შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (3)


17-02-2018, 21:14
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 914

გაუჩინარებული (3)

- რაღაც უნდა გითხრა - მივმართე სიცილით ნენეს დილის 4 საათზე. მზე უკვე ამოსულიყო, მაგრამ სულიერიც არ ჭაჭანებდა გარშემო. ჩემს პატარა აბუს ვასეირნებდით უბნის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში.
- რახან შენ რამის თქმა გინდა.
- ტიპს, რომელსაც ძაღლი მოვპარე, ჰგონია, რომ მიყვარს.
- რაა?
- ეს ბოლო პერიოდი, ისე ხდებოდა, რომ სულ ვიკვეთებოდით. გუშინ კი ჩემი ძმა მოდიოდა ქუჩაზე. შემეშინდა, ვიფიქრე, არ დამინახოს-თქო და იმ ბიჭს ჩავეხუტე. აი, ფილმებში როგორც ხდება ხო აზრზე ხარ? პოლიცია როცა გამოივლის, ერთმანეთს ტუჩებში რომ კოცნიან.
- წარმომიდგენია - ჩაიხითხითა ნენემ.
- გამომიცხადა, გიყვარვარო და იმდენად მოულოდნელი, სასაცილო იყო, რომ კი მეთქი, ვუთხარი.
- რა საძაგელი ხარ. ახლა იმას ჰგონია, რომ გიყვარს და ალბათ ამაყობს.
- რითი უნდა ამაყობდეს?
- იმით, რომ ასეთ მაგარ გოგოს უყვარს.
- ვითომ?
- მართლა.
- სასიამოვნოა კომპლიმენტი გოგოსგან - შევიფერე ბედნიერად - კაცი ყველა ვარიანტში გეუბნება რომ ლამაზი ხარ თუ შენი საწოლში ჩათრევა უნდა, ქალები კი მხოლოდ მაშინ, როცა მართლა ასე ფიქრობენ, ისიც იშვიათად. ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს ჩვენივე სქესის ადამიანებს გავუხაროთ გული.
- მართალი ხარ.
- შენც ლამაზი ხარ და ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ გაგახარო. მართლა ლამაზი ხარ. - ვუთხარი გულახდილად.
- მადლობ.
- იცი, გუშინ ჩემს სახლთან მივიპარე და მამა ვნახე. შემდეგ ჩემი და-ძმანი გამოვიდნენ სახლიდან და მერე ჩემი ძმა მარტო დასეირნობდა ქუჩებში. მემგონი, გააფრინა.
- რა შეგრძნება იყო?
- დაახლოებით ისეთი, თითქოს შენს ოცნებას უახლოვდები, მაგრამ იმდენად მიუღწევლად გეჩვენება, რომ იმ წამსვე უკან იხევ. ფაქტობრივად, ახდენილ ოცნებას ჰკრავ ხელს.
- თავს რაღაც სულელური მიზეზების გამო იტანჯავ.
- არ ვიტანჯავ, ვისჯი!
- და რატომ ისჯი?
- იმიტომ, რომ არც ისე კარგი ადამიანი ვიყავი და დროა, ამაზე პასუხი ვაგო.
- „რა გაქვს მეფეო ასეთი ცოდვა მიუტევები“?
- ხომ ვამბობ, ნამდვილი რომანტიკოსი ხარ - ხმამაღლა გამეცინა.
- რატომაა ლექსიდან ციტატების მოყვანა რომანტიკოსობა?
- ეგეთ რამეებს, რომანტიკოსობას ვეძახი და ნუ გეშინია, მაგ კუთხით, მეც ეგრე ვარ.
- ის ბიჭი ცოტათი მაინც არ მოგწონს?
- ვინ გოგო, ის? - სიცილი ვერ შევიკავე. - ოჯახიდან გამოვიქეცი და შენი აზრით, კაცის დათრევის სურვილი მაქვს?
- „დათრევას“ არ ვამბობ. უბრალოდ ცოტათი მაინც არ მოგწონს?
- არა.
- რატომ? უშნოა?
- არა, რას ამბობ. მშვენიერი, მომწვანო მოჭრელო თვალები აქვს, თავის ქალის ლამაზი ფორმით გამოირჩევა, თვითონაც ხვდება ალბათ და მუდამ ნულზე ატარებს თმას. სიმპათიური ბიჭია, უბრალოდ ,მე გარეგნობით ისედაც არ მიყვარდება არავინ.
- აბა რითი გიყვარდება?
- იუმორის გრძნობით, ძირითადად.
- გყვარებია?
- არ ვიცი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მიყვარდა. ახლა ვერაფერს ვიტყვი.
- მე მეჩვენება, რომ ისევ მიყვარს.
- რატომ? წესით ეგ სიყვარული სიბრაზეს უნდა ჩაენაცვლებინა. მან ხომ შენი ოჯახი შეურაცხყო?
- ვიცი, მაგრამ რა ვქნა - თავი დახარა სევდიანად.
- უნდა იფიქრო იმაზე, რომ ნამდვილი სი*ია. - მივუგე ღიმილით.
- მეც მაგას ვუმეორებ საკუთარ თავს.
- უფრო ხშირად უმეორე. მაპატიე, თუ მაგარი ტიპივით გექადაგები იმას, თუ რა უნდა ქნა, უბრალოდ, ჩემთვის ოჯახი წმინდაა და ალბათ მე იმიტომ ვარ მათგან შორს, რომ სიწმინდისა არაფერი მცხია.
- მერე რა? ოჯახიც ხომ ესაა? უწმინდურსაც შეიყვარებენ.
- ასეცაა. ჩემს გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებენ, მაგრამ უნდა შეეჩვიონ. ასეა საჭირო!
- ამბობ, რომ თავს ისჯი, თუმცა ძალიან ეგოისტურად გამოგდის, რადგან მათაც აწამებ.
- შეიძლება. მაპატიე, უნდა ავიდე სახლში. ძალიან მეძინება.
- წადი, მეც მეძინება. შენი გადამკიდე, სულ დილაობით ვიძინებ.
- მანქანას თუ ვიყიდი, დილაობითაც გნახავ ხოლმე, ოღონდ სადმე გადაკრგულში მოგვიწევს წასვლა.
- მაგდენი ფული გაქვს? - გაუკვირდა ნენეს.
- ჯერ არ ვიცი. ბიუჯეტს უნდა გადავავლო თვალი - გამეცინა და საბოლოოდ დავემშვიდობე.
აბუს საწოლი ვუყიდე. ისეთი დაღლილი იყო, მივედით თუ არა, დაეძინა. დღეს ისედაც ბევრი მოუვიდა სირბილი. ვიცი, რომ პატარა ლეკვები ძირითადად ხელში უნდა ეჭიროს პატრონს, თუმცა მუდამო სახლში ყოფნის გადამკიდე, აქამდე სიარული დავიწყებული ჰქონდა.
ყველაზე კარგი რამ, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, აბუს მოპარვა იყო.
11 საათზე გამეღვიძა. მემგონი, მესამე გაკვეთილი ჰქონდა ჩემს დას და მეოთხეს კი ფისკულტურით ამთავრებდა.
ელვის სისწრაფით ჩავიცვი და მის სკოლაში გავიქეცი. გარემო კარგად დავზვერე, რომ ვინმე ჩემიანი არ მენახა.
მალევე დავინახე, როგორ შერეოდა ჩემი და თავისი კლასის ბავშვებს და ეზოში გადიოდა.
- ევა! - დავუძახე.
ისე გამომხედა, გეგონება გარდაცვლილი ბაბუის სული ეძახდა.
თვალები წამით გაეყინა და ცოტახანს მიყურა. მემგონი, ვერ იჯერებდა რომ მე ვიყავი. არ მეგონა, ასეთი პატარა ბავშვის თვალებსაც თუ შეეძლო ამდენი ემოციის გადმოცემა.
ჩემკენ გამოიქცა და ის რამდენიმე წამი, სანამ ჩემთან მოირბენდა, საუკუნოდ გამეწელა.
შემომახტა, მაგრად შემომახვია ფეხები წელზე, ხელები კისერზე ისე მომაბჯინა, ლამის გავიგუდე.
- კეკელინა - ჯერ ჩემი სახელი წარმოთქვა, შემდეგ ტირილი აუტყდა. დამრიგებელი გაოგნებული მიყურებდა.
- დიდი ხანია, არ ვუნახივარ და შეიძლება, ბოლო გაკვეთილიდან გამოვიყავნო? - ვკითხე მორიდებულად.
- კი, რა თქმა უნდა - ეჭვისთვალით გამიღიმა.
მივხვდი, რომ ყველაფერი იცოდა. ჩვენს უბანში ყველამ ყველაფერი იცის, მითუმეტეს, ისეთ ოჯახზე, როგორიც ჩვენ ვართ - ახალი თავგადასავლები არასდროს გვასვენებდნენ.
შემეშინდა, მშობლებისთვის არ დაერეკა, მაგრამ ევასთვის გარისკვა ღირდა.
ჩემები ძალით მაინც არსად წამიყვანდნენ - არც სახლში.
- საყვარელო, 45 წუთი გვაქვს მხოლოდ - ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე, ტუჩებშიც ვაკოცე, ყელშიც, შუბლზეც, თვალებზეც.
ის კი ტიროდა.
- მეგონა, ვეღარასდროს გნახავდი - ქვითინებდა გულამოსკვნილი - ისევ აღარ გიყვარვარ? - მკითხა და თვალებში შემომხედა.
ჩვენი ბოლო დიალოგი გამახსენდა...
ევასთანაც კი ვიჩხუბე. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მე, პატარაობაში. დავემუქრე, რომ ასე მოქცევას თუ გააგრძელებდა, აღარ მეყვარებოდა.
ჯაფარიძეებს ძალიან ცუდი სენი გვჭირდა - ოჯახი შესანიშნავად, კეთილსინდისიერად გვზრდიდა, თუმცა მაინც ამპარტავნები, ჯიუტები და სხვისი გამკიცხველები ვიყავით. ევასაც წამოსცდა ერთხელ, რომ თავის კლასში ერთ გოგოს „ძონძები“ ეცვა ხოლმე და ეს კი დასციდონა (ძონძებს ყველა იმ ტანისსამოსს ეძახდა, რაც არ მოსწონდა).
ყველა ჩემი ცოდვა გამახსენდა და შემეშინდა, რომ ისიც ჩემი მსგავსი იქნებოდა, ანუ მასაც დასჯიდა განგება საბოლოოდ. შემდეგ, დავემუქრე, აღარასდროს მეყვარები-თქო, მამასაც ვეჩხუბე, დედასაც, სანისაც და ასე „მშვიდობიანად“ დავტოვე ოჯახი.
- ყველაზე მეტად მიყვარხარ - ვუთხარი და მისი თმის სურნელი შევისრუტე.
- მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ - უფრო მაგრად ჩამებღაუჭა.
- ცოტა დრო გვაქვს ევა, მოდი, სკვერში გავიდეთ კარგი? ან სწრაფად თუ მოახერხებ ჭამას, „ბურგერ კლუბში“ შეგიყვან. - ვუთხარი და მივხვდი, რომ საშინელი და ვიყავი, რომელიც ბავშვს სწრაფ ჭამას აიძულებდა.
- ნაყინი მიყიდე - მომიჭრა მოკლედ.
ორივენი შოკოლადის ნაყინს მივირთმევდით და დროდადრო მოთხვრილ პირს ვწმენდდი ჩემს დას.
- გუშინ დედა და მამა დათვრნენ - გამომიცხადა ბავშვმა.
- რა ქნეს? - ტვინში სისხლი ლამის ჩამექცა. ბავშვის თანდასწრებით როდის აქეთ იქცეოდნენ ასე...
- დათვრნენ... ამ ბოლო დროს, მამა სულ სვამს. ოღონდ ადრე სახლიდან გავიდოდა და ნასვამი ბრუნდებოდა ხოლმე ზოგჯერ, ახლა სახლიდანაც აღარ გადის. ჰოდა, გუშინ დედამ თქვა, ერთი მაგის დედაცო და თვითონაც დალია.
- მერე? - გული გამისკდა. იმედი დავიტოვე, რომ პირდაპირ მაგიდაზე არ გააჩაღეს სექსი.
- არაფერი, დაიძინეს. ჩემთვის ზღაპრის წაკითხვა უნდოდათ, მაგრამ ალექსანდრემ უთხრა, მე ვიზამო. საშინელი გადმოცემის უნარი აქვს სანის.
- არა უშავს. დედას და მამას ნუ მიაქცევ ყურადღებას კარგი?
- შენ გამო იქცევიან ასე! - შემომხედა განრისხებულმა, მაგრამ დიდხანს ვერ შეინარჩუნა მკაცრი მზერა. ეტყობოდა, მართლა ძალიან ვენატრებოდი.
- შენმა მეგობარმა დარეკა გუშინ. სანის ელაპარაკა ტელეფონზე. არ ისმოდა გარედან, მაგრამ სწრაფად და ცუდად ლაპარაკობდა.
- ცუდად ანუ გაბრაზებული იყო?
- ჰოო. სანიმ უთხრა, რომ ჩვენც არაფერი ვიცითო და ბოლოს სანიც გაბრაზდა. ასე თქვა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ჩემი და არის და ყველას მოვკლავ, ვინც მასზე ცუდად ილაპარაკებსო. ბოლოს გაუთიშა.
ევას ნათქვამზე ცრემლი მომადგა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა.
- ვეჩხუბე მეგობრებსაც.
- აღარ გყავს? - ისე მკითხა, თითქოს გაუხარდა.
- არა.
- იეს! - მუშტები მაგრად შეკრა და მაღლა ასწია ხელები.
- ევა, რატომ გიხარია?
- ახლა მე ვარ შენი ერთადერთი დაქალი. - გამომიცხადა სიხარულით.
- ნამდვილად - გულში ჩავიკარი, რამდენჯერმე ვაკოცე და ერთხელ ვუკბინე.
ადრე ისე ვკბენდი, ვატირები ხოლმე. ახლა უბრალოდ შეჰკივლა.
- დღეს გამაბრაზა ლაშამ - მითხრა გაბუსხული სახით.
- რა გითხრა?
- ბიჭის ბოტასი გაცვიაო.
- ხო იცი, რომ მსგავსი რაღაცეები უნდა დააიგნორო?
- დავაიგნორე. მაგას ხომ წარმოდგენა არ აქვს რა არის ნორმალური ბოტასები. - თავი დამიქნია - ოღონდ ჯერ თავში წიგნი ჩავარტყი და მერე დავაიგნორე.
- კარგი, ზოგჯერ დასაშვებია. მთავარია, რომ შენ არავის დასცინო, გესმის ევა?
- არ დავცინებ.
- დამპირდი, ჩემი სიცოცხლე დაიფიცე!
- შენს სიცოცხლეს გეფიცები კეკელინა, რომ არავის დავცინებ.
- და არც არავის ეტყვი, რომ გნახე ხო?
- ხო. - ისეთი მონატრებული ვყავდი, ყველაფერზე თავს მიქნევდა. - სახლში დაბრუნედი რაა.
- ამაზე ნუ ვილაპარაკებთ კარგი? ვეცდები, რომ გნახო ხოლმე.
- კარგი - მოიბუსხა და ლამის ატირდა.
- მოდი ჩემთან - ხელში ავიყვანე და ასე ფერებ-ფერებით დავაბრუნე სკოლასთან, სადაც, წუთი წუთზე სანი უნდა მოსულიყო მის გამოსაყვანად.
* * *
შიმშილისგან მუცელი მიბუყბუყებდა. ერთ მიყრუებულ კაფეში შევედი, რომელშიც არც ერთი „ელიტარული“ წრის ჩემი უბნელი არ დადიოდა. აბობდნენ, ცუდი მომსახურებაა და თან ხოხობის ღვიძლის სალათს ბევრი მზესუმზირის გაუფილტრავი ზეთი აქვსო.
მოკლედ, ნამდვილად ღირსეული საბაბი ჰქონდათ არ შესასვლელად.
- შემწვარი ქათმის ფილეს ღუმელში წვავთ? - ვკითხე ოფიციანტს.
- დიახ.
- თუ შეიძლება, ძალიან ცოტა ზეთი გაუკეთეთ და კარგად დაბეგვეთ.
- როგორც იტყვით - გამიღიმა გოგონამ. - სხვას ინებებთ რამეს?
- ზეთისხილის სალათი მინდა და ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
- დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდება.
- არაფერია, საფერფლე მომიტანეთ თუ შეიძლება და როგორმე გავირთობ თავს.
ათი წუთის განმავლობაში გაზეთს ვკითხულობდი. ალბათ, ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა სხვების თვალით დანახული ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ქაღალდის გაზეთს კითხულობს. ზუსტად ისეთს, თონისპურებს რომელშიც ახვევენ.
სადილი რომ მომიტანეს, გეგი შემოვიდა თავის მეგობრებთან ერთად და კიდევ რამდენიმე გოგოსთან. როცა დამაფიქსირა, სახეზე აღელვება და უხერხულობა შეეტყო. გოგოს ისე თამამად ვეღარ ეფლირტავებოდა. მე კი გემრიელად ვჭამდი, თან გაზეთში ანეგდოტებს ვკითხულობდი და დროდადრო მეცინებოდა.
ადგა და ჩემკენ წამოვიდა.
ნეტაი, ახლა რაღა იფიქრა ან რა უნდოდა.
- გამარჯობა კეკელინა - მომესალმა ღიმილით.
- გაგიმარჯოს გეგი - ნაძალადევად გავუღიმე და ღვინო მოვსვი.
- აქ რას აკეთებ?
- რას ვაკეთებ და... - ამოვიოხრე - გარეთ დავდიოდი, შენს ნაკვალევზე დავეხეტებოდი, შენი ნასუნთქი ჰაერით ვსუნთქავდი და ჩემმა შენდამი სიყვარულმა შთამაგონა, რომ აქ შემოხვიდოდი.
- მეღადავები?
- რა თქმა უნდა, გეღადავები. აბა რა კითხვებია? - შევხედე გამწარებულმა - ვერ ხედავ, რასაც ვშვრები? ვზივარ და ვსაუზმობ.
- ღვინით საუზმობ?
- რა მოხდა? ერთი ჭიქა წითელი ღვინო ჯანმრთელობაა და არა ლოთობა.
- კარგი, კარგი, ნუ მეჩხუბები - ხელები დანებებული ჯარისკაცივით აღმართა.
მისთვის ყურადრება აღარ მიმიქცევია. მიმტან გოგონას დავუძახე.
- გისმენთ. - მოირბინა მომღიმარმა.
- შეგიძლიათ, რომ ესეთი სალათა გამიკეთოთ წასაღებად? ძალიან გემრიელია.
- დიახ. კონტეინერში ჩავდებთ.
- კარგი, მადლობ - გავუღიმე და საკრედიტო ბარათი მივეცი.
- არაა საჭირო - შემაჩერა გეგიმ და თავისი გაუწოდა.
დაბნეულმა გოგონამ ჯერ მე შემომხედა, მერე გეგის.
- არ მიყვარს, როცა ჩემი საჭმლის ფულს სხვა იხდის! - ვუთხარი მკაცრად.
- ერთხელ აიტანე როგორღაც - გამიცინა და თავისი გაიტანა, თვითონ გადამიხადა.
- მადლობ - მივუგდე სიტყვა მკვახედ და სადილი გავაგრძელე. ის კი მომიჯდა.
- იცი, ბევრი ვიფიქრე შენზე და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი...
- გაჩუმდი! ჩშშშშ - გავაწყვეტინე, სანამ რამე გამოუსწორებელს იტყოდა - ძალიან არ მომწონს როგორ ნელა მაპარებ რაღაცეებს და მანამდე მინდა გახარო, რომ გადაგიყვარე. - გავუღიმე. - გილოცავ!
- რაა? - სახე წაეშალა. გეგონება, ქორწილის წინა დღეს დავშორდი საქმროს. „ტრა*ში ქვა“ - გავიფიქრე, თუმცა ასეთი უტიფარიც არ ვიყავი. - არ მჯერა. - მომიგო თავდაჯერებულად.
- ნუ გჯერა - ვუპასუხე თავხედურად. -ა გეგი იცი რაა? გოგონები გელოდებიან. თან არ მიყვარს, როცა ვინმე მზერით მჭამს და აგერ უკვე მეათე წუთია, რაც ჩემთან მოხვედი, საშინელ დაჟინებულ მზერას ვგრძნობ იმ შავგვრემნისგან. ზოგადად, ავი თვალის მწამს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამეებისგან დამცავი სამკაული მიკეთია, არ მინდა, ჩემი გიშრის ყელსაბამი შუაზე გადასკდეს. ამიტომ, ძალიან გთხოვ, გამოიჩინე ზრდილობა და შენს კამპანიას შეუერთდი. უხერხულია.
გაქვავდა ამხელა ტექსტის შემდეგ. ისევ გაეცინა, მაგრამ აღარც თავდაჯერებულად, აღარც მაიმუნურად.
უბრალოდ, თბილად გაეცინა.
- ეჭვიანობ?
- იცი რა? უკვე აღარ შემიძლია - ამოვისუნთქე ზედმეტად ხმამაღლა. დარჩენილი ღვინო ბოლომდე დავლიე და ბართან მივედი. - ჩემი სალათი მზადაა?
- დიახ, ინებეთ - მომაწოდეს ქაღალდის ლამაზი პარკით.
- მადლობ - გავუღიმე და გარეთ გავედი.
აბუსავით ამედევნა გეგიც.
ღმერთო! მამაჩემი რომ ხედავდეს, ტვინს გაასხმევინებდა და არ ვიცი, მე რაღატო გამეხარდა ამ სურათის წარმოდგენა. ამის შემდეგ ხომ ციხეში ჩამისვამდნენ მშობელს?
ახლა უკვე სინდისმა შემაწუხა, რომ გეგის სიკვდილზე მეტად, მამაჩემის ციხეში ჩასმის წარმოდგენამ დამანაღვლიანა.
- მაპატიე, ვიცი, ზედმეტად მოგაბეზრე თავი ამ ჩემი თეორიებით.
- კარგია, რომ მიხვდი მაინც.
- რამე ხომ არ გჭირდება? - მკითხა მზურნველი ქმარივით (მამას ან ძმას შევადარებდი, მაგრამ არ შეგვეფერებოდა).
- სიწყნარე მჭირდება გეგი, სიმშვიდე და... - უეცრად ტვინში ერთმა სურვილმა გამიელვა. გეგის შეეძლო რაღაც ძალიან საჭირო რამის გაგებაში დამხმარებოდა, მაგრამ იმ წამსვე ამოვიგდე ეგ ფიქრი თავიდან.
მაგას ჯერ ვერ ვთხოვდი.
- და? - მკითხა დაინტრიგებულმა.
- არაფერი გეგი და თუ შეგიძლია, ჩემგან თავი შორს დაიჭირე. შენი დანახვა ჩემს ბავშვურ გრძნობებს ცეცხლს უნთებს და ძალიან მაწამებს. - მაქსიმალური დრამა დავდგი.
- მართლა?
- კი, მართლა. ნახვამდის.
- სახლამდე არ გაგიყვანო?
- ისე მეკითხები, გეგონება ყოველთვის სახლამდე გაგყავარ. - გამეცინა და მოვშორდი. ყოველი შემთხვევისთვის, იმედი მქონდა, რომ მოვშორდი.
საღამოს აბუ გავასეირნე. უკვე ცხოვრების აზრზე მოდიოდა ნელ-ნელა და ძალიან შემჩვეოდა. როგორც ჩანს, მართლა დედად აღმიქვამდა. შხაპის მისაღებად შესული, იძულებული ვხდებოდი კარი ღია დამეტოვებინა, რადგან გაუჩერებელ წკმუტუნს იწყებდა, შემოსვლისას, თათებს აბაზანის კედლებზე მოადებდა და ასე მიყურებდა ხოლმე დაუღალავად.
ნენე არ მინახავს... ძაღლი სახლში ავიყვანე თუ არა, ეგრევე ჩაეძინა. მე კი ისევ გარეთ გავედი.
ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი და ჩემი ოჯახი მტკიოდა.
ჩემმა ძმამ ჩამიქროლა მანქანით დაახლოებით სამჯერ და ვერც ერთხელ ვერ შემამჩნია.
სულელი ბიჭი.
გეგი დავინახე, როგორც ყოველთვის. ორ იანვარს დაბედებულივით ვხედავდი ყოველთვის და ამ შეხვედრებით ის უფრო აჟიტირებული რჩებოდა, ვიდრე მე.
- ამ შუაღამისას რატომ დაიარები? - მკითხა ეჭვნარევი ხმით.
- სხეულით ვვაჭრობ - ვუპასუხე როგორც ყოველთვის, სერიოზულად.
- კარგი რა - ცალი ტუჩით ჩაეცინა - საშიშია შენნაირი გოგოსთვის ღამე სიარული.
ეგ რომ თქვა, გულიანად გამეცინა.
საშიში მე უფრო ვიყავი ნებისმიერი მანიაკისთვის.
- ჩემთვის საშიში არაფერია.
- აქამდე მეგონა, რომ მარტო კაცები „კაი ბიჭობდნენ“, მაგრამ მერე შენ გაგიცანი და ყველა ბიჭი მიმიქარავს.
- კომპლიმენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი - ვთქვი აღფრთოვანებულმა.
- ანუ ასეთი კომპლიმენტები მოგწონს?
- კი.
- ყველაზე კუნთა ტიპი ხარ - მითხრა ღიმილით.
- რაა? - წარბები შევჭმუხნე. მე და კუნთები ცოტა შორს ვიყავით ერთმანეთისგან.
- აბა მამაკაცური კომპლიმენტები მომწონსო?
- „ყველაზე კუნთა ტიპი ხარ“ და „ყველაზე ლამაზი მუსკულები გაქვს“ არ მომწონს გეგი. აღარც კი ვიცი, რა მომწონს. მემგონი, ისე გადავეჩვიე ქალად ყოფნას, ვიღაცამ რომ ვარდები მაჩუქოს, მაგრად დავცინებ.
- რაა? აუ კარგი რაა - ხელები გაშალა შეწუხებული სახით.
- რა იყო?
- აუუ - თავის მანქანასთან მივიდა, გუნებაგაფუჭებულმა გააღო უკანა კარი და უზარმაზარი ვარდისფერი ვარდების შეკვრა გადმოიტანა.
გავოგნდი.
- შემამჩნიე როცა ვიყიდე და მიხვდი, რომ შენთვის იყო? - მკითხა გაბუსხულმა.
- რომც შემემჩნია, ჩემზე ეჭვს ნამდვილად ვერ მივიტანდი.
- შენ რაა, მართლა ბიჭი ხარ?
- მემგონი. ამბობდნენ, ბაბუაჩემს ბიჭი საოცრად უნდოდა, მაგრამ პირველი მე გავჩნდი და ისე ძლიერად შევუყვარდი, რომ ბიჭის გაგონებაც აღარ სდიმებია. ამიტომ, ოჯახში მე ვიყავი ბაბუას ვაჟკაცი. ერთი წლისა, სანადიროდ დავყავდი და ცალ ხელში იარაღი ეჭირა, ცალში მე ვეჭირე. ამიტომ.... არ ღირდა ამის მოყოლა, უბრალოდ ,თაიგული უნდა გამომერთმია და მადლობა მომეხადა.
- ღირდა - გაეღიმა გეგის და თაიგული მომცა.
- მადლობ - მეც გავუღიმე. მართლა აღარ მახსომდა კაცებთან მოქცევის წესები და რატომღაც, ყველა კაცი, ვინც მიღიმოდა, მეგონა რომ და-ძმურად მიღიმოდა.
- სიყვარული როცა დამიდასტურე, იცი რამდენი ვიფიქრე მაგაზე?
- არა, არ ვიცი. - ყვავილებს დავყნოსე და აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეოდი, რომ სწრაფად დაესრულებინა ჩემთან დიალოგი.
- პირველი ვიფიქრე, რომ ტეხავს თორნიკეს შვილს თუ შევუყვარდი მეთქი, მერე პირიქით, გამეხარდა მტრის შვილი რომ გადაირია ჩემზე და ბოლოს მივხვდი, თორნიკეს გამო კი არა, ჩემ გამო მიხაროდა ეგ ამბავი.
- ოღონდ ეგ არა რა - შევევედრე საცოდავად.
- რატომ?
- იმიტომ, რომ... სჯობს არ იცოდე.
- კარგი, როგორც გინდა. ისე, ბელგიური შოკოლადიც მაქვს შენთვის, ნიჟარების ფორმის.
- მერე? სადაა? - დავაბრიალე თვალები.
- მანქანაში მიდევს, გადმოტანა დამავიწყდა. - ისევ მანქანას მიუბრუნდა.
შოკოლადის გაგონებაზე ყველანაირი თავმოყვარეობა გამიქრა და გამორთმევის შემდეგ, როცა გავხსენი, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, მადლობა რომ უნდა გადამეხადა კიდევ ერთხელ.
- მადლობ, მაგრამ რატომ მაჩუქე ეს ყველაფერი?
- რავიცი, ვალენტინობა იყო დღეს და... - უხერხულად შეიშმუშნა.
- მე ვალენტინობას არ ვაღიარებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინმე სერიოზულიც გეყოლებოდა, ვისთვისაც უნდა გეჩუქნა ეს ყველაფერი. მე ხომ არც კი მიცნობ.
- მხოლოდ შენ გამახსენდი ამ დღეს. სიმართლე გითხრა, მეც არ მიყვარს ვალენტინობა და უბრალოდ მიზეზს ვეძებდი, რომ ყვავილები მომეცა, თორემ შეყვარებულად რომ გთვლიდე, მხოლოდ ყვავილებით და შოკოლადით არ შემოვიფარგლებოდი. უბრალოდ გოგო ხარ, რომელიც სურვილი გამიჩნდა, რომ მესიამოვნებინა.
- უცნაურია - ღრმად ჩავისუნთქე და გეგის შევხედე. ძალიან არ მინდოდა, რომ შევყვარებოდი და მივხვდი, ჩემმა უტიფარმა თამაშმა მის გრძნობებამდე მიმიყვანა და საერთოდაც არ მახარებდა ეს ფაქტი.
- რამე ხომ არ გჭირდება? ნებისმიერი რამ შეგიძლია მთხოვო. - გამომიცხადა ამაყად.
- ნებისმიერი?
- ჰოო.
ახლა მემგონი დრო იყო, მართლა მეთხოვა ის, რისი გაგებაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა და აქამდე ბავშვური მორიდებულობის გამო ვერ გავბედე.
- მისმინე, ვინმე უბნის მაგარ ჭორიკანას არ იცნობ? აი ისეთს, რომელმაც ისიც იცის, როდის ფსამენ მეზობლები - ვკითხე სრული სერიოზულობით და ეს „მოფსმა“ რაღაც ცოტა უხერხულად გამომივიდა.
- კი, ვიცნობ.
- შეგიძლია ალექსანდრეზე ჰკითხო? სად დადის, რას აკეთებს, როგორაა და კიდევ რამე ისეთი თუ ეცოდინება, რაც ალექსანდრემაც არ იცის, სულ მთლად უკეთესი. ოღონდ სიმართლე მჭირდება და არა ნამდვილი ჭორი.
- ალექსანდრე ანუ?
- ჩემი შეყვარებული.
- რააააა? - ისე გადაქანდა, მეგონა ეჭვიანობისგან ყველაფერს დალეწავდა.
- ჩემი ძმა, ალექსადრე ჯაფარიძე და მემგონი, შენ უფრო ხარ ჩემზე გამიჯნურებული, ვიდრე მე გგონივარ.
- რა გამიჯნურებული, რეებს ლაპარაკობ - თავი მოიკატუნა, ვითომ სასაცილოდაც არ ეყო, მე კი ყველაზე ნაკლებად კაცი მჭირდებოდა ცხოვრებაში.
- მიხარია თუ ასე არაა.
- იქნებ რამე კონკრეტული გაინტერესებს? მისი სწავლის გრაფიკი ან რამე ეგეთი.
- მხოლოდ ის მაინტერესებს, როგორაა და რატომ დაეხეტება მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში. რამე ხომ არ მოხდა.
- გავიგებ.
- მადლობელი ვიქნები და კიდევ რაღაც უნდა გკითხო.
- გისმენ.
- შენ და მამაჩემი აღარ ჩხუბობთ ხოლმე?
- არა - გაეცინა გეგის.
- რატომ?
- ამ ბოლო დროს, ერთხელ წავეკინკლავე და მომაძახა, თითქმის ჩემი შვილის ხელა ხარ, მე კი იმ ასაკიდან გამოვედი, რომ ბავშვებს ცხვირ-პირი ვუმტვრიოო.
- კარგია. - გამეღიმა სიამაყით სავსეს. - ანუ, ცხვირ-პირს გიმვტვრევდა ხოლმე? - ვკითხე ეშმაკურად.
- ჩემს არაჩვეულებრივ, ოსტატის ხელით გამოყვანილ ცხვირზე პატარა კეხს ხედავ? - მკითხა და ოდნავ ამოწეული კეხი დამანახა, რომელიც მართლა არაბუნებრივად აჯდა მის მართლაც რომ ლამაზ ცხვირს.
- ვხედავ - ვუპასუხე სიცილით.
- მამაშენია.
მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა. არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მისი კეხისთვის თვალის მოცილება გამიჭირდა. რაღაცნაირად, მამაჩემის სიახლოვეს ვგრძნობდი. скачать dle 11.3




№1 სტუმარი Katie

ვაიმე ძაან მომწონს რა გავაკეთო!

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
ვაიმე ძაან მომწონს რა გავაკეთო!

ძალიან მიხარია. მხოლოდ ის დაგრჩენია, რომ იკითხო ^_^

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa. Velodebi shemdeg tavss

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
Zalian magariaaa. Velodebi shemdeg tavss

მადლობა ქეთო, მალე იქნება შემდეგი თავიც <3

 



№5  offline წევრი ქეთიtaisia

ძალიან მაგარი ისტორიაა ????
ძალიან მომწონს. ველი შემდეგ თავს ❤❤❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთიtaisia
ძალიან მაგარი ისტორიაა ????
ძალიან მომწონს. ველი შემდეგ თავს ❤❤❤

ძალიან ძალიან მიხარია და მალე დავდებ შემდეგს <3

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
შე უსინდისოდ იდეალურო :დ
აი რატომ მომწონხარ იცი? ამ ძირგამომპალ ტრადიციულ წერის მანერებს რომ იკიდებ, წესებს რომ იკიდებ, ჩარჩოებს რომ იკიდებ იმდენად შენი სიამოვნებისთვის რომ წერ ყველას სიამოვნებას რომ ანიჭებ!
იცი ვინ აკეთებს ეგრე თანამედროვეებიდან? ფრედერიკ ბეგბედერი, მიშელ უელბეკი და ენ ჯეინი მეტი არც არავინ... ვიცი რომ წინა ორი ძაან ცინიკოსი ნაბი*ვარია :დ
შენ ზომიერად ცინიკოსი მონსტრი ხარ ამათგანაც ძაან განსხვავდები მაგრამ
ამდენად იდეალური თანამედროვე მწერალი რომელიც ასე ეხმიანება ჩვენს საუკუნეს კიდევ არ მახსენდება მე...
სულ თქვენი სამეული მიტრიალებს თავში ... (თუმცა არ გადარებთ არასდროს საერთო მხოლოდ ჩემი სიყვარული გაქვთ ზემოთ ნათქვამის გარდა) :დ
ჰო ვიცი თანამედროვე ქართველი მწერლებიც რომ ბლომად გვყავს და წაკითხულიც მაქვს ტურაშვილიდან დაწყებული ნაირა გელაშვილით დამთავრებული! (ბევრნი არიან და ყველას სათითაოდ ჩამოსათვლელად არც დრო მეყოფა არც ნერვები)
მაგრამ აი გეუბნები შენ ხარ ზღვარს გადამცდარი, სიყვარულით, ირონიით, ცინიზმით, თვითკრიტიკით და ადამიანურობით გაჟღენთილი ... ყველაზე რეაქციული, ახლობელი, გულთამპყრობელი და ამავდროულად ზომიერი... იმდენად უნამუსოდ ზომიერი რომ ვერ გსაყვედურობ ... ვერც ერთ სიტყვას ვერც ერთ ფრაზას ვერც ერთ აგდებას...
(რაზე ვვარდები მაგას სხვა დროს მოგახსენებ) :დ

ახლა რასაც დავწერ "ჯაან" მორწმუნე ხალხი გადამივლის ამ "გაფუჭებული" გოგოს +18 ნაწერებზე ამას როგორ ამბობო მაგრამ (ნუ ამაშიც რომ საუკეთესო ხარ ამაზე დავას არც დავიწყებ თან საქართველოში ვინ წერს +18 ? აქ მაგის წერა კი არა და თარგმნაც არ გამოსდით უფრო ზუსტად საზიზღრობა და მარაზმია ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი ერთ ერთი ძაან ცნობილი უცხოური წიგნის ქართულად ნათარგმნ ვერსიაში სიტყვათა შეთანხმება "ლოგინი ჰქონდათ" რომ ამოვიკითხე! შეალამაზე შე ოხერო და თუ გინდა ავტორს მიაწერე, რა ლოგინი ქონდათ ხო არ გძმარავს?):დ
ისევ აზრი გავწყვიტე და სადღაც გადავხტი შენ ეს არ გაგიკვირდება და გაიგებ აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ დამჩემდი...
ჰოდა სათქმელს რომ დავუბრუნდე იმას ვამბობდი რომ
"ლოცვანივითაა" შენი ნაწერები
ვკითხულობ ვიბადრები დაძაბულობა მეხსნება და დასტრესილ სამყაროს მაშორებ... (ზემოთ ნახსენებს დიდი ხანია ვეღარ ვკითხულობ მაგრამ არ შევიმჩნიოთ ბავშვობის მოგონებად მაქვს და ემოციები ზუსტად მახსოვს)

"ნარკოტიკივითაა" შენი ნაწერები
ვკითხულობ, მოაქვს და დოზის გაზრდა მჭირდება... (მთლად მე არ გამომიცდია მაგრამ იმაზე გარკვეული ვარ ვიდრე საჭიროა) :დ

აი შენ კიდე სადისტი და ემოციური მონსტრი რომ ხარ კი გითხარი ❤ :დ
დანარჩენს მოგვიანებით გეტყვი :დ
შენ წერე და მე სათქმელი არ დამელევა :დ

მაინც ზოგადი ვიყავი ვიცი ამიტომ ახლა ამ კონკრეტულ ისტორიას რაც შეეხება...
ისევ "ზედაპირულად ღრმა" ხარ...
რას ნიშნავს ეს უფრო კონკრეტულად ვერ აგიხსნი ამიტომ როგორც გინდა მიხვდი...
თითქოს ვიცი რაც უნდა მოხდეს მაგრამ ისევ კლავიატურაზე მომიწევს ქვედა ყბის ჩამორტყმა იმხელაზე დამაღებინებ პირს :დ (სიტუაციის აღწერაში რომ მხეცი ვარ არ მითხრა ვიცი ისედაც მაგრამ მართლა ეგრე მემართება) :დ
მოკლედ ძაან გოგო ხარ რა ❤
და მეც რა თქმა უნდა მაზოხისტურად ველოდები შემდეგ თავს :დ


შენი კომენტარების კითხვით მიღებული სიამოვნება მხატვრული ლიტერატურისგან მიღებულ კაიფს გადამიფარავს ხოლმე. ამას რას მიშვრები და რას მერჩი რო პირდაღებული ვკითხულობ და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვიღებ ჩემზე.
მემგონი, შენი ფანი გავხდი. როცა ვხედავ რომ რაღაცა დამიწერე, სანამ ტექსტზე გადავალ,
დებილივით ვიღიმი(კომენტარის კითხვის პროცესში მერე ლამის მეტირება)
მოკლედ, არ ხარ შენ ნორმალური და აქეთ მაბრალებ რაღაცეებს.
შენ გამო ღირს მარტო წერა და ჯანდაბა! სულ შენნაირი მკითხველები მინდა (მოვინდომე მარსზე გაფრენა). მაგრამ ფუფუნებაა და რა ვქნა? ყველას უნდა ფუფუნება და ცემი ფუფუნება შენ ხარ

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
ენ ჯეინი
სალანდერი
შე უსინდისოდ იდეალურო :დ
აი რატომ მომწონხარ იცი? ამ ძირგამომპალ ტრადიციულ წერის მანერებს რომ იკიდებ, წესებს რომ იკიდებ, ჩარჩოებს რომ იკიდებ იმდენად შენი სიამოვნებისთვის რომ წერ ყველას სიამოვნებას რომ ანიჭებ!
იცი ვინ აკეთებს ეგრე თანამედროვეებიდან? ფრედერიკ ბეგბედერი, მიშელ უელბეკი და ენ ჯეინი მეტი არც არავინ... ვიცი რომ წინა ორი ძაან ცინიკოსი ნაბი*ვარია :დ
შენ ზომიერად ცინიკოსი მონსტრი ხარ ამათგანაც ძაან განსხვავდები მაგრამ
ამდენად იდეალური თანამედროვე მწერალი რომელიც ასე ეხმიანება ჩვენს საუკუნეს კიდევ არ მახსენდება მე...
სულ თქვენი სამეული მიტრიალებს თავში ... (თუმცა არ გადარებთ არასდროს საერთო მხოლოდ ჩემი სიყვარული გაქვთ ზემოთ ნათქვამის გარდა) :დ
ჰო ვიცი თანამედროვე ქართველი მწერლებიც რომ ბლომად გვყავს და წაკითხულიც მაქვს ტურაშვილიდან დაწყებული ნაირა გელაშვილით დამთავრებული! (ბევრნი არიან და ყველას სათითაოდ ჩამოსათვლელად არც დრო მეყოფა არც ნერვები)
მაგრამ აი გეუბნები შენ ხარ ზღვარს გადამცდარი, სიყვარულით, ირონიით, ცინიზმით, თვითკრიტიკით და ადამიანურობით გაჟღენთილი ... ყველაზე რეაქციული, ახლობელი, გულთამპყრობელი და ამავდროულად ზომიერი... იმდენად უნამუსოდ ზომიერი რომ ვერ გსაყვედურობ ... ვერც ერთ სიტყვას ვერც ერთ ფრაზას ვერც ერთ აგდებას...
(რაზე ვვარდები მაგას სხვა დროს მოგახსენებ) :დ

ახლა რასაც დავწერ "ჯაან" მორწმუნე ხალხი გადამივლის ამ "გაფუჭებული" გოგოს +18 ნაწერებზე ამას როგორ ამბობო მაგრამ (ნუ ამაშიც რომ საუკეთესო ხარ ამაზე დავას არც დავიწყებ თან საქართველოში ვინ წერს +18 ? აქ მაგის წერა კი არა და თარგმნაც არ გამოსდით უფრო ზუსტად საზიზღრობა და მარაზმია ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი ერთ ერთი ძაან ცნობილი უცხოური წიგნის ქართულად ნათარგმნ ვერსიაში სიტყვათა შეთანხმება "ლოგინი ჰქონდათ" რომ ამოვიკითხე! შეალამაზე შე ოხერო და თუ გინდა ავტორს მიაწერე, რა ლოგინი ქონდათ ხო არ გძმარავს?):დ
ისევ აზრი გავწყვიტე და სადღაც გადავხტი შენ ეს არ გაგიკვირდება და გაიგებ აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ დამჩემდი...
ჰოდა სათქმელს რომ დავუბრუნდე იმას ვამბობდი რომ
"ლოცვანივითაა" შენი ნაწერები
ვკითხულობ ვიბადრები დაძაბულობა მეხსნება და დასტრესილ სამყაროს მაშორებ... (ზემოთ ნახსენებს დიდი ხანია ვეღარ ვკითხულობ მაგრამ არ შევიმჩნიოთ ბავშვობის მოგონებად მაქვს და ემოციები ზუსტად მახსოვს)

"ნარკოტიკივითაა" შენი ნაწერები
ვკითხულობ, მოაქვს და დოზის გაზრდა მჭირდება... (მთლად მე არ გამომიცდია მაგრამ იმაზე გარკვეული ვარ ვიდრე საჭიროა) :დ

აი შენ კიდე სადისტი და ემოციური მონსტრი რომ ხარ კი გითხარი ❤ :დ
დანარჩენს მოგვიანებით გეტყვი :დ
შენ წერე და მე სათქმელი არ დამელევა :დ

მაინც ზოგადი ვიყავი ვიცი ამიტომ ახლა ამ კონკრეტულ ისტორიას რაც შეეხება...
ისევ "ზედაპირულად ღრმა" ხარ...
რას ნიშნავს ეს უფრო კონკრეტულად ვერ აგიხსნი ამიტომ როგორც გინდა მიხვდი...
თითქოს ვიცი რაც უნდა მოხდეს მაგრამ ისევ კლავიატურაზე მომიწევს ქვედა ყბის ჩამორტყმა იმხელაზე დამაღებინებ პირს :დ (სიტუაციის აღწერაში რომ მხეცი ვარ არ მითხრა ვიცი ისედაც მაგრამ მართლა ეგრე მემართება) :დ
მოკლედ ძაან გოგო ხარ რა ❤
და მეც რა თქმა უნდა მაზოხისტურად ველოდები შემდეგ თავს :დ


შენი კომენტარების კითხვით მიღებული სიამოვნება მხატვრული ლიტერატურისგან მიღებულ კაიფს გადამიფარავს ხოლმე. ამას რას მიშვრები და რას მერჩი რო პირდაღებული ვკითხულობ და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვიღებ ჩემზე.
მემგონი, შენი ფანი გავხდი. როცა ვხედავ რომ რაღაცა დამიწერე, სანამ ტექსტზე გადავალ,
დებილივით ვიღიმი(კომენტარის კითხვის პროცესში მერე ლამის მეტირება)
მოკლედ, არ ხარ შენ ნორმალური და აქეთ მაბრალებ რაღაცეებს.
შენ გამო ღირს მარტო წერა და ჯანდაბა! სულ შენნაირი მკითხველები მინდა (მოვინდომე მარსზე გაფრენა). მაგრამ ფუფუნებაა და რა ვქნა? ყველას უნდა ფუფუნება და ცემი ფუფუნება შენ ხარ

მე კიდევ თავბედს ვიწყევლი რომ ვერ ვაყალიბებთქო აზრს ამ გოგოზე და თუ როდესმე ჩამოვყალიბდი მერე ნახე შენ ...
ჰოდა იმას ვამბობდი შენ ჩემი დოზა გამოუშვი და მეც არ შემოგაკლებ ჩემი მხრივ ამ აბდაუბდობას რის დაწერასაც ვახერხებ ხოლმე თავგზაარეული ❤
სადისტო :დ


აყალიბებ კი არა, ენას მაგდებინებ :დდ
ვეცდები რო ჩემი ასიანზე გავაკეთო ხოლმე ჩემი გასაკეთებელი ❤

 



№9  offline წევრი BidBif

უძალიანმაგრესია❤❤❤. ძალიან, ძალიან მომწონს❤❤❤. შენი სტილი განსხვავებუკია და ეს გხდის უნიკალურს❤❤. საიტზე კი ასეთი არაა ბევრი❤❤ ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი❤❤, ლომკა მაქვს ხოლმე... ძალიან მაინტერესებს რის გამკ წავიდა სახლიდან კეკელინა, დაინტრიგებული ვარ❤❤ ახლა ჩემი რომანტიკოსი ბუნება წამოიწია წინ და მინდა გეგი და კეკელინა ერთად იყვნონ❤❤, ამ ეტაპზე გეგი ძალიან მომწონს, რათქმაუნდა თუ სხვა უჯეთესი არ გამოჩნდა... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤❤ მიყვარხარ❤❤????

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
უძალიანმაგრესია❤❤❤. ძალიან, ძალიან მომწონს❤❤❤. შენი სტილი განსხვავებუკია და ეს გხდის უნიკალურს❤❤. საიტზე კი ასეთი არაა ბევრი❤❤ ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი❤❤, ლომკა მაქვს ხოლმე... ძალიან მაინტერესებს რის გამკ წავიდა სახლიდან კეკელინა, დაინტრიგებული ვარ❤❤ ახლა ჩემი რომანტიკოსი ბუნება წამოიწია წინ და მინდა გეგი და კეკელინა ერთად იყვნონ❤❤, ამ ეტაპზე გეგი ძალიან მომწონს, რათქმაუნდა თუ სხვა უჯეთესი არ გამოჩნდა... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤❤ მიყვარხარ❤❤????

მეც მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ და ეგოისტურად ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მოლოდინში გამყოფებ.
გპირდები, თავებს არ დავაგვიანებ

 



№11 წევრი katiusha

Yoveltvis gansxvavebuli da saintereso istoriebi rom gaqvsda shens shemoqmedebaze rom vgijdebi mitqvams shentvis? :-D mgoni ara :-D
Hoo moutmenlad velodebi sbens istoriebs da axal tavs. Ar daagvianoo <3

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

katiusha
Yoveltvis gansxvavebuli da saintereso istoriebi rom gaqvsda shens shemoqmedebaze rom vgijdebi mitqvams shentvis? :-D mgoni ara :-D
Hoo moutmenlad velodebi sbens istoriebs da axal tavs. Ar daagvianoo <3

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა <3
თუ არ გითქვამს, შეგიძლია აწი ბევრჯერ მითხრა smiling_imp

 



№13  offline წევრი mariam m.k

კეხზე თუ მამამისის სიახლოვეს გრზნობს კარგად ყოფილა მისი საქმე წოწ ისევ

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

mariam m.k
კეხზე თუ მამამისის სიახლოვეს გრზნობს კარგად ყოფილა მისი საქმე წოწ ისევ

ვაიმეე :დდდდ კაი იყო :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent