შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ ძლიერი (საცდელი)


22-02-2018, 14:10
ავტორი ლათინო
ნანახია 821

უბრალოდ ძლიერი (საცდელი)

-დედა?რა ხდება?
-შვილო მისმინე! ახლა მყარად უნდა იდგე!
-დედა რა ხდება? პირდაპირ მითხარი!მაშინებ!
-ელენე მისმინე! მამაშენი....მამაშენი დავკარგეთ!
გოგონა გაშეშდა,გაქვავდა.თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხქვეშო,მუხლები მოეკვეთა. ძირს დავარდა,დაეცა. გულმა ფეთქვა შეწყვიტა,ვეღარ ამოისუნთქა. თვალებიდან წამოსული ცრემლები ღაწვებზე მიიპარებოდნენ და კისერში იკარგებოდნენ. წარმოუდგენელ ტკივილს გრძნობდა ახლა ელენე. ერთადერთი ადამიანი იყო დემეტრე ვისთანაც არაფერი ჰქონდა დასამალი. მხოლოდ მას ენდობოდა,სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. დედასთან არასოდეს ჰქონია ისეთი ურთიერთობა როგორიც მამასთან. ალბათ იმიტომ რომ დედამისი ცივი ქალია, ის მხოლოდ თავის სახელსა და რეპუტაციაზე ფიქრობს და შვილისთვის ძალიან ცოტა დროს თუ გამონახავს ხოლმე. დემეტრე კი სულ სხვანაირი იყო. მისთვის ჯერ ოჯახი იყო და შემდეგ ყველა სხვადანარჩენი. ელენეს აღმერთებდა,ვერ იტანდა მის ცრემლებს. შვილთან კამათის შემდეგ საკუთარ თავს ეჩხუბებოდა,ასე ხმამაღლა არ უნდა მესაუბრა მასთანო. თუმცა ელენე ამით არასოდეს გათამამებულა. თუ გოგონას რამე ეტკინებოდა,ან უბრალოდ გაცივდებოდა და სიცხე აუწევდა მთელ ღამეს მის საწოლთან ატარებდა დემეტრე. მის ცუდად ყოფნას ვერ იტანდა,თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და ჩუმად ატირდებოდა ხოლმე.
გოგონა სწრაფად წამოხტა იატაკიდან,თავის ოთახში ავიდა და დათუნიას ჩაეხუტა რომელიც მამამისმა აჩუქა.
-რატომ მა? რატომ დამტოვე? ჩვენი პირობა? სულ დაივიწყე?უბრალოდ არ შეგეძლო! ასე მოქცევა არ შეგეძლო! შენ არ დამტოვებდი მაა! შენ იყავი ჩემი ყველა ტკივილის წამალი,ყველა პატარა ჭრილობას შენ მიამებდი,მაგრამ ვაი რომ ყველაზე ღრმა თავადვე მომაყენე მაა! რატომ? რატომ წახვედი მაა? ცრემლები ღაოაღუპით მოსდიოდა გოგონას. თავი დიდ დათუნიაში ჩარგო და ხმით ატირდა.-ასე არ შეიძლებოდა!
როგორ მოკვდა დემეტრე? არა!არც ავად ყოფილა,არც ინფაქტით,არც თავი მოუკლავს და არც ავარიაში მოყოლილა...ის მოკლეს! არა არც ფულის გამო,არც კომპანიის გამო,ის საკუთარი შვილის თავისუფლებას შეეწირა. სიცოცხლე დათმო,მაგრამ ელენეს ბედნიერება ვერა! ვერ დაუშვებდა ელენე ირაკლი ბენდელიანის შვილს მისთხოვებოდა. ირაკლი? ცკვსისხლიანი ადამიანი,ახალკაცების ოჯახის მოსისხლე მტერი. ყველას ერჩოდა გარდა ნინოსა,თუმცა მასთან რა პრობლემა უნდა ჰქონოდა,მისი საყვარელი იყო. რა იყო მიზეზი ამ სიძულვილისა? პასუხი ერთია,ქალი! და ეს ქალი ნინოა. ირაკლი და დემეტრე ერთმანეთს ახალგაზრდობიდან მტრობდნენ,სასწავლებლიდან მოყოლებული. ირაკლი არასოდეს ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი,მამამისი ერთი ლოთო და ნარკომანი კაცი იყო.დედამისი კი თავისს სხეულს ჰყიდდა იმისთვის რომ შვილისთვის პური მაინც ეჭმია. ირაკლიც ამან გააბოროტა. თავიდანვე უხეში,ცივი და უკერაბა იყო,მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. ბევრი დამცირება აუტანია,ბევრი ცინიკური ღიმილი და ბევრიც სიბრალულით სავსე თვალები აუტანია,მაგრამ ის გაიზარდა! თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. ისწავლა,იშრომა და ყველაფერს თავისით მიაღწია. სასწავლებელში კი სასიყვარულო სამკუთხედის წევრი გახდა. ნინოს დემეტრე უყვარდა,მისი ერთერთი პრივილეგია კი ის იყო რომ ის მდიდარი იყო. არა არ იფიქროთ რომ დემეტრე ახალგაზრდიბაში ერთი გათამამებული და ამოარტავანი ბიჭი იყო,არა! უვრალოდ ნინო ანიჭებდა ამას უპირატესობას. ორივე ბიჭს თავდავიწყებით შეუყვარდა ნინო,მაგრამ ნამდვილი მტრები მას შემდეგ გახდნენ რაც ნინომ ირაკლის უთხრა შენ ერთი ღარიბი მათხოვარი ხარ, ის კი ნამდვილი პრონცია,არასოდეს შეედარო მასო. სწორედ მაშინ გადაემტერა ირაკლი დემეტრეს და ყველანაირად შეეცადა მის გამწარებას. დემეტრეს დას,სალომეს თავი შეაყვარა,გამოიყენა,შემდეგ კი მიაგდო. უთხრა მე შენ არასოდეს მყვარებიხარ,უბრალოდ პატარა კა'პა იყავი და მეც მიზიდავდიო,სალომე კი ადგა და თავი მოიკლა. დემეტრე არ დარჩა ვალში და მანაც მიაყენა დიდი დარტყმა. სწორედ ასე იქცნენ ისინი მოსისხლე მტრებად. დემეტრემ და ნინომ იქორწინეს და იმ დღეს გაქრა ირაკლიც,თუმცა პირობა დადო რომ დემეტრეს ყველაფრისთვის აზღვევინებდა. თავადაც იქორწინა ,შვილიც ეყოლა. მრავალი წელი უცხოეთში იყო და იქედან აკვირდებოდა ახალკაცების ოჯახს ბენდელიანი. რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და ნინოსთან კონტაქტი განაგრძო,მოგახსენეთ უკვე რა სახის ურთიერთობაც ჰქონდათ. არა! ირაკლის ის აღარ უყვარდა,უბრალოდ აკვიატება იყო მისთვის ნინო. მასთან ურთიერთობა კი იმიტომ სიამოვნებდა რომ ასეთი საქციელით ნინო დემეტრეს საკუთარი ხელით ურტყამდა ზურგში დანას. ბოლოს ახალკაცების კომპანიაშიც შეაღწია,იმდენი ქნა რომ გაკოტრების პირას მიიყვანა ახალკაცის იმპერია. დემეტრე არჩევნის წინაშე დააყენა,ან კომპანია უნდა აერჩია ან შვილი. დემეტრე შვილს ვერ დათმობდა,მაგრამ ვერც კომპანიას დათმობდა ასე მარტივად რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია. ბოლოს მოხდა ისე რომ დემეტრე მოკლეს.ირაკლი ბენდელიანმა საკუთარი ხელით გამოასალმა დემეტრე ახალკაცი სოცოცხლეს.თუმცა ამით ბედნიერების მწვერვალზე არ აფრენილა. თავისი საქციელით შვილი დაკარგა. ერთადერთმა ვაჟმა ზურგი აქცია და უთხრა რომ სცხვენოდა მისი შვილობა. სძულდა მამამისი და მისი საერთოდ დავიწყება მოსთხოვა.
ნინო ირაკლისთან მივიდა.ისეთივე ცუდ მდგომარეობაში აარ იყო როგორშიც ელენე,თუმცა არც ის იყო კარგად.
-ირაკლი! უნდა ვილაპარაკოთ!
-რაზე?
-ამით რას მიაღწიე? დემეტრეს მოკვლით რა შეძელი? მითხარი! ამით რამდენს დაუნგრიე ცხოვრება ვერ ხვდები? შენი საქციელით მხოლოდ დემეტრე არ მოგიკლავს! საერთოდ იმ სასიყვარულო სამკუთხედმა რა მოგვიტანა? მას დემეტრეს სიცოცხლე შეეწირა! ჩემი ცხოვრება შეეწირა! შენი ბედნიერება შეეწირა! ჩვენი შვილების ცხოვრება შეეწირა! შვილი დამაკარგვინე და თავადაც დაკარგე! შენს შვილს მკვლელი მამა არ უნდა, ჩემსას კი მეძავი,მხდალი,ფულზე შეყვარებული დედა! მითხრა რომ ვძულვარ! თქვა რომ ჩემგან მიდიოდა და წავიდა კიდეც! აი რა მოგვიტანა ამ სიყვარულმა, ამ შურისძიებამ! ეს გინდოდა? მაშინ გილოცავ შენ ამას მიაღწიე!
-მოკეტე! მოკეტე თორემ შენც შენი ქმრის გზას გაუყვები!
-ვიცი! მჯერა რომ შენ ამას გააკეთებ! შენ ხომ უგულო ხარ! ისევ ის უბადრუკი, მაჩანჩალა ადამიანი ხარ! ახლა სულით ხარ ღატაკი! ფულით არაფრისთვის მიგიღწევია! ისევ ისეთი ხარ!
-მოკეტე თქო! თორემ იცოდე თვალს არ დავახამხამებ ისე მოგკლავ!
-რაღას ელოდები?! გამოჰკარი სასხლეტს თითი!
გასროლის ხმა გაისმა და ქალის უსულო სხეული ძირს დაეცა. ბენდელიანის სინდისზე ახლა ორი ადამიანის სიცოცხლე და ერთი საწყალი გოგოს ცხოვრებაა.
-ეს რა გავაკეთე? ფერწასულმა თავი ხელებში ჩარგო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ახლა რა იქნება? ყველაფერი დამაკარგვინა ამ სიძულვილმა! განა ეს მინდოდა? ფიქრობდა ხმამაღლა ბენდელიანი.
ელენესთვის ნამდვილი შოკი იყო დედის ამბის გაგება. ფოქრობდა კოშმარში ვარო და გაღვიძებას ნატრობდა.თუმცა არა! ეს ყველაფერი რეალობა იყო! სასტიკი რეალობა. ერთ დღეში ორივე მშობელი დაკარგა! ახლა სულ მარტო იყო,არავითარი მეგობარი,არავითარი შეყვარებული,არავითარი ახლობელი ადამიანი. არავინ და არაფერი გააჩნდა ახლა ელენეს,ჩვიდმეტი წლის გოგოს. მშობლები გამოიტირა და მიწას მიაბარა. მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ მას ცხოვრებაში არავინ ჰყავდა და უნდა ებრძოლა,თუნდაც იმისთვის რომ მარტო არ ყოფილიყო.და რაც მთავარია ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა,ფეხზე მყარად დამდგარიყო და მშობლების მკვლელი სასტიკად დაესაჯა.
რათქმაუნდა ეს ყველაფერი მარტივი არ არის და ელენემაც კარგად იცოდა ეს. ძალიან რომ გაუჭორდებოდა ესეც იცოდა,ჯერ ხომ ბავშვი იყო. ცხოვრებამ ასეთი გარდამტეხი გამოცდა რატომ მოუწყო თავადაც არ იცოდა. ორი თვე დეპრესიაში იყო. საწოლიდან თითქმის არ დგებოდა.ძალიან ცოტას ჭამდა,იმ პუტკუნა გოგოსგან არაფერი იყო დარჩენილი. თუმცა ყველაფერი ამ წყეულ ზაგხულში დატოვა და სწავლა ისეთი შემართებით განაგრძო როგორც არასდროს. ახლა მისი მიზანი ძლიერი განათკების მიღება იყო. იმიტომ რომ მამამისის 'იმპერია' დამსახურებულად მიეღო და არა შთამომავლობით. მისი დროებითი მართველი მამამისის ახლო მეგბარი იქნება. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.ძალიან ბევრი იშრომა და ეს მართლა დაიმსახურა. ერთწლიანი შრომის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა და მამის მეგობრების დახმარებით ნიუ-იორკში გაემგზავრა დასასვენებლად. არ უნდოდა ზაფხული თბილისში გაეტარებინა,თბილისში კი არა საქართველოში ყოფნა არ უნდოდა.
-გისმენთ ბატონო...ბიძია გურამ! წკრიალა ხმით უპასუხა გოგონამ მამის მეგობარს.
-...
-კი კი! კარგად ვიმგზავრე!.. აჰაამ! ყველაფერი რიგზე მაქვს!
-.....
-არა ცუდად არ გავმხდარვარ,თავიდან კი შემეშინდა,აფრენის დროს,მაგრამ მალევე გადამიარა.ეგ კი არა ისე ჩამოვფრინდი ვერც კი გავიგე. ჩამეძინა და...
-....
-კარგით რა,ნუ დამცინით!
-...
-ნახვამდის. აუცილებლად გავერთობი. კარგი ბატონ..ბიძიან გურამ.
ღიმილით მოიშორა გოგონამ ტელეფონი ყურიდან, საწოლზე მიაგდო და თვითონაც ზედ მიჰყვა.
- მოემზადე ელენიკო მაგარი გართობისთვის! ეს ზაფხული შენია! ეს შენ დაიმსახურე!
ერთი გადაიკისკია და საწოლიდან სწრაფად წამოხტა,ჩემოდნიდან საჭირო ნივთები ამოალაგა და სააბაზანოში შევიდა. ჯაკუზი წყლით აავსო და შიგნით ჩაწვა.თვალები დახუჭა და გაინაბა,თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
არა არ იფიქროთ რომ ელენე გაგიჟდა ან რაიმე მაგის მსგავსი,ის უბრალოდ ძალიან შეეცადა რომ თავისი ძველებური სახე დაებრუნებინა და გამოუვიდა კიდეც.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ სტკივა მშობლების გარეშე ცხოვრება,არა!რათქმაუნდა არა,ეს ტკივილი სულ თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს ძალიან კარგად იცის ელენემ,მაგრამ არ აპირებს ყოველ ღამით,საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროს ტირილი და თავისი ბედის წყევლა დაიწყოს.ის ძალიან ძლიერი გოგონა აღმოჩნდა,მიუხედავად ამხელა გაჭორვებისა მან ცხოვრებას თავი არ დაუხარა და მყარად დადგა ფეხზე. საოცარია, ამდენი როგორ შეუძლია ასეთ პატარა გოგოს?!
წყალში ნებივრობა რომ დაამთავრა ტანი შეიმშრალა,ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახში გავიდა. ნამდვილად კარგი ოთახი შეხვდა.დიდი აივნით,რომელიდანაც ძალიან კარგად ჩანს მთელი ქალაქი,ღამით ეს ხედი განსაკუთრებულად ლამაზია. უეცრად გასეირნება და ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა. მართალია ამ ქალაქს კარგად ,კარგად კი არა ძალიან ცუდად იცნობს, მაგრამ დაკარგვის შიში არ აქვს,რადგან ინგლისურს ძალიან კარგად ფლობს. თეთრი ფერის სარაფანი და კედები ჩაიცვა,თმა გაიშალა, სათვალე კურნოსა ცხვირზე დაიკოსა და ოთახიდან გავიდა. რათქმაუნდა მთლიან ქალაქს ვერ დალაშქრავდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი იარა მაღაზიებშიც შეიარა და რაღაცრაღაცეებიც გამოაყოლა ხელს,ნომერში დაბრუნდა,შენაძენი ლოგინზე დაყარა და ისევ წავიდა,ამჯერად სასეირნოდ.თან მისთვის ღამით უფრო ლამაზი იყო ნიუ-იორკი. არ იცოდა სად მიდიოდა,უბრალოდ მიდიოდა,გზას მიყვებოდა და ფიქრობდა.ისე აღმოჩნდა ერთ ტრიალ მინდორზე რომ თვითონაც ვერ მიხვდა. არ შეშინებია,პირიქით მოეწონა ქალაქის ხმაურის შემდეგ ასეთი სიწყნარე. ერთი მსხვილი ხე იდგა მინდორში,მის ძირში ჩამოჯდა და მოგონებებს მიეცა. არც ერთი წამით არ უფიქრია რაიმე ცუდზე,მხოლოდ წარსულ ცხივრებაზე ფიქრობდა.ახლა ხვდება თუ რა ბედნიერი ყოფილა ადრე. დედაც ჰყავდა,მიუხედავად იმისა რომ მასთან იდეალური ურთიერთიბა არ ჰქონდა იცოდა რომ გასაჭირში თუ ჩავარდებოდა დედა აუცილებლად ამოუდგებოდა გვერდში.მამაც ჰყავდა,რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.მისი სიცილი,მისი ლაპარაკის მანერა,იუმორის გრძნობა და მისი მამობა უყვარდა. დეა ჰყავდა,რომელიც მისთვის საკუთარ თავზე ახლოს ჰყავდა,საკუთარ თავზე უკეთ იცნობდა დეას და პირიქით დეასაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ჰყავდა შესწავლილი ელენე.მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. გოგონებს ერთმანეთისგან დაშორება მოუწიათ. დეა ავსტრალიაში წაიყვანეს საცხოვრებლად მშობლებმა. ამბობენ მანძილი მეგობრობას ვერაფერს აკლებსო,მაგრამ სწორედაც რომ მანძილი ანგრევს ურთიერთობებს. მხოლოდ მიმოწერა ჰქონდათ გოგონებს,ისე როგორც უბრალო ნაცნობენს,რომლებიც თავს ვალდებულან თვიალნ ერთმანეთი მოიკითხონ.ახლა ეს მიმოწერაც აღარ აქვთ. გაწყდა გოგნებს შორის დამაკავშირებელი ძაფი,ასე მოუღო დრომ და მანძილმა მათ ურთიერთობას ბოლო.
რამდენი ბედნიერი მოგინება ამოუტივტივდა ელენეს თავში.მან საკუთარ თავს შეჰფიცა რომ წარსულის გამო არასოდეს იტირებდა,მაგრამ მონატრებამ თავისი გაიტანა და გოგონასაც გადმოუგორდა რამდენიმე ბურთულა თვალიდან,თუმცა თავი ხელში აიყვანა, ცრემლები მოიწმინდა,ფეხზე წამოდგა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ გაწვიმდა,ისევ ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას სასტუმროსკენ. ნომერში შესული უკვე გამოფხიზლებული იყო. სააბაზანოში შესვლას აპირებდა თუმცა ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
"ხვალ ისევ იმ ხესთან მოდი"
მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა,სხვა არაფერი. გაკვირვებული ჩასჩერბოდა ტელეფონს.წერილი ქართულად იყო დაწერილი.როგორც ჩანს ვიღაც იყო იმ ხესთან,მაგრამ ელენე იმდენად გაბრუებული იყო რომ ვერც კი შეამჩნია. ფიქრებისგან თავის დასახსნელეად თავი გააქნია და თავისი ნივთები აიღო რომ სააბაზანოში შესულიყო თუმცა ახლა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.უცხო ნომერი იყო,ამიტომაც არ უპასუხა.თუმცა ზარი მეორეჯერაც გაისმა.ახლა ელენე ტელეფონს დასწვდა და უპასუხა.
-ვინ გნებავთ? მკაცრი ხმით იკითხა ელენემ.
-ხვალ იმ ხესთან მოხვალ!
-და რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
-არა,დარწმუნებული არაფერში ვარ,მაგრამ თუ სამაჯურის დაბრუნება გინდა უნდა მოხვიდე აუცილებლად.
-რა სამაჯურის?
ხელზე დაიხედა და ახლაღა მიხვდა რომ მამის ნაჩუქარი სამაჯური აღარ ეკეთა. არა არც ოქროსი იყო და არც ძვირფასი თვლებით მორთული. ძალიან უბრალო,მაგრამ ელენესთვის ძალიან ძვირფასი სამაჯური იყო.
-რომელ საათზე?
-აი ეს მომწონს!
-რომელ საათზე თქო!
-ისევ იმ დროს!
-კარგი!
ეს თქვა და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი.სააბაზანოში შევიდა და წყალში ისევ გაინაბა.ხსნა იყო მისთვის ეს პროცესი...

........
ისევ დავბრუნდი,თუმცა არსადაც არ წავსულვარ.სულ აქ ვიყავი! არ ვიცი,მემგონი ჩემი ახალი თვისება არის ის რომ ყოველი ისტორიის დასრულების შემდეგ,მაქსიმუმ ორ დღეში რაიმე ახლის წერა დავიწყო. არ ვიცი,არ ვიცი. წინა ისტორიაზე მოცემული შენიშვნები და რჩევები ვეცადე გამეთვალისწინებინა და მემგონი გამომივიდა კიდეც. რაც წაიკითხეთ ყველაფერი დღესაა დაწერილი და არ ვიცი შემდეგს როდის დავწერ (ზოგადად ესეჩ ჩემი ჩვევაა მემგონი,ახალი ისტორიის დაწყება მემგონი უფრო მალე და მარტივად გამომდის ვიდრე ახალი თავის no_mouth )
მემგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე ხო? კარგით ვამთავრებ. მოუთმენლად ველი თქვენს კომენტარებს და გთხოვთ ორ წუთს ნუ დაიშურებთ heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ვაუუ ძალიან კარგია გააგრძელეე და მალედადეე

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმეე რამაგარიაა გააგრძეელეეე

 


№3  offline მოდერი ლათინო

სტუმარი ნინა
ვაუუ ძალიან კარგია გააგრძელეე და მალედადეე

უკვე დავდე მეორე თავი.შეგიძლის წაიკითხო. ველოდები შეფასებებს ♥♥♥

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.