შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გონება ისევ ცარიელია) თავი 3


24-02-2018, 17:56
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 792

ამნეზია_(ანუ გონება ისევ ცარიელია) თავი 3

თავი 3.

დილით ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გამომაფხიზლა. თვალი რომ გავახილე მაქსიმე მედგა თავზე. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, არც ბუსუსებმა დააყოვნა. მკრთალად გავუღიმე და საწოლზე წამოვჯექი.
-აბა როგორ ხარ?_დამთბარი ხმით მკითხა
-რავი ფიზიკურად უკეთ, გონებრივად ცარიელი
-მოგვარდება ეგ კაცო, აბა მზად ხარ გაწერისთვის ქალბატონო?
-კი თორე ნერვებს მიშლის ეს წამლების სუნი უკვე, დანარჩენები სად არიან?
-დანარჩენები სახლში გელოდებიან
-რატო არ მოვიდნენ
-სიურპრიზის ამბავია მგონი_ცალყბად ჩაიცინა
-ეგ არ უნდა გეთქვა მაშინ_უკმაყოფილოდ გავიჯგიმე და ბოლოს მაინც გამეცინა
-ხოიცი არმიყვარს ეგეთები
-ხო, ალბათ ვიცი
-აუ ბოდიში, მექანიკურად მომივიდა რა
-არა არა პირიქით, რაც უფრო ხშირად მეტყვით ხოლმე იქნებ გავიხსენო რამე, თუარადა საკუთარ თავს მაინც მივუახლოვდე, თორე ისეთი შეგრძნება მაქვს შუა მინდორზე მარტო შიშველი ვდგავარ
-ყოველთვის საოცარი შედარებები გქონდა_იმხელა ხმაზე ახარხარდა წამით მზერა გამეყინა, შეუძლებლად მეჩვენა ეს მოცინარი, თეთრკბილება ბიჭი ლოყაზე ნაჩხვლეტით ის გაუცინარი ხელმწიფე ყოფილიყო
-სულაც არ ყოფილხარ გაუცინარი ხელმწიფე_თვალი არ მომიშორებია ისე ჩავილაპარაკე
-აბა? სიჩუმის დედოფალი?_ღიმილით მომაჩერდა
-არა არც ეგ_მეც გამეცინა_გიხდება სიცილი არადა
უხმოდ ადგა, ჯერ შუბლზე მაკოცა, მერე მთელი სხეულით მიმიხუტა მკერდზე და თითები მონოტონურად ამიმოძრავა თმებში
-შენ რომ რამე დაგმართნოდა შეიძლება მომკვდარვიყავი_ყელში ხმაურით მაკოცა და საკუთარ ადგილს ისე დაუბრუნდა თითქოს არაფერი მომხდარიყო, ჩემს დაბნეულ მზერას რომ შეხედა ისევ დაასერიოზულა სახე
-კიდევ მაფატიე, ჩვენში ჩახუტებები და კოცნები ჩვეულებრივი თემაა, ეხლა გეუცხოვა მარა შენ ყოველთვის ყველაზე მეტს გვეხუტები ხოლმე_ისევ მკრთალად გამიღიმა, ისევ მისი ნაჩხვლეტი ლოყაზე და ისევ ეს ბუსუსები
-არა არმეუცხოა, პირიქით რაც მეტს იმას გააკეთებთ რასაც ჩვეულებრივ უფრო დამეხმარებით. კიდევ მომიყევი რამე
-რავი რა მოგიყვე
-რავი თუნდაც ჩემზე და შენზე
-ჰოო...მე და შენ ყველაზე პირველებმა გაბიცანით ერთმანეთი, 4 წლის იყავი შენ, მე 7ის, ბაღიდან მოყავდი მამაშენს სტადიონიდან შემთხვევით ბურთი თავში რომ გაგარტყი, აუუ იქ რო ღნავილი ატეხე, 3დღე ვერ გაგაჩუმეს ათასნაირად მოგიხადე ბოდიში მარა არაფრით იღებდი, ბოლოს დავიკიდე, ესეც არ მყავდეს დიდი ვინმე თუ არც მაპატიებსთქო_საუბრისას ღიმილი ეპარებოდა_მერე სადღაც 1 წელიწადში შენც ცოტა წამოიზარდე და სტადიონზე გიშვებდნენ შენ ძმასთან ერთად, ზურა ფეხბურთს თამაშობდა შენ სკამზე იჯექი და თოჯინით თამაშობდი ვიღაც ტიპი რო მოვიდა თოჯინა გამოგგლიჯა და ტყლაპოში გადაგიგდო, შენ რა თქმა უნდა ტირილი დაიწყე მერე ეს ბიჭი შენთან მოიწია, როგორც აღმოჩნდა მოსწონდი, ხოდა კოცნა უნდოდა, ზურა თამაშობდა და ვერ დაგინახა, ირგვლივ რომ მოვიხედე ერთი ვიყავი ვინც დაგინახა, მეც მეტი რამინდოდა, ვეცი ამბიჭს და დავუწყე ქაჯივით წიხლების რტყმა, ბოლოს გაიქცა, შენკენ რო მოვიხედე თავიდან გაღიმებული მიყურებდი, რო დამინახე ვინ ვიყავი სახე აგელეწა, მარა ნუ სხვა გზა არ გქონდა მადლობა უნდა გადაგეხადა, ხოდა ადექი და ლოყაზე მაკოცე. მაგის მერე გვერდიდან აღარ მოვშორებივართ ერთმანეთს, შენი პირველი მეგობარი ვიყავი. მერე ბიჭები გაგაცანი, ნუცა და სესილი კი შენი კლასელები იყვნენ, 2წლის მერე ეგენი გაგვაცანი და ისე დავმეგობრდით აგერ უკვე თითქმის 20 წელია ერთად მოვდივართ.

მონუსხული ვისმენდი მაქსიმეს ლაპარაკს და მეღიმებოდა, ანუ ჩემი პირველი მეგობარი!
მანქანისკენ მალე წავედით, ექიმს დანიშნულება გამოვართვით და სახლისკენ ავიღეთ გეზი. გზაში ხმა არ ამომიღია, ყურადღებით ვაკვირდებოდი ირგვლივ ყველაფერს, ბოლოს როცა მომბეზრდა მუსკა ჩავრთე, არვიცი რა ერქვა, არც ის ვიცი ვინ მღეროდა, მაგრამ საოცრად მომეწონა მელოდია, მშვიდი მუსიკა იყო, გარეთ მზიანი ამინდი, მანქანაში მაქსიმეს საოცარი სურნელი, რომელიც არ ვიცი რონელ სუნამოს ეკუთვნოდა მაგრამ ეს გრილი არომატი საშინლად მომწონდა. ჩემი მეგობრის შეთვალიერება უფრო ყურადღებით დავიყე, ყვერი გუშინდელის განსხვავებით გაპარსული ჰქონდა, გამოკეთილი ყვრიმალები ეტყობოდა, რაც მის მკაცრ ისერს უფრო დამაჯერებელს ხდიდა, თვალები მუქი შავი ჰქონდა, ძალიან მუქი. ასევე შავი თმა, და ხორბლისფერი კანი, ჩვეულებრივი სწორი ცხვირი, დაძარღვული და ნავარჟიშები ხელები რომელსაც ნაზად უსვამდა საჭეს, მაისურის შიგნითაც გარკვევით ეტყობოდა ნავარჯოშები სხეული.
როგორც ჩანს ჩემმა მზერამ შეაწუხა, გვერდულად გადმომხედა და მერე გამიღიმა
-რაო?_საყვარლად მკითხა და ცხვირზე დამკრა თითი
-მაგას რატომ აკეთებ?
-რას?
-ცხვირზე რატო მადებ ეგრე თითს?
-მომწონს შენი ცხვირი
-როგორი ცხვირი მაქვს?
-რაიყო სარკეში ჯერ არ ჩაგიხედავს?
-არაა
-სერიოზულად?
-ჰო, არც გამხსენებია.
უხმოდ გაიარა 5 წუთი და ერთ 2 სართულიან სახლს მიადგა, გადამიყვანა და შიგნით შევიდა.
-აქ ვცხოვრობ?
-არა, ეს ჩემი სახლია, სარკესთან მიგიყვან ჯერ და მერე წაგიყვან სახლში_გამიცინა და ხელი გადამხვია. სახლში სრული სიჩუმე იყო
-მარტო ცხოვრობ?
-კი
მეორე სართულზე ერთ-ერთი კარი შეაღო და მეც შიგნით მიბიძგა, როგორც მივხვდი მისი საძინებელი იყო, დიდი სარკის წინ დამაყენა, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა და ყურადღებით დამაკვირდა.
ინტერესით ავათვალიერე საკუთარი თავი. მაქსიმეს სიმაღლესთან შედარებით მთელი ერთი თავით დაბალი ვიყავი მაგრამ დაბალი ნამდვილად არ ვჩანდი, როგორც ჩანს თვითონ არის ძალიან მაღალი. მუქი ქერა თმა წელამდე მაქვს გაშლილი, წვრილი წელი , გამოკვეთილი თეძოები და საჯდომი, საშუალო ზომის მკერდი, გრძელი კისერი, სავსე ტუჩები და მწვანე თვალები, ბოლოს კი მაქსიმეს საყვარელი პატარა, კურნოსა ცხვირი. საკუთარ თავს კმაყოფილმა ავხედე და ანარეკლს გავუღიმე
-რაო მოგეწონა?_სიცილით გამომხედა
-მგონი ლამაზი ვარ-სიცილითვე ვუპასუხე, წამში ჩემს წინ აესვეტა, ხელები თავზე დამადო და თვალებში ჩამაშტერდა, ისევ ეს კუპრივით შავი თვალები
-ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვინც კი აქამდე შემხვედრია!_მტკიცედ მითხრა და პირველ სართულზე ჩამიყვანა. ბუხართან სურათები შევნიშნე და იქით ავიღე გეზი. სულ სამი ფოტო იდო, მაქსიმე ვიღაც კაცთან და ქალთან ერთად, ოღონდ დაახლოებით 18 წლის მაქსიმე, მეორე ფოტოში ჩვენი შვიდეული, რომელშიც მაქსიმესა და ვაკოს შორის ვდგავარ და შვიდივენი ბედნიეად ვიკრიჭებით, ხოლო მესამე ფოტოში მე და მაქსიმე ვართ, მარტო, რაღაც შენობის აივანზე, დიდ პუფში მაქსიმე ზის, მე კალთაში ვუზივარ, მაქსიმეს ხელები წელზე აქვს მოხვეული და ორივენი ფოტოგრაფს ვუღიმით, ან ერთმანეთს.
ღიმილით შევათვალიერე ფოტოები და ჩემს უკან მდგარ მაქსიმესკენ შევტრიალდი. გაღიმებულმა მოვხვიე ხელები და მივეხუტე
-არაფერი მახსოვს, მაგრამ თქვენი ქცევები, თქვენს თვალებში დანახული სიყვარული, თუნდაც ეს ფოტოები მაიძულებს ისე გენდოთ რომ მეთვითონაც გაკვირვებული ვრჩები._ერთიანად ამოვილაპარაკე და ღრმად ამოვისუნთქე
თავი ამაწევინა და ისევ თვალებში ჩამაშტერდა.
-ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება პატარავ, მთავარია რომ შენ მე გყავარ, ჩვენ გყავართ, შენ კი ჩვენ გვყავხარ და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ყველაფერს მოვერიოთ, ახლა წავიდეთ თორემ ისინი ძებნას გამოაცხადებენ.
ისე უცებ მოიშორა თბილი დამოკიდებულება და ჩვეულებრივი გამომეტყველებით მიუჯდა საჭეს წამით ვიფიქრე ვინმე სხვა ხომ არ მელაპარაკება თქო, მაგრამ როგორც ჩანს ამ ადამიანს კარგად შეეძლო ემოციების კონტროლი, დაფარვა და როცა საჭიროა გამომჟღავნებაც. ერთი სიტყვით ერთობ საინტერესო პერსონასთან მქონდა სამე.
სახლში მალევე მივედით, როგორც ჩანს ჩემი და მაქსიმეზ სახლი ერთი ქუჩის დაშორებით იყო. გზაში მაქსიმესგან გავიგე რომ შვიდივე ამ უბანში ვცხოვრობდით, სესილი და ნუცა მოგვიანებით გადმოსულან, როცა უკვე უკვდავი შვიდეული შექმნილა.
სახლი ათასი ბუშტებით და საჭმელებით იყო სავსე, ყველა გაკრეჭილი მელოდებოდა, ყველას გადავეხვიე, ბოლოს ანამ დამისვა გვერდით და ჩემი გამოკითხვა დაიწყო. ოთახი მოვათვალიერე, თვალს აშკარად აკლდა ვიღაც, ყურსაც და სიცილსაც
-ვაკო სადაა?_წამში წამოვიძახე როცა უმისობამ შემაწუხა
-ვაახ ჩემ გოგოს გავახსენდი და უჩემობა შენიშნა?_კარებში ახლადშემოსულ ვაკოს გავხედე რომელსაც ხელში პარკი ეჭირა და ღიმილით მომჩერებოდა. შუბლზე მაკოცა და პარკი გამომიწოდა
-აი ეს შენ
-რაარის?
-ნახე
პარკი გავხსენი და სიცილი ამიტყდა
-შაურმა?!
-ხოგიმდოდა გუშინ
-ხო მარა ამდენი რაარი
-მარტო შენ კი არ გიყვარს ქალბატონო_წითელ თმიანი ნუცა პარკში ჩაძვრა და გემრიელად ჩაკბიჩა შაურმა
-არმოიკლო შენ ჭამა და მალე კარში ვერ გაეტევი_გიორგიმ არც დააცადა გადაყლაპვა ისე მიაძახა და თვითონაც დაწვადა ერთცალს. ნუცა ყურადღებით ავათვალიერე, შესანიშნავ ფორმაში იყო, ვერ ვხვდებოდი რას ერჩოდა.
-შენ შენს სქელ ნაშებს მიხედე რა და მე შემეშვი.
არც მან დააკლო და გაბრაზებული მიუტრიალდა შაურმას
-რაც არ გეკითხება იმაში ცხვირს ნუ ყოფ_არანაკლებ გაბრაზდა გიოც
-ვაიმეე გეყოფათ_ბოლოს ვეღარ მოვითმინე_2დღეა გიყურებთ და მე დავიღალე თქვენ როგორ არ იღლებით, გასაგებია რომ ძალიან ნერვიულობთ ერთმანეთის სილამაზესა და ფიგურაზე მაგრამ ასე ძაანაც ნუ გამოხატავთ_თვალი ჩავუკარი, ირგვლივ მყოფების ფხუკუნი დავაიგნორე და გემრიელად ჩავკბიჩე შაურმა. არცერთს ხმა არ ამოუღია. ბოლოს სესილი ადგა დემონსტრაციულად და ყველას ყურადღება მოითხოვა.
-ქეთუშას ამბის მერე ყვალს ყურადღება მასზე გვქონდა გადატანილი, სიმართლე ვთქვა მეც კი ლამის გადამავისყდა, მაგრამ რადგან დღეს ის ჩვენთანაა, რადგან კარგადაა, და რაც მთავარია ცდილობს გაგვიხსენოს და არ გაუცხოვდა რაც ძალიან მახარებს, მინდა ახალი ამბავი გითხრათ, თითქმის ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი აქ ხართ, ამიტომ მინდა ჩემთავს და სანდროს განსაკუთრებით, და თქვენც მოგილოცოთ შვიდეულში პირველი ბავშვის არსებობა, სან, ორსულად ვარ.
გაშეშებული სახით მისჩერებოდა ყველა, როგორც ჩანს ამნეზია რეალობის უკეთ აღქმის უნარს გიბრუნებს, პირველი მე მივედი სესილისთან და გადავეცვიე
-მართალია არ მახსოვს არც ჩვენი დაქალობა, არც ჩვენი ამბები მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ და ვიცი რომ არაჩვეულებრივი დედა იქნები, გილოცავ მართლა ძალიან მიხარია.
ცრემლიანმა გავუღიმე და გაშტერებულ სანდროს მივუბრუნდი
-ჰე მოდი აზრზე ახლა_მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე და ისიც წამში გამოფხიზლდა.
მერე იყო ბევრი ღიმილი და სიხარულუ.
სადღაც 12სკენ დავიშალეთ, ეგეც სანდრომ აგვყარა ჩემს ცოლ-შვილს დაძინება სჭირდებაო, მაგრამ შევთანხმდით რომ ზეგ სადმე დასასვენებლად ერთად წავიდოდით, დეტალებზე კი ხვალ მოვილაპარაკებდით.
ყველას გადავეხვიე, მაქსიმემ ყელში კოცნაც დამიტოვა და ბუსუსუებიც და ხვალამდე დავემშვიდობე ყვრლას. მერე ზურამ და ანამ ჩემი ოთახი მაჩვენეს. ოთახი ნათელ ფერებში იყო, საწერ მაგიდასთან მივედი, ბევრი საკანცელარიო ნივთი მეყარა, უჯრებში კი რაღაც დღიური ვიპოვე, როგორც ჩანს ამის საშუალებით ბევრ საინტერესო რამეს შევიტყობდი ჩემს ცხოვრებაზე. ოღონდ ახლა არა. ახლა საშინლად მეძინებოდა, მეყო დღევანდელი ემოციები. გარდერობში შევძვერი, როგორც ჩანს ლამაზი პენუარების კოლექცია მაქვს, ერთერთი მოვირგე, გემრიელად მოვთავსდი საწოლში და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.


------
ესეც მესამე თავი❤ გელით მოუთმენლად❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი Mrs.Grey

ეს ისტორია უკვე მიყვარს

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Mrs.Grey
ეს ისტორია უკვე მიყვარს

მიხარია ძალიან❤????

არშემიძლია???????????????????? ერთადგილას ყვ*რი სადაც მიწერია წვერი უნდა იყოს, გეფიცებით მექანიკური შეცდომაა????????????

 



№3 სტუმარი l,m not sick

მომწონს,მომწონს,მომწონს!!
ახლა მეტს არაფერს გეტყვიი,დეტალებზე მერე...ბოლოს,
პ.ს შეცდომაა ჩაასწორეეე :დდდდდ

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

l,m not sick
მომწონს,მომწონს,მომწონს!!
ახლა მეტს არაფერს გეტყვიი,დეტალებზე მერე...ბოლოს,
პ.ს შეცდომაა ჩაასწორეეე :დდდდდ

მადლობაა ❤ მიხარია რომ მოგწონს

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

საოცრება ხარ.შენი ისტორიებიც რაღაც შეუდარებელია.ეს თავიც საოცრება იყო,გაღარებ მარიამ.უკვე შემიყვარდა ეს ისტორიაც და შენც,შენი შეუდარებლი წერის სტილი რომლითც ჩამითრიე...მიყვარხარ ))

 



№6  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Girl with pretty smile
საოცრება ხარ.შენი ისტორიებიც რაღაც შეუდარებელია.ეს თავიც საოცრება იყო,გაღარებ მარიამ.უკვე შემიყვარდა ეს ისტორიაც და შენც,შენი შეუდარებლი წერის სტილი რომლითც ჩამითრიე...მიყვარხარ ))

აუუ როგორ მახარებს ეს სიტყვები რომ იცოდე! ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤ მიყვარხარ

 




ჩემოო ცხოვრება,შუდარებელი ხარ შენ!საოცარი ისტორიაა,აი შენ,რომ იცი ზუსტად ისეთი.საშინლად ჩამითრია და თვალს ვერ ვწყვეტ.იმდენად მითრევ ამ სამყაროში,რომ სიზმრებშიც იქ ვარ!))იცი შენ მე,რომ მიყვარხარ ხოდა იმას გეტყვი,რომ სასწაული ხარ.შეიძლება აქამდე მითქვამს მაგრამ სულ გაგიმეორებ!! ))

 



№8  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან კარგია,ვერავი შეგადარებ ყველაფერ განსხვავებულს წერ

 



№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სულელი მეოცნებე
ჩემოო ცხოვრება,შუდარებელი ხარ შენ!საოცარი ისტორიაა,აი შენ,რომ იცი ზუსტად ისეთი.საშინლად ჩამითრია და თვალს ვერ ვწყვეტ.იმდენად მითრევ ამ სამყაროში,რომ სიზმრებშიც იქ ვარ!))იცი შენ მე,რომ მიყვარხარ ხოდა იმას გეტყვი,რომ სასწაული ხარ.შეიძლება აქამდე მითქვამს მაგრამ სულ გაგიმეორებ!! ))

იცი შენი კომენტარები როგორ მიყვარს? აიიი პირველი კომენტარიდან დღემდე მილამაზებ ცხოვრებას და დიდ სტიმულს მაძლევ❤❤ უუდიდესი მადლობა შენ❤ მიყვარხარ

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია,ვერავი შეგადარებ ყველაფერ განსხვავებულს წერ

ვაი❤❤❤ძააან დიდი მადლობა❤მიხარია რომ მოგწონს❤

 



№10  offline მოდერი ელპინი

სერიოზულად?!
ახლა ეჭვიანობისგან ვსკდები!
იქ, ზემოთ, რომ რაღაცებია მაგიტო!
ხოდა, არ გაპატიებ მაგას, იცოდე!
ჩემს თავს იმას არ ვაპატიებ, ასე გვიან, რომ ვნახე მესამე თავი.
და მართლა, სერიოზულად გეკითხები-რა არის ეს?!
შენ არ ხარ ნორმალური.
ვსო, მორჩა, გადავწყვიტე.
ვაფშე სხვა გეგმები მქონდა და შენ რა დაატრიალე.
აუ, რაებს ხლართავ ახლა?!
რატო მაინტრიგებ?!
რას მერჩი?!
აი, თავს დავდებ და მაქსიმეს და ქეთუშას ამბებში რაღაც ხდებოდა/ხდება/მოხდება.
ვიტყოდი ასე.
უნამუსო ხარ!
ნუ, კარგი, მეც ვარ, მაგრამ მართლა რაებს აპირებ?
სანამ ისტორია დამთავრდება, გული ცხრა შეტევას გადაიტანს და მოვკვდები.
პროსტა, ინტრიგის დედოფალი ხარ!
აი, უმისამართოდ.
აუ, მითხარი, რას აპირებ, რა.
არა, არ მითხრა.
აუ, რაებს მაბოდიალებ ახლა?!
გეკითხები და მიპასუხე!
მარ, ვეჭვიანობ და ვიცი, რომ გიყვარვარ მე. (:დდდდდდ არ შემიმჩნიო, ძალიან აფექტში ვარ.)
ხოდა, შენი წერის სტილზე, რომ ვგიჟდები, ეგ, ხომ იცი?!
აუ, წერა არასდროს მიატოვო, რა.
მარტო ამას გთხოვ.
ოქრო გოგო ხარ, მარ!
გაკოცე ბეეეევრი.
პ.ს. მაინც ვეჭვიანობ, იცოდე. :დდდდდდდ

 



№11  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ელპინი
სერიოზულად?!
ახლა ეჭვიანობისგან ვსკდები!
იქ, ზემოთ, რომ რაღაცებია მაგიტო!
ხოდა, არ გაპატიებ მაგას, იცოდე!
ჩემს თავს იმას არ ვაპატიებ, ასე გვიან, რომ ვნახე მესამე თავი.
და მართლა, სერიოზულად გეკითხები-რა არის ეს?!
შენ არ ხარ ნორმალური.
ვსო, მორჩა, გადავწყვიტე.
ვაფშე სხვა გეგმები მქონდა და შენ რა დაატრიალე.
აუ, რაებს ხლართავ ახლა?!
რატო მაინტრიგებ?!
რას მერჩი?!
აი, თავს დავდებ და მაქსიმეს და ქეთუშას ამბებში რაღაც ხდებოდა/ხდება/მოხდება.
ვიტყოდი ასე.
უნამუსო ხარ!
ნუ, კარგი, მეც ვარ, მაგრამ მართლა რაებს აპირებ?
სანამ ისტორია დამთავრდება, გული ცხრა შეტევას გადაიტანს და მოვკვდები.
პროსტა, ინტრიგის დედოფალი ხარ!
აი, უმისამართოდ.
აუ, მითხარი, რას აპირებ, რა.
არა, არ მითხრა.
აუ, რაებს მაბოდიალებ ახლა?!
გეკითხები და მიპასუხე!
მარ, ვეჭვიანობ და ვიცი, რომ გიყვარვარ მე. (:დდდდდდ არ შემიმჩნიო, ძალიან აფექტში ვარ.)
ხოდა, შენი წერის სტილზე, რომ ვგიჟდები, ეგ, ხომ იცი?!
აუ, წერა არასდროს მიატოვო, რა.
მარტო ამას გთხოვ.
ოქრო გოგო ხარ, მარ!
გაკოცე ბეეეევრი.
პ.ს. მაინც ვეჭვიანობ, იცოდე. :დდდდდდდ

ყველას კომენტარი რომ მიხარია ხოიცი შენ!
მაგრამ აი შენკომენტარებზე ვაფრენ ჩვეულებრივად!:დდ ❤
აიი გავგიჟდიიი
ერთმანეთს ვაგიჟებთ :დდ
არვიცი როგორ ფორმაში გადაგიხადო მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
შენც წერ და იცი როგორი მნიშვნელოვანიცაა ეს ყველაფერი.
უუიდიდესი მადლობა
მიყვარხარ რა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent