წამოვენთე საწოლიდან...
- ან ვგიჟდები ან უკვე გავგიჟდი- ჩემს თავს ჩუმად ვეჩურჩულებოდი და გამწარებული ვურტყავდი მაგიდას მუშტებს..
**
დილით ჯერ კიდევ ნასვამი ვიყავი რომ გამომეღვიძა, ვერანაირად ვერ გამოვიდა ეს ალკოჰოლი ჩემიდან , თანაც მთელი ღმე სშინელ კოშმარებშ გავატარე , ვერაფრით მოვიშორე ნიაზე ფიქრები.. ვგრძნობდი რომ ეს გოგო გულს გმიხეთქავდა მალე, მის მიმართ საოცარი შეგრძნება მქონდა, მინდოდა ყოველ მის სიტყვაზე მისი საწინააღმდეგო მეთქვა, მინდოდა გინ გადავგდომოდი და გული მეტკინა მისთვის... ფეხზე წამოვდექი თუ არა ვანისაკენ წავედი და დავბორიალდი... ხელი მაგრდ ჩავკიდე საწოლის ტავს და ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმაც..
- გისმენთ- ძლივს ჩავძახე და საწოლზე ჩამოვჯექი, ცალი ხელი შუბლზე მივიჭირე და თვალები დავხუჭე..
- სასწრაფოდ უნივერსიტეტშ მოეთრიე დებილო, გრიცხავენ..- ნიას წიკვინამ ხმამ ყურებში გაატარა და თვალები დავჭყიტე..
- გველო ხუმრობას მოეშვი..
- არ ვხუმრობ, მართლა დებილი ხარ თუ რა არის. მალე მოდი თქო.. გამოცდები გაქვს ჩარჩენილი...
სწრაფად ჩავიცვი ტანზე და კიბეებზე სირბილით ცავედი, რც კი შემინიშნავს ჩემი ოტახისაკენ ამომავალი მოსამსახურე ისე გავკარი მხარი და ადურებული ყავა ზედ გადავახსი, მაპატიე ნინოო, სირბილით მივაძახე და მანქანა გადავქოქე.. ათ წუთში უნივერსიტეტეში ვიყავი და რექტორის კაბინეტში ხმამაღლა ვჩხუბობდი... დიდი დავიდარაბის მერე სიმართლე გამოაშკარავეს რომ ვიღაცამ შეგნებულად მოიპარა ჩემი ნამუშევრები, ამიტომ გარიცხვას გადავრჩი და კმაყოფილი გამოვედი კაბინეტიდან, კართან ნია მელოდებოდა, დამინახა თუ არა გამიღიმა და გეგონებოდათ ძალიან ნერვიულობდა ისე წამოვიდა ჩემსკენ..
- ცუდი გეგმა იყო, ნიაკო საყვარელო, ჩაგეშალა...
- ღმერთია მოწმე არაფერი გამიკეტებია, თუმცა ის კი ვიცი ვინც გააკეთა...
- ხო? აბა შენი ლამაზი ტუჩებით მითხარი ვინ ჩაიდინა ეს უნამუსობა...
- გეტყვი ერთი პირობით, თანახმა ხარ??
- მოიცადე, გარიგებას მთავაზობ?? რა გინდა სანაცვლოდ აბა გისმენ ქალბატონო..
- ჩვენი ჯგუფელი ნიკა უნდა მაეჭვიანებინო....
- ჰა? გაეჭვიანებინო??? მოიცადე თქვნ ხო ერთად ხართ, არ მესმის შეყვარებული რატომ უნდა აეჭვიანო თანაც ჩემტან, ხო არ გაუბერე გოგო..
- კარგი, არ გინდა ნუ გინდა ნება შენია..
- კარგი კარგი ხო... მკლავში ხელი ვტაცე და ისე ახლოს მოვწიე ჩემსკენ რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე... რა უნდა გავაკეთო??
- დღეს საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ კბულშ, იქ სადაც ვიკრიბებით ხოლმე..
- კარგი... თქვი ეხლა მალე...
- ჩემი თვალით დავინახე როგორ ამოიღო შენი ნაწერები ტატამ და ამ ყველაფერში მისი კუდი ეხმარებოდა ნიკა...
- მოიცა მეხუმრები?? ტატას ეს რატომ უნდა გაეკეთებინა ჩვენ ხო ...
- ხო, ხო, ვიცი, ამიტომ გეუბნები მე და შენ გავერთიანდებით და ტატაზე და ნიკაზე კარგად ვიცინებთ მერე, თანახმა ხარ? არა უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს, რავიცი თუ გინდა ზურგს უკან ვინმემ დაგცინოს, და მასხრად აგიგდონ...
- რატომ მეხმარები?- არ ელოდა ჩემს კითხვას და ლურჯ თვალებზე შავად აპრიალებული წამწამები აააფახუნა..
- მე, ისე უბრალოდ... სხვა არაფერი იფიქრო გაიგე? უცებ გამოასწორა და მხარი გამკრა, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა ნიკას სამაგიერო გადავუხადო. როგორც ჩანს ტატასთან დაძვრება ..
- სხვა არც არაფერი მიფიქრია, კაი ..ასე იყოს, საღამოს დაგირეკავ ნიაკო- ირონიულად მივაძახე და აუდიტორიაში შევედი..
**
ცხრა ხდებოდა ნიას სახლთან რომ მივედი და დავურეკე, სადარბაზოდან ფეხსაცმელების კაკუნით გამოვდა და მანქანაშ ჩამიჯდა... მისმა მზერამ ტანში ჟრუანტელივით დამიარა, ვგრძნობდი რომ ჩვენს შორის იყო უხილავი ძაფები რომელი გამუქებას ელოდებოდა.. მაგრამ ამისაკენ ნაბიჟს არც ერთი არ გადავდგამდით ეს ორივესათვის ნათელი იყო..
- ცუდ ხასიათზე ხარ?- ღიმილით მკითხა და თავისი ლურჯი თვალებით გამჭოლი მზერა მესროლა
- კი. - ისე ჩუმად ვუპასუხე რომ მე თვითონვე ვერ გავიგონე ჩემი ხმა..
- მოხდა რამე?
- არა პირადულია. მე და მამაჩემს გვეხება..
- შეგიძლია მითხრა , აა, დამავიწყდა შენ ხომ ადამიანებს არ ენდობი...
- მისმინე, დღეს ნუ ითამაშებ ჩემს ნერვებზე კარგი?? დრეს არ ვარ მაგის ხასიათზე და შეიძლება ძალიან გატკინო ნია..
- გეგა მართლა რა მოხდა?- ასეთი არ მინხიხარ ჯერ.. მითხარი რა გაწუხებს...
- მამაჩემს ვიღაც ქალი ყავს, ეს არ მადარდებს, მაგრამ როგორც მივხვდი მისი ცოლად მოყვანა უნდა, ამას ვერ ავიტან ნია, ვიცი გეცინება გულში ჩემს განცდაზე და ტკვილზე, მაგრამ დედაჩემის ადგილას სხვა ქალს ვერ დავინახავ ..
- ნუ გააზვიადებ, დედაჩემის დაბრძანდება ვირაცა კაცთან, სხვათაშორის სამაოდ ფულიანთან და სიმპატიურთნ, ნეტა სად მონახა, და საერთოდ თუ მოსთვლის რიგით მერამდენე კაცი ყავს.. ყოველ სარამოს მანქანით აკითხავს და საგათენებოდ ბრუნდება, მძულს მისი ეს ქცევა, აუტანელია. მეზიზღება რომ ამ ქალს დედაჩემი ქვია..ფულის გულისათვის რას არ გააკეტებს, დამიჯერე მამაშენი ალბად ანგელოზია მასთან შდარებით. ოღონდ ფული ქონდეს და დედაჩემი მეც კი გამყიდის გეგა..
- არ მიკვირს.. მაგრამ დედაშენი ხო გათხოვებას არ აპირებს, და რომც გათხოვდეს შენ სულ არ იცი მამაშენი ვინ იყო.. მე კი , არ მინდა იმტკივილის გახსენება...
- თავს ბაბნიკად ასაღებ, არადა სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცი რა კეთილი და მოსიყვარულე გლი გაქვს სულელო.- ისე თბილად მითხრა რომ სურვილი გამიჩნდა გულში ცამეკრა, ხელზე მაგრად მოვუჭირე ხელი და გავუღიმე....
- მე მამაჩემის ნაირი არ ვარ ნიაკო, მსაც შეუძია ფულის გამო ყველაფერი გააკეთოს, მე არ ვარ ასეთი, არ მინდა მხოლოდ იმიტომ მცემდნენ პატივს რომ მამაჩემის შვილი ვარ. მინდა ჩემი საქმე და ჩემი ადგილი მქონდეს ცხოვრებაში...
ისე მივედით კლუბში ვერც კი გვიგეთ, ჩვენი საუბარი იმაზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა.. მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი რომ მკლავში ხელი მტაცა.
- გეგა, დროს ჩვენი როლები ვიტამაშოთ... ჩვენ შორის რომ დიდი უფსკრულია ეს ხომ ვიცით, ჩვენ რომ ორივე ლიდერობას ვართ მიჩვეულები ესეც ხო ვიცით ორივემ, ასე რომ წამოდი.. გოგოები შიგნით მელოდებიან ალბად შენი ბრაძიაგა ძმაკაციც იქ იქნება...
- აუტანელი გველი ხარ. გამწარებულმა ვუთხარი და მანქანის კარები მაგრად მივაჯახუე..

ტატა და ნიკა ერთ მაგიდასტან ჩახუტებულები იჯდნენ , ჩვენს დანხვაზე ორივე შეცბა, სახეზე ფერი დაკარგეს... დამინახა თუ არა ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ გამოიქცია, სწრაფად ამოირბინა ორ კიბეზე და კისერზე ჩამომეკიდა..
- ჩემო ფისუნია, სად იყავი აქამდე ჰა??
- და როდის დამირეკე რო ტკბილო? !- გაბრაზებულმა ვუთხარი და წარბ ზემოთ ავზიდე..
- მაპატიე იცი მე არ მეგონა შენ თუ...
- არც მემეგონა შენ თუ აქ ნიკასთან ერთად გნახავდი...ნიაკო მიდი შედი, ტატასთან ერთი ძალიან დელიკატური საქმე მაქვს... გავალთ და მალე დავბრუნდებით..
წელზე ხელი მოვხვიე და კუთხისაკენ წავიყვანე...
- აბა ეხლა თქვი ჩემი ნაწერები რატომ ამოიღე რექტორატიდან??
- მე? მე ამოვიღე?? მოიცადე საიდან მოიტანე ეს... მე ნიამ მაიძულა გეგა, კარგი ვაღიარებ ..
- შენ იმ გოგოს არ გავხარ ვინმემ რამე გაიძლოს, თანაც კარგად ვხედავ როგორ ერთობი ნიკასთან ერთად.. ასე რომ იძულებაზე მორჩი ლაპარაკს...
- მისმინე გეგა, ხო იცი როგორ მიყვარხარ ჩემო სიყვარულო და ერთდერთო..
- ტატა მორჩი ლაქუცს ქუჩის ძაღლივით ხარ, პატრონმა რომ გამოაგდო და თავშესაფარს ეძებს... რატომ ამოიღე თქო....
- იმიტომ რომ შენზე მინდოდა შური მეძია..
- გოგო ავად ხარ? რა შური უნდა გეძია ??
- გავიგე შენი და ნიას რომანის შესახებ... მის საუბარს მოვკარი ყური თავის დაქალ უყვებოდა ბათუმში გავიცანით ერთმანეთიო..
- მერე შენ რა?? შენ თავი ვინ გონია? გგონია ამის უფლებას მოგცემ? შენ არაფერი ხარ, ამის მერე მითუმეტეს არაფერი იქნები ჩემთვის ტატა... მე ვისტან და სად დავწვები ეს ჩემი საქმეა, აი შენ ნამდვილად არ გეხება ჩემი სექსუალური ცხოვრება... გასაგებია?-
- გასაგებია..
- ხოდა ძალიანაც კარგი.. გაქრი ეხლა აქედან და ჩემს თვალებს არ გადაეყარო ზედმეტად...
**
წიგნის კითხვაში თავზე დამათენდა.. საათს რომ დავხედე უკვე ცხრა ხდებოდა, საფულედან გეგას სავიზიტო ბარათი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე..
- დილა მშვიდობისა ბატონო გეგა, მე თაია ვარ გახსოვართ? (4)



ნაწილი მეხუთე.. „თუნდაც ერთი რამ საერთო“
- დილა მშვიდობისა ბატონო გეგა , მე თაია ვარ , გახსოვართ??
- თაია. რამ გაგახსენა ასე ადრიანად ჩემი თავი??
- თქვენი წიგნი დავიწყების საშუალებას არ მაძლევს.. გახსოვთ? მაშინ მითხარით რომ ჩემი აზრი ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთვის... შეიძლება რომ გნახოთ სადმე??
- კარგი, რადგან ასე გინდა, შეიძლება.ოღონდ ჩემთან მოგიწევს სახლშ მოსვლა თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ და მირჩევნია სახში გიმასპინძლო...
- კარგით მოვალ..
ტაქსი მითითებულ მისამართზე გავაჩერე.. ჩემს წინ შავი ჭიშკრით და უზარმაზარი გალავნით დაფარული სახლი იდგა.. მაღალი გალავნიდან მხოლოდ ბოლო სართული მოჩანდა.. კარი გეგმ გამიღო და ეზოში შემიპატიჯა... ეზო კი არა ნამდვილი სამოთხე იყო, ედემი, სადაც შეგეძლო მართლა დაგეკარგა თავი.. ცოტა არ იყოს დაშემეშინდა კიდეც მასთან მარტო დარჩენის... თავის თავს ისე ცუდად ახასიათებდა წიგნში რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
- მოდი, შემოდი და დაჯექი..სიმართლე გითხრა ძალიან დამაინტერსა შენმა აზრმა, ისე შებოჭილი ზიხარ, მე მგონი ნერვიულობ და გეშინია კიდეც ჩემი ასეა?- მაშინვე მიმიხვდა... ნუ გეშინია კარგი? სხვათაშორის ნურც ასეთი თვალებით მიყურებ, რომ მეყოჩაღა ახლა შენხელა შვილი კი უნდა მყავდეს...
- ძალიან საყვარელი ხართ- გაუბედავად ვუთხარი და ჩემს წინ დადებული ფორთოხლის წვენი მოვსვი.. ბატონო გეგა, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რომ მე და თქვენ წინა ცხოვრებაში მაინც ვიცნობდით ერთმანეთს.. ნუ დამცინით მართლა ასე მგონია..
- ოხ თაია, ოხ რა ბავშვი ხარ.. მითხარი რატომ გინდოდა ჩემი ნახვა.. ვიცი გინდა გული გადამიშალო და შენს ტკივილზე მომიყვე ხო ასეა?
- რა იცით?
- ვიგრძენი , პატარავ.. ძალიან ლამაზი ხარ, მართლა , ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, არ მინდა ვინმემ გული გატკინოს ისე როგორც მე ვატკინე გული ნიას, არ ენდო არავის თაია დამიჯერე ამას როგორც უფროსი მეგობარი ისე გეუბნები...
- ნეტა თქვენნაირი მამა მყავდეს, მაშინ ასე დამარიგებდა ყოველ საღამოს. „ თაია ბიჭებს არ ენდო“ - მაგრამ მე რომ ვენდე უკვე ერთ ბიჭს?
- რას ნიშნავს ეს?
- იმას არა რაც თქვენ იფიქრეთ.. მიყვარს, ვუყვარვარ.. ალბად ოჯახსაც შევქმნით მალე..ვიცი, დედაჩემივით მიყურებთ ახლა და მეტყვით რა დროს ოჯახია ჯერ 18 წლის ხარო, მაგრამ რა ვქნა.. მე არ მეშინია სიძნელეების...
- კარგი გოგო ხარ, ჭკვიანი და გაბედული. აი მე შემეშინდა იცი? შემეშინდა და წავიდა.. თუმცა ისიც არ ვიცი ზუსტად რატომ წავიდა, შუა გზაზე რატომ მიმატოვა, იქნებ მას შეეშინდა ამაზე არ მიფიქრია თაია...
- ბატონო გეგა, მითხარით რა ნია როგორი იყო??
- ჩემი ტკივილების გახსენებას ცდილობ? რად გინდა იცოდე როგორი ნია. მე მასზე დავწერე წიგნში..
- არა არ დაწერეთ ასე მგონია იმ წიგნში თქვენ ბოლომდე არ გაიხსენით, ზოგიერთი მომეტი ისე ზერელედ გაქვთ აღწერილი, თუმცა მე ვიცი რომ ნია თავიდანვე შეგიყვარდათ ხო ასეა??
- აი ეს საიდანღა მოიფიქრე შვილო?
- შვილო? ასე არავის მოუმართვს ჩემთვის... თვალები ცრემლით ამევსო , ჩემს წინ დამუხლა და გულში ჩამიკრა.
- ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი თაია, თუკი შემიძლია მინდა დაგეხმარო, შენთვის ყველაფერი ვიქნები. იქნებ ასე მაინც გამოვისყიდო ჩემი ცოდვები... ვიქნები მამაც, მეგობარიც, დედაც . ხო ნუ იცინი მართლა შემიძლია ყველაფერი ვიყო...
- მაშინ მითხარით როგორი იყო ნია?
- ჯერ შენ მითხარი ეს ლამაზი თვალები ვისგან გერგო...
- მამასგან, დედა ასე ამბობს და.. არ ვიცი ის საერთოდ არ ლაპარაკობს მამაზე, არ უნდა მასზე რამე ვიცოდე, არ უნდა რომ მოვძებნო და მასთან ურთიერთობა მქონდეს...
- დედა ცდება, ესე იგი ცდება... უთხარი რომ მამა გჭირდება...
- ახლა მითხარით რა ნიაზე... როგორ გამოუტყდით სიყვარულში...ვიცი ამას წავიკითხავ მაგრამ მინდა ეს სიტყვები მთელი გრძნობით თქვენგან გავიგო..
- გეტყვი თაია.. გეტყვი, გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.. „ ახლა ვერ გაგიშვებ, ახლა ვერ მოგცემ წასვლის უფლებას, ახლა როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, ახლა როცა მე თავს ასე ძლიერად და დაცულად ვგრძნობ. ახლა ჩემად მინდა გიგულო, შენი ლურჯი თვალები შენი შავი თმები ხარბად მინდა ვყნოსო, მაშინ როცა პირველად დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, მერე გული გატკინე, მერე უამრავი ცუდი რამ მოხდა ჩვენს შორის და მე უფრო და უფრო მიყვარდებოდი... ახლა უნდა გითხრა როგორ მიყვარხარ ნიაკო..შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის, არავითარი, ტატა, არავითარი ლიკა არ არსებობს ჩემთვის, არც არსებობსა, მხოლოდ შენ იყავი, მერეც შენ იქნები.. ასე მგონია რომ სამყაროს შექმნამდეც მიყვარდი, უფალმა ჩემთვის გაგაჩინა.. მიყვარხარ, გთხოვ არ გამიშვა ხელი.. იცოდე ახლა თუ წახვალ , ახლა თუ დამკარგავ მე აღარასოდეს მოვბრუნდები შენსკენ ნია. იცოდე რომ ბოლო სიტყვა შენზეა“.
- და რა გითხრათ??
- ეხლა უკვე ნამეტანი მოგდის პატარა ქალბატონო.. ეს უნდა წაიკითხო... წაიკითხო და მიხვდე მე რას ვგრძნობდი იმ წუთში რატომ მტკოდა ასე ძალიან...
- აღარ მოძებნეთ? წავიდა და ასე მარტივად გაუშვით?? თქვენ ხომ ის ძალიან გიყვარდათ, მასაც უყვარდით ეს ტავშივე ჩანს რა ძლიერი გრძობა ქონდა ტქვენს მიმართ...
- ვეძებე თაია, დიდი ხანი ვეძებე მის კვალს ვერ მივაგენი. ასე მეგონა ცამ ან დედამიწამ ჩაყლაპა ქალი სახელად ნია ავაზაშვილი...
- როცა წიგნში პირველად ნიას აღწერა წავიკიტხე ასე მეგონა დედაჩემზე საუბრობდით, გამხდარი, ლურჯი თვალებით და შავი თმებით, ჩემი დედიკოც ასეთია, თანაც ჯიუტი და თავნება...
- ოხ, თაია, დარწმუნებული ვარ დედაშენი კარგი ქალია მაგრამ ნია სულ სხვა იყო, რა ქვია დედაშენს? იქნებ ვიცნობდე.
- სხვათაშორის თქვენხელაა. ნუცა პეტრიაშვილი.. და იურიდიულზე სწავლობდა..
- ასეთი არავინ მახსოვს.. დარწმუნებული ხარ თაია?
- დიახ, დარწმუნებული ვარ. დედას საადვოკატო ფირმა აქვს და სხვათაშორის საკმაოდ ცნობილიც...
- ახ, ნუცა პეტრიაშვილი გამიგონია მართალი ხარ..თუმცარა არ ვიცი ვინაა..ახლა შენი წასვლის დროა მგონი, ისედაც დიდი ხანი იყავი აქ, ლექციების გააცდინე... როცა წიგნს ბოლომდე წაიკითხავ მერე დამირეკე.. მერე განვიხილოთ ერთად.. და კიდევ ერთი გამცანი ის ბიჭი რომელიც ასე ძალიან გიყვარს...
**
ეზოში ვიჯექი და ვფიქრობდი რა მომცა ცხოვრებამ და რა მქონდა.. სასაცილოა და ყველაფერი მქონდა, და რა მომცა? არაფერი, საერთოდ არაფერი მოუცია, ანდა რაღა უნდა მოეცოა, რაც გამაჩნდა ჩემი სიყვარული ყველაზე დიდი და ტკბილი ის წამართვა, რა დამიტოვა? დაცარიელებული სახლის ოთხი სართული, არაფრის მთქმელი ფული და ქონება. მაგრამ მე არც ერთი ეს არ მაბედნიერებდა, არც ერთი ეს არ მხიბლავდა..მესულ სხვა მინდოდა.. ჩემი ძმაკაცები ისევ ქალებში დადიოდნენ, ზოგს ოჯახი და შვილი ყავდა, ზოგსაც ისევ უქროდა, მე კი ვერავის შევხედე ნიას მერე. ვერავის გადავუშალე გული, ამ პატარ გოგომ კი ნია გამახსენა, მასავით ჯიუტია, ლამაზ თვალება.. ცხოვების ხალისი დამიბრუნა.
წარსულში დავბრუნდი უმალ და ჩემს გონებაში ისევ მასზე ფიქრები ამოტივტივდა, მერე მამაჩემის ხმამ შეცვალა ყველაფერი და ისევ მეტკინა ისევ ისე როგორც მაშინ..
- ოდესმე გახდები კაცი?“ ახლაც ისე მწარედ მახსოვს ეს სიტყვები რომ დღემდე ვერ ამოვიშალე გონებიდან.. ჩემს სიტყვებზე მიყვარს და ვერ დამაშორებ თქო, სახეში გარტყმა და ბოლო დონის სიტყვებით მისაწთან გსწორება მოყვა, მაგრამ მის მერე თვრმეტი წელი გავიდა, მე კიდევ ისევ მინდა ვთქვა რომ მიყვარს, ისევ ისე როგორც მაშინ მიყვარდა,, იქნებ იმაზე მეტადაც კი...
**
გაცოფეებული გავვარდი კლუბიდან გარეთ, მაგრად შეკრული მუშტი დავარტყი კედელს და ვიგრძენი როგორ დამედინა თბილი სისხლი ხელზე... იმ წუთში ვერ ვგრძნობდ ტკივილს, , მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და მისენ შევტრიალდი..
- შენ რა ჯიბრზე ყვები რომ ჩვენს შორის რარაც იყო??
- ვერ გავიგე რას გულისხმობ?
- რას ვგულისხმობ და მაინც და მაინც აუდიტორიაშ მოგინდა სექსუალური ცხოვრების განხილვა? თავი რისთვის გაბია გოგო..
- რას ბოდიალობ ადამიანო, არაფერი მითქვამს. ლიკას მხოლოდ ის ვუთხარი რომ ბთუმში გაგიცანი შემთხვევით, მეტი არაფერი...
- ხო? როგორც ჩანს მეტი თქვი, ტატამ მიტხრა ვიცი თქვენი რომანის შესახებო... რა? რატომ მიყურებ ასეთი თვალებით ნია? ესღა მეკლდა ახლა რააა. ფუ ამის დედა რა..
- იცი? ის კოცნა ვერ დავივიწყე...გეგა მომხედე, ნუთუ არაფერი იყო ჩვენს შორის, ნუთუ ის რაც მოხდა სულ არაფერს ცვლს..ასე არ შემიძლია.. შენს გვერდით ყოფნა..
- ნია არ გინდა..ვიცი რომ ვერ დაივიწყე ის კოცნა, ის შეხება, ისიც ვიცი რომ არაკაცივით მოვიქეცი, მაპატიე , თუ შეგწევს ამისი უნარი მაპატიე მაგრამ არ მინდიდხარ, არ მიზიდავ. მეც პატარა ჯიუტი ბავშვივით ვჯიუტობდი თითქოს მინდოდა ჩემს ვნებებს ჩემს ფიქრებს ავყოლოდი, მეშინოდა ამ ყველაფრის... მკლავში ჩაკიდებული ხელი გავაშვებინე და მანქანისაკენ წავედი.... შიგნით ჩავჯექი თუ არა შვებით ამოვისუნთქე.. მეგონა ასე მის თვალებს გავექცეოდი, ასე მისი სიყვარულისაგან დავიხსნიდი თავს...
**
უაზროდ იწელებოდა დრო, უკვე ზამთრის პირი იყო, ხეები საბოლოოდ გაშიშვებულიყვნენ, სუსხიან სიოც უბერავდა და თბილისის ისედაც გაყინულ ქუჩებს უარესად ყინავდა.. შაბათი დილა იდგა როცა მამაჩემი მძინარეს თავზე დამადგა და გამომაღვიძა..
- გეგა, გაიღვიძე..
- რა მოხდა მამა,- ზმუილით ვუთხარი და გვერდი ვიცვალე..
- გადმოტრიალდი და თვალები გაახილე. დგეს ინგას გასაცნობად მიმყავხარ..
- ვინ ინგასი? გიჟივით წამოვჯექი საწოლში მამაჩემს მხრებში ცავაფრინდი.. არ მოეშვი არა მაგ ქალს, რატომ უნდა გამაცნო ვერ გავიგე, წადი და თვითონ გაერთე მასთან, არ მინდა მაგ ქალის გაცნობა..
- ნუ ჯიუტობ პატარა ბავშვივით რა. ადგები და წამოხვალ, არ მაინტერესებს გინდა თუ არა, საჭიროა რომ ერტად მივიდეთ და მორჩა. გასაგებია?
- გასაგებია...დაბალ ხმაზე ცრემლ მორეულმა გავეცი პასუხი და დაველოდე როდის გავიდოდა ოტახიდან, პატარა რომ ვყოფილიყავი ხმხმაღლა ვიტირებდი ბევრს რომ არ წავეყვანე ძალით მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა..მოვიდოდა დრო და მამაცემს აუცილებად გადავუხდიდი სამაგიეროს ამ ქცევის გამ არ ვიცი რატომ არ ვაძლევდი ბედნიერების უფლებას, რატომ არ მინდოდა სხვა ქალი ყოლოდა გვერდით.იქნებ დედაჩემის სიკვდილში ვადანაშაულებდი კიდეც..იქნება მძულდა მისი არსებობა ამ ქვეყანაზე. მე ხომ არასოდეს მიგრძვნია მისგან არაფერი თბილი და სასიამოვნო...
**
იმ საღამომ მშვიდად და უთქმელად ჩაიარა მამაჩემი და ქალბატონი ინგა ისე თბილად საუბრობდნენ რომ რაღაც მომენტშ ჩემს ტავზეც კი გავღიზიანდი ასეთი უგრძნობი როგორ ვარ ინება და მართლა როგორ უყვართ ერთმაეთი-თქო მაგრამ მეორე წუთში მაშნვე გავაბათილე ჩემი აზრები და ამრეზით გავხედე ზედმეტად გადაპრანჭულ ქალს.. წითელი პომადა და ქერა თმები ისეთი საშინელი დასანახი იყო გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა, როცა წარმოვიდგენდი როგორ კოცნიდა მამაჩემი ამ ქალს და ტუჩები წითლად ღებებოდა როგორც ვამპირს.. ბოდიში მოვიხადე და მაგიდიდან წამოვდექი, მამაჩემმა მკვლელის თვალები გამაყოლა და გამიღიმა..
ჰაერზე გავედი და მობილურ ამოვიღე, დაახლოებით ოცდაათი შემოსული ზარი დამხვდა..
- ნია საყვარელო, დილიდან გირეკავ არ უნდა მიპასუხო? ჯიბრზე ვუთხარი და გაიცინე..
- სასაცილოდ არ გაქვს საქმე საყვარელო, ცუდი ამბავი უნდა გითხრა..
- ამჯერად რა მოიგონე ჩემო ლამაზო?- ჩვენს შორის ირონია არ ილეოდა..
- როცა გნახავ მერე გეტყვი... ძალიან გაგახარებს ვიცი ჩემი ნათქვამი..
- რას ამბობ ვერ გავიგე, ხან მეუბნები გაგახარებსო ხან არაო. გაგიჟდი საბოლოოდ? ნამდვილი გველი ხარ..
- არა, ცდები.. ორსულად ვარ..
- ჰა? მერე მე რა? - სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი და გათიშვას ვაპირებდი რომ მისმა სიტყვებმა გონებაზე მომიყვანა..
- გამომდინარე იქიდან რომ შენ იყავი ჩემთვის პირველი მამაკცი და შენს გარდა არავისთან მქონია სექი ესეიგი შვილიც შენია იდიოტო...
- ნამდვილი გველი ხარ.. სად ჯანდაბაში ხარ? ახლავე მოვალ..
- კარგი სიყვარულო...
**
გაფითრებული სახით დავჯექი ნიას წინ და თვალი თვალში გავუყარე..
- ჰააა, შეგაშინე თვაურო??
- გველი ხარ რა.. გეფიცები გოგო კი არა ნამდვილი გველი ხარ.. გოგო ეს სახუმარო თემაა??
- და მართლა რომ ვყოფილიყავი ორსულად მერე???
- ნუ იგესლები გოგო. თორემ ენას მართლა ამოგაგლიჯავ..რა ორსულობა აგიტყდა გოგო ჰა... მოიცადე შენ რა მართლა გიყვარვარ?
- იცი რა აქვს ყველაზე ცუდი შეყვარებულ ადამიანს? ის რომ მეორე მხარე მაინც გიყვარს და ის მეორე მხარე ნამდვილი იდიოტია და ან თავს ისულელებს...
- ვერ გავიგე? მაგითრა გინდა რომ თქვა?
- ის რომ იდიოდი ხარ.. ჩვენი შეთანხმება ხო გასოვს?
- ახლა მაგისთვის არ მცალია ნია... მამაჩემმა ის ქალი გამაცნო, დავინახე თუ არა ცუდად გავხდი. ერთი უნდა ნახო რას გავს, მაინც როგორ გაასულელა მამაჩემი არ ვიცი..
- ხო მეც მიკვირს დედაჩემი როგორ ასულელებს.. აუუუუ რა მაგრად გავიცინებ დედაჩემი რომ მამაშენს ასულელებდეს გეგა, აუუ. მე და შენ და-ძმა ვიქნებით..
- მოკეტე გაიგე??!! მაგაზე ხუმრობაც კი არ გაბედო... მოვკვდები და მაგას არ დავუშვებ არავითარ შემთხვევაში..
- კარგი , კარგი ლამაზო, დამშვიდდი. რა მოხდა მერე, მე რომ შენ გაგასუელო ...
- მორჩი ნიაა. მორჩი საკმარისია ჩემს ნერვებზე თამაში. შენღა მაკლიხარ რა...
- წასასვლელად წამოვდექი რომ ხელზე ხელი დამადო და ცრემლები გადმოსცვივდა.. ოდესმე ვინმე გყვარებია??გყვარებია ისე რომ გული გაგყინვია?
- საიდან მოგაქვს ასეთი აზრები,, მყვარებია და მე ახლაც მიყვარს ასე. ასე ნუ მიყურებ შენ არ ხარ.. ხელი ავუქნიე და ზურგი ვაქციე. წავედი და გული მასთან დავტოვე..
კიდევ დიდ ხანს იჯდა ნია სკამზე და ცხარე ცმლით ტიროდა, განა რა ქონდა სხვა გოგოებს ასეთი რომ გეგა მათზე გიჟდებოდა, რა ქონდათ ისეთი რაც არ ქონდა მას... არა შურის ძიებას რა აზრი ქონდა.. სხვა რამე უნდა გაეკეთებინა , რაიმე რაც გეგას გულზე გაივლიდა გზას, რაც გეგას თავს დაამახსოვრებდა..... (5)

ნაწილი მეექვსე- „მოულოდნელი სევდა“
ის ღამე ორივემ თეთრად გავათენეთ, ორივეს ერთი ტკივილი გვჭირდა, ორივეს ერთი განცდა და ემოცია გვიღრღნიდა სულს, მაგრამ რატო ვერც ერთი ვერ ვდგავდით ამ ნაბჯს? არა უფრო სწორად სიმართლე უნდა მეღიარებინა მე ვერ ვდგავდი ამ ნაბიჯს მეშინოდა მიდი, მასთან ურთიერთობის, ყველაფრის მეშინოდა, აქამდე ასე ძალიან ხომ არავინ მყვარებია, ნუთუ ახლა სიყვარულის დრო იყო? ახლა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა.. ახლა მამაჩემისათვის უნდა დამემტკიცებინა რომ მეც ადამიანი ვიყავი რომ მეც შემეძლო ყველაფრისთვის მიმეღწია მისი სახელის გარეშე..
დილით უთენია დამადგა იკა თავზე.. მისმა მზერამ გამომაღვიძა და გამოუძინარმა ცალი თვალი გავახილე..
- რა გინდა ძმაო, რას გადამეკიდე, ჩემსმეტი საქმე არა გაქვს??
- მიდი რა.. ჯერ მამაშენმა გამომლანძღა ახლა შენ.. ცუდად ვარ ადე რა..
- რა გინდა ადამიანი მძინავს.. რა გჭირს?
- შეყვარებული ვარ.. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი სხით მითხრა სიცილი ვერ შევიკავე და საწოლში წამოვჯექი...
- გაუბერე??? რა დროს სიყვრულია ტო..
- ხო? შენ თუ იწვები ნიას სიყვარულით მე რა..
- ჰა? და საიდან მოიტანე რომ ნიას სიყვარულით მიწვები იკუშ??- მაშინვე წამესვა გული სიმართლის გაგებაზე...
- იქიდან რომ შეიძლება სხვებს ატყუებ მაგრამ მე ვერ მომატყუებ ძმაო. დაბადებიდან გიცნობ..
- შენ მემგონი კიდე მთვრალი ხარ ძმაო, ნიაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რას ბოდავ თუ ძმა ხარ, წადი პირი დაიბანე და მერე ჩაიცვი ჩემი რაიმე, სად ეგდე მთელი ღამე ?? როგორც გეტყობა კარგად ვერ გაერთე არა??
- დამცინი კიდეც არა?? დასაცინად არ მაქვს ძაო ძმაო გეგუშ კაი რა, მართლა შეყვარებული ვარ. ცუდად ვარ ისე მიყვარს...
- ვინ გიყვარს ვინ??? ვინაა ის ბედნიერი შენ რომ ასე ძალიან შეგიყვარდა ჰა?
- ლიკა..
- ვინ ლიკა ბიჭო შენ ხო არ გა***დი, ნიას დაქალი?? რა გაკავშირებს მაგ გოგოსთან საერთოდ ჰა??
- მიყვარს ტოოო, ლიკასაც ვუყვარვარ მაგრამ ნიას შიშით ვერ ამბობს, დამეხმარე რა. აუხსენი შენს გველს რომ შეგვეშვას.
- მე ავუხსნა? მე რა შუაშ ვარ , მიდი და აუხსენი, გგონია ნიას ნერვები მაქვს?
- გაქვს, ნიას უყვარხარ ვერ ხვდები?? მაგ გოგოს სიგიჟემდე უყვარხარ , შენ კიდე ყეყეჩივით იქცევი, ხელს ნუ კრავ, კარგი გოგოა, საბოლოოდ ნუ გააბოროტებ რა ..
- ლექციების კითხვას მორჩი და წადი ვანაში, ავდგები მეც მანამდე, კარგი ასეთი თვალებით ნუ მიყურებ გეგონება შეგაცდინე რა. დავურეკავ კარგი...

**
- თაია, ადექი, საუზმე მზადაა. დედაჩემის სიტყვებმა კიდევ ერთხელ გამომიყვანა სიზმრიდან..
- მოვდივარ დეე. ძლივს დავიძახე და მასზე გამეღიმა. რა სყვარელი იყო, შეხედავდით და გეგონებოდა ყველაზე ბევრი ოცდახუთი წლის იყო, მეგონი შინაგანად ასეთი იყო მაგრამ ასაკით უკვე საკმაოდ დიდი და ზრდა სრული ქალი იყო..
- ამიხსენი ერთი, შენს ოთახში დენი რატომ ითიშება შუაღამეს? ბაჩოსთან ლაპარაკში ათენებ?
- არა , იმედები უნდაგაგიცრუო, წიგნის კითხვაში დე.. იცი რა მაგარი წიგნი ვიშოვე?? უმაგრესო.. მაგარი სიყვარუის ისტორიაა, ტკივილიანი და არ ვიცი რა..
- ოხ , შენ და შენი რომანები .. რა წიგნია ასეთი?
- ბოლო სიტყვა შენზეა- მოულოდნელად დაკარგა დედაჩემმა ფერი სახეზე და ადუღებული ჩაი ფეხებზე გადაისხა...
- დე, კარგად ხარ? მაშინვე მასთან მივედი და შუბლზე ჩამოშლილი შავი თმები გადავუწიე, დედა, რა მოხდა? ცუდად ხარ? წამოდი დაგაწვენ, გეუბნები რომ არ შეიძლება ამდენუ მუშაობა ხო...
- ალბად მართალი ხარ, უმჯობესია ორი დღით სადმე თუ წავალ..
- კარგს იზავ, წადი დედა.. დაისვენე, წმოვიდოი მაგრამ ხო იცი ლექციები, შუალედურები მოკლედ.. შენ წადი კარგი? დრესვე წადი და დაისვენე..
რატომ მინდოდა დედაჩემის წასვლა თბილიდან ეს მხლოდ მე ვიცოდი, რატომ გახდა დედაჩემი ცუდად ესეც ვიცოდი, მაგრამ მინდოდა ჩემ ეჭვები გამეყარებინა.. მინდოდა გამეგო სინამდვილეში რა მოხდა.. ჩემი ხელით ჩავუბარგე დედაჩემს ტანსაცმელი და მცხეთაში დაქალტან გავისტუმრე, მე კი დიდი და გენერალური უბორკის კეტება დავიწყე მის ოთახში.... ყველაფერი სადაც კი შეიძლებოდა რაიმე საეჭვო ყოფილიყო საწოლზე გადმოვალაგე, სათითაოდ ვფურცლიდი მის რვეულებს, წიგნებს, ბლოკნოტებს, მისი ტანსაცმელიც კი თავიდნ დავკეცე, ვინ იცის მაისურებს შუა რა იმალებოდა..
უკვე ცხრა ხდებოდა კარზე ზარმა რომ შემაკრთო, დედაჩემის ოთახი ყირაზე იდგა, ახლა რომ მოსულიყო ვიცოდი სიმართლის თქმა არ ამცდებოდა, ფეხაკრეფით გავიპარე კარებთან, კარს იქიდან კი გაღიმებული ბაჩო და ლელა იდგა.. შვებით ამოვისუნთქე და კარი გამოვაღე,,
- აუუ, რა შემაშინეთ თქვენ ხო არ იცით..
- რა მოხდა ჩემო სიყვარულო? ალერსით მიტხრა ბაჩომ და გაბუშტულ ტუჩებზე მაკოცა..
- გამოძიებას ვატარებ დედაჩემის საძინებელში- ორივემ გაოცებულმა გამომხედა..
- რას აკეტებ?- ერთხმად მკითხეს და დედაჩემის ოთახში შეიხედეს.. გოგო გაფრინე? ნუცამ რო გაიგოს აქ ეს ამბავია ცოცხალი ვერ გადარჩები.
- ვიცი მაგრამ დედაჩემი მცხეთაშ გავუშვი სვეცკ დაქალტან ასე რომ მტელი სახლი ჩემს განკარგულებაშია..
- რაში გჭირდება ეს ყველაფერი თაია, რას ეძებ, რა გინდა??- დაღონებულმა მითხრა ბაჩომ და კათაშ ჩამისვა..
- სიმართლეს ვეძებ, დედაჩემი რაღაცას მიმალავს რატო ვერ იგებთ, მიმალავს მამაჩემის არსებობას, არადა ამ რამოდენიმე დღის წინათ გავიცანი კაცი, და მგონია რომ დედჩემთან რაღაც კავშირშია, არა სულაც არ მგონია რომ ბატონი გეგა მამაჩემია მაგრამ ზუსტად ვიცი მან იცის ვინაა მამაჩემი, მისი წიგნი ისე ნათლად ასახავს ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრებას, რა ვქნა ეს ქალი დედაჩემს მაგონებს,,
- გააფრინე გოგო? - სიცილით მითხრა ლელამ და მაგიდაზე წვენით სავსე ჭიქები დააწყო... შენ გგონია ეგ გეგა თუ ვიღაცა ვერ გამოიგონებდა დედაშენის ნაირ პერსონაჟს.. ისედაც უამრავ კაცს მოსწონს შავ თმიანი და ლურჯ თვალება ქალები. დედაშენის ნაირ ქალს ყველა ისურვებდა გვერდით თაიკო...
- აუუ, მორჩ რა ლელაკო, ასე არაა. ვიცი რომ ამ ლაცს ვიპოვი დედაჩემის წარსულშ, საქმე ისაა რომ დედაჩემის ძველ სურათებს ვერ ვპოულობ... მოიცა, აქ რატომ ვეძებ.. ძველი ნივთები დედამ კაბინეტში კარადის უკანა მხარს ხუთში ჩაყარა...
სირბილით შევვარდი კაბინეტში, უზარმაზარი კარადის წინ მაგიდა მივწიე, ზედ სკამი დავდი და ზედ მოვექეცი.... ბაჩო და ლელაკო ბევრს მეხვეწნენ ჩამოდიო მაგრამ სანამ ამ ყუთს არ გამოვირებდი ვიცოდი რომ სკამიდან არ ჩამოვიცოდი, ბოლოს იმდენი ვეჯაჯგურე, ყუთი გამომივარდა და სკამიდან ზღართანი პირდაპირ ბაჩოს ხელებში მოვადინე... მტელი ნივტები იატაკზე მიმოეფინა, უამრავი სურათი, ალბოი თუ გამხმარი ყვავილები.. ეს ყველაფერი იყო დედაჩემის ლამაზი წარსული.... იატაკზე დავჯექი და სურატებს შორის დავიყე მისი ძებნა..
- აი, ასეთი კაცი მინდა მე- ომახიანად დაიძახა ლელაკომ და სურთი გამომიწოდა...
- მაჩვენე- სწრაფად ვუტხარი და ხელიდან გავაგლიჯე,, სურათიდან მაღალი სიმპატიური მამაკაცი მიმზერდა, შავი თმებით და მუქი სერი თვალებით, მისი ღიმილი რომ ყველა ქალს დაატყვევებს ზუსტად ისეთი იყო, გულის გავსლით რომ სულამდე ააღწევს მერე სისხლს რომ გაგიყინავს და აგაფორიაქებს ეს ის თვალები იყო..სწრაფად ფამოვხტი იატაკიდან და აივანზე გავვარდი, ორივე უკან გამომყვა და გვერდით დამიდგენენ..
- რა მოხდა პატარავ-? ანერვიუებულმა მკითხა ბაჩომ და გულზე მიმიკრა..
- ხო ვამბობდი არა.. ეს კაცი წიგნის ავტორია, გეგა თვაური, ეს ის კაცია რომელიც მე გავიცანი... ამ კაცმს ნამდვილად იცის ვინაა მამაჩემი, იცის დედაჩემის მტელი ცხოვრება... ნახე , ლელაკო ნახე როგორ ეხუტებიან ერთმანეთს.. გეგამ მითხრა რომ იმ გოგოს ნია ერქვა. დედაჩემს ნუცა ქვია. დედაჩემი პეტრიაშვილია ის კი ავაზაშვილი იყო. მითხრა რომ იმ გოგომ უმიზეზოდ მიატოვა.. არც დედაჩემი ამბობს რატომ მიმალავს მამაჩემის არსებობას, იქნება გეგა და დედაჩემი შეყვარებულები იყვნენ, და მერე დედამ უღალატა სხვასთან და ზუსტად ეს სხვა არის მამაჩემი????
- იქნებ დედაშენს სინამდვილები ნია ქვია და უბრალოდ სახელი გამოიცვალა რომ გეგას არ მოეძებნა...
- სახეზე ფერი დავკარგე, ეს ყველაზე კარგი სიმართლეა, სიმართლე რომლის გაგების შანსიც არ ვიცოდი მქონდა თუ არა, შევძლებდი თუ არა გამერკვია ვინ იყო სინამდვილეში დედაჩემი, ვინ ვიყავი მე. ვის სისხლს დავატარებდი, ვისგან მერგო ეს სერი თვალები, სისხლივით წითელი ტუჩები და ნახშირით შავი თმები..... თანდათან თვალები ცრემლით მევსებოდა.... ორივეს ხელი ვკარი და მისარებში შევვარდი, წიგნს ვეცი და გადავშალე.. ბაჩო და ლელაკო აეთ-იტოიდან მომიჯდნენ და მთხოვეს ხმამაღლა წამეკითხა ....
**
მამაჩემმა დამირეკა და გამაფრთხილა, დღეს სახლში ინდა და მისი შვილი მომყავს და წესიერად დამხვდიო, სისხლი გამეყინა სხელი ინგას ხსენებაზეც კი. თითქოს ეს გარყვნილი ქალი არ მყოფნიდა ახლა კიდე მისი შვილიც უნდა ამეტანა, ისიც კი არ ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი.. არაფრის დიდებით არ დავუშვებდი რომ ამ სახლში ჩემს გვერდით ეცხოვრათ. ამისთვის სახლიდან წასვლაც რომ დამჭირვებოდა აუცილებად გავაკეტებდი ამას... ზურგს ვაქცევდი მამაჩემს და უკან არ მოვიხედავდი არასოდეს... იკას დავპირდი ნიას ხვალ აუცილებად დაველაპარაკები ოღონდ ახლა წადი ტქო. ტაქსის ფული მივაჩეჩე ხელშ და გარეთ კი არ გავუშვი გავაგდე...
ნერვიულად ვცემდი ოთახში ბოლთას.. კარზე ზარმა შემაკთო.. ნინომ (მოსამსახურე) კარი გამოაღო თუ არა ხმის ტონზე მივხვდი რომ უკვე მოსულიყვნენ, მამაჩემი ომახიანი ხმით ამოდიოდა კიბეებზე და ქალბატონ ინგას ვითომდა სასაცილო ანეგდოტებით ანებივრებდა... დამინახა თუ არა გამიღიმა..
- ქაბატონო ინგა, როგორ ბრძანდებით?- მთელი კულტურა ჩავდე და ხელი ჩამოვართვი..
- მადლობა გეგა თავად როგორ ხარ??
- მადლობთ მეც კარგად ვარ.. თქვენი შვილი სადაა? ვითომდა დიდი ინტერესით ვკითხე და მამაჩემს თვალი ჩავუკარი..
- ცოტა შეაგვიანდება და მოვა, უკვე გზაშია.. როგორ მიდის შენი სწავლის საქმეები? ისეთი ინტერესით მეკიტხებოდა, რარაც მომენტში დავეჭვი იქნება ეს ქალი არც ისეთი ცუდია და მე ვაზვიადებ -თო...
- მადლობთ ყველაფერი კარგადაა... მამაჩემის წყალობით ცხოვების სხვადასხვა საფეხურებს გავდივარ და თან ვსწავლობ ასე არაა მამა??
- გეგა, წესიერად..ახლა ამის დრო არაა..
- განა ცუდი ვთქვი რამე? ყოველ დილით შენ არ მიკითხავ ლექციას რომ ნამდვილ კაცს კარგი ჭკუა სჭირდება რომ ბევრს მიაღწიოს? ხოდა მიკვირს ეგ ჭკუა შენ თუ გაქ? ახლა..
- გეგა-თქო. ხმხმაღლა იყვირა და ფეხზე წამოხტა...
- კარგი, როგორც გინდა. როცა ერთ დღეს სიყვარულის ფრთები დაგატყდება ჩემთან არ მოხვიდე.. იცოდე შენი მოსმენა არარ მენდომება...
საუბარი ნინომ გაგვაწყვეტინა ვახშამი მზად არის და სუფრასთან შეგიძიათ დასხდეთო.. მაგიდისაკენ გავეშურეთ რომ კარზე მეორე ზარის ხმა გაისმა.. ფეხსაცმლის კაკუნით მოდიოდა და მოქონდა ნაცნობი თმების და კანის სურნელი.... დასაჯდომად გამზადებული ერთ ადგილას გავიყინე.. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და გაოცება ვერც ერთა ვერ დავმალეთ, დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლით და მეც გული შუაზე მეყოფოდა.. ახლა ამ წუთში ვხვდებოდი რომ ყველა გზა მომეჭრებოდა მასთან მისასველად.. ყველაფერი დამენგრეოდა რასაც ვგეგმავდი, ოცნებაც კი აღარ მექნებოდა მასთან ერთად..
- გეგა შენ? - აკანკალებული ხმით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა... მალულად გადმოვარდნილი ცრემლი ცერა თითებით მოვწმინდე და გავუღიმე...
- მე ნია მე...
- ერთმანეთს იცნობთ?- მამაჩემის ბოხმა ხმამ ორივე შეგვაკრთო...
- ჩვენ ერთად ვსწავლობთ. ზიზღით ვუპასუხე და ნიას ზურგი ვაქციე..
- ძალიანაც კარგი, ერთმანეთტან შეგუება აღარ დაგჭირდებათ, ანუ ერთად ტკბილად ვიცხოვრებთ ასე არააა ინგა??
- რა?? ორივემ ერთად დავიძახეთ და მშობლებს გავხედეთ... ერთად ვიცხოვრებთ აქ ამ სახლშ ყველა???- სკამიდან წამოვხტი და თეფშს ხელი ვკარი.....
- დაჯექი ბიჭო და ბევრს ნუ ლაპარაკობ..
- დედა საკმარისიააა- საუბარში ნია ჩაერთო და ისიც გვერდით მომიდგა, ამ სხლშ არც ერთი წუთით არ ვიცხოვრებ მითუმეტეს ამ დებილის გვერდით...
- გაბრაზება ვერ დავმალე და ნიას მკლავში ვტაცე ხელი... ქალი კი არა გველი ხარ. ნუ იგესლები გოგო. მილიონჯერ გითხარი ენას ამოგაძრობ თქო. გგონია მე გულზე მეხატები??
- ერთი წუთით რა ხდება აქ? თქვენ შორის თუ უთანხმოება და ომია ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და ინგას ერთმანეთთან ყოფნა არ გვინდა...
- რაც გინდათ ის გიქნიათ... კარები გავიჯახუნე და ეზოში გავვარდი...(6)



ნაწილი მეშივიდე.. „მე შენ მიყვარხარ“

გაცოფებული ვიჯექი ბარში , თავზე იკა გაოცებული დამყურებდა, დანა პირს არ მიხსნიდა, როგორ არ მინდოდა მეტქვა რომ მამაჩემს ის ქალი შეეძო ცოლად მოეყვანა, რადგან ერთხელ ამან გაუელვა თავში ვიცდი ამას უეჭველად გააკეთებდა, მხოლოდ იმიტომ მაინც რომ მე გავემწარებინე...
- ჰა აღარ იტყვი რა მოხდა? თუ გეხვეწო ეხლა?- გაბრაზებულმა მითხრა იკამ და სკამიდან წამოდგა..
- მამაჩემს ნიას დედა უყვარს თურმე, დღეს ახალი ნათესავები სავახშმოდ მოათრია, ამ ქალს ვერ ვიტან და ეს გოგო უარესად მძულს, მეზიზღება, ცხოვრებას მინგრევს იკა..
- მოიცა ეს როგორ... ასეც ვიცოდი რა.. ვიცოდი რომ ეგ ორი ერთნაირი იყო..
- კარგი რააა. შენ ნუღარ დამიმატებ ისედაც სადაცააა დავახრჩო ასეთი მიამიტური მზერის გამო...
- დამშვიდდი, რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს , ეს ქორწინება უნდა ჩავშალო... სიტყვა ვერ დავამტავრე რომ ნიამ დამირეკა..
- გისმენ დაიკო,- სიცილით ვუტხარი და დაველოდე მისი ნაზი ხმის გაგონებას...
- ოჰოოო, რა პატივია გეგა, ძამიკო საყვარელო, აბა როგორ მოგეწონა ჩვენი დანატესავების ამბავი? ესეიგი მე და შენ ერთ სახლში ვიცხოვრებთ არა? გენიალური აზრია. გადასარევი, ბედნიერებისაგან შემიძლია ვიფრინო...
- ენას ამოგაგლიჯავ გაიგე??
- შენი არ მეშინია,, ახლა მამაშენიც ჩემს მხარეზეა, ასე რომ ძალიან მალე ერთ სახლში ვიქნებით ჩვენ ოთხივე ბედნიერები, დღეიდან შენს ახალ დაიკოს პატივისცემით მოექეცი თორემ ძვირად დაგიჯდება... მობილური იატკზე დავხეთქე და ყველამ მე შემომხედა...
- რა მოხდა გეგა?
- მეტი რაღა უნდა მოხდეს, ბედნიერებისაგან აღარ იცის რა ილაპარაკოს, გველი ..- გამწარებულმა გამოვცარი კბილებში და მუშტი მთელი ძალით დავცხე მაგიდას..
**
ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა უნივერსიტეტში რო მივედი. პირდაპირ ცარიელ აუდიტორიაში შევედი , ფანჯარა გამოვაღე, თავი მერხზე დავდე და ჰაერს ხარბად დავუწყე სუნთქვა..ჩემს თავში, ჩემს გრძნობებში მე თვითონ ვერ ვერკვეოდი.. არ ვიცოდი რა მინდოდა, ვისთან მინდოდა...საერთოდაც რას ვერჩოდი გოგოს რომელსაც მე დავუნგრიე ცხოვრება, ნერვები მხოლოდ ჩემს თავზე მეშლებოდა, თავისით ჩამომიგორდა ცრემლი და ცხვირის წვერზე დაეკიდა, მისი თითების შეხება ვიგრძენი თმაზე და სწრაფდ გავიიე..
- დამშვიდდი არ შეგჭამ- სევდიანმა მითხრა და გვერდით მომიჯდა.. მისმინე, გუშინ ზედმეტი მომივიდა, მაპატიე კარგი? არ ვცი ასე რატომ განიცდი და ასე რატომ გტკივა, მაგრამ ერთი იცოდე გეგა, ზიანის მოყენების უფლება მხოლოდ მე მაქვს, მხოლოდ მე შემიძლია მოგკლა აი ახლავე თუ სურვილი გამიჩნდება მაგრამ სხვას არ მივცემ უფლებას გავნოს, თუნდაც ეს დედაჩემი იყოს..
- ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე ნია. ძალიან გთხოვ წადი... არ მინდა ზედმეტი პრობლემები, ჩათვალე რომ ის ომი რომელიც დავიყეტ შენ მოიგე...
- არაა , გაიგე??? მე ასეთი გეგა არ მიყვარს... არ მიყვარს გეგა რომელიც ცხოვრებას ემორჩილება...
- არ გიყვარს? აბა როგორი გეგა გიყვარს ნია??
- საერთოდ ეს ისე სიტყვის მასალად ვთქვი მაგრამ მისმინე, შენთან თუ არ ვიკამატებ ასე უაზრო იქნება ცხოვრება.. არ იყო ასე გთხოვ.. დაგეხმარები...
- ოხ ნია. როგორ შეგიძია რომ ჩეს ნერვებზე ითამაშ, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ შემიძია მოგკლა... მაგრამ არ მცალია. მელოდებიან...
- ვინ გელოდება? ის ქერა გოგო?
- ხო ის ქერა გოგო. რა ეჭვიანობ საყვარელო დაიკო???
- ცდები, რა მაქვს საეჭვიანო, ჩემი შეყვარებულიც მალე მოვა, შენნაირ უსაქმურთან დროს ხო არ დავკარგავ ..
- აღიარე რომ ეჭვიანობ.... ტუჩები სახესთან მივუტანე, უკან იხევდა მანამდე სანამ კედელზე არ მივაყუდე, ვიცი რომ ჩემი სურვილით კვდები, ვიცი ისევ გინდა შეგეხო და გაკოცო. ჩემი სუნამოს სურნელიც კი გაგიჟებს , ჩემი სიახლოვეც კი ყველაფერს ცვლის შენთვის.... ცხვირი ლოყაზე გავუსვი და ვიგირძენი როგორ აუჩქარდა გულის ძგერა..
- ცდები, ასე არაა. იცი რა, თუ ოდესმე გულს მატკენ გულს ამოვიგლეჯავ და მაინც ბედნიერი ვიქნები, თუ სულს მატკენ , არაფრად მივიჩვენ, მაინც გავაგრძელებ ცხოვრებას აი სხეულს კი ვერასოდეს ვერაფერს ავნებ...
- ასე იცი როგორი ქალები ლაპარაკობენ? ისინი მათ ვისაც უკვე ატკინეს გული და სულიც ანგელოზო.... ჩემო ლამაზო დაიკო.... მკლავზე დავუსვი ხელი შუბლით შუბლს მივეყრდენი, ვგრძნობდი როგორ მიზიდავდა ეს გოგო.. თანდათან სუნთქვა მიხშირდებოდა, ცოტაც და თავს ვეღარ მოვერეოდი.. ოსავ შევახე ტუჩები მის ატრთოლებულ ტუჩებს რომ მოულოდნელად აუდიტორიაში ვიღაცა შემოვარდა და მაშინვე განზე გავხტი...
მაშინვე ავარიდეთ მზერა ერთმანეთს და ფანჯრისკენ წავედი, მთელი სხეული მიხურნა, ნერვიულობისაგ პირი მიშრებოდა.. სირბილით წამოვიდა ჩვენსკენ შორენა ზურგიდან მომეხვია..
- გეგა, რატომ არ ჩამოხვედი? გელოდებოდი...
- მაპატიე, დამავიწყდა შორე. რაც შემეძლო ალერსით ვუთხარი და ნიას გავხედე, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და აუდიტორიიდან გაიქცა,,, მინდოდა გავკიდებოდი და მეტქვა როგორ მიყვარდა მაგრამ არ შემეძლო..მინდოდა მეტქვა რომ მისი სურვილით ვკვდებოდი და ძალა არ მეყო... სხვა გზა არ მქონდა, მთელი დრე შორენასთან ერთად გავატარე ფიქრებით კი ნიასთან ვიყავი.. ბარის კართან იკა შევნიშნე და მისკენ წავედი, როგორმე თავი უნდა დამეძვრინა ამ გოგოსგან თორემ სულს ამომხდიდა ვიცოდი...
- ვაა, გეგა აქ ხარ? რა გჭირს ტო. რა სახე გაქ რა.. წამო გავიდეთ სალაპარაკო მაქვს..ნახევრად განატებულ ქუჩას გავუყევით ორივე ვდუმდით, ვიცოდი რაც უნდა ეტქვა იკას და ვიცოდი რომ პასუხს თავს ვერ ავარიდებდი... ამიტომ დავასწარი და სსუბარი მე დავიწყე.
- ვიცი რაც გაინტერესებს და რაც გინდა მკითხო. მიყვარს, იკა რა უნდა გავაკეთო, მითხარი მირჩიე.. მიყვარს ნია, მის გარეშე ადამიანს აღარ ვგავარ მაგრამ რა ვქნა მამაჩემს რა ვუყო? თუ დამასწრებს და ინგას ცოლად მოიყვანს მაშინ ნიასთან მისასვლელი ყველა გზ ჩამეკეტება,,, თუ დავასწრებ და ნიას მე მოვიყვან ცოლად მამაჩემი ცოცხლად დამმარხარვს...
- უნდა გაიქცეთ., ეს ყველაზე კარგი გამოსავალია..
- გავიქცეთ? მერე სად წავიდეთ? რა გავაკეთო იკა? არა არ ვიცი, უფრო სწორად ვეღარ ვაზროვნებ,, ვირაც ბიჭთან ერთად წავიდა დღეს, ეჭვიანობით მოვკვდი კინაღამ..
- უთხარი რომ გიყვარს?
- არა, დრეს მინდოდა მეტქვა მაგრამ ვერ გავბედე,..
- იცოდე უთხარი სანამ გვიანი არაა... სიჩუმემ უარესად დამადარდიანა, იკას გავხედე და გამეღიმა..
- ხედავ რა დღეში ვარ? მე გეგა . ამ დღეში გინახივარ??? კაი იკუშ წავედი მე, მიდი დაბრუნდი შენ ლიკა შიგნითაა შენს საქმეს მიხედე ძმაო...
- კაი , იცოდე ხვალ ყველაფერი უნდა მოაგვარო თორემ მერე დაგაგვიანდება.- ქუჩაზე გადავდიოდი და იკა ბოლო ხმაზე ყვიროდა რომ მოულოდნელად გამოვარდა მანქანა , ფეხის მოსიარულეთა ბილიკზე ამოვარდა და მთელი ძალით დამეჯახა, მერე ბუნდოვნად მახსოვს იკას ყვირილი, სასწრაფოს სირენების ხმა და თეთრად განათებული პალატები...
**
იმ ღამით გონებაზე ვერაფრით მომიყვანეს, მთელი ღამე უგრძნობ მდგომარეობაში გავატარე, გამოღვიძებულს ყველაე მეტად სხეული მტკიოდა, თვალები ნელა გავახილე, თავზე სახე გაფითრებული მამაჩემი მედგა და სათვალის ქვშ წამოსულ ცრემლებს იწმენნა, ეტყობა ეგონა მოვკვდი და დამტირის, თურმე ცრემლებიც ქონია ამ ყინულივით კაცს, გუნებაში გავიფიქრე და მზერა ავარიდე.. წნვა გამიზომეს, გულზე კარდიოგრამა გადამირეს და საუბრის უფლებაც დამრთეს, ოღონდ არ გადაიღალოთო, საერთოდ არ მქონდა საუბრის სურვილი..რიგ-რიგობით მოდიოდნენ ჩემი მეგობრები სანახავ, ეს დრეს ჩემი ცხოვრების გაოცებას ივევდა, მამაჩემი გვერდიდან არ მშორდებოდა..
- კარგად ხარ? რაიმე ხომ არ გტკივა?- ყოველ ნახევარ საათში მეკიტხებოდა და ნერვილად დადიოდა ოტახში..
- მამა, წადი დაისვენე, კარგად ვარ, იკა დარჩება ჩემთან.. გთხოვ..
- არა, ახლა მარტოს ვერ დაგტოვებ, შენი უსაქმური ძმაკაცი რისი გამკეტებელია შვილო.. მაგას ჭამაც კი არ შეუძლია მარტო ვისკის დალევაშ არ ყავს ბადალი....
- მე დვრჩები იკასთან ერთად ბატონო დიმიტრი- ნიას ხმამ მთელს სხეულში დამიარა , თმების ქნევით წამოვიდა და წინ დაუდგა მამაჩემს... არა , რა ამ გოგოს მაინც როგორ შეეძლო გველობა ვგიჟდებოდი, ისეთი საიხთ უღიმოდა მამაჩემს რომ უეჭველად დაითანხმებდა..
- არ მინდა რომ დარჩე- ხმხმაღლა დავუყვირე და მამაჩემს გავხედე, მამა არ მინდა ეს გოგო აქ დარჩეს...
- თანახმა ვარ დარჩ შვილო.. რა გინდა ბიჭო, ნია მოგხედავს , აბა ის ბრაძიაგა ირაკლი გინდა?
- ის ჩემი ძმაკაცია და ასე ნუ ეძახი, ეს გველი გოგო წაიყვანე აქედან და შენც წადი მაშინ...
- ნია აქ დარჩება და მორჩა, შენი ბრაძიაგა ძმაკაცი გინდა მოვიდეს გინდა არა.... მხარზე ხელი დამკრა თანაგრძნობის მიზნით მამაჩემმა და პალატიდან გავიდე...
თითქმის ორი საათი ვიჯექით ასე ჩუმად, მე ვიწექი ის კი ფანჯარასთან იდგა და დაბლა იყურებოდა, ბოლო მოთმინების ფიალა აევსო და საწოლზე ჩამომიჯდა..
- გეგაა, ისეთი ხმით დამიძახა რომ ვეღარ გავუძელი და გავუღიმე..ეხლა ჩვენები თუ იქორწინებენ რა მოხდება? მას ვერ გავუძლებ გესმის?
- რას გულისხმობ? განა არის რაიმე გაუსაძლისი? შენ ხო ბედნიერი ხარ, ა გინდა შენ და დედაშენმა შედეგს მიაღწიეთ ამხელა კაცი გაასულელეთ , ახლა შეგიძლიათ უზრუნველად იცხოვროთ..
- მისმინე, ხანდახან მგნია რომ მართლა დებილი ხარ, როგორ გგონია ახლა მე მაგაზე გელაპარაკები? ჩვენ რა გვეშველება ჰა? მე როგორ ვიყო იმ სახლშ...
- თუ რამეს ამბობ გასაგებად თქვი და ნუ იგესლები გოგო.. ვერ ვიტან ამ ნამიოკებით ლაპარაკს, ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? ასე ყველა გზა მომეკვეტება შენტან მოსასვლელი, თუკი ისინი იქორწინებენ ჩვენ ვერარაფერს შევძლებთ..
- ნუ მაცინებ რაა... მე არც არაფერს ვაპირებ შენთან მიმართებაში.. არ მინდიხარ ნია არაა. შეიგნე,შეუშვი ამ ტვინში... არ მინდა შენთან ყოფნა..
- გასაგებია, სლუკუნით მითხრა და საწოლიდან წამოდგა.. მაშინვე ვტაცე მკლავში ხელი და უკან დავსვი...
- მიპასუხე ერთ კითხვაზე.. მანქანა შენ დამაჯახე არა? ვერ აიტანე რომ შორენასთან ერთავ ვიყავი ხო ასეა?? ვიცი რომ შენ იყავი ნია. არც გაბედო უარყოფა, შედეგად ხედავ რაც მოხდა, ხელი მომტეხე , კიდე კარგი იოლად გადავრჩი თორემ ნახავდი მერე..
- ავადმყოფი ხარ შენ? გგონია ასეთი გიჟი ვარ რომ მანქანა დაგაჯახო და ზიანი მოგაყენო?
- მისმინე ეხლა გოგო... ზუსტად ვცი რომ ეს შენ იყავი, ჯობია სიმართლე მითხრა სანამ მამაჩემმა გამოიძია, არა უმჯობესია გამოიძიოს და მერე როცა სიმართლეს გაიგებს, შენ და დედაშენი სიმაღლის მიხედვით წახვალთ ჩვენი ცხოვრებიდან...
- აუტანელი ხარ გეგა. შენგან ნამდვილი კაცი არასოდეს დადგება..
- ჩემი კაცობა შენთან დამტკიცებული მაქვს ძვირფასო, აბა გაიხსენე ბათუმი, ღამე, მთვარე, ზღვის ტალღები.. მე და შენ აივანზე ვიჯექით, ყავას ვსვავდით შუაღამეს.. მერე შენი სახე ხელებში მოვიქციე და გიტხარი რომ შენზე ლამაზი ქალი არ არსებობდა.. შენი თმების სურნელს ჭკუიდან გადავყავდი, შენი კანი მეხებოდა და ვგრძნობდი როგორ მიზიდავდი..
- როგორც ჩანს ჩემთან ერთ ღამის სექსი შენთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა გეგა, ძვირფასო, ასე მგონია უკვე გიყვარვარ ...
- გველი ხარ, ნამდვილი გველი. კიდევ უამრავი სალანძღავი სიტყვის თქმას ვაპირებდი რომ საპატრულო პოლიციის რამოდენიმე წევრი შემოვიდა და თავი დამიკრეს..
- ბატონო გეგა მოგესამლებით, შევიტყვეთ რომ უკეთ ხართ და საუბარი შეგიძლიათ, თქენთან რამოდენიმე კითხვა გვაქვს, შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა წუხელ ღამით?
- კარგად ვერც კი მოვასწარი გააზრება, მხოლოდ შავი ფერის მანქანა შევნიშნე რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. მეტი არაფერი მახსოვს...
- კარგით მადლობა. ყველაფერის გარკვევაში ბანკის ვიდეო კამერა დაგვეხმარება, გაგიმართლათ რომ კამერამ ყველაფერი გადაიღო...
- რა ელის იმ ადამიანს რომელიც ასე დამეჯახა?- პრინციპულად ვკიტხე და ნიას გავხედე..
- თუკი დადგინდა რომ ეს განზრახ ჩაიდინა, მაშინ სასჯელი არ ასცდება, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე...
**
რატომ ხდება ცხოვრებაშ რომ გვინდა რაღაცის გაკეტება და ვერ ვდგავთ ნაბიჯს, ვერ გადავდივართ ახალ ცხოვრებაში, არ მივყვებით დინებას, მის საწინააღმდეგოდ მივდივართ და არ ვფიქრობთ რომ ცხორების დღეებს , წამებს თუ წუთებს ვკარგავთ, ვფლანგავთ და არ ვწუხვართ იმაზე რომ უკან ვეღარ დავიბრუნებთ..
ვგრძნობდი რომ ჩემი ხელით ვინგრევდი ცხოვრებას, ვგრძნობდი და არაფერს ვაკეთებდი ჩემი სიყვარულის შესანარჩუნებლად, ფირიქით ჯიუტი ბავშვივით ვიქცეოდი, ჯინაზე ვეუბნებოდი გულსატკენ სიტყვებს, ჯინაზე ვეუბნებოდი რომ არ მინდოდა...
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ვინმეს მისი წაყვანა რომ მოენდომებინა ფეხებს დავამტვრევდი, იცით რას ვგავდი? ცხოველს რომელსაც საკვები არც თვითონ უნდა და არც სხვისთვის ემეტება.. აი ხო არსებობენ ღორი ადამიანები ხოდა მეც ასე ვიყავი, არ მინდოდა ჩემთან ასე ახლოს მოსუიყო რომ მერე მისგან წასვლის საშუალება არ მქონოდა, მაგრამ არც ის მინდოდა რომ ჩამომშორებოდა..
ჩვენ ადამიანებს ზოგადად რაღაცეების ხო გვეშინია...ხოდა მეც მქონდა ასეთი შიშები, იცით ყვეალზე ძალიან რისი მეშინოდა? ჩემი თავის,ყვეაზე საშიში ცხოველი მე ვიყავი, რამდენს დავუნგრიე ცხოვრება და კიდევ რამდენი იყო წინ გეგმაში ეს ხომ არავინ იცოდა.. ხანდახან სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვფიქრობდი ასეთი ცხოველი როდის გავხდი როცა დედაჩემი მოკვდა თუ მაშინ როცა მამაჩემმა პირდალად გამაწნა სილა დაუმორჩილებლობის გამო და გულში ყველას სანაცვლო ბოღმა ჩავიდე.. როდის გაიღვიძა ჩემში ამ საშინელმა ულმობემა ცხოველმა, როდის გაიდგა ასე ღრმად ესვები და ყვეანაირი შეგრძნება დამიბლოკა...

**
ბრახუნით მოვისროლე წიგნი იატაკზე და ფეხზე წამოვხტი.... ბაჩო და ლელაკო გაოცებულები მიყურებდნენ..ხმას ვერც ერთი ვერ ირებდა, გიჟივით დავდიოდი ოთხში.... ბოლოს მოთიმების ფიალა ორივეს აევსო, ბაჩმ მკლავში მტაცა ხელი და დივანზე დავახეთქა..
- ესეიგი რა გამოდის??? თუ ნია დედაშენია და ნამდვილად სახელი აქვს შეცვლილი ესეიგი გამოდის რომ გეგა მამაშენია????
- არ ვიცი, იქნება დდა სხისგან იყო ორსულად და იმიტომ გაექცა გეგას, და სახელი და გვარიც შეიცვალა, არ ვიცი რა ვიფიქრო ბაჩო, იქნება ეს მხოლდო ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და მეი არაფერი, როგორ გავარკვიო ეს სიმართლეა თუ არა, როგორმე რაიმე უნდა მოვახერხო... თუკი გეგა თავის წიგნში ნამდვილად სიმართლეს წერს რა თქმა უნდა ისიც ეწერება საიდ გაიქცა ნია, რტომ გაიქცა, ერტადერთი გამოსავალი ის არის რომ წიგნი მალე უნდა წავიკითხო... და არ გავწყვიტო ურთიერთობა გეგასთან ....
- ეს გამოსავალია?- ლელაკო ნამძინარევი ხმით ჩამერთო საუბარში. გოგო ისე ეს თუ მართლა ნამდვილი ამბავია, რალამაზი ისტორია ქონია დედაშენს და ასეთი ლამაზი კაცი როგორ მიატოვა ჰა? დავიჯერო რომ მაგაზე ლამაზი მონახა ვინმე??
- სასაცილო ხარ ლელაკო, მგონი გეგა შეგიყვარდა არა?? უნდა გავარკვიო, იქნება გამოსავალი ის იყოს გეგას დედას სურათი ვანახო?
- მისმინე, ბაჩმ ტავისკენ შემატრიალა და თვალებში მაკოცა, ჩემო ლამაზო დამშვიდდი, ახლა გაბრაზებული ხარ და ისე ლაპარაკობ, ცხელ გულზე გადაყვეტილებებს ნუ მიიღებ, არ ჯობია ჯერ წიგნი ბოლომდე წავიკითხოთ რას წერს, რა მოხდა და მერე ანახო სურათი, ისე არ გააკეთო თაი რომ დედაშენი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს, შენ ისიც ხომ არ იცი რატომ გაიქცა დედაშენი , რატომ გამოიცვალა გვარ-სახელი, მხოლოდ გეგაზე ნუ ფიქრობ, მხოლოდ იმაზე ნუ ფიქრბ რომ მამაშენის ვინაობა გაიგო. შენც ქალი ხარ, გაუგე დედაშენს, ამისათვის მიზეზი ექნებოდა...
- მართალი ხარ ბაჩო.. შენმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა, მეშინია რომ ამ ისტორიას ბოლოში რაღაც ისეთი ექნება რაც ცხოვრებას გამინადგურებს, მეშინია სიმართლის, დედაჩემი არაფერს ამბობს, რა ვქნა ამიხსენით , მაინც და მაინც გეგას ვკიტხო ყველაფერი???
- იქნებ გეგას ეგონო კიდეც თავისი შვილი და სინამდვილეში არ იყო მერე რა გავაკეთოთ??
- არ ვიცი გესმის? აღარ ვიციი , აღარაფერი აღარ ვიცი დავიღაე ამ დამალული ცხოვრებით , ყელში ამომივიდა ყველაფერი...

**
ორ დღეში სახლშ გამწერეს და ჩემს მეგობრებს გართობის საშუაებას მოეცათ, მთელი უნივერსიტეტი ჩემთან ათენებდა და აღამებდა.. არ ჩანდა მხოლოდ ერთი, ის ერთადერთი რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა ახლა..
- ლიკა, ნია სადა? - ძლივს გასაგონი ხმით ვკითხე და გავუღიმე..
- რაში გაინტერესებს?
- ისე, მაინტერესებს საქმე მქონდა... სადაა?
- არ ვიცი დილიდან არ მპასუხობს.. სიმართლე გითხრა ამ გოგოს ვერარ ვცნობ რა, ძალიან დათრგნულია, განიცდის, არაფერს გვეუბნება მართლა განვიცდი მის გამო... გიჟივით შემოვარდა ოტახში იკა და საწოლზე დამახტა...
- ახალი ამბავი გაიგეთ? გაოცებულმა მკიტხა და ლიკას შეხედა...ნია პოლიციაში წაუყვანიათ დღეს დილით, „კამერებმა ამოიცნეეს“...
- სუელი გოგო- ბოლო ხმაზე დავიყვირე და საწოლიდან წამოვდექი, ხო გავაფრთხილე, ვიცოდი რომ ეგ იყო, მაგრამ არ აღიარა.. სულელი , სულელიი. გაბრაზებული ვყვიროდი და კარადიდან ტანსაცმელს ვირებდი...
- რას აპირებ გეგუშ? ღირსია დასაჯონ... აბა რო გეჯახებოდა რა ეგონა???
- გამ***დი? რა დასაჯობ ბიჭო, შენ ციხე რა გგონია ჰა? მიდი მძღოლს უთხარი ჩემი მანქანა გამოიყვანოს.. ტქვენ არ მოდიხართ- ორივეს ვუთხარი და მაშინვე ორივე დაჯდა .. თქვენ აქ თქვენი სიყვარულის საქმე არკვიეთ დანარჩენი მე დამაცადეთ...
- კი მაგრამ მოტეხილი ხელით...
- კარგად ვარ ილუშ, შენს საქმეს მიხედე მართლა..
**
განყოფილებაში შევედი თუ არა გამომძიებელი მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა...
- ახლა ვაპირებდი შენტან დარეკვას, საიდან გაიგე ?
- თბილისში იმალება რამე ბატონო გიორგი? სადაა ნია? მანახეთ ...
- ძალიან კია შეშინებული მაგრამ არ იმჩნევს ხმას არ ირებს, დანაშაული აღიარა მაგრამ იმის მერე დუმს...
- კარგით მე დაველაპარაკები...
მაგიდის თავში იჯდა თავდახრილი და წყლით სავსე ჭიქას ჩაყურებდა, დავინახე და გული ჩამწყდა, ეს ერთი ციცქნა გოგო ისეთი განადგურებული მომეჩვნება ისეთი შეცვლილი, როგორ შემეძო მასზე გაბრზება მე ამისი უფლება არ მქონდა. მე ვიყავი დამნაშავე ამ ყველაფერში... მე გავხადე იძულებული, მე მივიყვანე ამ მდგომარეობამდე.. გული მომიკვდა, მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი, დამინხა თუ არა ცრემლები გადმოსცვივდა..
- მაპატიე კარგი?- ტირილით მითხრა და თავი გაატრიალა..
- შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ, იქვე დარაჯივით მდგარ პოლიციელს მივმართე და დაველოდე როდის გავიდოდა ოთახიდან... ნია, შემომხედე, ხო გთხოვე აღიარე -თქო, საქმე აქამდე არ მივიდოდა ხო ასეა არა?
- დამიჭერენ არა? ღირსი ვარ.. არ მეგონა მეთუ ასე...
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება მე ხომ შენთან ვარ..
- ჩემთან რომ ხარ მაგიტომაც მეშინია- ღიმილით მითხრა და თავი მკერდზე მომადო...
- მისმინე, რაღაც უნდა გითხრა მაგრამ იცოდე ასე იყავი და თავი არ ასწიო, სანამ ლაპარკს არ მოვრჩები , კარგი?
- კარგი გეგა..
- იცი , როცა პირველად დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, ჩემს ტავს ვერ ვუტყდებოდი, მეგონა რომ ასე თავს ვიმცირებდი.. ვიცი ახლა აქ ამ ყვლაფრის თქმის უფლება არ მაქვს მაგრამ სხვაგან ამის თქმის ძალა აღარ მექნება ნიაკო..ახლა ვერ გაგიშვებ, ახლა ვერ მოგცემ წასვლის უფლებას, ახლა როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, ახლა როცა მე თავს ასე ძლიერად და დაცულად ვგრძნობ. ახლა ჩემად მინდა გიგულო, შენი ლურჯი თვალები შენი შავი თმები ხარბად მინდა ვყნოსო, მაშინ როცა პირველად დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, მერე გული გატკინე, მერე უამრავი ცუდი რამ მოხდა ჩვენს შორის და მე უფრო და უფრო მიყვარდებოდი... ახლა უნდა გითხრა როგორ მიყვარხარ ნიაკო..შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის, არავითარი, ტატა, არავითარი ლიკა არ არსებობს ჩემთვის, არც არსებობსა, მხოლოდ შენ იყავი, მერეც შენ იქნები.. ასე მგონია რომ სამყაროს შექმნამდეც მიყვარდი, უფალმა ჩემთვის გაგაჩინა.. მიყვარხარ, გთხოვ არ გამიშვა ხელი.. იცოდე ახლა თუ წახვალ , ახლა თუ დამკარგავ მე აღარასოდეს მოვბრუნდები შენსკენ ნია. იცოდე რომ ბოლო სიტყვა შენზეა... მიყვარხარ და მხოლოდ ჩემს სიყვარულს გთავაზობ, ერთად თუ ვიქნებით ერთად ვიბრძლებთ ჩვენი სიყვარულის გამო, ერთად გავიტანთ ჩვენსას...
თავი ნელა წამოწია, მთელი სახე ცრემლებს დაენამათ...სულს ვეღარ ითქვამდა ტირილისაგან მე კი ჩემს გრძნობებში გართულს მისი სლუკუნი არ შემიმჩნევია....
- მიყვარხარ.. უშენოდ ვერ გავძლებ, არსად წავალ, არსად გამიშვა, გესმის? ორივეხელი მომხვია და პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი...
- ბატონო გეგა, საჩივარს ხელი უნდა მოაწეროთ ..
- საჩივარი უკან გამაქვს არ ვჩივი ბატონო გიორგი..
- კი მაგრამ ეს როგორ, თქვენზე ტავდასხმა მოხდა,, მამთქვენმა რომ გაიგოს.. იცით..
- თავდასხვა ჩემზე მოხდა, და საჩივარი უკან გამაქვს, ბატონო გიორგი ეს გოგო მიყვარს, მასზე ჩივილს არ ვაპირებ, როგორ გგონიათ ნორმალური მამაკაცი საყვარელ ქალს ციხეში ჩასაჯდომად გაიმეტებს?
- ახლა გასაგებია, მაშინ მამათქვენს თქვენ აუხსენით ყველაფერი..
- ბატონო გიორგი, ერტ თქოვნა მექნება, მიეზი არ გაუმხილოთ მამაჩემს, და მეც გპირდებით რომ მამაჩემი თქვენთან პრეტენზიებით არ მოვა..
- რა თქმა უნდა შვილო, წადით...
**
დილით წიგნზე ჩაძინებულს გამომეღვიძა, თავზე დედაჩემი მედგა და გაოცებული დამყურებდა, ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ხელი თმაზე, მერე შუბლზე მაკოცა და გამომაღვიძა..
- თაიკო, რა მოხდა აქ წუხელ? მთელი სახლი რატომ გადმოყარე??
- დე,, მე .. მისმინე,
- ვიცი, მამაშენის სურათს ეძებდი, როგორც ჩანს რამოდენიმე გიპოვია მაგრამ შენ ხომ არ იცი რომელი მათგანია მამაშენი, ასე რატომ იქცევი..ადგები და ყველას მონახავ? და კითხავ თქვენი შვილი ვარ თუ არაო?
- გამაცინე, იცი ახლა ის კინო გამახსენდა „მამა მია“ იქაც ხო ასე ეძებს ის გოგო მამას სამი მამაკაციდა, ხოდა მეც ასე მოვნახავ..
- მოდი ასე მოვიქცეთ, მე განახებ შენ მამაშენის სურათს, ერთი პირობით, არ მკითხავ, სადაა, იმიტომ რომ მეც არ ვიცი, არ მკითხავ ოჯახი ყავს თუ არა, რადგან არც ეს ვიცი. და რაც ყველაზე მთავარია, არ მკითხავ დაშორების მიზეზს..
- თანახმა ვარ, მაშნვე წამოვიყვირე და დედას კისერზე ჩამოვეკიდე... ხელი ჩამკიდა და კაბინეტში მაგიდაზე გაფენილი სურატების წინ დამაყენა....
- მოკლედ, ახლა გეტყვი მამაშენის ვინაობას და ამით ჩვენს შორის გაუგებრობა და კამათი დასრულდება თაიკო... აი ეს მამაშენია- მეცინება მაგრამ ნამდვილად რომ გავხარ , მასავით სერი და ლამაზი თვალები გაქვს, მასავით თბილი და მოსიყვარულე ხარ. და მასავით ჯიუტი... ეს სურათი მასთან სახლშია გადაღებული მის დაბადების დღეზე. ეს კაცი წლების წინ სიგიჟემდე მიყვარდა და ამ გიჟური სიყვარულის გამო მივატოვე თაია გეგა..
- გეგა?- ასე ქვია მამაჩემს?
- გეგა თვაური..ეს მამაშენის სახელი და გვარია.....ვიგრძენი როგორ დამიარა სასიამოვნო ჟრუნტელმა სხეულში და ბედნიერების ორი კუნწულა ცრემლი გადმომვარდა...
- არ მჯერა, ეს კაცი მამაჩემია....არ მჯერა რომ გეგა თვაური მამაჩემია..
- დაუჯერებელი რა არის ამაში ადამიანო...
- არა დედა ისე, უბრალოდ, ამდენი წელი მიმალავდი მის ვინაობას და... მაჩუქე ეს სურათი გთქოხ, არავის ვანახებ, მინდა მამას სურათი ..
- კარგი, მაგრამ იცოდე, არავისტან არაფერი დაგცდეს, მითუმეტეს შენ გამოშტერებულ დაქალთან თორემ მთელს თბილის მოსდებს უცებ...
- კარგი, და შენ ასე ადრე რატომ დაბრუნდი?
- საბუთები დამრჩა და ამიტომ ,ახლა ვიცი რატომ გამაგზავნე ასე საჩქაროდ მცხეთაში, უსინდისო გოგოვ შენ. სიყვარულით მითხრა და ყაზე მაკოცა... დედას ცხოვრება ხარ, დედას სიყვარული და ერთადერთი ნათელი წერტილი თაი.. (7)


ნაწილი მერვე „აღიარება“
წვიმდა, ცა თავზე იმხობდა დედამიწას, უხვად ყრიდა ცრემლებს , ალბად დედამიწას თუ დასტიროდა, არ ვიცი იქნება და ჩემსავით აწუხებდა რაიმე, იქნება მასაც ჩემსავით სტკიოდა, ჩემი ცხოვრების ნათელი წერილი ისე მალე გამოიკვეთა რომ თითქოსდა აზროვნებაც კი დამებლოკა, თავში ათასი აზრი მომდიოდა ერთად.. არჩევანის ინაშე ვიდექი, ან დედაჩემისთვის უნდა მომეთხოვა სიმართლის ტქმა ანდა გეგასთვის მეჩვენებინა დედაჩემის სურათი, ასე შემეძო გამეგო სიმართლე.. მაგრამ მეხომ მთი შვილი ვიყავი ამიტომ ორივე გზა საჩემოდ უნდა გამომეყენებინა,, დედაჩემის ნაბიჯების ხმა გავიგონე თუ არა ცრემლები გადმოვყარე.
- თაიკო, რა მოხდა. რატომ ტირი? თანაც აქ აივანზე მარტო, რა მოხდა?- ისე მკითხა ვიცოდი ახლა რაც არ უნდა მეთხოვა ყველაფერს გამიკეტებდა.
- დე,, მომიყევი რა მამაჩემზე რამე, გემუდარები, ასე ნუ გამიშავებ და გამიუფერულებ ცხოვრებას გემუდარები დედა, ცოტა რამ მითხარი მასზე რა....
- კარგი, კარგი, დამშვიდდი. როგორც ჩანს სურათმა შენზე ძალინ იმოქმედა...
- არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ვიცოდე მასზე, სადგაიცანი, როგორ შეგიყვარდა, როგორი იყო, მითხარი რა... გემუდარები მითხარი, ოცნებებში მაინც ვიცნობდე მამას.
ჩემმა მუდარამ გაჭრა, დედაჩემს ავხედე, თვალებიცრემლით ქონდა სავსე, მივხვდი მისთვის ძნელი იყო ამ ყველაფრის გახსენება, ხელი მომკიდა ოტახში შემიყვანა და საწოლზე დამსვა, გვერდით მომიჯდა და აღელვებულმა დაიწყო მოყოლა..
- მაშინ ოცდაორი წლის ვიყავი, საშინლად ცხელოდა იმ ზაფხულს, გოგოებმა გეზი ბათუმისაკენ ავიღეთ, სწორედ იქ გავიცანი მამაშენი, მაშინ იმ დროისთვის ერთი ბიჭის მიმართ მქონდა სიმპატია და მიღალატა, არა ეს მე მეგონა რომ მიღალატ თორემ მას არც კი ვყვარებივარ, სანაპიროზე ვიჯექი და ვტიროდი,, სულელი გოგოსავით. ახლა მეცინება არადა მაშინ როგორ მტკიოდა,, მოულოდნელად გამოჩნდა გეგა და გვერდით მომიჯდა, ათას სისულეეზე ვსაუბრობდით, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.მერე სასტუმრომდე მიმაცილა.. ის ღამე თეთრად გავათენე,რამოდენიმე საათის წინათ გაცნობილმა ადამიანმაა ჩემში იმხელა კვალი დატოვა რომ ვეღარ ვშლიდი, როგორც არ უნდა მომდომებოდა არ გამომდიოდა.. მერე მოხდა ის რაც არ უნდა გამეკეთებინა, მერე ვენდე.. მერე ვინანე ეს ნდობა და თბილისშ წავედი, მოგვიანებით გავიგე ისიც ჩემსავით იმ დღესვე დაბრუნებულა.. იცი ბედმა როდის დამცინა? როცა მე და გეგა ერთ უნივერსიტეტშ, ერთ ჯგუფშ და ერთ მერხზე აღმოვჩნდით.
- რა გაგახსენდა დე? - ღიმილით ვკითხე და ხელზე ვაკოცე...
- ის, საოცარი ადამიანია თაიკო, სხვებს არ გავს დამიჯერე, იცი როგორია? არ უფიქრდება რას ამბობს.. მთავარია გული გატკინოს თუ გაბრაზებულია მთავარია გულიდან ამოიღოს ყველაფერი და მერე რა თუ შენ დაგამცირებს ამით, არადა სინამდვილეშ სულაც არ უნდა შენი მიწასთან გასწორება... მთელი წელი მეძახდა გველი ხარო, გესლიანი ენა გაქვსო, ენას ამოგაგლიჯავო, მაგრამ რა? შედეგად ის მივირეთ რომ სიგიჟემდე შემიყვარდა.. მერე ერთ დღეს როცა სხვასთან ერთად დავინახე, ჭკუა გადამეკეტა და მანქანა დავაჯახე.. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ვინანე როცა პილიციის განყოფილებაში მიკრეს თავი...
- შენ რა დაგიჭირეს?- ისე ვკითხე თითქოს არ ვიცოდი შედეგი ამ ყველაფრისა...
- არა, გაგეცინება და ეს პოლიციის განყოფილება ჩვენი სიყვარულის ახსნის ყველაზე სანდო ადგილი აღმოჩნდა..იქ მითხრა რომ ვუყვარდი... იქ იმ დღეს პირველად დავინახე როგორი იყო სინამდვილეშ გეგა თვაური..
- როგორი დე?
- სანდო, ერთგული და მოსიყვარულე, მისი თვალები სიყვარულის ცეცხლს ყრიდა თვალებიდან, მისი სხეული სიყვარულით და ვნებით იყო გაჟღენთილი, გული უხურდა. ეს იყო ნამდვილი გეგა რომელიც ბოროტი სახელის უკან თბილი და მოსიყვარულე იყო.. ბავშობაშ გადატანილმა ტრამვამ ასეთად აქცია მაგრამ მე ის ასეთი მიყვარდა, მერე მოხდა ის რომ ჩვენი ცხოვება შეიცავალა, არა შეცვალეს..
- რა მოხდა მერე დე?
- საკმარისია თაიკა, ამისი გახსენება ძალიან მტკივა დამიჯერე, ძალიან მტკივა.. რთულია ასე ძალიან გიყვარდეს და ერთ დღეს ამოაჩინო რომ მისგან შორს ხარ..
- დე... გასვლისას სიტყვა დავაწიე და ცრემლით სავსე თვალებით შემომხედა.. არ გენატრება მამა? მეგონა მეტყოდა მძულოს, მეზიზრებაო, ამას როგორ მეკითხებიო... ზურგი მაქცია, შუბლი კარებს მიაყრდნო და ტკივილისთ სავსე ძლივს ამოღერღა
- ტკივილამდე მენატრება, მე ხომ ის არც არასოდეს დამვიწყებია თაი...
მივხვდი რომ ჯერ ისევ უყვარდა დედას მამა, მაშინ მე უნდა მეღონა რაიმე, მე უნდა გადამედგა ნაბიჯები მისკენ...

**
გაუბედავად დავაჭირე ზარის ღილაკს თითი და გავიღიმე, დამინახა თუ არა შეცბა, არც მიკითხავს ისე შევედი ეზოში და პირდაპირ სახლისაკენ წავედი.. კარგა ხანს იდგა ბატონი გეგა გაოგნებული და მიყურებდა როგორ მივდიოდი სურსათ-სანოვაგით დატვირთული...პირდაპირ სამზარეულოშ შევედი და საუზმის კეთებას შევუდექი.. გაოგნებული შემოვიდა და წინ დამიჯდა..
- რას აკეთებ პატარა ქალბატონო?- გაოგნებულმა მკითხა და ცალი წარბი ნერვიულად აზიდა ზემოთ...
- მის ქცევაზე გამეცონა და წინ წინ ჩავიცუცქე, აი ნახეთ ასე მეც შემიძლია წარბის აწევა , ხო ხედავთ ესეც საერთო გვაქვს ასე რომ მოემზადეთ და ვისაუზმოთ...
- და მე რომ მარტო არა ვარ?
- ჰააა? - ისე ვკითხე გეგონებოდათ გამოუსწორებელი დანაშაული ჩაედინა.. რას ნიშნავს მარტო არ ხართ? აბა ვინ გყავთ. გამატარეთ ვნახავ ახლავე..
- თაია. როცა ვამბობ რომ მარტო არა ვარ, ესეიგი ასეა.. მაცადაე ნახევარი საათი და ის სხვა წავა თანახმა ხარ??- სკამიდან წამოდგა და გასასვლელად მოემზადა რომ მივაძახე
- მართლაც რა ბაბნიკი ყოფილა ეს გეგა არა??
- მოგხვდებაა... კიბეებისაკენ წასულმა მომაძახა და გამეცინა...
ნახევარი საათის მერე მე და გეგა სამზარეულოშ მაგიდის გარშემო ვიჯექით და სიამოვნებით შევექცეოდით ერბოკვერცხს ... ვუყურებდი და მინდოდა მეთქვა- მამა , ეს ხ მე არ, შენი შვილი ამდენი წელი რომ ვოცნებობდი შენს ნახვაზე -თქო მაგრამ ვდუმდი....
- აბა გემრიელია ასეთი საუზმე?
- გემრიელია მაგრამ მინდოდა მეკითხა , ასე უთენია რამ გაგახსენა ჩემი თავი, თანაც გაუფრთხილებლად მოხვედი, თაია ცუდად იქცევი, ლექციებს აცდენ, დედას ატყუებ...
- არ ვატყუებ, არ უკითხავს არაფერი, ესეიგი არც მომიტყუებია ხო ასეა ?
- კარგი ასეა...მართალი ხარ, როგორც ცანს ყველა დროის ყველა ქალი მართალია არა? და ყველა კაცი დამნაშავე, ღმერთო რას მოვესწარი, ჩემს წინ ზის თვრამეტი წლის გოგო და ლექციას მიკითხავს...
- მერე რა, გეტაკილებათ რომ თვრამეტი წლის ვარ? ჩათვალეთ რომ თვრამეტის კი არა ოცდათვრამეტის ვარ ...
- მერე არ გეშნია რომ შემიყვარდე?- ისე მოულოდნელად მკითხა რომ ცხელი ყავა ზედ გადავიხსი...
- მაპატიე, თაიკო, გაგეხუმრე.
- არაუშავს ეს არაფერია.. როგორ უნდა შეგიყვარდეთ ჯერ ერთი თქვენი შვილის ტოლი ვარ მეორეც კიდევ ტქვენ ნია გიყვართ...
- რა იცი იქნებ აღარ მიყვარს..
- არა ვიცი რომ გიყვართ ასეთი დიდი სიყვარულის დავიწყება ხომ შეუძლებელია?! - გიყვართ თვქლებში გეტყობათ... თუ ამას იმიტომ ამბობთ რომ იქ ვიღაცა მაწაუკა ქალი გყვდათ ეგ არაფერს ცვლის, ყველა მამაკაცს აქვს მოთხოვნილებები..
- შენ შეგიძია ჭკუიდან ამწიო ღმერთო ჩემო...
- ბატონო გეგა- იცით მე თქვენი სურათი ვიპოვე სახლში. ძლივს ვუთხარი და ჩანთიდან სურათი ამოვაძრე....
- ფერი ეცვალა, სუნთქვა გაუხშირდა, მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ეს შენ საიდან გაქვს თაია?- ემოციებით აღსავსემ მიყვირა და ფეხზე წამოხტა..
- დედა ნივთებში ვიპოვე.. ძველ სურათებში..
- ეს ქალი დედაშენია??
- არა. მოულოდნელად მეც არ ვიცი რატომ ვიცრუე და მასტან მივედი. კარგად ხართ? დედას მეც ვკითხე ეს სურათი საიდან ქონდა, მითხრა ეს გოგო ჩემი ძველი ნაცნობია და მისთვის ძვირფასი ნივთები მე დამიტოვაო...
- სად არის ახლა ის გოგო?? ეს გოგო სურათზე რომ არის სადაა????- ბოლო ხმაზე მიღრიალა და მკვაბეში მტაცა ხელი..
- არ ვიცი, ძლივს ამოვღერღე და ცრემლები გადმოვყარე. მიხვდა რომ შემაშინა, გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა....
- შეგიძლია დედაშენს დაურეკო და კითხო სადაა ის გოგო რომელიც ამ სურათზეა?
- დედა დღეს გაფრინდა, კიდევ ერთი ახალი ტყუილი მოვიგონე, გპირდებით როგორც კი ჩამოვა მაშინვე გავარკვევ სადაა ეს გოგონა და გეტყვით, გპირდებით...
- იცი რამდენი წელია ვეძებ? უკვე ცხრამეტი წელი გახდება თაია, ვეძებ ამ ქალს... ამ ქალს სახელად ნიას.. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და დავეძებდი , იქნება სადმე ყოფილიყო, მის საყვარელ მაღაზიებში კაფეებში, მაგრამ არსად ცანდა, არსად იყო.. არ ვიცი სად გაქრა.. არ ვიცოდი როგორ მეპოვა და არც ახლა ვიცი..
- მე დაგეხმარებით, გპირდებით რომ ვიპოვი ამ ქალს და შეგახვედრებთ...
- სახეზე ღიმილი მოედო, შენი თავი უფალმა ანგელოზად და ხსნად გამომიგზავნა ჩემო ლამაზო გოგონა..

**
ის ღამე მე და ნიამ ერთად გავატარეთ და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ჩემს სახლში ჩემს ოთახში ჩემივე საწოლში გვეძინა, არც ერთი ვფიქრობდით რა მოხდებოდა მამაჩემს რომ დავენახე, ანდაც შემთხვევით შემოსულიყო, მთელი ღამე მესმოდა მისი სუნთქვა ხშირად თავს წამოვწევდი და ვაკვირდებოდი ნუთუ მართლა ეს იყო, ნუთუ მართლა ნიას ეძინა ჩემს გვერდით.. რამდენი დრო დავხარჯე ტყუილად, რამდენი დრო გავანატე ქარს.. არაფრისაგან ყველაფერი შევქმენი და ყველაფერი არაფრად ვაქციე, ახლა ვიცოდი როგორ სტკიოდა გული, ვიცოდი რომ არასოდეს დაავიწყდებოდა ის ღამე, როცა პირველად ვიყავით ერთად, იმ ღამის მერე მიყენებული ტკივილი არასოდეს მოურჩებოდა..
დილით მამაჩემის ბოხმა ხმამ გამოგვაღვიძა, ჩემი ოთახისაკენ მოდიოდა , გიჟებივით წამოვხტით საწოლიდან, ის იყო ნიამ სააბაზანოს კარები მიიკეტა რომ მამაჩემი შემოვიდა..
- უსაქმურო გღვიძავს? ეს როგორ მოხდა? არადა შენს გაღვიძებას ვაპირებდი.
- რა ხდება მამა? დრეს გამოცდა მაქვს და ადრე უნდა გავიდე, მაშინვე ვიცრუე..
- საჩივარი შენ გამოიტანე?
- კი, მე გამოვიტანე, მოდი ამაზე არ გვინდა კარგი? რაც მოხდა ის ხო უკვე წარსულია, ხოდა ის ადამიანირ აღას გავაუბედურო...
- გამოშტერდი არა??? დიმიტრი თვაურის შვილს ვირაცამ მანქანა განზრახ დააჯახა და გინდა რომ დაუსჯელი დავტოვო?
- ისე ამბობ დიმიტრი თვაურის შვილსო გეგონება აღმაშენებელი იყო რა- გუნებაში გავიფიქრე და გავუღიმე, მამა ის ადამიანი გოგოა. და ეს ჩვენი საქმეა კარგი? ჩვენ გვეხება, გთხოვ ამაში ნუ ჩაერევი...
- ესეიგი გოგოა. ყოჩაღ რა რისკიანი გოგო ყოფილა.. შენნაირს რო მანქანა დააჯახა..
- მადლობა მამა რომ შემაქე. მიდი გადი ეხლა, წყალი უნდა გადავივლო და გავიქცე, შენ სამსახურში მიდიხარ?
- კი და მაგ შენი ვითომდა გამოცდის მერე შემომიარე, სალაპარაკო გვაქვს...

გავიდა თუ არა ნიასთან შევედი და კარგი შიგნიდან გადავკეტე...
- ახლა სად უნდა გამექცე ჰაა. თუ არ გინდა ისევ ჩემს მკლავებში აღმოჩნდე იყვირე...
- ყვირილს არ ვაპირებ, მაგრამ თუ გინდა თავზე მთელი თავი შეგრჩეს გამიშვი, თორემ დედაჩემი ინტერპოლით დამიწყებს ძებნას..
- ფუუუ რააა. კარგი ფო წადი, მოიცა არა. მამაჩემი გავდიდეს ჯერ.. ხო გაიგე რა თქვა. „როგორ დიმიტრი თვაურის შვილს მანქანა ვინ დააჯახა“??
- გეგონება აღმაშენებელია რა... ერთი უბრალოდ ბიზნესმენია.
- ეეე, მეც ეგ გავიფიქრე ტო... ერთი უბრალო არა ბრალიანი ბიზნესმენია მაგრამ თავი ასე რატომ მოაქვს არ ვიცი... ვსიო წადი, გავიდა მამაჩემი, ოღონდ იცოდე. უკანა კარიდან არ გახვიდე, ნინიკო დაგინახავს და მამაჩემს ეტყვის... მოიცადე გაგაცილებ...
მზვერავებივით გავიპარეთ ოთახიდან და კუთხე-კუთხე ამოფარებულებმა მივაღწიეთ გასასვლელ კარს.. მაგრად ჩავიკარი გულშ, არ მეშინოდა, ახლა ამ წუთშ როცა მის სიახლოვეს ასე ახლოს ვგრძნობდი არაფერი მაშინებდა, თუნდაც მამაჩემი დაბრუნებულიყო არც ეს მადარდებდა, მიძალიანდებოდა, გამიშვიო მეხვეწებოდა მე კი მთელი ძალით ვიკრავდი გულში, თითქოს მინდოდა ჩამემახსოვრებინა მისი სურნელი ჩემში... ბოლოს მაინც დაიძვრინა ჩემგან თავი და ეზოს კართან გაჩერებულ ტაქსში ჩახტა...
უნოვერსიტეტში წასვლა აღარც გამხსენებია, მამაჩემთან მივედი და გაბადრული სახით ჩავჯექი მის წინ მდგარ სავარძელში..
- რა გიხარია ასე რომ გაკრეჭილხარ? - როგორც ყოველთვის ახლაც ნაცნობი ტონით მკითხა მამაჩემმა, მაგრამ ამჯერად ჩემს ხასითს ვერაფერი დააკლო..
- ისე ბედნიერი ვარ..
- უსაქმური და ბედნიერი, კარგი შეთავსებაა ერთმანეთთან..
- ნამდივილად- დავეთანხმე და მისი მზერა ვიგრძენი.. რაზე გინდოდა ლაპარკი მამა?
- ხო მართლა ყურადრებით მომისმინე რასაც გეტყვი.. ვიცი ის გოგო ინგას შვილი არ მოგწონს არც იმას ეხატები გულზე ეს ორივემ გავიგეთ მეც და დედამისმაც, მაგრამ ჩვენ გადვწყვიტეთ რომ ვიქორწინოთ..
- ვერ გავიგე? მე მეგონა რომ შენ მხოლოდ ერთობოდი მამა..
- ცდები, მე ეს ქალი მიყვარს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიქორწინოთ და ამას წინ ვერც შენ და ვერც ი სგამჩხრიკული კუდინი ვერ აღუდგება, ვსიო , გასაჩივრბას არ ექვემდებარება- გაღებული პირი დამაკეტინა და ოთახიდან გამომიშვა..
ძალა გამოცლილი მივდიოდი ,თვალებშ ყველაფერი ორად მეჩვენებოდა, ასე მეგონა სერიალის მთავარი გმირი ვიყავი, როგორ უნდა მეთქვა მამაჩემისთვის რომ ნია მიყვარდა. ეს როგორ უნდა გამემხილა, ვიცოდი ამას ვერასოდეს გაიგებდა, ვერც ეგ და ვერც ინგა, ეს მათთვის ისეთი შოკი იქნებოდა.. სასაცილოა და იცით რისი შოკი იქნებოდა? ინგას გული გაუსკდებოდა ნერვიულობით რომ მამაჩემის სახით ყულაბა დაკარგა, სულელ მამაჩემს კი კარგა ხანს მოეჩვენებოდა რომ მისმა ერთადეთმა შვილმა, მისი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული დააკარგინა...
მანქანა უნივერსიტეტის წინ გავჩერე და ნიას დავურეკე..
- მისმინე ნიაკო, იკას უთხარი რომ დაბლა ვარ, ლიკასხელი მოკიდეთ და სამივე ჩამოდით...
- მოხდა რამე?
- მოხდა.. ჩამოდით- ძლივს გასაგებად ვლაპარაკობდი...
მერე დიდი დრო დასჭირდათ რომ რაიმემეტქვა, ყველა მათგანი ცალკ-ცალკე მეხვეწებოდა მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ასე მეგონა მუნჯად ვიქეცი, როგორ უნდა შემეხედა ნიასთვის და მეთქვა რომ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს ჩვენ კიდევ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ იმიტომ რომ მამაჩემი ამას ვერ გაიგებს თქო...ბოლოს მაინც მოვიკრიბე ძალა, ნიას ხელი ხელებშ მოვიქციე და ხმადაბლა ვთქვი..
- მამაჩემი ქორწინდება დედაშენზე..
- ვერ გავიგე?!- რამოდენიმე წამის მერე თითქოს გაიაზრა და ხელახლა მკითხა, გამიმეორე რა თქვი..
- ასეა, ქორწინდებიან..
- და მერე ჩვენ? ჩვენი სიყვარული არ უნდა დავიცვათ?- თითქოს მისმა სიტყვებმა ძალა შემმატა..
- რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ მაგრამ როგორ, მამაჩემს ვუთხრა ინგა ცოლად არ მოიყვანო ნია მიყვარს-თქო? გგონია გაიგებს? მეტყვი ფეხებზე თ შენც ნიაც და შენი სიყვარულიცო... მერე რა გავაკეთო?
- არ ვიცი, გეგა, რა უბედურებაა ეს, ცრემლებს ვერ იკავებდა.. გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვხედავდი, ჯერ არ დაწყებული სიყვარულისათვის უნდა გვეკრა ხელი..ჯობია ახლავე დავშორდეთ..
- დავშორდეთ? დაშორება გინდა?? მოიცადე ნია, ყველაფერი კარგად იქნება.. გთხოვ ასე ნუ მომექცევი, ჯერ ხომ არც არაფერი დაგვიწყვია, სულ რამოდენიმე საათის წინ ვიყავით ბედნიერები და ახლა მტავაზობ დავშორდეთო??
- აბა რა გავაკეთოთ ჰა?? დაველოდოთ როდის გავხდებით მე და შენ ძალათ და-ძმა??? ამას მთავაზობ? არა და მორჩა, შენი აღარც დანახვა მინდა, აღარც ხმის გაგება..მე გშორდები, მე აღარ მინდა შენთან ყოფნა...
**
განადგურებული ვიწექი ოთახში და ვფიქრობდი რა უნდა მომეფიქრებინა ისეთი რომ დედაჩემი ამ გაბღენძლ შოთასთან დამეშორებინა და ისევ მამაზე დაეყო ფიქრი.. მხოლოდ საცემოდ ვფიქრობდი, ეგოისტივით ვიქცეოდი, ვიცოდი რომ ეს არ იყო კარგი გამოსავალი მაგრამ სხვა კაცს ვერ ავიტანდი , მათი სიცილის ხმა გგუნით ცამესმოდა ყურეში და ტავს მატკიებდა... კარზე კაკუნმა შემაკრთო და გვერდი ვიცვალე..
- თაიკო, როგორ ხარ დე? თავმა გაგიარა?
- არა მტკივა..
- მიზეზი რა გაქვს? მითხარი ბაჩოსთან იკამათე? რა მოხდა შვილო..
- არ მინდა რომ ეს კაცი აქაა, არ მინდა რომ არ მოდიოდეს და გეხებოდეს...
- რ მეხება თაია, ჩვენ ხომ ვისაუბრეთ ამაზე, არ მეხება..
- მაგრამ შეგეხება, ხო ასეა.. აუცილებად შეგეხება . და არ მინდა, გული მერევა ამის წარმოდგენაზეც კი რომ სხვა კაცი უნდა შეგეხოს...
- შენ მგონი გაგიჟდი, მასტან სექსი არ მაქვს უბრალოდ ვმეგობრობთ..ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს..
- არ მინდა გაიგე???- ბოლო ხმაზე ვუყვირე და ბალიშ ვესროლე..
- არ მიკითხავს გინდა თუ არა, ეს ჩემი ცხოვრებაა..
- მამა გავიცანი... - ისტერიულად ვიყვირე, სკამზე დაგდებულ ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავიქეცი.. (8)



ნაწილი მეცხრე „ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“
უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა ზარის ღილაკს რომ მივაჭირე თითი და მანამდე არ ავუშვი სანამ არ გამიღო. გაოცებული მიყურებდა, ხმას ვერ იღებდა რა უნდა ეკითხა... ორი ნაბიჯი გადავდგი მისკენ და მის მკლავებსი გულწასული ჩავესვენე.. თვალები რომ გავახილე მის საწოლში ვიწექი და გვედით მეჯდა, ჩემი ხელი ხელებში მოექცია და ნერვიულად სუნთქავდა..
- როგორ შემაშინე- ბოლოს ძლივს ამოღერღა და შუბლზე მაკოცა..
- მაპატიეთ.. სლუკუნით ვუთხარი და ტირილს ვუმატე..
- თაი რა მოხდა, ასეთ დროს რას აკეთებ აქ? რას იფიქრებ ხალხი ? ღამის ორ საათზე მოდიხარ ჩემთან, მე ხომ შენთვის არც ისე ნაცნობი ადამიანი ვარ, იქნებ ის გეგა და მე არ განსხვადება არაფრით რომელიც წიგნშია.
- შეიძლება მაგრამ იმ გეგას და თქვენც სიყვარული შეგიძლიათ..
- რა მოხდა ჩემო ლამაზო აბა მომიყევი...
- სახლიდან გამოვიქეცი.. დედაჩემმა ვიღაცა კაცი მოათრია, არ შემიძლია იმის ყურება როგორ ეხუტებიან და კოცნიან ერთმანეთს.. მე ამას ვერ ავიტან, დედას გვერდით მხოლოდ ერთი დამიანი შემიძლია ვნახო და ეს მამაჩემია..
- კი მაგრამ ჩემო ლამაზო, მამაშენი არსად ჩანს, დედაშენი ახალგაზრდა ქალია, მას სიყვარული სჭირდება, რატომ არ აძლევს საშუალებას ბედნიერი იყოს, წარმოიდგინე ახლა როგორ ნერვიულობს თაია,შენ ხომ დიდი გოგო ხარ. შენ რომ დაგაშოროს ბაჩოს დედაშენმა...
- ეს სულ სხვა რამეა , რატომ ვერ იგებთ.. მე ის ვიპოვე, მამაჩემი ვიპოვე, მე ის ვნახე.. ამდენი წელი ვეძებდი, ამდენი წელი უხმოდ მიყვარდა ვოცნებობდი რომ ერთ დღეს გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა, მე მოვედი შენთან, არასოდეს მიგატოვებო... არ მივცემ უფლებას სხვა კაცს დედაჩემის გვერდით იყოს.. იცით რატომ?- დედას მამა ისევ უყვარს ამდენი წლის მიუხედავად ყოველ ღამე მასზე ფიქრით იძინებს და მასზე ნამტირალევს ეღვიძება თვალებდასიებულს..სხვა კაცი არ სჭირდება, ვიცი რომ მხოლოდ მამას შეუძლია მისი გაბედნიერება..
- როგორ მიაგენი ასე უცებ? შენ მე მაგიჟებ თაიკო..
- დედამ სურათი მანახა, ერთ კაცზე მქონდა ეჭი ხოდა ვიპოვე, იცით რა არის ყველაზე მაგარი? არ იცის იმ კაცმა რომ მისი შვილი ვარ.. ვერ ვეტყვი, ვიცი მისთვის ეს რამხელა შოკი იქნება, ჯერ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჯერ უნდა გავიგო მიზეზი მათი დაშორების და მერე გავუმხელ ვინაობას...
- შენ შეგიძლია ჩემი ჭკუიდან აწევა, ახლა ტელეფონს აიღებ და დედაშენს დაურეკავ ეტყვი რომ ჩემთან ხარ და არ ინერვიულოს... კარგი? დამალაპარაკე და მე ავუხსნი ყველაფერს..
- კარგით... ღიმილით ვუთხარი და დედაჩემი ნომერი ავკრიფე..
- დედაა მე ვარ, ძივს გასაგონი ხმით ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა, არ ინერვიულო კარგად ვარ, დამშვიდდი არაფერი მჭირს, მეგობართან ვარ. შენთან დალაპარაკებ უნდა და აგიხსნის ყველაფერს.... ყურმილი გეგას მივაწოდე , ოთახიდან გავიდა და კარები მიიკეტა, არ უნდოდა გამეგო რას დაელაპარაკებოდა დედაჩემს..
- გამარჯობათ ქალბატონო ნუცა, არ მიცნობთ და ზუსტად ვიცი რომ არც მენდობით. დამიჯერეთ თქვენი შვილი სანდო ხელშია, ნამტირალევი მოვიდა ჩემთან, იცით ეს ჩემი საქმე არაა მაგრამ მაინც უნდა გიტხრათ, იძახის მამაჩემი ვიპოვე და დედას გვერდით სხვა კაცს არ ავიტანო. ეს ოჯახის პრობლემაა და იქნებ თქვენ აუხსნათ რომ ეს ბავშური ჭირვეულობა გვერძე გადადოს..
- სამწუხაროდ ჩემი შვილის სიჯიუტეს ვერაფერი შევასმინე, არ უნდა გაგება, ამოიჩემა მხოლოდ მამა უნდა იყოს ჩვენს გვერდითო.. სამწუხაროდ მე და მამამისი თვრამეტი წლის წინათ დავშორდით , ისე რომ არც იცის თაიკოს არსებობა, ხომ გესმით ეს ძალიან რთულია ჩემთვის..
- მე მესმის თუმცა თქვენს შვილს არ უნდა ამის გაგება.. მოკლედ იცოდეთ რომ ჩემთანაა სანდო ხელშია, არაფერი დაუშავდება და არ ინერვიულოთ..
ოთახშ შემოვიდა საწოლზე ჩამომიჯდა და ტელეფონი გამომიწოდა..
- დედას უთხარით თქვენი ვინაობა?
- არ უკითხავს, უნდა მეთქვა??
- არა არ უნდა გეთქვათ, ინერვიულოს, ღირსია ამდენი წელი მიმალავდა მამას არსებობას..
- თაიკო მორჩი, დდაშენი განადგურებულია, მისთვის რთულია ამისი გაგება.. წარმოიდგინე ერთ დღეს ეხლა ჩემთან ვინმე რომ მოვიდეს და მიტხრაც იცით მე თქვენი შვილი ვარ, გასაოცარი და ვერაფერს ვიტყვი,, ეს ასე ადვილი ხომ არაა, მითუმეტს მამაშენმა არ იცის შეი არსებობა, დედასაც გაუგე,,,
- ვერ გავუგებ, და რომ მოვიდეს და გითხრას თქვენი შვლი ვარო გააგდებთ?
- რა თქმა უნდა არა.. მაგრამ შენ ხომ არ იცი მამაშენი როგორ მიგიღებს, ამაზეც იფიქრე რა....
ძილი ნებისა მისურვა, ღამის სანათი ჩამირთო და ოთახიდან გავიდა, როგორც ყოველ ღამეს ახლაც მისი წიგნი ამოვაძრე ჩანთიდან და კითხვა გავაგრძელე..
**
ისე გავიდა ნია ერთხელაც არ მოუხედავს უკან, თავში აზრები არ მომდიოდა, ვერ ვხვდებოდი ნუთუ შეეძლო, ასე მარტივად ეკრა ჩემთვის ხელი დედამისის გამო, არა უბრალოდ ბრძონის უნარი არ ქონდა თუ რა ხდებოდა ... გიჟივით წამოვხტი სკამიდან და უკან გავედევნე, გაჩერებაზე ტაქსის ლოდინში დავიჭირე და ქუჩის კუთხისკენ შევათრიე..
- ნიაკო, რატომ მშორდები? მისმინე, დედაშენის გამო ხელს მკრავ? ჩვენს სიყვარულზე უნდა ვთქვათ უარი? არა გესმის? მთელი ელია ვიტანჯებით არ მოგცემ უფლებას დამშორდე გოგო არაა. გონება დაკარგული ვღრიალებდი და გულშ ვიკრავდი..
- კარგი დამშვიდდი, მომისმინე შენთან დაშორება არც მე მინდა ეს ხო კარგად ცი, მაგრამ რა გავაკეთო, ბრძოლის უნარი არ მაქვს, დედაჩემტან ორმის ნერვები არ მაქვს გეგა..
- არცაა საჭირო გოგო, მე ხო შენთან ვარ, რაც უნდათ ის აკეთონ შენ მაინც ჩემთან იქნები, მანც ჩემი ცოლი გერქმევა და ჩემი შვილების დედა...
- მართლა გინდა რომ შენი შვილების დედა ვიყო? მერე კარგი დედობა რომ ვერ გვუწიო რა ვქნა?
- გაჩუმდი გაიგე?? ნუ სულელობ გოგო. შენ საუკეთესო დედა იქნები..ყველაზე კარგი, თბილი და მოსიყვარულე, მთავარია გეყვარება შენი შვილები და შენი ქმარი.. წამოდი ახლა წამოდი... ხელი მოვხვიე და მანქანისაკენ წავიყვანე..
- გეგა, არასოდეს მიმატოვო კარგი? რომ გაიგონ ჩვენი ამბავი? ანდაც ქორწინება რომ დაგვასწრონ მერე რა ვქნათ? ანუ მე და შენ და- ძმასავით უნდა ვიყოთ? ერთ მხრივ კარგია ერთ სახლში ვიქნებით, მაგრამ მაერე რა ვქნათ?. ხო იცი საქართველო რა პატარაა და მითუმეტეს თბილისი , ჩვენზე ჭორაობას დაიწყებენ, მერე აღარასოდეს დაავიწყდებათ..
- გაჩუმდი რაააა. მე შენ მიყვარხარ ნია, ამდენი ამისთვის არ მიწვალია რომ ახლა ხელი გკრა, წამოდი უნივერსიტეტში მივიდივართ.
უნივერსიტეტეში შევედით თუ არა, ტატა მაშინვე გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა.. მოულოდნელად მეტაკა და ტუჩებში მაკოცა. გაოგნებულმა შევხედე ჯერ ნიას მერე ტატას.
- მოიცა მოიცა, ეეე, რა ხდება აქ ჰა?- მხრებში ხელი ვტაცე და განზე გავწიე..
- მომენატრე გეგუნა..
- რას მელაპარაკები, ნიკა მოიმწვანილე ქალბატონო?? რა არ მოუწონე?
- ასე ნუ მელაპარაკები რა გეგუნა, დაგავიწყდ ჩვენი უძილო ღამეები? რა კარგი და ტკბილი იყო.- ვხვდებოდი ნიას სახეზე ალმური ასდიოდა ეჭვიანობისაგან, მაქსიმალურად ვცდილობდი ტატასგან თავის დახსნას მაგრამ არ მეშვებოდა..
- ტატა მისმინე, არ მინდა გული გატკნო , მაგრამ ჩვენს შორის დიდი ხანია ყველაფერი დასრუდა, მაგრამ არც არაფერი ყოფილა ხო ასეა? ძალიან გთხოვ დღეს ისედაც არ ვარ ხასიათზე და უარესად ნუ გამიფუჭებ ხასიათს..
- რატომ? გული გატკინეს ჩემო ფისუნია, ჩემო ტკბილო- საოცრ სიტყვებს არ იშურებდა და მაგრამ მიჭერდა ხელებს მკლავებზე. ნიას მოთმინების ფიალა აევსო და მომაძახა აუდიტორიაში ვიქნებიო..
- მორჩი-თქო. წყობიდან გამომიყვანა და ვუყვირე, მორჩ, საკმარისია გეყოფა. სხვა მიყვარს. სხვა გაიგე, შეიგნე, შეუშვი ამ თავში .. სხვა ქალი მიყვარს და ცოლად ვირთავ გასაგებია???
- გასაგებია- მშვიდად მითხრა და თვალები ამიფახუნა...
მთელი ლექციის განმავლობაში ნიას ხმა არ ამოუღია, ვიცოდი რომ გულნატკენი იყო ჩემზე, ვიცოდი რომ გემრიელი ჩხუბი არ ამცდებოდა, ძლივს შერიგებულ ნიასთან ისევ თავიდან კამათი აღარ მინდოდა. ლექცია დამთავრდა თუ არა გიჟივით გავარდა გარეთ, მაშინვე სირბილით გავედევნე მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი. მთელი საღამო ვეცადე მასთან დაკავშირებას მაგრამ ამაოდ.
დილა ადრიანად გავვარდი უნივერსიტეტეში რომ მენახა და ყველაფერი ამეხსნა, მინდოდა მეტქვა რომ მხოლოდ ის მიყვარდა , რომ მის გარდა სხვა არავინ მჭირდებოდა.. სამ კიბეს ერთად ვაბიჯებდი, კიბეებზე ნიკა შემხვდა და ირონიულად გამომხედა.
- ვის ეძებ ნიაკოს?
- ხო, ნახე??
- ვნახე, მთელი ღამე ერთად გავატარეთ, არაჩვეულებრივი გოგოა, როგორ გითხრა ვნებით სავსე...
- ვერ გავიგე...ეჭვიანობის ტალღამ დამიარა მთელს სხეულში , ყელში წავუჭირე ხელები და კედელზე ავაკარი.. მისმინე შე ახვ**რო, არ გაბედო ნიაზე ცუდი რამის თქმა თორემ ყელს გამოგაჭრი გაიგე???? ნაბ***რო ბიჭო, თვალებშეი არ გამებლანდო თორე, არ ვიცი რას გიზავ...
- ეეე, რას შვები გეგა გაუშვი.. გონებაზე ნიას კივილმა მომიყვანა..გაუშვი ხელიი, გაუშვი ადამიანოო გაშავდა ვერ ხედავ?
- გაეთრიე აქედან. გაეთრიე და არ დამენახო- ხელი ვკარი და მთელი ძალით მოვაჯახუნე აუდიტორიის კარები..
რამოდენიმე წუთი მადროვა, კარები ფრთხილად გააღო და შემოვიდა, როგორც სჩვევია ამჯერადაც ზურგიდან მომეხვია და მხარზემაკოცა, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მაგრამ ჩემი ვნება მაშინვე მოვთოკე, ხელები გავაშვებინე და განზე გავწწიე..
- გუშინ სამაგიერო გადამიხადე და ნიკასთან ერტად გაერთე??
- ვინ გითხრა , საიდან იცი..
- ,მიპასუხე გოგო თორემ ხერხემალში გადაგამტვრევ გაიგე?- ეს პირველი შემთხვევა იყო მთელი 22 წლის მანძილზე როცა ქალს და თანაც საყვარელ ქალს ასეთო ტონით ვესაუბრებოდი. არ შემეხო, არ გაბედო მოახლოვება მეტჯერ არ მითხრა რომ გიყვარვარ და ჩემთან გინდა..
- რა ჯანდაბამ გაგაბრაზა ასე ჰა?? ხო ნიკასთან ერთად ვიყავი,, ბევრი დავლიეთ..
- მერე??? ღამე როგორ გაერთე?
- გადაირიე ხო? სულ გამოგეცალა ჭკუა გეგა? რაზე მელაპარაკები? გგონია რომ მასთან ვიწექი და შენზე ამით შური ვიძიე? ავადმყოფო, არაადამიანო შენ.. ჩემსკენ წამოვიდა და სახეში გასარტყმელად მოქნეული ხელი დავუჭირე..
- ვგიჟდებ რატო არ გესმის. შენი თმები შენი თვალები, ტუჩები კანი, ყველაფერს ჭკუიდან გადავყავარ ნია, ვეღარ ვუძლებ მეტად, თავს ვეღარ ვერევი, ასე არასოდეს ვყოფილვარ, ეს ყველაფერი ჩემია, მხოლოდ მე უნდა ვეხებოდე , არ ავიტან ამას , არა ვერ გავუძლებ რომ სხვას ასე ილაპარაკოს შენზე, ამიხსენი რატომ მითხრა ნიკამ რომ ერთად გაატარეთ ეს ღამე რას გულისხმობდა? ვნებები როდის დაანახე?
- ისევ იწყებ? გითხარი ჩვენს შორის არაფერი ყოფილა თქო. რატომ არ მიჯერებ...
- როგორ დამიმტკიცებ ამას.? როგორ ნიაკო??
- არ დაგიმტკიცებ, არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ თუ არ გჯერა ჩემი შემეშვი, ალბად კიდევ დიდ ხანს ვიკამათებდით მაგრამ ჩემმა ტელეფონის ზარმა საუბარი გაგვაწყვეტინა...
- მამაჩემია ჩვენთან დალაპარაკება უნდა და ოფისში გველოდება.. ზუსტად ვიცი ან ჩვენზე გაიგო და დაგვხოცავს ან არადა ქორწილზე გვეტყვის რაიმეს...
**
ერთმანეთს ვაგდებდით წინ ვინ პირველი შევიდოდა ბატონ დიმიტრისთან მისი გოროზი სახის დანახვას ყველაფერ გვერჩივნა.. ნიამ თავისი გაიტანა და გაღებულ კართან ხელი მკრა, ისე როგორც ბავშობაში ახაც ისე გავიკრიჭე და მამაჩემს მივესამლე..
- უსაქმურების დასტა მოვიდა, ერთი არ მეყოფოდა და ახლა მეორეც მემატება, დაჯექით თქვენთან სალაპარაკო მაქვს..
- მოხდა რაიმე? ძლივს გასაგონით ხმით ვიკითხეთ და ერთმანეთს გავხედეთ..
- ერთმანეთის თვალებით ჭამას მორჩით- თითქოს რაღაცა იყნოსა მამაჩემა და მაშინვე თვალები ძირს დახარა ნიამ. საკმარისია, ერთი ოჯახი გვერქმევა, ასე უნდა იყოთ სულ? არ გცხვენით? ზრდასრული ადამიანები ხართ. მე და ინგამ გადავწყვიტეთ ქორწილამდე ერთად ვიცხოვროთ...
- ეს როგორ?- ნიამ მაშინვე ფერი დაკარგა სახეზე, ხელებიც კი აუკანკალდა და აცრემლებულმა შემომხედა.. ეს როგორ ბატონო დიმიტრი, ჩვენი აზრი სულ ერთია თქვენთვის? ერთ სახლში ვიცხოვროთ ოთხივემ ამას მთავაზობთ?? და მე და გეგა და-ძმასავით უნდა ვიყოთ? ჩვენ არაფერი გვაკავშირებს მას ძმად ვერასოდეს მივიჩნევ, ძალიან გთხოვს...
- მომისმინე ნიაკო, ძმად მიიჩნიე და ძამიკო ეძახეო არავინ გეხვეწება, ერთმანეთს პატივისცემით მოეპყარით სულ ესაა ჩემი თხოვა, არ მინდა ჩხუბი, ჩემს სახლში უაზრო კამათს ვერ ავიტან, ვერც ერთისაგან და კიდევ ერთი, ორივე შეწყვეტთ შუაღამეს სახლში დაბრუნებას და სამსახურს დაიწყებთ, იმუშავებთ თავდაუზოგავად ..
- მამა იქნებ საკმარისი იყოს, ამ ქალს ცოლად არ მოიყვან, არ მინდა, ერთხელ მაინც გაარკვიე რა უნდა შენს შვილს, ერთხელ მაინც დამელაპარაკე ისე როგორც კაცი კაცს... ერთხელ იგრძენი მე რა მტკივა..
- ლაწირაკო, დაგავიწყდა ვის ელაპარაკები? მე მამაშენი ვარ, უჩემოდ არაფერი ხარ. უჩემოდ ადამიანიც კი არ ხარ. გეგა, არარაობა ხარ, ოცდაორი წლის ხარ და კაცად ვერ ჩამოყალიბდი ჯერ..
- ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, დივნიდან წამოვხტი და კაბინეტიდან გარეთ გავვარდი.. სიმწრისაგან შეკრულ მუშტებს ვურტყავდი კედელს ..
- ჩემო სიყვარულო- ნიას ხმამ მაშნვე დამამშვიდა, არ ინერვიულო, გავიქცეთ თუ შენ გინდა დღესვე წავიდეთ აქედან..მაგრამ მაცადე მანამდე დედაჩემს უნდა დაველაპარაკო, უნდა ავუხსნა რომ ასე არ გამოვა, უარს ვათქმევინებ ამ ყველაფერზე დამიჯერე გეგა, ახლა წადი, ერთად ნუ გავალთ აქედან.. მაინც რა იცი, აქაურობასაც ათასი თვალი და ყური აქვს, რა საჭიროა....
**
ქალბატონი ინდა დაქალებთან ერთად ყავას მიირთმევდა და სიგარეთს აბოლებდა, ეს ქალი რომ თავს მაღალი წლის საზოგადოებად თვლიდა, ხოდა ასეც იქცეოდა... არც კი გაუგონია ნიას მისვლა.. დედამისის ქცევა მისთვის კარგად ნანცობი იყო, იცოდე არც ამჯერად გაჩერდებოდა დიდ ხანს დიმიტრისთან, როგორც წინა საყვარელს მასაც მთელ ქონებას გამოციცქნიდა და მერე გაიპარებოდა.. ეს მისი მეთოდი იყო, კარგი ცხოვრების მოსაწყობად..მაგრამ ამჯერად ნიას არ შეეძლო ასე ეყურებინა როგორ გაუნადგურება მის საყვარელ ადამიანს დედამისი ცხოვრებას, ამჯერად ვერ მისცემდა უფლებას გეგას ცხოვრება ნულამდე დაეყვანა, დაელოდა სანამ გადაპრანჭულ-დაშპაკლული დედამისი დაქალები წავიდნენ და მისარებში გავიდა..
- დედა, შენთან სალაპააკო მაქვს..
- უი ნიაკო, დედიკო როდის მოხვედი, ისე შეიცხადა გეგონებოდათ ადარდება მისი წასვლა-მოსვლის ამბავი..
- დიდი ხანია დედა. ჩემს ოთახში ვიყავი.. დე გულახდილად მინდა შენთან ლაპარაკი...
- გისმენ, მოხდა რაიე.. არ მიტხრა რომ ორსულად ხარ ნიაკო, ჯერ ადრე,, თუმცა თუ ფულიანია..
- დედა გაჩუმდი . არ ვარ ორსულად. მაცადე გითხრა.. დე- არ გაყვე დიმიტრის ცოლად გთხოვ, ეს არ გააკეთო. ჩემს ბედნიერებას ნუ დაანგრევ, გეხვეწები ცხოვრებაში ერთხელ მაინც იფიქრე ჩემზე..
- რა შუაში ხარ შენ ნიაკო, ვერ ხვდები რომ ამას შენი მომავლის გულისათვის ვაკეთებ?? უზრუნველი იქნები...
- დედა გთხოვ. ერთხელ მაინც იყავი დედა, ერთხელ მაინც გაამართლე ეს სიტყვა და ერთხელ გამიგე, ჩემი ტკივილი გაიზიარე, გაიაზრე რომ მეც მტკივა, მეც მიხარია.. მიყვარს , სიცოცხლე მეტად მიყვარს, შენ თუა მ ნაბიჯს გადადგავ მაშინ მე დამენგრევა ყველაფერი...
- ვერ გავიგე? !!! წესიერად ამიხსენი..
- გეგა მიყვარს.. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, გეხვეწები არ გაყვე დიმიტრის.. გეგას გარეშე მოვკვდები დედა, მომეფი უფლება რომ ბედნიერი ვიყო.
- გეგამ იცის? მასაც უყვარხარ?
- არა- მაშინვე ვიცრუე, ჩემს ტავზე არ ვჯავრობდი მტავარი იყო გეგასთვის არაფერი დაეშავებინათ.. მან არაფერი იცის, მინდოდა თქმა მაგრამ ჯერ შენთან დალაპარაკება ვარჩიე. დედა გეხვეები... მიყვარს და გამიგე, ნუ დამაშორებ..
- არ გაშორებ, ასე პირიქით ერთად იქნებით. გეგა კარგი ვარიანტია ნამდვილად მაგრამ მე დიმიტრის დაკარგვას არ ვაპირებ ნია, არ მაინტერესებს გიყვარს თუ არა,, მე დიმიტრი ცოლად გავყვები, შენ შეგიძლია გეგასთან იყო, მე ამას არ დაგიშლი, გაერთე , გაართე, რა პრობლემაა, მთავარია დიმიტრისმ არაფერი გაიგოს, თორემ არ ჯობია სექსი შინაურთან გქონდეს ვიდრე ვირაცა ვიგინდარასთან, თანაც გეგა იდეალურია, მარტო მისი თვალ-წარბი ღირს მთელი მსოფლი, ამ დონდლო კაცს ასეთი ლამაზი შვილი როგორ ყავს..
- დედას გავს..- ჩუმად ვუთხარი და ტირილს ვუმატე... ოთახში შევედი და სახე ბალიშში ცავრგე, რაზე უნდა მელაპრაკ ქატან რომელიც მარტო ფულზე და სექსზე ლაპარაკობდა, დარიგებაც კი ასეთი ქონდა . ვირაც ვიგინდარასთან ყოფნას მასთა იყავიო,, მერე რა თუ მიყვარდა, მერე რა თუ მის გარეშე მოვკვდებოდი, მისთვის მთავარი ჩემი ტკივილი და გრძნობები კი არა მისი გეგმები იყო...
ის ღამე თეთრად გაავატენა, რა დააძინებდა, გეგასთან ჩახუტება ისე უნდოდა.. ვკვდებოდა მის გარეშე, ამას ვერავინ მიხვდებოდა, დილა ადრიანად დამირეკა და შეხვედრა ჩვენს სახშლი დავუთქვი.. ფართხა-ფურთხით ვიცვავდი ტანზე, მამაჩემს გავასწარი წასვლა და დანიშნულ ადგილას მივედი, გიჟივით შემოვარდი ნია და კისერზე ჩამომეკიდა, თავი გულზე დამადო და კარგა ხანს ტიროდა, დამშვიდება ვაცადე. ფეხის წვერებზე წამოიწია და ტუჩებში მაკოცა, მისმა მხურვალე სუნთქვამ გონება დამიბინდა, პერანგის ღილებს ათრთოლებული თითებით ვუხსნიდი, თან მტელ სახეს ვუკოცნიდი, ვერ წარმოდგენთ რამდენ თბილ და სასიამოვნო სიტყვას ვეუბნებოდი, ამ დროს ადამიანი ხომ იმას იძახის რასაც განიცდის, რასაც გრძნობს... პერანგი იატაკზე მოვისროლე და მოშიშვლებულ მხრებზე დავუსვ ხელებ, ვიგრძენი როგორ ააღელვა ჩემმა შეხებამ, შიშველ ყელზე ხარბად ვკოცნიდი... ერთმანეტს გიჟებივით ვეფერებოდით და საძინებლისანე მივიწევდით... ბოლოს ძალა გამოცლილები და ვნებისაგან დალეულები გავიტრუნეთ და ჩვენს ფიქრებს გასაქანი მივეცით..
- გუშინ დედაჩემს ვუთხარი მიყვარს -თქო..
- ვერ გავიგე- საწოლში წამოვჯექი და მხრებშ ხელი ვტაცე, გოგო გადაირიე? ეს რამ გათქმევინა.
- დამშივდდი, იცი რა მითხრა? გეგა კარგი ვარიანტია მაგრამ დიმიტრის არ დავთმობ და ისე სექსი შინაურთან გქონდეს ვიდრე ვირაც ვიგინდასრასთანო, აი დედაჩემის თვალით დანახული სიყვარული ეს. მე არაფერს დაგიშლი მთავარია დიმიტრიმ არ გაიგოსო, ვუთხარი გეგამ არ იცის რომ მიყვარს და არ შეიმჩიო -თქო..
- ანუ, დედაშენი წინააღმდეგი არაა?
- დედაჩემი წინააღმდეგი არ იქნება არასოდეს გეგა, მას ხო ფული ექნება..
- არა, არა, ჭკუიდან გადავალ ეხლა, ყველაფერს მოვიფიქრებდი და ამას ვერა, სამაგიეროდ მამაჩემმა რომ გაიგოს ღირივით გამომჭრის ყელს..მაგრამ მიყვარხრ და არც სივდილის მეშინია, არ დაგთმობ გაიგე? შენ მჭირდები, მიზიდავ მაგიჟებ, არ ვიცი ქალი კი არა სასწაული ხარ, ჩემი ჯადოქარი, სიყვარულის დედოფალი, ჩემი ლამაზი გოგო.. ჩემი მონატრება.. გიჟივით ვეცი და საწოლში შევაბრუნე..(9)



ნაწილი მეათე.. „ტკივილის ტკივილი“
თერთმეტი ხდებოდა გეგას შეხებამ რომ გამომაღვიძა, თავი მისკდებოდა, გულის რევის შეგრძნება მკლავდა, თვალები გავახილე თუ არა მაშინვესააბაზანოსაკენ გავიქეცი . გეგაც უკან გამომყვა..
- თაიკო, როგორ ხარ? რა გირს?
- არ ვიცი , ცუდად ვარ. დედას დაურეკეთ რა მოვიდეს- ჩემდა უნებურად ვბუტბუტებდი, თვალებში მიბლენდებოდა.. გეგამ ფეხზე წამომაყენა და ხელში ამიყვანა.. საწოლში ჩამაწვინა და თბილი ხელებით თმები გადამიწია..
- მოიცადე, სიცხე გაქვს, იწვი... თაია თვალები გაახილე რა...
- თვალებს ვერ ვახელ, გეგა, მართლა ცუდად ვარ დედას დაურეკეთ რა..
- მაცადე, მაცადე, დედაშენი რას გვიშველის, სასწრაფოს გამოვიძახებ ახლა და მერე დავურეკოთ დედას...
- ცუდად ვარ, გული მეპარება ძლივს ამოვილუღლუღე და თვალები დავხუჭე... ძალა არ მქონდა თვალების გახელის, მინდოდა მეთქვა ფანჯარა გამოაღეთ თქო მაგრამ საუბრის თავიც კი არ მქონდა..
ექიმების საუბარმა გონებაზე მომიყვანა.. ჯერ კიდევ გულის რევას და თავბრუს ხვევას ვგრძნობდი..
- გახსოვთ თქვენი სახელი?- თბილი ხმით მკითხა ექიმმა და სახეზე მომეფერა..
- თაია . თაია პეტრიაშვილი... ბატონო გეგა დედას დაურეკეთ, არაა საჭირო, აღარ აწვალოთ შეეშინდება
- დედაშენი უკვე მოდის თაია, ძალიან შემაშინე რომ არ დამერეკა არ შემეძლო..
- დედა მოდის??- გიჟივით წამოვჯექი საწოლში. უნდა ავდგე ბატონო გეგა რაღაც უნდა გითხრათ, გამიშვით რა... გმწარებული ვეჩხუბებოდი ექიმს და ხელებს გიჟივით ვიქნებვდი...
- დამშვიდდი თაია. კარგით შეეშვით, მე მივხედავ. გეგა გვედით მომიჯდა და გულშ ჩამიკრა. დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა ასე რამ გადაგრია შვილო...
რამხელა სითბო იდო ამ ერთ სიტყვაში, ვერავინ გრძნობდა გეგაც კი, რა იცოდა რომ საკუთარ შვილს ეფერებოდა, რა იცოდა რომ ახლა წუთი-წუთზე ოთახის კარებს შემოარებდა ქალი რომელსაც ეძებდა... არა ეს დაუშვებელი იყო, ასე არ უნდა მომხდარიყ, ჯერ არ იყო მთი შეხვედრის დრო, ჯერ ეს არ შედიოდა ჩემს გეგმებში...ის იყო თვალბი დავხუჭე და კინაღამ ძილმა წამიღო რომ მოახლემ ფრთხილად მოაკაკუნა კარზე..
- ბატონო გეგა , თაიას დედა მოვიდა, აქ შემოვუშვა??
- რა თქმა უნდა შემოუშვი.. წავალ პერანგს ჩავიცვავ თორემ სირცხვილია.. გეგა ოთახიდან გავიდა თუ არა საბანი თავზე წავიხურე და ტირიი დავიწყე.. დედაჩემის ფეხსაცმლის კაკუნზე გულის ძგერა თანდათან ამიჩქარდა.. სუნთქვა მიჭირდა, საბნის გვეშ გავიტრუნე და ხელები სახეზე ავიფარე.. ვიგრძენი როგორ ჩამომიჯდა დედაჩემი საწოლზე და საბანი ნელ-ნელა გადამიწია..
- ჩემი ლამაზი გოგო, რა დაგემართა დედას ანგელოზო? მითხარი რა გჭირს, ასე რატომ განიცდი ამ ყველაფერს თაიკო?- გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა... დედას გაუგე, თაია განა რთულია რომ დედაც ბედნიერი იყოს..?
- იყავი ოღონდ მამასთან..
- მამა არ გვყავს გაიგე არ გვყავს!!!!- ისტერიულად მიყვირა და საწოლიდან წამოდგა, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა, ხელის გულებით იწმენდდა ცრემლებს და აშრიალებულ ხეებს მზერას არ აშორებდა..
- გვეყოლება გაიგე? გვეყოლება შენ თუ მოინდომებ, მაგრამ შენ არ გინდა რომ მამამ გვიპოვის არ გინდა რომ ბედნიერი ვიყო... არ მაძლებ უფლებას რომ მამის სითბო მქონდეს..
- რატომ მინგრევ ცხოვრებას , მითხარი, ახლა ვუთხრა მამაშენს რომ თვრამეტი წლის შვილი ყავს? რა პასუხი გავცე ამიხსენი თაია, მოიცადე, განა გუშინ შენ არ მიტხარი რომ მამა იპოვე? სად იპოვე როგორ მოახერხე? თავში ყველაფერი ამერია, ამიხსენი ასე რატომ იქცეი, ასეთი ვის გავხარ ნეტავ, ასეთი ჯიუტი მეც კი არ ვყოფილვარ...
- ხო მე ის ვიპოვე, მაგრამ არ იცის რომ მამაჩემია, მისმინე, წავიდეთ აქედან და გზაში ყველაფერს მოგიყვები დედა.შეცდომა დავუშვი, კარგი? გთხოვ წავიდეთ. საწოლიდან წამოვიბამბღვლე და ზურგიდან მოვეხვიე.. ის საუკეთესოა ის ისთი თბილია, ისეთი მოსიყვარულე. დე მე ის მიყვარს, იცი თვალებში ვუყურებ და მინდა ვუტხრა რომ მამაჩემია მაგრამ როგორ, არ ვიცი მეშინია რომ ვერ მიმიღებს..
- ვაიმე, ახლა გული გამისკდება , ახლა ნამდილად გამისკდება გული, ასე ამ ორმოც წელში არაფერი მინერვიულა თაია რასაც ეხლა შენ მიკეტებ, ესეიგი რა გამოდის, მამაშენი დიდი ხანია იპოვე? მასთან ურთიერთობა გაქვს? ამიხსენი თაია ამიხსენი-თქო....
- დედა, ის მამაჩემია, მიყვარს , თვრამეტი წელი ვოცნებობდი რომ მამა მყოლოდა...
- მითხარი როგორია? ისევ ისეთია? მითხარი მისი თვალები მისი სახე ტუჩები ისევ ისეთია??
- ის საუკეთესოა დე, როცა ვნახე მივხვდი რომ მისი ნაწილი ვიყავი. მისი გულის ძგერა ისე გავდა ჩემსას, ჩვენი თვალებიც კი ერთი ფერის იყო..საწოლისაკენ შევრტიალდი წყლის სავსე ჭიქის ასაღებად, კარებს მიყუდებუი იდგა გეგა და მიყურებდა,, ჩუმად გავხედე დედას, ფანჯარაში იყურებოდა ჯიქურ და ტიროდა, ისე როგორც ადრე ბავშობაში უტირია ან არ უტირია, მაგრამ ახლა მთელი გულით ტიროდა, ახლა ყველაფერი სტკიოდა... მე და ის მამაჩემი ვგავართ დე. ხმამღლა ვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა, ის ისეთი თბილია, მოსიყვარულე, ერთგული, და იცი მეამაყება რომ მამაჩემია , მას კიდევ უყვარს ერთი გოგო, ერთი ლურჯთვალა, შავთმიანი გოგო, ოღონდ სხვა სახელით დედა,, სხვა გვარით . მას უყვარს ნია ავაზაშივილი,ოცნებობს მასთან შეხვედრაზე, მას ეძებდა თვრამეტი წელიწადი და იპოვა..
- იპოვა?
- იპოვა დე.. რატომ არასიოდეს გითქვამს რომ ნუცა არ ხარ, ამიხსენი დედა ამას რატომ მიმალავდი... მას ხომ უყვარდი, უყვარხარ და არ დავიწყებიხარ, რატომ მიატოვე, რატომ წახვედი მისგან? ხელი რატომ კარი? რტომ არ უთხარი რომ შვილი ყავდა???? რატომ დედა რატომ? რატომ???
გაოგნებული შემოტრიალდა დედაჩემი ჩემსკენ და მომღიმარმა მოავლო სივრცს თვალი, მოულოდნელად გადაეყარა მის თვალებს..თვალებს რომელიც ასე ძალიან უყვარდა, თვალებს რომელთან შევხედრაზეც ამდენი წელი ოცნებობდა, ტირილს უმატა.. ალბად დიდი პოეტი რომ ვყოფილიყავი ამ ამ სცენას ლამაზი სიტყვებით ავღწერდი მაგრამ სიტყვები არაფერი იყო მათ თვალების ქცევასთან მიმართებაში.. ორი მოსიყვრულზე ადამიანი იდგა ერთმანეთის წინ და ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა, მხოლოდ თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს როგორც მაშინ, მხოლოდ თვალები ამბობდნენ როგორ ხარ, როგორ შეცვლილხარ , და როგორ მომნატრებიხარო.... გულამოსკვნილი ტიროდა გეგა, არასოდეს მინახავს კაცს ტირილი ასე შვენოდეს... თვალებდან უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები და ნიკაპზე მდინარეს ქმნიდა, რამოდენიმე ნაბჯი გადმოდგა და დედას წინ დაუდგა... მისი ხელი გულზე მიიდო და თვალები დახუჭა...
- რო იცოდე რამდენი წელი ვოცნებობდი ამ შეხვედრაზე ნია, რამდენჯერ დავსახე გონებაში ყველა სიტყვა რასაც გეტყოდი, მაგრამ ხედავ ახლა მუნჯივით ვდგავარ შენს წინაშე, არ ვიცი რა ვთქვა , რა გავაკეთო, მხოლოდ ერთს ვგრძნობ მონატრებას, ტკივილს და სიყვარულს.... რამდენ გეძებე, რამდენი წელი დავხარჯე შენს ლოდინში და ახლა როცა ყველაფეზე ხელი ჩავიქნიე, ჩემს წინ დგახარ, ისევ ისეთი ბავშური და ლამაზი როგორც მაშინ....
- მაპატიე ყველა ტკივილი- ჩუმად ჩაიჩურჩლა დედამ და გეგას მაგრად მოეხვია..
ვიდექი და ვტიროდი მათი შემხედვარე, მყავდა მამა , მამა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა... მამა რომელიც ყველაზე მაგარი ადამიანი იყო მთელს ცხოვრებაში...
- რატომ გაიქეცი ნია, რატომ დამემალა, ასე რატომ გამწირე, რატომ მითხარი, თვრამეტი წელი მიმალავდი რომ შვილი მყავდა? მე ისიც კი არ ვიცოდი შენ თუ ორსულად იყავი, ასე როგორ გაგვიმეტე, ჩემზე თუ არა თაიაზე მაინც არ იფიქრე? ამდენი წელი როგორ ,,, არ ვიცი არ ვიცი რა ვიფიქრო რა გავაკეთო, რა ვთქვა.. ყველა ტკივილი გადასდის ადამიანს სიყვარულის მიერ მოყენებული ტკივილის გარდა... იმ დღეს მიმატოვე როცა ერთად უნდა გავქცეულიყავით, ეს რატომ გამიკეთე ამიხსენი, ახლა მაინცგამეცი ამაზე პასუხი...
- ახლ ამას აზრი არ აქვს, რა საჭიროა წარსულში ქექვა და წარსულის ტკივილების გახსენება.. რა საჭიროა ამიხსენი .. უარესი მოხდება, ჯობია ყველაფეი ასე იყოს. ახლა იცი რომ შვილი გყავს, არ ვიცი ამ ჯიუტმა გოგომ როგორ მოგაგნო რა გააკეთა მაგრა გიპოვა, მამაზე ოცნებობდა მთელი ლები და ახლა მამა ყავს... მე მასთან ურთიერთობას არ გიშლი... ჩანთას მოკიდა დედამ ხელი და კარებისაკენ წავიდა რომ გეგამ დაიჭირა..
- ასე ადვილად არ გაგიშვებ, ამიხსენი რატომ მექცევი ასე, მაშინ მიმატოვე, ახლაც მტოვებ, განა სულ აღარაფერი შემოგრჩა ჩემს მიმართ? ყოველ ღამე შენზეოცნებებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი ნია. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ოდნავაც არ გამნელებია შენი სიყვარული, მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, ახლა მაინც არ მიმატოვო.. ახლა მაინც დარჩი ჩემთან...
- არ შემიძლია... ის გრძობა აღარ არსებობს გეგა- ტირილით ჩაილაპარაკა დედამ და ოტახიდან გავიდა...
შუბლით მიეყრდო კედელს გეგა და სიმწრისაგან შეკრული მუშტი დაარტყა კარებს... მაშინვე მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე...
- მე ვიცი რომ დედას უყვარხარ მამა გეფიცები ვიცი, ეს თვითონ მითხრა მილიონჯერ, გთხოვ მასზე არ გაბრაზდე, ეხლა ის შენზე კი არა ჩემზე ბრაზობს.. მიყვარხარ იცოდე, მე შენ არ მიგატოვებ...
- მამა?!- სასაცილოა არა? ჩემს წინ დგას ჩემი შვილი რომელიც თვრამეტი წლისა, რომელიც ასეთი ტკივილით სავსე მიყვებოდა მამამისის შესახებ და რომელმაც იცოდა რომ მე მამა ვიყავი... ჩემი ლამაზი გოგო ხარ, ჩემი პატარა თაიკო, არასოდეს გაგიშვებ ჩემგანგაიგე? მამას უყვარხარ, მამას პრინცესა ხარ. ყველაფერს წარმოვიდგენდი და შენს არსებობას ვერა.. ჩემო ლამაზო გოგო.. ნიას არარ ვუყვარვარ, ვერაფერს შევცვლით მაგრამ შენ მყავხარ, შენ გიპოვე, ეს საკმარისია რომ ბედნიერი ვიყო.. მისი სიყვარული ჩემი ტკივილია...
- მა,გთხოვ, გამიშვი , გპირდები ყველაფერს გავარკვევ, გეფიცები ყველაფერს გავაკრვევ.
- თაია, არ გინდა, ნუ კითხავ იმას რისი თქმაც არ უნდა..
- მაგრამ მეჯერ კიდევ მაქვს გასარკვევი ბევრი რამე- შენ წიგნი ბოლომდე არ წამიკითხავს, რამოდენიმე ფურცელი დარჩა კიდევ. გპირდები რომ დაგირეკავ...
**
მანქანაში ჩავჯექი თუ არა დედაჩემმა პირველად გამარტყა ცხოვრებაში სახეში და მზერა ამარიდა, მთელი გზა უხმოდ ვიარეთ სახლამდე. არც საღამოს დამიძრავს კრინტი, ასე უჩუმრად და უგრძნობლად ვიწექი საწოლშ და მუსიკას ვუსმენდი... უკვე ათი ხდებოდა, დედა ჩაის ფინჯნით და სენდვიჩებით რომ შემოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა..
- მაპატიე,ზედმეტი მომივიდა არ უნდა გამერტყა, თაია , შენ არაფერი იცი, არცაა საჭირო რომ გაიგო, გთხოვ არაფერი მკითხო,, დღეს მივხვდი რომ მისი თვალების დანახვისას თავიდან დავიბადე, მაგრამ ვერაფერს შევცვლი..
- მართალი ხარ, ის მხინჯი კაცი გირჩევნია მამას ხო ასეა? არ გიყვარს არც არსოდეს გყვარებია, შეუძლებელია ასე ძალიან გიყვარდეს ადამიანი და ასე უცებ კრა ხელი...
- მე .. რა საჭიროა თამ, და ჩემი გრძნობების გამოხატვა, არის რაღაცეები რაც არ შეიცვლება, ჯობია დარჩეს ისე როგორც არის..
- მართალი ხარ დედა.. ჯობია დარჩეს ისე როგორც დარჩა, მხოლოდ ერთ რამეზე მტკივა გული. რომ გეგას ასე სიგიჟემდე უყვარდი ამდენი წელი და ახლაც ასე უყვარხარ, თურმე შენთვის ზედმეტი ყოფილა ეს ლამაზი გრძნობა, გაინტერესებდა რაც ვკიტხულობდი ამდენი დღე? წიგნს რომელიც შენზე დაწერა, წიგნს რომელშიც ჩადო ყველა განცდა და ტკივილი... „ ბოლო სიტყვა შენზეა“ ....
- მომეცი..
- არა, ჯერ კიდევ დამრჩა გსასრკვევი ბევრი რამე, ამ წიგნიდან იმდენი რამე გავიგე თქვენზე ორივეზე, სანამ არ წავიკითავ არ მოგცემ...
- რაც გინდა ის გიქნია.. ხო მართლა ალექსანდრემ ცოლობა შემომთავაზა, ამჯერად სახლიდან თუ გაიქცევი პირდები აღარ გამოგეკიდები, ისედაც ვიცი სადაც წახვალ თაიკო....
- გასაგებია- ისე გამწარებულმა მითხრა დედაჩემმა ცოლობა მთხოვაო, მივხვდი წინააღმდეგობა რომ გამეწია აუცილებად დათანხმდებოდა. მაგრამ ის მიზეზი რომელიც მე მჭირდებოდა წიგნშიც არ იყო, არც მამამ იცოდა, როგორმე უნდა გამერკვია რა მოხდა..

**
იმ საღამოს მე და ნია ერთად დავბრუნდით სახლში. ქალბატონი ინგა უკვე ის ბრძანდებოდა, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი დავინახეთ თუ არა ფერი გვეცვალა ორივეს სახეზე.. მაშინვე გავუშვი ხელი და მაღლა დავაპირე ასვლა რომ მამაჩემმა დამიძახა და დივანზე დაჯდომა მიბრძანა...
- ეხლა ორივე დაჯექით და მომისმინეთ..დღეიდან ერთად ვიცხოვრებთ, ჩხუბის აყალ-მაყალის და ხმაურის გარეშე, თუ რომელიმე თქვენგანს პრეტენზია გაქვთ ერთად ცხოვრების და ერთად ყოფნის, მე არ ვარ წინააღმდეგი..
- მოიცა, მოიცა, ეს როგორ? თქვენ რა მართლა დაქორწინებას აპირებთ???
- უახლოეს მომავალში კი. წინააღმდეგი თუ ხარ შეგიძლია აიბარგო და წახვიდე გეგა...
- ნება შენია. ალა შემიძლია ჩემს ოთახში ავიდე?
- მიბრძანდი...
შუაღამე იქნებოდა კარზე კაკუნმა რომ გამაღვიძა, ზლაზვნით ავდექი კარის გასაღებად, კართან აბუზული იდგა ნია, თვალები ტირილით დასიებოდა, კარი გავაღე თუ არა გულში ჩამეხუტა და ტირილს უმატა ... ხელშ ავიყვანე და საწოლშ ჩავიწვინე, გვერდით მივუწექი და მაგრად შემოვხვიე ხელები, ეს წუთები ჩემს ცხოვრებაშ მეტი არარ გარნეორებულა, ეს ის წუთები იყო როცა სიცოხლის სიტკბოება ვიგრძენი, როცა მივხვდი რას ნიშნავს გიყვარდეს ასე ძალიან და ვერ გძნობდე ბოლომდე შენად. ცრემლებით მინამავდა სახეს და ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით...
- ასე ვერ გავძლებ გეგა- ბოლოს ძლივს გასაგონი ხმით მითხრა და ტირილი შეყვიტა.
- ვიცი ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო. ცოტა მოითინე, სულ ცოტა, რამოდენიმე დღე და გავიქცეთ ერთად გინდა?
- მინდა, შენთან ერთად ყვეგან წამოვალ, ჯოჯოხეთშიც კი... დედაჩემის სახის დანახვაზე გული მერევა, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება იყოს გეგა მითხარი რა..
- დამშვიდდი, არავინ გვადარდებს ჩვენი სიყვარულის გარდა, ამ კვირაში ყველაფერს მოვაგვარებ და ემრე ღამით ჩუმად გავიპაროთ, რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენ ერთად ვიქნებით . დანარჩენი ყვეა და ყველაფერი ფეხებზე , მთავარია შენთან კამათში დაკარგული დრო ავინაზღაურო, ის ტკივილი დაგავიწყო რაც მოგაყენე ბათუმში, მეტს არაფერს ვნატრობ..
- მე ის ტკივილი დიდი ხანია დამავიყდა, როგრო მიყვარხარ იცი? შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, შენი ბედნიერების გამო დავთობ ყველაფერს.. სიცოცხლესაც გავწირავ..
- ჩუუ, პირზე ხელი ავაფარე და გაბერილ ტუჩებზე ვაკოცე, შენი ნაკვთები, შენი სხეული თითოეული ნაკვთი ჩემია, ვერ ავიტან სხვა რომ შეეხეოს, ამას ვერ გადავიტან.. უნდა ვიცოდე რომ მუდამ ჩემი ერთგული იქნები, თუნდაც დამშორდე დამპირდი რომ სხვა კაცი არ შეგეხება, ვიცი აუტანელი ეგოისტი ვარ მაგრამ ასე ბედნიერი ვიქნები. ამას ვერ გავუძებ..
- გაჩუმდი, შენს მეტი არავინ შემეხება გპირდები. ოღონდ ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ...
**
ჩვენი თანაცხოვრებიდან ხუთი თვე იყო გასული ...
რვა საათი ხდებოდა, ქალბატონი ინგა თავზე რომ წამოგვადგა და გამომაღვიძე, ერთად წოლა კარგია მაგრამ დროა ადგეთ მამაშენმა არ დაგინახოთო....ნია შევაღვიძე და თავის ოთახში გავუშვი , რაღაც უნდა მეღონა...რარაც უნდა გამეკეთებონა, ასე ვერ ვიქნებოდი, ასე ვერ მოვიქცეოდი, საფრთხეშ ვაგდებდი ნიას და საკუტარ თავსაც, მის გარეშე ასე ყოფნას ვერარ ვუძლებდი, მამაჩემთან თამაში მთელი ნერვების ფასად მიჯდებოდა.. გასვლილსას ნია კარებში დავიჭირე და კედელზე მივაყუდე..
- დღეს მე და შენ აქედან წავალთ, მისმინე ღამე სამზე გავათ. დაბლა იკას დაგველოდება, ახლა კი წადი და არაფერი შეიმჩნიო...
- კარგი , იცოდე ბევრი არ მალოდინო ჩემო სიყვარულო, ჩმად მითხრა და გაიქცა..
მთელი დღე ნერვებზე ვიყავი, უმზეზოდ ვჩხუბობდი ვფორიაქობდი,. მამაჩემიც კი დააეჭვა ჩემმა ქეცამ ჩათვალე რომ ცუდად ვიყავი და სახლშ წასვლა შემომტავაზა, მაგრამ უარი ვუტხარი არ მინდოდა ეჭვი აეღო, სამუშაობ ჩვეულებრივ ექვს საათზე დავამტავრე, მერე ცოტა გულიც გადავაყოლეთ, იკამ სავალი გზა დამილოცა და თორმეტი ხდებოდა სახლშ რომ მიმიყვანა... საწოლზე გადავწექი და საათს ავხედე... წამებს, წუთებს ვითვლიდი რომ მალე გასულიყო, რომ სამუდამოდ ჩამეკიდა ხელი ჩემი ნიასთვის....
ფრთხილად გამოვაღე კარები და ნიას კარზე მივაკაკუნე, ოთახიდან სიჩმე გამოდიოდა... შუქი ენთო... დაცარიელებულმა კარადებმა თვალი მომტაცა, საწოლზე დადებულ წერილს ვტაცე ხელი და ფეხებ მოკვეთილი დავჯექი იატაკზე..
„ ვიცი ახლა ამას კითულობ და ისიც ვიცი რა განადგურებული ხარ, დამიჯერე მე უარესად ვარ, შენს გამო, შენი ბედნიერების გამო გავაკეთე ეს, დამიჯერე არ გეგონოს რომ სხვა მყვარს, სხვა არასოდეს მყვარებია და არც არასდეს მეყვარება, მე შენ მიყვარხარ მაგრამ ასე უნდა მოვქცეულიყავი, სხვანაირად ცხოვრება დაგენგრეობ.. არ მეძებო გეგა, თუ მართლა გიყვარვარ არ მეძებო, დაივიწყე რომ ვარსებობდი...მიყვარხარ და მუდამ იქნები ჩემს გულში“
ცრემლები მოვიწმინდე და ძლივს წამოვდექი... სარკის წინ დადებულ ნიას სუნამოს ხელი ვტაცე და იატაკზე დავახეთქე...
- წავიდა???- მოულოდნელად მკითხა ოთახშ შემოსულმა ინგამ და მისმა ხმამ შემაკრთო... ასე ჯობდა დამიჯერე..
- შენ საერთოდ რა იცი რა ჯობდა? შენი ბრალია რო წავიდა ხო ასე??
- არა მე არაფერი მიტქვამს, ეს პირველი ქცევაა ჩემი შვილის რომელიც მომეწონა. და ჭკვინურად ჩავთვალე...
- გადი აქედან და არასოდეს დამენახო... გადი... გიჟივით გავვარდი ოთახიდან, ტანსაცმლით სავსე ჩემოდნებს ხელი ვტაცე და სახლიდან წავედი...
წავედი და გული არ დამწყვეტია, იმ სახლში მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როცა პოლიციამ შემატყობინა მაათქვენი გარდაცვლილი ვიპოვეთ სახლში და მისი ცოლი დავაკავეთო... (10)



ნაწილი მეთერთმეტე „
ცხოვრებაში ხომ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება გვახსოვს მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა რაც მისგან დაგვრჩა.. ასეც ხომ ხდება რომ მის სახეს , თვალებს ვერ ვივიწყებთ,, ხომ არიან ისთი ადამიაები რომელტან ყოფნისასა ერთი მთლიანობა იქმნება და მისგან შენი წასვლა სიკვდილის ტოლფსია..როცა არ გჭირდება სიტყვების თქმა ის სადაც საჭიროა, როცა თვალებით იგებს შენს წუხილს და დარდს.. ასეთი ადამიანიც ხომ არსებობს....
მერე წლები გადის და მაინც მასზე ოცნებებს ვებღაუჭებით, გვინდა ჩვენი გულიდან გოებიდან განვაგდოთ მაგრამ არა, ჩვენი სხეულის რაღაც ნახევარი ჯერ კიდევ მისი ხმით არის სავსე.. როცა დადიხარ და ათას ადამიანში ეძებ მის თვალებს , მის ხმას, მი სურნელს..
ასეთი ადამიანები მრთლა არსებობენ ნეტავ? - თუ მე გავგიჟდი.. მინდოდა გამეგო შევიშალე თ არა და ამის გარკვევაში უაზროდ დამიხარჯავს წლები... ახლაც კი თვალებს ვხუჭავ და მახსენდება ის, მისი თვალებ, ღიმილი, მისი ხმა.. ახლა როცა ასე თვალწინ დამიდგა ასე თვიდან დამინგრია ცხოვრება ახლა ვიგრძენი როგორ ძლიერი მტკიებია ეს წლები.. როგორ ძალიან დამტყობია მის გარეშე ცხოვრება... სხვა გზა არ მქონდა, ისევ მე უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი....
- კარზე გაუბბედავად დავრეკე ზარი- გამარჯობა ნია, ღიმით ვუთხარი და მის სახეს ღიმილი შეეყინა..
- შენ?- ცრემლნარევი ხმით მკითხა და ედელს მიეყრდნო..
- მე. არ შემომიშვებ, ?
- რა თქმა უნდა.. მოდი ოღონდ თაია სახლში არაა, ბაჩოსთან წავიდა..
- არც მჭირდება რომ იყოს, მე შენთან მოვედი...
დივანზე გემრიელად მოვკალათდი, მისი გემოვნებით მოწყობილ სახლს თვალი მოვავლე და ცხელი ყავა მოვსვი...
- არ შეცვლილხარ- ჩუმად მიტხრა და ცრემლიანი თვალები ამარიდა, არა უფრო სწორად დავაჟკაცებულხარ, უკვე დიდი ხარ..
- მართალია. უკვე დიდი ვარ.. მაგრამ გული ისევ ისეთი დამრჩა როგორც მაშინ როცა უკან მოუხედავად წახვედი...
- არ გინდა გთხოვ..
- ნია საკმარისიაა, თვრამეტი წელი გეძებდი, განა ახსნას მაინც არ ვიმსახურებ? ახლა მაინც ამდენი წლის მერე?? შენ იცი რა იყო ჩემთვის ეს თვრამეტი წელი?? იცი როგორ ვიყავი? რამდენერ მინდოდა მეპოვე გულში ჩამეკარი და მეტქვა რომ ყველანირ დანაშაულს გაპატიებდი ოღონდ ჩემტან ყოფილიყავი, ოღონდ გყვარებოდი.. ჩემი ერთი ქცევა ცხოვრების უდიდეს ტკივილად იქცა..
- მაგრამ შენ ისევ იქ ხარ იმ სახლშ, ბედნიერად ხარ..
- ცდები.. იმ ღამეს როცა მიმატოვე, როცა ცხოვრებაზე ხელი ჩამაქნევინე,სახლიდან წავედი... იქ მხოლოდ მაშინ დავბრუნდი როცა მამაჩემი მოკლედ... ის მაინც მითხარი, ოდესმე თუ გიყვარდი? თუ მათამაშებდი? სამაგიერო გადამიხადე...
- მე....მე მიყვარდი გეგა. იმზე უფრო მეტად ვიდრე რალური სიყვარული არსებობს, უბრალოდ მომიწია რომ წავსულიყავი, ასე მოხდა, მაიძულეს რომ შენი სიყვარული დამეთმო.. მივდიოდი და ვხვდებოდი როგორ მიყვარდი, როგორ ვკარგავდი ბედნიერების წუტებს, როგორ ვიკლებდი სიცოცხლის თითოეულ წამს,, მიყვარდი და ვერ შევძელი შენი დავიწყება. მიყვარხარ და ვიცი რმ ამის დამალვას აზრი არ აქვს. მაგრამ ახა აღარაფერი შეიცვლება... ახლა გიყურებ და არ მჯერა, რომ აქ ჩემს წინ ზიხარ, არ მჯერა რომ მიყურებ მეხები მელაპრაკები.... როცა პირველად დაგინახე მივხვდი რომ ის იყავი ვისაც ვეძებდი, მერე იმ ტკივილის მერე ჩემი ბედნიერება მოვიდა, არ ვანობ გეფიცები , არაფერს ვნანობ რაც იყო, ახლა თაია მყავს, მას მამა ყავს რომელიც ასე უყვარს.. დედა ყავს რომელზეც ნაყენია... მაგრამ მან იცის როგორ მიყვარს ადამიანი რომელიხ გულისთვისაც ვიცოცხლე ამდენი წელი....
- ამიხსენი რატომ მიმატოვე, მე ხომ ყველაფერი გამზადებული მქონდა.. მანქანა გველოდებოდა...
- ახლა ვნანობ რომ ერ გავბედე შენთვის სიმართლის თქმა.ახლა ვნანობ რომ ასეთი სუსტი ვიყავი.. მაიძულეს იმ ღამეს შეენგან ქურდივივით გავპარულიყავი, ცხოვრება დაგინგრე და ამის გამო ვისჯები.. მამაშენმა შემთხვევით გაიგო ჩვენი სიყვარუის ამბავი... იმ დილით როცა წასვლაზე შემითანხმდი, ოთახში დამიჭირა და მითხრა რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა თუკი შენგან არ წავიდოდი... დედაჩემთან ერთად ყველაფერი დაგეგმილი ქონდათ, ჩემი ორსულობის ამბავი დედამ იცოდა, ბატონმა დიმიტრიმ მაიძლა შენგან გაქცევა, დამემუქრა თუ არ წახვალ გეგას დავაჯერებ რომ შვილს ჩემგნ ელოდები და დამიჯერებსო.. მაშინ მართლა ვიფიქრე რომ დაიჯერებდი.. რომ გარყვნილ ქალად ჩამთვლიდი....
- კი მაგრამ მე ხომ მიყვარდი..- გიჟივით წამოვვარდი ფეხზე და ტელეფონი იატაკზე დავახეთე... მე ხომ მიყვარდი ნია... ისე როგორც გიჟებს უყვართ.. ისე როგორც უყვართ პოეტებს თავისი მუზა.. მე ხომ მწავმი, მე ხომ რასოდეს შემპარვია ეჭვი შენში.. ასე როგორ გამიმეტე... ასე როგორ გამწირე... ნუთუ შორიდან მაინც არ მოგინდა მოგეწერა და გეთქვა რომ კარგად იყვი , რომ გიყვარდი....
- მაპატიე... მაპატიეე რომ ეს ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა...
- ვნანობ რომ გეძებდი.. რომ მიყვარდი. ასე უარესად გადამტელე და გადამიარე ვიდრე მაშინ როცა წავედი... ვნანობ რომ გნახე, რომ მოვედი, ყველაფერს ვნანობ..
- არ წახვიდე გეგა...
- აზრი არ აქვს.. ალბად ისე ძალიან არ გიყვარდი რომ სიმართლე გეთქვა... გგონია ამით მსხვერპლი გაიღე ჩემი ბედნიერების გამო?? ცდებიი- გამწარებულმა ვუღრიალე და კარებისაკენ წავედი. შენ მე სასიკვდილოდ გამიმეტე ეს თვრამეტი წელი მოგონებებით ვიცხოვრე ადამიანს აღარ ვგავდი.. და ახლა ასე მშვიდად მეუბნები რომ დაგანიშენ... ეს რა ცხოვრებაა, ეს რა სიყვარულია... ესეთი სიყვარული დედაც მო***ან... მიმიფურტხებია შენთვის და შენი აღსარებებისთვისაც... კარბი გამოვიკეტე და მისგან წამოვედი.... კიბეებზე ჩამოვჯექი და პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი რომელსაც კამფეტი არ უყიდეს .. რომელსაც უნდოდა ნაყინი და ფული არ მისცეს.... მძულდა ჩემი თავი, ჩემი გრძნობები მძულდა ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა..

**
დილით ადრე გამომაღვიძა მობილურის ზარმა, თვალები არ გამიხელია ისე მოვნახე ხელით იატაკზე დაგდებული ტელეფონი და ნამძინარევმა ვუპასუე..
- მამა, მე ვარ, -თაიას ხმის გაგონებაზე თვალები დავაჭყიტე და გვერდით მწოლიარე ქერა თმიან იკას დავხედე რომელსაც მშვიდად ეძინა.. კარს არ გამიღებ?
- აქ ხარ?- თაიკო, კარგი რა.. კარგი დამელოდე . ძლივს ავიბამბღვლე საილიდან, ხალათი მოვიცვი და ეზოში გავედი..
- მამა, გეძინა? რა მოხდა მითხარი..
- რა უნდა მომხდარიყო, რანაირად მელაპარაკები..
- გუშინ სახლში რომ მივედი დედა ტიროდა, მითხრა რომ იყავი და იჩხუბეთ. მითხრა რომ ყველაფერი ცუდად გაიგე..
- თამაშს მორჩეს ურჩევნია და ალექსანდრეს გაყვეს ცოლად.. ყველაფერი ისე გავიგე როგორც უნდა გამეგო.. მოდი შემოდი, ოღონდ მარტო არ ვარ იცოდე, პანიკის გარეშე შედი სამზარეულოში და მოვალ...
ხმის ამოუღებლად შევედი სამზარეულოში და იატაკზე დავდე ჩანთა, ვიღაცის ხმამ შემაკრთო და არისაკენ შევტრიალდი... გაოცებულმა ავხედე ნახევრად შიშველ ქალს და ზურგი ვაქციე..
- გამარჯობა არ იცი?- უხეშად მკითხა და სკამზე ჩამომიჯდა..
- არა, პრეტენზია გაქვს?- არც მე დავუთმე..
- რა თქმა უნდა არა, შენნაირებთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს.... რისთვის მოხვედი?
- ვერ გავიგე? ეს შენი საქმე ნამდვილად არაა, როცა მინდა მაშნ მოვა და მაშინ წავალ, შენ არ გეკიტხება..
- რას ნიშნავს არ მეკიტხება, შენ რა გგონია როცა მოგესურვება მაშნ მოხვალ და ჩემს მყუდროებას დაარღვევ, გეგას მე ვუყვარვარ, ასე რომ ტყუილად ა ეცადო..
- დეიდად რომ არ მერგებოდე გეტყოდი რომ დეგენერატი ხარ ..და მეტი არაფერი.. მაგრამ რადგან დედაჩემზე დიდი ხარ ამას არ გაკადრებ და კულტურულად გეტყვით რომ ენას კბილი დააჭიროთ..
- უზრდელო ლაწირაკო... - გიჟივით წამოენთო სკამიდან და დასარტყმელად გამოიწია რომ გეგა ოთახშ შემოვიდა და მოქნეული ხელი დაუჭირა..
- არასოდეს გაბედო, თაიაზე ხელის აწევა თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ...
- ხო? რატომ ის უფრო ახალგაზრდააა და მასთან...
- მოკეტე გოგო.- ბოლო ხმაზე უღრიალა გეგამ და კინაღამ შიშისაგან ხელიდან გამივარდა ყავის ფინჯანი. თაია ჩემი შვილია, და მეტი არაფერი თქმა მასზე თორემ ენას ამოგაძრობ. გგონია ყველა შენსავით ბო**ია? წადი და მეტი აღარ მოხვიდე...
მერე ჩემსკენ შემოტრიალდა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მომწმინდა... გულში მაგრად ჩამიკრა , თავზე მკოცნიდა და გაშლილ თმებზე მეფერებოდა..
- შენ ჩემი ლამაზი გოგო ხარ, მხოლოდ ამიტომ არ შევიჯავრებ დედაშენს რომ შენი თავი მაჩუქა.
- მა, მისმინე..
- არა თაია, მე მომისმინე.. ვიცი რატომაც ხარ აქ.. თვრამეტი წელი ვეძებდი ქალს რომელმაც არაფრის გამო მიმატოვა, სასაცილოა მისი არგუმენტებც კი. სასაცილოა რომ გიჟივით მიყვარდა და ასე ადვილად დამთმო... იცი რამდენი დრო შევალიე მასზე ოცნებას? მე ხო ისიცია რ ვიოდი რმ შენ არსებობდი.. არ ქონდა უფლება შენი თავი დაემალა, ამდენი წელი მაინც, თვრამეტი წელი ხომ ცოტა არაა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ცხოვრების ნახევარი იყოს, ვირაცისთვის დასასრული.. რომ ვერ მენახე? ბედს რომ ჩვენი გზები არ გადაეკვეთა იქ იმ ბიბლიოთეკაში, და მე რომ შენთვის სავიზიტო არ მომეცა რა იქნებოდა... სასაცილო იქნებოდა არა?!- საკუთარ შვილს რომ წეგნზე ხელს მოუწერდი და გაუშვებდი ისე როგორც რიგით მკითხველს.. მითხარი ქონდა უფელბა შენთვის დაემაა მამის არსებობა, და მე არ მცოდნოდა რომ ჩემნაირ თვალება გოგო მყავდა..
- მამა, დედას უყვარხარ დამიჯერე..დამიჯერე ასეა, იცი როგორ უყვარხარ, ძალიან ძალიან..
- მაგრამ ეს არაფერს ცვლის...იცი სულ მინდოდა ჩემი წიგნი სხვანაირად დამესრულებინა.. სხვანაირი ყოფილიყო მისი ბოლო სიტყვები, ამიტომ დავარქვი სახელად ბოლო სიტყვა შენზეა.. მაშნ მართლაც რომ მას შეეძლო ჩვენი ბედის შეცვლა, მას შეეძლო სიმართლის გამხელა და ეთქვა ბოლო სიტყვა.. ეთქვა რომ ჩემთან უნდოდა, რომ შენ არსებობდი... მაგრამ ახლა ბოლო სიტტყვა ჩემზეა თაია, მე არ მინდა ქალი რომელიც ასე მალე იხევს უკან, ქალი რომელიც ასე მატყუებდა ამდენი წელი, არ მინდა ქალი რომელიც სხვას უჯერებს და საკუთარ სიყვარულს ფეხქვეშ თელავს არ მინდა...
- მამა. მისმინე..- ხელი მოვკიდე და აივანზე გავიყვანე.
- დედა ალექსანდერეს გაყვება , შენ თუ ხელს კრავ, გთხოვ, ასე არ მოიქცე, ახლა როცა გიპოვე, მომეცი უფლება რომ ბედნიერი ვიყო თქვენთან ერთად. მამა, მიყვარხარ, მაგრამ დედაც მიყვარს. შენ არ იცი და მე ვხედავდი ამდენი წელი როგორ იტანჯებოდა, როგორ სტკიოდა , იცი მას არასოდეს არავინ ყოლია. ალექსანდრე პირველია შენს მერე..
- არ მჯერა..
- გეფიცები მამა ყველაფერს წმინდას გეფიცები. დედას უყვარხარ, შენი სახელის გახენებაზეც კი ცუდად ხდება.. იცი წუხელ შენი წიგნის კითხვა დავამთავრე.. ბოლოში სიტყვები გიწერია რომელმაც გული ჩამიკლა, არ მინდა რომ ასე გტკიოდეს, არც შენ არც დედას და არც მე..
- მართალი ხარ თაია , მაგრა ვერაფერს შევცი „ ის რას სიყვარული მეგონა , ტკივილი ყოფილა, ის რაც ბედნიერება მეგონა უბედურება მომიტანა, შენმა დაკარგვამ ცხოვრების რწმენა დამიკარგა, ყველა იმედი ჩამიკლა რომელიც ჩემში ცხოვრობდა, ვიცი რომ ერთ დრეს სადმე გადაგეყრები, შენს ლურჯ თვალებს დავინახავ სადმე და გულში ვიტყვი ეს ისაა, ვინც ასე მიყვარდა, მწავდა და ვინც გამანადგურა.“
- ხო მამა, ვიცი ასეა, მაგრამ წამოდი დედას დაელაპარაკე...იქნებ მართლა ყველაფერი შენს გამო გააკეთა..
- სასაცილოა. ამას როგორ ამბობ, თუმცა შენც ქალი ხარ.. როგორ შეეძლო ასე ჩუმად გაპარულიყო შვილო.. განა არ შეეძო ეთქვა რომ მამაჩენი აშანტაჟებდა? განა ამის თქმა ასე ძნელი იყო? ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენი ერთდ ყოფნა არ იქნებოდა ასე ადვილი, ვიცოდი რომ მამაჩემი ბევრ რამეზე წავიდოდა, მაგრამ უნდა ეთქვა, როგორ გგონია დავუჯერებდი რომ მამაჩემთან მღალატობდა და მისგან ელოდებოდა შვილს?
- იქნებ ის დაეჯერებინა ხალხს რომ დედამისის საყვარელი იყავი?
- ეგ რა შუაშია?
- იმ შუაშა რომ დედამ ეს შენი სახელის დასაცავად გააკეთა, ვერ ხვდები რომ მათ კუთხეში მიიმწყვდიეს? ვარიანტი ორი იყო, ან მამაშენი იტყოდა რომ მისი საყვარელი იყო, რომელსაც შენ არ დაიჯერებდი და არც იმას დაიჯერებდი რომ ორსულად შენგან არ იყო, მაგრამ ხალხს ადვილად შეეძო იმის დაჯერება რომ შენ იყავი ინგას საყვარელი.. ორივეს შემთხვევაშ შენ ზარალდებოდი, შენი სახელი ილახებოდა, ამიტომ დედამ წასვლა ამჯობინა..
- და მე მაინც არ ვამართლებ მას...

**
რა უფრო რთულია გიყვარდეს და დუმდე თუ გიყვარდეს და ხელს კრავდე, ალბად ორივე, ორივე მათგანს სხვადასხვა ნაირი ტკივილი ექნება ,, მე ატომღაც ორივეს განვიცდიდი,, ცხოვრებამ იმდენად ბევრი ტკიილით დამაჯილდოვა რომ ბედნიერება აღაც კი მახსოვდა როგორ იყო.. ჯერ საყვარელი დედა გამომაცალა ხელიდან, მერე ვითომდამოსიყვარულე მამა და ამ ქვეყნად მარტო დამტოვა, ნიას დაკარგვამ ბოლო მომიღო, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე.
კარგა ხანს ვცხოვრობდი სრულ გაურკველობაში, ალიაქოთში, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკთებინა , მერე თითქოს წიგნთან ურთიერთობამ ახალი გზა დამანახა, ჩემი ტკივილის და განცდის წერა დავიწყე , ასე გადმოვცემდი იმას რაც მტკიოდა, რაც მაწუხებდა..
ახლაც ეზოში ვიჯექი და სიგარეტს ვაბოლებდი.. ღია კარებში ირაკლი შემოვიდა და ინ დამიჯდა..
- ცოცხლებში ხარ ? რა იყო ერთი არ უნდა დამირეკო ტო?
- დრო არ მქონდა..
- რას ქვია დრო არ გქონდა, რა ძმაკაცები ფეხებზე გკიდივართ?
- გამარჯობათ- ხმადაბლა ვტქვი და ჩაის ფინჯანი გეგას წინ დავუდე.. გაოცებული თვალებით შემომხედა ირაკლიმ და ფეხზე წამვდა, მერე ხელზე მემთხვია ისე როგორც ნამდვილ ჯელტმენს შეეფერებოდა და გამიღიმა..
- დაჯექი და ნუ იკრიჭები რა, გაღიზიანებულმა უთხრა გეგამ დამანიშნა დაჯექიო...
- რა გირს ტო, ეს ანგელოზი საიდან მოხსენი..
- დღეს ყველა ჩემს ნერვებზე თამაშობთ თუ რა ხდება ეეეე.
- მართლა ანგელოზს გაქვს..
- იკუშ ნუ იკრიჭები -თქო თავი არ მაციმინო, თაია ჩემი შვილია..
- რააა? მოულოდნეად დაიყვირა ირაკლიმ და ფეხზე წამოხტა, რა შვილი ტო, სარად ხარ? შვილი გყავს და მე არაფერი ვიცი?
- დაჯქი და ნუ ყვირიხარ დაჯექიიი, თავი მისკდება ისედაც ამის დედა მო***ან.. დაჯექი რა ძმურად რა.. თაია ჩემი და ნიას შვილია. მეტი არაფერი მკითხო იცოდე...
- ასეა?- ჯერ კიდე არ იყო გონებაზე მოსული ისე მკითხა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე... არა ტო რაღაცა რო მითხარი წინაზე შვილი მყავსო კი მახსოვს მაგრამ ამხელა თუ იქნებოდა არ მეგონა ეე... დედაშენი როგორაა?
- კარგადაა, მადობა... მამა, უნდა წავიდე კარგი?
- მამა? ახლა მამაც ხარ, აუუუ ჩემი გავგიჟდები რა, გეგუშ მართლა მამა ხარ...- სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი და მუშტს მაგიდაზე ურტყავდა...
- წადი თაიკო, წადი, ეხლა ამას უნდა მივხედო თორემ ზუსტად ვიცი ჭკუიდან გადამიყვანთ თვენ, ლოყაზე ვაკოცე და გასვლისას ჩმად გავაყოვე თვალი. დავინახე რომ კართან ვირაცა ელოდებოდა და მშინვე დავუძახე.. თაია...- მანდ ვინ გეოდება ბაჩოა?
- კი მამა.. კარგი წადი და იცოდე შემდეგ მოსვლაზე ეგეც მოიყვანე...
**
მთელი კვირა გავიდა მას მერე რაც ნია ვნახე და მისი ოდნავ დანახვის სურვილიც კი მკლავდა, როგორ მინდოა სულ ოდნავ მაინც მომეკრა თვალი, ოდნავ მაინც შევხებოდი მის თმებს.. ოდნავ მეგრძნო როგორ მიყვარდა და მწამდა.... ეზოში ნერვიულად ვცემდი ბოლტას რომ თაიამ დამირეკა..
- მამა, შეგიძლია მოხვიდე?
- რა ხდება? -არ მცალიათაია საქმეზე ვარ მამა- არადა გულის სიღრმეში სულ ერთი სიტყვა მინდოდა გთხოვ მამა..
- გთხოვ, მამა- გეხვეწები მართლა საქმე მაქვს.. მოდი დედა არააა ... გეფიცები..
- კარგი, მოვალ. ნახევარ საათში მანდ ვიქნები. იცოდე დედაშენი სახლში რო იყოს მოგკლავ თაია.. არადა ვნატრობდი ნეტავ იყოს თქო..
- არაა მართლა არაა, გეხვეწები მოდი...
სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანზე და მანქანისაკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით..ნამტირალევა გამიღო თაიამ კარები და თხოვნით სავს თვალებით შემომხედა...
- მოდი მამა, დამეხმარე გთხოვ მოდი..
- რა მოხდა თაია, ნუ მაშინებ...
- დედა იმ კაცს მიყვება. იმ კაცთან ერთად მიდის ამერკიაში, გთხოვ არ გაუშვა.. გეხვეწები მისი შეჩერება მხოლოდ შენ შეგიძია..
- არ შემიძლია თაია. აზრი არ აქვს.. წავიდეს. გაუშვი,..
- არა, არა, შენ ვერაფერს ხვდები ხო? ასე შენს ჯინაზე იქცევა, უნდა რომ გააჩერო, უნდა რომ არ გუშვა. დედას უყვარხარ..
- არ მჯერააა. არ მჯერა და ამაზე ნუ ვილაპააკებთ რა- სიტყვის დამთავრება არ მაცადა თაიამ რომ ხელი მომკიდა და ნიას საძინებელში შემიყვანა.. თავთან დადებული სურათ თვალებზე ამაფარა და საწოლზე ჩამოჯდა..
- განა ეს შენ არ ხარ?? განა შენ არ ხარ ეს კაცი??? დედაჩემს ასე ედო ეს სურათი ბალიშის ქვეშ თვრამეტი წელი, ახლა როცა სიმართლე გავიგე ახლა ასე დადო, ვერ ხვდები როგორ უყვარხარ??
- წარმოუდგენელია, დაუჯერებელია...
- რა ჯანდაბას აკეტებთ ჩემს ოთახში თქვენ ორნი?- ნიას ხმამ მე და თაია შეგვაკრთო და კარისაკენ გავიხედე... რა იყო, შენი თავი ვერ იაცნი თუ გინდოდა გენახა როგორი იყავი მაშინ როცა გიყვარდი..
- ეს კაცი აქ რას აკეთებს? ნიას ზურგს უკან მგარ აექსანდრეზე ვიკიტხე და თვალი თვალში გავუყარე..
- ამ კაცს სახელი აქვს და ჩემთანაა, შენ საერთოდ რა გინდა ჩემს სახლში?
- მე დავურეკე, ნუ ივიწყებ რომ ეს კაცი მამაჩემია და როცა მომინდება მაშინ დავურეკავ დედა...
- ნია, ვილაპარაკოთ კარგი? მისმინე, თაიამ მითხრა რომ წასვლას აპირებ..
- ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი გეგა..
- არ წახვიდე..
- ვერ გავიგე?
- არ წახივდე, მაშინდელივით ნუ მიმატოვებ ნიაკო.. გთხოვ, გინდოდა რომ შეგხვეწებოდი?!- გეხვეწები, გემუდარები რომ არ დამტოვო მარტო,, ახლა ავინაზღაუროთ ის დრო რომელიც დავკარგეთ, გთხოვ ნია. მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად..უშენოდ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებ, განა საკმარიად არ ვიყავი უშენოდ? საკმარისად არ მტკიოდა? გემუდარები არ წახვიდე...
- რატომ????
- ამას ახლა არ უნდა, მიყვარხარ გოგო, მიყვარხარ.. ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ? ცოლად გამომყევი, ერთი ოჯახი გვექნება შვილი გვყავს, ბედნიერები ვიქნებით... გახდი ჩემი ცოლი...
- დაგაგვიანდა.. - ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ბეჭდიანი თითი მაჩვენა..
- ჰმმ, ირონიულად გავიცინე და კარებისაკენ წავედი, გასაგებია. ხედავ თაია, მარწმუნებდი დედას უყვარხარო, ასეთი ქალის სიყვარულის დაგეჯერება როცა ეთი უყვარს და მეორეს ცოლად მიყვება? იცოდე ნია, როგორც მაშინ ახლაც ბოლო სიტყვა შენზეა..
კარები გამოვიხურე და წამოვედი, აზრი არ ქონდა იქ ყოფნას, რისთვის უნდა დავრცეენლიყავი, მენახა როგორ ჩააბარგებდა ტანსაცმელს ქალი რომელიც ასე მიყვარდა? თაიას ხმამ გამომაფხიზლა ჩემი ტკივილიდან..
- მეც შენთან მოვიდვარ მამა. შენტან ვიცხოვრებ არ გამაგდო რა.
- არასოდეს ჩემო გოგონა. წამოდი მე და შენ ჩვენი პატარა ბუდე მოვიწყოთ, და იქ ბედნიერებეი ვიყოთ...
**
გამთენიისას მობილურის ზარმა გამომაღვიძა, ფანჯარაში რომ გავიხედე უკვე რიჟრაჟი იყო..ჩიტები ჭიკჭიკებდნენ ალბად მალე მზეც ამოიწვერებოდა.. განუწყვეტილვ რეკავდა დედაჩემი..
- რა არის დედა? ჩაფრინდი? ნამძინარევმა ვკიტხე და თვალები მოვიფშვნიტე..
- კარი გამიღე თაია , მალე ...
- ჰაა? რა კარი გაგიღო , მე მამასთან ვარ..
- ხოდა ეს უზარმაზარი კარები გააღე და ნუ გადმომაფოფხებ რა...
ტირილისაგან დასიებული თვალები, ამოშავებული თვალის უპეები, გაცრეცილი სახე. და გალურჯებული ტუჩები, თითქოსდა დედაჩემი სხვა ქალი გამხდარიყო, ამ რამოდენიმე საათში თითქოს წლები დატყობოდა.. კრები დავკეტე თუ არა გულშ ჩამიკრა...
- ვერ შევძები თქვენი მიტოვება.. სადაა გეგა?
- სძინავს, დალია, ფეხზე ვერ იდგა ძლივს მივიყვანე საწოლამდე, ადამიანს არ გავდა.. მაღლა მეორეზე ადი და დერეფნის ბოლოში მისი ოთახია.. მე წავალ დავიძინებ .
ფეხაკრეფით შეიპარა ნია გეგასთან, უშფოთველად ეძინა, გულაღმა იწვა და ხშირად სუნტქავდა, შიგადაშიგ კრთებოდა, ეტყობა რაღაცას ჩხუბობდა სიზმარშიც... კარები ფრთხილად მიიკეტა და ფეხე დაიხადა...ნელა ასწია გეგას საის კუთხე და გვერდით მიუწვა, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა . ახლა ზუსტად ისე იწვნენ როგორც იმ ღამით როცა პირველად გადავიდა მის სახლში .. ახლაც ისე მიუწვ გვერდით და თავი გაშლილ მკლავდე დაადო... ვიღაცის შეხება მაშინვე იგრძნო გეგამ და თვალები გაახილა..
- შენ?- რა გინდა აქ ნია..
- შენთან მოვედი.. განა შენ არ მითხარი რომ ბოლო სიტყვა ჩემზე იყო?
- მერე? მოხვედი იმიტომ რომ წასვლის წინ ჩემთან სექსი მოგინდა?
- დეგენერატო.. იმიტომ მოვედი რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მქონდეს შენთან სექსი თანახმა ხარ?
- ჰა? ვერ გავიგე ,, ჩემთან რჩები?
- სამუდამოდ გეგა. ვერ გავუძელი, თავს ვერ მოვერიე..არ არსეობს ადამიანი რომეოლიც შენს თავს დამავიწყებს, უშენობას გადამატანინებს მართალი იყავი, საკმარისად ვიცხოვრეთ ტკივილში იქნება ახლა ბედნიერების დრო მოვიდა. მიყვარხარ და ამ სიყვარულს ვრ დაველამე.. არავინ მჭირდება შენს მეტი. შენი სუნთქვაც კი სიცოცხლეს მიასმაგებს...
საუბარი კარზე კაკუნმა გააწყვეტინათ. პიჯამათი შეტანტალდა თაია და შუაში მოკალთდა...
- აი ახლა ვართ ოჯახი.. ახლა ნამდვილად მყავს დედა და მამა. ახლა მესმის ასეთი ლამაზი რატომ დავიბადე არა?
- დედას სიცოცხლე ხარ შენ, დედას სიყვარული და ერთადერთი , შენ რომ არა ალბად გეგას ვერასოდეს ვიპოვი თაია.. მადლობა რომ არსებობ დე... თააია, იყოს ქორწილი? ბოლო სიტყვა შენზეა დე..
- იყოს ქორწილი ოღონდ ჩემი დედა...
- რაო???- ორივემ ერთხმად დაიძახეს და მერე კიდევ დიდ ხანს გამოდიოდა მათი სიყვარულის ბუდიდან სიცილის ხმა..
რა მნიშვნელობა აქვს რმდენი წელი გავიდა, თუკი გიყვარს, თუი უყვარხარ, თუ გრძნობა არ გახუნებულა, მთავარია გრძნობდე და გიყვარდეს.. მთავარია გწამდეს.. მთავრია გვიყვარდეს.. გვიყვარდეს ისე როგორც არავის ყვარებია, გვიყვარდეს გიჟურად და არ გვყოფნიდეს სიტყვები ამ გრძნობის გადმოსაცემად...
მთვარია უკან არ დაიხიო, არ შეგაშინოს სიყვარულით გამოწვეულმა სირთუეებმა, მთავარია რომ შეძლო იბრძოლო მისთის, თუნდაც ასი წლის მერე....


ჩემი უსაყვარლესი მკითხველის და უსაყვარლესი ადამიანის თხოვნით თავიდან ვდებ ისტორიას. მაიკო... <3 <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

მე ძალიან მიყვარხარ შენ და შენი ყველა ისტორია ❤ ჩემი საყვარელი ახალბედა მწერალი ხარ ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ისტორია გედო ადრე?რაღაც მასოვს და ვერ გავიხსენე თუ ვცდები?

 


№3  offline ადმინი თუკა

სტუმარი თამო
ეს ისტორია გედო ადრე?რაღაც მასოვს და ვერ გავიხსენე თუ ვცდები?

მედო კი 2014 წელში )))) ახლა თავიდან დავდე მკითხველის თხოვნით.

Maiaabuladze
მე ძალიან მიყვარხარ შენ და შენი ყველა ისტორია ❤ ჩემი საყვარელი ახალბედა მწერალი ხარ ❤

ტკბილოოო და საყვარელო შენ. დადექი და იკითხე ახლა heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 


№4 სტუმარი სტუმარი ელე

ჩემო ტკბილო, როგორ მიყვარს შენი ისტორიები, გრძნობით და სითბოთი სავსე???????????? წარმატებები!!!

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ხო ჩემო კარგო ეხლა დავიწყე წაკითხვა და გამახსენდა.მომწონს შენი ისტორიები.

 


№6  offline წევრი tatiko.1995

ar mbezrdeba am istoriis kitxva dzalian miyvars chemo tkbilo shen saocreba xar ❤️

 


№7  offline მოდერი bla.ell

ჰუჰ დავამთავრე კითხვა და გულიც დამშვიდდა...როგორ გამახარა ბედნიერმა დასასრულმაheart_eyesარ ციცი რა ვთქვა უამრავი ემოცია აშალე სულში...ძალიან მომწეონა.ყველაფერი კარგად იყო აღწერილი იმდენად კარგად რომ მეგონა იქ ვიყავი და ვხედავდი ყოველ მათგანსblushმაგარი გოგო ხარ,ამის შემდეგ ვიცი რომ როცა შენს ისტორიებს დავინახავ აუცილებლად შემოვალ და წავიკითხავ...საოცრად წერ უკარგესი მწერალი ხარ ❤ბრავო!❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ვერ წარმოიდგენთ როგორი სიამოვნებით წავიკითხე , მიუხედავად იმისა რომ წაკითხული მქონდა.
ველი ახალ ისტორიას.

არ მალოდინო იცოდე , შენი ერთგული მკითხველი.

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცარი გოგო ხაარ ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე ტკბილებიი და გემრიელებიიი სუპერ გოგოოოო ხაარ შეეეენ

 


№10  offline მოდერი zia-maria

წაკითხული მქონდა,მაგრამ სრულად რომ დადე ძალიან გამახარე.უძლიერესი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი და ისე გადმოეცი და მოიტანე ეს ყველაფერი მკითხველამდე,მთელი სამი საათი მეგონა მეც ამ ისტორიის პერსონაჟი ვიყავი.ყოჩაღ და წარმატებები თუკა. kissing_heart

 


№11  offline ადმინი თუკა

ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩემო კარგებო... ამაზე კარგი განცდა მწერლისათის არ არსებობს როდესაც შენი ნაწარმოები რომელიც ამდენი წლის წინათ დაიწერა ჯერ კიდევ ახსოვთ მკითხველებს და ჯერ კიდევ გააჩნიათ სურვილი რომ წაიკითხონ..
kissing_heart
--------------------
4love.ge

 


№12  offline წევრი Ninuca)

Es iko arachveulebrivi❤dzalian momewona❤kochag am istoriis gamo dzaliaan mikvarxar miuxedavad imisa rom argicnob❤

 


№13 სტუმარი სტუმარი lika

dzalian didi xnis win, am istoorit gagicani.. :) shen ara, sheni sitoriebi :) 4 welze metia rac am saitze var ,rogorc mkitxveli. mashin ,4 wlis win porvelad rom movxvdi aq, shemtxvevit chats davachire xeli da tqveni mimowera wavikitxe :) salome (ubralod is) keke , taso da kidev ramodenime gogo werdit :) mec chavebi, chemi azri davafiqsire da ase moxda kidev ramodenimejer. ragac kitxvebi mqonda da dzalian kargad maxsovs, rogor amomwuravad mcemdi pasuxebs, vigac ucnobma ragac cudi mitxra da rogor damicavi, ase sruliad ucnobi adamiani. sul vfiqrobdi xolme, rom shens winashe valshi viyavi, rom ase damicavi mashin. ase ,mitmobdi dros da kitxvebze mpasuxobdi. sheidzleba, shen ar gaxsovdes eg yvelaferi magram , me dzalian kargad maxsovs da arasodes damaviwydeba! dzalian karg mweraltan ertad dzalian kargi pirovneba xar da amitomac wer ese saocrad! ❤

 


№14  offline ადმინი თუკა

სტუმარი lika
dzalian didi xnis win, am istoorit gagicani.. :) shen ara, sheni sitoriebi :) 4 welze metia rac am saitze var ,rogorc mkitxveli. mashin ,4 wlis win porvelad rom movxvdi aq, shemtxvevit chats davachire xeli da tqveni mimowera wavikitxe :) salome (ubralod is) keke , taso da kidev ramodenime gogo werdit :) mec chavebi, chemi azri davafiqsire da ase moxda kidev ramodenimejer. ragac kitxvebi mqonda da dzalian kargad maxsovs, rogor amomwuravad mcemdi pasuxebs, vigac ucnobma ragac cudi mitxra da rogor damicavi, ase sruliad ucnobi adamiani. sul vfiqrobdi xolme, rom shens winashe valshi viyavi, rom ase damicavi mashin. ase ,mitmobdi dros da kitxvebze mpasuxobdi. sheidzleba, shen ar gaxsovdes eg yvelaferi magram , me dzalian kargad maxsovs da arasodes damaviwydeba! dzalian karg mweraltan ertad dzalian kargi pirovneba xar da amitomac wer ese saocrad! ❤

ვაიმე ლიკა, ეს რაები გამახსენე. სიმართლე გითხრა მართლა არ მახსოვს, კი ის ბოლო პერიოდი გოგოები ხშირად ვიყავით ჩათში და ვხალისობდით ხოლმე.. მიხარია თ ამდენი ხანია ჩვენს გვერდით და ჯერ კიდევ კითხულობ ჩვენი საიტის მწერლების ისტორიებს, ნამდვილად დასაფასებელია..
დიდი მადლობა რომ ეს ჩემი ისტორიაც წაიკითხე.. უღრმესი მადლობა.. kissing_heart

Ninuca)
Es iko arachveulebrivi❤dzalian momewona❤kochag am istoriis gamo dzaliaan mikvarxar miuxedavad imisa rom argicnob❤

დიდი მადლობა ნინუცა... გაიხარე.. მიხარია თ მოგეწონა.. heart_eyes
--------------------
4love.ge

 


№15  offline წევრი ბიბი

სიუჟეტი ანტასტიურია, ბრავო, კარგად გაქვს გადმოცემული გრძნოებიც. თუმცა, თუმცა, ეს დროის სხვაობა არ შეიმჩნევა 18 წლის წინანდელ ისტორიას ისე ყვები თითქოს გუშინ მოხდა და ცოტა უხეშია ურთიერთობები, ნუ გასაგებია რომ გეგა მკაცრია მაგრამ თუ უყვარს ასე როგორ ექცევა ნიას, რატომ აყენებს ტკივილს მაშინაც კი როცა აცნობიერებს საკუთარ გრძნობებს, იგივეს ვიტყვი ნიაზეც.
ეს სექსიც ძაან თამამად გაქვს გამოყენებული დედა-შვილს შორის საუბარში, გასაგებია რომ ნიას დედა მსუბუქი ყოფაქცევისაა მაგრამ შვილთან ასეთი საუბარი ძალიან ვულგარულია.
ცოტა თვალები მეტკინა, იმედნი შეცდომა იყო წერისას, ვმარჩიელობდი სად რა ეწერა. ერთადერთი რაზეც გადავირიე და გავგიჟდი სიუჟეტია.

იმედია არ მიწყენ :)

 


№16  offline წევრი Lindemann

ოოოოოო, აღმაფრენა განვიცადე
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


№17 სტუმარი tatia

ძალიან მაგარია

 


№18 სტუმარი სტუმარი ნატა

აუ ძაან უუაზრობა იყო. ჩემი აზრით კარგი მწერლის დაწერილ ნაწარმოების დასასრულს მკითხველი ვერ უნდა მიხვდეს მაგრამ აქ ადვილი მისახვედრია ყველაფერი როგორ განვითარდებოდა.. კიდე რაღაც მომენტებში აზრი დაულაგებელი იყო

 


№19 სტუმარი სტუმარი ანა

როგორ მომეწოონაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent