შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (დასასრული)


20-02-2018, 18:48
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 479

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (დასასრული)

- ორ დღეში მიდიხარ, მგონი დროა გაარკვიო ნიკას ამბავი
- რაღა დარჩა გასარკვევი?
- ამას უშველეთ ვინმემ, ნიკა ბაბნიკიათქო რო გეუბნები და არ გესმის, მინდა რომ დარწმუნდე
- აუუუ, ტვინს ნუ ჭამ რაა
- რა აუუ, რა აუუ, ხომ იცი არ მოგეშვები სანამ არ გაარკვევ
- არც მქონდა იმედი რომ მომშორდებოდი
მართლა საჭირო იყო გამერკვია ნიკას ბაბნიკობის ამბავი. ლიზას ვთხოვე და ამჯერად მე და ლიზა ჩავედით, ჩვენი ჯერი იყო დღეს. სახლში ვიჯექით, ნიკას ტელეფონი ავიღე, ბლოკი არ ედო, რატომღაც ეს უკვე იმის ნიშნად მივიღე რომ ბაბნიკი არ იქნებოდა. მესენჰერში შევედი და რას ნახავ უკეთესს. " ჩემი ლამაზი" "სიკვანუნი" " მარიკოოო" " ნინუცაა" " ქეთათოო" და ასე დაუსრულებლად. მომენტი არ გავუშვი ნიკა გვერდით ოთახში იყო, ლოზა და გიო კი ჩემთან, მეც რაც შემეძლო ხმამაღლა დავიწყე
- ჩემი ლამაზიი, ქეთათოო, ნინუცააა, სიკვანუნიი, მშვენიერ.. - გვერდითა ოთახიდან ბრახუნის ხმა გაისმა
- ვიღაცა იმაზე ბაბნიკი ყოფილა ვიდრე მე მეგონა - შურისძიების დროა, ბატონო ნიკა მიფრთხილდი
- ჩემი ტელეფონი დადე
- გამოდი და აიღე, ოღონდ ჯერ მაცადე, ჩვენო ადეკვატურო ჟიური - ლიზას და გიორგის მივმართე- ახლა მე წავიკითხსვ ნაწყეტს ბაბნიკი რომეოს და დებილი ჯულიეტას პოემიდან. - დავიწყე "ჩემი ლამაზისა" და ნიკას მესიჯების კითხვა - ვუაიმე რა საკვარელი ხაარ; კაი გაჩეე; რას მორცხვობ რა იყო მართლა ლამაზი ხარ; პასუხად კოცნის სმაილები მიიღო; საკვუალელოოო . - ტელეფონი მთელი ძალით გამომგლიჯეს ხელიდან, მე ნასიამოვნები სახე მივიღე, არადა შიგნიდან ვიწვებოდი, თითქოს ადუღებული წყალი გადაესხათ ჩემთვის მაგრამ არ ვაპირებდი ამის ნიკასთბის ჩვენებას. - პატივცემულო ჟიური ვინაიდან ჩვენი მთავარი პერსონაჟი ბაბნიკი ნიკა შემოკლებით ბაბნიკა, მწყობრიდან გამოვიდა, ასე რომ გთხოვთ უპასუხოთ შეკითხვას: ნიკა ბაბნიკია თუ არა?
- მოვითათბირებთ. - გიორგიმ თავი გაწია ლიზასკენ ვითომ ჩურჩულებდნენ, მერე ფეხზე წამოდგა და მე მომმართა - ქალბატონო წამყვანო, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ ამ თემაზე, და მინდა გითხრათ რომ დიახ, ნიკა ბაბნიკია.
- მივულოცოთ მეგობრებო, მივულოცოთ
- ბაბნიკი არ ვარ
- ძააააალიან ცუდი განაცხადია
- "ჩემი ლამაზი" დაქალია, "ნინუცა" დაიკო, "ქეთათო" ჩემი დაა
- მე გავაგრძელებ " სიკვანუნი" დეიდაშვილის ცოლია, სიხარული ბიცოლაა, მშვენიერება მეზობლის ბავშვია და ჩვენი რომეო "ბაბ-ნიკა" არაა ასეა ხომ?
- ზუსტად
- აღიარე რო ბაბნიკი ხარ
- არ ვარ
- ხარ
- არ ვარ
- ხარ
- არ ვარ
- ხარ
- ჰეი, ხოარ დაგტოვოთ, მაინც, ოჯახური კონფლიქტია, არაუშავს, ყველა ოჯახში ხდება ხოლმე ეგეთი პატარა წაკამათევები, მთავარია გულთან არ მიიტანოთ. - ამას ისეთი სერიოზულობით ამბობდა, ყველას სიცილი აგვიტყდა. კარგი ვთქვათ ნიკა ბაბნიკია, მე რატო ვდარდობ, რატო გავბრაზდი???
- აუ ამას რამხელა ენა აქვს, ჩემი ძმა კიარა ჩემი დაა
- სად გავიცინო?
- გოგოები არიან და სირცხვილია, თორე მე გაგაცინებდი შენ კარგად
- გოგოებს ვუმადლოდე ხო?
- კაი, გაჩერდით, ახლა ეს მითხარით ბურთი გააქვთ?
- დაფუშულია
- მერე გავბეროთ
- არ მაქ ნემსა, თორე ვინ გააჩერებდა დაფუშულს
- მაშინ ვიშოვოთ
- ვის ექნება ახლა აქ ბურთი, არავის არაა აქ
- ღადაობ? ამხელა სოფელში ბურთი არა გაქვთ? ძმაკაცები არ გყავთ აქ? იმათ ექნებათ
- გოგოო, ყრუ ხოარ ხარ არ აქვთ მეთქი
- მაშინ სტადიონზე წავიდეთ, თუ არის რათქმაუნდა
- სტადიონზე რა გინდა ბურთი არ გვაქ, წადი სიცხე გაიზომე
- ერთი წუთი რაა, სიცხე გავიზომო კიარა, მგელობანა ან რამე ვითამაშოთ, რა ზარმაცები ხართ, ასე სახლშიც კი ვიჯექი
- აუ ხოო რა მართლა ავიდეთ სტადიონზე - მოსიარულე პოზიტივი გიორგი კვლავ ჩემს მხარესაა
- ანი, რა გვინდა სტადიონზე - ძალები გათანაბრდა, ლიზა ნიკას მიემხრო
- ნტ, არა რაა, რო ვამბობდი კაი წყვილი იქნებოდითთქო რომელი მხრიდან მხვდებოდა ვერც ვგებულობდი - მე და გიორგი ასე თუ ისე მტკივნეულ თემას დავუბრუნდით
- ოოო, მოკეტეთ ახლა, და წავიდეთ სტადიონზე. - როცა იცი ადამიანმა როგორ უნდა მიუდგე საქმეს, მეტი არაფერი.
მე და ნიკა კვლავ ერთად მივდიოდით.
- ჰოო მართლა ახალი ჭორები რო აცარდა იცოდით?
- რა ჭორები?
- ორი ჭორი ავარდა, ერთი ცუდია მეორე უარესი
- უარესით დაიწყე
- ნიკა და გიორგი გოგოებს სახლში აკითხავენ და კუდში დასდევენო
- კიდე კაი პირიქით რო არ თქვეს, ახლა მეორე გვითხარი
- ნიკაო იმ სტუმარ გოგოს ცუდათ დასდევსო, ხო ხვდებით რა, ამათმაც გაგიგეს
- აუ, ვერ ვიტან ჭორიკანა ხალხს რაა, აი ყველაზე მეტად რაც მეზიზღება - ნერვებზე მთხრის ასეთი ხალხი
- ვინ თქვა?
- არ ვიცი
- აბა შენ ვინ გითხრა? - როგორც ჩანს ნიკა მართლა ძაან გაბრაზდა.
- კაი დაწყნარდი, დებილი ხალხის გამო რატო იშლი ნერვებს. - ეს ვუთხარი და გულზე ხელი დავადე.
- დედამ მითხრა ქალები ლაპარაკობენო.
- თქვენ წადით და მეც მოვალ მერე
- კაი რა, ერთი საათი რას წყვეტს, მერე გაარკვიე. - ძაან ბევრი მახვეწა რო წამოსულიყო, თუმცა მაინც არ წამოვიდა.
მოკლედ მინდა გითხრათ საბაზე. საბა არის ჩემი მეგობარი, დაბადებიდან ვიცნობ, ბავშვობის მეგობარია, მაგრამ, ნუ ერთი პერიოდი ( წელიწადზე მეტი) მოვწონდი, ნუ ვუყვარდი რაა, ეს დაახლოებით 4-5 წლის წინ. მაგრამ დღემდე აწვალებენ ხოლმე ჩვენი საერთო ნაცნობები. ხშირად მეხმიანება ხოლმე ინტერნეტით, და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ეს საკმარისია იმისთვის რომ თხრობა გავაგრძელო.
ავედით სტადიონზე, ძალიან დიდი ადგილი იყო, იმ დღეს ჩავიცვი მოკლე კაბა ჩემდა საუბედუროდ, ნუ მაინც ბევრი ვირბინე.
- მაგარი რაღაცა მოვიფიქრე, ახლა ვითამაშოთ გაშეშობანა და ვინც წააგებს ვინმეს გაეღადაოს ვითომ უყვარს.
- აუ ხოოო
- აუ რას ვიღადავებთ,
- მიდი დავიწყოთ მაშინ
როგორ კარგადაც ჯოკერს ვთამაშობ, ზუსტად ისე დავრბივარ, ასე რომ მე წავაგე. ნუ საბაზე შევაჩერე არჩევანი. მოკლედ მინდა გითხრათ საბაზე. საბა არის ჩემი მეგობარი, დაბადებიდან ვიცნობ, ბავშვობის მეგობარია, მაგრამ, ნუ ერთი პერიოდი ( წელიწადზე მეტი) მოვწონდი, ნუ ვუყვარდი რაა, ეს დაახლოებით 4-5 წლის წინ. მაგრამ დღემდე აწვალებენ ხოლმე ჩვენი საერთო ნაცნობები. ხშირად მეხმიანება ხოლმე ინტერნეტით, და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ეს საკმარისია იმისთვის რომ თხრობა გავაგრძელო. ონლაინ იყო, მეც მივწერე.
- ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლევ, მაპატიე, აქამდე რომ ვერ დაგაფასე, მიყვარხარ, სულ მიყვარდი, უბრალოდ მეშინოდა ამის აღიარების
- კაი რას მეღადავები
- არ გეღადავები, მართლა არ გეღადავები
- აბა, რას შვები
- რატო მტკენ გულს, უბრალოდ შეგიძლია მითხრა პირდაპირ გამოგვივა რამე თუ არა
- არა არაფერი გამოგვივა
- რატოოო :(((
- იმიტო რო სხვა მომწონს სხვაა
- ვინ არის ეგ სხვა? კარგი რა არაა გთხოვ ეს არ ფამიკეთო
- რა უნდა გაგიკეთო, რა მოწიე ასეთი გოგო
- რა უგულო ადამიანი ხარ, ვილაპარაკოთ ტელეფონის ნომერი მომეცი
- მესენჯერიდან დარეკე ნომერს არ მოგცემ
- დაგირეკავ
- ვერ დაგელაპარაკები
- რატოოოო?
- იმიტო რო მარტო არ ვარ
- მერე სხვა ოთახში გადი,
- ვერ გავალ
- ტუალეტში მაინც შედი, უბრალოდ შენი ხმია გაგონება მინდა
- ვერააა
- რატოოოო
- აბაზანას ვიღებ
- ორი წამით შეგიძლია დამელაპარაკო, მეტა არ გთხოვ
-ვერააა შიშველი ვაარ - ჩავკვდით სიცილით, ვერც ერთი ვეღარ ვსუნთქავდით, მართლა ყველაფერს მოველოდით მაგრამ ამას არა, აი ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხმაზე ვიცინოდით ყველა, ცრემლების მოწმენდასაც ვერ ვახერხებდით.
- კაი, ნომერი მომეცი მერე დაგირეკავ
ნომერი ჩავიწერე, სიცილი ვერ დავამთავრეთ, ქცემოთ რომ ჩამოვედით და ნიკამ ასეთები დაგვინახა გაუკვირდა, თვითონ არ იყო სიცილის ხასიათზე და, ჯერ კიდე ვტიროდით სიცილისგან.
- რა გაცინებთ? - ამაზე თავიდან ჩავბჟირდით, რა იყო ამაში სასაცილო მაგრამ მაინც. ჩვენს შორის ყველაზე ადეკვატურმა ლიზამ მოახერხა ტელეფონის ნიკასთვის მიცემა, ჩვენ კიდევ ვიცინოდით ნიკამ რომ კითხვა დაამთავრა.
- ვინაა ეს დებილი
- ბავშვობის მეგობარი
- ამას ახლა გონია რო მოგასვათ, ახლა ნახავს ვინ ვის მიასვამს
- რას აპირებ? - გიორგის გაეხსნ გონება
- შეეშვი რაც იმან მოგვწერა ეგ იმაზე უარესს არ იზამს, - არ მაინტერედებდა ნიკა რას იზამდა, მართლა მეკიდა. ავთოს დაურეკა და ხმამაღალზე ჩართო.
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს
- შენ რა პრობლემა გაქვს ძმაო ანისთან
- არაფერი, მე რა პრობლემა მაქვს
- აბა რა იყო, როგორ წერ გოგოს ბიჭო
- და შენ ვაბშე ვინ ხარ? - ამ კითზვას არ ველოდით, უნდა მეთქვა ბიძაშვილი უთხარითქო როცა ნიკამ უთხრა:
- შეყვარებული ვარ ანისი
- მერე რატო მირეკავ
- იმიტო რო დებილი ბიჭი ხარ, რა შიშველი ხარ, შენ ბიჭო ში* ხოარ გაქ, ეგ გოგოს დამცირება და უპატივცემულობაა ბიჭო
- თვითონ დამიწყო რაღაცეები, ჩემთან რა გინდა
- რა რა მინდა, ვერ მიხვდი რო გეღადავებოდა ბიჭოოო? მოს გვერდით ვიჯექი როხა გწერდა
- რატო მომწერა მერე საერთოდ? რა უნდოდა რას მწერდა?
- ანუ ანის ბრალია ?
- ანის ბრალი არაა
- მომისმინე ახლა, და კარგად დაიმახსოვრე, სანამ ვინმეს რაიმეს მიწერ კარგად დაფიქრდი, და ეს ბაზარი სადმე არ გაიასნდეს გაიგე?
- კაი გავიგე ბრატ
- ბრატს ნუ მეძახი შენი ძმა არ ვარ
- იზვინი ბრატ, აუუ, ხო კაი კარგად
სიცილის კიდევ ერთმა ტალღამ გადაგვიარა.
- ასეთ დებილებს სად ნახულობ?
- რავიცი, თვითონ მნახულობენ.
იმ დღესაც კარგად გავერთეთ, მეორე დღეს მივდიოდი ასე რომ ნიკას და გიოს დავემშვიდობე. ცუდი შეგრძნება იყო.
დილას 6_ის ნახევარზე დარეკა მაღვიძარამ, ტანსაცმელები ჩალაგებული მქონდა, ასე რომ არ მიჩქარია. ავიზლაზე ლოგინიდან, თვალები არც გამიხელია ისე ჩავიცვი კომბინიზონი, ხუთ წუთში მოვწესრიგდით და მანქანაში ჩავჯექით. ქალაქამდე ჩასასვლელად ალბათ ერთ საათზე მეტი იყო საჭირო, მე ყველანაირი კომფორტი მქონდა დასაფიქრებლად, გარეთ წვიმდა, ბუნებაში მივდიოდით და ყურსასმენებიდან მშვიდი მუსიკა ჟონავდა. არაჩვეულებრივი შერწყმაა. მთელი გზა განვლილ ორ კვირაზე ვფიქრობდი, ასე რომ მთელი გზა გაღიმებულმა გავიარე.
ქალაქში რომ ჩავედით, გვითხრეს რომ იმდენად ადრე იყო რომ ორი საათი კიდე უნდა მოგვეცადა სანამ ის მარშუტი დაიწყებდა ტრანსპორტირებას რომელსაც ჩვენ ჩემი ბებიის და ბაბუის სახლამდე უნდა მივეყვანე. მართლა ჩემი ბებიის და ბაბუის სახლის გვერდით დგას ლიზას სახლიც, ქალაქიდან ამჯერად სხვა სოფელში უნდა წავსულიყავით, შორიც არაა ალბათ 15 კმ თუ იქნება დაშორება, ან რანაირი სოფელია, ეს სოფელი სოფელს მხოლოდ იმით ჰგავს რომ აქაც აქვთ ყანები და ჰყავთ შინაური ცხოველები, დანარჩენი აქაურობას სოფლის არაფერი აქვს. ახლა გავაგრძელებ, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ სკვერში გაგვესეირნა, ასეც მოვიქეცით. და რა იქნებოდა იმაზე უკეთესი ვიდრე სკვერში ნიკას დანახვაა, თითქოს იცოდა რომ იქ წავიდოდით. თუმცა ამ ყველაფრის გაფუჭება არაფერს შეუძლია საშინელ თავის ტკივილზე მეტად. მე აფთიაქში გავედი წამლის საყიდლად, ცოტა შორს იყო აფთიაქი, ჩემდა სამწუხაროდ გაწვიმდა, ახლა უკვე გავრბოდი, აფთიაქი შორს იყო. როგორც იქნა მივაღწიე და წამალიც ვიყიდე. სამაგიეროდ ცალი ფეხსაცმელო გავაფუჭე, სიარულში ცოტათი მიშლიდა ხელს მაგრამ ცოტას არაუშავდა, მერე იქვე გადახურულში ნიკა და ლიზა დავინახე და იმათკენ წავედი, გზა ისწ გადავჭერი არც კი გამიხედია მანქანებისკენ, კინაღამ მანქანამ დამარტყა, თუმცა კინაღამ არ ითვლება, ნიკასთან და ლიზასთან მივედი თავიდან ფეხებამდე გაწუწული.
- აბა რა ქენით კარფად გამჭორეთ? ხალი მაქვს ზურგზე და ეს თქვით თუ შეგახსენოთ
- ვთქვით ანი, ვთქვით
- იტყოდით აბა რას იზამდით, მთელი ქალაქი შემოვირბინე აფთიაქის ძებნით
- რას ეძებდი აგერ არაა აფთიაქი? - არ დავკვირვებივარ რომ ნიკა და ლიზა აფთიაქის წინ იდგნენ
- ჯანდაბა მე კიდე მაინცდამაინც პეესპეში შევედი, მოვკვდი რაა, უუუფ
-კაი რა უჭირს, ახლა მთავარია მანქანამდე მივიდეთ,
ისევ სირბილით მივედით მანქანამდე, ორივე ფეხსაცმელი გამიფუჭდა, და ამხელა ქალაქის ცენტრში ვიდექი თაბიდან ფეხებამდე გაწუწული, ფეხსაცმელებით ხელში, უკეთესს რას ნახავ ადამიანი.
ბევრი წვალებით მოვაღწიეთ სახლამდეც, იმ დღეს რათქმაუნდა ლიზა ჩემთან გადმოვიდა და რა თქმაუნდა სალაპარაკო თემა ნიკა იყო.
- გოგოო, იცი დღეს მე და ნიკა რაზე ვლაპარაკობდით სანამ შენ აფთიაქი დალაშქრე?
- ჩემზე რათქმაუნდა
- ეგ ხოო, მაგრამ უფრო კონკრეტულად?
- ეგ მე რა ვიცი, მიდი მომიყევი ახლა
- ნიკას უყვარხარ
- კაი ხოარ ღადაობ გოგო
- რას ვღადაობ არ გჯერა?
- ნწ
- მე დამაბაეა უთხარი რო რაღაცა მაქ სათქმელიო კითხე რა უნდა გეთქვათქო და გეტყვის თვითონ, ოღონდ არ უთხრა რო გითხარი თორე მომკლავს
- კაი
__________________________________________
- რას შვები?
- რავი არაფერს შენ?
- რავი, ლიზამ მითხრა ნიკამ რაღაცა უნდა გითხრასო და რა უნდა მითხრა
- ისეთი არაფერი
- ოოოჰ, კაი რააა, რა ისეთი არაფერი, მითხარი ახლა
- მერე გეტყვი
- გაგებუტები იცოდე
- ჰოო კაი კაი
- მიდი მითხარი
- მიყვარხარ
- ___________
- ჰეი, აქ ხაარ?
- _____________
- ანიიი, აქ ხააარ?
- ___________
- კაი, რა რამე მომწერე
- ____________
- არ უნდა მეთქცა საერთოდ
- არა, უნდა გეთქვა
- შენ რას ფიქრობ ჩვენზე
- მე არ მიყვარხარ, თუმცა მომწონხარ, თან ძალიან
- ეგ უკვე კარის ნიშანია
__________________________________________________
- ლიზა, გამომიტყდა
- ვააა, რაო?
- მიყვარხარო რაო და
- მერე შენ რა უთხარი
- მე არ მიყვრხარ მაგრამ მომწონხართქო
- აუუუ, რა საყვარლები ხააართ
- ძაააალიან
და ამ დროს ყველაზე საშინელებარაც შეიძლება მომხდარიყო, ის მოხდა. ბიძაჩემაა გამოაბიჯა ოთახიდან, ჩვენ აივანზე ვიჯექით, და იმ ოთახის კარები ღია იყო, და თავისთავად ანდრიამ ყველაფერი გაიგონა. (ანდრია ბიძაჩემია, ძააალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს, შესაშური, მაგრამ სულ ვჩხუბობთ ხოლმე, ახლა ეს გაიგონა, დარწმუნებული ვარ არავის ეტყვის, მაგრამ სულ გამაწვალებს). ეს საშინელებააა. ახლა ამას ვინმე გააჩუმებს?
- პრივეტ გოგოებო - ისე უდარდელად მოგვესალმა თითქოს ორი წუთის წინ სხცას გაეგონოს ჩვენი ლაპარაკი.
- გაგიმარჯოს - მივუგდე რასაც ქვია
- რა იყოთ რა სახეებოი გაქვთ კაცი მოკალით?
- არა, ახლა მოვკლავ - ამის თქმა იყო და შევახტი, ორივე წავიქეცით, ბევრი ვიჭიდავეთ, ნუ ბოლოს ლიზამ გაგვაშველა.
- ანიიი, რა პატარა ბავშვივით იქცევი
- არაფერიც, კიდე მე ვიქცევი პატარა ბავშვივით? ჩუმად ლაპარაკის მოსმენა ბავშვური საქციელი არაა?
- ჩვენ თვითონ დავჯექით აქ, იმას რას ერჩი,
- მერე ვერ გამოყო თავი და ვერ გვითხრა ჰეი მეც აქ ვარო?
- შენ მოიქცეოდი ეგრე, ანდრიაზე ეგეთი რამე რო გაგეგო
- მოვიქცეოდი
- ანიიი
- ჰოო, კაი არა , არ მოვიქცეოდი ეგრე, ეგ სადისტია
- გოგო ბიძაშენია
- ჰოო? ბიძაჩემი არ იყო აივნიდან რომ ფეხებით დამკიდა? მაშინ ბიძაჩემი არ იყო, ჩემი ფეხსაცმელი ხის კენწეროზე რო აიტანა და იქ ჩამოკიდა? მაშინ არ იყო, შავები რო ჩაიცვა სახე რო დამალა და რო გაითამაშა ჩემი გატაცება? მაშინ რა დღეში ვიყავი, გული გამიხეთქა.
- ჰოო, მაგრამ მასე მაინც არ უნდა ილაპარაკო
- მართალი ხარ, უარესის ღირსია
- კაი დამშვიდდი, ხომ იცი რომ, არავის არ ეტყვის
- კიი ეგ ვიცი მაგრამ სადაც მარტო დამიჭერს ყველგან წამომაძახებს
- მაგას აიტან როგორმე
- ჰოო
რამდენიმე კვირის განმავლობაში მე და ნიკა გვიანობამდე ვმესიჯობდით. ერთ დღეს კი დილას ზარი მაღვიძებს.
- ჰოო მა, მძინავს მერე გადმორეკე. - ტელეფონისთვის არც დამიხედია, სულ მამიკო მირეკავს ხოლმწ ასე ადრე, უკვე გათიშვას ვაპირებდი როცა ნაცნობი ხმა გავიგონე
- მამაშენი ვიყავი და ამას მიმალავდი?
- ოოჰ, ნიკა ამ დილა უთენია ვის გაუგია დარეკვა
- რა დილა უთენია გოგო, ლიზამ რომ მითხრა ანის გვიანობამდე ძილი უყვარსო, მაგიტო არ დავრეკე აქამდე, ორი დაიწყო, ესაა დილა უთენია? მზეც არ ამოწვერილა ჯერ ხოო
- ხოო, ჩემთვის ჯერ არ გათენებულა თავზე ბალიში მადევს მზემ რო არ გამაღვიძოს და შენ მაღვიძებ არ გცხვენია?
- დღეიდან ყოველდღე მე გაგაღვიძებ
- მიყვარხარ და თავი არ შემაძულო
- ვერ გავიგე?
- არ მახსოვს ოდესმე ყრუობაზე დაგეწუწუნოს
- ვაიმე, ანი არ უნდა გამაფრთხილო სანამ ასეთ რაღაცას მეტყვი?
- რა მეთქვა, ნიკა გაემზადე სიყვარული უნდა აგიხსნათქო?
- ვაიმე, ჩემი პატარა გოგო ხარ შენ
- შენი პატარა გოგო არ ვარ
- აბა ვისი ხარ?
- შენი ვარ ოღონდ პატარა არა
- ჩემი გოჭი ხარ შენ
- გოჭი არა ინდაური, შენი გოჭი შენი ლამაზია
- ჰოო მერე შენ ხარ ჩემი ლამაზი
- მე არა, შენი დაიკო შენი ლამაზი
- აუუუ, კიდე დაიწყეე, რა გავაკეთო რო დამიჯერო
- შენი ფბს ლოგინი და პაროლი მომეცი
- ლოგინი ჩემი ტელეფონის ნომერია პაროლი კიდე ბაბნიკა
- არ არსებობს
- არსებობს
- ეგ მე არ შეგარქვი?
- ჰოო, შენ რო შემარქვი მაგიტო ჩემო პატარა, უკწცრავად ჩემო ლამაზო გოგო
- ჩემ ლამაზს ნუ მიძახი თორე ინსტიქტურად გამირბის გონება შენი დაიკოსკენ
- ვიღაცა ეჭვიანობს ხოო
- მერე რაა
- არაფერი, კაი წავედი მე მერე დაგირეკავ, ახლა არ მცალია, გაკოცე პაკს
- პაკაა
მაშინვე შევედი ნიკას ფბში, მესენჯერი გადავქექე. გადავატრიალე ყველაფერი და ჩემ ლამაზს ვერ მივაგენი, მაინც მოვყევი თავიდან და წავიკითხე გოგოების მესიჯები, ზოგზე გავბრაზდი, ზოგზე ბევრი ვიცინე, ნუ საბოლოოდ, მივაგენი ჩემ ლამაზსაც. საშინლად ვიეჭვიანე. არ მესიამოვნა იმისცდანახვა ნიკა როგორ წერდა თავის ლამაზს. რამდენიმე ადგილი დავსქრინე, ყველაფერი საგულდაგულოდ შევამოწმე, ფბდან გამოვედი და ნიკას დავურეკე.
- ნიკ, გცალია?
- შენთვის ყოველთვის მცალია
- შენი ლამაზის მინაწერებს ვეძებდი და ვერ ვნახე - მოვატყუე, არაუშავს გადაიტანს
- ჰოო აღარ აწერია ჩემი ლამაზი
- აბა რა აწერია?
- სახელი და გვარი
- აჰ კაი
- რას ჩააჯინდი მაგ გოგოს?
- არ მეპიტნავება თვალში
- რატო რას ერჩი, კაი გოგოა
- კაი გოგო როა მაგიტო არ მეპიტნავება აბა მახინჯი რო იყოს კიარ ჩაგეძიებოდი
- ჰაჰააა, ვიღაცა ეჭვიანოოოობს თანაც საშინლააად
- არ მაქ უფლება ჩემ შეყვარებულზე ვიეჭვიანო?
- ვაუუუ, უკვე შეყვარებულებიც ვართ?
- თუ გინდა ისევ მეგობრებად დავრჩეთ
- ეგ არ მინდა, რომელ სულელს ენდომებოდა ეგ
- რავი ზოგი ძაან სულელია ხო იცი
- შენ პირველ რიგში
- არაფერიც
- იცოდე შენ და შენს ლამაზს თვალს არ გაშორებთ, ხო იცი მე არაფერი გამომეპარება, ასე რომ თუ რამე ურთიერთობა გაქვთ მეგობრობის გარდა, მაშინ ახლავე შეწყვიტე ურთიერთობა თუარადა მერე მაინც შეგიწყფება ურთიერთობა ოღონდ შენ ლამაზთან არა.
- კაი ნუ ხარ ეგეთი სასტიკი
- შენ იცინე და ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს მერე
- რათქმაუნდა მე და შენ
- ეგ შენზეა დამოკიდებული
- თავისთავად
- წავედი ახლა არ მცალია
- კაი გაკოცე საყვარელო
- კაი მეც პაკაა
რატომღაც დავმშვიდდი, ისე თავდაჯერებული მელაპარაკებოდა ეჭვებიც გამიქარვა.
ვიყავით ასე მე და ნიკა, დღეები დღეებს მიჰყვებოდა, ნიკა უფრო და უფრო მენატრერბოდა და მისი ნახვა მინდოდა. მის ნახვას ვერ ვახერხებდი, დედაჩემისთვის რამე მიზეზი უნდა მეთქვა, ერთხელ ვუთხარი მე და ლიზა გავისეირნებთ ქალაქშითქო და ქალაქში სეირნობა თუ გინდოდა სოფელში რატო წახვედიო. ნუ სხვა გზა არ დამრჩა, უნდა მეთქვა. დღეს დედიკო ჩამოდის და ვალირებ თქმას, არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
ვეღარ მოვითმინე და მივწერე.
- დედა რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, ვფიქრობ უნდა იცოდე. ერთი ბიჭი მომწონს - მთლად სიმართლეც არ ვუთხარი, რო ჩამოვიდოდა მაინც გაიგებდა - და არ ვიცი რა რექაცია გექნება, ამიტო გადავწყვიტე მომეწერა, რომჩამოხვა დავილაპარაკოთ.
პასუხი არ მოუწერია, რო გაბრაზებულიყო რამეს აუცილებლად მომწერდა, ე.ი. არ გაბრაზებულა. არც გახარებია ალბათ მაგრამ არ გაბრაზებულა. ეს კარგია, ახლა დავჯდებით დედაშვილი აივახე ყავას მოვწრუპავთ, მე იქნაურ ამბებს მოვუყვები და ნიკაზე დაველაპარაკები, ის რჩევებს მომცემს, და ასე ტკბილად ვიჭუკჭუკებთ. ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა.
საღამომ ძლივს მოაღწია, ეზოში მანქანა რომ შემოვიდა სუნთქვა შემეკრა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი დედაჩემს. იმდენი მქონდა მოსაყოლი. მამაჩემის სახე არ მომეწონა როცა მითხრა წადი შენი ტელეფონი მომიტანეო. ეეეე, აქ რაღაც ისე ვერ არიიიის.ნუთუ მამაჩემს უთხრა, არასდროს ვაპატიებ. მამაჩემისთვის რომ მდომოდა თქმა იმას მივწერდი დედას კიარა. აუუუუ, მამაჩემი რას იზამს ახლა, არ ვიცი რა გრუზინიცაა, დაიწყებს ჯერ ადრეაო და ეგეთებს, ჯერ ისწავლე მერეც მოასწრებო. აუუუ, ვაფშე არ უნდა მეთქვა რაა, არ ვნახავდი და ეგ იქნებოდა. ვაიმეეე აწი რა იქნება ნეტააა.
- დედა მამიკოს უთხარი?
- მე არაფერი არ მითქვია, შენ თვითონ უთხარი
- მაგას როგორ ვეტყოდი არ მითქვია
- მესიჯი მამაშენმა ნახა, და კინაღამ მიაფშვნა ტელეფონი კედელს
- აუუუ, კაი რაა
- რა კაი რა, ერთი საათი ვერ მოითმინე, მერე ვერ მეტყოდი რო ჩამოვიდოდი?
- ოჰ კაი, კაი, ლიზასთან გადავალ
- მალე მოდი სახლში
- ჰოო
ეზოდან უნდა გადავსულიყავი მამაჩემმა რომ დამიძახა
- სად მიდიხარ?
- ლიზასთან
- აქ მოდი
- რა არი
- მოდიმეთქი
ვსო, ახლა ის მინდა მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, აუ ღმერთო ნეტა კოშმარი იყოს.
- ლიზასთან ვინ გაგიშვა?
- დედიკომ
- ვინაა ეს ბიჭი?
- ნიკაა
- შენი შეყვარებულია?
- ჰოო
- დღეიდან აღარაა, ერთი კვირა facebookში აღარ შეხვალ, არც ლიზასთამ გადახვალ, იმას თუ უნდა გადმოვიდეს, არ მჭირდება შენი სიყვარულობები აქ მე. - თვალები ცრემლებით ამევსო, აღარ ვიცოდი სად წამეყო ხელები, ვიცოდი რომ რაღაცას მეტყოდა მაგრამ ამას არ მოველოდი. - და კიდე, იმ ბიჭს აღარ მიწერ გაიგე? დაამთავრე ყველაფერი მაგასთან, არ გჭირდება შენ შეყვარებული.
ხმა ვერ ამლვიღე, მარტო ის მოვახერხე რომ ზემოთ ავსულიყავი და მეტირა, მეტირა იმიტომ, რომ იმ ადამიანს დამაშორეს ვის გამოც გათდნება მიხაროდა, მეტირა იმიტომ რომ ლიზასთან გადასვლა ამიკრძალეს, მეტირა იმიტომ რომ თინეიჯერობის ასაკში სოც. ხსელს მომწყვიტეს, და ბოლოს, მეტირა იმიტომ რომ ჩემს თავმოყვარეობას ფეხით გადაუარეს. ჩსმი გრძნობები გათელეს. მეტირა იმიტომ რომ საშინლად მტკიოდა, მარტო გული არა, მთელი სხეული მტკიოდა, მეწვოდა, იმ დროს მარტო სიკვდილს ვნატრობდი. ჩემ თავზე ვბრაზდებოდი პასუხიც რომ არ გამიცია მაგიტო. სიკვდილი მინდოდა ჩვენი სიყვარული რომ არ დავიცავი მაგიტო, მე რისი ღირსი ვიყავი ამიერიდან, რა მეკუთნოდა, სიყვარული ვერ დავიცავი და სხვა რამეს როგორ დავიცავდი.
ლოგინზე ვიწექი და ვტიროდი, ვტიროდი, ჩუმათ რომ არავის გაეგო, ვტიროდი ჩემთვის, თმებს ვიგლიჯავდი, ამას ჯობდა ვინმეს მოვეკალი. მთელი დღე და ღამე ტირილში გავატარე, არც მიძინია და არც მიჭამია, მემგონი არც განვძრეულვარ, უბრალოდ ვიწექი ჩემი და ნიკას ფოტოს დავშტერებოდი და ვტიროდი, შიგნიდან ვიწვებოდ და ვიფერფლებოდი, ნიკა მტკიოდა. ნიკა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო იმ დროისთვის. ძალიან ცუდად ვიყავი, სარკეში არ ჩამიხედია მაგრამ ვგრძნობდი არანორმალურად მქონდა თვალები დასიებული და ჩაწითლებული. დილას დედა და მამა ისე წავიდნენ არც კი შეუხედავთ თავიანთი ნამოქმედარისთვის. ის იყო მანქანა თვალს მიეფარა, რომ ავბღავლდი, არანორმალურად, მთელი ხმით ვბღაოდი, უკვე იატაკზე ვიდექი მუხლებზე და რა ძალი და ღონეც მქონდა ბოლო ხმაზე ვბღაოდი, თითქოს ამით ტკივილი შემიმსუბუქდებოდა, ვცდილობდი ჩემი ტკივილი ხმით დამეხშო და ბგერებთან ერთად ამომეშვა. ჩემ ბღავილზე ლიზა გადმოვარდა შეშინებული, ოთახში რომ შემოვარდა, წაიერათ გაშეშდა, არ ელოდა ასეთ მდგომარეობაში თუ ნახავდა მის საუკეთესო მეგობარს, რადგან იგი იშვიათად არა თითქმის არასდროს ტიროდა. ერთადერთხელ ნახა ლიზამ ატირებული ანი, მაშინ როცა სახლიდან გაუფრთხილებლად წამოვიდა, ახლა კი ასეთ დღეში იყო.
ლიზა ჩემთან დაჯდადა მიმიხუტა.
- დაეყნარდი ჩემო გოგო, დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, მე აქ ვარ, ნუ ტირი გტხოვ
- ლიზა, არააო,...... არაო გესმის? ვსიოო... დაამთავრე ურთიერთობა მაგ ბიჭთ....- ამაზე ხელახლა ამივარდა ისტერიული ტირილი, ლიზაც ამყვა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ასე მე და ლიზა, მაგრამ გეტყვით რომ ეს არ იყო არც ერთი წუთი და არც ერთი საათი, ეს საუკუნე იყო გაწელილი. ცრემლები აღარ მდიოდნენ, განა იმიტომ რომ აღარ მტკიოდა, არა უბრალოდ ძალა აღარ მქონდა იმისთვის რომ კურცხალი თვალიდან გადმომეგდო.
- ლიზა რატო? რატო უბრალოდ რატო? რამეს ვაშავებ? სიყვარული დანაშაულია? ლიზა მიშველე, მიშველე გეხვეწები, ვერ გეტყვი რა ხდება ჩემს თსვს, ვერ აგიღწერ, ცუდად ვარ ლიზა, ძალიან ცუდად ვარ ლიზა, შენ ვერ წარმოიდგრნ რა ცუდად ვარ, ეს სიკვდილის ტოლფასია, ლიზა მე ის მიყვარდა არა არ მიყვარდა მიყვარს ჰოო მიყვარს, ძალიან მიყვარს, საშინლად მიყვარს, უაზროდ მიყვარს, უსიტყვოდ უთქმელად ჩუმად მიყვარს, ხმამაღლა და ღრიალითაც მიყვარს, ნაზადაც მიყვარს ლიზა, და გიჟურადაც მიყვარს, წვიმაშიც მიყვარს და მზეშიც მიყვარს, კეთილიც მიყვარს და ბოროტიც მიყვარს, უბრალოდ მიყვარს გაიგეეე? დიდიც მიყვარს და პატარაც მიყვარს, დღისითაც მიყვარს და ღამითაც მიყვარს, წყალშიც მიყვარს და ხმელეთზეც მიყვარს, უბრალოდ მიყვარს მიყვარს მიყ..... - ვბღაოდი ბოლო ხმაზე, ლიზას ვუბღაოდი, თითქოს ამაში ლიზა იყო დამნაშავე, ძალიან დაღლილი ლიზას ხელებში ჩავესვენე და ტირილი დავიწყე, ლიზას ვეხუტებოდი, ვეხუტებოდი, და მის უკან ხელებს კედელს ვურტყამდი. კარზე კაკუნი გაისმა
- ანი დაწყნარდი, ახლავე მოვალ. - ლიზა გავიდა, კედელზე მიმაყუდა და კარებისკენ წავიდა, აშკარად ვიღაცას შემოსვლა უნდოდა ლიზამ ერთხელ გამომხედა, თაბი გააქნია, და სტუმარი გაისტუმრა. - ბიჭები იყვნენ, ვნახავთ და წავალთო
- ვინ ბიჭები?? - თვალები გამიბრწყინდა
- სანდრო, ანდრია და ილია. - იმედი გამიცრუვდა, არც სანდრო მინდოდა არც ანდრია და არც ილია, არცერთი არ მინდოდა, არავინ და არაფერი, ლიზამ ლოგინზე დამაწვინა, თვითონ კი სადღაც გავიდა, მე რა დამაძინებდა, ბალიშს ჩავეხუტე და ჩუმად დავიწყე ტირილი, ეს უფრო მტანჯავდა, ღრიალის დროს ყველა ორგანო დაძაბვისგან გტკივა, ხოლო ჩუმად ტირილის დროა ყველაფერი გეწვის და იტანჯები, იტანჯები საშინლად.
- ანი, ნიკა რეკავს
- დამალაპარაკე, ჩქარა დამალაპარაკე - თითქმის ვუღრიალე


- ალოო ნიკა საყვარელო შენ ხარ?
- ხოო მე ვარ შენ როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები, ნიკა მოდი რა წამიყვანე აქედან გთხოოვ
- ანი დაწყნარდუ გთხოოვ, არ იტირო, შენ ხო ხარ ჩემი გოგო, ხოდა არ იტირო იცოდე, არ იტირო
- კარგი, არ ვიტირებ არა, ნიკააა მიყვარხარ ნიკა და თანაც ძალიან მიყვარხარ ნიკა, ხომ იცი? - ახლა ისევ ტირილი ამივარდა
- მეც მიყვარხარ, სიხარულო, ჩემო პატარა და ლამაზო გოგო, მეც მიყვარხარ, და მენატრები ძალიან.რაღაც უნდა გთხოვო
- რაც გინდა მთხოვე
- მამაშენის ტელეფონის ნომერი მომეცი
- არა არ მოგცემარნაირად, არ მოგცემ
- რატო?
- _________
-ანი რატოო?
-_______
- რატო მეთქი გოგო?
- აზრი არ აქ
- რას არ აქ აზრი გოგო, ხოარ გაგიჟდი, აბა ის ჯობია როგორც ხარ და რა დღეშიც ხარ? ეგ ჯობია?
- არა არაფერი არ ჯობია, საერთოდ არაფერი, ნეტა საერთოდ არ შეგყვარებოდი
- არა, მაგას ნუ ამბობ, მე მოგონებები დამრჩა, და არაფერია ამაზე ძვირფასი ჩემთვის. ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. ნიკა ხო იცი როგორ მიყვარხარ, უბრალოდ ძალიან რთულია, ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ ნიკა, ძალიან მენატრები, ძალიან ვერ წარმოიდგენ როგორ, ყველაფერი მტკივა, მისმინე, ასე არ გამოვა, შენ კარგი ბიჭი ხარ სიმპატიური და მხიარული, სხვაც გამოჩნდება, უკეთესს იპოვი დარწმუნებული ვარ,
- არ მინდა მე სხვა რატო არ გესმის - ახლა უკვე ისიც ტიროდა - მე შენ მიყვარხარ გესმის? მარტო შენ, და შენ ხარ ჩემთვის საუკეთესო, ბოქშეი - ბოქშეი ჩვენი სიტყვა იყო (ბავშვი), რატო გადავაკეთეთ ასე ვერ გეტყვით მაგრამ მაინც მომწონდა, თუმცა ამან ჩემზე უფრო იმოქმედა და ახლა უკვე აღარც ვცდილობდი ცრემლების დამალვას
- ბოქშეი ნიკა, ბოქშეი - ახლა უკვე ვბღაოდით ორივე, უსიტყვოდ მხოლოდ სუნთქვის რიტმით ვხვდებოდით ერთმანეთის სათქმელს - ხომ იცი გამოუვალ მდგომარეობაში ვარ ნიკა, ნიკა, ნიკაააააა, ნიკ ......... მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი keti

rato daamtavre ase cudaad :D ras erchodi :D an erts an meores :D nu magram verc gaiparebebodnen,patarebi arian, magram cota winaagmdegoba unda gaewia chemi azrit anas, ase umokmedod ar unda yofiliyo uyvarda nika da unda ebrdzola. mtlianobashi ar aris cudi motxroba,tu gavitvaliswinebt imas rom pirveli motxrobaa sheni, imedia gaagrdzeleb weras da bevr saintereso rames shemogvtavazeb,warmatebebi shen <3

 



№2  offline წევრი a.bochorishvili

[quote=სტუმარი keti]rato daamtavre ase cudaad :D ras erchodi :D an erts an meores :D nu magram verc gaiparebebodnen,patarebi arian, magram cota winaagmdegoba unda gaewia chemi azrit anas, ase umokmedod ar unda yofiliyo uyvarda nika da unda ebrdzola. mtlianobashi ar aris cudi motxroba,tu gavitvaliswinebt imas rom pirveli motxrobaa sheni, imedia gaagrdzeleb weras da bevr saintereso rames shemogvtavazeb,warmatebebi shen <3[/quo[quote=სტუმარი keti]rato daamtavre ase cudaad :D ras erchodi :D an erts an meores :D nu magram verc gaiparebebodnen,patarebi arian, magram cota winaagmdegoba unda gaewia chemi azrit anas, ase umokmedod ar unda yofiliyo uyvarda nika da unda ebrdzola. mtlianobashi ar aris cudi motxroba,tu gavitvaliswinebt imas rom pirveli motxrobaa sheni, imedia gaagrdzeleb weras da bevr saintereso rames shemogvtavazeb,warmatebebi shen <3[/quote]
ქეთი, მადლობა რო წაიკითხე, ეს მოთხრობა არის რეალობაზე დაფუძნებული. ნიკა და ანი ასე დაშორდნენ და ასე უყვარდათ ერთმანეთი. მე უბრალოდ მათი ისტორია შევცვალე, და ჩემებურად გადავაკეთე, ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას მოთხრობა ჰეფი ენდით დამესრულებინა, რადგან რეალურად ჰეფი ენდით არ დაუსრულებიათ :((

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

Dzalian kargi iyo, mewyina aseti dasasruli

 



№4  offline წევრი a.bochorishvili

ბელუ შეროზია
Dzalian kargi iyo, mewyina aseti dasasruli

მადლობაა ძალიან დიდიი, რეალობა ასეთია, შემდეგს ექნება ბედნიერი დასასრული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent