შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალე +18 IV თავი


26-02-2018, 22:50
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 016

კალე +18 IV თავი

შენ ქალი ხარ, არ გაქვს უფლება გინდოდეს, არ გაქვს უფლება ჭამო, დაჯდე საყვარელი მამაკაცის გვერდით ლხინში ეს სირცხვილია, არ გაქვს უფლება გამოხატო გრძნობები საჯაროდ, რა თქმა უნდა ჩარჩოებში, არ გაქვს უფლება გინდოდეს სექსი, არ გაქვს უფლება აკეთო სხვა საქმე, არ გაქვს უფლება დაისვენო, შენ უმაქნისი ქმნილება ხარ, საჭმლის კეთება საქმე არ არის, შენ არ გაქვს უფლება იყო ბენიერი და თუ შენი შვილი ისეთი ვერ იქნება როგორიც საზოგადოებას სურს რომ იყოს შენ ცუდი დედა ხარ, ვე აღზარდე, ამიტომ შენ უნდა აგო ამაზე პასუხი, გვიან ღამით დალეს წასავანად სოფელი იკრიბება, ჩირაღდნებით განათებულ ეზოს ვუყურებ დალე ირონიულად იღიმის და თავს მიქნევს, თითქოს რაღაცის თქმა სურსო, მაგრამ ვერაფერს ამბობს, დიდი ალბათობით ის მარტო გაიყინება, ან სიელას ბედნს გაიზიარებს და სადმე მგლები შეხდებიან
-ყველაფრის მიუხედავად მაინც მყდება გული და ვწუხვარ!- ვეუბნები დალეს და ისიც ადგილზე შეშდება, მიყურებს და ჩემ წინ პირველად ვხედავ სუსტ დალეს
-მადლობა, შენ ძლიერი ქალი ხარ იბრძოლე ბედნიერებისთვის და მოშორდი ამ წყეულ ადგილს, თუ ჩემ სიკვდილზე გაიგე, მინდა რომ ილოცო ჩემი შვილისთვის, ცოტახნით მაინც, სულ ცოტახნით და სთხოვე ღმერთს რომ მოიტევოს ჩემი ცოდვები თუ ამ ყველაფრისთვის მე დრო არ დამრჩება, გემუდარები ეს გააკეთე ჩემთვის მეტს არაფერს არ გთხოვ.
-პირობას გაძლევთ!- თვალები ცრემლებით მევსება, მასთან მივდივარ და ძლიერა ვეხვევი- მომიტევეთ თუ გაწყენინეთ, თქვენ უკეთეს რძალს იმსახურებდით, მე ამისთვის მზად არ ვიყავი
-ეს შენი შეცდომა არ არის, არავის და არაფრის ხარჯზე გაცვალო თავისუფლება, ის რაც შენ შექმნის გაქვს, იბრძოლე ბედნიერებისთვის და ჩვენი დამპალი არაკაცი მთავარი ჩააძაღლე, ის ბევრ საიდუმლოს მალავს, ის ვინც ყველაზე მეტ ტალახს ისვრის, თავისი სიბინძურის დაფარვა სურს რეალურად, უნდა რომ სხვა მასზე ბინძური გამოჩნდეს და ბოლოს, იმედი მაქვს ახალ ქმართან კარგი სექსი გექნება ეს დიდი სიამოვნებაა!
თვალებგაფართოვებული ვუყურებ დალეს, რომელიც ასაკის მიუხედავად კარს ისე ძლიერად აღებს მეგონა რომ მთლიანად ჩამოხსნიდა, მერე კი ღრიალს იწყებს
-საქმე აღარ გაქვთ არა? შეიკრიბეთ იმისთვის რომ თქვენი სირცხვილი რამდენიმე დღით დაიმალოს და ყურადღება ჩემზე გადმოიტანოთ, გრცხვენოდეთ ყველას, გრცხვენოდეთ თქვენ ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია და დღეს ამ მყრალი ჩირაღდნებით დგეხართ და ჩემს წასვლას ელოდებით, უბედურება თქვენშია დამალული და ჩემი წასვლით არაფერი შეიცვლება, ეს თქვენ ხართ ცოდვილები სხვას რომ ცოდვებისთვის სჯით, თქვენ ვინ მოგცათ უფლება რომ განმსაჯოთ, ჩაიხედეთ თქვენ სულებში და მერე გვერდში მგდომს სთხოვეთ რომ პატარა, სულ პატარა რამე გააკეთოს თქვენთვის, შეგაფურთხოთ, გაგროზგოთ, დაგამციროთ რომ მიხვდეთ რამდენ ბოროტებას იტევს თქვენი გული, წლიდან წლამდე ფხლის მოყვანისთვის იბრძვით, ჭამოთ მუცლები ამოივსოთ, შვილები დაყაროთ როგორც ცხოველებმა და ვერ მიხდეთ რა არის ამ სამყაროში ბედნიერება, დიახ მე კლდის წვერზე ვცხოვრობ ჩვენ ყველანი სვავები ვართ რომელიც ერთმანეთის კლდეზე გადაჩეხილი ლეშით ვიკვებებით და ეს გვასაზრდოვებს, მკვდარი სხეულების დანახვა უფრო გვსიამოვნებს ვიდრე გაზაფხულზე ქვების ქვეშ ნატანჯი ქორფა ხასხასა ყვავილების გამოჩენა, მიმუფურთხებია თქვენი ვითომ წმინდა სულებისთვის, ჩვენი ბებერი მთავარისთვის რომელიც თქვენ ცოლებთან დაძვრება მუქარის სანაცვლოდ
თოფის ხმა ისმის, ისრგვლივ გამეფებულ სიჩუმქს მხოლოდ ქარი აღვევს, ფანჯარასთან ფრთხილად მივდივარ და ხვედავ დალეს სხეული თოვლში უსულოდ, ბრბო იშკება, ეს მთავარმა გააკეთა, ფანჯარასთან ვიკეცები და მეშინია ჩემთანაც არ მოვიდნენ, რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვარ ბუხარში ცეცლი ნელდება და როცა სოფრლი იძინებს დალეს სხეული სახლში შემომაქვს, ვტირი მანამდე სანამ დაღლილობისაგან არ მეძინება და სინათლის პირველივე სხივებთან ერთად დალეს სხეულს ზეწარში ვახვევ, გაჭირვებით ვათრევ გარეთ რომ არავინ დამინახოს, ბარს ვიღებ ცხენი სადგომიდან გამომყავს და პირველი ცხენი რასაც აკეთებს ის არის რომ ზეწარს ყნოსავს, თითქოს პატრონის სიკვდილს გრძნობსო და უნცნაურ მოძრაობებს აკეთებს, შემდეგ იმუხლება და დალეს სხეული ცხენზე მარტივად ამაქვს, ცხენს ვერეფები და კლდიდაან რაც შეიძლება ფრხილად ვეშვები, რამდენიმე კილომეტრი გავატარე, საუკეთესო ადგილს ვირჩევ ხეებით დაფარულს მიწის ამოთხრას ვიწყებ და იავნანას ვმღერი, იმას რასაც დალე ხშირად ღიღინებდა, ვდილობ მიწაში რღმად ჩავიდე, მაგრამ ძალა არ მყოფნის დალეს სხეულს ორმოში ვაგდებ და მიწასთან ერთად ქვებით ვავსებ რომ მტაცებლებმა მალევე არ ამოთხარონ, ცხეენზე ვჯდები იმდენად დაღლილი ვარ რომ ბარის დაჭერის თავიც არ მაქვს, ცხენზევე მეძინება და მხოლოდ მაშინ ვიღვიძებ როდესაც წითურ ცხენს სახლის კართან მივყავარ, ჯილდოს სახით ცხენს თივის დიდ ნაჭერს ვუგდებ და სახლში შევდივარ, ყველაფერს ვასუფთავებ და გამხნევების ნიშნად ვმღერი, ვმღერი მანამ სანამ ყველაფერი ისე არ ბრწყინავს როგორც საჭიროა, ბუხარზე წყალს ვდგამ ჩაის ვასხამ და მაგიდასთან ვჯდები ჩემ მომავალზე ვიწყებ ფიქრს და კარზეც აკაკუნებენ, კარს ფრთხილად ვხსნი და ახლაგაზრდა ბიჭს ვეჩეხები რომელიც სულ რამდენიმე წლით თუ იქნება ჩემზე დიდი, შავი წვერით და გიშრისფერი თვალებით, უზარმაზარი მხრებით და მაცდური ღიმილით მიყურებს
-ცხენს თუ დამამალინებთ დიდად დამეხმარებით, არ მიდნა ვინმემ დამინახოს!
-ვინ ხარ
-შენი მომავალი ქმარი, თუ ახლა ცხენს არ დამამალინებ ყველა გაიგებს რომ წინასწარ გნახე, მერე კი როდესაც შენი ქმარი ვიქნები ამისთვის გაზღვევინებ- ჩემი სახის გამომეტყველება დიდი ხნით სერიოზულობას ვერ ანარჩუნებინებს და ეცინება
-რატომ მოხევედი?
-ჩემმა ძმამ მითხრა კარგი გოგოაო
-მართლა?
-კი ლამაზი და მოგეწონებაო
-მერე
-მოკლედ დამამალინებ ცხენს?
სადგიმის ჯარს ფრთხილად ვაღებ და ბიჭს ვანიშნებ რომ შევიდეს, ისიც მოხდენილი მოძრაობებით იკრიჭება და ხენს აბამს
-არ იცუღლუტოთ- ეუბნება ცხენებს და უკან გამოდის- მარტო დარჩენა საპირისპირო სქესის წარმომაგდენლებისთვის საშიშია, ცხოველებისთვისა კი, რა თქმა უნდა ეს შენ ქმარზე ვერ გავრცელდება, მაგრამ ხო შენი ქმარი
-კი მაგრამ ესე რატომ მელაპარაკები?
-სახლში არ შემიპატიჟებ?
ბიჭთან ერთად სახლში შევდივარ, ნებართვას არც იღებს ისე ჯდება ფეხსაცმელებს იხდის და შიშველ ფეხებს ცეცხლს უშვერს
-აბა რა მოხდა მითრახი ელოდები ბავშვს თუ გრძნობ რამეს?
-არ ვიცი
-ვიცი ამ სოფლის მთავარი ცოტა დარეხვილი ბებერია, აღარ უდგება და განიცდის, მე ამათ წესებს არ ვემორჩილები, ხომ ხვდები, მარტო დავხეტიალობ აქეთ-იქით წესების დაცვა არ მიყვარს, იძულებული ვარ ჩემი თავის პატრონი მე ვიყო, მაგრამ ჩემმა ძმამ მთხოვა, ვიცოდი მისი სიყვარულის ამბავი, ძალიან განვიცადე და ხომ ხვდები ამიტომ მოვედი შენთან, რაღა დავმალო და ვინმეს სიკდვილი ასე თუ გამიხარდებოდა არ მეგონა, ისე შენი ქმარი ვიცნ არ უნდა ყოფილიყო ასეთ ქალს რომ დაინახავდა, მაოარიე მაგრამ მკდარსაც კი წამოაყენებ ფეხზე, მომიტევე დიდი ხანია ქალი არ მინახავს და ცოტა აცნერვიულდი, მაგრამ ასეთი რომ დაგინახე მოთმენად ნამდვილად ღირდა, საჭმელი გაქვს რამე?
-არაფერი მომიმზადებია
-ძალიან ცუდი, მე კი ძალიან მშია, მაგრამ რაღაცის მოცემა შემიძლია ცუდი არაფერი იფიქრო ჩიტებს ვგულისხმობ, აი- ბიჭი მოსასხამს იძრობს და შავ ჩიტებს აჩენს რომელიც ქამრის სათავეზე აქვს ჩამოკიდებული
-ქონიანი არ არის, არც უნდა იყოს, არ მინდა გასუქდე, ხომ ხვდები, ფაშფაშა ქალები არ მიყვარს, გაპუტე და კეცზე შემიწვი, მიყვარს კეცზე შემწვარი რაღაცეები, დედამთილი ჩააბარა ხო იმ იმ კაცმა პატრონს, ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ რომ დიდი ხანია ჩემი ძმის გარდა არავისთან მისაუბრია, შემიწვავ ჩიტებს?
-დიახ რა თქმა უდნა
-რა თავაზიანი ცოლი მყოლია, წყალი დავადგა ხო?
-მე თვითონ ვიზამ
-ლამაზი ხელები გაქვს, სიმძიმის წევისაგან გაგიყხეშდება, მე კიდევ მიდნდა ქალი მეფერებოდეს და არა დევი, ამიტომ მე დავადგამ შენ ბუმბულები გააცალე მაგ შავ ქმნილებებს, გაგიკეთებია თუ დაგეხმარო?
-მხოლოდ ქათმები
-დიდი განსხვავება არ არის, პატარაა უფრო- ბიჭი წყლით სავსე ქვაბს ბუხარზე დგამს და ცეცხლს უკეთებს
-სახლში გაკეთებული კერზები მომენატრა, მჭადს ხომ მაინც გამომიცხობ, ძალიან გთხოვ
-დიახ
-რატო მესაუბრები ესე
-ესეა წესი- ვპასუხობს
-სადაცაა ცოლ-ქმარი გავხდებით, რა დროს წესებია- მათხოვე ეს ჩიტები მეც გავპუტავ ბუხარში ბუმბულები რომ შევაგდო სუნი არ შეგაწუხებს?
-არა
-ორსულად რომ ხარ?
-არამგონია შემაწუხოს- ვპასუხობ გაოგნებული და ერთ ჩიტს მისეკნ ვიშვერ, ისიც მართმევს და ისე სწრაფად აკეთებს ამ ყველაფერს, რომ სანამ მე ნახევარი გავპუტე მან თითქმის ორი ცალი დაასრულა
-ჩიტებში უნდა დახელოვნდე, ნადირობა მიყვარს, შენ გიყვარს რამე ისეთი გატაცება გაქვს?
-არა
-არ ქსოვ
-კი
-მერე არ გიყვარს ქსოვა, ისე გამიხარდება თბილ წინდებს თუ მომიქსოვ
-ხო ვეცდები, რაღაც მიდა გკითხო, მართლა ესეთი ხარ თუ ვინმემ გამოგზავნა რომ გამომცადო?
-რაში უნდა გამოგცადო ვერ მიხდი- კრავს წვრილ შავ წარბებს- მიმზიდველი მამაკაცი ცალსაცად ვარ, მაგრამ ფეხმძიმე ქალები დიდად არ მიზიდავს, მაგრამ შენ საკმაოდ მიმზიდველი ქალი ხარ, ხომ არ გწყინს ასე რომ გელაპარაკები
-არა- ვპახუობ და კეცებს ბუხარში ვყრი, მერე ხელის დასაბანად დამოუკიდებლად მივდივარ, ბიჭი ჩემთან მორბის ცხელი ქვაბი ხეში უჭირასვ და ჯამში ასხმას
-ცივი იქნება
-რატომ ზრუნავ ესე ჩემზე?
-რავი, მომენატრა ვინმეზე ზრუნვა, მარტო ცხენი ყელში ამომივიდა, სამწუხაროდ მამობითი სქესისაა, ქალოთიც კი ვერ მივმართავ, სამაგიეროდ შენ ქმარს მოეწონებოდა
-საკმარისია, ის მოკლეს
-ვწუხვარ, ბოდიში ამაზე აღარ ვიხუმრებ, მჭადს ხომ გამომიცხობ?- მეკითხება პატარა ბავშვივით თავს ვერ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვკისკისებ
-რა გაცინებს?- მეკიტხება გაოგნებული- დავიჯერო გიჟი ცოლი შემომტენეს, თან ორსული, საჭმლის კეთება დიდად თურმე არ გამოდის, ბავშვიც სხვისი გაკეთებულია, მე უნდა ვარჩინო, ჩემ ბედის რა ვთქვი
მჭადის ფქვილს ვიღებ და თვალები მაშინვე უნათდება, ცომის მოზელის პროცესს კი ისე აკვირდება თითქოს დიდ უჩვეულო რამეს აკეთებდეს
-მიყვარს მჭადი- ბურტყუნებს თავისთვის
-მაგას მივხდი
გახურებულ კეცებზე მთელი ოსტატობით ვსვამ ცომის მასას და ისიც მოთმინებით ელოდება გამოცობას, როგორც იქნა გაჩუმდა
-რომ ვჭამ მერე უფრო კარგ ხასიათზე ვდგები, ხომ იცი მშიერი კუჭი თავისას შვება
-ამაზე უკეთეს ხასიათზე
-ხო ხასიათებით კარგი ბიჭი შეგხვდა, არც მამაკაცები მიზიდავს, მამრობითი სქესის მხოლოდ ჩემი ცხენი მიყვარს
-ხომ გთხოვე!- ვუბღვერ
-მჭადს არ გადაატრიალებ
-თუ კიდევ იხუმრებ ჩემ ქმარზე, მჭადიანად გაგიშვებ გარეთ და იმ კლდიდან გადავხტები
-მერე ბავშვი?
-რამეს მოუხერხებ
გაოგნებული მიყურებს და ბუხრის კუთხეში დგება დიდი ინტერესით ათვალიერებს როგორ ვდებ გასუფთავებული ჩიტის ხორცს კეცზე
-მარილი მოაყარე, მარილიანი მიყვარს
გაოცებულმა ავხედე
-შენც თუ გიყვარს მაგ შემთხვევაში-ამატებს დამნაშავეს სახით
-იცი ამდენი ხნის მანძილზე შენი სახელის გარდა ყველაფერი მითხარი- მეღიმება
-მე, ჩემმა ძმამ არ გიამბო ჩემზე?
-შენმა ძმამ რომ არ მომკლა ეგეც დიდი პატივია ჩემთვის- ვთამამდები
-ჩემ ცოლს შეეხო?
-მაშინ არაფერი ვიცოდი
-ვაზღვევინებ, ხომ იცი ჩემი ამბავი, მჭადს არ გადაატრიალებ?
-არ არის ჯერ გადასბრუნებელი!- ვიკივლე მოულოდნელად და ისეთი თვალებით შემომხედა მეგონა ბუხარში შემტენიდა და კეცებსაც ზედ მომაყრიდა
-გავჩუმდები, მაგრამ მარილს ხორცი რომ შეიწვება აღარ მიიღებს
-მოვაყრი- ვეუბნები ახლა უკვე მშვიდად
-ხო, მიყვარს მარილიანი კერძები და მჭადი
-გავიგე რომ მჭადი გიყვარს, მარილიანი ხორცი, ნადირობა შენი ცხენი, მაგრამ რა გაქვია არ გითქვამს დაგავიწყდა
-ისევე როგორც შენ მჭადის გადაბრუნება დაიწვებოდა
-სანამ არ მეტვი არ გადავაბრუნებ
-ბავშვი უჩემოდ გააკეთეთ და სახელის გარეშეე ახლა მჭადს ვერ აბრუნებ?
-ბატონო?
-გადააბრუნე მჭადი, დამწვარი არ მიყვარს
-არ არის ჯერ გადასბუნებელი , არ გამოცხვებოდ ჯერ
-ამ ოჯახში ყველა გადაბრუნდა შენს გარდა და ეს მჭადის გადაბრუნება რაღა გახდა?
-ცომი გიყვარს?
-არა
-ხო და მაცადე
-ისე კარგად გამითამამდი, ხო იცი შენ, კი არ ვემორჩილები წესებს, მაგრამ ცოტა პატივი მეცი და გადაბრუნე მჭადი- ისე უმაკცრედბა ხმა მჭადს ვაბრუნებ, მართლა გამომხვარი იყო, კმაყოფილებისაგან სახე ებადრება
-მე ყველაფერი გიამბე ჩემზე და შენი ჯერია
-ჯერ მზად არ ვარ

რამდენიმე წუთში სუფრას ვშლი, მხოლოდ ერთ თეფშს ვდებ, ისიც მაგიდას უახლოვდება, მე კი ბუხართან ვტრიალებ
-არ დაჯდები?
-რა?- ვტრიალდები გაოგნებული სახით
-არ გშია?
-მე, იცი ეს არ შეიძლება
-ვინმე არის აქ ჩვენს გარდა?
-არა!- ვპასუხობ გაოგნებული
-ხო და რა გინდა, უფლებას გაძლევ
-მე არ ვიცი
-ნუ გრცხვენია, კულტურულად ჭამა დიდად არც მე გამომდის
-მაგიტომ არა
-საწოლში ჩემთან ერთად არ ყოფილხარ და სუფრაზე მაინც დაჯექი
-მე ორულად არ ვარ
-რა?- ლამის იყვირა და სკამიდან წამოხტა
-ხო, ჩემმა ქმარმა მხოლოდ ისე მოაწყო ყველაფერი რომ ქალიშვილობა დამეკარგა
-რა?
-ვერ აგიხსნი
-ეგ როგორ გააკეთა
-ვერ ვიტყვი
-ის არ გამოუყენებია?
-არა
-მერე რა უნდა ქანა გაგასახლებენ!
-ხო ვიცი, მაგრამ დრო კიდევ მაქვს, რომ გავიქცე
-მართლა არ ხარ ორსულად?- მეკითხება ბედნიერი სახით
-ხო შეგიძლია თავისუფლებით ისევ დატკბე
-იცი რომ ბავშვები მიყვარს
-სახლი არ ვიცი შენი
-მაგ საკითხს მოგვიანებით მივხედავთ, მოდი ჭამე თორემ გაცივდა, გითხარი რომ მჭადი მიყვარს?скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ბიჭი გიჟია ხოოო

 



№2 სტუმარი ლიკუცი

კარგად წერთ... წარმატებები და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მომავალშიც თქვენ ნაწერს ...

 



№3  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ლიკუცი
კარგად წერთ... წარმატებები და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მომავალშიც თქვენ ნაწერს ...

დიდი მადლობა

 



№4  offline წევრი kaisha13

ვაიმეე რა საყვარელია ეს უსახელო გადარეულიი...))) ძლივს ვიღაც ნორმალურად მიაზროვნე არ გამოდგა კალეს ცხოვრებაშიი?საწყალი დედამთილიც კი დამენანა ისე მაგრამ კაია სათქმელი მაინც რომ თქვა...

 



№5 სტუმარი tamari

კარგი მოთხრობა ჩანს.მომწონს. მაგრამ გთხოვ დაასერიოზულე ამ გოგოს საქმრო თუ ვინ არის.... ისე ჯობდა იმ ძმას მოეყვანა ეს გოგო (ცოლი რომ მოუკლეს).ველი შემდეგ თავს. მართლა კარგი იყო....

 



№6 სტუმარი სტუმარი Elle

ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, ????

 



№7  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

kaisha13
ვაიმეე რა საყვარელია ეს უსახელო გადარეულიი...))) ძლივს ვიღაც ნორმალურად მიაზროვნე არ გამოდგა კალეს ცხოვრებაშიი?საწყალი დედამთილიც კი დამენანა ისე მაგრამ კაია სათქმელი მაინც რომ თქვა...

დიდი მადლობა

სტუმარი Elle
ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, ????

დიდი მადლობა

tamari
კარგი მოთხრობა ჩანს.მომწონს. მაგრამ გთხოვ დაასერიოზულე ამ გოგოს საქმრო თუ ვინ არის.... ისე ჯობდა იმ ძმას მოეყვანა ეს გოგო (ცოლი რომ მოუკლეს).ველი შემდეგ თავს. მართლა კარგი იყო....

ტყიდან გამოვარდნილი კაცის კვალობაზე კიდევ კარგად აზროვნებდ. მადლობა

 



№8 სტუმარი Tata

Dzlivs mxiaruli da wesierad moazrovne pirovneba gamochnda am gogos cxovrebashi... Vgijdebi shens istoriebze

 



№9  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

Tata
Dzlivs mxiaruli da wesierad moazrovne pirovneba gamochnda am gogos cxovrebashi... Vgijdebi shens istoriebze

თათა, დიდი მადლობა

 



№10  offline წევრი ჟიზელი

მჭადზე მეტად კალე თუ შეუყვარდა,ხო წარმოგიდგენიათ? :დდდდდდ
აი ,ჭინკებზე მაქვს შენი ისტორია წაკითხული და მართლა მომეწონა,აი მართლა.
არ გეწყინოს რა,მაგრამ ისე თუ შეგიძლია წერა,ამ ისტორიამ რა დააშავა. ცოტა ბავშვურ ენაზე წერ,ასე მგონია. ამიტომ ძველებური გაუშვი :დდდდ
მართლა არ გეწყინოს.
წავიკითხავ ხოლმე

 



№11 სტუმარი ციცვიძე

არც ეს ყოფილა მაინცდამაინც ფემინისტი. ვხედავ ცდილობ სახალისოც იყოს თუმცა ეს მოთხრობა ტრაგიკომედიას უფრო გავს. ენივეი მალე დადე ხოლმე იცოდე და ჰო. მაინც კარგია, დამაინტრიგებელი.

 



№12  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ჟიზელი
მჭადზე მეტად კალე თუ შეუყვარდა,ხო წარმოგიდგენიათ? :დდდდდდ
აი ,ჭინკებზე მაქვს შენი ისტორია წაკითხული და მართლა მომეწონა,აი მართლა.
არ გეწყინოს რა,მაგრამ ისე თუ შეგიძლია წერა,ამ ისტორიამ რა დააშავა. ცოტა ბავშვურ ენაზე წერ,ასე მგონია. ამიტომ ძველებური გაუშვი :დდდდ
მართლა არ გეწყინოს.
წავიკითხავ ხოლმე

მადლობა

ციცვიძე
არც ეს ყოფილა მაინცდამაინც ფემინისტი. ვხედავ ცდილობ სახალისოც იყოს თუმცა ეს მოთხრობა ტრაგიკომედიას უფრო გავს. ენივეი მალე დადე ხოლმე იცოდე და ჰო. მაინც კარგია, დამაინტრიგებელი.

არ არის სასაცილო, შემეგ თავებში ნახავ.

 



№13  offline წევრი N.yviralashvili

წარმატებები...

 



№14  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

N.yviralashvili
წარმატებები...

დიდი მადლობა

 



№15  offline წევრი M^d G1rl

ეს ბიჭი შემიყვარდა <3

 



№16  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

ბოლოსთვის მინდოდა რამისს დაწერა მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, თან რა ვიცი რას ოზამ, იქმებ წინასავით ესეც არ დაასრულო (უთქმელად ვერ დავიტოვებდი ამას :დდ)
ჰოდა აქ გეტყვი რო საოცრებაა ეს ისტორია, საოცრებაა შენი წერის სტილი და საოცრებაა ყველა თავი რაც კი წმიკითხავს შენი ავტორობით.
ამ ისტორიაზე ვგიჟდები და არ ვიცი რა დამემართება შუა გზაში რო მიატოვო.
ეს უსახელო მომწონს, თან ძალიან.
მოკლედ კარგი ხარ ძაან❤ ჰოდა ბევრი არ გვალოდინო რა.❤
რამდენი ვიბოდიალე

 



№17 სტუმარი სტუმარი Gvantsa

Sheni yvela istoria wakitxuli maqvs da dzalian magari bichi xar, erts getyvi rom zogadad a sheni weris stili momwons msubuki da saxalisoa mkitxvelistvis tumca vtvli rom am temas ufro seriozuli manera miuxdeba, mixaria rom dadebiti personaji daemata motxrobas, siujetma avtori"sopiko"-s "chitebi" gamaxsena motxobis mtavari temac igive problema. Cota xnis win ido saitze da exla vegar vpoulob, tu ar wagikitxavs ar waikitxo rom daamtavreb mere namdvilad kargia. Warmatebebi da velodebi ganvitarebas!!!

 



№18 სტუმარი G.S

გეგი მიხარია, რომ შენი ისტორიების წაკითხვის ბედნიერება მაქვს წინ ^_^

 



№19 სტუმარი სტუმარი nako

ვაიმე რა მაგარიააა

 



№20 სტუმარი გოდო

ვაჰ, როგორ ვერ ვიტან ავტორს რომ სიუჟეტის ან პერსონაჟის განვითარებას სთავაზობენ! ახლა ასე ქენი, ახლა ისე! საინტერესო სწორედ ის არის, ავტორმა როგორებად ჩაიფიქრა პერსონაჟები და სიუჟეტი! ჩვენი სურვილების მიხედვით თუ ცვალა, რაღაა საინტერესო? ასე გააკეთე, ისე გადააკეთეს არ სჯობს თავად დაწეროთ როგორც გინდათ?
ავტორო, გთხოვ, შენს ჩანაფიქრს მიყევი და ნუ მოერგები ჩვენს სურვილებს! ძლივს საინტერესო მთხრობას წავაწყდი და იმედი არ გამიცრუო!
წარმატებები!

 



№21  offline მოდერი ენემი

ვაიმეეე????აღარ შემიძლია???? სიმართლე რომ ვთქვა ძაან მომწონს ამ ბიჭის პერსონაჟი???? ისა და ნაკანო შენც გიყვარს მჭადი და ყოველ ორ წინადადბაში ამიტომ არის?????????ველი ახალ თავს და ეს რო არ დაასრულო არ ვიცი რა მოგელის????

 



№22 სტუმარი ლიკუცი

აქ წერს ზოგი რომ თქვენი ნაწერი მოსწონთ... სხვა ისტორიებიც გაქვთ? თუ კი სად შემიძლია წაკითხვა?

 



№23  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ჟიზელი
მჭადზე მეტად კალე თუ შეუყვარდა,ხო წარმოგიდგენიათ? :დდდდდდ
აი ,ჭინკებზე მაქვს შენი ისტორია წაკითხული და მართლა მომეწონა,აი მართლა.
არ გეწყინოს რა,მაგრამ ისე თუ შეგიძლია წერა,ამ ისტორიამ რა დააშავა. ცოტა ბავშვურ ენაზე წერ,ასე მგონია. ამიტომ ძველებური გაუშვი :დდდდ
მართლა არ გეწყინოს.
წავიკითხავ ხოლმე

მადლობა

ლიკუცი
აქ წერს ზოგი რომ თქვენი ნაწერი მოსწონთ... სხვა ისტორიებიც გაქვთ? თუ კი სად შემიძლია წაკითხვა?

კი, ოღონდ ის ამ სტილში არ არის. ვერსად წაიკითხავთ ჯერ სამწუხაროდ

ენემი
ვაიმეეე????აღარ შემიძლია???? სიმართლე რომ ვთქვა ძაან მომწონს ამ ბიჭის პერსონაჟი???? ისა და ნაკანო შენც გიყვარს მჭადი და ყოველ ორ წინადადბაში ამიტომ არის?????????ველი ახალ თავს და ეს რო არ დაასრულო არ ვიცი რა მოგელის????

უღმესი მადლობა

გოდო
ვაჰ, როგორ ვერ ვიტან ავტორს რომ სიუჟეტის ან პერსონაჟის განვითარებას სთავაზობენ! ახლა ასე ქენი, ახლა ისე! საინტერესო სწორედ ის არის, ავტორმა როგორებად ჩაიფიქრა პერსონაჟები და სიუჟეტი! ჩვენი სურვილების მიხედვით თუ ცვალა, რაღაა საინტერესო? ასე გააკეთე, ისე გადააკეთეს არ სჯობს თავად დაწეროთ როგორც გინდათ?
ავტორო, გთხოვ, შენს ჩანაფიქრს მიყევი და ნუ მოერგები ჩვენს სურვილებს! ძლივს საინტერესო მთხრობას წავაწყდი და იმედი არ გამიცრუო!
წარმატებები!

უღმესი მადლობა.

G.S
გეგი მიხარია, რომ შენი ისტორიების წაკითხვის ბედნიერება მაქვს წინ ^_^

ოჰო, დიდი მადლობა

სტუმარი Gvantsa
Sheni yvela istoria wakitxuli maqvs da dzalian magari bichi xar, erts getyvi rom zogadad a sheni weris stili momwons msubuki da saxalisoa mkitxvelistvis tumca vtvli rom am temas ufro seriozuli manera miuxdeba, mixaria rom dadebiti personaji daemata motxrobas, siujetma avtori"sopiko"-s "chitebi" gamaxsena motxobis mtavari temac igive problema. Cota xnis win ido saitze da exla vegar vpoulob, tu ar wagikitxavs ar waikitxo rom daamtavreb mere namdvilad kargia. Warmatebebi da velodebi ganvitarebas!!!

უღმესი მადლობა

Mariam Shengelia_3
ბოლოსთვის მინდოდა რამისს დაწერა მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, თან რა ვიცი რას ოზამ, იქმებ წინასავით ესეც არ დაასრულო (უთქმელად ვერ დავიტოვებდი ამას :დდ)
ჰოდა აქ გეტყვი რო საოცრებაა ეს ისტორია, საოცრებაა შენი წერის სტილი და საოცრებაა ყველა თავი რაც კი წმიკითხავს შენი ავტორობით.
ამ ისტორიაზე ვგიჟდები და არ ვიცი რა დამემართება შუა გზაში რო მიატოვო.
ეს უსახელო მომწონს, თან ძალიან.
მოკლედ კარგი ხარ ძაან❤ ჰოდა ბევრი არ გვალოდინო რა.❤
რამდენი ვიბოდიალე

დიდი მადლობა

 



№24  offline მოდერი 13.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ბიჭს უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა. ახლაც იგივეს ვიტყვი. საუკეთესოა )
დიდი იმედი მაქვს, რომ წიგნს შენი ავტორობით ვიხილავ და სადმე სხვაგან არ წავაწყდები ამ ისტორიებს.
მიკვირს, ნინი რომ არ ქვია ამ გოგოს ;დ
--------------------
ნინი.

 



№25 სტუმარი სტუმარი მარიამი

შემდეგ თავს როდის დადებ ? ❤️❤️

 



№26  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

13.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ბიჭს უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა. ახლაც იგივეს ვიტყვი. საუკეთესოა )
დიდი იმედი მაქვს, რომ წიგნს შენი ავტორობით ვიხილავ და სადმე სხვაგან არ წავაწყდები ამ ისტორიებს.
მიკვირს, ნინი რომ არ ქვია ამ გოგოს ;დ

დიდი მადლობა შეფასებისთვის, არ გამოდიოდა თორემ ნინი იქნებოდა. laughing

სტუმარი მარიამი
შემდეგ თავს როდის დადებ ? ❤️❤️

ვნახოთ, არ ვიცი

 



№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა კარგი ისტორიაა <3 ძალიაან მომეწონა მართლა და ამ უსახელოზე ვხალისობ.. საყვარელია რატომღაც და ვნახოთ რა მოხდება შემდგომში იმედია არ დააგვიანებ <3 წარმატებები

 



№28 სტუმარი სტუმარი მარია

გეგი,როდის ველოდოთ ახალ თავს? აზრიანი მოთხრობა ჩანს.. ვფიქრობ,თუ არ გაწყვეტ და დაასრულებ დიდ მოწონებასაც დაიმსახურებ...

 



№29  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის მჭადის სიყვარული smile იმედია მართლა ასეთი დადებითი პიროვნება იქნება ეს ბიჭი ბოლომდე.კარგი ისტორიაა.ბევრი გამიგია მთიულების წეს-ჩვეულებებზე,თუმცა წასაკითხად თურმე ცოტა რთული ყოფილა
--------------------
ლანა

 



№30  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

La-Na
აი მესმის მჭადის სიყვარული smile იმედია მართლა ასეთი დადებითი პიროვნება იქნება ეს ბიჭი ბოლომდე.კარგი ისტორიაა.ბევრი გამიგია მთიულების წეს-ჩვეულებებზე,თუმცა წასაკითხად თურმე ცოტა რთული ყოფილა

დიდი მადლობა

სტუმარი მარია
გეგი,როდის ველოდოთ ახალ თავს? აზრიანი მოთხრობა ჩანს.. ვფიქრობ,თუ არ გაწყვეტ და დაასრულებ დიდ მოწონებასაც დაიმსახურებ...

უღმესი მადლობა, აუცილებლად

ტკბილიწიწაკა
რა კარგი ისტორიაა <3 ძალიაან მომეწონა მართლა და ამ უსახელოზე ვხალისობ.. საყვარელია რატომღაც და ვნახოთ რა მოხდება შემდგომში იმედია არ დააგვიანებ <3 წარმატებები

დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent