შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი განცდა [სრულად]


12-03-2018, 21:54
ავტორი ელპინი
ნანახია 1 039

სულიერი განცდა [სრულად]

-ყველაზე საშინელი გრძნობა მონატრება ყოფილა, სალო.
აცრემლებული თვალებით ვუყურებდი მის ფოტოს, მინდოდა გულში ჩამეკრა, მაგრამ ვერ ვბედავდი. არადა, მონატრებისგან სხეული მეწვოდა მთლიანად. სუნთქვა მიჭირდა. ბურუსით სავსე თვალებით ვიყურებოდი. სული მტკიოდა.
-ცრემლები შეიმშრალე. ვაკოს ასეთი არ მოეწონებოდი, თათია. მერე რა? ყველაფერი იცვლება. მთავარია, შეეგუო. მით უმეტეს ახლა, ორივეს გჭირდებათ.
სალოსთან მივედი, მივეხუტე და აკანკალებულ ხელებს ვერ ვიმორჩილებდი. სული მიყიოდა. მინდოდა და მჭირდებოდა.
-სალო, რა რთული ყოფილა. თავიდან, რომ გამაფრთხილე, არ დაგიჯერე. ახლა მტკივა, ვკვდები, ვნადგურდები, ვიშლები და ვიფანტები. ვეღარაფერს ვგრძნობ. მენატრება იმდენად, რამდენადაც ჩემს დაჩაჩანაკებულ გულს შეუძლია ახლა. იმდენად მენატრება, რომ მოვიდეს, დავივიწყებ ყველაფერს. ოღონდ, მოვიდეს.
ერთი სიტყვაც რომ ეთქვა...
მხოლოდ ერთი...
მზად ვიყავი, მაგრამ მართლა საჭირო იყო ახლა.
მისი მონატრებისგან ცუდად ვიყავი.
-იქნებ, დაურეკო? ან, მიაკითხო.
სალომემ ჩუმად შემაპარა.
მინდოდა.
გონებაც მკარნახობდა.
გულიც, მაგრამ სიამაყე ყველაზე ცუდი რამაა.
სიყვარულში სიამაყემ უკან უნდა დაიხიოს.
მე ვერ შევძელი.
ნაწილობრივ, ჩემი ბრალიც იყო.
ჩემი ხასიათის.
რთული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მიგებდა.
ცდილობდა მაინც.
თუმცა, მობეზრდა ალბათ.
-არა.
-თათი, შენ, უბრალოდ, უნდა ადგე და გაიქცე, გესმის?!
-მესმის, სალო. ქვეცნობიერიც ამას მეუბნება, მაგრამ ხომ არის მომენტები, როცა გინდა გონებას, ან თუნდაც, გულს დაუჯერო. ან, საერთოდ არც ერთს. ვერ გარკვეულხარ რა გინდა, სინამდვილეში. ხოდა, აი, ეგ მომენტი მაქვს ახლა!
-გიღირს?! მე ვფიქრობ-არა. იტანჯები-ვიტყოდი ასე.
-მიღირს!
მტკიცედ ვამბობდი. მზად ვიყავი ამ მონატრებასაც გავენადგურებინე.
-ასე ხომ გრძნობებსაც აუფერულებ?! რომ გტკივა, ეს ორაზროვანია. ერთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გრძნობის დროს-ყველას ტკივა. მეორე კი, იმიტომ, რომ ტკივილი ყოველთვის კარგია.
-არა, სალო. არ ვაუფერულებ, ცოდვაა ადამიანი ტკივილისთვის, მაგრამ მე მიხარია, რომ მტკივა. ასე, ხომ უფრო გამძაფრებულად ვგრძნობ. მისი მონატრებისგან გამოწვეული ტკივილი სულ სხვაგვარია. ოდესღაც, ხომ ეს ტკივილიც გაქრება. თუნდაც, წლები დამჭირდეს. მირჩევნია მენატრებოდეს, მტკიოდეს, ვიდრე ავდგე და წავიდე. აქ, ახლოს იყოს მირჩევნია. არ ვიცი, ახლა სადაა, მაგრამ მის სითბოს მაინც ვგრძნობ.
-არ ვიცი, თათი. მაშინ ერთს გეტყვი, არ დანებდე! გაუძელი. მოვა, ან შენ მიდი. რომელიმემ უნდა სცადოთ. ტკივილისთვის და ტანჯვისთვის ორივე ცოდვა ხართ. არ შეიძლება ასე, თათი. არა!
-არ უნდა მენატრებოდეს ასე. არა. რა ვუყო, ჩემია და ჩემთვისაა. აქამდე, რომ ჩემთან იყო და არც ერთი წამით მტოვებდა, ახლა ამიტომ მენატრება ასე. როდემდე უნდა მტანჯოს. გახსოვს, უხაროდა ხოლმე, რომ ვიტყოდი-შენი მონატრებისგან ცუდად ვხდები-მეთქი.
გამეღიმა. გიჟივით. არადა, რა დამავიწყებდა რომელიმე წუთს და მის ნებისმიერ სიტყვას. ბოლოს წარმოთქმულსაც. მეტკინა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება.
"-თათი, რაღაც ახლა ისე აღარ გვაქვს. რაღაც შეიცვალა. მერე, ამას ჩემი შენდამი გრძნობა კი არ შეუცვლია, ან შენი ჩემდამი, უბრალოდ, გარემოებები შეიცვალა და გაუაზრებლად, თან.
-იცი, მე ვგრძნობ, რომ ახლა და ამ ეტაპზე ცალ-ცალკე უნდა ვიყოთ. მერე შეიძლება რამე შეიცვალოს.
ვხვდებოდი, უჭირდა. მეც. არ იყო ადვილი. ახლა ასე იყო საჭირო. შორს ყოფნა, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებდით, რომ ასე ორივეს გვეტკინებოდა.
-არადა, თათი, დროებითი განშორება ყველაზე საშინელებაა. რას ფიქრობ, გავუძლებთ?
-ამაზე ვერ ვფიქრობ. მხოლოდ იმაზე, რომ უკვე, მტკივა, ვაკო.
-თავს გაუფრთხილდი.
თვალებზე მაკოცა, ამიცრემლდა ჩემდაუნებურად. ხელებიც და ფეხებიც ერთდროულად ამიკანკალდა, ცუდად ვხდებოდი, მაგრამ ისევ მისი ხელებით მიჭერდა.
-ჯერ დამშვიდდი. მერე, ადი სახლში და დაიძინე. ვიცი, მე დაგესიზმრები.
სხეული უკვე მისუსტდებოდა. ძალა მეცლებოდა.
ნერვიულად გამეცინა.
-ასე ნუ აკეთებ, თათი. მეშინია. ხომ იცი, ცუდად რომ ხარ, მეც ცუდად ვხდები.
სახე მოეღუშა.
თვალები დაუსევდიანდა.
ცდილობდა, არ დატყობოდა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი, ვხედავდი.
-გაიღიმე, რა. ჩემს თავს გაფიცებ. მინდა ისეთი დაგინახო, როგორიც შემიყვარდი.
ხელები კისერზე მოვხვიე. ტანით მივეკარი. თავი მის გულს დავადე და გულისცემას ვუსმენდი. ახლაც აჩქარებული ჰქონდა, როგორც მაშინ. პირველად.
-თათი, დამშვიდდი, ხო? ყველაფერი კარგად იქნება.
ჩამეხუტა.
ბოლოჯერ.
მერე, მე გავუშვი და ჩემი ნაწილიც გავაყოლე.
აბნეული ნაბიჯებით ავედი სახლში და მის მერეა, აბნეული დავდივარ."
სული მეხუთებოდა უკვე, ისე მენატრებოდა.
გეფიცებით, ამაზე საშინელი გრძნობა არ არსებობდა.
ისე მინდოდა, ახლა ჩემთან ყოფილიყო, გულში ჩამეკრა, ერთხელ მეთქვა-მომენატრე-მეთქი.
-მიდი, ადექი და ნახე.
სალომ მშვიდად მითხრა.
არ ვიცოდი.
არაფერი არ ვიცოდი, მართლა.
უკვე, ერთი კვირა იყო გასული და ვგრძნობდი, მეტს ვეღარ გავუძლებდი.
არარეალურად მტკიოდა.
მენატრებოდა.
მისი შეხება მინდოდა.
შეგრძნობა.
სურნელი მენატრებოდა მისი.
უნდა წავსულიყავი.
უნდა დამევიწყებინა სიამაყე.
ყველაფერი.
დროებითი განშორებაც.
უნდა გადამედგა ახლა ეს ნაბიჯი.
ხოდა, გადავდგი.
მივედი.
-ჩამეხუტე, რა.
თვალებს ერთმანეთს ვაჭერდი და მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო ახლა. მეგონა, მეჩვენებოდა და ახლა მისი კარის ზღურბლთან არ ვიდექი და მე არ ვამბობდი ამ სიტყვებს.
-მჭირდები.
ვუყურებდი მის სფეროებს და ვერც ვერაფერს ვკითხულობდი, მხოლოდ ერთი რამის გარდა-მასაც ვენატრებოდი. უფრო გავქვავდი და მთელ სხეულში უცნაური გრძნობები მიპყრობდა.
-მომენატრე, ვაკო.
ენის ბორძიკით ვთქვი, ხელები შემოხვიე და ჩავეხუტე. ყველაფერი მიდუღდა ორგანიზმში და ხელებს ვუჭერდი. აღარ მინდოდა ჩემგან გამეშვა.
-თათი, სულიერი განცდა ყოფილა მონატრება.
სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა. თვალს ვერ ვაშორებდი, ისე ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი იყო და ყოველთვის ჩემთვის იყო.


არაფერი არ ვიცი.
მაპატიეთ.
მგონი, რიგზე არაფერი არაა.
ვიბოდიალე ალბათ, ზედმეტად.
მეც ცუდად ვარ.
ერთი ვიცი-მეც მომენატრეთ!скачать dle 11.3




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

მეტკინა, ანა...
კარგი რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
მეტკინა, ანა...
კარგი რა.

მარიამ, შენ ხომ იცი...
:))))

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

mec cudad var

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

“ნუ ცდილობ სიამაყე კარზე,რომ მოგადგება გაუღო კარი და წაშალო მონატრება“!

მუდამ ასეთი ხარ რაც მომწონს ჩემო გოგო.
არის შენში რაღაც რასაც ვერ ავღწერ.აი უბრაკოდ ვერ ვამბობ.
ყოველი ისტორიის კითხვის დროს მეუფლება რაღაც ამოუცნობი გრძნობა,მას კი შენ იწვევ.
იცი როგორ უნდა ჩამწვდე და ჩემში გრძნობები გამოაღვიძო,იცი და მუდამ გეცოდინება.
ჩახუტება? ჩახუტება ხომ სიტყვით აუღწერელია.
მასში ის გრძნობებია ჩაქსოვილი რომელსაც ვერ გადმოსცემ,ვერანარიდა აღწერ.
ზუსტად ამიტომ ყველაზე მაგარი გრძნობაა ჩახუტება,შენ კი იცი ეს არა?
ხოდა,ამ უთქმელ გრძნობებს ჩახუტების სახით აგრძნობიებ და ჩახუტების სახით გამოხატავენ შენი პერსონაჟებიც.
მუდამ.მიჭუყებ გულს.შენც კარგთ იცი როგორი გუკჩვილი ვარ,შენ კი ახერხებ ჩემ თვალზე ცრემლის გაჩენას.
მაგრამ ამ ცრემლს მალე ბედნიერების ღიმილი ანაცვლებ.
ვიბოდიალე ხო?? არაფერია შენ მაინც გამიგებ.
რაც არ უნდა ვთქვა ბოლოს მუდამ გაგიმეორებ.
მიყვარხარ...
(შენი გოგო)

 



№5  offline წევრი Mtirala

ელპინ,
სიამაყე სისულელეა...
ყველაზე დიდი სისულელე!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6  offline წევრი barbarebibileishvilii

არ ვიცი რა გითხრა, როგორც ყოველთვის სიტყვები არ მყოფნის და მაინც რამდენი გრძნობა გაქვს ჩატეული ამ პატარა ისტორიაში, როგორ სიმართლეს გამოხატავს. სიამაყე, საშინელი რამაა, უბრალოდ გგონია, რომ საკუთარ თავს გადააბიჯებ.
არვიცი, როგორ შეძელი ამ პატარა ისტორიაში ამდენი გრძნობის ჩატევა და ასე საოცრად გადმოცემა, ყოველ შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ გაოცებული ვრჩები, როგორ განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც შენეულია. ვიცი ავტორები, რომლის ყველა მოთხრობაც ერთნაირია, წერის მანერით, სტილით, შინაარსით, გრძნონებით, პერსონაჟებით და შენ კი ახერხებ ყოველთვის განსხვავებული იყოს.
გა(საოცარი) ხარ, გა(საოცარი ისტორიებით
...და მაინც სახელიც როგორ ზუსტადაა შერჩეული

 



№7  offline მოდერი ელპინი

Girl with pretty smile
“ნუ ცდილობ სიამაყე კარზე,რომ მოგადგება გაუღო კარი და წაშალო მონატრება“!

მუდამ ასეთი ხარ რაც მომწონს ჩემო გოგო.
არის შენში რაღაც რასაც ვერ ავღწერ.აი უბრაკოდ ვერ ვამბობ.
ყოველი ისტორიის კითხვის დროს მეუფლება რაღაც ამოუცნობი გრძნობა,მას კი შენ იწვევ.
იცი როგორ უნდა ჩამწვდე და ჩემში გრძნობები გამოაღვიძო,იცი და მუდამ გეცოდინება.
ჩახუტება? ჩახუტება ხომ სიტყვით აუღწერელია.
მასში ის გრძნობებია ჩაქსოვილი რომელსაც ვერ გადმოსცემ,ვერანარიდა აღწერ.
ზუსტად ამიტომ ყველაზე მაგარი გრძნობაა ჩახუტება,შენ კი იცი ეს არა?
ხოდა,ამ უთქმელ გრძნობებს ჩახუტების სახით აგრძნობიებ და ჩახუტების სახით გამოხატავენ შენი პერსონაჟებიც.
მუდამ.მიჭუყებ გულს.შენც კარგთ იცი როგორი გუკჩვილი ვარ,შენ კი ახერხებ ჩემ თვალზე ცრემლის გაჩენას.
მაგრამ ამ ცრემლს მალე ბედნიერების ღიმილი ანაცვლებ.
ვიბოდიალე ხო?? არაფერია შენ მაინც გამიგებ.
რაც არ უნდა ვთქვა ბოლოს მუდამ გაგიმეორებ.
მიყვარხარ...
(შენი გოგო)

პირველ რიგში, ბოდიში, რომ გვიან გპასუხობ და მეორეც, ბოდიში იმისთვის, რომ ახლა საკმარის სიტყვებს ვერ გეტყვი და იმ სითბოს ვერ დაგიბრუნებ, რაც მე შენგან მივიღე.
უღრმესი მადლობა ყველა სიტყვისთვის და ჩემთან ასეთი დამოკიდებულებისთვის.
ძალიან კარგი გოგო ხარ, ანუკი.
გაკოცე ძალიან ბევრიიიიიი!❤❤❤

Mtirala
ელპინ,
სიამაყე სისულელეა...
ყველაზე დიდი სისულელე!

გეთანხმები, პატარა!


barbarebibileishvilii
არ ვიცი რა გითხრა, როგორც ყოველთვის სიტყვები არ მყოფნის და მაინც რამდენი გრძნობა გაქვს ჩატეული ამ პატარა ისტორიაში, როგორ სიმართლეს გამოხატავს. სიამაყე, საშინელი რამაა, უბრალოდ გგონია, რომ საკუთარ თავს გადააბიჯებ.
არვიცი, როგორ შეძელი ამ პატარა ისტორიაში ამდენი გრძნობის ჩატევა და ასე საოცრად გადმოცემა, ყოველ შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ გაოცებული ვრჩები, როგორ განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც შენეულია. ვიცი ავტორები, რომლის ყველა მოთხრობაც ერთნაირია, წერის მანერით, სტილით, შინაარსით, გრძნონებით, პერსონაჟებით და შენ კი ახერხებ ყოველთვის განსხვავებული იყოს.
გა(საოცარი) ხარ, გა(საოცარი ისტორიებით
...და მაინც სახელიც როგორ ზუსტადაა შერჩეული

ბარბარე, ჩემო გოგო, უღრმესი მადლობა ამ ძვირფასი სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ ჩემთან ხარ. ბოდიში გუშინდელისთვის, იცი რაზეც გეუბნები. მიხარია, თუ ასე კარგადაა ყველაფერი. ბევრს ნიშნავს ჩემთვის ძალიან.
ჩემი ბრილიანტი ხარ!!
გაკოცე ბეეეეევრი❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent