შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (6)


23-02-2018, 21:14
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 079

გაუჩინარებული (6)

დალეწილი მაგიდისა და გეგის ნამტირალევი თვალების კვალობაზე, ზედმეტად წყნნარი მეჩვენებოდა სიტუაცია. სახლში რაც კი ბლაგვი საგანი მქონდა, ყველაფრისთვის უკვე ეტყა თავი და მუშტები. აგერ, მთელი კოლოფი სიგარეტიც გამოეცალა. ვერ ვეკარებოდი, ისე მეშინოდა კვლავ არ მოზღვავებოდა ემოციები.
- ანალიზები? - მკითხა წყნარად.
- გადავაგზავნე ყველგან. - იყო ჩემი პასუხი.
- თორნიკე? - მკითხა და ახლა მე მომაწვა ემოციების ნაკადი. მის გვერდით ჩამოვჯექი დივანდე და გულამოსკვნილ ტირილს მოვყევი. მამაჩემი წარმოვიდგინე, სულგამოცლილი რომ იჯდა ჩემს გვამთან და ყველაფერში იდანაშაულებდა თავს, რაშიც მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე.
- ნუ ახსენებ მის სახელს ხმამაღლა, თორემ იძულებული ვხდები, მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება გამახსენდეს და დამიჯერე, არც თუ ისე ცოტა მოგონება მაქვს.
- ცუდად იმიტომ ხარ, რომ უშენოდ დარჩენილი მამაშენი გეცოდება. შენ მარტო მამა გიყვარს! - ისეთი ხმით მითხრა, გეგონება მადანაშაულებდა, გეგონება ბრალს მდებდა.
- გეგი, შენ ახალგაზრდა...
- გაჩუმდი! - დამიღრიალა - ახალგაზრდა ვარ და მალე გადამივლის ხო? ვიღაც გოგოს გავიცნობ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ?
- ჰო - ვუპასუხე სწყნარად.
გამწარებული წამოხტა, სახლიდან გაიქცა და კარი ისე გაიჯახუნა, მეზობლებს ალბათ მიწისძვრა ეგონათ. იმის გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი, რომ ყველა პრობლემასთან კვლავ მარტო ვარჩი და აღარ მყავდა ცხოვრების ტვირთის ზიდვის თანამონაწილე - სამ წამში შემოვარდა უკან, ჩემს წინ ჩაიმუხლა, თავი მუხლებზე დამადო და ატირდა.
- სიკვდილის წინ, გეგმაში არ მქონდა ვინმესთვის თავის შეყვარება ან ვინმეს შეყვარება, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც საათივით დალაგებულ წინასასიკვდილო პერიოდს თავდაყირა დაგიყენებს. - ვთქვი და წამით ორივეს გაგვეცინა.
მაგრამ არც ერთს გვეცინებოდა გულიანად.
მე სახლი მენატრებოდა, გეგის კი წინასწარ ვენატრებოდი.
იმ ღამეს, ისე უსიტყვოდ დავწექით ერთად დასაძნებლად, თითქოს ყოველ დღე ამას ვაკეთებდით. მის მკერდს მივაყუდე თავი და მეგონა, ამაზე დაცული მხოლოდ ერთი ადგილი იყო...ჩემი სახლი. გეგიზე მეტად, მხოლოდ ერთ ადგილას ვუყვარდი და მხოლოდ ერთ ადგილას მელოდნენ.
დედაჩემს გრძელი თმა ჰქონდა. გრძელი და მუდამ სურნელოვანი. ალბათ, მე რომ მეტი დრო მქონოდა, მასწავლიდა როგორ შემება კაცი ისე, რომ იმდენი წელი გავეღმერთებინე, რამდენიც მამა აღმერთებდა.
მამაჩემი უზომოდ ბევრი ალკოჰოლის დალევას მასწავლიდა ისე, რომ არ დავმთვრალიყავი. ოჯახური ბიზნესის გაგრძელებასაც მასწავლიდა და პირობას დამადებინებდა, ცხოვრების ბოლომდე ჩემი უსაქმური ძმა და პრინცესების მენტალიტეტით აღზრდილი და მერჩინა.
დავთანხმდებოდი, აბა რას ვიზამდი.
არ იყო ოჯახზე ფიქრისთვის შესაბამისი დრო.
მაგრამ ვინ იცის, იქნებ სხვა დრო აღარც დამდგარიყო.
* * *

- სხვა ანალიზებიც უნდა გავიკეთოთ! - გამომაღვიძა დილით გეგის ხმამ.
- ყველა გავიკეთე - ვუთხარი ძილბურანში მყოფმა.
საპასუხოდ, მძიმედ ამოისუნთქა.
თვალდახუჭულმა გვერდით გადავყავი ხელი, მაგრამ საწოლისგან შორს იჯდა და ვერ მივწვდი.
- კიდევ გავიკეთებთ ყველას!
- კაი, ჯერ შენ გაიკეთე.
- მე?
- ჰო, გავიკეთებთო და აბა? მრავლობითში ამ ყველაფერს იმიტომ ამბობ, რომ თავი მარტო არ ვიგრძნო.
- მრავლობითში იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, რომ თავი მე არ ვიგრძნო მარტო - შემომიბღვირა. არ დამინახავს, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა - შენ ფეხებზე გკიდია. ჩემზე ნაკლებად განიცდი, მაგრამ მე თითქოს ვიღაცამ დამშანთა შიგნიდან, გამანადგურა და ჩემს დამწვარ ნეშთსაც კი არ მარხავენ რომ დავისვენო. ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ ხელი დაგავლო და სადმე გაგაქციო.
- სიკვდილს სად გაექცევი რიგითო მოკვდავო? - გამეცინა.
გეგის არ გასცინებია.
- ნუ იცინი! გუშინ პრეზერვატივის გამოყენება დამავიწყდა - მომიგო შერცხვენილმა.
- არა უშავს - მინდოდა მეთქვა, რომც ჩაისახოს, მაინც ვერ მოესწრება ეგ ამბავი-თქო, მაგრამ წამსვე გავიკმინდე ხმა.
- რას ნიშნავს არა უშავს?
- ორი სექსით ვინ დაორსულებულა?
- ერთითაც დაორსულებულან.
- არ გიყვარს ბავშვები? - ვკითხე და თავი ბალიშში ჩავრგე რომ არ გამცინებოდა საკუთარი აფერისტობისგან.
- მიყვარს - მომიგო გაბუსხულმა. - იმიტო არ განვიცდი, რომ ბავში არ მინდა. უბრალოდ, ორსულობა დაგასუსტებს.
- ჩემი სიყვარული ხარ. - გავუღიმე და ხელით ვანიშნე, მოდი-თქო.
- სიტყვა სიყვარულს ზედმეტად ბევრჯერ ახსენებ იმის მერე, რაც ავადმყოფობაზე შევიტყვე. მემგონი, ძალიან გეცოდები ანუ ძალიან საცოდავი შესახედი ვარ. - გვერდით მომიგორდა. ცხვირზე და ტუჩებში ვაკოცე. ვფქრობ, ახლა აღარასდროს მოუნდებოდა ჩემთან სექსი, რადგან მაგარი კეკლინა კი არა, მომაკვდავი კეკელინა წარმოუდგებოდა თვალწინ.
- არ მეცოდებო - ტუჩებში ვაკოცე. - ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი.
- ოპერაცია აღარ კეთდება?
- მე რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე.
- რა რა იცი გოგო, შენ გიჟი ხო არა ხარ - წამომიხტა.
- იცი აბუს აბუ რატო ჰქვია? - ვკითხე სიცილი და მაქსიმალურად ვეცადე, ყურადღება გადამეტანინებინა.
- რატო? - მკითხა ზრდილობის გულისხთვის.
- აბულაძის გამო. ანუ აბუ უმცროსია.
ეს რომ გაიგო, ოდნავ გაეკრთო სახეზე ღიმილი.
- გეგი მაინც დაგერქმია.
- შენი სრული სახელი რა არის?
- დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იცოდე?
- კი.
- გუარამი.
- რა რამი? - ძივს მოვასწარი მეკითხა და ისეთი ისტერიკული სიცილი ამიტყდა, ხუთი წუთის განმავლობაში, ვერ მაჩერებდა. - გუარამ, მოდი აქ - დავუძახე ძაღლს - დღეიდან შენი სახელია გუარამ აბუ მეორე.
- თავი მამა მგონია. - წაიბუზღუნა გეგიმ.
- მამა ხარ. - გუარამ აბუ მეორე ხელში ავიყვანე და გეგისთან მივედი - მამიკო.
- კეკელინა, არ მეცინება.
- წეღან ხო გაგეცინა?
- კარგი რაა - ხელი უგუნებოდ ჩაიქნია.
- ყველაზე სექსუალური სახელი გაქვს, რაც კი ოდესმე მსმენია - მივუგე ვნებიანად.
- დამცინი?
- არა, შენ თავს ვფიცავარ, ვგიჟდები მეფურ სახელებზე. გუარამი, ფარნავაზი... ნუ, დავითი, ერეკლე და გიორგი უკვე მოძველებულია.
- სააბაზანოში შევალ. - ორი სიტყვა მომიგდო საპასუხოდ, მაგრამ ამ დღეს, ძალიან მომთმენი ვიყავი და არ მწყენია.
- მიდი საყვარელო - ღამეღიმა და საწოლში დავწექი.
ნეტა რას ვერჩი საკუთარ თავს?
ან ამ ბიჭს რას ვერჩოდი?
ალბათ, ცხოვრებაში ყოველთვის მინდოდა ყველაზე სულისშემძვრელი სასიყვარულო ისტორია მქონოდა და ამის ბრალია.
ქვეცნობიერად, გეგი ჩემი ოცნების სიუჟეტში ჩავსვი: ბიჭს, რომელსაც გოგონას ოჯახი ვერ იტანს, გოგონა უყვარდება თავდავიწყებით. თავიდან, ყველაფერი კინკლაობითა და კამათით იწყება. შემდეგ ეს კამათი, შენიღბულ ფლიტრში გადადის. ნელ-ნელა ნამდვილ სასიყვარულო რომანს ემსგავსება ყველაფერი და ბიჭიც ყურებამდეა გრძნობებით სავსე. გოგონა პრეტენზიულია, ჯიუტი, დამოუკიდებელი. თუმცა ბავშობაში, ასეთი რამის წარმოდგენისას, მე პრინცესა ვიყავი. დროთა განმავლობაში კი გავაანალიზე, რომ პრინცესობა არაფერში გამომადგებოდა. მე უფრო მეომარი ჯარისქალი შემეფერებოდა, რომელიც იქამდე იბრძვის, სანამ კისერს არ მოუგრეხენ. ახლა კი კისერს ძალიან უმოწყალოდ მიგრეხენ. სიმართლე რომ ითქვას, არათანაბარი ბრძოლაა. მე ჩემს მტერთან თავიდანვე არ მქონდა გამარჯვების შანსი და თუ ვინმე სიმსივნეზე იმარჯვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე წამოიწყო ბრძოლა.
მე დავაგვიანე.
ალბათ, ძალიან დიდი ხნით დავაგვიანე.
მე პრინცი არ მჭირდებოდა ჯერ. მე მამაჩემი მჭირდებოდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვირგებდი პრინცესის გვირგვინს. ეს ხომ ლოგიკურია? გვერდით როცა საყვარელი, ძლიერი და სანატრელი ადამიანი გყავს, ზოგჯერ მოდუნების საშუალება გეძლევა. ზოგჯერ მაინც შემეძლო პრინცესობა. არა, გეგის გვერდითაც დაცულად ვგრძნობდი თავს, თან ძალიან დაცულად, მაგრამ ტუჩებგამობზეკილი, ხელოვნური ბავშვის სახით ვერასდროს ვთხოვდი, რომ მარწყვის ნაყინი ამოეტანა ჩემთვის. აქ მარწყვის ნაყინში არაა საქმე, აქ იმ მიმიკებშია, რომელსაც მხოლოდ მამაჩემის თანდასწრებით ვიყენებდი. ორივემ ვიცოდით, როგორ ვმაიმუნობდი, ვაფერისტობდი, მაგრამ ორივეს მოგვწონდა ეს. მამას უყვარდა, იმის შეგრძნება, რომ მხოლოდ ნაყინის კი არა, ვარდისფერი პონის ჩუქებაც კი შეეძლო ჩემთვის. მე კი თავის ბავშვად წარმოდგენა მიყვარდა.
ვეღარ ვნახავდი.
ვეღარ მნახავდა...
სევდა შეჭამდა მის ღია კანსა და ცისფერ თვალებს. სევდა შეუჭამდა თვალებს, რომელიც გენეტიკურად მერგო წილად.
დედა უბედური იქნებოდა. მას ვეღარ გააბედნიერებდნენ დარჩენილი შვილები და ქმარი. ამის გამო, შეიძლებოდა, მუდამ ეჩხუბათ.
ისინი სტანდარტულები გახდებოდნენ - ცოლი, რომელიც დილიდან საღამომდე სახლშია და ქმარი, რომელიც მხოლოდ დასაძინებლად მიდის სახლში. სამუშაო არც ისე ბევრი აქვს, მაგრამ ცოლის სევდიანი თვალების დანახვა არ უნდა... აღარ შეუძლია. ვეღარ აბედნიერებს, რადგან თვითონაც ვეღარაა ბედნიერი.
სანი კიდევ უფრო შემიძულებდა.
შემიძულებდა იმ მონატრების გამო, რომელიც გამუდმებით მიურახუნებდა გულზე და შემიძულებდა ოჯახის დანგრევისთვის. ევაც შემიძულებდა, რადგან ძველებური ყურადღების მაგივრად, მხოლოდ პათოლოგი მშობლები შერჩებოდანენ, რომლებიც მეგობართან ღამის გასათევად მხოლოდ იმიტომ არ უშვებენ, რომ ეშინიათ, ისიც პირველი ქალიშვილივით არ იმსხვერპლოს სიკვდილმა. რა იცი, იქნებ ქუჩაში გადასვლისას, მანქანამ დაარტყას ან კოღოს ნაკბენში შესული ინფექცია გადაეზარდოს განრენაში?
მიზეზი ბევრი იყო იმის დასადასტურებლად, რომ კვლავ იგივე კეკლინა ვიყავი - ძველებურად მიყვარდა ხალხის გამწარება.
თავი წამომტკივდა.
ისე წამომტკივდა, რომ ერთიანად მომკრუნჩხა და რამდენიმე წუთი, ხმის ამოღების თავიც არ მქონდა.
- რა გჭირს? - დამინახა გეგიმ და ადგილს მიეყინა.
- თავი მტკივა - წამოვიკნესე.
- საავადმყოფოში მივდივართ.
- თავს ვერ ვწევ, სასწრაფო გამოიძახე. - შევევედრე და პირველი შემთხვევა იყო, რომ ტკივილი იმდენად გაუსაძლისი მეჩვენებოდა, ჩემი პირით ვეხვეწებოდი სასწრაფოში დარეკვას. - ჩემი ანალიზები ტუმბოს უჯრაშია - ვთქვი და მხოლოდ ის ვიგრძენი ამის მერე, რომ ეგრევე ხელში ამიტაცა, მანქანისკენ ჩამარბენინა. რამდენიმე წამით, გონება დავკარგე, კარგად არ მახსოვს, რა ხდებოდა, მაგრამ აზრზე როცა მოვედი, ისევ აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი.
ესაა და ეს, მემგონი უკვე დრო იყო.
- მამას დაურეკე - ამოვიკვნესე ზედმეტად ხმამაღლა - უთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ და შანსი რომ მქონდეს, ყველაფერს გამოვასწორებდი. დაურეკე - ქვითინი ამიტყდა.
გეგის ვერ ვხედავდი ნორმალურად, თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ მხოლოდ ის გავიგე, როგორ აწყნარებდა ექიმი, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მემგონი, ის ჩემზე უარესადაც იყო.
- დამშვიდდით - ჩამესმოდა ექიმის ხმა. მერე, რაღაც გამიკეთეს ვენაში, ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენი და თანდათან ყველაფერი შემსუბუქდა. ასე მეგონა, მართლა ვკვდებოდი. ვიფიქრე, რომ ტკივილისგან თავის დაღწევა სიკვდილი იყო და ისე შემეშინდა, მზად ვიყავი, ცხოვრების ბოლომდე ამეტანა ეს ტკივილი, ოღონდაც არ მოვმკვდარიყავი.
- წყალი - ჩავიბურტყუნე პირგამომშრალმა და თვალები მოვჭუტე, რომ უკეთესად დამენახა ადამიანი, რომელმაც საწრუპით დამალევინა გრილი წყალი.
- ძალიან შეაშინეთ თქვენი შეყვარებული - მითხრა ღიმილით ექიმმა. ექიმი აღმოჩნდა. მის უკან მდგარი გეგი კი შავი მაისურით ვიცანი.
- მაპატიე - ვუთხარი გეგის.
- რა გაპატიო, ცუდად რომ გახდი? - ისეთი ხმით მკითხა, საკუთარი თავი შემძულდა მისი ასეთი მდგომარეობაში ჩაგდების გამო.
- მამა?
- ვურეკავდი, არ იღებდა. დედაშენსაც ვურეკავდი. მოკლედ, ყველას გამორთული აქვს და ჩემს ძმაკაცებს ვთხოვე, რომ შენთან სახლში მისულიყვნენ. შემეხმიანებიან ეგრევე, როცა მივლენ.
- გააგებინე, რომელ პალატაშიც ვარ, კარგი? არ იბოდიალონ.
- პირდაპირ აქ შემოვლენ კეკელინა, დამშვიდდი.
- ღმერთო, რა საშინელი შვილი ვარ - ისევ ცრემლები წამსკდა.
- შენ კარგი შვილი ხარ მძიმე დაავადებით - მანუგეშა გეგიმ და ეტყობა, თვითონ ჩათვალა, რომ მანუგეშა.
- რა დაავადებით? - შეიცხადა ექიმმა.
- სიმსივნე მჭირს - გამოვუცხადე „ამაყად“.
- შენ უბრალოდ ნერვული შეტევა გქონდა - ჩაეცინა კაცს.
- ჩემი ანალიზები თან გაქვს? - ვკითხე გეგის. მანაც უსიტყვოდ ამოიღო ფაილში შენახული ქაღალდები და ექიმს გაუწოდა. ვხედავდი, ამ კაცს როგორ ეცვლებოდა სახეზე გამომეტყველება და დამცინავ მზერას, სიბრალული ცვლიდა.
- რამდენი წლის ხართ? - მკითხა ჩაფიქრებულმა.
- ოცდაორის.
- მაგ ასაკში, ასეთი მძიმე დაავადება რომ გქონდეთ, თვალები შეშუპებული გექნებოდათ, სახე გადაფითრებული და თითქმის ვეღარ შეძლებდით სიარულს. თვალები ახლაც გაქვთ შეშუპებული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უძილობისგან.
- კანიც გაფითრებული მაქვს. - მივუგე მე.
- ეგ იმიტომ, რომ სერიოზული ტკივილი გადაიტანეთ, მაგრამ თქვენს ასაკში, ასეთი მძიმე დაავადებით, სულ რამდენიმე ადამიანი მყავს ნანახი. ისინი კი დამიჯერეთ, რომ გაცილებით უარესად გამოიყურებიან. თქვენს ანალიზებს ვერ დავეყრდნობი, გადაგამოწმებენ.
გეგიმ ისეთი სახე მიიღო, აშკარად იმედი ჩაესახა, თუმცა პირველი ექიმი გამახსენდა, რომელიც ამ კაცივით ვერ იჯერებდა ჩემს სასტიკ დიაგნოზს, თუმცა, ბოლოს, როგორც მჩვევია, ისიც გავაოცე.
ვეღარ ვითვლიდი, უკვე მერამდენედ შემაგორეს თავის ტომოგრაფიაზე. მართლა საკუთარ სახლში ვგრძნობდი თავს და რამდენჯერმე, ჩამთვლიმა კიდეც, სანამ 45 წუთი გავიდოდა. ზედმეტად არაადეკვატური, დაბნეული ვიყავი ყველაფრისთვის. პირველი შემთხვევა იყო ალბათ, როცა ვიღაცას მთელი ჩემი არსებით ვეყრდონობოდი და როგორც ექიმთან მისული პატარა ბავშვი შეჰყურებს დედას,ისე მეიმედებოდა მეც გეგი.
კარგი ყოფილა, როდესაც ვიღაცა გვერდში გიდგას და შეგიძლია ენდო, მაგრამ ეს ნდობა მართლა გასუსტებს. მე გეგი მასუსტებდა და მოდუნების საშუალებას მაძლევდა, ისევე, როგორც მამაჩემი წარსულში.
ალბათ ამიტომაც გამოვექეცი მამას, მაგრამ ახლა ზედმეტად ძალაგამოცლილი ვიყავი იმისთვის, რომ გეგისაც გავქცეოდი.
ტომოგრაფიის შედეგებს სანამ ველოდი, გეგის ხმა გავიგონე დერეფნიდან:
- რას მელაპარაკები, რას ჰქვია, გადატრიალებული სახლი? - თითქმის ყვიროდა. სახე რაღაცნაირად მომეღრიცა და მუხლები ისე ამიკანკალდა, გეგონება ისევ მომაკითხა სიკვდილმა. - ეს კეკელინას როგორ ვუთხრა? - ეკითხებოდა ყურმილში ვიღაცას და ამ დროს, ყველაზე საშინელი სურათები წარმომიდგა თვალწინ: ყელგამოჭრილი მშობლები, ნაწამები სანი, წყალში დამხრჩვალი ევა.
- რა ხდება? - მომბივით გასკდა ჩემი ხმა და გეგიც ისე შეფუცხუნდა, თითქოს ტერორისტის გასროლის ხმა ვყოფილიყავი.
- კეკელინა - ჩაიჩურჩულა დაბნეულმა.
- ან პირდპაირ მითხარი, ან ეგრევე გავვარდები ჩემებთან.
- სახლში არ არიან.
- არც ერთი?
- სახლი მემგონი გაძარცვულია, ყველაფერი ყირაზე დგას. შენი მშობლების ტელეფონები გამორთულია, ისევე როგორც შენი ძმის.
- სახლში მივდივართ - ვთქვი მტკიცედ და ორიოდე შემორჩენილი ძალაც სირბილში დავხარჯე. გეგი არ შემწინააღმდეგებია. გეგი არასდროს მეწინააღმდეგებოდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემი ოჯახის ასავალ-დასავალის ამბავი უკვალოდ აორთქლებულიყო.
სახლი მართლა ყირაზე დამხვდა.
ალბათ, ვერც ერთი შეგნებული მძარცველი ვერ დალეწავდა ასე უმოწყალოდ ნივთებს. ნივთებს რომ თავი დავანებოთ, ჩემები სადღა გამქრალიყვნენ?
- სანი! ევააა! - ვკიოდი გაცეცხლებული. - სანიიი! ევ... მამა! - დავიღრიალე, რაც შემეძლო.
- კეკელინა - მომესმა გეგის ჩურჩული. ყურადღება აღარ მიმიქცევია. საკუთარ ქცევას ვეღარ ვაკონტროლებდი.
- გეგი, ტელეფონი მათხოვე - და არ ვიცი, რა ძალით ვლაპარაკობდი, ან აკანკალებული ფეხებით როგორ დავქროდი ოთახიდან ოთახში.
ვიღაცის ნომერი ავკრიფე.
ხანდაზმული, ბოხი ხმა მომესმა და თითქოს, შედარებით დავწყნარდი.
- უტიფარი ბავშვი მირეკავს? - მკითხა ირონიულად ხმამ.
- ბაბუ, ყველანი გაქრნენ - ამოვისლუკუნე პატარა ბავშვივით. - სახლი გაჩხრიკა ვიღაცამ და ჩემები არ არიან გესმის? გამქრალები არიან. სადმე რომ გაქცეულიყვნენ, მიწიდან ამომთხრიდნენ და მეც თან წამიყვანდნენ.
მცირეოდენი პაუზის შემდეგ, ბაბუაჩემსაც აუკანკალდა ხმა:
- ახლავე მოშორდი მაგ ადგილს და ჩემთან!
მამაჩემის კაბინეტში შევვარდი, უჯრებს გიჟივით ვაღებდი და ყველაფერს ძირს ვყრიდი.
- კეკელინა! - ისევ მოემსმა გავიგე გეგის ხმა, ისევ არ მიმიქცევია ყურადღება.
მამაჩემის სეიფს მივვარდი, საკუთარი დაბადების თარიღი ავკრიფე და მამაჩემის იარაღები ავიღე.
- პოლიციაში არ დარეკო და უკეთესია თუ ჩემთან ერთად არ იქნები. - გავაფრთხილე გეგი.
ასეთ დროს რომ გაეცინა, მოსაკლავი იყო, მაგრამ არ მომიკლავს.
- სროლა მაინც თუ იცი?
- კი, ვიცი - გაღიმება მინდოდა, მაგრამ ისევ ვტიროდი.
- წავიდეთ სახლში და გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ.
- ბაბუაჩემთან მივდივარ გეგი, მაგრამ გთხოვ, სახლში დაბრუნდი და ჩემი სახელი დაივიწყე. ხომ ხედავ? მოსიარულე შარი ვარ. - ჩემი სახლის გასაღები მივეცი - აბუს მიხედე.
- უფრო იოლი გოგო არც არაფერში მჭირდება - ისევ გაეცინა გეგის.
ახლა მართლა მოვკლავდი.
- ნუ იცინი! - დავემუქრე და ლამის იარაღი დავუმიზნე.
- მაპატიე, ბაბუაშენთან მიგიყვან და ჩემი „ხოდებით“ გავარკვევ რაღაცეებს, კარგი? - მკითხა და შუბლი შუბლზე მომადო.
- კარგი - ვუპასუხე ძალაგამოცლილმა. - აბუ წამოიყვანე სახლიდან და ბაბუაჩემთან მომიყვანე.
- მოგიყვან. скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
არ მინდოდა კომენტარის დაწერა, მეთქი ჩემთვის ვიკითხავ და კრინტსაც არ დავძრავთქო, მაგრამ როგორც კი კითხვა დავასრულე და კომენტარის წერა დავიწყე მაშინვე მივხვდი რომ ემოციურად ისევ "დამჩაგრე"....
ჯანდაბა! მაგნიტური ვინმე ხარ ენ ჯეინ...
თუ ვინმე დაიწყებს შენს კითხვას არ არსებობს, ვეღარ მოგწყდება...

საერთოდ სულ პირველად შენი "ეშმაკი ქალია"_ს შესახებ გავიგე...
სათაურთან მიწერილი +18 რომ ვნახე ვიფიქრე ჭკვიანი და პროვოკატორი ვინმეათქო... (ყველამ ვიცით რომ +18 უკვე იზიდავს -18 ასაკის ხალხს! ზოგჯერ უფრო ზევითაც)
ჰოდა ვიფიქრე უბრალოდ პროვოკაციაზე აგებს მკითხველს და ყურადღებას ამით იქცევსთქო...
მერე ჩავიკითხე ბოლომდე და მივხვდი რომ ყველაზე უბრალო გოგო ხარ...
ამ უბრალოებით იქცევ ყურადღებას, იწვევ ადამიანს, აიძულებს გამოგარჩიოს და მერე იმდენად "იწეპებ" შეუძლებელი ხდება თავის დაღწევა...
გამორჩეული სტილი, მანერა ფანტაზია და ა.შ. რომ გაქვს აქამდეც მითქვამს...
აი ძალიან ძალიან გამორჩეული ხარ ათასობით მწერალში რომ გამოგარჩევს ხელწერით ადამიანი ისეთი...
რა მომწონს იცი ყველაზე მაგრად? შენი ფანტაზიის უნარი მთლიანად იმას დასტრიალებს სიტუაცია როგორ ჩახლართოს და არა გრამატიკა...
მოკლედ იდეალური გოგო ხარ და ერთადერთი რასაც გთხოვ არის რომ არ მოექცე ჩარჩოებში სახელად: "მწერალი ასეთი უნდა იყოს"
და კიდევ ანას არ მისცე ენ ჯეინის მოთოკვის უფლება, რადგან ჩემს ენ ჯეინს ვერც ვერავინ მოთოკავს ანას მეტი :დ

ამ კონკრეტულ მოთხრობას რაც შეეხება იმდენად ზედაპირზე ამოგვიტანე თავიდან ყველაფერი შეგრძნება მქონდა/მაქვს რომ სადღაც უფსკრულში გადაგვჩეხავ...
ამიტომ არ ვფიქრობ წინასწარ რა როგორ იქნება როდის იყო შენი გამოცნობა შეიძლებოდა ❤


უკვე მერიდება ხოლმე, რომ შენს საოცარ კომენტარებზე საკადრის პასუხებს ვერ გცემ. არ ვიცი, რა გითხრა გარდა იმისა, თუ როგორი ბედნიერი ვარ შენი არსებობით და რა დიდი პატივია ჩემთვის, რომ ასეთი მკითხველი მყავს.
მკითხველის ყოლასაც ხო ბედი უნდა?
ჰოდა, მაგარ ბედში ჩავვარდი <3

 



№2  offline წევრი BidBif

ვაიმეე მეტირება, საოცრად მძაფრი ემოციები იყო ბოლომდე ამოუსუნთქავად წავიკითხე❤❤ საოცრება ხარ, საოცარი სტილით❤❤. არ მინდა ტრაგიკული დასასრული, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება... ბოლომდე მოგყვები და გაგიზიარებ ემოციებს, მიყვარხარ შენ ამ საოცრებების შექმნისათვის❤❤❤

 



№3 ახალბედა მწერალი TeddyBear

OMFG!!!
შე ინტრიგანო ქალო, ძალიან მაგარი და "ბომბა" თავი იყო!
გეგი რა საყვარელია, როგორ ნერვიულობდა კეკელინას გამო kissing_heart
ძალიან, ძალიან მომწონს ეს ისტორია, შენს ისტორიებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა! heart_eyes
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გკითხულობ, გუშინაც ვერ გავძეხი კითხვით და ვგიჟდები მეტი ისტორია რომ არ გიდევს joy
შენს ისტორიებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ უშუალო და სასიამოვნო საკითხავია, არც გადამეტებული მხატვრული სიტყვებით აბეზრებ ხალხს თავს და არც ლაითი წერის სტილი გაქვს.
არ ვიცი როგორ ვთქვა, შენებური სტილი გაქვს, ჩამთრევი და საინტერესო!
მომწონ ხარ მე შენ! heart_eyes
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს kissing_heart

 



№4 სტუმარი სტუმარი Lika

????????saswauli iyo isev karg tavs velodebi

 



№5 სტუმარი Katie

ძაან რო მომწონხარ ეგ უკვე გითხარი;))) გამოგიტყდები და ყოველი თავის წაკითხვის წინ გამკრავს ხოლმე ფიქრი აუ არ გაპაპსავდეს ეს გოგო არა:))) იმედი ჯერ არ გამცრუებია;))<3 ასე გააგრძელე!!

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
OMFG!!!
შე ინტრიგანო ქალო, ძალიან მაგარი და "ბომბა" თავი იყო!
გეგი რა საყვარელია, როგორ ნერვიულობდა კეკელინას გამო kissing_heart
ძალიან, ძალიან მომწონს ეს ისტორია, შენს ისტორიებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა! heart_eyes
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გკითხულობ, გუშინაც ვერ გავძეხი კითხვით და ვგიჟდები მეტი ისტორია რომ არ გიდევს joy
შენს ისტორიებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ უშუალო და სასიამოვნო საკითხავია, არც გადამეტებული მხატვრული სიტყვებით აბეზრებ ხალხს თავს და არც ლაითი წერის სტილი გაქვს.
არ ვიცი როგორ ვთქვა, შენებური სტილი გაქვს, ჩამთრევი და საინტერესო!
მომწონ ხარ მე შენ! heart_eyes
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს kissing_heart

უღრმესი მადლობა <3 მართლა ვცდილობ რო არ გამომივიდეს ხოლმე ზედმეტი სიტყვების რახარუხი, მაგრამ ზოგჯერ პირიქით, რახარუხი რო მინდება, სიტყვები მეფანტება :დდ

BidBif
ვაიმეე მეტირება, საოცრად მძაფრი ემოციები იყო ბოლომდე ამოუსუნთქავად წავიკითხე❤❤ საოცრება ხარ, საოცარი სტილით❤❤. არ მინდა ტრაგიკული დასასრული, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება... ბოლომდე მოგყვები და გაგიზიარებ ემოციებს, მიყვარხარ შენ ამ საოცრებების შექმნისათვის❤❤❤

დიდი მადლობა საყვარელო <3 იმედს არ გაგიცრუებ!

სტუმარი Lika
????????saswauli iyo isev karg tavs velodebi

გაიხარე, ამორე მუჩოს <3

Katie
ძაან რო მომწონხარ ეგ უკვე გითხარი;))) გამოგიტყდები და ყოველი თავის წაკითხვის წინ გამკრავს ხოლმე ფიქრი აუ არ გაპაპსავდეს ეს გოგო არა:))) იმედი ჯერ არ გამცრუებია;))<3 ასე გააგრძელე!!

გაიხარე!
მეც ვცდილობ, რომ არ გავპაპსავდე :დდ

 



№7  offline წევრი ბელუ შეროზია

ღმერთო!! რამდენჯერ დამავიწყდა ამოსუნთქვა კითხვისას, ვერდაითვლიი imp სუპერ-ბუპერ თავი იყოო!! გავგიჟდი და შევიშალე ეს ისედაც შეშლილიი confounded

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ შეროზია
ღმერთო!! რამდენჯერ დამავიწყდა ამოსუნთქვა კითხვისას, ვერდაითვლიი imp სუპერ-ბუპერ თავი იყოო!! გავგიჟდი და შევიშალე ეს ისედაც შეშლილიი confounded

უფრო უნდა შეგშალო და გაგაფსიხო <3

 



№9 სტუმარი სტუმარი shalo

eg surati ar modzvelda ?

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი shalo
eg surati ar modzvelda ?

მიყვარს სიძველეები

 



№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოდ გააგრძელე.როგორ მაინტერესებს რა ხდება და რა გაქვს ჩაფიქრებული. სულმოუთქმელად ველი ახალ თავს.იმდენად მომწონს უკვე თავები მეპატარავება და მეტი მინდა.კარგი ხარ
--------------------
ლანა

 



№12  offline წევრი talia

რა საინტერესო დროს შეწყვიტე, რა ძალიან მაგარი გოგოხარ. აზრი გაქვს ჩამოყალიბებული ძალიან კარგად და გასაგებად ერთისული მაქვს როდის წავიკითხავ გაგრძელებს. blush

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

La-Na
საინტერესოდ გააგრძელე.როგორ მაინტერესებს რა ხდება და რა გაქვს ჩაფიქრებული. სულმოუთქმელად ველი ახალ თავს.იმდენად მომწონს უკვე თავები მეპატარავება და მეტი მინდა.კარგი ხარ

მადლობა ლანა, მიხარია რომ დაგაინტერესე <3

talia
რა საინტერესო დროს შეწყვიტე, რა ძალიან მაგარი გოგოხარ. აზრი გაქვს ჩამოყალიბებული ძალიან კარგად და გასაგებად ერთისული მაქვს როდის წავიკითხავ გაგრძელებს. blush

გახიარე საყვარელო, ვეცდები, მალე დავდო

 



№14  offline წევრი mariam m.k

უფ მოვკვდი კინაგამ სასწაული სასწაული. მაგარია ისე რაგა დაგიალო ან ვის ვუმალავ და კაი ხანია ესეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს წოწწ ისევ და ისევ heart_eyes

 



№15 სტუმარი სტუმარი Autumn

იმდენად მომწონს შენი არაორდინალური პერსონაჟები, უხვი ლექსიკა, შენთვის დამახასიათებელი თხრობის მანერა და მუცლის ატკიებამდე სასაცილი მომენტები, რომ უამრავ საშინელ გრამატიკულ შეცდომაზე არ გისაყვედურებ

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

mariam m.k
უფ მოვკვდი კინაგამ სასწაული სასწაული. მაგარია ისე რაგა დაგიალო ან ვის ვუმალავ და კაი ხანია ესეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს წოწწ ისევ და ისევ heart_eyes

უკვე ძაან შემიყვარდა შენი "წოწ" :დდ

სტუმარი Autumn
იმდენად მომწონს შენი არაორდინალური პერსონაჟები, უხვი ლექსიკა, შენთვის დამახასიათებელი თხრობის მანერა და მუცლის ატკიებამდე სასაცილი მომენტები, რომ უამრავ საშინელ გრამატიკულ შეცდომაზე არ გისაყვედურებ

ვაიჰ, მადლობაა <3

 



№17  offline წევრი mariam m.k

ენ ჯეინი
mariam m.k
უფ მოვკვდი კინაგამ სასწაული სასწაული. მაგარია ისე რაგა დაგიალო ან ვის ვუმალავ და კაი ხანია ესეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს წოწწ ისევ და ისევ heart_eyes

უკვე ძაან შემიყვარდა შენი "წოწ" :დდ

სტუმარი Autumn
იმდენად მომწონს შენი არაორდინალური პერსონაჟები, უხვი ლექსიკა, შენთვის დამახასიათებელი თხრობის მანერა და მუცლის ატკიებამდე სასაცილი მომენტები, რომ უამრავ საშინელ გრამატიკულ შეცდომაზე არ გისაყვედურებ

ვაიჰ, მადლობაა <3

შენ წარმოიდგინე და მეც

 



№18 სტუმარი სტუმარი elis

"ის ვინც არავის ჰგავს" - ამის გაგრძელებას აღარ დაგვიწერ? :(

 



№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი elis
"ის ვინც არავის ჰგავს" - ამის გაგრძელებას აღარ დაგვიწერ? :(

მინდა, მაგრამ დასაწერი აღარაფერია. მაინცდამაინც მაგათი შვიდი თაობის ამბებს ხომ არ მოვყვები smile smile

 



№20 სტუმარი სტუმარი elis

ენ ჯეინი
სტუმარი elis
"ის ვინც არავის ჰგავს" - ამის გაგრძელებას აღარ დაგვიწერ? :(

მინდა, მაგრამ დასაწერი აღარაფერია. მაინცდამაინც მაგათი შვიდი თაობის ამბებს ხომ არ მოვყვები smile smile

შვიდი თაობის ამბებსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ <3
დაწერე რა <3

 



№21 სტუმარი სტუმარი ანა

შემდეგი როდის იქნება ? ^_^

 



№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ანა
შემდეგი როდის იქნება ? ^_^

ხვალ დავდებ აუცილებლაად <3

 



№23 სტუმარი სტუმარი Lika

Au dadeee ra gtoxv dges icode veli

 



№24 სტუმარი სტუმარი ანა

ენ ჯეინი
სტუმარი ანა
შემდეგი როდის იქნება ? ^_^

ხვალ დავდებ აუცილებლაად <3

გელოდები ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent