შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიალტო (დასასრული)


2-03-2018, 22:51
ავტორი strange soul
ნანახია 702

რიალტო (დასასრული)

თავი რომ ავწიეთ დავიხახეთ როგორ ისროდა შოთას ხალხი, სასწრაფოდ გადავიტანე მზერა მიაზე ხიდზე მარტო იდგა ძირს კი საკმაო რაოდენობის სისხლი დაქცეულიყო, სასწრაფოდ ამოვიღე იარაღი რომელსაც კაბის ქვეშ ვმალავდი, ანდრეის და სალვადორს გავუწოდე და სროლაშ ჩვენც ავყევით მათ. მე კი ნავი მიას მიმართულებით დავძარი ორმხრივ სროლაში საკმაოდ გაუჭირდა უვნებლად გადმოსვლა თუმცა მაინც მოახერხა. იმ საღამოს შოთა გარდაიცვალა, მისი რამოდენიმე ქვეშევრდომიც შეეწირა ამ საქმეს, ჩვენ კი ბოლოს და ბოლოს მივედით ხიდზე ტან კულონი წავიღეთ და ორივე და ძმის სისხლი ერთობლივად დაეწვეთა მასზე ამობურცულ ლომს. „წამართვეს, დავიბრუნე, შეწყდა“ სამი საიდუმლო სიტყვა წარმოთქვეს ხმამაღლა და კულონი სამუდამოდ აქციეს ხიდის ნაწილად.

ორი კვირის შემდეგ
********
- კარგი რა ნია კიდევ დარჩენილიყავი ცოტახნით.
- შენს პირველ პაემანს ვესწრები და მეტი რაღა გინდა სამუდამოდ ხომ არ ჩაგისახლდები თან შენი ჟმოტი ძმის თავი ნამდვილად არ მაქვს ახლა.
- ახლა მაინც დაისვენეთ ორ დღეში მიდიხარ ხომ შეიძლება დამშვიდოდება მაინც იყოს წესიერი.
- ისე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ანდრეის შენი ძმა თუ იქნებოდა საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს.
- მე კიდევ იმას ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ ხნის განმავლობაშ ეს ყველაფერი იცოდა და სიტყვაც არ დასცდა არცერთს.
- ხო, ის მუდო კიდევ კარგი მაგრამ სალვადორი მაინც რამ დაამუნჯა.
- კარგი მაგრამ მაინც არ მომწონს შენი საქართველოში დაბრუნების იდეა, იქ მარტომ რა უნდა აკეთო აქ დარჩენილიყავი ცოტახანი გეცხოვრა ჩვენთან მერე მოვიფიქრებდით რამეს.
- ვაიმე არა მია შენ ხომ არ გაგიჟდი, აქ კიდევ ერთი კვირა რომ დავრჩე შეიძლება შენი ძმა შემომაკვდეს, ამდენი შენი ხათრი ნამდვილად არ გამაჩნია.

***********
რა უცნაურია მივდივარ ჩემი დაქალის პირველ პაემანზე და მასზე მეტად მე ვღელავ.
სასწაულად ლამაზად გამოიყურება მია, სინამდვილეშ ძალიან მიმძიმს მისი აქ დატოვება ან მართლა რა უნდა ვაკეთო საქართველოში მარტომ, თუმცა არაუშავს მათი ქორწილისთვის ჩამოვალ და ისევ ვნახავ, სალვადორს ისე უყვარს მია დღესვე წაიყვანდა ანდრეი რომ არ იდგეს მათ შორის მურმანის ეკალივით.
უკვე საღამოა, მის და სალვადორის მაგიდა 16 ნომერია მე კი მათ ახლობლად 13 ნომერზე ვზივარ თან ისეთი მაკიჟი და პარიკი მაქვს დარწმუნებული ვარ ვერცერთი ვერ მიცნობს, ახლა მოხუცი ბებოს როლი შევიფერე რომელიც საკმაოდ დახვეწილი და არისტოკრატია.
აი ისინიც დღის მთავარი წყვილიც გამოჩნდა, გვერდი ჩამიარეს და თავიანს მაგიდას მიუსხდნენ. ის-ის იყო ჯაშუშობა უნდა დამეწყო რომ ოფიციანტმა მითხრა.
- ქალბატონო, ბოდიშს გიხდით მაგრამ შეცდომა მოხდა და ეს მაგიდა ორ ადამიანზე დავჯავშნეთ შემთხვევით ეს ბატონიც მარტოა და თუ პრობლემა არ გექნებათ შემოგიერთდებათ.
აი 13 თარსი რიცხვი თუ არ არის.
- რათქმაუნდა შეიძლება. გავუღიმე ზრდილობიანად და დაახლოებით 60 წლის მამაკაცს გავხედე.
- უღრმესი მადლობა ქალბატონო, გპირდებით არ შეგაწუხებთ. მომესმა კაცის ბოხი ბარიტონი.
- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ახლა კი დაგტოვებთ.
ოფიციანტი ბარმენის დახლისკენ დაიძრა, შეუმჩნევლად ავათვალიერე მამაკაცი შემდეგ კი საღამოს მთავარ წყვილს მივუბრუნდი.
ნეტავ რას საუბრობენ, არა რა მიას ჩანთაშ ჩუმად უნდა ჩამედო ტელეფონი და მოვუსმენდი, ხო ნია კარგ დროს გახსენდება ყველაფერი.
- რატომ მიშტერებიხარ? ფიქრებიდან კაცის ხმამა გამომაფხიზლა.
- შენ ვინ გეკითხება მინდა და მივშტერებივარ.
- წესიერად, ნუ უყურებ. ახლა ამის ნერვები არ მაქ რა ჯანდაბა უნდა.
- მომისმინე, თუ გინდა ივახშმე და აქედან დაახვიე მე არავის ვეკითხები ვის შევხედავ და ვის არა, მინდა და ვუყურებ ჩემი შვილიშვილია.
- რა შენი შვილიშილი ჩემი შვილიშვილია.
ეს აფერისტი ვინაა რა ბებია და ბაბუა სადყავს სალვადორს ან მიას ბაბუა
- მოიცა ვინ ვარო რა თქვი?
- ბაბუა მერე?
- არ არსებობს, რა ნაცნობი ხმა გაქვს, ანდრეი აქ რა გინდა ანდა ბაბუაჩემს რატო გავხარ?
- მია, შენ რა გინდა აქ და საერთოდ შენ ვის რას ეუბნები ჩემ დიდ ბებიას გავხარ.
- დიდ ბებიას და არა ბებიას რატო არა?
- იმიტო რო ბებაჩემი 67 იყო რო მოკვდა დიდი ბებია კიდე 103 წლის.
- ვაიმე ანდრეი ახლა მოგცემ მე შენ 103 წელს თუ აგახიე ეგ პარიკი, მითხარი დროზე რა გინდა აქ?
- ხო კაი მიას და სალვადორს ვუთვალთვალებ.
- ოჰ უთვალთვალებს ბიჭი, რატო ვითომ არ ენდობი ძმაკაცს?
- შენ ვის რას ეუბნები არისტოკრატო ქალბატონო.
- მიამ მთხოვა თორე არ წამოვიდოდი შენნაირი ჭორიკანა კი არა ვარ.
- შენ გგონია მე რო აქ ვარ სალვადორმა არ იცის, უბრალოდ ნერვიულობდა და მითხრა რაღაცეები შემახსენე ხოლმეო.
სამი, ორი, ერთი და ბუმ საღამოს მთავარი წყვილის ტიტული სწრაფად ჩამოერთვათ მიას და სალვადორს, რესტორანში მყოფი ყველა ადამიანის ყურადღება ჩვენზე იყო მომართული.
- ნამდვილი თხასავით რატო იქცევი?
- კიდე მე ვარ თხა ეს ნათაგვარი პარიკი სად ნახე ნახევარი გვერდი მოჭმული რო აქ.
- შენ ვის ეუბნები ვითომდა არისტოკრატი ქალივით რო ხარ სინამდვილეში ტორნადოში მოყოლილ ჩოჩორს გავხარ.
- ჩოჩორი ხო ახლა განახებ მე შენ ჩოჩორს.
ულამაზესი სალათი რომლის დაგემოვნებაც ვერ მოვასწარი ავიღე და პირდაპირ სახეში შევაზილე.
კარგი ხალბატონო ნია თქვენ დაიწყეთ.
მხოლოდ ისღა დავინახე რომ შოკოლადის კრემი ჩემს არისტოკრატიულ მაკიაჟს შეერია.
შემდეგ იყო ყავა, წითელი ღვინო, ანტიკური ხანის ლარნაკი, ოთხი თეფში, ვირაც ბიზმესმენის სათვალე და ბოლოს ანდრეის პარიკი. ამდენ გაოცებულ სახეებში ნათლად დავინახე ორი ყველაზე დაბნეული გამომეტყველება.
ნია, ანდრეი აქ რა გინდათ?
ერთხმათ წამოიძახეს მიამ და სალვადორმა.
- აბა სალვადორმა იცისო.
- აბა მიას თხოვნითო.
რესტორნიდან გამოგვაგდეს და საკმაოდ დიდი თანხაც გადაგვახდევინეს.

*******************
- არა რა პაემანი როგორ ჩაგვიშალეთ, ერთი დღე რომ თქვენი ჩხუბის გარეშე დაგვეტოვებინეთ არ შეიძლებოდა?
- მაპატიე რა მია რა ვიცოდი ეს ორკუზიანი აქლემი თუ მოვიდოდა.
- ვაიმე, თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს წავედი მე და ხმა არცერთმა არ გამცეთ.
მია კიბეებს სწრაფად აუყვა და ოთხკედელსშუა გაუჩინარდა.

****************************
ჩემი წასვლის დღეც დადგა.
- მია არ დამემშვიდობები?
- რათქმაუნდა მაგრამ არ გეგონოს რომ გპატიობ.
- კარგი არ მაპატიო მაგრამ მოდი ჩამეხუტე რა.
- მოდი მოდი ჩემო გიჟო გადარეულო მეგობარო.
- ისე რა გეშველებოდა მე რომ არ გყოლოდი მერე ვინღა ჩაგისლიდა პაემნებს.
- აბა წავედით?
- წავედით სალვადორ, უკვე დროა.
აეროპორტში ყველა აცრემლებული შევყურებდით ერთმანეთს, თვითმფრინავში რომ ავდიოდი უსიამოვნო შეგრძნებად დამიარა მთელს სხეულში, ის ვირი არ გამოჩენილა მიამ თქვა საქმეები ქონდა და დილით ადრე წავიდაო, დამშვიდობებოდა მაინც ცხოველი რო იქნები ადამიანი.
თვითმფრინავში როგორც კი ავედი ჩემტან ბორდგამცილები მოვიდა და მკითხა რამე ხომ არ გნებავთო არც კი გამიხედავს ისე ვუთხარი არა მეთქი.
- დარწმუნებული ხართ?
- არა მეთქი ვერ გაიგე? გაბრაზებულმა წამოვწიე თავი და....
- მეკი მგონია რომ დარჩენა გინდათ.
- ანდრეი, შენ აქ როგორ მოიცა მოჩვენებაა ხომ ფუი ეშმაკს. გიჟივით ვაქნევდი თავს და ველაპარაკებოდი ჩემს თავს, ამაზე კი ისტერიულად ეცინებოდა.
- დამშვიდდი ჯადოქარო, იცი რაღაცას მივხვდი.
- რას?
- იმას რომ გიყვარვარ.
- ღმერთმა დამიფაროს. ისტერიული სიილი რომ დავამთავრე წარმოვთქვი ირონიულად.
- კაი დაოკდი გავიგეთ რო გიჟდები ჩემზე, და შეამჩნიე რომ თვითმფრინავში ჩვენს გარდა არავინაა?
- მოიცა და ეს რას ნიშნავს?
- მოგიტაცე ქალბატონო.
- გიჟი ხარ ანდრეი.
- ვიცი, საუკეთესო მასწავლებელი მყავს. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
- ახლა სად მივდივართ?
- მილანის ტაძარში ცოლო.
- ანდრეი.
- ხო.
- სიძე შე ძველო. ????

**************************
გაზაფხულსა და ზაფხულს შორის გარდამავალი პერიოდი მიყვარს ყველაზე მეტად, სწორედ ამ დროს დავიწერეთ ჯვარი, ხმოლოდ მე და ანდრეი ვიყავით მეჯვარეები ჩვენთვის უცნობი კეთილი ადამიანები ივნენ. მე თეთრი სარაფანი მეცვა ანდრეის კი მისი ყოველდღიური კუბოკრული პიჯაკი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მუდმივად ვჩხუბობდით ვლანძღავდით ერთმანეთს სრულიად განსხვავებულებიც ვიყავით ერთმანეთისგან მაგრამ მაინც ვიზიდავდით ერთმანეთს. ჩვენ ვიყავით ის წყვილი რომელიც ფიზიკის კანონებს ყველანაირად ემორჩილებოდა.
მია ალბათ გაგიჟდებოდა ამას რომ გაიგებდა, ყოველთვის მეგონა რომ მია ჩემზე ადრე გათხოვდებოდა, ხანდახან ვფიქრობდი რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მომიწევდა დარჩენა, მაგრამ როგორც ამბობენ ყველა ადამიანს ყავს თავისი სულის ნაწილი რომელიც მას ერთ მთლიანს ქმნის მთავარია მას მაიგნო. სწორედ ეს მჭირდებოდა მე გიჟური, არაორდინალური სიყვარული, სიყვარული რომელსაც დასასრული არ აქვს და რომელიც მუდმივი სიურპრიზებით იქნება სავსე, როგორც მე ნია კაპანაძე ვიტყოდი წინასწარ დაგეგმილს ყოველთვის ჯობია ექსპრონტი. არასოდეს შეგეშინდეთ ცხოვრებაში სიახლეების არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება თუ ცუდი შეიძლება ეს დასასრულის დასაწყისი იყოს.



*************************
ესეც ასე, დასრულდა ისტორია ჩემო ერთგულო მკითხველნო. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს ვინც კითხულობდა და აფასებდა სიახლეს.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და უმორჩილესად გთხოვთ დააფიქსიროთ, კარგიც და ცუდიც მადლობა ყველას kissing_heartскачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი goddess

ძაან მხიარული,საინტერესო და კარგი ისტორია იყო❤❤❤
მოუთმენლად ველი შენ ახალ ისტორიას

 



№2  offline წევრი talia

უმაგრესი იყო, mალე დაიწყერა ახალი ძალინ მსიამოვნებს შენი მოთხრობების კითხვა

 



№3  offline წევრი strange soul

სტუმარი goddess
ძაან მხიარული,საინტერესო და კარგი ისტორია იყო❤❤❤
მოუთმენლად ველი შენ ახალ ისტორიას

უუუუღრმესი მადლობა ❤ ჩაფიქრებულია უკვე ამაზე არანაკლებ სახალისო ისტორია ასევე ცოტა სევდიანიც ვნახოთ რომლის დაწერის ხასიათზე იქნება ჩემისს მუზა ????????

talia
უმაგრესი იყო, mალე დაიწყერა ახალი ძალინ მსიამოვნებს შენი მოთხრობების კითხვა

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია ასეთი მკითხველი რომ მყავს ❤❤❤ სავარაუდოთ ახალი კვირიდან დავიწყებ წერას ❤❤

 



№4 სტუმარი Tako

Razea es istoria?

 



№5  offline წევრი strange soul

Tako
Razea es istoria?

როგორც ყველა ისტორია საიტზე რათქმაუნდა პირველ რიგში სიყვარულზე, თუმცა ისტორიაში არის ისეთი მუხტები რომელიც თქვენ გაგაოცებთ და გაგახალისებთ, ძალიან გამიხარდება თუ წაიკითხავთ heart_eyes

 



№6  offline წევრი Inga maglaferidze

ძალიან საინტერესო სასიმოვნო და საყვარელი ისტორიაა.მოუთბენლად ველი ახალ ნაწარმოებს.????????????????????

 



№7  offline წევრი strange soul

Inga maglaferidze
ძალიან საინტერესო სასიმოვნო და საყვარელი ისტორიაა.მოუთბენლად ველი ახალ ნაწარმოებს.????????????????????

უღრმესი მადლობა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent