შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (4)

19-02-2018, 22:25
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 037

გაუჩინარებული (4)

ჩემს მახლობლად მდებარე კაფე ისე შემიყვარდა, საუზმეს, სადილსა და ვახშამსაც მივირთმევდი ხოლმე. ყოველთვის უცნობები შემოდიოდნენ, არავინ მაშტერდებოდა და თან ყველაზე გემრიელი სასუსნავები ჰქონდათ. მომსახურე პერსონალი კი უკვე სახეზე მცნობდა.
- რა მოგართვათ? - მკითხა ნაცნობმა გოგონამ.
- სისხლიანი სტეიკი ბოსტნეულით და გრილში შემწვარი კარტოფილით - ვუპასუხე ბედნიერად და კარს შევხედე, საიდანაც გეგი უნდა შემოსულიყო.
- სასმელი?
- წითელი ღვინო, რა თქმა უნდა.
- კარგი, მალე იქნება.
- და ეს ყველაფერი ორი პორცია. ოღონდ, მეორე სტეიკში უფრო შეწვით ხორცი, თორემ არ ვიცი, ჩემს თანამოვახშმეს როგორი უყვარს. - ვთხოვე ენის თრევით. მეუხერხულა იმის წარმოდგენა, რომ გეგი როცა მოვიდოდა, მე შუასადილობაში ვიქნებოდი.
ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ გეგი შემოვიდა. მოვილაპრაკეთ, ამ დროს და ამ ადგილას შევხვდებოდით. ნერვებს უშლიდა ის ფაქტი, რომ ტელეფონში სიმ ბარათი არ მედო და შესაბამისად, მხოლოდ მტრედის მეშვეობით თუ დამეკონტაქტებოდა.
- ეს პაემანია? - მკითხა გაბადრულმა გეგიმ, როცა ორ კაცზე გაწყობილი მაგიდა დაინახა.
- არა, ეს უბრალოდ ზრდილობაა - ვუთხარი მხიარულად. - და ამჯერად, წინასწარ გადავიხადე, რომ მართლა პაემანს არ დამსგავსებოდა ჩვენი ვახშამი - გავუღიმე ირონიულად.
- ყველაზე რაღაცნაირი გოგოხარ რაა - ამოიოხრა დაბნეულად და წინ დამიჯდა.
- ვიცი.
- მოკლედ, ეს შენი ალექსანდრე მაგარი დებილია.
- ჩემი ძმის ლანძღვის უფლება მხოლოდ მე მაქვს! - ვუთხარი განრისხებული სახით.
- კარგი, მაპატიე. მოკლედ, რამდენიმე გარემოებაა, რომელიც ალბათ უნდა იცოდე.
- გისმენ მთელი გულისყურით.
- შენს ძმას ვიღაც შეყვარებული ჰყავდა.
- ნატა - შევეჭერი და მივხვდი, რომ მისი სახელის წარმოთქმაც კი არასასიამოვნო გრძნობას მიჩენდა.
- ეს შენი ნატა ჰყვარებია მაგის რომელიღაც ძმაკაცს. მემგონი, ლაშუნაო თუ რაღაც.
- ლაშიკო - შევუსწორე და თვალები გადავატრიალე - ხომ იცი, ამ ახალი კნინობითი სახელების გამოგონება ძალიან უყვარს ხალხს.
- ვერ ვიტან - სახე დამანჭა გეგიმ.
- მერე გეგუნა? - ისე ვკითხე, სახეზე ღიმილის ერთი უჯრედიც არ გამომჩენია.
- კაი რაა - ხელები გამიშალა ნახევრადსიცილით.
- ვითომ არ მოეწონა - ცალი წარბი ავუწიე. - გეგუნა - ისევ გავიმეორე.
არ ვიცი, რამდენად სწორად შევამჩნიე, მაგრამ გაწითლდა.
ცხვორება ყოველთვის დაუკითხავად მსვამდა ვიღაცის გრძნობების განკარგვის საჭესთან.
გეგიმ კმაყოფილი სახით გაატარა ჩემი მიმართვა.
- იმ გოგოს გამო იჩხუბეს და ეგ შენი ძმა კარგად მიუტყეპავს ორ ბიჭს. გუშინდელ ამბავს გიყვები.
- ჯანდაბა! ბოლო ორი დღეა, არ გამოჩენილა. - თავში ხელი წავიშინე.
- ჰო, მშობლებთან არ ჰყვება ამ ამბავს და კიდევ რაღაც გავიგე.
- რა?
- ვიღაც უყვარს მემგონი. სავარაუდოდ, მისი სახელი და გვარი არ იცის, მემგონი, არც მისამართი და ასე, უიმედო მიჯნურივით დაეხეტება ქუჩებში.
- ალბათ ჩვენი ქუჩიდანაა ის გოგო. მხოლოდ აქ დაეხეტება ხოლმე. ანუ ნატას დაშორდა - კმაყოფილი სახით მოვჭერი ხორცის ნაჭერი და პირში გავიქანე.
- რა არის კეკელინა? შენი სტეიკიდან ძროხა ღმუის.
- ნუ გეშინია, შენი კარგად შევაწვევინე. ვიცი, რომ ჩვენი რელიგია სისხლიან ხორცს კრძალავს და თან გემოთაც არ უყვართ ქართველებს უმი.
- თქვენ სადაური ხართ ქალბატონო კეკელინა?
- მეც აქაური ვარ და რელიგიაც იგივე მაქვს, მაგრამ მამაჩემს ხშირად დავყავდით მივლინებებზე მთელი ოჯახი და იქ დავეჩვიეთ უმ სტეიკებს.
- მთელი ოჯახი დაჰყავდით? რა იყო, ცოტა სიეშმაკე მაინც გამოეჩინა და მარტოს ეგულავა.
- გულაობას რა ეძახით ეს კაცები, ვერ ვხვდები. მამაჩემი მაგალითად, ოჯახის პატარა წევრებს რომ მოგვიშორებს და მარტო დედაჩემთან ერთად რჩება, მაგას ეძახის „გულაობას“ და არა ვიღაც დიდძუძ*ებიან სტიპტიზიორებთან სექსს.
- მაგრად მომიხაზე - გაეცინა გეგის.
- საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ ცოლიან კაცებს თავი მარწუხებში, როცა მეუღლესთან ერთად ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეუძლიათ, რაც უბრალოდ შეყვარებულთან შეიძლება მოსარიდებელიც კი იყოს. მე ცოლქმრობაში მეტ თავისუფლებას ვხედავ, ვიდრე მარტო ყოფნაში.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო, რა თქმა უნდა. წარმოიდგინე, რომ შენს ეშმაკურ ჩანაფიქრებთან ერთად სრულიად მარტო ხარ და ერთს გიწევს ყველა სისულელის მოფიქრება. მეორე ნახევრის ყოლის შემდეგ კი უფრო მეტი გასაქანი აქვს ადამიანის გონებას და მისი განხორციელება, არა ერთს, არამედ უკვე ორს უწევს.
- არ მეგონა, ოჯახურ ცხოვრებაზე თუ ასეთი კარგი წარმოდგენა გქონდა. საერთოდ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ქმრის ყოლა გინდოდა.
- რა თქვი? - გული ლამის გადამიქანდა - გგონია, რომ ქმრის ყოლა მინდა?
- ჰო. ისე ლამაზად დამიხატე დაქორწინებული წყვილის ცხოვრება, რომ მემგონი, მეც მომინდა ცოლი.
- მე არ მინდა ქმარი. რაღაც შეგეშალა. ლამაზ ამბებს თუ ვყვები, ეგ იმს არ ნიშნავს, რომ მეც იმ ამბების ეპიცენტრში მსურს საკუთარი თავის ყოლა.
- ანუ არ გინდა ქმარი?
- არა. ორმოც წლამდე არ მსურს. მერე ვნახოთ. - ვუთხარი დარწმუნებით და გული რაღაცნაირად დამიმძიმდა. ჯანდაბა! 40 წელი ძალიან შორს იყო და ნეტა მანდამდე თუ გაგრძელდებოდა ჩემი სიცოცხლე საერთოდ?
- ოო, მერე შვილის გაჩენაზე ჩალიჩი მოგიწევს, მაგრამ გაქაჩავ - თვალები დაქაჩა გეგიმ და გვერდზე გაიხედა. მემგონი, ზუსტად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ეგონა, რომ ჩემი გაუთხოვრობით მას გამოვუტანე განაჩენი.
სადილის შემდეგ, ორივენი წასასვლელად გავემზადეთ. გეგის თვალები ისე უბრწყინავდა, ვიცოდი, ან კინოში წასვლას მთხოვდა, ან სადმე სხვაგან და წინასწარვე ავიღე თადარიგი.
- სადღაც მივდივარ, საქმე მაქვს - გამოვაცხადე - დიდი მადლობა, რომ დამეხმარე.
- რას ლაპარაკობ. - გამიღიმა - სად მიდიხარ?
- ლაშიკოსთან.
- მეც წამოვალ და მაგრად მიგატყეპინებ, გინდა?
მის შემოთავაზევას „ეს რა მაკადრე“ სახით შევეგებე.
- მე არასდროს მივდივარ იმასთან საქმის გასარჩევად, ვისთან ჩხუბის უნარიც არ გამაჩნია.
- ძაალიან „აპასნი“ გოგო ხარ. საშიში მინდოდა, რომ მეთქვა, მაგრამ ეს უცხოური ზედსართავი უფრო გიხდება.
- აი ახლა კი ნამდვილად გამაცინე - ვუთხარი გაკრეჭილმა.
- მეც წამოგყვები რაა.
- შანსი არ გაქვს!
- გთხოვ, უბრალოდ გამიყოლე. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვიჯდები ჩემთვის მანქანაში, ჩუმად. ხმას არ ამოვიღებ - მეხვეწებოდა სიცილით.
- კარგი, ჯანდაბას. ისე, მეტი დამაჯერებლობისთვის, შეგიძლია, საჭესთან დამსვა.
- მოსულა - ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გადმომცა - წარმომიდგენია, რა ჭორები აიყრება, როცა ჩემი მანქანის საჭესთან შენ დაგინახავენ.
- არაფერიც არ აიყრება. - კაპიუშონი გადმოვიწიე და შავი სათვალე გავიკეთე - ინტრიგისგან გული შეუღონდებათ, რადგან ვერ გაარკვევენ, ვინ ვარ.
- მშვენიერია. აგწიო თუ კიბე მოგიდგა? - მკითხა, როცა წინა სკამზე აბობღებას ვცდილობდი.
- მე კი არ ვარ დაბალი, ამ მანქანას აქვს ზედმეტად მაღალი „პასადკა“.
- ვიცი, რომ არ ხარ დაბალი. - ჩაეცინა თავისთვის და გვერდით მომიჯდა - ტარება იცი?
- მოიცა, გგონია, რომ მართვის მოწმობა არ მაქვს და საჭესთან მსვამ?
- კი.
- აუხ - ამოვიოხრე. ამას მემგონი, მართლა ვუყვარდებოდი. - სოციალური ქსელი გაქვს?
- კი. ჩემი დამატება გინდა?
- არა, მჭირდება, რომ ლაშა გოცირიძეს მისწერო.
- რა მივწერო? - ისე უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა, ეტყობოდა რომ ხასიათი გაუფუჭდა.
- შენი ნახვა მინდა, კეკელინა ჯაფარიძე ვარ-თქო.
- კარგი.
მომწონდა, რომ ასაკის მიუხედავად, ზოგჯერ ისე ამყვებოდა ხოლმე ბავშვურ თამაშში, გეგონება, ჩემნაირი ჭკუამხიარული ყოფილიყო.
- ალას სახლის უკან, ნახევარ საათშიო, ასე მოგვწერა. ვინაა ალა?
- არ იცნობ - გამეცინა და დათქმულ ადგილას წავიყვანე მანქანა.
- არ მენდობი?? -მკითხა გეგიმ.
- გაგიკვირდება და ცხოვრების ამ პერიოდში, მხოლოდ შენ გენდობი.
- მემგონი, მეც ძალიან გენდობი - ამოთქვა ჩაფიქრებული სახით. გამეღიმა, მაგრამ ტუჩები მოვკუმე, რომ ამ სერიოზულ, ემოციებით დატვირთულ მომენტში სულელივით არ ავხარხარებულიყავი.
მანქანა ცოტა ახლოს გავაჩერე. ლაშა უკვე მისული იყო და სახეზე შეეტყო აღელვება, როცა ამხელა ჯიპიდან გადმოვედი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემი სახლიდან წამოსვლის ამბავი უკვე ყველა ახლობელმა თუ შორეულმა გაიგო, ლაშამ სავარაუდოდ, იფიქრა რომ რამე კრიმინალურ დაჯგუფებას შევუერთდი და ახლა ჩემი საყვარელი ფერი შავი იყო.
- მაგრად ჩაი*ვა სახეზე - ეცინებოდა გეგის.
- ჯერ სად ხარ - ვუთხარი თავდაჯერებით - რაც არ უნდა მოხდეს, მანქანიდან არ გადმოხვიდე.
- კეკელინა მომისმინე - ძალიან სერიოზული სახით შემომიტრიალდა - მის მოკვლას ხომ არ აპირებ?
- არა, თუმცა იარაღი თან მაქვს - ვუპასუხე მეც სრული სერიოზულობით და მანქანიდან გადავედი. წარმომიდგენია, როგორ გვარიანად ავაკანკალებდი.
- რა გინდა კეკელინა? - მკითხა ლაშამ და რაღაცნაირად, გვერდულად შემომხედა. ვერ ვიტანდი, როცა ასე აკეთებდა. თავი მაგარი ტიპი ეგონა ხოლმე, არადა, ადამიანს ეგონებოდა, მაცხენა პროფილი არ უვარდა და მარჯვენას „ამარიაჟებსო“.
- ზოგადად, ქალებთან დიალოგს სხვანაირად იწყებენ! - მივუგე მკვახედ - მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ქალად არ ვითვლები და შენც კაცისა აღარაფერი გცხია, მაშინ მხოლოდ ესეც საკმარისი იქნება - მივუახლოვდი და მაგრად შეკრული მუშტი იმ თავის ლამაზ პროფილში ისე ძლიერად ჩავარტყი, სანამ აზრზე მოვიდოდა, ტკივილისგან დამანჭული ბიჭის შემხედვარე, მეც რიგიანად შევშინდი.
- შენ შ*გ ხო არა გაქ? - დამიღრიალა.
- არა, მაგრამ შენ გექნება თუ კიდევ მოიქცევი არაკაცულად და სანის ორი-ერთზე სცემ - მივუგე და ტკივილისგან თავჩაღუნულს, ყ*ერებშიც მაგრად ამოვცხე.
ამ ყველაფრის შემდეგ, გეგისთან მივირბინე მხიარულად და მანქანაში ჩავჯექი.
- ამ წამს, რაც დავინახე, სინამდვილეა თუ მეჩვენება? - გასულელებული სახით მიყურებდა.
- ჰო. ნუ გეშინია, არავის ეტყვის. ურჩევნია თქვას, რომ ასმა ბიჭმა სცემა, ის კი მარტო იყო და არაკაცულად დაამარცხეს, ვიდრე ერთი გოგოს ცალი ხელით ჩადენილს მიაწეროს.
- კეკელინა! - მითხრა ძალიან მკაცრად გეგიმ.
- ჰო გეგი.
მოულოდნელად, ხელი თმაზე მაგრად ჩამბღუჯა და ისე სწრაფად გამაქანა თავისი ტუჩებისკენ, ვერც კი გავიაზრე, რა ხდებოდა. მთელი ძალით მკოცნიდა, ისეთი ვნებითა და გრძნობით, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიღირდა. ვფიქრობ, რომ ადამიანის მოზღვავებული ემოციებისთვის გასაქანი უნდა მიმეცა. ისედაც ძალიან ხშირად ვახევედბი, ვაკვირვებდი, ვაოცებდი ამ ბოლო დროს, და ახლა, ერთიანად რომ ამოხეთქა, სრულებით ჩვეულებრივი საქციელი იყო.
კისერზე მოვხვიე ხელები და წამით, თავზეც მოვუფათურე, თმას ვეძებდი, უმცა გამახსენდა, რომ ვერ ვუპოვიდი. ჩემს პირში შემოსრიალებული მისი ენის უხეშ, სწრაფ, მაგრამ სასიამოვნო მოძრაობის დინებას საკუთარიც ავაყოლე და ბოლოს ორი გადარეული ადამიანის აღვირახსნილი პირების სექსი გამოგვივიდა.
მე რომ არ გავჩერებულიყავი, გეგი ალბათ სამუდამოდ ასე დარჩებოდა.
- გეყოფა, გეყოფა - გავაჩერე და გამეცინა.
- მაპატიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე.
- ჰო, მივხვდი.
- ბრაზობ?
- არა, დამშვიდდი. არ ვბრაზობ. ჩემი პირვლეი კოცნა ადამიანური და ნაზი არც წარმომედგინა.
- პირველი? - გაოგნდა გეგი.
- ჰო, აქამდე არავისთვის მიკოცნია. მათი ენები ამაზრზენად მეჩვენებოდა.
- ახლა თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ასე მხეცივით მოგახტი.
- ნუ ნერვიულობ. რომ არ მდომობა, ლაშას სახეს დაემსგავსებოდა შენი სახეც - მხიარულად ჩავუკარი თვალი.
- იმ ბიჭს როგორ უქენი ეგ ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. ან ვინ გასწავლა ეგეთი მუშტების ქნევა?
- ვინ და ცხვირზე კეხი ვინც დაგასვა, იმან.
- კაი, გასაგებია. - ჩაახველა უხერხულად და მერე ეშმაკური ღიმილით გამომხედა. - ანუ შენი პირველი კოცნა ვარ?
- ჰო, მაგრამ ძალიანაც ნუ აგივარდება თავში, ერთი კოცნა არაფერს ნიშნავს.
- რა უცნაური გოგო ხარ. მაგას კაცი არ უნდა ეუბნებოდეს ქალს?
- ჩემთან ყველაფერი პირიქითაა. მაგ აზრს რომ ვერ ეგუებოდა აქამდე ვერავინ, იმიტომ ხარ შენ ჩემი პირველი კოცნა.
- რაა? - უკმაყოფილოდ შეიცხადა გეგიმ - ანუ მაგით იმისი თქმა გინდა, რომ ბოლოს მე შეგრჩი?
- არა, ამით იმისი თქმა მინდა, რომ შენ ყველაზე ღირსეული ხარ - გამოვასწორე ჩემი შეცდომა. - და საერთოდ, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა და ძირითადად, ქვეტექსტების გარეშე ვმეტყველებ.
- მაგიტომაც ჩამივარდი გულში - ჩაეღიმა გეგის.
მეც გამეღიმა, მაგრამ ძალიან შეუმჩნევლად.
საკუთარი თავი სახლში მივიყვანე, მანქანიდან მაქსიმალურად შეუმჩნევლად გადავედი, მაგრამ მთელ უბანს ხომ აინტერესებდა გეგის საჭესთან ვინ იჯდა?
მადლობა ღმერთს, სათანადოდ შენიღბული ვიყავი, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც მიცნობდა (თან ისიც ვიცოდი, რომ ჩემს უბანში ყველა თვალი დაკვირვებული იყო).
- შენგან წასვლა არ მინდა - გამომიცხადა გეგიმ.
- რა გაგდებული ქმარივით მელაპრაკები?
- გაგდებული ქმარივით არა, მაგრამ შენზე გადარეული კაცივით კი.
- გინდა, რომ ღამითაც დაგიტოვო? - ტუჩები ვნებიანად მოვილოკე და ნელა მივუახლოვდი.
- რამდენადაც მშვენიერი, მოულოდნელობით აღსავსე ხარ, იმდენად ვიცი, რომ ეგ შეუძლებელია. - მონუსხული თვალებით მიყურებდა ტუჩებზე და ხელით თმაზე მეფერებოდა.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ - ვუთხარი ღიმილით.
- ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ შენს ცხოვრებაში ერთადერთი კაცი ვარ.
მაგრად გამეცინა.
სადარბაზოსთან მივედი და იქიდან გავძახე:
- თავდაჯერებულო ბიჭო, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მხოლოდ ისაა, ვინც ეგ ცხვირი გაგილამაზა და მეორე კიდე ის, ვის გამოც სხვას გავულამაზე ცხვირი.
- მესამე ერთადერთი რომ ვიყო, მაგის შანსი ხომ მაინც მაქვს? - მომაძახა სიცილით.
- დაგაკვირდები - ვუთხარი ხმამაღლა და მაღლა ავვარდი. ძაღლი მარტოობით დასევდიანებული მელოდა.
ისე ვეფერეთ ერთმანეთს, გეგონება, წლების წინ მიტოვებული შვილი ყოფილიყო.
სულ ყურისძირები ვუკოცნე. მაგ ადგილში ყველაზე თბილი და გემრიელი იყო. დანარჩენგან რომ მეკოცნა, იმხელა ბეწვი ჰქონდა, რომ ასე 20 ღერს თითო კოცნისას ჩავყლაპავდი.
- დღეს შენი მამიკო ვნახე - ვახარე სიცილით - და ტუჩებში მაკოცა.

* * *
შემდეგ საღამოს, ნენესთან ერთად ვასეირნებდი აბუს. მიყვებოდა, რომ თავისი შეყვარებული თითქმის დაივიწყა და ახალიც კი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მე კი მოხუცი, ათასგვარ ჭირ-ვარამ გამოვლილი ქალივით მეცინებოდა იმაზე, რომ წინათ ვის გარეშე ცხოვრებაც არ შეეძლო, ახლა ფიქრებშიც კი იშვიათად ჰყავდა.
- ჩემი ძმა მიშლის ნერვებს, მემგონი შეყვარებულია და ყურადღებას აღარავის გვაქცევს. არადა, უკვე ამხელა კაცია, მსგავსი რამ არასდროს დამართნია. ეზოში სეირნობს ხოლმე და რაღაც ემოციურ მუსიკებს უსმენს. დღეს, სახლში რომ მოვიდა, წყლის მაგივრად არყის ბოთლი გახსნა და მოიყუდა. სუნიც ვერ იგრძნო, სანამ დალევდა. არა, წარმოგიდგენია მსგავსი გამოშტერება?
- კიი. ჩემი ძმა სულ ეგეთი დაშტერებულია. მემგონი, ძმები დაგვიშტერდნენ. იცი რა გავიგე? ვიღაც გოგო შეუყვარდა, მისამართი არ იცის და მთელ უბანში მაწანწალა მარტოსულივით დაიარება. - მეც შევჩივლე ჩემი სატკივარი.
- რამდენისაა შენი ძმა?
- ცხრამეტის.
- ჩემი ოცდარვის.
- ანუ შენ უფრო ცუდად გაქვს საქმე.
- ჰო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ვინც უყვარს და ვიფიქრე, რომ კარგი გოგოა და ალბათ ყველას შეუყვარდებოდა. - ამოიოხრა ნენემ.
- რა იყო, შენც ის გოგო ხომ არ შეგიყვარდა?
- ნუ დამცინი ყველაფერზე - მხარი გამკრა ნენემ.
- ჩემი ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს... ნუ, მეორე და მესამეზეც.
- დუპლექსი გაქვს?
- ტრიპლექსი.
- რამ გაგახსენა?
- რა ვიცი, ახლა ალბათ შუქი ჩამქრალი აქვთ და სძინავთ.
- ჰო, ღამის სამ საათზე ჩვენნაირი შტერების გარდა ვის ღვიძავს?
- ჰოდა, სახლში უნდა გამომყვე. - ვუთხარი საკუთარ სიტყვებში არც თუ ისე დარწმუნებულმა.
- სახლში შეპარვა გინდა?
- დიახ.
- რატო?
- არ ვიცი. მინდა, რომ მძინარეებს დავხედო და რეებს ვლაპრაკობ? საშინელი იდეაა - შუბლზე მივიდე ხელი და თვალები მოვჭუტე, რომ ცრემლისგან ამღვრეული გუგები არ გამომჩენოდა.
- ცუდი იდეაა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ უბრალოდ დაბრუნებულიყავი მათთან.
- არა! მათთან დავბრუნდები, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიანი იქნება - ვუთხარი ღიმილით. скачать dle 11.3

№1 სტუმარი სტუმარი shalo

mainc mogashoreb dedamiwas

№2 სტუმარი Katie

აქ ის ხდება რაც მე ვიფიქრე???:დ

№3  offline წევრი BidBif

საოცარი გოგო ხარ ანა❤❤. ძალიან მიყვარს ეს ისტორია❤❤❤ არ ვიცი რა მოხდება შემდეგ თავში, ამის გამო უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელია... უკვე ძალიან მინდა კეკელინა და გეგი❤❤❤. ვგიჟდები შენზე❤❤❤. ველოდები ახალ თავს, უფრო და უფრო მეტი მინდა გავიგო, ცნობისმოყვარე მე...

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
აქ ის ხდება რაც მე ვიფიქრე???:დ

ალბათ ეგ ხდება :დდდ

სალანდერი
კითხვა დავიწყე და ისე მალე დავასრულე შენზეც გავბრაზდი და ჩემს თავზეც...
ყოველთვის რომ ვცდილობ და ვერც ერთხელ ვერ გამოგიზოგე...
სამაგიეროდ გამოგიჭირე ანა
ჰო გამოგიჭირე და მივხვდი
ერთი ამოსუნთქვით წერ იმიტომ რომ მე ერთი ჩასუნთქვით გკითხულობ...

აზრს რაც შეეხება
საერთოდ რაც უფრო იზრდება წაკითხული წიგნების რაოდენობა მით უფრო მცირდება რომელიმე ტექსტით აღფრთოვანების შესაძლებლობაც ზუსტად ამიტომ აღარ მახსოვს, როდის ჩამითრია ბოლოს ასე რომელიმე ავტორმა...
თან მარტო ჩემზე კი არაა საქმე
აი ხო არასოდეს არავისთვის შემირჩევია წასაკითხი მასალა, ყოველთვის ვამბობდი რომ კითხვის მზა რეცეპტი არ არსსებობს ადამიანების განსხვავებული ინტერესების გამო თუმცა ნებისმიერ ადამიანს შემიძლია (შე)ვურჩიო შენი თავი... იმიტომ რომ ზუსტად ვიცი თუ ვინმეს არ მოეწონები მაგარი ბანძი და შაბლონური როჟაა რომელსაც გონია რომ მწერალს ათტომეულები და ასოთხმოცწლიანი ისტორია უნდა უმაგრებდეს ზურგს საუკეთესოობისთვის....

რატომ "ჩავიციკლე" ასე შენზე? (მერამდენედ უნდა ჩამოვწერო ეს სია რომ განახლება და ჩამატება აღარ მომიწიოს) აწ უკვე მრავალჯერ ჩამოთვლილთან ერთად კიდევ აღმოვაჩინე რომ
თბილი ხარ, გულწრფელი, დამაჯერებელი, რეალისტი, პირდაპირი და ამბიციური... ამას გარდა
იმიტომ რომ თითოეულ ისტორიაში კი არა თითოეულ ფრაზაში შენ ხარ...
უფრო სწორად ის ენ ჯეინია ემოციების ქარიშხალს რომ მიშლის, ყველა ნერვულ დაბოლოებას რომ ეხება, ტვინზე რომ ყველაზე მაგარი ნარკოტიკივით მირტყამს, არაფრის მომცემი ფრაზით რომ ყველაფერს მიხსნის, ყველაზე გასაგებ ენაზე რომ მელაპარაკება და მისი მსოფლმხედველობა მარტო მისი ცხვირის ირგვლივ რომ არ ტრიალებს...
გამუდმებით მაღლა რომ მიიწევს და ვიცი ფეხი არ დაუცდება...
ან თუ დაუცდება ფეხზე დაიკიდებს და თავიდან დაიწყებს ყველაფერს (ყველა ვერ მიხვდება ამით რისი თქმა მინდა მაგრამ არც არის საჭირო შენ რომ მიხვდები ზუსტად ვიცი და მე შენთვის ვწერ)
ჰო ისე მარტო ტვინში კი არა გულში და სისხლშიც მაგრად ურტყამ... ძალიან მაგრად...

მომწონს რომ გამუდმებით ზღვარზე "დატანტალებ".. ჰო ზღვარზე
მორალურობის და ამორალურობის!
სიყვარულის და სიძულვილის!
მგრძნობიარობის და ფრიგიდულობის!
რეალისტობის და მეზღაპრეობის!

მწერალი საოცრება ხარ! (ცოტა უაზრო სიტყვათა შეთანხმება თუ არის დავიკიდოთ, ამ ბოლო დროს მთელი ჩემი თეორია იმის შესახებ რომ აზრს ყოველთვის სწორად ვაყალიბებ თავზე ჩამომამხე )

იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის იმდენი რამის რომ ზოგჯერ მგონია თავს მოგაბეზრებ... რატომ გწერ ამდენს იცი? ამასაც მივხვდი ჰოდა გეტყვი ბარემ... (თუ მობეზრებაა მობეზრება იყოს)
აქამდე არასოდეს მქონია საშუალება ჩემი საყვარელი მწერლებისთვის პირდაპირ გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება... რატომაც არ მქონია ეს შესაძლებლობა რთული მისახვედრი არაა ალბათ... მათი უმეტესობა ცოცხალი არაა და ვინც ცოცხალია ჩემი აზრის მოსასმენად არ ჩამოვა აქ :დ
ჰოდა იმას გეუბნებოდი პირველად მეძლევათქო საშუალება ჩემს საყვარელ მწერალს "პირისპირ" გავუზიარო ჩემი განცდა ემოცია თუ რაც ქვია და ვუთხრა რამდენად მაგარი ვინმეა... ამიტომ ამიტანე რაა ❤
ჩემი ერთერთი საყვარელი მწერალი ხარ შენ ზოგადად ❤
თორემ საიტზე რომ ერთადერთი ხარ რად უნდა მაგას ბევრი "ბაზარი" ❤

შენი ყოველი კომენტარის შემდეგ სურვილი მიჩნდება ხოლმე რომ რაღაც დიდი და საოცარი პასუხი გაგქცე, მაგრამ აი რამდენჯერ ჩამაგდებინე ხმა, ენა გადამაყლაპინე და ამატირე, ვერ გეტყვი.
ძალიან ბედნიერი ვარ. მითუმეტეს, თუ ოდესმე გავხდები მწერალი და ჩემი მოღვაწეობის დასაწყისს გავიხსენებ, პირველი შენ იქნები ჩემს გონებაში. გამაშიშვლე, გამშიფრე(გამთანგე და გამტყიპე) და ყველაფერი ისე წაიკითხე, როგორც საჭირო იყო. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ვიღაც მართლა ისე კითხულობს ამ ყველაფერს, როგორც დავწერე.
სანამ შენ იარსებებ, ენ ჯეინიც იარსებებს <3

№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
ენ ჯეინი
თუ ოდესმე გავხდები მწერალი

ეს აღარ თქვა

ენ ჯეინი
ჩემი მოღვაწეობის დასაწყისს გავიხსენებ, პირველი შენ იქნები ჩემს გონებაში

ეს თქვი :დ

და საერთოდ მიყვარხარ მე შენ ❤
ძაან კი არა და ძალიან მაგარი ვინმე ხარ რაა ❤

და დღეს არ გაგახსენდი რომ გეთქვა დავდეო ახალი :ფ
ჩემით ვნახე პოსტი :დ

ვაიმე, გასაჩეჩქვი მაქვს თავი :დდდ
ერთი ჩემი მიჯნურის პოსტებზე მაქვს ხოლმე ასეთი ემოციური რეაქციები და მეორე შენ კომენტარებზე <3

BidBif
საოცარი გოგო ხარ ანა❤❤. ძალიან მიყვარს ეს ისტორია❤❤❤ არ ვიცი რა მოხდება შემდეგ თავში, ამის გამო უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელია... უკვე ძალიან მინდა კეკელინა და გეგი❤❤❤. ვგიჟდები შენზე❤❤❤. ველოდები ახალ თავს, უფრო და უფრო მეტი მინდა გავიგო, ცნობისმოყვარე მე...

უღმერსი მადლობა ჩემო საყვარელო <3
მეც ვგიჟდები შენზე და მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს შეფასებებს. ❤❤

№6  offline წევრი GentleWoman

რისთვის გვამზადებ?? რატომ იქნება ყველაფერი გვიანი?? რატომ არ უნდა გაგრძელდეს 40 წლამდე კეკელინას სიცოცხლე?? რატომ გამოჩნდა მანდამაინც ახლა ნენეს ცხოვრებაში ვიღაც ახალი ობიექტი ისევე, როგორც სანის ცხოვრებაში?? შენ ხომ ჰეფი ენდით ამთავრებ ყველა ისტორიას.. ეს იქნება გამონაკლისი??? არ მინდა!!!
საოცრად მომწონს , რომ ყველა შენი მამაკაცი პერსონაჟი, ძლიერები, ამაყები, იმ ერთადერთის წინაშე საოცრად დამყოლები,მოდრეკილები და "რბილები" არიან

№7  offline წევრი ბელუ შეროზია

მაგიჟებ სხვა რავთქვა?? სასწაული თავი იყოო heart_eyes აი არმყოფნის და არმყოფნის ხოლმეე

№8  offline წევრი ქეთიtaisia

ვაუუ, ძალიან მაგარი იყო????
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ❤
დაა იმედია ცუდად არ დაამთავრებ ხოოო?? :)????
მიყვარხარ მე შენ!!!❤❤❤
ველი ახალ თავს????❤

№9  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

რაღაცნაირად იდუმალი ისტორიის შთაბეჭდილებას მიტოვებს და ეს ძალიან, ძალიან მომწონს relaxed heart_eyes
სასაცილო და ძალიან საყვარელი წყვილი გყავს კეკელინასა და გეგის სახით, ღიმილი არ მომშორებია კითხვისას heart_eyes
ყოველთვის ახერხებ იყო განსხვავებული და საინტერესო, არასდროს დაკარგო ეს თვისება არც პირად ცხოვრებაში და არც ისტორიების წერისას.
ძალიან მაგარი ხარ!

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

GentleWoman
რისთვის გვამზადებ?? რატომ იქნება ყველაფერი გვიანი?? რატომ არ უნდა გაგრძელდეს 40 წლამდე კეკელინას სიცოცხლე?? რატომ გამოჩნდა მანდამაინც ახლა ნენეს ცხოვრებაში ვიღაც ახალი ობიექტი ისევე, როგორც სანის ცხოვრებაში?? შენ ხომ ჰეფი ენდით ამთავრებ ყველა ისტორიას.. ეს იქნება გამონაკლისი??? არ მინდა!!!
საოცრად მომწონს , რომ ყველა შენი მამაკაცი პერსონაჟი, ძლიერები, ამაყები, იმ ერთადერთის წინაშე საოცრად დამყოლები,მოდრეკილები და "რბილები" არიან

სამწუხაროდ, წინასწარ ვერაფერს გეტყვი ჩემო კარგო, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, იმედს ვიტოვებ, რომ გაგაოცებ <3

ბელუ შეროზია
მაგიჟებ სხვა რავთქვა?? სასწაული თავი იყოო heart_eyes აი არმყოფნის და არმყოფნის ხოლმეე

უღრმესი მადლობა <3

ქეთიtaisia
ვაუუ, ძალიან მაგარი იყო????
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ❤
დაა იმედია ცუდად არ დაამთავრებ ხოოო?? :)????
მიყვარხარ მე შენ!!!❤❤❤
ველი ახალ თავს????❤

მეც ძალიან მიყვარხარ <3
იმედია, ცუდად არ დავამთავრებ :დდდ

TeddyBear
რაღაცნაირად იდუმალი ისტორიის შთაბეჭდილებას მიტოვებს და ეს ძალიან, ძალიან მომწონს relaxed heart_eyes
სასაცილო და ძალიან საყვარელი წყვილი გყავს კეკელინასა და გეგის სახით, ღიმილი არ მომშორებია კითხვისას heart_eyes
ყოველთვის ახერხებ იყო განსხვავებული და საინტერესო, არასდროს დაკარგო ეს თვისება არც პირად ცხოვრებაში და არც ისტორიების წერისას.
ძალიან მაგარი ხარ!

ძალიან მიხარია, რომ მოგწეონა. მართალი ხარ, ვცდილობ იდუმალება შევინარჩუნო, რადგან საბოლოო ჯამში, მაინც არის რაღაც იდუმალური ჟანრისკენ გადახრილი მიუხედავად იმისა, რომ არც ფენტეზია და არც მისტიკა.
დიდი მადლობა, რომ ჩემს მკითხველად რჩები, ძალიან ამაყი და მოხარული ვარ ამით!

№11 სტუმარი ტატუკა20

აუუ აქ რა ამბავი ხდებაა. ნენე აბულაძის დაა ხო? და კემეს ძმას ნენე უყვარს :))))))) ვაიმეეე ნეტა რა მოხდებააა? კეკემ კარგად იმუშავა და კი გამოაშტერა ამხელა კაცი.აუუ ცოტა გაზარდე რა თავები და მალმალე დადე რაა დამელია სული.ძაან მომწონს შენი ისტორიები ენჯეინ მაგარი გოგო ხარ.

№12  offline წევრი ბელუ შეროზია

როდის დადებ შემდეგს? sweat

№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტატუკა20
აუუ აქ რა ამბავი ხდებაა. ნენე აბულაძის დაა ხო? და კემეს ძმას ნენე უყვარს :))))))) ვაიმეეე ნეტა რა მოხდებააა? კეკემ კარგად იმუშავა და კი გამოაშტერა ამხელა კაცი.აუუ ცოტა გაზარდე რა თავები და მალმალე დადე რაა დამელია სული.ძაან მომწონს შენი ისტორიები ენჯეინ მაგარი გოგო ხარ.

აბა ახლა მაგ ყველა კითხვაზე თუ გიპასუხე, მაშინ რა აზრი აქვს წაკითხვას? :დდდ
ამ ყველაფერს, გაიგებ შემდეგ სერიაში heart_eyes

ბელუ შეროზია
როდის დადებ შემდეგს? sweat

დღეს ჩემო საყვარელო <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent