შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკელი მკვლელი 4თავი


28-02-2018, 14:48
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 446

ამერიკელი მკვლელი 4თავი

ზუსტად რვას ხუთი წუთი რომ დააკლდა ბარის კარები ისევ შევხსენი, კარებშივე შემომეგება ჩემი ბოსი და ფართოდ გამიღიმე.
- მეგონა არ მოხვიდოდი?
- უიმე რატომ? გავიკვირვე მე და გასახდელისკენ წავედი.
- რავიცი მეთქი ვერ გაუძლებს აქაურ ამბებს თქო.
- რომ იცოდე რამდენი რამისთვის გამიძლია ამას არ იტყოდი.
- დიდი სიამოვნებით მოვისმენდი შენს ამბებს.
- უნდა გამოვიცვალო, გახვალ თუ გაგიტანო. ცალი თვალით გავხედე მას.
- ჰო კარგი მივდივარ, ანდაც რას მალავ ისეთს მე რომ არ მინახავს. ბოლო ხმაზე გადაიხარხარა მან.
- ერთ დღეში ორის ცემა ცოტა არიყოს რთულია, ამიტომ დროულად დამტოვე თორემ.
- კარგი ჰო. ხელებს ჰაერში სწევს და ადგილს სცილდება.
მალევე გამოვიცვალე სტანდარტული ფორმაა, შავი ქვედაბოლო და თეთრი მაისური.
- ვერ ვიტან კაბებს. წუწუნით ვეუბნები ერეკლეს და რაც ჩემიძლია კაბას ქვემოთ ვქაჩავ.
- რაგინდა გიხდება მაგარ "ვიდზე" ხარ.
ხელი მომკიდა და დამატრიალა.
- დაგავიდებ მე შენ. მალევე შევუბღვირე.
- ეს შენ.
- ერ რა არის?
- შენი სახელი.
- აუცილებელია ყველამ გაიგოს ჩემი სახელი?
- აბა გესიამოვნება ჰეი გოგონითი რომ მოგმართომ?
- ნწ.
- ჰოდა ამდენ ლაპარაკს გირჩავნია საქმეს მიხედო. ლოყაზე მიჩქმიტა და იქაურობას გაეცალა.
- კრეტინო.
- არინო ჰო? მალევე მომიახლოვდა სასიამოვნო გარეგნობის გოგონა, როგორც მახსოვს ვიკა ქვია.
- დიახ.
- მე ვიკა ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც.
- შენ მესამე, მეხუთე და მეშვიდე მაგიდების მომსახურება გევალება.
რთული არაფერია თუ დახმარება დაგჭირდება მე აქ ვარ.
 თბილად მიღიმის გოგო.
- გასაგებია.
- აი შენს მაგიდას მოსახურება სჭირდება.
მესამე მაგიდისკენ გავემართე, სადაც სამი ბიჭი და ორი გოგო იჯდა.
- რას ინებებთ? ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- ორი ვისკი, სამი ლუდი და ორი ვაშლის წვენი.
- გასაგებია ეხლავე იქნება.
შეკვეთა ბარმენს გადავეცი, მალევე გამიმზადა ყველაფერი და უკან დავბრუნდი.
- ინებეთ. ყველას თავთავის შეკვეთა გადავეცი და უკან დავბრუნდი.
- მეგონა პირველივე დღეს დალეწავდი აქაურობას.
- არც ისეთი მოუხერხებელი ვარ როგორც გგონია. ტატო ერთი ქოქოსის წვენი მინდა, ბოსის ანგარიშზე ჩაწერე. თვალს ვუკრავ ტატოს და მეშვიდე მაგიდისკენ მივდივარ.
- რას ინებებთ?
- ორი კოქტეილი.
- რომელი?
- თქვენს გემოვნებას ვენდობით. ღიმილით მეუბნება მათგან ერთერთი გოგო.
- ტატო ორი კოქტეილი, სულერთია შენ გაამზადე. დავამატე როდესაც რაღაცის თქმას აპირებდა.
- ორი კოქტეილი და ერთი ქოქოსის წვენი.
- შეკვეთას მივიტან და ამისთვის დავბრუნდები.
საკმაოდ დამღლელი დღე გამომივიდა, დილის ექვსი საათი იყო ბარის ტერიტორია რომ დავტოვე.
ეხლა ისეთი დაღლილი ვარ რომ ფეზით სიარულკ ძალიან მეზარება, ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი როდესაც ფეხებთან ჩემმა უფროსმა მანქანა გამიჩერა.
- წამოდი წაგიყვან.
- არა არმინდა ტაქსით წავალ.
- ვიღაც უცხო ტაქსისტს ენდობი და მე შენს უფროსს არა?
- არც ისე კარგად გიცნობ რომ გენდო.
- ეხლა ნამდვილად გამაგიჟებ.
მის ნერვებზე თამაშს არ ვწყვეტ მე.
- კარგი ჰო რაიყო. მანქანის კარი გამოვხსენი და შიგ ჩავსკუპტი.
- სად მივდივართ?
- ყიფიანის 10
- სამსახურში მიგიღე მაგრამ თითქმის შენზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ ძია კაკოს იცნობ.
- ბატონო კაკო ცოტახნის წინ გავიცანი, მამაჩემის ადვოკატი იყო.
- მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცია.
- ძალიან კარგი ადამიანია, ჩემთვის იმდენ რამეს აკეთებს რომ ზოგი მშობელი მამა ვერ გაუკეთებს შვილს. არ არის ვალდებული თუმცა მაინც მეხმარება.
- ნამდვილად ძალიან კარგი კაცია.
- რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
- გააჩნია რა.
- რატომ გადაწყვიტე მუშაობა, შენ ხომ ეხლა უნდა სწავლობდე ისეთი ასაკი გაქვს.
- ძალიან გთხოვ ბებიაჩემივით სწავლა განათლება არმიხსენო შენი ჭირიმე. მალევე ავატრიალე თვალები.
- კარგი ჰო. გაკვირვებულმა შემომხედა.
- ერთი წლის წინ ოჯახი დავკარგე, დედა მამა და ძმა. რამოდენიმე დღის წინ კი მეორე ძმაც დამეღუპა, დავრჩით მხოლოდ მე ბებო და ჩემი პატარა და.
ბებოს მუშაობა არ შეუძლია ამიტომ გადავწყვიტე, მე ამეღო ეს მძიმე ლოდი ჩემს თავზე.
თან ამ ბოლო დროს უძილობა მაწუხებს, და რამეში მაინც დავხარჯავ ამ ენერგიას. არვ ვიცი რატომ მაგრამ მისთვის თითქოსდა გულის გადაშლა მომინდა, იმდენი ხანია ადამიანთან ნორმალურად არ მისაუბრია.  ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის მამა იყო, ნებისმიერი რამ შემეძლო მისთვის მეთქვა.
- ვწუხვარ შენი ოჯახის გამო.
- მეც.
- ზურტად ვიცი რასაც გრძნობ ეხლა. სევდიანი თვალებით გამომხედა.
- ამის წარმოდგენა შეუძლებელია, შენ ვერ მიხვდები რას ვგრძნობ მე.
- ერთი წლის წინ ავტო კატასტროფაში ცოლდამეღუპა, ისიც ზუსტად შენი ხნის იყო. პირველად რომ დაგინახე მეგონა მას ვხედავდი, შენ ისე ძალიან გევხარ მას.
ისიც ზუსტად შენნაირი მოუსვენარი იყო, მასაც ისევე უყვარდა ლაპარაკი როგორც შენ. შეუძლებელი იყო მისი გაჩუმება, თუ დაიწყებდა "პიზდეც".
ისეთივე საოცარი დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა როგორც შენ.
სევდიანი ღიმილით გამიღიმა.
- მაპატიე მე, მე არ ვიცოდი ძალიან ვწუხვარ.
- არაუშავს.
- და შვილი, შვილი არ გყავს?
- კი სამი წლის ნია.
- იცი მგონი მე ის უკანასკნელი ვარ ვინც ამას უნდა გეუბნებოდეს მაგრამ, უნდა გამაგრდე მას არ მიეწონება თუ დანებდები. უნდა იბრძოლო მისთვის შენთვის, შენი შვილისთვის. ცხოვრებისთვის, ბედნიერებისთვის.
იცი მე ავარიის შემდეგ კარგა ხანს უგონოდ ვიყავი, გონს რომ მოვედი და ეს ყველაფერი გავიგე თითქოს მეხი დამეცა. თავიდან ვერ გაავანალიზე რა ხდებოდა, შემდეგ ყველაფერი დალაგდა.
ერთი წამითაც კი არ მიფიქრია  ზე, პორიქით თავს ვიმხნევებდი რომ ყველაფერი კარგად იქნება.
იცი რატომ არ შემიძლია სიკვდილი?
- რატომ?
- დილით როდესაც ვიღვიძებ პირველი ჩემი დის თვალებს ვაწყდები, იმედით ბედნიერებით, სიხარულით და სიყვარულით ანთებულ თვალებს.
მე რომ მოვკვდე მას რა მოუვა? ვინ გაამხნევებს? ვინ წამოაყენებს როდესაც დაეცემა? ვინ მოწმენდს ცრემლს როდესაც შეყვარებული აწყენინებს?
მე სწორედ მის გამო არ მაქვს უფლება დავნებდე. მას ჩემი სჯერა, სჯერა რომ იდესმე ჩვენც ვიქნებით ბედნიერები.
მას იმდონემდე სჯერა ამის რომ ვინ არ მე, ეს რომ არ დავიჯერო.
პირველი ადამიანი ხარ ვისაც ესე გულახდილას ვესაუბრები, არ ვიცი რა დამემართა მაგრამ როგორც მამაჩემს ვესაუბრებიდი ისე გავიხსენი შენთანაც. მაპატიე თუ დაგღალე.
- ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი ვცდილობდი გონს მოსვლას, არვიცი როგორ გამომივიდა მაგრამ როგორღაც მოვახერხე.
- ბავშვი სად არის?
- ბავშვი, ბავშვი ბებიამისთან. თავს ხრის ის და ვხედავ როგორ იწმენდს ცრემლს.
- რას ამბობ ერეკლე? ეგ როგორ შეიძლება?
- მარის სიკვდილის შემდეგ სხვაგან გადავედი, ბავშვი კი მარის მშობლებს დავუტოვე. იმ ამბის შემდეგ დალევა დავიწყე და ძალაინ შევტოპე, სულ რაღაც სამი თვის წინ შევეშვი იმ ცხოვრებას და თვალები ფართოდ გავახილე.
- ხვალ დილით ხცრა საათზე გამომიარე, მაღაზიებში წავიდეთ ბავშვისთვის ნივთები ვიყიდოთ. შემდეგ მისი ოთახი მოვაწყოთ, შენ წახვალ ბავშვს მოიყვან მე რაღაცეებს გასწავლი და სულ ეგაა. მალევე ჩამოვაყალიბე მეორე დღის გეგმა.
- პრინციოში რაღა ხვალ დღეს ცხრაზე.  ბედნიერი გავეკრიჭე მას და ჩემი ყველა კბილი დავანახე, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი გეგმით.
- შენთვის ვინმეს უთქვამს რომ საერთოდ არახარ ნორმალური? ეჭვისთვალით გამომხედა მან.
- მეთქი ეხლა მეტყვის რა ლამაზი ხარო, ანდაც როგორ გიხდება ღიმილიო და ამან რა "მოჩორტა".
- უი უკვე მოვედით? გაკვირვებული ვიხედები ჩემი აივნისკენ.
- უკვე ერთი საათია აქ ვართ.
- ეხლა რომ მთავარი კარით შევიდე, ბებიაჩემი აქ ამბავს ატეხს დედა შვილს ვერ აიყვანს. ამიტომ სჯობს აივნიდან გადავძვრე, მართას კარი ღია ექნება. მალევე დავზვერვე იქაურობა და მანქანიდან გადავედი.
- მადლობა ბოს დილით გელოდები, ჰო მართლა ჩემი ნომერი თუ არ გაქვს ამ აივანთან დამიძახე. მადლობა რომ მომაცილე. ერთიანად მივაყარე სათქმელი და აივნისკენ გავიქეცი, ჩანთა აივანზე შევაგდე. ისაა მოაჯირზე უნდა გადავსულიყავი როდესაც ერკლემ დამიძახა.
- არინო.
- რაგინდა? ჩურჩულით ვუყვირი მე.
- ნამდვილად ქალი კატა ხარ რა. ბოლო ხმაზე ახარხარდა, იმხელა ხმაზე ხარხარებდა მალე მთელს უბანს გააღვიძებდა.
- ჩაიგდე ეგ ენა, დაფთხა მეზობლები.
- ძილინებისა. უკვე დამშვიდებულმა მომაძახა.
- ძლინებისა ერეკლე.
- არინო. ჩანთის ასაღებად დავიხარე როდესაც ისევ დამიძახა.
- რა ჯანდაბა გინდა? მის საქციელზე ეხლა მეც გამეცინა.
- ჰო ისე გიხდება ღიმილი. მითხრა თუ არა იქაურობას სასწრაფიდ გაეცალა.
- რა კრეტინი ხარ. აივნის კარი ფრთხილად შევხსენი და ოთახში ფეხაკრებით შევედი.
ისეთი დაღლილი ვიყავი ეხლა მხოლოდ დაძინება მინდოდა, ფეხსაცმელები იქვე მივყარე და ჩემს კულულა გოგოს ჩავეხუტე.
მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე თვალები დავხუჭე თუ არა ეგრევე დამეძინა.
- არი გაიღვიძე ვიღაც გეძახის.
ძილბურანში მყოფს მესმის მართას ხმა.
-ძალიან მეძინება.
- ვიღაც ბიჭი გეძახის, ჩვენს აივანთან დგას.
- თავი საშინლად მტკივა ბებოს უთხარი რომ ყავა გამიმზადოს. თავი ისე საშინლად მტკიოდა რომ საწოლიდან ძვლივს წამოვდექი. აივნის კარი გამოვაღე და თვალდახუჭული გავედი გარეთ, რათა მზის სხივებს გავქცეოდი.
- რაგინდა? არც კი დამინახავს ვინ იყო უბრალოდ ვეუბნები.
- შენ თავად მითხარი შენთვის გამომევლო. მესმის ერეკლეს სიცილნარევი ხმა.
- უკვე ცხრა საათია? თვალები ძვლივს დავაშორე ერთმანეთს.
- არა თერთმეტი.
- მართლა?
- ჰო.
- შემოდი, მე  მაქამდე გადავივლებ შენ ბებიაჩემთან ერთად ყავა დალიე.
ოთახში შომოვედი და მისაღებში გავედი.
- სად მიდიხარ არინო? რასგავხარ გოგო ესე სად გადიხარ? ყვირილით ამეკიდა ბებო უკან.
-ბებო გაიცანი ეს ჩემი უფროსია ერეკლე. ეს კიდევ ქალბატოი ლაურა ბებიაჩემი.
- სასიამოვნოა შვილო, შემოდი აქ რას დამდგარხარ.
- მე მოვწესრიგდები, ბებო მას შენ გიტოვებ აბა შენიცი არ შემარცხვინო.
ოთახში შესვლას ვაპირებდი როდესაც უეცრად კარი მოიკეტა და შუბლით შევასკდი.
- ღმერთო რა საშინელ ფეხზე ავდექი.
- კარგად ხარ?
- კარგად ვარ ბებო, კარგად. კარს ფეხი ვგლიჯე ეხლა ფეხი ამტკივდა.
- ეშმაკლა დაწყევლოს ეს რა ჯანდაბაა. როგორც იქნა კარი გავაღე და ოთახში შევედი, მალევე მოვწესრიგდი. რადგანაც გარეთ კარგი ამინდი იყო, მოკლე ჯინსის შორტი, ბათინკები მაისური და გრძელი ჟაკეტი ჩავიცვი.
ჩემი საყვარელი ჩანთა ავიღე და ოთახი დავტოვე.
- მე მზად ვარ.
- ჯერ ისადილე. მკაცრი ხმით ამბობს ბებო.
- კარგი. დაბნეული ვიკავებ ჩემს ადგილს.
- გუშინ რომელ საათზე მოხვედი?
სამ საათამდე გელოდი.
- ოთხის მახევარზე. მწარედ ვიცრუე მე და ყავის ფინჯანს ხელი ვსტაცე.
- ბატონმა ერეკლემ ბრძანა რომ ექვს საათზე მოგიყვანა.
- ბატონ ერეკლეს ძალიან დიდი ენა აქვს. თვალების ქაჩვით ვეუბნები.
- არი დღეს მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. ღიმილით მეუბნება მართა.
- არავითარ შემთხვევაში, ხომ არ დაგავიწყდა ჩვენი ბოლო ამბავი? რა დღეში ჩამაგდე შუა ქუჩაში?
- კარგი რა მაპატიე, გპირდები აღარ გავიმეორებ.
- მართა საყვარელო ჩვენ დღეს ჩემს დასთან მივდივართ ხომ გახსოვს? კარაქიანი პური მიაწოდა ბებომ.
- უი ჰო.
- არინო შვილო, ჩვენ ორი კვირით მივდივართ. ჩემი და შეუძლოდ არის და უნდა მივხედო, შენ ხომ არ შეგეშინდება მარტოს?
- ბებო როდის იყო მარტოობის მეშინოდა?
- ქალბატონო ლაურა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით არინოს მე წავიყვან? სანამ თქვენ დაბრუნდებით ის ბავშვის მოვლაში დამეხმარება.
- მარტო სახლში დატოვებას კი მირჩევნია შვილო, მაგრამ არმინდა შეგაწუხო.
- პირიქით მადლობელი ვიქნები, ნუ ინერვილებთ ისე მივხედავ როგორც საკუთარ დას.
- ძალიან დიდი მადლიბა შვილო.
- თუ მორჩით ამ სისაყვარლეებს წავიდეთ. ცინიკურად ვიღიმი მე და ჰეხზე ვდგები.
- მისი ეს ხასიათი ნუ შეგაშინებს შვილო, ძალიან ჯიუტი და უჟმურია მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მგრძნობიალეა.
- ვიცი ქალბატონო.
- ბებო იმედია დღეს მორჩები ჩემს ლანძღვას.
- მიდი ბარგი ჩაალაგე.
- რათმინდა ბარგი?
- აბა ორი კვირა მასე ტიტველი იტანტალებ. როგორც ყოველთვის ამჯერადაც გაუსვა ხაზი ჩემს ჩაცმულობას.
ორი კვირის ტანსაცმელი ჩავალაგე და მალევე გამოვედი ოთახიდან, ბების და მართას დავემშვიდობე შემდეგ კი სახლი ერეკლესთან ერთად დავტოვე.
- სად მივდივართ? ინეერესით მაჩერდება ბოსი.
- არ ვიცი აქ სად არის დიდი სავაჭრო ცენტრი.
- კარგი მაშ მე ავარჩევ. და რა უნდა ვიყიდოთ?
- რა და ტყავის ქამარი, ტყავის ტრუსები და მისი ავლადიდება. სერიოზული ხმით ვამბობ მე.
- რაა? იმხელა ხმაზე იყვირა ლამის გული გამისკდა.
- ბავშვის ტანსაცმელები, სათამაშოები ბავშვის საწოლი. აბა სხვა რა უნდა ვიყიდოთ..
- აა ჰოო.
მანქანა დიდ სავაჭრო ცენტრთან გააჩერა და ორივენი ერთროულად გადმოვედით.
- ეს საწოლი მომწონს კარგია, შენ არ მოგწონს?
ვეუბნები დიდ ვარდისფერ საწოლზე, რომელიც ულამაზესი ორნამენტებით არის გაფორმებული. თავისი ლამაზი წიგნების მაგიდით, და ორი ულამაზესი სავარძლით.
- კი ძალიან ლამაზია.
- ამას ავიღებთ. ღიმილით ვეუბნები გოგოს.
- გადავიხდი და მოვალ.
- მისამართიც უთხარი სად უნდა მოიტანონ.
- კარგი.
მანამ სანამ ერეკლე ანგარიშს ასწორებდა, მე ბავშვის მაღაზიების დალაშქვრა გადავწყვიტე.
მიკვირდა როგორ შემეძლო ესე რთი დღის გაცნობილ ადამიანზე მინდობა, ალბათ საერთო ტკივილმა იმოქმედა. მიუხედავად იმისა რომ მასზე თითქმის არაფერი ვიცი, ძალიან მივენდე ერეკლეს. თითქოს მასში ჩემს ნიმუშას ვხედავდი, მისი თვალები ზუსტად ისეთი სევდით მიყურებენ როგორც ეს ჩემს ძმას სჩვეოდა ხოლმე.
მე მასში ჩემი გარდაცვლილი ძმა ამოვიცანი, როდესაც ის მიყურებს ან მიღიმის საოცრად ჰგავს ჩემს პატარას.
არ ვიცი შეიძლება ვგიჟდები მაგრამ ვიცი რომ ის ჩემი ნიკუშას ასლია.
- აქ ხარ? ფიქრწბიდან ერეკლეს ხმას გამოვყავარ, თვალზე მომდგარ ცრემლს ვიშორებ და მისკენ ვიხედები.
- ვიფიქრე სანამ გადაიხსის რაიმეს ავარჩევ თქო.
- აარჩიე?
- კი ნახე, ძალიან ლამაზი სარაფანია. ეს მანტო კიდევ ძალიან მოუხდება მას, კიდევ ეს ფეხსაცმელი. ზაფხულისთვის შორტებიც და კაბებიც ავარჩიე, რადგანაც ჯერ კიდევ მარტია
რამოდენიმე შარვალიც შევარჩიე.
ყველაფერი სამი წლის ბავშვისთვისაა, რადგანაც ზომები არ ვიცოდი ესე ავარჩიე.
- ძალიან ლამაზებია, ყველაფერი ავიღოთ. ბედნიერი გამეკრიჭა.
- მართლა?
- ჰო მართლა. ამ ყველაფერს ავიღებთ.
- შენ გადაიხადე, ეს ყველაფერი მანქანაში ჩააწყვე მე მაქამდე სათამაშოების სექციაში წავალ.
- არის ქალბატონო. მსახიობლურად დამიკრა თავი და ყველაფერი მოლარესთან წაიღო.
ოჯახის დაკარგვის შემდეგ არ მეგონა ესეთი ბედნიერი თუ ოდესმე ვიქნებოდა, მართალია როდესაც ამბობენ ადამიანს ელემენტარულიც აბედნიერებსო.
მე ჩემი ახლად შეძენილი მეგობრის, შვილისთვის საყიდლებზე ყოფნაც კი მაბედნიერებდა.
ვინმეს რომ ეთქვა ადრე, მომავალში ერთი დღის გაცნობილ ბიჭთან ერთად ივლი საყიდლებზეო. ცინიკურად გავიცინებდი და ვეტყოდი შენ ში* ხომ არ გაქვს თქო.
რა სასაცილოა არა ცხოვრება, ეხლა მე ჩემს ოჯახთან ერთად უნდა ვიყვე და სად ვარ სინამდვილეში.
ბავშვისთვის რამოდენიმე ლამაზი სათამაშო შევარჩიე და ამჯერად მე წავიღე ყველაფერი მოლარესთან.
- თუ რაიმეს დამატება გინდა დაგელკდებით. ვეუბნები ეხლახანს შემოსულ ერეკლეს.
- შენ უკვე გიყიდია მთელი მაღაზია. სიცილით ამბიბს ის.
თანხა გადაიხადა და იქაურიბა ერთად დავტოვეთ.
- ერეკლე.
- ჰო.
- ბავშვის ოთახი რა ფერია?
- ოთახი სადაც ბავშვი იქნება თეთრია.
- თეთრი?
- ჰო.
- გაგიჟდი? ეს აქამდე რატომ არ მითხარი? როგორ შეიძლება ბავშვის ოთახი თეთრი? ფსიქიატრიულია?
ეხლავე წავიდეთ და საღებავი ვიყიდოთ, ვარდისფერი მომწონს თან საწოლსაც მოუხდება.
- სამი საათია ენაგადმოგდებული ძაღლივით დამატარებ, შენი არვიცი მაგრამ მე ძალიან მშია მწყურია და სხვათაშორის ტვალეტიც მინდა.
- რასქვია გშია? რატომ გშია? ჯერ ყველაფერი დავასრულოთ.
- საიდან გაქვს ერთიციდა გოგოს ამხელა ენერგია? გაკვირვებულმა შემომხედა.
- საერთოდაც არავარ ერთიციდა 1,69 ვარ. გაბრაზებული ვუბღვერ.
- ასაკი ვიგულისხმე.
- მე ახალგაზრდა ვარ, სისხლი მიდუღს და არ შემიძლია ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. თუ არ ვიმოძრავე, ვისეირნე ფეხი არ გავშალე მოვკვდები ისე.
- ფეხის გაშლა რასქვია?
- ფეხების აპლაკვა არ მიგულისხმია. გაშლა ვთქვი მე, ანუ თუ დიდიხანი დავჯდები ვერ მოვისვენებ.
- გასაგებია.
- წამოდი შე ბებერო, აი იქ რაღაც კაფეა  ჭამე და ცეცხლე რამდენიც გინდა.
როგორც ყოველთვის ფანარისთვის არ შემიხედავს და პირდავირ გავიქეცი გზაზე.
- არინო რას აკეთებ? მესმის ერეკლეს ყვირილი  მისკენ ვიხედები, არვიცი როგორ მაგრამ ფეხი ამიცდა და ძირს დავენარცხე. შემდეგ კი ვგრძნიბ როგორ ჩერდება ჩემს ფეხებთან მოტოციკლეტი.
- კარგად ხარ? მალევე მომვარდა ერეკლე.
- ცოცხალი ვარ არ მოვმკვდარვარ. სიმწრით გავიღიმე და ნატკენ ფეხზე დავიხედე.
- სისხლი გსდის საავადმყოფიში წაგიყვან.
- არ არის საჭირო, ნუ გეშინია არ მოვკვდები.
- რატომ ახსენებ ესე ხშირად სიკვდილს?
- რავიცი.
- თუ ყველაფერი კარგად არის შეგიძლიათ გაიწიოთ?
მესმის ნაცნობი ირონიული ხმა.
- ყველგან შენ რატომ უნდა გხედავდე?
ერეკლეს დახმარებით ფეხზე წამოვდექი.
- ეს შენ მეჩხირები ყველგან.
- იდიოტო.
- მაპატიე ალქაჯო ჩემი ბრალი არაფერია, ეს შენ თავად შემომიხტი. როგორც ჩანს ისე გენატრებოდი რომ ერთი სული გქონდა როდის მნახავდი.
- თვალები სად გაქვს? არ უნდა გაიხედო სად მიდიხარ? მიუხედავად იმისა რომ დამნაშავე მე ვარ მაინც მას გადავწვდი.
- თუ არ ვცდები მწვანეზე მე უნდა გავიარო და არა შენ.
- კარგი არინო წავედით.
- არსადაც არ წავალ, მითხარი ხომარის ღირსი აქვე დავლეწო?
- ვინ უნდა დალეწო გოგო? ვერხედავ რა ჯანზეა? აქეთ დაგვლეწავს ორივეს. ჩუმად მეჩურჩულება ერეკლე.
- მართალია შენი შეყვალერული, ჩემს დალეწვას შემდეგაც მოახერხებ.
- შეყვარებული არა იხვის ტოლმა. შენ მე რა გითხარი მეორედ არ გადამეჩეხო თქო.
- რა ვქნა ჩემო საყვარელო, ჩემი გული შენს იქით ვერსად მიდის.
მისი ირონია უკვე იმ დონემდე მიშლიდა ნერვებს, რომარა ჩემი ნატკენი ფეხი კიდევ ერთხელ ვუთავაზებდი.
- ღმერთო რა ცოდვა მაქვს ესეთი ეს რომ გამომიგზავმე.
- ხო მართალია ნეტავ რომელი ცოდვისთვის ისჯები?
- არინო წავიდეთ. ერეკლეს დახმარებით ქუჩა გადავკვეთეთ, იქვე ახლომახლოს მყოფ კაფეში შევედით.
- ფეხს გავისუფთავებ შენ მაქამდე ჩემთვის ყავა და სენდვიჩი შეუკვეთე.
საგანგაშო არაფერი მჭირდა, უბრალოდ პატარა ნაკაცრი იყო ცივი წყლით მალევე ჩამოვიბანე. ჩანთიდან ბინტი ამოვიღე, არ ვიცი რატომ მაგრამ სულ თან დავატარებდი. მასთან ერთად პირველადი დახმარების ნივთებიც სულ თან მქონდა, გახსნილ ჭრილობაზე მალამო წავისვი და მალევე შევიხვიე. თავი მოვიწესრიგე შემდეგ კი ერეკლესთან დავბრუნდი.
- არ მითხრა რომ ეს ყველაფერი ჩანთით დაგაქვს? პიველად დახმარების ნივთებზე მიმითითა მან.
- რათქმაუნდა, რა იცი რაში გამოგადგება.
მამასთან ერთად ხშირად დავდიოდი ლაშქრობაში, ამიტომ ესეთ დროს სულ შეიარაღებული ვარ.
- მამას ძალიან ხშირად ახსენებ, როგორც ჩანს ძალიან გიყვარდა?
- მამები გოგონებისთვის განსაკუთრებული ფენომენები არიან.
გოგოსთვის პირველი სიყვარული სწორედ მამა არის, შეუძლებელია დაივიწყო ის სითბო და სიყვარული რასაც მამა გაძლევს. დედაც ძალიან მიყვარს მაგრამ მამა სულ სხვა არის, როდესაც რაიმეს დავაშავებდი დედა მიბრაზდებოდა მამა კი სულ ჩემს გაფუჭრბულს ასუფთავებდა...
- იცი დღეს როდესაც ქალბატონ ლაურას და მართას ვესაუბრებოდი, მათ თვალებში ნდობა დავინახე შენს მიმართ. ისინი ეხლა სწორედ შენზე არიან დამოკიდებულები, მართა ძალიან პატარა იმ ტკივილისთვის რაც გამოიარა. შენ მისთვის ეხლა ყველაფერი ხარ დედაც, დაც მეგობარიც და მესაიდუმლეც. ის იმაზე მეტად გენდობა ვიდრე საჭიროა, სწორედ ამას ვაფასებ შენში.
არანაირი ვალდებული იყავი დამხმარებოდი, რათა შვილის სიყვარული დამემსახურებინა.
მაგრამ შენ გვერდით დამიდექი, იმაზე მეტს აკეთებ ჩემი შვილისთვის ვიდრე მე გავაკეთე ამ ხნის მანძილზე.
- მე არაფერი გამიკეთებია ფულს შენ იხდი. უაზროდ ვიღიმი მე.
- ფული არაფერ შუაშია, ამ ხნის მანძილზე აზრადაც არ მომსვლია ჩემი შვილისთვის რაიმე მეყიდა.
- ბავშვები ძალიან მიყვარს, როდესაც ნიკუშა დაიბადა პატარა ვიყავი. დედას ვერ ვეხმარებოდი მაგრამ მათეს და მართას გაზრდაში ძალიან ვუდექი გვერდით.
მიყვარდა ბავშვების დაძინება, მათეს სულ მე ვაძინებდი ვგიჟდებოდი მის სურნელზე. ისეთი პატარა და საყვარელი იყო მინდოდა შემეჭამა, მაგრამ მერე ვფიქრობდი რომ მისგან აღარაფერი დამრჩებოდა და ვჩერდებოდი.
მათე სულ სხვა ფენომენი იყო, საკუთარი შვილივით მყავდა. სულ ჩემთან იყო გვერდიდან არ მშორდებოდა, ჩემს კალთაში თავს ჩაყიფდა და მთხოვდა რაიმე ზღაპარი მომეყოლა.
იცი ყველაზე მეტად რა მტკივა?
- რა?
- მან სწორედ ჩემს კალთაში დალია სული, სიკვდილის წინაც ისევე ვეფერებოდი მის თმებს როგორც ყოველთვის.
ჩამქრალი ხმით ამოვილაპარაკე, ვხდილობდი როგორმე ცრემლები შემეკავებინა თუმცა უშედეგოდ.
- დავშვიდდი. ერთჯერადი ხელსახოცი მომაწოდა მან.

ხუთი საათისთვის ერეკლეს სახლში მივედით, მე პირდაპირ პატარა ნიას ოთახისკენ გავიქეცი.
ძალიან დიდი და ლამაზი ოთახია, მაგრამ ფერის შეცვლა აუცილებდალ სჭირდება.
- ხელოსნებს დავურეკო? მალევე წამომადგა თავზე.
- არა მე შევღებავ.
- მოიცა შენ?
- ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება.
ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მაღაზიაში მასწავლეს, საოცრად სასაცილო ვიყავი ნახევრად საღებავ ამოსვრილი.
არასოდეს არაფერი არ შემიღებავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გამოვიდოდა.
ერეკლე სიცილით იგუდებოდა როდესაც ესეთ ფორმაში მხედავდა, იმის მაგივრად მოსულოყო და მომხმარებოდა იჯდა და ხარხარებდა.
- ერთი ადგილი რომ აწიო და მომეხმარო რა დაგემართება?
- ძალიან დავიღალე, არავარ ესეთ დატვირთვას მიჩვეული. შენ როგორც ჩანს შვიდთვიანი ხარ, მთელი დღეა არ გაჩერებულხარ.
- შენ წარმოიდგინე და მართლაც შვიდთვიანი ვარ.
- არც მიკვირს.
ზუსტად რვა საათზე ყველაფერს მოვრჩი, ერეკლემ ამ ხნის მანძილზე იმდენი ფოტო გადამიღო მთელს ოთახს გავავსებდი. მის უსაქმურობაზე ნერვები ისე მომეშალა, დარჩენილი საღებავი თავზე გადავასხი და იმ ოთხისკენ გავიქეცი სადაც თავიდან მიმითითა რომ დროებით ჩემი იყო.
- იცოდე ამ ყველაფრის გამო პასუხს აგებ. ყვირის გამწარებული.
- როგორ შემაშინე. უდარდელი ხმით ვუბრუბენ პასუხს და სააბაზანოში შევდივარ.
წყალი მალევე გადავივლე მოვწესრიგდი და ფეხაკრებით გამოვედი ოთახიდან, მისაღები კარგად დავზვერვე არ მინდოდა განრისხებული ერეკლე სადმე გადამყროდა.
- სად მიიპარები? მესმის ერეკლეს ხმა და დასჯილი ბავშვივით ვისუსები.
- სამსახურში.
- გადამრევ შენ, საერთოდ არ დაღლილხარ? დღეს დაისვენე ბევრი საქმე გქონდა.
- მირჩევნია ვიმუშაო.
- კარგი მე წაგიყვან.
- შენ წამიყვან? ეჭვის თვალით გავხედე მე, რადგანაც ვიცოდი უეჭველი რაღაცას "გამიჩალიჩებდა"
- ჰო წამო. კარებში გასულს უკან ავეკიდე.
მალევე მივედით ბარში, გამიკვირდა რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
საშინელი უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა როდესაც კარებში მე და ერეკლე ერთად შევედით. ყველა ჩვენ მოგვაშტერდა, არასოდეს დამავიწყდება ვიკას განრისხებული თვალები. ისე მიყურებდა სადაცაა გამგლიჯავს შუაზე.
- იმედია ამათ ჩენ ისა, არაქვია ისინი არ ვგონივართ.
დაბნეული მეჩურჩულება ერეკლე.
- ვიკა ეგრე რატომ მიყურებს?
- როგორ ეგრე?
- თითქოს ჩემი მოკვლა უნდა.
- მიდი გამოიცვალე და შეუდექი საქმეს. მალევე მცილდება და თავისი კაბინეტისკენ მიდის.
მაისურს ვიცვლიდი როდესაც კარები ვიღაცამ შემოგლიჯა.
- რას აკეთებდი ერეკლესთან ერთად?
ჩაწითლებული თვალებით მეუბნება ვიკა.
- რა გინდა ვიკა?
- ჯერ არ მოსულხარ და უკვე უფროსობას თვალები დაადე?
მკლავში მწვდა და კედელზე მიმანარცხა.
- მეტკინა.
- მითხარი რას აკეთებდი მასთან ერთად? აფეთქებულ ვულკანს გავდა ეხლა სწორედ ვიკა.
- რა შენი საქმეა? ვისთან ერთადაც მინდა იმასთან ვივლი.
- თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან ერთად.
- რას მიზამ? ვყვირი გამწარებული. - ვიკა მუქარის დიდიხანია არ მეშიანია, რიგში ჩადექი ჩემი მოკვლა ისედაც ბევრს უნდა. ხელი გამოვგლიჯე და ოთახიდან გავედი.
საღამომ ძალიან მშვიდად ჩაიარა, ვიკა თვალებით მჭამდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მისთვის ნამდვილი პიკი იყო როდესაც იქაურობა ერეკლესთან ერთად დავტოვე.
დილით ადრიანად გამეღვიძა საძინებლიდან საღამურების ამარა გავარდი, და ბავშვის ოთახის მორთვა დავიწყერადგანაც უკვე საღებავი გამშრალიყო. საწოლი  ჩემი ხელით ავაწყვე, სათამაშორბი ლამაზად დავალაგე. კარადაში მისი ტანსაცმელები შევალაგე, იქაურობას თვალი მოვავლე და საერთო ჯამში ძალიან ლამაზი გამოვიდა. აქაურობა ისე მომწონდა მეც დიდი სიამოვნებით დავიძინებდი.
სანამ ერეკლე გაიღვიძებდა ბებოს და მართას დავურეკე, მობიკითხე ყველაფერი კარგად ქონდათ შემდეგ კი საუზმის მომზადება დავიწყე.
უგემრიელესი ომლეტი მოვამზადე სალათასთან ერთად, ორი ფინჯანი ყავაც დავამატე და ყველაფერი მზად იყო.
მოუსვენრად დავდიოდი ოთახიდან ოთახში, მინდოდა ერეკლეს მალე გაეღვიძა და მისი შვილის ოთახი მეჩვენებინა.
მოთმინების უნარი ამომეწურა ამიტომ მისი ოთახის კართან გამბული კაკუნი ავტეხე.
- რა ხდება? მესმიე მისი ნამძინარევი ხმა.
- ომი დაიწყო ბიჭო ადექი. კარები ფრთხილად შევხსენი. - შემოვდივარ.
- შემოდი მერე რას მაშინებ.
- წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო.
- მეძინება.
- გთხოვ ადექი რა. ყელს საყვარლად ვიწელ და კატის თვალებით ვუყურებ.
- კარგი ჰო.
- რას აკეთებ? თვალებზე ხელები ავიფარე როდესაც დავინახე რომ ფეხზე დგებოდა.
- ნუ გეშინია ჩაცმული ვარ. მესმის მისი სიცილი.
- რა სასაცილოა. ოთახიდან გამოვედი.
- თვალები დახუჭე. ბავშვის ოთახთან მისულს მალევე ვაჩერებ.
- დავიმტვრევი.
- ნუ გეშინია მე აქ ვარ. თვალები დახუჭა მან, კარები ფართოდ შევაღე და ჩემი დახმარებით შიგ შევიყვანე.
- ეხლა შეგიძლია გაახილო.
- არ არსებობსს. ყვირის აღფრთივანებული.
- ეს ყველაფერი შენ გააკეთე?
- ჰო აბა ვინ გააკეთებდა?
- ძალიან ლამაზია, არა ლამაზი კი არა ულამაზესია. დიდი მადლობა არინო. მომვარდა და უეცრად ჩამეხუტა. ვიგრძენი, ვიგრძენი მისგან წამომავალი სითბო. ეს სწორედ ის სითბო იყო დედმამიშვილის ჩახუტებისას რომ გრძნობ. მართალია ორი დავკარგე თუმცა მესამე მალევე ვიპოვე, ვიცი ერეკლე ვერ ჩაანაცვლებს მათ მაგრამ ვიცი რომ ის დღეიდან ჩემი საკუთარი ძმა არის.
- შენ ყველზე კარგი ხარ ვისაც შევხვედრილვარ.
- მიხარია რომ გაგიცანი ერე.
- როგორი ლამაზი ოთახი მოუწყო ჩემს პატარას მამიდამ. მის ნათქვამ მამიდაზე გული გამითბა, ძალიან მონდოდა დეიდა ან მამიდა გავმხდარიყავი და ეს ოცნებაც ამიხდა.
- კარგი ეხლა  ვისაუზმოთ, თორემ გაცივდა ყველაფერი. შემდეგ შენ წადი და ბავშვი მოიყვანე.
- ჯერ რაღაც საქმეები მაქვს, ბავშვს ცოტა მოგვიანებით მოვიყვან.
- კარგი.
სუფრას ორივენი ერთად მივუსხედით, ერეკლე ისე საყვარლად ილუკმებოდა სიცილს ვერ ვიკავებდი. ის კიდევ გაკვირვებული შემომხედავდა ხოლმე, თითქოს თვალებით მეკითხებოდა რა მოხდაო?
- არინო. სიმყუდროვე დაარღვია მისმა ხმამ.
- ჰო.
- ძალიან მიკვირს როგირ შეგიძლია ამ ყველაფრის შემდეგ ესე კარგად ყოფნა, ამდენი ტკივილის შემდეგ ისევ მყარად როგორ დგეხარ?
 - იცი ქალის ძალა რაშია?
საათობით ტირილის შემდეგაც კი მას შეუძლია მოიშოროს ცრენლები, მოიწესრიგოს თავი და ისეთი ღიმილით გავიდეს გარეთ, თითქოს სამყაროში ყველაზე ბედნიერი არსებაა, მიუხედავად იმისა რომ შინაგანად შეიძლება კვდებოდეს. ქალებმა ვიცით როგორ დავმალოთ ტკივილი.
- ჩვენ კაცები პირველივე დაპრკოლებაზე ფარხმალს ვყრით, გვგონია თითქოს ცხოვრება იქ დასრულდა. თუმცა დრო გადის და ვხვდებით რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრა ამის მისახვედრად უამრავი დრო დავკარგეთ. თქვენ ქალები კი ტკივილს მალევე მარხავთ გულში და ფეხზე სასწრაფოდ დგებით.
- სწორედ ეგ არის სიძლიერე.
საუზმეს მალევე მოვრჩით, სუფრა ავალაგე და ყველაფერი დავასუფთავე.
შემდეგ საძინებელში შევედი მოვწესრიგდი და უკან დავბრუნდი.
- სადმე მიდიხარ?
- ჰო სასაფლაოზე.
- გინდა გაგიყვანო?
- არა არმინდა, იქ სულ მარტო დავდივარ და.
- გასაგებია.
ერეკლეს დავემშვიდობე და სახლი მალევე დავტოვე, როგორც ყოველთვის ფეზით დავუყევი ტროტუარს. სასაფლაოსთან ერეკლეს სახლი საკმაოდ ახლოს იყო ამიტომ მალევე მივედი.
გული
შემეკუმშა როდესაც საფლავზე მიმოფანტული ნაგავი დავინახე.
დედის საფლავი მალევე გავასუფთავე, შემდეგ ტერიტორია კარგად დავალაგე და მათ წინ ჩამოვჯექი.
- ნეტავ იცოდეთ როგორ მიჭირს თქვენს გარეშე. ნიკუშ ჩემო საყვარელო ძალიან მომენატრე. ვიცი შენთვის არასოდეს მითქვამს თუ როგორ მიყვარხარ, რისთვისაც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი ჩემო პატარავ. მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ, ყოველთვის მეკითხებოდკ თუ რატომ არ გეუბნებოდი სიტყვა მიყვარხარს. მაგრამ მე შენ იმაზე მეტს გეუბნებოდი ვიდრე უბრალოდ სიტყვა მიყვარხარ. გახსოვს ავარიის წინა დღე? ჩემს გვერდით გეძინა, სწორედ მაგ დღეს გითხარი რომ ძალიან მჭირდებოდი და არასოდეს დაგეტოვებინე. შენ შემპირდი ნიკუშ, შემპირდი რომ სულ ჩემთან იქნებოდი მაგრამ ეს პირობა ვერ შეასრულე.
მის ცივ საფლავს მივიახლოვდი და იქვე ჩამოვჯექი.
ყოველთვის გწყინდა როდესაც მამა ჩემთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე შენთან. ეხლა ის შენთან არის და შეგიძლია აინაზღაურო ყველა დრო რომელიც მე წაგართვი.
მაპატიე ნიკუშ იმ დაკარგული წლებისთვის, ძალიან ვწუხვარ.
ფეხზე წამოდგომას ვაოირებდი როდესაც ვიღაცის მოახლივება ვიგრძენი, თავი წამოვწიე და იქ ის იდიოტი ბიჭი დამხვდა იოანე.
- აქ რას აკეთებ?
- აქვე მვყავი დედაჩემის საფლავთან და დაგინახე. ესენი ვინები არიან?
- ჩემი ოჯახი.
- ძალიან ვწუხვარ. მის თვალებში ირონიის მაგივრად ნამდვილად მწუხარება ამოვიმითხე.
- მეც ვწუხვარ დედაშენის გამო.
- მადლობა.
- რა მოუვიდა?
- გულის შეტევით გარდაიცვალა, შენებს რა დაემართათ?
- ავარიაში დაიღუპნენ.
- სამწუხაროა.
მიკვირდა მის თვალებში დანახული მწუხარება რადგან ის ყოველთვის ცინიზმით და ირონიით მესაუბრებოდა.
- უნდა წავიდე.
- არ გინდა სადმე დავსხდეთ და ყავა დავლიოთ?
- არა მადლობა არ მინდა.
- ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.
- შენი საერთოდ არ მეშინია.
- მაშ რატომ არ გინდა?
- არ შეიძლება უბრალოდ არ მინდოდეს?
- მიზეზი?
- არამაქვს მიზეზი. უბრალოდ არ ვენდობი ხალხს  არსაიდან რომ ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში.
- არინო გთხოვ უბრალოდ ვისაუბროთ. მის ხმაში მოთხოვნა კი არა არამედ თხოვნა იგრძნობოდა.
- ეხლა ნამდვილად არ მცალია.
- სულ ნახევარი საათით.
- კარგი, მხოლოდ ნახევარი საათი.



მოგესალმებით, მინდოდა ამ თავში არინოს ნამდვილი სახე დაგენახათ ამიტომ გადავწყვიტე ესე დამეწერა იმედია მოგეწონებათ. შემდეგი თავი უფრო კარგი და საინტერესო იქნრბა მერწმუნეთскачать dle 11.3




№1  offline წევრი skida

კარგი იყო შეძლებისდაგვარად მალე დადე ძალიან მაინტერესებს ამ ორს შორის რა მოხდება

 



№2 სტუმარი სტუმარი უცნობი

მომეწონა ერეკლეს პერსონაჟიიი იოანე რომ არ ყოფილიყო ძალიან მომეწონებოდა ერეკლეს და არინოს წყვილი, ვნახოთბროგორ განვითარდებოდააა მოვლენები.

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

skida
კარგი იყო შეძლებისდაგვარად მალე დადე ძალიან მაინტერესებს ამ ორს შორის რა მოხდება


ვეცდები ჩემო კარგო❤

სტუმარი უცნობი
მომეწონა ერეკლეს პერსონაჟიიი იოანე რომ არ ყოფილიყო ძალიან მომეწონებოდა ერეკლეს და არინოს წყვილი, ვნახოთბროგორ განვითარდებოდააა მოვლენები.


ვნახოთ ვნახოთ❤

 



№4  offline წევრი ბელუ შეროზია

ჩემი შოკოლადი !
სასწაული !
საოცრება!
ძალიან, ძალიან მომწონს ერეკლე. უმაგრესი ბიჭია smiling_imp
აი რაღაცნაირად არმეყო, მოცულობა დიდია მაგრამ თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდი.
თუმცა მესმის რომ არინოს ხასიათი გინდოდა ჩვენთვის გაგეცნო, ამიტომაც წინა აზრი გადაფარა მეორემ heart_eyes heart_eyes აიი ეჭვები მაწუხებს,ნეტავ იოანე ხომ არაა ის ვინც არის მამას ესროლა ? imp ჰმმ,როგორმინდა მალე გავიგო რა გიტრიალებ მაგ ლამაზ თავში :დდ heart_eyes
არიზე ვაბოდებ !! (უკვე მეც მოფერებით ვეძაღი ისე შემიყვარდა ეს გოგო :დდ)
ველოდებოდი, ველოდები და დაველოდები ახალ, დარწმუნებული ვარ უმაგრეს თავებს :)
მიხარიხართ მე, შენ და შენი ისტორიის გმირები kissing_heart kissing_heart

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ჩემი შოკოლადი !
სასწაული !
საოცრება!
ძალიან, ძალიან მომწონს ერეკლე. უმაგრესი ბიჭია smiling_imp
აი რაღაცნაირად არმეყო, მოცულობა დიდია მაგრამ თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდი.
თუმცა მესმის რომ არინოს ხასიათი გინდოდა ჩვენთვის გაგეცნო, ამიტომაც წინა აზრი გადაფარა მეორემ heart_eyes heart_eyes აიი ეჭვები მაწუხებს,ნეტავ იოანე ხომ არაა ის ვინც არის მამას ესროლა ? imp ჰმმ,როგორმინდა მალე გავიგო რა გიტრიალებ მაგ ლამაზ თავში :დდ heart_eyes
არიზე ვაბოდებ !! (უკვე მეც მოფერებით ვეძაღი ისე შემიყვარდა ეს გოგო :დდ)
ველოდებოდი, ველოდები და დაველოდები ახალ, დარწმუნებული ვარ უმაგრეს თავებს :)
მიხარიხართ მე, შენ და შენი ისტორიის გმირები kissing_heart kissing_heart


როგორ გელოდი, ნეტა იცოდე.
შენ ხარ რაღაც საოცრება არ ვიცი რა ძალიან მაგარი გოგო ყოველთვის იცი როგორ გამახარო. მომდევნო თავში ასე თუ ისე ყველაფერი დალაგდება, როგორ მიყვარხარ მე შენ ნეტავ იცოდე❤

 



№6  offline წევრი მოცინარი

ნინიკო! :დ
რამდენი მაცინე, აი რამდენი არ იცი :დდ ტყავის ქამარი, ტყავის ტრუსები და მისი ავლადიდება-ვიყიდოთო, რომ თქვა არიმ და ერეკლემ რო გადმოკარკლა თვალები, აიი მანდ რაღაც დამემართა ვეღარ გავჩერსი :დდ ირინე (მამაჩემის მეუღლე) ახლაც ისეთი სახით მიყურებს ალბათ ვალერიანს შემაპარებს საჭმელთან ერთად :დდდ
არი არის შოკიპიკიპანიკაა <3 რაღაც საოცრებაა :დდ <3 ძალიან კი მინდა ერეკლე+არინოს წყვილი, მარა ვხვდები რომ და-ძმა უფრო არიან <3 მიხვედრილი მე :დდ
იოანე, რაც 'გავიცანი' სულ იმაზე ვფიქრობ რომ მაგან მოკლა არის მამა და ეგ თუ არა მაგის ხელი მაინც ურევია მაგ საქმეში.
შენ ხარ ყველაზე საოცრება გოგო <3 შენი ისტორიები ხო საოცრება და ოქროობაა <3
ახლა ვნახავ, შემდეგი თავი თუ არსებობს და ჩავცეცხლავ :დდ <3
პ.ს. არა, ვალერიანი აშკარად მჭირდება :დდ

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ნინიკო! :დ
რამდენი მაცინე, აი რამდენი არ იცი :დდ ტყავის ქამარი, ტყავის ტრუსები და მისი ავლადიდება-ვიყიდოთო, რომ თქვა არიმ და ერეკლემ რო გადმოკარკლა თვალები, აიი მანდ რაღაც დამემართა ვეღარ გავჩერსი :დდ ირინე (მამაჩემის მეუღლე) ახლაც ისეთი სახით მიყურებს ალბათ ვალერიანს შემაპარებს საჭმელთან ერთად :დდდ
არი არის შოკიპიკიპანიკაა <3 რაღაც საოცრებაა :დდ <3 ძალიან კი მინდა ერეკლე+არინოს წყვილი, მარა ვხვდები რომ და-ძმა უფრო არიან <3 მიხვედრილი მე :დდ
იოანე, რაც 'გავიცანი' სულ იმაზე ვფიქრობ რომ მაგან მოკლა არის მამა და ეგ თუ არა მაგის ხელი მაინც ურევია მაგ საქმეში.
შენ ხარ ყველაზე საოცრება გოგო <3 შენი ისტორიები ხო საოცრება და ოქროობაა <3
ახლა ვნახავ, შემდეგი თავი თუ არსებობს და ჩავცეცხლავ :დდ <3
პ.ს. არა, ვალერიანი აშკარად მჭირდება :დდ


მაგ დროს მეც ჩავბჟორდი ჩემო გოგოვ:დ
არვიცი ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თავში. ჯერ არ ამიტვირთავს მაგრამ მალე იქნება გპირდები, ფრთხილად იყავი არ შეგაპარონ რაიმე:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent