შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (7)

1-03-2018, 22:24
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 431

გაუჩინარებული (7)

ბაბუაჩემთან რომ მივედი, ჯერ მხოლოდ ეზოში, ღიაცისქვეშ ისეთი კორსიზის სუნი იდგა, ეტყობოდა, გვარიანად შეშფოთებულიყო. დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია, რადგან 35 წლის ბებიაჩემი მიატოვა ახალგაზრდობაში და ვიღაც 20 წლის გოგონასთან ერთად გაიპარა. დედა მარტო იზრდებოდა, უმამოდ. რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ დაბრუნდა, თავისი ოჯახის დაბრუნება სურდა, მაგრამ ბებიაჩემმა უკან აღარ მიიღო.
დედას კი მუდამ უნდობლობა და გულგრილობა ჰქონდა ბაბუაჩემის მიმართ.
მე ბაბუს ვეძახდი. ეცინებოდა ხოლმე, რადგან სანიც და ევაც ვიტოს ეძახდნენ (მამამ შეარქვა, რადგან ვიტო კორლეონეს ამსგავსებდა და თან ვახუშტი ერქვა). მოკლედ, ბაბუს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თავისი შვილის გარდა.
- ბაბუ გენაცვალოს! - მითხრა დანახვისთანავე და იმდენი მეხუტა, ლამის სული ამომხადა. თვალებს შავ სათვალეში მალავდა. ინტუიციით მივხვდი, ისიც კაი ნამტირალევი იყო. - ბიჭები გავგზავნე, ყველაფერს დაწვრილებით მეტყვიან და კისერს მოუღრეცენ.
- ევა და სანი - ვთქვი ტირილით. მის მკერდს მივადე თავი და გვარიანად ავსლუკუნდი.
- ყველას დავაბუნებთ, უკლებლივ! - უჩვეულოდ დარწმუნებული იყო.
- პოლიციაში არ დამირეკავს.
- ყოჩაღ! - ნუ ალბათ, უცხო თვალისთვის ძალიან უცნაური მოსასმენი იყო ჩვენი დიალოგი, მაგრამ ზოგი რამ, ძირითადად კი წარსულის ამბები, დაღად დაგვსმოდა და ორივემ ვიცოდით, რომ თუ რამე გაგვიჭრდებოდა, პოლიცია ალბათ მხოლოდ ევას დაეხმარებოდა. დანარჩენ შემთხვევაში, მთავრობას მამაჩემისთვის ფულის გამოძალვის მცდელობა არაერთხელ ჰქონია და დიდად არც არავინ შეიწუხებდა მის გამო თავს.
სახლში არ შევსულვარ, კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
- რამე რომ სჭირდეთ უკვე? - ვკითხე ბაბუაჩემს.
- რას ამბობ გოგო. - ხის კარზე დააკაკუნა და სამჯერ გადააფურთხა. მიკვირდა, რომ კვლავ ახასიათებდა მსგავსი გამოხტომები. - შენ ვინ მოგაცილა?
- შეყვარებულმა - ვუპასუხე სერიოზულად.
- რაა?
- ბაბუ, მემგონი იმის გარჩევის დრო არ გვაქვს, რომ სრულიად ჯანსაღია, როცა 22 წლის გოგონას შეყვარებული ჰყავს ჰო?
- მაგას მამაშენიც კარგად გაგირჩევს. დავინახე ვინც იყო. ყველაფერს ოჯახის ჯინაზე როგორ უნდა აკეთებდე?
- ღმერთო - თვალები გადავატრიალე და ისტერიკული ტირილი ამიტყდა. აქამდე, პატარა ბავშის წატირებას ჰგავდა ყველაფერი, რაც დამმართნია. ახლა კი, ჩემი გულამომჯდარი, ხმამაღალი გოდება ყველა მხარეს ისმოდა.
- კეკე, ვაი ვაივაგლახის დრო რომ არ გვაქვს, ხვდები? - მკითა ბაბუმ და გვერდით ჩამომიჯდა. ხელი გადამხვია, პატარა ბავშვივით ჩამიკრა გულში.
საღამოს, გეგი მოვიდა, აბუ მოიყვანა და თან ბაბუაჩემთან მივიდა პირდაპირ. რაღაცეები ილაპარაკეს ცოტა ხანს. გაბრაზების თავიც არ მქონდა, მხოლოდ წარბშეკრული ვაკვირდებოდი. მერე ხელი ჩამოართვეს, კიდე ილაპარაკეს და ბოლოს, როგორც იქნა, ჩემსკენ წამოვიდა.
იმედია, ამ გაწამაწიაში შვილიშვილის ხელი არ უთხოვნია, თორემ მაგრად მოხვდებოდა.
- ტინა ტაბიძე - მითხრა მოახლოებისთანავე.
- კეკელინა მქვია - დავუბღვირე.
- სახელი და გვარი ტინა ტაბიძე თუ გეცნობა გოგო, კეკელინა რომ გქვია, მახსოვს.
- კი, მამაჩემის კლასელი იყო.
- მამაშენის პირველი შეყვარებული იყო.
- მერე?
- დედაშენი შეუყვარდა და მიატოვა.
- საწყალი - თავი გავაქნიე - მაგრამ , ბედნიერი ვარ, რომ მიატოვა და მე გამაჩინა.
- გავიგე, უბრალოდ, შენების გატაცებაში მაგისი ხელი უერვია.
- რაა? - ბომბივით წამოვფრინდი ადგილიდან. - კი მაგრამ, ბავშვებიანად და ცოლიანად გაიტაცა?
- დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ რახან ყველა გაუჩნარდა, მემგონი.
- ჩავცხრილავ მაგ ა*ვარკას.
- დაიცადე, ვის ჩაცხრილავ, ზუსტად არ ვიცი მეთქი! ბაბუაშენიც არკვევს.
- ცოტა სწრაფად გაარკვიოს - დავიღრიალე ბოლო ხმაზე. - საქმე ჩემს 7 წლის დას ეხება, რომელსაც ცხოვრებაში არ აქვს გამოცდილი ძალადობა და ფსიქოლოგიური ჩაგვრა. ასევე ჩემს ძმასაც, რომელიც ცემა-ტყეპის აზრზე არ არის. დედაჩემი კი დაიცავს თავს თუ მოუწია, მაგრამ ყვავილივით ნაზია. თან რამე თუ მოხდა და მამაჩემმა მათი დაცვა ვერ შეძლო, ხვდები, რამხელა ტრავმა იქნება კაცისთვის? - ვზლუქუნებდი პატარა მტირალასავით.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. ასე ჰაერზე არავის კლავენ - ჩამეხუტა გეგი. რაღაცნაირი შვება ვიგრძენი, როცა მისმა ძლიერმა მხრებმა ჩემს სუსტ სხეულს გაუნაწილეს სითბო. მაშინ, პირველად მივხვდი, რომ ზოგჯერ, სუსტი ვიყავი და რამდენიც არ უნდა მემაგარტიპა, მაინც ჩემზე ძლიერ კაცად ითვლებოდა გეგი.
- ამას რას ხედავს ჩემი თვალები - უხასიათოდ შესძახა ბაბუაჩემმა.
- კაი რა ბაბუ, შენი გაბრაზებაღა მაკლდა - არც მოვშორებულვარ გეგის.
- ვიდეოთვალი გადაამოწმეს ბიჭებმა და არარისო. სულელ მამაშენს წინა დღის მოხსნილი გქონდა. - მახარა ბაბუამ.
- საწყალი მამაჩემი. ალბათ, ისედაც დამნაშავედ გრძნობს თავს და კიდე ემატება ნელ-ნელა რაღაცეები - მძიმედ ამოვისუნთქე.
ბნელოდა და ჭიშკარი როცა გაიღო, ყველა დავიძაბეთ. ერთ მომენტში იარაღისკენაც გავაცურე ხელი (ქამარზე მქონდა მიბმული მაინც, ყოველი შემთხვევისთვის). იმ სიბნელეში, ერთი პატარა სილუეტი გამოჩნდა და სირბილით შემოვიდა ეზოში. როცა მთვარესავით განათებული ჩემი დის სახე დავინახე, მაშინ ვიგრძენი რომ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად იყო. ჯერ ბაბუას შეხედა, მერე მე შემომხედა და გადაღლილი, შეშინებული სახე სიხარულით აევსო.
- კეკელინა - დაიყვირა ბავშვმა. ბავშვის მზერას იმ წამს შემოსულმა ჩემმა ძმამ გამოაყოლა თვალი და ისეთი შვება გამოესახა მზერაში, თითქოს, ზღვის ფსკერისკენ ჩაძირულმა, როგორც იქნა, ჰაერზე ამოჰყო თავი.
- კეკლინა - ჩაიჩურჩულა ჩემმა ძმამ და ორივე გამოექანა ჩემსკენ. მე მათკენ გავიქეცი. სანის მთელი ემოციებით შემოვახტი და მიუხედავად იმისა, რომ განაწყენებული ევა კაი ხანს, უკმაყოფილო სახით გვიყურებდა, მაინც ვერ დავეხსენი.
მამაჩემის სურნელი ჰქონდა.
სანი ერთადერთი იყო, ვისაც მამაჩემის სურნელი ჰქონდა.
ისე ვკოცნე, როგორც ბავშვობაში, რამდენიმე წლისას, მოურიდებლად ვუკოცნიდი ხოლმე ლოყებსა და შუბლს.
ევა ხელში ავიყვანე, მომეწება და კაი ხანს, არც მომშორებია.
იმ ღამით, არავის გვიძინია. მრავალი ხვეწნის მერე, გეგი სახლში გავუშვი. ცოდო იყო, მთელი ღამის უძინარი და ნანერვიულები. თან, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ოჯახთან მინდოდა მარტო ყოფნა. სანისთვის ბევრი რამ მქონდა მოსაყოლი.
- ის ბიჭი შენი შეყვარებული იყო? - მკითხა ევამ.
- საყვარელო, შენი მშობლები გაუჩინარდნენ და შენ ჩემი შეყვარებული გადარდებს?
- მადარდებს.
- ამის შეყვარებული იყო ის გოლიათი - დაუდასტურა სანიმ - ერთმანეთს რო ემშვიდობებოდნენ, კი ძაან მიიმალდნენ, მაგრამ მაინც დავინახე, როგორ იკოცნავეს.
- სანი, რეებს ამბობ - პირველად გამეცინა ამ ხნის განმავლობაში ასე გულიანად.
- ვტყუი?
- არა, უბრალოდ ევასთან არაა საჭირო მსგავსი რაღაცეების ლაპარაკი.
- ყველაფერს შევესწარი. ევა ვერ შეესწრო - მომიგო სანიმ. - ლამის სახლის კარი შემოამტვრიეს. მერე მამამ გააღო და მთელი შეხლა-შემოხლა ატყდა. დედამ სასწრაფოდ მითხრა, რომ ევა უსაფრთხო ადგილზე გამეყვანა და ფანჯრიდან ჩავძვერით. არადა, იქ უნდა დავრჩენილიყავი.
- ნუ ამბობ სისულელეებს რაა. ერთი-ორს მაგრად გითაქებდნენ და მაგ ბენტერა თავს საერთოდ გამოგიშტერებდნენ.
- სჯობდა გამოშტერებული ვყოფილიყავი, ვიდრე ასეთ გაურკვევლობაში. სახეზე არც ერთი მეცნობოდა, მაგრამ ერთი ის გავიგონე, რომ მამას უთხრეს, ხომ დაგპირდით, მაშინ დაგენ*რეოდა ყველაზე მეტად, როცა იფიქრებდი, თითქოს დაგვავიწყდიო.
- სი*ი! რომელიღაცა ფილმიდან ამოწერა სიტყვები ერტყობა. დედასთვის ხომ არ დაუტყავთ? - ისე ვკითხე, თუ ასე იყო, სჯობდა საერთოდ დაემალა სიმართლე.
- არა, არაფერი მსგავსი. მამას ჩაარტყეს ერთი-ორჯერ მაგრად და მერე, იარაღით დააშინეს.
- ღმერთო, ყველას დავხოცავ - გველივით ჩავისისინე.
- შენ როგორ ხარ?- ხელი მხარზე გადამხვიდა და მიმიხუტა. რაღაც, მემძიმა, ეტყობა, გაიზარდა ჩემს არყოფნაში.
- კარგად. მაწანწალა ძაღლივით მარტო, მაგრამ კარგად.
- მაპატიე - ამოიოხრა და ცოტახანს ჩამეხუტა. მერე, რაღაცნაირი მძიმე სუნთქვა დაიწყო, მივხვდი, ეტირებოდა და კვლავ ჩახუტებულები ვიდექით. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მტირალი დავინახე.
- პატიებას რისთვის მთხოვ? - მეც ამიკანკალდა ხმა.
- საშინელი ძმა ვიყავი, სულ გაბრაზებდი, ათას საძაგლობას გეუბნებოდი... მაგრამ როცა წახვედი, როცა ერთი დღე გავიდა უშენოდ, მივხვდი, ყველაფერი მიჭირდა. სიარულიც მიჭირდა, სუნთქვაც, სახლში ყოფნაც. აი სახლში ყოფნა მართლა ყველაზე მეტად შემძულდა და ქუჩაში დავდიოდი დებილივით, გეძებდი. ვოცნებობდი, რომ სადმე დამენახე.
- მოიცა, ანუ შეყვარებული არ ხარ?
- შეყვარებული რატო ვარ? - გაიკვირვა.
- მე მეგონა, მიჯნურის ძიებაში დაეხეტებოდი.
- არა დებილო გოგო, შენ გეძებდი. და დაერთოდ, რა იცოდი, რომ დავეხეტებოდი?
- მემგონი, ლინზები გჭირდება სანი. იმდენჯერ ჩამიქროლე გერდით და ვერ შემამჩნიე, რომ სათვალავი ამერია. მე კიდე მეგონა, ვიღაც გოგო შეგიყვარდა. რა ვიცოდი თუ ჩემზე ძლიერად, ვერც ერთ ქალს ვერ შეიყვარებდი.
- შენ ხო კარგად შეიყვარე ის ახმახი რაღაცნაირი ტიპი.
- რაღაცნაირი ანუ?
- ანუ სიმპათიური, მაგრამ კაცზე სიმპათიურს ხომ ვერ ვიტყვი? ამიტომაც, რაღაცნაირს ვამბობ.
- ანუ გვლოცავ მე გეგის?
- მამა რას იტყვი, მთავარია, თორე ხომ იცი, ჩემთვის სულ ერთია, ვისთან გააბამ რომანს, მთავარია, ბედნიერი იყო.
- ჩემთვის არაა სულ ერთი სამაგიეროდ - დავეჭყანე - ვიღაც იდიოტებს ვერ ავიტან შენს ცხოვრებაში.
- შე ეგოისტო - გაეცინა სანის.
- ტელეფონი გირეკავს - მომირბენინა ევამ.
- მადლობა საყვარელო - გეგი იყო - როგორ ხარ? - ვკითხე განაზებული ხმით.
- მისმინე, ერთი კლუბია, სინსი ჰქვია. ტინას საკუთრებაა და მაგისი ნდობით აღჭურვილი პირები არიან დაცვაში. ტინა ამ საღამოს, მანდ არ იქნება, თუმცა, შეგვიძლია, რომ იმ გორილა ტიპების ტელეფონები მოვიპაროთ და ან ტინასთან ზარები ვნახოთ. თან მაგათი ნომრების გარკვევაც შეუძლებელია, თავიანთ სახელზე არ აქვთ გაფორმებული და პახოდუ, ვაიბერით კონტაქტობენ ალბათ, რომ არავინ მოუსმინოს.
- ჩემი გენიოსი ხარ - წამოვხტი ფეხზე.
- ამ საღამოსვე, რამე უნდა ვქნათ, გაიგე?
- მე და სანი წამოვალთ. რამეს მოვიფიქრებთ.
- მე უკვე მოფიქრებული მაქვს. რამენაირად, ყველას ყურადღება უნდა მიიქციოთ. ზუსტად გვჭირდება, რომ ყველა პირდაღებული გიყურებდეს და მე მაგათი სიდებილით ვისარგებლებ, იქნებ მოვპარო ეს ოხერი ტელეფონები. ოღონდ, სანამ რამეს გაიფიქრებ, წინასწარ გაფრთხილებ, რომ გაშიშვლება არ დაიწყო! ყველაზე უებარი ხერხია, მაგრამ გახსოვდეს, შეყვარებული გყავს და შენი შიშველი ტანტალი ძალიან არ ესიამოვნება. - გამაფრთხილა და სიცილით ლამის გავიგუდე. არადა, ზუსტად ეგ გეგმა მომივიდა თავში.
- კარგი, მე და სანი რამეს მოვიფიქრებთ.
- გამოგიარო?
- არა, ჩვენი მანქანით მოვალთ.
- თქვენი მანქანით არა. ვინმე სხვისი მანქანით მოდით. ნუ შეიმჩნევთ, ვისი შვილებიც ხართ.
- კარგი გეგი, გკოვნი - გამეცინა და სანის შევხედე.
- რა გეგმა გაქვს კეკე? - ეგრევე მიხვდა ჩემი გამომეტყველებით, რომ რაღაც სიგიჟეს ვგეგმავდი.
- ჩვენი ჰელოუვინის ტანსაცმელი ბაბუასთან დავტოვეთ?
- არა, შანსი არაა - თავი გააქნია სანიმ - მე მაგაზე არარ წამოვეგები. მაშინაც, სანაძლეო წავაგე და მაგიტომ აგყევი.
- მამაშენის და დედაშენის გამო ერთ პატარა ბინძურ გართობაზე უარს ამბობ?
- ჯანდაბას! - ამოიოხრა - ჩემს ოთახშია.
- წავედით, შევიმოსეთ და მერე აქედან უნდა გავიპაროთ. თან ბაბუმ რომ ვერაფერი გაიგოს, ისე.
- იქნებ, ამისთვისაც გვეთქვა? რა დაგიშავა ბაბუაჩვენმა? - შემომიბღვირა სანიმ.
- ის, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს. ჩვენი ამ საქმეში ჩარევის შეეშინდება, მაგრამ, რეალურად ვისაც ყველაფრის მოგვარება შეუძლია, მხოლოდ ჩვენ ვართ. ამ სახლში, ჩვენ ორის გარდა სხვა ჯაფარიძეს ხედავ? - ვკითხე ინტრიგნულად.
- ევას - ბავშვზე მიმითითა სანიმ - მაგრამ მართალი ხარ. ჩვენ, ჯაფარძეებს იმდენის ტრ*კი გვაქ, რომ ვერავინ სხვა ვერ შეგვედრება.
- მეც მოვდივარ - წამოგვძახა ევამ.
- აქ რჩები! - ვუთხარით ერთხმად მე და სანიმ.
- მაშინ ბაბუსთან ჩაგიშვებთ - დაგვემუქრა დამპლურად.
- კაი, წავიყვანოთ. ბოლოს და ბოლოს, სამი უნიფორმა გვაქვს - გაეცინა სანის.
- გასაქცევი რომ გავხდეთ, ამას კისერზე მოიგდებ?
- კი.
- კაი, ჯანდაბას! წამოდი ევა, ცავიცვათ.
* * *

გეგიმ როცა დაგვინახა, ჯერ მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა, მერე კარგად დაფიქრდა და სიცილი აუტყდა. ბოლოს კი, ჩემს ძმას ჩააცქერდა დაჟინებით.
- არასდროს მიფიქრია, ამისი თქმა თუ მომიწევდა, მაგრამ შენს ძმასთან ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტო - შემომიბღვირა.
- კარგი რაა, ბევრს ვიმხიარულებთ - გამეცინა.
- ჰო, ძალიან. არადა, გიხდებათ ეგ ქერა პარიკები და საშინელი ტანისსამოსი.
- ხო ვუხდებით ერთმანეთსაც? - მე, სანი და ევა ერთმანეთს მივეკარით და ერთდროულად დავუფახუნეთ თვალები გეგის.
- საშინელებები ხართ. ყველაზე მეტად ლანისტერებს ვერ ვიტან და აქ არ გამომეცხადნენ? თან ჩემი შეყვარებული სერსეია - თვალები გადაატრიალა გეგიმ.
- სიშიშვლის მერე, ყველაზე მაგარი ყურადღების მიქცევის საშუალებაა - გაგვეცინა მე და სანის. გეგი წინა გასასვლელიდან შევიდა, სანი და ევა უკნიდან შეიპარნენ, ევას სხვა შემთხვევაში, არ შეუშვებდნენ. როგორღაც, დიჯეისთან ავძვერი და მაცდურად გვაუღიმე.
- აქ შემოსვლა აკრძალულია - გაეცინა ბიჭს.
- ეტყობა მახინჯებისთვისაა აკრძალული. მე კი არც ერთი დაცვა არ შემკამათებია - მივუგე თავდაჯერებულად.
- რა გაცვია? - მკითხა გაოგნებულმა.
- სერსეი ლანისტერი ვარ, ვერ მიცანი?
- ოხ, აი თურმე, რაში ყოფილა საქმე.
- მისმინე, ჩემს მეგობარს დაბადების დღე აქვს. მე, ჯეიმიმ და პატარა ჯოფრიმ ცეკვა დავუდგით და შეგიძლია, რამე არაკლუბური, სიმბოლური მუსიკა ჩაგვირთო?
- ლანისტერების ჰიმნი რო გაგიმიქსოთ?
- ვაა, რა ჭკვიანურია, როგორ ვერ მოვიფიქრე აქამდე? - სერიოზულად გამიკვირდა.
- კარგი, შეგისრულებ თხოვნას. იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ. - გამეარშიყა და ახლა შემეცოდა რაღაცნაირად, გეგის ერთ ლუკმად არ ეყოფოდა.
დარბაზში ჩავედი. უეცრად, სიმღერაც დაიწყო და სანიმ ისეთი თვალებით შემომხედა, ეტყობოდა, გულში მაგინებდა.
- გახსოვს, ცეკვა რომ დავდგით მე, შენ და ევამ? - ვკითხე ჩემს ძმას.
- უნდა მაცეკვო?
- რა თქმა უნდა.
- დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საშინელ ტანისსამოსში ჩვენი ვინაობა სამუდამოდ დაფარული დარჩება - თითქმის წაიტირა სანიმ.
სამივე ისე ვცეკვავდით, თითქოს მართლა ჯოფრის, სერსეის და ჯეიმის პაროდიები ვყოფილიყავით. ყველა ჩვენ გვიყურებდა. გვისტვენდნენ, ტაშს გვიკრავდნენ და სურათებს გვიღებდნენ, მაგრამ, ძირითადად, მაინც ხარხარის ხმა მოდიოდა. გეგიმ შორიდან გვანიშნა, გამოდითო, თუმცა, სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრეთ ილეთები, პრინციპულად არ გამოვსულვართ.скачать dle 11.3

№1 სტუმარი სტუმარი shalo

vampirs gaumarjos

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი shalo
vampirs gaumarjos

კაი გამარჯობა შენი

№3 სტუმარი სტუმარი autumn

"რატო ვარ შეყვარებული?" :D

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი autumn
"რატო ვარ შეყვარებული?" :D

ეგ სად დავწერე თუ მახსოვდეს :დდ

№5  offline წევრი BidBif

უუუჰ რა კარგი იყო❤❤, მაგრამ მეპატარავა ხო იცი შენ :დ.. ძალიან ძალიან კარგია, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ევაც გამოჯანმრთელდება❤❤.
მიყვარხარ (იმირომტომ :დ) მიყვარხარ❤❤❤

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
უუუჰ რა კარგი იყო❤❤, მაგრამ მეპატარავა ხო იცი შენ :დ.. ძალიან ძალიან კარგია, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ევაც გამოჯანმრთელდება❤❤.
მიყვარხარ (იმირომტომ :დ) მიყვარხარ❤❤❤

გაიხარე ჩემო საყვარელო <3 მეც ძალიან მიყვარხარ.
პი.ეს. ალბათ აგერია, კეკელინაა ავად

№7  offline წევრი BidBif

ენ ჯეინი

კიი სახელი შემეშალა, ვიცი რომ კეკელინაა ავად სორი

№8  offline წევრი სალანდერი

ფორმაში ხარ რა, ტემპს არ აგდებ, სტილს არ კარგავ, ხარისხს აუმჯობესებ!
(თავებს აგვიანებ)
საერთოდ მე მიყვარს მარტივი მწერლები... იცი როგორი? აი მთელი წიგნის სათქმელს რომ ორ აბზაცში ჩატევენ...
სწორედ ამ მიზეზით ვამბობ რომ ჩემი საყვარელი რუსი მწერალი ჩეხოვია და არა დოსტოევსკი(ამ უკანასკნელის გენიალურობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ) ასეთი ტიპის ხარ შენ... არ გჭირდება ოცი ფურცლის დაწერა იმისთვის რომ გრძნობა ან მუხტი მოიტანო... ემოციას არ აღწერ და თავისით მოაქვს ნაწერს... აი კითხულობ და ხვდები რა უნდა იგრძნო, პერსონაჟი რას გრძნობდა და ავტორმა რა ემოციით დაწერა..
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ არ ხარ შენ ტიპური მეზღაპრე და არც ლამაზი სამყაროს ჩვენებას ცდილობ ვინმესთვის... მომწონს მე შენი რეალისტური მიდგომა და საერთოდ იმდენად განსხვავებულად აკეთებ შენს საქმეს და იმდენად ეტყობა ხოლმე შენი ხელწერა, პეპლებსა და ფერიებზეც რომ დაიწყო წერა მაინც არ დაკარგავს ადამიანი მუღამს...

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
ენ ჯეინი
BidBif
უუუჰ რა კარგი იყო❤❤, მაგრამ მეპატარავა ხო იცი შენ :დ.. ძალიან ძალიან კარგია, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ევაც გამოჯანმრთელდება❤❤.
მიყვარხარ (იმირომტომ :დ) მიყვარხარ❤❤❤

გაიხარე ჩემო საყვარელო <3 მეც ძალიან მიყვარხარ.
პი.ეს. ალბათ აგერია, კეკელინაა ავად

კიი სახელი შემეშალა, ვიცი რომ კეკელინაა ავად სორი

არაფერია, უბრალოდ, მე დავფიქრდი, ევა როდის გავხადე ცუდადთქო და დავიბენი smile smile

სალანდერი

პეპლებისა და ფერებს რა გითხრა, მაგრამ აგერ, ღმერთები რო მყვანან, შენც იცი :დდ
ისე, რა უცნაურია, როცა რამეზე მიკომენტარებ და მაქებ ხოლმე, ზუსტად ვხვდები, რომელ სიუჟეტს გულისხმობ. აი, მაგალითად, როცა თქვი " არ გჭირდება ოცი ფურცლის დაწერა იმისთვის რომ გრძნობა ან მუხტი მოიტანო... ემოციას არ აღწერ და თავისით მოაქვს ნაწერს" აქ სანის, ევას და კეკელინას შეხვედრა იგულისხმე :დდდ
პი.ეს. თუ არ გიგულისხმია, არ შემეწინააღმდეგო, მაგარ ტიპად დამტოვე და კი-თქო, დამეთანხმე :დდ

№10  offline წევრი სალანდერი

ზუსტად ეგ ვიგულისხმე თორე ხო იცი არ ვარ მორიდებული :დ აი ვის შეეძლო ასე არაფრით გამოეხატა ზუსტად რა ხდებოდა იმ მომენტში იქ ❤
კაი ტიპი რომ ხარ ხომ იცი ისედაც რად გინდა ვინმეს თქმა :დ

№11 სტუმარი სტუმარი Lika

Kide didixani ar daigviano

№12 სტუმარი სტუმარი shalo

erotiul videoebs ro vuyureb michedavs da rato xoar ici

№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფ შენ გაიხარე,როგორ მაცინე.კარვი იყო.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე
--------------------
ლანა

№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Lika
Kide didixani ar daigviano

აღარ დავაგვიანებ, გპირდები <3

La-Na
უფ შენ გაიხარე,როგორ მაცინე.კარვი იყო.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე

გაიხარე ლანუშ <3

№15 სტუმარი salo

როდის დაამატებ მე-8-ე თავს? სულმოუთმენლად ველიიი

№16  offline წევრი Jane Rouse

ძალიან კარგი ხარ შენ???? გაგრძელებაას ველი სულმოუთქმენლად

№17  offline წევრი Jane Rouse

ratodagviviwyee

№18  offline წევრი 3,14

ყუთი გაასუფთავე, მომენატრე

№19 სტუმარი სტუმარი ნინი

ჰეი აღარ დებ??????

№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

salo
როდის დაამატებ მე-8-ე თავს? სულმოუთმენლად ველიიი

Jane Rouse
ძალიან კარგი ხარ შენ???? გაგრძელებაას ველი სულმოუთქმენლად

Jane Rouse
ratodagviviwyee

3,14
ყუთი გაასუფთავე, მომენატრე

სტუმარი ნინი
ჰეი აღარ დებ??????

ჩემო საყვარელო ადამიანებო, შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და მეც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რომ წერას ვერ ვახერხებ. იმედია, გამიგებთ და დამელოდებით. აუცილებლად გავაგრძელებ, ამ ისტორიას არასდროს მივატოვებ.
სიყვარულით, თქვენი ენ ჯეინი <3

№21 სტუმარი 123

აღარ დებ მომენატრა უკვე :)

№22 სტუმარი ტატუკა20

აუუუ როგორ მომწონს ეს ისტორიაა და როგორ ველოდები ენჯეინ.როდის გააგრძელებ?

№23 სტუმარი bla bla bla

არ გრცხვენია ეს ისტორია რო ესე მიაგდე? გაგებუტე :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent