შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალე +18 VI თავი


4-03-2018, 00:01
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 733

კალე +18 VI თავი

-აქეთ გამოდი- მეუბნება მთავარის შვილი და კარს მაშინვე ვეცლები, ბიჭი სახლში ძაღლს უშვებს
ეს ოჯახის დიდი უპატივცემულობაა, მამაკაცი რომ შინ იყოს ამაზე აუცილებლად ექნებოდა რექაცია, მაგრამ ახლა აქ მხოლოდ მე ვარ და ყველა ისე მოიქცევა როგორც მოესურვება და მეც ხმას ვერ ამოვიღებ
-რა ხდება?- გაისმა ნაცნობი ხმა და სიბნელეში იმის გარკვევას ვცდილობ ეს ჩემი საქმროა თუ არა, ის არის ლამის მუხლები მეკეცება, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ რომ ეს ყველაფერი არ უნდა დამეტყოს, მთავარის შვილი ხელით სახეს ისე იშრდილავს თითქოს მზეში იდგესო და ბიჭის დანახვაზე სახე უმკაცრდება
-აქ რას აკეთებ?- იღრიალა მთავრის შვილმა
-მე მოვედი, როგორც წესია, ხვალ ცოლი მომყავს- პასუხობს- მერე ჩემთან მოდის თავს შეუმჩნევლად მიკრავს
-დართე- მეუბნება მშვიდი ხმით- შენ ალბათ კალე ხარ
-დიახ- ვპასუხობ
-თვალებში ნუ მიყურებ- მეუბნება მკაცრად, მისი სახელი დრართეა, ძველების ენაზე ბენიერებას ნიშნავს, სახელს ამართლებს- რა მოხდა?
მთავრის შვილი იბნევა და ძარლს ეძახის რომ უკან დაბრუნდეს
-მამაჩემი დაიკარგა, მისი ძაღლი კი ამ სახლთან ზის
-მერე ამის გამო უნდა წაბილწოს ამ ძაღლმა ჩემი ცოლის ოჯახი?- დართეს ხმა უმაკცრდება და წრაბებს კრავს- ეს იმის ეჭვს იძლევა რომ ქალი, რომელიც მე ცოლად უნდა შევირთო ადამიანის მკვლლია, ან მისი ხელები ვინმეს რამეს დაუშავებდა?- ჩემ ხელებს მის ხელებში იქცევს მლავებს მიწევს და ჩემ ხელებს მთავრს შვილისკენ იშვერს- ამას რამის გაკეთება შეუძლია, მჭადსაც ვერ მოზელს, სანამ უპატრონოა მისი ღირსება უნდა შელახოთ, სახლი წაუბილწოთ და ყველაფრიდან მარტივად გამოძვრეთ?
-ეს ეჭვს ბადებს- პასუხობს კაცი
დართე ხანჯალს იღებს, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან ჰქონდა, მაგრამ ერთი ხელის მოქნევით ძაღლს თავს აცლის და სისხლი თოვლზე ეწუწება
-ეს ამ წუნკალ ძაღლს, სახლის წაბილწვისთვის- ცრის კბილებიდან- ახლა კი მეც მოგეხმარებით მთავრის ძებნაში, მაგრამ ამ სახლში ვერავინ შევა, მითუმეტეს ძაღლი და ასეთ შელახულ ქალს, ცოლად ვერ შემომტენით
მთავის შვილი თვალებს აფართოვებს და ძაღლს დაშტერებია, ქვედა ყბა მამამისივით უთამაშებს, მერე კი ჩემსკენ ტრიალდება
-ამისთვის პასუხს გაგებინებ, ეს ძაღლი მამაჩემს უყვარდა
-ეს ძაღლი ჩემი ცოლის სახლში შევიდა, პატივს ვცემ დრადიციებს, დამსაჯეთ, მაგრამ თქვენც ნუ დაარღვევთ იმას, რაც წმინდაა- უცვლელი ტემბრით პასუხობს დართე
ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, მთავარი იპოვეს
-კლდეზეა- ამბობს ერთ-ერთი- როგორც ჩანს გადავარდა, გზა ჩანგრეულია
-გასაგებია-პასუხობს მთავრის შვილი, ისეთი ხმით, თითქოს ესესაა თოვსო უთხრეს- მოგეხსენებათ ამიერიდან სოფლის მთავარი მე ვარ, ამიტომ შენ დაისჯები- თითს ადებს დართეს მხარზე- შენ ძმისშვის, მანამდე ვერ ნახავ სანამ ამის უფლებას მე არ მოგცემ, დედაშენი მიხედავს, შენ კი ამ სახლში დარჩები და ამ ქალს უპატრონებ
-გასაგებია მთავარო- ღიმილით პასუხობს დართე
-ქორწილი არ გექნებათ, მამაჩემი მოკვდა, მერე კი ხალხისკენ ტრიალდება- მამაჩემის სხეულს ხვალ მივხედავთ, სახლებში დაბრუნდით. მადლობას მოგხსენებთ გაწეული დამხარებისთვის
დართე კარს აღებს შიგნით შედის და მერე ყვირის რომ მეც შევიდე კარს კეტავს თუ არა ბუხართან მირბის და ხელებსს უშვერს
-გავიყინე ლამის, რა გადავიტანე ვერც კი წარმოიდგენ, ხომ გითხარი დიდიად არავის ენარვლებათქო, საკუთარ შვილს ის უფრო გაუხარდა მთავრის წოდება რომ მასზე გადავიდა. მამამის მისი ნება რომ იყოს იმ კლდეზე დატოვებდა
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-ეს ამბავი ისე არ დარჩება, უნდა გავიქცეთ- მეუბნება მშვიდი ხმით
-რა სად?
-იქ სადაც ბენიერება გელოდება, არანაირი ვალდებულებები, აუცილებლად მოგვაკითხავს ახალი მთავარი და მოგვეკითხება, მე კი შენზე ზრუნვა შემიძლია, ზამთრისთვის ერთი მშვენიერი ადგილი მეგულება, ჩვენ იქ წავალთ, ზამთარ გადავიტანთ, გავმრავლდებით, შევქმნით პატარა ოჯახს და ჩვენიანებიც შემოგვიერთდებიან, ეს იქნება სამყარო სადაც ჩვენი სწორი წესები იქნება, მათ ვინც ამ წესებს დაემორჩილება ჩვენთან მივიღებთ, ხომ გესმის, მე მჭადების გამოცხობას მასწავლი. ხალხი მიხვდება რომ ჩვენთან უკეთესია
-როდის?- გული ამოვარდნაზე მაქვს
-ჩაანაგე ყველაფერი და ხვალ დილით როგორც კი გათენდება გავიდეთ ჩვენი ცხენებით და პირუტყვით, ისე რომ ვერავინ დაგვიანახოს
-მპირდები რომ ამას გააკეთებ?
-რა თქმა უნდა!- მიღიმის, კეცებს იღებს, თვალს მიკრავს და დიდ გუდაში ხმაურით ყრის

გამთენიისას ძლიერად თოვს, დართე ცხენზე ზის უკან კი სავსე ტომრები აქვს გადაკიდებული, ჩვენზე წინ ძროხები მიიკვლევენ გზას, ჩემ ცხენსსაც არანაკლები ტვირთი აქვს. დართებს განიერ მხრებს ვუყურებ და ვრწმუნდები რომ მას ჩემი დაცვა შეუძლია, მე კი იმედის სავსე, ნისლით დაფარულ ნთებს ვუყურებ, გველოდებიან, სადღაც შორს ამდენი ხნის მერე მზემაც გამოანათა, გამათბო, სიმღარა დავიწყე, დართე უკან შემობრუნდა, შავი წარბები შეკრა, მე სიმღერა შევწვიტე მან კი გააგრძელა და ისე გაიღიმა როგორც მას ჩვევია
-რომ მივალთ მჭადებს გამომიცხობ
-რა თქმა უნდა!- ვპასუხობ სიცილით და ბოლო ხმაზე, თავისუფლების შეგრძნების მოლოდინში ვყვირი და მთებიც ჩემ ხმას ექოს სახით მიბრუნებენ
დართე ხარხარებს, ვმღერით, მივდივართ და უკვე არაფრის მეშინია, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც დალემ მითხრა, ვკანკალებ და ბედნიერების მოლოდინში სიმღერას ვაგრძელებ.


დასასრული
კალე- მოთხრობის სახითскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

აუუ რა მალე დამთავრდა...
კარგი იყო მაგრამ მე მეტი მინდოდა ❤
მეტი კალე და დართე ❤
მეტი სიყვარული ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

მიყვარს მჭადი და ეს მოთხრობა <3 !

 


№3  offline წევრი qeti.ii

ბოლოში ძალიან მიფუჩეჩებული მგონია,ასე მარტივად,პრობლემების გარეშე,რა ვიცი,მეტს ველოდი,მეტ ცრემლს,შენც ხომ თქვი,რომ ცოტა ტანჯვა იქნებოდა,იმ თავის კომენტარში,დართე რომ გამოაჩინე?
მინდა რომ გააგრძელო,თუ სურვილი გექნება,თუ არადა რას ვიზამ,წარმატებები

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან პატარა რომ არის ხომ იცი?

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ ძალიან გეჩქარებოდა

 


№6 სტუმარი მია

ძალიან ძალიან მალე დასრულდა,როდესაც უფრო საინტერესოს დაწყება მართლაც რომ ახლა შეგეძლო.
ახლა უფრო დაძაბული,უფრო საინტერესო ამბის თხრობის შანსი გეძლეოდა,რას მოიმოქმედებდნენ სოფელში ? როგორ წარიმართებოდა ახალი საცხოვრებელი ადგილის ამბები ?
შეუყვარდებოდათ კი დართეს და კალეს ერთმანეთი ? აქ სიყვარული ვერ დავინახე,სიყვარული კი მთავარია..
გადავიდოდა ხალხი მათთან საცხოვრებლად ?
არ ვიცი..არ ვიცი..
ძალიან მიფუჩეჩებული თავი გამოვიდა.
ძალიან პატარა ნაწილებად დადებას მთლიანად დადება ჯობდა კიდეც,ხალხს ლოდინი არ მოუწევდა ამის გამო.
მეტს ველოდი შენი "ჭინკობის თვის" შემდეგ რატომღაც.
თუმცა,შენს შუა გზაზე გაწყვეტილ ისტორიებს ისევ ეს ჯობდა.
საინტერესო თემა იყო წამოჭრილი,არასაინტერესოდ განვითარებული მოვლენებით.
იმედები გამიცრუვდა და ვიმედოვნებ შემდეგისთვის ასე არ მოიქცევი.

დაფიქრებად ღირს კიდეც გეგი.
იქნებ გაგეგრძელებინა კიდეც ეს ისტორია ? გული მწყდება კიდეც ამ ისტორიის გამო..
არანაირი დაძაბული მომენტი,ეს-ეს იყო უნდა განმასკვოდა კისერში ძარღვი რომ შეწყდა ისტორია და დავრჩი მშრალზე..

 


№7 სტუმარი სტუმარი გეგი

სამწუხაროდ მეგონა, რომ აქ დადებულ ისტორიებს ვერ მიპპარავდნენ, რადგან დაკოპირების უფლებას არ გაძლევს გვერდი, მაგრამ მინახავს ჩემი ისტრიები სხვა გვერდზე და ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა მათი წაშლა. კალე და შემიტყუე საწოლში არცერთი არ წაგიკითხავთ ორიგინალების სახით. რაც შეეხება ისტორიას, დიახ აქვს გაგრძელება და ეს არ არის ორიგინალი. კიდევ ერთი პრობლემა რაც არის ეს არის პლაგიატობა, შეიძლება ცოტა ხმამაღლა გამომდის მაგრამ ჩემი ისტორიების შემდეგ იყო პარიზი და ის იუმორი, რაც მქონდა გამოყენებული, ამ ისტორიის ასე დასრულება კი მისმა სხვა საიტზე გადაკოპირებამ და მსგავსი ისტორიის გამოჩენამ გამოიწვია, რაც შეეხება კალეს ეს არ არის ორიგინალი, დავდე საცდელად და მაინტერესებდა როგორ მიიღებდით და გამიხარდა რომ სწორად გაიგეთ, მაგრამ დასასრულის გარეშე ეს ისტორია ვერ გამოვიდოდა გამინაწყენდებოდით. იფიქრეთ იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ :) კალეს აუცილებლად ნახავთ ისევე როგორც სხვა ისტორიებს, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით. მადლობა კიდევე ერთხელ ყველას.

 


№8 სტუმარი სტუმარი keti

isic gaurkvevlad datove,saidan gaigo sofelma,rom kalestan urtiertoba ar hkonia mis pirvel kmars

 


სასწაული იყო<3გავგიჟდი ისე მომეწონა<3არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო<3 შემიყვარდა დართე და შემიყვარდა კალე<3 შემიყვარდა ეს ისტორია<3ჩემი საყვარელი ისტორიების რიგს შეემატა<3<3შენს ახალ ისტორიას ველი<3

 


№10 სტუმარი G.S

გეგი შეიძლება შემდეგი ისტორიის მთავარ გმირს გვანცა დაარქვა ?))) მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის, რასაც შენი ისტორიების წაკითხვის დროს ანიჭებ შენს მკითხველს

 


№11 წევრი nigita

კალეს ქმარს აშკარად ცხოველები და კაცები მოწონდა რადგან ის ხრამში კაცთან ერთად გადაჩეხეს.... მთლიანობაში ძალიან კარგი იყო ალბათ კალესთან იმიტომ რომ საკუთარი მამამის უღირსი საქციელი იცოდა და უნდადა მთავარი ყოფილიყო , მისი სიკვდილი კი აწყობდა .... რაც შეეხება ამ წყვილს სხვანაირ დასასრული მინდოდა მაგრამ ჩემი აზრით ესეც უნდა დასრულებულიყო ავტორი შენ ხარ და უფრო კარგად იცი როგორ უნდა დაასრულო .მთლიანობაში ძალიან კარგი და განსხვავებულია.

 


№12  offline წევრი Barbare ❤

dzalian kargad wer! eqvsive tavi axla chavikitxe da uintereso erti wamitac ar gamxdara istoria. gagrdzelebas velodi magram esec sakmarisia bednierebistvis ❤️ wera ar shewyvito! warmatebebi❤️

 


№13  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

Barbare ❤
dzalian kargad wer! eqvsive tavi axla chavikitxe da uintereso erti wamitac ar gamxdara istoria. gagrdzelebas velodi magram esec sakmarisia bednierebistvis ❤️ wera ar shewyvito! warmatebebi❤️

დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი Timea25

გეგი,როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო.
ველოდები შენგან კიდევ ბევრ და საინტერესო ისტორიებს❤

 


№15  offline წევრი NniNna

ვაიმე გეგიიიი((((( ისევ როგორრ მტანჯააავ ამდენი ხანი რაუბედურებაა ჩვენი ასე მიგდება ა?????????????????

 


№16  offline წევრი NniNna

აუუ დავიტანჯე://///

 


№17  offline აქტიური მკითხველი GEGI გეგი

NniNna
აუუ დავიტანჯე://///

დასრულდა

 


№18  offline წევრი mariam m.k

Rac mtavaria zalian gansxvavebuli da kargi wasakitxi iyo.. Chemi azrit mshvenivrad damtavrda??!!

 


№19 სტუმარი 21

ძველ ისტორიებს არ დადებ?მომენატრა მის უჩუპაჩუპესობა????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.