შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალე +18 V თავი


1-03-2018, 01:04
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 946

კალე +18 V თავი

უცნაური ჯერ აქმადე გაუგებარი გრძნობა მეუფლება, ბიჭი ფეხს ისტერიულად აქანავებს და სკამიც ნერვებისმომშლელად ჭრიალებს, უზარმაზარი შავი თვალებით მანიშნებს რომ სკამზე დავჯდე, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი
-მაინცდამაიც უნდა ვიღრიალო რომ ეს გააკეთო?- მეკითხება მკაცრი ტონით და ტუჩებს უცნაურად ბრეცს, ეს ყველაფერი ცოტა დამამცირებელია, მაგრამ იმასთან შედარებით რაც მინახავს და გამომიციდა, თმებზე მოფერებაა, მაგიდას ისე ვუახლოვდები თითქოს რაღაც ამოუცნობი ამოხტებაო, რაც უფრო ფრთხილად ვცდილობ სკამზე დაჯდომას, მით მეტად ჭრიალებს სკამი, ბოლოს ღრმად ვსნთქავ და ჩემ ადგილს ვიკავებ, ბიჭი ისე გემრიელად ილუკმებოდა, კაცმა რომ თქვას მარტო მისი ყურებით დანაყდებოდი, ისე გემრიელად აკნაწუნებდა ციტს ძვლებიანად და მჭადს ისე კბეჭდა თითქოს ახლადგამომცხვარი ტკბილი პური იყოფილიყოს, თან უცნაურ ხმებს გამოსცემდა, ვდილობდი სერიოზული გამომეტყველებით ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა, მჭადის ნატეხს ფრთხილად ვეპარები, რადგან ისე ძალიან ჰყვარებია მეგონა რომ ხელზე დამარტყამდა და თეფშს თავისკენ მიიჩოჩებდა, ასე არ მოხდა
-გემრიელი მჭადია, ერთცალს ხომ გამატან
-კი-ვეუნნები და დარცხვენილი ვილუკმები
-ჩიტს არ შეჭამ?
-არა მადლობა
-გასინჯე, გემრიელი, არ მიტხრა ნანადირევსაც მარტო კაცები ჭამენ და ქალები ამზადებენო
-წესით ესეა
-წესით ეგ ბავშვი მე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ბავშვი არ არის, გამახსენდა
-ესეთი ბედნიერი რატომ ხარ, როცა ყველა უბედური სახით დადის და ყველა დეტალს იცავს?
-ვინმე ხომ უნდა იყოს ამ სამყაროში ბედნიერი, სხვა რა გზა მაქვს, მეც ყველა დეტალით სიამოვნებას ვიღებ, მიყვარს თავისუფლება, იმდენად რთული ცხოვრება გამოვიარე დავიფიცე რომ ვეცდები ბედნიერი ვიყო და ვინც ჩემთან ერთად იქნება მასზეც ვიზრუნებთქო?
-რა გაბედნიერებს?
-მე, ჩემი თავი, ბუნება, ჩემი ცხენი, ქალები და რა თქმა უნდა კეცზე შემწვარი მჭადი- ბოლოს ეცინება და ცხიმიან ტუჩებს ილოკავს
-მართლა ესე ძალიან გიყვარს?
-ვერც წარმოიდგენ- უბრწინავს თვალები და ისეთი სიფაქიზით კბეჩს ჩემ თავზე ნერვები მეშლება მე რატომ არ მომწონს ეს ცარიელი მასა
-გაქცევას სად აპირებ, შენც მარტო გინდა იცხოვრო?
-ალბათ ასე მომიწევს
-კი მაგრამ იცი რომ ეს უზომოდ რთულია?
-ვიცი, მაგრამ მივენდობი ბედნს
-მერე ცივილიზაცია არ მოგენატრება, არ გინდა დედა გახდე?
-აქ ბედნიერებისთვის არაფერია, ბავშვიც არ მინდა, ბიჭი რომ გაჩნდეს ვერაფრით ვუყურებ იმ საცოდაობას რაც ვნახე, მითუმეტეს ჩემ შვილზე
-იცი მაგ დროს ხმა არ ამომიღია, მართლა, ვაჟკაცურად დავუდექი მთავარს, ლამის მე შემოვარტყი ის მათრახი სულ ეგ ხართქო
-ძალღიც მოკალი
-კი, მოვკალი, ვერ ვიტანდი, საზიზღარი ძაღლი იყო, რამდენჯერმე მიკბინა, ვერ მე ვიტანდი ვერც ის, საბოლოოდ წაგებული ის დარჩა, მეამბოხე ხარ, საინტერესოა რატომ აქამდე არავინ მოგაკითხა
-რას გულისხმობ?
-შენ სოფლისთვის საშიში ქალი ხარ, ვინ იცის რის გაკეთებას აპირებ, ან რა არის მოსალოდნელი შენგან, დიდი ალბათობით სოფლის დაშლაც კი შეგიძლია, ვინმე რომ მოგიზავნონ არ გეშინია?
-მაგალითად?- ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-მე რომ მოგზავნილი ვიყო
-შენ
-ხო სიმპათიურ კაცებს სპეციალურად იყენებენ ამ საქმისთვის
-ხუმრობ ხომ?
-მე უბრალოდ გკითხე, ისეთი სახე ნუ გაქვს, თითქოს მართლა რაღაც უნცაური მოვლენა ვიყო
-შეგიძლია მასწავლო როგორ იღებ ამ ყველაფრისგან ბედნიერებას?
ბიჭი ფეხზე დგება და ხელს სახეზე მადებს, ვკრთები
-ბედნიერება ყველა ადამიანშია, თავად ქმნი ბედნიერებას, უნდა შეგეძლოს ამის დანახვა, თუნდაც ის ფაქტი რომ მე წავალ და შენ ჩემ შეხებაზე იფიქრებ, ესეც ბენიერს გაგხდის, ისიც რომ არანორმალურად სიმპათიური ქმარი გეყოლება, მაგრამ შენ ხომ უნდა გაიქცე და გადაიხვეწო, დიდი ალბათობით სიელას ბედს გაიზიარებ და სადმე მგლები შეგჭამენ მე კი მაიძულებ უბედური გავხდე და ვინმე ჩვეულებრივი გოგოს შერთვა მომიწევს
-მართლა გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?- ლამის ყვირილით ვკითხე და თავი უკან გავწიე რომ ხელი როგორმე მომეშორებინა
-რატომაც არა
-მერე შენი თავისუფლება
-ამ სილამაზისთვის ღირს
-ცოტა ბანალური, ცოტა თავმდაბალი და მჭადზე შეყვარებული კაცი ხარ, დიდი ალბათობით მთაზე რომ დაგაყენონ და არჩევანი გაგაკეთებინონ ჩემსა და მჭადს შორის, მჭადს აირჩევ
-არა
-როგორ მოასწარი ჩემი ესე შეყვარება?
-ვგულისხმობ იმას რომ მჭადი შენი გაკეთებული არ იქნება და სხვაგან ესეთი გემრიელი არ მიჭამია, მოდი ყველაფერი ძველებურად დავტოვოთ, მე ახლა წავალ, შენ დამშეული დაეძგერები ჩიტებს და თავისუფლად შეჭამ, რომ დავბრუნდები ერთად ვიცხოვრებთ და ბავშვზეც ვიზრუნებთ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, ძალიან ძალიან ძლიერი გენი მაქვს, ბავშვი მამას დამემსგავსება და სოფელს ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩება
-ვფიქრობ სხვა გზაც უნდა არსებობდეს
-გზა რომელიც სადმე კლდის ძირას გაგყინავს, სრულიად მარტო და მგლებს თუ დააპურებ მადლს მაინც მოისხამ
-ასე ნუ ლაპარაკობ
-ახლა ტყეებში რა ხდება ჩემზე უკეთ არავინ იცის, შენ დგადაწყვიტე, ვერსად ვერ დაბრუნდები, მე კი ხვალ ჩემ ძმას დავემშვიდობები და მოგვიწევს ერთად ტკბილად და ბედნიერად ცოვრება, სანამ მთავარი არ დაგვაშორებს- იცინის და წასასვლელად ემზადება- ხო ჩემ ცხენს წავიყვან იმედია არ დაგვასწრეს და ხელს არ შევუშლი, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ
-გასაგებია
-აბა მოვიდე ხვალ?
-კი- ვპასუხობ ჩურჩულით
-შენს ადგილზე სიხარულისგან ვიკივლებდი
-მეშინია სოფელმა არ გაიგოს
-ხო, მაგრამ ისეც შემიძლია რომ ხომ ხვდები
-რა?
-არაფერი, მერე გაიგებ, არ გამომყვე, ცხენს წავიყვან და წავალ კარგი?
-კარგი
-ხვალამდე ჩემო კლდის ბულბულო, აქ მართლა სვავები არიან, მხოლოდ შენ ხარ ბულბული, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ბულბული როგორია
-სახელი არ გითხვამს
-ბავშვზე ზრუნვას რომ დავიწყებთ ჩემს სახელს იმდენჯერ იყვირებ, იტვი ნეტა საერთოდ არ მეკითხაო ასე რომ მოითმინე- თავალს მიკავს და მიდის
მაგიდასთან მოწყვეტით ვეცემი, ვიღაც ჩემიანის გამოჩენა სიხარულს და იმედს მისახავს გულში, მაგრამ პასუხისმგებლობები მაშინებს, მიხარია რომ ვინმე მორიგ ავადმყოფთან არ მიწევს ურთიერთობა და ჯანდაბას გამოუხობ ყოველ დღე მჭადებს, ბიჭით რომ არ დავმალო მოხიბლული დავრჩი, მხიარული და იუმორით სავსე კაცები თუ არსებობდნენ არც მეგონა, თავის გატანა შეუძლია, მართლა სიმპათიურია მაგზარ ცოტა არასერიოზული, მე მეამოხე ერთმანეთს დიდი ალბათობით დავღუპავთ და სულ მცირე სოფლიდან გაგვასახლებენ, უკვე რამდენიმე საათი გავიდა და ფიქრს არ ვწყვეტ, ფინჯანი ჩაის შემდეგ კეცები დავასუფთავე და საქსოვ ძაფსაც თვალი მოვკარი, გამეცინა მაგრამ სანამ ძაფს ავიღებდი კარის ხმა გაისმა და დაუკითხავად სახლში მთავარი შემოვიდა, კარი უჩუმრად მიხურა და წინ ცბიერი ღიმილით დამიდგა
-როგორც ჩანს ვერ მოითმინე და საქმროს წინასწარ შეხვდი ხომ ასეა, თვქნეს ოჯახს რაღაც ჭირს, სულ შარში ეხვევით მე კიდევ ეს არ მომწონს
ხმას ვერ ვიღებ, ბუხართან კედელზე ვეკვრი და მთავარს ვუყურებ
-რა უნდა გავაკეთო ახლა, ის ბიჭიც დიდი შეშლილი ვინმე ყოფილა, მე კიდევ მეგონა კაცს გატანდით ცოლად, ასეთი სერიოზული არავინ მინახავს, შენმა უბდადრუკმა ქმარმა შენთან დაწოლაც კი ვერ მოახერხა, არა და რა მშვენიერი გოგო ხარ, ესეთი სუფთა, ლამაზი, მოწესრიგებული, საოჯახო საქმეების კეთებაც გიხდება, გაქცევაც გინდა, რა გავაკეთო რომ შენი შემზარავი ისტორიები მთელმა სოფელმა არ გაიგოს, მოგკლა როგორც შენი დედამთილი დალე თუ რამე სხვას შემომთავაზებ?
-რას გულისხმობთ, თქვენ რა გვისმენდით?
-შეს რა მადანაშაულებ მიყურადებაზე?
-ასე გამოდის
-იცი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ და მე კიდევ არ მინდა ასეთი ლამაზი გოგოს თავიდან მოშორება
მიახლოვდება, თმაზე მყნოსავს და დალეს უკანასკნელი სიტყვებიც მახსენდება
-ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, ყველას გვაქვს პატარ-პატარა საიდუმლოებები, მაგრამ ერთმანეთისთვის რაღაც დათმობებზე მივდივართ, ჩემმა ასაკმა არ მოგაყუოს, ძალაუფლების გარდა სხვა ბევრ კარგ რაღაცეებსაც ვფლობ-ხრიალებს ჩემს წინ მთავარი მერე დასერილ ყვითელ ენას ჩემკენ იშვერს და სახისთან მოაქვს, მაგრამ შეშდება, მოწყვეტით ვარდება მის ნაცვლად კეცით ხელში ჩემი მომავალი ქმარი ჩნდება
პირზე ხელს ვიფარებ რომ არ ვიყვირო, თვალები მაშინვე ცრემლებით მევსება და მთავართან ერთად მეც მოწყვეტით ვეცემი იატაკზე, ვუყურებ სისხლის გუბეს და მთავარის გაფართოვებულ თვალებს
-კიდევ კარგი მჭადის გატანება დაგავიწყდა, ამისთვის მოვბრუნდი-მეუბნება ბიჭი და კეცს ისევ ბუხართან აგდებს- ხომ შეიძლებოდა რამე დაეშავებინა, კარგად ხარ?
უზარო დაბრუნების მიზეზი და ალოგიკური კითხვები კიდევ უფრო მაგიჟებს და არც ვიცი რა გავაკეთო, უკვე მერამდენე ადამიანი კვდება ჩემ თვალწინ მე კიდევ იმას ვაცნობიერებ რომ ეს უკვე დადასრულია, მთავარი თუ მოკვდა სოფელს ვერ გადავურჩები
-ძალიან გთხოვ, რამე ნაჭერი მოიტანე თორემ მთელ იატაკს მოსვრის
-გაგიჟდი?
-მოიცა, შენი გაუპატიურება უნდოდა, იმ აყროლებულ ენას გიტრიალებდა და ეს გავაკეთე შენს გამო და კიდევ მე გავგიჟდი?- ბრაზდება ბიჭი
-ეს რა გააკეთე
-ფეხზე ადექი ახლავე და ნაჭერი მოიტანე- მეუბნება მკაცრად- ახლავე!
ბარბაცით ვდგები და პირველი ხელში რაც მხდება იმას ვუწვდი, მერე დაბღვერილი მიყურებს და ნაჭერს ხელიდან მგლეჯს
-შეწყვიტე, ამდენი რამ ნახე და ახლა ნუ ჩავარდები პანიკაში
-რა უნდა ვქნათ?
-მარტივია, დაღამდება და გადავაგდებთ სადმე
-გადაირიე?
-ფეზე რომ ადგება და მოყვება რაც მოხდა მაშინ გადავირევი, ახლა არა, ვწუხვარ რომ მოკვლა მომიხდა, მაგრამ არ მინდოდა, ვერ მოვზომე, მაგრამ რომ მოკვდა ბედნიერი ვარ სამაგიეროდ ჩვენ ცოხლები ვიქნებით, რადგან ასე ძალიან გიმძიმს გადი სხვა ოთახში გამოიგლოვე ჩვენი საყვარელი მთავარი მერე კი მადლობას გეტყვი თუ მოშორებაში დამეხმარები
-ეს სიგიჟეა!
-მე ვწვეტ რა გავაკეთო და რა არა, გადი ოთახში!
-მისმინე
-მგონი გასაგებად გეუბნები, გადი ოთახში და არ გამოხვიდე სანამ არ გამოხვალ, ასეთ საუბარს ხარ მიჩვეული და მიდი.
-მაპატიე, ძალიან მეშინია, მოძებნიან, ძებნას დაიწყებენ დღესვე
-გადი ოთახში- ცრის კბილებიდან
ვემორჩილები, ოთახიდან გავდივარ და მხოლოდ შემოსული ხმებით ვხდები რომ ბიჭი ყველაფრის დასუფთავებას იწყებს
-კალე!- მეძახის ხმამაღლა და მეც მაშინვე გავდივარ
-მართლა რომ ძებნა დაუწყონ უმჯობესია შენ გახვიდე ცხენზე მე დავდებ და სადაც გინდა იქ გადააგდე, შენი დედამთილი ხომ შენ დაკრძალე
-ამის გამო არავინ განმსჯიდა, ახლა კი თუ ვინმე გიგებს რომ მთავარი მვდარია, მაშინ ჩათვალე რომ ყველაფერი დასრულებულია
-გააკეთე რასაც გეუბნები!
-სად წაიღე?
-უკევე ცხენზე გადავკიდე, კარგად შეფუთულია თვივასთან ერთად, ისე გახვალ რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, თან გარეთ საშინელი ნისლია, უმჯობესია კლდეზე ახვიდე და გადააგდო, ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს
-თუ ნისლია რატომ შენ არ აკეთებ ამას?
-ვინმემ მე რომ დამინახოს ყველა ეჭვს ჩემზე მოიტანს
-და ჩემზე არა? ამდენი ადამიანი დახიოცა და რეალური მიზეზი მხოლოდ მე მაქვს რომ მომეკლა
-ეგ მართალია, უნდა მოგეკლა, მაგრამ არ მოკალი, ახლა მკვდარია და ალბათობა იმისა რომ რაღაც ცოტათი მაინც უკეთესობისკენ შეიცვლება ძალიან დიდია, გააკეთე ეს და თუ ვინმე შეგამჩნევს დიდად მის სიკვდილი არავის დაყვეტყს გულს, რადგან გულის სიღრმეში ყველას ეზიზღება
-მაგრამ ყველას ეს წესები სისხლში აქვს გამჯდარი
-ეგეც მართალია, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით, თუმცა იმდენად დამღლელია შენთან ლაპარაკი ამას მე გავაკეთებ, დარჩი სახლში
ბიჭი სახლიდან სწრაფად გადის და სადგომიდან ცხენი გამოჰყავს, მერე კი ნისლში უჩინარდება, რამდენიმე საათი გადის, ვნერვიულობ, სიჩუმეში ვარ და ფანჯარას ვერ ვშორდები, ბიჭის გამოჩენას ველოდები, მაგრამ ის არ ჩანს, ტუჩებს იმდენ ხანს ვიკვნეტს სანამ ჩემი სისხლის გემო გულს არ მირევს, საკუთარი გულიცემა და ძაღლების ხმა მესმის, ფანჯარას ვშორდები რადგან ეს ყველაფერი გაუსაძლისი ხდება, ისე ღამდება რომ ვერ ვიზრებ, ბუხართან ვზივარ და ცეცხლს მივშტერებივარ, ასეა შუაღამემდე, მერე კი ხმაური იწყება, ხალხის ყვირილი, ძაღლების ხმები, თოფების ხმა, კაცების ღრიალი და შეძახილები ვიძაბები, ვხდბი რომ მთავარს ეძებენ, სასწრაფოდ ხალათსვ ვიცვამ და საწოლში ვწვები, მაშინვე კარზე აკაკუნებენ, საწოლიდან ვხტები და კარს ვერ ვაღებ, ვკანკალებ, უშედეგოდ ვდილობ ჩემი თავის ხელში აყვანას, არაფერი გამომდის, კარზე კაკუნი კი უფრო ძლიერდება, ურდულს ვწევ და მთელი სოფელი ჩემ სახლთანაა შეკრებილი
-მთავარი დაიკარაგა-მეუბნება ახალგაზრდა კაცი- მამაჩემის ანუ მთავარის ძაღლი კი შენ კარებთანაა!
ძირს ვიყურები და თეთრ ბებერ ძაღლს ვხედავ, რომელიც ჩემ მზერასთან ერთად მიღრენს, მერე მოდის მყნოსავს და ყეფს, ეს ალბათ ყველაფრს დასასრულია.скачать dle 11.3




№1 სტუმარი G.S

ცოტა მარტინი, Matthew - Bleach და გეგის ,,კალე" ^_^

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო გაგრძელდება იყო.ახლა რა მოხდება? იმედია ამ კაცის სიკვდილი რაღაცას შეცვლის სოფელში.
--------------------
ლანა

 



№3  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

G.S
ცოტა მარტინი, Matthew - Bleach და გეგის ,,კალე" ^_^

heart_eyes

La-Na
საინტერესო გაგრძელდება იყო.ახლა რა მოხდება? იმედია ამ კაცის სიკვდილი რაღაცას შეცვლის სოფელში.

ვნახოთ, მადლობა

 



№4 სტუმარი მარ

გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავი ❤️

 



№5  offline წევრი ლიკუცი

დღეს 10ჯერ კი შევამოწმე ხომ არ დაიდო მეთქი და ახლა ისე გამიხარდა... ახლა სიამოვნებით წავიკითხავ????????????

 



№6  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

მარ
გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავი ❤️

ვეცდები

 



№7  offline წევრი ლიკუცი

ძალიან საინტერესო თავი იყო... წარმატებები და გგულშენატკივრობ...
♡♡♡

 



№8  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა დაიდოო....
რაღაც მალე ვითარდება მოვლენები, რაღაც აკლია, რაღაც სირთულე...
სიდიდე...
სივრცე...
მხოლოდ ერთი მოქმედება და უკვე სრულდება...

ძალიან მომწონს და ველოდები ხოლმე...

 



№9  offline წევრი eremar

პირველი თავს მერე წაკითხვა არ მინდო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ახლა აღარ ვნანობ, ძალზედ დამაინტერესა:)

 



№10 სტუმარი სტუმარი sofi

gtxovv malee dadee♥ am saitze asetisaintereso arcerti istoriaar wamikitxavss♥♥

 



№11  offline წევრი nigita

კიდევ კაი ეს ბებერი რომ ჩააძაღლა იმ ბიჭმაა ... :D ცოტა თავის მოცულობა გაზარდე.... საინტერესო თავია და წარმატებები შენ ....

 



№12 სტუმარი სტუმარი თათა

მალე დადე რა შემდეგიი.. სასწაული იყოო მოუთმენლად გელოდები <3

 



№13  offline წევრი მართაა

ამას უკვე მოლოდინის რეჟიმი აღარ ქვია, ცუდათ ვარ უკვე დროულად დადე რა <3
წარმატებები ..............

 



№14  offline წევრი Mmariami)

ჯერ ერთი: ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა კომენტარი თუ არა, წაკითხვაზე არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი წავიკითხავდი, მაგრამ
იმდენად ვარ შენზე გაბრაზებული, გაღიზიანებული, ნაწყენი’ც, სულ არ მინდოდა კომენტარის დაწერა, ვეღარ მოვითმინე უბრალოდ.
გაბრაზებული იმიტომ ვარ რო ესე უნამუსოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევი ს უ ლ! აგდებ ისტორიას შუაში და ფეხებზე გკიდია ვინ რას ფიქრობს, გელოდება თუ არა და აშ.
გაღიზიანებული იმიტომ რომ მთელ პოემებს რო გიწერენ/გიწერ ორ სიტყვას ძლივს 'მოგვიგდებ’ ხოლმე.
და ნაწყენი არ ვიცი რატო ვარ ????.
ისტორია მომეწონა, უფრო სწორად შემეშინდა თან ძალიან მომწონს, თან ძალიან მეუცხოვება და წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ გაგრძელდება.
ნუ იმედი მაქვს ამას მაინც მიიყვან ბოლომდე და გვაღირსებ გავიგოთ რა და როგორ მოხდება

 



№15  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

Mmariami)
ჯერ ერთი: ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა კომენტარი თუ არა, წაკითხვაზე არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი წავიკითხავდი, მაგრამ
იმდენად ვარ შენზე გაბრაზებული, გაღიზიანებული, ნაწყენი’ც, სულ არ მინდოდა კომენტარის დაწერა, ვეღარ მოვითმინე უბრალოდ.
გაბრაზებული იმიტომ ვარ რო ესე უნამუსოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევი ს უ ლ! აგდებ ისტორიას შუაში და ფეხებზე გკიდია ვინ რას ფიქრობს, გელოდება თუ არა და აშ.
გაღიზიანებული იმიტომ რომ მთელ პოემებს რო გიწერენ/გიწერ ორ სიტყვას ძლივს 'მოგვიგდებ’ ხოლმე.
და ნაწყენი არ ვიცი რატო ვარ ????.
ისტორია მომეწონა, უფრო სწორად შემეშინდა თან ძალიან მომწონს, თან ძალიან მეუცხოვება და წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ გაგრძელდება.
ნუ იმედი მაქვს ამას მაინც მიიყვან ბოლომდე და გვაღირსებ გავიგოთ რა და როგორ მოხდება

გამარჯობა. დავიწყოთ იქედან რომ ის ისტორიები იყო მასაზე გათვლილი, მათი წერა არ მსიამოვნებდა ამიტომ ვეღარ გავაგრძელებდი. ამ საიტმა ბევრი რამ მომცა, მაგრამ რაც შეეხება ორი სიტყვის მოგდებას, არ შემიძლია ეს მიყვარხარ ტკბილოების წერა და რაღაცეები. წინა ისტორიის დროს გეცოდნინება, რომ მკითხველისთვის ერთი თავი დავწერე. მადლობის გარდა თუ რაიმე კონკრეტულს არ მეკითხებიან ვერაფერს ვერ ვპასუხობ, არ იქნება გულწრფელი და ნამდვილი, თუ ვინმეს ეს უნდა მითხრას და დავუწერ დიდ ტექსტებს.

 



№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი წასაკითხია.. უცხოა.. რამდენიმე კულტურას აერთიანებს და აშკარად ეტყობა,რომ ბიჭი წერს.. ნაკლები „რომანწიკაა“,რაც ამ მოთხრობას ნამდვილად უხდება. ყველაზე კარგი,ისაა რომ არ გავს სხვის ისტორიებს.. იმედია არ გააბანალურებ და გააუბრალოებ... მაინტერესებს როდის დადებ ახალ თავს?

 



№17  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

სტუმარი მარიამი
კარგი წასაკითხია.. უცხოა.. რამდენიმე კულტურას აერთიანებს და აშკარად ეტყობა,რომ ბიჭი წერს.. ნაკლები „რომანწიკაა“,რაც ამ მოთხრობას ნამდვილად უხდება. ყველაზე კარგი,ისაა რომ არ გავს სხვის ისტორიებს.. იმედია არ გააბანალურებ და გააუბრალოებ... მაინტერესებს როდის დადებ ახალ თავს?

ვეცდები მალე დავდო, დიდი მადლობა.

 



№18 სტუმარი ჯუჯღუნა

ხვალ მოახერხებ დადებას?

 



№19 სტუმარი ankka

gegii sauketeso xaar <3

 



№20  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ankka
gegii sauketeso xaar <3

დიდი მადლობა

ჯუჯღუნა
ხვალ მოახერხებ დადებას?

დავდე უკვე და ალბათ მალე დაამატებენ

 



№21 სტუმარი ланашка

au cicinatelas agar atvirtav?? yvelas jobixar am saitzee :**

 



№22  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

ланашка
au cicinatelas agar atvirtav?? yvelas jobixar am saitzee :**

არამგინია, დიდი მადლობა

 



№23 სტუმარი სტუმარი shalo

erotikebs uyureb

 



№24 სტუმარი სტუმარი თაკო

ეიი რაკარგია <3 განსხვავებული ^^

 



№25  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

სტუმარი თაკო
ეიი რაკარგია <3 განსხვავებული ^^

მადლობა.

სტუმარი shalo
erotikebs uyureb

რას გულისხმობ?

 



№26 სტუმარი სტუმარი shalo

GEGI გეგი
სტუმარი თაკო
ეიი რაკარგია <3 განსხვავებული ^^

მადლობა.

სტუმარი shalo
erotikebs uyureb

რას გულისხმობ?

chemsavit yofilxar

 



№27 სტუმარი tk

ძაან მაგარია და ძაანნმომწონს ეხლა დაველოდო დადებ თუ დავიძინო?

 



№28 სტუმარი tako

VI Tavs rodis dadeb?

 



№29  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

tako
VI Tavs rodis dadeb?

გუშინ დავამატე და უნდა დაედოთ :) არ ვიცი.

 



№30  offline წევრი მართაა

როდის დადებ ახალ თავს ? საოცარი ხარ ❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent