შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მერვე თავი)

1-03-2018, 23:47
ავტორი MaaiKoo
ნანახია 681

მე მას დავარქვი ჩემი (მერვე თავი)

5 თვის შემდეგ.
როგორც იქნა ის დღეს დადგა,რომელსაც უნივერსიტეტის დაწყების დღიდან ველოდი.საცხოვრებლად ცალკე გადავედი, ორ ოთახიანი ბინა ვიქირავე,რომელიც ძალიან კომფორტულია. 2 დღის წინ გადმოვბარგდი და დაღლილს განტვირთვა ნამდვილად მესაჭიროება.ძილის გარდა სხეული არაფერს ითხოვს,სრულიად დაცლილი ვარ ამქვეყნიური სურვლებისგან და ვნებისგან. დაა მაინც რა მშვენიერია ცხოვრება?პირადად ჩემთვის ცხოვრების ჭესმარიტება ნამდვილად შეიძლება ძილთან ასოცირდებოდეს,თუმცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება რა თქმა უნდა მხოლოდ ამ უკანასკნელით შეუძლებელია,არც ასეთი ზარმაცი ვარ. 3 დღის წინ სამსახურის თაობაზე მთელი დღე დავრბოდი,რომ ბედი გამიღიმებდა და ჩემი გამოცდილების შესაბამისად სამსახურს ვიშოვიდი,თუმცა ამაოდ. ძიების პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა,თუმცა ახალი ბინით იმდენად კმაყოფილი ვარ,რომ მჯერა სამსახურსაც ახლო თუ არა შორეულ მომავალში მაინც ვიშოვი, ეს ხომ თბილისია.თან არ მინდა ბინის ქირა ყოველთვის მშობლებმა მიხადონ,თავს ზედმეტ ტვირთად ვიგრძნობ. რაც მთავარია თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ. უნივერსიტეტიდან მოსულს დედა აღარ შემაწუხებს იმის შეხსენებით,რომ სადილი და ვახშამი მივირთვა,ასევე ჩვენი შეხედულებები ტანსაცმლის არჩევასთან დაკავშირებით განსხვვებულია,ასე რომ მუდამ ვკამათობდით. მიუხედავად ამისა ჩვენი ''დამშვიდობება'' ძალიან ემოციურ ფონზე მოხდა,გეგონებოდათ შვილს სასაკლაოზე უშვებდა,ისე განიცდიდა ჩემგან სიშორეს. მამამ რჩევები მომცა და მითხრა,რომ ხშირად დავურეკავდი,თუმცა სიცილით გავაფრთხილე,რომ მათ კონტროლს ვერ ავიტანდი,ამაზე სიცილით მომეხვია და მითხრა
-მე არასდროს მოგცემ იმის საბაბს,რომ შემთან დარეკვა შეგზარდეს მამი
-ვიცი მააა-ყველა ვმხიარულობდით.იოანემ გულში ძლიერ ჩამკრა,სახე დამიკოცნა და დიდხანს ვიყავით ერთმანეთზე მიკრულნი. ძალიან მიყვარს ეს ოხერი ბიჭი.
-ნატიი იცოდე რომ დაგირეკავ არ გავიგო არ მცალია და ასეთები-გამიცინა
-ახლა ესს დამემატა-წარბი ავუწიე სიცილით
-იცინე ჰოო და მე სერიოზულად გეუბნები-წარბები შეკრა თავისი ჭკუით
-მოკლედ რაა გეგონებათ ავღანეთში მიშვებდეთ საბრძოლოდ ისე ნერვიულობთ-გადავიხარხარე
-ოროსანოო, ავღანეთში ყოველ დღე ვინ მოგცემს უფლებას ოჯახის წევრებს ესაუბრო? იქ ისეთი სიმკაცრეა... შენი გეოგრაფიის მასწავლებელს რა ვუთხარი-გადაიხარხარა იოანემ
-აჰაჰა, რას მებლატავები ერთი-შევუბღვირე- წავედი მე ჩავალაგო ბარგი-ოთახში სწრაფად ავირბინე,რომ კიდევ ლექციების კითხვა არ დაეწყოთ
-ოროსანოოოოო-მომაძახა იმ ღლაპმა
ხვალ უნივერსიტეტში პრეზენტაცია მაქვს,ამიტომ საფუძვლიანად უნდა მოვემზადო,რომ შესაბამისი ქულები და ლექტორთა მოწონება დავიმსახურო. დილით 7 საათზე საწოლიდან სხარტად წამოვდექი, შეიძლება ითქვას ჩემს ცხოვრებაში პირველად, ეს ახალი გარემოს დამსახურება უფროა,რომელიც თავს სახლში მარტოდ ჩვილად მაგრძნობინებს,რომელიც ძალიან ბედნიერია. სააბაზანოში შევცუნცულდი,ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. საბოლოოდ არჩევანი კლასიკურ საროჩკაზე,ტყავის მოკლე კაბაზე,შინდისფერ ტყავის კურტკაზე და იმავე ფერის დაბალყელიან ტუფლებზე შევარჩიე. რაც შეეხება თმას,დავიკოსე,რადგან აწეულ თმაში ნაკვთები გაცილებით გამოკვეთილი ჩანს. ესეც ასე, უკვე მზად ვარ. 9-ის ნახევარზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი,როდესაც ალექსი(სანდროს ძმაკაცი) შემეჩეხა,ხელთ არსებული საპრეზენტაციო ფურცლები კი იატაკზე მიმოიფანტა, დავიხარე და მათი შეგროვება დავიწყე, თავად კი ურცხვად მადგა თავზე
-ცოტა ფრთხილად!-მისკენ არც ამიხედავს. მის ადგილას რიგითი სტუდენტი რომ ყოფილიყო მხოლოდ ბოდიშს დავკმაყოფილდებოდი,მაგრამ ალექისი სხვა კატეგორიას მიეკუთვნება,ის უნივერსიტეტის ერთ-ერთ იმ გარყვნილ ბიჭთაგბანია,რომელთა დანახვაც ზიზღს მგვრის,თან სანდროს ძმაკაცია. ჰმმ....ორი ერთნაირი... კარგი ჰო, ალექსი უარესია,სანდროს 1 ნაშა მაინც ყავს,და მას?!!! ვინ დაითვლის,მაგრამ რაში მაინტერესებს, მეც კაი ბოთე ვარ მაგაზე რომ ვსაუბრობ.
-ვერ გავიგეე??? აქეთ მდებ ბრალსს? თავად დამეჯახე-კბილებში გამოსცრა
-ეს რა თავხედობაააა.....-სიტყვებს ვერ ვპულობდი. ალბათ თვალის ექიმი ესაჭიროება ამ შტერს. გამახსენდა რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს გარდახდილი უსიამოვნება,როდესაც ლილი თმით ვითრიე,ამიტომ ამ ვირს გვერდი უხეშად გავკარი და სწრაფი ნაბიჯებით მოვწყდი იქაურობას,რომ ჩემს თავზე კონტროლი არ დამეკარგა
-ისევ შევხვდებით, დაიმახსოვრე!-დამიყვირა. ეს მუქარა ყო? ღმერთო ჩემო ესღა მაკლდა. ესეც მეორე თვითდაჯერებული იდიოტი. ფიქრებში ისე ვიყავი გართული,რომ თიკას ხმა ვერ გავიგე,მანამ სანამ არ მომიახლოვდა,თურმე უკან მომსდევდა,შესაბამისად არასასიამოვნო სცენას შეესწრებოდა,რომლის განხილვაც ნაკლებად მინდოდა
-რას მირბი გოგოო,რომ გეძახი არ გესმის?
-ფიქრებით ვიყავი გართული დააა..
-გეტყობაა! რა უნდოდა იმ კრეტინს?-მკითხა წარბის აწევით
-ინერციით შემეჩეხა შემოსასვლელში,საპრეზენდაციო ფურცლები ძირს დამაყრევინა და მიმტკიცებდა რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.. იდიოტიი და ბუნების შეცდომაა, არ ღირს მასზე საუბარი
-ოხხხ რატომ არსებობენ ასეთებიი???-თვალები აატრიალა, რაზეც გამეცინა
-ტყუილად ფიქრობ,პასუხს მაინც ვერ იპოვი-გადავიხარხარე
-მეტი საქმე არმაქ მაგაზე ვიფიქრო. შენ ის მითხარი როგორ მოგწონს ახალი ბინა?
-აუუუუ მაგარიაა,თავს ისე ვგრძნობ,თითქოს ხელახლა დავიბადე
-გეთანხმები,ყველასგან დამოუკიდებელად ცხოვრება ნამდვილად სიამოვნების მომგვრელია. იმედია შენს ახალ ბუდეში ზოგჯერ გამომინახავ ადგილს-გამიცინა და შემომხედა პასუხის მომლოდინემ
-აბაა რააა ჩემიი პუწიიიი გარმონიიიი-გადავიხარხარე
-რაიყო ახლა ეს???-გადაიკისკისა
-პუწი პუწი გარმონიი მელიას მოუკვდა პატრონი, მელია დიდი კაციაა, დიდი ტუტუტუ აცვიაა.... რააა გოგო არიციი ეს??? პატარა რომ ვიყავი იოანემ მასწავლა-ჩავბჟირდით
-თუ მიკვირდეს, ეგეც შენსავით გიჟია-გადაიხარხარა
-ისე კარგი ოჯახის ბიჭია-გავეხუმრე და თვალი ჩავუკარი
-დამეკარგე აქედან-წარბი ამიწია
-რაოო თიკა? ძმას მიწუნეებ???
-ჩემი დასაწუნი რა ჭირს როო?-გაიცინა
-შეეფერებით-ვუთხარი გულწრფელად, ვატყობდი,რომ თიკას ჩემი ძმის სახელის გაგონებისას სახე უბრწყინდებოდა,თუმცა ცდილობდა დაემალა. დაახლოებით ისე,როგორც მე სანდროს შემთხვევაში
-წავედიი მათემატიკაზე და ჭკვიანადდ
-კარგადდ პუწიიი-გავიცინეთ
11 საათზე პრეზენტაცია იწყება,აუდიტორია თანდათან ივსება,ჩემი სიტყვით გამოსვლის დრო დადგა,როდესაც სანდრომ კარი შემოაღო და ადგილი დაიკავა,გული ამიჩქარდა,თუმცა ღელვა არ შევიტყვე
-მოგესალმებით,მე გახლავართ ნატალი გრძელიძე. დღეს ჩვენი საპრეზენტაციო თემაა ''ძალადობა''. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა,რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს,ზიანი მიაყენოს,აბუჩად აიგდოს, შელახოს მისი ღირსება,თავისუფლება და ნება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი ნაწილებია. ადამიანის უფლებების თვალსაზრსით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია,რადგან ის მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს,გამოხატულს მუქარით. დამნაშავეთა რიცხვს არა მხოლოდ მოძალადე,არამედ ამ სისატიკის ისეთი მოწმენიც მიეკუთვნებიან,რომელთა ინტრესებში დაზარალებულის დაცვა არ შედის. თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის მაგალითს,ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი საქ-ში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდია,რაც არამდგრადი სახელისუფლებო სისტემის არსებობით არის გამოწვეული. მე პირადად ვთქვლი,რომ ქვეყნის მოსახლეობის თვითშეგნების განმტკიცებას,საკუთარი აზრის ფართოდ გამოხატვას და უფლებების დაცვას ხელს უწყობს ისეთი სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძალადობასთან ბრძოლის თემასთან დაკავშირებული პროექტების არსებობა,რომლებიც ხალხის ინფორმირებაში გვეხმარება. დაზარალებულებს უნდა სჯეროდეთ ჩვენი,საზოგადოების თითოეული წევრისა,რომ მიეცეთ გამბედაობა იმ ნაბიჯს გადადგმისა,რომელიც მოძალადეს თავისუფლების აღკვეთით დაემუქრება, ისინი ჩვენს ირგვლივ ასე მშვიდად არ უნდა დადიოდნენ. ნუ გახდებით ძალადობის მსხვეპლნი! გმადლობთ ყურადღებისათვით.
ჩემი გამოსვლა აპლოდისმენტებით დააგვირგვინეს,რომელთა შორის სანდროც იყო,რომლის შავი ჭაობისფერი თვალები მრავლისმომცველად იღიმოდნენ. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სხულში სითბო ჩამეღვარა. თავს ამაყად ვგრძნოვდი,ნამდვილად მომეწონა ჩემი გამოსვლა. ჩემი ყურადღების მიპყრობა სანდროს შემდეგ, ალექსიმ მოახერხა,რომელიც ახლახან შევნიშნე,ისიც ტაშით აგვირგვინებდა ჩემს გამოსვლას და შემზარავი,ღიმილნარევი სახით სხეულს მითვალიერებდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. ფიქრებიდან ლექტორმა გამომიყვანა
-გმადლობ ნატალი,ძალიან კარგად მომზადებულხარ,არგუმენტირებული მსჯელობით ნამდვილად კარგად შეძელი თემის წარმოჩენა,რაც მთავარია პრობლემის დასმა და მისი გადაჭრის გზების დასახვა. უმაღლესი ქულა!
არ ვიცი რა დამემართა,სიხარულისგან და სიამაყისგან ვთრთოდი,ყველას მადლობას ვუხდიდი. ნამდვლად უნდა ვაღიარო,რომ ჩემს შემდეგაც კარგად იასპარეზეს სტუდენტებმა,თუმცა მხოლოდ 3-ს გამოვყოფდი,რომელთაც მეტყველებს უნარი და ლექსიკა განსაკუთრებით გამართული ჰქონდათ.პრეზენტაციის დასასრულს სანდრო მომიახლოვდა,რამაც ძალიან გამაკვირვა და ადგილზე გამაქვავა,რა ჯანდაბა მემართება? სად ჯანდაბაში დაკარგე გოგო შენი პრინციპულობაა??
-საოცარი გამოსვლა იყო-თბილად მითხრა
-მადლობააა-მეც თბილაც ვუთხარი
-წარმატებებს გისურვებ-თვალებს არ ვუჯერებდი, ეს სანდროა თუ???!!! ნეტავ მისი ნაშა სად დაკარგა?
-დიდი მადლობააა-ვუთხარი გახარებულმა,როგორ მინდოდა მოვხვეოდი... არა რაა ისეთი ფიქრები მაწუხებს ვიღაცას მისი შეყვარებული ვეგონები...ჰმმმ .. სულელივარ
სანდრომ აუდიორია დატოვა,ხოლო შემდეგ ალექსი მომიახლოვდა,ალბათ მის წასვლას ელოდა, მაგრამ რატომმ? გამეცინა. ფუუ ლაჩარი იდიოტი.
-შენ რა ნიჭიერი გოგო ყოფილხარ ტოო?-თან მთელ სხეულს ურცხვად მითვალიერებდა,რაც ნამდვილად დისკომფორტს მიქმნიდა
-მადლობა-ვუთხარი მოწყვეტით და კარიშ გასვლა დავაპირე,როდესაც მკლავში ხელი წამავლო და მისკენ მიმატრიალა
-ოუუ სად გეჩქარება ლამაზოო?-ლაამაზოო?? ისე შევშინდი პასუხიც ვერ მოვთხოვე,რა საზარელი ტიპია... ირგვლვ არავინ იდგა,სწორედ ამიტომ იყო ასეთი თამამი. ამ პირუტყვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ჯანდაბააა
-გამიშვი შენი თავ არ მაქვს-ვუთხარი უხეშად,თუმცა ხელის გათავისუფლება ამაოდ ვცადე
-ვააა,აბა ვისი ატანის თავი გაქვს? უპპსს,სულ დამავიწყდა შენ მხოლოდ სანდროსნაირი ბიჭები გევასება არა???
-რაა?? რაებსს ბოდავვ????გამეცალეე-რა თქვა? რაებს ბოდავსს, ეს რას ნიშნავსს??!! გავცოფდი
-კაი დაიკიდეე, სამაგიეროდ მე უკეთ შემიძლია გასიამოვნო-მომიახლოვდა და მისი ბაგე ჩემსას ხარბად და უხეშად მოაკრო,თავის დაღწევა ვცადე და ამჯერად გამომივიდა,ფეხი უხერხულ ადგილას ამოვარტყი და აუდიტორიიდან გველნაკბენივით გამოვვარდი,ვტიროდი,სუნთქვა მეკვროდა,ძალიან შემეშინდა
-მოდი აქქ-დაიყვირა. არა რააა მე ხომ ბედი არ მაქვს? იქნებ ვინმე ვნახო და დახმარება ვთხოვო,მართლა ძალიან შემაშინა ამ პირუტყვმა. კიბეები სწრაფად ჩავირბინე,მისი მძიმე ნაბიჯების ხმაც გავიგონე, ავფორიაქდი, როგორც იქნა უზარმაზარი შენობა დავტოვე,სიომ თმა ამიწეწა,სუფთა ჰაერი მესიამოვნა,თუმცა ახლა ბუნებით ტკბობის დრო სად მაქვსს? შორიახლოს მიმოვიხედე და სანდრო დავლანდე,ისე გამიხარდა მისი დანახვა მისკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე,მის მკლავებში ვპოვე შვება,მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, მისი მკვალები თითქოს ფარებივით მიცავდნენ, გულამოსკვნილი ვტიროდი
-რრრ..რააა მოხდაა ნატაა?-ენა დაება,ჩემი სახე მის დაკუნთულ,თბილ ხელებში მოქცია,თვალებში ჩამხედა,რომელიც დარწმუნებული ვარ ჩაწითლებული მქონდა,რადგან ცრემლი ზღვის მსვილი ტალღასავით გაიკაფავდა გზას ჩემს სახეზე, სანდროს ძალიან გაუკვირდა ატირებული რომ დამინახა... მითუმეტეს მას რომ ჩავეხუტეე
-მმმ..მმეე-ვსლუკუნებდი,თან ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა,რადგან ბატივით დავიბენი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,შენი ძმაკაცი ჩემზე ძალას ხმარობდა და მიშველე მეთქი??? ღმერთოოო
--ნატალი სად ხარ ლამაზოო???-ყურში საზარელად ჩამესმა ალექსის ხმა, შევხტი და სანდრომ შავი,მაგრამ უკვე მრისხანებით აღსავსე თვალები ჩემი სახიდან მკაცრი ხმის პატრონს მიაპყრო.
პ.ს. გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარის სახით დაწერეთ. შენიშვნებსს ველიი,როგორ გინდათ,რომ ისტორია გავაგრძელო?? მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3

№1 სტუმარი სტუმარი Lika

Dzalian kargi iyo magram ar unda gadasuliyo Calke misi dzma magari rojaaa tan tikas da ioane ufro moaxerxebdnen shexvedras male dade ????????????????????????

№2  offline წევრი MaaiKoo

სტუმარი Lika
Dzalian kargi iyo magram ar unda gadasuliyo Calke misi dzma magari rojaaa tan tikas da ioane ufro moaxerxebdnen shexvedras male dade ????????????????????????

იოანესა და ნატალის მაინც განსაკუთრებული ურთიერთბა ექნებათ დამერწმუნე <3 თიკას და იოანეს რაც შეეხებაა ეგ შემდეგ თავებში გახდება ცნობილი. მადლობაა რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას

SHesanishnavia, vafasb iset adamiandebs rogoric shen xar, shen fiqrob da azrovneb rogorc pirovneba da ara rogorc adamiani romlistvisac mxolod sicocxlea mtavari, shentvis mtavaria rom es cxovreba fuchad ar ganvlo da cxovrebashi sheni adgili daimkvidro. Me tvitonac miyvars wera da amas mteli gulit vaketeb, magram ar miyvars dayovneba chemi naweris gamoqveynebisas, vici rom mkitxveli chems nawers elodeba da me mat adgilas warmovidgen tavs, me dzalian momwons sheni namushevari d
a girchev rom is xalxs rac shseidzleba swrafad gaacno. xolo rac sheexeba nawarmoebs miyvars chaxlartuli ambavi, da esec swored asetia.

Gafaseb megobaro, da dzalian shemiyvardi rogorc mwerali da daqali❤❤

№4  offline წევრი MaaiKoo

მწერალი როგორც ასეთი❤

ვერ წარმოოდგენთ როგორ მახარებთ???????????? მიყვარხართ????????????????სიტყვები არ მყოფნის რომ ის სიამოვნების გრძნობა გადმოვცე რაც თქვენი კომენტარის ხილვის დროს განვიცადე????უღრმესი მადლობაა????????????

MaaiKoo

ძაან საყვარელი გოგო ხარ, მარა რაც მალე დადებ ახალს მით უფრო შემიყვარდები????????

№6  offline წევრი MaaiKoo

ახლა სტუმრად მივდივარ, ახალი თავის დაწერას ახლახან მოვრჩი, მაგრამ გრამატიკული შეცდომები უნდა გავასწორო, დღეს აუცილებლად დავდებ.

№7 სტუმარი სტუმარი Lika

როდის დადებ შემდეგ თავს?

№8  offline წევრი MaaiKoo

სტუმარი Lika
როდის დადებ შემდეგ თავს?

შემდეგი თავი გუშინ საღამოს 7-8 საათზე უკვე დავდე, მაგრამმ დღესაც არ გამოქვეყნნდაა, ნერვები მაქვს აშლილი

№9 სტუმარი bananasi

აუ რატო არ დებენ ახალ თავებს რა არის ეს რა წესია ორი დღეა საერთოდ არაფერი არ ატვირთულა საიტზე.

№10  offline წევრი MaaiKoo

bananasi
აუ რატო არ დებენ ახალ თავებს რა არის ეს რა წესია ორი დღეა საერთოდ არაფერი არ ატვირთულა საიტზე.

მეც სულმოუთქმელად ველიიი,დავიტანჯე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent