შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი სისუსტე [სრულად]


13-03-2018, 23:13
ავტორი ელპინი
ნანახია 1 918

წამიერი სისუსტე [სრულად]

ბედნიერება წამია-ო, რომ ამბობენ ხოლმე, ამ წამმა ჩემთვის ზედმეტად დიდხანს გასტანა და ვირწმუნე, რომ ყველაფერი დროებითია. ეს ბედნიერებაც, სიტყვებიც და ზოგადად, აბსოლიტურად ყველაფერი, რაც უკავშირდება გრძნობებს.
-შენ, რომ ისე გყვარებოდი, როგორც მე, ახლა, ამ მდგომარეობაში არც ერთი ვიქნებოდით.
ბინის კარებთან იდგა. თავდახრილი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მის სტილზე, რა თქმა უნდა. პირველად ვხედავდი თავდახრილს. მინახავს სევდიანი თვალებით, ჩაშავებული, ღამისგან განათენები თვალებითაც, მაგრამ თავდახრილი არასდროს. ახლა სინდისმა შეაწუხა. იმ სინდისმა, რომელიც ცოტა ოდენობით მაინც, ჰქონდა სადღაც შენახული.
-შენ, რომ არ გაგეშვი, ახლა, აქ არ ვიდგებოდი. ჩვენს ოთახში ვიქნებოდით, ჩახუტებულები და მე თმებზე მოგეფერებოდი.
იცოდა. მანიპულირებდა. უხაროდა. თამაშობდა კიდეც. მისთვის ბევრს ნიშნავდა, რომ მის მიერ წარმოთქმულ ერთ სიტყვაზეც მე ვითიშებოდი.
-შენ, რომ მე მომნდობოდი და ყოველთვის ჩემი ყოფილიყავი, ახლა აქ კი არა, საკურთხეველთან ვიდგებოდით.
არც ერთი წამით შემოუხედავს ჩემთვის. არადა, მე ვხედავდი ისიც, როგორ სუსტდებოდა თანდათან და მის აწყლიანებულ თვალებსაც ვგრძნობდი.
-შემომიშვი, რა. ამ ერთხელ, გთხოვ.
მუდარიანი ხმით მითხრა. გვერდზე გავიწიე, კარის სახელურს ჩამოვეყრდენი და როგორც კი, მისი სურნელი ვიგრძენი თავბრუ დამეხვა და წონასწორობას ვერ დავიცავდი, კარებს რომ არ დავყრდნობოდი.
-თვალები შეიმშრალე, დათა.
გაეღიმა, სამზარეულოსკენ წავიდა. ყავა და შაქარი გამოიღო. ჩვენი ფინჯნებიც გამოიღო კარადიდან და წყალი დაადგა. გეფიცებით, ყველაზე მაგარ ყავას აკეთებდა. თან, ყავასაც რომ მისი სურნელი ჰქონდა. არომატული, თავბრუდამხვევი, გამაბრუებელი. სუნამოც ვერ შეედრებოდა მის სურნელს.
-ამის დედასაც შე**ცი, ანკა. მაგრად მიყვარხარ, რა. უნდა მაპატიო.
სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები ისე მიკანკალებდა, ვერ ვაჩერებდი. თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა.
-არ იტირო, გთხოვ.
თავს ვერ ვიკავებდი, ხელებით მუხლებს დავეყრდენი და მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი. ჩემი სუსტი ხელები მისი მხრებისთვის შემომეხვია, გულში ჩამეკრა, მაგრამ ასე ადვილად ვერ!
-ანკა, არ იტირო-მეთქი.
არასდროს უყვარდა ჩემი ცრემლები. არა, მარტო ჩემი კი არა. ზოგადად, ვერ იტანდა, როცა ვინმე ტიროდა და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. მერე, მის გამო რომ ტიროდა ვინმე, თავს უკანასკნელად ლანძღავდა ხოლმე.
-ხო თავიდანვე გითხარი-უბედურებას მოგიტან-მეთქი.
ჩემკენ მოიწია. თმებზე მაკოცა და სახეზე ხელები შემომაჭდო. ის ხელები, ცოტა ხნის წინ სხვას, რომ ეხებოდა, მაგრამ მაინც ჩემი იყო.
-გაგაფრთხილე-ღალატის გარდა ყველაფერს გაპატიებ-მეთქი.
ძალა მოვიკრიბე. სახე წამოვწიე და მის ჩაშავებულ თვალებს დავაკრივდი.
რამდენიმე წუთი მიყურებდა...
ვუყურებდი...
ვკითხულობდი...
მკითხულობდა...
-ანკა, არასდროს მითხრა-ჩემი საუკეთესო ხარ-ო. ხედავ ამ ხელებს? ხომ ხედავ? მერე, მე არაკაცურად მოვიქეცი. ახლაც აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ შენთან მინდა, ანკა. ვერ გშორდები. ვატყობ, რომ შენზე ჩავიციკლე.
-ურთიერთობებიც იცვლება, დათა. ურთიერთობებიც. თუნდაც, წლები რომ გრძელდება ისეთიც. არადა, ახლა ჩვენს ქორწილში უნდა ვყოფილიყავით. მაგარი ხარ, რა.
მიჭირდა ყველა სიტყვის თქმა. არც ვიცოდი, როგორ შემეძლო ამდენი ლაპარაკი. სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს და აკანკალებულ ხელებს ერთმანეთს ვაჭერდი. თვითონაც არანაკლებ დღეში იყო. ასეც იყო საჭირო. მასაც უნდა სტკენოდა.
-არასდროს მაპატიებ, ხო?
მისი მზერით გამომხედა. აი, რომ ვითიშებოდი და აზროვნების უნარს ვკარგავდი, იმ მზერით.
-რა გაპატიო, დათა. ნუ მაცინებ. ნატა გაპატიო? ნატა მაინც არ ყოფილიყო, დათა. შენ ხვდები ფეხქვეშ ძალა, რომ გამომაცალე და მთლად გადამიარე?
ნერვიული სიცილი დამეწყო. ხელების აქეთ-იქეთ ქნევა დავიწყე და სიმწრისგან კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი.
-დამარტყი!
სხვა პასუხს ველოდი. ახსნას უფრო.
-ერთხელ დამარტყი! დროზე! შენი ხელი ისევ, რომ ვიგრძნო ჩემს სახეზე, თუნდაც ასე მწარედ.
ან მეჩვენებოდა, ან ბრძანებას გავდა. არა, არ გავდა. ბრძანება იყო.
-ანკა, დამარტყი-მეთქი.
ამდენი არ შემეძლო. ვერ გავბედავდი.
-ჩემმა სიტყვამ როდიდან დაკარგა შენთვის ფასი?
მკაცრად მითხრა. მერე ჩემი ხელი დაიჭირა და ნაზად მეამბორა. მისი თბილი ბაგეების შეხებამ უფრო გამაგიჟა. ჩემი ბაგეების, მაგრამ სხვას რომ მიუძღვნა, აი, იმ ბაგეების.
-იმ წუთიდან, შენ რომ ნატასთან წახვედი.
-*ლეზე მ*იდია. დამარტყი, ანკა! კი არ გთხოვ, გიბრძანებ.
გამწარებულმა ისეთი ძალით დავარტყი, თვალებიც დახუჭა. რომ გაიცინა, ვიფიქრე-საბოლოოდ შეიშალა-მეთქი. თითები წითლად ეტყობოდა ლოყაზე. ცრემლები წამოუვიდა ნერვებისგან. მეც ავტირდი.
-ასე, ანკა, ასე. ჩემი მაგარი გოგო ხარ-მეთქი, ხომ გეუბნებოდი.
ყბა აკანკალებული ჰქონდა. სხეულსაც ძლივს იმორჩილებდა. ხელები ჩემკენ წამოიღო და ჰაერში გავაჩერებინე.
-წადი, დათა, წადი. ასე ორივეს გვტკივა. აი, შეიძლება მეპატიებინა კიდეც, მაგრამ ნატა? მანდ დამთავრდა, რა.
-ერთხელ შეგეხები.
თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. რომ შემხებოდა, შეიძლება დავნებებულიყავი კიდეც. ეს ნაკლებად მინდოდა. მის წინ კიდევ ერთხელ სუსტი ვერ გამოვჩნდებოდი.
-ცხოველურ გრძნობად, რომ აქციე ჩვენი სიყვარული ხვდები, დათა? ხვდები მაგდენს? ასე, ერთი ნატას ჩაგორებით, რომ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯე, ხვდები? თუ არც?
-ვხვდები, ეს დედამო**ნული, მაგრამ მარტო ერთხელ შეგეხები, ანკა და მერე, წავალ, რა. გთხოვ. ჩვენს სიყვარულს გაფიცებ.
-თუ ოდესმე ვინმე მყვარებია, შენზე მეტად არავინ.
ფეხზე წამოვდექი, მაგიდას დავეყრდენი. წვერი ჰქონდა დაბალზე. ხელი ნელა ავატარე და მის რეაქციებს დავაკვირდი. ვიცოდი, არ შეიცვლებოდა არაფერი, მაგრამ მაინც მაინტერესებდა ისევ ისე, თუ იყო. თავი ჩამოადო ჩემს ხელის მტევანს, თვალები მინაბა და პირღია სუნთქავდა. აქამდე როგორც იცოდა, ზუსტად ისე.
-ვახ, ანკა. აი, ხომ ხედავ. არ გენატრებოდი ეს სამი დღე?
ისე მკითხა. სასხვათაშორისოდ. მენატრებოდა კი არა, დღეს რომ დავინახე, ერთი წამი ვიფიქრე-ჩემი დათა-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, ჩემი აღარ იყო.
-გრძნობები არ იცვლება, დათა. გრძნობები-არანაირად.
-აბა, რა იცვლება, ანკა?
-აი, აქამდე, რომ დაგინახავდი და ვყვიროდი-ჩემი დათაა-მეთქი ყველას გასაგონად, ახლა მხოლოდ გვერდს ჩაგივლი.
უბრალოდ, მის წინ ვიდექი. არც მიყურებდა და არც ვუყურებდი. სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ მივდიოდი. მინდოდა და მჭირდებოდა, მაგრამ არა. არანაირად.
-ცუდად ვარ, შენს სიცოცხლეს გეფიცები.
აკანკალებული ხმით მითხრა. ჩაიდანი უკვე გაფრინდებოდა, იმხელა ხმაზე დუღდა. ვიღას ახსოვდა ყავა.
-ანკა, არც ჩემი გაკეთებული ყავა მოგენატრა?
ღიმილით მითხრა.
-გახსოვს რა გითხარი, ხო?
-კი.
-რომ ვკვდებოდე, შენს გაკეთებულ ყავას, მაინც დავლევ-მეთქი.
-დავლიოთ და წავალ.
ჩვენს ფინჯნებში გაამზადა ყავა, წინ დამიდგა და ჩამოჯდა თვითონაც. სიტყვა არ უთქვამს. მიყურებდა და თან, სვამდა. ყავასაც მისი სურნელი ჰქონდა და ფეხები მეკვეთებოდა. სუნთქვაც მიჭირდა უკვე. ჩუმად, ყველაფრის თქმის გარეშე წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა.
-ბოლოჯერ ვივსებ ფილტვებს შენი სურნელით. მიყვარხარ, ანკა.
მე არ გავნძრეულვარ ადგილიდან. მერე ჩემთან ახლოს ვიგრძენი ფეხის ნაბიჯები. თმის სურნელი შეისუნთქა და ჩუმად, მარტო ჩემთვის გასაგებად ჩამჩურჩულა. წავიდა. თან წაიღო ყველაფერი.
ფეხზე წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და ბოლოჯერ შევათვალიერე. გული შემეკუმშა. როგორი განსხვავებული იყო ჩემი დათა. არა, ჩემი აღარ. მერე, მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ უგონოდ დავენარცხე იატაკზე და დათას ხმა ჩამესმოდა. მელანდებოდა.

***
-ანა, კარგად ხარ?
მისუსტებული სხეულით ვიყავი პალატაში დაწოლილი. თვალებს ძლივს ვახელდი. ნინოს შეშინებული ხმა, რომ გავიგონე, მეც შემეშინდა. მოძრაობაც მიჭირდა და მეგონა, თავზე რაღაც მძიმე მედო.
-კი, ნინო. რა დამემართა?
თვალით წყლის დოქისკენ ვანიშნე და ხრინწიანი ხმით ვთქვი.
-სამი დღეა უგონოდ წევხარ. ექიმმა, სხეული გამოსუსტებული აქვს ნერვიულობიდან და სტრესისგან-ო.
წყალი მომაწოდა, ყელში გადავუშვი ცივი სითხე.
არც მახსოვდა რა მოხდა. მხოლოდ ის, რომ ბოლოს უგონოდ დავეცი იატაკზე და დათას ხმა მესმოდა.
-დათა სადაა?
ვიცოდი და ვგრძნობდი კიდეც, რომ აქ იქნებოდა.
-პალატის კართან ზის გაუნძრევლად. ტირის. წუთითაც არ ამდგარა.
-უთხარი-შემოვიდეს.
ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა ნინომ. მერე სერიოზულად, რომ ვუყურებდი და მზერა არ შემიცვლია, წამოდგა და კარებისკენ წავიდა.
მისი ნახვა ახლა მჭირდებოდა ყველაფრის მიუხედავად. თუნდაც, ნატას. მაგრამ თუნდაც არაფერ შუაშია. ნატა იყო აქ მთავარი მიზეზი. სუსტად მოაბიჯებდა და ჩემი დათა სადღაც გამქრალიყო. სხვა დათა მიმზერდა, მაგრამ თვალები მაინც იგივე ჰქონდა ჩემს დათას.
-არ იტირო. წადი სახლში. გამოიცვალე, ჭამე და თავს მიხედე. ადამიანს არ გავხარ.
უხეშად არ მითქვამს, მაგრამ არც ისე, რომ სახე გაბადროდა. ჩემკენ წამოვიდა სკამზე ჩამოჯდა. გულზე დამადო თავი და ჩემი ხელი დაიჭირა.
-მომენატრე, ანკა. ასე შეიძლება?
-კი, შეიძლება.
-შენ სულ არ მოგენატრე?
-არაადამიანურად.
-იმდენი ხანია, შენი ხმა არ გამიგონია, მგონია, რომ ახლაც მეჩვენები და გავგიჟდი.
-წადი, დათა, რა. თავს მიხედე. მე კარგად ვარ, ხომ ხედავ?
თმებზე მოვეფერე. ერთმანეთს მაინც ვერ ვცილდებოდით, მაგრამ ვერც ვპატიობდი.
-ახლოს ვიქნები, ანკა.
-ასე ნუ მეძახი, გთხოვ. უფრო მტკივა და ვკვდები.
-ჩემი ანკა იქნები ყოველთვის.
-წადი, დათა. არ შეიძლება ასე. აქ არ უნდა იყო.
ფეხზე წამოდგა, ძლივს დგამდა ნაბიჯებს. თვალები ამოღამებული ჰქონდა, ჩაშავებული, ჩაწითლებული. სახეზეც გამოსუსტებული იყო. ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო.
უკვე, მომჯობინებული ვიყავი და სახლშიც გამომწერეს. ჩემს სახლში, ყველგან, ყველაფერს დათას სურნელი ჰქონდა. იმ ბალიშსაც, რამდენჯერ, რომ ტირილით დაუსველებია.
ერთხელ ორი საათი არ მინახავს, საგამოცდო პერიოდი იყო. გიჟივით შემომივარდა სახლში და დროზე მითხარი, რომ გიყვარვარ-ო. გიჟი იყო ჩემი დათა. ვერ გავძელი ორი საათი, რომ არ მომისმენია შენი ნათქვამი მიყვარხარ, დათა-ო. იმ დღეს იმდენი მკოცნა და მეხუტა, მერე სულ ძალით გავაგდე, სამეცადინო მაქვს-მეთქი. იტირა კიდეც, ბავშვივით. აქ დავჯდები, ხელს არ შეგიშლი-ო, ხელით დივანზე მიმანიშნებდა და ძლივს გავაგდე. კონცენტრირებას ვერ მოვახდენდი გამოცდებზე და მაგიტო. არადა, ნეტა დამეტოვებინა და ჩემთან ყოფილიყო. იმდენი მოგონება მქონდა დათასთან. სულ, რომ ამნეზია დამმართნოდა, ეს მოგონებები არასდროს დამავიწყდებოდა.


იმ საღამოს ნინომ დამირეკა-სულ რომ სახლში ზიხარ, წავიდეთ, გავიაროთ ცოტა-ო. მეც მჭირდებოდა ახლა ცოტა ხანს გასეირნება და ნინოსთანაც საუბარი. ჩავიცვი და მარჯანიშვილს დავუყევი ფეხით. ნინოს ვუთხარი-გზაში შეგხვდები-მეთქი. მაჯანიშვილზე "ჩვენი" კაფე გვქონდა მე და დათას. ჩვენ ვუწოდეთ "ჩვენი", თორემ ისე ოფიციალურად სხვისი იყო. აქ ვიყავით ხოლმე უმეტესად თავისუფალ დროს. გამჭვირვალე მინები ჰქონდა და პირველადაც ასე შემამჩნია დათამ. იმ კაფესთან ჩავიარე, უნივერსიტეტიდან გაცხარებული მოვრბოდი.
-გოგონა, შეჩერდი ერთ წუთს.
კაფესთან რომ ჩავიარე, ერთხელ გავხედე და ისიც ვიფიქრე, ასე უცნაურად რატომ მიყურებს-მეთქი. მერე, უკან რომ მივბრუნდი და ის უცნაურმზერიანი შემრჩა, გაოგნებული ვიყურებოდი.
-გისმენთ.
დაბნეულმა ვუპასუხე და ისედაც განერვიულებულს, უფრო გავნერვიულდი და ლამის მთელი კონსპექტები ძირს დამეყარა.
-დამშვიდდი.
სიცილით მითხრა. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ რომ დავაკვირდი, არც ირონიული სიცილი იყო და არც დამცინავი. აი, ასე. მისეული სიცილი.
-გისმენთ.
მეორედ გავუმეორე და მერე დავაკვირდი, რომ შენობით მომმართავდა თვითონ.
-სახელი მაინტერესებს თქვენი.
ჩვეულებრივად მითხრა. არა, კი არ მითხრა, მაჯახა.
-ასე ბანალურად? მეგონა, სხვა რამეს მკითხავდით. წავედი, მეჩქარება. პოზიტიურ დღეს გისურვებთ.
სიცილით ვუთხარი და უკან შემოვბრუნდი.
-დროებით, ანკა.
განცვიფრებულმა მივიხედე უკან და უკვე, აღარც ჩანდა. მერე, ვიფიქრე და თვითონაც მითხრა კარგა ხნის შემდეგ, კონსპექტებზე სახელი და გვარი არ უნდა დააწერო-ო. სიცილით ვიხსენებდით ყოველთვის ამ მომენტს.
ახლაც იმ გამჭვირვალე მინის წინ ვიდექი და მზერა გამიშეშდა. თავიდან ვიფიქრე-მეჩვენება-მეთქი, მაგრამ არა. ცოტა ხანში ნინოც დამიდგა გვერდით და ხელი მკრა-შეხედე, ნატა და დათა-ო. ნამდვილად არ მომჩვენებია. კარები შევაღე და პირდაპირ მისკენ მივაჭერი.
-არ მეგონა, ჩვენს კაფესაც, თუ ხაზს გადაუსვამდი.
საჩქაროდ ვუთხარი და უკან გამოვვარდი. არც პასუხი მაინტერესებდა. ნატასთვის არც შემიხედავს. მის ირონიულ მზერას ვერ გავუძლებდი. ჩემი ძველი მეგობრის, სიცოცხლე და ჩემი ყველაფერი, რომ ვანდე, მაგრამ მანაც მიღალატა. ის კი არა, ერთხელ ტკენასაც არ დაჯერდა და ახლა, დათას "ახევასაც" ცდილობდა. პრინციპში, გამოდიოდა კიდეც.
ნინოს ხელკავი ამოვდე და მარჯანიშვილს დავუყევით. არც ლაპარაკი მინდოდა და არც რამე. ერთადერთი, ნინო მყავდა ახლა ახლოს, თუმცა ბოლომდე ვერ ვუშვებდი. მეშინოდა, რომ ნატასავით მატკენდა და ჩვენს მეგობრობას ფეხებზე დაი*იდებდა.
-მენდე, ანა. ნუ გეშინია.
ზუსტად იცოდა ახლა რა სიტყვებიც მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ ნინო ნატას ერთი პროცენტითაც არ გავდა, მაგრამ ნდობა ხომ იცით რამდენს ნიშნავს და ერთხელ, რომ დაკარგავ ყველაფრისადმი ნდობას, მერე აღდგენა ძნელია.
-ნინო, ნეტა იცოდე, როგორ მენატრება. სულის ტკივილამდე. მინდა, რომ გამისკდეს გული და მოვკვდე. ასე ახლოს რომაა და თან, ნატასთან ერთად ეგ მანადგურებს, ნინო. ვგრძნობ, რომ ვერ გავუძლებ. ყოველდღე თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც, რომ შემხვდეს სადმე, თუნდაც თვეში ერთხელ, მზერას ვერ ავაცილებ. ვერ ავიტან კიდევ ერთხელ, რომ დავინახო ნატასთან ერთად. იმანაც ხაზი, რომ გადაუსვა ჩვენს მეგობრობას ყველანაირად და ჩემს დათას ჩაუგორდა ლოგინში, რას ფიქრობდა? ნინო, ხომ იცოდა ჩემთვის რამდენსაც ნიშნავდა დათა და მაინც, რომ გადამიარა. ჩემს ყველაზე სუსტ წერტილს მიაგნო და სათავისოდ გამოიყენა. შეიძლება ასე? მერე, წეღან რომ ჩვენს კაფეში დავინახე, მინდოდა იქაურობა დამელეწა და მაინც მშვიდად ვუთხარი. შეიძლება ისე შეხვდა იმ კაფეში, გადაეყარა ნატას შემთხვევით, მაგრამ ჩვენს ადგილზე მაინც არ უნდა დაესვა. ჩემი ადგილი მისთვის არ უნდა დაეთმო და ჩემი მზერით მისთვის არ უნდა შეეხედა, ნინო. ჩემი დათა წყალივით მჭირდება! რა ვქნა, რა გავაკეთო, რით ვუშველო თავს?!
ბოლომდე ვერ დავიცალე, მაგრამ მსიამოვნებდა ცრემლები, რომ მომდიოდა. ჩემი დათა ამბობდა ხოლმე-ტირილი კარგია, მაგრამ შენ ვერ გიყურებ-ო. ნეტა ახლა მიყუროს, ისევ ჩემთან იყოს და ტირილისგან დასიებული თვალების დანახვისას მეჩხუბოს.
-წავედით. დღეს მე და შენ განტვირთვა გვჭირდება. ლუკას დავურეკავ, ბარში გავიდეთ.
არ მინდოდა. სახლში ყოფნა მერჩივნა, მაგრამ ბოლოს ნინომ იმდენი ქნა, რომ უკვე ჩაცმული ბარში ვიჯექით ლუკასთან ერთად. ჩემი და დათას მერე, ამათ წყვილს ვაღიარებდი. დათას სულ ვეუბნებოდი-ნინო და ლუკას რომ ვუყურებ, თვალებში ეტყობათ ყველაფერი-მეთქი. მერე, ცხვირზე სიცილით ხელს დამკრავდა და მეტყოდა-შენ შენი თვალები არ გინახავს, მე რომ მიყურებო. სარგებლობდა ჩემი მეამიტობით. აი, ახლაც მათ რომ ვუყურებდი, ისევ ჩემი დათა მახსენდებოდა.
-ანა, გაიღიმე, რა. ნახავ, თუ არ შეიცვალოს თქვენი ახლანდელი მდგომარეობა უკეთესობისკენ.
ლუკამ თბილად მითხრა. თავიდანვე მომწონდა ეს ბიჭი და არც ვცდებოდი. ვიცოდი, ნინოს არასდროს ატკენდა.
-ალბათ.
ღიმილით ვუთხარი და დახლისკენ წავედი. სამი ჭიქა არაყი დავლიე და თავბრუსხვევა ვერ ვიგრძენი. არადა, ვითიშებოდი ხოლმე უკვე, სამ ჭიქაზე.
-შენ მაინც აქ ხარ. მაინც ჩემთან ახლოს. უბრალოდ, სხვანაირად არ შეიძლება.
ყველგან იყო ჩემი დათა. მის ხმას ათას კაცში ვიცნობდი. სურნელი უკვე თავბრუს მახვევდა. მისგან წამოსული სითბო ყველაფერს მიწვავდა.
-ეჰ, ჩემო დათა, რა ვქნათ? განგებას ისიც უნდოდა-შენ, რომ ნატასთან ყოფილიყავი.
კიდევ ავიღე სასმელი და უკვე, ყელი მეწვოდა.
-აღარ შეიძლება ასე, დათა. აღარ.
-დამიბრუნდი, რა. გთხოვ.
-მერე ნატა, დათა?
-შენ თავს გეფიცები, ჩვენს კაფეშიც შემთხვევით შევხვდი და არ მინდოდა შენი ადგილი, რომ დაეკავინა ჩვენს მაგიდასთან. საერთოდ არაფერი მინდოდა ნატასთან, რა. ასე მოხდა. შენ ხომ იცი, შენ გარდა რომ არავინ მინდა, ანკა.
ისე მინდოდა მეპატიებინა. ერთხელ შევხებოდი მის ბაგეებს, ჩავხუტებოდი. რაღაც მაინც მაკავებდა.
-უღმერთოდ მომენატრე, დათა.
გულზე მივეხუტე. ცრემლები წამომივიდა.
-არ იტირო, თორემ წავალ, ანკა.
-კარგი, ხო.
-დროზე მითხარი, რომ გიყვარვარ. იმდენი ხანი გავიდა და ვკვდები.
-მიყვარხარ, ჩემო დათა.
მისი ტუჩები ჩემსაზე, რომ ვიგრძენი ცხადად, ყველაფერი დამავიწყდა. მარტო მას ვგრძნობდი. უღმერთოდ მიყვარდა ჩემი დათა!
-წავედით ჩვენს კაფეში.
ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კი, მაგრამ ახლა, რომ არ იქნება ღია?
-მერე, ჩვენ ეგ გაგვიჭირდება, ანკა?
გამეცინა. ნინოს და ლუკას დავემშვიდობეთ. მასზე მიხუტებული მივდიოდი და ვგრძნობდი, დათა ყოველთვის ჩემი იყო.


ისეა ყველაფერი...
არც მე ვიცი...скачать dle 11.3




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

გცემ შენ.
რა გინდა, მთელ ქალაქში ჩემი სლუკუნი ისმოდეს?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
გცემ შენ.
რა გინდა, მთელ ქალაქში ჩემი სლუკუნი ისმოდეს?

შენ მე უნდა გენახე/მნახო, მარიამ.
ხომ იცი, რა მდგომარეობაშიც ვარ...

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

orsulad var

 



№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

ელპინი
მარიკუნაა♥️
გცემ შენ.
რა გინდა, მთელ ქალაქში ჩემი სლუკუნი ისმოდეს?

შენ მე უნდა გენახე/მნახო, მარიამ.
ხომ იცი, რა მდგომარეობაშიც ვარ...

არ იტირო, რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№5  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ელპინი
მარიკუნაა♥️
გცემ შენ.
რა გინდა, მთელ ქალაქში ჩემი სლუკუნი ისმოდეს?

შენ მე უნდა გენახე/მნახო, მარიამ.
ხომ იცი, რა მდგომარეობაშიც ვარ...

არ იტირო, რა.

ვცდილობ ყველანაირად.

 



№6 სტუმარი სტუმარი shalo

me daviwyveb azla tirils

 



№7  offline მოდერი Girl with pretty smile

შენ ცუდათ ხარ,შენი ცუდათ ყოფნა კი მეც ცუდათ მხდის.
გახსოვს ჩვენ ტირილზე რა აზრის ვიყავით? გთხოვ რა,შენი ცრემლები მეც ბოლოს მიღებს,მიუხედავათ იმისა,რომ არ ვარ ვშენთან ერთად

 



№8  offline მოდერი ელპინი

Girl with pretty smile
შენ ცუდათ ხარ,შენი ცუდათ ყოფნა კი მეც ცუდათ მხდის.
გახსოვს ჩვენ ტირილზე რა აზრის ვიყავით? გთხოვ რა,შენი ცრემლები მეც ბოლოს მიღებს,მიუხედავათ იმისა,რომ არ ვარ ვშენთან ერთად

ისე, რომ იყოს ყველაფერი, როგორც მე და შენ გვინდა ჩვენი დიალოგიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, მაგრამ არა...
მადლობა, რომ ჩემთან ხარ.
ჩემო გოგო❤❤

 



№9  offline წევრი Barbare ❤

სტუმარი shalo
orsulad var

dzalian magaria sayvarelo❤️ gilocav am saswauls. ❤️ gaxde axali sicocxlis matarebelu amaze didi bedniereba xom araferia amqveynad ❤️

 



№10  offline წევრი LaLiDze

ძალიან ემოციური იყო , იმაზე მეტად ემოციური და ტკივილით სავსე რომ კინაღამ მეც ვიტირე.
მომეწონა ძალიან <3333

 



№11  offline მოდერი ელპინი

LaLiDze
ძალიან ემოციური იყო , იმაზე მეტად ემოციური და ტკივილით სავსე რომ კინაღამ მეც ვიტირე.
მომეწონა ძალიან <3333

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, თუ იგრძენი ყველაფერი...
❤❤❤

 



№12  offline წევრი Mtirala

ელპინ,
უზომოდ დაღილი და დაქნცული ვარ, მაგრამ...
მაგრამ შენ გამო შემიძლია!
მომეწონა.
ყველაზე ბანალური სიტყვა.
და იცი რა?!
მე არ ვიცი არაფერი, საერთოდ არაფერი, ალბათ ვერც გავიგებ.
არაუშავს.
რა ვთქვა?
სიამაყე სისულელეა, თავის დაფასებაც, მაგრამ ასე ადვილად პატიება?!
მიყვარხარ, დიდო

პ.ს. მაპატიე მცირე, უაზრო კომენტარისთვის მართლა დამღალეს :)))))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№13  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
შენხო ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღება და მძულსს საშინლად ჭირდები თაკუს ელ
ყველაფერისთვის და შენი ტკივილისთვის მთელი არსებით მეზიზღება

მე მაინც არ და არასდროს, ხომ იცი...

Mtirala
ელპინ,
უზომოდ დაღილი და დაქნცული ვარ, მაგრამ...
მაგრამ შენ გამო შემიძლია!
მომეწონა.
ყველაზე ბანალური სიტყვა.
და იცი რა?!
მე არ ვიცი არაფერი, საერთოდ არაფერი, ალბათ ვერც გავიგებ.
არაუშავს.
რა ვთქვა?
სიამაყე სისულელეა, თავის დაფასებაც, მაგრამ ასე ადვილად პატიება?!
მიყვარხარ, დიდო

პ.ს. მაპატიე მცირე, უაზრო კომენტარისთვის მართლა დამღალეს :)))))))

ჩვენ იმდენი გვაქვს სალაპარაკო...
მომენატრე!

 



№14 სტუმარი ივეე

სასვენი ნიშნები გამოგრჩენიაა
ციტირების დროს "-უნდა გამოიყენო
ამის თქმა მგონი არუნდა გჭირდებოდეს!

 



№15  offline მოდერი ელპინი

ივეე
სასვენი ნიშნები გამოგრჩენიაა
ციტირების დროს "-უნდა გამოიყენო
ამის თქმა მგონი არუნდა გჭირდებოდეს!

გავითვალისწინებ.

 



№16 სტუმარი ივეე

"ჩემმა სიტყვამ როდიდან დაკარგა შენთვის ფასი?"
"ჩემი ანკა იქნები ყოველთვის."
"დროზე მითხარი, რომ გიყვარვარ"
"ამის დედასაც შე**ცი, ანკა. მაგრად მიყვარხარ"
"ვატყობ რომ შენზე ჩავიციკლე"
უკეთესი იქნებოდა

 



№17  offline მოდერი ელპინი

ივეე
"ჩემმა სიტყვამ როდიდან დაკარგა შენთვის ფასი?"
"ჩემი ანკა იქნები ყოველთვის."
"დროზე მითხარი, რომ გიყვარვარ"
"ამის დედასაც შე**ცი, ანკა. მაგრად მიყვარხარ"
"ვატყობ რომ შენზე ჩავიციკლე"
უკეთესი იქნებოდა

გავითვალისწინებ-მეთქი.
აქ, აუცილებელი, რომ ყოფილიყო, დავწერდი.

 



№18 სტუმარი blue girl

თვეზე მეტი იქნება საიტზე არ შემოვსულვარ. შემოვედიდა მაშინვე შენს ისტორიებში დავიწყე ქექვა. ბედნიერება? ტკივილი? პატიება? სიყვარული? ...საუკეთესოდ შეგიძლია ყველაფერი ერთად მოათავსო პატარა ისტორიაში. მათბობს, მატირებს და სიყვარულით მჟღინთავს ის, რასაც შენ აკეთებ.
საუკეთესო ხარ!

 



№19  offline მოდერი ელპინი

blue girl
თვეზე მეტი იქნება საიტზე არ შემოვსულვარ. შემოვედიდა მაშინვე შენს ისტორიებში დავიწყე ქექვა. ბედნიერება? ტკივილი? პატიება? სიყვარული? ...საუკეთესოდ შეგიძლია ყველაფერი ერთად მოათავსო პატარა ისტორიაში. მათბობს, მატირებს და სიყვარულით მჟღინთავს ის, რასაც შენ აკეთებ.
საუკეთესო ხარ!

ლურჯო გოგო, მე მახსოვდი.
რა დამავიწყებს შენს თავს?!
აუ, გუშინ წინ ვათვალიერებდი ძველ კომენტარეს და რომ დავფიქრდი, იმდენი ხანია ჩემთან არ გამოჩენილა ჩემი ლურჯი გოგო-მეთქი.
მომნატრებიხარ, საყვარელოოოო!
აი, უზომოდ გამიხარდა რომ დაბრუნდი და ჩემით დაიწყე კითხვა. გავიბადრე გეფიცები და უაზროდ ვიღიმი რამდენი ხანია. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო გოგო.
გაკოცე ბევრიიიიიი!
❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent