შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული - ნაწილი 6


5-03-2018, 18:58
ავტორი ჟიზელი
ნანახია 93

დანაღმული - ნაწილი 6

თორმეტი წევრისგან შემდგარ ჟიურიში სულ რჩეული ოლიმპები შეიყარნენ. პოსეიდონსა და ათენას ლაჟვარდშემოსილი ქალაქთა ქალაქი ათენი ვერ გაეყოთ და ერთმანეთს მრავალწელნანახი, დასაგესლად აწოწილი ანჩხლი კობრებივით წაჰკიდებოდნენ. უზენაესი გვირგვინის მატარებელმა ღმერთმა ზევსმა ბრძანა, ვინც საკადრისსა და ამავე დროს საუკეთესო საჩუქარს მიუძღვნიდა ქალაქს, სანატრელი გამარჯვებაც მას დარჩებოდა. პოსეიდონს ვინმე გადამთიელის წოდებით ვერავინ წასცხებდა ჩირქს. ზევსის ძმა ფიცხია,ვითარცა შეშა წამებში ჩანაცრებული და ზღვების პირველი და უკანასკნელი მეუფე, მიწის მრყეველი და ერთადერთი ჯადოსნური სამკაპის დიდი სიამაყითა და მოწიწებით მფლობელი .ასწევს თუ არა ზევით სპილენძს შეზდრილ სუროთა უტეხელ სამკაპს, ატყდება ღელვა, ქარიშხალი, მიწის ზანზარი. დასწეევს და ზღვაც დაწყნარდება და ქარიც. ათენასთან შეჯიბრშიც ბუმბულივით მსუბუქად მოიქნია სამკაპი განრისხებულმა პოსეიდონმა, დაჰკრა მიწას ისეთი ხმაურით,თითქოს უზარმაზარ ხომალდს ზათქით დასცაო ოკეანის ვეებერთელა ნაგლეჯი და გაჩნდა წყარო. უბრალო კი არა - მინერალური,მწურვალის სამოთხე და შეყვარებულზე უფრო საამური . დასცხეს აღფრთოვანებულმა ღმერთებმა ტაში. მზისა და მთვარის სადარმა, ამაყმა ათენამ იხტიბარი არ გაიტეხა. ჩაასო შუბი მიწას და იმ ადგილას ღვთაებრივი ზეთისხილის ხე წამოზარდა მრავალტოტებად. ღმერთები გაოგნდნენ ზღაპრული ქმნილების ხილვისას და მცირე ბჭობის შედეგად გამარჯვება თვალსხივოსან ათენას არგუნეს,რადგან ზეთის ხილი შიმშილსა და წყურვილს ერთდროულად უკუაგდებს.
მე კი...მე განა შემწევდა ძალა,რომ უდრეკი, გონებამახვილი ათენა ვყოფილიყავი? პირდაფჩენილი და დამდაბლებული , უკურნებელი სენით დაინფიცირებული შემექმნა მრისხანე და უძლეველი მეტოქე. სიამაყე და ცრუ რწმენა შემესისხლხორცებინა ერთმანეთისთვის გაურკვეველი გზით ჩემში მოზღვავებული სიმამაცისაგან. მე ხომ არ მჯეროდა ,რომ ამ ომში დანაკლისის გარეშე გავიდოდი ფონს? ამოდენა მდინარის შემდეგ როგორ იქნებოდა ბედნიერი დასასრული?
ტიტესთან საუბრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ტვინს ყველაფრის გადახარშვის საშუალება მიეცა, გული ისე ამიფრიალდა ,თითქოს უზმოზე სამმაგი ესპრესო სულმოუთქმელად მქონოდა დალეული.
იმ წუთებში სიძველისაგან გვარიანად მონჯღრეული გემის კიჩოზე არამყარად ვიდექი,გაშმაგებული ტალღები შორს მოელვარე შუშის ნამსხვრევების ფონზე,ცას რომ ჰკაწრავდნენ დაგეშილი მეძებრებივით, ქვესკნელიდან გამოპარულ ავსულებს წაჰგავდნენ და წამებით სიკვდილს მიქადნენ არანორმალური კმაყოფილებით.
ელვამ მჭახე ხმით გადაჰკრა პრაღის სახურავებს ლერწმის წვრილ-წვრილი წკეპლები. ცამ დაიგრგვინა და დასხო თქეშად წყლის მსხვილი მარცვლები.
მე და ტიტე ზემანების სახლიდან თხუთმეტი წუთის გამოსულები თუ ვიქნებოდით ,"ოლდ თაუნში" მდებარე ადგილობრივი მწვანე ბარის - ბერნარდის კარი რომ შევხსენით. შესვლის წუთიდან რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს წინარე საუკუნის უხილავ პორტალში გავიარეთ მე და ტიტემ. ჩემი ცხოვრების იმწუთერობასავით დაგუდული ატმოსფეროს ნაცვლად , ხმამაღალი ირლანდიული მუსიკა და ლუდით მსუბუქად შეთრობილ-თვალაჟუჟუნებული,ცეკვის ფერხულში შებმული მრავალრეროვანი ხალხი დამიხვდა.
- დღეს ჩვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა. არ აღვნიშნოთ? _ დაძაბულობისაგან რადიკალურად განსხვავებული კუბი შესთავაზა სანიკიძემ ჩემს გონებას.
- ეგ რომელიმე სარეკლამო პლაკატზე ამოიკითხე? _ გავაჯავრე ხასიათზე მოსულმა. ჯერ გაეცინა,მერე გაზაფხულის ამინდივით უმალ შეეცვალა გამომეტყველება.
- რაღაც უნდა გითხრა,_ ის იყო ბარმენის ნაცვლად მომსახურე რელსებზე შემდგარ მატარებელს ორი ბურბონის გამჭვირვალე ჭიქა ააცალა,რომ სახე ისე დაემანჭა თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოყოლილიყო და ახლა ტანზე შემოტმასნული სველი სვიტრი გულს უღონებდა, _ დამპირდი ,რომ ალადინის ჯადოქარივით არ აალდები ბრაზისაგან, _ პასუხს არც დალოდებია ,ისე განაგრძო , - ბარის ბოლოში,მარჯვენა კუთხე,კაცი ლურჯი ჰალსტუხით. გაიხედე ! _ მიმწოლი ტონით ნათქვამმა წამში გამახედა მითითებული ადგილისკენ. კანკალმა ამიტანა.უთქმელად ვიცანი. თუ წარმოგიდგენიათ ავსული ადამიანი? ბოროტებასა და ღვარძლში გამოწრთობილი მანიაკი.სწორედ ასეთი იყო ბობი დევონშირი. მეჩხერი,ოქროსფერი ბუსები მაღალი შუბლის საძირკველში უწარბოს ამსგავსებდა ერთი შეხედვით და ამავდროულად,წვრილი და გრძელი თვალები ისე გამოჰქონდა სააშკარაოზე,როგორც დიასახლისის აივანზე გამოფენილი ფერად-ფერადი თეთრეული. გაჩხიკულ ,ჩავარდნილ ყბებზე მეჩხერადვე შეფენილი ყავისფერი წვერები კიდევ უფრო ამძაფებდა ჩემში ახლად გაღვივებულ ზიზღის გრძნობას.
- ის არის არა?
- დრო აღარ ითმენს, _ თითქოს პატიება მთხოვა ამ სიტყვებით.
- რა საზიზღარი სახე აქვს. ამისთვის თავის მოწონება ვის უნდა მოუნდეს?
- ცირა ! ..
- კარგი , _ ამოოხვრას მივაყოლე რამდენიმე ყლუპი ბურბონი. ვეღარ ვგრძნობდი ვერაფრის გემოს.ალბათ ნამეტანი შიშის ბრალი იყო ყველაფერი, _ გეგმა როგორია?
- ყველაფერი,აფსოლუტურად ყველაფერი ახლა შენზეა დამოკიდებული.
- კი, მაგრამ ჩემი სახე არ ეცოდინება მერის მარჯვენა ხელს?
- ეცოდინება? _ გაცინება სცადა, _ ალბათ ისიც კი იცის ერთ თვალზე რამდენი ღერით მეტი წამწამი გაქვს მეორესთან შედარებით.
- და აბა?
- არეშიძე მუქი ქერა,ხვეულ თმიანი ქალია. მოგიწევს ,რომ ცოტა ხნით გარეგნობა შეიცვალო.
- სხვა რა გზა მაქვს, _ ბედს დამორჩილებული , მახეში გაბმული ჩიტივით შევიკეცე ფრთები.
- დრო სულ 1 დღე გაქვს. დინაზე და დევონშირზე რაც კი რამ ინფორმაცია მოგვეპოვება ისე უნდა ისწავლო,თითქოს შენი ცხოვრების ნაწილი იყოს,გესმის? ეს უკვე გითხარი.
- დინას ფოტო ვნახე. ტუჩზე ხალი და ქერა წარბები ? ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ქერა ლამაზმანი ვიქნებოდი , _ გახუმრება ვცადე და ფეხზე წამომდგარმა მანტოს შემოცმით მივახვედრე ჩემი თანმხლები ,რომ აღარ მსურდა ამ აყალმაყალში მეტი ხნით გაჩერება.
- მდინარე ვლატზე გავისეირნოთ? სახლში მისვლა არ მინდა, _ პატარა ბავშვივით შემომჩივლა.
- არ გინდა ეს დღე დამთავრდეს არა?
- შენს გვერდით ჰაერი იმდენად ბევრი და სუფთაა,რომ...
- რომ გეშინია არ დამკარგო, _ მივუხვდი რისი თქმაც უნდოდა.ისე მიყურებდა,გეგონება მისი ყველაზე დიდი ოცნება ხვალინდელი დღის არ დადგომა იყო. თითქოს დღეში 24 საათზე მეტი წამებისა და წუთების მოძნებნას ლამობდა და ყურძნისფერ გუგებში ჩაგროვილი იმედგაცრუების მხურვალე ნაკადებს მუქი მწვანე რკალებითღა იკავებდა , რომ ხასხასა ფოთლებზე დაფენილი წვიმის წვეთებივით ცხადად არ გადაშლილიყვნენ ჩემს თვალწინ მისი თვალები. ლტავის სანაპიროსკენ ფეხით მივდიოდით ჩვენი ფეხსაცმლის ძირებს ამოკრულ მდუმარებასთან ერთად,ცალი თვალით რომ გამომხედა და მითხრა : - შენ არავინ გგავს და ესაა შენი ძალაუფლებაც. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე განსხვავებული სხეულების მქონე ერთნაირ ადამიანებს ვხედავდი გარშემო.აი,შენ კი, შენ არავინ გგავს.
- ასე ნუ მიყურებ გესმის? თორემ ლამისაა საკუთარი ტყავიდან გამოვძვრე. ასე ნუ მიყურებ, _ მას რომ ყოყმანი შევატყვე, სხეული ერთიანად დამეჭიმა. იოლად იგრძნო ჩემი ცვლილება მის ხელე ჩაბღაუჭებული ხელიდან,რომელიც მისივე ქურთულის ფართე ჯიბეში მოგვეთავსებინა გასათბობად.
- მე მახსოვს ჩვენი საუბარი ხიდზე. რისიც გეშინოდა ის რომ დაგმართო, ალბათ სიკვდილის შემდეგაც ათასჯერ მოვკვდები. ვიცი ახლა უნდა გამხნევებდე,მაგრამ პირველად ვიგრძენი რა არის შიში,ალბათ იმიტომ,რომ მანამდე დასაკარგი არავინ მყავდა,ახლა კი ყველაფერი მაქვს, _ ვლატის სანაპიროზე ვიდექით უკვე. მოზოზინე ნაკადები მათივე ზედაპირზე მთელი სიბრჭყვიალით არეკლილ შენობებს უნებუად არხევდნენ,თითქოს რიტმულ ცეკვას აჰყოლოდნენ აბსტრაქტული გამოსახულებები და არაფერი,ქვეყნად არაფერი მეგულებოდა ტიტეს კოცნაზე უფრო მელოდიური. ვიდექით უკუსვლით წასულ ცელსიუს გრადუსში და ასობით მზის ცეცხლში ვიწვოდით ამავედროს. ტიტე ისეთი გამჭოლი მზერით მიყურებდა, თითქოს ლეიკემიის ბოლო სტადიუსაგან დაუძლურებულსა და გამოფიტულს ჩამძინებოდაა,ის კი ამ მზერით ჩემივე პულსის გასინჯვას ლამობდა,რომ გაეგო ვსუნთქავდი თუ არა.ვერაფრით ვხსნიდი რა სჭირდა.
- საერთოდ შენ თუ არა ხარ,მეც არ ვარ,გესმის?
- მე თუ არ ვიქნები, შენ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც უნდა იცოცხლო, _ განიერი ყბები წინ წამოწია სიმტკიცის ნიშნად და ფართოდ გამიღიმია.
- ტიტე..
- ჰმმ, _ მიპასუხა უდარდელად.მის ხელში მოქცეული ჩემი ხელი ისევ თავის ჯიბეში მოათავსა და უთქმელად დაადგა სახლისაკენ მიმავალ გზას. ამ ჟესტით მივხვდი,რომ მისი გული ლავაგადასხმულ პომპეის აღარ ჰგავდა,მაგრამ მაინც ვუთხარი,რასაც ვფიქრობდი.
- იმ რაოდენობის სიყვარული,რომელსაც ახლა ვგრძნობ და შენი ზეგავლენა ჩემზე ,რომელმაც ერთ დღეში ჩამიგროვა ეს გრძნობა მთელს სხეულსა და სულში, თუ კი ოდესმე მომკლავს,როგორი სიკვდილიც არ უნდა იყოს ეს, იცოდე ,რომ ყველაფრად მიღირს. არაფერი მიპასუხა,ისედაც ხვდებოდა ყველაფერს.
იმ ღამით გონების მღრღნელი სურვილი ვეღარ დავიკავე, დაბამბულ საღამურებსა და წინდებში გამოწყობილი ,მარცხენა მკლავის არეალში შევეტუზე ,ზუსტად ისე ახლად განოჩეკილი ყვითელთავა წიწილა რომ შეიჩურთება ხოლმე კრუხის მჭიდროდ დაკეცილ ფრთებში და ოკუპანტივით გამოვაცხადე, დღეიდან იცოდე,რომ მარცხენა მხარეს მე მძინავს მეთქი. ბევრი იცინა,მე კი მის სიცილზე მეცინებოდა გულიანად. იმ ღამეს დიდი ხანი არ მეძინა,ჩემს მდგომარეობას შესაფერის სიტყვებს ვუძებნიდი. ბოლოს რაღაც მომაგონდა.
იმპერატორ მარკუს ავრელიუსს რომის ქუჩებში სეირნობა ძალიან უყვარდა. დამცველ ჯარისკაცებთან ერთად,ყოველთვის თან ახლდა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი ერთი მსახური,რომელსაც შეეძლო იმპერატორისთვის ყველაფერი ეთქვა,რასაც კი ფიქრობდა ნებისმიერ სიტუაციაზე. თავად ავრელიუსიც ხშირად დაეკითხებოდა ხოლმე უბრალო მსახურს აზრს და დიდი ხნით ესაუბრებოდა საჭირბოროტო საქმეებზე. ყოველთვის როდესაც ხალხი იმპერატორს ოვაციებითა და სიყვარულის გამომხატველი შეძახილებით ეგებებოდა,ეს მსახური,იმპერატორის ბრძანების შესაბამისად,ვალდებული იყო მის ყურთან დახრილიყო და ყველასგან გაუგონრად ეთქვა მისთვის: "თქვენ ადამიანი ხართ,თქვენ უბრალო მოკვდავი ხართ,იმპერატორო." ... მეც მჭირდებოდა ვინმე ასეთი ერთგული ჩამძახებელი. ტიტესთან ერთად რომ ვიყავი,მის არსებობას რომ ვგრძნობდი ჩემში და ჩემს გვერდით, თავი დედოფალი მეგონა. ვერავინ დამაჯერებდა ,რომ ქვეყნად ისეთ რამე არსებობდა,რის გაკეთებასა და მიღწევასაც ვერ შევძლებდი. გულიღა მტკიოდა ბედნიერებისაგან. ასეთი ეიფორია კი, განა იქნებოდა სწორი ჩემისთანა სიტუაციაში მყოდი ადამიანისათვის?скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent