შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (5)


18-02-2018, 20:40
ავტორი Nickolson
ნანახია 216

Blue Neighborhood (5)

11.
რეზი მალე გამომჯობინდა. მის გვერდით გატარებული დღე ალბათ ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა რეზიზე ლაპარაკი ჩემს მეგობრებთან არ შემეძლო. ლუკა კი ხვდებოდა რაღაცას, მაგრამ ხუმრობაში ატარებდა და სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
– პროექტი მაქვს დასაწერი, – დავიწუწუნე.
– ლექციები როდის უნდა წაიკითხო?
– გაზაფხულის სემესტრიდან. უკვე საგანი მაქვს გასავლელი და ვალდებული ვარ, თორემ ამ სემესტრის დასაწყისშიც შემომთავაზეს.
– რატომ არ დათანხმდი? კრედიტები ჩაგეთვლებოდა.
– არა.
– რეზი როდის მოვა? წესიერად გაცნობა ვერ მოვახერხეთ, – იკითხა ალექსმა.
– დღეს გვიან მოვა.
ამ დროს მობილურზე რეზის შეტყობინება მომივიდა.
– ამაღამ არ მოვა.
– თავის გოგოსთან რჩება? – გულგრილად იკითხა ლუკამ.
– არ ვიცი.
– ჰკითხე.
– რატომ უნდა ვკითხო?
– მაინტერესებს იმ გოგოსთან რჩება თუ არა.
– გაჩერდი! – ჩავიღრინე ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.
ლუკამ თვალები აატრიალა.
– მაინც უნდა დათახმებულიყავი და ლექციები წაგეკითხა, – ენდი კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვიყავი მისი.
– არ ვიცი. არა მგონია ამან რამე გააუარესოს.
– ჰო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა. ახლა კარგი სპეციალისტი ხარ, მაგრამ ლექციები რომ წაგეკითხა, საუკეთესო იქნებოდი.
– კარგი, რა. აუცილებელია გუნება გამიფუჭო?
– კარგი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, – თავი დამიქნია ენდიმ.
– დედაშენთან ხომ არ დაგირეკავს? – მკითხა ლუკამ.
– არა.
– რაც გადმოხვედი ერთხელაც არ დაგირეკავს?
თავი გავაქნიე.
– კარგი, რა, დავით. რაც არ უნდა იყოს, დედაშენია. შენზე ნერვიულობა დნმ–ში აქვს ჩადებული.
– ჩემი სიძულვილი აქვს დნმ–ში ჩადებული.
მეგობრებს თვალი მოვავლე. ყველა გამკიცხავად მიყურებდა.
– ბიძაჩემს ველაპარაკები თითქმის ყოველ დღე. კარგად არის.
– ბოლოს როდის ელაპარაკე?
– გუშინ. დაქალები დაპატიჟა ნაცხვარზე და ერთად აპირებდნენ სერიალის ყურებას. კარგად არის. უჩემოდ ბედნიერია.
ხმა არც ერთს ამოუღია.
რეზი მეორე დღეს, საღამოს დაბრუნდა სახლში. კარის გაღების ხმაზე უნებურად დავიძაბე, უეცრად წარმოვიდგინე, რომ მის სხეულს აიას სუნი ასდიოდა და სუნთქვა შემეკრა. გაბრწყინებული სახით შემოვიდა ოთახში, თვალები ბედნიერებისგან უელავდა. მე კი გულში რაღაც მტკივნეულად ჩამწყდა.

- მოვედი, - მხიარულად დაიძახა შემოსვლადე. კომპიუტერის ეკრანს თვალი წამით მოვაცილე, შინ დაბრუნებულ რეზის მცირე ხანს შევხედე და კვლავ ეკრანს მივუბრუნდი.

- გამარჯობა, - ხმაზე შემეტყო ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი. არ მინდოდა.

- გამარჯობა... - დაბნეულმა მიპასუხა, - კარგად ხარ? - მკითხა მოგვიანებით, როცა ფეხზე დგომით და ჩემზე დაკვირვით დაიღალა.

- კი, - შევეცადე ხმაც პასუხის შესაბამისი მქონოდა. არც ამჯერად გამომივიდა. ლეპტოპი დავკეცე და ფეხზე წამოვდექი, - ღამე მშვიდობის, - დავემშვიდობე შეცბუნებულ ბიჭს და საძინებელში შევედი. საწოლზე წამოვწექი. ლეპტოპი ჩავრთე და შევეცადე კონცენტრირება მომეხდინა. მის მოსვლამდე ვწერდი, მან და მასზე ფიქრებმა ხელი შემიშალა. ალბათ, უფრო მასზე ფიქრებმა.
ნაწერი რამდენჯერმე გადავიკითხე. წეღან ფეხზე რომ წამოვდექი, რეზის ყელი მალულად შევათვალიერე. კოცნისაგან ჩალურჯებულ ადგილებს ვეძებდი, მაგრამ არ ჰქონია. არ ვიცი, რატომ მეგონა რომ ექნებოდა. ეს ხომ არც იმას ნიშავდა, რომ აიასთან იყო და არც იმას, რომ არ იყო. აქამდე არასდროს მიეჭვიანია. ახლა კი ეს გრძნობა მგუდავდა, ისიც მგუდავდა, რომ არაფრის კითხვა შემეძლო, არც ამაზე ლაპარკი შემეძლო. მხოლოდ ვწერდი, მაგრამ არც გამოქვეყნება შემეძლო, რადგან რეზი ჩემს ბლოგს სისტემატიურად კითხულობდა. ხანდახან მეკითხებიდა ხოლმე, როდის უნდა განაახლო, ახალი ნაწერები როდის უნდა ატვირთოო და ატვირთვიდან მეორე დღეს ისევ იმავეს მთხოვდა. მხოლოდ წერა შემეძლო, მაგრამ ახლა ვეღარც ვწერდი, რადგან მასზე ვფიქრობდი და ამის გამო მასზეც ვბრაზობდი და საკუთარ თავზეც.
როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე, ფიქრებს ერთი მიმართულება მივეცი და წერა განვაგრძე. ორ საათს შეუსვებენლად ვწერდი. კისერი და მხრები ამტკივდა. საერთოდ, ძველებურად, ქაღალდზე წერა მერჩივნა, მაგრამ კომპიუტერში გადატანა ყოველთვის მეზარებიდა და ახლა პირდაპირ ვკრეფდი ასოებს. წერას რომ მოვრჩი, ჩაის დასალევად სამზარეულოში გასვლა დავაპირე, მაგრამ მისაღებ ოთახში რეზი დამხვდა. დივანზე იწვა და დავით გაბუნიას "დაშლას" კითხულობდა. ჩემს შესვლაზე წიგნი გვერდით გადადო და დაჟინებით შემომხედა.
- შენი წიგნი უკითხავად ავიღე, - თქვა მოულოდნელად.
- არაუშავს. ჩაი გინდა?
- კი.
სამზარეულოში გავედი და მადუღარა წყლით ავავსე. რეზიც შემომყვა.
- მოხდა რამე?
- არაფერი, - ცივმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და მუცელში უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა.
- თუ რამე მოხდა და ლაპარაკი გინდა, მე...
- ყველაფერი რიგზეა. მართლა, - გავაწყვეტინე.
- კარგი, - ორჭოფულად დამეთანხმა, შემდეგ კი კარადიდან ჭიქები გამოიღო და მაგიდაზე დააწყო.
ჩაი გავამზადე.
- გააგრძელე წიგნის კითხვა, მე ხელს არ შეგიშლი, - ჩემი ჭიქა ავიღე და სამზარეულიდან გავედი.
- მოიცადე! აუ, ჯანდაბა! - მომესმა რეზიც შეყვირება და იმავე წამს ჭიქის დავარდნის ხმაც გავიგე. შეშინენული შევვარდი უკან. რეზი ხელისგულს შუბლშეკრული დაჰყურებდა.
- დაიწვი?
- არაფერია. სახელურის მაგივრად პირდაპირ წავავლე ხელი. უკვე აღარ მეწვის.
რეზი მაგიდის ზედაპირს მომუშტული, დამწვარი ხელით დაეყრდნო და ისე შემომხედა, თითქოს გაჯიუტებული პატარა ბავშვი ვიყავი და ჩემთან ლაპარაკით უკვე დაღლილიყო.
- თავს მარიდებ?
ისე ინტიმურად დამისვა შეკითხვა, სუნთავა შემეკრა. არადა, არაფერი იყო ამაში ამაღელვებელი, მას უბრალოდ ჩემი საქციელის მიზეზი აინტერესებდა.
- არა.
- მე ვფიქრობ, რომ კი. დედაშენთან გაქვს პრობლემები?
ბოლო დროს რატომღაც ყველა ჩემი და დედაჩემის არეული ურთიერთობით ინტერესდებოდა.
- არა.
- მისმინე, დავით, ვიცი, რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ არაფერი დაშავდება იმით, რომ ხანდახან მაინც შეეხმიანო ხოლმე. იმაზე უარესი რა უნდა გითხრას, რაც აქამდე უთქვამს შენთვის? უფრო მეტად ვეღარ გატკენს გულს. მეც ვფიქრობდი, რომ გაქცევა და ცალკე ცხოვრება ყველა პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ყველაფერი დაგროვდა და ერთმანეთში აირია. წუხელ, ჩემებთან რომ ვიყავი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს არაფერი მაწუხებდა, არაფერზე ვფიქრობდი. მივხვდი, რომ მომენატრა ჩემს მშობლებთან ყოფნა და მათთან გატარებული თითოეული წუთი სხვანაირად დავაფასე. შენც სცადე, უბრალოდ დარეკვა და დალაპარაკება. იქნებ შენც კარგად იგრძნო თავი.
ცოტა ხანი დამჭირდა რეზის ნათქვამის გასააზრებლად. ესე იგი, წუხელ აიასთან კი არა, თავის სახლში, მშობლებთან იყო. ისე სწრაფად ვიგრძენი საოცარი შვება და იმ წამსვე ადრენალინიც მოასკდა ჩემს სისხლძარღვებს.
- გადადიხარ? - სხვა ვერაფრის კითხვა მოვახერხე. როგორც ჩანს, ძალიან სასოწარკვეთილად გამომივიდა, რადგან რეზიმ მაშინვე უარყო.
- რა? არა, არასად გადავდივარ. აქ ყოფნა მომწონს. მე უბრალოდ შენი დარწმუნება მინდიდა, რომ დედასთან დაგერეკა.
- მაგას არ განვიცდი, დამიჯერე. ყველაფერი რიგზეა. მე კარგად ვარ, - გავუღიმე მე, თუმცა ჩემი ნათქვამი მთვრალი კაცის ნაბოდვარს უფრო ჰგავდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მთვრალი არ იყო, ვიდრე სიმართლეს.
- კარგი. რას აკეთებდი?
- ვწერდი. დავიღალე, კისერი მეტკინა.
- გინდა მასაჟი გაგიკეთო? - თვალები გაუბრწყინდა რეზის.
- არაა, - სიცილით გავაქნიე თავი. ნამეტანი საშიში იყო ეს თამაში ჩემთვის.
- როგორ არა, - გამხიარულებულმა რეზიმ ცალ ხელში ჩაის ჭიქა დაიჭირა, მეორე მკლავში ჩამავლო და მისაღები ოთახისკენ წამათრია, - მასაჟს გაგიკეთებ, მერე ჩაის დალევ და სტრესსაც მოიხსნი.
ჩემს მკლავზე შემოჯარული მისი თითები ისეთი ცხელი იყო, მეგონა ადუღებულ ჩაის მასხამდა. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა რა დამემართებოდა, თუკი მხრებზე შემეხებოდა.
- დაჯექი, - რეზიმ დივანზე დამსვა, შემდეგ ჩაის ჭიქა გამომართვა და თავის ჭიქასთან ერთად ჟურნალების მაგიდაზე დადგა.
- რას აკეთებ? - ნერვიულობის დასაფარად სიცილით ვკითხე.
რეზიმ მაცდური ღიმილით შემომხედა. ძლივს გადავაგორე ნერწყვი. მოულოდნელად დივანზე შედგა, ერთი ფეხით გადამელო ზედ და ჩემს ზურგს უკან, დივნის საზურგეზე დაჯდა.
- ცოტა მოეშვი, ძალიან დაძაბული ხარ, - მხრებში ჩამავლო ხელები დ მსუბუქად შემანჯღრია.
რაც იქნება, იქნება-მეთქი, გავიფიქრე და მხრები და კისერი გავავარჯიშე. სულელივით ვიღიმოდი.
- თავი დახარე, - მითხრა რეზიმ. ასეც მოვიქეცი. მოულოდნელად კისრის ყველაზე ამობურცულ მალაზე თითები ჩამომისვა. თითქოს დენმა დამარტყა, ჟრუანტელმა მთელი სხეული მომიცვა, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. რეზიმ მხრებზე დამაწყო ხელები და ნელა დაიწყო დაძაბული კუნთების დაზელა. საოცრად მსუბუქი და მოქნილი თითები ჰქონდა. მეგონა მისი შეხება უფრო მეტად დამძაბავდა, მაგრამ შემეხო თუ არა, იმ წამსვე მოვითენთე. რეზიმ თმაში შემიცურა თითები, მოზომილი სიძლიერით მაწვებოდა კისერსა და მხრებზე.
- რა კარგია, - მზად ვიყავი იქვე დამეძინა. მომესმა, როგორ ჩაიცინა.
- კარგი, ახლა დაიძინე, - სიცილით მითხრა ცოტა ხნის შემდეგ და დივნიდან გადმოვიდა. მოწყვეტით გადავეშვი გვერდით და როგორც დავეცი, იმავე პოზაში დავეცი. თვალები დახუჭული მქონდა, რეზის ვერ ვხედავდი, მაგრამ სადღაც შორიახლოს მისი სიცილი მესმოდა.
- შემდეგში საწილში გაგიკეთებ, ადგომა აღარ დაგჭირდება და უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს.
თვალები დავაჭყიტე. ჩემგან სამიოდე მეტრის მოშორებით სავარძელში იჯდა და სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა. მისი სიტყვები ისეთი ეროტიზმით იყო გაჟღენთილი, ღიმილიც ისეთი გამომწვევი მეჩვენა. ვიგრძენი, როგორ აღვიგზენი. სანამ ეს რეზისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა, წამოვჯექი და ბიჭს ერთხანს დაჟინებით მივაჩერდი. რეზი დაიბნა. რა თქმა უნდა, ასეთი ყურება ყველას აბნევდა და აშინებდა, მითუმეტეს, თუ არაფერი დაუშავებია.
- ღამე მშვიდობის, - ხმამაღლა, გამოკვეთილად ვუთხარი და გაოცებული მეზობელი თეატრალური ნაბიჯებით დავტოვე.
ოთახში შევედი და მიხურულ კარს ზურგით მივეყრდენი. ეს ბიჭი სიურპრიზებით იყო სავსე. ვერ ვხვდებოდი ბავშვური გულუბრყვილობით მოსდიოდა თუ განზრახ ცდილობდა ჩემს დაბნევას. მალე დავმშვიდდი, თუმცა საწოლში რომ ჩავწექი, რეზის ნათქვამი გამახსენდა და გამეცინა. ჯერჯერობით ვახერხებდი თავის შეკვებას, მაგრამ ვგრძობდი, რომ დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ასე. და როცა მოთმინებია ძაფი გაწყდებოდა, ბიჭს ალბათ სახლიდან გავაქცევდი.


12.
- მილიონჯერ ვუთხარი, რომ ეგ კაცი ცხოვრებას გაუმწარებდა. არ დამიჯერა და ახლა განქორწინებას აპირებს. კოტე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია. სანამ განქორწინების საბუთებზე ხელს მოუწერს, სულ გაუნადგურებს ფსიქიკას.
- კარგია, რომ განქორწინება გადაწყვიტა.
- უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ გაჰყოლოდა ცოლად.
ლუკა თავის დაზე ღელავდა. ანამ ლოთსა და მუქთახორა ქმარს სამი წელი გაუძლო, ახლა კი განქორწინება სურდა. შვილები არ ჰყავდათ, რაც გაყრის პროცესს დააჩქარებდა.
მისაღებ ოთახში დივანი გადავშალე და საწოლად გადავაკეთე. საძინებლიდან ბალიშები და პლედები გამოვიტანე, ლეპტოპი ტელევიზორს შევუერთე და ფილმის სანახავად გავემზადეთ. გადაშლილი დივანი კედელს ებჯინებოდა. ლუკამ ბალიშები კედელს მიაყუდა და კომფორტულად გადაწვა. ფილმი ჩავრთე, პატარა ბალიში ლუკას კალთაში ჩავუდე, ზედ თავი დავდე და პლედში გავეხვიე.
- ნუ იშმუშნები, არ მესმის.
- ჯერ ხმაც არ ამოუღიათ.
- როგორ არა, რაღაც თქვეს.
- მე არაფერი გამიგია.
- იმიტომ, რომ იშმუშნები და ლაპარაკობ.
- ახლა შენ მალაპარაკებ.
- კარგი, ვუყუროთ, - ლუკამ თმაში შემიცურა ხელები, რომ გავჩუმებულიყავი. მაშინვე დავმუნჯდი.
Call me by your name-ს ვუყურებდით. იმდენი ხანი იყო ერთად ყურებას ვგეგმავდით, ახლა ძლივს მოვაბით თავი. იმ მომენტზე, როცა ოლივერი და ელიო აივნის მოაჯირზე სხედან და იხსენებენ, როგორ აძლევდნენ ერთმანეთს მინიშნებებს და როგორ ვერ ხვდებოდნენ ვერაფერს, რის გამოც უკან დახევა უწევდათ, უცებ მივხვდი, რომ რეზის ზუსტად იმავეს აკეთებდა, რასაც ოლივერი. ის მე მანიშნებდა რაღაცაზე, რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი. რეზის გაცნობამდე დავარწმუნე თავი, რომ მას ჩემდამი გრძნობები არასდროს გაუჩნდებოდა, რომ მას საერთოდ არ მოსწონდა კაცები. სინამდვილეში მასზე არაფერი ვიცოდი. გამახსენდა ჩვენი ურთიერთობის ყველა პატარა დეტალი, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. რეზის უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდანი. ის მიღიმოდა, იმაზე ხშირად, ვიდრე სხვებს, ვიდრე მე - მას. საუბრის დროს ხშირად მეხებოდა, თამამად მესაუბრებოდა ისეთ ინტიმურ საკითხებზე, რაზეც, როგორც წესი, ახლადგაცნობილ ადამიანებთან არ საუბრობენ. და მისი შიშველი სიარული მთელ სახლში... თითქოს ჩემი გაგიჟება სურდა. აქამდე თუ მეგონა, რომ მასთან არაფერი გამომივიდოდა, ახლა ვიცოდი, რომ შანსი მქონდა. არ ვცდებოდი, ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც ჩემს გრძნობებში მისდამი.
ამ ფიქრებმა შემაშინა, გამაბრაზა და თან სასიამოვნოდ ამაღელვა.
- რა მოგივიდა? - მკითხა ლუკამ.
- არაფერი, - გაოცებულმა ვუპასუხე. ნეტავ, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა რაიმე?
- უცნაურად შეკრთი.
- ალბათ ინსტინქტურად მომივიდა.
აღარაფერი მიპასუხა. ფილმი აინტერესებდა და მეც განვაგრძე ყურება.
ის იყო, დასასრულის ბოლო სუბტიტრი მიილია ეკრანზე, კარის გაღების ხმა რომ შემოგვესმა. რეზი სახლში დაბრუბდა. წეღანდელი ფიქრის შემდეგ საერთოდ აღარ გამხსენებია, ისე დამთრგუნა და დამასევდიანა ფილმის დასასრულმა.
- გამარჯობა, - მხიარულად მოგვესალმა რეზი. ლუკას კალთიდან თავი არ ამიწევია. ქვემოდან ავხედე. ამოტრიალებული რეზი მოგვიახლოვდა და ჩემკენ გადმოიხარა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ზედ მეცემოდა, მაგრამ მან ლუკა გადაკოცნა და მოულოდნელად თმის კულულზე წამეთამაშა. შემდეგ კი მიამიტური ღიმილით გასწორდა წელში და თავის ოთახში შევიდა.
გაოცებული წამოვჯექი და ლუკას შევხედე.
- დაინახე?
- რა უნდა დამენახა.
- რაც გააკეთა.
- ვინ, რეზიმ? რა გააკეთა?
- როცა გადაგკოცნა, თმაზე წამეთამაშა. აი, ასე, - ვუთხარი და ლუკას თმაზე ზუსტად ისე ჩამოვუსვი ხელი, როგორც რეზიმ.
ლუკას ყბა ჩამოუვარდა.
- მე რატომ ვერ დავინახე?
მხრები ავიჩეჩე.
- ხშირად იქცევა ასე?
- მგონი, კი. არ ვიცი, - უმწეოდ შევხედე მას, - იქნებ მეჩვენება? ხომ შეიძლება ვაზვიადებდე. ან შეიძლება ის უბრალოდ ასეთი იყოს... ყველასთან.
- არ ვიცი. ჩემზე უკეთ შენ იცნობ. დააკვირდი და მერე იმოქმედე. დაუფიქრებლად არაფერი გააკეთო. სხვა თუ არაფერი, კარგი ბიჭია. მისნაირ მეზობელს ძნელად იპოვი, - მითხრა ლუკამ და ჩემი სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა. იდაყვი გავკარი და მეც სიცილი ამიტყდა. ახარხარებულმა ორივე ხელი სახეზე ავიფარე და ლუკას მიმართულებით გადავვარდი. ლუკამ ვერ დამიჭირა და ზედ დავეცი. უფრო მეტად აგვიტყდა სიცილი. წამოჯდომას რომ ვცდილობდი, რეზის მოვკარი თვალი. თავისი ოთახის კარში იდგა და გვიყურებდა. რომ დაინახა, შევამჩნიე, ოთახში შებრუნდა და კარი ფრთხილად გამოიხურა ზურგს უკან.
- დარჩები დღეს?
- არა, წავალ. სამუშაო მაქვს დასამთავრებელი, – თქვა მან და ფეხზე წამოდგა, – ეს ფილმი რომ სახლში მარტოს მენახა, გემრიელად ავტირდებოდი.
სიცილით ავხედე.
– ალბათ მეც, – გამოვუტყდი.
– კარგი წავედი, – ლუკა ჩემკენ გადმოიხარა, თმაში ჩამავლო ხელი და თავი უხეშად ამაწევინა.
– რას აკეთებ? – სიცილით ავუკარი ხელი.
– ჭკუით იყავი, – მითხრა და თმაზე მაკოცა.
– ჰო, აბა რა, – ჩავიდუდღუნე.
– არ გამაცილო, – თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კარის მიხურვის ხმა გავიგე.скачать dle 11.3




№1  offline წევრი talia

Au ra jigari xar, axla shemovedi saitze, iqneb rame Dade's tqo da esrodavinaxe zalian gamixarda, wavedi wavikitxo.

 



№2  offline წევრი talia

Rodis dadeb davigale lodinit weary

 



№3  offline წევრი Nickolson

talia
Rodis dadeb davigale lodinit weary

ავტვირთე, მაგრამ ადმინისტრაციის თანხმობას ელოდება disappointed <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent