შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 2)


7-03-2018, 17:12
ავტორი ნათუშკა
ნანახია 452

სულიერი გამოცდა (თავი 2)

დილას ადრე ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ბევრი არც არაფერი მქონია, მხოლოდ ერთი შარვალი, ორი ზედა და ერთი ფეხსაცმელი. მაღალ წელიანი ჯინსი ამოვიცვი და ფართო მაიკა გადავიცვი. სარკეში ჩავიხედე, რათა თმა დამევარცხნა. ჩემში ყოველთვის თმა და თვალები მომწონდა. გრძელი შავი ტალღოვანი თმა და ღია თაფლისფერი თვალები მაქვს. გამხდარი ვარ და დაბალი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან :
- ნანა დეიდა, როგორ გამიხარდა რომ დამირეკეთ.
- ლიზა, შვილო დღეს ყოფილა პირველი გამოცდა, იჩქარე უნდა მიასწრო.
სწრაფად გავუთიშე ნანა დეიდას და თითქმის სირბილით გავემართე გაჩერებისკენ. არა აშკარად ჩავიჭრები, მე ხომ არც კი მოვმზადებულვარ. ზუსტ დროზე მივედი საგამოცდო ადგილას, ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ათი წუთი დაწყნარებას მოვუნდი. ერთმა საათმა ხუთი წუთივით განვლო. ყველაფერი დავწერე,თუმცა საკითხავია როგორ. უკვე ორი იყო .გადავწყვიტე სამსახურში წავსულიყავი პირდაპირ
- რა პუნქტუალური ხარ.
გამიცინა ზუსტად იმ კაცმა რომელიც გუშინ ანგელოზად მომევლინა.
- გამოცდიდან აქ წამოვედი პირდაპირ.
მეც გავიღიმე უხერხულად.
- შენი სახელი?
- მე ლიზა და თქვენ ?
- მე ზურა მქვია. აბა წარმატებულ დღეს გისურვებ, ლიკა დაგეხმარება ყველაფერში. როგორც გავიგე ლიკა მენეჯერი ყოფილა ამ კაფეში, მასთან მივედი.
- გამარჯობა
- გამარჯობა, შენ ლიზა ხარ ჰო?
გამიღიმა გულთბილად
- ჰო ,შენ ლიკა?
- დიახ. აი გამომართვი და გამოსაცვლელში ჩაიცვი
- მადლობა
ლიკა ალბათ ცხრამეტ წლამდე იქნებოდა მარწყვისფერი ქერა, მომწვანო თვალებით. გამხდარი და საყვარელი გოგოა. იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.
ლიზა ამოიგდე თავიდან ეს ფიქრები, უპატრონო და ასეთი მეგობარი არავის სჭირდება, მითუმეტეს ასეთ მოვლილ და ლამაზ გოგოს. სამუშაოს ადვილად შევეჩვიე ხალხი საკმაოდ იყო, თუმცა მაინც არ მიჭირდა. ლიკა მამხნევებდა და მეხმარებოდა ყველანაირად. შესვენება ექვსიდან შვიდ საათამდე გვქონდა. ფანჯარასთან ვიდექი და ხალხს ვათვალიერებდი ყოველთვის მიყვარდა ადამიანების შესწავლა. ყავით ხელში მომიახლოვდა ლიკა და ნამცხვარი მომიტანა.
- მიდი ჭამე მთელი დღეა არაფერი გიჭამია
- არა მადლობა არ მშია
- უცნაური ხარ
მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხრა ლიკამ სათქმელი. გამეცინა.
- შეიძლება, არვიცი.
მხრების ჩეჩვით გავეცი პასუხი.
- მომიყევი შენს შესახებ რაიმე.
ვეცადე ბოლომდე გიჟის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა ამიტომ ასე ვეცადე საუბრის წამოწყება
- რა მოგიყვე მამა ბიზნესმენია, ეს კაფეც მისია, მე უსაქმოდ ვიყავი სწავლის შემდეგ და აქ მუშაობა დავიწყე. დედა დიასახლისია. იურიდიულზე ვსწავლობ, მეორე კურსზე გადავედი, შეყვარებულიც მყავს დემეტრე ჰქვია. აუცილებლად გაგაცნობ ხშირად მოდის ხოლმე აქ.
- ძალიან მაგარია
ისე გავერთე ლიკას ცხოვრებით წამით მეც მომინდა მის ადგილზე ყოფნა.
- ზურა მამაშენია ანუ?
- კი ახლა შენ მომიყევი რამე
- მე არაფერი მაქვს მოსაყოლი.
- როგორ არაფერი?
გაიკვირვა ლიკამ
- დედ-მამა არ მყავს, ბავშვთა სახლში გავიზარდე წელს ვაბარებ მათემატიკურზე. არც შეყვარებული მყავს და არც მეგობრები. სულ მარტო ვარ აქ მუშაობა კი,იმიტომ დავიწყე, რომ თავი ვირჩინო. ბავშვთა სახლიდან გუშინ გამომიშვეს.
ლიკას რომ შევხედე ცრემლებს იწმენდდა ჩუმად. თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი ან რა მეგონა ყველაფერი რომ მოვუყევი, თუმცა მეც ადამიანი ვარ და ხშირად მინდება ჩემი გრძნობების სხვებისთვის გადაცემა. გაბრაზებული სწრაფად წამოვდექი, ლიკამ უკან დამაბრუნდა.
- ცუდად გამომივიდა მაპატიე ლიზ.
- უბრალოდ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე აქამდე მარტო მოვედი და ამას ბოლომდე შევძლებ
- მარტო აღარ ხარ!
მტკიცედ წარმოთქვა და გამიღიმა
- ეს არ არის სწორი. მე არ მინდა გეცოდებოდე და ამიტომ იმეგობრო ჩემთან
- ლიზა მე შენთან მეგობრობა მინდა და არა შენი შვილება. დახმარებას არ ვაპირებ დამშვიდდი და სულაც არ მეცოდები. შესაცოდი არაფერი გჭირს პირიქით ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა.
გამაღიმა მისმა ამ საქციელმა. მას შემდეგ გავიდა დღეები ისევ უინტერესო და ერთფეროვანი. გამოცდები დავასრულე პასუხები არ ჩქარობდნენ. ლიკას ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი.
მასთანაც ხშირად დავდიოდი გავიცანი მისი ოჯახი და უფროსი და ანასტასია ძალიან კარგი ადამიანი იყო, თუმცა თავიდან მისი მრცხვენოდა, მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ სულ მალე გამიქრო უხერხულობა და მანაც დასავით მიმიღო. დასვენების დღეებში ხშირად დავდიოდით ერთად სასეირნოდ მე ტასო და ლიკა. მათთან ყოფნა ყველანაირ პრობლემას მავიწყებდა, თუმცა ღამე ისევ ყველაფერი ძველებური ბრუნდებოდა წარსული არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი nina

momwons kargia veli shemdeg tavs

 



№2 სტუმარი სტუმარი keto

cota patara tavebs deb torem ise kargia dzalian <3 warmatebebii,davelodebi shemdeg tavs

 



№3  offline წევრი mia15

მომწონს ველი შემდეგ თავს.

 



№4 სტუმარი ani

სახელი მაინც შეგეცვალა, ასე უნამუსოდ როგორ მომპარე მოთხრობა?

არ არის ეს ამ ადამიანის მოთხრობა ეს არის ჩემი მოთხრობ, გაგრძელება ყველაფერი დაწერილია ვინმეს რამე თუ გაინტერესებთ მომწერეთ. ანი ცალქალამანიძე

ნათია მომისმინე რასაც შენ აკეთებ არის ძალიან ცუდი საქციელი უხეშად რომ ვთქვათ ქურდობა მე ამ გოგოს არა ერთი რომანი მაქვს წაკუთხული მათშორის ესეც ამ რომანის 16 თავი უდევს ამ ბავშვს სხვა საიტზე რომელიც ძალიან კარგად იცი ძალაინ გთცოვ შეწყვიტო რასაც აკეთებ ის მაინც შეგრცხვეს სათურიანად რომ იპარავ მკითხველის დასაცინი გახდები რაც შეხება შენს ქმედებას ადმინისტრაცია უკვე იმფორმირებულია და მალე დავიცავთ მის საავტორო უფლებებს

 



№5  offline წევრი aanastasiaaa

სტუმარი nina
momwons kargia veli shemdeg tavs

დიდი მადლობა, დავდებ აუცილებლად გაგრძელებას ოღონდ მე ნამდვილი ავტორი

 



№6  offline წევრი naniko mindia

Gagzeleba rodis iqneba?
--------------------
lomidze

 



№7 სტუმარი სტუმარი ანი

naniko mindia
Gagzeleba rodis iqneba?

გაგრძელებას ეს გოგონა ვეღარ დაწერს, მე მალე შემოგთავაზებთ

 



№8 სტუმარი Aanastasia

naniko mindia
Anastania martali yofilxar sul wavikitxe sheni istoria imasitze 14tavi rodis dadeb shemdegs
aanastasiaaa
სტუმარი nina
momwons kargia veli shemdeg tavs

დიდი მადლობა, დავდებ აუცილებლად გაგრძელებას ოღონდ მე ნამდვილი ავტორი

Rodis dadeb vnaxe shei istoria zalian kargia veli 15 tavs

აუცილებლად მალე დავდებ. შესაძლოა ამ საიტზეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent