შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს ( თავი 11 )


15-03-2018, 13:10
ავტორი teengirllove
ნანახია 435

მიყვარს ( თავი 11 )

ყველაფერი სხვაგვარად იყო ქრისტინესთან,ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა ..გოგონას ხან გიოსთან ერთად უწევდა კინოში სიარული ხან ნიკასთან....ორივე თბილად და კარგად ექეცოდა...ქრისტინე თავის ოთახში იჯდა და ფიქრობდა...აღარ იცოდა რა ექნა , ლუკა მოსწონდა ,მოსწონდა მისი ღიმილი,გარეგნობა , საქციელები,მასთან ყოფნა უხაროდა და აბედნიერებდა,ბიჭი თითქმის სულ მასთან იყო,მის ყველა გამსაცდელს ისმენდა და თანაუგრძნობდა ,ის მას ძალიან ამშვიდებდა...მაგრამ .გიორგი..გიორგი სულ სხვა იყო,მის დანახვაზე წარსულის ბედნიერება გადაეშლებოდა ხოლმე თვალწინ..მასთან ერთად გატარებული დრო,მისი ჩახუტება ,კოცნა ..ამის გახსენება აბედნიერებდა ,მაგრამ შემდეგ მის გონებაში ის საშინელი პერიოდი ამოტივტივდებიდა როცა უღალატა,როცა დატოვა და წავიდა...გოგონას ეშინოდა რომ თუ ძველ გრძნობებს გაიხსენებდა ისევ იგივე მოხდებოდა ,ისევ დატოვებდა გიორგი მას და უარესად გაუტეხდა გულს...
ტელეფონის ზარმა გამოარკვია ფიქრებიდან ,რათქმაუნდა ლუკა იყო..
-გისმენ ლუკ..
-ქრისტი , შენთან სერიოზული საქმე მაქვს
-რამე მოხდა? გულმა რეჩხი უყო
-რაღაც უნდა გითხრა..
-კარგი ,მითხარი გისმენ
-ეხლა არა ,ხვალ ,ხვალ გეტყვი საღამოს..
-კარგი...ტელეფონი გათიშა,ფეხზე წამოდგა და აქეთ -იქეთ დაიწყო სიარული...ნეტავ რაუნდა? იმედია ...არა არა ,რა სისულელეა ,ის მხოლოდ მეგობარია..სისულელეა..
ლუკა: ქუჩაში მიაბიჯებდა და თან ფიქრობდა , ხვალ..ხვალ ყველაფერს ვეტყვი,რაც იქნება იქნება ...ყველაფერს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს,ვეტყვი და დამთავრდება..
-რაზე ფიქრობ? დამცინავად მიუგო უკნიდან გიორგიმ
-შენზე...უპასუხა ირონიულად
-ჰაჰაჰაჰ...ძალიან სასაცილოა ..
-ხვალ აღარ გაგეცინება..
გიო წამში დასერიოზულდა -ხვალ რახდება?
-ხვალ ქრისტინეს სიყვარულს ავუხსნი..
-არც გაბედო...
-უკვე დავუთქვი შეხვედრა..და ვნახავ ხვალ
-გითხარი ამას არ გააკეთებთქო ..თქვა გიორგიმ და ლუკას მკლავებში ჩააფრინდა ..
-ხელები მომაშორე....
-ქრისტინეს არაფერს ეტყვი გასაგებია!!!არაფერს ,თორემ მოგკლავ...გიორგის სახე საშინლად დაემანჭა ,ავადმყოფური გაუხდა , თვალები ჩაუწითლდა ..რაღაც არაამქვეყნიურს დაემსგავსა..შემდეგ თავბი მოთოკა და ხელები გაუშვა..
-თავს დაანებებ, ის მხოლოდ ჩემია და მორჩა!!!! დაიყვირა და წავიდა...ლუკა დიდხანს იდგა გაოგნებული და გაბრაზებული...

კარზე ზარის ხმა გაისმა , ქრისტინე ოთახიდან ქვევით ჩავიდა და კარები გააღო,ზღურბლზე გიორგი იდგა და უღიმოდა..
-გიო? რამოხდა?
-უნდა ვილაპარაკოთ..
-რახდება?
-შემომიშვებ? ქრისტინემ კარები კიდებ უფრო ფართოდ გააღო და სახლში შემოუშვა ,სამზარეულოში ნატა იყო ამიტომ ოთახში ავიდნენ.. ოთახში ჯერ გიორგი შევიდა ,მას ქრისტინე მიყვა და კარი მიკეტა , უნდოდა ეკითხა რახდებაო მაგრამ , ბიჭმა არ დააცადა, მაშინვე ტუჩებში ეძგერა და კოცნა დაუწყო...თავიდან ქრისტინე გაუძალიანდა ,მაგრამ შემდეგ ისიც აყვა , გული საშინლად უცემდა ,სადაცაა ამოვარდებაო.. შემდეგ ძალა მოკრიბა და მოიშორა..
-ეს...შენ...რას აკეთებ!!
-მე შენ მიყვარხარ ქრისინ..ძალიან ..მეტი აღარ შემიძლია..დამიბრუნდი გთხოვ, ვკვდები..ვკვდები უშენოდ..
-გიო მე ...მე ხომ გითხარი არ შემიძლია..
-შეგიძლია!!!!! დაიყვირა გაავებულმა...ჯანდაბა შეგიძლია!!!...
გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა ,.. უცებ გიორგი ფანჯარაზე ავიდა და გიჟის თვალებით მიჩერდა გოგოს..
-გადავხტები...უშენოდ მოვკვდები,ან ეხლავე დამთანხმდი ან გადავხტები აქედან..
-გიორგი რას აკეთებ!!!ჩამოდი..
-მითხარი ქრისტინე,მითხარი რომ გიყვარვარ !!! ...
-კარგი !!! აღმოხდა გოგონას ,კარგი...ჩამოდი მანდედან....გიორგი ფანჯრიდან ჩამოხტა ,ქრისტინეს მივარდა და მაგრად ჩაეხუტა...ასე იყვნენ ჩახუტებულები რამდენიმე წუთით,ჩუმად..
-გაგიჟდი?!! ეს რატომ გააკეთე ,გული გამისკდა
-იმიტომ რომ გეგრძნო რამდენად გიყვარვარ...
-გიორგი სიმართლე ისაა რომ არ ვიცი რას ვგრძნობ,..ეს სიტუაცია.
-რა სიტუაცია?
-წახვედი დამტოვე ,ისე რომ არაფერი მითხარი..რტომ წახვედი?
-დედა იყო ცუდად ,ხომ იცი ამერიკაში ცხოვრობს ,მასთან მომიწია გადასვლა..იმიტომ არ დაგემშვიდობე რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა..ხომ გითხარი რომ ასე აღარ მოვიქცეოდი..მე შენ მიყვარხარ..კიდევ მომეცი შანსი გთხოვ...კიდევ ერთი შანსი...
გოგონა ცოტახანს დადუმდა შემდეგ თავი დაუქნია ..

უკვე საღამო იყო, ქრისტინე იმ ბარში მივიდა სადაც ლუკამ დაიბარა ..შევიდა ,ლუკა გადაკოცნა და მის პირდაპირ ჩამოჯდა...განერვიულებული იყო გიორგისთან მომხდარის გამო ,არ იცოდა რატომ მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა..
ლუკას ეს არ გამოპარვია,ცოტახნით დაივიწყა მისი სათქმელი -რამე მოხდა?ლუკა ოდნავ გადმოიხარა და ხელზე ხელი დაადო ,შემდეგ წყლიანი ლურჯი თვალებით შეხედა - მითხარი...
- მგონი .... მე...რაღაც გავაკეთე და ეხლა არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი , ლუკამ დაბნეულად შეხედა -მე ...დღეს გიორგი იყო ჩემთან ,ძალიან აღელვებული ჩანდა
-ასეც ვიცოდი !!! წამოიძახა უცებ ,სხვა ვინ უნდა იყოს შენი განერვიულების მიზეზი თუ არა ის...რა უნდოდა?
-მეორე შანსი!!!! ...
ლუკამ მრისხანებით ამოხედა წარბებს ქვევიდან , კისრერი დაჭიმა ,ნერწყვი გადაყლაპა და ნერვიული ხმით თქვა - მერე...
- მე , მას დავთანხმდი...
ლუკა ადგილიდან ეამოდგა , გაიარ გამოიარა ,შემდეგ ცოტა დამშვიდდა და ისევ დაჯდა -ანუ ეხლა შეყვარებულები ხართ? ცრემლებს ძლივს იკავებდა...
-არა ,დამაჯერებლად განაცხადა ქრისტიმ...მე მას შანსი მივეცი ,შანსი იმისა რომ კვლავ შემაყვაროს თავი ,უფროსწორად სცადოს თავის შეყვარება...
ლუკა ამ პასუხმა ცოტა დაამშვიდა - შენ...ის ისევ გიყვარს?
-არვიცი..მართლა არ ვიცი..ყველაფერი ერთმანეთში მერევა ...
-შენი მესმის...
-შენ რისი თქმა გინდოდა?
ლუკა მხტებში გაიშალა ,თითქოს ეხლაღა გაახსენდა მისი სათქმელიო ,..
-მე....მე აქ იმიტომ დაგიბარე რომ...скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი keso

dzalian momwons magram cota vrcladd raaa dzan amoklebb <3 heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№2 წევრი teengirllove

სტუმარი keso
dzalian momwons magram cota vrcladd raaa dzan amoklebb <3 heart_eyes heart_eyes heart_eyes

mixaria rom mogwont <3 <3

 



№3  offline წევრი talia

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გაშეშებილი ვარ.

 



№4 წევრი teengirllove

talia
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გაშეშებილი ვარ.

:))))) mixaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent