შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეცხრე თავი)


3-03-2018, 19:39
ავტორი MaaiKoo
ნანახია 584

მე მას დავარქვი ჩემი (მეცხრე თავი)

სანდროს სასოწარკვეთილი თვალებით შევცქეროდი,ტანში შიშის ზარმა დამიარა,რაღაც მწველი გრძნობა ვიგრძენი მუცლის არეში,ფეხები მეკვეთებოდა, სანდროს დავეყრდენი,რომელიც მზრუნველ თვალებს მე პაყრობდა, მის ლამაზ შავ თვალებში დავიკარგე და თვალები მაგრად დავხუჭე,როდესაც ალექსი მოგვიახლოვდა
-სანდრო? აქ საიდან გაჩნდი?-იკითხა გაკვირვებულმა ირონიით
-ეგ მე უნდა გკითხო-იკითხა მკაცრად
-მეე და ნატალის რაც შეგვეხებაა....
-შენ და ნატალი არ არსებოს! აქ რა ჯანდაბა გინდა ახლავე მითხარი,თორემ დავივიწყებ,რომ ჩემი ძაკაცი ხარ-შეუღრინა, ხელი დავუკავე,რომ მისკენ ხელით არ წასულიყო, სხეული სულ დაჭიმული ჰქონდა
-ნატალის ვესაუბრებოდი, რამე პრობლემაა??-არც მან დააკლო
-და რაზე საუბრობდით?-ორივეს თვალი მოგვავლო
-მოიცაა ტოოო, დაკითხვააზე ვარრ???
-ახლავე გაჩვენებ დაკითხვას,შე სი*ო-ხელი მოულოდნელად უხეშად გამომტაცა, ინერციით ძირს დავეცი, ალექსისკენ გაექანა და მუშტი სახეში უთავაზა, ზემოდან შემოაჯდა და უყვიროდა
-ქალის პატივისცემა ვერ ისწავლე ჰო? ჰოდა მიიღე ბო*ოოო-გამეტებით უტყამდა, ფეხზე ძლივს წამოვდექი,რადგან ძალაგამოლეული და ფერმიხდილი ვიყავი,სანდროსთან მივედ დაა ვუყვიროდი
-სანდრო გთხოვ თავი დაანებე არ ღირს, გემუდარები,თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს-უცბად გამომხედა, თითქოს რეალობას დაუბრუნდაო, ალექსის შეშვა და უთხრა
-აღარ გაბედო და ნატალის აღარ მიეკარო,თორემ ვერ გადამირჩები-ჰმმმ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ეს რომ თქვა. ''ნატალის არ მიეკაროო''. ალექსი ფეხზე მაინც მყარად წამოდგა,ტუჩიდან სისხლი აილოკა და დამცინავი ტონით უთხრა
-შენ ვის რას ეუბნები? ლაჩარო, ნატალიმ იცის ყველაფერი შენზე არა??? მე მტყუანი გამომიყვანე და შენ მაგარი ბიჭის როლი მოირგე, ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება-რაოო???? რას გულისხმობს????ეს უკვე ზედმეტი იყო ამდენს ვერ გავუძლებდი, მაგრამ ამ არაკაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი,იქნებ იტყუება?? არვიცი რა ვიფიქრო
-აქეედან დაახვიეე......-შეუყვირა სანდრომ,რომელიც ძალიან განერვიულდა და თმაზე ხელის სმა დაიწყო . როგორც იქნა ალექსიმ დაგვტოვა, ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი მასთან ერთად,რამდენი კითხვა მქონდა..... მაგრამ ჯერ მადლობა უნდა გადავუხადო
-ეს უკვე მესამეა-ვუთხარი ღიმილით
-რა?-გაიკვირვა
-მესამედ გადამარჩინე ძალადობისგან-ვუთხარი დანანებით და დარცხვენილმა თავი ჩავხარე, თითების ნერვიულად თამაში დავიწყე. ხელი ნიკაპზე მომკიდა და სახე ამაწევინა
-სასირცხვილო შენ არაფერი გაქვს-მითხრა თბილად და ჩემი სახე მის ხელებში კვლავ მოიქცია
-მადლობა ყველაფრისთვის-როგორ მინდოდა მოვხვეოდი და მის მკლავებში შვება კვლავ მეპოვა,თუმცა ეს შეუძლებელია... სანდრო ის მიუწვდომელი ხილია,რომელსაც ვერასდროს მოვიპოვებ
-მადლობა მიღებულია,ახლა კი წამოდი სახლში მე მიგიყვან. უარს არ მივიღებ-უარის თქმას არც ვაპირებდი იმდენად დასუსტებული ვიყავი,თან იმ კითხვასაც დავუსვამდი რომელიც შიგნიდან არ მასვენებდა
-უარს ნამდვილად ვერ გეტყვი...-ვთქვი დანანებით და გავუღიმე. ხელი გადამხვია და მანქანისკენ მიმიყვანა, კარი გამიღო და შიგნით მომათავსა, დღეს ძალიან მზრუნველია... უნდა ვაღიარო,რომ ძალიან კარგი მანქანა ყავს BMW. მხოლოდ ფირმა ვიცი, რადგან მანქანებში კარგად ვერ ვერკვევი
დუმილი მან დაარღვია.
-ბოდიშს გიხდი ხელი რომ გკარი, არ მინდოდა-გზისკენ თვალი არ მოუშორებია ისე მითხრა. სიმართლე გითხრათ სულ არ მახსოვდა,მას კიი...
-არაუშვას,პირიქით ბოდიშს მე უნდა გიხდიდე,მაგრამ შენი ძმაკაცი ისეთი გარყვნილია...-მიხვდა როგორ მიჭირდა საუბარი, თვალზე ცრემლი მომადგა,მას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე...უკვე ვტიროდი, ხელები სახეზე ავიფარე
-აუ კაიი რაა, ტირილი არ დამანახო ახლა...გთხოოოოვ-ბოლო სიტყვა ისე მკაფიოდ და სასოწარკვეთილმა წარმოთქვა სხეულში სითბო ჩამეღვარა, ხელები სახიდან მოვიშორე და ცრემლები შევიმშრალე
-აი ეგრე უნდა იყო სულ,ტირილი არ გიხდება,უფროწორად არცერთ ქალს არ უმშვენებს ცრემლი სახეს,პირიქით უფრო თრგუნავს...-აღარ გაარძელა. მხოლოდ ეს თქვა დანანებით, ისე გამოცდილად საუბრობს,თითქოს ვინმე ახლობელი ჰყავდეს დაკარგული და ამ ტკივილის გაზიარებას გაურბოდეს
-მართალია,თუმცა ტირილი შვებას გგვრის
-შვებას....-თქვა ირონილად,რომელსაც თვალი წყლით აევსო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ხელი მხარზე დავადე და ვკითხე
-სანდრო, შემიძლია რამით დაგეხმარო? შეგიძლია მენდო..-ვუთხარი სასოწარკვეთილმა. პირველად ვნახე სანდრო ასეთ უმწეო მდგომარეობაში
-შენ ვერაფრით დამეხმარები-მითხრა ცივად,თუმცა ბოლოს გამიღიმა
-კარგი..... ალექსიმ რა იგულისხმა რომ გითხრა ნატალიმ შენზე ყველაფერი იცისო??-კთხვა უპასუხოდ დატოვა
-.........
-სანდრო.... არ მიპასუხებ?
-არა
-რატოომ?-გამიკვირდა
-არ გიპასუხებ იმიტომ,რომ ალექსის არცერთ სიტყვას ჩემთვის ფასი აღარ აქვს,შენ პირველი არ ყოფილხარ, ბევრ გოგოს გაუმწარა სიცოცხლე, ამაზე ბევრჯერ გვიკამათია,მაგრამ არა, რაც იყო ის დარჩა. შენ რომ რამე დაგმართნოდა ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი....რადგან ალექსი მხოლოდ მე მისმენდა და მიჯერებდა,თუმცა რაც დედა გარდაეცვალა კვლავ ასეთი გახდა, მის დამორჩილებას უკვე მეც ვერ ვახერხებ, ამაში საკუთარ თავსაც ვადანაშალებ...შენ ვისი გჯერა? ჩემი თუ მისი?-გავოცდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ალექსის ბევრის რამის გადატანა მოუწია, თუმცა მის საქციელს ეს გარემოება არ ამართლებს
-ვწუხვარ ალექსის დედის გამო,თუმცა ამ საქციელით რას ცდილობს, საკუთარი სიამოვნების გამო სხვებს ტკივილს აყენებს.... მასთან ყოველგვარ ურთიერთობას არ გაწყვეტ ალბათ..რა თქმა უნდა შენ გენდობი
-და რატომ გგონია,რომ არ გავწყვეტ?? შენ პირველი არც ხარ და არც ბოლო...ალბათ. ძალიან დაბნეული ვარ, ძალიან მიყვარს,ძმად ვთვლი,მაგრამ...ყველაზე დიდ ტკივილს მაშინ განიცდი,როდესაც შენს საყვარელ ადამიანს რაღაც უჭირს... ძალიან მწარეა-გული მომიკვდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი,მხარზე ხელი მოვხვიე
-დამშვიდდი, მე კარგად ვარ-გავუცინე
-ჰმმმმ მე შენ არ მიგულისხმიხარ
-აბა ალექსი?-გავიკვირვე
-არაა-მკაცრად მითხრა და ბოლოს გამიღიმა
-ჰმმმ ვიცი ვაჟბატონო ეგ სიტყვები ჩემი მისამართით რომ არ გითქვმს, ძალიან კარგად გიცნობ
-არ მიცნობ-რატომ მითხრა ეს? თუმცა მართალია მასზე თითქმის არაფერი ვიცი ვინაობისა და ბიძის გარდა
-მე რაც ვიცი ისიც მაკმაყოფილებს, შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები არ მაქვს-ფანჯარაში გავიხედე,გული მაინც დამწყდა, ინიციატივას არც კი იჩენდა რომ მეგობრულად დამლაპარაკებოდა. მე რაც შემეძო ვუთხარი.... ვუთხარი რომ შეეძლო ჩემი იმედი ჰქონოდა,თუმცა ვერ დავაძალებ, უფროსწორად არ დავაძალებ, მაქამდე არ დავეცემი.
-მე კიდევ ცნობისმოყვარე გოგონა მეგონა-თვალები ეშმაკრად აათამაშა
-გინდა რომ ვიყო?-ვუთხარი ნიშნისმოგებით
-გააჩნია რა გაინტერესებს-გაეცინა
-ის რაც მეგობარს უნდა აინტერესებდეს-გავუცინე
-ანუ მეგობრობა გინდა?
-შენ არგინდა?
-რატომაც არა,მაგრამ ბევრის ატანა მოგიწევს
-არაუშავს, შენც-გაგვეცინა
ჩემი ახალი ბინის მისამართი ვუთხარი,სულ დამავიწყდა რომ უკვე მარტო ვცხოვრობ.
-ახალი ბინაა??
-ჰოომ, ადრეც ვაპირებდი მარტო გადასვლას
-კარგია მარტოობა
-ნამდვილად, მაგრამ სამუშაო ვერ ვიშოვე, იმ კვირაში კიდევ ვაპირებ გასაუბრებაზე წასვლას
-თბილისში სადმე ნამდვილად იშოვი სამუშაოს, ნუ ღელავ
-მეც ეგრე ვფიქრობ-გამეცინა
-კარგი, დედმამიშვილი გყავს?-ვუთხარი
-ასე უეცრად რამ გაგახსენა დედმამიშვილი?-გაუკვირდა
-უნდა შეგიცნო, ისევე როგორც შენ მე... როგორც მეგობრები-გავუცინე და დავიმორცხვე,გაჩუმებას ვაპირებდი რადგან თავი არაკომფორტულად ვიგრძენი ეს რომ მკითხა
-კი და მყავს ლონდონში სწავლობს ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჩემზე 1 წლით უმცროსია
-ვაუუუ რა კარგიააა.
- რა არის კარგი, და რომ მყავს თუ ოქსოფრდში რომ სწავლობს?-გამომხედა ეშმაკურად
-ორივე-ენა გამოვყავი
-მართალია ძალიან კარგია,როდესაც დედმამიშვილი გყავს, ის ჩემი სულის ნაწილია,ძალიან მიყვარს და მენატრება
-ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით წლით უფროსია ილიას უნივერსიტეტიშ სწავლობს, ბიზნეს-ეკონომიკაზე. ნერვებს კი მიშლის მაგრამ ძალიან მიყვარს-გამეცინა-კარგი,მშობლებზე რას მეტყვი? პასუხს აყოვნებდა...
-შენი გადასვლის დროა...-ფანჯარაში გავიხედე და დავინახე,რომ ჩემს ბინასთან გააჩერა
-ჯერ პასუხს ველოდები-ვუთხარი მტკიცედ
-ჩადი ნატალი-მითხრა ცოტა არ იყოს უხეშად, თუმცა რომ არ მწყენოდა ბოლოს გამიღიმა
-კარგი მშვიდობით-მეწყინა,მაგრამ ოდესღაც ჰომ გავიგებ რას წარმოადგენენ მისი მშობლები? იქნებ გარდაცვლილი ჰყავს? ამიტომ აღარ ჩავეძიე
-თავს მიხედე და ბოდიალი არ დაიწყო
-ჰმმმ დაიწყოო-შევუბღვირე და კარი მივხურე. მანქანა უეცრად მოსწყდა ადგილს და გაუჩინარდა
სახლში მისულმა აბაზანისკენ ავიღე გეზი, ცხელი წყალი მესიამოვნა,რომლის წვეთები ჩემს სახეს და სხეულს წყვეტილად ეცემოდა. თვალები დავხუჭე და ამ მდგომარეობაში დიდი ხანი ვიყავი, ეს მეხმარება დამშვიდებაში,თუმცა ასეთი ადვილი რომ იყოს...
აბაზანდან გამოსვლის შემდეგ იაოანემ დამირეკა.
-პრივეტ ნატი, რაშვები? დედ-მამა გკითხულობს
-რავი იო, დავიღალე ძალიან, დღეს პრეზენტაცია მქონდა და უმაღლესი ქულა ავიღე უთხარი ჩემით იამაყონ- გავიღიმე,თუმცა საშინელი ხმა მქონდა
-გილოცავ ჩემო სიცოცხლევ... დაა შენ რა გჭირს?-მკითხა დაბნეულმა
-საიდან მოიტანე რომ რამე მჭირს?-აი ეს არის ჩემი გული, ეგრევე ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერ არის
-ნატალი ვერაფერს გამომაპარებ-მითხრა მკაცრად
-მართალია, რაღაც მოხდა. უფროსწორად ბევრი რამ მოხდა და არამარტო დღეს...-მგონი დროა იოანეს მოვუყვე ამ ყველაფრის შესახებ
-არ გადამრიო რახდებაა? მისამართი მითხარი მოვდივარ
-იოო გთხოვვ, გევედრები დღეს მააცადე, ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, ხვალ მოდი და ყველაფერს აგიხსნი, დეტალურად მოგიყვებიი....
-ოხხ ნატალიიი რაა... კაი, ხვალ იცოდე 4-ზე მანდ ვარ-მითხრა აღელვებულმა
-კაი იოო, მადლობა რომ მყავხარ, მიყვარხარ-ვუთხარი თბილად და ტირილი დავიწყე
-ჩშშ, რა გატირებს გოგო?ვინმემ გაწყენინა??? მითხარი დაა დედას მოვ******-გაცოფდა
-არა არა..... ხვალ მოგიყვები ყველაფერს, კარგად იოო
-ოოოჰჰჰ ღმერთო რააა, არ უნდა გადასულიყავი მარტო საცხოვრებლადდ!!!!-მითხრა მკაცრადდ
-არ დაიწყოოო ახლაა!!-შევუბღვირე
-კაი, ხვალ მოვდვარ, დროებით ნატი.... მიყვარხარ
-მეც ძალიან... შეხვედრამდე ჩემო დათვის ბელო-გავიცინე
-დავიჯერო დათვის ბელზე სიმპაიტიური არვარრ??
-შეხედე ახლა ამას
-ფანტაზიის უნარი გაქვს საოცარიი დაოო
-რა ტალანტი გეზრდები ძმაოო-ვუთხარი ამაყად და გავუთიშე.
ისეთი დაღლილი ვიყავი, როგორც კი საწოლში მოვკალათდი რამდენიმე წუთში ჩამეძინა.
პ.ს. კომენტარებს ველი. როგორ გინდათ რომ მოვლენები განხორციელდეს? მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

მომწონს და ველოდები შემდეგ თავებსაც

 



№2 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დაემატება შემდეგი თავი?
ძალიან მომწონს ველოდები..????

 



№3 წევრი MaaiKoo

მალე დავამატებ ახალ თავს,თუმცა დღეს ვერაა

 



№4 სტუმარი bananasi

აუ მალე დადე რა ახალი თავი

 



№5 სტუმარი სტუმარი Lika

გასწორდა საიტი და იქნება დღეს დადო

 



№6 წევრი MaaiKoo

სტუმარი Lika
გასწორდა საიტი და იქნება დღეს დადო

დავდე უკვე და სულმოუთქმელად ველი როდის გამოქვეყნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent