შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალე +18 III თავი


24-02-2018, 23:20
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 805

კალე +18 III თავი

პროლოგის დასასრული

ღრიალი დიდი ხნის განმავლობაში არ წყდება, თვალებს მანამდე არ ვახელ, სანამ სიცივე გაუსაძლისი არ ხდება და იძულებული ვარ ეს გავაკეთო, ნელ-ნელა კედლის საპირისპირო მხარეს მივდივარ, ხის კედლებს ხელით ვაწვები რომ შეუმჩნევლად გავიდე, მაგრამ კაცის ღრიალი მისმა მკაცრმა ტონმა შეცვალა
-რა გინდა აქ?
გავშრი, ჟრუანტელმა დამიარა და უკან მივიხედე, სასოწარკვეთილი და განადგურებული კაცი მე მიყურებდა, ეს იყო სიელას ქმარი, დალე მართალი იყო ის იმდენად მომხიბვლელი და გასაოცარი ნაკვთების პატრონი გახლდათ რომ ამ დროსაც კი მისი ყველა დეტალის შეცნობით ვიყავი დაკავებული, თუმცა იგივე მზერით ის არ მიყურებდა
-რა მოხდა აქ?- მეკითხება და თვალებზე მომდგარ ცრემლს მუშტებით იწმენდს, სიელას აბიჯებს და ოთახში შემოდის
-მე მოვედი, მე მოვედი იცით დასახმარებლად მოვედი, მეგონა გაიყინებოდა, ვწუხვარ რაც მოხდა- სიტყვებს ძვლივს ვუყრი თავს
-რატომ იყავი აქ?- ღრიალებს კაცი
-მე არაფერ შუაში ვარ
-იცით რომ აქ სიელას გარდა არავინ უნდა ყოფილიყო, შენ რომ არ მოსულიყავი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ბოროტება, ცოდვები დაგდევთ თქვენს ოჯახს, ეს განსაცდელი იყო, სიელა მარტო გაუმკლავდებოდა, წესები დაარღვიე
-არც თქვენ უნდა იყოთ აქ
კაცი სირბილით ჩემსკენ მოდის, კედელს მანარხცებს და ორივენი მეორე მხარეს ვარდებით, გაუხეშებულ ხელს ყელზე მიჭერს და ღრიალებს
-ეს შენი ბრალია, ბედავ და მეპასუხები, ყველა გაიგებს რაც ჩაიდინე
-თუ ვინმეს რამეს ეტყვით, მეც ვიტყვი რომ აქ ცოლის დასახმარებლად მოხვედით
-ქალს არავინ დაუჯერებს, მითუმეტეს რომ შენი ქმარი არაკაცი იყო
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თავს მართლა დამნაშავედ ვგრძნობ რომ ვერ დავიცავი, მაგრამ არა იმიტომ რომ რამე ცოდვა დამყვება, ეს თქვენ ხართ ყველანი ცოდვილები და ამ ცოდვებისთვის ისჯებით
კაცი ხელს ძლიერად მირტყვამს, ცხვირიდან წამოსულ თბილ სითხეს ვგრძნობ, სისხლი მომდის, თუმცა ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ
-გაეთრიე აქედან, დამტოვე მარტო და არასოდეს არსად არ დამენახო ჩემი გესმის?
-გასაგებია- ვბურტყუნებ
ფეხზე წამოდგომას გაჭირვებით ვცდილობ, როგორღაც გამომდის და შიშველი ხელით სისხლს ვიწმენდ
-იმედია სანამ სახლში მიხვალ მგლები დაგეწევიან და შეგჭამენ, ამას ნამდვილად იმსახურებ შენ და არა ჩემი სიელა, ვინც ამ სამყაროში ყველაზე სუფთა და სპეტაკი იყო
-დასაფასებელია რომ მოხედი, მაგრამ შენ დაიგვიანე, მე კი შენზე მეტი ვეცადე, ეს ტრადიცია რომ არა ახლა შენთან და ბავშვთან ერთად საწოლში იქნებოდა და თბილად დაიძინებდა, თქვენი კაცების შექმნილი უაზრო ტრადიციების გამო უამრავი ქალი ეწირება ამ ყველაფერს, მაგრამ ვერსაოდეს ვერ გაიგებთ, ლოცულობთ რომ ბიჭები გეყოლოთ მაგრამ იმას ვერ აცნობიერებთ ამდენი ბიჭი ვისთან უნდა დაწვილდეს, კიდევ ვწუხვარ რაც მოხდა

ორი დღე სახლიდან არ გამოვსულვარ, მხოლოდ ძროხებს ვუვლი და ადამიანებს ვემალები, სიელა მალევე დაკრძალეს, მოლოდინი იმის რომ მის ქმარს ისევ შევხდებოდი გამიქრა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმაზე ვფირომ რომ ჩვენ დაოჯახებას სოფელი მოითხოვს, თუმცა რამდენადაც კარგი გარეგნობა აქვს, იმდენად უჭირს სწორი აზროვნებს, დალეს ამ დღეების განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ერთადერთი რასაც აკეთებდა ბუხრის წინ ჯდომა და ჭამა იყო, რაც უკვე გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის, ვხდებოდი რომ ახლა უპირატესი მე ვიყავი, მე მეჭირა მართვის სადავეები და ალბათ ყველა ვინც ჩემსავით რაღაცაში დამნაშავე იყო და ამის გამო შეიძლება დასჯილიყო ჩემგან ჩემს სასარგებლოდ შანტაჟს იღებდა, დალეც მათ რიცხვში იყო
-დიდი ბოდიშით დალე მაგრამ იქნებ ცოტაოდენ სამქეებში დამეხმაროთ, მე ქმარი მომიკვდა თქვენ შვილი, ორივენი მარტონი ვართ, ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოუდგეთ, ვწუხვარ მაგრამ თქვენი პატივისცემის მუხედავად საჭმელს მე ვერ მოგიმზადებთ და ვერც ძროხებს, ცხენებს და ხარებს მივხედავ, მარტო ძალიან მიჭირს
-სანამ ჩემი შვილი ჩამოვიდოდა ამ ყველაფერს მარტო მე ვაკეთებდი, შენი მხრიდან უსამართლობაა გლოვა არ დამაცადო და ძროხის მოწველა მაიძულო, გული საერთოდ არ გაქვს, მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობ ამას ვხდები, იმასაც რომ მალე სიელას ქმარს ცოლად გაყვები და ყველაფრის კეთება მოგიწევს, მათ შორის ბავშვის გაზდრაც, საოჯახო საქმეების გაკეთებაც, უმჯობესია ხელი გაიწაფო და ისევ განაგრძო შრომა, სიელას ქმარი კი ახოვანი და მიმზიდველი კაცია, მაგრამ შუაზე გაგგლეჯს თუ რამე არ მოეწონება, მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სიელას სიკვდილს შენ ესწრებოდი.
საუბარს ისევ ხმაური გვაწვეტინებს, ახლა რაღაც ყიჟინისმაგვარი ისმის და ეს ყველაფერი ცუდისმომასწავებელი არ უნდა იყოს, ფარდას შეუმჩნევლად ვწევ, ბრბოს წინ დაახლოებით სამი წლის ბავშვს მიუძღვის, სამი წლის ბიჭს რომელიც მხრებში გამართული და მუშტებშეკრული მიემართება მთის წვერისკენ, ეს კაცად შერაცხვის უძველესი წესია, თავისი სასტიკი გამოცდით, მასზე დასწრება სავალდებულოა, წასვლა მომიწევს, მაგრამ დალე ისევ შინ უნდა დარჩეს, სოფელს დღემდე ვერ მოუნელებია მისი შვილის ამბავი, მოსასხამს ვიღებ და ბრბოს ვუერთდები, წინ კაცები მიდიან უკან ქალები, სიელას მშობიარობას ვინც დაესწო მხოლოდ მათ სახეებს ვცნობ, ვესალმები ისინიც ცივად მაპასუხობენ, კლდის წვერზე ვჩერდებით, წრეზე ვიკვრებით და პატარა ბიჭს შუაში ვიქცევთ, ბრბო ირინდება, ბიჭი მუშტებს ძლიერად კრავს და ხარივით ქშენს, მისი ასაკისთვის შეუფერებელ მოძრაობებს აკეთებს, სოფლის მთავარი წინ გამოდის ხელში ცხენის მათრახი უჭიავს და ბიჭს ცბიერი ღიმილით აკვირდება
-ტანზე გაიხადე!- ღრიალებს კაცი
ბიჭიც უემოციოდ იხდის ტანსაცმელს და გვერძე აგდებს
-კაცები არასოდეს ტირიან!- ღრიალებს მთავარი
ამ სიტყვებზე სიელას ქმრის და ჩემი მზერა ერთმანეთს ხვდება, თავს არ ვხრი ამიტომ ის მარიდებს თვალს და მეც კმაყოფილი ვიცინი, ბიჭი ახლ ფეხებზე იხდის და გაყინულ თოვლზე დგება, სოფლის მთავარი მათრახს ისე ძლიერად იქნევს რომ დარტყმისაგან ბიჭი ძირს ვარდება მაგრამ ელვასავით სწრაფად დგება და საწყის პოზიციას უბრუნდება, დარტმა მანამ გრძელდება სანამ მათრახი კანს არ სერავს და სისხლდენა არ იწყება, ბიჭი მაინც არ ტირის, უბრალოდ კბილებს იმდენად ძიერად უჭერს ერთმანეთს რომ თეთრ ემალს წითელი სისხლი ფარავს, სუნთქვა მეკვრის, ახლა წრეში ბიჭის ძაღლი გამოჰყავთ რომელიც მას დაბადებისთანავე აჩუქეს, სიმბოლურად ძაღლი დედალია, ბიჭს არ აფრთხილებენ რომ დღეს მისი მოკლვა მოუწევს, ამიტომ მისთვის ეს ყველაფერი გაუგებარია გაოგნებული აქეთ-იქით იყურება და ბოლოს მზერას მამაზე აჩერებს, მამაც თავს უქნევს ბიჭი კი ცდილობს ანიშნოს რომ ამის გაკეთება არ უნდა
-ეს შენი ძაღლია ხომ ასეა?- ეკითხება მთავარი
-დიახ- პასუხობს ბიჭი
-გიყვარს?
-ძალიან- ვამჩნევ რომ თვალები ცრემლებით ევსება ამ დიალოგის დროს
-დანა აიღე და მოკალი, გასაგებია?
-დიახ-თავს უქნევს ბიჭი, მერე თოკს, რომელზეც ძაღლია შებმული პატარა ჯოხზე კიდებენ ისე რომ ძაღლის ყელი ბიჭის სიმაღლეზე იყოს, ძაღლი წკმუტუნებს და რამდენიმე წუთში თუ ბიჭი არ მოკლავს დაიხრჩობა
-მიდი უკვე დროა- მთავარი დანიას უწვდის და ბიჭი ისე ღმად სუნთაქვს რომ მისი ხმა რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი ისმის
-მოკალი!- ღრიალებს მთავარი
ბიჭს დანა ხელიდან უვარდება, ძაღლს ეხუტება და მის გათავისუფლებას ცდილობს
-ქალს ვზდიდი თურმე-ღრიალით გამოდის მამა და ბიჭს სახეში ურტყამს- ოჯახის შემარცხვენელო ამ ძუკნა ძაღლის გამო მარცხვენ?
ბიჭი ძაღლს ხელს უშვებს და ძაღლიც ხრიალებს, ვცდილობ პირზე ხელი ავიფარო, მაგრამ ვხდები რომ ეს უადგილო იქნება და ყველა მე შემომხედავს, გაბრაზებული ბიჭი დანას ხელს კიდებს და ძაღლს კისერს ჭრის
-მაპატიე, მაპატიე-ღრიალებს ბოლო ხმაზე- ყველაფერი მალევე სრუნდება ძაღლის სხეული თოვლში ვარდება თავი კი ბიჭის ხელშია, პატარა თეთრი ხელები სულ სისხლში აქვს მოსვრილი და ქვედა ყბა უთამაშებს
მთავარი გაყვითლებულ კბილებს აჩენს და ბიჭს მხარზე კმაყოდილების ნიშნად ხელს ურტყამს
-ამისთვის გვანერვიულე ამდენი ახნი?- მერე ჩვენსკენ ბრუნდება და ამბობს- დიდიება ჭეშმარიტ ვაჟკაცებს, ვიც არ უშინდება დაბრკოლებებს და ყველაზე საყვარელსაც კი მოკლავს თუ მის მიწა-წყალს საფთხე დაემუქრება, დიდება მათ ვინც ოჯახის ღირსებას დაიცავს, გამრავლდება და სოფელს ჭეშმარიტ ვაჟკაცებს შემატებს-მოულოდნელად მზერა ჩემზე გადმოქავს- აქვე ამ ბედნიერ ნოტაზე კიდევ ერთი ამბავი უნდა გადავწყვიტოთ, კალე დაქვრივდა და არც მსურს იმ ამბავის გახსენება, შეიძლება ახლა ის მუცლით ამ სოფლის შვილს ატარებს, შეიძლება არა, სიელა მიწას მივაბარეთ და დორო მარტო დარჩა, სიელას სიყვარულით მისი გული ისევ ცემს, მაგრამ ჩვენ პატარა ვაჟკაცს გაზრდა ჭირდება, დედის როლი ამიტომ ქვრივი-ქვრივთან ეს წესი ოდითგანვე მოვგდევს, რომ მარტონი არ დავრჩეთ ამ წუთისოფელში
მუხლები მეკვეცება, მაგრამ ვცდილობ ღრმად ვისუნთქო რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი შევაკავო ხალხი წრისკენ ადგილს მითავისუფლებს და დოროსთან ერთად იმდენად სწრაფად ვდგები ვერც ვაცნობიერებ რა მოხდა, ბრბოს უემოციო სახეებს ვაკვირდები, მათ სახეზე არაფერი ღირებული არ იკითხება
-დიდ პატივს გცემთ მთავარო- ამბობს დორო და კაცისკენ ბრუნდება- მესმის თქვენი კეთილი განზრახვის, მაგრამ არის ერთი რაღაც რისი თქმაც მიდა
ტანჟი ჟრუანტელი მივლის, დორო აგრძელებს
-სიელას ჩემ გულში საპატიო ადგილი ეკავა, უკავია და ყოველთვის ასე იქნება, მე არ შემიძლია კალეს ცოლად შერთვა რადგან სიელას ვერავინ ჩაანაცვლებს, ვერ იმას ვუყურებ როგორ ზდის ჩვენი სიყვარულის ნაყოფს სხვა ქალი რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემი ვაჟკაცის დაბადებასთან, მე თავს სოფელს ვწირავ, საზღვარზე და სალოცავში მივდივარ, ეს ჩემთვის მოსალოდნელი იყო, ამიტომ ჩემი ძმა აიღებს სიელას სიყვარულს თავის თავზე, მირჩევნია ჩემმა ძმამ უყუროს ამ ყველაფერს და არა მე, ჩემ შვილსაც ღირსეულ მამობას ის გაუწევს, უპატრონებს და არაფერს მოაკლებს, მე დავსსრულე
-რადგან ასე გსურს იყოს ასე- ამბობს მთავარი- ერთ თვეში ჩვენი ბებიაქალები კალეს გადაამოწმებენ , თუ კალე ბავშს ელოდება, ქორწილი შედგება, თუ არა და მის ბედზე ერთად მივიღებთ გადაწვეტილებას, ასევე მინდა გითხრათ რომ დალე მოკვეთილია თემიდან, დღესვე უნდა დატოვოს სოფელი, ამ ღამით. დღეს დავასრულეთ დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს!
ბრბო იშლება და კლდეზე მხოლოდ მე ვრჩები, ისევ მარტო შეშინებული, მაგრამ მომავლის იმედითскачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ორსულად რომ არ იქნება? სწრაფად დადე, მხოლოდ რამდენიმე ხაზი არაფერს ნიშნავს

 



№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

კარგია, საინტერესო თემაა.
პატარაა ძალიან მოცულობა გაზარდე.
კიდევ რა მაინტერესებს, ეს წესები რეალურია და მართლა ხდებოდა თუ არა?
ველოდები შემდეგ თავს.

 



№3  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

სტუმარი ლიზა
კარგია, საინტერესო თემაა.
პატარაა ძალიან მოცულობა გაზარდე.
კიდევ რა მაინტერესებს, ეს წესები რეალურია და მართლა ხდებოდა თუ არა?
ველოდები შემდეგ თავს.

გამარჯობა. კი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში ხდებოდა. მათ შრორის ბევრი ქართულია.

 



№4 სტუმარი tamari

კარგია შინაარსობრივად.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ კარგი უნდა გამოგივიდეს.გთხოვ მალე დადე და გაზარდე თავები.

 



№5  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

tamari
კარგია შინაარსობრივად.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ კარგი უნდა გამოგივიდეს.გთხოვ მალე დადე და გაზარდე თავები.

მადლობა

 



№6  offline წევრი nigita

ძალიან მაგარი ვინმე ხარ ასე საინტერესოდ რომ წერ , ძალიან მაონტერესებს შემდეგ თავში რა მოხდება , იმედია მალე დადებ და თავები გაზარდე :D

 



№7 სტუმარი ნინელი

გეგი 'შემიტყუე საწოლში' სრულად შეიძლება რომელიმე საიტზე ვნახო?

 



№8  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ნინელი
გეგი 'შემიტყუე საწოლში' სრულად შეიძლება რომელიმე საიტზე ვნახო?

ვერსად ვერ ნახავ ჯერ

nigita
ძალიან მაგარი ვინმე ხარ ასე საინტერესოდ რომ წერ , ძალიან მაონტერესებს შემდეგ თავში რა მოხდება , იმედია მალე დადებ და თავები გაზარდე :D

დიდი მადლობა

 



№9  offline წევრი nigita

შენი ისტორია შემიტყუე საწოლში დევს 14 თავი რომელიღაც გვერძე , შენ დადე თუ ვიღაცამ სხვამ დადო ?

 



№10 სტუმარი სტუმარი მიმი

ხომ აღარ დაიკარგები?

 



№11  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

nigita
შენი ისტორია შემიტყუე საწოლში დევს 14 თავი რომელიღაც გვერძე , შენ დადე თუ ვიღაცამ სხვამ დადო ?

სხვამ დადო, არ არის ორიგინალი. მივწერე აღებაზე და არაფერი მოუწერიათ. ამიტომ სხვანირად მომიწევს საუბარი.

 



№12  offline წევრი lile-eli

ძალიან საინტერესოა, განსხვავებული და სამწუხაროდ ჩვენი ყოფის წარსული, რომელიც შემორჩენილია საღაც მაინც..
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიას როგორც წიგნს და ვიხილავდი როგორც ფილმს. მხოლოდ დასრულებულს :) !!! იმედია დაასრულებ, რადგან საუკეთესოა წარმატებებს გისურვებ!

 



№13  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

lile-eli
ძალიან საინტერესოა, განსხვავებული და სამწუხაროდ ჩვენი ყოფის წარსული, რომელიც შემორჩენილია საღაც მაინც..
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიას როგორც წიგნს და ვიხილავდი როგორც ფილმს. მხოლოდ დასრულებულს :) !!! იმედია დაასრულებ, რადგან საუკეთესოა წარმატებებს გისურვებ!

უღმესი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent