შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გონება ახლიდან ეჩვევა გარემოებას) თავი 5


27-02-2018, 06:13
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 755

ამნეზია_(ანუ გონება ახლიდან ეჩვევა გარემოებას) თავი 5

თავი 5.
დილით 9საათზე გამეღვიძა, წასვლა გვიან გვქონდა გადაწყვეტილი გზაში სიცხეს რომ არ შევეწუხებინეთ. გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ, ბავშვებს დავურეკე და გამოსვლა შევთავაზე, ბარემ ჩემი სახლიდან გავიდოდით ყველანი. გადაწყდა რომ გიორგის მანქანით წავიდოდით, ჯიპია და სავარძლების სამი განყოფილება აქვს, თანაც სვანეთის გზებს აიტანდა. დაახლოებით ნახევარ საათში ყველა მოგორდა თავისი ბარგით. გოგოებიც მოვწესრიგდით და ბევრი სასუსნავით მისაღებში დავსხედით. წინა დღეს ანა მამას ფოტოებს მათვალიერებინებდა, სადაც ერთ-ერთ ალბომს წავაწყდი, სამუდამო შვიდეულის ალბომს. ფეხებზე დავიდე და ნელა გადავფურცლე, მინდოდა ყველაფერი მათთან ერთად მენახა. პორველ გვერდზე მე მაქსიმე და ჩემი ძმა ვიყავით სტადიონზე, მე დაახლოებით 6წლის, ზურა და მაქსიმე ასე 9ის. მის ქვემოთ კი იგივე ადგილას იგივე პოზაში რამდენიმე თვის წინანდელი ფოტო იყო, ისე მომეწონა ლამის ვიტირე, არფრთოვანებული მივაჩერდი და სულელივით ვიღიმოდი, შემდეგ ფოტოში ნუცა იყო, ჯერ კიდევ შეუღებავი თმით. გაკვირვებულმა დავხედე მის ყავისფერ, გრძელ თმას, მერე მას ავხედე და კარედ შეჭრილ წითელ თმებს დავაკვირდი.
-ნუც, კი გითხარი იმ დღეს გიხდებათქო, არა მართლა გიხდება, მაგრამ შენს ბუნებრივ თმას მაიმც ვერ შეედრება
-ხო ვამბობდი_სანამ ნუცა რამეს იტყოდა გიორგიმ წამოიძახა
-არაუშავს ქეთ, რაც მთავარია ვისაც საჭიროა იმას მოსწონს_ნაზად გამიღიმა და გიორგის რეპლიკა დააიგნორა, მეც მაშინვე მივუხვდი
-მაგას შენზე ყველაფერი მოეწონება_არც სესილი დაგვეჩენია ვალში
-ეეე ეე მოიცა ვინ ტო, ნუციკო როდის მერე გვიმალავ რაღაცებს?_ვაკომ დაასწრო ყველას რეაგირება
-რო გიმალავდეთ ხომ არ ვიტყოდი?
-აბა კარგად აგვიხსენი_ახლა მაქსიმე ჩაერთო თავის ბოხი ბარიტონით, რანაირი ხმა აქვს ამ ბიჭს, ათას კაცში გამოვარჩევ.
-არაფერი ისეთი ჯერ, მართლ, უბრალოდ კარგი ბიჭია, ისე ვართ რა, ფლირტის თუ მოწონების დონეზე
-როდის უნდა გაგვაცნო?_ახლა სანდრო ჩაერთო საუბარში
-ჯერ არაა სერიოზული ამბავი, რო რამე იყოს გაგაცნობთ, თან მიბმული კი არ მყავს ზედ, მაცადეთ შევათვალიერო ბათუმი, იქნებ უკეთეს ვინმეს წავაწყდე_სიცილით თქვა და წყალი მოსვა, არადა ვატყობდი როგორ უჭირდა მათი მოტყუება მაგრამ საჭირო იყო.
-როდის მერე მოირგე ბაბნიკის სტატუსი?_მკაცრად ჩაილაპარაკა გიორგიმ რომელიც ამ დროის განმავლობაში ყურადღებით ისმენდა დიალოგს.
-24ის ვარ უკვე, ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია, ბიჭებისკენაც თუ გავიხედავ არაფერი დაშავდება, ნუ ღელავთ, თქვენ, ჩემს მეგობრებს მაგით ყურადღება არ მოგაკლდებათ ჩემგან_უცოდველივით გაუღიმა გიორგის და წყალი ისევ მოსვა. ძლივს ვიკავებდი თავს იქვე ხარხარი რომ არ ამეტეხა, ბოლოს როცა მივხვდი რომ არ გამომივიდოდა საპირფარეშოში გავედი, ის იყო კარი უნდა მიმეხურა ვიღაცის ხელმა რომ გამაჩერა და მაქსიმეც გამოჩნდა. საპირფარეშოში ჩემთან ერთად შემოვიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და გამომცდელი თვალებით დამაკვირდა.
-აბა ქალბატონო, რას ხლართავთ?
-მეე...მე არაფერს_ისე დავიბენი ძლივს ამოვილუღლუღე
-არაფერს გაჩვენებ მე შენ. _უფრო მიახლოვდებოდა, ბოლოს კედელზე ავეკარი, კინ დამიდგა, ხელები ჩემს გარშემო კედელს შემოაწყო და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, ისევ ეს შავი თვალები, მისგან წამოსული ცხელი ჰაერის ნაკადი მთლიანად ყელთან მეფრქვეოდა და ლამის იქვე გავითიშე.
-მიდი მომიყევი_ისევ მისმა სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში
-რა მოგიყვე მაქსიმე...მართლა ვერ ვხვდები
-ქეთუშ, შენ შეილება არ გახსოვს როგორი ვარ და ვინ ვარ მაგრამ მე შენ არ დამვიწყებიხარ, შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერა, ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხები, რას ხლართავთ გიოზე და ნუცაზე?
-რაშუაშია...
-ქეთ, ვიცი რო ერთმანეთი უყვართ
-ერთმანეთი?
-ჰო მარა დებილები არიან
-მე არ ვიცოდი გიოსაც თუ უყვარდა
-მე გითხარი ადრე, მერე შენც მითხარი რო ნუცასაც უყვარს, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, სესილიმ იცის რომ მხოლოდ ნუცას უყვარს, ბიჭებმა იციან რომ მხოლოდ გიოს უყვარს.
-მაშინ კაი გეტყვი, ოღონდ გაიწიე ცოტა აქ ძაან ცხელა_მკერდზე მივადე ხელები და ოდნავ უკან დავწიე_მოკლედ მე ხო არ მახსოვდა გიოსაც რო უყვარს, ხოდა ნუცას ვურჩიე სხვებს მიაქციე ყურადღება და ვითომ არ გაინტერესებთქო, ხოდა დამიჯერა, აუ ეხლა გიო მეცოდება
-არაუშავს, მშვენიერი იდეაა, იქნებ მოვიდეს ორივე აზრზე.
-ჰო იმედია
-ეგ საქმე თუ გამოვიდა, მეორე წყვილი იქნება რომლებსაც დააჯახებ, ჩემი კუპიდონი ხარ რა_სიცილით მითხრა და ყელში ტრადიციული კოცნა დამიტოვა, მერე კი საპირფარეშოდან გავიდა. ონკანს დავეყრდენი და ცივი წყალი სახეზე შევისხი, მაბნევდა მაქსიმეს მოახლოების მერე ჩემი ბუსუსები, ჩემი განცდები, მეშინოდა არ მომწონებოდა, არ მქონდა ამის უფლება, ის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, არ მქონდა შვიდეულის დაშლის უფლება, არ მქონდ უფლება მაქსიმესთვის რამე მომეთხოვა, ვიცი რომ ის ისე მიყურებს როგორც მეგობარს, მეც ეგრე ვუყურებდი, ამნეზიამდე! ახლა არმინდა ვინმე მომეწონოს მაშინ როცა ჩემი გონება ცარიელია, არმაქვს ამის უფლება, ახლა არაფერი მახსოვს და ყველას სხვანაირად ვუყურებ, ეს კი არ არის მიზანშეწონილი. რაც შეიძლება მალე უნდა დამიბრუნდეს მეხსიერება....
ოთახში მალევე დავბრუნდი, ათას სისულელეზე ვსაუბრობდით, ტელეფონმა რომ დარეკა, ნიკა....
-გისმენთ
-ქეთა მე ვარ
-გისმენ ნიკა
ყველა დაიძაბა
-შენს კორპუსთან ვარ, ჩამო ორი წუთი რა
-მოვდივარ
ტელეფონი გავუთიშე და კეტების ჩაცმა დიწყე
-ჩასვლას აპირებ?_როგორ არ მომწონს სერიოზული ვაკოს ხმა რა...
-ჰო აქაა
-გინდა გამოგყვე?_ამჯერად გიო იყო
-არა იყოს
-საერთოდ რატომ ჩადიხარ თუ არ გსიამოვნებს მისი ნახვა?_ ისედაც ბოხი ბარიტონი უფრო დაბოხებოდა მაქსიმეს
-მაქსიმე, რაც არ უნდა იყოს, ჩემი შეყვარებული ერქვა, მართალია ვერ ვხვდები რა მომწონდა მაგ ტიპში მაგრამ ახლა იმას მაინც იმსახურებს რომ სიტუაცია ავუხსნა, უბრალოდ ვეტყვი რომ არ მახსოვს არაფერი და ძალდატანებითა და ჩხუბით არაფერი გამოვა
-როგორც გინდა_თავი კედლისკენ მიაბრუნა მაქსიმემ, აღარაფერი მითქვამს, მალევე ჩავედი დაბლა, ნაცნობი სახე მანქანასთან აყუდებული დამხვდა
-გამარჯობა
ხმადაბლა ჩავილაპარაკე, ჩემს გადასაკოცნად წამოვოდა, ლოყაზე უბრალოდ მივადე ლოყა და დაველოდეე რას მეტყოდა.
-ქეთ მაგრად მიტყდება ეგრე რო იქცევი
-ნიკა ახლა ცოტახანი მე მომისმინე კარგი? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ჩემგან დმოუკიდებლად ხდება ყველაფერი, საერთოდ არაფერი მახსოვს რაც კი ავარიამდე მოხდა, შესაბამისად არც შენ. ვერც სიყვარულს და ვერც სიძულვილს განვიცდი შენს მიმართ, მე არაფერ შუაში ვარ
-კაი მესმის ვიცი....უბრალოდ განხავ ხოლმე რა
-სავაადმყოფოში 1კვირის განმავლობაში რატომ არ მოხვედი?
-არ მეცალა
-გასაგებია_ჩავიცინე და თავი გვერდზე მივატრიალე, ფანჯარასთან ვიღაცის სხეული დავლანდე, რომელიღაცა გვიყურებდა, მაგრამ კარგად ვერ გავარჩიე რომელი.
-გინდა ხვალ გავისეირნოთ?
-დღეს საღამოს ბათუმში მივდივარ
-ვისთან ერთად?
-ბავშვებთან
-მერე ჩემთვის არ უნდა გეკითხა?_ხმა გაუმკაცრდა და სახე მოეღრიცა
-ბატონო?_გამეცინა და ისევ მას მივაჩერდი, არაფერი უპასუხია, მკლავში წამწვდა და მანქანაზე მიმანარცხა, ხერხემალი ამეწვა, წინ დამიდგა
-მისმინე გოგო ეხლა, მე ვაბშე არ მომწონს ეგ შენი ს*რი მეგობრები, აქამდე არაფერს გეუბნებოდი მარა ეხლა *ლეზე მკ*დია, არსადაც არ წახვალ, დაეგდები აქ და იქნები ჩემთან
-შენ ავადმყოფი ხარ ხო? ვინ გეკითხება მე სად წავალ_ხელის გამოწევა ვცადე მაგრამ ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა
-როგკითხო არგახსოვს და იმათთან ერთად მიენძრ*ვი სადღაც ხო? ეგენი ხო გახსოვს?_კიდე გააგრძელებდა ყვირილს მაგრამ ვიღაცამ მომაშორა, სანამ აზრზე მოვიდოდი, ნიკა უკვე დაბლა ეგდო და მაქსიმე გამწარებული ურტყავდა
-ვინმოგცა უფლება მასთან ასე ლაპარაკის, ვინ ჩემი *ლე ხარ რომ ასე ექცევი
-მაქდიმე გთხოვ გაჩერდი, მაქსიმე მოკვდება გაუშვიი_ჩემმა ხმამ მოიყვანა აზრზე, რომ დაინახა ვტიროდი ეგრევე თავი დაანება და მე მომეხვია
-რამე ხოარგატკინა, მითხარი რამე გტკივა?
-არა არაფერი_ძლივს ამოვისრუტუნე_გთხოვ დაანებე თავი ნუ ჩხუბობ
-წამოდი ავიდეთ_მერე ისევ ნიკას მიუბრუნდა
-იცოდე რომ დავინახო ან გავიგო რო ქეთას კიდე დაეკონტაქტე ეს მიგონება იქნება.
სახლში ავედით, პირდაპირ ჩემს ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა, თვითონაც მომიწვა გვერდით, წელზე ხელი მომხვია და მკერდზე ამიკრო
-კაი ნუღარ ტირი რა ქეთუშ
-შემეშინდა რამე არ დაეშავებინა შენთვის
-ჰო ვერასდროს იტანდი რო ჩხუბობდნენ_ვიგრძენი როგორ გაეღიმა
-კიდევ რას ვერ ვიტან?
-ვერ იტან იმ დღეს როცა რომელიმე ჩვენს ვერ ხედავ, მაგას ვერც ჩვენ ვიტანთ, კიდევ ვერ იტან ვაშლის წვენს, მოხარშულ კვერცხს და მატყუარა ადამიანებს.
გამეცინა.
მასაც გაეცინა.
სხეულზე უფრო ავეკარი და ხეოები მოვხვიე, თავი მის კისერში მქონდა ჩარგული. ვიგრძენი როგორ დააყავა ბუსუსებმა როცა ხელის მტევანი შიშველ მკლავზე ავუსრიალე.
გამეღიმა
ის უფრო დაიძაბა.
-წამო გავიდეთ ბავშვებთან_უდარდელად მითხრა და ამაყენა.
არაფერი მომდარა ისეთი, მანქანაში ჩავსზედით, წინ გიო და ვაკო, ბოლო სკამებზე სანდრო და სესილი, მე ნუცა და მაქსიმე მათ შუა. გზა საერთოდ არ მიგრძვნია. მალევე ჩამეძინა, სადღაც 4 საათში მაქსიმეზე მიკრულს გამეღვიძა. უკვე ბათუმში ვიყავით, დაახლოებით პირველი საათი ხდებოდა, მალე ავედით სასტუმროში. სესილის და სანდროს რა თქმა უნდა ერთად ეძინათ, ვაკო და გიორგიც ერთად იწვნენ, მე და ნუცა ერთად, ხოლო მაქსიმეს მარტო მოუწია ნომერში. დიდი პრეტენზია არც გამოუთქვამს, პირიქით სიხარულით დათანხმდა. ნივთები მოვაწესრიგეთ, აბაზანაში შევედი და მალევე დავიძინე.
დილით ნუცას ზუზუნმა გამომაღვიძა
-ადექით რა, რისთვის ჩამოვწდით, გამოდით ზღვაზე, ყველა თქვენ გელოდებით.
ჯერ 8 საათი არ იყო, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა მაინც არ მოგვასვენებდა წითელთმიანი. ზლაზვნით მოვემზადე, ჯინსის შორტი და თეთრი მაისური გადავიცვი საცურაო კოსტუმის ზემოდან, პირასხოცი, სათვალე და კრემიც ჩავდე. აღმოჩნდა რომ მართლა ყველა მზად იყო უკვე.
იმდენი ხალხი იყო ძლივს ჩავდგით შეზლონგები, ეგეც მხოლოდ 5ცალი. მეტი ვერ დაეტია. ბიჭებმა მაშინვე გაიძრეს მაისურები, რასაც იქ მყოფი გოგოებისგან ნერწყვის ყლაპვა მოყვა, და მაშინვე წყალში შევიდნენ. სანამ სესილის ქოლგა დაუმაგრეს უკანაც ამოვიდნენ. შეზლონგზე პირსახოცი გავშალე ის იყო შორტის გახდა უნდა დამეწყო მაქსიმე რომ გადაგორდა ჩემს შეზლონგზე
-ეეე
-რავქნა დეფიციტია_უდარდელად ამომხედა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და მზეს მიეფიცხა, საზიზღარი.
მე და ნუცა წყალში ჩავედით. შორს არ გავსულვართ, მაგრამ უკან რომ ამოვდიოდით კარგად ვიგრძენი რამდენიმე დაჟინებული ბიჭის მზერა. ერთ-ერთი ჩვენკენ წამოვიდა, გაგვიღიმა და ნუცას გაუბა საუბარი, ისიც თავის გეგმის სისრულეში მოყვანას შეუგა და ლაპარაკში აყვა. გაღიმებული დავბრუნდი სანაპიროზე მყოფ ბავშვებთან, მაქსიმე ცოტა ჩავწიე და იქვე მივუჯექი
-ეე სველი ხარ
-შენ რო პირსახოცი დამისველე კაი იყო?
-ბავშვი ხარ რა_ისევ ჩაიცინა
-შენი დაქალი როდის მერე გახდა მეკაცთანე_ჩაიცინა გიომ
-გათხოვების დრო მოუვიდა და რატომაც არა_ისევ უდარდელად გამიცინა და მოსაუბრე წყვილს ზედაც არ შეხედა, გამაგიჟებს ეს ბიჭი, რანაირად ახერხებს?!
მაქსიმე ჩემი შეზლონგიდან რომ ღ ადგა ზირს დავწექი, ამის დანახვაზე ეგრევე წამოხტა და ადგილი გამიცვალა
-რომცოდნოდა აქამდე დავეგდებოდი დაბლა_კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და კომფორტულად გავიშოტე შეზლონგზე
-ყოველთვის ახერხებ სარგებლის მოძებნას რა
-ყოველთვის არ ვიცი მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ.
ხმა აღარ გაუცია. დიდიხანს ვერც გავძელით, მალევე წამოვედით და ერთ-ერთ კაფეში საჭმელად დავსხედით.
ნუცა ისე ბედნიერად ჩასცქეროდა მობილურს, რომ არ მცოდნოდა მართლა დავეჭვდებოდი.
-ამოძვერი მაგ ტელეფონიდან_გაეცინა ვაკოს
-შენი პრინცია?რაო მომენატრეო?_ისევ აგრძელებდა ღადაობად ვაკო
-არაა ლევანია
-ლევანი ვინაა?
-აი სანაპიროზე რო მელაპარაკებოდა
-ორ ბიჭთან ერთად შეხედრა რამე კაი პონტია?_მკაცრად ჩაილაპარაკა მაქსიმემ
-იმას არ ვხვდები, უბრალოდ ნაცნობია
-და ეს?
-ეს მომეწონა
-7 წუთში როგორ მოგეწონა?_გაკვირვებულმა გახედა სანდრომ
-რავი კაი ბიჭია
-ეგრე მალე იძლევი?...._ყველამ გაკვირვებულებმა ავხედეთ გიორგის, რომელსაც ვენები შესამჩნევად დაბერვოდა, ბიჭები ალბათ მალე თავს წააცლიდნენ იმის გამო რაც თქვა, მაგრამ ბოლოს ღიმილით დაამატა_ნომერს.
ნუცა გაშრა. ბოლოს ჩემი რჩევა გაითვალისწინა და გიორგი უპასუხოდ დთოვა. ოხ ერთი მაცემინა ეს ბიჭი, როგორ ახერხებს ასე თამაშს?
-საღამოს კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად და დამპატიჟა, ხო წამოხვალთ?_ცოტახანში ნუცამ ამოგვხედა
-რავი კი წავიდეთ_ყველამ მოვიწონეთ გადაწყვეტილება.
საჭმლის შემდეგ სასტუმროში გავედით, ჯერ დიდი დრო იყო კლუბამდე, ამიტომ დაძინება და ძალების მოკრება გადავწყვიტეთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Mariami

Vgijdebi shens yvela istoriaze,saocreba xar mariam <3

 



№2 წევრი meocnebe avadmyopi

ძაან კაია,აუცილებლად მალე დადე შემდეგი

 




შეუდარებელი ხარ მარიკო,საშინლად მომწონს მე ეს ისტორია,იმის თქმას კი არ დავიწყებ,რომ შენ მიყვარხარ.იმდენად მაინტრიგებ და მითრევ,რომ თვალს ვერ ვწყევტ ისტორიას კითხვი დროს.ყველა წინადადებას ათასჯერ გადავიკითხავ,რომ ღრმად ჩაიბეჭდოს გონებაში და მუდამ მახსოვდეს.ამოუცნობი ხარ მარიკო,სულ,რომ არ მოველი ისეთ რაღაცებს აკეთებ,მახარებ და მახალისებ.მიხარიხარ ჩემო გოგო))

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Mariami
Vgijdebi shens yvela istoriaze,saocreba xar mariam <3

ვაიმე❤❤ძალიან დიდი მადლობა❤

meocnebe avadmyopi
ძაან კაია,აუცილებლად მალე დადე შემდეგი

მადლობა❤ ხვალ დავდებ❤

სულელი მეოცნებე
შეუდარებელი ხარ მარიკო,საშინლად მომწონს მე ეს ისტორია,იმის თქმას კი არ დავიწყებ,რომ შენ მიყვარხარ.იმდენად მაინტრიგებ და მითრევ,რომ თვალს ვერ ვწყევტ ისტორიას კითხვი დროს.ყველა წინადადებას ათასჯერ გადავიკითხავ,რომ ღრმად ჩაიბეჭდოს გონებაში და მუდამ მახსოვდეს.ამოუცნობი ხარ მარიკო,სულ,რომ არ მოველი ისეთ რაღაცებს აკეთებ,მახარებ და მახალისებ.მიხარიხარ ჩემო გოგო))

შენს კომენტარებზე რომ ვგიჟდები იცი ხო?
კი ვიცი რო იცი❤
ძალიააან დიდი მადლობა❤ ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის❤❤ მიყვარხარ მეშენ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent