შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა(თავი 1)


6-03-2018, 07:27
ავტორი ნათუშკა
ნანახია 697

სულიერი გამოცდა(თავი 1)

დღეს ჩემი დაბადებისდღეა, 18 წლის გავხდი, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ მახარებს. ადრე თუ დასაძინებლად საწოლი მქონდა, ახლა ისიც არ მექნება, სამაგიეროდ თავს დავაღწევ ამ ტყვეობიდან და ვიქნები თავისუფალი აი გამოჩნდა ჩემი თვალცრემლიანი აღმზრდელიც
- ლიზა შვილო
გადამეხვია და გულში ჩამიკრა თავისი თბილი ხელებით.
- ნანა დეიდა, რა გატირებთ, ხშირად მოვალ ხოლმე და გნახავთ.
- ლიზა უნივერსიტეტში ჩაბარება არ გადაიფიქრო იცოდე.
- მეშინია, რომ ვერ შევძლებ
- შეძლებ შვილო, შეძლებ. მე მჯერა შენი ახლა კი წადი, თორემ ვეღარ გაგიშვებ.
კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ნანა დეიდას და ბავშვთა სახლი დავტოვე. ნელა და აუჩქარებლად მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს ან სად მეჩქარებოდა, მე ხომ არავინ არსად არ მელოდა, მე ხომ არ მქონდა სახლი, სადაც დედა დამხვდებოდა და მის გაკეთებულ კერძებს დამახვედრებდა, მე ხომ არ მყავდა მამა, რომელიც ხშირად დამირეკავდა და მეტყოდა, რომ სახლში არ დამეგვიანებიდა. არ მყავდა და ან ძმა, რომ ერთად გვესეირნა და ამავდროულად სულ გვეჩხუბა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიყავი ლიზა ქალდანი. დედას ქეთი ერქვა, მამას კი ალექსანდრე. ერთადერთი მიზანი მქონდა, მინდოდა მათემატიკური დამემთავრებინა და მოსწავლეები მყოლოდა, რადგან მიყვარდა ჩემი ცოდნის გადაცემა სხვისთვის. დედა ბუნდოვნად მახსოვს, 5 წლის ვიყავი ბავშვთა სახლში, რომ დამტოვა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. ნანა დეიდასგან ვიცოდი, რომ დიდხანს მეხუტებოდა და ტირილით მიხდიდა ბოდიშს დანგრეული მომავლისთვის.
დაღლა, რომ ვიგრძენი საკმაოდ შორს ვიყავი ჩემი ძველი სახლიდან. არც ის ვიცოდი სად ვიყავი და არც ის რა მინდოდა აქ. გზამ მომიყვანა აქამდე უბრალო დინებამ, ზუსტად ასე გავატარე ცხოვრება 5 წლიდან 18 წლამდე და ახლაც ასე გაგრძელდებოდა. სკვერში ჩამოვჯექი, ჰორიზონტს გავხედე პატარა ცისფერთვალება ბიჭი წაიქცა, ინსტიქტურად წამოვვარდი, მინდოდა წამოდგომაში დავხმარებოდი მას, თუმცა სანდომიანმა სახის გოგონამ მიმასწრო და პატარა წამოაყენა, შემდეგ გულში ჩაიკრა და ასე ეცადა დაეწყნარებინა ატირებული ბავშვი. გამეღიმა, გამახსენდა, რამდენჯერ წავქცეულვარ ეზოში, რამდენჯერ მინატრია დედის ჩახუტება მის ნაცვლად კი დირექტორის ყვირილი მავიწყებდა ტკივილს. ყვირილი იმის თაობაზე, რომ ბევრს სამედიცინო სპირტს ვახარჯინებდი მათ. ბევრს ჩემს მეგობარს მოაკითხა დედამ. მამამ. მეც დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან და ველოდი ოჯახს, რომელიც არა და არ ჩანდა. ბოლოს დავიღალე, ლოდინმა დამღალა და ფანჯარას მოვშორდი დიდი ხანი ვიჯექი სკვერში, რადგან წასასვლელი არ მქონდა. დავინახე ერთ-ერთი კაფე, რომლის კარზეც გამოკრული იყო, რომ მიმტანს ეძებდნენ. ბედი არაფერში მქონია, ახლა რატომ უნდა გამიმართლოს, თუმცა ჩემი რა მიდიოდა, მაინც შევედი შიგნით.
- გამარჯობა მიმტანის ვაკანსიაზე ვარ.
ვეცადე გამეღიმა დახლთან მდგომი მამაკაცისთვის. თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა უცნობმა და შემდეგ თვითონაც გამიღიმა.
- ყოველდღე ოც ლარს გადაგიხდი, მხოლოდ კვირას დაისვენებ სამიდან თერთმეტამდე იმუშავებ. გაწყობს?
- რათქმაუნდა,
დაუფიქრებლად გავეცი პასუხი წინ მდგომს.
- ძალიან კარგი.
მიპასუხა გაკვირვებულმა
- ხვალიდან დაიწყებ. სამზე აქ იყავი.
- მადლობა დიდი.
სიხარულით დავემშვიდობე კაცს და იქიდან წამოვედი. მალევე დავინახე მეტრო, რომელსაც ავლაბარი ეწერა. ესეიგი ავლაბარში ვარ. რადგან უკვე სამსახური მქონდა ვიფიქრე, რომ სახლსაც ვნახავდი. ერთ-ერთ ეზოში შევედი და ბინის თაობაზე ვიკითხე, ქალმა გამომხედა.
- მე ვაქირავებ ბინას
- ფასი მაინტერესებს
კიდევ ერთხელ ვეცადე გამეღიმა, უკვე დავიღალე ამდენი 18 წლის მანძილზე არ გამიღიმია.
- ერთი ოთახია შვილო 200 ლარად მოგცემ.
- შეიძლება ახლავე შევიდე?
- რათქმაუნდა მხოლოდ ნახევარი უნდა დამიტოვო.
- იცით ქალბატონო ფული არ მაქვს, მუშაობა დღეს დავიწყე. ყოველი თვის ბოლოს მოგცემთ ფულს გპირდებით არ გალოდინებთ.
- დარწმუნებული ხარ?
დაეჭვებულმა გამომხედა ქალმა
- დიახ
- კარგი, ოღონდ ხმაური, სმა და მსგავსი რაღაცეები არ გავიგონო
გამეცინა, სად მყავდა მეგობრები რომ აქ მომეყვანა.
- აქ არავინ მოვა ჩემს მეტი.
- ძალიან კარგი
გასაღები გამომიწოდა და დამტოვა, სახლი პატარა და მყუდრო აღმოჩნდა, ერთი საწოლი იდგა, გვერდზე კარადა და მაგიდაც. ასევე პატარა სამზარეულო და სააბაზანო. მე სრულებითაც მაკმაყოფილებდა მალე ეროვნული გამოცდები დაიწყებოდა და მე ცხორების ახალ საფეხურზე გადავიდოდი. შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, თუმცა არც ფული მქონდა და არც საკვები, ამიტომ ვეცადე დამეძინა და დავიძინე კიდეც მეორე დღის მოლოდინში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nina

sainteresoa male dade imedia ar shewkvet da gaagrdzeleb

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესო ცანს მაგრამ მაინტერესებს ცუდად სრულდება?!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ნათუშკა
ანი ანი
საინტერესო ცანს მაგრამ მაინტერესებს ცუდად სრულდება?!

ჯერ არ დამისრულებია წერა და არ ვიცი როგორ გავაგრძელებ

მაშინ რო მორჩები მერე წავიკითხავ.. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

male dade xolme raaa ♥♥♡♥♥

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

საინტერესო დასაწყისია <3 <3 <3

 


№6  offline წევრი aanastasiaaa

ნათუშკა
ანი ანი
საინტერესო ცანს მაგრამ მაინტერესებს ცუდად სრულდება?!

ჯერ არ დამისრულებია წერა და არ ვიცი როგორ გავაგრძელებ




ანი საყვარელო მას არ ეცოდინება, როგორ მთავრდება, რადგან ეს მოთხრობა ჩემია. მოთხრობას აკმაოდ საინტერესოა ის ბოლომდე დაწერილია ოღონდ ჩემიხელით ჩემს რვეულში და სულ მალე დავიწყებ წერას და ნახავ როგორ მოგეწონება დასასრულიც heart_eyes

სტუმარი თაკო
საინტერესო დასაწყისია <3 <3 <3


ძალიან საინტერესოდაც მთავრდება, ამას მალე მე შემოგთავაზებთ. უკვე ბოლომდე დაწერილი და განსაზღვრულია ყველაფერი.

სტუმარი თაკო
male dade xolme raaa ♥♥♡♥♥


მალე ყოველდღე დავდებ მოთხრობას, რადგან მე ვარ მისი ავტორი. kissing_heart

სტუმარი nina
sainteresoa male dade imedia ar shewkvet da gaagrdzeleb



ის ვერ გააგრძელებს მოთხრობის წერას, რადგან ავტორი მევარ და შესაბამისად აღარ მივცემ უფლებას რომ მიისაკუთროს. ამ მოთხრობას მე შემოგთავაზებთ ბოლომდე სულ მალე და დაგარწმუნებთ რომ ის მე მეკუთვნის.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.