შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკელი მკვლელი 3თავი


25-02-2018, 18:36
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 476

ამერიკელი მკვლელი 3თავი

- არი გაიღვიძე დამაგვიანდა. ძილბურანში მყოფს მესმის მართას ხმა, თვალები ძვლივს დავაშორე ერთმანეთს.
წუხელ მახსოვს რომ აივანზე ჩამეძინა, თუმცა გონს ჩემს ოთახში საწოლზე მოვდივარ.
- აქ როდის დავწექი? გაკვირვებული ვეკითხები ჩემს დას.
- არი უკვე ცხრის ნახევარია.
- კარგი ვდგები.
დაფეთებული წამოვარდი საწოლიდან, სახეზე წყალი შევისხი კბილები გავისუფთავე და წამებშივე გამოვიცვალე ტანსაცმელი.
როგორც ყოველთვის თმის დავარცხნა დამეზარა და ჩვეულებრისამებ შევიკარი.
- მზად ვარ. მალევე გავედი სამზარეულოში.
- დაჯექი შვილო ჯერ ადრეა. მეუბნება ბებო და საათისკენ მითითებს სადაც ჯერ კიდევ რვა საათია.
- მართა მოგკლავ. ბოლო ხმაზე ვყვირი მე თუმცა მართა იქ აღარ ჩანს.
- ყავას დალევ შვილო. მზრუნველი ხმით მეუბნება ბებო.
- დიდი სიამოვნებით.
- ინებე. ყავის ფინჯანს წინ მიდებს ბებო და ჩემს გვერდით ჯდება.
- ბებო რაღაც უნდა გკითხო.
- მკითხე საყვარელო.
- გუზინ აივანზე ჩამეძინა, დღეს კიდევ საწოლში გამეღვიძა. შენ ხომ არ გადმომაწვინე?
- არა შვილო მე არც კი შემომიხედავს ოთახში. იქნებ რაღაც შეგეშალა?
- არა ბე ზუსტად მახსოვს იქ ჩამეძინა.
- როგორც ჩანს სიზმარი ნახე.
- ბებო ჩვენ ხომ პირველ სართულზე ვართ, იქნებ ვინმე შემოვიდა? ეჭვისთვალით ვუყურებ ბებოს.
- არინო შვილო გააფრინე. ღიმილს ვერ იკავებს ქალი. - ვინ უნდა შემოსულიყო შვილო კარგად ხარ?
- ჰო შეიძლება რაღაც შემეშალა. ეჭვით ვამბობ მე და ფეხზე ვდგები.
- მართა წამოდი სკოლაში მიგიყვან, შემდეგ საქმეები მაქვს.
- სად მიდიხარ შვილო დღეს?
- გავივლი იქნებ ვინმეს მიმტანი ან დამხმარე სჭირდება. განათლება მე არ მაქვს და მაგრამ რაღაცას როგორ ვერ ვიშოვი.
- რა საჭიროა შვილო, ხომ გითხარი სჯობს განათლება მიიღო რათა შენი პროფეია გქონდეს.
- რომ მოგვშივდება წიგნები ვჭამოთ, და რომ შეგვცივდება ისევ წიგნები მოვიხუროთ არა? ირონიული ღიმილით ვუღიმი ბებოს.
- მამაშენივით ჯინიანი ხარ, თუ რამე ჩაიფიქრე ვერავინ ვერ გადაგაფიქრებინებს. ასე გიქნია ქუჩაში გიცეკვია, მთავარია რამიმე შარში არ გაეხვიო. მომბეზრებლად იქნევს ხელებს.
- მაგ დონემდე არ გავგიჟებულვარ.
წავედით ჩვენ. მართას ხელკ ჩავავლე და სახლი მალევე დავტოვეთ.
- არი გუშინ სად იყავი?
-  არსად საყვარელო.
- გვიან გამეღვიძა მაგრამ შენ იქ არ იყავი.
- უბრალოდ გავისეირნე, გთხოვ ოღონდ ბებოს არაფერი არ უთხრა კარგი?
- კარგი, მე შენი მესაიდუმლე ვარ ხო? ანთებული თვალებით მიყურებს ჩემი და.
- რათქმაუნდა ჩემო სიხარულო, შენ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. ბუთქუნა ლოყები დავუკოცნე და ჩანთა გამოვართვი.
- არი ნახე რა მაგარი მოტოციკლია. გიჟივით გაიქცა მართა იქვე მდგომ მოტოციკლთან.
- მართა გაჩერდი, მართა. ვყვირი მაგრამ მას ჩემი საერთოდ არ ესმის.
- არი ნახე რა მაგარია. აღფრთოვანებული დასტრიალებს მოტოციკლს.
- მოგწონს პატარავ. ზურგს უკან მესმის ნაცნობი ხმა, მაგრამ როდესაც უკან ვბრუნდები იქ უცხო პიროვნება მხვდება.
- კი ძალიან ლამაზია. აღფრთოვანებას ვერ მალავს ჩემი და.
- გინდა გაგასეირნო? ღიმილით ეუბნება ბიჭი და მისკენ იხრება.
- კიი. გახარებული ყვირის მართა.
- არავითარ შემთხვევაში. მალევე გავაპროტესტე მე.
- არი გთხოვ. ყელს საყვარლად იწელს მართა.
- მართა სკოლაში გაგვიანდება, თან უამრავი საქმე მაქვს შენს სათამაშოდ არ მცალია. ბრაზით გამოვცარი კბილებში.
- ბავშვს გართობა უნდა. მალევე მეჩრება საუბარში უცნობი და წინ მესვეტება.
- აბა მე მკითხე გასართობად როგორ მცალია.  მართა წავედით. ხელი გავუწოდე დას თუმცა ის ისე  ჯიუტდა რომ ვირივით კვინტები აყარა.
- მართა მეთქი.
- არ წამოვალ.
- მართა ეხლავე წამოდი არ გამაგიჟო იცოდე. ვცდილობდი როგორმე ხმის ტემბრი შემენარჩუნებინა, მაგრამ მისი სიჯიუტე უკვე ტვინში ასხამდა.
- მართა, ნიკუშას გეფიცები აქ დაგტოვებ და საერთოდ აღარ წაგიყვან სკოლაში. ბებიაშენს დაურეკე უთხარი მოვიდეს და წაგიყვანოს. ხმას ვუწევ მე და თვალებს ვუქაჩავ ჩემს დას, თუმცა მასზე არაფერი ჭრის. დედა ერთ წარბს აწევდა და ყველა ისუსებოდა, მას კიდევ გადმოვუყარე თვალები და ვერაფერი შევაგნებინე.
- თუ არ დამთანხმდები დასეირნებაზე, ბებოს ვეტყვი რომ გუშინ სახლში არ იყავი. მალევე წამომიყენა ულტიმატუმი. მის ნათქვამზე თვალები უფრო დავქაჩე, ნერვი ბოლომდე მას შემდეგ გამიწყდა როცა უცნობის სიცილის ხმამ ჩემამდე მოაღცია.
- შენ რაღა გაცინებს?
- როგორი ჭკვიანი ბავშვია. მართას კულულებს წაეთამაშა.
- ჭკვიანი კი არა თხაა, ნამდვილი თხა.
- მართა გთხოვ დამაგვიანდა საქმეები მაქვს. ღიმილით ვეუბნები დას მაგრამ ამ ღიმილის უკან ვინ იცის რა ბრაზს ვმალავ.
- რა მოხდება შენც ნებართვა რომ დართო?
ცინიკურად მეკითხება ბიჭი.
- რა მოხდებოდა ეს ჯართი აქ რომ არ
დაგეყენებინა? სხვა ადგილი ვერ ნახე? ეხლა რა ვქნა როგორ წავიყვანო?
ის ბრაზი რაც მართას დავაკელი უცნობზე ამოვანთხიე.
- რა დღეში გაქვს აღალგაზრდა გოგოს ნერვები. ვითომც არაფერიო ისე მეკითხება.
- მართა წამოდი და დღეს შენს საყვარელ მარწყვის ტორტს გიყიდი. ანთებული თვალებით ვეუბნები დას.
- მართლა? მალევე შეეცვალა გამომეტყველება.
- მართლა.
- კარგი წამოვალ. მალევე გამოიქცა ჩემკენ და ჩამეხუტა.
- ხომ ხედავ ჩემი მაინც გავიტანე. თვალი ჩავუკარი უცნობს და ზურგი ვაქციე.
- შეხვედრამდე ალქაჯო.
- იმედია არასოდეს შევხვდებით იდიოტო. მისკენ არც კი მოვბრუნებულვარ პასუხი ისე დავუბრუნე.
მართა სკოლაში მივიყვანე, შემდეგ რამოდენიმე ბარში და რესტორანში გავიარე მაგრამ ჩემი ხნის გამოუცდელი გოგო არავის სჭირდებოდა. რადგანაც სამსახურის ძებნა არ გამომდიოდა ბატონ კაკოს გავუარე.
- მიხარია რომ მოხვედი რაღაცეები გავარკვიე.
- რა ხდება?
- როგორც საბუთებში წერია, მამაშენს ინფაქტი მიუღია. რის შედეგადაც გონება დაკარგა და მანქანა გზიდან გადავიდა.
- ანუ ინფაქტიო არა?
- ჰო.
- და ნატყვიარი შუბლზე ინფაიტის ნიშანია? თუ მანქანა გზიდან გადავიდა რატომ იყო ორჯერ დარტყმის ხმა?
- ნატყვიარი? ამის შესახებ არაფერი გითქვამს.
- არც მე ვიცოდი, ამნეზია მქონდა არაფერი მახსოვდა. ჩემი ძმის სიკვდილის დღეს ყველაფერი გამახსენდა. ეს არ იყო უბრალო ავარია, ეს მოწყობილი იყო და ორივემ კარგად ვიცით ვინ მოაწყო.
- ჰო მაგრამ ამის დამტკიცება არ შეგვიძლია.
- შეგვიძლია.
- როგორ?
- გვამის ეგსგუმაცია უნდა მოვითხოვოთ, სასამართლოს ორდერი გვჭირდება რათა უფლება მოგვცენ.
- არინო შვილო იცი რატომ არ არის მითითებული აქ იმ ნატყვიარის შესახებ? და რატომ წერია რომ ეს გულის შეტევის გამო მოხდა?
- რატომ?
- იმიტომ რომ ბიძაშენს მთავრობაში ხალხი ჰყავს, ის არ დაუშვებს ეგსგუმაციას.
- აბა რა უნდა ვქნათ?
- ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დავარტყათ. მგონი დროა შენი გეგმა გამოვიყენოთ.
ორონიული გაუხდა კაცს გამომეტყველება.
- ჰოდა გამოვიყენებ ერთი ზარის უფლებას, ზარი ახლობელთან არა? ჩემი გეგმით კმაყოფილს მეღიმება და ტელეფონს ვიღებ.
- არა ჯერ ადრეა. მალევე დავაბრუნე ტელეფონი უკან. - მიდი ჯერ მას დაველოდოთ, იფიქროს რომ არაფრის გაკეთებას ვაპირებ. მინდა დაიტანჯოს იმის შიშით თუ როდის დავარტყამ, მტერს მაშინ უნდა დაარტყა როდესაც ამას არ ელოდება. ვიცი არ მოისვენებს რაღაცას მოიმოქმედებს, ჩემს თავიდან მოშორებას შეეცდება. იცი რით განვსხვავდებით მე და ის ერთმანეთისგან?
- რითი?
- როდესაც რაიმე დაბრკოლებას აწყდება, ეგრევე კაცის კვლას იწყებს ზურგიდან ურტყამს ყველას. მე კიდევ მათი ნერვებით თამაში მიყვარს, მიყვარს როდესაც ვუყურებ როგორ ეშინიათ ჩემს მტერს ჩემი დანახვის. სიამოვნებას მღვრის მათი შეშინებული თვალების ყურება, არ მიყვარს ზურგიდან თავდასხმა. ყოველთვის გამიზნულ ადგილას წინიდა ვესხმი ხოლმე თავს.
- როგორ შეიძლება შენხელა გოგო ამდენ ზიზღს ატარებდეს გულით?
- ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი მომიკლეს, გამანადგურეს ცოცხლად დამმარხეს. მოსიარულე გვამად მაქციეს, გული რომელიც ადრე სიყვარულით ფეთქავდა გაცივდა, ყინულად იქცა. აღარანაირი სიყვარული, მწუხარება, დარდი, შეცოდება გარდა შურისძიების წყურვილისა. მე მხოლოდ შურისძიება მწყური, და ადრე თუ გვიან ამ წყურვილს დავიკმაყოფილებ.
- ჩვენ ყველაფერს შევძლებთ არინო.
- მჯერა რომ შევძლებთ.
- ბატონო კაკო რაღაც უნდა გთხოვოთ?
- რა ხდება?
- დღეს მთელი დღეა სამსახურს ვეძებ, მიმტანად დამლაგებლად არ აქვს მნიშვნელობა "ლიჟბი" ვიმუშაო. მაგრამ ყველგან უარი მითხრეს, იქნებ როგორმე დამეხმარით.
- იცი ზუსტად დღეს ჩემი ძმაკაცის შვილს ვესაუბრე, რაღაც ბარი აქვს მიმტანს ეძებდა. მითხრა თუ ვინმე კარგი გოგო გყავს დამეხმარეო, ხვალვე დავურეკავ.
- მართლა რა მაგარია. გახარებული წამოვხტი ფეხზე და კაცს ჩავეხუტე.
- მხოლოდ ბების პენსიით ვართ, არ მინდა მას კისერზე დავაწვეთ. როდესაც ყველაფერს დავამთავრებ და ალეკოს თავის ადგილს მივუჩენ, სვანეთში ვაპირებ დაბრუნებას. ძალიან მენატრება ჩემი სახლი ქალაქს საერთოდ ვერ შევეჩვიე, ჩემი სული იმდენად შეჩვეულია სოფლის ჰაერს რომ აქ სული მეხუთება.
- მთას არაფერი სჯობს შვილო.
შვიდი საათი იქნებოდა ბატონი კაკოს კაბინეტი რომ დავტოვე, კომპანიიდან თავაწეული გამივედი სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებდა. ძალიან მაბედნიერებდა იმის გააზრება თუ რას ვუზავდი სულ ცოტა ხანში ჩემს საყვარელ "ბიძას".
ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი როდესაც ჩემს ფეხებთან, სწორედ ის მოტოციკლი გაჩერდა.
 - ვიცოდი რომ შევხვდებოდით, მაგრამ ესე ადრეც არ მეგონა ალქაჯო.  მეამის ბიჭის ცინიზმით გაჟღენთილი ხმა.
- იდიოტებთან საჭორაოდ ნამდვილად არ მცალია.
მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და გზა განვაგრძე, რათქმაუნდა არა სახლისკენ არამედ სასაფლაოსკენ.


- არ მესმის თუ მთელი სახლი გადაჩხრიკე რატომ ვერ იპოვე ის დასაწვავი საბუთები? მთელ ოფისში უფროსი გიორგობიანის არა ადეკვატური ხმა აპობს კედლებს.
- ბატონო ალეკო მე ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც თქვენ მიბრძანეთ.
- როგორც ჩანს ვერაფერი ვერ გააკეთე. ხმას უწევს გიორგობიანი.
- ეხლა რა ვქნა? მოვიშორო ის?
- არავითარ შემთხვევაში, სანამ იმ საბუთებს არ იპოვი მას ხელი არ ახლო.
მოკლედ გეგმა ასეთია, როგორმე მისი ნდობა უნდა მოიპოვი. არ ვიცი რაც გინდა ის ქენი, დაუმეგობრდი თავი შეაყვარე რაც გინდა ოღონდ ის საბუთები მომიტანე.
- თქვენ ხომ მისი მოშორება მიბრძანეთ?
- მე ის საბუთები მჭირდება, თუ მას საბუთები არ ექნება მერე თავისუფლად შევძლებთ მის მოშორებას.
- გასაგებია. ოთახის დატოვებას აპირებდა ბიჭი როდესაც გიორგობიანმა გააჩერა.
- თუ ერთ თვეში საბუთები არ მექნება, ჩემი ხელით დაგხოცავთ ორთავეს. ამ საქმეში იმაზე მეტს გიხდი ვიდრე საჭიროა. არამგონია ერთი ნაბ***არი ბავშვი ერთი მილიონი ღირდეს. დამცინავი ხმით ამბობს გიორგობიანი, ბიჭს მისთვის აღარ მოუსმენია უსიტყვოდ დატოვა კაბინეტი და თავის შავს მოტოციკლს მოაჯდა.


- დილამშვიდობის არინო ხომ არ გაგაღვიძე? სამზარეულოში ყავას მივირთმევდი როდესაც ბატონმა კაკომ დამირეკა.
- არა ბატონო კაკო არ მეძინა.
- ძალიან კარგი, სამსახური გიშოვე ცხრა საათზე გელოდებიან.
- მართლა რა მაგარია დიდი მადლობა.
- მისამართს ესემესით გამოგიგზავნი რომ მიხვალ ერეკლე მგელაძე იკითხე, უთხარი ვინმაც გაგიშვა და ეგაა.
- ბატონო კაკო არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ. დაბნეული ვეყბნები კაცს.
- მადლობა შენ უკვე გადამიხადე შენი არსებობით. მხოლოდ ამას ამბობს და ტელეფონს მითიშავს.
- არინო არ გეძინა? საძინებლიდან  ახლახანს გამოსული ბებო თვალების სრესვით მეუბნება.
- როგორ არა უბრალოდ ადრიანად გამეღვიძა. მწარედ ვცრუობ მე.
- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ რამოხდა?
გაკვირვებული სახით მიყურებს ბებო რადგან ამდენი ხნის შემდეგ პირველად მნახა გაღიმებული.
- მამას მეგობარმა სამსახური მიშოვა, დღეს გასაუბრება მაქვს.
- მართლა ძალიან კარგია შვილო. მაგრამ ხომ იცი რომ.
- ბებო გთხოვ სწავლა განათლება არ მიხსენო. მალევე ვაწყვეტინებ სათქმელს.
- კარგი, კარგი. მართას შენ წაიყვან?
- არავითარ შემთხვევაში. მალევე გავაპროტესტე მე.
- რა მოხდა?
- გუშინ ჭკუიდან გადამიყვანა, ვირივით გაჯიუტდა. ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი გუშინდელი ამბები ბებოს, მან კი გაბრაზების მაგივრად ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- რა გაცინებს ბებო? გაბრაზება იგრძნობოდა ჩემს ხმაში.
- შენს ბავშვობას მაგონებს ეგ ბავშვი.
- მე საერთოდ არ ვყოფილვარ ეგეთი ჯიუტი. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- ხო მართალია უარესი იყავი.
- წავედი მე უნდა მოვემზადო. მოსალოდნელი დიალოგის თავის ასარიდებლად ოთახისკენ გავიქეცი.
- რაცა არ უნდა თქვა ეგ ბავშვი შენ გგავს შენსავეთ ჯიუტი და მოუსვენარია. ოთახში შესულს მესმის ბებოს ხმა.
მალევე გავემზადე დიდი არაფერი მომზადება მინდოდა, ჯინსის შარვალი შავი მაისური და იმავე ფერის ჟაკეტი მოვიცვი. ფეხზე შავი ბათინკები ამოვიცვი, თმა ამჯერად დავივარცხნე და ცხენის კუდად შევიკარი. ჩანთას ხელი დავავლე, ჩემს მძინარე დას გემრიელად ვაკოცე და უთქმელად დავტოვე სახლი.
რადგანაც ჯერ კიდევ რვა საათი იყო გადავწყვიტე ფეხით გამევლო.
მისამართი რომელიც ბატონმა კაკომ გამომიგზავნა ჩემე სახლიდან არც ისე შორს იყო.  ნუ ნახევარი საათის სავალ გზაზე, თუმცა ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მიყვარს ფეხით სეირნობა ამიტომ ძალიან კარგიც არის.
მალევე მივედი დანიშნულების ადგილას, დიდი შავი კარები ფართოდ შევხსენი ეგრევე მეცა სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი. წამით თავბრუც კი დამეხვა მაგრამ წონასწორობა შევინარჩუნე.
ბართან მივედი და მიმტანის ძებმა დავიწყე, ნამაც მალევე ამოყო თავი და ღიმილით შემომხედა.
- რას ინებებთ?
- რას არა ვის. ღიმილით ვუბრუნებ პასუხს.
- მაშ ვის ინებებთ?
- ერეკლე მგელაძეს მელოდება.
- დერეფნის ბოლოს მარჯვენა მხარეს დიდი ყავისფერი კარი.
- მადლობა.
მითითებულ დერეფანს გავუყევი და მალევე შევჩერდი კართან, ორჯერ დავაკაკუნე მალევე გაისმა თანხმობა და კარი შევხსენი.
- რა გნებავთ? მესმის ბიჭის ცივი ხმა, ისე რომ თავი არც კი აუწევია.
- მე ბატონმა კაკომ გამომგზავნა.
- შენხარ არინო? მალევე წამოდგა ფეხზე და ჩემკენ წამოვიდა.
- რა მაგარია არა ცოტა ზემოთ "ბრატები" რომ გყავს. თავიდან რომ შემოვედი ისე ცივად შემხვდით რომ ლამის გავიყინე, როგორც კი გაიგეთ ვინ გამომგზავნა ეგრევე ფეხზე ცამოხტით. დიახ მე არინო ვარ. ირონიას არ ვიშურებ მე და ხელს
ვართმევ.
- ძია კაკომ კი მითხრა რომ ლაპარაკი გიყვარს, მაგრამ ამდენსაც არ ველოდი. არც ის მაკლებს ირონიას.
- როგირც ჩანს მოუმზადებელი დამხვდი.
- ისე ნუ იზამ ჯერ არ დაწყებულ სამსახურში უკვე დაგითხოვო. მუქარა იგრძნობიდა მის ხმაში მაგრამ მან რა იცის როგორ მკ**ა მისი მუქარა.
- როგორ გეტყობათ კარგად რომ არ მიცნობთ ბატონო ერეკლე. არანაკლები მუქარით ვთქვი მეც.
- კარგი რა არ გვინდა ეს დავა. შევრიგდეთ არა?
მალევე დამნებდა კაცი.
- შევრიგდეთ.
- მოკლედ ერთი ვაკანსია მაქვს მიმტანი მჭირდება მაგრამ ღამის განაკვეთში. შენ თუ გინდა ვინმეს ვთხოვთ და დილით იყავი?
- არა პირიქით საღამო მაწყობს.
- რვა საათიდან გვიანობამდე, მანამ სანამ ბოლო კლიენტი არ წავა.
- გასაგებია მე თანახმა ვარ.
- ანუ თანახმა ხარ? ეჭვისთვალით შემომხედა ბიჭმა.
- ჰოო.
- პირობები არ გაინტერესებს? რა შედის შენს მოვალეობაში? იქნებ საღამოს კლიენტმა დაგტაცის ხელი და ოთახში შეგაგდოს. არ უნდა გაარკვიო სად იწყებ მუშაობას?
- ხომ გახსოვს აქ ვინმაც გამომიშვა?
- რათქმაუნდა.
- ჰოდა მე მას თვალდახუჭული ვენდობი ასე რომ აქ არაფერია სალაპარაკო. რაც შეეხება ხელის ტაცებას, ეგ დასწრებაზეა. ჰო კიდევ ერთი ორი კარგი ხრიკი ვიცი რითიც კაცი უნდა გავაჩერო, ასე რომ ბატონო ერეკლე თქვენ ჩემზე არ ინერვიულოთ. ყურებამდე გავეკრიჭე ბიჭს.
- ღმერთო შენ მიშველე, კაკო ბიჭო ეს ვინ გამომიგზავნე? ხელები ჰაერში აღმართა ბიჭმა და ცალი თვალით მე გამომხედა.
- ჰე ეხლა მანახე რა უნდა გავაკეთო. ფეხზე წამოვხტი მე.
- მოკლედ მე მთელი დღე აქ ვარ, თუ რამე დაგჭირდება ჩემს კაბინეტში ვიქნები. თუ კლიენტთან რაიმე პრობლემა შეიქმნება დაცვა მიხედავს, ეს ტატოა ჩვენი ბარმენი. მეუბნება ბიჭზე რომელსაც პირველად გავესაუბრე. - ტატო ეს ჩვენი ახალი მიმტანია არინო.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- ეს ჩვენი მენეჯერია ვიკა. ვიკა აგიხსნის რომელ მაგიდას უნდა მოემსახურო. აქ გასახდელია, ფორმა არ არის გამომწვევი და აუცილებელია უნდა ჩაიცვა. როდესაც პირი დავაღე პროტესტის გამოსათქმელად მალევე მომაკეტინა.
- გასაგებია.
- სულ ესაა თუ რაიმე დაგჭირდება ვიკას  ეტყვი და ის გაგარკვევს.
- ძალიან კარგი.
- არ გაინტერესებს ხელფასი რამდენი გექნება?
- მთავარია გადამიხადო ციფრებს მნიშვნელობა არა აქვს.
- ყოველთვის ესეთი მიმდობი ხარ?
- არც ისეთი გულუპრყვილო ვარ როგორადაც თავს გაჩენებ.
- მაგაში ეჭვი არ მეპარება.
- კარგი ეხლა წავედი საღამოს შევხვდებით ბოს.
- შეხვედრამდე.
ბარის ტერიტორია მალევე დავტოვე, გზაში ბატონ კაკოს დავურეკე დღევანდელი ამბები მოვახსენე შემდეგ კი ერთ მყუდრო კაფეში დავჯექი.
უბრალოდ მარტო ყოფნა და ჩემს თავთან დარჩენა მინდოდა, მაგრამ ესეც სულ ტყუილად. მალევე დამირღვია სიმყუდროვე უცნობმა ბიჭმა მოტოციკლიდან.
- არ შეიძლება დღე ისე გავატარო შენ რომ არ გადაგაწყდე. სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ, მაგრამ რამდენად გამომდის არვიცი.
- მეც მიხარია შენი ნახვა. ჩემს ბღვერას აიგნორებს და წინ მიჯდება.
- აქ რომ დამისკუპდი გეკითხა იქნებ ვინმეს ველედები, ანდაც მარტი ყიფნა მსურს.
- უკვე ნახევარი საათია აქ ხარ, მომსვლელი აქამდეც მოვიდოდა.
- აჰა უკვე დროსაც მიკონტროლებ?
- უბრალოდ შენთან ახლოს ყოფნა მომინდა. მშვიდი აუღევლებელი ხმით ამბობს.
- მე რატომ არ მეკითხები, იქნებ არ მსურს შენი ხილვა.
- ეგ შეუძლებელია. სიგარეტის ერთ ღერს კოლოფიდან იღებს და ტუჩებს შორის აქცევს, შემდეგ მალევე უკიდებს და მთლიანად ისუნთქავს ნიკოტინს.
- შეუძლებელი არაფერია.
- მე იოანე ვარ.
ღიმილით მეუბნება ბიჭი.
- არ მიმითხავს ვინ ხარ. კბილებში გამოვცსრი მე.
- ძალიან ცუდ დღეში გაქვს ნერვები.
- სპეციალურად მიშლი ხო ნერვებს? რა გინდა საერთიდ რას დაეხეტები ჩემს ახლო მახლოს?
- საერთოდ არ დავეხეტები შენს ახლო მახლოს, უბრალოდ მე სწორ ადგილას სწორ დროს ვხვდები.
- რაღაც ეჭვი მეპარება.
- რატომ გეპარება ჩემში ეჭვი? არ შეიძლება ადამიანს უბრალოდ შენი გაცნობა აინტერესებდეს?
- არ შეიძლება.
- რატომ?
- არ მსურს მე არავის გაცნობა. იცოდე თუ კიდევ ერთხელ გადამეყრები სადმე, ღმერთს ვფიცავ ძვლებს დაგიმტვრევ. და მერე ვნახოთ როგორ მოხვდები სწორ დროს, სწორ ადგილას. ფეხზე წამოვდეწი საფულკდან თანხა ამივიღე და იქვე დავდე.
- ძალიან ბრაზიანი ხარ. მალევე წამოდგა ისიც და წინ დამიდგა.
- შენ ჩემი ბრაზი კარგად არ იცი თორემ მაგას არ იტყოდი.
- როგორ შემაშინე. დამცინავი ხმით ამბიბს ის, მარჯვენა ხელი მოვიქნიე დასარტყმელად მაგრამ მალევე ჰერში გამიჩერდა.
- ხომ თქვი კარგად არ იცი თქო. ერთი ფეხი მოვკეცე და ფეხებ შუა
ამოვარტყი.
- ფუ შენიი. სიმწრით წამოიყვირა ბაბუა
- თუ ისევ გადამეყრები გპირდები ნამდვილად დაგტოვებ გენების გარეშე. ხელი გავინთავისუფლე და სასწრაფოდ დავტოვე ტერიტორია.




ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ.
თქვენ მე დიდ სტიმულს მაძლევთ, არვიცი თქვენი ესეთი შეფასებები რომ არა გავქაჩავდი თუ არა.
მიყვარხართ მე თქვენ ჩემო მარწყვებოскачать dle 11.3




№1  offline წევრი skida

კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო დიალოგზე ვიცინე ასე გააგრძელე
❤❤❤❤❤

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

skida
კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო დიალოგზე ვიცინე ასე გააგრძელე
❤❤❤❤❤



ბოლოზე მეც მეცინებოდა :დ
მიზარია რომ მოგწონთ❤

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

ახალი თავი დადე თუ მეჩვენებაა?? scream scream scream არა, არა ! რომ მეჩვენებოდეს ასე ნასიამოვნები არ ვიქნებოდი აშკარად. ვეჭვობ ჩვენს უცნობს მართლა შეუყვარდება არინო. (სახელიც რა კარგი აქ :დ)) აი უბრალოდ რომ იცოდე რამდენჯერ შემოვდივარ იმის გასაგებად საიტზე, დადე თუ არა ახალი თავი შეგეცოდებოდი! sob sob ძალიან მომწონს არინოს შემართება, კლუბის "დვიჟენიაბსაც" ველოდები სულმოუთქმელად :დ აი ბოლო მომენტზე კი გემრიელად ვიცინე joy joy უფრო ხშირად დადე გეხვეწებიი heart_eyes heart_eyes

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ახალი თავი დადე თუ მეჩვენებაა?? scream scream scream არა, არა ! რომ მეჩვენებოდეს ასე ნასიამოვნები არ ვიქნებოდი აშკარად. ვეჭვობ ჩვენს უცნობს მართლა შეუყვარდება არინო. (სახელიც რა კარგი აქ :დ)) აი უბრალოდ რომ იცოდე რამდენჯერ შემოვდივარ იმის გასაგებად საიტზე, დადე თუ არა ახალი თავი შეგეცოდებოდი! sob sob ძალიან მომწონს არინოს შემართება, კლუბის "დვიჟენიაბსაც" ველოდები სულმოუთქმელად :დ აი ბოლო მომენტზე კი გემრიელად ვიცინე joy joy უფრო ხშირად დადე გეხვეწებიი heart_eyes heart_eyes



ვაიმე როგორ მახარებ შენ შენი კომენტარებით❤
სახელი რომ იცოდე როგორ მოვიფიქრე ჩაბჟირდებოდი:დ ჩემს დაქალს რომ ვუთხარი ეს სახელი დავარქვი თქო სიცილით გაიგუდა.
რაც შემიძლია მალ მალე ვდებ, მაპატიე რომ ვაგვიანებ ჩემო კარგო.
ვეცდები რაც შეიძლება ადრე ავტვირთო.
მიხარიხარ მე შენ რომ ესეთი კარგი ხარ❤

 



№5  offline წევრი ბელუ შეროზია

gogona migraciidan
ბელუ შეროზია
ახალი თავი დადე თუ მეჩვენებაა?? scream scream scream არა, არა ! რომ მეჩვენებოდეს ასე ნასიამოვნები არ ვიქნებოდი აშკარად. ვეჭვობ ჩვენს უცნობს მართლა შეუყვარდება არინო. (სახელიც რა კარგი აქ :დ)) აი უბრალოდ რომ იცოდე რამდენჯერ შემოვდივარ იმის გასაგებად საიტზე, დადე თუ არა ახალი თავი შეგეცოდებოდი! sob sob ძალიან მომწონს არინოს შემართება, კლუბის "დვიჟენიაბსაც" ველოდები სულმოუთქმელად :დ აი ბოლო მომენტზე კი გემრიელად ვიცინე joy joy უფრო ხშირად დადე გეხვეწებიი heart_eyes heart_eyes



ვაიმე როგორ მახარებ შენ შენი კომენტარებით❤
სახელი რომ იცოდე როგორ მოვიფიქრე ჩაბჟირდებოდი:დ ჩემს დაქალს რომ ვუთხარი ეს სახელი დავარქვი თქო სიცილით გაიგუდა.
რაც შემიძლია მალ მალე ვდებ, მაპატიე რომ ვაგვიანებ ჩემო კარგო.
ვეცდები რაც შეიძლება ადრე ავტვირთო.
მიხარიხარ მე შენ რომ ესეთი კარგი ხარ❤

რატო სიცილით ? ისეთი უცხოა, ისეთ ლამაზი წარმოსათქმელი რო არვიცი joy აი ჯერ იმიტო ხარ მაგარი რომ მარიამი არდაარქვია joy (რატომღაც ყველა ამ სახელს იყენებს) რაც შეეხება ჩემს კომენტარს, შენიდან გამომდინარეობს heart_eyes ხოლო თუ ლოდინიც მომიხდა არაუშავს საუკუნოდ დაგელოდები, შენ ოღოდ გამახარე ასეთი გემრიელობა თავებით :დ კარგი მოვრჩები ეხლა ლაქლაქს თორე თავს მოგაბეზრბ და ეგ არმაწყობს joy

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
gogona migraciidan
ბელუ შეროზია
ახალი თავი დადე თუ მეჩვენებაა?? scream scream scream არა, არა ! რომ მეჩვენებოდეს ასე ნასიამოვნები არ ვიქნებოდი აშკარად. ვეჭვობ ჩვენს უცნობს მართლა შეუყვარდება არინო. (სახელიც რა კარგი აქ :დ)) აი უბრალოდ რომ იცოდე რამდენჯერ შემოვდივარ იმის გასაგებად საიტზე, დადე თუ არა ახალი თავი შეგეცოდებოდი! sob sob ძალიან მომწონს არინოს შემართება, კლუბის "დვიჟენიაბსაც" ველოდები სულმოუთქმელად :დ აი ბოლო მომენტზე კი გემრიელად ვიცინე joy joy უფრო ხშირად დადე გეხვეწებიი heart_eyes heart_eyes



ვაიმე როგორ მახარებ შენ შენი კომენტარებით❤
სახელი რომ იცოდე როგორ მოვიფიქრე ჩაბჟირდებოდი:დ ჩემს დაქალს რომ ვუთხარი ეს სახელი დავარქვი თქო სიცილით გაიგუდა.
რაც შემიძლია მალ მალე ვდებ, მაპატიე რომ ვაგვიანებ ჩემო კარგო.
ვეცდები რაც შეიძლება ადრე ავტვირთო.
მიხარიხარ მე შენ რომ ესეთი კარგი ხარ❤

რატო სიცილით ? ისეთი უცხოა, ისეთ ლამაზი წარმოსათქმელი რო არვიცი joy აი ჯერ იმიტო ხარ მაგარი რომ მარიამი არდაარქვია joy (რატომღაც ყველა ამ სახელს იყენებს) რაც შეეხება ჩემს კომენტარს, შენიდან გამომდინარეობს heart_eyes ხოლო თუ ლოდინიც მომიხდა არაუშავს საუკუნოდ დაგელოდები, შენ ოღოდ გამახარე ასეთი გემრიელობა თავებით :დ კარგი მოვრჩები ეხლა ლაქლაქს თორე თავს მოგაბეზრბ და ეგ არმაწყობს joy


გამოგიტყდები და გეტყვი არინოს ჩემი მომავალი შვილის სახელი ქვია, ნუ მომავალში რომ მეყოლება :დ
უკვე დავიწყე ახალი თავი და სულ მალე იქნებაა არ გალოდინებ ჩემო მარწყვოო:დ ❤

 



№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძაან კაია მალე დადე შემდეგი რა

 



№8  offline წევრი talia

ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ და შენი ისტორია სუპერ. მალე დადე ხოლმე რა.

 



№9  offline წევრი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
ძაან კაია მალე დადე შემდეგი რა


აუცილებლად❤

talia
ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ და შენი ისტორია სუპერ. მალე დადე ხოლმე რა.


ვგიჟდები ეაეთ კომენტარებზე. აუცილებლას მალე ავტვირთავ❤

 



№10  offline წევრი მოცინარი

ჩემი საყვარელი გოგო!!!!!
ვიცი, ძალიან ცუდი, საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ სასკოლო მაქვს და ვემზადები :( გპირდები წავიკითხავ დღესვე დანარჩენებს და კომენტარსაც დაგიწერ!
ეს იოანე თან მიზიდავს, თან არა :) რაღაცნაირი ტიპია ;დ მესასაცილოება :დდ.
უუ არინო თათულიზე ნაკლები არაა :) :დდ ძაან მაგარი სახელი ქვია <3 არინო <3
მიდი არი ამოცხე კიდევ ერთხელ! აუ როგორ გამახარე არ იცი :დ ყველა ისტორიაში არის ნაზიკო სუსტი გოგო, რომელსაც ბიჭი აპორწიალებს როგორც უნდა. აიიი მაგაზე მეტად რამე თუ მაღიზიანებდეს!!
არინოს მიბაძონ რაა <3
მართა არის ყველაზე საყვარელი გოგო <3 ჩემი დაა სუფთა :დ რამეს ამოიჩემებს და ვსოო მერე კარგად იყავი :დდ
აბა ჰე, შემდეგი უნდა წავიკითხო :დ <3

 



№11  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ჩემი საყვარელი გოგო!!!!!
ვიცი, ძალიან ცუდი, საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ სასკოლო მაქვს და ვემზადები :( გპირდები წავიკითხავ დღესვე დანარჩენებს და კომენტარსაც დაგიწერ!
ეს იოანე თან მიზიდავს, თან არა :) რაღაცნაირი ტიპია ;დ მესასაცილოება :დდ.
უუ არინო თათულიზე ნაკლები არაა :) :დდ ძაან მაგარი სახელი ქვია <3 არინო <3
მიდი არი ამოცხე კიდევ ერთხელ! აუ როგორ გამახარე არ იცი :დ ყველა ისტორიაში არის ნაზიკო სუსტი გოგო, რომელსაც ბიჭი აპორწიალებს როგორც უნდა. აიიი მაგაზე მეტად რამე თუ მაღიზიანებდეს!!
არინოს მიბაძონ რაა <3
მართა არის ყველაზე საყვარელი გოგო <3 ჩემი დაა სუფთა :დ რამეს ამოიჩემებს და ვსოო მერე კარგად იყავი :დდ
აბა ჰე, შემდეგი უნდა წავიკითხო :დ <3


ჩემო საყვარელო მოცინარო გოგოვ ძალიან მიყვარხარ მე შენ, მიხარია შენი გამოჩენა❤
არ მწყინს ჩემო კარგო მთავარია სკოლის მასალებს მიხედო მე აქ ვარ არსად გავრბივარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent