შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ დასასრული


17-02-2018, 18:32
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 601

შენ, შენ არ ხარ დასასრული

- მოვედი ბაბუ, ამდენი წლის შემდეგ შენთან მოვედი. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, გამბედაობის მოსაკრებად.
აქამდეც მინდოდა მოსვლა თუმცა ამის ძალა არ შემწევდა.
ერთი კვირის წინ გავიგე რომ ვკვდები, მალე შევხვდებით ბაბუ.
შენი მემკვიდრეობა თურმე მე გადმომეცი, შენ ის მომეცი რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა,
მშვიდად სიკვდილის უფლება.
ბევრჯერ მინატრია მომვმკვდარიყავი, ბევრჯერ მიცდია თუმცა უშედეგოდ.
უამრავჯერ მიფიქრია თუ როგორი იქნებოდა სიკვდილის ბოლო წუთებს რომ ვითვლი. მინდოდა თვალები დამეხუჭა და აღარასოდეს გამეხილა.
თუმცა ეხლა, ეხლა მეშინია ბაბუ. არ ვიცი რა იქნება შემდეგ, არ ვიცი იქ რა დამხვდება.
საშინელება იმაზე ფიქრი რომ სულ რაღაც დღეები დაგრჩა.
გულს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ იქ , იქ შენ და კუსა დამხვდებით. მხოლოდ ამის გამო მიხარია მაქ წამოსვლა, მხოლოდ იმის გამო რომ თქვენ გნახავთ.
ხომ მომივლი ბაბუ? ხომ ისევ ისე ჩამეხუტები? ხომ ისევ ისე დამამშვიდებ რამეზე თუ გავბრაზდი?
ძალიან მენატრები ბაბუ, მაგრამ ეხლა ვიცი რომ სულ მალე შევხვდებით.
 წლების შემდეგ მოვიკრიბე ძალები, რათა მის საფლავზე მივსულიყავი. ვუყურებ მის შავ-თეთრ ფოტოს და ვხვდები თუ როგორ  ძლიერ მენატრება. ვიცი მას არასოდეს მივუტივებივარ, მე ყოველთვის ვგრძნობდი მის არსებობობას ჩემს გარშემო. ბედნიერება იმის წაროდგენა რომ მალე მას ვნახავ, რომ მალე ისევე ისე ჩავეხუტები როგორც ადრე. მაგრამ ამჯერად ეს საბოლოო იქნება, აღარასოდეს დამტოვებს და სულ მასთან ვიქმები.

იქ გაჩერება აღარ შემეძლო, მალევე დავტოვე სასაფლაოს ტერიტორია და სახლში წამოვედი.
- ბებო. სახლში შემოსვლის თანავე გავძახე.
- რა ხდება თათული? შეშინებული გამოვარდა სამზარეულოდან.
- ეხლავე დაურეკე ყველას, მამაჩემს და ბაბუაჩემს, ასევე შორენასაც და გოვსიკასაც. ყველა საქმე გადადონ და ხვალ საღამოს ყველანი, დიდი თუ პატარა აქ იყვეს საქმე მაქვს მათთან.
მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. იქ შესულს სავარძელში მოკალათებული ანდრო დამხვდა.
- ანდრუშ აქ რასაკეთებ?
- შენ გელოდი.
- რამე მოხდა?
- მოხდა თათა.
- რამოხდა ანდრო?
- ლევანი.
- რა მოუვიდა ლევანს?
- არაფერი ის კარგად არის უბრალოდ.
- უბრალოდ რა?
- ცოლი მოჰყავს.
- რაა?
- თათ ვიცი სხვისგან გაიგებდი, ამიტომ ვარჩიე ჩემგან გაგებო მაპატიე.
- შენ არაფერ შუაში ხარ. მან შემპირდა რომ შურს იძიებდა, ფიქრობს ამით მე გამამწარებს. რაც უნდა ის უქნია აზრი აღარაფერს აქვს, ყველაფერი დასრულდა.
- თათ იქნებ დალაპარაკებოდი, იქნებ მოაგვაროდ პრობლემა?
- მაკვირვებ ანდრო. ამბობ მიყვარხარო, მაგრამ გინდა ვცადო და ლევანს ვაპატიო. ცდილობ მასთან შემარიგო, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. უამრავჯერ გქონდა შანსი, ჩემი შეცდენის. იცი შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო უკვე საწოლში ჩემს  შეთრევას შეეცდებოდა. შენ მათ არ გავხარ, შენ საუკეთესო ადამიანი ხარ.
- მე არავის შეცდენას ვაპირებ თათ, მე შენთან ახლოს ყოფნაც კი მყოფნის. თავიდანვე გითხარი მე შენგან არაფერს ველი, უბრალოდ ნუ მკრავ ხელს მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყვე.
- არსად არ გაგდებ ანდრო, შეგიძლია დარჩე აქ ჩემთან ერთად. და უყურო ჩემ ბოლო დღეებს სამყაროში.
რაც შეგვეხება მე და ლევანს, აქ უკვე აღარაფერს აქვს აზრი. ჩემი ჯანმრთელობა მკურნალობას არ ექვემდებარება. ბოლო სტატიის სიმსივნე მაქვს, მალე მოვკვდები და რატომ დავხარჯო დრო ფუჭი იმედით.
- მოწევა მინდა.
- შენ ხონ არ ეწევი თათ.
- ანდრიკო ბიჭო მალე მოვკვდები და სანამ დრო მაქვს უნდა დავტკბე ცხოვრებით.
- პირველად ვხედავ ადამიანს ვისაც სიკვდილის არ ეშინია.
- ადრე თუ გვიან ყველა სიკვდილის შვილები ვართ. დღეს თუ არა ხვალ ყველა მოვკვდებით და რა აზრი აქვს გლოვას.
- იმდენსაც ნუ მოწევ რომ ისედაც დღეების სიცოცხლე სულ დაამოკლო. ღიმილით მეუბნება ანდრო როდესაც მესამე ღერი სიგარეტის დავაბიჩოკე.
- მოწევა კი არა ანდრო ბოღმა, შური და იმედგაცრუება კლავს.
- ეგეც მართალია.
- და ვინ მოჰყავს ცოლად? მალევე შევცვალე თემა.
- არ ვიცი.
- ვიცი რომ იცი, ტყუილი არ გამოგდის ანდრო. როდესაც სტყუი თვალები გიფართოვდება, მარჯვენა ხელს ყურის ზემოთ თმაზე ისვამ და თავის დახრას ცდილობ. მე იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე გგონია, ამიტომ ნუ ცდილობა დამიმალო სიმართლე.
- ელენე.
- ვინ ელენე? არ არსებობს ის ელენე? წყლის ჭიქა ხელიდან მივარდება.
- ჰო ის ელენე.
- აი თურმე რას გულოსხმობდა ჩემს გამწარებაში. ანუ ელენე არა, ისე რას ერჩი გემოვნება კი ქონია. იპოვა ორმა დებილმა ერთმანეთი, ფერი ფერს და მადლო ღმერთსო. მაგათზეა ნათქვამი, ელენე ჩემს გასამწარებლად ყველაფერზეა წამსვლევი, ასევე ლევანიც. ღმერთო რამდენჯერ უნდა შევცდე ადამიანებში.
- შენ იმაზე მეტად ენდობი ადამიანებს ვიდრე საჭიროა, გგონია ყველანი შენნაირი კარგები არიან თუმცა ცდები თათა. ყველა ისეთი არ არის როგორიც შენ გინდა იყვეს.
- ცხოვრებას შეცდომებით სწავლობ ანდრო.
- დღეს ძალიან დაიღალე არ გინდა დაისვენო, დაიძინე რათა ძალები არ დაკარგო.
- ძილი მერეც მეყოფა, თუმცა ეხლა ცოტას წავუძინებ.
- ქვემოთ ვიქნები თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
ღიმილით მაჯილდოვებს და ოთახს ტოვებს.
რატომ მაინდამაინც ელენე? რატომ ის?
ამით რის მიღწევას ცდილობს? რას ნიშნავდა მისი ესეთი ცვლილებები? აქ რაღაც ის არ არის თათა. ეჭვით ამომძახა ჩემმა მეორე მემ. ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია თათა.
აბა როგორ არის, ვერაფერი გავიგე.
რა ჯანდაბა ხდება?  ლევანი ამას მხოლოდ ჩემს გასამწარებლად არ გააკეთებდა, დარწმუნებული ვარ მას სულ სხვა მიზეზი აქვს.

მეორე დღეს საღამოს მე და ანდრო ბუხრის წინ ვისხედით, ჭიქა ღვინით ხელში. გარეთ საშინელი ჭექაქუხილი იყო, თითქოს ცა ტიროდა თითქოს რაღაცას მისტიროდაო. ვხვდებოდი რაღაც საშინელება მოხდებოდა სულ მალე, მაგრამ არ ვიცოდი რა.
მახსოვს აგვისტოს სამი რიცხვი იყო, იმ დღესაც საშინლად წვიმდა. ცა ძირს ჩამოდიოდა, ყველაფერი ინგრეოდა. თითქოს რაღაც საშინელებას გვაუწყებდა, მაშინაც მივხვდი რომ რაღაც საშინელება დაგვატყდებოდა თავს. შემდეგ, შემდეგ კი გავიგე რომ საქართველო საფრთხეში იყო ომი დაიწყო. სწორედ მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ეხლა კი არ ვიცი რისი მაუწყებელია ეს ყველაფერი.
- მოვიდნენ. ფიქრებიდან ბებოს ხმას გამოვყავარ, ღვინის ჭიქას გვერდით ვდებ და ფეხზე ვდგები.
მალევე გაიხსნა სახლის კარი და რიგრიგობით შემოლაგდა ყველა.
- ყოველგვარი ხვევნა კოცნის გარეშე. ირონიას არ ვიშურებ მე.
- რა ხდება შვილო? რატომ შეგვკრიბე ყველანი სასწრაფოდ?
- საქმე მაქვს თქვენთან.
- მერედა დაგერეკა და გეთქვა, ხომ იცი არ მსიამოვნებს ამ კაცთან ყოფნა. ზიზღით ათვალიერებს მამაჩემი ბაბუაჩემს.
- მამა გეყოს.
- თათა გახსოვს რით დამთავრდა ჩვენი ბოლო კამათი?
- ღვთის გულისათვის მამა, ჯანდაბა არ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე და მომისმინო. ვყვირი წყობიდან გამოსული და იქვე მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ძირს ვაგდებ.
- რა ჯანდაბა გჭირს თათა? გაკვირვებული მიყურებს ის.
- ვისაც არ აინტერესებს რისი თქმა მსურს, კარი იქით არის შეუძლია ადგეს და გავიდეს. არავის დაკავებას არ ვაპირებ, ხოლო თუ გაინტერესებთ რისი თქმა მსურს გაჩუმდით. ალექს მოდი ჩემთან. შუბლზე ვკოცნი ძმას და ხელს ვუჭერ.
- რა ხდება თათ? შეშინებული მეუბნება ძმა.
- არაფერი საყვარელო.
- მოკლედ ეხლა რაღაც უნდა გითხრათ, თუ ვინმე გაბედავს და გამაწყვეტინებს გეფიცებით დავლეწავ აქაურობას.
- მოკლედ ბევრი არ დამრჩა, სულ რამოდენიმე კვირა.
ერთი კვირის წინ გავიგე რომ ძვლის კიბო მაქვს, დრო ბევრი არ დამრჩენია ამიტომ წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ. არანაირი ქელეხი ჩემს დაკრძალვაზე, არანაირი ტირილი, გლოვა და ქვითინი. არ მსურს ხუთი თუ შვიდი დღე დამასვენოთ სახლში, მესამე დღესვე დამკრძალეთ. არანაირი ლობიო, ფლავი და აჯიკა.
არანაირი ვარდები, იასამნები თუ ყოჩივარდები. ჩემს საფლავს მხოლოდ თეთრი გვირილები უნდა ამშვენებდეს.
მინდა ჩემი ბოლო დღეები დედამიწაზე მარტომ გავატარო, არავის ნახვა მოვლა და მზრუნველობა არ მჭირდება. იცოდეთ თუ რომელიმე თქვენგანი მაინც შეეცდება, ჩემს ექიმთან წაყვანას და იმის თქმას რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებს. გეფიცებით აქედან ისე წავალ რომ თვალითაც კი ვეღარ მნახავთ. მამა სიკვდილის წინ  კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, მინდა მამაშენს ყველაფერი აპატიო. მინდა აქედან მშვიდად წავიდე, არ მინდა იმ ქვეყნადაც თქვენზე ვიფიქრო.
არ მინდა ეს ამბავი ჩვენს გარდა კიდევ ვინმე გაიგოს, არ მინდა ხალხს ვეცოდებოდე. არ მინდა მათ ან თქვენს თვალებში სიბრალურს ვხედავდე.
მოკლედ მე ბედნიერი ვარ ხალხნო და ნუ შეეცდებით გამილამაზოდ უფრო მეტად ბოლო წამები, თავს მიხედეთ და ნუ მაფიქრებინებთ რომ ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლიათ.
- რას ამბობ თათული შვილო? სასუწარკვეთილი ხმით ამბიბს დედა.
- დე მე რა ვთქვი? არანაირი ცრემლები და გლოვა. მე ბედნიერი ვარ დე, ბედნიერი ვარ რადგან თქვენნაირ ხალხთან მომიწია ცხოვრება. უბედნიერესი ვარ შენნაირი დედა რომ მყავს. უბედნიერესი ვარ რათა მყავს ნუკა, ალექსი მამა ბაბუა. ბედნიერი ვარ რათა მარი მყავს.
უბედნიერესი ვარ რათა გოგსიკას ნაირი მეგობარი მყავს გვერდით.
ჩემი ბებო ხომ საოცრებაა, ამაზე დიდ ბედნიერებას ვერავინ ინატრებდა. ასევე შევიძინე საუკეთესო ადამიანი, ანდრო ის ყველაზე კარგი ადამიანია ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. უანგაროდ მიკეთებს ყველაფერს, უანგაროდ მიდგას გვერდით და ის ამის გამო არაფერს არ მთხოვს.
მინოდა კოლიაც აქ ყოფილიყო, მაგრამ ის ამას ვერ გადაიტანდა. ვიცი ვერ შეძლებს შეეგუოს ჩემს სიკვდილს, არ მომცემს დანებების უფლებას.
- თათ შენ რა კვდები? თვალცრემლიანი მეუბნება ალექსი.
- არა საყვარლო, მე უბრალოდ სხვაგან წავალ. იქ სადაც სამუდამო სასუფეველი მექნება, ასი წლის შემდეგ ჩემთან მოხვალ და იქ სამუდამოდ ერთად ვიქნებით.
იქ ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.
შენ ძლიერი უნდა იყვე გესმის, არ უნდა იტირო როდესაც ჩემს საფლავთან მოხვალ. მე სულ შენს გვერდით ვიქნები, რაც არ უნდა დაგჭირდეს მე სულ დაგეხმარები.
ალექს მე რომ აღარ ვიქნები ჩემს ნიკოს შენ უნდა მიხედო კარგი? მას გაუჭირდება ჩემი არყიფნა, და ეს ყველაფერი შენ უნდა გადაატანინო. ძლიერი უნდა იყვე, არასოდეს მისცე ტკივილს უფლება გაგტეხოს. ცრემლებს ვწმენდ მას და გულში ძლიერ ვიკრავ...
ვხედავდი როგორ შემომცქეროდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ბაბუ თავჩაქინდრული იჯდა. ნუკა და გოგსიკა გაშეშებულები მიყურებდნენ. მამა მარის ეხვეოდა თან შიგადაშიგ ცრემლებს წმენდდა. ვხედავდი როგორ იტანჯებოდა დედაჩემი, მაგრამ მე არაფრის გაკეთება შემეძლო.
ანდრო ჩემს ზურგს უკან იდგა, ბებო კი ქვითინით მისვამდა ხელს.
- ჯერ არ ვკვდები ხალხნო აქედანვე ნუ დაიწყებთ გლოვას. ხუმრობა ვცადე მე თუმცა უშედეგოდ.
- მინდა ყველამ ერთად ვივახშმოდ, ყოველგვარი ცრემლის და ჩხუბის გარეშე.
- სუფრა გაშლილია. მალევე დატრიალდა ბებო და სამზარეულოსკენ წავიდა.
მისაღებიდან ვადევნებდი ჩემს ოჯახს თვალს, ცდილობდნენ გაეღიმათ თუმცა არ გამოსდიოდათ. დედა ისევ თვალცრემლიანი ზის და ლუკმას არ იკარებს. მათკენ წასვლას ვაპირებდი როდესაც ზურგიდან ხმა შემომესმა.
- ყველანი ჩემს გარეშე შეკრიბე არა? მესმის კოლიას განრისხებული ხმა.
- შენ, შენ აქ რას აკეთებ?
- შენ თვითონ რას აკეთებ თათა?
- კოლი მაპატიე მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ მაქვს უფლება მე თვითონ მივიღო გადაწყვეტილება. ხომ მაქვს უფლება მე თავად გადავწყვიტო რა არის ჩემთვის კარგი და რა ცუდი.
- და შენთვის სიკვდილი საუკეთესო გამოსავალია? მითხარი სიკვდილი ის არის რაც შენ გინდა?
- კი ეგ არის კოლი, მომეცი უფლება მშვიდად მოკვდე გთხოვ ნუ წახვალ ჩემი სიტყვის წინააღმდეგ.
არაფერი უთქვამს უბრალოდ მოვიდა და ჩამეხუტა. ისე ძლიერ მხვევდა ხელებს ლამის ნეკნები ჩამიმტვრია.
- მთლად ისეც ნუ იზამ რომ ერთი თვის მაგივრად ერთ დღეში მოვკვდე. სიმწრის სიცილით ვიცინი მე.
- რა უჯიშო ხარ თათა. ღიმილით მშორდება.
- მოვკვდი მშიერი წამოდი ვჭამოთ. ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევაგდე.
- ბატონო ანდრო, ანდრუშა. ამ ყველაფრის გამო მოგხვდება რომ იცოდე. ბრაზით ვუქაჩავ თვალებს.
ის კი უდარდელი სახით მიყურებს.
- შენი რომ არ მეშინია უკვე იცი ჰო?
- ნეტა რატომ არ გეშინია? პირიქით უნდა გეშინოდეს. ენას ვუყოფ მე და ისიც იმავით მპასუხობს.
- ხვალ ქალაქში ვბრუნდები. ვამბობ ვითომც არაფერიო.
- ქალაქში? რა ჩაიფიქრე თათული? მამის მზერას ვაიგნორებ და ჭამას ვაგრძელებ.
- არაფერი მამა, უბრალოდ ჩემს სახლში მინდა გავატარო უკანასკმელი წუთები.
- თათ შვილო იქნებ არ ღირს? სევდიანი თვალებით გამომხედა დედამ.
- ნუ ღელავთ ხალხნო არაფერს ცუდს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა ჩემს სახლში ვიყვე.
- ამ ყველაფრის თავად მაინც თუ გჯერა თათა? ამდენი ხნის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა გოგსიკამ.
- დამშვიდდი ჩემო საყვარელო, ხომ იცი  ისეთს არაფერს ჩავიდენ რაც კიდევ უფრო მატკენს.
- თუ ქალაქში დაბრუნებას აპირებ მეც შენთან ერთად მოვდივარ. თავდახრილი ამბობს ანდრო, ვიცოდი მასთან შეკამათებას აზრი არ ქონდა ამიტომაც დავთანხმდი.
- კარგი.
- მაშ მეც ვრჩები.
- მეც. ანდროს მალევე აყვნენ ნუკა და გოგსიკა.
- სახლში სამი ოთახია, ერთი მისაღები და ერთიც სამზარეულო. ამიტომ თუ კიდევ ვინმე აპირებს დარჩენას ქალბატონ თალიკოსთან მოუწევთ დაწოლა, ჩემს მეზობელს ვგულისხმობ. სარკაზმით ვამბობ მე და ფეხზე ვდგები.
- სად მიდიხარ საყვარელო არაფერი გიჭამია?
- არ მშია ბე, დღეს ძალიან დავიღალე ცოტას დავისვენებ. იქ მყოფებს ვემშვიდობები და გეზს ჩემი ოთახისკენ ვიღებ. ამ ბოლო დროს საკმაოდ ვიღლები, ვიცი ეს ჩემს დაავადებას თან ახლავს. თუმცა ვერ ვეგუები ძალა ესე მალე რომ მერთმევა, ყოველთვის ენერგიული ვიყავი, ეხლა კიდევ კიბეებზე ასვლის დროსაც კი ვიღლები.
ოთახის კარი ფართოდ შევხსენი და ეგრევე საწოლზე გავწექი.
- შეიძლება შემოვიდე? მესმის ნუკას ხმა.
- მოდი ნუკ. საწოლზე წამოვჯექი.
- რატომ გინდა ქალაქში დაბრუნება, ისინი შეიძლება გაასულელო მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებ თათ. გავიგე ელენეს და ლევანის შესახებ, ეს არის მიზეზი რის გამოც ბრუნდები?
- არა საყვარელო ლევანი არაფერ შუაშია.
ჩემს საყვარელ ადგილებს ვხედავ.
მე მიყვარს ქუთაისი, იქაური ყველაფერი მიყვარს. ხალხიც კი ნუკ, ზოგს სძულს ქუთაისლები მაგრამ მე, მე ვგიჟდები მათზე. ჩემს ქუთაის არცერთი ქალაქი მირჩევნია, იცი თბილისში არასოდეს ვყოფილვარ? ნახევარი ევროპა მაქვს მოვლილი თუმცა, თუმცა არანაირი სურვილი მქონდა თბილისში წავსულიყავი. ჩვენი ნათესავები რომლებიც იქ ცხოვრობენ არც კი მინახავს, ნუ თუ აქ ჩამოვიდოდნენ მხოლოდ მაგ დროს ვხედავდი.
განა იმიტომ არ ვყოფილვარ თბილისში  წასვლა არ შემეძლო. უბრალოდ არ მინდოდა, არ მინდოდა ჩემს საყვარელ ქუთაისზე ლამაზი ქალაქი მენახა.
ვიცი იქ ცივი ხალხი და ცივი ქალაქი დამხვდება. აქ კიდევ ისეთი სითბო და სიყვარული მოდის სულ უცხო ადამიანებისგან რომ, ეს ყველაფერი გაბედნიერებს. ქუთაისში მზე რომ არ ამოდიოდეს ხალხია თბილი და ყველაფერს გაათბობს.
მე მიყვარს ნუკ ჩემი ქალაქი და მინდა სიცოცხლის ბოლო წუთები იქ გავატარო.
- ნუ ამბობ ეგრე გთხოვ. მთელი დღის ნაგროვებ ემოციას ანთხევს ნუკა და ბოლო ხმაზე ტირია.
- როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე დაო, მითხარი? რანაირად გავძლო შენს გარეშე? დილით რომ გავიღვიძებ და შენი ირონიული გამომეტყველება არ დამხვდება რავქნა? მითხარი როგორ გავძლო შენი სარკაზმისა და ბოღმის გარეშე? არ მინდა მოკვდე თათ, მინდა სულ ჩემს გვერდით იყვე. როგორ გადავიტანი უშენობა?
- შენ შაკო გყავს ნუკ, მას ძალიან უყვარხარ ამას მე მის თვალებში ვხედავ. შენ მასთან ბედნიერი იქნები, შენ საუკეთესო ცოლი და საუკეთესო დედა იქნები. ვიცი ეხლა შეიძლება ფიქრობ, თუ ყველაფერს ხედავ რატომ ვერ დაინახე ლევანის ნამდვილი სახეო? მე სიყვარულმა დამაბრმავა, ჩემი სიყვარული მის მიმართ ისეთი დიდია რომ მისი ნამდვილი სახე ვერ დავინახე. გგონია მას არ ვუყვარვარ? ვუყვარვარ უბრალოდ ის ამას თავის თავთან არ აღიარებს, ვიცი ინანებს ყველაფერს როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებს თუმცა უკვე გვიან იქნება.
- როგორ შეგიძლია ესე მშვიდად ისაუბრო სიკვდილზე?
- არვიცი უბრალოდ შემიძლია. ვცდილობ გავიღიმო თუმცა არ გამომდის.
- ნუკ ჩემი წასვლის შემდეგ დედას უნდა მიხედო, მას მხოლოდ შენღა რჩები საყვარელო. იზრუნე მასზე ნუ აგრძნობინებ მარტოობას, მას ძალიან გაუჭირდება. შეიძლება თავიდან გეუხეშოს, გეჩხუბოს  ეს ბუნებრივიცა. მაგრამ მასზე არ გაბრაზდე გთხოვ.
- ძალიან მიყვარხარ დაო. ხელებს ძლიერად მხვევს,   ვგრძნობ როგორ მოედინება მისი ცრემლები და ჩემს მხრებზე ეცემიან.
- ჩემი გულჩვილი.
- მე დაგტივებ ცოტა დაისვენე, ცრელმებს იწმენდს და გადის.
მეორე დღეს ადრიანად გამეღვიძა, თავი მოვიწესრიგე ბარგი ჩავალაგე შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი.
ბებოს დავემშვიდობე და სახლი ანდროსთან ერთად დავტოვე, რადგანაც ძალიან დასუსტებული ვიყავი საჭესთან ანდრო დაჯდა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია, უთქმელად გავლიეთ მანძილი ბაკურიანიდან ქუთაისამდე.
 უკვე შუადღე იყო სახლში რომ მოვედით, სახლის კარი ფრთხილად შევხსენი. კარის გახსნის თანავე მეცა ნაცნობი სურნელი, ცძვიზე საყვარლად მომიღუტუნა და ფილტვები საყვარელი არომატით ამევსო.
ნელი ნაბიჯებით შევედი მისაღებში, ყველგან მხოლოდ ლევანის სუნს ვგრძნობდი. არ არსებობდა ადგილი რომელიც მის თავს არ მახსენებდა, მისაღებში შესულს ჩვენი ბოლო ჩხუბი დამიდგა თვალწინ, თვალები სასწრაფოდ დავხუჭე და საძინებელში შევედი.
გაგიკვირდებათ და ჯერ კიდევ სავსეა ოთახი ლევანის ტანსაცმელით.
- როგორც ჩანს სახსოვრად დამიტოვა. ჩემივე ნათქვამზე მეღიმება, აბაზანაში შესვლას ვაპირებდი როდესაც საწოლზე რაღაც შევამჩნიე. მისკენ წავედი, იქ კი თანხა დამხვდა წარწერით " ბილეთი პაემანზე"
- როგორც ჩანს ესეც დამიტოვა.
პაემნის ბილეთი  შევინახე, შემდეგ კი პირდაპირ საბაზანოში შევედი.
სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად. გამოსვლას ვაპირებდი როდესაც ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ამჯერად მარცხენა ხელი ამტკივდა.
- ისევ ეს საშინელი ტკივილი. მეგონა ტკივილი მალევე გამივლიდა, ესეც მოხდა ტკივილმა გამიარა მაგრამ მგრძნობელობა საერთოდ დავკარგე. ვცადე ხელზე მეჩხვლიტა თუმცა უშედეგოდ, საერთოდ ვეღარაფერს ვერ გვრძნობდი.
- ანდრო, ანდრო სად ხარ? ცრემლების შეკავებას ვცდილობდი თუმხა ვერ მივახერხე.
- რა ხდება? შეშინებული შემოვარდა.
- ანდრო ხელს ვერ ვგრძნობ, მიშველე ანდრო. მუდარით ვეუბნები მას.
- დამშვიდდი თათ, გაგივლის. ადრეც ხომ გიქნა ეგრე.
- ექიმმა თქვა რომ მალე მგრძნობელობას საერთოდ დამეკარგება.
- მოდი ჩემთან. ხელებს მხვევს და ცრემლებს მწმენდს. - ნუ ტირი თათ, ყველაფერი კარგად იქნება.
- არაფერი აღარ იქნება კარგად, გგონია მინდა სიკვდილი? არა არმინდა უბრალოდ აქ აღარაფერი დამრჩენია.
მამას მარი და ალექსი ჰყავს. ბაბუს ცოლი, დედას ჯაბა და მარი ჰყავს. კოლიას
შენ ჰყავხარ. მე, მე კიდევ აქ აღარაფერი დამრჩენია, ერთადერთი ადამიანი ვისთან ერთადაც მინდოდა ყოფნა ისიც დავკარგე. ყველაფერს რასაც ვეხები ვანადგურებ, ვერავინ ვერ იქნება ჩემს გვერდით ბედნიერი. ჩემთან ყველა უბედურია, მითხარი ანდრო რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?
ღირს კი განვაგრძო ცხოვრება იქ სადაც მე, მე არ ვარ?
- ყველაფერი ისე უნდა გააკეთო როგორც შენ გინდა თათა.
არასოდეს დაუგდო ყური სხვის მოსაზრებებს, შენ შენი უნდა გაგაჩნდეს. თუ ფიქრობ რომ დანებება და წასვლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ეს უნდა გააკეთო. დღეს ყველას ეყვარები, ხოლო შემდეგ როდესაც მიწას დაგაყრიან ორ სამ ობოლ ცრემლს გადმოაგდებენ, ზურგს მოგაქცევენ და ყველა თავის ცხივრებას მიხედავს. ნუ ფიქრობ სულ სხვის ცხოვრებაზე, ერთხელ შენ თავად მიიღე ის გადაწყვეტილება რომელიც შენ გინდა.
- შენ ანდრო, შენ რას იზავ მე რომ მოვკვდები.
- დაველოდები დღეს როდესაც მეც მომაკითხავს სიკვდილი, შემდეგ შენთან მოვალ და ისევე ჩუმად დაგიწყებ თვალთვალს როგორც ამას აქ ვაკეთებდი.
- იმედია ჩემს გარეშე რაიმე სისულელეს არ ჩაიდენ?
- სისულელეების ჩადენაში შენ ვერ გაჯობებ. ღიმილით ამბობს და შუბლზე მკოცნის. ვგრძნობ როგორ მეკეცება ფეხები და თვალს მიბნელდება. შემდეგ, შემდეგ კი ყველაფერი შავდება.
გონს ვიღაცის შეხებას მოვყავარ, თვალებს სასწრაფოდ ვახელ იქ კი გოგსიკას თვალებს ვეფეთები.
- გთხოვ ეხლა არ დაიწყო იმ ზღაპრების მოყოლა ჩემთვისაც. გამაფრთხილებლად მიქნევს ხელს.
- შენ ისედაც იცი რა უნდა ვთქვა.
- თათ რა სულელი მყავხარ. ხელს ნაზად მისმევს.
- რაღაც უნდა გთხოვო?
- რაც გინდა ის მთხოვე.
- შეგიძლია გამიგო როდის და სად აქვს ლევანს ქორწილი?
- თათ.
- გთხოვ უბრალოდ მაინტერესებს.
- დღეს არის მისი ქორწილი.
- დღეს? და სად?
- ამირანში. თათ იმედია რაიმე სისულელეს არ ჩაიდენ.
- შენ ეხლა წადი, ერთი ცალი წითელი ვარდი მიყიდე მე კიდევ მაქამდე მოვემზადები. გპირდები არაფერ ცუდს არ ვაპირებ, ნუკას უთხარი დამეხმაროს მარტო ვერ შევძლებ.
- თათ არ მინდა გული გეტკინოს.
- მე კარგად ვიქნები გოგსიკ.
- კარგი. ოთახს მალევე ტოვებს.
ვცდილობ საწოლიდან წამოვდგე თუმცა უშედეგოდ, მარცხენა ხელს ისევ ვერ გვრძნობ.
ნუკას დახმარებით გარდერობიდან მუხლს ოდნავ აცდენილი, სისხლისფერი წითელი კაბა გადმოვიღე.
რომელიც საოცრად უხდებიდა ჩემს ტანს, ნკვეთრი მაკიაჟი ნუკამ გამიკეთა. თმა ცხენის კუდად შემიკრა, დაბალძირიანი ფეხსაცმელიც თავად ჩამაცვა.
არ ვარ მიჩვეული როდესაც ჩაცმაში ვინმე მეხმარება, თუმცა რა ვქნა ამასაც შევეგუე როგორც სხვა ყველაფერს.
პაემნის ბილეთი ჩანთაში ჩავდე, შემდეგ კი ოთახიდან გავედი.
- ვაავაა რა ლამაზი ხარ თათ. აღფრთოვანება ვერ დამალა გოგსიკამ.
მის ხელში მოქცეული წითელი ვარდი ხელიდან გამივსტაცე ირონიული ღიმილით დავაჯილდოვე და კარისკენ წავედი.
- მარტო მიდიხარ?
- არა ანდროსთან ერთად.

გაშეშებული ვიდექი რესტორნის კართან, ვორჭოფობდი ღირდა კი იქ შესვლა. არ ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული. იქნა ძალები მოვიკრიბე და რეატორანში შევედი
ანდროს დახმარებით მეორე სართულზე ავედი,  საიდანაც ხელის გულივით ჩანდა სიძე დედოფალი.
- რა კარგ დროს მოვსულვართ, ნახე დედოფალა თაიგულს ისვრის.
ღიმილით ვეუბნები ანდროს და წინ მივიწევ. ისაა მათთან უნდა მივსულიყავი როდესაც შუქი ჩაქვრა, შემდეგ კი რაღაც მძიმე დავარდა ჩემს ხელებში.
უეცრად განათდა ადგილი სადაც მე ვიდექი, ვგრძნობდი როგორ მომაშტერდა უამრავი ადამიანის თვალი.
მთელი ჩემი მსახიობლური ნიჭი მოვიკრიბე მათ თავი დავუკარი, და ლევანისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.
- გამიგია არ არის კარგის ნიშანი როდესაც, ქორწილში სიძის ყოფილი ცოლი იჭერს თაიგულსო. ცინიზმით ვამბობ და თაიგულს ელენეს ვაწვდი.
- გილოცავთ გვრიტებო, სულ ესეთი ბედნიერები მენახეთ მეთელი ცხოვრება. ჰო სიყვარულით შექმენით ოჯახი? დაეჭვებით ვუყურებ მათ.
- თათ ყველაფერს აგიხსნი. ბლუკუმით ამბობს ელენე.
- იყოს არ არის საჭირო, შენ ყოველთვის გიზიდავდა ჩემი ნახმარი ნივთების გამოყენება. ამის პრობლემა არასოდეს მქინია, მშვიდობაში მიგახმაროს ღმერთმა. ისე ნუ გააბრაზებ ხოლმე თორემ ძალიან მწარე ხელი აქვს. ბოლო სიტყვას ჩურჩულით ვეუბნები.
- რით დავიმსახურე შენი სტუმრობა ჩემს ქორწილში? ვითომც არაფერიო ამაყი მზერით მიყურებს ლევანი.
- უბრალოდ პატარა საჩუქარი მინდოდა გადმიმეცა. ანდრო მომე საჩუქარი. მარჯვენა ხელს ვუწვდი ანდროს, ისიც მალევე მაწვდის ერთ ცალ წითელ ვარდს..
- ეს შენ ლევან ჩემგან სამახსივროდ, ვიცი ეხლა ამის მიზეზს ვერ მიხვდები თუმცა მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ.
- შენ რა ამით უბედურება გვისურვე?
- არ რასამბობ საყვარელო, მე ჩემი ყოფილი ქმრისთვის და ყოფილი დაქალისთვის ყველაფერი
საუკეთესო მემეტება.
ისე რასერჩი უპოვნიათ ერთმანეთი არა, შენ რას იტყვი იკა? ვეკითხები იქვე ატუზულ იკას.
- რა მიზეზი ქონდა შენს აქ მოსვლას?
- მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ბედნიერი ხარ ლევან.
- მერედა დარწმუნდი?
- იცი რაში დავრწმუნდი?
- რაში?
- იმაში რომ საცოდავი არსება ხარ. ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ბედნიერება დაგეკარგა, ჰოდა ეხლა ორივეს ისეთ ბედნიერებას გისურვებთ როგორსაც იმსახურებთ.
ჩანთიდან თანხა ამოვიღე და ლევანს ხელებში შევაჩეჩე.
- ეს მე აღარ მჭირდება შენ მალე დაგჭირდება ლეო. ჩემი საყვარელი ირონიული ღიმილი არ მავიწყდება და მათ ზურგს ვაქცევ.
წამოსვლას ვცდილობდი თუმცა რაღაც მაკავებდა, უკან მოვიხედე და თურმე მარცხენა ხელზე ლევანი მექაჩებოდა. ვერ ვიგძენი რადგან ხელს ხომ ვეღარ ვგრძნიბ.
- მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს? ჩურჩულით ამბიბს ის.
- რა?
- ერთი სული მაქვს როდის მოკვდები და მე ჩემი ხელებით დაგაყრი მიწას, მაგ ქვის გულზე საყვარელო.
მიუხედავად იმისა რომ მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, ღიმილით მოვბრუნდი მისკენ.
- სულ მალე აგიხდება საყვარელო. ხელს ვაშვებინებ და ხალხისკენ მივდივარ.
- მე თქვენ ელენეს ჩემი ცხოვრებიდან მოშორება გთხივეთ, და არა ჩემი ქმრის მკლავებში ჩაგორება. ზურგიდან დავუდექი ელენეს მამინაცვალს.
- არ შემეძლო მისთვის რაიმის დაშავება.
- ჰოდა ჩემს ყოფილ ქმარ ჩაუგდე ხელებში არა? ნუ გეშინია მისთვის არაფრის დაშავებას ვაპირებ, თავად გამოუტანა მის თავს განაჩენი. აწი თავად იდარდოს მის ცხოვრებაზე.
- თათა. მესმის ზურგიდან ბაჩოს ხმა.
- როგორ ხარ თათ?
- კარგად ვარ შენ?
- არ მეგონა აქ თუ გნახავდი?
- ჰო არა? არ გეგონა ყოფილი ქმრის ქორწილში თუ მნახავდი? რასაბობ ამ დღესასწაულს როგორ გამოვტოვებდი.
მშრალად ვუღიმი მას.
- შენი ქმრის? რასამბობ თათ? ელენე და ლევანი რამდენი ხანია შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს ეხლა კი ისევ შერიგდნენ.
- რასამბობ ბაჩო? ლევანი და ელენე ეს სისულელეა, ელენე ჩემს ვატოსთან დადიოდა. თან ლევანი ჩემი ქმარი იყაო, შენ ხომ იცოდი ეს?
- არა თათ რასამბობ? არასოდეს მინახავს ის შენს გვერდით.
ეხლა ნამდვილად გავგიჟდები, ჭკუიდან გადავალ.
- ბაჩ შენ რაღაც გეშლება, შენი და ვატოს შეყვარებული  იყო, მისგან ბავშვსაც კი ელოდებოდა თუმცა ბოლოს მოიშორა.
- რასამბობ? მე, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ლევანი რამოდენიმე დღის წინ გამაცნო და ესე მითხრა.
- ეს ყველაფერი ფარსი იყო ბაჩ, ლევანი ჩემი ქმარი იყო. ერთმანეთს დავშორდით, შემდეგ შვეხვდნენ ერთმანეთს ჩემზე გამწარებულები და გადაწყვიტეს უფრო გამამწარინ. მაგრამ რას ვერ ხვდებიან იცი?
- რას?
- იმას რომ მე ეს მათი ქორწილი, და ვითომ ბედნიერება მაგარი .
- თათ შენი გათხოვების ამბავი არ ვიცოდი.
- არაუშავს ისედაც მალე დასრულდა.  თვალს ვუკრავ მას და ეხლა ლევანის ნათესავებისკენ მივდივარ.
- როგორი ბედნიერები არიან არა ნინა? ზურგიდან მივეპარე ყოფილ დედამთილს.
- პირდაპირ ბედნიერებას აფრქვევენ. ჩემს სარკაზმს სარკაზმივეთ პასუხობს ის.
- დღე იქ მის მაგივრად შენ უნდა ყოფილიყავი.
- თქვენმა შვილმა ესე ინება.
- არაუშავს მალე ინანებს.
- ინანებს თუმცა გვიან იქნება. ლოყაზე ხმაურით ვკოცნი, შემდეგ კი რესტორანს ანდროსთან ერთად ვტოვებ.
მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი როდესაც ლევანის ხმა გავიგონე.
- თათა დამელოდე.
- რა ხდება ლევან? პატარძალს დიდხანს ნუ დატოვებ მარტო, შეიძლება ვინმე იპოვოს.
- აქ არ უნდა მოსულიყავი.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- რა?
- გიყვარს ის? მის ჭაობისფერ თვალებს ჩავაჩერდი.
- მიყვარს. თავს ხრის ის.
- ანუ გიყვარს? კარგია მაგას რა სჯობს ლევან. ბედნიერებას გისურვებ, მერე რა რომ ჩემთის არასოდეს გითქვამს რომ გიყვარვარ, ბედნიერებას გისურვებ ლევან.
ნუ იფიქრებ იმას რომ მე შენი უბედურება მინდა, ვარდი რომელიც ეხლა ხელში გიჭირავს სულ სხვა დანიშნულება აქვს. ეს შენს ქორწინებას არ ეხება, სულ მალე მიხვდები მიზეზს.
- თათ რა ხდება?
- არაფერი საყვარელო. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არის, ვიცი მეტკიმება როდესაც გაღვიძებისას შენს ჭაობისფერ თვალებს ვერ დავინახავ მაგრამ ავიტან შენ არ იდარდო ეგ.
უბრალოდს ერთს გეტყვი, ვერავინ ვერასოდეს ისე ვერ შეგიყვარებს როგორც მე მიყვარხარ, ვერავინ ვერასოდეს ვერ მიხვდება შენს გულის ტკივილს ისე როგორც მე ვგრძნობ ამას.
მიყვარხარ ლევან, სიცოცხლის ბოლო წამსაც მხოლოდ ამას ვიტყვი რომ მე შენ არასოდეს დამავიწყდები.
ბოლოჯერ ვეხები მის ვარდისფერ ტუჩებს, თვალზე მომდგარ ცრემლს ვაშორებ და იქაურობას ვეცლები.

ბოლო კვირას ვითვლი ამ ქვეყნად, სულ მალე შეწყვეტს ჩემი გული ფეთქვას. უკვე აღარ ვნერვიულობ, შევეჩვიე რომ უკვე ფეხებსაც ვეღარ ვიმორჩილებ.
ანდროს დახმარებით გადავაადგილდები ყველგან, პატარა ბავშვივით ამიტაცებს ხელში და დამატარებს მთელ სახლში. ერთი წუთითაც კი არ მტოვებს მარტო, როდესაც მძინავს ჩემს ოთახში სავარძელში ჯდება და მთელი ღამე თვალს მადევნებს.
მიუხედავა ჩემი თხოვნისა რომ წავიდეს და თავის თავს მიხედოს, ის მაინც ჯიუტად რჩება და არსად მიდის.
ჩემები ყოველ დღე მოდიან და მინახულებენ, მხოლოდ ბაბუ არ მოდის.
ვიცი როგორ უჭირს მას ჩემი ესეთ მდგომარეობაში დანახვა, არ მწყინს რადგან ვიცი მისი მოსვლა უფრო მეტკინება.
გოგსიკა და ნუკა ანდროსთან ერთად ცდილობენ ჩემს გამხიარულებას თუმცა უშედეგოდ.
მანამ სანამ საბოლოოდ დავკარგავდი წერის უნარს, ლევანისთვის წერილი დავწერე და ანდროს გადავეცი. ვთხოვე  მხოლოდ ჩემი დაკრძალვის დღეს გადაეცა მისთვის.

დღეს 28 აგვისტოა ლევანის დაბადების დღე, ვიცი როგორი მნიშვნელოვანი დღეც არის ეს მისთვის. თუმცა დარეკვას და მოკითხვას არც ვაპირებდი.
გოგსიკას დავუძახე ვთხოვე ჩემთან მოსულიყო, მინდოდა თავი გულზე დამედო მისთვის და ტკბილად დამეძინა.
- ძალიან მიყვარხარ გოგსიკ.
- მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო.
- ხომ არასოდეს დამივიწყებ.
- არასოდეს.
- მე ვბერავ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს!
ისინი ფრენენ მაღლა, წვდებიან ლამაზ ღრუბლებს!
ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს!
მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს!
ღიმილით მღერის თათული, გოგსიკას შუბლზე კოცნის და საყვარელ ლამაზ შავ თვალებს ხუჭავს. უსმენდა ბავშვობის მეგობრის გულის ძგერას, უხაროდა სიცოცხლის ბოლო წამებს მეგობრის მკლავებში რომ ამთავრებდა.
მას ხომ ყოველთვის ძალიან უყვარდა მისი მეგობარი.  ის ხომ ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მისთვის.
იგრძნო გიომაც იგრძნო თუ როგორ შეწყვიტა თათულის გულა ფეთქვა. შეეშინდა მის გარეშე გატარებული ყოველი წუთის შეეშინდა, არასოდეს აღიარებდა მაგრამ მას საშინლად ეშინოდა მარტოობის. თათას გარეშე ყოფნის ეშინოდა, მას ხომ მისთვის არ დაუბარებია რა გააკეთოს, მას ხომ არ მიუცია მითითება.
- არ მოკვდე გთხოვ. მის სახეს ხელებში იქცევს, და არაადამიანური ხმით მისტირის ბავშვობის მეგობარს

მიჭირს მეც მიჭირს გავაგრძელო წერა თათას გარეშე, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ხომ უნდა გითხრათ თუ რა მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ.
ლევანი მის დაბადების დღეს თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა, თათას გარდაცვალებიდან რამოდენიმე საათში მისი ტელეფონი აწრიპინდა.
გული საოცრად აუჩქარდა ლევანს როდესაც ეკრანს, მისი საყვარელი ქალის სახელი დაეწერა "ჯარიმების დედოფალი"
- გისმენ. ხალისიანი ხმით შესძახა მან იქ კი საყვარელი ქალის ნარნარა ხმის  მაგივრად მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა.
- ლევან, გოგსიკა ვარ.
- გისმენ გოგსიკ.
- იცი თათას არ მოეწონებოდა ამას შენ რომ გეუბნები მაგრამ, ის აღარ არის. თათა გარდაიცვალა ლევან, ეხლა შეგიძლია მოხვიდე და მის გულს შენივე ხელებით დააყარო მიწა.
მხოლოდ ამას ეუბნება, ტელეფონს ცხვირწინ უთიშავს და ტოვებს განადგურებულ ლევანს.
თათამ ბოლო წამებამდე იცოდა რომ ლევანს ის უყვარდა, უყვარდა თუმცა არ აღიარებდა.
საშინელი ტკივილი იგრძნო ლევანმა მარცხენა მხარეს, მისმა გულმა წამით შეწყვიტა ძგერა. მარცხენა მხარეს პიჯაკის ჯიბეში, თათას ნაჩუქარი ვარდი ამოიღო ცრემლიანი თვალებით შეხედა მას და მხოლოდ ეხლაღა მიხვდა მის დანიშნულებას.
მიხვდა რას ნიშნავდა მისი სიტყვები, თათასთვის ხომ ვარდი ტკივილის და უბედურების მომასწავლებელი იყო.
- თურმე რის თქმას ცდილობდი ჩემთვის. ჩამქრალი ხმით ამბობს ის და რესტორანს გიჟივით ტოვებს.

ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა თათას ოჯახმა მისი ანდერძი.
სწორედ ისე გაკეთდა ყველაფერი როგორც მან დაიბარა, არანაირი ყვავილები მის დაკრაძალვაზე გარდა გვირილებისა. არანაირი ქელეხი, მესამე დღესვე დაკრძალეს თათა, მისი საყვარელი ბაბუუის გვერდით.
განადგურებული დაჰყურებდა ქალბატინი შორენა შვილის საფლავს.
ენანებოდა მისი ულამაზესი შვილი სიცივისთვის და მარტოობისთვის. ფეხებში ძალა ერთმევა და შვილის საფლავზე ემხობა.
- რატომ გამიმეტე მარტოობისთვის ჩემო ნანატრო შვილო, რატომ დამტოვე შენს გარეშე. მე ხომ სწორედ ეხლა ვსწავლობდი ცხოვრებას შენთან ერთად, შენ ხომ დამპირდი რომ არასოდეს დამტოვებდი.
არ მინდა თათ, შენს გარეშე გატარებული არცერთი წამი არ მინდა. წამიყვანე შვილო, შენთან ერთად წამიყვანე. არ მინდა აქ ჩემი ერთადერთო, როგორ ვისუნთქო შენს გარეშე. ამ, ამ დასაწვავ გულს რა ვუქნა შვილო, მითხარი რა ვუქნა?
- დედა გთხოვ დამშვიდდი. თვალცრემლიანი უახლოვდება ნუკა და დედა იქედან გაჰყავს.
ყველანი მალევე გაშორდნენ თათას საფლავს, ალექსმა ნაღვლიანი თვალებით შემოხედა დის ფერად სურათს. იმ საურათს რომელიც ჯერ კიდევ თათას სიცოცხლის დროს დაიხატა.
ულამაზესი იყო თათული, ვერცერთი ქალი შეედრებიდა მის სილამაზეს.
მკვდარიც ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველას შეშურდებოდა მისი სილამაზის.
თათას საყვარელმა ბაბუმ ვერ შეძლო, ვერ შეძლო და დაკრძალვაზე არ მოვიდა.
ბატონმა სოსომ ხელი გადაუსვა შვილის ფოტოს ტუჩები მიაპრკო მის ცივ წვას შემდეგ კი სხვებთან ერთად გაეცალა ტერიტორიას.
მარტო დარჩა თათა, თუმცა აქაც არ მიატოვა ანდრომ მის ქვასთან ჩაცუცქულიყო. ვერ შეძლო ანდრომ საყვარელი ქალის მიტოვება, თათა ხომ მისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული იყო.
წამოდგომას აპირებდა როდესაც ვიღაციის მიახლოვება იგრძნო, თავი ზემოთ აწია იქ კი განადგურებული ლევანი დახვდა.
- დაგაგვიანდა. გაბრაზებული წამოდგა ფეხზე ანდრო.
- დაგაგვიანდა მოსვლა, ვერ მოასწარი და შენი ხელებით ვერ დააყარე მის ქვის გულს მიწა.
- გთხოვ არ გინდა. მისი ხმა ისეთი შეცვლილი იყო.
- მას შენ ყველაფერზე მეტად უყვარდი, ის არ იყო იმ სიტყვების ღირსი რაც შენ უთხარი.
- ვიცი და ვნანობ.
- არ ფიქრობ რომ სინანული გვიანია? იცი როგორ მიყვარდა ის, იცი როგორ ვიტანჯებოდი როდესაც მას ლოგიმად ჩავარდნილს ვხედავდი. ის, ის კიდევ ბოლო ამოსუნთქვამდე შენზე ფიქრობდა.
მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი, გესმის? ბედნიერი ვიყავი რადგან ეს ბოლო ერთი თვე მის გვერდით მე ვიყავუ და არა შენ.
- ეშინოდა?
- არა მას არაფრის ეშინოდა, პირიქით ბედნიერი იყო. უხაროდა მას შენი ბენიერება უხაროდა, მაგრამ მე ხომ ვიცი როგორ უჭირდა მას ამ ყველაფრის გადატანა.
- ნეტა იცოდე როგორ ვნანობ, მის გვერდით რომ არ ვიყავი.
- ეს მან შენთვის გადმომცა. თათას წერილი ხელებში შეაჩეჩა და იქაურობას ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა.
უჭირდა ლევანს, უჭირდა გაეხსნა წერილი რომელიც მას თათამ დაუტოვა. თათას გვერდით წვასთან ჩამოჯდა, ძალა მოიკრიბა და საყვარელი ქალის წერილი გახსნა.

 ვფიქრობ და ვხვდები ძაალიან ძნელია აგიხსნა  რატომ ვიქცეოდი ასე რომ წავედი და დაგტოვე. იცი გონებაში დავალგე  ყველაფერი თუ როგორ მოგითხრო რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ ძნელია ამის  ფურძელზე გადატანა თითქოს სიტყვები ჩემს წინ არიან, მაგრამ ვერ ვწდები რომ დავწერო.  ჩვენი შეხვედრა ეს უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში როცა თვალებში გიყურებდი,  მეღიმებოდა რადგან ისე თავდავიწყებით მიყვახარ რომ ვერცკი ვძღები შენი ყურებით. თითქოს შოკოლადის დიდი ნაყინი ხარ და მხოლოდ იმის შიშით  ვერ შეგჭამე რომ აღარ იქნებოდი, ვიცი ეს ცოტა უცნაურია მაგრამ მე თვითონაც მაშინებს ხანდახან ჩემი უცნაურობა. თითქოს დიდ ოთახში ვზივარ სადაც ყოველი ნივთი შენი სურნელიითაა გაჟღენთილი, თითქოს ყოველ კუთხეში შენ დგეხარ და ვერ გეხები ვერ ვბედავ შენთან მოსვლას და თქმას როგორ ძლიერად მჭირდები.  როგორ ძლიერად ფეთქავს გული როცა შენ ჩემთან ხარ  შენ მე შეშლის მეძახდი, ხო იმდენად შეშლილი ვარ ბედნიერების მეშინია იცი მეშინოდა რომ შენ წახვიდოდი, და დამტოვებდი ამიტომ მე წავედი და ვერც კი ვხვდებოდი რომ იმას ვაკეთებდი რაც ორივეს გვტკენდა და გვანადგურებდა  რამდენად ძვირფასი ვარ მე შენთვის ? შენ ჩემთვის იმდენად ძვირფასი ხარ რომ მეშინია ჩემი სიყვარულით გატკენ 1თვის წინ საშინელი დილემის წინაშე დავდექი და გამახსენდა როგორ მეუბნებოდი რომ ცხოვრება ისეთი ზღაპარი არ არის მე რომ მეგონა.  იცი ავად ვარ მძიმე ავდმყოფი ვარ სასაცილოა ახლა მე კიბომაქვს მაგრამ ახლაც ისეთივე ენთუზიაზმით ვარ სავსე როგორც ყოველთვის.
მეგონა ამას ერთად გადავლახავდით მაგრამ შენ წამშალე არვიცი რა მოხდებოდა რომ არსებობდეს ღილაკი წაშლა და როცა დააჭერ შლიდეს  იმ ადამიანებს რომლებმაც ხაზი გადაგვისვეს. შენ ბედნიერი ხარ ცხოვრებას სუფა ფურცლიდან იწყებ სხვასთან ერთად არა მე არ მტკივა მიხარია რომ შენ ბედნიერი იქნები, მე გადავწყვიტე მშვიდად წავიდე ამ      
სამყაროდან და ერთადერთი რაც მინდოდა მეთქვა ისა რომ მე არასდროს შემიწყვიტავს შენზე თუმდაც 1წამით ფიქრი. მინდა იცოდე რომ მე მივდივარ და გტოვებ მიჭირს ძაალიან მიჭირს მაგრამ შეიძლება სხვა ცხოვრებაში ისევ შევხვდეთ და ახლა თუარა შემდგომ ცხოვრებაში ისეთი სიყვარული მოგცე რომ ბედნიერი იქნები. მინდა გთხოვო არ დამივიწყო ჩვენი სიყვარული არ დაივიწყო მშვიდობით საყვარელო გთხოვ არ იდარდო მე ისე მშვიდად მივდივარ რომ შენ გტოვებ აქ გთხოვ ნუ იდარდებ
მიყვარხარ
თათული.
- მეც მიყვარხარ ჩემი ჯარიმების დედოფალავ.
ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა და მისი ნატიფი ჭაობისფერი თვალებით შეხედა მომღიმარი თათულის ფოტოს.




ესეც დასასრული ვიცი არ მოგეწონებათ ჩემი თათულის სიკვდილი, თუცა დამიჯერეთ ესე სჯიბდა.
მის აქ დარჩენას აზრი არ ქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ესე დამესრულებინა.
მაპატიეთ ამ ყველაფრისთვის, თუმცა ყველაფერი თავიდანვე ესე მქომდა ჩაფიქრებულიскачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი Lia

Vai racudad daamtavre,zalian vinerviule .

Sxa dasasruli ar sheizleboda qonoda?

 



№2 სტუმარი სტუმარი თათა

რამდენი მატირე! მაგრამ ძალიან ძალიან მაგარი იყო

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Vai racudad daamtavre,zalian vinerviule .

Sxa dasasruli ar sheizleboda qonoda?


შეიძლებოდა მაგრამ ცოტა უაზრობა გამოვიდოდა ❤

სტუმარი თათა
რამდენი მატირე! მაგრამ ძალიან ძალიან მაგარი იყო


ძალიან მიხარია რომ მოგეწონა მეც ბევრი ვიტირე წერის დროს❤

 



№4  offline წევრი goddess

განსხვავებული ისტორია განსხვავებული დასასრულით ❤

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

goddess
განსხვავებული ისტორია განსხვავებული დასასრულით ❤


ჰო მინდოდა დასასრული რაღაც სულ სხვა ყოფილიყო❤

 



№6 სტუმარი Qeti qimucadze

Miuxedavad imisa, rom bevri vitire, logikuri dasasruli iyo da errt megobrul rchevas mogcem tiargecyinebaa. Iyves scori forma aris iyo, argegonos gakeitikebde. Ubralod cudad xvdeba tvals. Zalian magari iyo. Imedia dagvibrundebi axali istoriit

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Miuxedavad imisa, rom bevri vitire, logikuri dasasruli iyo da errt megobrul rchevas mogcem tiargecyinebaa. Iyves scori forma aris iyo, argegonos gakeitikebde. Ubralod cudad xvdeba tvals. Zalian magari iyo. Imedia dagvibrundebi axali istoriit


სიჩქარეში როგორც ჩანს რაღაც გამექცა, უბრალოდ იმდენი ხანია ქართულად არაფერი დამიწერია რომ მეშლება. მადლობა რჩევისთვის, ახალი ისტორია უკვე დავიწყე მაგრამ ცოტა შემაგვიანდება.
მიხარია რომ კითხულობ ჩემს ისტორიას მადლობა შენ❤

 



№8  offline წევრი meocnebe avadmyopi

დიდი ხანია ასე არ მიტირია,მაშინ მივხვდი რაც მოხდებდა როცა თქვა რომ ეს გენეტიკური იყო,თავიდანვე არ მინდოდა ლევანტან ყოფილიყო,ეს ისტორია მაშინ გახდა ჩემთვის მნიშვნელოვენი როვა ერთმანეთს დაშორდნენ.ძალიან მომეწონა,ბევრი რამის მიხვედრა შეიძლება ამ მოთხრობიდან რომლებსაც ადამიანი ყოველთვის აწყდება ცხოვრებაში,შენ ამაყი უნდა იყო რომ ასეთი მოთხრობა დაწერე

 



№9  offline წევრი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
დიდი ხანია ასე არ მიტირია,მაშინ მივხვდი რაც მოხდებდა როცა თქვა რომ ეს გენეტიკური იყო,თავიდანვე არ მინდოდა ლევანტან ყოფილიყო,ეს ისტორია მაშინ გახდა ჩემთვის მნიშვნელოვენი როვა ერთმანეთს დაშორდნენ.ძალიან მომეწონა,ბევრი რამის მიხვედრა შეიძლება ამ მოთხრობიდან რომლებსაც ადამიანი ყოველთვის აწყდება ცხოვრებაში,შენ ამაყი უნდა იყო რომ ასეთი მოთხრობა დაწერე


ზოგადად ეს ის ისტორიაა რომლის დასასტულსაც მე ვინატრებდი ჩემს ცხოვრებაში, არვიცი შეიძლება გიჟადაც კი მაკურთხო. მაგრამ მე მართლა ძალიან მომეწონა ჩემი სხვა ისტორიებიდან განსხვავებით ეს ისტორია. უზომოდ ბედნიერი ვარ როდესაც ესეთ შეფასებას ვკითხულობ, ძალიან დიდი მადლობა შენ❤

 



№10 სტუმარი სტუმარი მოცინარი

გაგებუტე no_mouth rage unamused ოხ ნინიკო!

 



№11 სტუმარი სტუმარი Pawu

Auuuu ramdeni vitireeeee

 



№12  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი მოცინარი
გაგებუტე no_mouth rage unamused ოხ ნინიკო!


მაპატიეე❤

სტუმარი Pawu
Auuuu ramdeni vitireeeee



შენ მე მკითხე გავსკდი წერის დროს ტირილით❤

 



№13  offline წევრი მოცინარი

ნინა.
ხომ იცი არა როგორი დამოკიდებულება მაქვს შენთან?
შენ ხარ ყველაზე საყვარელი, თბილი და ცოტა უჟმური გოგო <3
შენ მამხიარულებ ხოლმე.
შენი დამსახურებაა, ანდროზე და ბექუნაზე რო ვგიჟდები.
შენ რომ არა, საიტი ჩემთვის იმდენად კარგი და მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, როგორც ახლა.
შენ რომ არა, არ ვიტირებდი ამ ისტორიაზე, არ გავბრაზდებოდი ლევანზე, არ დავცინებდი ლანას. არ ვიგრძნობდი ყველაფერს თათულისთან ერთად.
შენ ხარ ყველზე საოცარი ვინმე.
და ძალიან მიყვარხარ.
<3

 



№14  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ნინა.
ხომ იცი არა როგორი დამოკიდებულება მაქვს შენთან?
შენ ხარ ყველაზე საყვარელი, თბილი და ცოტა უჟმური გოგო <3
შენ მამხიარულებ ხოლმე.
შენი დამსახურებაა, ანდროზე და ბექუნაზე რო ვგიჟდები.
შენ რომ არა, საიტი ჩემთვის იმდენად კარგი და მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, როგორც ახლა.
შენ რომ არა, არ ვიტირებდი ამ ისტორიაზე, არ გავბრაზდებოდი ლევანზე, არ დავცინებდი ლანას. არ ვიგრძნობდი ყველაფერს თათულისთან ერთად.
შენ ხარ ყველზე საოცარი ვინმე.
და ძალიან მიყვარხარ.
<3



შენ არ იცი როგორი საოცრება გოგო ხარ❤
ეს შენ ხარ ვინც მე სტიმული მომეცი, შენ რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ძალიან დიდი მადლობა შენ ესეთი კარგი რომ ხარ❤ ვგიჟდები მე შენზე ჩემო პატარა მეგობარო, მადლობა რომ ჩემს ცოტა უჟმურობას იტან:დ ❤

 



№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

გული მაქვს ცუდად.ყველა შენი ისტორია წავიკითხე და ამ ბოლოს რას მერჩოდი?არ ვიცი შენ მწერალი ხარ და უკეთ იცი შენს ისტორიაში რა სჯობს, მაგრამ მე მაინც მინდოდა გადარჩენილიყო.ანდრო,ანდრო არის ადამიანი რომელიც მართლა იმსახურებდა ყველაფერ საუკეთესოს.ძალიან მომწონდა ლევანი, მაგრამ ელენეზე დაქოწინებამ საბოლოოდ ჩაკლა მისდამი სიმპათია.კარგია.ახლა შენი ახალი ისტორია დამრჩა წასაკითხი.დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან მომეწონება

ჰო კიდევ მაინტერესებს ქუთაისი ისე კარგად იცი უეჭველი გაქვს შეხება ამ ქალაქთან და გამიხარდა ძალიან ეს ქალაქი რომ ფიგურირებდა სულ
--------------------
ლანა

 



№16  offline წევრი gogona migraciidan

La-Na
გული მაქვს ცუდად.ყველა შენი ისტორია წავიკითხე და ამ ბოლოს რას მერჩოდი?არ ვიცი შენ მწერალი ხარ და უკეთ იცი შენს ისტორიაში რა სჯობს, მაგრამ მე მაინც მინდოდა გადარჩენილიყო.ანდრო,ანდრო არის ადამიანი რომელიც მართლა იმსახურებდა ყველაფერ საუკეთესოს.ძალიან მომწონდა ლევანი, მაგრამ ელენეზე დაქოწინებამ საბოლოოდ ჩაკლა მისდამი სიმპათია.კარგია.ახლა შენი ახალი ისტორია დამრჩა წასაკითხი.დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან მომეწონება

ჰო კიდევ მაინტერესებს ქუთაისი ისე კარგად იცი უეჭველი გაქვს შეხება ამ ქალაქთან და გამიხარდა ძალიან ეს ქალაქი რომ ფიგურირებდა სულ



პირველ რიგში მადლობა შენ რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს.
მეორე ის რომ თათას გადარჩენა რაღაც არ იყო საჭირო რადგან მისი დასასრული ესეთი უნდა ყოფილიყო, მან გამოიარა ტკივილი, სიხარული, სიყვარულიც და ბედნიერებაც.
ანდრო ჩემთვის ყველაზე კარგი და საყვარელი ვინმეა. ნამდვილად ვინატრებდი მისნაირ მეგობარს მეც.
მესამე ის რომ მე თავად ქუთაისრლი ვარ, და იმდონემდე მიყვარს ეს წალაქი რომ შეიძლებელი იყო ეს არ გამომემჟღავნრბინა სადმე❤
ძალიან დიდი დიდი მადლობა შენ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent