შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს!! (თავი 3) ძველი სიყვარული


18-02-2018, 23:47
ავტორი teengirllove
ნანახია 650

მიყვარს!! (თავი 3) ძველი სიყვარული

-შენ...აქ..როგორ?
-მიგენატრე ძვირფასო? ,მკითხა და შუბლზე ჩამიყრილი თმა ყურს უკან გადამიწია..მისი ხელი უხეშად მოვიშორე..
-ჰმ..ბედავ და მელაპარაკები კიდეც,იმის შემდეგ რაც გააკეთე არა?
-მართალი ხარ,ძალიან ცუდად მოვიქეცი,მაგრამ ხომ ხედავ დავბრუნდი...
-არ მაინტერესებს..ზურგი შევაქციე და კარევისკენ წავედი.
-მე შენ ისევ მიყვარხარ!! ეს სიტყვები ექოსავით მოედო ყველაფერს,გულმა გამალებით დაიწყო ცემა..მისი მოსმენა აღარ მინოდოდა მაგრამ მაინც გააგრძელა -მიყვარხარ და აღარასოდეს მიგატოვებ ,შენს გამო დავბრუნდი ქრისტინე ,მხოლოდ შენს გამო..
-მე..აღარ მიყვარხარ...მივაძახე და კლასიდან გავვარდი,არ ვიცოდი სად მივდიოდი ,უბრალოდ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი,საშინელი სურვილი გამიჩნდა მეტირა,მეყვირა,მეჩხუბა და ეს შინაგანი ბრაზი ვინმეზე გადმომენთხია,თუმცა კარგად ვახერხებდი თავის მოთოკვას..ეზოში გავედი,მაგიდების გავლით ჩემს ადგილას უნდა წავსულიყავი,ადგილს სადაც მარტო მაშინ მივდიოდი როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი,როცა ვანმარტოვება მინდოდა და ჩემი დარდის დაუფარავად გამოხატვა..რამდენიმე მაგიდას ისე გავცდი არავისთვის შემიხედავს,ძალიან მინდოდა არავინ ყოფილიყო აქ ნაცნობი..უცებ ერთ-ერთი სკამიდან ვიღაც ადგა და მომიახლოვდა..
-რაიყო,ნაკაშიძე ისე მოგენატრე ჩემს საძებნელად გამოხვედი?წინ გადამიდგა ლუკა..მისთვის არ შემიხედავს ,არ მინდოდა ჩემი ცრემლიანი თვალები დაენახა..გვერდის აქცევა ვცადე მაგრამ არ გამიშვა..
-რა გჭირს,ჩემი ისე გეშინია თვალებშიც არ მიყურებ?ირონიურად ჩაიცინა.
-თავი დამანებე!!
-ჯერ შემომხედე..მითხრა და დაიხარა ჩემი სახის დასანახად,შემდეგ სახეზე მომკიდა ხელი და თავის აწევა სცადა მაგრამ გავუძალიანდი..-თავი დამანებე მეთქი ვუკივლე და თვალებში ჩავხედე,მორჩა თავი ვეღარ შევიკავე,ცრემლები თავისით წამოვიდა..რომ დაინახა ვტიროდი სახე შეეცვალა,თვალებში სევდა ამოვიკითხე-რა გჭირს?მკითხა ნაზი ხმით,გაწყენინე?
კიდევ ერთხელ ჩავხედე მას,ლურჯ თვალებში..შემდეგ გვერდი ავუქციე და გზა გავაგრძელე..-ქრისტინე!!!დამიძახა უკნიდან..მაგრამ არ მიმიხედვს ,წინ მივდიოდი და ცრემლებს ვიწმენდდი,მინდოდა მანამდე მომეთმინა სანამ იქ მივიდოდი..
აი მივედი კიდეც,აქ სრული სიმშვიდე იყო,ირგვლივ მხოლოდ სიმწვანე ,ამხელა სკოლაში ეს ჩემი საყვარელი ადგილი იყო,აქ ისე იყო ბუჩქები და დიდი ჭადრის ხეები ჩალაგებული ,რომ ვერავინ დაგინახადა,ეს ადგილი პირველად 14 წლისამ აღმოვაჩინე,მაშინ როცა სკოლაში ჩხუბი მომივიდა ერთ გოგოსთან და შეშინებული ეზოში გამოვვარდი..ხის ძირას ჩამოვჯექი,მუხლები მოვხარე და თავს უფლება მივეცი მთელი ემოციები გადმომეფრქვია,არვიცი რამდენიხანი ვტიროდი..ბოლოს ცრემლები შევიშრე,ავდექი და პირდაპირ სახლში წავედი,კარები შევაღე ,ჩანთა შემოსასვლელში დავაგდე და საძინებელში შევედი..
-ქრისტინე!არ გშია?-მომაძახა ნატამ..
-არა .ვუთხარი რაცშეიძლება მშვიდი ხმით..გამოვიცვალე,შავი ელასტიკი,ვარდისფერი ფუმფულა ნასკები ამოვიცვი რომელსაც კატის ყურები ქონდა გვერდებზე,თეთრი საშინაო ზედა და ვარდისფერი ხალათი შემოვიცვი,შავი კულულები კისერთან დავიხვიე კოსად და ფანქრით ჩავიმაგრე ,სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი,სახეზე საშინლად გამოვიყირებოდი,ტუში ოდნავ ჩამომდღაბნოდა რაც ჩემს ცისფერ თვალებს საშინელ იერს აძლევდა,სააბაზანოში შევედი და პირი დავიბანე ..შემდეგ გამოვედი ,ლოგინზე პირქვე დავემხე და მანამდე ვიწექი ასე სანამ ოთახის კარი ანამ არ შემოაღო..შეშინებული შემოვარდა ოთახში,მომახლოვდა და ჩამეხუტა..
-გიო ვნახე..მითხრა ბოლოს
-...
-დაბრუნდა..
-ვიცი მეც ვნახე..
-რამე გითხრა?
-ჩამეხუტა და მითხრა რომ ვუყვარვარ,რომ ჩემს გამო დაბრუნდა..
-როგორ გაბედა დალაპარაკება საერთოდ,იმის შემდეგ რაც აქ დაგაგდო და ახსნის გარეშე გადაიკარგა,როგორ ბედავს და შენთან მოდის!!! გამიცრა კბილებიდან..
მხრები ავიჩეჩე და ლოგინზე წამოვჯექი..ახლაღა შემაჩნია ჩემი ჩაწითლებული თვალები,შეწუხებულმა გამომხედა-ჩემო ლამაზო,ჩემო დათუნია,ეს რადღეში ჩაგაგდო იმ საქონელმა..მითხრა და ჩამხუტა..
-მისმა დანახვამ ძალიან იმოქმედა...ხომ გესმის ,თითქმის დავივიწყე მისი არსებობა,თითქოს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა ამდენი ხნის შემდეგ..მაგრამ ეხლა..ეხლა თითქოს..სიტყვებიბარ მყოფნიდა იმის გამოსახატავად რაც მჭირდა,ანას თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა-ჩემი პატარა,გულუბრყვილო,ჩემი ნაზი,ჩემი ფუმფულა..იმ ვირის გამო ნუ ტირი,შენი ცრემლების ღირსი არ არის..
-ვიცი...ვუთხარი სლუკუნით-მაგრამ მეტირება,განა მასზე ,ჩემს თავზე მეტირება,მერირება რომ მახსენდება რამდენად სულელი ვიყავი რომ ვენდე ,რომ მჯეროდა მისი თითოეული სიტყვა,ყოველი ჩახუტება და ღიმილი..კალთაში ჩავუდე თავი,ფანჯარაში ვიხედებოდი და რაღაცაზე ვფიქრობდი..ვერცკი მივხვდი როგორ ჩამეძინა..ანა ადგა,ქრისტინეს საბანი დააფარა და ნატასთან გავიდა სამზარეულოში..
-რახდება?რა სჭირს შენს დაქალს?
-რასჭირს?
-ხომ იცით რომ ვერაფერს დამიმალავთ,ხმაზე შევატყვე რაღაც მოხდა..
-გეტყვი,ოღონდ რომ გაიღვიძებს კითხვებს ნუ დაუსვავ.
-რათქმაუნდა..
-გიო დაბრუნდა და ჩვენი გოგოს გულისტკენას თავიდან ცდილობს..
-რაა.წარბები შეკრა ნატამ..-ქრისტინე მაშინ იმ მდგომარეობიდან ძლივს გამოვიყვანეთ,ჩემი დათუჩა ლამის ხელში ჩამადნა და ის წურბელა კიდევ ბედავს იგივეს?!
-როგორც ჩანს ხო..ქრისტინეს უნდა დავეხმაროთ ,გვერდში უნდა დავუდგეთ,ნატ ..ეხლა ყველზე რთული პერიოდი იწყება..ნატამ თავი დამიქნია და ყავა წინდ ამიდო..ცოტახანი შემდეგ ორივე სადღაც შორს ფიქრებში წავედით..


**********
მეგობრებო ,როგორ მოგწონთ?თუ რაიმე შენიშვნა გექნებათ ,მითხარით და აუცილებლად გავითვალისწინებ,რადგან დამწყები ვარ და კარგად შეიძლება არ გამომივიდეს...скачать dle 11.3





Pirveli istoriistvis namdvilad kargia ubralod dzalian male ar ganavitare movlenebi kargi?ise ar qna rom hopp da ert wutshi qristines luka sheuyvarda.yvelaferi kargia jerjerobit da ase ganagrdze.warmatebebi heart_eyes

 



№2  offline წევრი teengirllove

მწვანეთვალებაგოგო
Pirveli istoriistvis namdvilad kargia ubralod dzalian male ar ganavitare movlenebi kargi?ise ar qna rom hopp da ert wutshi qristines luka sheuyvarda.yvelaferi kargia jerjerobit da ase ganagrdze.warmatebebi heart_eyes

gavitvaliswineb madloba ;)))

 



№3 სტუმარი სტუმარი კატო

კარგია მართლა მომწონს გაარგძელე წერა კარგია არა უმაგრესია მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ რომ შეეცადე იფრო დაახლოვო ქრისტინე და ლუკა და არ დაძაბო სიყუაცია და ბოლოსაც კარგად დაამთავრე აბა შენ იცი წარმატებები და თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებ კარფგი იქნება

 



№4  offline წევრი teengirllove

სტუმარი კატო
კარგია მართლა მომწონს გაარგძელე წერა კარგია არა უმაგრესია მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ რომ შეეცადე იფრო დაახლოვო ქრისტინე და ლუკა და არ დაძაბო სიყუაცია და ბოლოსაც კარგად დაამთავრე აბა შენ იცი წარმატებები და თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებ კარფგი იქნება

madloba didi...ki eg maqvs chanafiqri,aucileblad gavitvaliswineb shens rchevas

 



№5  offline წევრი N1penguin

ძალიან მსუბუქად იკითხება. სიუჟეტიც საინტერესოა ❤❤

 



№6  offline წევრი teengirllove

N1penguin
ძალიან მსუბუქად იკითხება. სიუჟეტიც საინტერესოა ❤❤

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent