შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს!! (თავი 4)


20-02-2018, 22:21
ავტორი teengirllove
ნანახია 669

მიყვარს!! (თავი 4)

მეორე დღეს ადრე გამეღვიძა,ადგომა ძალიან მეზარებოდა,არც სკოლაში წასვლა მინდოდა,მაგრამ გაცდენა არ გამოდიოდა,გადავწყვიტე მეორე გაკვეთილზე წავსულიყავი, თან პირველი ქიმია გვქონდა და ლუკასთან შეხვედრაც არ მინდოდა..ვიწექი,ფანჯარაში ვიყურბოდი,აშკარა იყო მზიანი ამინდი იქნებოდა,ფიქრებში წავედი,ვიხსენებდი ძველ დროს,იმ დროს როდესაც გიორგიმ სიყვარული ამიხსნა ,როცა პიკნიკზე დამპატიჟა,მახსენდებოდა როგორი ბედნიერი ვიყავი მასთან ,როგორ მიცემდა გული მის ყოველ შეხებაზე და კოცნაზე,როგორ ვწითლდებოდი როდესაც ანა მასზე მეკითხებოდა,როგორ უცებ გავიდა დრო,როგორ უცებ შეიცვალა ყველაფერი კარგი ცუდისკენ ,შემდეგ გამახსენდა როგორ გადამაგდო,წავიდა და არცკი ჩამთვალა ღირსად რაიმე ეთქვა ჩემთვის,გაინტერესებთ ეს როგორ მოხდა? აი ასე ,ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში არ მობრძანდა,მთელი დღე არ შემხმიანებია,არც მეორე დღეს..უამრავი შეტყობინება დავუტოვე მაგრამ არ უნახავს,შემეშინდა ,ვიფიქრე რამე ხომარ დაემართათქო და მასთან წავედი სახლში,მისმა ძმამ მითხრა რომ ის წავიდა,წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა,გაინტერესებთ სად წავიდა?სხვა ქვეყანაში,სასწავლებლად..თურმე ერთი თვეა ამისთვის ემზადება და მე არც მითხრა..არცკი დამემშვიდობა,მახსოვს ძალიან განვიცადე,არ მეგონა ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი,ორი კვირა სკოლაში არ მივლია,გულნატკენი ვიყავი,საჭმელსაც აღარ ვჭამდი,მაგრამ ორი კვირის შემდეგ როცა ერთ-ერთ გვერძე მისი და ვიღაც გოგოს ფოტო ვნახე გავბრაზდი,ჩემს თავზე გავბრაზდი,ის იქ ერთობოდა მეკი აქ თავს ვიკლავდი..მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა,დრომ თავისი ქნა ,სიყვარული განელდა..თავს ბედნიერად ვგრძნობდი ეხლა კი დაბრუნდა ,ისევ გამოჩნდა და მხოლოდ სიბრაზეს ვგრძნობ სხვა არაფერს...ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,ავდექი,ხელპირი დავიბანე,ვარდისფერი მოკლე სარაფანი ჩავიცვი,შავი თმა მხრებზე დავიყარე და წინა მხარე უკან შევიკარი,სახეზე არაფერი წამისვავს,მხოლოდ ლურჯი ტუში წავისვი რომელიც ჩემს ცისფერ თვალებს უფრო კვეთდა,კეტები ამოვიცვი და სამზარეულოში შევედი...-პრივეტ ნატ..ვუთხარი ღიმილით,ამათვალიერა -რა ლამაზი ხარ ჩემო პატარა..
-მადლობა..მშია
-ვიცოდი ამას რომ იტყოდი,ამიტომ ბლინები გაგიკეთე შოკოლადით და ბანანით..
-ვაიმეე როგორ მიყვარხარ,სიამოვნებით შევჭამ..წინ დამიდო თეფში ,უცებ შევჭამე ჩანთას ხელი დავავლე და სკოლაში გავვარდი..
კლასში შესვლაც არ მაცადა ისე მეცა ანა და ჩამეხუტა..-კარგად ხარ? მკითხა შემდეგ..
-ცუდად რატომ უნდა ვიყო? მივუგე ღიმილით..
-სხვათაშორის დღეს კარგად გამოიყურები..ანათებ
-მადლობა,შენც.. ანას,მოტკეზილი შავი დახეული შარვალი,თეთრი წინ ოდნავ ჩახსნილი ზედა ეცვა ,რომელიც მის გრძელ კისერს და სავსე მკერდს ხაზს უსვამდა,წითელი თმა დაეხვია და მხრებზე ისე დაეყარა,სახეზე ფართო ღიმილი დასთამაშებდა და თვალები უბრწყინავდა..-რახდება?ვისთვის გამოიპრანჭე ასე? ვკითხე ინტერესით..
-რასქვია ვისთვის,ჩემი თავისთვის,უბრალოდ მომინდა...თვალი ამარიდა..
-გასაგებია..
-რაარის გასაგები?
-არაფერი,წამოდი ქართული გვაქვს...გაკვეთილზე შევედით,რამდენჯერაც კარზე ხმა იქნებოდა იმდენჯერ გიო მეგონა,მაგრამ არ შემოუხედავს,ანამ ეს შეამჩნია და მიჩურჩულა..
-სკოლაში არ არის..
-რა?
-არ არისთქო..
-ვიინ?
-იცი ვისაც ვგულისხმობ..გიოს..
-აა ხო,მერე რა ,არ მაინტერესებს არის თუ არა..
-ვიცი ,ვიცი..მომდევნო ერთი თვე არ იქნება,ისევ წავიდა,იქ რაღაცეები აქვს მოსაგვარებელი და დავრუნდება..
-ანუ მართლა ბრუნდება..
-ხო...
-...
-მისმინე ქრის ,რაღაც უნდა გკითხო და გულწრფელად მითხარი..
-გისმენ..
-ისევ გიყვარს?
-არვიცი...არ ვიცი რას ვგრძნობ,ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ,მაგრამ გუშინ რომ ჩამეხუტა,მივხვდი რომ ძალიან მომნატრებია,ძალიან..რღაცნაირად გამიხარდა მისი სახეს კვლავ დანახვა..
-ხოო ,მესმის...
.........
გაკვეთილიდან გამოვედი..ბიოლოგიაზე უნდა შევსულიყავი ,ამიტომ კაბინეტისკენ მივიჩქაროდი..კლასში შევედი,მაშინვე თვალი მოვკარი ლუკას,იჯდა და რაღაცას კითხულობდა,ის მოსაცმელი ეცვა მე რომ ამახია მოლში,მაგრამ უნდა ვაღიარო ძალიან უხდებოდა..მივუახლოვდი,ჩანთა მერხზე დავდე და დავჯექი,ზარის დარეკვამდე ხუთი წუთიღა იყო..წიგნი დახურა და შემომხედა,მისთვის არ შემიხედავს..
-პრივეტ,როგორ ხარ?
-კარგად შენ?
მხრები აიჩეჩა..-პირველზე არ იყავი..
-ვიცი..
-გიშინდელ ამბავს უკავშირდება?
გაოცებულმა შევხედე-რომელ ამბავს?
-აი ,ეზოში რომ გატირე..
-ჰმ..შენ მატირე?
-ხო ,მეგონა იმიტომ ტიროდი რომ ჩემი შეგეშინდა..
-ღმერთო შენი ამპარტავნობა დაგღუპავს..კარგი მომისმინე ,ჯერ ერთი შენს გამო არ ვტიროდი,მეორეც შენი არ მეშინია და მესამე დღეა იმიტომ მოვედი მეორეზე რომ ძილი არ მეყო..ეხლა გაიგეე?
თავი დამიქნია....მასწავლებელი შემოვიდა,კლასიც შეივსო,დავინახე როგორ შემოვიდნენ ანა და ნიკა ,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ..
-აბა ,ყველანი ფეხზე ადექით დაგინახოთ..ღიილით გვითხრა მასწმა..ყველანი წამოვდექით,მან კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა,სია ამოიკითხრა და დავჯექით..უცნაური თვისება აქვს ,რა საჭიროა სიის დროს ფეხზე წამოდგომა..
-სხვათაშორის,საშინლად გამოიყურები..მიჩურჩულა ლუკამ ,როცა დავჯექით..
გამეღიმა-შენც საშინლად არ გიხდება ეს ქურთუკი..
-მადლობა,მაგრამ შენზე მეტად მიხდება..
-არც იოცნებო ..
-არაა,ეს არ არის ოცნება, რეალობაა.
ენა გამოვუყავი და წიგნები ამოვიღე,უცებ ხელი მომიჭირა და წიგნები გამაგდებინა..
-მეორედ არ გაბედო დაჯღანვა,გასაგებია?
-არა..არ არის ,ხელი გამიშვი
-მაშინ ენას აღარ გამომიყოფ
-ვერ დაგპირდები!!
-მაშინ არ გაგიშვებ..მითხრა კმაყოფილი ღიმილით
-გამიშვი!!!
-არა..მითხრა და ხელი კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა,ძალიან მეტკინა..-გამიშვი მტკივა!!!
-ნუ მატყუებ,არ გტკივა,ეს ჩემზე არ გაჭრის..
ხელის მტევანი გამილურჯდა,გამიცივდა...-მართლა ძალიან მეტკივა ,გამიშვი გთხოვ..ცრემლები მომაწვა თვალებზე...
-არა! არცკი შემოუხედავს ისე მითხრა..
მირჩა მეტს ვეღარ ავიტანდი -გამიშვი!!!!!ვუკივლე ბოლო ხმაზე ,ცრემლნარევი ხმით..მაშინ შემომხედა და რიცა ცრემლი დაინახა ჩემს თვალში ხელი გამიშვა ,სწრაფად ავდექი და გარეთ გავედი,გოგონების ტვალეტში შევედი..ხელს ვავარჯიშებდი რომ სისხლის მიმოქცევა აღმედგინა,თან ცრემლებს ვიწმენდდი,მართალია ხელი მომირჩა მაგრამ ლუკას ნათითურები მაინც დამრჩა წითლად..წყალი შევისხი და კლასში დავბრუნდი..კარი რომ შევაღე უცებ შემომხედა ,შემდეგ თვალები დაღუნა და თავი ძირს დახარა..ხმა არ ამოგვიღია არცერთს მთელი გაკვეთილი..ზარი დაირეკა და ყველა გარეთ გავიდა..
-ნაკაშიძე ,შენ დარჩი ,საქმე მაქვს..
ცოტახანი შემაყოვნა ,რაღაც დამავალა...კლასიდან გამოვედი ,იცებ ვიღაცამ ხელი მტაცა და კიბის ქვეშ დამაყენა,ლუკა იყო..
-ბოდიში,არ მინდოდა..
-ხო აბა რა
-არ მეგონა ასე თუ გეტკინებოდა..
-მართლა? ლამის სისხლის მიმოქცევა შემიჩერე და არ გეგონა ხომ?!!
-ძალით არ მიქნია..მართლა!
-არ მჯერა..შენი საერთოდ არ მჯერა
ხელები მხრებზე მომკიდა ,წარბები შეკრა ,თვალებში ჩამხედა და მკაცრად მითხრა..
-მისმინე ნაკაშიძე..რომ გეუბნები არ მინდიდათქო,ესეიგი არ მინდოდა და ასე ნუ მელაპარაკები..
-როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები!! მივახალე,ხელები გავაშვებინე და წამოვედი...

********************
ერთი კვირის შემდეგ..
მთელი კვირაა მე და ლუკა გამუდმებით ვჩხუბობდით,სულ ნერვებს მაგლეჯდა,ხან რაზე მაბრაზებდა ხან რაზე ,მაგრამ არც მე ჩამოვუვარდებოდი..ამასწინათ მასწავლებელი მის გამო მეჩხუბა ,მეკი მას ვეჩხუბე,ბოლოს მე გამოვედი მართალი და ენა ჩავაგდებინე..მთელი დღე ხმა აღაე ამოუღია..მეორე დღეს
პირველი ფიზიკის გაკვეთილი გვქონდა..როგორც ყოველთვის,ეხლაც ლუკა თავის ადგილას დამხვდა..არ შემიხედავს,ისე დავჯექი და წიგნები ამოვიღე,გაკვეთილი დაიწყო..მასწავლებელი რაღაც პროექტს განიხილავდა,რომელიც შემაჯამებელი წერისათვის გვექნებოდა გასაკეთებელი,ყველას სხვადასხვა თემა უნდა აგვერჩია და დამოუკიდევლად გაგვეკეთებინა..თემები დაფაზე ჩამოწერა,მე გრავიტაციასთან დაკავშირებით ავირჩიე რაღაც,ლუკამაც იგივე..რადგანაც ყველას თითო თემა უნდა აეღო,ამაზეც ჩხუბი ავტეხეთ,რათქმაუნდა არცერთი ვთმობდით, მასწავლებელი კი სასტიკად გაბრაზდა..
-ეხლა რაღა გაჩხუბებთ?! მას საქმის ვითარება ავუხსენი და დავძინე-ის მაინც არაფრის გამკეთებელიათქო..
-დიახაც ვარ-გაბრაზდა ლუკა..
-გეყოფათ!!!რადგან ასე მიშლით გაკვეთილს დაისჯებით,ორივე ჯგუფში იმუშავებთ,ერთად!!!
-რა!!! წამოვიძახეთ ერთხმად..
-შანსი არაა,ამ გოგოსთან ერთად პროექტს არ გავაკეთებ..
-არც მე მინდა ამასთან ერთად მუშაობა..-არ მაინტერესებს,ორივე ჩამაბარებთ საერთო პროექტს ,კვირისბოლოს ..წინააღმდეგ შემთხვევაში ქულას ვერ მიიღებთ..
მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ ბრაზით,სხვა გზა არ იყო ,უნდა დავთანხმებოდით..
-კარგი ჯანდბას ,გავაკეთოთ ერთად..ვუთხარი ჩუმად
-მადლობთ რომ ნება დამრთეთ..მითხრა ირონიით
-მოკეტე რა..
-შენ მოკეტე..სად ვიმეცადინოთ?ალბათ...
-ჩემთან..მომიჭრა მოკლედ
-ჰმ..შენთან სახლში მოსვლას არ ვაპირებ..ვუთხარი წარბაშეკვრით..
-მოგიწევს ძვირფასო...მითხრა ,თვალი ჩამიკრა და კლასიდან გავიდა...როგორც ჩანს სხვა გზა არ მქონდა...



******მეგობრებოო,შემიფასეთ,მეოთხე თავი..თქვენს შენიშვნებს გავითვალისწინებ აუცილებლად...скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი კესო

ახალი მალედადე რააა <3 დზალიან მომწონს გააგრდზელე

 



№2 მოდერი teengirllove

სტუმარი კესო
ახალი მალედადე რააა <3 დზალიან მომწონს გააგრდზელე

kii dgea davdeb

 



№3  offline წევრი N1penguin

ყველაფერი ჩხუბით იწყება blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent