შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გონება ცარიელია) თავი 2


23-02-2018, 16:49
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 820

ამნეზია_(ანუ გონება ცარიელია) თავი 2

თავი 2.

თავის ტკივილი მაღვიძებს. ოთახში მხოლოდ ერთი ბიჭია, ის მწვანეთვალება რომელიც ქალს ედგა გვერდით. ჩემს გამოფხიზლებას იგებს და მაშინვე გვერდით მიჯდება.
-როგორ ხარ ქეთა?_დამთბარი ხმით მეკითხება, თან ხელს თმებზე მისვამს, მსიამოვნებს მისი შეხება ამიტომ ვცდილობ გავუღიმო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი გამომდის თუ არა.
-კარგად ვარ_მაინც დაბნეული ხმით ვპასუხობ
-გახსოვს ექიმმა რაც გითხრა?
-კი, ამნეზიაო_თვალებს უმისამართოდ ვაცეცებ
-ჰო...მოდი მე ცოტა სოტუაციაში გაგარკვევ, მე ზურა ვარ, შენი ძმა
-ჩემი ძმა?_გაკვირვებისგან საჩვენებელ თითს მკერდზე ვიდებ
-ჰო, შენი ძმა, 3 წლით შენზე უფროსი ვარ, შენ 23ის ხარ, უნივერსიტეტი შარშან დაამთავრე, ახლა კი ჩვენს კომპანიაში იურისტად მუშაობ, ჰო კომპანია ოჯახისაა, ახლა მის სათავეში მე ვარ. გახსოვს ის ქალი გუშინ აქ რომ იყო?
-მწვანეთვალება?
-ჰო_ჩემს ნათქვამზე გაეღიმა_ეგ დედაჩვენია, ანა, დანარჩენები კი შენი სამეგობრო იყო, ბავშვობიდან ერთად ხართ, ძალიან გიყვარს ისინი, ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტადაც კი_ბოლოს ისევ გამიღიმა. რამდენიმე წუთი ხმა არ ამომიღია, უცნაური შეგრძნება მქონდა, საკუთარ თავზე ინფორმაციას ვიღაც ბიჭისგან ვიგებდი, რომელიც ჩემს ძმად მაცნობდა თავს, ის მეუბნებოდა ვინ მიყვარდა და ვინ არა.
-საერთოდ არაფერი მახსოვს_აკანკალებული ხმით წარმოვთქვი
-ვიცი, ვიცი...ზუსტად ეგაა ამნეზია, მაგრამ ყველაფერი დალაგდება და გაგახსენდება დამიჯერე
-ახლა რა უნდა ვქნა?
-ხვალ სავაადმყოფოდან გაგწერენ, სახლში წამოხვალ, ექიმმა თქვა ნაცნობი გარემო უფრო დაეხმარება მეხსიერების აღდგენაშიო, მაგრამ მათი ყურადღების ქვეშ ისევ იქნები
-დანარჩენები სად არიან? ყველას გაცნობა მინდა
-მესხიერება დაკარგე მაგრამ ისევ ისეთი სულსწრაფი და ცნობისმოყვარრ ხარ_გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, მერე კი პალატა დატოვა. რამდენიმე წუთში ყველა შიგნით შემოლაგდა, ჩემზე დაბნეულები ისინი ჩანდნენ, მაგრამ აღარცერთი ტიროდა. პირველი ანა მომიახლოვდა, ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი და ნაღვლიანი თვალების მიუხედავად გამიღიმა
-ქეთა, მე ანა ვარ, დედაშენი
-ვიცი, მითხრა ჩემმა ძმამ_ღიმილით წარმოვთქვი და ზურას გადავხედე, ანასაც გაეცინა, მერე დანარჩენებიც მოდუნდნენ, ახლა მათ მივუბრუნდი, არავის ვიცნობდი, უფრო სწორად არავინ მახსოვდა, მაგრამ მათ თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავდი უნებლიედ მომინდა მათთან ყოფნა
-არ გამეცნობით?-ღიმილით გადავხედე ბავშვებს რომლებიც დაახლოებით ჩემი ასაკისები უნდა ყოფილიყვნენ.
თავიდან ყველა დაიბნა, მერე კი ერთ-ერთმა აიღო ინიციატივა, აი ის გუშინ გაკრეჭილი რომ იდგა, ახლაც გამიცინა და ახლოს დამიდგა.
-ქეთუშ, მე ვაკო ვარ, ამ სასტავიდან ყველაზე მეტად მე გიყვარვარ რა...
-იტყუება_შავთმიანმა გოგომ ლაპარაკი გააწყვეტინა, რასაც ვაკოს დაჯღანვა მოყვა
-შურიანი
-ეე ბიჭო ნუ გააგიჟეთ გოგო, ქეთუშ შენ ყრადღება არ მიაქციო ამას, ვაკო სასტავის ცანცარაა, ნუ მაგას მიხვდებოდი ისედაც, ჰო მე სანდრო მქვია, ეს ჩემი ცოლია სესილი, 2 წლისწინ ვიქორწინეთ, სხვათაშორის მეჯვარე იყავი.
-ანუ ბავშვობის მეგობრებმა იქორწინეთ?
-ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, და სხვათაშორის შენ რომ არა შეილება ახლაც ტანჯვაში ვყოფილიყავით_სიცილით დააყოლა სესილიმ და ქმარს მკლავზე აეკრო.
-მეე?
-ჰო მაგას მერე მოგიყვებით_ისევ სანდრომ განაგრძო_ეს წითელთმიანი ქალბატონი ნუცაა, ეს ქერა ყმაწვილი კი გიორგი, როგორც წესი ყველაზე მეტს კინკლაობენ, 10 წუთი და მათ ჩხუბს უკვე ვეღარცერთი ვუძლებთ ხოლმე. ეს შავგვრემანი სიმპათიური ყმაწვილი კი ბატონი მაქსიმეა, გაუცინარ ხელმწიფეს ეძახი ხოლმე.
ყველა ყურადღებით ავათვალიერე, ყველას თვალებში დიდი სიყვარული იკითხებოდა, არვიცი რატომ მაგრამ მეც წამში დადებითად განვიმსჭვალე მათ მიმართ.
-სამუდამო შვიდეული, არაჩვეულებრივი შვიდეული, შვიდი მუშკეტერი და კიდე ათას რამეს ვეძახით ხოლმე ჩვენ თავს_ისევ ვაკო გამეკრიჭა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
-ანუ განუყრელი შვიდეული ვართ?_ინტერესეით მოვჭუტე თვალები და ვაკოც გავხედე, რომელმაც წამში დაასერიოზულა სახე
-გაგახსენდა?
-რა?
-აა...არაფერი...უბრალოდ შენ ეგრე იძახდი ხოლმე....განუყრელი შვიდეული.
-არგამხსენებია, ისე ვთქვი, რაც ენაზე მომადგა
-ხო შენს სულ ეგრე იქცევი, რაც მოგაფიქრდება იმას იძახი ხოლმე_გადაიკისკისა წითელთმიანმა ნუცამ
-ეს რო ვინმეს ეტყვის, ქეთუშა უბრალოდ იძახის, შენ რაცმოგაფიქრდება იმას აკეთებ, რომ დადიხარ აფეთქებული თავით_უკმაყოფილოდ გახედა გიორგიმ ნუცას, ამ უკანასკნელმა კი თვალები ჭყიტა და მთელი ტანით მისკენ მიტრიალდა
-იცი რა, თავი ჩემია, და რასაც მინდა იმას ვიზამ, თუ არ მოგწონს არ მიყურო
-არც გიყურებ
-დაიწყეს_პირვრლად ამოიღო ხმა მაქსიმემ, მისმა ბოხმა ბარიტონმა შემაკრთო და მომნუსხა კიდეც. ბოლოს ჩამეცინა და საწყალი სახით მდგარი ნუცასკენ გავიხედე, მერე თმა შევუთვალიერე
-არადა გიხდება_სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, წამში გაიღიმა და ახლოს მომისკუპდა
-და ხარ რა, იმ ვირს კი არ გავხარ_ისევ გიორგისკენ გაიხედა და მხარზე თავი მომადო
-ჩამოდი საწოლიდან არ ჩაუტეხო_მანაც არ დააკლო ირონია
-მართლა რამდენს ჩხუბობთ_ღიმილით წარმოვთქვი
-ეგ კიდე რაარის, დედაშენის პონტში ჩუმად არიან, თორე აქამდე რომელიმე ძირს ეგდებოდა_ისევ გამეკრიჭა ვაკო
-ოჰ, როდის მერე გრცხვენიათ ჩემი?_უკმაყოფილოდ გადახედა ანამ ვაკოს
-კაი რა ანჩ, ნამუსზე ავაგდე რო მოკოეტონ, შენკიდე გეგმები ჩამიფუშე_თავი გააქნია ვაკომ მერე კი ანას მიეხუტა და ლოყაზე ხმაურით აკოცა, გაღიმებული შევცქეროდი ყველას, საოცრად მომწონდა ეს ხახლი. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული კარი ვიღაცამ რომ გააღო, შიგნით საშუალო სიმაღლისბიჭი შემოვიდა, არა კი არ შემოვიდა შემოვარდა, საწოლთან ახლოს დამიდგა და მომეხვია
-უკაცრავად...გავიჭყლიტე
-როგორ გამიხარდა ქეთა გონზე რომ მოხვედი_მაინც თავისას აწვებოდა
-ესეც განუყრელ შვიდეულშია?_კითხვისნიშნით სავსე თვალებით გადავხედე ბავშვებს
-ღმერთმა დაგვიფაროს_ჩაიდუდღუნა ვაკომ და უჩვეულოდ მომანჭა სახე
-რა შვიდეული ქეთა რაგჭირს? ნიკა ვარ_როგორციქნა მომცილდა ბიჭი და ზემოდან დამაჩერდა
-ამნეზია აქვს_მკაცრად ჩაილაპარაკა ჩემმა ძმამ_გუშინ აქ რომ ყოფილიყავი გაიგებდი
-არმეცალა
-ხო ერთი კვირაა აქ წევს და მელი ერთი კვირა არ გეცალა?
-ზურა არგინდა_დედაჩემმა გააჩერა.
-მოიცადეთ, ვერაფერი გავიგე, შენ ვინ ხარ?
-მე ნიკა ვარ
-ვაიმე გავიგე ეგ, აქ რასაკეთებ, ჩემი ვინ ხარ?
-შეყვარებული ქეთა რაგჭირდს
-ამნეზია არიცი რასნიშნავს თუ ვერ გაიგე რაგითხრა ზურამ?_უსიამოვნოდ მოვპრუწე ტუჩები
-საყვარელო რა გჭირს, რანაირად მელაპარაკები?_ისევ ამეწება ზედ
-ძაან გთხოვ ნუ მეტმასნები თორე გავიგუდე
როგორც ჩანს ძაან გაბრაზდა
-იცი რა, როცა გაგახსენდება ვინ ვარ მერე დამირეკე_უკანმოუხედავად გავიდა პალატიდან, ყველა დაძაბული უყურებდა, მე კი იმხელა ხმაზე ავტეხე სიცილი ჩემი თავის გამიკვირდა.
-კაი ქეთ რაგაცინებს_გაკვირვებულმა ამომხედა ჩემს გვერდით მწოლიარე ანამ
-ეს ტიპი რატოა ჩემი შეყვარებული?
-ხო ჩვენ რო გეუბნებოდით არაფერი გესმოდა და ახლა ჩვენ გვეკითხები?_გაკვირვების ნიშნად წარბები მაღლა აზიდა გიორგიმ
-ანუ სიძე ბატონი არცერთს არმოგწონთ?
-არ მოგვწონს არა, ცუდი ტიპი არაა, უბრალოდ რაღაცნაირია, შენთვის შეუფერებელი
-რავი მე არ მომეწონა_უკმაყოფილოდ გავატყლაშუნე ტუჩები და ჩუმად მდგარი მაქსიმესკენ გავიხედე
-გაუცინარი ხელმწიფე კიარა სიჩუმის დედოფალი უნდა დამერქმია_მოჭუტული თვალებით მივაშტერდი რასაც ბავშვების ხარხარი მოყვა, მაქსიმესაც გაეცინა მერე საწოლთან ახლოს მოვიდა და პატარა ბავშვივით თითი ცხვირზე დამკრა
-რაიყო მოხვედი ჯანზე?_სიცილით მკითხა და ლოყა ჩაეჩხვლიტა
-ლოყა გეჩხვლიტება_ინტერესით მივაჩერდი და გაუპარსავ სახეზე ხელი დავუსვი
-შენგარდა ჯერ არავის გაკვირვებია ეგ_ისევ გაეცინა
-მშია_დემონსტრაციულად გამოვაცხადე
-რაგინდა მითხარი და მოგიტან_ზურამ გამომიცხადა და გამიღიმა
-მმმ...შაურმა
ვაკო ისევ ახარხარდა
-რა?
-რა და შაურმა მგონი საერთოდ ყვრლაზე მეტად გიყვარს, დაჟე ჩემზე მეტადაც კი
-უცნაურია, საჭმლის გემო მახსოვს და თქვენ არ მახსოვხართ_დანანებით ჩავილაპარაკე და ყველას გადავხედე
-ისეთი რაღაცეები გვაქ გაკეთებული მგონი კარგიცაა რო არ გახსოვს_სიტუციის განმუხტვა სცადა სესილიმ და გამოუვიდა კიდეც.
-მომიყვებით?_ინტერესით გადავხედე გოგოებს
-კი ოღონდ აქ არა_დანარჩენებს გადახედეს
-მოიცა რას გვიმალავთ?_სახე უცებ დაასერიოზულა მაქსიმემ
-ოხ დედოფალო, გვიკადრე?_ისევ გავიცინე
-ისევ ოსტატურად ცდილობ საქმიდან გამოძვრე ხო?_მომიტრიალდა და ისევ ცხვირზე დამკრა თითი
-ეგრე ნუ შვები, 2 წლის კი არვარ
-კაი გავალთ დაურმას მოგიტანთ მაშინ გაწყობს?_გამიღიმა მაქსიმემ
-მაწყობს_მკაყოფილმა ჩავილაპარაკე, ამ დროს პალატის კარი ისევ გაიღო და თეთრხალათიანი ექიმი ისევ შემოვიდა
-გამარჯობა
-გამარჯობა
-ექიმო, ჩემს პრინცესას შაურმა უნდა და შეიძლება რო ჭამოს?_ზურამ გამოყო თავი
-შაურმა?_გაკვირვებულმა გადმომხედა
-ჰო_დამნაშავესავით ჩავილაპარაკე რაზეც გაეცინა
-მოდი დღეს არგინდა, რამე მსუბუქით შემოიფარგლე, ამდენხანს მხლოდ მედიკამენტურ კვებაზე იყავი და კუჭი არ გაგიღიზიანდეს, ხვალიდან კი ჩადექი კალაპოტში, კაი?
-კაი_გამეცინა და თავი ბალიშზე დავდე_ცოტა თავი მტკივა
-გაგიკეთებ გამაყუჩებელს, ახლა კი თქვენთან ბოდიი მაგრამ უნდაა დატოვოთ პალატა და წახვიდეთ
-მე ქეთასთან დავრჩები_ანა ფეხზე ადგა
-მეც
-არა მე დავრჩევი თქვენ წადით
-ვაიმეე.....ყველა წახვალთ, 1 კვირაა აქ ხართ, დაიღლებოდით_ჩავიზუზუნე და მივაჩერდი ყველას
-არდავღლილვართ_ჩაილაპარაკა ნუცამ
-მაშინ სუნი აგივათ, დაიბანეთ დაიძინეთ და ხვალ დილით მოდით ჩემს წასაყვანად
-ხოიცით რა ჯიუტია, მაიმც ვერ ვაჯობებთ, წავიდეთ და ხვალ ადრე მოვალთ_გამიცინა სანდრომ და შუბლზე მაკოცა. როგორც იქნა უველა წავიდა. საწოლში კომფორტულად მოვეწყვე და ფიქრი დავიწყე, უვნაურია, არაფერი მახსოვს, უცხოდაც კი უნდა ვგრძნობდე თავს, მაგრამ ასე არ არის, საკმაოდ კარგად ვარ მათ გარემოცვაში. ნეტავ რა ამბები გადაგვხდებია ერთად? იმედია მალე მომიყვებიან...ფიქრებში გართულს მალე ჩამეძინა.



____
მდააჰ...ესეც მეორე თავი.
გელით❤скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძაან კაია გააგრძელე,ნიკა კი მაგრა ნერვებს მიშლის იმედია მალე მოაშორებ აქედან

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

meocnebe avadmyopi
ძაან კაია გააგრძელე,ნიკა კი მაგრა ნერვებს მიშლის იმედია მალე მოაშორებ აქედან

დიდი მადლობა❤

 




მარიკო დაბრუნდიი,ვაიმე როგორ გამახარე შენ არ იცი ცხოვრება! შეუდარებელი ხარ,ეს ისტორია კი საოცრებაა.ასე გააგრძელე.წინა თავი დღეს წავიკითხე სიმართლე გითხრა,ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ,როცა ვნახე,რომ შენი დაწერილი იყო დაუფიქრებლად დავიწყე კითხვა.მიყვარხარ ჩემო გოგო,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს!! ))

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სულელი მეოცნებე
მარიკო დაბრუნდიი,ვაიმე როგორ გამახარე შენ არ იცი ცხოვრება! შეუდარებელი ხარ,ეს ისტორია კი საოცრებაა.ასე გააგრძელე.წინა თავი დღეს წავიკითხე სიმართლე გითხრა,ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ,როცა ვნახე,რომ შენი დაწერილი იყო დაუფიქრებლად დავიწყე კითხვა.მიყვარხარ ჩემო გოგო,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს!! ))

გამიხარა შენი კომენტარი❤ ძააალიან დიდი მადლობაა❤❤მიყვარხარ და იმედია მიგეწონება❤❤❤❤

 



№5 სტუმარი l,m not sick

ეეე ეს რაა საყვარლობააააა
გელიი, გელი მოგელიიიი...
)))))))))

 



№6  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

l,m not sick
ეეე ეს რაა საყვარლობააააა
გელიი, გელი მოგელიიიი...
)))))))))

თუ არ ვცდები პირველად ვხედავ შენს კომენტარს ჩემს ისტორიაზე, მიხარია❤ მადლობაა❤❤

 



№7  offline მოდერი ელპინი

მარ, მოგვიანებით კი, ვნახე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ არ დააგვიანე და ამ საკითხში, სერიოზულად მშურს შენი, ქალბატონო!
აუ, ხო ვთქვი, შენგან ბანალურობებს არ ველი-მეთქი, ხოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბანალურობა კი არა, მაგარი ფანტაზია გაქვს და ისე სხვაგვარად ატრიალებ ამბავს, წინაზე, რაც გავიფიქრე, ასე გააგრძელებს-მეთქი, აბსოლიტურად სხვაგვარად შემობრუნდა.
ქეთას ამნეზია, ჩემთვის, ცოტა რთული თემაა სხვა რაღაცების გამო, ამიტომ მოგყვები ბოლომდე.
და ის ნიკუშა, გააქრე, ხო?! როგორც მოვიდა, ისე წავიდეს! არ მაინტერესებს! :დდდდ
აუ, მაქსიმე ცოტა ძაან ტიპია, ხოდა, რაღაცებს კი, ვფიქრობ, მაგრამ შენ ისე ატრიალებ ყველაფერს, მეერე ვერაფერს ვერ ვფიქრობ :დდდდ
შენი სტილი, რომ გაქვს გითხარი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი!
აბა, შენ იცი.
იმედებს, რომ არ გამიცრუებ, ვიცი.
გაკოცე ბევრიიიიი!

 



№8  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ელპინი
მარ, მოგვიანებით კი, ვნახე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ არ დააგვიანე და ამ საკითხში, სერიოზულად მშურს შენი, ქალბატონო!
აუ, ხო ვთქვი, შენგან ბანალურობებს არ ველი-მეთქი, ხოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბანალურობა კი არა, მაგარი ფანტაზია გაქვს და ისე სხვაგვარად ატრიალებ ამბავს, წინაზე, რაც გავიფიქრე, ასე გააგრძელებს-მეთქი, აბსოლიტურად სხვაგვარად შემობრუნდა.
ქეთას ამნეზია, ჩემთვის, ცოტა რთული თემაა სხვა რაღაცების გამო, ამიტომ მოგყვები ბოლომდე.
და ის ნიკუშა, გააქრე, ხო?! როგორც მოვიდა, ისე წავიდეს! არ მაინტერესებს! :დდდდ
აუ, მაქსიმე ცოტა ძაან ტიპია, ხოდა, რაღაცებს კი, ვფიქრობ, მაგრამ შენ ისე ატრიალებ ყველაფერს, მეერე ვერაფერს ვერ ვფიქრობ :დდდდ
შენი სტილი, რომ გაქვს გითხარი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი!
აბა, შენ იცი.
იმედებს, რომ არ გამიცრუებ, ვიცი.
გაკოცე ბევრიიიიი!

აუაუაუაუუუუუუ!!!
ვგიჟდები მე ელ პინის კომენტარებზე!
ვგიჟდები ელ პინზე!
ვგიჟდები ანაზეეეე❤❤❤❤❤❤
ძააალიან დიდი მადლობაა❤
იცი როგორ მიხარია შენს კომენტარს როვხედავ ხოლმეე❤ აი ძალიაან
მიხარია თუ მოგწონს და ვეცდები ყველანაირად იმედები არ გაგიცრუო❤❤❤❤მიყვარხარ მე შენ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent