შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია (თავი 1)


22-02-2018, 12:51
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 1 101

ამნეზია (თავი 1)

თავი 1.

მინდორი იმხელაა თავბრუ მესხმის.
უცნაური ფიგურები მესახება ირგვლივ, ნელ-ნელა ფიგურები ცხოველებად ისახება, მიახლოვდებიან, შეშლილი სახეებით მოდიან, ვცდილობ გავიქცე, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. ბედს შევეგუე თითქოს, თვალებს ვხუჭავ მოსალოდნელი ვითარების ლოდინში, მაგრამ რატომღაც იგვიანებს, შიშით ცალ თვალს ვახელ, ვცდილობ ისევ დავინახო უცნაური არსებები, მაგრამ ამის მაგივრად ირგვლივ ნისლია, საშინელი ნისლი, მინდა რომ შემეშინდეს, მაგრამ ამასაც კი ვერ ვახერხებ, ხელებს უმისამართოდ ვიქნევ, ბოლოს კი როგორც იქნა რაღაც ბუნდოვანს ვხედავ.
-ქეთა....ქეთა გესმის?
-მგონი გონზე მოდის
-გაახილე თვალები პატარავ
მსგავსი რეპლიკები სწვდება ჩემს ყურს, ხმები თითქოს ნაცნობი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც უცნობია, ვცდილობ სხეულები კარგად გავარჩიო, მაგრად ვაჭერ თვალებს ერთმანეთს, გახელის შემდეგ კი მინდვრის ნაცვლად თეთრიო ოთახი, რამდენიმე უცნობი სახე და აპარატის გამაყრუებელი წრიპინი მრჩება ხელში.
-ჩემო გოგო, როგორც იქნა თვალი გაახილე_შავგვრემანი, მწვანეთვალება ქალი ცრემლებს გასაქანს აძლევს და სახეზე ნატიფ თითებს მისვამს.
დაბნეული ვავლებ ოთახს თვალს, საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყრია თავი, თუმცა ვერავის ვცნობ. მზერას ერთი წამით მაღალ, განიერ მხრებიან მამაკაცზე ვაჩერებ, რომელიც დაძაბული სახით მომჩერებია, ეტყობა რომ ღამე აქვს ნათევი, ან ღამეები. არც დანარჩენები ჩანან კარგ მდგომარეობაში, მაგრამ რატომ არ ვიცი. მამაკაციდან მზერა ჩემი საწოლის გვერდით მდგომ თეთრხალათიან, ჭაღარა შეპარულ მამაკაცზე გადამაქვს, რომელიც მკრთალად მიღიმის.
-გამარჯობა ქეთა_თავადვე იღებს საუბრის დაწყების ინიციატივას და ახლა უკვე მთელი არსები მიღიმის
-...გამარჯობა..._საცოდავად ვლუღლუღებ, მერე ნაზად ვახველებ ხმის გასაწმენდად და ისევ ირგვლივ მყოფებს გავცქერი დაბნეულად.
ჩემი მარცხენა ხელი იმ მწვანე თვალება ქალს აქვს ისევ ჩაბღაუჭებული, მონოტონურად მკოცნის და ცრემლების შეკავებას ცდილობს. მის გვერდით შავგვრემანი, ასევე მწვანეთვალება ბიჭი დგას, შედარებით ახალგაზრდა, სახეზე ნერვიულობა კარგად ემჩნევა, მაგრამ ვუსწორებ თუ არა მზერას მაშინვე იღიმის. ბიჭის გვერდით ორი აქვითინებული გოგო დგას, საცოდავად მიყურებენ, თან ტირიან, თან ერთმანეთს ეხუტებიან, მათ შემდეგ ბიჭი დგას, ხუჭუჭა თმით და ყავისფერი თვალებით, ერთ-ერთი გოგოს წელზე აქვს ხელი მოხვეული, არა თითზე ბეჭედსაც ვამჩნევ, მერე გოგონასაც ვაკვირდები და ჩემს ჭკუაში ვასკვნი რომ ცოლ-ქმარნი არიან, ბიჭის შემდეგ ისევ სამი ბიჭი დგას, ერთი უაზროდ იკრიჭება და ბედნიერი სახით დამყურებს, მეორეს ჩვეულებრივი გამომეტყველება აქვს, უემოციო. მესამე კი ისაა, მხრებგანიერი, მკაცრი მზერით, თუმცა სიყვარულით სავსე თვალებით შემომცქერის როგორც დანარჩენი ყველა. მათ გვერდით ის თეთრხალათიანი ექიმი დგას და ჩემს უკან მოთავსებულ გაურკვეველ მონიტორებს ინტერესით შევცქერის.
-ქეთა როგორ ხარ დედი, მითხარი რამე_ხმა აკანკალებული მეკითხება მწვანეთვალება ქალი, რომელიც ისეა ჩემს ხელს ჩაბღაუჭებული ლამის სისხლი გამეყინოს, მომენტალურად აღიქვამს გონება მის სიტყვებს...დედი?...კიმაგრამ...ვინაა? რატომ არ მახსოვს? ან საერთოდ... საერთოდ მე ვინ ვარ?....ვუკვირდები, აღდგენას ვცდილობ მაგრამ არაფერი მახსოვს, საკუთარ სახელსაც ვერ ვიხსენებ. პანიკა მიპყრობს, თვალები ცრემლებით მევსება, ახლა ის დაკრეჭილი ბიჭიც კი ასერიოზულებს სახეს და დაფეთებული მზერით მომჩერებია ყველა.
-ქეთა რამე ხომ არ გაწუხებს?_ექიმის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან
-მე....მე....ვინ ხართ?
-მე შენი ექიმი ვარ, ზაზა, გაცნობის დრო გვექნება ახლა ის მითხარი თავს როგორ გრძნობ
-მე...არმახსოვს, არაფერი მახსოვს, ესენი ვინარიან, ან მე ვინვარ? სად ვარ? რა მოხდა?
დაბნეული ვაცეცებ თვალებს და თითოეულ მათგანს ვაკვირდები. ყველას კარგად ეტყობა ცვლილება მიმიკებზე. ტკივილი, სიხარული, ცრემლები და ღიმილი უცებ ყველას გაოცებაში გადაეზარდა და პირდაღებულები მომჩერებიან. ცხრავე გაკვირვებულია, ექიმი მათგან განსხვავებით სიმშვიდეს ინარჩუნებს და მშვიდი ხმით სთხოვს ყველას ოთახის დატოვებას. ნელ-ნელა გადიან, თუმცა, უკვე კარებში მდგონი, მწვანეთვალება ქალი გასვლის წინ კივილს იწყება
-შვილო...ქეთა, დედი დედი როგორ არ გახსოვს, რას ნიშნავს არ გახსოვს.
ტირილს იწყებს და სიტყვებს ვეღარ ვარჩევ. მის გვერდით მდგომი ახალგაზრდა ბიჭი წელზე ხვევს ხელებს და ტკივილიანი სახით გადიან ყველანი პალატიდან. ორი წუთი მათ გახურულ კარგს მივშერებივარ გაკვირვებული, შემდეგ ექიმზე გადამაქვს მზერა რომელიც მშვიდად მიყურებს
-რა მოხდა?_დავბნეული ვეკითხები, იმ იმედით რომ ის მაინც გამცემს პასუხს ყველაფერზე.
-ქეთა....შენ ქეთა გქვია....24 წლის ხარ, ისინი კი შენი ახლობლები იყვნენ, შენზე ამის გარდა ის ვიცი რომ 1 კვირის წინ დიდ ავტო კატასტროფაში მოყევი, შენს მანქანას სატვირთო დაეჯახა, საბედნიეროდ ის მძღოლი კარგადაა, მაგრამ შენ 1 კვირა კომაში იყავი, არცერთი მადგანი არ წასულა ამ ხნის განმავლობაში აქედან, ახლა კი როგორც იქნა შენც გონზე მოხვედი. სიმართლე რომ გითხრა იმედი გადაწურულიც კი იყო, საშინლად იყავი დაშავებული, ბევრი ოპერაცია გაგიკეთდა, კიდევ დაგრჩა გასაკეთებელი, ახლა გამაყუჩებლის ქვეშ ხარ, ხო რაც შეეხება შენ მეხსიერებას, ამნეზია გაქვს, ანუ შენს გინებას არაფერი ახსოვს, არც საკუთარ თავზე ფლობ რაიმე ინფორმაციას და არც შენს ახლობლებზე. დანარჩენს ანალიზები გვიჩვენებს რომელსაც სულ ცოტახანში ჩაგიტარებთ, ახლა დაისვენე.

ერთმანეთს ისე სწფაფად აყრის სიტყვის ჩაკვეხებასაც ვერ ვასწრებ, ბოლოს შპრიცით ვენაში რაღაც სითხეს უშვებს და ოთახიდან გადის. ნელ-ნელა თვალთახედვა ისევ ბუნდოვანი ხდება, ბოლოს კი საერთოდ შავდება და მეც ვეთიშები რეალობას.


---
დერეფანში 9 ადამიანი გაგიჟებუი სახეებით არიან, ერთმანეთის გამხნევების თავიც კი არ აქვთ. არადა ამ 1 კვირის განმავლობაში რამდენჯერ უოცნებიათ ქეთას ლამაზი, მწვანე თვალების დანახვაზე, თუმცა ახლა სიხარულის მაგივრად გაკვირვებას გრძნობენ და თავში ათასი კითხვა უტრიალებთ.
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ პალატის კარი იღება და იქიდან ექიმი გამოდის
-ექიმო რახდება გამაგებინეთ, ქეთას რა სჭირს._ამქვეყნად სასოწარკვეთილი დედის ხმის გაგებაზე უარესი არაფერია, თუმცა როგორც ჩანს ექიმი მსგავს სიტუაციებს შეჩვეულია, აუღელვებლად ტეხს ტუჩს და ხალხის ნერვიულ სახეებს წამით მზერას ავლებს. ბოლოს ისევ დედაზე გადააქვს მზერა და მშვიდი, თუმცა გადაღლილი ტონით იწყებს საუბარს.
-ანა, თქვენი შილი კომიდან გამოვიდა და პირველ რიგში გილოცავთ, ეს ნამდვიალდ სასიხარულოა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარანაირად ემუქრება, ორი პატარა ოპერაციაღა დარჩა და ფიზიკურად ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა გონებრივად....იცით თავის ძლიერმა დარტყმამ ამნეზია გამოიწვია, არავინ და არაფერი ახსოვს. ახლა ანალიზებს ავუღებთ რომ უფრო ზუსტად გავიგოთ რა ხდება, თუმცა ახლავე გეუბნებით რომ ამნეზიას საზღვრები არ აქვს, არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, შეიძლება ერთი საათი, ერთი დღე, თვე, წელი ან სულაც მთელი ცხოვრება ასე გასტანოს. თუმცა რაც მთავარია, ქეთას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ._ბოლოს მკრთალად იღიმის და აჩქარებული ნაბიჯით ტოვებს დერეფანს.
ამდენიმე წამიანი სიჩუმის შედეგ დერეფანში ბიჭების გაშეშებული და შეშლილი სახეები ირინდება, გოგოების ტირილნარევი ხმა "ჩემს ქეთას ვერ დავავიწყდებოდით"_ო.
და დედის ხმაჩამწყდარი, ჩუმი ტირილი, რომელიც მონოტონურად იმეორებდა
-ამნეზია....ამნეზია.....ამნეზია.....


_____________
•ჩემო საყვარლებო! რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ❤
დიდი პაუზა გამომივიდა, უ-მუზობა მჭირდა, უფრო სწორად მსგავს ისტორიებში უ-მუზობა.
დღეს დილით კი რაღაც იდეამ დამარტყა და დავიწყე, მგონი კარგი უნდა გამოვიდეს. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

სუულ მოუთქმენლად ველოდები თქვენს შეფასებებს❤скачать dle 11.3




№1  offline მოდერი ელპინი

მარ, დღეს ისეთი დღე იყო, გული მიგრძნობდა, რომ უნდა გამოჩენილიყავი!
გეფიცები, ბოლო დღეებია სულ იმას ვიმეორებდი, ჩემი მარ-ი რატომ აღარ ჩანს, რამდენი ხნით გადაიკარგა-მეთქი.
და დღეს, რომ დავინახე შენი სახელი, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ გული ყოველთვის მიგრძნობს წინასწარ რაღაცას.
ხოდა, ისე გამიხარდა.
სათაური, რომ წავიკითხე, პირველად შენი სახელისთვის არ მიმიქცევია ყურადღება და გავიფიქრე-რაღაც ბანალურობა უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ მერე, შენი სახელი, რომ ამოვიკითხე, ეგრევე მოვწვი-რა ბანალურობა, ეს ხომ მარ-ი არის-მეთქი.
ხოდა, ძალიან კარგად, რომ წერ ეგ ნათქვამი მაქვს შენთვის და კიდევ გეტყვი, რა თქმა უნდა.
შეიძლება, რაღაც მოკლე დაწერო, მაგრამ იცი რა მაგარია, ისტორიას, რომ შენი წერის სტილი ეტყობა.
შენ ეგ გაქვს და უნდა გიხაროდეს!
იმაშინ დავწრმუნდი, რომ შენი ნაწერის ამოცნობას ავტორის მითითების გარეშეც შევძლებ.
და მეც ძალიან მიხარია ეს ფაქტი!
კარგი დასაწყისია, არც ვფიქრობ, რომ ცუდი გამოვა და შენგან რამდენსაც ველი, ეგ, ხომ იცი?!
ისიც ვიცი, რომ იმედებს არ გამიცრუებ და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.
როგორ მომნატრებიხარ, მარ.
აღარ გადაიკარგო და მალე მოდი, რა.

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ელპინი
მარ, დღეს ისეთი დღე იყო, გული მიგრძნობდა, რომ უნდა გამოჩენილიყავი!
გეფიცები, ბოლო დღეებია სულ იმას ვიმეორებდი, ჩემი მარ-ი რატომ აღარ ჩანს, რამდენი ხნით გადაიკარგა-მეთქი.
და დღეს, რომ დავინახე შენი სახელი, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ გული ყოველთვის მიგრძნობს წინასწარ რაღაცას.
ხოდა, ისე გამიხარდა.
სათაური, რომ წავიკითხე, პირველად შენი სახელისთვის არ მიმიქცევია ყურადღება და გავიფიქრე-რაღაც ბანალურობა უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ მერე, შენი სახელი, რომ ამოვიკითხე, ეგრევე მოვწვი-რა ბანალურობა, ეს ხომ მარ-ი არის-მეთქი.
ხოდა, ძალიან კარგად, რომ წერ ეგ ნათქვამი მაქვს შენთვის და კიდევ გეტყვი, რა თქმა უნდა.
შეიძლება, რაღაც მოკლე დაწერო, მაგრამ იცი რა მაგარია, ისტორიას, რომ შენი წერის სტილი ეტყობა.
შენ ეგ გაქვს და უნდა გიხაროდეს!
იმაშინ დავწრმუნდი, რომ შენი ნაწერის ამოცნობას ავტორის მითითების გარეშეც შევძლებ.
და მეც ძალიან მიხარია ეს ფაქტი!
კარგი დასაწყისია, არც ვფიქრობ, რომ ცუდი გამოვა და შენგან რამდენსაც ველი, ეგ, ხომ იცი?!
ისიც ვიცი, რომ იმედებს არ გამიცრუებ და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.
როგორ მომნატრებიხარ, მარ.
აღარ გადაიკარგო და მალე მოდი, რა.

რაიყო ეს?! გინდა გამაგიჟო ხო? რაები დაწერე...
მითქვამს შენთვის რომ ვგიჟდები შენზე? კი მითქვამს, მარა კიდე გეუბნები!
საოცრებახარ შენ ქალბატონო.
ვერც კი წარმოიდგენ ისე გამახარა შენმა კომენტარნა, თან კომენტარიცააა და კომენტარიც...
მიხარიხარ.
უუდიდედი მადლობა ❤ მიყვარხარ ან

 



№3  offline წევრი naniko mindia

Gilocav dabrunebas ♥♥♥♥warmatebebi magari iyo
--------------------
lomidze

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

naniko mindia
Gilocav dabrunebas ♥♥♥♥warmatebebi magari iyo

მადლობა დიდი ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent