შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალე +18 II თავი


23-02-2018, 23:49
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 658

კალე +18 II თავი

შიში, ყველაზე დიდი მტერია ადამიანის, შიში, რომელიც გეხმარება იმის გაცნობიერებაში თუ რამდენად ძლიერიად გიყვარს საკუთარი თავი ან უბრალოდ ცხოველს ემსგავსები რომელსაც გადარჩენა სურს, ეს ყველაფერი შენ გარშემო ხდება, ჩვენ ვხატავთ მამაკაცების იდეალებს, ვხატავთ გონებაში თბილ და საოცრად სასიამოვნო ქორწინების ღამეებს, ვოცნებობთ ისეთ კაცებზე რომელიც რეალურად არც არსებობს და არც ჩვენ ვართ ამ სამყაროში იდეალურები. იმედგაცრუება ყველაზე საშინელი გრძნობაა, როდესაც მოლოდინები არ მართლდება, იწყებ ფიქრს თუ რა გააკეთე არასწორად და რა მოხდებოდა მაშინ თუ სხვა არჩევანს გააკეთებდი, მაგრამ ამ დროს სწორია იფიქრო რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ გადარჩე და ეს ყველაფერი დასრულდეს და მეც ვიწყებ
ღამეა, ჩემი საკუთარი ხელით ვხსნი იმ ზეწარს რომელზეც ჩემი სისხლის კვალია და ბუხარში შეშასთან ერათად დალეს თვალწინ ვაგდებ, ის ბუხართან ზის და ჩუმად ქვითინებს, რთულია შეეგუო რეალობას, მაგრამ ჯერ ვერ გავაცნობიერე რა უფრო რთულია დალესათვის შვილის სექსუალური მისწრაფებები თუ ის რომ ცოცხალი აღარაა, შემზარავ სიჩუმეს საზარელი ქარის ზმა არღვევს, ბუხარსაც სახლის გათბობა უჭირს, უკვე წელამდე მოთოვა და ხვალ საქმეც უფრო მეტი იქნება, ჩემი ქმარი შრომას ვერ შემიმსუბუქებს სანამ დალე მომჯობინდება ყველაფრის გაკეთება მე მომიწევს, მის გვერდით ვჯდები ისე რომ ნებართვასაც არ ვიღებ მისგან, არც იმჩნევს უბრალოდ ხრიალით მეუბნება
-შენ რომ ქალის ღირსება გეჩვენებინა ჩემი შვილი ასე არ დაასრულებდა
მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ შორის იმიტომ არაფერი მოხდა რომ მას ამის სურვილიც არ ჰქონია და მითუმეტეს თავს ქალად ვერ ვიგრძნობდი, როდესაც მამაკაცს პირველად ვხედავდი, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე
-იმედია ბავშვი გადაგვარჩენს, იმედია ის უკვე ემზადება, სოფლისთვის გამრავლება პრიორიტეტია, თუნდაც ეს ისეთი ადამიანის შვილი იყოს, რომელიც დანაკარგს შეავსებს და ალბათ ღირსეულადაც
კარზე კაკუნია და დალეც საუბარს წვეტს, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლაა, მგონია რომ გადასახლებისთვის მოვიდნენ ან ჩვენ ჩასაქოლად, მაგრამ კართან ახალგაზრდა ქალია ჭრაქით ხელში და გაყინულ წითელ ლოყებს ხელებს უშედეგოდ უშვერს
-სიელა მშობიარობს, უნდა წამოხვიდე შენ- იშვერს ხელს ჩემსკენ- ის დარჩეს, მთავარმა თქვა რომ ახალშობილზე ცუდად იმოქმედებს და ასევე დედაზეც
დალეს ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს, მე მხოლოდ თავს ვუქნევ და თბილად რაც შეიძლება სწრაფად ვიცვამ, გაუკვალავ თოვლში მივაბიჯებ ქალების ჯგუფს მალევე ვუერთდები და მათ სიმღერას შეძლებისაგვარად ვყვები, ჭრაქებით განათებულ გზას ერთმანეთს ვუკვალავთ, სიელა ცხენზეა და ხმამაღლა ყვირის რომ უკვე მეტს ვერ მოითმენს, კლდიდან ვეშვებით და მდინარის პირას სოფლიდან მოშორებით პატარა ქოხში შევდივართ ბებიაქალი ინიციატივას იჩენს და ქალებს ასაქმებს, სიელა ხმისწასვლამდე კივის, მის დამშვიდებას არავინ ცდილობს, ახლა მთავარია რომ ვიმღეროთ და ყველაფერის ვაკეთებთ რომ ერთმანეთს ხმები შევუწყოთ, ადრე დედასთან ერთად დავესწარი მშობიარობას, გაზაფხულზე, მაგრამ ახლა სიცივე ძვლებში ატანს, ბუხარს არავინ ანთებს, რადგან არც შეშაა და თუ ვინმე რამეს იპოვის ისიც სველი იქნება, სიელას სუფთა ტილოებზე აწვენენ, ჭრაქის ალზე ბზინავს ბასრი საგნები და სპირტის სუნიც დგება, ამ ყველაფერს ვერ ვუყურებ, უბრალოდ ვმღერი და ჩემ წინ მგომს ზურგზე ვაკვირდები, მის შეცნობას ვიწებ, მაგრამ საინტერესო უკვე აქ არაფერია, ბავშვის ტირილთან ერთად სიმღერას ვწვეტთ, სიელა ბედნიერია ისიც ტირის და ცრემლებს იწმენდს, ფიცრებიდან შემოსულ სიცივეს უშედეგდ ვუკლავდები, ბავშვს საფენებში ახვევენ და სიელასთან მიჰყავთ, ძუძუს აჭმევს და შემდეგ ყველაფერი სრულდება, უკან უნდა დავბრუნდეთ, მახსოვს რომ ქალი აქ მარტო უნდა დარჩეს, იმის გამო რომ ახლა ის უწმინდურია და კერას ვერ წაბილწავს, მაგრამ ახლა აქ ძალიან ცივა, სიელაც სასოწარკვეთილია, მაგრამ ბავშვვის დაბადებით გამოწვეული სიხარული ამ ყველაფერს ფარავს, მას მთელი ღამე წინ აქვს რომ მოინანიოს, ილოცოს და შინ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს, დასვრილ ზეწრებს რამდენიმე ქალი აფარებს სიელაც გამხმარ ბალიშზე თავს დებს და სოფელში ისევ სიმღერით ვბრუნდებით უბრალოდ ტონალობა ახლა უფრო მხიარული და ბენიერია, ბიჭი დაიბადა, სახელს მამაკაცები წყვეტენ, ბავშვს ხვალ ჩამოიყვანენ რომ დედამ ძუძუ აჭამოს, უკან ვიხედები და ნისლში გახვეულ ქოხს ვხედავ, ვერაფერს ვამბობ, ჩვილს სახლამდე ვაცილებთ და მერე მარტო უკანა სახლში ვბრუნდები, დალე ისევ ბუხართან ზის და იავნანას მღერის
-ბიჭია- ვამბობ შესვლისთანავე
-სასახელო გაუზარდოს ქვეყანას და თავის დედას- მპასუხობს და ისევ სიმღერას აგრძელებს
-დედა- ვაწვეტინებ მშვიდი ტონით- ის გოგო მარტოა, უნდა წავიდე, ცეცხლის კი არ აქვს, უბრალოდ გაიყინება, ცოდოა, საგზლის წაღების ნებართვას გთხოვ
-არ შეიძლება- ცრის კბილებიდან და ისევ სიმღერას აგრძელებს
-არც ის შეიძელბოდა რაც თქვენმა შვილმა გააკეთა, მაგრამ მე ამაში წვლილი არ მიმიძღვის ის ასეთი იყო, მე ასეთი ვარ და შენი შვილიშვილის ხათრით, არ მიდნა მეც ზამთარში ასე მიმაგდონ, მეშინია, უბრალოდ ძალიან მეშინია, აქ შემოდგომიდან თოვს და მეც სავარაუდოდ ზამთარშუ ვიმშობიარებ, უბრალოდ გაიყინება
-ის თუ მოკვდება იცი რაც მოხდება
-რას გულისხმობთ?- ვეკითხები გაოცებული
-ქვრივი ქვრივს მიყვება და ახალი ოჯახი იქმნება, ჩვენთნ ასეთი წესია
-ეს არსად არავის უთქვამს
-მსგავსი შემთხვევა არ გვქონია და იმიტომ, შენ ურჯულოების სოფლიდან ხარ სიელას კარგი ქმარი ყავს, ბედნიერება იქნება მას თუ შეგრთავენ ცოლად
-სისულელეა ეს არ მოხდება სიელა იცოცხლებს
-სიელა ამაღამ გაიყინება და შენ ფეხს არ მოიცვლი, სახლში დარჩები და მთელ სოფელს შევყრი და ვიყვირებ რასაც აკეთებ
-მეც ვიყვირებ იმას რომ თქვენ შვილს ქალის საშოს დანახვაზე ერექცია არ ქონდა და მხოლოდ თითები გამოიყენა შეყარეთ და ორივე იმ უფსკრულში ჩავიძირებით, უბრალოდ იმედი მაქვს თქვენ შვილს მე არ დავეცემი თავზე და ეს ბენიერება თქვენ გექნებათ
დალეს გაოგნებულ სახეს აღარ ვუყურებ, საგზალს თეთრეულს და მუგუზალს ვიღებ
-ჭრაქით არ წახვიდე, დაგინახავენ-მომაძახა კართან დალემ- მეც თოვლიან გზას გავუყევი და სიბნელეში შიშმა ამიტანა, სოფელს რომ მოვშორდი იმის იმედად რომ ნისლში ცეცხლს ვერავინ დაინახავდა ჭრაქს ვანთებ და გზას ვაგრძელებ, ფეხები წლლით მევსება, ძალიან მცივა, მაგრამ ცოტა ხანში ვერაფერს ვგრძნობ, მდინარის ხმის გაგონება ბენიერებას მგვრის და მიხარია რომ უკვე თითქმის ადგილზე ვარ, ქოხს ვუახლოვდები, კარზე ვაკაკუნებ და სინათლე სიელას თვალს ჭრის, გამხდარ ხელებს იფარებს და ქვედა ყბა უთამაშებს
-მოვედი რომ არ გაიყინო- ვპასუხობ და მაშინვე ჭრაქვს ვუწვდი რომ ცოტა შეთბეს, მერე ზეწარს ვახვევ მხრებზე, ბუხარში ცეცლის დანთებას თითქმის ნახევარი საათი ვცილობდი, შეშის ნაკლებობის გამო ჭერიდან რამდენიმე ფიცარს ვიღებ და ხეხლში ვაგდებ
-ამას რატომ აკეთებ?- მეკითხება სიელა
-იმიტომ რომ ზამთარში როცა მე ვიმშობიარებ მინდა რომ მარტო არ ვიყო- ამ სიყვების მეც არ მჯერა
სიელას ეღიმება და ჩავარდინ თვალებს უცნაურად აფახურებს
-შეშას მოვძებნი სანამ ეს ჩაქრება იმას გავაშრობ, სისხლიან ზეწარს კი გარეთ გავიტან და გადავაგდებ, დაწვა ცუდის ნიშანია
სიელა თავს მიქნევს და ზეწარს მორიდებით მიწვდის, მეც გარეთ გავდივარ და მთელი სისწრაფით ვცდილობ შეშის შგროვენას მდინარის ნაპირებიდან, მოულოდნელად შემზარავი ყმუილი მესმის, მგლები დაახლოებით ას მეტრში მაინც იქნებიან, უკან მთელი სისწრაფით ვბრუნდები და კარს ვკეტავ, სიელა თვალებგაფართოებული მიყურებს და ვხდები რომ მანაც გაიგონა
-ნუ გეშინია კარს ჩავკეტავ
-კედლები სუსტია, იმდენად სუსტი რომ ხელის ერთი შეხება უნდა და ყველაფერი დაიშლება- სასოწარკვეთილი ხმით ამბობს სიელა და ფეხზე დგება
-იწექი მე მივხედავ
ყმუილი ისევ გაისმა და ამჯერად უფრო ახლოდან, სიელამ იკივლა, მასთან მივარდი და პიზრე ხელი ავაფარე, მგლები ერთმანეთს აყვნენ, ახლა უფრო ძლიერი და საშინელი ყმული ისმოდა, ვკანკალებ და ცეხლს სველ შეშებს ვაყრი, სიელა ჩურჩულით მეუბნება
-ზეწარზე სისხლია სუნს გამოყვებიან ვერ გავასწრებთ
-ცეხლი გვაქვს, ყველაფერს დავწვავთ და გამთენებამდე როგორმე გვეყოფა, მერე კი დღის შუქზე წავლენ და ყველაფერი დსარულდება
-რამდენი იქნება შენი აზრით
-ალბათ სამი ან ორი
-ხროვა გაცილებით დიდია
-მეტი არ იქნება
ხეზე ფხაჭუნის ხმა ისმის, ისინი უკვე აქ არიან და ისევ ყმუიან მოძმეებს უხმობენ სუნს გრძობენ და კიდევ უფრო აქტიურ შეტევაზე გადადიან, ცეცხლში დარჩენილ ზეწრებს ვყრი და ალი უკვე სახურავამდე აღწევს, ოთახი მთლიანად განათებულია, მაგრამ ეს ყველაფერი როგირც ჩანს მგლებს სულაც არ აშინებს, ძიერი ხმები ისმის, ისეთი თითქოს ვიღახ კარის შემომტვრევას ლამობსო, სუსტი ფიცრებია და ვაცნობიერებ დიდხანს ვერ გაუძლებს, პანიკას ვყვები და ისტერიული კანკალი მივარდება, სილა კართან მიდის და ზურგით ეყრდობა, სანამ გავაფრთხილებ რომ ეს არ გააკეთოს კარი ვარდება და თოვლის ნაწილები ოთახში იყრება, სიელა ძირს ეცემა და თოვლთან ერთად რუხი ფერის ბეწვში ევევა, გაოგნებული ვდგავარ, ხმას ვერ ვიღებ, მგლები სიელას სხეულს ანაწევრებენ და ისიც სულისგამყინავად ყვირის, მერე ჩუმდება და კედელსაკრული მხოლოდ თვალებს ვხუჭავ, ვიმუხლები და თოფის ხმაც ისმის, ვხტები, მაგრამ თვალების გახელა არ მინდა, შემდეგ ისევ გასროლის სხმა, რამდენიმე წუთში წკმუტუნს ისევ გასროლის ხმა, ისევ სროლა წკმუტუნი სიმშვიდე და გამყინავი ღრიალი რომელიც მამაკაცს ეკუთვნისскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მაინტერესებს შემდეგი რა იქნება

 


№2 სტუმარი სტუმარი keti

is qmari ratom mokles?

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

სტუმარი keti
is qmari ratom mokles?

წინა თავი წაიკითხე

 


№4 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

აუ ძაან საინტერესოა მარა ახლანდელში რატო წერ... ნუღამს მიკარგავს კითხვიას,ეს თავი ძლივს წავიკითხე:(

 


№5 სტუმარი )))

ძალიან უცნური და ვანსხვავებულია ))) მალედადეე

 


№6  offline წევრი kaisha13

არვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რიგორ არმინდოდა დამთავრებულიყო.მართლა ყძლიერესი იყო

 


№7 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ისტორიაა

შემდეგი ტავი უფრო დიდი დადე

ძალიან მომეწონა❤❤❤

 


№8 სტუმარი ბებე

საიდან გაიგეს რომ კალესთან არ ჰქონია არაფერი მის ქმარს

 


№9  offline წევრი qeti.ii

ძალიან მომწონს ,განსხვავებულია,მაგრამ ერთს ვერ მივხვდი ამ გოგომ ბავშვი როგორ უნდა გააჩინოს როცა არაფერი ყოფილა,თუ სხვაზე გაყოლის შემთხვევაში საუბრობს ასე?რაც შეეხება ბოლო ნაწილს ინტრიგა ჩააგდე,ჩემი ვარაუდებიც მაქ და ველოდები შემდეგ თავს,ოღონდ ცოტა დიდს.

 


№10  offline წევრი kaisha13

მაგ კითხვებზე პასუხმა მეც დამაინტერესა მაგრამ ბოლო ნაწილმა ისე დამაინტრიგა დამავიწყდა მეკითხა,კარგი გოგო ხარ რომ დასვი იმედია პასუხები იქნება...

 


№11  offline წევრი nigita

კარგია რომ დაბრუნდი ... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ამ გოგოს ქმარი გეი იყო და ამიტომ გადაჩეხეს.... ბოლოს როგორ ყოველთვის ინტრიგა ჩააგდე , წერა არ შეჭყვიტო მართლა კარგად გამოგდის , ისე შენი სხვა ისტორიებიც დადე ადრე რაც გედო :D :D :D

 


№12  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

kaisha13
მაგ კითხვებზე პასუხმა მეც დამაინტერესა მაგრამ ბოლო ნაწილმა ისე დამაინტრიგა დამავიწყდა მეკითხა,კარგი გოგო ხარ რომ დასვი იმედია პასუხები იქნება...

კალე ორსულად არ არის, თუმცა მომავლის იმედი აქვს, თუ რა მოუვიდა მის ქმარს შეგიძლიათ წინა თავში ნახოთ. მადლობა შეფასებისთვის.

nigita
კარგია რომ დაბრუნდი ... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ამ გოგოს ქმარი გეი იყო და ამიტომ გადაჩეხეს.... ბოლოს როგორ ყოველთვის ინტრიგა ჩააგდე , წერა არ შეჭყვიტო მართლა კარგად გამოგდის , ისე შენი სხვა ისტორიებიც დადე ადრე რაც გედო :D :D :D

სწორად ფიქრობ, ძველ ისტორიებს რაც შეეხება აღარ დაიდება აქ. მადლობა შეფასებისთვის.

ბებე
საიდან გაიგეს რომ კალესთან არ ჰქონია არაფერი მის ქმარს

ეგ მხოლოდ კალემ იცის და მისმა დედამთილმა, მეტმა არავინ.

qeti.ii
ძალიან მომწონს ,განსხვავებულია,მაგრამ ერთს ვერ მივხვდი ამ გოგომ ბავშვი როგორ უნდა გააჩინოს როცა არაფერი ყოფილა,თუ სხვაზე გაყოლის შემთხვევაში საუბრობს ასე?რაც შეეხება ბოლო ნაწილს ინტრიგა ჩააგდე,ჩემი ვარაუდებიც მაქ და ველოდები შემდეგ თავს,ოღონდ ცოტა დიდს.

ვერ გააცენს ჯერ იმიტომ რომ ფეხმძიმედ არ არის, თუმცა სხვა თავებში ვნახოთ :) მადლობა შეფასებისთვის

მინიატურული პროზაიკოსი
აუ ძაან საინტერესოა მარა ახლანდელში რატო წერ... ნუღამს მიკარგავს კითხვიას,ეს თავი ძლივს წავიკითხე:(

რას გულისხმობ თხობის სტილს?

სტუმარი lia
შაუკეტესო ისტორიაა

შემდეგი ტავი უფრო დიდი დადე

ძალიან მომეწონა❤❤❤

დიდი მადლობა,ვეცდები

kaisha13
არვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რიგორ არმინდოდა დამთავრებულიყო.მართლა ყძლიერესი იყო

უღმესი მადლობა.

terooo
როგორ მაინტერესებს შემდეგი რა იქნება

დიდი მადლობა შეფასებისთვის

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მაინტერესებს რატომ არ აკომენტარებენ თავიანთი ნიკებით

 


უაუუ სიტყვები არ მყოფნის flushed ძალიან განსხვავებული,საინტერესო და ჩამთრევია <3

 


№15  offline წევრი mariam m.k

kargia zan !!!!??

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.