შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკელი მკვლელი 2თავი


22-02-2018, 03:10
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 603

ამერიკელი მკვლელი 2თავი

- ყველაფერი როგორ აიხლართა. გაოგნებული დაჰყურებს გიორგობიანი იმ საბუთებს, რომელიც ადვოკატმა მისცა.
იქ ზუსტად და გარკვევით ეწერა მიზეზი,  ყველაფერი გაანალიზა გონებაში. ტაქსი გააჩერა და მამამისის ძველ კომპანიაში წავიდა. ადრე უბრალო ორ სართულიანი შენობა, ვიღაცას გაუფართოვებია და ეხლა ცხრა სართულიანი შენობის წინ დგას გაკვირვებული გიორგობიანი.
მიმღებში გიჟივით შერბის, ისე რომ არავის არაფერს ეკითხება პირდაპირ კიბეებისკენ მიიწევს. მეხუთე სართულზე ჩერდება, დერეფნის ბოლოს დიდ შავ კართან ჩერდება. სადაც დიდი ასოებით ალეკო გიორგობიანი აწერია.
- არინო. გაოგნებული სახით უყურებს ძმიშვილს.
- რაიყო არ მელოდი?
- იცი მე.
- მე ყველაფერი ვიცი.
-  რაიცი.
-  ყველაფერი ის რაც მამაჩემს გაუკეთე.
- რეებს ბოდავ? მალევე ღიზიანდება კაცი.
-ანუ ყველაფერი ამ უბრალო, პატარა ბიზნესის გამო მოხდა.
როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? როგორ შეგეძლო შენი საკუთარი ძმის მკვლელობა? როგორ შეგეძლო ესე უპატრონოდ ჩემი დატოვება?
მამა ყოველთვის გეხმარებოდა, მას ძალიან უყვარდი. სულ გვერდით გედგა, როდესაც შენი ცოლი გარდაიცვალა შენს შვილს არაფერს აკლებდა. საკუთარი ბიზნესიც კი განდო, შენ კი ამით გადაუხადე სამაგიერო.
ცივი ყინულივით ცივი თვალები მიანათა ერთადერთ ბიძას, ნებისმიერი ვინც ეხლა გიორგობიანს შეხედავდა მიხვდებოდა თუ როგორ ხელის აუკანკალებლად შეეძლო კაცის მოკვლა.
- ფსიქიატრი გჭირდება. მშვიდი ტონით ამბობს კაცი.
- ფსიქიატი მე არა შენ გჭირდება. მაგრამ არამგონია გიშველოს უკვე დაგვიანებულია. სარკაზმს არ იშურებს არინო.
- საიდან შეთხზე ეს ზღაპარი. არ დაგავიწყდეს რომ შენ არასრულწლოვანი ხარ, ასე რომ შენს ნაბოდვარს არავინ დაიჯერებს. ირონიული ღიმილით აჯილდოვებს მამაკაცი.
- შეიძლება მე არავინმა დამიჯეროს მაგრამ. არსებობს რაღაც რასაც შეუძლია შენი განადგურება.
წინ უდგება ბიძას და თვალებში აჩერდება. -ეხლა კარგად მომისმინე, მე ის მაქვს რაც შენ გჭირდება. თუ იმას არ გააკეთებ რასაც მე გეტყვი, გპირდები ამ ყველაფერს ისეთ ადამიანს გადავცემ, ვინც ნამდვილად შეძლებს შენს განადგურებას.
- რაგინდა? ნერვიულობა შეეტყო კაცს.
- ნიკუშას თურქეთში გადაყვანა, სრული რეაბილიტაციის დაფინანსება და მისთვის საუკეთესო ექიმების პოვნა.
- ეს საკმაოდ ძვირია.
- დრო ხვალ საღამომდე გაქვს, საღამოს მე თავად დაგირეკავ.
- კარგი.
- იცი. კაბინეტიდან გამოსვლას აპირებდა როდესაც უეცრად მიბრუნდა.
- იცი ბაბუ არასოდეს ამაყობდა შენით, რადგან იცოდა თუ როგორი ამაზრზენი და ნაბ***არიც იყავი. სწორედ მაგიტომ არ გაქვს გიორგობიანების დამახასიათებელი ლაქა ყელზე.  ცივი ლურჯი თვალები მიანათა ბიძას და კაბინეტი დატოვა.
- მან თუ თანხა გადაიხადა, შენ რა მისთვის ყველაფრის მიცემას აპირებ?
მოსმენილისგან ჯერ კიდევ შოკში მყოფი, ბატონი კაკო ცინ და უკან დადის ოთახში.
- არა რათქმაუნდა. მე მის გამოყენებას ვაპირებ, ყველაფერს წავართმევ რაც მამაჩემს ეკუთნოდა. როდესაც მიწასთან გავასწორებ შემდეგ, შემდეგ კი ფსიქიატრიულში ამოვალპობ. ბედნიერებას მღვრის იმის გაფიქრება, როგორ გამოიყურება ის თეთრ ხალათში გახვეული. თავის ზრახვებით კმაყოფილი სავარძლის საზურგეს ეყრდნობა.
- მაშინებ არინო?
- თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ ბატონო კაკო. მე იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე ეს მას წარმოუდგენია, შემეძლო მომეკლა მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ მივიღებდი.
მამა ყოველთვის მასწავლიდა დაარტყი სანამ დაგარტყამენ, მაგრამ თუ სიამოვნების მიღება გინდა ყველანაირი გზა უნდა მონახო მის გასანადგურებლად.
ყოველთვის მეუბნებოდა ტკივილმა არასოდეს უნდა გაგტეხოს, არასოდეს ანახო შენს მტერს რომ სისუსტე გაქვს.
მე აღარაფერი დამრჩენია, მან ჩემი ოჯახი გაანადგურა. ამიტომ ყველაფერს ვიღონებ სანამ მის განადგურებულ და სასუწარკვეთილ სახეს არ ვნახავ.
- ძალიან პატარა ხარ ამხელა დარტყმისთვის.
- ასაკი არაფერია, მთავარი სულიერებაა. მან ყველანაირი გრძნობა გაანადგურა ჩემში. ეხლა მხოლოდ მისი განადგურებაღა დამრჩა.
ვიცი მის გასამწარებლად ვინც უნდა გამოვიყენო.
- რა ჩაიფიქრე არინო?
- მას მხოლოდ ერთი სუსტი მხარე აქვს. მისი შვილი, ყველაფერს გააკეთებს მისთვის. მე კიდევ სწორედ მას სგამოვიყენებ მის წინააღმდეგ.
- ამის გაკეთებას როგორ აპირებ?
- ლაშა მას ვერ იტანს, როდესაც ლაშას დედა გარდაიცვალა მან მამაზე უარი თქვა. დედის სიკვდილში სულ მას ადანაშაულებდა, მე კიდევ საკმაოდ დიდი მიზეზი მაქვს, მას დავეხმარო მამამისის საბოლოოდ განადგურებაში.
ამით ორ საქმეს ერთად გავაკეთებ, მას საბოლოოდ ჩამოვაშორებ მის შვილს.
- იმაზე საშიში ყიფილხარ ვიდრე მეგონა. გაკვირვება ეტყობა კაცს.
- ვიცი.
გამომეტყველებაც ისეთივე ცივი აქვს როგორიც თვალები
ხვალ პროკურატირაში წავალ, საბუთებს წამოვიღებ.
- გასაგებია, მე უნდა წავიდე უკვე გვიანია.  მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ არახართ ვალდებული დამეხმაროთ, მაგრამ რადგანაც ამ ჭაობში ჩემთან ერთად შედგით ფეხი უკან დასახევი გზა არ არსებობს.
სანამ დროა შეგიძლიათ უარი თქვათ.
- არავითარ შემთხვევაში შვილო, ამ ომში მარტოს არ დაგტოვებ.
- მადლობა. მადლიერი თვალები მიანათა კაცს.
გივიანი იყო სახლში რომ საბრუნდა, კარი გაგიჟებულმა ბებომ გაუღო და ეგრევე იერიშზე გადავიდა.
- სად დადიხარ დილის მერე? გამისკდა გული, მილიონჯერ დაგირეკე ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს?
- ზარი არ გამიგია. უდარდელად იჩეჩს მხრებს.
- არინო რამე რომ მოგივიდეს, ჯერ შენი მშობლები არ მეყოფოდა ეხლა შენ. ბრაზი მალევე სევდაში გადაეზარდა  ქალს.
- ბებო ნუ ღელავ არაფერი არ მომივა. ღიმილით მიუბრუნდა ქალს და ჩაეხუტა.
- შენი ამბავი რომ ვიცი, არ მოისვენებ სანამ ყველაფერს არ გაარკვევ. არინო გთხოვ ჩვენზეც იფიქრე, ნიკას და მართას ეხლა ყველაზე მეტად შენ სჭირდები.
- ნუ ღელავ ბებო არაფერს არ ვაპირებ.
გემრიელად უკოცნის ბებოს ნაოჭიან სახის ნაკვთებს.
- ძილინებისა. მალევე შორდება ქალს და დასაძინებლად მიდის.

- რა ვერ გაიგე სასწრაფოდ მჭირდება საუკეთესო ქილერი. ისეთი ვინც თავის საქმის პროფესიონალია, და არანაირ კვალს არ დატოვებს.
არინოს წასვლის შემდეგ მოსვენებას ვერ პოულობს ბატონი ალეკო.
- არ მაინტერესებს ხვალ საღამოს უკვე აქ უნდა იყო. ბარზით ჩასძახა ტელეფონში.
- ამერიკაშია. მშვიდი ხმოთ ამბობს მეორე მხარეს კაცი.
- დღესვე დაურეკე და ხვალ საღამოს ჩემთან იყოს. ტელეფონი მოიშორა და კედელს მთელი ძალიათ მიახეთქა.
- მამაშენის მოშორება არ გამიჭირდა და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ. საზიზღრად იცინის კაცი.


-დილამშვიდობის არი. დილის რვა საათზე თავზე ახტება არინოს მართა.
- მეძინება. ძილისგან ჩახლეჩილი ხმით ამოსძახა დამ.
- ისედაც მთელი წელი გეძინა.
- კარგი ჰო ვდგები.
- სკოლაში ხომ წამიყვან?
- სკოლაში? სად სკოლაში? გაკვირვებულმა წამოყო თავი.
- ბებომ აქვე ახლოს სკოლაში შემიყვანა.
- გასაგებია.
შხაპი მიიღო მოწესრიგდა, დაც გამოაწყო და სასადილოდ ორივენი ერთად გავიდნენ.
- არვიცოდი მართა სკოლაში თუ მიიყვანე.
- საყვარელო მალე რვა წლის გახდება, ეხლა რომ არ შემეყვანა წლები დააკლდებოდა. რადგანაც სვანეთის სკოლიდან ნებართვა მომცეს აქ შევიყვანე, თან უკვე მე ვარ თქვენი მეურვე.
კარგი იქნება შენც თუ გააგრძელებ სწავლას, ორ წელს ტყუილად კარგავ.
- არა ბებო არმინდა. სწავლას მირჩევნია სადმე სამსახური ვნახო.
- არინო შენ ჯერ ჩვიდმეტის ხარ, რა დროს შენი სამსახურია.
- ბებო ესე თუ გავაგრძელებთ მალე მშივრები დავიხოცებით, შენი პენსია სადამდე გვეყოფა.
- რამეს მოვიფიქრებ საყვარელო.
სადილს მალევე მორჩენ, არინომ და სკოლაში მიიყვანა იქიდან კი საავადმყოფოში ძმასთან წავიდა.
- ექიმო როგორ არის მისი მდგომარეობა? მეგონა ექიმი რაიმე კარგს მეტყოდა თუმცა, მისმა პასუხმა უფრო გამანადგურა.
- სამწუხაროდ კარგს ვერაფერს გეტყვით, მისი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა.
- თურქეთში რომ გადავიყვანოთ, კარგ სპეციალისტს მოვძებნი.
- მისი გადაყვანა უკვე დაგვიანებულია, მას არანაირი შანსი არ აქვს. ძალიან ვწუხვარ შვილო მაგრამ უნდა შეეგუო ამ ფაქტს.
- როგორ ამას მეუბნებით, რანაირად შევეგუო ძმის სიკვდილს.
- ვწუხვარ.
- თქვენი წუხილი არაფერში მჭირდება, მე ძმა მინდა გესმით ძმა? და არა თქვენი მწუხარება.
- კი მაგრამ.
- არავითარი მაგრამ ის უნდა გადარჩეს, თუ ჩემს ძმას რაიმე მოუვა გეფიცებით აქაურობას დავლეწავ.
- მთავარი ექიმი სასწრაფოდ რეამინაციაში. მესმის ექთანის განწირული კივილი, ექიმთან ერთად რეამიინაციისკენ გავიქეცი.
ვიცოდი გული მიგრძნიბდა, მას რაღაც მოუვიდა.
- ნიკუშ გთხოვ არ დამტოვი. რეამინაციის კართან ჩავიკეცე.
სულ რაღაც ათი წუთია ველოდები, მაგრამ ეს თსი წუთი ათ საათად მეჩვენებიდა.
გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი, სულთქვა გამიხშირდა. მეშინოდ ნიკუშას გატეშე დარჩენის მეშინოდა, მის წასვლასაც ვერ გადავიტან. მის გარდა რაღა დამრჩენია ამ ქვეყნად, მანაც თუ დამტოვა ჩემს ცხოვრებას ხომ აზრი აღარ ექნება.
- ძალიან ვწუხვა. მესმის ექიმის ხმა.
- რასამბობთ? გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ექიმს მივვარდი.
- რასქვია წუხართ? ჩემი ძმა ის, ის ხომ კარგადა. მითხარით რომ კარგადა?
- სამწუხაროდ გული გაუჩერდა. თავდახრილი ამბობს კაცი.
- შეუძლებელია ის არ დამტოვებდა, ექიმო რაღაც გეშლებათ. ის არმომკვდარა, ეს შეუძლებელია.
- არინო კარგად ხარ? ბუნდოვნად ჩამესმის მამაკაცის ხმა.
საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი, თვალს დამიბნელდა მეგონა გონებას ვკარგავდი თუმცა არა.
მთელმა სამმა წელმა წამებშივე გაირბინეს ჩემს გონებაში, ყველაფერი დავინახე. ავარია მათეს უსულო სხეული ჩემს კალთაში, დედის  სიკვდილი, იარაღის ხმა ნატყვიარი მამის შუბლზე. მართას ცრემლიანი თვალები. ყველაფერი გამახსენდა, გამახსენდა თუ როგორ მოხვდა ჩემი ოჯახი ავარიაში. თავი ისე საშინლად მტკიოდა თითქოსდა მისკდებოდა, ისტერიული კივილი მოვრთე შემდეგ კი გონება დავკარგე.
გონს ისევ საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, თავზე ისევ ბებო და მართა მადგას.
- მაპატიე საყვარელო. ყვირილოსგან ჩახლეჩილი ხმით, ძვლივს ვეუბნები სათქმელს ჩემს დას.
- შენ არაფერ შუაში ხარ. ცრემლოანი თვალებით ამომხედა მან.
- მე შენ პირობა მოგეცი მაგრამ ვერ შევასრულე, მაპატიე ნიკუშას გამო. არ მინდოდა, არ მინდოდა დავეტოვებინეთ. მაპატიე გთხოვ.
- მთავარია შენ ხარ ჩემს გვერდით. ტირილოთ ამოილაპარაკა მან და ხელები ძლიერ მომხვია.

საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამომწერეს, სახლში მოსულს უამარავი ხალხი დამხვდა. ბებო თავჩახრილი იჯდა ჩემი ძმის უსულო სხეულთან. არ შემეძლო მის გერდით ჯდომა, არ შემეძლო მეყურებინა როგორ დასტიროდნენ ჩემს ძმას. გეზი პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე, საწილზე გავწექი ნიკუშას ფოტოსთან ჩახუტებული.
ბავშვობა გამახსენდა, როგორი სუსტი და დაუცველი ძმა მღავდა. ქალივით სულ ყველაფერზე ტიროდა, მახსოვს ერთხელ ცხენიდან გადმივარდი. ფეხი რაღაცას დავარტყი და მუხლიდან სისხლმა იწყო ფეთქვა. საერთოდ არ მტკენია მაგრამ როდესაც ჩემმა ძმა დაინახა საშინელი ტირილი მორთო. იმის მაგივრად რომ ფეხი შემეხვია მისი დაწყნარება მიხდებოდა, ჩემს მუხლთან დაიჩოქა და თავის ჭკუით სულს მიბერავდა, რათა არ ამწვოდა.
ვეუბნებოდი რომ საშიში არაფერი იყო თუმცა ის ტირილს მაინც არ წყვეტდა. მის ყვირილზე მთელი სოფელი შეიკრიბა,  გარშემო იმდენჯ ხალხი მოგროვდა. თითქოს რაღაც წარმოდგენას უყურებდნენო, ნიკუშას საქციელზე სიმწარე სულ დამავიწყდა ბილო ხმაზე ვხარხარებდი. ის კიდევ მისი პატარა ხელებით ჩემს გადარჩენას ცდილობდა.
ეხლა კი მეცინება მაგრამ მაშინ გული მეწვოდა, როგორი განწირული ხმით კიოდა ჩემი პატარა ძმა.
- მა ვიცი სულ იმას მეუბნებოდი  ძლიერი უნდა იყვეო, მაგრამ აღარ შემიძლია. ამდენს ვეღარ ავიტან, ღმერთს ვფიცავ მართა რომ არა მეც თქვენთან წამივიდოდი.
მაგრამ მას ამას ვერ გავუკეთებ, მართას სულ მარტოს ვერ დავტოვებ.
ფიქრებიდან ჩემი პატარა დის შეხებას გამოვყავარ, პატარა ხელებით ცრემლებს მწმენდს და ჩემს გვერდით წვება.
- მე ყველაფერი გამახსენდა. ჩუმად ვეჩურჩულები ჩემს დას.
- მართლა.
- რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
- რათქმაუნდა?
- ჩემს თავს გაფიცებ ავარიის შესახებ არავის არაფერი უთხრა, არსად წამოგცდეს რაც დაინახე.
- კარგი.
- არ მინდა შენც საფრთხეში ჩავარდე. მათ სულს გეფიცები მე ყველაფერს გავაკეთებ რათა დამნაშავე დაისაჯის.
სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ, რათა მათი მკვლელი დავსაჯო.
- მე მჯერა შენი. დიდი ყავისფერი თვალები შემომანათა, და ხელები ძლიერ მომხვია.
- ძალიან მიყვარხარ, ჩემო პატარავ.
- მეც მიყვარხარ არი.


- ბატონო ალეკო თქვემთან არიან.
ჩაფიქრებულ გიირგობიანს თავზე ადგება მდივანი.
- შემოვიდეს. ფეხზე დგება კაცი.
- გამარჯობა. მალევე კაბინეტიში მაღალი შავგრემანი მამაკაცი შემოდის.
- ალეკო გიორგობიანი.
- იოანე ქავთარაძე.
- იცი ალბათ რაც უნდა გააკეთო?
- ბატონმა თედომ ყველაფერი ამიხსნა, მხოლოდ სამიზნის ფოტო მესაჭიროება. ცივი ხმით ამბობს კაცი.
- ძალიან კარგია ბევრ კითხვებს რომ არ სვავ. კარადის მესამე უჯრიდან ფოტო ამოიღო და მამაკაცს გაუწოდა.
- არინო გიორგობიანი რაც შეიძლება მალე უნდა გაუჩინარდეს ჩემი ცხოვრებიდან. ის რაღაც საბუთებს ფლობს, შენ მისი მოშორება და საბუთების ჩემთან მოტანა გევალება.
იცოდე ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს რომ კვალი არ დარჩეს.
- გასაგებია. კაცს ემშვიდობება და კაბინეტს ტოვებს, თავის შავ მოტოციკლს მიუახლოვდა. ფოტოს შენახვას აპირებდა როდესაც უეცრად თვალი მოკრა, იქ გამოსახულ მომცინარ გოგონას.
- მე შენ გიცნობ. ამბობს თითქოსდა ვინმეს გასაგონად.
- საოცრად გავხარ ერთს. ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა, ჩაფხუტი მოირგო და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.


- არინო შვილო უამრავი ხალხი მოდის, სირცხვილია გამოდი.
თავზე მადგება ბებო.
- არ მინდა. მკაცრი ხმით ვამბობ მე.
- სირცხვილია შვილო.
- რატომ არის სირცცვილი? როდესაც ჩემს ძმას დახმარება ჭირდებოდა სად იყვნენ? არ მჭირდება მათი სამძიმარი, არცერთი მათგანი არ მჭირდება. წაეთრიონ აქედან არცერთი მათგანის დანახვა არ მსურს.
- აქ რას დამდგარხართ და დასტირით ჩემს ძმას? მისაღებში გავარდი გიჟივით. - აქ რა დაგრჩენიათ, გეკითხებით აქ რა დაგრჩენიათ? როდესაც გვიჭირდა, როდესაც მას ოპერაცია ესაჭიროებოდა სად იყავი?
მითხარით სად ჯანდაბაში ეგდეთ, არ მჭირდება თქვენი
ყალბი ცრემლი, ყალბი მოსამძიმრება. ყველანი წაეთრიეთ აქედან, ჩემს ძმას მე მარტო მივხედავ. ის არცერთ თქვენგანს არ იცნობდა, ხომ ასეა ნიკუშ? შენ ხომ მარტო მე გჭირდები?
რას მიყურებთ? წადით მეთქი.
- არინო დამშვიდდი. მაჯაში მწვდა ბებო და ოთახში შემათრია.
- აქედან ფეხი არ გამოადგა.
- შენ დამაკავებ?
- არინო იცოდე ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორემ, თორემ იცი რისი გაკეთებაც შემიძლია.
ბებიაჩემი ესეთი გამწარებული არასოდეს მენახა, ესეთი განრისხებული არასოდეს არ ყოფილა.

დღეს ნიკუშას დაკრძალვა, მთელი ამ დროის განმავლობაში ოთახიდან თავი არ გამომიყვია. განა იმიტომ რომ ბებომ ამიკრძალა უბრალოდ, არ მინდოდა ძმის ესეთ მდგომარეობაში ნახვა. არც მის დაკრძალვაზე წავსულვარ, არ შემეძლო მენახა თუ როგორ აყრიდნენ ჩემს პატარა ძმას მიწას.
გვიანი იყო ბებოს და მართას ეძინათ, ფეხაკრებით გამოვედი ოთახიდან. ჩანთას და გასაღებს ხელი დავავლე, მართას კიდევ ერთხელ დავხედე მშვიდად ეძინა ჩემს პატარა დას.  მისაღებში ლარნაკში მოთავსებული შავი ვარდები ამოვიღე და სახლი დავტოვე. ფეზით მივუყვებიდი ჩაბნელებულ ტროტუარს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოვიკრიბე ძალა და მათი საფლავის მონახულება გადავწყვიტე. დედას მამას და მათეს დღეს ნიკუშაც შეუერთდა, ეხლა ოთხივენი ზემოდან გვიყურებენ.
როდესაც სასაფლაოს მხარეს გადავუხვიე ვიღაცის ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე, ნელი მოძრაობით მოვბრუნდი უკან თუმცა იქ არავინ დამხვდა.
- უკვე მოლანდებებიც დამეწყო. ხნამაღლა ვამბობ და გზას ვაგრძელებ.
- აშკარად არ გავგიჟებულვარ.
ისევ მეორდება ხმა და უეცარი მოძრაობით ვბრუნდები უკან.
- რამე დაკარგე? ჩემს უკან მდგომ სილუეტს ვეკითხები.
- არაფერი. მემის ბიჭის ხმა.
- უკან რატომ დამყვები?
- მე დაგყვები? გაკვირვება იგრძნობა მის ხმაში.
- ჰო შენ?
- ამ შუაღამეს სად მიდიხარ? ჩემს კითხვას აიგნორებსის.
- რა შენი საქმეა?
- უბრალოდ დამაინტერესა?
- ჰოდა ნუ გაინტერესებს. ზურგი ვაქციე და გზა განვაგრძე, თუმცა ის ისევ უკან მომყვება.
- შენ არინო ხარ?
მესმის ბიჭის ხმა და ადგილზე ვშეშდები.
- არა. მწარედ ვცრუობ.
- როგორც ჩანს შემეშალა. მხოლოდ ამას ამბობს და იქაურობას სცილდება.
- ეს ვინღა ჯანდაბა იყო. გაკვირვებული ვაშტერდები იმ ადგილს სადაც წამის წინ ის ბიჭი იდგა.
- ყველა იდიოტი ჩემთან რატომ მოდის? 
ხელებს მაღლა ვწევ და ღმერთს ვეკითხები, თუმცა მისგან მხოლოდ დუმილს ვიღებ.
ბევრი აღარ მიფიქრია, სასაფლაოს დიდი რკინის კარი ხმაურით შევხსენი და შიგ შევედი. ტელეფონის სინათლით ვცდილობდი გზის გაკვალვას, სასაფალოს შუაგულში ვიდექი როდესაც დედის მომღიმარი ფოტო დავინახე. მის გვერდით მამის შავთეთრი ფოტო დგას, მამის გვერით კი ჩემი პატარა მათეს ფოტო შევნიშნე.
- მოვედი. ჩუმად ჩავილაპარაკე მე და მამის საფლავზე შავი ვარდები დავაწყვე.
- ნიკუშ შენც შეუერთდი მათ.  ჩემს პატარა ძმასაც დავუდე ერთი ცალი ვარდი.
- მა მე ყველაფერი გავარკვიე, ვიცი ვის გამოც მოხდა ეს ყოველივე. თუმცა არ ვიცი როგორ დავამტკიცო, საბუთები რომელიც გადმომეცი იქ მხოლოდ მითვისება მითითებული. რატომღა  მეგონა ამ ყველაფრის უკან რომ შენი ძმა იდგა, ასეც ყოფილა მა. მე უბრალოდ მისი გამოტყდომა მინდოდა, მინდოდა შემეშინებინა. ის კიდევ ანკესზე წამოეგო, ვიცი ყველაცერს იღონებს ჩემს გასანადგურებლა მაგრამ ვერაფერა გახდევა. მწარედ ვაზღვევინებ თქვენს სისხლს, არ დავინდობ. მანამ არ მოვისვენებ სანამ მას ჩემს ფეხებთან დაჩოქილს არ ვნახავ.
არ ვიყავი მზად მარტო დარჩენისთვის. ჯვიდმეტი წლის ასაკში მალე გაზრდა მაიძულეთ, ჰოდა გავიზარდე. გავიზარდე და მანამ არ გავჩერდები სანმ ყველას პასუხს არ ვაგებინებ.
მართაზე არ იდარდოთ ის კარგად არის, გპირდებით მას მივხედავ ისე გავზრდი როგორც ჩემს შვილს.
უნდა წავიდე, ხვალ ისევ მოვალ ზუსტად ამ დროს.
- თავს გაუფრთხილდით, დედა აბა შენ იცი შენი ნიკუშაც შენს გვერდითა. მიხედე და გაუფრთხილდი მას, ჩემს მათეს ნუ აწყენინებთ. მამა მათ შენ გაბარებ ჩემო ერთადერთო. ძალიან მენატრებით არ ვიცი თქვენს გარეშე როგორ გავძლებ.
ცრემლები ხელის გულებით მოვიშორე,  ფეხზე წამოვდექი. იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე, არ შემეძლო ვერ ვუყურებდი მათ ცივ საფლავებს.
მათი დაკარგვა ჩემთვის სიკვდილის ტოლპასი იყო,  ვერ ვძლებ როდესაც მათი ხმა არ მესმის. არ შემიძლია ჩემი პატარა ძმის გარეშე, ჩემი მათე ისი ისეთი თბილი და საყვარელი იყო. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი, დილით ადრიანად მაღვიძებდა ხოლმე. ჩემს საყვარელ ვარდებს შემომირბენინებდა, ხმაურით მაკოცებდა შუბლზე და უცებ გარბოდა ყოველდღე ეს ჩვეულება ჰქონდა.
პატარა ანგელოზი იყო ჩემთვის უფლისგან გამოგზავნილი, მაგრამ მან მალევე გააფრინა ჩემი ანგელოზი თავისთან წაიყვანა. მენანებოდა ჩემი პატარა ძმა, იმ ცივი საფლავისთვის. არ მინდოდა მისი იქ დატოვება თუმცა მისი დაბრუნება აღარ შემეძლო.
რომ შეიძლებოდეს მათ გამო სულსაც კი გავყიდდი და დავიბრუნებდი, თუმცა ეს შეუძლებელია. ესე მხოლოდ ფილმებში ხდება, ეს კიდევ რეალობა.
ამბობენ რეალობას ვერ გაექცევიო, რომ შემეძლოს ძალიან შორს წავიდოდი რეალობიდან. იქ სადაც ის ვერ მომწვდებოდა.
გვიანი იყო სახლში რომ დავბრუნდი, ძილი არ მეკარებოდა ამიტომ აივანზე მოვკალათდი. ვარსკვლავებით დაგაჭედილ ცას გავხედე, ერთი განსაკუთრებით ანათებდა. ჩავთვალე რომ ის ჩემი ნიკუშა იყო, მას ძალიან უყვარდა ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ყურება.
საღამოს ეზოში მიმდორზე გაწვებოდა და მთელი ღამე ვარსკვლავებს უყურებდა, მანამ სანამ არ ჩაეძინებოდა. დაძინებულს კი მამა დაავლებდა ხელს და ოთახში ამოყავდა ხოლმე.
- შემდეგ რა იქნება? ღმერთო მე ხომ ყოველთვის მწამდა შენი. მე ხომ ისეთი არასოდეს არაფერი გამიკეთებია რომ შენ გწყენოდა? მე ხომ ყოველთვის ღვთის მოშიში ვიყავი, მე ხომ ყოველთვის გთხოვდი ჩემი ოჯახის დაცვას. რატომ გაწირე ისინი ამ ტანჯვისთვის? რატომ დაგვტოვე მე და მართა მარტო? რატომ არ შეგეცოდეთ? განა ეს არის შენი სამართლიანობა? თუ ეგრეა წყეულიც იყოს ჩემი სარწმუნოება? თუ შენი რისხვა უდანაშაულო ადამიანების მიმართ ესეთია, მე არ მინდა რომ შენი შვილი ვიყვე? შენ მე ოჯახი წამართვი, შენ ჭეგეძლო მათი დაცვა და არ დაიცავი. შენ ხომ ყველა შენს შვილს გზას აჩვენებ, რატომ არ მაჩვენებ მე რა გავაკეთო შემდგომში?


- რა ქენი? ისმის კაცის არაადეკვატური ხმა.
- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
მალევე გაისმა ბიჭის ხმაც.
- სად არის ეხლა?
- სახლიდან გვიან გამოვიდა, სასაფლაოზე იყო ეხლა აივანზე ზის.
- გასაგებია, თვალი არ მოაშორო ჩემს ზარს დაელოდე.
- კარგით. ტელეფონს თიშავს ბიჭი და აივანზე მჯდომ არინოს უყურებს.
- რა დაუშავე ესეთი შენი მოკვლა რომ უნდა. თავისთვის ჩაილაპარაკა მან და მძინარე არინოს გახედა.
- მძინარე ანგელოზს გევხარ.



მიხარია რომ მოგწონთ, იმედია იმედები არ გაგიცრუვდათ ამ თავის წაკითხვის დროს. ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ მუზა საკმაოდ გამექცა და ვერ დავიჭირე:დскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ყურებით დავიჭერთ და მოგითრევთ მუზას, მართლა კარგი ისტორიაა ძალიან მომწონს, ნიკუშას სიკვდილი მეწყინა, იოანეს პერსონაჯმა უკვე რაღაცნაირა მომხიბლააა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი ველოდები შემდეგ თავა.

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი უცნობი
ყურებით დავიჭერთ და მოგითრევთ მუზას, მართლა კარგი ისტორიაა ძალიან მომწონს, ნიკუშას სიკვდილი მეწყინა, იოანეს პერსონაჯმა უკვე რაღაცნაირა მომხიბლააა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი ველოდები შემდეგ თავა.



დაიჭირეთ ეგ საზიზღარი სად დაეთრევა ერთი:დ
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ჩემო უცნობო❤

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

ძალიან გამახარე !! იოანე ძალიან მომწონს, რაღაც ეჭვებიც მაწუხებს მასთან დაკავშირებით. იმედია ეს ის არაა რასაც მე ვფიქრობ joy თორემ მერე ამ ორის ერთად ყოფნა გაჭირდება stuck_out_tongue_closed_eyes მალე დადე შემდეგი რაა heart_eyes

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ძალიან გამახარე !! იოანე ძალიან მომწონს, რაღაც ეჭვებიც მაწუხებს მასთან დაკავშირებით. იმედია ეს ის არაა რასაც მე ვფიქრობ joy თორემ მერე ამ ორის ერთად ყოფნა გაჭირდება stuck_out_tongue_closed_eyes მალე დადე შემდეგი რაა heart_eyes



ხვალ ვერ შეგპირდებით და მალე ავტვირთავ დიდიხანი არ გალოდინებთ. ძალიან მიხარი რომ კითხულობთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent