შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გონება არაფერში მჭირდება) თავი 8


14-03-2018, 20:13
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 892

ამნეზია_(ანუ გონება არაფერში მჭირდება) თავი 8

თავი 8.

საღამოს 7საათი იყო კარზე კაკუნმა რომ გამაღვიძა. სესილი იყო, ვახშამზე მეძახდა. სხვა გზა აღარ იყო დაბლა უნდა ჩავსულიყავი. შავი შარვალი და ნაცრისფერი მაიკა ჩავიჩვი, თმა კოსად შევიკარი და დაბლა ჩავედი. ვაკოს გვერდით დავჯექი და უხმოდ დავიწყე ჭამა. გიო და ნუცა ერთმანეთზე იყვნენ აკრულები და ჭამასაც ვერ ახერხებდნენ ნორმალურად. მათი შემყურე ვბედნიერდებოდი, მაგრამ როცა ნათიას გავხედავდი როგორ იჯდა მაქსიმეს გვერდით და ყველანაირად როგორ ცდილობდა მაქსიმალურად შეხებოდა ნერვები მეგლიჯებოდა.
-გამოიძინე ძილისგუდა?_ოთახში ახლად შემოსული სანდრო ჩემსკენ წამოვიდა, ლოყაზე მაკოცა და ცოლის გვერდით ადგილი დაიკავა.
-კი ძლივს_ძალით გაღიმებულმა მივუგე და ჭამა განვაგრძე
-ქეთა არ გინდა ცხენებზე ვიკატაოთ ხვალ? ადრე მოგწონდა ხოლმე_მაქსიმე მომიტრიალდა და მეტად მაცდური წინადადება შემომთავაზა, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი ის ალქაჯი ჩამეჩარა.
-აუ მაქსიკო მე მინდა რა_უაზრო წრიპინა ხმით დაიწყო ცანცარი. ხმა არ ამომიღია ისე გავბრაზდი, ვაკომ მაგიდისქვეშ ხელი ხელზე მომიჭირა და ძალით გამიღიმა. მთელი ვახშამი ხმა არ ამომიღია, ბოლოს თამაში გადაწყვიტეს, მე ხალოსი არ მქონდა, ჩემს ოთხში ავედი, ძილის წამალი დავლიე და ლოგინში შევწექი.

მეორე დღეს 6ზე გამეღვიძა. ჯერ ყველას ეძინა. თბილად ჩავიცვი რადგან სვანეთში დილაობით ძალიან ციოდა. სამზარეულოში ჩავედი, ცხელი შოკოლადის გაკეთება მინდოდა, ტელეფონში ჩაჩერებული შევედი როცა რაღაც მაგარს ავეკარინსახით. სანამ აზრზე მოვიდოდი და ძირს ავღმოჩნდებოდი ვიღაცამ დამიჭირა. გამოიცანით ვინ იყო? კი მაქსიმე, თანაც წელს ზევით შიშველი. ისეთი ტანი ჰქონდა ცოტაც და მთლიანად შევიშლებოდი, მაგრამ რომ წარმოვიდგინე როგორ ეხებოდა ნათია ამ ტანს, კანს, ნაკვთებს, ტუჩებს და ჩემს საყვარელ დაძარღვულ ყელზე ამობურცულ არტერიებ ლამის ცუდად გავხდი.
აზრზე მისმა ძილისგან უფრო დაბოხებულმა ხმამ გამომაფხიზლა.
-გაიღვიძე ქეთუსა?_ცხვირზე მაკოცა და ხელი ნაზად შემიშვა
-მაქსიმე..._ძლივს ამოვილუღლუღე, მიჭირდა მისი პრესისთვის თვალის მოცილება.
-გინდოდა რამე?
-ცხელი შოკოლადი, დალევ შეენც?_ზურგით დავუდექი და კეთება დავიწყე რომ არ შევემჩნიე, მგონია სახეში როცა მიყურებს აუცილებლად ჩემს გრძნობებს მიხვდება.
-კი დავლევ. ავალ ჩავიცვამ და გავიდეთ მერე ცხენებზე გინდა?
-აუუ კი_წამსვე დამავიწყდა ჩემი დაბნეულიბა ისე მომხიბლა ამ ფრაზამ.
-კაი ჩაიცვი თბილად ოღონდ, და შორტით ნუწამოხვალ, ფეხები გეტკინება, ზემოთ კარადაში სპეციალური შარვალია და ის ჩაიცვი.
-კაიიი.
მადუღარა ჩავრთე, მანამდე უცებ მოვირგე შარვალი და სპორტული ჟაკეტიც მოვიცვი. მაქსიმეც მალე ჩამოვიდა ჩაცმული. შოკოლადი უხმოდ დავლიეთ, მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, თვალებში ვუყურებდით და უხმოდ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ რას არვიცი...შეიძლება მე მეჩვენებოდა, შეიძლება მართლა ასე იყო მაგრამ მის თვალებში ერთდროულად სიყვარულსა და უდიდეს პატივისცემას ვხედავდი, მერე მახსენდებოდა რომ ეს ყველაფერი მეგობრული ურთიერგობის ხარჯზე იყო, მაგრამ მის მზერაში პატარა იმედგაცრუების ნაპერწკალს ვერაფრით ვხსნიდი...თითქოს ცდილობდა რაღაც ეთქვა, უნდოდა ეყვირა, რაღაცის გამო ესაყვედურა, ვაკოში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ვიფიქრებდი მაქსიმეს რამე უთხრა და ახლა ის ჩემი გრძნობების გამო მსაყვედურობსთქო. მაგრამ არა!...

ეზოში ორი ცხენი დამხვდა დაბმული, შავი და თეთრი. ორივეს ხელი ფაფარზე გადავუსვი, ისეთი რბილები იყვნენ მათთან ჩახუტებ მომინდა. მაგრამ გულმა მაინც შავი რაშისკენ გამიწია, მგონი მაქსიმეს მივამსგავსე, მასსავით უძიროდ მუქი თვალები ჰქონდა, ხელი ნაზად დავუსვი და ის სიყვარული ჩავაქსოვე ამ მოქმედებაში რისი გამოვლენის უფლებაც მაქსიმესთან არ მქონდა.
შავ ცხენა უხმოდ დაადგა უნაგირი მაქსიმემ და ცხენზე შემოსკუპტა, მერე მე გამომიწოდა ხელი, მის დაძარღვულ მკლავს ორივე ხელით ძლიერად ჩავეჭიდე, მან კი ჰაერში ისე ამაფრიალა ვითომ ქათამი ვყოფილიყავი და მის წინ ცხენზე დამსვა. ხელებში უნაგირი დამაკავებინა
-ძალიან ფრთხილად დაარტყი ცხენს და ეცადე მხოლოდ ხელით კი არა ტანით აკონტროლო. წელში გასწორდი, საჯდომი კი მის ჯირითს ააყოლე, ამით ცხენს მართავ.
ხელები თეძოებზე შემომაწყო, უნაგირის პატარა ნაწილი თავის დაზღვევის მიზნით თვითონაც დაიკავა და თავი მხარზე დამადო.
მის მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებდი და ვცდილობდი ყელში დატოვებული ცხელი სუნთქვა დამეიგნორებინა, ქარის გამო ამას თითქოსდა ვახერხებდი მაგრამ თეძოებზე ჩაჭიდებული მისი ხელები ბოლოს მიღებდა. ჩემში ჯერ არ განცდილმა ვნებამ იჩინა თავი, მთელი ზურგით მაქსიმეს მკერდს ვეკროდი, მეტის შეგრძნება მსურდა. იმ მომენტში მაქსიმესგან ოდნავი ლტოლვა რომ მეგრძნო დაუფიქრებლად ამ სურვილს ავყვებოდი, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. მეშინოდა....ვიცოდი რომ ეს გრძნობა ბოლოს მომიღებდა, მაგრამ ნარკოტიკივით იყო, რაც უფრო მეტს ვსინჯავდი, მით მეტი მინდებოდა. ზომას ვეღარ ვგრძნობდი, ხოლო როცა დოზას გადავამეტებდი მერე უკვე საშინლად გვიანი იქნებოდა.
-ნუგაგიტკბა, ცოტა ნელა_აზრზე მაქსიმეს ხმამ მომიყვანა, აზარტში შევსულვარ, ცხენი კარგი სიჩქარით მიძუნძულებდა, მაგრამ მაქსიმეს მსგავსად აქაც მეტი მინდოდა.
-მინდა რომ გავაჭენო_ხმამაღლა ვუთხარი რომ ჩემი სიტყვები გაეგონა
-ჯერ ვერ მოახერხებ_მშვიდად გამცა პასუხი, ჩემგან განსხვავებით მას პირი პირდაპირ ჩემს ყურთან ჰქონდა მოდებული.
-მაგრამ ძალიან მინდა!
მაქსიმემ აღვირი წამოსწია, ცხენი გაჩერდა.
-შემობრუნდი
-რაა?_ცოტა დავიბენი
-ფეხები გადააწვე და ჩემსკენ სახით შემობრუნდი.
მაქსიმეს დავემორჩილე და ძლივსძლიობით შევბრუნდი მისკენ. ფეხები თითქმის მის წელზე მქონდა შემოლაგებული, ხელები კი ჩემს მუცელზე ავიკარი უხერხულობის გასაფანტად.
-ჩამეხუტე_იმდენად კატეგორიული იყო ხმა არ ამომიღია, ხელები წელზე მოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე....ჯანდაბა, ეს სურნელი.... ამჯერად მე ვეხებოდი მის მფეთქავ არტერიას ყელთან, ტუჩები მის ყელს მივაწებე. ვერ ვხვდებოდი ეს რატომ მომთხოვა, მაგრამ წინააღმდეგი აშკარად არ ვიყავი. როცა მაქსიმემ აღვირი დაჰკრა ცხენს მხოლოდ მაშინ მივხვდი საქმე რაშიც იყო. უბრალოდ სურვილი შემისრულა. ცხენი დიდი სიჩქარით მიქროდა, მე მაქსიმეს დაკუნთულ სხეულს ვეკვროდი და რომელი უფრო დიდ ადრენალინს მანიჭებდა ვერ ვხვდებოდი. საოცრება იყო, დიდი სიჩქარე, რომლისაც წესით უნდა შემშინებოდა, მაგრამ მაქსიმესთან შიში? არაა, ჯოჯოხეთშიც კი უშიშრად ჩავიდოდი თუკი მეცოდინებოდა რომ ის ჩემთან ერთად იქნებოდა.
ეს ნეტარება კარგახანს გაგრძელდა. ბოლოს ცხენი შენელდა და სახლის ჭიშკარსაც მივადექით. მაქსიმე ცხენიდან მოხერხებულად ჩახტა, მერე კი მე დამეხმარა ჩასვლაში.
-მაქსიმე მადლობა, მართლა ძალიან ძალიან მომეწონა
პასუხად მხოლოდ გამიღიმა და ხელი მომხვია. სახლში ერთად შევედით, უკვე ყველას გაეღვიძა. სითბომ სასიამივნოდ დამიარა ძვლებში. ზაფხული იყო მაგრამ დილაობით სვანეთში, მითუმეტეს ჯირითისას ძალიან შემცივდა.
-სად იყავით?_სანდრო მოგვაჩერდა და სესილის შოკოლადიანი პური მიაწოდა.
-ვიჯირითეთ, აუ სან იცი რა მაგარი იყო_ბავშვივით ამოვილაპარაკე თვალებგაბრწყინებულმა, ყველას გაეღიმა ჩემს რეაქციებზე, მაქსიმემ კი უფრო მომზვია ხელი და მიმიხუტა, გავინაბე....
-მეც მინდათქო ხო გითხარი გუშინ_საძაგელი ხმა მოსწყდა ყურთასმენას, არადა ლამის დამავიწყდა მისი იქ ყოფნა.
-ყველას გეძინათ რო წავედით_უღიმღამოდ ვუპასუხე
-მაქსიკო რატომ არ გამაღვიძე?_ჩემი პასუხი დააიგნორა და ჩემს გვერდით მდგომს მიაჩერდა
-იმიტომ არ გაგაღვიძე რომ მე ქეთას შევპირდი და არა შენ, თუ მაინც გინდა გარეთ არის ცხენები, შეგიძლია გაისეირნო.
-და მაგას რო გაყევი?
-მაგას სახელი აქვს და ქეთა ჰქვია_სანამ მაქსიმე რამეს იტყოდა მე ვუთხარი და მაქსიმეს სხეულს მოვშორდი
-მე შენ არ გელაპარაკები_ცხვირი აიბზუა და უაზროდ ამათვალიერა
-სამაგიეროდ ჩემზე ლაპარაკობ
-მაქსიკო რაუნდა ამ ქალს?
-ქაალს?_მაქსიმემ ჩაიცინა_რა ქალს ნათია 7წლით შენზე უმცროსია.
ერთიანად აწითლდა, როგორც ჩანს ასაკი მისთვის მძიმე თემას წარმოადგენდა, მაგრამ უნდა ვაღიარო სულ არ ჰგავდა მაგხელას, პირიქით, საკმაოდ ლამაზი და მოვლილი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაღიზიანებდა. ნეტა რატო?...
ხმა აღარ ამოუღია, ოთახში ავარდა.
-მგონი გაგიბრაზდა მაქსიკო_სახელი მთელი ირონიულობით წარმოვთქვი და სესილისკენ წავედი რომელიც ისე გემრიელად ჭამდა შოკოლადებს რომ მეც მომანდომა.
-გადაუვლის._უღიმრამოდ ჩაილაპარაკა და მეორე სართულისკენ წავიდა
-არმომწონს ეს გოგო_ნუცამ მკვლელი მზერა მოავლო ზემოთ ამავალ კიბეებს, სადაც წუთის წინ ნათია იდგა.
-მაგრამ მაქსიკოს გოგოა და უნდა ავიტანოთ_ისევ ცინიზმით ჩავილაპარაკე
-საიდან ამდენი ირონია ქალბატონო ქეთევან?_გაკრეჭილმა გამომხედა გიორგიმ და შეყვარებულს მოეხვია
-საზიზღარი გოგოა_უკმაყოფილება ვეღარანაირად დავმალე
-არავის არ მოგვწონს, მარა არაუშავს მაქსიმე მალე გაუშვებს_დამაჯერებლად თქვა ვაკომ
-და რაიცი რო გაუშვებს?_პირგამოტრნილმა სესილიმ კითხვის დასმა სცადა
-ეგეთი ცუდი გემოვნება არ აქვს_სიცილში გაატარა ვაკომ და ყველასგან შეუმჩნევლად თვალიც ჩამიკრა მანუგეშებლად.
საღამომდე დრო უაზროდ გავიდა, ცოტა ციოდა და მდინარეზე ვერ წავედით, სადილის დროს ქალბატონი ნათია არ ჩამოსულა, არც მაქსიმე. უმკურნალა კარგი მეთოდებით ეტყობა, რადგან საღამოს ბედნიერი სახით ჩამოცუნცულდა ქალბატონი. მაქსიმე უმიმიმებოდ იყო.
ბევრი ბჭობის შემდეგ სიმართლე და მოქმედება ვითამაშეთ, ბიჭებმა კი იწუწუნეს მაგრამ ქალების ძალას მაინც თავისი გავლენა აქვს, თან სესილიმ გამობერილ მუცელზე რომ ხელი დაისვა ყველამ ხმა გაკმნიდა.
პირველი დატრიალება მაქსიმესა და ნუცას შორი გაჩერდა.
-აბა წითელთმიანო, სიმართლე თუ მოქმედება?_მხიარულად შემოუძახა მაქსიმემ
-სიმართლე
-რამდენიხანია რაც გიო გიყვარს?
-მაქსიმეე_უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა
-გისმენ_კმაყოფილმა გასძახა გიომაც
-15 წელია_მორცხვად ჩაილაპარაკა
-რა დამთხვევაა_გიორგიმაც ყურში ჩასცინა
მეორე დატრიალება ჩემსა და ნათიას შორის გაჩერდა
-სიმართლე თუ მოქმედება?_უკმაყოფილოდ მკითხა
-სიმართლე
-რამდენი ბიჭისთვის გიკოცნია?
-მე...მე....არვიცი
-აა ხო შენ ხო ამნეზია გაქ, ოო ანუ ვერ თამაშობ_ტუჩები ააცმაცუნა და სწერვულად ჩაიღიმა
-ხო მგონი ეგრე გამოდის, ტყუილად ვზივარ მაინც
ფეხზე ადგიმა დავაპირე მაქსიმეს ხმამ ადგილზე რომ გამაშეშა
-დაჯექი!...კითხვა ისეთი დასვი ნათია რომ პასუხის გაცემა შეძლოს
-კაიიი მაშინ ბოლოს როდის აკოცე ბიჭს?
-რაც ამნეზიამაქ არავისთვის მიკოცნია, მანამდე არმახსოვს._დამაჯერებლად წარმოვთქვი
-მე მახსოვს და გავცემს შენს ნაცვად პასუხს თუ გინდა_მაქსიმემ გამჭოლი მზერა შემავლო, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა...
-ხო თქვი მაქსიკო
-ავარიამდე ნახევარი სააათით ადრე აკოცა ერთ ბიჭს
-ნიკას?_დაბნეულმა წავილუღლუღე, არაფერი უთქვამს, მსუბუქად დამიქნია თავი. თამაში უაზროდ გაგრძელდა, მაქსიმე ცხენების სადგომში აპირებდა გასვლას მათთვის თივების დასაყრელად, მაგრამ ვთხოვე რომ მე გაბიდოდი. ისიც დამთანხმდა. ეზოში გავედი, მაინც უაზროდ ვიყავი იქ, ვერც კითხვებს ვსვამდი და ვერც პასუხებს. მგონი იმ წუთას პირველად შემაწუხა ჩემმა ამნეზიამ. გზაში დედას და ზურას ველაპარაკე, მითხრეს რომ საქმეზე თურქეთში მოუწევდათ სამი დღე წასვლა, მე მაინც არ ჩავდიოდი მანამდე ამიტომ პრობლემა არ იქმნებოდა. თავლის კარები სევაღე, ორივე ცხენი ერთ სადგომში იყო. თივა ავიღე და სპეციალურ ხის დიდ ჯამში ჩავყარე. მათ ისე ყურადღებით ვაკვირდებოდი თითქოს მსოფლიოს აღმოჩენებს ვაწარმოებდი
-ლამაზები არიან ხო?_მაქსიმეს ბოხმა ბარიტონმა გამომაფხიზლა, გვერდით დამიდგა და ისიც ცხენებს დააკვირდა
-ძალიან. როცა აქ არ ხარ ვინ უვლის ხოლმე?
-მეზობელი
-მაქსიმე...
-გისმენ ქეთა
-არა არაფერი, შევიდეთ ცივა.
-რისი კითხვა გინდოდა?_მკლავი დამიჭირა და წასვლის საშუალება არ მომცა.
-არაფრის_ მისმა სიახლოვემ დამაბნია.
-გაინტერესებდა ვის აკოცე ბოლოს ხო?
-ხომ მითხარი რომ ნიკას
-მოგატყუე
-რა?
-მე მაკოცე ბოლოს.
-რას ამბობ მაქსიმე.
-ავარიის დღეს ჩემთან იყავი, არვიცი რა გჭირდა, ტიროდი, მეუბნებოდი რომ დაიღალე, რომ თამაშმა დაგღალა, რომ არმოგწონს ამდენი როლის მორგება არც ჩემთან და არც ნიკასთან, ვერ გაწყნარებდი, მერე ჩაგეხუტე შენ კი მაკოცე, მეც გაკოცე, არ შეგეწინააღმდეგე, და იცი რატო? მეც მინდოდა კოცნა და იმიტო, მერე უარესად ანერვიულდი, მაპატიეო, არუნდა მეკოცნაო, მე გაწყნარებდი, გეუბნებოდი რომ ნიკას უნდა დაშორებოდი, რომ ასე ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, შენ იცი რა მითხარი ქეთა? ნიკასთან უმდა ვიყოო, შენ ვერ გაიგებ რატომო, არ შემიძლია ჯერ თქმაო, მერე კიდევ ერთხელ მაკოცე და გაიქეცი, მერე კი ავარია მოგივიდა.
-მე...მე...არაფერი მახსოვს_დაბნეულმა ამოვილუღლუღე
-გინდა გაგახსენო?
-რ...რა?...როგორ?
-არა შენს ამნეზიას ვერ ვუშველი, მაგრამ გინდა კოცნა გაგახსენო?იქნებ დაგეხმაროს, იცი როგორ მაკოცე? ხელები თმებში ნაზად შემიცურე, შენკენ დამქაჩე და მთელი გრძნობით დამეძგერე ტუჩებზე ქეთა, ზუსტად ისე როგორც ახლა ამას მე ვიზავ_გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამაყუდა კედელთან და მაკოცა, მომთხოვნი და ნაზი ერთდროულად იყო, ყველაფერი დამავიწყა მისმა ტუჩებმა, ხელები მის შავ თმებში ავხლართე და კოცნაში ავყევი, საოცარი ტუჩები ჰქონდა, საოცარი იყო თვითონ, თავად საოცრება გახლდათ მაქსიმე ვიბლიანი!
უჰაერობას რომ არ შევეწუხებინეთ ალბათ არასდროს დავეხსნებოდით ერთმანეთს. სუნთქვა ორივეს აჩქარებული გვქონდა, ხელები წელზე შემომაწყო და თავი კისერში ჩარგო
-ასე მაკოცე ქეთა, მის მერე ამირიე ყველაფერი, ვცდილობდი თავს მოვრეოდი მარა, ჯანდაბა, არაფერი გამომივიდა, ბავშვობის მეგობარი ერთ წამში საყვარელ ქალად გადამექცა, უფრო სწორად ის გრძნობა გამახსენდა რომელიც წლების წინ ჩავმარხე ჩემში. ასე მაკოცე ქეთა, და იმის მერე უმოწყალოდ მომახალე ნიკას ვერ დავშორდებიო, ვერ გეტყბი რატოვო, ამიხსენი ასე როგორ შეგეძლო რომ მომქცეოდი_ხმა გაუმკაცრდა
-მე...მე ახლა ისე მინდა ყვრლაფერი მახსოვდეს და ყველაფრის მოყოლა შევძლო. მე არმახსოვდა ეს ყვრლაფერი, მაგრამ გრძნობა თავიდან გამიჩნდა შენ მიმართ, ეს საერთოდ არ ვიცოდი, არ ვიცი ნიკა რატომ მყავდა, არც ის ვიცი მანამდე შენ ან მის მიმართ რას ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ვიცი რასაც ვგრძნობ მაქსიმე
-შენ არაფერი გახსოვს ქეთა_ჩასისხლიანებული თავლებით დაჟინებით მომაშტერდა
-ხო არაფერი
-ეს საუბარიც დაივიწყე, დაივიწყე სანამ ყველაფერი არ გაგახსენდება_წასვლა დააპირა, მაგრამ გავაჩერე.
-არა, არა, ახლა რომ წახვიდე თავს არვაპატიებ_ხმის ამოღება არ ვაცადე ისე ვაკოცე, ჯერ ზედა ტუჩზე მერე ქვედაზე, ცდილობდა, მართლა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ არგამოუვიდა, ხელში სწრაფად ამიტაცა და უფრო მომთხოვნი გახადა კოცნა, სიამოვნების ბგერები აღმომხდა, ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
-მიხარია რომ ამნეზიამდე და ამნეზიის შემდეგაც შენი პირველი კოცნები მე მოვიპარე
-მოიცა, ნიკასთვის არ მიკოცნია?
-არა, ნუ მე ასე მითხარი
-ვერ ვიგებ მასთან რატომ ვიყავი
-რომ გეთქვა ავატიამდე და გიჟივით არ გავარდნილიყავი უფრო მარტივი იქნებოდა
-ახლა რთული იქნება?
-კი, მაგრამ შევძლებთ.
-ხო შევძლებთ, მაქსიკო_გამოკვეთილად ბუთხარი, რითაც ვაგრძნობინე რომ ნათია ზედმეტი იყო, ისეთი გადაიხარხარა ლამის კედლები ჩამოინგრა
-რა გაცინებს_ხელი მსუბუქად მიმარტყი მკერდზე
-საყვარელი ხარ რო ბრაზდები
-სულაც არა_მისი წელიდან ფეხები უცებ ჩამივაწყე და სახლისკენ გაბიქეცი
-იცოდე ხვალ აქ აღარ დამხვდეს_სახლში შესვლამდე მივაძახე, და ბედნიერი ისე შევედი თითქოს არაფერი მომხდარიყოს, სახე მაინც მიღიმოდა, მაწსიმე კი ჩემგან განსხვავებით კარგი მსახიობი აღმოჩნდა, ჩვეულებრივი გამომეტყველებით შემოვიდა, წამით ისიც ვიფიქრე რომ მომეჩვენათქო.
მალევე წავედიტ დასაძინებლად, საშინელმა ეჭვიანობამ შემომუტია როცა გამახსენდა რომ მაქსიმე და ნათია ერთად დაიძინებდნენ, მაგრამ ღამის 3ზე წყლის დასალევად ჩასულს, მაქსიმე რომ დივანზე დაძინებული დამხვდა საოცარი კმაყოფილება ვიგრძენი. ფრთხილად ვაკოცე და თხელი საბანი გადავაფარე. იმ ღამით ყველაზე ტკბილად მეძინა, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი რა მაკავშირებდა ნიკასთან, მიუხედავად იმისა რომ არ მახაოვდა წარსული, მიუხედავად იმისა რომ არ მახსოვდა მაქსიმეს მიმართ ჩემი მანამდელი გრძნობები....მაშინ მთავარი მხოლოდ ის იყო რასაც იმ მომენტში განვიცდიდი.



__________
ესეც მერვე თავი.. ველი თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი nina

pirveli varrr.visiamovne kidev minda kargia male dadee shemdegi tavi

 



№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

პირველმა კი ვცადე დაკომენტარება, მაგრამ ჯერ ვერაო.???? გამახარე საყვარელო ძალიან ახალი თავი რომ დადე ამ საღამოს, მომწონს ეს წყვილი და შენი წერის სტილი ხომ საერთოდ.უსაზღვროდ მომწონს ყველა ისტორია.

 



№3  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი nina
pirveli varrr.visiamovne kidev minda kargia male dadee shemdegi tavi

ძალიაან დიდი მადლობა❤❤

სტუმარი მარიამი
პირველმა კი ვცადე დაკომენტარება, მაგრამ ჯერ ვერაო.???? გამახარე საყვარელო ძალიან ახალი თავი რომ დადე ამ საღამოს, მომწონს ეს წყვილი და შენი წერის სტილი ხომ საერთოდ.უსაზღვროდ მომწონს ყველა ისტორია.

უუუღრმესი მადლობა შენ❤ მიხარია რომ მოგწონს❤❤

 



№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

რაო წინაზე რა ვთქვი ვინ არ მომწონსოო??? :დდ მაქსიმეეე რა კარგი ტიპი ყოფილააა , უკვე მეცვლება აზრიიიი :დ ♥ იმედია მლე გაიხსენებს ქეთა წარსულს, მაინტერესებს ძალიან რატო ვერ დაშორდებოდა ნიკას, იმედევბს ვიტობე მალე გავიგებთ სად ძაღლია მარხის თავი :დ
სანდრო და სესილი, გიო და ნუცა, მათი სიყვარული მიყვაარს მეე ♥

ყველაზე მაგარი თავი იყო ეეს ,
ერთი მეორრზე უკეთესები გამოგდის ყოველი შემდეგი თავიი მარიამოო.♥♥
ძალიან ძალიან კარგი ხარ შეენ ♥ #მიხარიხარდაგყვარობ მე შენ ♥ საუკეთესოოო ♥
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად :*
ჩემი ვაკო ხო ვაბშე საოცრებამყავს :დ♥

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

რა უნდა ვთქვა? აქ არაფრის თქმაა საჭირო.
ეს ის ისტორიაა რომელიც მთელი არსებით შემიყვარდა,რომელმაც შემიბყრო და გახდა ჩემი რჩეული.
მართალია ჩემ აზრზ დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ეს ასეა.მე მიყვარს ეს ისტორია,ისე ძალიან როგორც შენ.
მიყვარს მისი თითოეული პერსონაჟი (ნათიას გარდა :დდ).
ისტორიაა რომელიც ზოგ მომენტში აგატორებს,გაგაბედნიერებს და დაგაინტრიგებს კიდეც.
მასში ათასი გრძნობაა ჩაქსოვილი და ამ გრძნობებმა იმდენი გააკეთა,რომ ის ჩემთვის გამორჩეული გახადა.
შენ ამას სულ ახერხებ საყვარელო.
მოდი ასე გეტყვი-ისე მიყვარხარ როგორც შენ გიყვარს ბარსელონა )) ალბათ მიმიხვდი რამდენად გცემ პატივს,გაფასებ და მიყვარხარ.
მეტი არ ვიცი რა ვთქვა,ალბათ გამიგებ.

 



№6  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Tskrialashvili Mariami
რაო წინაზე რა ვთქვი ვინ არ მომწონსოო??? :დდ მაქსიმეეე რა კარგი ტიპი ყოფილააა , უკვე მეცვლება აზრიიიი :დ ♥ იმედია მლე გაიხსენებს ქეთა წარსულს, მაინტერესებს ძალიან რატო ვერ დაშორდებოდა ნიკას, იმედევბს ვიტობე მალე გავიგებთ სად ძაღლია მარხის თავი :დ
სანდრო და სესილი, გიო და ნუცა, მათი სიყვარული მიყვაარს მეე ♥

ყველაზე მაგარი თავი იყო ეეს ,
ერთი მეორრზე უკეთესები გამოგდის ყოველი შემდეგი თავიი მარიამოო.♥♥
ძალიან ძალიან კარგი ხარ შეენ ♥ #მიხარიხარდაგყვარობ მე შენ ♥ საუკეთესოოო ♥
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად :*
ჩემი ვაკო ხო ვაბშე საოცრებამყავს :დ♥

პირველ რიგში მიხარია შენი მაქსიმესადმი დამოკიდებულების შეცვლა❤❤ ხო და შენი კომენტარები მიხარია კიდევ❤ დაელოდე მალე "გამოჩნდები"???? ვაკო ნამდვილად საოცრება "გყავს"????❤❤

Girl with pretty smile
რა უნდა ვთქვა? აქ არაფრის თქმაა საჭირო.
ეს ის ისტორიაა რომელიც მთელი არსებით შემიყვარდა,რომელმაც შემიბყრო და გახდა ჩემი რჩეული.
მართალია ჩემ აზრზ დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ეს ასეა.მე მიყვარს ეს ისტორია,ისე ძალიან როგორც შენ.
მიყვარს მისი თითოეული პერსონაჟი (ნათიას გარდა :დდ).
ისტორიაა რომელიც ზოგ მომენტში აგატორებს,გაგაბედნიერებს და დაგაინტრიგებს კიდეც.
მასში ათასი გრძნობაა ჩაქსოვილი და ამ გრძნობებმა იმდენი გააკეთა,რომ ის ჩემთვის გამორჩეული გახადა.
შენ ამას სულ ახერხებ საყვარელო.
მოდი ასე გეტყვი-ისე მიყვარხარ როგორც შენ გიყვარს ბარსელონა )) ალბათ მიმიხვდი რამდენად გცემ პატივს,გაფასებ და მიყვარხარ.
მეტი არ ვიცი რა ვთქვა,ალბათ გამიგებ.

პირველ როგში იმას გეტუვი რომ ძაააალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი იმხეპა რომ ვერცკი წარმოიდგენ!❤❤ იცი როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა, აიიიიი ძალიააან❤❤❤❤ არვიცი ვინ ხარ, არცის ვიცი ჩემი ბარსელონას მიმართ სიყვარული საიდან იცი, (ალბათ ფბდან, გამიხარდება თუ გამოჩნდები) მაგრამ ვხვდები რომ ხანხადან თითქმის უცნობებს შეუძლიათ უუუდიდესი ბედნიერების მონიჭება და შენ ეს მოახერხე❤ უღრმედი მადლობა ამ სიტყვებისთვის, ბევრს ნიშნავს ჩემთვის❤ იმედია იმედებს არასდროს გაგიცრუებ❤❤❤

 




რა ნახა ეს ჩემმა თვალებმააოოო?
აი თავს ვიკავებდი რა, ბოლოს კარგ გემრიელ კომენტარს რომ დავუწერ იქ ვეტყვი-მეთქი ვფიქრობდი მაგრამ ვერ მოვითმინე არ დაიტია გულმა და რაა ვქნა? ჰო და რას მოვაყოლე...შენი სათაური(ები) მომწონს ძალიან ძალიააააან ისეთი ორიგინალური და განსხვავებულია კითხვის ხალისს გაძლევს და შემდეგ საერთოდ რომ წაიკითხავ ხომ შოკიააააა❤️❤️ვაიმე როგორ მიყვარხარ ჰააა? რანააირად შემაყვარე ჩემო შაქარლამავ თავიიიი? რანაირდ და თავისი ულევი ფანტაზიიიიითოოოო❤️❤️და კიდევ ამ ფანტაზიებში ჩაქსოვილი იმ ადამიანობით რომელიც დარწმუნებული ვარ უზარმაზარი დოზითააა შენში!❤️❤️❤️მოკლედ ბეიბი,რაცხებზე ავიხლართ-მოვიხლართ-ჩავიხლართე რა,რომ მეგონა აჰაა და გავიგე ყველაფერი-მეთქი არ გამოხტა ეს ნიკა? უსაშინლესად ვარ დაინტრიგებული❤️❤️და გიბრძანებ გამომიყვანო ამ გაურკვევლობიდან :დდდდდ აუ და მაქსიმე არის ჩემიიიიი სიყვარული! ჩემი სეხნია დამიმოვს ახლა,გავიყობთ როგორღაც :დდდდ წავედი ახლა და ველოდები სულმოუთმენლად ახალ ცხელ-ცხელ თააააავს❤️❤️ და მაოატიე ასე მოგვიანებთ,რომ გიწერ ხოლმე კომენტარებს რა :'(((( არ მცალია დაა❤️ქაი ხო მოვრჩი!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!❤️
შენი ისტორიებიანად და სათაურებიანად :დდდდდ❤️❤️

 



№8  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

წარსული კვდება...
რა ნახა ეს ჩემმა თვალებმააოოო?
აი თავს ვიკავებდი რა, ბოლოს კარგ გემრიელ კომენტარს რომ დავუწერ იქ ვეტყვი-მეთქი ვფიქრობდი მაგრამ ვერ მოვითმინე არ დაიტია გულმა და რაა ვქნა? ჰო და რას მოვაყოლე...შენი სათაური(ები) მომწონს ძალიან ძალიააააან ისეთი ორიგინალური და განსხვავებულია კითხვის ხალისს გაძლევს და შემდეგ საერთოდ რომ წაიკითხავ ხომ შოკიააააა❤️❤️ვაიმე როგორ მიყვარხარ ჰააა? რანააირად შემაყვარე ჩემო შაქარლამავ თავიიიი? რანაირდ და თავისი ულევი ფანტაზიიიიითოოოო❤️❤️და კიდევ ამ ფანტაზიებში ჩაქსოვილი იმ ადამიანობით რომელიც დარწმუნებული ვარ უზარმაზარი დოზითააა შენში!❤️❤️❤️მოკლედ ბეიბი,რაცხებზე ავიხლართ-მოვიხლართ-ჩავიხლართე რა,რომ მეგონა აჰაა და გავიგე ყველაფერი-მეთქი არ გამოხტა ეს ნიკა? უსაშინლესად ვარ დაინტრიგებული❤️❤️და გიბრძანებ გამომიყვანო ამ გაურკვევლობიდან :დდდდდ აუ და მაქსიმე არის ჩემიიიიი სიყვარული! ჩემი სეხნია დამიმოვს ახლა,გავიყობთ როგორღაც :დდდდ წავედი ახლა და ველოდები სულმოუთმენლად ახალ ცხელ-ცხელ თააააავს❤️❤️ და მაოატიე ასე მოგვიანებთ,რომ გიწერ ხოლმე კომენტარებს რა :'(((( არ მცალია დაა❤️ქაი ხო მოვრჩი!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!❤️
შენი ისტორიებიანად და სათაურებიანად :დდდდდ❤️❤️

აუუუუუუ! ჩემო ქეთა! როგორ ვგიჟდები, აიი როგორ ვგიჟდები შენს კომენტარებზე რომ იცოდეე❤ იციი როგორ მახარებბბ?❤❤❤❤ აიი საოცრად! იმედია მალე გაერკვევი და ფინალი იმედს არ გაგიცრუებს❤ მიყვარხარ მე შენ ძალიან❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent