შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! 5თავი


12-03-2018, 19:12
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 172

იცი როგორ მაგიჟებ ?! 5თავი

უკვე ვეღარ მოვითმინე.ვხვდებოდი,რომ მის თვალში სათამაშოს როლს ვასრულებდი,ეს კი სულაც არ მინდა.კაბინეტში დავბრუნდი და ცხვირწინ ავესვეტე.
-არასდროს გაბედო ჩემთან მსგავსი ლაპარაკი-იმდენად მკაცრი ტონით ვუთხარი,ცოტა არ იყოს მეც კი შემეშინდა.სულაც არ დავკვირვებივარ მისი სახის გამომეტყველებას,შევბრუნდი და სახეზე ღიმილაკრულმა დავტოვე მისი კაბინეტი.არავისთვის არაფერი მითქვამს,სალომე წასული იყო,ამიტომ არც შევჩერებულვარ ისე დავტოვე შენობა.გარეთ,რომ გავედი წყნარად დავუყევი სიცხისგან აბუგებულ თბილისის კუჩას,თუმცა კლუბს გამცდარი არ ვიყავი,მანქანის ფარები აინთო.
შემეშინდა,გვიან ღამით ვინ უდა ყოფილიყო?!მაგრამ დავწყნარდი,როცა ჩემი ძმის ხმა გავიგე.
-პრინცესა მოდი,შენ გელოდებოდი.-მეც მაშინვე დავიკავე წინნადგილი და ღვედი შევიკარი.არ ვიცი რატომ მაგრამ,ალექსანდრეს იმ თმადამწვარ ბარბიზე ვკითხე.
-ალექსანდრე იმ თმადამწვარ ბარბის შენც იცნობ?-ჯერ დაფიქრდა,მაგრამ როცა მიხვდა ვისზეც ვსაუბრობდი სიცილი აუტყდა.
-ნუკაზე ამბობ?კი რაარი?
-არა არაფერი.
-პრინცესა ხო არ ეჭვიანობ?-ამ კითხვაზე მე ამიტყდა ხმამაღალი სიცილი.
-კარგი რა,რატომ უნდა ვიეჭვიანო?ამისთვის რა მიზეზი მაქვს,აი უბრალოდ მითხარი.
-რავი,ისე თქვი…
-ეგრე იმიტომ ვთქვი,რომ მაგ თქვენ ნუკას თუ ვინცაა მანერები აქვს სასწავლი.ხო კიდე დაწყებითებშია დასაბრუნებელი.-ნერვები მომეშალა ის თავშიავარდნილი *ოზი,რომ გამახსენდა.
-რამე გითხრა?პრინცესა გეფიცები არ ვაცოცხლებ.
-არა არაფრი.
-აუ ეგეთი სახჯთ ნუ ზიხარ რა.
-როგორი სახით?
-დაგრუზული-პატარა ბავშვივით თქვა,ამაზე გამეცინა.ძალიან საყვარელი იყო ამ მომენტში,არ ვიცი როგორ აგიღწეროთ.თითქოს ისე ამბობდა,აი პატარა ბავშვი,რომ რაღაცას მთელი გულით გთხოვს.
-აი ეგერე რა,იცი როგორ გიხდება ღიმილი.
-ძამიკოს ვგავარ-მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი.
უცებ გზიდან გადაუხვია და მანქანა გადააყენა.ვერ გავიგე რას შვებოდა,წამიერად გაჩნდა ჩემ მხარეს,კარები გამიღო და მანიშნა,რომ ჩავსულიყავი.წინ ავესვეტე და ვაკვირდებოდი.უცებ მოვიდა და ორივე ხელი მაგრად შემომხვია.
-ახლა,რომ არ ჩაგხუტებოდი მოვკვდებოდი-აი რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ,ამ ერთ დღესში ალექსანდრეს საშინლად შევეჩვიე.ის ხომ ჩემთვის საერთოდ უცხო იყო?უცხო იმ მხრივ,რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი მასზე.აი როცა გავიგე თუ ვინ იყო,თითქოს რაღაც შეიცვალა! უცნაურია არა?მაგრამ ეს ასეა!
ფიქრებიდან ალექსანდრემ გამომიყვანა,ისევ მეხუტებოდა
-იცი შენც ისეთი სურნელი გაქვს როგორიც დედას ქონდა-ჩამწყდარი ხმით მეუბნება.მე?მე ისევ გამეხსნა ძველი ჭრილობები.მიუხედავათ იმისა,რომ ისინი არც იყვნენ მოშუშებულები.რამოდენიმე დღე უბრალოდ კარგად ვიყავი.არ ვამბობ იმას,რომ ისინი დამავიწყდა,უბრალოდ ის სიზმრები აღარ იყო,და არც საშინელი ცრემლის ღვრა.ახლა კი,ისევ იგივე იწყება.
ალბათ ადვილად მიხვდით,რომ ისევ ავტირდი.
-პრინცესა გთხოვ რა არ იტირო.მეც ძალიან მენატრება ორივე,უბრალოდ მათი ხათრით,არ შეიმჩნიო ეს ტკივილი და შენ ლამაზ თავლზე ცრემლი არ დამანახო.შენც კარგათ იცი,რომ არც ერთს ესიამოვნება ეს.მითუმეტეს მაშინ,როცა ერთმანეთი ვიპოვეთ.
ეტყობოდა,რომ თვითონაც არ იყო კარგათ,მაგრამ ცდილობდა.ვხვდები,რომ ის მართალია,მაგრამ ეს ძნელია,მართლა ძალიან ძნელია.
სახლში მალევე მივედით,მოვწესრიგდი და აივანზე გავედი.საქანელა სკამში მოვთავსდი და ვარსკვლავებს მივაშტერდი.განათებულ თბილისის ქუჩებს ვარსკვლავები უფრო მეტ სიკაშკაშეს მატებდა.უცებ ჩემ გვერდით ალექსი გაჩნდა,ლპედი გადამაფარა და გვერდით კომფორტულად მომიჯდა.მაშინვე გამახსენდა სალომე და ალექსს მასზე ვკითხე.
-ალექსანდრე სალომეს იცნობ?
-კი რაარი?
-არაფერი ისე გკითხე-სალოს სახელი როგორც კი ვახსენე შეიცვალა,თითქოს ანერვიულდა მაგრამ ამას არ იმჩნევდა.მე კი გადავწყვიტე ყველაფერი გამეგო ამიტომ თამაში განვაგრძე.-ვიღაც ბიჭი მოსწონს,მგონი იმ ბიჭსაც მოსწონს.იცი როგორი ბედნიერია.-ეს სისულელე ისე წამოვაყრანტალე შედეგზე არც კი დავფიქრებულვარ.დავინახე როგორ დაიძაბა და ხელებზე მკვეთრად დაეტყო ძარღვები.
-ალექსანდრე კარგათ ხარ?
-კი რაარი.-მეც ხელებზე მივანიშნე,ამაზე კი დაიბნა.-მიგწონს არა?
-რა?
-სალომე მოგწონს?
-საიდან მოიტანე ანა?რა სისულელეებს როშავ?
-ვერ გამასულელებ ალექსანდრე.
-არ მომ…ჯანდაბას,ხო მომწონს თან დიდი ხანია.
-მერე,როგორ იქცევი?იმის ნაცვლად,რომ აგრძნობიო შენ ყოველ დღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად მის თვალწინ ერთობი.
-კი მაგრამ მას ხომ არ მოვწონვარ?
-მასე თუ გააგრძელებ ნამდვილად არ მოეწონები.-მტი არაფერი მითქვამს,ოთახში შევედი და დავიძინე.მართალია კარგათ არ მძინებია მაგრამ ამას არანაირი აზრი აქვს.მეორე დღეს სამსახურში გასვლამდე სალომესთანნერთად გავლა გადავწყვიტე,ამიტომ მოვემზადე და სალომესაც დავურეკე.რადგან კარგი ამინდი იყო არც მას დაეზარა გასეირნება და დამთანხმდა.ალექსანდრე სახლში არ იყო,შემდეგ ვნახე მაგიდაზე წერილი იდო.
“პრინცესა,სამსახურში სასწრაფო საქმე გამომიჩდა ამიტომ წასვლა მომიწია.არ ინერვიულო გვიანობამდე თუ არ დავბრუნდი.მიყვარხარ“-წერილი ნაგავში მოვისროლე,შემდეგ ტელეფონი ავიღე და გზას გარეთ გავედი.გასაღები იქვე ქოთნის ქვეშ დავმალე და გზას განვაგრძე.სალომეს კორპუსთან მალე მივედი,რამდენიმე წუთი ეზოში ველოდებოდი.დროის შემოწმება გადავწყვიტე,ჩემმა მოუქნელობამ კი იმდენი ქნა,რომ უტელეფონოდ დავრჩი.ზუსტად ამ დროს მოვიდა სალომეც.გატეხილი ტელეფონი ავიღე და ნაგვის ურნაში მოვისროლე.
-რა გადააგდე?
-ტელეფონი გამიტყდა.
-კაი?ძვირფასი იყო?
-არა რა ძვირფასი,არაფერია მალე ხელფას ავიღებთ და ახალს ვიყიდი.
-კარგი,სად მივდივართ?
-არვიცი,თბილისს ჩემზე უკეთ შენ იცნობ.
-მოდი ვისეირნოთ,გზაში კი რამეს გამოვქექავთ.
-კარგი,წავედით.-ნელა ვსეირნობდით და თან ვსაუბრობდით.ჩვენი სიცილი ყველას ესმოდა და მათი მზერაც ჩვენკენ იყო მომართული.ალბათ იმიტომ,რომ ქუჩაში ჩვენ გარდა ხმამაღლა არავინ იცინოდა.ბევრი სიარულის შემდეგ დავიღალეთ,ამიტომაც ჯერ მაღაზიაში შევედით.წყალი და შოკოლადები ვიყიდეთ,შემდეგ კი პარკში დავჯექით.
უკვე 4 საათი იყო,ჩვენ კი ისევ პარკში ვზივართ,მცხუნვარე მზის ქვეშ.უცებ სალომეს ტელეფონი ამღერდა,უცხო ნომერი იყო.
-გისმეთ.
-გამარჯობა თოჯინა,ალექსანდრე ვარ.ანა შენთანაა?-სალომე დაიბნა,ენა ჩაუვარდა და გაქვავდა.ეს ყველაფერი იმიტომ მესმოდა,რომ ტელეფონი სპიკერზე ქომდა.ვიცი გიკვირთ რატომ ჩართო სპიკერზე როცა უცხო ნომერი ურეკავს,მაგრამ ამას ვერც მე გეტყვით.
-აქ ვარ ალექსანდრე-სალომე უცებ გამოვაძვრინე უხერხული სიტუაციიდან
-რატომ გაქ ს ტელეფონი გამორთული?
-გამიტყდა და გადავაგდე.
-კარგი,სად ხართ მითხარი და მოგაკითხავთ.-მეც მალე ვუთხარი ჩვენი ადგილსამყოფელი და მას ველოდით.15 წუთში ჯსიც გამოჩდა.სალომე რა თქმა უნდა წინ დავაჯინე,მე კი იუკან მოვკალათდი.ალექსანდრეს ვთხოვე,რო სახლში ჯერ მე მივეყვანე რადგან საჩქარო საქმე მქონდა და სეც მოიქცა.გვრიტები მარტო დავტოვე,მაგრამ სალომეს ყველაფერს მოვაყოლებდი.
სახლში როცა მივედი შხაპი მივიღე და განვიტვირთე.მალე ალექსანდრეც მოვიდა,მეც მოვემზადე და ერთად წავედით კლუბში.მე მაშინვე ჩემი ფორმა მოვირგე.სალომეც მალე მოვიდა.თვალები უცინმციმებდა და საშინლად ბედნიერი დაფარფატებდა,მისი ბედნიერება მეც გადმომედო.მაგრამ რად გინდა?დემიანეს დანახვამ მაშინვე ჩამაშხამა ყველაფერი.
მაგიდასთან მივედი და შეკვეთები ჩავიწერე.ალექსანდრეს დანახვამ გამახარა,ყველაზე მეტად კი იმან,რომ მასთან ერთად არ იყო ვიღაც ქერა და უტვინო,მაგრამ ამჯერად ყველა მარტო იყო.
-ანუკი როგორ ხარ?-დიმამ გამიცინა და მისი ღიმილი მეც გადამდო.
-კარგათ დიმა შენ?
-რავი აბა,ამათ ხელში როგორ უნდა ვიყო.
-შენ ამბობ ბიჭო მაგას,ღმერთს მადლობა მიქელ გაბრილემა იცის,რომ ახალგაზრდა ვარ თორე აქამდე მასთან ერთად ვიქნებოდი.- გუკა გაკრეჭილი საუბრობდა.
-აუ რა გეშველებათ,გაუშვით ეს გოგი საქმე აქვს.თან გვერდით ალექსანდრე გიზით-დემიანმა მისი ჭკუით დააწყნარა ბიჭები,მე კი შეკვეთით ბართან მივედი.ბოლოს ისევ მათ მივუტანე შეკვეთა და უკან დავბრუნდი,სალომე ისევ მუშაობდა ამიტომაც მარტო ვიჯექი და ყველაფერს ვაკვირდებოდი.როგოც იქნა სალომეც გამოჩდა და ისეთ ადგილას გავედით სადაც არავინ შეგვაწუხებდა და არც ხმაური ისმოდა იმდენად.
-აუ თვალხატულა იცი როგორი ანერვიულებული და აჟიტირებული ვარ?
-მოყევი გოგო.
-ჯერ სახეზე წყალს შევისხამ,რომ გამოვფხიზლდე და დარაფერი დამავიწყდეს.
-კარგი მიდი,გელოდები იცოდე.-სალომე როორც კი გაქრა ჩემ წინ დემიანი აისვეტა.
ჩემ წინ დადგა და თვალებში ჩამაჩერდა.
-რა გინდა?
-თ სად წავიდა?
-რა გინდათ?
-რატომ მაიგნორებ?
-გაიგნორებ?გინდა მიკროფონში განვაცხადო მოგესალმებით ბატონო დამიანე როგორ ბრძანდებით მეთქი?
-არა ეგ არ მინდა მაგრამ არც უბრალო გამარჯობა იქნებოდა ურიგო.
-როცა საჭირო იქნება გეტყვით,ახლა უკე გვიანია.-თავი გავითავისუფლე და ჩემი ადგილი დავიკავე.აქიდან წასვლას არ ვაპირებდი,ვალდებული არ ვარ მას გავექცე,თან სალომეს ველოდები.როცა მიხვდა,რომ ყურადღებას აღარ მივაქცევდი თვითონ წავიდა,რამდენიმე წუთში კი სალომეც გამოჩდა.
-აბა რა მოხდა?
-არ ვიცი რატომ მაგრამ დაკითხვა მომიწყო.ყველაფერი მკითხა რა მიყვარს,არმიყვარს.რატომღაც შეყვარებულზეც მკითხა.
-რაა?შენ რა უთხარი?
-არ მყავს და არც არავინ მომწონს მეთქი.
-ღმერთო,რატომ მოატყუე.
-ანა,რომ ეკითხა ვინ მოგწონსო რა მეთქვა მერე.
-ჰო კარგი,შემდეგ?
-არაფერი რა,თვითონ მისვამდა შეკითხვენს მე კი ვპასუხობდი.
-რატომ დაინტერესდა ასე ძალიან?
-არ ვიცი,საშინლად ვნერვიულობ.
-კარგი გოგო რა გაქვს სანერვიულო?
-რომ მეკაიფებოდეს?
-ჩემი სულელი,კარგი გვეყო ჭორაობა თორე ისინი უჩვენოდ ვერაფერს გახდებიან.
-კარგი ხო წამოდი.
მაშინვე ჩვენ-ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით.რადგან ბიჭები წავიდნე მე სალომეს ვეხმარებოდი რათა ყველაფერი მალე დაგვემთავრებია და ასეც მოხდა.მალე დაიშალა ხალხი,ჩვენც გამოვიცვალეთ და ერთად დავტოვეთ შენობა.მაგრამ მალე ჩვენი გზები გაიყო,ის ტაქსში ჩაჯდა მე კი ფეხით გავუყევი ბინისკენ მიმავალ გზას.არც ტელეფონი მქონდა ტაქსი,რომ გამომეძახა.თუმცა ამას უკვე არანაირი აზრი ქონდა რადგან სადარბაზოს მალე მივადექი.
სახლში როცა შევედი ყველა იქ დამხვდა,მე მათტან არც მივსულვარ.თუ გინდათ უზრდელობაში ჩამითვალეთ მაგრამ ახლა საშინლად დაღლილი ვარ და უნდა დავწვე.ოთახში როგორც კი შევედი პიჟამას ხელი დავავლე და გამოვიცვალე,შემდეგ კი კომფორტულად მოვთავსდი საწოლზე.ასე დიდი ხანი ვიყავი მაგრამ არ დამძინებია,უბრალოდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი.რატომღაც მომინდა,რომ სოციალური ქსელი შემდექმნა,ამიტომაც ალექსანდრეს ოთახში გავედი და ლეპტოპი ავიღე.ყველაფერი ადვილად გავაკეთე,რადგან აქამდე მეგობრისთვის შემიქმნია სოციალური ქსელი.პლიუსი კიდევ ისაა,რომ ინგლისური ვიცი და ყველაფერი ადვილად გავაკეთე.სოციალური ქსელის შექმნის შემდეგ ლეპტოპი ისევ თავის ადგილას დავაბრუნე და მე ისევ ჭერს მივაშტერდი,უცებ კარები გაიღო და ჩემი ძმა შემოვიდა.
-არ გძინავს?
-არა,რა ხდება?
ის ჩემთან მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა,მეც წამოვჯექი და მის მომღიმარ სახეს ვუყურებდი.
-რატომ მითხარი,რომ სალომეს საქმრო ყავს?
-იმიტომ,რომ შენი გრძნობები მაინტერესებდა სალოს მიმართ,მე კი რაც მომაფიქრდა მაშინვე ის გითხარი.
-შენ რაში გაინტერესებს ჩემი გრძნობები სალომეს მიმართ?
-ჩემი ძნა ხარ,მინდა,რომ ბედნიერი იყო.სალომე კარგი გოგოა,ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ ის ჩემი მეგობარია,ამას შენთვის ვამბობ.
-კარგი დაიძინე.-შუბლზე მკოცნის და მიდის.ღმერთო ანა რა გეშველება რა,კინაღამ სალომეს საიდუმლო გაამხილე.ამიტომ უნდა დააჭირო ენას კბილი,მგრამ შენ ეს ყველაფერი არ იცი.ამ ფიქრებში გართულს როგორღაც ჩამეძინა.დილით როცა გავიღვიძე უკვე თერთმეტი საათი იყო,ავდექი და მოვწესრიგდი.ოთახიდან როცა გავედი ალექსანდრე სამზარეულოში იყო და ყავას ამზადებდა,მივედი და მივესალმე შემდეგ კი ჩემთვისაც დავიწყე საუზმის კეთება.როცა ყველაფერს მოვრჩით ავალაგე და მისაღებში გავედით.
-ანუკი,მიდი მოემზადე და საყიდლებზე გავიდეთ.
-რა გვინდა საყიდლებზე?სახლში ხომ ყველაფერი გვაქვს?
-სახლში ყველაფერია,შენ უნდა გიყიდო რაღაცეები.თან დემიანის დაბადების დღეა და საჩუქარს ვუყიდი.
-ანუ დღეს გაორმაგებული ძალებით მიწევს მუშაობა?
-შენ წარმოიდგინე არ იხდის კლუბში.მშობლები რაღაც წვეულებას უწყობენ თავიანთ სახლში და იქ უნდა მივიდეთ.
-აუ იქ არ მინდა მოსამსახურედ ყოფნა.
-რა მოსამსახურე გოგო?წამოდი კაბა უმდა იყიდო.
-რა?რატო?რა მინდა მე იქ?
-ჩემი და ხარ,ასევე მისი თანამშრომელი და ვალდებული ხარ,ისევე როგორც სალომე.
-ღმერთო,კარგი წავიდეთ.-მალე მოვემზადე და გზას გავუდექით.იმდენი რამ ვიყიდეთ,ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავათ ის მაინც ყველაფერს ყიდულობდა რაც ხელში მოხვდებოდა.
ბოლოს მთხოვა,რომ მანქანაში დავლოდებოდი,მეც მორჩილად შევასრულე თხოვნა და 15 წუთი მანქანაში ვიჯექი,თან სიმღერებს ვუსმენდი.ბოლოს როგორც იქნა მოვიდა,ხელში პატარა ყუთი ეჭირა.
-გახსენი.
-რაარი?
-გახსენი ანა-გამიცინა,მეც გამოვართვი და გავხსენი.ტელეფონი მიყიდა,გამიხარდა არ ველოდი მისგან ამას.ლოყებდი დავუკოცნე და მადლობა გადავუხადე,შემდეგ კი სახლის გზას დავადექით.
5 საათისთვის მომზადება დავიწეთ.შხაპი მივიღე,შემდეგ თმები დავისწორე,სადა მაკიაჟი გავიკეთე და ახალი კაბა ჩავიცვი.შავი ტამზე მომდგარი,წვრილ ბრეტელებზე.ფეხზე ამავე ფერის მაღლები ჩავიცვი და კლაჩი ავიღე,რომელშიც მობილური ჩავდე.როცა ორივე მზად ვიყავით სალომეს გავუარეთ,შემდეგ კი დემიანთან მივედით.ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა,ყველა თავისთვის ფუსფუსებდა.მე მაინც ვერ ვხვდებოდი ჩემი იქ ყოფნის მიზეზს,რაა რომ ალეწსანდრეს და ვარ,ან თუნდაც მისი თანამშრომელი?არ ვიცი,ვერაფერი გავიგე,მაგრამ მაინც წავედი.
ყველა თავისთვის საუბრობდა,სულაც არ აინტერესებდათ “იუბილარი“ აქ მხოლოდ გართობისთვის და იმისთვის იყვნენ,რომ ხალს ის შეემჩნიათ და ეთქვათ.“იცით ის ნაროზაულების მდიდრულ წვეულებაზე იყოო“ეს ყველაფერი კი ნერვებს მიშლიდა.როგორც იქნა ვნახეთ ნაცნობი პირებო და მათთან მივედით.
-ვოუ,ალექსანდრე გოგონები არ მოგტაცონ-გუკამ ერთხელ აგვათვალიერა და ისევ წაიმაიმუნა.
-აუ რა ლამაზები ხართ-დიმამ ორივე გადაგვკოცნა.
-მადლობა,იუბილარი სადაა?-სალომემ საუბარი დაიწყო მე კი ჩუმად ვიდექი და ირგვლივ ვიყურებოდი.რაღაცას ვეძებდი მაგრამ ამ დროს არც მე ვიცოდი რას.ბოლოს დემიანიც გამოჩდა,ყველას მადლობა მოუხადა მობრძანებისთვის და ჩვენთან მოვიდა.ყველამ მიულოცა,მათ შორის მეც.ცოტახანი ვისაუბრეთ,ნუ ჩვენ რა ბიჭები საუბრობდნენ.უეცრად ნელმა და ნაზმა მელოდიამ.ყველაფერი მოიცვა,ალექსანდრემ სალომეს ხელი დაავლო და საცეკვაოდ გაიყვანა,მე კი დიმასთან ერთად ვცეკვავდი.ნელა და ვყვებოდით მელოდიას და სხვა სამყაროში ვეშვებოდით როცა დიმას ნაცვლად ჩემს წინ უკვე დემიანი აღმოჩნდა.ცეკვას თავი ვერ დავანებე რადგან ყველას ყურადღება უკვე ჩვენკენ იყო მომართული,სულაც არ მსიამოვნებდა როგორ დაასრიალებდა თავის გრძელ თითებს ჩემს შიშველ ზურგზე.როგორც იქნა მელოდიაც დასრულდა და ჩემ ადგილს დავუბრუნდი.სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არ გავჩერებულვარ,მალე გამოვიძახე ტაქსი და სახლში წავედი.გამოვიცვალე და საწოლში დავწექი.კარგათ არ მძინებია მაგრამ ძალიანნადრე გამეღვიძა.ვერ მოვისვენე ამიტომ მისაღებში გავედი და ტელევიზორი ჩავრთე.საინფორმაციო გადაცემა ჩაირთი,იქ გავრცელებულმა სიახლემ კი შოკში ჩამაგდო.
-ვინ არის გოგონა რომელთან ერთადაც ცნობილი ბიზნესმენის შვილი დემიან ნაროზაული ცეკვავდა?ბიზნესმენის მომავალი რძალი თუ უბრალოდ მორიგი სათამაშო?...скачать dle 11.3





ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიმეთებ გოგო ამას:((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიკეთებ გოგო ამას?? :((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიმეთებ გოგო ამას:((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიკეთებ გოგო ამას?? :((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

კარგი რა ჩემ გოგო რატო ბრაზდები.ის სალოს თვალხატულაა შენ კიდე ჩემი,მარტო ჩემი )))

 




Girl with pretty smile
მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიმეთებ გოგო ამას:((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიკეთებ გოგო ამას?? :((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

კარგი რა ჩემ გოგო რატო ბრაზდები.ის სალოს თვალხატულაა შენ კიდე ჩემი,მარტო ჩემი )))

კარგი გირიგდები!რახან ასე ძალიან,, მევედრები''
არა ხომ იცი ძალიიან რომ მიყვარხარ?
ხოდა ვერ გიბრაზდები!❤❤

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

მწვანეთვალებაგოგო
Girl with pretty smile
მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიმეთებ გოგო ამას:((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

მწვანეთვალებაგოგო
ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი როგორ მიყვარხარ!შენს ამ ისტორიაზეც საერთოდ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მიკეთებ გოგო ამას?? :((( გაგიბრაზდი მე შენ!დაგავიწყდა თვალხატულას მარტო მე რომ უნდა მეძახდე მარტო შენ??!:((

კარგი რა ჩემ გოგო რატო ბრაზდები.ის სალოს თვალხატულაა შენ კიდე ჩემი,მარტო ჩემი )))

კარგი გირიგდები!რახან ასე ძალიან,, მევედრები''
არა ხომ იცი ძალიიან რომ მიყვარხარ?
ხოდა ვერ გიბრაზდები!❤❤

ჩემი თვალხატულაა !! ))) მხოლოდ ჩემი!!

 



№5 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუ რა მაგარიააა მომეწონა ახალ თავს ველოდები წარმატებებიიი

 



№6  offline მოდერი Girl with pretty smile

სტუმარი ანი
აუუუუ რა მაგარიააა მომეწონა ახალ თავს ველოდები წარმატებებიიი

მადლობა ანი )) შევეცდები მალე დავდო ))

 



№7 სტუმარი Qeta

ძალიან ძალიან მაგარია ველი შემდეგ თავს

თუ შეგიძლია წყვილების ფოტო რომ დადო ან იმ კაბის ფოტო ეს ყველაფერი ადამიანს წარმოსახვას უფრო ანვითარებს თუნდაც მწვანეთვალება დებს ბევრ ფოტოებს და ეს უფრო ადვილებს წარმოსახვას თუ როგორი არიან ისინი

 



№8  offline მოდერი Girl with pretty smile

Qeta
ძალიან ძალიან მაგარია ველი შემდეგ თავს

თუ შეგიძლია წყვილების ფოტო რომ დადო ან იმ კაბის ფოტო ეს ყველაფერი ადამიანს წარმოსახვას უფრო ანვითარებს თუნდაც მწვანეთვალება დებს ბევრ ფოტოებს და ეს უფრო ადვილებს წარმოსახვას თუ როგორი არიან ისინი

ქეთა მადლობა და მიხარია,რომ კითხულობ.წყვილების ფოტოებს რაც შეეხება სულ ვდებ უბრალოდ სხვა ფოტოები იტვირთება (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent