შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული (2)


18-02-2018, 01:35
ავტორი ლათინო
ნანახია 300

ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული (2)

გიგიმ სწრაფად გადმოატრიალა საჭე და გადარჩნენ თორემ ავარიაში მოყვებოდნენ. მერე დაჩიმ მანქანა გადააყენა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
-დაჩი,დაჩი რა გჭირს?(ქეთა)
-რა დაგემართა შე....მა?!(გიგი)
-დაჩი ხმა ამოიღე ნუ მაგიჟებ!რამე თქვი დაჩი!(ქეთა)
დაჩი მანქანიდან გადავიდა, იქვე ქვაზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო,ქეთაც მას გადაჰყვა და დანარჩენებს უთხრა
-მე მივალ მასთან,აშკარაა რომ რაღაც პრობლემა აქვს,დაველაპარაკები და აუცილებლად გავარკვევ.
-ის რომ რაღაც პრობლემა აქვს ჩვენც ვხვდებით,მაგრამ არამგონია რომ შენ გაგიმხილოს ის რასაც ჩვენ გვიმალავს.(ალექსანდრე)
-ჭკუისკოლოფო ეგ შენი აზრები შენთვის შეინახე.გადმოდი და ესენი სახლში წაიყვანე,არ დაგვირეკოთ,შეილება დაგვაგვიანდეს მაგრამ არ ინერვიულოთ.(ქეთა)
ალექსანდრე დაემორჩილა და საჭესთან დაჯდა,ქეთამ ტელეფონი გათიშა შემდეგკი დაჩისთან მივიდა და მასთან ჩაიმუხლა.
-დაჩი! დაჩი შემომხედე და მითხარი რა დაგემართა!დაჩი!(ქეთა)
-მარტო ყოფნა მინდა,წადი!(დაჩი)
-და შენ გგონია წავალ?ეგრე ფიქრობ? მომისმინე ახლა აქ ვერ ვილაპარაკებთ.წამომყევი ერთ ადგილას წაგიყვან და იქ ვილაპარაკოთ!(ქეთა)
-აუ ქეთა მართლა არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე.(დაჩი)
-ბიჭო ვინმემ რამე გკითხა?შეგეკითხა ლაპარაკი გინდა თუ არაო?ადექი მივდივართ.(ქეთა)
დაჩი ქეთას გაჰყვა,არ სურდა ლაპარაკი თუმცა ქეთამ მაინც დაიყოლია.მერე კუს ტბაზე ავიდნენ და იქ დასხდნენ.
-აბა გისმენ!დაიწყე!(ქეთა)
-ქეთა!(დაჩი)
-გისმენ მეთქი,კიდევ რამდენჯერ უნდა გაიმეორო ეს სახელი?კი მე მქვია ქეთა და გისმენ!(ქეთა)
დაჩიმ ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-მაშინ როცა ამერიკაში ვიყავით გიგი ალექსანდრესთან ერთად წავიდა ბარში,მეც მითხრეს მაგრამ არ მოვინდომე წასვლა რატომღაც ცუდად ვგრძნობდი თავს,გიგი წავიდა.მერე მეც წავედი სასეირნოდ, ღამე იყო და გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლა მომინდა, მივდიოდი როცა გოგონას ტირილის ხმა მომესმა ვიღაცეებს ემუდარებოდა არ გინდათ არ შემეხოთო,მერე ბიჭების ამაზრზენი სიცილის ხმაც გავიგონე,მათაც თუ ბიჭები ქვიათ. გოგო დაუჭერიათ და...(დაჩი)
-და მასზე ძალადობდნენ.(ქეთა)
-ჰო ძალადობდნენ,უფროსწორად იძალადებდნენ მე რომ არ ჩავრეულიყავი,ორი ნაბი....ი იყო,მაშინვე მივვარდი და თავყბა გავუერთიანე ორივეს. გოგო სუსტად იყო,ტიროდა,განუწყვეტლივ ტიროდა,მისი თითოეული ცრემლი გულზე მხვდებოდა,თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო.მერე ხელში ავიყვანე რადვან სიარულს ვერ შეძლებდა, ხელში ავიყვანე და ხელზე რაღაც მომხვდა,რაღაც სითხე,სინათლეზე რომ გავედით ხელზე დავიხედე სისხლიანი მქონდა,ვკითხე საიდან მოგდის მეთქი და მანაც მიპასუხა ფეხში დამჭრესო, სასწრაფოდ ტაქსი გამოვიძახე და საავადმყოფოში წავიყვანე,სანამ მივიდოდით გონება დაკარგა,სისხლდენა ვერ შევაჩერეთ,როგორც იქნა საავადმყოფოში მივედით და მაშინვე საოპერციოში შეიყვანეს,ხომ ხვდები რა სერიოზული მდგომარეობა იყო?!ორი საათის მერე ექიმი გამოვიდა და მითხრა რომ სისხლი შწირდებოდა, ანალიზი გავიკეთე და ერთი სისხლის ჯგუფი აგმოღვაჩნდა,სისხლი გადავუსხი,ოპერაცია წარმატებით დასრულდა,გონს რომ მოვიდა ექიმმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა რომ....იცი რა მითხრა?მითხრა რომ ჩვემი დნმ ერთმანეთს ემთხვეოდა.გაოცებული დავრჩი,თავადაც არ ვიცოდი რა ხდებოდა,მერე სასწრაფოდ ნათლიაჩემს დავურეკე,საქართველოში მასთან ჩამოვედი რადგნ გვიგო სიმართლე,თუ რა ხდება,როგორ ემთხვევა ჩემი დნმ სულიად უცხო ადამიანის დნმს.არ ვიცი ძალინ არეული ვარ.(დაჩი)

-მერე ბიჭო?რას მიზიხარ აქ?ადექი ნატოსთან მივდივართ.(ქეთა)
-კაი წავიდეთ.(დაჩი)
წავიდნენ დაჩის ნათლიასთან,ყავადალიეს,ისაუბრეს,მერე კი ყველაფერი დაწვრილებით უამბო დაჩიმ,მერე კი ნატომ ტირილი დაიწყო.
-ნატალია რა გატირებს?(დაჩი)
-შვილო მაპატიე,მაპატიე რომ ამდენხანს გიმალავდი ამას,მაგრამ ჩემი ბრალი არ არის თქვენი დაშორება,ამას დიდი ხნის წინ გეტყოდი მაგრამ დედაშენმა დამაფიცა,მაგრამ ღვთისნება იყო თქვენი შეხვედრა,მე კი ღერთთან უძლური ვარ შვილო.(ნატო)
-რას ამბობ წესიერად მეტყვი?ვისთან შემახვედრა ბედმა?წესიერად მითხარი!(დაჩი)
-შვილო შენ და გყავს, უმცროსი და გყავს,ის ახლა 21 წლისაა....
-რას ამბობ?რას ამბობ ხვდები?რას მიმალავდი მთელი ოცდაერთიწელი ხვდები?ერთდრერთი ადამიანი იყავი ვინც მიყვარდა და ვენდობოდი,მეგონა რომ შენც გიყვარდი და რა სიყვარულზეა ლაპარაკი სალუთარ დასაც მიმალავდი?მთელი ოცდაერთი წელი მიმალავდი ჩემი დის შესახებ და ახლა ასე მშვიდად მეუბნები დედაშენს შევპირდი და ვერ გითხარიო?ამის დედა......ი!დაჩი მთელ ხმაზე ღრიალებდა.
-შვილო ასე ნუ ამბობ(ნატო)
-რას ნუ ვამბობ,თქვენი დამსახურებით ვინ იცის სად და როგორ ცხოვრობდა ჩემი და?საერთოდ რა დაემართებოდა იმ დღეს მე რომ არ გადამერჩინა?ამის დედა მ.......!არ შეგეცოდე?ჩემი და არ შეგეცოდა?ღამე მშვიდად როგორ იძინებდი?არ დამენახო,ახლა შენც ისევე მძულხარ როგორც დედაჩემი და მამაჩემი!ვერ გიტანთ!(დაჩი)
-შვილო ამას....(ნატო)
-არ გაბედო და შვილოთი არ მომმართო ახლა ყველაზე მეტად შენ მძულხარ!ვერ გიტან გესმის?ვერ გიტან!(დაჩი)
-ვიცი,დავიმსახურე მაგრამ...(ნატო)
-რა ჰქვი?(დაჩი)დაჩი უკვე ტირილზე გადავიდა.
-ლილე.(ნატო)
-ქეთა ახლა მე სახლში წავალ და საბუთებს ავიღებ,შენ კი ამერიკის ბილეთი ამიღე!ამ საღამოსვე უნდა გავფრინდე!რომ წავალ მერე უთხარი ყველას და სალოს ჩემგან ბოდიში მოუხადე!(დაჩი)
-მეც წამოვალ!(ქეთა)
-არა!ქეთა ახლა არა!(დაჩი)
დაჩი სახლში წავიდა და ნივთევის ჩალაგება დაიწყო. ქეთა კი აეროპორტში წავიდა ბილეთები აიღო.დიახ ბილეთები,მაინც არ დაუჯერა დაჩის და თავისთვისაც აიღო,მხოლოდ მაშინ გაიგებდა დაჩი როცა თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ.
••••••••••
-ალო რა ქენი აიღე?(დაჩი)
-კი კი ფრენა რვა საათზეა.(ქეთა)
-კაი მადლობა!(დაჩი)
•••••••••••••
ქეთამაც ჩაალაგა ბარგი და დაჩიზე ადრე ავიდა თვითმფრინავში რადგან აფრენამდე არ დაენახა.
•••••••••••••
-აბა რას ვშვებით როცა თვითმფრინავი დაჯდება?(ქეთა)
-რავი ეგრევე საავადმყ.... ქეთა?აქ რა ჯანდაბას აკეთებ?(დაჩი)
-ლილე უნდა ვიპოვო!შენ?(ქეთა)
-აუ ქეთა რა!შენ არ შეიცვლები ხო?!(დაჩი)
-და გინდა რო შევიცვალო?გინდა ნამდვილ გოგოდ ვიქცე?(ქეთა)
-არა?არც მე მინდა და არც შენ! ხომ ასეა?!(დაჩი)
-კაი ესეიგი ეგრევე საავადმყოფოში მივდივართ.შენი აზრით მოგვცემენ ინფორმაციას მის შესახებ?(ქეთა)
-ის იქ მუშაობს,იმედია შევხვდებით.(დაჩი)

თვითმფრინავი დაჯდა,ჯერ ტაქსით სასტუმროში წავიდნენ, მოეწყვნენ,2ნომერი აიღეს ,შემდეგ კი საავადმყოფოში წავიდნენ,მიმღებში რომ მივიდნენ გაარკვიეს ლილეს მისამართი,მასთან მივიდნენ და კარზე დააკაკუნეს...


3 თავი

ცოტახანში კარების მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა გაისმა,ლილემ კარი გააღო და გაუკვირდა სრულიად უცხო ადამიანების დანახვა,შემდეგ დაჩი იცნო და სახლში შეიპატიჟა.
...............
-თქვენ აქ დაბრძანდით და მეც მალე მოვალ და ყავას მიგიტანთ.(ლილე)
-არა,აქ ყავის დასალევად არ მოვსულვართ,მადლობა.(დაჩი)
-კარგი გისმენთ.ჰო მართლა უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის რაც კი გააკეთეთ,თქვენთან მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები.(ლილე)
-არც მაგისთვის მოვსულვართ,შენთან სალაპარაკო მაქვს,საკმაოდ სერიოზულ თემაზე.დაჩი ძალას იკრებდა რომ ეს ყველაფერი ეთქვა მაგრამ სანამ მოუყვებოდ ყველაფერს უთხრა:
-შეიძლება ჩაგეხუტო?ვიცი გაგიკვირდება მაგრამ მინდა ერთხელ მაინც ჩაგეხუტო,რადგან იმის შემდეგ რასაც შენ ახლა მოისმენ...არც კი ვიცი..არ ვიცი საერთოდ ჩემი ნახვა მოგინდება თუ არა.გეფიცები რაც არ უნდა მითხრა არაფერს გეტყვი მაგრამ გთხოვ ერთხელ მაინც ჩაგეხუტები.(დაჩი)
გოგონა ჯერ კიდევ გაკვირვებული იდგა,მერე თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,დაჩიც მოეხვია თავის ერთადერთ დას,თუმცა სტკიოდა,სტკიოდა ის რომ ლილეც იგივეს არ გრძბობდა რასაც ის,თუმცა როგორ უნდა ეგრძნო,მას ჯერ კიდევ უცხო ადამიანად თვლის,ლილეს გააჟრჟოლა,როცა მხარზე დაჩის ცრემლი დაეცა,დაჩი მას მოშარდა და მის წინ დაჯდა,ჯერ არაფერი უთქვამს და უკ ე განადგურდა, ეშინოდა რომ მის დას თავს შეაზიზღებდა,მაგრამ ეს მისთვის უნდა ეთქვა.
-მომისმინე...ჯერ დაჯექი.არ ვიცი რას იზამ როდესაც ამას გაიგებ,მაგრამ გეფიცები მეც გუშინ გავიგე და ეგრევე შენთან წამოვედი..ამ დედამო*****ებმა დამიმალეს შენი თავი,ჩვენ მთელი ცხოვრება წაგვართვეს,და-ძმა ერთმანეთისგა შორს გავიზარდეთ,ამის დედაშ....ი!(დაჩი)
-დაჩი დამშვიდდი ასე მას შეაშინებ!(ქეთა)
-ვერ გავიგე..დავიბენი.რას ამბობთ,რა და-ძმა,რა დაშორება არაფერი მესმის!(ლილე)
-დაჩი მე მოვუყვები ყველაფერს(ლილე)
-კარჰი თორემ მე აღარ შემიძლია,გეფიცები რომ ჩავალ ეგრევე დედაჩემთან და მამაჩემთან მივალ საფლავზე და იქაურობას გადავწვავ!(დაჩი)
-არაფერსაც არ იზამ!....ლილე მომისმინე!(ქეთა)
-ლილე?მე ლილე არ მქვია!მე ანი მქვია!(ლილე)
-მომისმინე ჯერ და ყველაფერს გაიგებ!მოკლედ მე დაჩის ახლო მეგობარი ვარ,შეგიძლია ქეთა დამიძახო,როგორც გითხარი მე დაჩის ახლო მეგობარი ვარ,ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ.დაჩი სულ რაღაც სამი წლის იყო როცა გააშვილეს.მას მისი ნათლია ზრდიდა.მოკლედ დედ-მამა არ იყვნენ ისეთები როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ.ასე გადიოდა წლები,დაჩი უკვე 25 წლისაა.ჩემი ძმა და დაჩი ერთად იყვნენ სასწავლებლად აქ ჩამოსულები,მერე შენ გადაგრჩინა,სისხლი როცა გადაგისხა ექიმმა უთხრა რომ თქვენი დნმ ერთმანეთს ემთხვევა.მერე დაჩი საქართველოში ჩამოვიდა,ყველაფერი მიამბო და წავედით ნათლიასთან იმ იმედით რომ შენზე რამე ეცოდინებოდა,ასეც აღმოჩნდა,გვითხრა რომ თქვენმა დედ-მამამ შენც ისევე გაგაშვილეს როგორც დაჩი,მაგრამ იმ განსხვავებით რომ შენ მხოლოდ კი არ გაგაშვილეს,გაგყიდეს კიდეც,ეს ყველაფერი მან იცოდა თუმცა ვერ ამბობდა იმიტომ რომ დედათქვენს დაპირდა! მოკლედ ასე იყო ყველაფერო,სამწუხაროდ ეს დაჩიმ სულ ახლახანს გაიგო თორემ დიდი ხნის წინ ჩამოვიდოდა შენთან რომ სცოდნოდა სად იყავი,თუმცა სად იყავი კი არა შენი არსებობაც კი არ იცოდა.ვიცი ძნელი დასაჯერებელია მაგრმ თუ გინდათ კიდევ ერთხელ გაიკეთეთ დნმ-ის ანალიზი.
-ანუ მე ძმა მყავს?უკვე ტიროდა ლილე.-ჩემი სახელი ანი კი არა ლილეა?ანუ მე მარტო არ ვარ?მაგრამ რატომ?რატომ დაგვსაჯა ღმერთმა ასე?ასე როგორ გაგვიმეტეს?და-ძმა რატომ დაგვაშორეს?მთელი 21 წელი დაგვაკარგინეს,მთელი 21წლით დაგვაშორეს ერთმანეთს!რატომ,რატომ რატომ? ისევ ტიროდა ლილე,მას დაჩიც აჰყვა და მასთან ერთად დაიწყო მანაც ტირილი.
-ხალხო ერთმანეთი იპოვეთ და რაღა გატირებთ?ან ჩაეხუტეთ ერთმანეთს ან რაღაც გააკეთეთ,თავი პანაშვიდზე მგონია.სიტუაციის განმუხტვა სცადა ქეთამ.
-ამაზე ლილეს გაეცინა,გაეცინა გულიანად,მის კისკისზე დაჩისაც გულიანად გაეცინა,შემდეგ მივიდა დაიკოსთან და მაგრად მოეხვია,მათ ქეთაც შეუერთდა,მერე კი ლილეს მოეხმარა ბარგის ჩალაგებაში,საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
პირველივე რეისზე გაფრინდნენ,და მხოლოდ მაშინ გაახსენდა ქეთას რომ ტელეფონი ორივეს გამორთული ჰქონდათ და ბავშვები ნერვიულობდნენ როცა თვითმფრინავი დაჯდა და უკვე აეროპორტის გასასვლელთან იდგნენ.ქეთამ ჯიბეები მოიჩხრიკა და ტელეფონი ამოიღო,ჩართო და გამოტოვებული ზარები შეამოწმა,77ზარი თაკოსგან,69გიგისგან, 83 ელენესგან,და 5იც უცხო ნომერი,ზარების ამ რაოდენობას არ ელოდა და გაეცინა,თუმცა რომ მიხვდა თუ რა ელოდათ სახლში მისვლისას დაჩის გახედა და უთხრა.
-ლინჩის წესით გაგვასამრთლებენ...ან უკეთესი შენი საყვარელი სალომე ცხელ წყალს დაგვასხავს,და მერე მშვიდად დაიწყებს ჩვენს გაპურვას,აი ისე ქათმებს რომ პუტავენ.ისედაც იმუქრებოდა რამდენიმე დღის წინ და ახლა ამ მუქარას სისრულეში მოიყვანს.(ქეთა)
-მგონი ჯობია უკან დავბრუნდეთ(დაჩი)
-რა ხდება?(ლილე)
-არაფერი ჩემს მეგობარზე,დაჩის სატრფოზე და შენს სარძლოზე ვლაპარაკობთ,რომელიც ცოცხლად შეგვწვავს.მერე ისევ გაგვკურნავს რომ გიგიმ გაგვაცალოს ტყავი ფენა-ფენად,გიგი ჩემი ძმაა,ჰო კიდევ თორნიკე. თორნიკე იცი რას იზამს?.... ისე თორნიკე რას იზამს?(ქეთა)
-რას და მხოლოდ ის შეამჩნევს ლილეს და გაცნობას მოვვთხოვს,ლილეს ალექსანდრეც შეამჩნევს,დანარჩენები კი უბრალოდ აგვკუწავენ და მერე "სუპერ წებოთი"შეგვაწებებენ რომ ყველაფერი მოვუყვეთ.(დაჩი)
-დაიცა უცხო ნომერია,უნდა ვუპასუხო.(ქეთა)
..............
-ალო?(ქეთა)
-ქეთა?სად ხართ?გუშინდელს მერე დაიკარგეთ შენ და დაჩი,ესენი კიდე გადაირივნენ,ხან ავარიაში მოგაყოლეს და ხან გაგქურდეს და მერე მტკვარში გადაგაგდეს მოკლედ ყველაფერი ცუდი იფიქრეს.სად ხართ?ან ეს ტელეგონები სად გაქვთ?ვერცერთს დაგიკავშირდით.(ალექსანდრე)
-თუ ამოისუნთქავ და მეც მაცდი რამის თქმას იქნებ რამე გითხრა,მაგრამ ამას ტელეფონით ვერ გეტყვით,აეროპორტში ვართ და მოვდივართ,ბავშვებს გადაეცი რომ კარგი ამბავი გვაქვს.(ქეთა)
-კარგი,დროებით.(ალექსანდრე)
-კარგაად(ქეთა)
.........
-შენ და სანდრო ასე უცებ გაშინაურდით?(დაჩი)
-ჰა?(ქეთა)
-რა ჰა?როდის მოასწარით ასე გაშინაურება,უკვე შენობით რომ მიმართავთ ერთმანეთს?(დაჩი)
-დედაბერივით დამიწყო ლაპარაკი და თქვენობით მიმემართა?ან საერთოდ ვინ არის რომ თქვენობით მივმართო?ან შენ ვინ ხარ ასეთ უაზრო კითხვებს რომ მისვამ და მაკარგინებ ცხოვრების 2წუთს?!(ქეთა)
-კაი წავიდეთ(დაჩი)
სიცილით გავიდნენ აეროპორტიდან,ჩასხდნენ ტაქსში და დაჩიმ ალექსანდრეს მისამართი უკარნახა მძღოლს,დანიშნულების ადგილას 30წუთში მივიდნენ,დაჩიმ კარებზე დააკაკუნა,კარები ალექსანდრემ გაუღო და სახლში შეიპატიჟა.
-დაჩი?ქეთა?სად ხართ ამდენხანს?ან გუშინ სად იყავით?ან ეს ტელეფონები რაღას გათიშეთ?საერთოდ აღარ გიმუშაბებთ ეგ ტვინები თუ რა ხდება?კაი ეს შეყვარებულია და ვეღარ ფიარობს მარა შენ რაღა დაგემართა?ვერ უნდა მოიფიქრი რომ დაგვირეკო?(გიგი)
-ჯერ ერთი სიყვარული და დადებილება არაფერ შუაშია,თქვენ არაფერი იცით და სანამ უაზრობებს იტყოდეთ აგიხსნით(ქეთა)
-აგვიხსნი აბა რას იზამ.გეფიცები მართლა გაგპუტავთ,ოღონდ ცხელ წყალს აღარ დაგასხამთ.(სალო)
-ეს გოგონა ვინ არის?გაგვაცანით.(თოკო)
-ჰო მართლა უხერხულია,უცხო ადამიანს როგორ დახვდით?(ალექსანდრე)
ამაზე დაჩიზ გაეცინა და ქეთას და ლილეს გადაულაპარაკა
-ხომ გითხარით?ყველაფერი წინასწარ ვიცოდი.(დაჩი)
-ჰა ახლა ამოღერღეთ და გაგვაცანით ეს ლამაზი გოგონა.(ალექსანდრე)
- ოჰ ლამაზიო!ერთი ამას დამიხედეთ რა! თუ გამოგიქანა ქეთამ ტაფა ხო იქნები ღირსი არა?ოღონდ ჯერ არა,ამაზე პასუხს მერე მოგთხოვს ალბათ,ოღონდ ძაან მერე. რას ატლიკინებ ბიჭო ენას?! (ავტორის შინაგანი მე)
თუმცა ამაზე ქეთას ჯერ-ჯერობით არანაირი რეაქცი არ ჰქონია,არც გაჰკვირვებია სანდროსგან ასეთი საქციელი და თვალები მობეზრებულად გადაატრიალა.
-გაიცანით.ლილე..ლილე არაბული,ჩემი ახლადაღმოჩენილი ოცდაერთი წლის და.(დაჩი)
-და?ყველამ სინქრონულად წამოიყვირა და გაშტერებულებს ყბა ჩამოუვარდათ.მათ ასეთ ქმედებაზე ქეთას სიცილი აუტყდა,მას ლილეც აჰყვა,მერე დაჩიმაც მოაყოლა თავისი როხროხი.
არა რა უკვე მომწონს ეს გოგო,როგორ მალე მოშინაურდა და ატეხა კისკისი.(ავტორის შინაგანი მე)
-ყველაფერს მოგიყვებით ოღონდ მერე.ახლა მაგრად დავიღალეთ და გვშია,გუშინდელს მერე არაფერი გვიჭამია,თან ეს თვითმფრინავიც რა დამღლელია.(დაჩი)
-თვითმფრინავი?სად იყავით წასულები?(სალო)
-ამერიკაში.(ქეთა)
-მოდი ჩემო გოგო ჩაგეხუტო,როგორ უცებ მომენატრე.(დაჩი)
სალოც მივიდ და ჩაეხუტა,მერე ლილეც გაიცნო და მასაც გადაეხვია.
-აუ შე...მა საჭმელი არაფერი გაქ?(დაჩი)
-კი მაქვს მაგრამ..მოსამზადებელია.(ალექსანდრე)
-მასე მეც მდიდარი ვარ ოღონდ ფული მაქვს საშოვნელი.(ქეთა)
-კარგით ახლა არ დაიწყოთ...აბა ვინ მოამზადებს საჭმელს?(ალექსანდრე)
-აუ მე ვერა რა დაგწამლავთო აწუწუნდნენ სალო,ელენე და თაკო.
-აბა ვინ მოამზადებს ქეთა?ამის გაკეთებული საერთოდ მოგვისპობს ორგანიზმს.ალბათ ძალიან მწარე საჭმელს აკეთებს,თვითონაც ხო მწარეა და მაგიტომ.(ალექსანდრე)
-ჰაჰაჰაჰა გავიცინოთ?შენ იუმორზე უნდა იმკურნალო ძალიან არაჯანსაღია.(ქეთა)
-გავითვალისწინებ.თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ.
რა იყო ახლა ეს?რა თვალებს უპაჭუნებს ამ გოგოს.ერთი წამის წინ შხამს ანთხევდა ახლა კიდე თვალებს უპაჭუნებს.ღმერთო ჩემო დაეხმარე ამათ რო მეც მოვისვენო და ამათმაც.(ავტორის შინაგანი მე)
-ისე სანდრო შენ ამის პიცა უნდა გასინჯო და შენ სიტყვებს უკან წაიღებ.(გიგი)
-ვაიმე ჩემმა ძმამ გაიღვიძა?ვერ ხედავ რომ შენს ერთადერთ დაზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ და გულს ტკენენ? ქეთამ უკეთესი ეფექტისთვის გულზე ხელი მიიდო და არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
-თუ ასეა გავსინჯავ!გააკეთებ ხო?(სანდრო)
-არა.(ქეთა)
-რატო?(სანდრო)
-იმიტომ რომ მეზარება.(ქეთა)
-აუ კარგი რა!(სალომე)
-კარგი გამოვაცხობ,მაგრამ ერთი პირობით.სანდრომ უნდა მთხოვოს!(ქეთა)
-ვითომ რატომ?შენს რო არ გეხვეწო გამოვიძახებ და იმას შევჭამ.(სანდრო)
-კაი მაშინ გამოიძახე!(ქეთა)
-ნომერი მითხარი.(სანდრო)
-2-27-67-**(ქეთა)
-მადლობა(სანდრო)
-არაფერს.(ქეთა)ქეთას ეშმაკურად ჩაეცინა.
.......
-ალო!პიცის გამოძახება მინდა და თუ შეიძლე....(სანდრო)
-რომელი ხარ?შე უზრდელო როგორ ბედავ ასეთ დროს რომ რეკავ მოხუცის სახლში?ოჰ ეს ახლაგაზრდები.აღარ დარეკო თორემ პოლიციაში გიჩივლებ!(ვიღაც ბებო)
.......
-ვისი ნომერი მომეცი?(სანდრო)მკაცრი ხმა ჰქონდა სანდროს.
იჰ ერთი ამას დამიხედეთ. გაბრზდა ბიჭი!არა კიდე აქეთ რო ბრაზდება რა?(ავტორის შინაგანი მე)
-პიცის გამოძახება ხომ გინდოდა!ჰოდა მეც მოგეცი ნომერი მაგრამ ალბათ ღამის სამ საათზე მოხუცები მუშაობენ ოპერტორებად.(ქეთა)
-მაგისთვის დაისჯები.(სანდრო)
-ეჰ რა გაეწყობა პიცის მოტანაზე უარი გვითხრეს ამიტომ მე გამოვაცხობ,მაგრამ არც ერთმა არ შემოადგაათ ფეხი სამზარეულოში!(ქეთა)
ქეთა სამზარეულოში ფუსფუსებდა,ბავშვებმა ლილე გაიცნეს,დაჩიმ ყველაფერი უამბო,ალექსანდრე კი ქეთაზე ფიქრობდა,მერე გადაწყვიტა გაებრაზებინა და სამზარეულოში შევიდა.
-ხომ ვთქვი არ შემოხვიდეთ არცერთ მეთქი?!(ქეთა)
-ეს ჩემი სახლია და სადაც მინდა და როცა მინდა მაშინ შევალ.(სანდრო)
-მაგრამ არა მაშინ როცა მე აქ ვარ!(ქეთა)
-ვითომ რატომ?(სანდრო)ნელ-ნელა უახლოვდებოდა ქეთას.
-იმიტომ რომ ასე მინდა.(ქეთა)
-და ვინ მოგცა გადაწყვეტილების მიღების უფლება?უკვე ძალიან ახლოს იყო ქეთასთან,ისე ახლოს რომ ერთმანეთის სუნთქვა სხებოდათ სახეზე.
-გაიწიე!(ქეთა)
-რატომ?(სანდრო)
-იმიტომ რომ...გაიწიე მეთქი!(ქეთა)
-ხომ არ იბნევი?(სანდრო)
-და მაქვს მიზეზი?(ქეთა)
-რავიცი აბა.სანდრომ ქეთას თმის რამდენიმე ღერი თითზე დაიხვია.
-გამატარე!(ქეთა)
-რომ არა?(სანდრო)
-ჩემს ძმას დავუძახებ და ცხვირ-პირს გაგიერთიანებს(ქეთა)
-ესეიგი შენ ის არ იცი შენი ძმა რომ მეუბნებოდა ქეთა უნდა გაგირიგოო.(სანდრო)
-ჰა?(ქეთა)
-რაც გაიგე ლამაზო.ახლა მაგიდას დაადო ხელები და ქეთა მათ შორის მოიმწყვდია.
-გაიწიე,პიცა დაიწვება.(ქეთა)
-არ მადარდებს!(სანდრო)
-როგორ ბედავ?ასაერთოდ შენი თავი ვინ გგონია?(ქეთა)
-რავიცი აბა?! მე ვარ ალექსანდრე დევდარიანი,25 წლის,დავიბადე ქალაქ თბილისში,წარმოშობით ვარ სვანი.ცოტაოდენი მშობლების შესახებაც-დედაჩემი ეკატერინე ცინცაძე,არის 48 წლის,მამაჩემი კი დავით დევდარიანი 50 წლის,ამჟამად ცხოვრობს ლონდონში თავის უსაყვარლეს მეუღლესთან ერთად...გავაგრძელო?(ალექსანდრე)
-ალექსანდრე დევდარიანო,თბილისში დაბადებულო და აღზრდილო ჯიუტო და დეგენერატო სვანო, ხელები გაწიე ახლავე და გამატარე.(ქეთა)
-ძაან გინდა?(ალექსანდრე)
-ეგრე ნუ მეკითხები!(ქეთა)
-რა?(ალექსანდრე)
-რა და ნუ იყენებ ფრაზას "ძაან გინდა?"-ს(ქეთა)
-ვითომ რატო?!(ალექსანდრე)
-იმიტომ რომ ამ ფრაზას მხოლოდ მე ვიყენებ და გამატარე პიცა დაიწვა თქო!(ქეთა)ქეთამ თავი დაიხსნა ალექსანდრესგა და ღუმელთან მივიდა,პიცა გამოიღო და იქვე მაგიდაზე დადო.
-აუ ყველაფერი შენი ბრალია რა!(ქეთა)
-რატომ? ნახე რა კარგადაა დაბრაწული.მე ასეთი მიყვარს.(ალექსანდრე)
-სამაგიეროდ მე არ მიყვარს ასეთი.(ქეთა)
-კაი მაშინ არ ჭამო(ალექსანდრე)
-და რა გავაკეთო?გიყურო როგორ გემრიელად ცეცხლავ ჩემს გამოცხვარ პიცას?(ქეთა)
-აი მანდ უჯრაში კარტოფილია,შეწვი და ის ჭამე.(ალექსანდრე)
-კარგი,ახლა გადი,პიცას დავჭრი და მოგიტანთ.(ქეთა)
-კარგი.ოღონდ მალე მოიტანე.(ალექსანდრე)
ქეთამ პიცა დაჭრა,ყველას თეფშებზე დაუდო კუთვნილი ნაჭერი,ალექსანდრეს ნაჭერს კი წიწაკა დაუმატა,თანაც ბლომად.სამზარეულოდან გავიდა და ყველას თავისი თეფში მიაწოდა.თავისთვისაც გადაიღო ერთი ნაჭერი,სხვა რა გზა ჰქონდა,მართლა შემწვარ კარტოფილს ხომ არ შეჭამდა?!თუმცა ძალიან უყვარს.მერე ალექსანდრესაც მიაწოდა თეფში,პუფში ჩაჯდა და სანახაობის დაწყებას ელოდობოდა.აი ისიც,ალექსანდრემ ლირველი ლუკმა მოკბიჩა,გადაყლაპა თუ არა მაშინვე ხველა აუტყდა.ქეთამ კმაყოფილება ვერ დამალა და გაეღიმა,თუმცა მალევე დაასერიოზულა სახე,მაგრამ ალექსანდრეს გულში დასცინოდა,ალექსანდრეს კი თვალები ჩაუწითლდა,ხველებას კი ისევ აგრძელებდა.
-რა დაგემართა შე**მა?ჰკითხა გიგიმ როდესაც ალექსანდრემ ხველა შეწყვიტა.
-არ ვიცი,როგორც ჩანს ვიღაცამ იმაიმუნა.(ალექსანდრე)ალექსანდრემ მზერა ქეთასკენ გააპარა.
-რას გულისხმობ?(გიგი)
-კარგი რა ძმაო,ვის რა უნდა ემაიმუნა,როგორც ჩანს ალექსანდრეს წიწაკა ალერგიას აძლევს,მის პიცასაც იმდენივე დოზის წიწაკა აქვს რაც თქვენსას,თუ გინდათ გასინჯეთ.(ქეთა)
-კარგით პიცას თავი დავანებოთ,ცოტა გავერთოთ რა.აბა ვის უნდა ჩემთან ერთად ცეკვა?(ლილე)
-მე.(ალექსანდრე)
-ისა..მე გოგოებს ვკითხე..(ლილე)
-მერე მათაც არაფერი უთქვამთ,ამიტომ მე ვიცეკვებ შენთან ერთად.(ალექსანდრე)
-კარგი მაშინ..(ლილე)
-აუ შუქი ჩაქვრა?(თაკო)
-კარგით რა რომელ საუკუნეში ხართ ხალხო,რას გვიქრობთ აქ შუქს,აგერ ლილეს და ალექსანდრეს უნდა ეცეკვათ და ახლა როგორ გავერთოთ?შენ კიდე რო ზიხარ აქ და აცეცებ თვალებს,ბატონო ალექსანდრე, შუქის ფული გადახდილი გაქ?(ქეთა)
-რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ქეთას დაბადების დღეაა.ყველამ ერთხმად დაიწყო სიმღერა.
-აუუუ ბავშვებოო(ქეთა)ქეთა ნამდვილად არ მოელოდა ამას,ეგონა რომ ბავშვებს აღარ ემახსოვრებოდათ რადგან ყველა თავის საქმეში იყო გართული.
-გილოცააავ!(სალო)
-გილოცავ ქეეთ.(თაკო)
-გილოცავ ჩემო ერთადერთო დაო,ჩემო ბატო და პინგვინო,უხერხემოლოების მბრძანებელო და ერთუჯრედიანების მეთაურო.(გიგი)
-აი მაგ სიტყვებს განანებ,ოღონდ მერე,იმიტომ რომ ახლა ძაან გამახარეთ ყველამ.(ქეთა)
-ბიჭო ტორტი სადაა?(დაჩი)
-დაიცა ბიჭო მაცივარში დამრჩა.ახლავე მოვიტან!(ალექსანდრე)
-კაი მიდი,ბარემ სანთლებიც აანთე და ისე მოიტანე.(სალო)
ალექსანდრემ ტორტი შემოიტანა,ქეთამაც ჩააქრო,მართლაც რომ ბედნიერი იყო,აი რატომ არიან მისთვის ეს ბავშვები განსაკუთრებულები.
-აუ ჩემო მარტორქებო, თხის წვერის ღერებო,ბალიშების ბუმბულებო და ფარშევანგი კუდებო,მართლა ძალიან გამახარეთ,მართლა არ მოველოდი...აი არ ვიცი რა ვთქვა.თუმცა ჩემი ელენე და თოკო მაკლია.ისე სად არიან რო არ გამოჩენილან მთელი დღეა?!(ქეთა)
-აქ ვართ აქ.(თოკო)
-შე ვირო,როდის მოხვედი?სულ ასე როგორ უნდა იპარებოდე შენ ჰა?ამას ასწავლე ეგეთი რაღაცეები?(ქეთა)
-მოდი მოგილოცო ჩემო კოდალა,მოდი.(თოკო)
-კოდალა რატო?(ქეთა)
-კოდალასავით მიკაკუნებ ხოლმე ტვინში და მაგიტო.(თოკო)
-ეი,ამფიბიავ!შენ არ უნდა მომილოცო?(ქეთა)
-მაცადე ერთი წამით.(ელენე)ელენემ წითელი პომადა გადაისვა ტუჩებზე და ქეთას ისე დაუკოცნა ლოყები.
-ქეთუსი მოდი მოგილოცო,ჩვენ რო ვიცით ისე.(დაჩი)
-ისა ალექსანდრე როგორც მახსოვს შენთან აუზი არ არის ხო?(ქეთა)
-კი როგორ არა უკან უნდა გახვიდე,აი იმ კარით.(ალექსანდრე)
-ძალიან კარგი(დაჩი)
-აუ არა რა,ცივა გავიყინები,ისე სიტყვით მომილოცე რა მოხდება?ამ წელს,მარტო ამ წელს.(ქეთა)
-აბა წავედით.(დაჩი)
ქეთა გაიქცა დაჩიც გაეკიდა,ხან ბალიშები ესროლა ქეთამ ხანაც სკამებზე ირბინა რომ დაჩის ვერ დაეჭირა,მაგრამ ბოლოს მაინც დაიჭირა,მხარზე გადაიდო და აუზისკენ წავიდა.
-აბა ჩემო ქეთა,ერთი...ორი...საამი.(დაჩი)
დაჩიმ ქეთა აუზში ისროლა,ქეთამ მაშინვე კივილი დაიწყო,აბა როგორია ღამის 4საათზე რო გაყონულ წყალში ჩაგაგდებენ.
-აუ შე მამონტო,გორილავ,დეგენერტო,დარეტიანებულო სპილოვ,შეყვარებულო ალუჩის ხევ,ვირო,ბაყაყო,გომბეშოვ.....(ქეთა)

მეგობრებო,ახალი ისორიის წერა დავიწყე,წინასგან ძალიან განსხვავებულის. რაღაც უფრო მსუბუქის,ისეთის მეც რომ მამსუბუქებს. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს. ♥♥♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent