შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (6თავი)


14-03-2018, 15:01
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 202

იცი როგორ მაგიჟებ ?! (6თავი)

ბრაზი საშინლად მახრჩობდა.დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი იცოდა.იცოდა,რომ იქ ჟურნალისტები იყვნენ და არ გამაბრთხილა.მაგრამ მეც სულელი ვარ,არ უნდა მცოდნოდა,რომ.ამ წვეულებაზე ჟურნალისტები იქნებოდნენ,ის ხომ მთელ თბილისში ცნობილი ბიზნესმენის შვილია.მაგრამ მაიც ვერ ვხვდები რატომ.ამოგვიღეს სამიზნეში მე და დემიანი?ის ჩემ გადა კიდევ ათასს ეცეკვა.იქვე ტახტზე დავჯექი და ფიქრებში გადავეშვი როცა ოთახიდან ალექსანდრე გამოვარდა.
-ნახე?-მის სახეზე არაფერი იკითხებოდა,ან მე ვერ ვხედავდი რამეს რადგან საშინლად ვიყავი არეული.არაფერი მითქვამს უბრალოდ თავი დავუქნიე.
-რა უნდა ქნა?-ის ისევ აგრძელებდა შეკითხვების დასმას.
-რა უნდა ვქნა? უკვე გვიანია,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.-ვუფიქრდები და ვაანალიზებ,რომ უკვე ნახევარი საქართველო მიცნობს.შეიძლება ეს გაზვიადებული იყოს მაგრამ დაუკვირდით-ყველა უყურებს ტელევიზორს,ეგ თუ არაფერი სოციალური ქსელი აჭრელებული იქნება ამ ამბით.სოფელშიც კი არ ვიყავი ნაცნობი,იმის მიუხედავათ,რომ თბილისზე 10-ჯერ პატარაა,აქ კი სულ რაღაც ერთ ღამეში თითქმის ყველამ იცის ჩემს შესახებ.
-ყველაფერი კარგათ იქნება,ხალხი მიხვდება,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჭორია.
-იმედია-უცებ ტელეფონმა დარეკა,სალომე მირეკავდა.მეც მაშინვე ვუპასუხე,მიხვდებით ალბათ იმანაც იგივე ამბავი შემატყობინა.
-ვიცი სალო,დილით ტელევიზორში ვნახე.
-facebook-ი აჭრელებულია ამ სიახლით,ყველას აინტერესებს შენი სახელი.ზოგი რას წერს ზოგი კიდე რას.რა უნდა ქნა ანა?
-არ ვიცი სალო,უბრალოდ დინებას მივყვები.ან რისი გაკეთება შემიძლია?
-დღეს დაელაპარაკები?
-კი.
-კარგი შეხვედრამდე,ყვეკაფერი რიგზე იქნება.
-კარგი სალო.-ტელეფონი გვერდზე გადავდე და სამზარეულოში გავედი,ალექსანდრეს საუზმე მოვუმზადე მე კი გამოვიცვალე და ლეპტოპი მოვიმარჯვე.
სალომე მართალი იყო,თიქმის ყველა გვერდზე ერთი დაიმავე ფოტოა.ნერვებ მოშლილმა ლეპტოპი დავხურე და წიგნის კითხვა დავიწყე.შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ “ჯინსების თაობა“ ათასჯერ მაინც მაქვს წაკითხული და ახლაც მას დავავლე ხელი.მიყვარს ეს წიგნი,ჩემი გულჩვილობა კი მაშინვე ჩანს როცა წიგნის კითხვას ვიწყებ.წიგნიც მალე დავამთავრე,იმდენად გავერთე ვერც კი შევამჩნიე როგორ მოვიდა დიმა ჩვენთან.
-გამარჯობა.
-გამარჯობა ანა,როგორ ხარ?
-არამიშავს.
-ნახე არა?
-უკვე ყველამ იცის,მეც ვნახე.
-აქ დემიანმა გამომიშვა,შენთანნსაუბარი უნდოდა.
-კარგი,მოვემზადები და წავალ.-მეც კარადაში შევიხედე,თხელი სარაფანი ჩავიცვი,გუშინ ხომ ალექსანდრემ მაღაზიები შემომატარა.მოკლედ მალე მოვემზადე და გზას გავუყევი.დიმა ალექსანდრესთან დავტოვე,არ მინდოდა მისი შეწუხება.ამიტომ ტაქსი გავაჩერე და დანიშნულების ადგილას მალე მივედი.ის თავის კაბინეტში იყი,კომპიუტერში ჩაყურებდა რაღაცას.
-ჩემი ნახვა გინდოდათ?
-ანა “თ“-ს გარეშე.კი მინდოდა შენი ნახვა,ამ ამბის შესახებ.
-მომისმინე,არ ვიცი ეს როგორ ან რანაირად გააკეთე მაგრამ ყველაფრი გამოასწორე.არ მსიამოვნებს ის ფაქტი,რომ ჩემზე ჭორები დადის.
-და რატომ ფიქრობ,რომ ეს ყველაფერი ჭორია?
-არ არის რო?
-არა.
-შენ რას ეძახი სიმართლეს?იმას,რომ მე შენი მორიგი სათამაშო ვარ?ბოდიში დემიან მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსები.-უკან შევბრუნდი და ის თავის კაბინეტში დავტოვე.ნერვები უარესად მომიშალა,თავში ერთად ათასი აზრი მომდის მაგრამ მხოლოდ ერთი მაწუხებს.იმედია რამე სისულელეს არ ჩაიდენს და ჟურნალისტებს რამე დებილობას არ ეტყვის,მაგრამ ეს,რომ გააკეთოს?საშინლად ავირიე და არც კი ვიცი რა გავაკეთო.რატომ მემართება ყოველთვის ყველაფერი უჩვეულო მე?ხომ შეიძლება მეც ვიცხოვრო წყნარად და მშვიდად?
ამჯერად სახლის გზას ფეხით მივუყვებოდი,უეცრად წინ ახალგაზრდა გოგონა გადამიდგა.
-შენ ხარ დემიან ნაროზაულის საცოლე?-ესღა მაკლდა.
-არა რაღაც გეშლებათ.-ჩუმათ ვუთხარი და გზის გაგრძელება ვცადე მაგრამ ვინ გაცალა,ტელეფონში ჩაყო თავი წამში კი ისევ ჩემთან გაჩდა.
-არა არ მეშლება,მართლა შენ ხარ.
-გოგონა არ ვარ-თქო.-გვერდი ავუარე,მაგრამ მისი ეჭვები მაშინ გამძაფრდა იქვე მანქანა,რომ გაჩერდა და იქედან დემიანი გადმოვიდა.პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა,გოგონას მიესალმა და ჩემკენ მობრუნდა.
-პატარა სად გაიქეცი?-გოგონას თვალები გაუფართოვდა,მაგრამ მე უფრო საშინელი სანახავი ვიყავი?
-ბატონო დემიან რეებს ბოდიალებთ?-რაღაც სისულელე წამოვროშე.
-რა ბატონო ანა?წამოდი გვეჩქარება-ხელი დამავლო და მანქანისკენ წამიყვანა.
-ნორმალური ხარ?გამიშვი ხელი სად მიგყავარ?დემიან.
-ანა გაჩუმდი და მანქანაში ჩაჯექი.
-არსადაც არ ჩავჯდები.
-ანა-მეთქი.
-არა.-უცებ ამიყვანა ხეკში,მანქანის კარები გააღო და იქვე დამსვა,შემდეგ ღვედი შემიკრა და სწრაფად მოუარა მანქნას.ვიფიქრე მოვასწრებ გაქცევას მეთქი მაგრამ შენც არ მომიკვდე.ხმას არ ვიღებდი გზას ვუყურებდი,თურმე ჩემთან მივდიოდით.უტვინო რატომ არ მითხრა ნეტა?როგორც კი გააჩერა მანქანა მაშინვე გადავხტი და სადარბაზოში შევვარდი.მალე ისიც ამომიდგა გვერდით.როგორც იქნა ლიპტის გამოჩდა და შიგნით შევედით.სასურველ სართულს ხელი დავაჭირე და ჩუმათ ველოდი როდის წავიდოდა ზევით.უკვე ნახევარი გავლილი გვქონდა უეცრად,რომ შევქანდით.ეს სულაც არ იყო კარგის ნიშანი,მითუმეტეს მაშინ როცა კლაუსტროფობიით იტანჯები,მიხვდით ხო.ლიპტი გაჩერდა ამას კი ჩემი კივილიც მოყვა.კარებზე მთელი ძალით ვაბრახუნებდი ხელს მაგრამ არავინ ჩანდა,ტეკეფონიც არ იჭერდა კარგათ დემიანი კი იდგა და მიყურებდა.
-რას მიყურებ გააკეთე რამე.
-რა გჭირს?
-მე,კლაუს…ტროფობია მაქვს-ჰაერი აღარ მყოფნიდა და ერთი სიტყვა ძლივს ვთქვი.ისიც უცებ გაჩდა ჩემთან და ხელები მომხვია,შეწინააღმდეგების მუხედავათ მაიც არ მიშვებდა და თავზე მეფერებოდა.ბოლოს ტელეფონი აიღო და ხელი ზემოთ აწია,როგორც ჩანს სიგნალის დაჭერას ცდილობდა.უცებ რაღაც წარმოთქვა,მაგრამ მე ვერაფერი გავიგე,თუმცა მივხვდი,რომ სიგნალი დაიჭირაბდა ვიღაცას ურეკავდა,მალე კი ლიპტიც დაიძრა.კარები როგორც კი გაიღო მოვშორდი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
-კარგათ ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ-შევბრუნდი და სახლის კარები შევაღე.უკვე ყველა იქ იყო,თქვენ წარმოიდგინეთ სალომეც კი.
-რატო დააგვიანეთ?-დიმამ ისეთი სახით შემოგვხედა თითქოს რაიმეს ვუმალავდით.
-ლიპტში გავიჭედეთ.-დემიანი ჩუმათ პასუხობს და თავისუფალ ადგილას ჯდება.
-ყავას დალევთ?-ბიჭებს თვაკს ვავლებ და როცა ყველასგან თანხმობა მივიღე სამზარეულოში გავედი და ყავის მზადებას შევუდექი.მალე სალომეც გაჩდა ჩემ გვერდით,მე კი რა თქმა უნდა ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე.ამის გამო სამაგიეროს გადახდა გადავწყვიტე.მართალია ყავაში მარილის და პილპილის ჩაყრა ძალიან მცირედია,მაგრამ მაინც მოუხდება.ყავა ბრთხილად მიმქონდა რათა არ დაქცეულიყო,ბოლოს ყველას ჩამოვურიგე და იქვე კომფორტულად მოვთავსდი.
დემიანის სახეს ვაკვირდებოდი,გაწითლდა, გალურჯდა და ცისარტყელას დაემსგავსა.ხმას არ იღებდა მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და საპირფარეშოში გავარდა მე კი გამარჯვებას ვზეიმობდი.ესეც ასე ანგარიშია 1:1 ანას საპატივცემულოდ.
-რა დაგემართა ტო?რანაირად გავარდი?-გუკამ მაშინვე დააყარა კითხვები როგორც კი უკან დაბრუნდა.
-არაფერია რატომღაც ცუდათ გავხდი-ეს,რომ თქვა ჩემკენ შემობრუნდა მე კი მხრები ავიჩეჩე იმის ნიშნად თითქოს არაფერი ვიცოდი.
-კაი.ბიჭო დღევანდელ საქმეზე რა უნდა ქნა?-გუკა არ ეშვებოდა ძმაკაცს.
-რომელ საქმეზე?
-შენზე და ანაზე-ვიცოდი,რომ ამაზე იყო საუბარი.რა უნდა ქნას?პრინციპში ეს მეც მაინტერესებს.
-ჟურნალისტებს გავესაუბრები და ვეტყვი,რომ ეს ყვეკაფერი შეცდომაა.
-გვიანის-უცებ წამოიძახა სალომემ და მაგიდის ცენტრში ტელეფონი ჩადო.ეს დღევანდელი ფოტო იყო სადაც მე და ალექსანდრე ხელი-ხელ ჩაკიდებულები მანქანისკენ მივდიოდით.დარწმუნებული ვარ ფოტოები იმ გოგომ გადაგვიღო,მაგრამ ამათ როგორღა გადასცა?საშინლად დავიბენი და ნერვები კიდევ ერთხელ მომეშალა.შემდეგ სათაურს დავაკვირდი.
“ბატონი დემიანე ნაროზაული თავის საცოლე ანასთან ერთად“-არა რა საიდან მოიტანეს,რომ მე ამის საცოლე ვარ?მაინც რაში აწყობთ ეს ტყუილი?ეს უკვე მეტისმეტია და საშინელებაა.სიტუაცია როგორ უნდა გამოვასწორო?არაფერი ვიცი.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-დიმაც საშინელ გაუგებრობაში იყო.
-ეს ფოტი როდინდელია?-ალექსანდრე ისე იყურებოდა თითქოს რაღაცაში საშინელი ბრალი მიგვიძღვის.
-დღევანდელი-დემიანი ჩუმათ ეუბნება.
-დღევანდელი?
-ხო შენთან,რომ მოვდიოდი გზაში დავინახე.არ მომყვებოდა ამიტომ ასე წამოვიყვანე-ეს ყველაფერი ისე განაცხადა თითქოს არაფერიც.
-კარგი ახლა ამის დრო არაა-ბოლოს ისევ ალექსანდრე ჩუმდება და ყველა ვიწყებთ იმაზე ფიქრს თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.მგონი ჯობია მე და დემიანმა ყველაფერი გარკვევით ავხსნათ მაგრამ მეშინია ჩვენი ნათქვამი არასწორად არ გაიგონ და ისევ თავიანთ ჭკუაზე არ შეატრიალონ,ეს სიტუაციას უფრო გაართულებს.ალბათ გიკვირთ ამ ყველაზერზე ასე მძაფრად რატომ ვრეაგირებ.არ მიყვარს როცა ყველას ყურადღება ჩემკენაა მომართული,ეს არასდრის მომწონდა.ახლა კი აქ გადმოსვლისთანავე ყველაფერი შეიცვალა.გუშინდელმა ერთმა ცეკვამ რა გამოიწვია თქვენ თქვენ კარგათაც ხედავთ.არ მინდა ყველას ყურადღების მიქცეცა,არ მსიამოვნებს რადგან საშინელ დისკომფორტს განვიცდი როცა ათობით ადამიანი მიყურებს.ამით თავს განსხვავებულად ვგრძნობ მე კი არაფრით ვარ გამორჩეული,გამორჩეულს მხოლოდ ობლობა მხდის თუმცა დედამიწაზე ჩემ გარდა სხვა ობლებიც დაიარებიან.ალბათ ამ ყველაფერს ვერც აგიხსნით.შეიძლება ბევრს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა მაგრამ მე არ მივეკუთნები ამ კატეგორიას,არ შევდივარ იმ გოგოების კატეგორიაში რომელსაც უყვარს მასზე,რომ საუბრობენ.რატომ უნდა განიხილოს სხვამ ჩემი ცხოვრება?
ფიქრებში გართულმა რეალობაში გუკამ დამაბრუნა.
-მოვიფიქრე.
-ჩქარა თქვი რა მოუფიქრე.-ალექსანდრე მაშინვე გამოერკვა და ძმაკაცს მიაშტერდა.
-მოკლედ,ადგეს ეს ორი და განაცხადონ ჟურნალისტების წინ,რომ ეს ყველაფერი დიდი ჭორია.მათი ერთმანეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის გარდა არაფერი აკავშირებთ.-გუკამ თავისი აზრი როგორც კი წარმოთქვა მეც მაიშინვე დავიწყე საუბარი.
-მაგაზე მეც ვიფიქრე,მაგრამ ყველაფერი არასწორად,რომ გაიგონ?
-ცადეთ მაინც.
-მართალია,მოდი ახლავე წავიდეთ.-დემიანმა სადღაც გადარეკა,შემდეგ კი ყველა ერთად წავედით დანიშნულების ადგილას.იქ იმაზე მეტი მიკროფონიანინდამხვდა ვიდრე ველოდი,ყველას კი ერთი და იმავე კითხვა ქონდა-რა ხდება ჩემსა და დემიანეს შორის.
საუბარი დემიანმა დაიწყო მე კი ჯერ-ჯერობით ჩუმათ ვიდექი.
-მოკლედ რადგან ყველას ერთი და იმავე კითხვა გაქვთ გეტყვით,რომ ჩემ და ანას შორის არაფერი ხდება.ჩვენ უბრალოდნ მეგობრები ვართ.
-კი მაგრამ ბატონო დემიან თუ ეს მხოლოდ ნეგობრობაა დღევანდელ ფოტოს როგორნახსნით?-ერთ-ერთმა გოგონამ კისერი წაიგრძელა და ხმა ძლივს მოგვაწვდინა.
-მგონი 21-ე საუკუნეში გოგოს და ბიჭის მეგობრობა გასაკვირი არაა,ხოლო თუ ჩვენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვიყავით ამაში რა პრობლემაა?ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ ერთად ვართ.
-და გუშინდელ ცეკვაზე რას იტყვით?
-ეს უბრალოდ მეგობრული ცეკვა იყო,მეტი არაფერი.-მე კი ჩუმად ვიდექი,არაფრის თქმა მინდოდა რადგან მეშინოდა რამე სისულელე არ მეთქვა.
-ქალბატონო ანა თქვენ რას გვეტყვით?
-არაფრის დამატევას ვაპირებ,მე და დემიანი მხოლოდ მეგობრები ვართ-გამიჭირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ რატომ მეც არ ვიცი.როგორც ჩანს ეს შეამჩნიეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით გადახედეს.
-კი მაგრამ რატომ გაგიჭირდათ ამის აღიარება.
-მე უბრაკოდ ვნერვიულობ,პირველად ვარ კამერების წინაშე.
-ესეიგი თქვენ მხოოდ მეგობრობა გაკავშირებთ?
-დიახ ეს ასეა.-როგორც იქნა დაიშალნენ და მეც შვებით ამოვისუნთქე.ყვეკას გვიხაროდა ამ ამბის დასრულება,განსაკუთრებით მე.როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ წარმოადგენდა დემიანისთვის პრობლემას.როცა ჩვენც გავუყევით სახლისკენ მიმავალ გზას უცებ დემიანმა ხელზე დამქაჩა და მისკენ მიმაბრუნა.
- რა ხდება?
-და მაიმც,რატომ გაგიჭირდა იმ სიტყვების თქმა?
-მე ვთქვი,რომ ვნერვიულობდი.ახლა კი ხელი გამიშვი.
-მაგარამ აქ სხვა მიზეზია პატარა.
-დემიან ნუ მეძახი პატარას და არანაირი მიზეზია.გამანებე თავი.-ხელო გავაშვების და ისევ წინ წავედი.გული კო საშინლად მიცემდა,ყურებში მისი გაბმული ფეთქვა მესმოდა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Ani

აუ რა კარგიააააა ძააან მომეწონააააა წარმატებები და არ დააგვიანო

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

Ani
აუ რა კარგიააააა ძააან მომეწონააააა წარმატებები და არ დააგვიანო

მადლობა საყვარელო,შევეცდები არ დავაგვიანო ))

 



№3  offline წევრი ლათინო

აი ძალიან ძალიან მაგარია. მემგონი პირველად ვწერ შენს ისტორიაზე კომენტარს მაგრამ რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა. სასიამივნო და თავისუფალი წასაკითხია★★★★ მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვ კარგათ და ბრთხილად არა რა. სხვა ყველაფერი ძალიან მაგარია ♥♥♥♥♥♥

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

ლათინო
აი ძალიან ძალიან მაგარია. მემგონი პირველად ვწერ შენს ისტორიაზე კომენტარს მაგრამ რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა. სასიამივნო და თავისუფალი წასაკითხია★★★★ მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვ კარგათ და ბრთხილად არა რა. სხვა ყველაფერი ძალიან მაგარია ♥♥♥♥♥♥

ვაიმე ახლა გული წამივა.ძალიან დიდი მადლობა,რომ წაიკითხე და დაკომენტარება არ შეგეზარა)) შენ არ იცი როგორ გამახარე და გამაბედნიერე))) შეცდომებს კი გამოვასწორებ))) მადლობა უღრმესი )) <333

 



№5  offline წევრი ნათიიი^_^

დედაა რასისაყვარლეა))) ძააალიააანნ კარგიაა საყვარეელო)) მალეედაადეე დაა წწარმატებებიიი <33

 



№6  offline მოდერი Girl with pretty smile

ნათიიი^_^
დედაა რასისაყვარლეა))) ძააალიააანნ კარგიაა საყვარეელო)) მალეედაადეე დაა წწარმატებებიიი <33

მადლობა ნათიიი)) მიხარია,რომ კითხულობ და მოგწონს. მალე დავდებ აუცილებლად )))

 



№7 სტუმარი Marikuna dzidziguri????

Chemi????dzaan magariaa ????gaagrdzele weraa????????chemi lamazi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent