შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზტომანი(ა) 18+ {სრულად}


24-02-2018, 21:42
ავტორი MoonLady
ნანახია 2 797

ლიზტომანი(ა) 18+  {სრულად}

ლიზტომანია იცი რა არის, აილინ ?
ესაა ადამიანის მოთხოვნილება, სულ უსმენდეს მუსიკას.
მე ლიზტომანი ვარ.
გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, ვაკვირდები და ვისისხლხორცებ ნოტთა ქაოსურ წყობას, მძაფრ მუხტს, რომელსაც დიადი ვიოლინოს გასაღები აძლევს ცელქად მოთამაშე ნოტებს, დაკლაკნილ სანოტო სისტემაზე და იცი რა ?
ეს მუდმივი პროცესი, უკვე ბუნებრივ მდგომარეობას ჰგავს. არის კიდეც და... ბუნებრივი მდგომარეობა მომაკვდავი სიჩუმეა.
ამიტომ ახლა მუსიკა ჩემთვის სიჩუმის ტოლფასია. მომაკვდავი სიჩუმის, რომლის შემდეგაც არაფერი რჩება. ჩემი ჟანგბადი, სიცოცხლის ელექ აუტანლად ჩუმადაა. ეშმაკმაც დალახვროს, აილინ, რა ჯანდაბა ვქნა ? ვეება ბურთი სწრაფად მიგორავს ყელისკენ და თვალებს არარსებული ცრემლისგან მიწვავს.
მივაბიჯებ წვიმის სისველით გაჟღენთილ ტროტუარზე და ხარბად ვისუნთქავ პეტრიქორს.
მომენატრა განცდა, როცა სასიამოვნო მელოდია სასმენი აპარატიდან სისხლძარღვებში გადადის, სისხლის პაწაწინა ნაწილაკებს ეხეთქება, ვენების გავლით გულში შედის და სხვანაირად აძგერებს ამ დაუღალავ ტუმბოს...
განსაკუთრებით ნოემბრის სუსხიან საღამოს.
შენ ჰომ იცი როგორ მიყვარს ნოემბერი ? აი, ნოემბერს კი, როგორც ვატყობ, აღარ. დიად თვეს შევძაგდი, თითქოს. გაინტერესებს რატომ ვფიქრობ ასე ? აილინ, მე არ ვფიქრობ, მე ვგრძნობ და ვცდილობ ეს გრძნობა გაუფილტრავად გადმოვცე. მერე რა, რომ შესაძლოა ჩემი ცდა კრახით დასრულდეს, მე მაინც ვცდი, ისევ და ისევ...
გაყინულ ხელებს, სწრაფი მოძრაობით, ტყავის ქურთუკის მოცუცქნულ ჯიბეში ვუჩენ ადგილს და გათბობა მწადია. სასაცილოა, ჰო. შემოდგომის სუსხშეპარული, საკმაოდ ძლიერი ქარი ყურებში მიწივის, ძვალ-რბილში ატანს და მაიძულებს რეფლექსურად ავკანკალდე. კუნთების რიტმული შეკუმშვა გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩემზე.
ღრმად ამოვისუნთქე და თეთრ კვამლს დავაკვირდი,
სითბო იყინება.
როგორ შეგეძლო გყვარებოდა, აილინ ? არა, ნივთები და მოვლენები კი არა, სრულიად უცხო ადამიანები. ბანალურად რომ გკითხო, აი რასაც მეორე ნახევარს უწოდებენ. როგორაა შესაძლებელი შეიყვარო სრულიად უცხო ? არასდროს განმიცდია ადამიანთან ურთიერთობისას ისეთი გრძნობა, როგორიც აღწერილია ხოლმე დიად რომანებში. უდავოდ მიტაცებს მათი კითხვა და სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ რომანს ვკითხულობ, მით უკეთ ვხვდები, რომ მხოლოდ წიგნის გაცრეცილ ფურცლებზეა შესაძლებელი ამის არსებობა. რეალობა სხვანაირია, ძალიან სხვანაირი, მწარე, დამანგრეველი და სხვანაირი. არ მეთანხმები ? რა სისულელა ამას რომ გეკითხები. რა თქმა უნდა, არ მეთანხმები. შენ ხომ ამით ცხოვრობ, სუნთქავ, არსებობ. შენ ჰომ ზე-რომანტიკული ნატურა ხარ. წამიც არ შეგიძლია გაძლო იქ, სადაც სიყვარული არ არის. მახსოვს ამბობდი, სიყვარული ზედმეტად პატარა სიტყვაა იმისთვის, რომ აღვწერო ჩემი განცდებიო.
მე სულ მიკვირდა.
ახლაც მიკვირს.
მე კი ლიზტომანი.
არა, მეც რომანტიკული ვარ. მუსიკაა ჩემი რომანტიკა,
მუსიკაა ჩემი სიყვარული.
ფრთხილი მოძრაობით გამოვრთე მოთამაშე ნოტები ტელეფონში. ერთხანს ჩამქრალ ეკრანს ჩავაშტერდი. ყურსასმენებში, სტანდარტული გაგებით, სიჩუმემ დაისადგურა. ეს სხვისთვის იყო სიჩუმე, ჩემთვის კი მუსიკა, ნეტარება, ცხოვრება, ჟანგბადი...

სტანდარტული სიჩუმე მუსიკაა, სტანდარტული მუსიკა სიჩუმე.

რატომღაც ნაბიჯი შევანელე ერთ ლიტ-კაფესთან. აილინ, გული მიგრძნობდა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ჩემი ინტუიცია მეტად იშვიათი გახლდა, მაგრამ საუცხოო სიზუსტით შეეძლო თავის მოწონება.
რეალურად რა უნდა მომხდარიყო წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ ჩემს ყოვლად ერთფეროვან ცხოვრებაში რაღაც საინტერესო რომ მომხდარიყო, ნამდვილად გამიხარდებოდა.
დიდი ზომის მყუდრო კაფეში საკმაოდ ნელი ნაბიჯით შევედი და კუთხის მაგიდას მივუახლოვდი. მოხერხებულად მოვკალათდი და თვალი მოვავლე იქაურობას. სასიამოვნო, ზღვის არომატი ტრიალებდა იქ. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ მოახერხა ამ ადგილის პატრონმა, თავად ზღვა მოეპატიჟებინა სტუმრად, მაგრამ ჩემგან უდავოდ აპლოდისმენტის ღირსია.
მაგიდები არ იყო რაიმე კანონზომიერების მიხედვით განლაგებული, სრულ ლაბირინთს ქმნიდნენ მთელი კაფეს ფართობზე, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა არავის, მეტიც, თითქოს ასეთი წყობა იზიდავდა კიდეც ხალხს. მინები გარედან დაბურული იყო, შიგნიდან კი ყოველივე, რაც გარეთ ხდებოდა, არაჩვეულებრივად ჩანდა. მიმტანი მომიახლოვდა და შეკვეთის მიცემა მთხოვა. ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმოდა. საინტერესოა, ეს ღიმილი უბრალოდ საზოგადოებისთვის იყო გამიზნული თუ მართლა ეღიმებოდა ?
მისკენ არც კი გამიხედავს ისე ვუთხარი, რომ ყავა და კრუასანი მოეტანა ჩემთვის. უხმო ნაბიჯებით გამეცალა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სახეზე ღიმილი იმ წამსვე გაუქრა, როგორც კი ზურგი მაქცია. მე კი ხის უბრალო სკამის საზურგეს მივაწექი და თავი უკან გადავაგდე. ცოტა ხანი თვალდახუჭული ვიჯექი და ხელებით სკამს ვიყავი ჩაფრენილი. შემდეგ კი ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოები სხვადასხვა პოლუსებზე განვალაგე და ვიგრძენი კიდეც თვალის გუგები როგორ გამიფართოვდა.
ჭერი მუქ ციფერსა და ღია ლურჯში გარდამავალ ფერად ლივლივებდა თითქოს. ეული ღრუბლის ნაგლეჯები აქა-იქ მოჩანდნენ, მაგრამ მთლიანობაში ცა მოწმენდილი იყო. ვარსკვლავებით მოჭედილი და სულში შემძვრომი. ზერეალისტური ნახატი იყო. წამით მომეჩვენა კიდეც, რომ ამ საოცარ კაფეს სახურავი არ ჰქონდა და პირდაპირ ულამაზეს ცაში ვიხედებოდი. იქვე ბუმბერაზ მთვარეს ვხედავდი უზადოდ დახატულს, რომელიც თავის ვერცხლისფერ ნათებას უხვად აფრქვევდა არემარეს. მაგრამ უკეთ რომ დავაკვირდი, ტალღების მკრთალი ელფერი დავლანდე ნახატზე. ეს ცა კი არა, ზღვა ყოფილა ცის ანარეკლით დახატული. გაოცებისაგან ტუჩები ოდნავ შევაღე და ღრმად ჩავისუნთქე.
მთელი სხეული მომიდუნდა და ვინატრე, ნეტავ ამ სანახაობას რეალურად ვესწრებოდე-მეთქი...
ზღვის არომატი, ეს არაჩვეულებრივი ნახატი და სტანდარტული სიჩუმე, ჩემთვის კი მელოდია.
უცნაურ შეგრძნებას აღძრავდა ეს ტრიო ჩემში. მუცლის არე თითქოს სიცივისგან მეწვოდა, ტანშიც კი მტეხდა, პარალელურად სიცხისგან სული მეხუთებოდა. თითქოს ვიგრძენი ფერთა პალიტრამ როგორ შემოხვია თავისი ძლიერი მარწუხები ჩემს გავარვარებულ ყელს და ძალიან ნელა დაიწყო დახრჩობის იმიტაცია. ამ მდგომარეობამ ჩემში შემოაღწია და სამუდამო ანაბეჭდი დამიტოვა.
კი, ზედმეტად ვექცევი შთაბეჭდილების ქვეშ,
რაც შეიძლება მკაფიოდ მსურდა ამ სიტუაციის აღბეჭდვა საკუთარ ქვეცნობიერში, რადგან რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ არც თუ დიდი ხნით დავრჩებოდი დღეს აქ.
რამდენიმე წუთი გარინდული ვათვალიერებდი, აილინ. შემდეგ კი მზერა გამვლელებზე გადავიტანე და განწყობა მომენტალურად მომეღრუბლა.
ახლა ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, ნეტავ, რა უტრიალებთ თავში ? ასეთ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება ხშირად მცდარი აღმოჩნდება ხოლმე და მეც, შესაბამისად, არ ვენდობი მას. საზოგადოება ზედაპირულ განხილვასაა მიჩვეული, იშვიათია შემთხვევები, როდესაც ისინი სვამენ სიღრმისეულ კითხვას - რატომ ?
რატომ დადის უგზოუკვლოდ ტალახში ამოგანგლული, თვალცრემლიანი ბავშვი ქალაქის ქუჩებში და გამვლელებს ფულს ვედრებით სთხოვს, რატომ ტირის შუა ხნის ქალი გზაზე და მის სხეულზე არსებულ ქსოვილს ტანსაცმელსაც ვერ უწოდებ, რატომ ზის გოგონა შუა ზამთარში ასფალტზე და არაფერზე რეაგირებს ?
ბავშვი ობოლია და მცირეწლოვანი და ჰყავს საპატრონო, ქალს ცოტა ხნის წინ შვილი მოუკვდა, გოგო კი გააუპატიურეს. ხალხი კი რას იფიქრებს ? წარმოდგენაც არ მსურს.
მიმტანი მომიახლოვდა და წინ ჯერ კრუასანი, შემდეგ კი ყავა დამიდო. ცხელმა სასმელმა თავისი არამიწიერი არომატით მომაჯადოვა.
- ინებეთ. - თქვა მიმტანმა და როცა პასუხი ვერ მიიღო, ხელი მხარზე ფრთხილად შემახო. ოდნავ შევკრთი. თვალი ჯერ მის ხელს შევავლე. ძალიან ბანალურია, მაგრამ მისმა ნატიფმა და გრძელმა თითებმა საოცრად მომნუსხეს. წამით შევყოვნდი, თვალი ვერ მოვწყვიტე, შემდეგ ისინი ჰაეროვან მოძრაობად დაიხატნენ, ჩემს მხარს მოშორდნენ და თავად მიმტანის სახეს მიუთითეს. იმდენად ბუნებრივად და დახვეწილად მოძრაობდნენ, რომ ბაგე გამეხსნა გაოცების გამოსახატავად.
- ასე მოინუსხე ? - გაისმა ბოხი ხმა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად მესმოდა, არადა, ფაქტია, მან უკვე გამომართვა შეკვეთა... თუ...
- მადლობთ, რომ თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. - მაქსიმალურად ემოციის გარეშე ვუთხარი და თვალი გავუსწორე.
ხისფერი თვალები ჰქონდა. ხის... აი, სხვები უმეტესად ზღვასავით ჩამთრევს ამბობენ, მაგრამ ჩემი პირველი ასოციაცია ველური ჯუნგლები იყო, აილინ. ჯუნგლებში არსებული გრძელი ლიანებივით გეხვეოდნენ თითქოს და მოძრაობის საშუალებას არ გაძლევდნენ. სხვადასხვა ჯურის ცხოველები თუ ფრინველები დაგაცხრებოდნენ თავს, ხოლო შხამიანი ქვეწარმავლები და მწერები პარალელურად იხელთებდნენ დროს და სასიკვდილო შხამი წამის მეასედში უკვე შენს სისხლძარღვებში დაიწყებდა სრიალს. მუქი ქერა იყო, ოდნავ გრძელი თმა ჰქონდა. სახეზე სწორი ცხვირი და საშუალოზე ოდნავ მოზრდილი, წითელი ტუჩები უაღრესად სასიამოვნო სანახაობას ქმნიდნენ. მთლიანობაში მეტად მიმზიდველი ყმაწვილი იყო, ვაღიარებ.
უნებურად მოზრდილი ნერწყვი გადავუშვი საყლაპავ მილში და სახეში დაჟინებით ჩავაშტერდი. ალბათ, მეგონა, რომ თავს არაკომფორტულად იგრძნობდა და გვერდით გაიხედავდა, თუმცა ეს მხოლოდ მეგონა.
ჩემთვის მზერა არც კი მოუცილებია, ისე დაჯდა მოპირდაპირე სკამზე, რითაც ჩემი გაოცება გამოიწვია.
- არა მგონია სამუშაო საათებში შენი ქცევა მისაღები იყოს ადმინისტრაციისთვის. - ეჭვის თვალით შევხედე.
- ადმინისტრაცია კარგი, შენთვის მისაღებია? - მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. მის თვალებში ახლა თითქოს მხეცი ჩაბუდებულიყო.
- ჩემთვის სულერთია. - მხრები ავიჩეჩე და ყავას დავწვდი.
ფრთხილად მოვსვი და უეცრად სასწაულად მომინდა მუსიკის მოსმენა. მომენატრა ჰარმონიული შერწყმა ნოტებისა, რომლებიც ჩემი სულის სიმშვიდეს ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ქარგავდნენ.
- სულერთია კომპანიონი გეყოლება თუ არა ?
- ჰო, თუ ეს შენ იქნები. - მგონი უხეშად გამომივიდა.
- სულერთია ისიც, რომ სხვები იფიქრებენ რომანტიკული წყვილიაო? - ოდნავ გაოცება შეეტყო ხმაში. თვალებიც ასევე ოდნავ გაუფართოვდა, მაგრამ საკმარისად, რომ მე შემემჩნია.
- ისინი ასე მსხდომ და-ძმაზეც ასე იფიქრებენ, ამიტომ ჰო, ჩემთვის სულერთია. - ამჯერად გაკვირვებული მზერით მე დავაჯილდოვე. ყავა ფინჯანზე დავაბრუნე და ხელები მრგვალ, მოკრემისფრო მაგიდაზე დავაწყვე.
- იშვიათად შევხვედრივარ შენნაირად მოაზროვნე ადამიანს. - ჩაილაპარაკა წუთიერი დუმილის შემდეგ. ჩემი ბიუსტი დაკვირვებული მზერით შეათვალიერა და იგი საბოლოოდ მოშიშვლებულ ლავიწზე გააჩერა. არ ვიტყვი, რომ მზერამ ამწვა ან რაიმე მაგდაგვარი. უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებამ მომიცვა, რომელსაც სიტყვიერად ვერ აღვწერ, აილინ. მე კი მის თითებს დავუბრუნდი. დაიჯერებ, რომ გითხრა, სუნთქვა შემეკრა, როცა მან თითებით ჯერ თავისი ღვთაებრივი თვალები, შემდეგ კი მთელი სახე მოიფშვნიტა? არაუშავს, არც მე მჯერა ბოლომდე.
შემომხედა და გააგრძელა.
- უფრო სწორად, საერთოდ არ შევხვედრივარ.
- ბევრია დღესდღეობით ისეთი, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი ფეხებზე ჰკიდია. - ჩავილაპარაკე, მხრები ძლივსშესამჩნევად ავიჩეჩე და კრუასანი მადიანად ჩავკბიჩე. არ მერიდებოდა ამ ადამიანის, აილინ. არც ის მიცდია, რომ არისტოკრატულად მეჭამა ან რაიმე მსგავსი. არ მსურდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენა და ეს ერთი მხრივ შვება იყო ჩემთვის. ზოგადად, ადამიანს აწოდებ საკუთარ თავზე იმ ინფორმაციას, რაც გსურს, რომ იცოდეს. ამ ტიპთან კი ამაზე საერთოდ არ მეფიქრებოდა. ისე ვიქცეოდი, თითქოს, საკუთარ თავთან ვყოფილიყავი მარტო. ყოველგვარი კომპლექსის გარეშე.
ღმერთო ჩემო, ეს ლექცია კრუასანის ჭამას მოვაყოლე ?
- კი, ეგეთი ბევრია. - ამასობაში მიპასუხა მან. - მაგრამ გააზრებული ფეხებზე დაკიდება იშვიათია.
- ანუ მათ არ აქვთ გააზრებული?
- არა. - თავი დანანებით გააქნია. - მოდურია ახლა - ცხოვრობდე ამ სტილით.
- ‎შესაძლოა მართალი ხარ. - ვთქვი და ხელსახოცს დავწვდი. ყავაც ჩავამთავრე და ბიჭს თვალებში ჩავხედე. - ანგარიში მინდა. - ვუთხარი და გავეკრიჭე.
- ‎ერთით ნოლი. - მითხრა სერიოზული სახით.
- ‎ბატონო ? - ცოტათი დავიბენი და ჩავაშტერდი. ვიფიქრე ჰომ არ მომესმა-მეთქი.
- ‎კრუასანი და ყავა ჩვენი დაწესებულების ხარჯზე. - მომხიბვლელად გამიღიმა ბიჭმა.
- ‎ამის უფლება უბრალო მიმტანს აქვს ? - წარბი ავწიე და ეჭვის თვალი შევავლე.
- ‎უბრალოს არა. - ისევ მიღიმოდა, მე კი შიგნეულობა მეწვოდა. ვერ ვხვდებოდი ეს მისი ღიმილის და თითების ბრალი იყო, რომლებსაც, თითქოს, სპეციალურად ათამაშებდა, თუ იმის, რომ მუსიკის მოსმენის სერიოზული "ლომკა" მქონდა.
- ‎ კარგი, ბრალიანო მიმტანო ! გემრიელი იყო. - წარმოვთქვი და წამოდგომა დავაპირე.
- ‎გაწვიმდა ! - უეცრად აღმოხდა და მისმა შეცვლილმა ხმის ტემბრმა მაიძულა საკუთარი მზერა მისკენ მიმეპყრო.
იმ მომენტში მე მას ადამიანად ვერ აღვიქვამდი. შემიძლია შევადარო მოსიარულე გრძნობას. წამის მეათასედში იგი სასწაულმოქმედ აბსტრაქციად გადაიქცა, რომელიც ძალაუნებურად გითრევს საკუთარ არსებაში და გაიძულებს აღფრთოვანებული შეძახილებით გააყრუო ეს ვეება სამყარო, სადაც ის ყველგანაა და ყველაფერია.
შეგრძნება დამეუფლა, რომ ის არ იყო მხოლოდ საკუთარი თავი. ის მეც ვიყავი.
შთანმთქა.
რას ვბოდავ, აილინ ?
წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, ამ ორფეხა არსებას რომ ვუყურებ, უაზროდ თუ აზრიანად, მინდება სიტყვათა უწყვეტი ქსელის შექმნა. ობობად გარდავიქმნები, რომელსაც ალბათ, სურს, რომ მისმა სიფრიფანა და წებოვანმა ქსელმა ვინმე ჩაითრიოს.
იქნება კი ეს "ვინმე" სიმპათიური მიმტანი ?
არ ვიცი, აილინ.
- წვიმა გიყვარს ? - ჩემთვის მოულოდნელად ვკითხე და ტუჩის კუთხეები დაუკითხავად დაიხატნენ ღიმილად ჩემს სახეზე.
- ძალიან ! - თქვა და ანთებული თვალები შემაგება. - შენ არა ?
- ‎მეც, მაგრამ ეჭვი მაქვს, ვერავის ეყვარება იგი ისე, როგორც შენ. - გავუგრძელე საუბარი.
ეს ჩემთვის უჩვეულო იყო. არ მიყვარდა ადამიანები. მერე რა, რომ კითხვა და ემოციები მიყვარდა, რომელსაც განიცდიდნენ ადამიანები, თავად ისინი მაინც არა.
- გრძნობათა შედარება არ მიმაჩნია მართებულად. - სახე მოეღრუბლა, თითქოს.
- ‎რას გულისხმობ ? - გავოცდი.
- ‎იმას, რომ მე და შენ წვიმა სხვადასხვა მიზეზით, უმიზეზობით თუ გრძნობით გვიყვარს. ჩვენ ბოლომდე ისიც არ ვიცით სხვა რას გულისხმობს, როცა, მაგალითად, კონკრეტულ გრძნობა სიყვარულზე საუბრობს. ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
- ‎საინტერესოა. - ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო. რომ მკითხონ რომელი ბენდი გიყვარს ყველაზე მეტადო, ალბათ, დავფიქრდები და ვერ ვუპასუხებ. იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვადასხვანაირად მიყვარს თითოეული. მხიარულის მოსმენა, როცა სევდიან განწყობაზე ვარ, მაღიზიანებს, პოზიტიურად რომ ვარ, პირიქით. გააჩნია განწყობას. კმაყოფილი თვალები მივაპყარი, ის კი კვლავ შხაპუნას მისჩერებოდა.
- ‎გინდა წვიმას მოვუსმინოთ ? - მკითხა, უცრად, ისე, რომ ცის ცრემლებისთვის მზერა არ მოუშორებია.
- ‎რატომაც არა? - ვუპასუხე და ამჯერად მისი ჯუნგლების მპყრობელმა ხისფერმა თვალებმა ჩემკენ აიღეს გეზი.
- ‎წამოდი. - მითხრა და სწრაფად წამოდგა. ხელი ძლიერად ჩამკიდა და ჩქარი ნაბიჯებით გარეთ გამიყვანა. მისი ხელი თბილიც კი არ იყო, ცხელი იყო. მე კი კიდურები ზამთარ-ზაფხულ მოყინული მაქვს.
გასასვლელთან შეჩერდა. ხელზე მაგრად მომიჭირა და ჩემი თითების ფალანგები სახესთან ახლოს მიიტანა. ორგანიზმიდან თბილი ჰაერი გამოუშვა და სასიამოვნო ჟრუანტელმა ინება მთელი ჩემი სხეული თავის საკუთრებად გამოეცხადებინა. არ ვიცი ასე სითბო მესიამოვნა, თუ მისი ჟესტი, მაგრამ ფაქტია, თვალები მიმელულა წამით სიამოვნებისგან.
- გაყინული ხარ. - მითხრა მან და გარეთ გამიყვანა.
- ‎სულ ასე ვარ. - მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. მან კი საჩვენებელი თითი მიიტანა თავის სისხლისფერ ტუჩებთან. ჩუმადო მანიშნა და გაინაბა.
მე ყურსასმენები მოვიშორე და ყური დავუგდე ცის ცრემლების ენით აღუწერელ, საოცარ მელოდიას. წამით მომეჩვენა, თითქოს, ზუსტად ეს იყო სამყაროს იდეალური ჟღერადობა. მომენტალურად გადამისროლა სადღაც სხვაგან. იქ, სადაც სხვადასხვა ფერის ნოტები ქაოსურად ირეოდნენ დაკლაკნილ ლაბირინთში და თავისებურ, არეულ კანონზომიერებას ქმნიდნენ. უმიზნოდ დავეხეტებოდი ამ ირეალურ ლაბირინთში და არაფრის დიდებით არ მსურდა გამოსვლა. ერთადერთი, რაც მამოძრავებდა იყო დაუშრეტელი სურვილი იმისა, რომ ჩემს მგრძნობიარე სასმენ აპარატს რაც შეიძლება მეტი ნოტი, აკორდი, წვიმის წვეთი, ცის ცრემლი დაეჭირა და გადაეშვა პირდაპირ სისხლში. გაევლო გული და ეს ტუმბო სხვანაირად აეძგერებინა.
ამ გრძნობის აღწერა აღემატება ჩემს ძალებს, აილინ. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. ეშმაკმაც დალახვროს, რატომ არ მიცდია ადრე ? მაგრამ იცი რა ? მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყნად მხოლოდ ერთი საოცრება არ იარსებებს.
- მოგწონს? - ჩაიჩურჩულა და შემომხედა. ჩემზე ორი თავით მაღალი იყო. თვალები უბრწყინავდა, ტუჩებზე კი მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა.
- ‎უჰუმ. - ყრუდ ჩავილაპარაკე და მთელი სხეულით მისკენ შევბრუნდი.
- ‎რა მოგწონს? - ჩამეძია.
- ‎წვიმის მუსიკა. - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- ‎როგორია ? - მკითხა და ახლოს მოიწია. თავის ოდნავ ზემოთ აწევა მომიწია, რომ მისთვის თვალი თვალში გამეყარა.
- ‎ქაოსურად დალაგებული.
- ‎გიყვარს მუსიკა ?
- ‎ჰო. - მოკლედ, მაგრამ როგორც მომეჩვენა მრავლისმთქმელად ვუპასუხე.
- ‎რას უსმენ ხოლმე ? - აქ შევკრთი.
- ‎სიჩუმეს. - ვთქვი და თავი ჩავქინდრე.
- ‎სიჩუმე მელოდიურია ? - მკითხა და ქუჩის მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. არც მე დავრჩენილვარ უკან. ზურგიდან ვაკვირდებოდი. რელიეფური მხრები ჰქონდა. სიარულისას ოდნავ, სულ ოდნავ ირხეოდნენ.
- ‎არა. - თავი გავაქნიე და გვერდით ამოვუდექი.
- ‎უცნაურია. - ჩაფიქრდა.
- ‎უბრალოდ... - დავიწყე და ხმა გამიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე. - უ'ბრალოდ მუსიკა იმდენად გამიბუნებრივდა, რომ სიჩუმე გახდა.
- ‎მოგბეზრდა ?
- ‎არა. მტკენს. - ვთქვი და თავი შარფში, თითქმის, მთლიანად ჩავრგე.
- ‎ისეთი ბუნებრივი ჟღერადობა გჭირდება, რომელიც მელოდიურობას არ დაკარგავს და არ გატკენს. - თქვა და შემომხედა.
- ‎შენ გიყვარს მუსიკა?
- ‎თუ ადამიანისეულია - კი. - მიპასუხა და თავისი ბროლის კბილებით ფართო ღიმილი დახატა. ყოველ ჯერზე, როცა მისი ტუჩის კუთხეები ზემოთ იწეოდნენ, ლოყაზე ნაოჭი უჩნდებოდა. მე კი რატომღაც მსურდა შევხებოდი.
- ‎ანუ ?
- ‎ანუ ადამიანის ბუნებრივი ხმა. სიცილი, ტირილი, ღიმილი... სუნთქვა, გულისცემა, ნაბიჯები. ყველას ბუნებრივი ხმა ინდივიდუალურია. არასდროს ბუნებრივდება, როგორც შენ თქვი და არც მტკენს.
- ‎მომასმენინებ ? - ვკითხე თუ სწრაფად და არაფრის დიდებით არ მსურდა უარყოფითი პასუხის მიღება.
- ‎კარგი. წავიდეთ. - თქვა მან სიცილით და ხელი კვლავ ჩამკიდა. ჩემი თითებისგან განსხვავებით მისმა ნატიფმა ფალანგებმა ყინულის იერიშს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
შხაპუნა წვიმა გადაღებას არ აპირებდა, ჩვენ კი თამამად მივაბიჯებდით ტროტუარზე, სადაც ცის ცრემლები ასრულებდნენ თავიანთ უკვდავ სიმფონიას. დედამიწა როიალი იყო, წვეთები კი პიანისტის თლილი თითები, რომლებიც იმდენად სრულყოფილად ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, რომ ჩვენ პერიოდულად ვჩერდებოდით, რათა განსაკუთრებული მომენტები ზედმიწევნით ზუსტად აღექვა ჩვენს ყურთასმენას და აღბეჭდილიყო არაცნობიერში.
უხმოდ მივდიოდით ხელიხელჩაკიდებულები. არ ვიცი სად, მაგრამ მას მივყავდი იქ, სადაც მისასვლელი გზის გაგრძელება რაც შეიძლება დიდი ხნით მსურდა.



2 - დახატე მუსიკა

- ავიდეთ. - თითქმის ჩურჩულით მითხრა და მოლურჯო, მაღალ კორპუსზე მიმითითა თავისი სულისშემძვრელი თვალებით.
სრულიად უცხო იყო, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მაგრამ გასაოცარი იცი რა არის ? წარმოუდგენლად ვენდობოდი. ამ ბუმბერაზი გრძნობის კიდურები ჩემს სხეულს, ჩახუტების სახით, მოევლინენ არსაიდან და არსად გაშვებას არ მიპირებდნენ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით მეტად მიჭერდა ის წარმოსახვით ხელებს და სურდა ერთი მთლიანობა გავმხდარიყავით. მომწონდა ამ ჟესტით გამოწვეული გიზგიზა შეგრძნებები ჩემში, რომელნიც ცეცხლოვან გორგლად იხვეოდნენ და ნელი მოძრაობით მუცელში მოხერხებულად კალათდებოდნენ.
მისი ხისფერი თვალები უცნაურ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ასხივებდნენ. როცა მისი მზერის ჯუნგლებში ვიკარგებოდი, შეგრძნება მქონდა, თითქოს, მუსიკას ვუსმენდი. აი, იმ მუსიკას, რომელიც კანქვეშ მიძვრებოდა, კისრისტეხით მირბოდა, რათა სისხლს შერეოდა, შემდეგ კი გულს უკაკუნებდა მთელი ძალით და ბოლოს სულ სხვანაირად აძგერებდა.
თავი ოდნავ დავუქნიე, მან კი თავისი ბროლის კბილების ხილვის დიდება მიბოძა. ძალიან უხდებოდა ღიმილი.
ლიფტში არ შევსულვართ. შხაპუნა წვიმისგან ბოძებული სისველე ჩვენი გაყინული სხეულიდან რიტმულად ეცემოდა მარმარილოს შავ-თეთრ კიბეზე. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე გაუსაძლისი იყო და მას თან გასაწური ტანსაცმელი ერთვოდა, ჩვენ მაინც ნელა და მდუმარედ მივაბიჯებდით საფეხურებზე. მძიმედ აგვქონდა ჩვენი სხეულის მასა და რეფლექსური კანკალის გამო ეს პროცესი გაგვიგრძელდა.
ჩემი მზერა შეყინულიყო მისი თლილი თითების ფალანგებზე, რომლებიც იმდენად მიჭერდნენ, რომ ნათლად დაინახავდი, სისხლის მოძრაობა, ლამის, შემწყდარიყო.
მერვეზე შეჩერდა. ხელმარჯვნივ შეაბრუნა თავისი დაკუნთული ტორსი და თავისუფალი ხელი ჯინსის უკანა ჯიბისკენ წაიღო. გასაღები ჟღარუნით მოარგო კლიტეს და გააღო.
წამით შევავლე კარს თვალი. მაღალი იყო. გალაქტიკის ფონად მოხატული და თეთრი ორნამენტებით შემკული. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ხელით იყო ნახატი და შევჩერდი. წამოვიდგინე ხისფერთვალებას ათასფერი საღებავით მოსვრილი ნატიფი თითები, რომლებიც საოცრად ოსტატურად ეფერბოდნენ ამ ვეება კარს და მასზევე აცოცხლებდნენ ფერთა უკვდავ გამას. ჩემი გონების მიერ დახატული სიტუაციის შემხედვარე, სასიამოვნო ჟრჟოლამ ამიტანა.
- შემოდი. - მითხრა ბოხი ხმით და ნაბიჯი გადადგა ბინისკენ. მე კი კვლავ ვიდექი და მონუსხული ვუმზერდი ამ ქმნილებას. გვერდულად გამომხედა და წარბები შეჭმუხნა. უდაზო სახეზე ერთდროულად კითხვა და უკმაყოფილება გამოესახა. კედელს მიეყრდნო და ხელები ჯიბეებში ჩაიცურა. - გეშინია ?
- არა. - თავი გავაქნიე. თვალებით კარზე მივუთითე. - ეს…
- ჩემი შედევრია. - გაეცინა და წამით მზერა ჩემზე შეაჩერა.
- ხატავ ? - ჩავეკითხე.
- უფრო ვერთობი. - მის მზერაში რაღაც დავიჭირე, აილინ. რაღაც უცნაური, ამოუხსნელი, მიმზიდველი. - ეგრე ამბობენ ხოლმე და რეალურად სასწაულებს ქმნიან. - ჩაიბურტყუნე და ნაბიჯი სიღრმისკენ გადავდგი.
- გამონაკლისებიც არსებობენ. - ჩაილაპარაკა და ოდნავ გამიღიმა. კვლავ გაუჩნდა ლოყაზე ნაოჭი და მეც გამიჩნდა სურვილი მას შევხებოდი. გზა დამითმო და სახლში შევედი.
სიმყუდროვის მელოდიის მოსმენის ბედნიერება გქონიათ, ოდესმე ?
ნაცნობი აურა, სიმყუდროვე, სიმშვიდე…
ფრთხილად შევაბიჯე, როგორც მე მომეჩვენა, მელოდიურ სიბნელეში და რატომღაც მომინდა აქ არსებული მათრობელი არომატი რაც შეიძლება ღრმად ჩამესუნთქა. ეს ? ეს მისი სურნელი იყო, შეზავებული საღებავისა და სიგარეტის სუნთან. ამას მაშინ მივხვდი, როცა სასიამოვნო არომატით გაჟღენთილმა, მძიმე ჰაერმა ჯერ ჩემი ნესტოების კედლებზე იმოგზაურა, შეწითლებული ბაგე გამიპო, სასულეში ელვის სისწრაფით გადავიდა და მეტასტაზებივით მოედო ორივე სასუნთ ორგანოს. ფილტვებში გაისმა, თითქოს, მელოდია. დაიჯერებ ? ძალიან უცნაურია, არა ? აილინ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამას ვერ უარვყოფ. სუნთქვა შემეკრა და ვცდილობდი ეს მათრობელი მელოდია, ჩემი აცახცახებული, სუსტი ორგანიზმიდან, გარეთ არ გამომეშვა. სულ რაღაც ორიოდე წამში, მან შეძლო და საკუთარ თავს მიმაჯაჭვა. იმდენად ჰარმონიული იყო მისი ჟღერადობა, რომ მომენტალურად დავისაკუთრე. არც კი მიკითხავს, ეკუთვნოდა კი ის ვინმეს ? შიშმა შემიპყრო, რომ გაიპარებოდა და ვერ მოვუსმენდი. რამდენიმე წამის შემდეგ, ლამის, ვიგრძენი სახეზე როგორ გავწითლდი უჰაერობისგან და მხოლოდ შემდეგ ვინებე და ხარბად ჩავისუნთქე აქ არსებული ჰაერი. მელოდია კი კვლავ აგრძელებდა ჟღერადობას ჩემ შიგნით. სულ ტყუილად მეშინოდა, რომ გამეფანტებოდა.
- პირდაპირ. - თითქმის ჩურჩულით მითხრა. არ შვეყოვნებულვარ და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი.
მისაღებ ოთახში რომ შემოსულიყავი, აილინ, იფიქრებდი, რომ მთელი სამყაროს ფერადმა ქაოსმა აქ ინება დაბინავება. ოთახის ყველა კუთხეში სხვადასხვანა ფერის საღებავი იწონებდა თავს. ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ახალ ფერებს ბადებდნენ.
ღიმილად დაიხატნენ ჩემი სახის ნაკვთები. ერთი შეხედვით, სრულიად უცხო პიროვნებამ თავისთან მომიყვანა ისე, რომ სახლში არსებული სიტუაცია არ გაითვალისწინა. რეალურადაც ასე იყო, მაგრამ ვიცოდი, ასე მარტივად არ იქნებოდა ყველაფერი. ან… ან უბრალოდ მინდოდა, რომ არ ყოფილიყო.
იატაკზე ფურცლები, ეყარა სხვადასხვა ფერის თითების ანაბეჭდებით დამშვენებული. თავიდან უბრალო ნახატი მეგონა, მაგრამ, როცა დავაკვირდი, შევამჩნიე მკრთალი ნაცრისფერი ხაზები, რომელნიც ფერად ანაბეჭდებს შორის მედიდურად გამოჭიმულიყვნენ და არ სურდათ, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ ნათითურებს დარჩენოდათ.
ერთ-ერთ ფურცელს ფრთხილად დავწვდი. მთელი “ნახატის” აღქმისას ძლიერმა ჟრუანტელმა დამიარა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. შიგნეულობა ჩამეწვა და სახე ამიხურდა. გაოცების, აღფრთოვანების შეძახილი აღმომხდა უხმოდ და მივხვდი…
მართლაც საოცარი ადგილი უჭირავს მუსიკას ჩემს ცხოვრებაში, აილინ !
მეორე და მესამე ხაზს შორის დიდებულად გამოყვანილმა, ათასფერმა ვიოლინოს გასაღებმა საოცრად მომნუსხა. ბაგე მკრთალმა ღიმილმა გამიპო და სწრაფად მივბრუნდი უკან.
კედელს იყო მიყრდნობილი ზურგით და მოხრილი ფეხით. ცალ ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მეც, რა თქმა უნდა, მზერა მის თითებზე მიმეყინა რამდენიმე წამით. ძალიან უხდებოდა მოწევა მის ტუჩებსა და თლილ თითებს. მეორე ხელს ჯინსის ჯიბეში მიუჩინა ადგილი.
მოხდენილად იდგა.
თვალები ოდნავ მოეჭუტა და მახვილი, დაკვირვებული მზერით დიდხანს მოათვალიერებდა. არა, მომეჩვენა, თითქოს, ეს მზერა ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დაკვირვებული. უცნაური შეგრძნება დამრჩა, რომ ის ცდილობდა ჩემში შემოღწევას თვალების გავლით და… არამარტო თვალების.
- მუსიკისა და მხატვრობის შერწყმა ? - ვკითხე, თუმცა პასუხი აშკარა იყო. ადგილს მოსწყდა და მომენტალურად აღმოჩნდა ჩემ წინ. თავი ოდნავ დამიქნია და მისი ყელის მოძრაობა მამცნობდა, რომ მან ყელში ნორმაზე მოზრდილი ნერწყვი გადააგორა. საინტერესოა, რაზე ფიქრობდა.
- ულამაზესი თვალები გაქვს. - ხრინწიანი ხმით მითხრა და უკან დაიხია. მარცხენა ფეხის ქუსლზე იდგა რამდენიმე წამი, შემდეგ ქუსლზევე შეტრიალდა და ათასფერად მოხატული კარადისკენ აიღო გეზი. უხმაუროდ გამოაღო და ვისკის ბოთლი გამოიღო. ჭურჭელი ხმაურით დადო ჟურნალის მაგიდაზე, სადაც ჟურნალის გარდა ყველაფერი იდო.
- ხშირ შემთხვევაში ჩემი თვალები დაცინვის საგანი უფროა. - ჩამეცინა მე და მესამედამდე გავსებულ ვისკის ჭიქას დავწვდი. სახეზე ირონიული ღიმილი გამომესახა, ბავშვობის გახსენებისას.

“სხვადასხვა ფერის თვალები !”
“მუტანტი ხარ !”
“უშნო !”
“ფუუ !”

და ათასი მსგავსი მწარე რეპლიკა. მაშინ შვიდის ვიყავი, სერიოზულად მწყინდა და შენთან მოვრბოდი, აილინ, გახსოვს ? ცხარე ცრემლებით ვტიროდი და შენი დანახვისას მუჭით სწრაფად ვიწმენდდი მარილიან ბურთულებს ღაწვებიდან. არ გიყვარდა ჩემი ცრემლების ცქერა. სასტიკად ბრაზდებოდი, მაგრამ იმდენად ნაზად გამიღიმებდი და დედობრივი სითბოთი დამიყვავებდი, რომ მაშინვე ვიტრუნებოდი შენი ალერსის მოლოდინში. აღფრთოვანების დამალვა უკიდურესად მიჭირდა, როცა შენი ღიმილისა და აწყლიანებული თვალების უკვდავ ტანდემს ვაწყდებოდი. სუნთქვა მეკვროდა, როცა შენი სუსტი ხელები მეხვეოდნენ და ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ ნაზი მოფერებით.
გახსოვს ? მეუბნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, როცა ტირი, მაინც უსაშველოდ გიხდებაო. მე გებუტებოდი და ზურგს გაქცევდი. ვიცოდი, ზურგიდან აუცილებლად მომეხუტებოდი და მეტყოდი, ულამაზესი თვალები გაქვსო.
ახლა კი…

- არ მესმის ასეთ სილამაზეს როგორ უნდა დასცინო. - ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა და დივანზე, თავის გვერდით ადგილას ხელი ორჯერ დაჰკრა. მანიშნა დაჯექიო. სისხლისფერ ტუჩებს შორის კვლავ ჰქონდა მოქცეული ნახევარი სიგარეტი და პერიოდულად ღრმა ნაფაზებს ურტყამდა.
დავჯექი იქ, სადაც მანიშნა. მისი სხეულის ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ შეუძლებლადაც ვგრძნობდი ათეულ სანტიმეტრზე. მაგრამ გამოგიტყდები, აილინ. მასთან შეხების სურვილმა ჩემში დაბადებასთან ერთად სწრაფად გაზრდაც მოასწრო და უჩვეულოდ დიდი ძალით მიტევდა.
- ჩშშ… - დაბინდული მზერა მტყორცნა. - გესმის ? - მკითხა ჩახრინწულმა ხმამ და არარეალური მიზიდულობის ძაფები გაჭიმა ჩვენ შორის.
თითქმის მთელი სხეული ქვემოთ ჩააცურა. წელითა და ზურგით ეყრდნობოდა მოცისფრო-მონაცრისფრო დივნის ფუმფულა, რბილ ზედაპირს. ჭერს ჩააშტერდა დაჟინებით და ძალაუნებურად მეც გამექცა ჩემი ორი სფეროსებრი ზემოთკენ.
სუნთქვა შემეკრა-მეთქი რომ გითხრა, დამიჯერებ ?
გულმა რამდენიმე დარტყმა რომ გამოტოვა, იცი ?
თვალის გუგები გამიფართოვდა, როცა ჭერს შევაგებე ჩემი ამღვრეული მზერა. ნოტების კაცი წარმოგიდგენია ? ჰო, ნოტებისგან შემდგარი კაცი. თეთრი ფერის საღებავით დახატული. არა, რძისფერი უფრო იყო. გალაქტიკის ფონზე იდგა, ან სულაც თავად გალაქტიკაში. მისი მბრძანებელი იყო. ხელში რამდენიმე ბუშტი ეჭირა… ბუშტები მზის სისტემის პლანეტები იყო.
ღრმად ჩავისუნთქე და სმენა დავიძაბე. ჯერ სუსტი ხმა მოვიდა ჩემთან, ძალზედ შემზარავი და სასტიკი. უმალ ვიცანი, ეს მკაცრი და სამართლიანი სატურნი იყო. უნებურად ავცახცახდი, თითქოს ცოტაც და მომწვდებოდა, განმგმირავდა თავისი სამართლიანობის გრძნობით, მაგრამ რატომ მეშინოდა წარმოდგენაც არ მაქვს, უსამართლო ჩემს დღეში არ ვყოფილვარ. ბნელი და ჩამთრევი პლუტონის ხმა არანაკლებ შიშისმომგვრელი იყო, მაგრამ ეს შიში სასიამოვნოდ ელამუნებოდა ჩემი სმენის აპარატს. ინტერესი მიმძაფრდებოდა და არ მსურდა ნოტთა პლუტონისეული წყობა შემწყდარიყო. ვერცხლისფერი მთვარის ჟღერადობა მეტად მსუბუქი გახლდა წინა ორთან შედარებით, აილინ. ძალიან სასიამოვნო იყო და მაჰიპნოზებდა თითქოს. მომენტალურად მოქმედებდა შენზე და მთვარეულად გადაგაქცევდა.რაც შეეხება ვენერას, მისი ხმა არამდგრადი და ხმამაღალი ტონალობის იყო, სიმართლეს გეტყვი და არ მომხიბლა. ლურჯი ბურთი ნეპტუნი კი ლუციდურ სიზმრებში გადასროლას მპირდებოდა თავისი გამაბრუებელი მუსიკით.
დედამიწა კი…
აქ ყველა ხმა შეწყდა.
ყველა, გარდა ერთისა.
ბინდგადაკრული თვალები ჭერს მოვწყვიტე და ძალიან ნელი ტემპით შევაბრუნე თავი მარჯვენა მხარეს. მის ხისფერებს შევეჩეხე და კვლავ ჯუნგლებში აღმოვჩნდი. ამჯერად ჭაობში ვიძირებოდი და არა, აილინ, სულაც არ მსურდა აქედან თავის დაღწევა. პირიქით, მსურდა რაც შეიძლება ღრმად შემოეღწია ჩემში და ხავსივით მოსდებოდა მთელ ჩემს ირეალურ ბუნებრიობას.
მესმოდა მხოლოდ ერთი ხმა, მისი სუნთქვის ხმა… ღრმად სუნთქავდა, მისი მკერდის პერიოდულ აზიდვებს მშვიდი, რიტმული სუნთქვა ერთვოდა თან და ამ სიმშვიდით მშლიდა. შეშლილი იყო მისი სიმშვიდე.
წამით შეწყვიტა აქ არსებული, დიადი სურნელით გაჟღენთილი ჰაერის ჩაშვება ფილტვებში და მე დავფეთდი. დედამიწამ მუსიკა შეწყვიტა.
ნაჩქარევად წამოვხტი და ხელი მისი სახისკენ წავიღე. დაჟინებით მომშტერებოდა და ვიგრძენი სახეზე ალმური როგორ მომედო. ეს-ეს იყო ხელის უკან წაღებას ვაპირებდი, რომ მაჯაში მომკიდა და ოდნავ მიმიზიდა.
ხელისგულზე ვიგრძენი მისი სისხლისფერი ტუჩების არანორმალურად მაღალი ტემპერატურა და დენდარტყმულივით შევკრთი. ამ ჟესტს თან მისი ამოსუნთქვა მოჰყვა და ჰაერის ცხელი ნაკადი მთელ ხელზე მომეფინა. მთელი სხეული დამეხორკლა და არაადამიანურად გავბრუვდი. ბაგე ოდნავ გამეხსნა და თვალები მძაფრი შეგრძნებებისგან მიმელულა. მან კი დრო იხელთა, ოდნავ მომქაჩა და მეც უმალ მის კალთაში აღმოვჩნდი პირისსახით მისკენ.
- გჯერა ერთი ნახვით ადამიანის გაშიფრვის ?
- გააჩნია, გაშიფრვაში რა იგულისხმება. - ვცდილობდი გონს მოვსულიყავი, მაგრამ ალბათ მიხვდები, რომ მიჭირდა.
- მომწონს შენი აზროვნების თანმიმდევრობა. - ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმოდა. მე კი თვალებს ვერ ვახელდი. ქუთუთოები ერთმანეთს მიეწებნენ და არაფრის დიდებით არ სურდათ დაშორება.
- მაშინაც კი, როცა ვერ ვაზროვნებ ? - ტუჩის კუთხეებმა ზემოთკენ აიღეს გეზი და ღიმილით მომიხატეს სახე.
- აშკარად. - ჩაეცინა.
- სანამ არ გაიგებ კონკრეტულად რას გულისხმობს ადამიანი, როგორ უნდა უპასუხო მის შეკითხვას ? - როგორღაც მოვახერხე და თავი დავაღწიე ბურანს. შევხედე და ლოყასთან გაჩენილმა ნაოჭებმა კვლავ მიიქციეს ჩემი ყურადღება.
- აი, შენ წარმოიდგინე, 99% ზუსტადაც რომ ისე პასუხობს, კითხვა წესიერად გაშიფრული არ აქვს. - მარჯვენა ხელით შავი კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა სანთებელასთან ერთად. ტუჩებთან მიიტანა და მოუკიდა. მოთეთრო-მონცრისფრო კვამლი გამოუშვა შეღებული ტუჩებიდან და ამღვრეული მზერა ჩემზე გადმოიტანა.
გარდა იმისა, რომ მის კალთაში ვიჯექი, სხვანაირად არ ვეხებოდით ერთმანეთს. მაგრამ თავს დავდებ, ორივეს გვკლავდა ძლიერზე ძლიერი სურვილი.
- ბევრთან გაქვს კონტაქტი ?
- ბევრ ასეთთან თუ ჯამში ? - მკითხა და ნაფაზი დაარტყა.
- ჯამში… - ვთქვი და თავი გვერდით გადავაგდე. მან კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია.
- ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება. შენ არა ? - უარყოფის ნიშნად თავი ოდნავ გავაქნიე.
- არ მიყვარს ადამიანები.
- მაგ წინადადებიდან გამომდინარე, შენი დღევანდელი ქცევა მეტად ალოგიკურია, ხვდები ? - წარბი ასწია.
- შენთან კონტაქტზე და ამაზე ამბობ ? - ვკითხე და თვალი ბინას მოვავლე. - დიახ.
- სიმართლეს გეტყვი და საკუთარი თავი გავაოცე. - ვთქვი და მხრები ავიჩეჩე.
- გამიზნულად ? - არ ეცვლებოდა სახის გამომეტყველება.
- არა. - მოვიღუშე.
- რატომ არ გიყვარს ადამიანები ?
- ძალიან რთულია განსაზღვრო გატყუებს ვინმე თუ გულწრფელია.
- მართალია, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც სახეზე აწერია, რომ სიმართლეს ამბობს.
- შეხვედრიხარ მსგავსს ? - ინტერესიანი თვალები მივაპყარი.
- კი. ცოტა ხნის წინ. - თქვა და თვალი ჩამიკრა.
- 99.9% იტყუება და იმედს გიცრუებს… - ნაღვლიანად ამოვილაპარაკე და სევდიანად გამეღიმა.
- მხოლოდ ამიტომ არ გიყვარს ადამიანები ? იმედი გაგიცრუეს ? - ინტერესით გაჟღენთილი თვალები შემომანათა.
- მე არა… - ვთქვი და თავი ჩავქინდრე. ყბები ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე და სიმწრის ცრემლები მოასკდა ჩემს საცრემლე ღარს.
გამახსენდა ის ლაჩარი, აილინ. გამახსენდა და მომინდა მისი საფლავის ამოთხრა, გვამის თავიდან მოკვლა…
- რადგან აკონკრეტებ, რომ შენ არა ე.ი. ვიღაც სხვას… - უჩვეულოდ ჰაეროვნად თქვა და ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო. მოხრილი საჩვენებელი თითი ნიკაპზე გამომდო და თავი ამაწევინა.
- ჩემი და… აილინი. მას გაუცრუეს. - ვთქვი და ხმა გამიწყდა. ცრემლმორეული მზერით ვუყურებდი მას. მან კი რამდენიმე ნაფაზი დაარტყა ზედიზედ და კვამლი დაიგუბა.
თვალს არ მაშორებდა. უხმოდ მიმზერდა, დაახლოებით ნახევარი წუთი. მოიისფრო კვამლი ჯერ კიდე ფილტვებში ჰქონდა დაგუბებული და მე მომინდა მას შევხებოდი.
ფრთხილად და გაუაზრებლად მივაბჯინე აკანკალებული ხელი მკერდზე. მან კი ორივე თავისი ჩემი სახისკენ წამოიღო. შემომაჭდო და თავის სახესთან ახლოს გამაჩერა. ჩვენი ტუჩები ლამის ეხებოდნენ ერთურთს. კოცნის მწველმა სურვილმა დამიარა მთელ სხეულში და პირი გამიშრა. სუნთქვა შემეკრა და ბაგე ოდნავ გავხსენი. მან კი კვამლი ჩემში გამოუშვა.
ოდნავ შევკრთი, მაგრამ მთელი არსებით მივენდე. ფილტვებში შევუშვი მათრობელი იისფერი და კვლავ გავიგონე იქ მელოდია. უფრო ახლოს მივეკარი ხისფერთვალებას და ვიგრძენი, კვამლმა არარეალურად გამაბრუა. სხეული მომიდუნდა, მის მხრებს მთელი დარჩენილი ძალით ჩავაფრინდი და როგორც კი კვამლის ნაკადი შეწყდა, ჩვენი გავარვარებული ტუჩები ერთმანეთს მიეწება.
ტკბილი გემო ჰქონდა სიგარეტთან შეზავებული. ნაზად მიკოცნიდა რიგრიგობით ჯერ ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩს. პერიოდულად მკბენდა და მთელი სხეული მითრთოდა. ამ ფაქტით სარგებლობდა და კიდევ უფრო მაგიჟებდა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა. თანდათან უფრო მომთხოვნი და ცხოველური გახადა ამბორი. მწარედ, მაგრამ უზომოდ სასიამოვნოდ მკბენდა და ბოლოს ჩემ შიგნითაც შემოაღწია. ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა, კბილებს ენას. ოსტატურად დასრიალებდა ჩემს პირის ღრუში და შეგრძნება მქონდა, რომ ენებმა სადღაც სიღრმეში ფარიკაობა დაიწყეს.
ვგრძნობდი როგორ ამითამაშდა ჰორმონები, მაგრამ გამოუცდელობის გამო არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ინსტინქტურად ჩავაცურე ხელი მისი მაისურის ქვეშ და ჩემი მოქმედების პარალელურად მან გაჩერება გადაწყვიტა.
შეჩერდა და სახეში დამაკვირდა. ქოშინებდა. ჩემზე არანაკლებ იყო აღგზნებული, შესაძლოა მეტადაც კი. სახეზე შემოჭდობილი დიდი ხელები და ნატიფი, გრძელი თითები ჯერ კისერზე ჩამომიცურა, შემდეგ მხრებზე, ბოლოს კი წელზე შემომხვია. უფრო ახლოს მიმიზიდა და ჩამეხუტა. ვიგრძენი უცნაური სითბო, რომელსაც იგი ასხივებდა. ეს არ იყო ჟინით აღსავსე სიცხელე, ეს უჩვეულოდ ნაზი სითბო იყო, რომელმაც ბინდი გადამიკრა თვალებზე და საბოლოოდ მომადუნა.
ხელები მოვხვიე და ცხვირი კისერში ჩავურგე. მან კი ტუჩები შუბლზე მომადო, ღრმად ჩაისუნთქა ჩემი თმის არომატი და წამით მეგონა, რომ მთელი თმის სურნელი თან წაიღო.
მე კი მისი ბუნებრივი სუნით ვტკბებოდი და არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ ვნებააშლილს ჩამეძინა.
მძაფრმა ემოციებმა დამღალა და შეგრძნება მქონდა, თითქოს, მან იცოდა და ამიტომაც არ გააგრძელა.

მთელი ღამის განმავლობაში კრთოდა ჩემს ბაგეზე მკრთალი ღიმილი.

…….


3 - გესმის ?


მთელი ღამე სასიამოვნოდ გამაბრუებელ ბურუსსა და ილუზორულად რეალურ სიზმრებში გავატარე. მათი მთავარი გმირი კი, როგორც უკვე მიხვდი, აილინ, იყო ის უცნობი. რა სასაცილოა, მისი სახელიც კი არ ვიცი ! მაგრამ იმდენად ახლოა, იმდენად ჩემი, რომ ამას მნიშვნელობა ეკარგება… ან პირიქით ! ეზრდება.
სიზმარშიც კი, ჩემს ფაქიზ ყურთასმენას წვიმის უკვდავი მელოდია, პლანეტების შემაძრწუნებელი ნოტთა წყობა და რაც მთავარია, დედამიწის ჰარმონიული ჟღერადობა, უცნობის სუნთქვის სახით, მოსვენებას არ აძლევდა. ვგრძნობდი წყვილ თვალს მომართულს ჩემკენ და ეს მაიძულებდა დავრწმუნებულიყავი, რომ გუშინდელი უცნაური და გასაოცარი დღე არ ყოფილა უბრალოდ ჩემი უშრეტი ფანტაზიის ვეებერთელა ნაყოფი. ის დღე განეკუთვნებოდა სრულ სინამდვილეს, ხოლო ამის გააზრება ძილშიც კი სუნთქვას მიკრავდა, მთელ ჩემს სხეულზე ჭიანჭველების ურიცხვ, ბრძოლისთვის მზად მყოფ ლაშქარს დაატარებდა და მიუხედავად ტკბილი ძილისა, მაიძულებდა შფოთშეპარულ ბორგვას.

ფანჯარაში დაუკითხავად შემოჭრილმა მზისფერმა სხივმა ჩემს სახეზე გადაწყვიტა ნებივრობა. ასკინკილით შემოირბინა ჩემი ყველა ნაკვთი და ზედ ქუთუთოზე შეჩერდა. წარბები შევჭმუხნე და ძლივს-ძლივობით წამოვიწიე. სხეულზე მეტად თავისუფალი სამოსი ვიგრძენი და აღმოვაჩინე, რომ ხაკისფერი, რამდენიმე ზომით დიდი პერანგის ამარა ვიწექი ფუმფულა საწოლში, აშკარად არ მეკუთვნოდა მე. როგორც კი თავი ზემოთ წამოვწიე მის დაჟინებულ მზერას შევეჩეხე. ბორდოსფერ, საკმაოდ მოზრდილ სავარძელში იჯდა. ფეხები განზე გაედგა, ხელები კი სავარძლის სახელურებზე ჩამოედო. ხისფერი თვალები ოდნავ ჩამუქებოდა და ჩამთრევი მწვანე შეპარვოდა.
ერთხანს გარინდული ვუმზერდით ერთურთს. აილინ, ვერ მივხვდი რას ვგრძნობდი. არათუ ვერ აღვწერ, უბრალოდ ვერ მივხვდი და მორჩა.
წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. ოდნავ შევკრთი, მაგრამ ადგილი არ შემიცვლია. კატის მოქნილობითა და ჩუმი ნაბიჯებით მომიახლოვდა, სწრაფად დაიხარა და თავისი ცხელი ტუჩები შუბლზე მომაწება. ელექტრულმა მუხტმა მოიარა მთელი ჩემი სიფრიფანა სხეულის აურაცხელი რაოდენობის ატომი. სწრაფადვე მომშორდა და გავიდა ოთახიდან. დამუხტულიყო არამხოლოდ ჩემი სხეული, არამედ ჰაერში შემავალი ატომებიც კი. ოთახში არსებული აირი უსაშველოდ დამძიმდა.
წამოვხტი და აბაზანისკენ გავიქეცი. მარტივად ვიპოვე იგი და ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი. წყლის ანც წვეთებს მივეცი საშუალება მოეხსნათ ჩემთვის დაძაბულობასთან ერთად მსუბუქი თრთოლა, მაგრამ, მიუხედავად წვეთების არაერთი მცდელობისა, თრთოლამ ჩემი სხეული მაინც არ დატოვა.
პირსახოცის ამარა გავედი მისაღებ ოთახში, რადგან ჩემი ტანისამოსი, საძინებელში, სადაც გავიღვიძე, ვერ ვიპოვე.
დახლთან იჯდა, ეწეოდა და მოიისფრო კვამლს ცოტა ხნის დაგუბების შემდეგ ჰაერში უშვებდა, სულ ოდნავ შეხსნილი ბაგიდან. ჩემდა გასაკვირად, მოკლესახელოიანი მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. პერიოდულად ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და იქვე მდგარ სავსე ვისკის ჭიქას ხელს მაგრად უჭერდა.
ჩემი შესვლისთანავე შეკრთა. ნელი მოძრაობით მოაბრუნა თავი ჩემკენ. ჩამუქებული თვალები აემღვრა და გახევდა. ისე მიმზერდა მის სახეზე არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებულა და მეც, რა თქმა უნდა, დავიძაბე, აილინ. პირი გამიშრა და ხელები გულმკერდთან მოვმუჭე. მოზრდილი ნერწყვი გადავუშვი საყლაპავ მილში და აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- ჩემი ნივთები… ვერ ვიპოვე… - უხერხულად შევიშმუშნე, ის კი კვლავ დაჟინებით მიცქერდა და წამით უმოძრაო ქანდაკება მეგონა კიდეც.
- მოდი ჩემთან. - უჩვეულოდ ბოხი ხმით მომმართა და მისმა მისტიკურად მაჰიპნოზებელმა ტონმა მომენტალურად აამუშავა ჩემი შფოთშეპარული ორგანიზმი და მისი მიმართულებით დავიძარი. მინდოდა სირბილით მივვარდნოდი და მეკითხა რა სურდა, წამის მეასედებში ამესრულებინა მისი სურვილი, მაგრამ სხეული ჯიუტად მიიწევდა წინ მაქსიმალურად ნელი და დინჯი ნაბიჯებით, თითქოს მილიმეტრობით ვსაზღვრავდი ნაბიჯის სიგრძეს. ვცახცახებდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, თუმცა მის სახეს თუ დაუკვირდებოდი, აილინ, მიხვდებოდი, რომ ჩემი მცდელობები აბსოლუტურ კრახს განიცდიდნენ, ყოველ ჯერზე.
მის წინ გაუბედავად დავდექი. თვალებში ვუყურებდით ერთურთს და წამით ყველა ხმა შეწყდა, გარდა დედამიწის ჟღერადობისა. მისი მკერდი მოძრაობდა და სუნთქვა ჰარმონიულად შერწყმული დინჯი ნოტების განუყრელ ერთობლიობას ქმნიდა. მისი ცხელი სუნთქვა მოშიშვლებულ, რელიეფურად გამოყვანილ, გრძელ, ლულისებრ,ლავიწის ძვალზე მეფინებოდა და სასიამოვნოდ მაბრუებდა. მისი ხისფერი თვალები ვნებისგან ამღვრეულიყვნენ. თითქოს, თვალის უბეებიდან გადმოდიოდნენ, გველებად გარდაიქმნებოდნენ და მთელ სხეულზე მეჭდობოდნენ ისე, რომ მოძრაობის საშუალება არ მქონდა. სხეულში რაღაც ბურთისმაგვარი შემეკრა, წელსქვემოთ ლივლივით ნელა ჩაცურდა და ფეხებშუა დაიწყო რიტმულად ფეთქვა.
ხელები ჯერ კიდევ მკერდთან მქონდა მომუჭული, მან კი ნელი მოძრაობით ჩამავლო მაჯებში თავისი თლილი თითების ფალანგები და თავის რელიეფურ მხრებზე დაალაგა ჩემი, ჯერ კიდევ სველი, ხელები. მისი კიდურები ვიგრძენი წვივებზე და შევკრთი. ზემოდან ვუყურებდი პირდაპირ თვალებში. სიგარეტი ტუჩებს შორის მოემწყვდია და უჩვეულოდ სწრაფად არტყამდა ნაფაზებს. თვალები ოდნავ მოჭუტა და წვივიდან ბარძაყამდე ხელი ნაზად აასრიალა. ჟრუანტელმა მაიძულა მის მხრებზე დადებული ხელებით ჩავფრენოდი მას, შემეგრძნო ეს დაკუნთული რელიეფი ბოლომდე და ჟრჟოლა გამეათმაგებინა.
ბროლის კბილების ხილვა კიდევ ერთხელ მერგო ძღვენად, ირონიული ტუჩის ჩატეხვის სახით. ისევ მიიპყრო ჩემი გაფანტული ყურადღება ლოყასთან გაჩენილმა მიმზიდველმა ნაოჭმა და შეხების სურვილი ჩემი ნებისყოფის კლდეს აზვირთებული ტალღების მსგავსად უმოწყალოდ მიეხეთქა.
მზერას არაფრის დიდებით არ აშორებდა ჩემს თვალებს. ორივე ხელისგული მჭიდროდ მიაწება ჩემს ბარძაყებს და რაც შეიძლება ახლოს მიმიზიდა. სხვანაირად აჟღერდა დედამიწა, თითქოს. ღრმად ჩავეფალი იმ შეგრძნებათა მორევში, რომელსაც მიქადდა მისი შეცვლილი ნოტთა წყობა. მისი სუნთქვა ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სუნთქვა. ჩემს სხეულში დაუკითხავად შემოპარული რიტმული ფეთქვისა და მისი სხეულიდან გამომავალი ჰაერის მასის შერწყმა უჩვეულო, ჩამთრევ ტანდემს ქმნიდა, რომელიც ჩვენს აღელვებულ სისხლში ერთდროულად ერეოდა და წითელი მოლეკულების ჰაეროვან ცეკვად იხატებოდა.
თეთრი, ხორკლიანი ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ძლივსღა იკავებდა თავს, რომ სხეულზე არ შემომძარცვოდა, ბოლო გაბრძოლებად დაიკლაკნა და ძირს დაეცა. გაუაზრებლად მოვაშორე ხელები მის მხრებს და ეს-ეს იყო უნდა დამეფარა შერცხვენილი სხეული, რომ კვლავ ვიგრძენი მისი ფალანგები მაჯებზე. ვთრთოდი და მრცხვენოდა. ღაწვები შემიფაკლდა და რიტმულმა ფეთქვამ ფეხებშუა ტემპს უმატა. ვუყურებდი მის ანთებულ თვალებს და მიუხედავად ენით აღუწერელი სირცხვილისა, მსურდა, რომ მის ხისფერ, ჯუნგლებისმპყრობელ თვალებს ემოგზაურათ ჩემი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულში. მსურდა გამეგონა მისი თითების სრიალი ჩემს გრძელ კისერსა და ლავიწის ძვლებზე. ჰო, მუსიკის მსგავსად გამეგონა და შემესისხლხორცებინა.
ფრთხილად დააბრუნა უკან ჩემი სიფრიფანა ხელები და თითები ფრთხილად შემოხვია ჩემს წელს. გავარვარებული ტუჩებით ფითრისფერ მუცელზე ფრთხილად შემეხო და სველი, ჟრუანტელის მომგვრელი კოცნა დამიტოვა ზედ. მისი თვალები კი წამითაც არ ტოვებდნენ ჩემი ლიბრგადაკრული მზერის მცირე არეალს, მაგრამ მწველი კოცნისგან გამოწვეულმა მხურვალებამ მთელ ტანში დამიარა, მხრებში მთელი ძალით ჩავაფრინდი და დაუფიქრებლად გადავაგდე თავი უკან, თვალები მივლულე და ჩემს ახურებულ ბაგეს სიამოვნების მკრთალი კვნესა მსწრაფლ მოსწყდა, ჰაერში რამდენიმეჯერ დატრიალდა და ხმამაღალი ექოსავით გაიფანტა პატარა ოთახში, ეს ოთახი კი მთელი უკიდეგანო სამყარო მეგონა, ამ დროს. წამოდგა და წელზე შემოხვეულ ხელებს მიმართულება შეუცვალა და სავსე გავის გავლით კვლავ ბარძაყებს დაუბრუნდა. ხელში თოჯინასავით ამიტაცა და წამის მეასედებში ფუმფულა სავარძელში მიმიჩინა ადგილი საკუთარ თავთან ერთად. სულ ცოტა მაკლდა და მის კალთაში აღმოვჩნდებოდი. გაოცებული თვალებით ავხედე და მის თვალებში ცხოველურ ვნებასთან შერწყმული სპეტაკი სინაზე დავლანდე ერთად მოცეკვავე სუნთქვის მუსიკაზე.
- გესმის ? - ჩურჩულით მკითხა და ქათქათა კბილები ღიმილად დახატა. შუა და საჩვენებელი თითი თვალებშუა მომადო და ნელი მოძრაობით დაიძრა ქვემოთკენ. გავიტრუნე და… კანზე მოსრიალე თითების მელოდია გაგიგონია ? როგორც კი ეს ჟღერადობა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მკერდი უნებურად ამოვზნიქე და ღრმად ჩავისუნთქე. ფეხებშუა ფეთქვა მომენტალურად ძლიერდებოდა და აჩქარებას უმატებდა. ხოლო როგორც კი უცნობი ფეთქვის არეალს საკუთარი ფალანგებით შეეხო მუხლები გაუაზრებლად შევატყუპე და ქვედა ტუჩზე სისხლამდე ვიკბინე. თავისუფალი, მარცხენა ხელით სახე მისკენ შემაბრუნებინა და ვნებააშლილი დამაცხრა ბაგეზე. ცალი ხელი კისერში მომიჭირა, ცალით კი წრიული მოძრაობით სტიმულირება გააგრძელა. მთელი სხეული გველივით მეკლაკნებოდა უცხო, აღუწერელი სიამოვნებისგან. კოცნას შორის ხმამაღალ კვნესას ვერაფერს ვუხერხებდი, რომელიც სახეზე ალმურს მდებდა და დამალვის სურვილს მიღვიძებდა. როგორც კი მისმა ნატიფმა თითებმა სიღრმეში შეაღწიეს ხელში ვწვდი და მწარედ მოვუჭირე. ის კი არ ჩერდებოდა, აგრძელებდა უფრო სწრაფი ტემპით, უფრო ძლიერად, უფრო ველურად… ვიგრძენი როგორ გაიზარდა სხეულში არსებული ბურთი, ვიგრძენი როგორ დაიშალა იგი ათიათასობით პაწაწინა ნაწილაკად და უზარმაზარი სიამოვნების აქაფებულმა ტალღამ ჩემი ნებისყოფის მედგრად მდგარი კლდე მსწრაფლ ჩამოშალა.
მის მკერდს მივებჯინე და თავი ძლივს-ძლივობით წამოვწიე, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა. ხისფერები არაადამიანურ სიამოვნებას ასხივებდნენ. თვალის გუგები გაფართოვებოდა და მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
მსუბუქი და მძლავრი მოძრაობით ამიტაცა ხელში პირისსახით მისკენ, მხრებზე შემოჭდობილი ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ განვალაგე, ხოლო ფეხები წელზე მოვხვიე ინსტინქტურად. საძინებელში შევიდა სწრაფი ნაბიჯით და საწოლზე გადამაწვინა. ჩემს ყურთან ახლოს დაიხარა და მკითხა.
- გესმის ? - მკითხა და ყელში ხმაურიანად მაკოცა. მაისური და შარვალი სწრაფად მოიშორა სხეულიდან. ვგრძნობდი, ძალიან სცხელოდა. ფეხებშუა მომექცა და ოდნავ დამაწვა. ვიგრძენი მისი გამაგრებული ასო, რომელიც საცვალში აღარ ეტეოდა. ერთიანად ავცახცახდი აღგზნებისგან და გავით უცნაური, ძლივსშესამჩნევი მოძრაობა დავიწყე. ჩაეცინა და საცვლის ტყვეობისგან რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდა. ხელები თავსზევით ძლიერად დამიჭირა და ერთიანი ბიძგით აღმოჩნდა ჩემში. სიმწრისგან წამოვიკივლე და დასხლტომა ვცადე, მაგრამ არ დამანება. ნელი მოძრაობით ცდილობდა დაეამებინა ჩემთვის ტკივილი, მაგრამ, თვალს მომდგარი ცრემლის თხელი, პრიალა ფენის მიუხედავად, მაინც ვამჩნევდი როგორ უჭირდა თავის შეკავება. ღრმად სუნთქავდა და მხრები დასძაბვოდა. მისი ნავარჯიშები სხეული არანორმალურად მიზიდავდა და მაიძულებდა შევკუმშულიყავი ზუსტად იქ, სადაც ახლა უცნობი ბატონობდა. ის კი ამას გრძნობდა და ძარღვები ებერებოდა კისერსა და ხელებზე.
სხეული ოდნავ მომიდუნდა. ბიძგები თანდათან უფრო სწრაფი და მომთხოვნი გახდა. მთელ სახეს მიკოცნიდა, მკერდს ვნებამორეული ეალერსებოდა და ჭკუიდან იშლებოდა, როცა, თავის მხრივ, მეც საოცარი სიამოვნებისგან ვიზნიქებოდი და საშუალებას ვაძლევდი ბოლომდე დამტკბარიყო ჩემი ბრინჯაოსფერი სხეულით.
ამ დროს კი მესმოდა… მესმოდა უკვდავი მელოდია, ვნების მელოდია, სინაზის მელოდია. სხეულში შემომიძვრა და ზედ ყურთან აფრქვევდა თავის, სწრაფ ფეთქვად დაღვრილ, ნოტებს. ორივეს შემოგვიძვრნენ კანქვეშ, სისხლძარღვებში შეიპარნენ, ბორდოსფერ ნაწილაკებს მნიშვნელოვნად გაასწრეს და შეღონებული გული ბოლომდე თავის ტკბილი მონობის ბასრ კლანჭებში მოაქციეს. არც ერთი ჩვენგანი ამ მუსიკის შემდეგ არ იქნებოდა იგივე, რაც მანამდე იყო. ერთი და იგივე მუსიკა ჩქეფდა ჩვენს სისხლძარღვებში სისხლის ნაცვლად.
თავბრუდამხვევი ორგაზმების კასკადი ულმობელად დაგვაცხრა თავს. სიამოვნების კვნესამ გააყრუა საძინებელი ოთახი და ქვეყნად ჩვენი და ჩვენი მელოდიის გარდა ჩემთვის სხვა არაფერი არსებობდა.


- მესმის… - ჩურჩულით ვუთხარი, როცა სიამოვნებისგან გათანგულები ვიწექით და თვალმოუშორებლად შევცქეროდით ერთმანეთს. მივხვდი, რომ მის ხისფერ თვალებში ჩაბუდებულმა ჯუნგლებმა საბოლოოდ დაისაკუთრეს ჩემი რაობა. მკრთალად გამიღიმა და ჩემკენ ახლოს მოცოცდა. ცხვირი კისერში ჩამირგო და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი.


დღის პირველი საათი იყო. მსუბუქი თქორი ეფინებოდა სწრაფი ტემპით ქალაქს, ცაში მოფარფატე ნაცრისფერი ღრუბლებიდან ცის ცრემლები წვრილი, მზესთან გაბუტული წვეთების სახით ეცემოდნენ აწ უკვე სველ ტროტუარს და უცნაურად მყუდრო გარემოს ქმნიდნენ.
ისევ ხაკისფერი ვეება პერანგი მეცვა და კაბად მერგებოდა. მიუხედავად დაღლილობისა და ტკივილისა, წამოვდექი და სარკესთან მივედი. სხვადასხვა ფერის თვალები მიმზერდნენ. მარჯვენა ცისფერი იყო, მარცხენა ხასხასა მწვანე. სიმართლეს ვიტყვი, მწვანე ფერის თვალი უფრო მომწონდა. სახეზე მზის შვილები მომრავლებულიყვნენ. დაჭორფლილი ნაკვთები მიხდებოდა, მგონი. მომცრო ზომის სწორი ცხვირი მქონდა და მოწითალო, საშუალო ზომის ტუჩები. სარკეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ერთი-ორჯერ დავტრიალდი კიდეც და ტრიალის ხანმოკლე პროცესში სავარძელზე დადებულ ტყავის ქამარს მოვკარი თვალი. ფრთხილად, ქურდივით მივეპარე, ხელი დავავლე და წელზე მოვირგე. კვლავ დავუბრუნდი საკუთარ ანარეკლს და კმაყოფილმა ჩავიღიმე. შავი, გრძელი გეტრები მოვირგე და ფეხის წვერებზე გავედი ოთახიდან.
ისევ დახლთან იჯდა, იდაყვები ჩამოედო მასზე და ფეხები გაეშალა. მუქი ლურჯი ჯინსის შარვალზე ელვა შეხსნილი ჰქონდა, მაისური კი არ ეცვა. სიგარეტი კბილებში მოექცია და ჭერს უმზერდა. ისე იყო გართული თავისი შედევრის თვალიერებით, რომ მეგონა ვერ გაიგებდა ჩემს მიახლოებას, მაგრამ როგორც ხელი მისი სახისკენ წავიღე, მომენტალურად მწვდა მაჯაში და თავის მკლავებში მომიმწყვდია. სიგარეტს ჯერად ჩემს ტუჩებს შორის მიუჩინა ადგილი და მკითხა.
- გაგშიფრე.
- და ?
- ჩემთვის გაგშიფრე.
- შიფრი რთული იყო ?
- არა, ჩემთვის გაგშიფრე. - მითხრა და მომხიბვლელად გამიღიმა. მე კი ცხოვრებაში პირველი ნაფაზი დავარტყი და სასწაული ხველა ამიტყდა. ის კი დამცინოდა და ჩემი გაბუტვები უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
- ვისაუზმოთ ? - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
- რაღა დროს საუზმეა. ორი დაიწყო. - ავკისკისდი.
- როცა გაიღვიძებ, საუზმეც მაშინ უნდა მიირთვა.
- ჰოო ? კარგი. - ჩავიცინე და მივმართე. - აბა, ბრალიანო მიმტანო, გუშინდელი კრუასანი მეტად გემრიელი იყო.
- მადმუაზელ ! - წამოიძახა და ისეთ პოზაში ჩადგა, რომ ხელკავი მისთვის აუცილებლად უნდა გამომედო.

ცხოვრებაში პირველად შემეძლო სრულიად უცხო ადამიანთან ასე თამამად და გახსნილად ვყოფილიყავი, აილინ. ვგრძნობდი, რომ მასთან შემეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი, გულის გადაშლა თუ ფიზიკური კონტაქტი. არა, ვტყუი. ის აღარ იყო უცხი, შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილა კიდეც. ახლა ვხვდები როგორ შეგეძლო გყვარებოდა, ერთი შეხედვით, სრულიად უცნობი ადამიანები, მიგეძღვნა მათთვის ცხოვრება და ბოლო ამოსუნთქვაც კი. სინამდვილეში არ არიან ისინი უცხონი. ისინი შენში ცოცხლობენ, შენში ვითარდებიან და საჭირო დროს ჩნდებიან შენს ცხოვრებაში. ზოგჯერ თქვენი გზები იყოფა, მაგრამ ის მელოდია, რომელიც თქვენს ვენებში ჩქეფს სისხლის ბოლო წვეთამდე შეინარჩუნებს საკუთარ შიფრს.
მან გამშიფრა. საკუთარი თავისთვის გამშიფრა და მეც ჩემთვის დავადე შიფრი მას.

ნელი ნაბიჯით გავუყევით გზას კაფემდე. ხელში გაუხსნელი ქოლგა მეჭირა, ცის ცრემლები კი მის ნაცვლად ჩვენს სხეულებს ეხეთქებოდა. წვიმის მელოდია, შერწყმული დედამიწის ჰარმონიულ ჟღერადობასთან მისი, სუნთქვის სახით. მეტი რა უნდა მენატრა, აილინ ?
ისევ იმ ადგილს მივუჯექი, კუთხურს, ფანჯარასთან.
- ისევ კრუასანს მიირთმევ ? - მკითხა დამთბარი ხმით.
- ისევ ის მიმტანი მომემსახურება ? - ღიმილით დავუბრუნე კითხვა.
- რა თქმა უნდა. სხვა უფლებას ვერ მივცემ, უბრალოდ. - მითხრა და წამოდგა. რამდენიმე წუთში ორი ყავითა და კრუასანით დაბრუნდა უკან.
- ბრალიანი მიმტანის სტატუსით ისევ სარგებლობ ? - ვკითხე, როცა ისე დაჯდა ჩემ პირდაპირ.
- ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ, მადმუაზელ. - თქვა და თვალი ჩამიკრა. მისი ფრაზები არ იყო უბრალოდ ჰაერზე წამოსროლილი, ფლირტისმაგვარი სიტყვები, აშკარად ვგრძნობდი, რომ იყო მათში რაღაც ამოსახსნელი.
- ქვეტექსტებით საუბარი გიყვარს ? - ჩემდა მოულოდნელად ვკითხე.
- ვაღიარებ, მიყვარს. - სახე დაუსერიოზულდა.
- რატომ ?
- რა ჯობია, როცა შენს ქვეტექსტს ადამიანი ხვდება ? შენ კი რწმუნდები, რომ თავისუფლად შეგიძლია მას ესაუბრო ისე, რომ საზოგადოებამ ვერ აღიქვას თქვენი საუბარი იმ მნიშვნელობით, რასაც თქვენ ანიიჭებთ მას. მარტივად რომ ვთქვა, ქვეტექსტი შენს ადამიანთან საზოგადოებაში საუბრის საშუალებაა.
- ქვეტექსტი შიფრია.
- ჩემთვის გაგშიფრე. - გაიმეორა თავისი ფრაზა და გამიღიმა. ერთხანს თვალებში მიყურა, შემდეგ კი ოდნავ ამარიდა მზერა. ამ ქმედებისთანავე მისი სახე ყინულივით ცივი გახდა. გულგრილი გამომეტყველება სახეზე ხავსივით მოედო და მოიცვა მთელი მისი ბუნებრიობა.
ნელი მოძრაობით გავაყოლე თვალი მის მზერას და ჩვენკენ ღიმილით მომავალი ალბინოსი დავინახე. მიტკალისფერი კანი ჰქონდა, ქათქათა თეთრი, კულულა თმები, გრძელი წამწამები და ძლივს შესამჩნევი ტუჩის კონტური. ზეტადანი თეთრი ეცვა, ზემოდან კი შავი ტყავის ქურთუკი მოეგდო, ასევე შავი შარვალი და კედები.
ღიმილითვე მოგვიახლოვდა და დაუკითხავად დაჯდა ჩვენს შორის.
- არ გამაცნობ შენს პარტნიორს ? - საზიზღრად არასასიამოვნო ხმით იკითხა. მისი აურა მეტად შიშისმომგვრელი და ამაზრზენი იყო ჩემთვის. შინაგანად ვგრძნობდი, რომ მსგავსი ბნელი აურის მატარებელი ხალხი იშვიათობა იყო და მაქსიმალურად უნდა მოვრიდებოდი მათ, აილინ.
- არ წარმოადგენს საჭიროებას. - ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა ჩემმა უცნობმა.
- კარგი, მე კარლი, შენ ? - ისევ იმ ყალბი ღიმილით მომმართა. თუმცა რთული იყო გეთქვა, იგი ნამდვილად იღიმოდა ასე, თუ ნიღაბი შეეზარდა უბრალოდ სახეს. - ანდაც არა, არ თქვა, მაინც ვერ დავიმახსოვრებ. - ჩაეცინა და თვალები ირონიული მზერით უცნობისკენ გააპარა. - ძვირფასო, მგონი, ჩვენ სასაუბრო გვაქვს, არა ?
- შენი მეგობრები სად არიან ? - ალმაცერად გახედა უცნობმა.
- ოჰ, შენ, მგონი ჩემზე მეტად გიყვარს ისინი ! - დრამატული სპექტაკლი დადგა კარლიმ.
- კარლი, წადი, სანამ ავმდგარვარ. - ხმა დაუბოხდა და თვალის თეთრი გარსი სულ ჩაუსისხლიანდა. უცნაურია, მაგრამ მისი ხმის ტემბრის სულ ოდნავ ცვლილებასაც კი ვამჩნევდი.
- აჰ, საყვარელო ! - მომმართა კარლიმ. - გირჩევ აქედანვე შეეგუო, სულ ასეთი უხეში და ეჭვიანია ! - საზიზღრად ჩატეხა ტუჩის კუთხე და მთელ ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. - სხვებთან ჰო ასე იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე სულ უფროდაუფრო უხეში და ეჭვის ბუდე ხდება.
უეცრად სხეულზე რაღაც საოცრად ცივი და ოდნავ ხორკლიანი ვიგრძენი. თითქმის მაჯის სისქის იყო და ძალიან, ძალიან გრძელი. ფეხებიდან აუყვა ჩემს სიფრიფანა სხეულს ორივე მხრიდან, წელზე წრიულად შემომეჭდო, მკერდს შემოეხვია და კისრიდან გამოვიდა. ფაქტობრივად, პარალიზებული ვიყავი. სუნთქვა მიჭირდა, ცივმა ოფლმა დამიცვარა შუბლი და ჩემი სახის წინ სასწაულებრივი მეთოდით გაჩენილ ორ თეთრ გველს მისტიკურად ჩამთრევ, მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებში ვუმზერდი. ვხედავდი როგორ საზიზღრად სრიალებდა მათ პირში ორად გაყოფილი ენა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. სხეულს კანკალიც კი დაავიწყდა, აილინ. მხოლოდ ყელში გაჩხერილ ხინჯს ვგრძნობდი, რომელიც ზომაში მატულობდა და თვალებს მაღალი წნევით ასკდებოდა. მთელი ძალით ჩავფრენოდი ყავის ჭიქას და ვცდილობდი როგორმე მოულოდნელობისა და ზიზღის გრძნობისგან აქვე არ ავტირებუკიყავი.
- კარლი ! - იღრიალა ხისფერთვალებამ და ალბინოსს პერანგის საყელოში წვდა. გააფთრებული უმზერდა მას და იცოდა, რომ თუ თავს არ შეიკავებდა მე გველების მსხვერპლი, ხოლო თავად კარლი მისი მსხვერპლი აღმოჩნდებოდა.
- რა უჟმური გახდი ამ ბოლო დროს ! - უკმაყოფილოდ ჩაიცინა კარლიმ. - ადრე თამაშის უფლებას მაძლევდი, ძვირფასო ! - სახეში ირონიულას გაუცინა და შევამჩნიე როგორ გადაეკრო ბორდოსფერ ბრაზს ფითრისფერი უცნობის სახეზე.
- არ გაცოცხლებ! - კბილებს შორის ამოიგმინა.
- წავიდეთ ! - ხელი ჩემი მიმართულებით გამოიწვდინა კარლიმ და გველები მის ნებას დაჰყვნენ, ხელზე შემოეხვივნენ და მის სხეულზე გადაინაცვლეს.

მე კი ჯერ კიდევ ვგრძნობდი მათ ჩემს სხეულზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარლი და გველები წავიდნენ, ამიტყდა კანკალი და მთელი ძალით ჩავაფრინდი უცნობის სხეულს. მივეცი თავს უფლება, რომ ცრემლებს დაესერათ ჩემი შიშისფრად შეღებილი ლოყები. ის კი მეფერებოდა, რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა და მეფერებოდა. ერთადერთი, რასაც მის ხმაში ვგრძნობდი, იყო სიმწარე, რომელიც მისი უძლურებით იყო გამოწვეული ამ მომენტში...


4 - მანია

როგორც კი ჩემმა გაფითრებულმა სხეულმა ინება და შიშშეპარული ცახცახი თანდათან შეწყვიტა, უცნობის ყელში ჩარგული, ფერფლისფერი თმით შემკული, თავი ოდნავ წამოვწიე და მის ლიბრგადაკრულ მზერას მსწრაფლ შევეფეთე. დაუხამხამებლად მიყურებდა და ჩემი სახის ყველა ნაკვთს ზედმიწევნით ზუსტად სწავლობდა, თითქოს. ორი სფეროსებრი ორგანოდან თამამად გამოდიოდნენ მისი გრძელი, თლილი თითები და მთელ ჩემ ფითრისფერ სხეულზე დაძრწოდნენ უმისამართოდ. მაჟრჟოლებდა წარმოსახვითი ფალანგების სრიალის წარმოდგენისას ჩემს ტანზე.
მრისხანება ჩასდგომოდა თვალებში, გადახლართული მწუხარების წვრილ აბრეშუმის ძაფებთან. მდუმარედ მიმზერდა და უხმოდ მთხოვდა თითქოს პატიებას.
უსაშველოდ ნელი ტემპით წამოვიწიე და თვალი გავუსწორე. წამიერად გაიელვა ჩემს არეულ გონებაში კარლის ფრაზამ.

“ადრე თამაშის უფლებას მაძლევდი, ძვირფასო!”

დავითრგუნე. ხელი მკერდზე მივაბჯინე და მისი ძლიერი მკლავებიდან თავის დახსნა ვცადე. სახეში ჯიუტად ჩავაცქერდი. თითქოს მინდოდა მის უზადო ნაკვთებზე ამომეკითხა იმ ეჭვის გასაქარწ....ბელი არგუმენტები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაითესა ჩემში.
- წავიდეთ ? - ჩახრინწული, როგორც მომეჩვენა, ძალზედ სევდიანი ხმით მითხრა.
- კარლი… - დავიწყე, მაგრამ ხმა გამიკრთა. გამაკანკალა და იმ შეგრძნებამ კვლავ დამიარა ტანში, როცა მარმარილოს კანის მფლობელი ორი გველი სხეულზე შემეხო. უზარმაზარი ხინჯი გამეჩხირა ყელში და სუნთქვა წყვეტილი გახდა.
- აღარ მოგეკარება, გპირდები. - კვლავ ჩაუსისხლიანდა თვალის თეთრი პლევრა.
- ვინაა ? - ინტერესის ნაპერწკალი შევნიშნე ჩემს ხმაში, შერწყმული შიშის დამფრთხალ ნოტებთან. ალბინოსმა ჩემში შიშის შემზარავი მელოდიის დახატვა შეძლო. ეფექტი კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ტყავით ვგრძნობდი ამ ამაზრზენი მელოდიის მჟღერ ქაოსურ ნოტებს.
- მარიონეტებით მოთამაშე.
- რას გულისხმობ ?
- ის აძლევს ხალხს ზუსტად იმას, რაც მათ სურთ, სანაცვლოდ კი იღებს იმას, რაც თავად უნდა.
- და რა უნდა მას ? - მოზრდილი ნერწყვი გადავაგორე საყლაპავ მილში და ტუჩებზე მივაშტერდი უცნობს, თითქოს წინასწარ მსურდა სისხლისფერ ბაგეზე წამეკითხა ის, რის თქმასაც აპირებდა.
- საკუთარ თავს ადამიანური რეაქციის შემგროვებელს უწოდებს. - მოკლედ მითხრა. ვგრძნობდი იმ დაძაბულობას, რომელსაც მოეცვა მისი მხრების კუნთები, დაეჭიმა ძარღვები კისერზე და მოემუშტა ნატიფი თითები, რომლითაც იგი თამამად და ოსტატურად დასრიალებდა ჩემი სხეულის იმ კუთხეებში, სადაც არავინ მის გარდა არ ყოფილა და არ იქნება.
- ანუ, მას მხოლოდ რეაქციები აინტერესებს? დადებითი, უარყოფითი, ტკბილი, მწარე… ამას მნიშვნელობა არ ააქვს ? - თვალები გამიფართოვდა.
- დადებითი, უარყოფითი და მსგავსი სულელური ცნებები მისთვის არაფერს წარმოადგენს. ყველაფერი პირობითია, რაც სხვისთვის ცუდია, ჩემთვის შეიძლება კარგი იყოს და ეს იცის კარლიმ. ამის გაცნობიერების შედეგად კი ვღებულობთ იმ მონსტრს, რომელსაც ჰქვია კარლი.
- გაცნობიერებას ყოველთვის არ შედეგამდე მივყავართ ? - ჩავეკითხე. საოცარ მიზიდულობას ვგრძნობდი მის მიმართ, როდესაც იგი საუბრობდა ფილოსოფიურ თემებზე.
- ყოველთვის არა. ფანატიზმის გამოვლინებაა ის, რასაც კარლი აკეთებს. - თქვა მან და მზერა ამარიდა. ვხედავდი როგორ ცდილობდა დაუოკებელი ბრაზისგან აკანკალებული სხეულის დამორჩილებას, მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა.
- რას აკეთებს კარლი… - უფრო მტკიცებითი წინადადება გამომივიდა, ვიდრე კითხვითი. სწრაფად შემოაბრუნა თავი ჩემკენ და მე მისი შემეშინდა. თავს დავდებ, აილინ, ის ამ მომენტში ისე მოკლავდა ადამიანს, თვალსაც არ დაახამხამებდა.
- წავიდეთ. - მითხრა და ხელი ჩამჭიდა. მიუხედავად აფექტის მდგომარეობისა, მისი თითები მეტად ნაზად შემოეხვივნენ ჩემს თხელ ხელს. ვუმზერდი მის ზურგს და ჩემს ბურუსით მოცულ გონებაში წარმოქმნილი აურაცხელი რაოდენობის პასუხგაუცემელი კითხვებისგან თავის დახსნას სრულიად ამაოდ ვცდილობდი.
ვინაა კარლი ?
რატომ ემორჩილებიან მას გველები?
რას ნიშნავდა მისი ფრაზა ?
რას მალავს უცნობი ?
შეუძლია თუ არა მას ადამიანის მოკვლა ?
რატომ ვენდობი მე მას ?
სანდოა კი საერთოდ ?
ჰომ შემეძლო მეკითხა ? ჰო, დამესვა კითხვები. ადამიანისთვის, გამეგო მისი სახელი, ცხოვრების სტილი, მეგობრები… მაგრამ, აილინ, არ მინდოდა. რა სულელურია, რა უცნაურია, რა ბრიყვულია… მაგრამ არ მინდოდა, თითქოს, ვგრძნობდი, რომ ამ ინფორმაციით იმ დიად მუსიკას, რომელიც ჩვენს შორის გაჟღერდა შეურაცხყოფას მივაყენებდი. ამიტომ გავჩუმდი და მივყევი მისი ადიდებული მდინარის სწრაფ და ყინულივით ცივ დინებას, რომელიც წარმოდგენაც არ მქონდა საით მიმაქანებდა. არ ვიცნობდი მას და მდინარის ქვა-ღორღს გვერდს ვერ ვუვლიდი, რომელნიც ჩემ წინ ისვეტებოდნენ წრიულად მოძრავი კითხვების სახით.

ვსეირნობდით, თან კი დუმილის მელოდიით გაჟღენთილი მძიმე, მაგრამ ჩვენეული ჰაერი გვიმშვენებდა გვერდს. ყურებში ათასგვარი მელოდია ჩამესმოდა. მას მერე, რაც უცნობი გავიცანი, ჩემს ყურთასმენას მრავალი, ადრე შეუმჩნეველი, ხმა სწვდებოდა. მართლაც ზედმეტად ადამიანური იყო ის მუსიკა, რომელსაც უცნობმა მაზიარა.
ამასობაში კი ცაზე მზე ზანტად გადაცოცდა დასავლეთის მხარეს და ცამ რუხ საბურველში გახვევა ინება. თუმცა იქ, სადაც ცის კაბადონი სამუდამოდ ეწებება ზღვის ლივლივა ზედაპირს, მოსჩანდა სისხლისფერშეპარული წითელი ნათება, რომელმაც ორივე დაგვაჰიპნოზა თითქოს და ჩვენც ზღვის ქვიშიან ნაპირს მივაშურეთ.
იმდენად ციოდა, რომ სუსხი ძვალ-რბილში ატანდა, მთელ კანს ყინავდა და სითბოს არ აძლევდა მცირედ არსებობის საშუალებასაც კი.
მოვიბუზე და გაუცნობიერებლად მივეკარი ჩემ გვერდით, ქვიშაზე მჯდომ ხისფერთვალება უცნობს. ფართოდ გამიღიმა და ბროლის კბილებმა კვლავ მომჭრეს თვალი თავისი გამოჩენით. ხელი მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა.
- ადამიანთა ნდობა როგორია, შენთვის ? - უნებურად თავი წამოვწიე, როცა ეს კითხვა მოსწყდა მის მიმზიდველ ბაგეს.
- რას გულისხმობ ? - ჩავეძიე.
- როგორც შენ აღიქვამ, ისე გამეცი პასუხი. - თქვა და თვალებით დაიწყო ჩემი სახის შესწავლა.
- გააჩნია ადამიანს… მის აურას. ჰო, მის აურას გააჩნია. ზოგჯერ უბრალოდ ხვდები, რომ უნდა ენდო და მორჩა. - არც კი ვიცოდი რაზე ვსაუბრობდი.
- იმედი რომც გაგიცრუოს ? - წარბი ასწია მან.
- ჰო… უბრალოდ ინსტინქტებს მივყვები, ეს სასიამოვნოსთან ერთად საინტერესოცაა, ჩამთრევიც.
- ტკივილი ?
- ზოგჯერ ტკივილიც სასიამოვნოა. - ჩურჩულით ამოვიკნავლე მე. ცხოვრებაში პირველად შევძელი ამის ხმამაღლა გაჟღერება. მეშინოდა, რომ შეშლილად შემრაცხავდა, მაგრამ მის წინაშე სრულიად უიარაღოდ ვგრძნობდი თავს. თავდაცვის საშუალებაც კი წამართვა, თითქოს. ბაკანი, რომლითაც თავს ვიცავდი რეალობისგან თავისი გამოჩენით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შემომაძარცვა. სულიერად გავშიშვლდი მის წინაშე და ეს დამთრგუნველთან ერთად სასიამოვნო სიტუაციადაც მესახებოდა.
- მაზოხისტური დამოკიდებულებაა. - ჩაიცინა. - მესმის. - შეფიქრიანებული ხმით დაამატა და ოდნავ შევცბი.
- სადისტურზე რას იტყვი ? - შეპარვით ვკითხე და გავიტრუნე, პასუხის მოლოდინში. ცერად გადმომხედა და სიგარეტს მოუკიდა.
- სადისტს არ ჰგავხარ.
- არც ვარ.
- ჰო ?
- ჰო ?! - რომ ჩამეკითხა გავოცდი. ამით თითქოს მაიძულებდა საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩავსულიყავი და გადამემოწმებინა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე.
- ხედავ ? მარტივია ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა, თუ ცოტას კიდევ მიაჭერ უკვე სადისტის იარლიყს ატარებ. - გამიღიმა.
- ადამიანი აიძულო გამოხრას საკუთარი თავი შიგნიდან ? - გაკვირვებად დაიხატა ჩემი სახის ნაკვთები.
- არა, გამოხრის შემდეგ ადამიანის შინაგანი სამყაროს ძვლები მაინც რჩება. როცა აიძულებ ეს ძვლებიც გააცამტვეროს, საკუთარი თავი შთანთქას და მოსპოს, მაშინ ხარ ე.წ. სადისტი. - მსწრაფლ აენთო ხისფერი თვალები. წარმოუდგენლად დიდი ჟინითა და სურვილით აენთო. შეშლილს ჰგავდა, იდეით შეპყრობილს. ხისფერ, ჯუნგლების მპყრობელ, უძირო თვალებში ბობოქრობდა გენიის სისხლისფერი ცეცხლი, რომელსაც შეეძლო გზად ყოველივე გაენადგურებინა, რასაც კი ოდნავ მაინც შეეხებოდა. ვიგრძენი მისი შინაგანი სამყაროს არაადამიანური აალება და ეს სადიზმის მკვლელი მელოდიით გაჟღენთილი, წითელი ალი შეუხებლად მიწვავდა სიცივისგან ლურჯშეპარულ, დახორკლილ კანს.
- შენ… - ხმა ამიკანკალდა, მაგრამ, აილინ, ვერ გავუგე საკუთარ თავს, ეს კანკალი სხეულში შემოპარული შიშის იყო, გამძაფრებული ინტერესის თუ ნანახისგან განცდილი დაუშრეტელი სიამოვნების.
- არ გიღირს შიფრი. - მოკლედ მითხრა და თვალი შეავლო გავარვარებული ბურთის შერწყმას ზღვის პრიალა ზედაპირთან.
- რა იცი მიღირს თუ არა ? - ვიგრძენი როგორ აიწია ჩემი სხეულის ტემპერატურამ, ყურებში მიწიოდა ბრაზის აფექტური ნოტთა წყობა.
- ვიცი. - ნაღვლიანი ღიმილი შემომანათა და გული სიცივემ დამიწვა.
- არავინ იცის სხვა ადამიანი. - კბილების ღრჭიალით წარმოვთქვი მე და მოვშორდი. გვერდით დავჯექი და არ ვეხებოდი.
- სხვა არა, მაგრამ საკუთარი ჰომ იცის ?
- არა, არავინ იცის, ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, არც შენ მიცნობ და არ გაქვს უფლება ჩემ მაგიერ ილაპარაკო.
- კარგი, მე საკუთარი თავი ვიცი, მეტნაკლებად მაინც, ამიტომ მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ გიღირს. - სახეზე უემოციობა აღებეჭდა.
- შენ არ იცი მე რა მსურს. - ჯიუტად ვიმეორებდი სათქმელს, რომელიც მინდოდა, რომ გაეგო, მაგრამ, როცა მის ცალყბა, თუმცა დამთბარ ღიმილს შევეგებე, გავჩუმდი. ერთადერთხელ ამოვიბურტყუნე. - შენ არ იცი…
- მოდი ჩემთან. - იმდენად სევდიანი იყო მისი ხმის მუსიკა, რომ, როგორც კი სხეულში შემოიჭრა, იმ წამსვე მომიწამლა სისხლი. გულმა რეჩხი დამიწყო.
მივუცუცქდი და თითქოს პეპელას სიმსუბუქე მქონოდა, ხელის ერთი მოსმით ჩამისვა კალთაში პირისახით თავისკენ. ხელები ძლიერად მომხვია და სურდა შევესისხლხორცებინე. მთელი ვნებით მიკრავდა გულში და რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა ჩემს ყელში თავჩარგული. ღრმად სუნთქავდა და მისი სხეულის მაღალი ტემპერატურა მათრობელა მელოდიად იღვრებოდა ჩემში. მისი ფალანგები რიტმულად მეფერებოდნენ ზურგის მალებზე და სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდნენ. მივეკარი და ლამის, კატასავით ავკრუტუნდი. ხელში ამიყვანა, თავისი ზურგის მხრიდან. ადგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ჩუმად მითხრა სახლში წაგიყვანო. ცუდად მენიშნა, მაგრამ ვუთხარი მისამართი.
მის ზურგს მიხუტებულმა გავატარე დრო სანაპიროდან ჩემს ბინამდე.
როგორც კი სანაპირო ზოლს გავცდი, იქვე, შორიახლოს, დავლანდე ქათქათა თოვლისფერი თმები, რომელნიც ეკვროდნენ გოგონას სახეს. ხელები გულმკერდთან მოემუჭა და გვიყურებდა. ძალიან ლამაზი იყო და გავუღიმე. მან კი წარბი შეკრა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მისმა ქცევამ მეტად გამაოცა, მაგრამ ცხვირში უცნობის მათრობელა არომატმა შემიღიტინა და გოგოც წამის მეათასედში მივეცი დავიწყების დინებას.
ლიფტშიც კი უცნობის სხეულს ვეკვროდი მთელი არსებით და ვცდილობდი, ზედმიწევნით ზუსტად, დამემახსოვრებინა იგი. წინათგრძნობა მოსვენებას არ მაძლევდა, ვცქმუტავდი შინაგანად, რეალობაში კი ძლიერად ვებღაუჭებოდი მის სხეულს. ყურებში ყრუ გუგუნი გაისმა და ეს ხმა, რომელსაც მელოდიას ვერ დავარქმევ, ისე შემოიპარა ჩემს სუსტ ფილტვებში, რომ მისი იქედან განდევნა არ ძალმიძდა.
ფრთხილი მოძრაობით დამსვა და თვალებში ჩამაჩერდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, მაგრამ დაღლილობისგან სხეული დამეძაბა. აილინ, არ მინდოდა, არ მინდოდა მემზირა მისი თვალებისთვის, ზედმეტად სევდიანნი იყვნენ ისინი. მითრევდნენ და ამავდროულად კიდეც კინწისკვრით მაგდებდნენ თავიანთი სამფლობელოდან.
ნელა დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ, რამდენიმე სანტიმეტრში შეჩერდა და ენა გადაისვა საკუთარ ბაგეზე. ღია კარის კიდეებზე ჰქონდა ხელები მიბჯენილი, მე ზღურბლზე ვიდექი და ჩემდა უნებურად, ჩემივე ინიციატივით, წავეტანე მის სველ ტუჩებს. მიუხედავად გაღვიძებული ვნებისა, ფრთხილად მივაწებე მის ბაგეს საკუთარი, ჯერ ზედა დავუკოცნე, შემდეგ ქვედა. შუბლი შუბლზე მომადო და თვალები მილულა. ღრმად ჩაისუნთქა და მომშორდა.
ვუმზერდი მისი რელიეფური მხრების, ოდნავ შესამჩნევ, რხევას და გული ტოვებდა დარტყმებს. ყელს უზარმაზარი ბურთი მიეხეთქა და სცადა თვალების გავლით რეალიზებულიყო სამყაროში, მაგრამ ამის საშუალება მხოლოდ ერთადერთ წვეთს მივეცი, რომელიც სწრაფადვე მოვიწმინდე, ხაკისფერი, რამდენიმე ზომით დიდი, პერანგით. ხელები მოვხვიე საკუთარ თავს და მსურდა პერანგი კანის მაგივრად მეგრძნო.



ერთი.
ორი
ოთხი.
თოთხმეტი.
თექვსმეტი.
ზუსტად თექვსმეტმა უსახო, ცარიელმა,ფერწართმეულმა და უმელოდიო დღე-ღამემ განვლო მას შემდეგ, რაც უცნაური უცნობი ვიხილე ბოლოს, ჩავხედე მის უძირო, ჯუნგლების მპყრობელ, ხისფერ თვალებში, საიდანაც ლიანები გამოდიოდნენ და მთელ სხეულზე მეხვეოდნენ ისე, რომ მოძრაობის მცირე საშუალებაც კი არ მქონდა, მას შემდეგ, რაც შევეხე მის სისხლისფრად შეღებილ, საშუალო ზომის ბაგეს, რომელიც კოცნის შემდეგ, ძლივს შესამჩნევად, იზრდებოდა ზომაში. თექვსმეტი დღე-ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც მან ჩემს სხეულზე შექმნა უკვდავი მუსიკა თავისი გრძელი, ნატიფი თითების ფალანგებით, რაც სინაზისა და ვნების მელოდიები შეერწყა ერთმანეთს და ჰაერში ექოს სახით გაიფანტა, ხოლო მისი საძინებელი მთელი სამყარო იყო, მას შემდეგ, რაც ის იყო მელოდია მთელ სამყაროში…
მთელ დღეებს გარეთ ვატარებდი. არ შემეძლო იმ ადგილას გაჩერება, სადაც მისი ფეხი არ დადგმულა, სადაც მან ჰაერი არ ჩაისუნთქა, სადაც მისი სუნთქვის მელოდია არ გაჟღერებულა. დავძრწოდი ქუჩებში და სხვადასხვა ფერის თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით. ვეძებდი და გული მწყდებოდა, რომ ვერ ვპოულობდი.
სანაპირო-კაფე
კაფე-სანაპირო
ქუჩები…
ეს იყო ჩემი მარშრუტი მთელი ამ დროის განმავლობაში და ყოველდღე, როდესაც მე სახლიდან გამოვდიოდი ვხედავდი იმ ქათქათა თოვლისფერთმიან გოგონას, რომელიც სულ თან დამყვებოდა. ერთი-ორჯერ დავეჭვდი, ჰომ არ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ…
მისი სახლისკენ არ გამიხედავს, რატომღაც ყოველ ჯერზე, როცა მასთან მისვლას დავაპირებდი, გონება მიწიოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი. რომ იქ ისეთს შევხვდებოდი, როგორიც არ უნდა მენახა. მეც ვუჯერებდი, ფეხები უკან მრჩებოდა, როცა მის კორპუსს ჩავუვლიდი.
მეთექვსმეტე დღეს კი დავინახე როგორ შევიდა თოვლისფერთმიანი მის სადარბაზოში და ცუდად მენიშნა. ბრაზმა ამიტანა, მრისხანების მელოდია გუგუნებდა ყურებში და სისხლი ამიდუღდა.
დაუფიქრებლად გავეშურე მისი ბინისკენ, ლიფტს არ დაველოდებივარ, მერვემდე კისრისტეხით მივრბოდი. მომენტალურად შევჩერდი, როდესაც მისი ბინის კარი ღია დავლანდე. გავხევდი და გულისცემა ყელში მომებჯინა. თვალებზე ლიბრი გადამეკრო და როცა გალაქტიკისებრი კარიდან გოგონა გამოვიდა სახტად დავრჩი. ბრაზი აირია გაოცებაში და ადგილს მიმალურსმა.
ძალიან ლამაზი იყო, ფითრისფერი კანი და ქათქათა წამწამები, ძლივს შესამჩნევი, დიდრონი ტუჩის, კონტური და სავსე მკერდი. გამოყვანილი ლავიწის ძვლები და ღია ცისფერი თვალები.
ჩემს დანახვაზე სიმწარემ გადაურბინა სახეზე და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა. მე კი გახევებული ვიდექი და შევყურებდი ნახევრად ღია კარს, რომელშიც შესვლა ესოდენ ძლიერად მწადდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ნაბიჯი
ნაბიჯი
ნაბიჯი…
სჯობდა არ შევსულიყავი ?
მისაღები ოთახის მოცისფრო-მონაცრისფრო, ფუმფულა დივანზე კარლი იყო მოკალათებული თავისი გველებითურთ. ხმამაღლა საუბრობდა და თან მათ ეფერებოდა. თვალი მოვავლე ოთახს და მისი მოსაუბრე ვიპოვე…
ვიპოვე იატაკზე გაშოლტილი, რამდენიმე შპრიცის თანხლებით. ვიპოვე თვალებჩასისხლიანებული ნივთიერებისგან მიღებული სიამოვნების ე.წ. “ლომკით”. რამდენიმე სავსე შპრიცი იდო ჟურნალის მაგიდაზე, თუმცა მთელ სხეულში აუტანელი ტკივილის მიუხედავად არ ეკარებოდა.
ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ვიპოვე…
აილინ, მერე რა ?
მერე რა ?
მერე რა ?
შესაძლოა ყველაზე ბანალურ ფრაზადაც კი მონათლო, (და, ალბათ, ასეც არის), მაგრამ ამ სიტუაციისთვის სხვა შესატყვისს ვერ ვიპოვი ასე ზუსტად რომ ასახავდეს ყოველივეს.
"მუსიკა ნარკოტიკია."
ყველაზე მძაფრად მოქმედი და სულაც არ ვანიჭებ არანაირ მნიშვნელობას იმას, რომ სხვა სახის ნარკოტიკს არასოდეს უგემია ჩემს ვენებში სეირნობის სიამოვნება. არათუ მე არ მიგრძვნია, თავად ნივთიერებას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ შერეოდა ჩემს სწრაფად მოძრავ, ბორდოსფერ სისხლს, უმანკოება წაერთმია მასში შემავალი უმცირესი ნაწილაკებისთვის და გაებრუებინა ისინი იმდენად, რომ კონტროლი დაეკარგათ და მთავარ მამოძრავებელ ორგანოსთან, ტვინთან წვდომა არათუ არ შეეძლოთ, არამედ სურვილიც კი არ გასჩენოდათ მასთან კონტაქტის.
ამის მაგიერ მუსიკის ცელქად და ბავშვურად მოთამაშე ნოტები სანოტო სისტემაზე და მათი დედის მსგავსად მკაცრი, მაგრამ მაინც თბილი ვიოლინოს გასაღები მეხვევიან გარსს და ჩემს თვალებში წარმოქმნიან ლურჯ ცაზე ერთადერთი, ვეება ვარსკვლავის მსგავს დიად ბრწყინვალებას, რომლის დანახვა მხოლოდ მას ძალუძს.
შიშის, ინტერესის და სიამოვნების ცახცახმა აიტანა მთელი ჩემი ბრინჯაოსფერი სხეული. სახეზე ალმური მომედო და თვალის გუგები გამიფართოვდა. ნაბიჯი სიღრმისკენ გადავდგი და კვლავ ვიგრძენი ფილტვებში ნოტების ჟღერადობა.
- ოჰ, უსახელო ! - მხიარულად მომმართა კარლიმ. მე კი კუს ნაბიჯებით მივიწევდი უცნობისკენ. - რა სასიამოვნო სანახავია არა ? - გადაიხარხარა და იმდენად ამაზრზენი მეჩვენა მისი სიცილი, რომ გულისრევის შეგრძნებამ დენივით დამარტყა. - ეს ორი კვირა სულ ასეა, რამ გააგიჟა ჰომ არ იცი შემთხვევით ? - ირონიულად და რიტორიკულად მესროლა კითხვა კარლიმ, მაგრამ არ გავჩერებულვარ.
მივუახლოვდი უცნობს და როგორც კი მან დამინახა იმწამსვე სცადა წამოწეულიყო. იდაყვებს რის ვაივაგლახით დაეყრდნო და თვალებში ჩამხედა. მისი სევდიანი ხისფერების დანახვისას ცრემლი მომერია და თვალები ლაპლაპა, თხელმა ცრემლის ფენამ დამიფარა. მომენტალურად დავინახე აგრესია მის თვალებში და სახეზე, ხელი მკრა და მიღრიალა.
- გადი ! წადი ! მომშორდი ! არ მჭირდები ! - ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდა, მე კი მისი არ მესმოდა ან არ მსურდა გამეგო. არ მწყენია, არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ, მიხაროდა მისი ნახვა… აილინ, მიხაროდა, გესმის ? გული მიგართხალებდა რომ ვხედავდი, არ მეცოდებოდა, არც ზიზღს მგვრიდა, ის ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, ის მოქმედებდა ჩემზე, ჩემს მაზოხისტურ ბუნებას ერგებოდა და ტანჯვის მელოდიად იღვრებოდა. აილინ, ბოლომდე შევტოპე იმ ჭაობში, რასაც მუსიკა ერქვა.
რამდენჯერაც ახლოს მივიწევდი, იმდენჯერ ხელს მკრავდა და მიშორებდა, ასე გრძელდებოდა უსასრულოდ, რასაც კარლის რეპლიკები ერთვოდა თან, გამაღიზიანებელი, საზიზღარი, მაგრამ მე არ მესმოდა. ერთადერთი, რაც მსურდა, იყო მოვხვეოდი მას, გულში ჩამეკრა და მოვფერებოდი. არ მეთქვა მისთვის არც ერთი საშინელი სიტყვა, არ მეთხოვა მისთვის თავის დანებება, მე მსურდა მას გაეგონა ჩვენი უკვდავი მელოდია, რომელიც ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ეტყოდა მას.
და როგორც იქნა გამომივიდა. დაიღალა. მუხლებში მოხარა ფეხები და იდაყვებით მათ დაეყრდნო, ხელები სახისკენ მიიტანა და თავი ჩარგო. თმა აბურძგვნოდა, ზედატანი არ ეცვა, ჯინსის ელვა გაეხსნა და სხეული უთრთოდა.
ახლოს მივჩოჩდი და ხელებსა და ფეხებს შორის შევძვერი. ხელები ზურგზე მოვხვიე და სხეულზე ავეკარი. კანკალებდა, კბილებს აღრჭიალებდა, ძარღვები დაბერვოდა და თავს ძლივს აკონტროლებდა. ხელები ძლიერად მომხვია და ლამის ძვლების ატკიებამდე ჩამეხუტა. ღრმად სუნთქავდა ჩემი თმების არომატს და ცალი ხელით პერიოდულად ქაჩავდა ჩემს ფერფლისფერ თმას ქვემოთკენ.
- ღმერთო, რა გულისამაჩუყებელი სანახაობაა ! დიდი სიამოვნებით გიცქერდით კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ საქმეები მაქვს ! - მხიარულად წამოხტა კარლი. უცნობს ზურგიდან მოუარა და თვალებში ჩამაჩერდა. - უსახელოვ, მეტად საზიზღარ ადამიანთან გააბი ურთიერთობა, ხვდები ამას ? - თვალებში შემომცინა. ველოდი, რომ უცნობი რეაგირებას მოახდენდა, მაგრამ იგი ჩუმად იყო. ძლიერად მიჭერდა ხელს და ოდნავ ჩაეცხრო კანკალი.
- შენ საზიზღრობაზე არაფერი გეთქმის. - მოკლედ მოვუჭერი და თვალი გავუსწორე.
- აჰ, მე და საზიზღარი ? უბრალოდ ვაგროვებ, ძვირფასო ! მეტი კი არაფერი ! - ირონიულად გამიღიმა. მისი ორი გველი კი ჩემს სახეს სწავლობდა გულმოდგინედ. არ მეშინოდა მათი, მთელი ყურადღება ახლა ორ ფეხზე მოსიარულე გველისკენ მქონდა მიმართული. - ფრთხილად იყავი, შესაძლოა მის გამო - და უცნობისკენ მიმითითა. - რაღაც შეგემთხვეს ! - გადაიხარხარა და მე გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე მოსწყდა ჩემს სხეულს უცნობი და კარლის სახეში უთავაზა. პირველი ვერა, მაგრამ დანარჩენის ასხლეტა მოახერხა ალბინოსმა. - ნახვამდის ! სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, უსახელო ! - კვლავ მისწვდა ჩემს ყურთასმენას მისი ხარხარი, მაგრამ ახლა უკვე სადარბაზოდან.
- მოვკლავ ! გავგლეჯ ! საკუთარ გველებს ვაჭმევ მის ხორცს ! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა უცნობი. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს მისვლა მეშინოდა, მაინც გავრისკე. ხელებს უმისამართოდ იქნევდა და შემთხვევით მეც მომარტყა. კარადას მივეხეთქე და წელი მწველმა ტკივილმა ამიწვა. ხმამაღლა დავიკვნესე და მომენტალურად გამოფხიზლდა. ახლოს მოვიდა და საბოდიშო სიტყვებს ბუტბუტებდა. ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ აიღო გეზი. ნაცნობმა სურნელმა თავბრუ დამახვია და მივეკარი მის სხეულს.
საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა, თავი ფაიფურის თოჯინა მეგონა. ადგა და ერთხანს ზემოდან მიყურებდა, შემდეგ კი სხეული აუცახცახდა, ხელისგულით თვალები მოიფშვნიტა და ღრმად ჩაისუნთქა.
წამოვიწიე და მეორე ხელზე ფრთხილად შევეხე, ოდნავ შეკრთა, შემომხედა და მის ჩაშავებულ და ჩასისხლიანებულ თვალებში გულისტკივილი გაკრთა. გული შემეკუმშა და თავი გავაქნიე, უარის ნიშნად.
- არ გიღირს… - ხრინწიანი ხმით მომმართა და ზურგი შემაქცია. წამოვდექი საწოლზე და ზურგზე ავეკარი, საოცრად მომნატრებია მისი სურნელი, სუნთქვა, სხეული… - არ გიღირს, არა ! - კბილებს შორის გამოსცრა და გააკანკალა. ხეები ყურებზე მიიდო და ჩაიკეცა. - წადი ! სანამ დროა, წადი ! - უეცრად წამოხტა და ჩემი სახე თავის ხელებს შორის მოიქცია. - გესმის ? ჩაგყლაპავ, არარაობად გაქცევ, ჩაგკლავ ! გესმის ? წადი ! - გამტყდარი და მრისხანებაშიპარული ხმით მეუბნებოდა, მე კი ვხვდებოდი, ჰო, ვხვდებოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, რომ არ მატყუებდა, მაგრამ უცნობთან დარჩენა მინდოდა. მთელი არსებით მსურდა დედამიწის მელოდიის გაგონება ყოველწამს, მინდოდა მასთან ერთად მეპოვა იდეალური ჟღერადობა.
- არ წავალ ! - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი. - არ წავალ, არასდროს წავალ, იდეალური ჟღერადობა უნდა ვიპოვოთ ! - სახეზე იმედგაცრუება გამოესახა, რომელიც მსწრაფლ შეცვალა გააფთრებამ.
- არ გესმის ! როგორ არ გესმის !
- მიღირს. - ვთქვი და თავი ჩავქინდრე, არ მსურდა მისი დატოვება.
- ჩემი ხარ ! - ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა და მხეცური მოძრაობით გადამაწვინა საწოლზე. ოთხზე დამაყენა მასთან ზურგშექცევით და თმაში მომქაჩა. ტკივილისა და სიამოვნებიისგან ამოვიკვნესე და ამან უფრო გააველურა. მისი პერანგი სწრაფად გადამიწია და ერთადერთი ბიძგით აღმოჩნდა ჩემში. წელში გამასწორა, ყელში ხელი მომიჭირა და ზედ ყურთან მიჩურჩულა. - ჩემი ხარ ! - მის რეპლიკას ძლიერი ბიძგი მოჰყვა, რომელმაც აზროვნების უნარი დამიქვეითა. ის ეუფლებოდა ჩემს სხეულს, ყოველი შემდეგი ბიძგი იყო წინაზე უფრო ძლიერი, სწრაფი, მტკივნეულად სასიამოვნო. სუნთქვა არ მყოფნიდა, მკბენდა, კისერში ხელს მიჭერდა და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა. ვგრძნობდი, საკუთარი თავი ეზიზღებოდა, მაგრამ იგი ახლა იყო ის, ვინც იყო სინამდვილეში და ეს ფაქტი მძრავდა. გულის სიღრმეში მსიამოვნებდა მისი ამგვარი ბუნება და ფანატიკური სიყვარულით მიყვარდებოდა, აილინ.
ის მე ჩემთვის გავშიფრე…


5 - იდეალური ჟღერადობა

ადრიანი დილით ტანში მწარე ტეხამ გამაღვიძა და აუტანელი ტკივილი მაღვიძარას გულისამრევ როლს უზადოდ ასრულებდა. არეულ, ბორდოსფერზეწრიან საწოლზე ძლივძლივობით მოვახერხე წამოჯდომა და თვალები ნელა გავახილე. აბსოლუტურად ყველაფერი არეული იყო, თუმცა ჩემში იოტისოდენა გაოცებაც კი არ გამოიწვია ამ ფაქტმა. მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ უცნობი საძინებელში არ იყო, მისი სურნელი კვლავ მეტასტაზებივით ედებოდა ჩემი ფილტვების კედლებს და სასიამოვნო მელოდიად იღვრებოდა. მომენტალურად გამოვფხიზლდი და ელდანაკრავივით წამოვხტი, ნერვიულად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და იქვე დაგდებული სამოსის მოზრდილ მთაზე დავეცი. უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნე სალანძღავი სიტყვები, მაგრამ სწრაფადვე ავდექი და სახლს გიჟივით ვამოწმებდი.
არავინ. საერთოდ არავინ იყო.
ისევ საძინებელს დავუბრუნდი და ხაკისფერი პერანგი მოვიგდე მხრებზე. შევბრუნდი და კომოდზე დადებულ სიგარეტის კოლოფზე გაჩერდა ჩემი სხვადასხვა ფერის, ამღვრეული მზერა. ყოყმანით გადავდგი ნაბიჯები ათასფრად მოხატული, მომცრო ზომის კომოდისკენ და კოლოფიდან ერთი წვრილი ღერი ამოვაძვრინე.
სანთებელაც იქვე ვიპოვე და ცოტა ხანში იისფერი კვამლი შეუერთდა ჩემს ფილტვებში მჟღერ მაბრუებელ მელოდიას და უცნაური მოძრაობებით, ცეკვა დაიწყო.
ვიხსენებდი გუშინდელი ღამის დეტალებს და შიში, ინტერესი და სიამოვნება კვლავ მიპყობდა. უცნობი კანქვეშ შემიძვრა და დაეპატრონა ჩემს რაობას. მისი ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სიამოვნების გამოძახილი, სადისტური ღრიალი აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა, ჟრუანტელი მივლიდა ატკიებულ, ბრინჯაოსფერ სხეულზე და მახსენებდა ხისფერთვალებას ფრაზას.
“ჩემი ხარ!”
კედელს მივეყრდენი და ვიგრძენი, რომ იგი იმდენად მყარი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. კვამლით გონებაარეული შევტრიალდი და ხელით შევეხე მას.
ჩემდა გასაკვირად, ის სულაც არ ყოფილა კედელი, შეუმჩნეველი კარი იყო. მის იქით კი ოთახი.
შევკრთი, ათასმა აზრმა გამიელვა ტვინში, ერთდროულად. კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ყბები საოცრად დამეჭიმა. ნაჩქარევად ვკარი ხელი კარს და ისიც ჭრიალით გაიღო…
ოთახის შუაგულში, სამფეხა სკამზე თოვლისფერთმიანი იჯდა და მის მოპირდაპირე კედელს უყურებდა. ბრაზი მოაწვა ჩემს ვენებს და ეს-ეს იყო უნდა გადმოსულიყო რეალობაში, ყვირილის სახით, რომ ოთახს მოვავლე თვალი.
შავ ფონზე დახატული სხვადასხვა სიდიდის, თეთრი ნოტები ვნებიანად ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ამ გასაოცარმა სანახაობამ, რა თქმა უნდა, აღმაფრთოვანა, მაგრამ წყვეტილი სუნთქვა მაშინ შემეკრა, გული მაშინ გამიჩერდა, მაშინ ჩავიკეცე, მაშინ გამეყინა ძარღვებში ადუღებული სისხლი, როდესაც საკუთარი მზერა ქათქათას მზერას გავაყოლე.
მარჯვენა ცისფერი, მარცხენა მწვანე.
მარცხენა მწვანე, მარჯვენა ცისფერი.
ჩემი თვალები იყო. უდავოდ, ჩემი. ჭორფლებიც კი ზუსტად ისე იყო განლაგებული, როგორც ჩემს სახეზე, ფერფლისფერი თმის ყველა დეტალი გადმოეტანა მას კედელზე.
ნახატი ახალი იყო, საღებავი ჯერ კიდევ არ შემშრალიყო.
აილინ, ელექტრულმა დენმა დამიარა მთელ ტანში ისე, რომ არც ერთი ატომი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. ბაგე გამიპო მკრთალმა ღიმილმა და თვალებში ბედნიერების პაწაწკინტელა ნაპერწკლები ამიკიაფდნენ. ნაპერწკლებს ცოტაღა აკლდათ, რომ მარილიან ბურთულებად არ დაღვრილიყვნენ.
კიდევ დიდხანს ვუცქერდი მის შედევრს რომ არა, ჩემკენ მიმართული, დაჟინებული მზერა.
ფრთხილი მოძრაობით შევაბრუნე თავი გოგონასკენ და ღია ცისფერ თვალებს შევეჩეხე. ამ თვალებში ერთდროულად იმედგაცრუების, სევდის, ბრაზისა და შურისძიების წყურვილის ამოკითხვა იყო შესაძლებელი. უსიამოვნოდ დამეხორკლა კანი.
- ვინ ხარ ? - ვკითხე და საკუთარი გამტყდარი ხმა მეუცხოვა.
- კიდევ შენ მეკითხები, ვინ ვარ ? - ნაზი, მაგრამ ბრაზიანი ხმით მკითხა.
- ბატონო ? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- რა გინდა ნოასთან ? - ტირილამდე იყო მისული.
- ნოასთან ? - უცნობს ნოა ჰქვია…
- მან თქვა, რომ აქ - ხელი ჩემი თვალების გამოსახულებისკენ წაიღო. - აქ ის დახატავდა იმ ადამიანს, რომელსაც იგი საკუთარი თავისთვის გაშიფრავდა… რატომ შენ ? - თვალები აემღვრა და ცრემლის თხელმა ფენამ დაფარა მისი პლევრა.
- გიყვარს ? - მინდოდა საუბარი გამეგრძელებინა მასთან.
- შენ ? - კითხვა დამიბრუნა. წარბი შეჭმუხნე და ახლოს მივედი. ხელში ყავის ჭიქა ეკავა, ნახევრამდე სავსე. ერთხანს ვდუმდი, მან კი, როცა პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა. - შენ ვერასოდეს გეყვარება იგი ისე, როგორც მე მიყვარს. ყველაფერი ვიცი მასზე, როდის დგება, როდის როგორ ხასიათზეა, რამდენს კოვზ შაქარს ყრის ჩაიში, მისი წარსული, მისი აწმყო, მომავალი, ყველაფერი ვიცი ! ისიც კი მისი ჩვეული დოზა რამდენი გრამია ! - ამბობდა და საკუთარი სიტყვები ეამაყებოდა, ვგრძნობდი. - მისი თვალის ფერი განწყობის მიხედვით როგორ იცვლება, მისი მიმიკა, ჟესტები, ყველაფრის ამოკითხვა შემიძლია მის ერთადერთ მზერაში ! - აგრძელებდა, მე კი ჩავფიქრდი… რა ვიცი უცნობის შესახებ ? საცხოვრებელი ადგილი, კარლი, სავარაუდოდ, ყოფილი, რომელიც მიყვება თუ როგორ უყვარს და ხისფერი თვალები. ჯუნგლების მპყრობელი ხისფერი თვალები… მკრთალად გამეღიმა და ეს ღიმილი სახეში შევანათე ქათქათას. - რა გაცინებს?! დამცინი არა ? - მწარედ ჩაიცინა.
- მე ის არ მიყვარს. - ღიმილითვე წარმოვთქვი.
- რა ? - შეცბა. - რას ნიშნავს არ გიყვარს? - სკამიდან წამოიწია.
- ჰო, მე მასზე არაფერი ვიცი. შენს ცოდნაზე, მასთან დაკავშირებით, წარმოდგენაც კი არ მაქვს. იცი ? სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ნოა ჰქვია, ისიც შენგან. - ბაგე გაოცებისგან ოდნავ შეეხსნა და თვალის გუგები შესამჩნევად გაუფართოვდა.
- მაშინ…
- რა მინდა მასთან ? - დავასრულე მისი კითხვა. - არ ვიცი, უბრალოდ მინდა.
- რატომ ? რატომ შენ ? არც კი იცი, რა გინდა მასთან ! - ტირილამდე ცოტა აკლდა.
- იდეალური ჟღერადობა უნდა ვიპოვოთ. ის მე ჩემთვის გავშიფრე. - ჩურჩულით წარმოვთქვი და დავინახე როგორ გაქვავდა. თეთრი კანი უფრო მეტად გაუფითრდა და ქვედა ტუჩი აუკანკალდა. ლამის, სისხლამდე იკბინა ბაგეზე, რომ თრთოლა შეეჩერებინა.
- გასაგებია. - წარმოთქვა და ადგა. - გასაგებია. - ბუტბუტებდა და არეული ნაბიჯით მიდიოდა. - გასაგებია… - ბოლოჯერ გავიგონე მისი ნაზი ხმა და ის გაქრა ისე, თითქოს, არც არსებულიყო.
მე კი ვერ მივხვდი, რა იყო მისთვის გასაგები. სკამზე დატოვებულ ყავის ჭიქას შევავლე თვალი და შევამჩნიე, მას ოხშივარი ჯერ კიდევ ასდიოდა. ორგანიზმს კი სურვილი გაუჩნდა დაეგემოვნებინა ცხელი ყავა.
დავწვდი და გემრიელი სითხის რამდენიმე მოზრდილი ყლუპი გადავუშვი ყელში. იდეალური ტემპერატურა ჰქონდა.
სკამზე მოწყვეტით დავეცი და კედელზე გამოსახულ საკუთარ თავს შევხედე.
აილინ, ზოგჯერ საჭირო არაა იცოდე, ადამიანი რამდენ კოვზ შაქარს ყრის ჩაიში, რომ გაშიფრო იგი. დაისაკუთრო და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ის მხოლოდ შენია. რომ იგრძნო შენი ადამიანი, საჭირო არაა იცოდე მისი წარსული. თურმე არც ის ყოფილა საჭირო, სახელით მიმართო მას…
ქუთუთოები მეტად დამიმძიმდა, ძლივს ვახელდი თვალებს, ბოლოს კი სულაც დამეხუჭა. გადავეშვი უსიზმრო ძილში, რომელიც არასასიამოვნო გაგრძელებას მიქადდა.
გავითიშე…



ამაზრზენად ცივი სისველის შეგრძნებამ მსწრაფლ გამათავისუფლა იმ რუხი ბურანიდან, რომელიც, როგორც მეგონა, მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაეპატრონა ჩემს ცნობიერებას. გამომშრალი თვალები ძლივძლივობით გავახილე და დავინახე…
დავინახე ის, რამაც წამის მეათასედში გამომაფხიზლა.
უცნობი !
რკინის სკამზე, მაჯის სისქის თოკით დაბმული, ხელები უკან ჰქონდა შეკრული, წარბი გახეთქვოდა, თვალები ჩალურჯებოდა დარტყმებისგან, რელიეფური სხეული ბასრი საგნით დაესერათ მისთვის.
გული შემეკუმშა, სუნთქვა შემეკრა და ყელში ვეებერთელა ხინჯი გამეჩხირა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის დავღვრიდი მწველ ცრემლებად. აუტანელმა ტკივილმა დამისერა მთელი სხეული, ამ სანახაობის შემყურეს. ფითრისფერი გავხდი და ცივმა ოფლმა დამიცვარა შუბლი.
ინსტინქტურად გავიწიე მისკენ, მაგრამ ვერ მოვახერხე წამოდგომა. რამდენჯერაც ვცადე, იმდენივეჯერ დასრულდა ჩემი ცდა კრახით. დაუოკებელი ბრაზი სწრაფად მოასკდა ჩემი ძარღვების კედლებს და კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. სველი თმები მარჯვენა მხარეს ავიქნიე და გააფთრებული მზერა მივაპყარი მაღალ, ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელიც გულისამრევად მიღიმოდა.
- რაო, პატარა ? გამოვფხიზლდითო ? - მკითხა და სველი ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო. ზიზღით შეპყრობილმა უკან დახევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. თავისი ბუმბერაზი თითები ყბებზე შემომაჭდო და თავი უხეშად ამაწევინა ზევით, უცნობის მხარეს მაიძულა შეხედვა. ნოა ღრიალებდა, აილინ. სხეულზე მჭიდროდ შემოჭერილი თოკები ძლივს აკავებდნენ მის გაცოფებას. თვალები ჩასისხლიანებოდა და მხეცივით უელავდა ნათურის მბჟუტავ ნათებაზე.
- ხელი არ ახლო, არ გაცოცხლებ, შე ნაბ*ზარო ! - ყოველ ამოსუნთქვას აყოლებდა ამ შინაარსის ღრიალს. - ქალების გარეშე საქმის მოგვარება ისწავლე, ნაბი*ვარო ! - ამ რეპლიკის შემდეგ ჩაფსკვნილმა ხელი უხეშად შემიშვა და მისკენ წავიდა. ორჯერ ზედიზედ უთავაზა ყბაში და თმებში ჩაავლო ხელი. თავი ააწევინა და ჩემკენ აიძულა შემოხედვა. მთელი სხეულით ვცახცახებდი, მაგრამ ეს არ იყო შიში. ეს იყო მრისხანება, რომელიც მიგუგუნებდა ყურებში და მელოდიის გარეშე, მხოლოდ რიტმის სახით მესახებოდა. - უყურე ! უყურე-მეთქი ! ხედავ ! ხედავ ამ ლამაზ თვალებს ?! გინდა სუვენირად გავატანო ყუთში ჩალაგებული ? - ღვარძლიანად ამოანთხია სიტყვები კაცმა.
- ვერ გაბედავ ! - კბილებს შორის გამოსცრა ნოამ. საზარლად ელავდნენ მისი თვალები.
- ზუსტად ისე ვერ გავბედავ, როგორც მამაშენმა და შენ ვერ გაბედეთ ჩემი შვილისთვის თითების დაგლეჯა, არა ? - ირონიულად და ამაზრზენი შურისძიების სურვილით წარმოთქვა ეს სიტყვები კაცმა.
- რა ჯანდაბა გინდა ?! - აღრიალდა უცნობი და იმწამსვე მიიღო მუშტი მუცელში. საზარელი ხველა აუტყდა და ნახველს სისხლიც ამოაყოლა. შევკრთი და კვლავ ვცადე მისკენ გაბრუნება. სულაც არ მაინტერესებდა რას მიპირებდა ის ახმახი. ერთი შინაარსის ალმოდებული ფიქრები, რომელნიც ჩემს გონებაში იბადებოდნენ, ნოას კეთილდღეობის სურვილს აჟღერებდნენ მხოლოდ.
- პატარავ, მგონი მასზე ღელვას საკუთარ სიბრმავეს მიეჩვიო ჯობია ! - ტუჩის კუთხე ჩახეტა ჩაფსკვნილმა.
- ჰეი ! გიგლა ! ჩემ გარეშე აპირებდი სანახაობის მოწყობას ? - გაისმა ნაცნობი ხმა და ბაგე გაოცებისგან შემეხსნა, როდესაც ღია კარში კარლი გამოჩნდა, თავისი ორი გველითურთ.
- შენ ჰომ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს. - გესლიანად ჩაიცინა გიგლამ.
- აი, თვალების დათხრაზე უკეთესი იდეა მაქვს და არ შემიძლია, შენი არაესთეტიკური წამების მეთოდის ნაცვლად, არ შემოგთავაზო ! - თქვა კარლიმ და მის კისერზე შემოხვეულ გველს მოეფერა.
- ტრ*აკში შეგიძლია გაირჭო შენი ესთეტიკა ! - შეუბღვირა გიგლამ.
- კარგი რა, მე ჰომ მოგიყვანე ეს ხალხი აქ, ახლა შენ გამართე !
- ცოცხალი ვერ გადამირჩები, ბ*ზის გაგდებულო ! შენს გველებს ვაჭმევ შენივე ხორცს, ახ*ვარო ! ხელი არ ახლოთ ! - ბუნდოვნად მესმოდა ნოას ღრიალი. ვუყურებდი კარლის და მის თვალებში ჩამთრევი სანახაობის მოლოდინის გარდა ვერაფერს ვხედავდი. დანა რომ დაერტყათ ახლა ჩემთვის, სისხლის არც ერთი წვეთი არ დაიღვრებოდა.
- ოჰ, ძვირფასო ! მე თამაში მინდა ! - მხიარულად შემოჰკრა ტაში კარლიმ და ნოას სახეზე ხელი ჩამოუსვა. დავინახე როგორ დაფარა ბორდოსფერი ბრაზი ფითრისფერმა მის ნაკვთებზე.
- არ გაბედო… - ხმა დაუბოხდა და ხრინწიანი გაუხდა.
- აბა, მორჩით ! კარლი, რა იდეა გაქვს ? - ხმაზე ეტყობოდა გიგლას, რომ იღიმოდა.
- ხედავ ამ ორს ? - ცივსისხლიანებზე მიუთითა. - იცი მათი შხამი რას უზამს მის ლამაზ თვალებს ? - ამის გაგონებაზე შევცბი, თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. გახელისთანავე ნოას მზერას შევეჩეხე. სევდით და სინანულით აღსავსეს, ბრაზით და ცივსისხლიანობით დახუნძლულს. გავუღიმე და როგორც ვიგრძენი, ისედაც დასერილი, გული უფრო მეტად დავუმძიმე.
- გენიოსი ხარ ! მაგრამ მანამდე…
- არავითარი მანამდე, გიგლა ! აი, წინასწარ მოვამზადე ! - თქვა და ორსანტიმეტრიანი ქილა ესროლა ჩასხმულს.
- სულსწრაფი ! - წამოიძახა გიგლამ და ოდნავ შეგვაქანა. შევკრთი და თვალი მოვავლე სივრცეს.
თურმე გემზე ვყოფილვართ..
..
მერე იყო…
ჩემი სიმწრის კივილი, რომელმაც მთელი გემი შეძრა, ნოას სასოწარკვეთილი ღრიალი, რომელმაც გული გამიტეხა, კარლის კმაყოფილი ჩაცინება და გიგლას სიამოვნების ხარხარი.
როგორც კი სითხე ჩემს მწვანე თვალს შეეხო, აუტანელი წვა ვიგრძენი დაა გავიბრძოლე. არაადამიანური ხმა ამოვუშვი ყელიდან და თვალები მაგრად დავხუჭე. გავარვარებული ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა დაბრმავებული თვალიდან და მისერავდა ალმურმოდებულ სახეს, მაგრამ ორგანიზმის ამ თავდაცვით რეფლექსს არანაირი შედეგი არ ჰქონია.
გავითიშე…
კვლავ ამაზრზენმა სისველემ გამომაფხიზლა. თვალების გახელა მეშინოდა, მაგრამ…
ცალი უფუნქციოდ დარჩა. აღარაფერზე რეაგირებდა, წყვდიადს დაესადგურებინა ხასხასა მწვანეში. ალბათ, იგი უკვე აღარ იყო ისეთივე ხასხასა, როგორც ადრე. ჩაქრა ჩემი მწვანე დ განაცრისფერდა. ჩამწყდა გულში რაღაც. ჩემს ერთ ნაწილს სულაც არ აინტერესებდა მწვანეს ბედი, მაგრამ მეორეს გული დასწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად მწვანეს შეხვდა განაცრისფერების ბედი.
ამოვიგმინე და ნოას შევხედე. თავი ჩაეღუნა და ვერ მიყურებდა. მე კი ისე მსურდა, რომ მისი ხისფერი თვალები კიდევ ერთხელ მომალერსებოდნენ. არ ვნანობდი, აილინ. არაფერს ვნანობდი, უბრალოდ შემოეხედა ჩემთვის, წამიერად მაინც !
- ახლა შენი ჯერია ! - მიმართა გიგლამ ჩემს უცნობს და დარჩენილი სითხე შპრიცში შეუშვა. - შენ ჰომ ასე გიყვარს “გაჩხერა” ! - ღვარძლიანად გადაიხარხარა და მისკენ დაიძრა.
- არა ! არა ! - კივილით აღმომხდა და სასოწარკვეთა გამოკრთა ჩემს გატეხილ ხმაში. ნოამ მზერა შემომაგება, თვალებით მთხოვდა პატიებას. პატიებას იმისთვისაც კი, რომ გამიცნო. მე კი ვკიოდი. - არა, გთხოვთ !
- ამას დამიხედეთ, რა თავგანწირვაა ! შენივე თვალებზე არ იდარდე ამდენი, რამდენს ნიშნავს შენთვის ეს განავლის მთა ?! - როხროხებდა გიგლა და მიმითითებდა ნოასკენ.
- გთხოვთ.. - ამოვიკნავლე და თავი ჩავქინდრე. ცრემლებმა კვლავ გააპეს საცრემლე ღარი და გადმოიღვარნენ თვალის უბეებიდან. წარბიც არ შეხრია უცნობს, როცა გიგლამ მას მკლავზე რეზინა გადაუჭირა, შხამი შეიყვანა და ნემსი მოისროლა.
მან უბრალოდ გონება დაკარგა.
- არა… - ცრემლებს ვყლაპავდი მე და უცნობის სიცოცხლეზე ვღელავდი.

- მაქსიმუმ ოთხი საათი იცოცხლოს. - ყურთან გავიგონე კარლის ყინულშეპარული ხმა. თავი მოვაბრუნე და თეთრი თმები დავლანდე.
- მეზიზღები !
- ვიცი, მაგრამ ცოტა დრო გაქვს.
- რა ვქნა… - ამოვიტირე მე და მზერა გიგლასკენ გავაპარე, რომელიც გაბადრული სახით უყურებდა ნოას და საუბრობდა ტელეფონზე.
- ნაპირამდე უნდა მიაღწიო ! - მტკიცედ მომიგო ალბინოსმა, ხელში პატარა გასახსნელი დანა მომაჩეჩა და გიგლასკენ დაიძრა.
- ერთი ფრიად სასარგებლო იდეა მაქვს, გიგლა ბატონო ! - მიმართა კარლიმ და მხარზე ხელი დაჰკრა მომღიმარ გიგლას.
- ახლა რაღა გეგმა გაქვს ?
- მოვისროლოთ ეს ორი პოტენციური გვამი ზღვაში ! - კვლავ ტაში შემოჰკრა კარლიმ.
- რას მაძლევს ეგ ? - თვალი მოჭუტა გიგლამ.
- რას და… სამხილს იშორებ თავიდან. გირებშებმულს აგდებ ზღვაში და ტადაამ ! შენ უკვე არაფერ შუაში ხარ ! - მასხარასავით ართობდა ალბინოსი ჩაფსკვნილს.
- გენიოსი ხარ !
- არაერთხელ მომისმენია ! - თვალი ჩაუკრა კარლიმ და გიგლა ჩემკენ დაიძრა.
რატომღაც თავის მოკატუნება, რომ, თითქოს, გონება დავკარგე, ჩავთვალე საჭიროდ. გიგლამ და მისმა ხალხმა ნოას მიმაკრეს თოკებით და ფეხებზე ტომარა გამოგვაბეს, რომ ჩავძირულიყავით. ხელში ჩაბღუჯულ პატარა, გასახსნელ დანას ხელს არაფრის დიდებით არ ვუშვებდი. მთელი სხეული მიკანკალებდა, რადგან ახლა ჩემზე იყო დამოკიდებული გადავრჩებოდით თუ არა. ყელში მომდგარი ბურთი გადავყლაპე და დარჩენილი ძალები მოვიკრიბე.
რამდენიმე წამში ჩვენი სხეულები მტკივნეულად დაეხეთქა წყლის ზედაპირზე და მეც თითქოს, სილა გამაწნეს. უცებ გამოვფხიზლდი. მოზღვავებული ადრენალინი ორგანიზმის ყველა ნაწილს მოედო და ტვინმა ორჯერ უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე ფენად შემოხვეული თოკის გასახსნელად დაახლოებით 40 წამი დამჭირდა და ვგრძნობდი, რომ ჰაერი უკვე აღარ მყოფნიდა. რის ვაი ვაგლახით მოვიხარე და ცალი თვალის ანაბარამ, გავჭერი ტომრისა და ჩვენი დამაკავშირებელი თოკი.
ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და ვცდილობდი ნოა წლის ზედაპირზე ამომეთრია. ძარღვები დამებერა ჟანგბადის უკმარისობისგან, ცოტა მაკლდა გაგუდვამდე, რომ არა ხელი, რომელიც მომეჭიდა და მომცრო ზომის ნავზე ამათრია.
ხველა ამიტყდა და ჩემ წინ სასწაულებრივი ძალით გამოჩენილ კარლის ეჭვის თვალით ვუმზერდი, მაგრამ ახლა დრო არ იყო, ნიჩბებს ხელი უსიტყვოდ დავავლე და გიჟივით ვუსვამდი, რომ ოთხი საათის ამოწურვამდე მომესწრო ნოას საავადმყოფოში მიყვანა.
ოცდახუთი მეტრი გვაშორებდა ნაპირს, როდესაც კარლიმ ხმა ამოიღო.
- ბუბუუხ ! - წამოიძახა და გამაყრუებელმა გრუხუნმა მოიცვა არემარე. შეშინებულმა, გრუხუნის მხარეს გავიხედე და ცეცხლის ალში გახვეული ვეება გემი დავინახე. გაოცებისგან პირი დავაღე, მაგრამ ნიჩბების მოსმა არ დამვიწყებია.
- შენ ? - მივმართე კარლის. სატანას ჩემს თვალში.
- ვაგროვებ. - ღიმილით მომიგო და მზერა მიაპყრო ნოას. სისხლისფერ ტუჩებს ლურჯი შეფერილობა მისცემოდათ და ცოტა აკლდათ გაშავებამდე, აი მე კი თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ ავსლუკუნებულიყავი აქვე. გული დამედაგა უცნობის ამ მდგომარეობის შემხედვარეს. ჩემ შიგნით არსებული “მე” სახეს იხოკავდა და ყელს იღადრავდა იმის შიშით, რომ დედამიწა ჟღერადობას დაკარგავდა.
როგორც იქნა მივაღწიეთ ნაპირს და კარლი ისე აორთქლდა, თითქოს არც არასდროს ყოფილიყო ჩემს ტანჯულ ცხოვრებაში.
ორი წუთი გაშტერებული ვიჯექი და ნოას ვუყურებდი.
მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა და მეც ხელს გავაყოლე მზერა. გამახსენდა პირველად რომ შემეხო უცნობი თავისი ნატიფი თითების ფალანგებით ზუსტად ასე. როგორ მიუთითა საკუთარ სახეს და როგორ მკითხა, ასე მოიხიბლეო ?
მაგრამ ნოას ნაცვლად, ექიმის ხალათში გამოწყობილი ადამიანი დავინახე, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა, რომ მე მისი ნათქვამი გამეგონა.
სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩაგვაჯინეს. ერთადერთი, რისი თქმაც მოვახერხე - შხამი. საშუალო ასაკის ქალმა თავი დამიქნია და ნოას მიუბრუნდა. ვუმზერდი მის დახუჭულ თვალებს და ცრემლები დაუკითხავად მისერავდნენ ლოყებს.
გონებაში წამებს ვითვლიდი და ვოცნებობდი, რომ ოთხი საათი ისე შესრულებულიყო შხამის შეყვანიდან, რომ ნოას საფრთხე აღარ დამუქნებოდა.
მაგრამ ვერ მოასწრეს…
მისი გული გაჩერდა. გული, რომლის გავლის შემდეგაც მუსიკა სხვანაირი მეჩვენებოდა, გული, რომელიც მაძლევდა საშუალებას მქონოდა ნოასთან კონტაქტი, გული, რომელიც აიძულებდა მას ცოცხალი ყოფილიყო, ჩემთვის.

მანქანაშივე გამოიყენეს გულის ელექტროშოკი.
ერთი
ორი
სამი…
ადგილს მიყინული ვუმზერდი ამ არაადამიანურ სანახაობას, რომელიც კლავდა ყველანაირ მუსიკას ჩემში. ვერ ვექანებოდი, თვალწინ, ნინასთან გატარებული, ყველა კადრი წარმომიდგა.
...
მიმტანი
ცის ცრემლები
ბინა
პლანეტების ჟღერადობა
დედამიწის მუსიკა
კვამლი
პირველი სექსი
კარლი
გველები
სანაპირო
ქათქათა
16 დღე
ძრწოლა
ისევ კარლი
ნარკომანია
“ჩემი ხარ!”
თვალები
ქათქათა
შხამი
კარლი
გიგლა
დანა
ისევ კარლი
ჯანდაბა ! კარლი, ისევ და ისევ კარლი !
ჯანდაბა…

ექიმებმა ხელები ჩამოუშვეს. მისამძიმრებდნენ კიდეც.
მე ცოცხალი ვიყავი საერთოდ ? მე ვარსებობდი ? ყველანაირი ტიპის მუსიკა შეწყდა. მე აღარ ვიყავი ლიზტომანი, აილინ. სამყარომ დაკარგა თავისი ჟღერადობა და ფერები. სამყარო დასრულდა ისე, რომ მე იდეალური ჟღერადობა ვერ ვიპოვე. ვერც ცის ცრემლები მანუგეშებდნენ, რომლებიც ეხეთქებოდნენ მანქანას და თითქოს, ცდილობდნენ ჩემთვის რაღაც ეთქვათ. რაღაც მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მათი უკვე აღარ მესმოდა.
ვერავინ შეძლებდა მუსიკის დახატვას, ვერავინ მეტყოდა, რომ მისი ვიყავი, ვერავინ გამაგონებდა სხეულზე მოძრავი ნატიფი თითების სრიალს, რომელიც აღუწერელი სიამოვნების სახით მომევლინებოდა. ვერავინ მეტყოდა, რომ თავისთვის გამშიფრა, რომ საუზმე მაშინაა, როცა იღვიძებ, რომ შედარებითი ხარისხი აბსურდია, რომ მე უცნაური ვარ…
მე ვეღარ ვეტყოდი ნოას საკუთარ სახელს, აილინ.
ის მოკვდა.
მისი მელოდიის ბოლო ნოტმა გაიჟღერა.
მისი გულის რიტმმა საბოლოოდ დამტოვა.
ჩვენ ვერ ვიპოვეთ იდეალური ჟღერადობა, აილინ !

ცრემლი გამიშრა. მანქანაში მხოლოდ მე და მისი გაყინული სხეული დავრჩით. წვიმის მსხვილი წვეთები გამეტებით ეხეთქებოდნენ ტრანსპორტს და მაღიზიანებდნენ.
რის ვაივაგლახით მივბობღდი მასთან და ძალიან მეშინოდა შეხება. თითქოს, ხელებში ჩამემსხვრეოდა, ნამსხვრევებად გაიფანტებოდა და ვეღარასდროს ავაწყობდი.
მაგრამ გავბედე…
ახლოს მივიწიე და ხელები სახეზე მოვხვიე. ყინულის ტემპერატურამ აიძულა ჩემი ფითრისფერი კანი დახორკლილიყო, ფერფლისფერ თმას უფრო მუქი ტონი აეღო და ხასხასა მწვანე გამინაცრისფრდა.
ჯერ შუბლი დავუკოცნე, შემდეგ თვალები. ჯუნგლების მპყრობელი, ხისფერი თვალები… შემდეგ ცხვირი, ყვრიმალები, ბოლოს კი ტუჩები. რამდენიმე წამი ვერ მოვწყდი მის ცივ ბაგეს, შემდეგ კი გიჟივით დავუკოცნე მთელი სახე, კისერი, ხელები, მკერდი და…
გავჩერდი. ტუჩები მის მკერდზე მიმეყინა, თითქოს.
დუგ.
მეხნაკრავივით გავხტი უკან და გველნაკბენივით გამიხევდა სხეული. თავს ძალა დავატანე და ნერვიული ქმედებების მიუხედავად, ახლოს მივიწიე. მთელი სხეულით ვკანკალებდი და მეშინოდა, მეშინოდა, რომ მომეჩვენა, რომ შევიშალე, რომ გავგიჟდი.
თავი დავადე მკერდზე და გავიტრუნე.
დუგ, დუგ, დუგ…
სუნთქვა შემეკრა. თავი წამოვწიე და გულისცემა დავინახე კიდეც. აპარატზე ნათლად ჩანდა პატარა გულისცემები. პატარა, მაგრამ ჩანდა !
ჩანდა, აილინ !
ისევ დავუბრუნდი მის გულს, ვუსმენდი და ვხვდებოდი…
ჩვენ იდეალური ჟღერადობა ვიპოვეთ !
შენი ადამიანის გულისცემა, აი, რა იყო და არის ჩემთვის იდეალური ჟღერადობა. მთავარია იცოცხლოს, სუნთქავდეს და მისი გული ფეთქავდეს.

ლიზტომანია იცი რა არის, აილინ ?
ესაა ადამიანის მოთხოვნილება, სულ უსმენდეს მუსიკას.
მე ლიზტომანი ვარ.
გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, ვაკვირდები და ვისისხლხორცებ ნოტთა ქაოსურ წყობას, მძაფრ მუხტს, რომელსაც დიადი ვიოლინოს გასაღები აძლევს ცელქად მოთამაშე ნოტებს, დაკლაკნილ სანოტო სისტემაზე და იცი რა ? მე ვიპოვე ჩემი იდეალური ჟღერადობა !

....

პ.ს. დაგვიანებისთვის მადლობა სასვენ ნიშნებზე მოძალადეს შეგიძლიათ მოახსენოთ :დ სულ მისი ბრალია, რომ აზრები ამერია და ვერ ვწერდი :დდ
ველოდები შეფასებას ^-^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

seqsi ra ari ?

 



№2  offline წევრი TeddyBear

განსხვავებული, ლამაზი და მელანქონიური ნაწერია,
მომწონს, ძალიან ძალიან მომწონს!
შენს ნაწერებში ყოველთვის იგრძნობა რაღაც ისეთი, რაც მთლიანად მითრევს ნაწარმოებში. საოცრად ფაქიზად წერ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს საკუთარ ნაწერს ეფერები relaxed
იმის მიუხედავად, რომ საიტზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალია, ასეთი ფაქიზი წერის სტილი მხოლოდ შენ და ელეს აღმოგაჩნდათ heart_eyes
არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ გააგრძელე წერა და არასდროს შეწყვიტო ის!
იმიტომ, რომ საოცრად შეგიძლია ემოციების გადმოცემა...
უბრალოდ იმიტომ, რომ იმიტომ!!!

 



№3  offline მოდერი MoonLady

TeddyBear
განსხვავებული, ლამაზი და მელანქონიური ნაწერია,
მომწონს, ძალიან ძალიან მომწონს!
შენს ნაწერებში ყოველთვის იგრძნობა რაღაც ისეთი, რაც მთლიანად მითრევს ნაწარმოებში. საოცრად ფაქიზად წერ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს საკუთარ ნაწერს ეფერები relaxed
იმის მიუხედავად, რომ საიტზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალია, ასეთი ფაქიზი წერის სტილი მხოლოდ შენ და ელეს აღმოგაჩნდათ heart_eyes
არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ გააგრძელე წერა და არასდროს შეწყვიტო ის!
იმიტომ, რომ საოცრად შეგიძლია ემოციების გადმოცემა...
უბრალოდ იმიტომ, რომ იმიტომ!!!

ვაიმე, არ ვიცი როგორ გამოვხატო სიხარული, რომელიც გამოიწვია შენმა შეფასებამ *-* ველოდი, რომ წაიკითხავდი, მაგრამ ასე თუ მოგეწონებოდა ვერ ვიფიქრებდი, უღრმესი მადლობა ❤️

 



№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Bolo wutamde megona rom gaimete...
Es ar iyo ubralod happy end i es iyo xarisxiani da. Saintereso istoria tavisi ulamazesi dasasrulit. Gilocav namdvilad kargi namushevaria da male gelodebi shemdegi ostoriit.

 



№5 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვუიმიი *-*
უკარგესი იყო.
მაგრამ არ მეყო.
რამდენიც არ უნდა ყოფილიყო მაინც არ მეყოფოდა.
შენი ნაწერი არ მყოფნის.
სულ, ბევრი, ბევრი, მინდა.
მიყვარხართ შენც და ეს ისტორიაც.
გამიხარდა "კარგი" დასასრული.
საბოლოოდ მაინც იპოვეს იდეალური ჟღერადობა.
ისე კარლის მსგავსად მეც მაინტერესებს ადამიანის გრძნობები, მაგრამ იმედია მისნაირი არ გავხდები :დდ. მე მის ბოლო "სიკეთეებსაც" ისევ მის ამ ინტერესს მივაწერ და არა იმას რომ მართლა რაიმე კარგის გაკეთება უნდოდა.
მთავარ გმირებზე რომ ვგიჟდები ლოგიკურია.
საერთოდ მთელ ისტორიაზეც რომ ვგიჟდები ეგეც ხომ ლოგიკურია.
საოცრება ხარ შენ!
ძალიან, ძალიან მალე დაგვიბრუნდი.
შენ გარეშე ვერ გავძლებ იცოდე :დდ.

მოუთმენლად გელოდები ახალი საოცრებით ❤

 



№6  offline მოდერი MoonLady

სალანდერი
ყველაფერს მე მაბრალებს :დ
თან სასვენ ნიშნებზე მოძალადეო :დ
კარგი რომ არის ეს იცი შენ ❤
სასვენ ნიშნებს განგებ არ ვსვამ :დ

მიმტანი
ცის ცრემლები
ბინა
პლანეტების ჟღერადობა
დედამიწის მუსიკა
კვამლი
პირველი სექსი
ამ ნაწილში რაღაც აკლია :დ

ვაიმეეე :დდდდდდდდდდდდდდდ თამუნა თამუნა თამუნა :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ ცუდად ვარ 'დდდდდდდდდდდდ გეუბნები გაგატყავებ ერთ მშვენიერ დღეს :დდდდდდდ

nawkas12345
Bolo wutamde megona rom gaimete...
Es ar iyo ubralod happy end i es iyo xarisxiani da. Saintereso istoria tavisi ulamazesi dasasrulit. Gilocav namdvilad kargi namushevaria da male gelodebi shemdegi ostoriit.

უღრმესი მადლობა, რომ წამიკითხე ❤️ ახალ ისტორიას მალე ვერ შეგპირდები ❤️ ცოტა უნდა დავისვენო ემოციურად ❤️

 



№7  offline მოდერი MoonLady

სტუმარი ლიზა
ვუიმიი *-*
უკარგესი იყო.
მაგრამ არ მეყო.
რამდენიც არ უნდა ყოფილიყო მაინც არ მეყოფოდა.
შენი ნაწერი არ მყოფნის.
სულ, ბევრი, ბევრი, მინდა.
მიყვარხართ შენც და ეს ისტორიაც.
გამიხარდა "კარგი" დასასრული.
საბოლოოდ მაინც იპოვეს იდეალური ჟღერადობა.
ისე კარლის მსგავსად მეც მაინტერესებს ადამიანის გრძნობები, მაგრამ იმედია მისნაირი არ გავხდები :დდ. მე მის ბოლო "სიკეთეებსაც" ისევ მის ამ ინტერესს მივაწერ და არა იმას რომ მართლა რაიმე კარგის გაკეთება უნდოდა.
მთავარ გმირებზე რომ ვგიჟდები ლოგიკურია.
საერთოდ მთელ ისტორიაზეც რომ ვგიჟდები ეგეც ხომ ლოგიკურია.
საოცრება ხარ შენ!
ძალიან, ძალიან მალე დაგვიბრუნდი.
შენ გარეშე ვერ გავძლებ იცოდე :დდ.

მოუთმენლად გელოდები ახალი საოცრებით ❤

კარლი... მართალი ხარ, ისევ მისი შემგროვებლური ინსტინქტი იყო მისი დადებითი საქციელის სათავე და არა ის, რომ მართლა კარგის გაკეთება უნდოდა.
უღრმესი მადლობა, რომ გიყვარვართ მე და ჩემი შვილიკო ^-^ ვერ შეგპირდები ახალ შვილიკოს, თუმცა მინდა ძალიან :დდ ❤️

 



№8  offline მოდერი MoonDaughter

ვერ ვლაპარაკობ, დავდუმდი... გახსოვს? თავიდანვე ჩავეშვი ამ ისტორიაში და ახლა, ბოლომდე წავიკითხე... იცი, რა მომწონს? მაინც კეთილი დასასრული რომ გჩვევია, თუმცა ეს რაღაც სხვანაირი სიკეთეა, მელანქოლიური, თითქოს... სევდაშეპარული... ემოციების ზღვას იწვევ ჩემში და ეს ემოციები წამითაც არ ნელდება, როცა შენს ნაწერებს ვკითხულობ... არ ვიცი, მე განსხვავებულს აქ ვერაფერს დავწერ, რაც შენთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ მინდა იცოდე პო, რომ
შენ ჩემი ხარ! <3

 



№9  offline მოდერი MoonLady

MoonDaughter
ვერ ვლაპარაკობ, დავდუმდი... გახსოვს? თავიდანვე ჩავეშვი ამ ისტორიაში და ახლა, ბოლომდე წავიკითხე... იცი, რა მომწონს? მაინც კეთილი დასასრული რომ გჩვევია, თუმცა ეს რაღაც სხვანაირი სიკეთეა, მელანქოლიური, თითქოს... სევდაშეპარული... ემოციების ზღვას იწვევ ჩემში და ეს ემოციები წამითაც არ ნელდება, როცა შენს ნაწერებს ვკითხულობ... არ ვიცი, მე განსხვავებულს აქ ვერაფერს დავწერ, რაც შენთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ მინდა იცოდე პო, რომ
შენ ჩემი ხარ! <3

მეს უხარია, ძალიან უხარია.
მე შენია.
პო შენია !

 



№10 სტუმარი tiko

Sauketeso xar❤????

 



№11  offline მოდერი MoonLady

tiko
Sauketeso xar❤????

გმადლობ ^-^

 



№12 სტუმარი სტუმარი shalo

chemi colia

 



№13 სტუმარი სტუმარი საბა

[b][/b]საბა[i][/i]საბა[u][/u]საბა
[/left]საბა[left]
საბა laughing საკაიფოა

triumph triumph შენ .... ხო არ რა ცოლია შენი

 



№14  offline წევრი Tushma19

ვააუ❤️
არაჩვეულებრვია

 



№15  offline მოდერი MoonLady

Tushma19
ვააუ❤️
არაჩვეულებრვია

გმადლობ ❤️

 



№16 სტუმარი Beatrice

რა
ლამაზად
წერ.

 



№17  offline მოდერი MoonLady

Beatrice
რა
ლამაზად
წერ.

უღრმესი მადლობა ❤️

 




შენი ნაწერები ჩემში ყოველთვი დიდ ემოციებს იწვევს <3 ყოველთვის მაიძულებს დავფიქრდე,შევიგრძნო, ჩავწვდე ღრმად <3 მიყვარს შენი სიტყვები და მიჩნდება სურვილი შევისისხლხორცო ხოლმე ისინი<3 იმედი მაქვს,რომ მეც ვიპოვი ჩემს "იდეალური ჟღერადობას"<3<3მადლობა შენ ასეთი ისტორიებისთვის<3<3

 



№19  offline მოდერი MoonLady

შემოდგომის-ფერი
შენი ნაწერები ჩემში ყოველთვი დიდ ემოციებს იწვევს <3 ყოველთვის მაიძულებს დავფიქრდე,შევიგრძნო, ჩავწვდე ღრმად <3 მიყვარს შენი სიტყვები და მიჩნდება სურვილი შევისისხლხორცო ხოლმე ისინი<3 იმედი მაქვს,რომ მეც ვიპოვი ჩემს "იდეალური ჟღერადობას"<3<3მადლობა შენ ასეთი ისტორიებისთვის<3<3

როგორ გამახარე შენ ჰომ არ იცი, სიხარულისგან ფრთებს შევისხამ ალბათ *-*

 



№20  offline წევრი Evangelina28

გავგიიჟდიიიი აი მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობიით არვიცი უკვე მერამდენე დღეა ამ ისტორიაზე ვფიქრობ და თავიდან ვერ ვიგდებ , თითქოს რაღაც არაამქვეყნიურიი იყო არვიცი სიტყვები არმყოფნის , იდეალურია , სრულია , არაფერი არც აკლია და არც ზედმეტია დიდი მადლობა შენ ამისთვის.

 



№21  offline მოდერი MoonLady

Evangelina28
გავგიიჟდიიიი აი მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობიით არვიცი უკვე მერამდენე დღეა ამ ისტორიაზე ვფიქრობ და თავიდან ვერ ვიგდებ , თითქოს რაღაც არაამქვეყნიურიი იყო არვიცი სიტყვები არმყოფნის , იდეალურია , სრულია , არაფერი არც აკლია და არც ზედმეტია დიდი მადლობა შენ ამისთვის.

უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა თან ასე ძალიან ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent