შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (6)


21-02-2018, 00:05
ავტორი Nickolson
ნანახია 295

Blue Neighborhood (6)

13.
უნივერსიტეტიდან დაბურნებულმა აღმოვაჩინე, რომ აია მოსულიყო სტუმრად. შესასვლელში მის ქურთუკსა და ფესაცმელს მოვკარი თვალი. მთელი დღე ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, ლოგიკურიც კი იყო დღის ასე კატასტროფულად დასრულება. ისე გავერთე საკუთარი ფანტაზიებით, რომ სულ დამავიწყდა აიას არსებობა. ისიც დამავიწყდა, რომ რეალურად აია იყო რეზისთან და არა მე.
მთავარ ოთახში არავინ დამხვდა. რეზის საძინებლის კარი ღია იყო და არც იქ ჩანდა ვინმე. რამდენიმე წუთის შემდეგ დავაფიქრისე, რომ სააბაზანოდან წყლის ჩხრიალის ხმა ისმოდა და ამის გაანალიზებაზე ისე წავბორძიკდი, რომ მაგიდას შევეჯახე.
– ჯანდაბა! – შევუკურთხე ხმამაღლა. ვერ ვიჯერებდი რაც ხდებოდა. მინდოდა, რომ ტყუილი ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ გამიკვირდა ან რატომ გავცოფდი ასე. აიას და რეზის ამ სახლში სექსი ჰქონიათ, თანაც არაერთხელ, მაგრამ ახლა საშინლად ვგრძნობდი თავს. წასვლა მინდოდა აქედან.
– დავით, მოხვედი? – მომესმა უცებ რეზის დახშული ხმა.
უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. გავშეშდი და სააბაზანოს კარს ისე შევხედე, თითქოს მზერით მისი განგრევა და ორივეს ცოცხლად ამობუგვა შემეძლო.
– მოვედი, – ვუპასუხე ხმამაღლა, ჩემს ხმას წყლის ჩხრიალი რომ დაეფარა.
– ერთი წუთით მოდი აქ.
კბილები ძლიერად დავაჭირე, შემდეგ ყბა გავხსენი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
„შეიძლება რაღაც უჭირთ. წყალი გაუცივდათ ან პირსახოცები არა აქვთ“, – გავიფიქრე თავის გასამხნევებლად და სააბაზანოს კარზე რამდენჯერმე მივაკაკუნე იმის ნიშნად, რომ მოვედი.
მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემ წინ აყუდებულ რეზის ლამის ზედ შევასკდი. ალბათ არ უნდა გამკვირვებოდა შიშველი რომ იყო. ბოლოს და ბოლოს, სიშიშვლისთვის ეს ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, მაგრამ მისი სხეული ბზინავდა, წყლის წვეთებისგან დაცვარული კანი ისე ულაპლაპებდა და მეც სუნთქვა შემეკრა. განათების გამო მის კანს მონაცრისფრო–ვერცხლისფერი მიეღო, თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყალი, ყელსა და მხრებზე გრძელი კულულები მისწებებოდა. ასე უტიფრად მისი სხეული ჯერ არასდროს შემითვალიერებია. არც იმის მომრიდებია, მის ამდგარ პე*ნისზე რომ გამიშტერდა ცოტა ხანს თვალი. რეზი იდგა და მელოდა. აღელვებული ჩანდა, თუმცა იმ წამს იმდენად ვტკბებოდი მისი სილამაზით, ვერაფერს მივხვდი. ტუჩებზე ღიმილი მომადგა და, როგორც იქნა, რეზის თვალებში ჩავხედე. ბიჭი შეცბა. შემდეგ კაბინის კართან მიყუჟულ აიას გადავხედე. ღმერთო, ისიც როგორი ლამაზი იყო.
– რა მოხდა? – როგორც იქნა, გამოვერკვიე.
პასუხს ველოდი, რეზი კი უცნაურად დუმდა.
– არ გინდა, შემოგვიერთდე? – მკითხა უეცრად აიამ.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
– რა?
– არაფერი, დაივიწყე, – მიპასუხა რეზიმ და სააბაზანოს კარის მიხურვა სცადა.
– არა! – აია სწრაფად მოგვიახლოვდა, რეზის გვერდით ამოუდგა და თვალისმომჭრელად გამიღიმა, – რას იტყვი, დავით, არ გინდა შემოგვიერთდე?
– რამე მოწიეთ?
– ამდენს რატომ ფიქრობ? – აიამ მკლავში ჩამავლო ხელი და ძალით შემათრია შიგნით.
– რას აკეთებ? აია, რეზი, ეს ძალადობაა, – უმწეოდ გადავხედე ჯერ კიდევ სააბაზანოს კართან მდგარ ბიჭს.
აიამ წყლის ქვეშ შემაგდო. პერანგი და შარვალი წამში დამისველდა. ტანსაცმელი ტანზე მომეკრა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიგუდებოდი. უეცრად აია მთელი სხეულით მომეტმასნა და ტუჩებში მაკოცა. ინსტუნქტურად ავყევი, თუმცა მალევე შევაჩერე და უკან დავიხიე.
– რეზის არ უთქვამს შენთვის, რომ ქალები არ მომწონს? – ვკითხე მას.
– მოეშვი, რა დაძაბული ხარ? – ამოიოხრა აიამ და პერანგის ღილების გახსნა დამიწყო.
– რას აკეთებ?
– აუცილებელი არ არის გიზიდავდე. მოდუნებაში დაგეხმარები, – გამიღიმა და რეზის გადახედა. ვერც შევნიშნე, როდის შემოგვიერთდა ისიც, – ძუძუსთავები გაქვს გახვრეტილი? – აღტაცებით შეჰყვირა აიამ, სველი პერანგი გამხადა და ძირს დააგდო. უნდა ვაღიარო, რომ სუნთქვა შევძელი, – შეხედე, რეზი, რა სილამაზეა, – მან ნელა ჩამომისვა მკერდზე ხელი.
– გეყოფა, – ხელი დავუჭირე და შევეცადე სიმკაცრე გამომეჩინა, მაგრამ სიტუაცია იმდენად კომიკური იყო, არ გამომივიდა.
– ძალიან, – მომესმა რეზის დახშულად ნათქვამი. მისკენ გავიხედე, მაგრამ აია ახლა უკვე მას კოცნიდა.
დაბნეული და ცოტა არ იყოს, შეშინებულიც კი ვიყავი. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩემი მონაწილეობით ორგიის მოწყობა კარგი იდეა იყო, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ რეზიც თანახმა იყო. მაგრამ არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს თანხმობა. მან კარგად იცოდა, რომ მე ქალები არ მომწონდა. ნუთუ ეს იმას ნიშნავდა, რომ... შეიძლება არც არაფერს ნიშნავდა. არ მინდოდა ამაზე ფიქრი. არ მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც ყველაფერს გააფუჭებდა. მაგრამ უმოქმედობითაც რომ გამეფუჭებინა ყველაფერი? ასეთი დაბნეული მას შემდეგ არ ვყოფილვარ, როცა პირველად ვაკოცე ბიჭს.
თუმცა ბევრი ფიქრი აღარც დამჭირდებია. როგორც იქნა, აიამ რეზის კოცნა შეწყვიტა და მოულოდნელად მის წინ მუხლებზე დადგა.
– ღმერთო, – ამოიგმანა უეცრად რეზიმ და თვალები დახუჭა.
ამის ყურება არ შემეძლო. არ მინდოდა, არც მჭირდებოდა. გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ რეზიმ მკლავი დამიჭირა და მეც ინსტინქტურად გავჩერდი. მის შეხებაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი ცხელი ხელი ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი და მეც საკმაოდ თბილი ვიყავი, ხელი მაინც ამეწვა. რეზი ნახევარი ტანით შემოტრიალდა ჩემკენ, მეორე ხელი კისერზე შემომხვია და თავი ჩემს ყელში ჩარგო. მისი მხურვალე, სველი სხეული ტანზე მეკრობოდა. სხეულში საოცარი ტალღები მივლიდა და თანაც, უნდა ვაღიარო, რომ აიას ყურებაც საკმაოდ აღმაგზენებდა. მხარზე მოვხვიე ხელი, რომ დამეჭირა. თითქოს რეზიც ამას ელოდა, ოდნავ გამიშვა მკლავზე მოჭერილი თითები. ის ძლიერად მიჭერდა ხელს, რომ გაშვებისას ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ეგ არ მადარდებდა. ახლა რეზი იყო მთავარი. მისი დაძაბული, აღელვებული სხეული მკლავებში მქონდა მოქცეული და იმის მიუხედავად, რომ მის სიამოვნებას მე არ ვაკონტროლებდი, მაინც საოცარ სიახლოვეს ვგრძნობდი მისადმი. უეცრად ხმამაღლა ამოიკვნესა, მთელი სხეული აუკანკალდა, მთელი ძალით მომეჭიდა და ვიგრძენი, როგორ ჩამასო კბილები ყელში. ყრუდ ამოვიკვნესე. მტკივნეული, თუმცა იმდენად სასიამოვნო იყო, მისი შეჩერება არც კი მიფიქრია, არადა, ისე ძლიერ მიკბინა, მგონი კანიც კი გამიჭრა. ნაკბენ ადგილზე შუბლი დამადო და გაირინდა. მესმოდა, როგორ უმშვიდდებოდა სუნთქვა, როგორ ეთენთებოდა სხეული. აია ფეხზე წამოდგა და მაცდური ღიმილით ამომხედა. ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, როცა საკოცნელად გამოიწია. მართლაც ძალიან სექსუალური იყო, თუმცა ტუჩებზე რეზის გემო ჰქონდა და მე სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი.
აია მომცილდა და რეზისთან გადაინაცვლა, მაგრამ კოცნის მაგივრად ხელები შემოხვია და ჩაეხუტა. ზუსტად ისე ჩაიმალა რეზის ყელში, როგორც რამდენიმე წამის წინ რეზი ჩემსაში. ძირს დაგდებული სველი პერანგი ავიღე და კაბინიდან გამოვედი. იქ ზედმეტი ვიყავი. სველი ტანსაცმელი გავიხადე და სარეცხის კალათში ჩავყარე. შიშველი გავედი სააბაზანოდან. გასვლამდე რეზის მზერა დავიჭირე, მაგრამ ვერ მივხვდი, რას გამოხატავდა მისი თვალები.
საოცარი ის იყო, რომ საერთოდ არ მიფიქრია სააბაზანოში მომხდარზე. ყოველ შემთხვევაში, გათენებამდე. დილით რომ გავიღვიძე და ყველაფერი ცხადად გავიაზრე, მივხვდი, რომ დიდ შარში ვიყავი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რეზისთან რა ურთიერთობა ჩამომიყალიბდებოდა მომავალში.
საწოლოდან წამოვდექი და შორტი ამოვიცვი. რეზი უკვე წასული უნდა ყოფილიყო, მე კი დღეს სახლიდან გასვლას არ ვაპირებდი. საძინებლის კარი გავაღე თუ არა, რეზი დავინახე. ფეხსაცმელს იცვამდა. მანაც დამინახა, ამიტომ დამალვას და თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა. გავედი და მისგან მოშორებით კედელს ზურგით მივეყრდენი. მეგონა საღამომდე ვერ ვნახავდი და ცოტა დრო მაინც მექნებოდა, რომ მომხდარი გამეაზრებინა და სათქმელი დამელაგებინა.
- გამარჯობა, - მომესალმა და წამით ყურადღებით შემომხედა, თითქოს ჩემს რეაქციას ამოწმებდა. შემდეგ კი თასმების შეკვრა განაგრძო.
- გამარჯობა.
- როგორ ხარ?
- კარგად, - კარგად მყოფი ადამიანის კვალობაზე ძალიან სწრაფად ვუპასუხე, - შენ?
- მეც, - მითხრა მან, - მე დღეს გამოცდა მაქვს, ამიტომ ადრე დავბრუნდები სახლში.
- შენი სახლია. როცა გინდა მაშინ დაბრუნდი, - ვერ მივხვდი რატომ გამაფრთხილა.
რეზი ფეხზე წამოდგა და მაისური გაისწორა.
- ღმერთო ჩემო! - წამოიყვირა უცებ და ისე მომაშტერდა, თითქოს უზარმაზარი მრავალფეხა მაცოცდებოდა ტანზე.
- რა მოხდა?
რეზი ერთი ნახტომით გაჩნდა ჩემთან და თავი გვერდით მიმატრიალებინა. უკვე მივხვდი რამაც შეაშფოთა. ალბათ ყელი დამილურჯდა. ყოველთვის ადვილად ვლურჯდებოდი, მაგრამ რეზიმ არ იცოდა.
- ძალიან გტკივა? არ მინდოდა, მართლა.
- არ მტკივა, - ვუპასუხე და ბიჭს შევხედე. ძალიან ახლოს იყო. დისტანცია! - აყვირდა ჩემს გონებაში ვიღაც.
რეზი ისეთი შეშფოთებული აკვირდებოდა თავის ნამოქმედარს, აშკარად ფიქრობდა, რომ ძალიან მტკიოდა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - რეზიმ ტუჩზე იკბინა. თვალები დავხუჭე. ისე ძალიან მინდოდა მისი კოცნა, მისი ენის შეგრძნება. ის კი იდგა და ტუჩებს იკვნეტდა.
უცებ მკლავებში ჩავავლე ხელი, სწრაფად შევტრიალდი და კედელზე ავაკარი. თვალებგაფართოებულმა ბიჭმა შეცბუნებით ამომხედა, წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. ვაკვირდებიდი, როგორ დაურბოდა მზერა ჩემი ტუჩებიდან მთელ სახეზე და გარინდებული ელოდა ჩემს მომდევნი ქმედებას. მისკენ გადავიხარე. გავიგონე, როგორ ჩაისუნთქა ჰაერი ხმაურით. ყელში ჩავუძვერი და მისი სურნელით გაბრუებულმა ძლიერად ვუკბინე მარცხენა ლვიწის აყოლებაზე, ყელთან. რეზიმ ხმამაღლა ამოიკვნესა და მკლავებზე მომეჭიდა. მისი კანის სიმლაშე ვიგრძენი. ვერ შევძელი თავის შეკვება, კბილები გავუშვი და ნაკბენ ადგილზე ვაკოცე, ენით. ისევ ჩამესმა მისი კვნესა, სუსტი, ვერშეკვებული. ისევ ვუკბინე, ძალიან ძლიერად და კბილებით კანი გამოვწიე. ბოლოს ხელით გავუწმინდე ნერწყვი და მის დაწითლებულ ყელს შევხედე. მალე დაულურჯდებოდდა.
- ახლა გავთანაბრდით, - ვითხარი უკან დავიხიე.
რეზიმ ხელები უმწეოდ ჩამიყარა.
- ჰო, - დამეთანხმა ის და რამდენჯერმე ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად. ტუჩები გაეპო და პირით სუნთქავდა. ერთხანს დაჟინებით მიყურა, შემდეგ მძიმედ მოსცილდა კედელს, - დროებით.
- წარმატებები გამიცდაზე.
რეზიმ არაფერი მიპასუხა. გასვლისას კარი ფრთხილად მიიხურა. მე კი კარგა ხანს მაინც ვიდექი გაშეშებული. ტუჩებზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის გემოს, ცხვირში კვლავ მისი სურნელი მიღიტინებდა, ყელში კი მის სითბოს და კბილებს აღვიქვამდი. სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი. ნაკბენი ადგილი მოლურჯო-მოიისფროდ მეტყობოდა. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა რეზის ჩალურჯება.
თუმცა რეზი რამდენიმე საათი არ მოვიდოდა, მე კი სახლში ჯდომა და მისი ლოდინი არ შემეძლო. ძალიან ბევრი რამ მოხდა და რადგანაც ბლოგის საშუალებით ამის გაზიარება არ შემეძლო, მეგობრებს უნდა დავლაპარაკებოდი. ენდის დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ლუკასთან ოფისში წასვლა გადავწყვიტე. ერთი საათის შემდეგ ლუკას ოფისში დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ლუკასა და ალექსს რეზიზე ვუყვებოდი ყველაფერს. მისი გადმოსვლის დღიდან დაწყებული, დილით მომხდარით დამთავრებული, ყველაფერი მოვყევი და ვიგრძენი, როგორ დავიცალე და დავმშვიდდი. ალექსი გამოლენჩებული სახით მისმენდა, ლუკა კი ისეთი კმაყოფილი სახით მიყურებდა, ძალიან მინდოდა გემრიელად ჩამერტყა მისთვის, მაგრამ თავს ვიკავებდი.
- რომას შემდეგ ასეთი სერიოზული ურთიერთობა გქონია? - მკითხა ლუკამ.
- ურთიერთობა ჯერ არ გვაქვს.
ლუკამ ალმაცერად გადმომხედა და მიმანიშნა, რომ გარდაუვალს ვეწინააღმდეგებოდი.
- რომას მერე ასე ძალიან არავინ მომწონებია, თანაც, ასე მცირე დროში.
- გახსოვს, როდის გითხარი რომ...
-გეყოფა! - მოვაკეტინე ლუკას. ვიცოდი, რომ ჩემ გამო უხაროდა, მაგრამ ის უფრო უხაროდა, მართალი რომ აღმოჩნდა.
- კარგი, კარგი, - გაეცინა მას.
- იქნებ უბრალოდ ერთობა? შენ მისთვის ახალი თავგადასავალი ხარ, ერთგვარი ეგზოტიკა, თან აია ჰყავს, ერთად არიან. უცნაურად არ გეჩვენება ეს ყველაფერი? - დაეჭვდა ალექსი.
- ვიცი. ამიტომაც ვიკავებ თავს, არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო. მაგრამ სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ უკანდახევებით და პასიურობით რეზის ისეთი რაღაცების გაკეთებას ვაიძულებ, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია. ვაიძულებ, რომ იაქტიუროს და ამ დროს მე სულ ცივად ვხვდები, ისე ჩანს, თითქოს რეაცია არ მაქვს მის ქმედებებზე.
- მაშინ სცადე. ხელს არაფერი გიშლის. უფრო სწორად, აიას ფაქტორი კი გიშლის, მაგრამ თუ რეზი სერიოზულად მოგწონს...
ამოვიოხრე. ახლა შეყვარულების დაშორების მიზეზიც უნდა გავმხდარიყავი.
- რაც იქნება, იქნება, - იუმედოდ წარმოვთქვი და დივნიდან წამოვდექი. მეგობრებთან თერაპია დათავრებულიყო, - წავალ მე. ალბათ უკვე მოვიდოდა.
უცებ ლუკა ფეხზე წამოხტა და ისე დამეტაკა ჩასახუტებლად, ლამის წამაქცია. ალექსიც შემიგვიერთდა და რამდენიმე წამს ჩახუტებულები ვიდექით. ბოლოს ბიჭებმა ხელები გამიშვეს და გამახნევებელი რჩევებიც მომაძახეს გასვლამდე, მაგრამ მე არაფერი გამიგია.
მეტრომდე ფეხით გასეირნება გადვწყვიტე. ასე ნახევარ საათს მაინც მოვკლავდი. ის იყო, მეტროს მივუახლოვდი, რომ ტელეფონმა დარეკა. რეზი იყო. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ისე გავნერვიულდი, ხელისგულები გამიოფლიანდა.
- გისმენ, - ვუპასუხე მთლად აკანკალებულმა.
- დავით, სად ხარ? - მომესმა მისი ჩურჩული. პარალელურად წყლის ჩხრიალს ხმაც ისმოდა.
- მოვდივარ. რატომ ჩურჩულებ?
- შენი მეგობარია მოსული, ენდი. მგონი ცუდადაა. ძალიან განერვიულებულია, სულ კანკალებდა რომ მოვიდა.
გული გადამიქანდა. გამახსენდა, რომ დღეს ენდის მობოლური გამორთული ჰქონდა. დილის მერე აღარც დამირეკავს მასთან.
- წასვლა უნდოდა სახლში რომ არ იყავი, - განაგრძო ბიჭმა, - მაგრამ არ გავუშვი. გამაფრთხილა არ დაურეკოო, მაგრამ ჩუმად გირეკავ. მგონი სჭირდები. მალე მოხვალ?
- 15 წუთში. არსად გაუშვა, გთხოვ.
- კარგი, - მიპასუხა მან და გათიშა.
ისე გაიწელა გზა შინისკენ, მეგონა არასდროს დასრულდებოდა. აქოშინებული ამოვვარდი მეტროს ესკალატორზე და სირბილით წავედი სახლისკენ. ხელები მიკანკალებდა კარს რომ ვაღებდი. ძლივს მოვარგე გასაღები.
ენდი და რეზი მთავარ ოთახში იყვნენ. ენდი დივანზე იჯდა, რეზი კი მის წინ მაგიდაზე ჩამომჯდარიყო და რაღაცაზე ესაუბრებიდა. რეზის ხელში დაცლილი ჩაის ჭიქა ეჭირა, ენდის ჭიკა კი კვლავ სავსე იყო.
- საყვარელო, - დავიძახე ხმაწართმეულმა. ენდრიმ ამომხედა და გული გადამიქანდა. მთლად გაფითრებულიყო და ტირილისგან თვალები ჩასწითლბოდა. ენდი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. ძლიერად ჩავიკარი გულში. ისეთი პატარა და სუსტი იყო. უცებ ენდი უხერხულად შეიშმუშნა და მომცილდა, - რა მოხდა? - ვკითხე გაოცებულმა. ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია. არასდროს უკრავს ჩემთვის ხელი.
- მე დაგტოვებთ, - რეზი მაგიდიდან ჩამოხტა და ოთახიდან გავიდა.
- მადლობა, - ტუჩების მიძრაობით ვუთხარი ბიჭს. რეზი თბილად გამიღიმა.
ენდი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. უცებ დავიბენი, მის გვერდით დავმჯდარიყავი თუ ოდნავ მოშორებით. მაგრამ მან ხელი გამომიწოდა და მეც მაშინვე ჩავკიდე. გვერდით მივუჯექი. ერთხანს ჩუმად იჯდა. მისი ხელი მეჭირა და თითებზე ვეფერებოდი. არაფერს ვეკითხებოდი, რადგან ვიცოდი, ძალას იკრეფდა მოსაყოლად.
- შეიძლება დავწვეთ? ძალიან დაღლილი ვარ, - მთხოვა უცებ და აცრემლებული თვალებით შემომხედა.
- კარგი.
საძინებელში შევიყვანე. მან ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლში შეძვრა. მე მაისური გავიხადე და გვერდით მივუწექი. მან თავი მკერდზე დამადო და ჩამეხუტა, მაგრამ როცა წელზე ხელი შემოვხვიე ჩასახუტებლად, კვლავ გამაშვებინა.
- პოლიციიდან მოვდივარ, - თქვა მან.
- რა? - წამოვიყვირე თავზარდაცემულმა.
- ექვსი საათი ვიყავი, იქამდე საავადმყოფოში.
- რა მოხდა? - ვკითხე და წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ენდიმ არ გამიშვა. გვიან მივხვდი, ტირილის დაწყება არ უნდიდა და ამიტომ ერჩივნა, მისი სახე არ დამენახა.
- კოკა მომივარდა წუხელ. ჩემსა და მაკაზე გაუგია და როგორ ბედავ რომ ვიღაც გოგოსთან დაეთრევი, თავს გვჭრი მთელ ოჯახსო. მთვრალი იყო. ვიჩხუბეთ და ჩხუბის დროს ფანჯრის მინა ჩაამტვრია. მეზობელმა ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა, მაგრამ სანამ პოლოცია მოვიდოდა, კოკამ მინის ნამტვრევით დამჭრა.
- რას ნიშნავს დაგჭრა? - ენდის ხელი ავიღე და მაინც წამოვჯექი, - სერიოზული ჭრილობაა?
ერთხანს ჩუმად მიყურა, მერე კი ჭრელი პერანგი გაიხადა. ქვეშიდან თეთრი მაისური ეცვა. მძიმედ ასწია ხელები მაისურის რომ გამეხადა. გავხადე. მკერდი სქელი ბინტით ჰქონდა აკრული. შებრუნდა და წელი მაჩვენა. ბინტზე აქა-იქ სისხლის ლაქები ეტყობოდა.
- 9 ნაკერი დამადეს, - თქვა მან.
ვიგრძენი, როგორ წამიჭირა სიბრაზემ ყელში. როგორ ადამიანს შეეძლო ასეთი რამის გაკეთება საკუთარი დისთვის? საერთოდ, თავში აზრად როგორ გაივლო? ვიცოდი, რომ კოკა არაადეკვატური იყო, მაგრამ ვერასდროს წარმკვიდგენდი, რომ მსგავს რამეს ჩაიდენდა.
- მითხარი, რომ დაიჭირეს... - ძლივს გამივცერი სიტყვები.
- დაიჭირეს.
სიბრაზისა და უმოქმედობისგან ცრემლები მომაწვა. ჩემგან ზურგშექცევით მჯდარ ქალს შევხედე და ძალიან ფრთხილად მივეხუტე. მუცელზე შემოვხვიე ხელები და მხარზე ვაკოცე. ენდი შემკხვეულ მკლავებზე მომეხუტა.
- შენ და მაკა ხომ დაშორდით?
- ხო, მაგრამ ეტყობა კოკამ არ იცოდა. ალბათ ახლა მიუტანეს ამბავი. წარმოგიდგენია, მაკაც რომ დახვედროდა, რა რეაქცია ექნებოდა? ალბათ მოკლავდა.
- რატომ არ დაგვირეკე? სულ მარტომ როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი...
- ხომ იცი, მე ძლიერი გოგო ვარ, - ღიმილით მომიბრუნდა ის.
- ენდი! - რა თქმა უნდა, ძლიერი იყო. გაცილებით ძლიერი, ვიდრე მე. მაგრამ იყო მომენტები, როცა მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის, როცა ვინმეს თანადგომა გჭირდება.
- უბრალოდ, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, დრო არ მქონდა, გესმის? თქვენთან დარეკვის და ახსნის დრო არ მქონდა, - ენდიმ მანიშნა რომ ისევ დავწოლილიყავი. ასეც მოვიქეცი. მან კვლავ თავი დამადო მკერდზე და მომეხუტა, - ჯერ საავადმყოფოში წამიყვანეს, იქიდან პოლიციაში და... პოლიციიდან რომ გამოვედი ისე ცუდად გავხდი, ტაქსი ძლივს გავაჩერე. ალბათ საფრთხემ რომ გადაიარა, ადრენალინმა და წამლებმა ერთდროულად დაიწყო მოქმედება. იმდენი დამამშვიდებელი დავლიე, როგორ ვლაპარაკობ, მეც მიკვირს.
- საყვარელო, - თმაზე მოვეფერე, - ძალიან ვწუხვარ, ამ ყველაფრის გადატანა რომ მოგიხდა.
- სხვა რამეზე მელაპარაკე, - მთხოვა უცებ მან.
გამიჭირდა მისი თხოვნის შესრულება.
- შეხედე, - ენდის გალურჯებული ყელი ვაჩვენე.
- მოიცადე, - ღიმილით წამოიწია და თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა, - ასეთი ხომ რეზისაც აქვს?
მაცდური ღიმილით დავუქნიე თავი.
- თქვენ რა, უკვე...?
- რა? არა! - სიცილით წამოვიყვირე, - ეს უბრალოდ... - და ენდის ყველაფერი მოვუყევი. არ მეგონა ასე თუ გაამხიარულებდა ეს ამბავი.
მოულოდნელად კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა და რეზი შემოვიდა.
- დავით, - დამიძახა და უეცრად გაჩერდა. მივხვდი, რამაც გააჩუმა. ენდი ჩემს მკერდზე იწვა, მკლავებით მეყრდნობოდა და მხოლოდ შიშველი მხრები უჩანდა. მაგრამ ის ხომ ენდი იყო, მე კი დავითი. რატომ მიიღი რეზიმ ასეთი სახე, ცოტა არ იყოს დავიბენი, - უკაცრავად. ტელეფონზე გირეკავენ.
- მადლობა, - გავუღიმე ბიჭს, მაგრამ ის უემოციოდ გავიდა ოთახიდან, - ახლავე მოვალ, - ვუთხარი ენდის და საწოლიდან წამოვდექი.
- გისმენ, ლუკა.
- ენდიზე რამე ხომ არ გაგიგია?
- ჩემთან არის.
- შენ რომ წახვედი, ალექსმა ენდის გავუვლიო და იქ მეზობელმა უთხრა რაც მოხდა. როგორ არის?
- შეშინებულია. გამოდი რა, შენი დახმარება დასჭირდება. მგონი ადვოკატიც არ აუყვანია.
- ჰო, წამოვალ. დროებით.
- კარგად.
ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე დავდე. კარგი იქნებოდა, ლუკაც ღუ დაელაპარაკებოდა. იურისტი იყო და ენდის დაეხმარებოდა. სულელი გოგო, რატომ წუხელვე არ დაურეკა ლუკას?
შევტრიალდი, საძინებელში რომ შევსულიყავი და მოულოდნელად უკან მდგარ რეზის შევასკდი.
- მაპატიე, ვერ დაგინახე, - ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
რეზი უცნაურად დუმდა. მისი დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ თვალებში ჯიუტი ცეცხლი უგიზგიზებდა. მოულოდნელად ხელით მსუბუქად მიბიძგა, კედელზე მიმანარცხა და ტუჩებზე დამაცხრა. ამას არ ველოდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ პირველი თუ თვითონ მაკოცებდა, ვერა. პერანგში ჩავალე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე. მგონი შევაშინე, რადგან კოცნა შეწყვიტა და დამფრთხალმა შემომხედა. სახიდან ორივე ხელით გრძელი კულულები გადავუწიე და ახლა მე ვაკოცე. ისეთი რბილი ტუჩები ჰქონდა, მეშინოდა, რომ ოდნავ უხეშობას თუ გამოვავლენდი, სისხლი წამოუვიდოდა. მის ენას ვგრძნობდი, ანანასის გემო დაჰკრავდა. ოდნავ ვუკბინე ენაზე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
რეზიმ თვალები გაახილა. მზერა დანისვლოდა, სუნთქვა აჩქარებოდა და მკერდი სწრაფად უმოძრავებდა.
- ენდისთან უნდა შევიდე, - ვუთხარი ჩურჩულით, მის აწითლენულ ტუჩებს და დალურჯებულ ყელს შევხედე და საძინებელში დავბრუნდი.
მხოლოდ შესვლისას გავიაზრე რაც მოხდა. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ვერაფერი აღვიქვი. მაგრამ ახლა ისე ცხადად ვგრძნობდი თითოეულ წამს და მის თითოეულ რეაქციას.
- რა მოხდა? - საწოლში წამომჯდარ ენდის მაისური ჩაეცვა.
- რეზიმ მაკოცა, - ვუთხარი და ტუჩებზე ავიფარე ხელი ნერვიული სიცილი რომ შემეკავებინა.
- რა? - წამოიყვირა მან.
- მგონი შენზე იეჭვიანა.
- ჩემზე? - ენდის სიცილი აუტყდა, - მოიცადე, ახლა აქ რა გინდა? რატომ არ ლაპარაკობთ ან...რა ვიცი, ტანსაცმელს რატომ არ ახევთ ერთმანეთს? - სიცილისგან ჩაბჟირდა.
- ჰა, ჰა, ჰა. ძალიან სასაცილოა, - საწოლზე ავძვერი და ზემოდან დავწექი.
- მომწონს რეზი. საყვარელია.
ღიმილით დავუქნიე თავი.
- ლუკა მოვა, - უთხარი უცებ.
ენდის სახე შეეცვალა. თვალებში სევდა ჩაუდგა.
– ალბათ ისიც გაბრაზებულია, რომ არ დავურეკე.
– გაბრაზებული არა, შეშინებული იქნება.
ამოიოხრა.
– მისმინე, გადი, რეზის დაელაპარაკე. მე ცოტა ხანს დავიძინებ.
– არა, შენთან ვიქნები.
– დარწმუნებული ხარ?
– კი, – შუბლზე ვაკოცე.
– კარგი, – გამიღიმა მან და საბანში შეძვრა.
ძალიან მალე ჩაეძინა.
კოკა დაიჭირეს. ეს მამშვიდებდა. იმედი მქონდა, რომ მოსამართლე გირაოთი არ გამოუშვებდა, თორემ გაბროტებული კოკას შურისძიებას ენდი ვერ გაუმკლავდებოდა. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, რას განიცდიდა ახლა ენდი. საკუთარი ძმა რომ ასე ექცეოდა, სხვისგან რა უნდა მოეთხოვა. მას გაცილებით ცუდი ბავშვობა ჰქონდა, ვიდრე მე. მე იმაში გამიმართლა, რომ ფიზიკურად თავის დაცვა შემეძლო. ის კი ისეთი სუსტი იყო, თითქოს ლანდი გასდიოდა. ანორექსიით დაავადებულს ჰგავდა.
ფიქრები თავისით დახტოდა ენდიდან რეზიზე, რეზიდან კოკაზე. არ მინდოდა რეზიზე ფიქრი, ყოველ შემთხვევაში, ახლა. ვიცოდი, რომ ფიქრს თუ დავიწყებდი, ობობას ქსელივით გავეხვეოდი დაულაგებელ აზრებში. გადავწყვიტე, რომ იმ მომენტს დავლოდებოდი, როცა მე და რეზი მარტო დავრჩებოდით.
გარედან საუბრის ხმა შემომესმა. ალბათ ლუკა მოვიდა. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან, ენდი რომ არ გამეღვიძებინა და ოთახიდან გავედი. ლუკა და რეზი რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩემს დანახვაზე ორივე გაჩუმდა.
– სძინავს, – ვუთხარი ლუკას.
– კარგია, ეძინოს.
მთავარ ოთახში გავედით. მე და ლუკა დივანზე ჩამოვსხედით, რეზი კი რატომღაც თავის ოთახში შევიდა. გაოცებულმა შევხედე მისი საძინებლის მიხურულ კარს. ის რა, თავს მარიდებდა? ფიქრობდა, რომ არ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო? იქნება არ უნდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოეჩინა, ან თვლიდა, რომ მისი საქმე არ იყო?
– აღარ იტყვი რა მოხდა? – მოუთმელნად მკითხა ლუკამ.
ყველაფერი მოვუყევი, რაც ენდიმ მითხრა. შუა საუბრის დროს რეზიც გამოვდა ჩვენთან და სავარძელში ჩაჯდა. ბიჭს შევხედე. სულ ერთი წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს. მან თვალი ამარიდა და მეც მოყოლა განვაგრძე.
მოქუფრული ლუკა ყურადღებით მისმენდა. შუბლზე ნაოჭები გაუჩნდა. ასე მოსდიოდა ხოლმე, როცა რაღაცაზე ფიქრობდა ან ნერვიულობდა. ბოლოს ადგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ჩემდა გასაოცრად, არაფერი უთქვამს, არაფერი უკითხავს. ბოლოს ისევ დაჯდა, წელში გასწორდა, ხელები მუხლებე დაიწყო და კბილებში გაჭირვებით გამოსცრა:
– ძალიან გაბრაზებული ვარ!
ასეც უნდა ყოფილიყო. მისი სიბრაზე ყველაზე შესაფერისი განცდა იყო. გაბრაზებული უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთ ქვეყანაში გვიწევდა ცხოვრება, სადაც სახლში გვივარდებოდნენ, სადაც ოჯახის წევრებს ვძულდით და ჩუმად ყოფნასა და მორჩილებას გვაიძულებდნენ, სადაც ჰომოფობია ისეთი ბუნებრივი იყო, რომ არაჰომოფობი ადამიანებიც კი საფრთხის ქვეშ იყვნენ. გაბრაზებული უნდა ყოფილიყო ენდიზეც, რომ არ დაგვირეკა და დახმარების საშუალება არ მოგვცა. საკუთარ თავზეც უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, რადგან ახლა ხედავდა, რომ ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ლგბტ ორგანიზაციის დამაარსებელი იყო და საკუთარი მეგობრის დაცვა ვერ შეძლო.
ენდიმ მალე გაიღვიძა. უფრო ცუდად გამოიყურებოდა.
– ძალიან მეძინება და ვერ ვიძინებ.
– ჩვენ ვხმაურობდით? – ვკითხე შეწუხებულმა.
– არა, ძალიან ბევრს ვფიქრობ.
– მაჩვენე ჭრილობა, – სთხოვა ლუკამ.
ენდი ჩვენგან ზურგშექცევით დაჯდა და გაჭირვებით აიწია მაისური. სისხლიანი სახვევი გამოუჩნდა. იმ წამს რეზის მზერა დავიჭირე, გაოგნებული მიყურებდა.
– კარგად ხარ? – ვკითხე მას. თავი დამიქნია და მზერა ჩემიდან ენდიზე გადაიტანა.
– პოლიციაში რა გითხრეს?
– ჩვენება ჩამომართვეს, მაგამ სანამ ჩვენებას მივცემდი, ძალიან დიდხანს მალოდინეს. წამლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ამის მიუხედავად 6 საათი პოლიციაში გამატარებინეს ოცწუთიანი დაკითხვის გამო.
– ენდი, ჩემთვის რომ დაგერეკა...
– კარგი, რა. ძალიან დაღლილი ვარ საყვედურების მოსასმენად.
– კარგი, მაპატიე.
– სახლში უნდა წავიდე.
– არა, აქ დარჩი, – ვთხოვე მე.
– აქ ვერ დავიძინებ, მე კი ახლა ძილი მჭირდება. კარგად ვიქნები, არ ინერვიულო, – გამიღიმა მან.
– მაშინ მეც წამოვალ.
– მომვლელები არ მჭირდება! – უხეშად გააწყვეტინა ლუკას.
– იცი, რა, საყვარელო? წელზე 9 ნაკრი გადევს, სახლში ფანჯარა ჩალეწილი გაქვს. ჩემი აზრით, მომვლელები ზუსტად ახლა გჭირდება, – გაუღიმა ლუკამ, – მეც შენთან ერთად მოვიდვარ.
– ასეთი ირონიული ჩემი მეგობარი როგორ ხარ, არ ვიცი, – ამოიოხრა ენდიმ.
– ირონია შენგან ვისწავლე, – ლოყაზე აკოცა ლუკამ, – ასე ხარ მოსული? შენი ნივთები სად არის?
– დავითის საძინებელში.
ლუკამ ოთახიდან ენდის პერანგი და ფეხსაცმელი გამოიტანა. ენდიმ გაჭირვებით ჩაიცვა კედები და ფეხზე წამოდგა.
– დამირეკე როცა მიხვალთ, – ვთხოვე ლუკას.
– კარგი. კარგად, რეზი.
– კარგად, – რეზის ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ეს–ესაა გაიღვიძაო.
გავაცილე. ენდი ფრთხილად ჩავიკარი გულში და ძალიან დიდხანს არ გამიშვია. ბოლოს ლუკა დაიღალა და აწუწუნდა, მალე წავიდეთო.
კარი ჩავკეტე და რეზისთან დავბრუნდი. ნიკაპი ხელზე ჩამოეყრდნო და ჩაფიქრებულიყო. ზურგიდან მივუახლოვდი. შეკრული თმა გავუშალე და თითები თმაში შევუცურე. მან ხელი ჩამოსწია და სავარძლის მისაყუდებელზე გადმოწვა.
– რაზე ფიქრობ?
– ენდი საკუთარმა ძმამ დაჭრა? – მკითხა მან.
– ჰო.
რეზი შეკრთა.
– ხდება ასეთებიც. იშვიათად, მაგრამ შეშლილი ადამიანები ჩვენს გარშემოც ხვდებიან.
– კარგად იქნება?
– კი. ბევრი რამ გადაუტანია. ამასაც გაუძლებს.
სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი. რეზიმ თავი უკან გადასწია, საზურგეზე დადო და თვალები დახუჭა. გამეღიმა. ეს ბიჭი ნამდვილი მაცდური იყო. მისკენ დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე. იმ წამსვე ჰაერი ისე ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ჩემი ამონასუნთქი სჭირდებოდა გადასარჩენად. მან თვალები გაახილა და ფრთხილად შემეხო სახეზე. ნაზად მომეფერა და თავისკენ მიმიზიდა. ისევ ვაკოცე. ამჯერად ისიც ამყვა. ძალიან მომწონდა მისი კოცნა. უნდა ვაღიარო, ასეთი რბილი ტუჩების პატრონისთვის არასდროს მიკოცნია.
– გემრიელი ხარ, – დავუჩურჩულე მე.
რეზიმ გაიცინა. ღიმილით წამოვდექი და ხელი გავუწუდე. ისიც იმ წამსვე მომეჭიდა და წამოდგა. მასთან ახლოს მოვედი, ძალიან ახლოს. მთელი სხეულით ავკარი და ყელში, ჩალურჯებულ ადგულზე ენა ავუსვი. მისი კანის სიმლაშე ვიგრძენი. რეზიმ თავი გადასწია. ხმაურით ვაკოცე და თვალდახუჭულ ბიჭს ცხვირზე ჩამოვკარი თითი. ღიმილით გამომხედა.
– რამდენი ხანია? – მკითხა უცებ.
– რა „რამდენი ხანია“?
– რამდენი ხანია, რაც ჩემი კოცნა გინდა? – მკითხა მან და გამომწვევად გამიღიმა.
– იმ წამიდან, რაც დაგინახე, – გამოვუტყდი.
რეზი გაოცდა. რატომღაც არ მოელოდა ამ პასუხს. დივნისკენ მიბიძგა, რომ დავმჯდარიყავი. ასეც მოვიქეცი. ისიც მომიჯდა გვერდით, ჩემკენ შემობუნდა და ფეხები დივანზე აიკეცა.
– სასიამოვნოა ამის მოსმენა, – გაუბედავად მითხრა და საკუთარ ხელებს დახედა. მაისურისთვის ძაფი გამოეძრო და მას ათამაშებდა, – კარგად მალავდი, – უხერხულად გაიცინა.
კმაყოფილი ღიმილით შევტრიალდი მისკენ და თმაზე ხელი ისე ჩამოვუსვი, როგორც ადრე მან, როცა მე და ლუკა ფილმის ყურების დროს გვნახა. რეზის თვალები გაუფართოვდა და გაწითლდა.
– მე კიდევ მეგონა ვერაფერს ხვდებოდი, – ყალბი გაბრაზებით წამოიძახა და ოდნავ მკრა ხელი. გამეცინა, – რატომ არფერს აკეთებდი?
– იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვიყავი... შენში.
– ჩემში?
– შენ ახლა საკუთარ თავს ეძებ და არ ვიცი, ბევრ რამეს აკეთებ პირველად. არ მინდა შენი მორიგი ექსპერიმენტი ვიყო. თუ დარწმუნებული არ ხარ, რა გინდა, ჯობია ჯერ გაერკვე.
– შენ ექსპერიმენტი არ ხარ, – წამოიძახა მან, – ვიცი, რაც მინდა.
– რა გინდა, რეზი? – ჩავეძიე და დაჟინებით შევხედე.
მან მზერა ამარიდა. ისევ საკუთარ ხელებს დახედა და თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა.
– შენ.
სუნთქვა შემეკრა. ამ პასუხს არ ველოდი. რეზი არ მიყურებდა და ალბათ კარგიც იყო, რადგან იმ წამს მზად ვიყავი, დაუფეიქრებლად შემომეხია მისთვის ტანსაცმელი.
– და აია? – სხვა რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება.
– მე და აია ერთად არ ვართ. უბრალოდ სექსი გვქონდა რამდენჯერმე. ის ჩემი მეგობარია.
რატომღაც ეჭვი შემეპარა მის ნათქვამში. მე ვნახე რა ურთიერთობაც ჰქონდათ სინამდვილეში. იქ, სააბაზანოში არ თამაშობდნენ, არც რცხვენოდათ ერთმანეთთან გრძნობების გამოვლენის. მე ვნახე ის ჩახუტება და წარმოუდგენელი იყო მსგავსად ჩახუტებოდი ადამიანს, რომელიც არ გიყვარდა.
– სააბაზანო ვისი იდეა იყო?
რეზიმ დამნაშავესავით გამიღიმა.
– რა? რეზი! – სიცილით შევყვირე. ამას კი ვერასდროს წარმოვიდგენდი. მეგონა, რომ აიამ დაითანხმა, თურმე პირიქით ყოფილა.
ყურებამდე გაწითლებულმა ბიჭმა სახეზე ხელები აიფარა. მისკენ გადავიხარე და ტუჩები ყურთან მივუტანე.
– შენ არ იცი, რა დამმართე, – დავიჩურჩულე. რეზიმ ყრუდ ამოიკვნესა. მეც კი ვიგრძენი, როგორ დაუარა ჟურანტელმა. სახიდან ხელები ჩამოვაწევინე, მაგრამ ახლა ჩემს ყელში ჩაიმალა, – შემომხედე, – ვთხოვე მე.
ნელა ასწია თავი და თვალებში ჩამხედა. გამოხედვა დანისვლოდა, ტუჩები გაეპო და აღელვებული დაატარებდა მზერას ჩემი თვალებიდან ტუჩებზე.
– შენ საერთოდ... – სიცილით გავაქნიე თავი და ოდნავ მოვცილდი.
რეზიმ ამოიოხრა. თავი მოხრილ მუხლებს ჩამოაყრდნო, მერე უცებ ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებზე დამეწაფა. მაშინვე ხელები მოვხვიე და ავყევი. ჰო, ის მართლაც გამოუცდელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ურთიერთობაში და მგონი ჩემზე მეტად უჭირდა თავის შეკავება. მის ტუჩებს რომ მოვწყდი, კოცნისგან აწითლებულ და შესიებულ ბაგეებზე შევხედე და ნელა გადავატარე ცერა თითი. რეზიმ კბილები წამავლო თითზე და მსუბუქად მიკბინა. ის მიჭირდა დამშვიდება, ის კი თითქოს სპეციალურად მიწვევდა. ქვედა ტუჩსა და ნიკაპზე ჩამოვუსვი თითი და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. დღეს კოცნები საკმარისი იყო. ორივესთვის ასე აჯობებდა.
– როგორ ხარ? – ვკითხე უცებ რეზის. მაინტერესებდა რას გრძნობდა ახლა, როცა ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა. მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ჰეტეროსექსუალი იყო, ალხა კი გამოდიოდა, რომ საკუთარი სექსუალობა ხელახლა უნდა გადაეაზრებინა.
– არ ვიცი, – მიპასუხა მან, – კარგად ვარ. მშვიდად, რადგან ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც ამდენი ხანია მინდოდა და არც ჩემი შიშები გამართლდა...
– რა შიშები?
– რომ შენ ხელს მკრავდი. ან ჩემს გრძნობებს დასცინებდი...
– მეც მასე ვფიქრობდი, ამიტომაც ვცდილობდი შენზე ნაკლები მეფიქრა, მაგრამ შენ... ხან შიშველი გამოდიოდი მეზობლის სანახავად, ხანაც სიცხიანი მთხოვდი ტანსაცმლის გახდას და შენს გვერდით დაძინებას, – სიცილი ვერ შევიკავე ამის გახსენებაზე.
– მოიცადე ერთი წუთით. მაშინ ისე მეძინებოდა, ვერც კი ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. მეორედ კიდევ სიცხე მქონდა და ჩემს საქციელზე პასუხი არ მომეთხოვებოდა, – სიცილით გამაწყვეტინა მან.
– ხო, აბა რა, – თავი დავუქნიე.
– მაშინ შენს შეცდენას არ ვფიქრობდი. უფრო სწორად, თავს არ ვუტყდებოდი...
– და როცა გამოუტყდი...? – სუნთქვაც კი შემეკრა, სანამ რეზიმ ხმა ამოიღო.
– მივხვდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად არ გამოვიდოდა. და თავში ყველაფერი დალაგდა.
– კარგად ხარ? – ისეც გავუმეორე კითხვა.
– კი, კარგად ვარ, – გაეცინა მას, – რატომ ჩამაცივდი ასე?
– ხომ იცი, რომ ყველაფერზე შეგიძლია ლაპარაკი? რაც მოგინდება და რისი თქმაც მოგინდება.
– ვიცი, – დამიქნია თავი და გამიღიმა, – ჰომოფობი არასდროს ვყოფილვარ, არც ფარული და არც ღია. ასე რომ, თვითგვემა არ დამიწყია იმის გააზრებაზე, რომ შეიძლება შემყვარებოდი.
გული გამალებით მიცემდა. მისი ხმა, საუბრის დროს ტუჩების მოძრაობა და ნათქვამი ისეთი ამაღელვებელი იყო. რეზი ჩემზე ფიქრობდა. ახლა ეს ვიცოდი და უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობდი და სექსუალური დაძაბულობის მიუხედავად, მართლაც თავში ყველაფერი დალაგდა.
– ანუ ჩემზე ფიქრობდი და ეს მოგწონდა, – თვალებმოჭუტულმა გავხედე.
ნელა დამიქნია თავი.
– შეიძლება ჩაგეხუტო? – მკითხა უცებ.
– ნუ მეკითხები.
რეზი წამოიწია, ორივე ხელით მხრებზე დამეყრდნო და ისე უცებ აღმოჩნდა ჩემს კალთაში, ვერც კი გავიაზრე. ნამდვილად არ იყო ეს ჩახუტება. ის ჩემს კალთაში იჯდა – ყველაზე სექსუალური და სასურველი ბიჭი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, მე კი ვიცოდი, რომ შორს არ უნდა შემეტოპა, ზღვარი უნდა გამევლო. არ მინდოდა მისი შეშინება, მაგრამ თუ დისტანციას არ დავიცავდი, აუცილებლად შევაშინებდი. თუმცა ის კვლავ ჩემს კალთაში იჯდა და მისი შარვლის უბე... ისე მსიამოვნებდა მისი შეხება.
რეზიმ ხელები წელზე შემომხვია, მუცელზე ამეკრა და ჩამეხუტა. თუ მხარზე დამადო და გაყუჩდა. მეც შემოვხვიე ხელები და ძლიერად მოვუჭირე. მის სუნთქვას და გულისცემას საკუთარ სხეულზე ვგრძნობდი. ყელში მოწყვეტით მაკოცა. ჟრუანტელმა ელექტროდენივით დამიარა და პენისთან მოიყარა თავი. პირი გავაღე რომ მესუნთქა. ჰაერი არ მყოფნიდა. რეზიმ ნელა ასწია თავი და ტუჩებზე დამეწაფა. ენაზე მისი ენა ვიგრძენი. ისე მომთხოვნად მკოცნიდა, სუნთქვა არ შემეძლო. ხელები ქვემოთ ჩავუცურე, თეძოებზე დავაწყე და ნელა დავაწყებინე მოძრაობა. მაშინვე ამყვა. ორივე ხელი შემომხვია კისერზე, კოცნა უფრო გააღრმავა და მოძრაობა განაგრძო. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. მთელი ჩემი გონება და სხეული მასთან სექსზე ფიქრობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან ვჩქარობდით. თითქოს ამის გაფიქრებამ გამომაფხიზლა. რეზის ორივე ხელი ჩავავლე მკლავებში, სწრაფად გადავაგდე ჩემი მუხლებიდან და ფეხზე წამოვხტი. ძლივს ვსუნთქავდი. ნელ–ნელა გონზე მოვდიოდი და სულ უფრო და უფრო ადვილი ხდებოდა სუნთქვა. თვალებაელვარებული, აღელვებული რეზიც მშვიდდებოდა. ტუჩები უბზინავდა...
– იცი? მგონი ჯობია დავიძინოთ, – თქვა აღელვებულმა და ტუჩებზე თითები გადაისვა.
– ჰო, – სწრაფად დავეთანხმე.
– კარგი, – ფეხზე წამოდგა ის, – ღამე მშვიდობისა, დავით.
– ძილინების.
რეზი საძინებელში შევიდა, მე კი მოწყვეტით დავეხეთქე დივანზე.
საკმაოდ დიდხანს ვიჯექი თვალებდახუჭული, სანამ არ დავმშვიდდი. მერე ავდექი, შუქი ჩავაქრე და ჩემს ოთახში შევედი. ტანსაცმელი გავიხადე და სარკეში კისერი შევითვალიერე. ჩალურჯებული ძალიან მეტყობოდა. ღიმილით გადავისვი ხელი, შორტი ამოვიცვი და დავწექი. ადრე იყო, არ მეძინებოდა. უცებ ენდი გამახსენდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მობილური მოვძებნე, ლუკას ნარეკები ვნახე. მობილურს ხმა აწეული ჰქონდა, მე კი არაფერი გამიგია.
– ჯანდაბა!
სწრაფად გადავრეკე ლუკასთან. მაშინვე მიპასუხა.
– ასეთს რას აკეთებდით შენ და რეზი, რომ არ მიპასუხე? 5–ჯერ დაგირეკე.
– ბოდიში. ენდი როგორ არის?
– ჟასმინის ჩაი დავლიეთ და ახლა სძინავს. უნდა განახა, როგორი მშვიდი სახე აქვს. დაისვენა.
– არ ვიცი რას ვიზამდი, აკაკი რომ არ დაეჭირათ.
– იმედი მინდა მქონდეს, რომ ამ ქვეყანაში კანონი მოქმედებს.
ამოვიოხრე.
– კარგი. მანდ რა ხდებოდა?
– რა? – დავიბენი.
– გეგონა ვერაფერს მივხვდებოდი? სახეზე გეწერათ ორივეს ყველაფერი.
– ლამის სექსი გვქონდა, – გახსენებაზეც კი დამბურძგლა.
– უჰუუ, – დაუსტვინა ლუკამ, – ანუ ყველაფერი სერიოზულადაა?
– ჰო.
– მიხარია შენი ამბავი. მაგრამ ბევრი პრობლემა შეგხვდებათ. რეზის მშობლებისა და მეგობრებისთვის არ იქნება ადვილი გადასახარში.
– ჯერ მაგაზე საუბარი ძალიან ადრეა.
– ხო, მართალი ხარ, – დამეთანხმა ის, – კარგი, წავედი, მეც დავიძინებ. დავიღალე.
– კარგი, ძილინების.
– ძილინების, – თბილად დამემშვიდობა და გამითიშა.
დიდხანს ვიტრიალე საწოლში. ძილი არადა არ მეკარებოდა. მთელ სხეულში ისეთი გრძნობა მქონდა გამჯდარი, თითქოს დავფრინავდი. იმ გრძობას მახსენებდა, რომ მოვწიე პირველად. მაშინ ბედნიერება ვიგრძენი და ახლაც იმავეს ვგრძნობდი.скачать dle 11.3




№1  offline წევრი მანჯგალაძე

ველოდები შემდეგს <3

 



№2  offline წევრი talia

Imeds vitoveb ROM dges sagamos dadeb, zalian kargad wer smiley

 



№3  offline წევრი Nickolson

talia
Imeds vitoveb ROM dges sagamos dadeb, zalian kargad wer smiley

მადლობა, თორმეტის შემდეგ დავდებ.

 



№4  offline წევრი talia

Geli geli mogeli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent